Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 327

ომნადრენი 250მგ #5ა

ომნადრენი 250
(OMNADREN 250)
TESTOSTERON;  MIXTURE OF ESTHERS

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
G03BA03

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ
ტესტოსტერონის პროპიონატი. . .  . . . 30.0 მგ
ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი . . . 60.0მგ
ტესტოსტერონის იზოკაპრონატი. . . . . . 60.0მგ
ტესტოსტერონის კაპრონატი. . . . . . . . 100.0მგ
დამხმარე ნივთირებები:
ბენზილური სპირტი, არაქისის ზეთი ინექციისათვის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანდროგენული პრეპარატი  – დეპო ფორმა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი შეიცავს მოქმედების სხვადასხვა სიჩქარის მქონე ჰორმონ ტესტოსტერონის 4 ეთერს.
ტესტოსტერონის მოქმედების ძირითად მექანიზმს მამაკაცებში წარმოადგენს გონადების ფორმირება და ფუნქცია, გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება, წინამდებარე ჯირკვლის განვითარება, სათესლეების მომწიფების პროცესი, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება (სიმაღლეში ზრდა, ხმის ტემბრის შეცვლა, სახის გათმიანება).
ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტესტოსტერონის ეთერები განსაზღვრავენ მისი შეწოვის სიჩქარეს და გამოყოფას, ხელს უწყობენ ტესტოსტერონის ანდროგენული  მოქმედების მუდმივი, წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას მისი ერთჯერადი ინექციიდან 4 კვირის განმავლობაში.  

ჩვენებები

პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით: მამაკაცებში:
– სქესობრივი მოუმწიფებლობა;
– უნაყოფობა (ოლიგოსპერმია);
– ანდროგენული ჰორმონების  უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
– კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები;
– იმპოტენცია.
განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეპარატს იყენებენ ქალებში ჰიპერესტროგენიზმით გამოწვეული დაავადებების დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით.
ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები

ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება, სითხის გამოყოფის პროცესის შეფერხება ორგანიზმიდან და შეშუპებები. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო  ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.

უკუჩვენებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, წვევანდელებში სქესობრივ მომწიფებამდე და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.

ორსულობა და ლაქტაცია

ქალებში, ომნადრენის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ომნადრენის კომბინაციით ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პრიმიდონი) მცირდება ტესტოსტერონის მოქმედების ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Pharmaceutical Company JELFA S.A.

ნორკოლუტი 5მგ #20ტ

                                                             ნორკოლუტი
                                                               (Norethisterone)

ჩვენება:
– პრემენსტრუალური სინდრომი;
– მასტოდინია;
– ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;
– დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;
– ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;
– ენდომეტრიოზი;
– ადენომიოზი;
– ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდანაცილება;
– დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენები კლიმაქტერიულ პერიოდში.

ფარმაკოლოგიური თვისება:
ნორეთისტერონი წარმოადგენს გესტაგენურ პრეპარატს, რომელიც იწვევს ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციას პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. რეკომენდებულ დოზებში თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ ჰონადოტროპინის სეკრეციის, რაც ხელს უშლის ფოლიკულების მომწიფებას და აფერხებს მათ ოვულაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალური მიღებისას კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენრაცია სისხლის პლაზმში აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,8-10 საათს. პრეპარატის 50-70% ელიმინირდება შარდით, ხოლო 20-40% – განავალით.

დოზირება და მიღების წესი:
პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10მგ (1-2აბი). შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან. საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენების, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში) ინიშნება 6-12 დღის განამავლობაში 5-10მგ დღეში (1-2 აბი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე გამოიყენება 5-10მგ დღეში (1-2აბი ერთდროულად ესტროგენთან). ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25-დღემდე – 5მგ ერთხელ დღეში (1 აბი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად – ციკლის მე5 დღიდან 2,5მგ დღეში (1/2აბი) და ზრდიან დოზას Ѕ 1/2აბით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში. ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად: ორსულობის შეწყვეტა: მე-16-28-ე კვირას: – პირველი დღე 15მგ(3 აბი), – მეორე-მესამე დღე 10მგ(2 აბი), – მეოთხე-მეშვიდე დღე 5მგ(1 აბი). 28-36-ე კვირას: – პირველი დღე 15მგ (3 აბი), – მეორე-მესამე დღე 10მგ (2 აბი). აბლაქტაცია: – 1-3 დღე დღეღამური დოზა 20მგ (4 აბი); – 4-7დღე დღეღამური დოზა 15მგ (3 აბი); – 8-10დღე დღეღამური დოზა 10მგ (2 აბი). დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5მგ (1 აბი) ხანგრძლივი კურსებით. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25-50მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი აბებში).

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვითარდება და დამოუკიდებლად ქრება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა.

უკუჩვენება:
– სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
– ორსულობა;
– სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო;
განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
– გულის დაავადება;
– ბრონქული ასთმა;
– ეპილეფსია;
– მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;
– ჰეპატიტი;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ონკოლოგიური შემოწმება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფერმენტების ინდუქტორულ საშუალებებთან (შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება).

მეგაცე 160მგ #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

მასტოქეა 50მლ ჟელე

შემადგენლობა:

წმინდა ვიტექსის ექსტრაქტი 10%, ინდოლ-3-კარბინოლი 1%, ველური ბატატის ექსტრაქტი 10%.

დამხმარეინგრედიენტები: ტრიეთანოლამინი, გლიცერინი, აკრილატი C10-30 აკრილაკრილატ კროსპოლიმერი, ფენოქსიეთანოლი.

მასტოქეა წარმოადგენს მცენარეების განსაკუთრებულ ნაკრებს, რომლებიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას.

წმინდავიტექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ მცენარეს. 1997 წელს გერმანიის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა, რომელშიც ვიტექსი უფრო ეფექტური აღმოჩნდა პმს-ის კუპირებისთვის (მკერდის მტკივნეულობა, შეშუპება, თავის ტკივილი, ყაბზობა, დეპრესია, კანის პრობლემები) ვიდრე ვიტამინი ბ6, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება პმს-ის სამკურნალოდ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 1542 მონაწილე ქალიდა,ნ 90%-ში აღინიშნა პმს-ის სიმპტომების შემსუბუქება. გერმანიაში ორმაგი-ბრმა მეთოდით ჩატარებულმა სხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიტექსი ხელს უწყობს ქალებში პროლაქტინის დონის დაქვეითებას.

ინდოლ-3-კარბინოლი – ფიტონუტრიენტი ჯვაროსანთა ოჯახიდან კიბოსთან ბრძოლისთვის. წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოლ-3-კარბინოლს შეუძლია ესტროგენის კიბოს გამომწვევი ფორმა გადააქციოს არატოქსიკურ დაშლის პროდუქტად.

ველურიბატატი შეიცავს დიოსგენინს, რომელიც წარმოადგენს პროგესტერონის ბუნებრივ წინაპარს. მენოპაუზის განმავლობაში ველური ბატატის გამოყენება ალტერნატიული ჰორმონალური თერაპიის სახით მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.

ჩვენება: მასტოქეა გამოიყენება ქალებში ესტროგენდამოკიდებული მდგომარეობებისას, მათ შორის:

  • სარძევე ჯირკვლების გამაგრება;
  • სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური წარმონაქმნები ფიბროზულ-კისტოზური და დიფუზური მასტოპათია.
  • პრემენსტრუალური სინდრომი

გამოყენებისმეთოდი: მასტოქეას გელი დაიტანება დღეში 1-2-ჯერ მკერდის მიდამოში, შეიზილება მასირებით, სრულ შეწოვამდე; მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 2 თვე.

გამოშვებისფორმა:

მასტოქეა გელი 50მლ

შენახვისპირობები:

ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

წარმოებულია

FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ-ისთვის, ბულგარეთის რესპუბლიკა.

მასტოდინონი წვეთები 50მლ ფლ

Vitex Agnus  castus    D1  (ადამის ხე ან ხეპილპილა) 20გრ

Caulophyllum   thalictroides    D4    (კაულოფილუმი) 10გრ

გამჭვირვალე, მკრთალი ყვითელი ხსნარი, მოტკბო სუნით; თავდაპირველად მოტკბო გემოთი, შემდეგ მკვეთრად მწარდება.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სიმპტომური მკურნალობის  საშუალებების სახით შემდეგი მდგომარეობებისას:

– პრემენსტრუალური სინდრომი (სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ფსიქიური ლაბილობა,     ყაბზობა, შეშუპება, თავის ტკივილი/შაკიკი)

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა  Vitex agnus  castus და/ან Caulophyllum   thalictroides და/ან Cyclamen purpurascens და/ან Stychnos ignatia და/ან Iris versicolor და/ან Lilium tigrinum-ის ან პრეპარატის  ნებისმიერი დამატებითი ინგრედიენტის მიმართ.

 

გამოყენება და დოზირება:

მიიღება 30 წვეთი  დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) გახსნილი მცირეოდენ წყალში ან სხვა სითხეში. მასტოდინონით® მკურნალობის კურსია არანაკლებ 3 თვე უწყვეტად, მენსტრუაციის პერიოდშიც. მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადათ აღინიშნება 6 კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ჩივილების განახლება, მკურნალობა უნდა გაგრძერლდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

შეანჯღრიეთ გამოყენების წინ!  

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მასტოდინონი: 

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება: 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ იგი მაშინ როცა გაგახსენდათ, მაგრამ თუ ეს დრო ემთხვევა შემდეგი დოზის მიღების დროს, მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

 

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება: 

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენები:

არსებული მონაცემების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასება შეუძლებელია:

 

– მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით

– კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), აკნე

– თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

– გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი)

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე  შეწყვიტეთ მასტოდინონის® წვეთების მიღება.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

Vitex Agnus castus-ის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.

 

ორსულობა და ლაქტაცია: 

მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის® პერორალური წვეთების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

განსაკუთრებული მითითებები: 

გახანგრძლივებული, გაურკვეველი და განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი, რომელის დროსაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. თუ ხართ ან იყავით დაავადებული ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ იღებთ დოფამინის აგონისტებს ან ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ითვლება, რომ Vitex agnus castus-ის ნაყოფი მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.

ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნის დროს Vitex agnus castus-ის ნაყოფის მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. არ არის საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, რის გამოც არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მედიკამენტი შეიცავს 53% ალკოჰოლს (მოცულობით), ანუ 0,39 გრ. ალკოჰოლს 30 წვეთში, რაც შეესაბამება 10 მლ. ლუდს ან 4 მლ. ღვინოს. ალკოჰოლი შესაძლოა საზიანო იყოს ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. 

ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულ და მეძუძურ ქალებთან, ბავშვებსა და მაღალი რისკის ჯგუფის (პაციენტები ეპილეფსიით და ღვიძლის დაავადებებით) პაციენტებთან. 

 

ცნობილია,  რომ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და მოწევა, უარყოფითად მოქმედებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობაზე.

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.

 

გამოშვების ფორმა: 

პერორალური წვეთები 30მლ, 50მლ, 100მლ-იან მუქი შეფერილობის საწვეთურიან შუშის ფლაკონში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,  ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC. შენახვის ვადის პერიოდში შესაძლებელია მცირე შემღვრევა  ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა. ეს არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

 

შენახვის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

მასტოდინონი #60ტ

მასტოდინონი
MASTODYNON
МАСТОДИНОН

 

წამლის ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი   შეიცავს :

Agnus   castus  (ადამის ხე ან ხეპილპილა)   D1      162მგ
Caulophyllum thalictroides   (კაულოფილიუმი )     D4        81მგ
Cyclamen ( ყოჩივარდა )   D4     81მგ
Ignatia    ( ქუჩულა )      D6    81მგ
Iris     ( ზამბახი )       D2     162მგ
Lilium tigrinum  (შროშანი)   D3   81მგ
სხვა ინგრედიენტები :
ლაქტოზის მონოჰიდრატი , სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი
აღწერილობა :
მრგვალი , ბრტყელცილინდრული ფორმის , ჩალისფერი ტაბლეტები , შესაძლებელია   ღია – ყავისფერი ჩაწინწკვლა .
ჩვენებები :
სიმპტომატური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში :
პრემენსტრუალური სინდრომი ( მასტოდინია, დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში,  შეშუპება,   თავის ტკივილი/ შაკიკი, ფსიქიური ლაბილობა,)
ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა და/ ან უნაყოფობა, გამოწვეული ყვითელი სხეულების უკმარისობით.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
არ გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, არ არის რეკომენდებული იმ   პაციენტებისათვის ვისაც გალაქტოზის მიმართ აქვთ მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას გენეტიკური დეფიციტი ან გლუკოზისა და გალაქტოზის შეწოვის პროცესების დარღვევა.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლის ასაკამდე ბავშვებში.
მასტოდინონის ტაბლეტების მიღებისას დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზირების რეჟიმი:
მიიღება თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში ( დილით და საღამოს)   მცირე ოდენობით წყლის დაყოლებით.
მასტოდინონი მიიღება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდშიც. მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ   გამოვლინდა ჩივილები, საჭიროა განაგრძოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი კარგი ამტანობის გამო გამოიყენება ხანგრძლივი თერაპიისათვის.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
იშვიათ შემთხვევაში,   აღინიშნება ტკივილი კუჭის არეში , ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის უმნიშვნელო მატება, ეგზანთემა, აკნე და თავის ტკივილი.
” Agnus castus”- ის შემცველი პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, დროებითი ფსიქომოტორული აღზგნება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება დოფამინის ანტაგონისტებთან კომბინირებული გამოყენების დროს .
განსაკუთრებული მითითებები :
თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებების   მოქმედების ეფექტურობაზე .
მასტოდინონის ტაბლეტები არ გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობისათვის . ხანგრძლივი გაურკვეველი და განმეორებითი ჩივილების დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს , რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ დაავადებებთან , რომლებიც საჭიროებენ ექიმის აუცილებელ მეთვალყურეობას .
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას .
გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი ბლისტერში.   3 ან 6 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, თან ერთვის გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას , 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის რეჟიმი :
ურეცეპტოდ
მწარმოებელი :
ბიონორიკა აგ
კერშენსტანერშტრასსე 11-15, დ-92308 ნოიმარკტი/ გერმანია

წყარო: http://www.mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=7844

მამოკასტი 50მლ კრემი

მამოკასტი კრემი

ცხენისწაბლას ექსტრაქტი

დიოსკორეა

აბრაამის ხის ექსტრაქტი

მამოკასტის კრემი  შეიცავს ცხენისწაბლას,დიოსკორეას  და აბრაამის ხის ექსტრაქტს. მამოკასტში შემავალი მცენარეები ხელს  უწყობს  სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას.

ცხენისწაბლას ექსტრაქტი  – შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების – ესცინს, რომელსაც გააჩნია ვენოტროპული  და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ამაღლებს ვენების ტონუსს, ამცირებს ანთებით მოვლენებს, ახასიათებს ანტითრომბოზული მოქმედება

Vitex agnus castusადამის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ -2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას. აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს.

ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე.

დიოსკორეა (ველური ბატატი) – შეიცავს დიოსგენინს, რომელიც წარმოადგენს პროგესტერონის ბუნებრივ წინამორბედს. მენოპაუზის განმავლობაში ველური ბატატის გამოყენება ალტერნატიული ჰორმონალური თერაპიის სახით .მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.

ჩვენება: მამოკასტი კრემი  გამოიყენება ქალებში ესტროგენდამოკიდებული მდგომარეობებისას, მათ შორის:

სარძევე ჯირკვლების გამაგრება;

სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური წარმონაქმნები ფიბროზულ-კისტოზური და დიფუზური მასტოპათია.

პრემენსტრუალური სინდრომი

გამოყენების მეთოდი: მამოკასტი კრემი  დაიტანება დღეში 1-2-ჯერ მკერდის მიდამოში, შეიზილება მასირებით, სრულ შეწოვამდე; მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 2 თვე.

 გამოშვების ფორმა: მამოკასტი კრემი 50მლ

ლუთეინა 200მგ #30ტ ვაგ.

ლუთეინა 

 

მოქმედი ნივთიერება: 

პროგესტერონი 100 მგ 

პროგესტერონი 200 მგ 

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

პროგესტერონი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). პროგესტერონი აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას. 

მიღების წესი და დოზები:

პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ჩვენების და ეფექტურობის მიხედვით მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული)  10-20 დღის მანძილზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 3-6 ციკლის განმავლობაში. მენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს პროჟესტერონით მკურნალობა გრძელდება მენოპაუზის დადგომამდე ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში გამოიყენება 100 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში, თანმიმდევრული თერაპიის სახით ციკლის მე-15 დღიდან 25-დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით მეორადი ამენორეის დროს პროგესტერონის ტესტირებისას პროგესტერონი ინიშნება ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში, 5-7 დღე. სისხლდენა ვითარდება პროგესტერონის მიღების შეწყვეტიდან მე-7,  მე-10  დღეს საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენის მკურნალობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად 5-7 დღე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2-3 თვის მანძილზე, პროგესტერონის დოზის 100 მგ დღეში მიღებით ინტრავაგინალურად ციკლიდან მე-15-25-ე დღეს   ენდომეტრიოზის დროს ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ანოვულაციური და ინდუცირებული ციკლის დროს 100-300 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში. მკურნალობა ტარდება უწყვეტად ორსულობის მე-18 _ მე-20 კვირამდე ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ინიშნება 150-200 მგ პროგესტერონი ორჯერ დღეში ინტრავაგინალურად. მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე. მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

 

ჩვენებები: 

• ენდოგენური  პროგესტერონის  დეფიციტით  განპირობებული  მენსტრუალური ციკლის  დარღვევა,  მტკივნეული  მენსტრუაცია  (დისმენორეა),  ანოვულატორული  ციკლები,  პრემენსტრუალური  სინდრომი,  საშვილოსნოს  ფუნქციური სისხლდენა

• ენდომეტრიოზი

• ინ ვიტრო განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს

• ლუთეინური ფაზის უკმარისობა

• სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა

• პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა

• ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

 

გამოყენების წესი: 

ლუთეინა უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ლუთეინას გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით

გვერდითი  მოვლენები: 

ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება, შფოთვა, დეპრესია, ვაგინალური  პრობლემები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი)

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: 

ინტრავაგინალურად მიღებული ლუთეინა არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

უკუჩვენებები: 

ალერგიული რეაქციები პროგესტერონის ან  პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, არაფიზიოლოგიური ვაგინალური სისხლდენა. სპონტანური აბორტის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოში გაურკვეველი ქსოვილების ჩარჩენის ეჭვის შემთხვევაში, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე, სისხლიანი კოლტები მკლავებზე, ფეხებზე, ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებზე, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ლაქტაციის პერიოდი. 

ორსულობა და ლაქტაცია: 

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტერონი უსაფრთხოდ გამოიყენება. პროგესტერონის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში

ლუთეინა 100მგ #30ტ ვაგ.

ლუთეინა 

 

მოქმედი ნივთიერება: 

პროგესტერონი 100 მგ 

პროგესტერონი 200 მგ 

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

პროგესტერონი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). პროგესტერონი აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას. 

მიღების წესი და დოზები:

პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ჩვენების და ეფექტურობის მიხედვით მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული)  10-20 დღის მანძილზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 3-6 ციკლის განმავლობაში. მენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს პროჟესტერონით მკურნალობა გრძელდება მენოპაუზის დადგომამდე ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში გამოიყენება 100 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში, თანმიმდევრული თერაპიის სახით ციკლის მე-15 დღიდან 25-დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით მეორადი ამენორეის დროს პროგესტერონის ტესტირებისას პროგესტერონი ინიშნება ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში, 5-7 დღე. სისხლდენა ვითარდება პროგესტერონის მიღების შეწყვეტიდან მე-7,  მე-10  დღეს საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენის მკურნალობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად 5-7 დღე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2-3 თვის მანძილზე, პროგესტერონის დოზის 100 მგ დღეში მიღებით ინტრავაგინალურად ციკლიდან მე-15-25-ე დღეს   ენდომეტრიოზის დროს ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ანოვულაციური და ინდუცირებული ციკლის დროს 100-300 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში. მკურნალობა ტარდება უწყვეტად ორსულობის მე-18 _ მე-20 კვირამდე ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ინიშნება 150-200 მგ პროგესტერონი ორჯერ დღეში ინტრავაგინალურად. მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე. მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

 

ჩვენებები: 

• ენდოგენური  პროგესტერონის  დეფიციტით  განპირობებული  მენსტრუალური ციკლის  დარღვევა,  მტკივნეული  მენსტრუაცია  (დისმენორეა),  ანოვულატორული  ციკლები,  პრემენსტრუალური  სინდრომი,  საშვილოსნოს  ფუნქციური სისხლდენა

• ენდომეტრიოზი

• ინ ვიტრო განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს

• ლუთეინური ფაზის უკმარისობა

• სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა

• პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა

• ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

 

გამოყენების წესი: 

ლუთეინა უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ლუთეინას გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით

გვერდითი  მოვლენები: 

ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება, შფოთვა, დეპრესია, ვაგინალური  პრობლემები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი)

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: 

ინტრავაგინალურად მიღებული ლუთეინა არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

უკუჩვენებები: 

ალერგიული რეაქციები პროგესტერონის ან  პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, არაფიზიოლოგიური ვაგინალური სისხლდენა. სპონტანური აბორტის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოში გაურკვეველი ქსოვილების ჩარჩენის ეჭვის შემთხვევაში, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე, სისხლიანი კოლტები მკლავებზე, ფეხებზე, ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებზე, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ლაქტაციის პერიოდი. 

ორსულობა და ლაქტაცია: 

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტერონი უსაფრთხოდ გამოიყენება. პროგესტერონის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში

ლაქტინეტი 0.075მგ #28ტ

56.65 ლარი
53.25 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!