Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 330

ესკაპელი 1.5მგ #1ტ

ესკაპელი
ESKAPELLE


საერთაშორისო დასახელება – levonorgestrel

ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G03AC03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები კონტრაცეპციისათვის
; ეპიზოდური გამოყენებისათვის (პოსტკოიტალური კონტრაცეპტივები)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 1.5 მგ: 1 ც.

1.50 მგ ლევონორგესტრელი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
აბები. ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ნაზოლითა და გრავირებით “GOO” ცალ მხარეს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; კაჟმიწა, კოლოიდური, უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზას მონოჰიდრატი (142.5 მგ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ესკაპელი მოქმედების ზუსტი მეხანიზმი უცნობია. რეკომენდებულ დოზებში ლევონორგესტრელი ახდენს მოქმედებას ოვულაციასა და განაყოფიერებაზე, თუ სქესობრივ აქტს ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის წინაოვულატორულ ფაზაში, ე.ი. განაყოფიერების ყველაზე მაღალი ალბათობის მომენტში. გარდა ამისა, პრეპარატის მიერ გამოწვეული ენდომეტრიის ცვლილებები, ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას. დაწყებული იმპლანტაციის დროს პრეპარატი ეფექტური არ არის.
ეფექტურობა: შემთხვევათა 84% არიდებს ორსულობას. ლევონორგესტრელის რეკომენდებული დოზები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სისხლის შედედების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიმოცვლის ფაქტორებზე.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას ლევონორგესტრელი სწრაფად და ფაქტიურად სრულად შეიწოვება. 16 პაციენტი ქალის გამოკვლევების მონაცემებით, ესკაპელის აბის მიღებიდან 2 საათის შემდეგ Cmax=18.5 ნგ/მლ. საშუალო სიდიდე AUC (0 – ∞) = 310182.56 პგ.სთ/მლ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ლევონორგესტრელის დონე სისხლში მცირდება, ნახევრადგამოყოფის საშუალო დრო =26 სთ.
გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად ტოილ შეფარდებით. ლევონორგესტრელის ბიოტრანსფორმაცია ხორციელდება მეტაბოლური გზით, რომელიც სტეროიდებისათვის არის დამახასიათებელი. ღვიძლში ლევონორგესტრელი ჰიდროქსილირდება და გლუკურონიდული კონიუგატების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლევონორგესტრელის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები ცნობილი არ არის.
ლევონორგესტრელი უკავშირდება ალბიმინსა და გლობულინს, რომელიც აკავშირებს სქესობრივ ჰორმონებს (გდსჰ). საერთო რაოდენობის 1.5% პლაზმაში იმყოფება თვისუფალი სტეროიდის ფორმით, 65% სპეციფიურად დაკავშირებულია გდსჰ-თან. ესკაპელის ერთი აბის მიღების შემდეგ გდსჰ-ს საშუალო კონცენტრაცია სისხლში ≈ 40 ნმოლი/ლ. 24 საათის განმავლობაში გდსჰ-ს კონცენტრაცია სისხლში რჩება უცვლელი ან ცოტათი იზრდება, შემდეგ იწყებს შემცირებას და 192 საათის შემდეგ შეადგენს ≈ 30 ნმოლი/ლ.
აბსოლუტური ბიომიწვდომა შეადგენს 100% მიღებული დოზიდან. პრეპარატის მიღებული დოზის 0.1% რძესთან ერთად ხვდება ძუძუზე მყოფი ბავშვის ორგანიზმში.

ჩვენებები

ესკაპელის აბები განკუთვნილია სასწრაფო პერორალური კონტრაცეფციისათვის პირველ 72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ, რომლის დროსაც კონტრაცეფციის არანაირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული, ან კონტრაცეფციის გამოყენებული მეთოდი სანდო არ იყო.

მიღების წესები და დოზები

მიიღება პერორალურად პირველ 72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ. თუ პირველი სამი საათის შემდეგ ტაბლეტის მიღებიდან წარმოიშვა ღებინება, საჭიროა კიდევ ერთი აბის მიღება.
ესკაპელის აბების მიღება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს იმ პირობით, რომ წინა მენსტრუაცია ნორმალურად მიმდინარეობდა. ექსტრემალური საშუალების მიღების შემდეგ ჩასახვის ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს ადგილობრივი ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად პრეზერვატივი, შემდეგ მენსტრუაციამდე. ესკაპელის აბების მიღება არ წარმოადგენს უკუჩვენებას პერორალური ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების რეგულარულად მიღების გაგრძელებისათვის.
ესკაპელის აბების მიღება ბავშვების მიერ რეკომენდებული არ არის, რადგან 16 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლო გვერდითი რეაქციები და მათი სიხშირე წარმოდგენილი შემდეგ ცხრილში.

 გვერდითი მოვლენა სიხშირე %-ში (n=1.379)*
 გულისრევა 13.7
 დაღლილობა 13.3
 ტკივილები მუცლის ქვეშ 13.3
 თავის ტკივილი 10.3
 თავბრუსხვევა  9.6
 სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა 8.2
 ფაღარათი 3.8
 ღებინება 1.4
 მენსტრუაციის დარღვევა 31
 მენსტრუაციის გადაცდენა 7 დღეზე მეტ ხანს 4.5

შესაძლებელია მენსტრუაციის ხასიათის დროებითი შეცვლა. ქალების 78% მენსტრუაციის ვადების გადანაცვლება მერყეობს 5 დღის ფარგლებში. მენსტრუაციის დაგვიანებისას 5 დღეზე მეტ ხანს, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.

უკუჩვენება

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ღვიძლის მაღალი ხარისხის უკმარისობა;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ორსულობის დროს ესკაპელის აბების მიღება უკუნაჩვენებია. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ექსტრემალური კონტრაცეფტივის მიღების ფონზე წარმოქმნილი ორსულობის შემთხვევაში, პროგესტოგენი არ ახდენს ფოტოტოქსიკურ მოქმედებას.
ძუძუთი კვება: ლევონორგესტრელი აღწევს დედის რძეში. ლევონორგესტრელით ბავშვის პოტენციური ექსპოზიციის შემცირება შეიძლება პრეპარატის უშუალოდ ბავშვსათვის ძუძუს მიცემის შემდეგ ან პრეპარატის მიღების შემდეგ ან თავშეკავებით ბავშვსათვის ძუძუს მიცემაზე.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღებისას ე.წ. “სასწრაფო” კონტრაცეფცია განკუთვნილია ექსტრემალური შემთხვევებისათვის. ის არცერთ შემთხვევაში არ ცვლის რეგულარულ კონტრაცეფციას. სასწრაფო კონტრაცეფციის პრეპარატები ყველა შემთხვევაში ვერ არიდებენ ჩასახვას. განაყოფიერების ალბათობა დიდია იმ შემთხვევებში, როდესაც სქესობრივი აქტის დრო ზუსტად ცნობილი არ არის, და კონტრაცეფციით დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან როდის გავიდა 72 საათზე მეტი ერთი მენსტრუალური ციკლის პერიოდში. ასეთ შემთხვევებში ესკაპელის აბის მიღება მეორე სქესობრივი აქტის შემდეგ სასურველ შედეგს არ მოიტანს. მენსტრუაციის 5 დღეზე მეტ ხანს გადაცდენისას, ასვე იმ შემთხვევაში, თუ დროულად მოსული მენსტრუაცია უჩვეულოდ მიმდინარეობს, ან რაიმე მიზეზის გამო არსებობს ეჭვი ორსულობაზე, საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ორსულობის არსებობის გამოსარიცხად.
ესკაპელის აბების მიღების ფონზე გამოვლენილი ორსულობა შესაძლოა აღმოჩნდეს საშვილოსნოს გარე ორსულობა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აწუხებთ ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, გულყრა, ექტოპიური ორსულობა ანამნეზში, პატარა მენჯის ორგანოების ოპერაციები ან მათი ანთებები.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ესკაპელის აბების მიღება რეკომენდებული არ არის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება) ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობას. პრეპარატის მიღება არ არღვევს მენსტრუაციების რეგულარობასა და ნორმალურ ხასიათს. მაგრამ ხანდახან შესაძლებელია მენსტრუაციის დროზე ადრე გამოჩენა ან მისი გაცდენა (დაახლოებით ± 2 დღე). ესკაპელის აბის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია შემდგომში რეგულარული კონტრაცეფციის უზრუნველყოფა. თუ ესკაპელი გამოიყენება შეცდომის გამო, რომელიც დაშვებულია რეგულარულ ჰორმონალურ კონტრაცეფციაში, და ამასობაში შესაბამის შვიდდღიან შესვენებაში მენსტრუაცია არ დაიწყება, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.
აცილებული უნდა იქნეს ესკაპელის აბების განმეორებით გამოყენბა ერთი და იგივე მენსტრუალური ციკლის დროს, რათა არ მოხდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ჩვეულებრივ რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით ესკაპელის აბები ნაკლებად ეფექტირია. ქალებმა, რომლებიც ხშირად მიმართავენ სასწრაფო კონტრაცეფციის საშუალებას, უნდა გააგრძელონ რეგულარული კონტრაცეფციის რაიმე მეთოდი.
სასწრაფო კონტრაცეფცია არ ცვლის ვენერიული დაავადებებისაგან დაცვის საჭიროებას.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მაღალი ტრავმატიზმის მანქანების მართვის უნარზე
ავტომობილისა და სამუშაო მანქანების მართვის უნარზე პრეპარატის შესაძლო მოქმედების გამოსავლენად გამოკვლევები არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დიდი დოზების მიღების შემდეგ მძიმე გვერდითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, მენსტრუაციის დარღვევა. სპეციფიური ანტიდოტე არ არის, მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ვიძლის მეტაბოლიზმის პრეპარატ-ინდუქტორების ერთდროულად გამოყენებისას ლევონორგესტრელის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედ ნივთიერებებს, შეუძლიათ შეამცირონ ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატების ეფექტურობა: ბარბიტურატები (მათ შორის პრიმიდონი), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას პრეპარატები (Hypreicum perforatum), რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი.
ლევონორგესტრელის პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ ციკლოსპორინის ტოქსიკურობა მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვის ხარჯზე.

შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 15-25°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა,

ქვეყანა
გედეონ რიხტერი
უნგრეთი

ენდომეტრინი 100მგ #30ტ ვაგ.

89.86 ლარი
84.47 ლარი

ქვეყანა: ისრაელი

მწარმოებელი: ფერინგ ფარმცევტიკალს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დუფასტონი 10მგ #20ტ

მოქმედი ნივთიერება: დიდროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დიდროგესტერონი  ………….. 10 მგ

ფარმაკოკინეტიკა:

პროგესტინები წარმოადგენენ ლიპოფილურ ნივთიერებებს. ისინი ადვილად შედიან უჯრედებში, სადაც უერთდებიან პროგესტერონის რეცეპტორებს, რომლებიც გვხვდებიან ქალის სასქესო ორგანოებში, სარძევე ჯირკვლებში, თავის ტვინსა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის საპასუხოდ რეცეპტორი თავის მხრივ იწვევს შესაბამისი გენების გააქტიურებას და არეგულირებს მათ ექსპრესიას. გესტაგენი აძლიერებს უჯრედების დიფერნციაციას, და ახდენს ესტროგენის საწინააღმდეგო ეფექტს უჯრედების პროლიფერაციაზე. პროგესტერონი ხელს უწყობს ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას. აინჰიბირებს გონადოტროპინების წარმოქმნას. ნორტესტოსტერონის წარმოებულებს აქვთ უფრო ძლიერი ანაბოლური და ანდროგენული მოქმედება, ასტიმულირებენ მკერდის ქსოვილის გაზრდას, და საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მომატებას.

შინით მისაღები პროგესტერონი განიცდის ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტს, ამიტომ მისი ბიოშეღწევადობა დაბალია. ნორტესტოსტერონის წარმოებულების მეტაბოლიზმი ღვიძლში ნაკლებად ინტენსიურია. პროგესტინები საბოლოოდ გარდაიქმნებიან ჰიდროქსი მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ უერთდებიან სულფატებსა და გლუკურონიდების ჯგუფებს და გამოიყოფიან შარდთან ერთად.

პლაზმაში პროგესტერონი უერთდება კორტიკოსტეროიდ-მისაერთებელ გლობულინებს, ხოლო 19-ნორტესტოსტერონის წარმოებულები კი- სასქესო ჰორმონებთან მისაერთებელ გლობულინებს.

ჩვენებები:

ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:

 

  • დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა;
  • ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში;
  • კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში);
  • ენდომეტრიო;
  • ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა;
  • ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე;
  • ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.

 

დოზირება:

ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უკუჩვენებები:

* უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

* არტერიული ჰიპერტენზია.

* ღვიძლის უკმარისობა.

* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.

* მორეციდივე აბორტი.

* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).

* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ზოგადი:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მკერდის და სასქესო ორგანოების საფუძვლიანი გამოკვლევა, ხოლო ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში გამოკვლევები პერიოდულად უნდა განმეორდეს, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა.

ეპილეფსიით, შაკიკით, ასთმით, გულის ან თირკმლის უკმარისობით ან ისეთი დაავადების მქონე პაციენტები, რომლის დროსაც სითხის შეკავებას შეუძლია მდგომარეობის გართულება, მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

პაციენტები, რომლებიც დააავადებულნი არიან ან ანამნეზში აღენიშნებათ დეპრესიის შემთხვევები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ხოლო სიმპტომების განმეორებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ რეგულარულ დაკვირვებას, რადგან ჰორმონალური მკურნალობა აუცილებლად უნდა შეეთავსოს ანტი-დიაბეტურ მკურნალობას.

თრომბოზული ნიშნების და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანული გამომწვევი მიზეზი.

პროგესტინებით ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლო შედეგების გადასამოწმებლად უნდა მოხდეს ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, საშვილოსნოს და ღვიძლის ფუნქციის შეფასება.

პროგესტინებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს მენოპაუზალური სიმპტომები.

ორსულობა:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ.

ლაქტაცია:

გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს.

ბავშვებში:

არ არის რეკომენდირებული.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით:

დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედება. შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგებზე, კოაგულაციური ფაქტორების VII, VIII, IX, და X ანალიზის შედეგებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ტესტებსა და მეტირაპონის ტესტზე.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების დროს მოსალოდნელია პროგესტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერება და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზა პაციენტმა უნდა მიიღოს გახსენებისთანავე, შემდეგ პრეპარატის მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივ.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გემოვნების დარღვევა, წონაში კლება ან მომატება, სითხის შეკავება, შეშუპება. პიგმენტაცია, ქლოაზმა, აკნე, ალერგიული გამონაყარი კანზე, ქავილი, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი, მასტოდინია, გინეკომასტია, სქესობრივი აქტივობის დარღვევები, დეპრესია, ძილიანობა ან უძილობა, ცხელება, თავის ტკივილი.

იშვიათად ანაფლაქსიური რეაქცია. ღვიძლის ფუნქიური დარღვევები, სიყვითლე, სისხლში ლიპიდების დონის მატება. მასკულინიზაცია ქალებში, ჰიპოსპადია მამრობითი სქესის ემბრიონში, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის დერივატების შემთხვევაში. თრომბოემბოლიური მოვლენები (თრომბოზი, ემბოლიები, ინსულტი, პაპილედემა) განსაკუთრებით თუ მიიღება ესტროგენთან ერთად კომპინაციაში.

შენახვის ვადა:

ინახება 5 წლის განმავლობაში ორიგინალ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დამატებითი ინფორმაცია პაციენტებისთვის:

• პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტის კონკრეტული პრობლემისთვის.

• ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის ან გამოყენება სხვა მიზნით.

• თუ მკურნალობის დროს მედიკამენტთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• დამატებითი შეკითხვების გაჩენის ან დაავადებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• მკურნალობის ეფექტურობისთვის და უსაფრთხოებისთვის, საჭიროა პრეპარატის მიღება ინსტრუქციის მიხედვით.

• პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია მოწოდებული ინფორმაციის სრულად წაკითხვა.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა აბაზანაში, ნესტმა და სითბომ შეიძლება საზიანო გახადოს პრეპარატი პაციენტის ჯანმრთელობისათვის.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

• მეტი უსაფრთხოებისთვის საჭიროა პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემა:

პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით

დუინუმი 50მგ #10ტ

25.41 ლარი
23.89 ლარი

ქვეყანა: კვიპროსი

მწარმოებელი: მედოქემიე ლტდ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დოსტინექსი 0.5მგ #8ტ

დოსტინექსი
DOSTINEX


საერთაშორისო დასახელება:

CABERGOLINE

მოქმედი ნივთიერება:
კაბერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 8 ც.
1 აბ.
კაბერგოლინი …………………   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, ლეიცინი, ადსორბენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ერგოლინის წარმოებულს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოფიზის ლაქტოტროპულ უჯრედებში დოპამინის D2-რეცეპტორების პირდაპირ სტიმულაციასთან. შედარებით დიდ დოზებში, ვიდრე პროლაქტინის სეკრეციის დასათრგუნად არის საჭირო, იწვევს ცენტრალურ დოპამინერგულ ეფექტებს, რაც განპირობებულია დოპამინური D2-რეცეპტორების სტიმულაციით. პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის დაქვეითებას ადგილი აქვს 3 სთ-ის შემდეგ დოსტინექსის მიღებიდან, რომელიც გრძელდება 7-28 დღე ჯანმრთელ მოხალისეებში და 14-21 დღემდე – პაციენტებში მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად.

ფარმაკოკინეტიკა:
კაბერგოლინი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ხელს არ უშლის აქტიური ნივთიერების შეწოვასა და განაწილებას. პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 0.5-4 სთ-ის შემდეგ. მისი 41-42%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 63-68 სთ-ს, ხოლო ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში – 79-115 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:
    * ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისათვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი;
    * ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში – ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში – იმპოტენცია. ლიბიდოს დაქვეითება);
    * ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით);
    * იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპერპროლაქტინემიასთან.

მიღების წესები და დოზირება:
მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ენიშნებათ 1 მგ (2 ტაბლეტი 0.5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს.

დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად – 0.25 მგ (1/2 ტაბლეტი) ყოველი 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული დოზირებისას გვერდით ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება.

ჰიპეპროპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ენიშნებათ კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათსა და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბ. (0.25 მგ), ან 1 ტაბ. (0.5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით (0.5 მგ ერთთვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0.25 მგ-და 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4,5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:
ხშირად: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები მუცლის არეში.

ხანგრძლივი მიღებისას: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის).

უკუჩვენებები:
*კაბერგოლინისა და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;
*ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა;
*ორსულთა ტოქსიკოზი;
*ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი;

ორსულობა და ლაქტაცია:
რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით სასურველი ეფექტი არ აღინიშნება, აუცილებელია ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება და ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის დაწყებისას, საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა და შემდგომში გამოყენებულ იქნას კონტრაცეპციის მექანიკური მეთოდები. ვინაიდან პრეპარატის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ჩასახვამდე 1 თვით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოქმედება ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითებები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით შეპყრობილ პირებში, თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა, რეინოს დაავადება, ფსიქიური დაავადება მოითხოვს სიფრთხილეს პრეპარატის დანიშვნისას, ისევე როგორც ჰიპოტენზიური პრეპარატებით მკურნალობის ფონზე;
ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩათვლით.
ავადმყოფებს, პრეპარატის მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:
გულისრევა, ღებინება, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, არტერიული ჰიპოტენზია, მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები. ამ დროს საჭიროა კუჭის გაწმენდა, შემდგომი არტერიული წნევის კონტროლით, რეკომენდებულია დოპმინის ანტაგონისტების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კაბერგოლინის და მაკროლიდების ჯუფის ანტბიოტიკების (მგ. ერითრომიცინის) ერთდროული დანიშვნისას, ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ფენოთიაზონის წარმოებულებთან, ბუტიროფენონებთან, თიოქსანტინებთან და მეტოკლოპრამიდთან კომბინაცია იწვევს კაბერგოლინის ეფექტის დაქვეითებას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

მწარმოებელი:
PFIZER,იტალია

დისმენორმი #80ტ *

25.90 ლარი
24.34 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დისმენორმი #80ტ

დისმენორმი
DISMENORM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #80

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Agnus castus (ხეპილპილა) 125 მგ, (მშრალი მასა 1,0 მგ), Apis mellifica (ფუტკარი) trit. D3 25 მგ, Pulsatilla (მედგარა), trit. D3 25 მგ, Rosmarinus officinalis (სამკურნალო როზმარინი) trit. D2 25 მგ;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები

მენსტრუალური ციკლის დარღვევები და პრემენსტრუალური სინდრომი

მიღების წესები და დოზები

სხვა მითითებათა არარსებობისას დისმენორმი შემდეგნაირად მიიღება:
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, რეგულარულად, მენსტრუაციათა ხანგრძლივობისა და სიხშირის ნორმალიზაციამდე, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში; თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან იმავე დროის გასვლის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას.

გვერდითი მოვლენები

ამჟამად ცნობილი არ არის.
ზოგადი მითითება: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომები დროებით გაუარესდეს (პირველადი გაუარესება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

უკუჩვენება

არ გამოიყენება ფუტკრის შხამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი გამოიყენება გლუტეინის დაავადების მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, მაგრამ მისი დანიშვნა სახამებლისადმი ალერგიის დროს (პათოლოგია, რომელიც გლუტეინის დაავადებისაგან განსხვავდება) არ შეიძლება.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
დისმენორმი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, დისმენორმის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

პრეპარატ დისმენორმის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ამჟამად ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

შენახვის პირობები და ვადები

5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ეტიკეტზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
ორიგინალურ შეფუთვაში ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Deutsche Homöopathie-Union
გერმანია

გონალ-ფ 900სე/1.5მლ #1 მზა შპრ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

გონალ-ფ 450სე/0.75მლ#1 მზა შპრ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

გონალ-ფ 300სე/0.5მლ#1 მზა შპრ.

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!