Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 405

ჰავრიქსი ყმაწვილთათვის – HAVRIX Junior – ХАРВИКС для детей

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

A ვირუსული ჰეპატიტის სპროფილაქტიკო ვაქცინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: მზა შპრიცში 0.5 მლ

0.5 მლ (1 დოზა)

HAV (A ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენი) …….. 720 EU. ELISA

ალუმინის ჰიდროქსიდი ………………………     0.25 გ

ჰავრიქსი მოზრდილთათვის – HAVRIX Adult – ХАРВИКС для взрослых

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

A ვირუსული ჰეპატიტის სპროფილაქტიკო ვაქცინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: მზა შპრიცში 1 მლ

1 მლ (1 დოზა)

HAV (A ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენი) ……….  1440 EU.ELISA

ალუმინის ჰიდროქსიდი …………………………..      0.5 მგ

ჰაეს-სტერილი – HAES-STERIL – ХАЕС-СТЕРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PENTASTARCH

მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პლაზმის შემცვლელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 250 მლ და 500 მლ, შეფუთვაში 10 ც.

ჰიდროქსიეთილსახამებლის (200/0.5) 10% ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

100 მლ

ჰიდროქსიეთილსახამებელი (200/0.5) …..   6 გ

ნატრიუმის ქლორიდი …………………..        0.9 გ

1 ლ

აქტიური ნივთიერებები:

პოლი (o-2-ჰიდროქსიეთილ) სახამებელი …….  100.0 გ

ჩანაცვლების ხარისხი        0.40-0.55 და საშუალო მოლეკულარული წონა 200000 დალტონი

ნატრიუმის ქლორიდი ………         9.0 გ

Na+ ………………………………     154 მმოლ/ლ

Cl– …………………………………   154 მმოლ/ლ

სხვა კომპონენტები:

ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი, pH- 3.5-6.0 მჟავიანობის ტიტრი –

ფარმაკოლოგიური თვისებები:

10% ჰაეს–სტერილის მოქმედების მექანიზმი: 10% ჰაეს- სტერილის ინფუზია (500 მლ 15 წუთში) უზრუნველყოფს პლაზმის მოცულობის მომატებას. იგი იწვევს ჰემოდინამიკის და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას 3-4 საათის განმავლობაში. პრეპარატი განიცდის ჰიდროლიზს შრატის ამილაზას მოქმედებით და გამოიყოფა თირკმელებით. 24 საათის შემდეგ 54% ორგანიზმში შეყვანილი ჰიდროქსიეთილსახამებელი გამოიყოფა შარდით, და მხოლოდ 10% ამ დროისთვის რჩება პლაზმაში. ჰიდროეთილსახამებელი მიიღება ამილოპექტინიდან და მას ახასიათებენ მოლეკულური წონის, ხარისხის და შემადგენელი კომპონენტების მიხედვით. მისი საშუალო მოლეკულური წონა შეადგენს 2000000 დალტონს, განაწილების ხარისხი დაახლოებით 0.5, რაც ნიშნავს, რომ 10 გლუკოზურ ამილოპექტინის ფუძეს შეესაბამება 5 ჰიდროქსიეთილის ჯგუფი C2 პოზიციაში. ჰიდროქსიეთილსახამებლის ძირითადი ჯაჭვები წარმოდგენილია გლუკოზის ფუძეებით, რომლებიც  შეერთებულია ალფა-1.4 კავშირებით ლატერალური განშტოვებებით, დაკავშირებული 1.6 კავშირებით. ჰიდროქსიეთილსახამებელი სტრუქტურულად წააგავს გლიკოგენს, რითაც აიხსნება მის მიმართ კარგი ტოლერანტობა და ანაფილაქსიური რეაქციების დაბალი სიხშირე. ჰაეს-სტერილი გამოირჩევა ხსნარის მაღალი ხარისხით და არ იძლევა ფლოკულაციას ტემპერატურის ცვალებადობის დროს.

ჩვენებები:

  • ჰიპოვოლემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ქირურგიული ჩარევების დროს (ჰემორაგიული შოკი);
  • ტრავმული დაზიანებების დროს (ტრავმული შოკი);
  • დამწვრობის დროს (დამწვრობით გამოწვეული შოკი);
  • ინფექციის დრო (სეპტიური შოკი);
  • სისხლის თერაპიული განზავება (ჰემოდილუცია).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ინფუზიისათვის.

ანაფილაქსიური რეაქციის შესაძლო განვითარების გამო დასაწყისში 10-20 მლ პრეპარატი შეჰყავთ ძალიან ნელა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია სისხლის დაკარგვის ხარისხზე და ჰემოკონცენტრაციაზე. მისი თერაპიული სიგანე განისაზღვრება განზავების ხარისხით. პაციენტებში ფილტვების ან გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულების გარეშე 30% ჰემატოკრიტი განსაზღვრავს კოლოიდური ჩანაცვლებითი საშუალებების შეყვანის მოცულობას.

რეკომენდებული დოზა მოცულობის დეფიციტის (ჰიპოვოლემია და შოკის ჩანაცვლებითი თერაპია) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შეადგენს:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:

20 მლ/კგ დღეში

(=1500 მლ 75 კგ წონაზე დღეში).

(=2.0 გ ჰიდროქსიეთილსახამებელი ერთ კგ წონაზე დღეში).

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:

20 მლ/კგ წონაზე საათში

(=1500 მლ 75 კგ წონაზე დღეში).

(=2.0 გ ჰიდროქსიეთილსახამებელი ერთ კგ წონაზე დღეში)

რეკომენდებული დოზა ჰემოდილუციური თერაპიის დროს:

კრიტერიუმი ინდივიდუალურია ყოველი ავადმყოფისათვის და განისაზღვრება ჰემატოკრიტის მაჩვენებელის შემცირებით. პრეპარატის გამოყენება შეიძლება განხორციელდეს იზოვოლემიის ან ჰიპერვოლემიის პრინციპით მცირე (250 მლ), საშუალო (500 მლ) და მაღალი (2-ჯერ 500 მლ) დოზებით. იგი გამოიყენება შემდეგი სქემით:

სადღეღამისო დოზა:

ა) 250 მლ დღეში (მცირე დოზა)

ბ) 500 მლ დღეში (საშუალო დოზა)

გ) 500 მლ 2-ჯერ დღეში (მაღალი დოზა)

ინფუზიის სიჩქარე:

ა) 250 მლ 0.5-2 საათში

ბ) 500 მლ 4-6 საათში

გ) 500 მლ 2-ჯერ 8-24 საათში

სიფრთხილეა საჭირო:

აღწერილია კავშირი პრეპარატის დოზასთან და ქავილის განვითარებასთან ოტონევროლოგიური დაავადების დროს, როგორიცაა სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, კონტუზია. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია დოზის შემცირება მაქსიმუმ 250 მლ-მდე დღეში. ამით ქავილის განვითარების სიხშირე მცირდება. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის გამოყენება.

გამოყენების ხანგრძლივობა:

ჰიპოვოლემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა: ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდილება არ ზღუდავს პრეპარატის განმეორებით გამოყენებას. ხანგრძლივობა და თერაპიული გამოყენება განისაზღვრება ჰიპოვოლემიის ხანგრძლივობით და დონით.

თერაპიული ჰემოდილუცია:

10% ჰაეს-სტერილის გამოყენება ჰემოდილუციური თერაპიისათვის რეკომენდებულია 10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები. შეუთავსებლობის განვითარების შემთხვევაში ხსნარის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იქნას.

კლინიკური სიმპტომებისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჩასატარებელი თერაპიული ღონისძიებები:

1. კანის რეაქციები: ანტიჰისტამინური პრეპარატები.

2. ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება: ინფუზიის შეწყვეტა. რეკომენდებულია ავადმყოფის ლოგინში ჩაწვენა, ანტიჰისტამინური პრეპარატების და კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი 120 მგ ინტრავენურად) კომბინაცია.

3. შოკი, ასთმური მდგომარეობა (ბრონქოსპაზმი): წოლითი რეჟიმი, რეანიმაცია.

დანიშნულება:

– ადრენალინი 0.05-0.1 მგ ინტრავენურად;

– კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი ინტრავენურად);

– 5% ალბუმინი ინტრავენურად.

ჰაეს–სტერილის ხანგრძლივი ყოველდღიური გამოყენება მაღალ დოზებში ხშირად იწვევს ქავილს, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. იგი შეიძლება განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ და თვეობით გაგრძელდეს. იშვიათად აღინიშნება ტკივილები თირკმელების არეში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სითხის შეყვანის უზრუნველყოფა და შრატის კრეატინინის მაჩვენებლის ხშირი კონტროლი.

10% ჰაეს–სტერილის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის პროლონგირება, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების გარეშე.

შენიშვნები: ჰიდროქსიეთილსახამებელის გამოყენების დროს შესაძლებელია შრატის ამილაზას კონცენტრაციის მომატება, რაც ხელს უშლის პანკრეატიტის დიაგნოსტიკას. აუცილებელია შრატის იონოგრამის და სითხის ბალანსის რეგულარული კონტროლი.

უკუჩვენებები:

* გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობა;

* თირკმელების უკმარისობა (შრატის კრეატინინი აღემატება 2 მგ/დლ ან 177 მკმოლ/ლ-ზე მეტი);

* სისხლის კოაგულაციის მძიმე დარღვევები (გამონაკლისია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები);

* ჰიპერჰიდრატაცია (მძიმე ხარისხის შეშუპება) ან მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია

* ქალასშიდა სისხლდენა.

* ალერგია სახამებელის მიმართ.

არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულებში და ლაქტაციის დროს.

მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია შრატში კრეატინინის კონტროლი. კრეატინინის შემცველობის დროს 1.2-2.0 მგ/დლ  ან 106-177 მკმოლ/ლ, ანუ თირკმელების კომპენსირებული უკმარისობისას, აუცილებელია სითხის ბალანსი და რეტენციის დონის ყოველდღიური კონტროლი. შრატში კრეატინინის ნორმალური მაჩვენებლების მიუხედავად შარდის გამოყოფის მხრივ გადახრა შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის კომპენსირებულ დარღვევაზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია თირკმლისმიერი რეტენციის კონტროლი 1-2-ჯერ.

მკურნალობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სითხის საკმარისი რაოდენობით მიწოდება (2-3 ლ დღეში). პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ფილტვების შეშუპების და ღვიძლის მძიმე ქრონიკული დაავადებების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეგისტრირებული.

სხვა პრეპარატებთან განზავების შემთხვევაში დაცული უნდა იქნას სრული ასეპტიკა, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნას მათთან შეთავსებადობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხსნარი გამჭვირვალეა და შეფუთვა არ არის დაზიანებული.

ჯუნგლი მინერალებით – JUNGLE WITH MINERALS – ДЖУНГЛИ С МИНЕРАЛАМИ

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) ….

5000 სე

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)  …………………….

400 სე

ვიტამინი E (dIα-ტოკოფეროლის აცეტატი)  ……………..

30 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი)

60 მგ

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი)  ………………….

1.5 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  …………………………….

1.7 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  ………..

2.0 მგ

ფოლიუმის მჟავა  …………………………………………..

400 მკგ

ნიაცინი (ნიაცინამიდი)  ……………………………………

20 მგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)  ………………………….

6.0 მკგ

პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოოტენატი) …

10 მგ

ბიოტინი  …………………………………………………….

40 მკგ

კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატი)  ………………………

65 მგ

რკინა (რკინის ფუმარატი)  …………………………………

18 მგ

ფოსფორი (დიკალციუმის ფოსფატი)  ………………………

48 მგ

იოდი (კალიუმის იოდიდი)  ………………………………..

150 მკგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)  ……………………………..

25 მგ

თუთია (თუთიის ოქსიდი)  ………………………………….

10 მგ

სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)  ……………………………

2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, მონო- და დიგლიცერიდები, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუფოსფატი, კროსკარმელოზური ნატრიუმის, ვაშლის მჟავა, ღვინის მჟავა, ასკორბილპალმიტატი, საღეჭი რეზინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს პოლივიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:

  • ჰიპო- და ავიტამინოზების, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
  • იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა;
  • ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების, გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (მათ შორის რადიაციული წარმომავლობის) მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* A და D ჰიპერვიტამინოზი;

* 4 წლის ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ჯუნგლი – JUNGLE – ДЖУНГЛИ

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) …..

2500 სე

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით)  ……………

400 სე

ვიტამინი E

(dI-α-ტოკოფეროლის აცეტატი)  ……………………………..

 

15 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი)………

60 მგ

ვიტამინი B1 (თიანის მონონიტრატი)  ……………………….

1.05 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  ……………………………….

1.2 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  ……..

1.05 მგ

ფოლიუმის მჟავა  ……………………………………………..

300 მკგ

ნიაცინი (ნიაცინამიდი)  ………………………………………

13.5 მგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)  …………………………….

4.5 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, მონო და დიგლიცერიდები, საქაროზა, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოლივიტამინების შემცველი კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:

  • ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
  • ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ, იმუნიტეტის ამაღლება;
  • ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნებათ 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ჰიპერვიტამინოზი.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად.

შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ჯოინტეისი კოლაგენი (ტაბლეტები) – JOINTACE COLLAGEN(tab) – ДЖОНТЕЙС (таб)

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

გამოყენების რეკომენდაცია:

ჯოინტასი წარმოადგენს ქონდროიტინის და გლუკოზამინის კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებას. მისი აქტიური ინგრედიენტებია:


გლუკოზამინის
სულფატი
– სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობის შენარჩუნებას. ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილება გლუკოზამინზე კოლაგენის წარმოსაქმნელად, რათა მოხდეს სახსრებისა (ხრტილის) და სინოვიალური სითხის რეგენერაცია და აღდგენა.  გლუკოზამინი ჯოინტეისში წარმოდგენილია მინერალების ფორმით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ აბსორბციას.


ჯინჯერის
(კოჭა) ექსტრაქტი – რომელიც ზოგადად დაკავშირებულია სახსრების ჯანმრთელობასთან.

ქონდროიტინის სულფატი (ხსნადი) – ხელს უწყობს პროტეინების წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს ხრტილის  ელასტიურობას და მოქმედებს სინერგიულად გლუკოზამინთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ჯანსაღი სახსრების შენარჩუნებას.

ჯოინტასი შეიცავს ქონდროიტინის მაღალხარისხიან დაბალი მოლეკულური წონის ფორმას.

მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი

საშ. 2 ტაბლეტი

რეკომენდებული დღიური რაციონი %

გლუკოზამინის სულფატი KCI

1000მგ

–

ქონდროიტინის სულფატი

400 მგ

–

ვიტამინი E

40 მგ

400

ვიტამინი D

10 მკგ

200

ვიტამინი C

60 მგ

100

ფოლაცინი (ფოლის მჟავა)

400 მკგ

200

ვიტამინი B12

20 მკგ

2000

თუთია

10 მგ

67

მარგანეცი

4 მგ

–

სპილენძი

1.0 მგ

–

სელენი

120 მკგ

–

ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი

80 მგ

–

 

მიღების წესი:

დღეში 2 ტაბლეტი ძირითად საკვებთან ერთად. ტაბლეტი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება.

 

 

ჯოინტასის ეფექტი ვლინდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება. ჯოინტასის მიღებისას რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, უმჯობესია საკვები მდიდარი იყოს თევზის ცხიმით.

ეს პრეპარატი არ მიიღება თევზის ან წყლის ცხოველების მიმართ ალერგიის დროს. ჯოინტასი შეიცავს ნატურალური ქიტინისგან მიღებულ გლუკოზამინს. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებმა ჯოინტასის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

ჯოინტასის მიღება შეიძლება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

 

 

გაცემა:

ურეცეპტოდ.

 

ჯინოტრი – ვაგინალური სუპოზიტორიული სანთელი – GINOTRI – vaginal ovules – ДЖИНОТРИ –вагин. свечи

შემადგენლობა: თითოეული სუპოზიტორი სანთელი შეიცავს ნეომიცინის სულფატი 35000 ერთეული, ნისტატინი 10000 ერთეული, პოლიმიქსინის ბ სულფატი 35000 ერთეული.

თვისობრივი მახასიათებელები:

ჯინოტრი წარმოადგენს ფართო მოხმარების გრამ– დადებით და გრამ– უარყოფით ანტიბაქტერიულ საშუალებას, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნეომიცინი და პოლიმიცინი, ასევე ჯინოტრი მაღალეფექტურია ვაგინალური ტრიქომონის და კანდიდოზის წინააღმდეგ.

ჩვენება:

ჯინოტრი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ვაგინალური ინფექციები;
  • ყელის ბაქტერიული და  სოკოვანი ინფექციები;
  • ვაგინალური გამონადენი;
  • გენიტალური სისტემის წინასაოპერაციო ინფექციებისაგან დასაცავად.

უკუჩვენება:

* წამლის ინგრედიენტებისადმი მაღალმგრძნობელობა.

* გამოყენება ორსულობის პერიოდში:

* პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის პირველ მესამედში, მეორე და მესამე ნახევარში ინიშნება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული ეგზემა პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.

გაფრთხილებები:

ალერგიის შემთხვევაში ინიშნება პერორალურად მისაღები ანტიბიოტიკი.

მკაცრად უნდა იქნას დაცული მკურნალობის განსაზღვრული პერიოდი.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ჯინოტრის ამონოზიდის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში იზრდება ინგრედიენტებისადმი მგრძნობელობა, აქედან გამომდინარე არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან და აუცილებობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იქნან აყვანილი კონტროლქვეშ.

დოზირება და მიღების წესი:

ერთი სუპოზიტორი სანთელი თავსდება ვაგინაში ძილის წინ. მკურნალობის კურსი 12 დღე.

შენახვის პირობები:

არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნიდან უნდა გაიხარჯოს ერთი თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახვისას.

შენახვის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

წამლის ფორმა:

კოლოფში 12 სუპოზიტორი სანთელი.

მწარმოებელი: Kasper – Chabani Pharma For Pharmaceutical Industry, სირია.

ჯენოდექსი – GENODEX – ДЖЕНОДЕКС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი; ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება ოფთალმოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

პოლიმიქსინის B სულფატი ……………….   5000 სე

ქლორამფენიკოლი …………………………..      5.0 მგ

დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი ….    1.0 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჯენოდექსი– კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში. ჯენოდექსის თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლისა და პოლიმიქსინი B ანტიმიკრობული მოქმედებით.

ჩვენებები:

თვალის დაავადებები: ზედაპირული კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, პარენქიმატოზული კერატიტი, კონიუნქტივიტი, ირიდოციკლიტი, რქოვანას დაზიანება, ქუთუთოების ალერგია და ბლეფარიტი.

ყურის დაავადებები: ლოკალიზებული ნეიროდერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ეგზემა, გაფანტული გარეთა ოტიტი.

მიღების წესი და დოზირება:

თვალების მკურნალობისთვის: იწვეთებენ 1–2 წვეთ ხსნარს კონიუნქტივალურ პარკში ყოველ საათში დღის მანძილზე  და ყოველ 2 საათში ღამით დადებითი ედექტის მიღებამდე, შემდეგ 1 წვეთს ყოველ 4 საათში. დოზის შემდეგომი შემცირება თითო წვეთამდე 3–4–ჯერ დღეში შეიძლება საკმარისი იყოს ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლისთვის.

ყურის დაავადებების მკურნალობა: თავდაპირველად კარგად ასუფთავებენ გარეთა სასმენ მილს. რეკომენდებული საწყისი დოზა – 3–4 წვეთი ორჯერ ან სამჯერ დღეში. სასურველი ეფექტის შემდეგ დოზას თანდან ამცირებენ პრეპარატის სრულ მოხსნამდე.

გვერდითი მოქმედება:

გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის შემცირება, უკანა კაფსულასქვეშა კატარაქტის წარმოქმნა, თვალის მეორადი ინფექცია, განპირობებული პათოგენური გამომწვევებით, Herpes simplex –ის ჩათვლით, გამოყოფილი თვალის ქსოვილიდან, თვალის კაკლის პერფორაცია. რქოვანას გათხელებისას დგება პერფორაციის საშიშროება. იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – თვალშიგა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას  კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია რქოვანას ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გამწვავება. შესაძლებელია ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

თვალის ან ყურის ინფექციური ტუბერკულოზური დაზიანება, მარტივი ლიქენი, ჩუტყვავილა, ადრეული მწვავე Herpes simplex, ვირუსული და ჩირქოვანი დაავადება კონიუნქტივისა და ქუთუთოების, რქოვანას დაავადება, მიმდინარე ეპითელის დეფექტით, გლაუკომა, ტრახომა. ეჭვი სოკოვან ინფექციაზე, დაფის აპკის პერფორაცია, ასევე ხსნარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება მონომიცინთან და სტრეპტომიცინთან მათი ტოქსიურობის გაზრდის გამო.

მიღების თავისებურებები:

მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თვალშიგა წნევისა  და რქოვანას მდგომარეობის კონტროლი.

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის ორსულებისათვის ნაყოფზე შესაძლო ტოქსიური მოქმედების გამო.

თვალის უმკურნალებელი მწვავე ჩირქოვანი ინფექცია შეიძლება შენიღბული იყოს ან შეიძლება აქტიურად გაძლიერდეს სტეროიდული სამკურნალო საშუალებების მიღებით. თუ გაღიზიანება და ტკივილი შენარჩუნებულია ან ძლიერდება აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან ვიზიტი.

ჯენაგრა – GENAGRA – ДЖЕНАГРА

საერთაშორისო დასახელება:

SILDENAFIL CITRATE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილის ციტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 1 ან 4 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ “ჯენაგრა-25”

სილდენაფილის ციტრატი ………  25 მგ

1 ტაბ. “ჯენაგრა-50”

სინლენაფილის ციტრატი ……….. 50 მგ

1 ტაბ. “ჯენაგრა-100”

სინლენაფილის ციტრატი ……..  100 მგ

 

ვრცლად მაქსიგრა

ხუთი – ნოკი – FIVE – NOK – ПЯТЬ–НОК

საერთაშორისო დასახელება:
NITROXOLINE 
მწარმოებელი: LEK dd 
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები, ორმხრივ ამოზნექილი, მბრწყინავი.
1 ტაბ.
ნიტროქსოლინი ………. 50მგ 
კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგგუფი:
ანტიბაქტერიული პრეპარატი, 8–ოქსიქინოლინის წარმოებული. უროანტისეპტიკი. 

ვრცლად ნიტროქსოლინი

Don`t copy text!