Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 426

ფლორაჯინი – FLORADZHIN – ФЛОРАДЖИН

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც აღადგენს ნორმალურ ვაგინალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს საშოს ფიზიოლოგიური pH-ის შენარჩუნებას.

შემადგენლობა:

ლაქტობაცილის 6 სახეობა (Bulgaricus, Acidophylus, Biphidus, Thermophylus, Plantarum, Casei), C ვიტამინი, რძემჟავა, გლიცერიდები, ლამინარიის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლაქტობაქტერიები, რომლითაც დასახლებულია გენიტალიების ლორწოვანი გარსი, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს და ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გამრავლებას. ლაქტობაქტერიები ანორმალიზებენ საშოს pH –ს და ხელს უწყობენ რძემჟვას ნორმალური დონის შენარჩნებას, რაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის მჟავამგრძნობიარე პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისათვის. შედეგად ხდება მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენა.

C ვიტამინი – ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება და იცავს სასქესო ორგანოების ლორწოვანს ბაქტერიებისა და კანცეროგენული ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

რძემჟავა აღადგენს გენიტალიების ნორმალურ pH (4–4,5).

გლიცერიდები ასტიმულირებენ ეპითალიზაციას და ჭრილობაზე აქვთ შემახორცებელი მოქმედება.

ლამინარიის ექსტრაქტი ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ხსნის გაღიზიანებადობას, ავლენს ბაქტერიციდულ, ანტისეპტიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ჩვენება:

  • საშოს დისბაქტერიოზი, მათ შორის ბაქტერიული ვაგინიზმი;
  • ქალებში სასაქესო ორგანოების ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადია;
  • ანტიბაქტერიული თერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ რეაბილატაციის მიზნით;
  • ჰორმონდამკიდებული კოლპიტები;
  • სპეციფიური ჰორმონალური თერაპიის შემდგომ მონოთერაპიის სახით.
  • გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისათვის მომზადება, პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
  • რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

დოზირების რეჟიმი:

ფლორაჯინის სანთელი ინიშნება დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს. კურსს იმეორებენ 3–4 თვის განმავლობაში 10–20 დღიანი ინტერვალით.

ფლორაჯინი შესაძლოა დაინიშნოს ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გამოშვების ფორმა:

ფლორაჯინი სანთლები №6.

მწარმოებელი: So.Se. PHARM, იტალია.

ფლორანორმი – FLORANORM – ФЛОРАНОРМ

შემადგენლობა : 1 გრამი ტაბლეტი შეიცავს ცოცხალ ნაწლავური მიკროფლორის   ბაქტერიებს რაოდენობით 1 გრამში 107.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

” ფლორანორმი ” ანტიბაქტერიული ბიოლოგიური კომპლექსური პრეპარატია და წარმოადგენს ცოცხალი ნორმალური ნაწლავური ფლორის , ანუ : ბიფიდობაქტერიების , ლაქტობაქტერიების , კოლიბაქტერიების და ენტეროკოკების ბაქტერიალურ ნარევს .

პრეპარატის მიკრობული კომპონენტები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების , ლინკომიცინის , ამინოგლიკოზიდების , ტეტრაციკლინის მოქმედებისადმი , რაც თავის მხრივ განაპირობებს ” ფლორანორმის ” განსაკუთრებულ ეფექტურობას ანტიბიოტიკებით გამოწვეულ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში .

” ფლორანორმის ” უფრო მაღალი ეფექტურობა იგივე ჯგუფის   ფართოდ გავრცელებულ პრეპარატებთან შედარებით გამოწვეულია მისი მრავალკომპონენტიანობით .

პრეპარატი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს , ხელს უწყობს ორგანიზმში B და  P ჯგუფის ვიტამინების სინთეზს , ხელს უშლის ნაწლავური დაავადებების გახანგრძლივებული ფორმების ჩამოყალიბებას , ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას .

მიღების წესი და დოზირება:

” ფლორანორმ ” – ით მკურნალობა ნაჩვენებია მოზრდილ და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ კუჭ – ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების შემთხვევაში :

  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები ;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზები , მათ შორის ანტიბიოტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზები ;
  • ნაწლავთა დისფუნქცია ან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების ამოთესვის შემთხვევაში;
  • პოსტკლინიკურ პერიოდში მყოფი ავადმყოფები , რომლებმაც გადაიტანეს მწვავე ინფექციური ,   ნაწლავური   დაავადებები , ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პერიოდში;
  • სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ .

” ფლრანორმის ” ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამადე 20-30 წუთით ადრე .  მცირეწლოვან ბავშვებს აძლევენ დაფხვნილ და ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ან ტკბილ წყალში გახსნილ თითო ტაბლეტს დღეში 2– ჯერ , ხოლო მოზრდილებს სამკურნალოდ უნიშნავენ თითო ტაბლეტს დღეში –3 ჯერ .

მკურნალობის კურსი 5-6 კვირაა .

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:

” ფლორანორმის ” მიღებისას არ იყო გამოვლენილი .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

არ არის აღწერილი .

ჭარბი დოზირება :

არ ახასიათებს .

გამოშვების ფორმა : 5 დოზიანი ტაბლეტები 10 ტაბლეტი შეკვრაში .

ვარგისიანობის ვადა: 2 წელია . ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ არის ტოქსიკური .

შენახვის პირობები : მშრალი , გრილი , სინათლისაგან დაცული ადგილი .

გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი ).

მწარმოებელი ფირმა: შპს ” ბიოფარმი -L L”( საქართველო )

ფლოკსანი – FLOKSAN – ФЛОКСАН

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: MUSTAFA NEVZAT ILACH SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალება; IIთაობის ქლორქინოლონების ჯგუფი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი …….. 400 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 1 ფლ.

ოფლოქსაცინი …….  200 მგ

 

ვრცლად ოფლოჰექსალი (მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

ფლოგენზიმი – PHLOGENZYM – ФЛОГЭНЗИМ

საერთაშორისო დასახელება:

TRYPSIN

მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

მცენარეული და ცხოველური წარმოშობის

პროტეოლიზური ენზიმები …….   138 მგ

ბრომელაინი …………………….       90 მგ

ტრიფსინი ………………………        48 მგ

რუტოზიდი ………………………    100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენზიმები (ფერმენტები) წარმოადგენენ ორგანიზმის ცხოველქმედების საფუძველს. ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიური პროცესის განხორციელებაში. ენზიმების აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს.

ფლოგენზიმი ორი ურთიერთშემავსებელი ფერმენტის მიზანმიმართული კომბინაციაა რუტინთან ერთად. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ენზიმების შეწოვა ხორციელდება ინტაქტური მოლეკულების სახით, წვრილ ნაწლავში რეზორბციის გზით. სატრანსპორტო ცილებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, ისინი ხვდებიან სისტემურ სისხლმიმოქცევაში და კონცენტრირდებიან პათოლოგიური პროცესის კერაში.

ბრომელაინი და ტრიფსინი ხელს უწყობენ ანთების მეტაბოლური პროდუქტების სწრაფ დაშლას, ხოლო რუტინი აღადგენს სისხლძარღვების კედლების ნორმალურ განვლადობას, რაც განაპირობებს შეშუპებისა და ჰემატომების სწრაფ შემცირებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ენზიმები თავისი აქტივობის რეალიზებას ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური, თრომბოლიზური, ანტიაგრეგანტული და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტით, პათოლოგიურ პროცესზე კომპლექსური ზემოქმედების შედეგად.

ფლოგენზიმი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ხელს უშლის ინტრავასკულური თრომბების წარმოქმნას და ხელს უწყობს უკვე წარმოქმნილი თრომბების ლიზისს. იგი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რის შედეგადაც, უფრო სწრაფად მცირდება შეშუპება და გაიწოვება ჰემატომები, უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა, ქვეითდება ტკივილის სინდრომის გამოხატულება.

ფლოგენზიმი ამცირებს ინტერსტიციუმის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით, ზრდის ანთებითი დეტრიტის ელიმინაციას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ლიზისს, ანთებისა და ნეკროზული ქსოვილების უბანში. იგი ასევე აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ნორმალიზაციას.

ფლოგენზიმი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრომბოციტების აგრეგაციას, არეგულირებს სისხლის უჯრედების ადჰეზიას, ზრდის ერითროციტების დეფორმირებულობის უნარს და მათ ელასტიურობას. იგი აგრეთვე იწვევს ნორმალური დისკოციტების რაოდენობის აღდგენას და ამცირებს თრომბოციტების აქტიურ ფორმებს, უზრუნველყოფს სისხლის სიბლანტის ნორმალიზაციას, ამცირებს მიკროაგრეგანტების საერთო რაოდენობას, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.

ჩვენებები:

კომპლექსურ თერაპიაში

  • ქირურგია: პოსტოპერაციული მდგომარეობის მკურნალობა (ანთება, თრომბოზები, შეშუპება) შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკა, პოსტოპერაციული ლიმფური შეშუპების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • ტრავმატოლოგია: მოტეხილობები, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები, მყესების გაგლეჯა და დაჭიმვა, დამწვრობა.
  • ანგიოლოგია: ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზები და თრომბოფლებიტები, პოსტტრომბოფლებიტური დაავადებების ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ენდარტერიტის და ათეროსკლეროზის მკურნალობა. მორეციდივე ფლებიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • უროლოგია: შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადების გამწვავებების მკურნალობა. ცისტიტი, ურეთრიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი.
  • გინეკოლოგია: მწვავე და ქრონიკული დაავადებების გამწვავებების მკურნალობა (ადნექსიტი, სალპინგოოოფორიტი), მასტოპათია, კლიმაქტერიული პერიოდის გართულებები, აგრეთვე ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გართულების გამოხატულებისა და სიხშირის შემცირების მიზნით.
  • კარდიოლოგიური: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება.
  • გასტროენტეროლოგია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება.
  • რევმატოლოგია: რევმატოიდული ართრიტის გამწვავება, ბეხტერევის დაავადება, რეაქტიული ართრიტი, ოსტეოართოზის გამწვავება, რბილი ქსოვილების რევმატიზმი.
  • ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების აქტიურობისა და სიმძიმის მიხედვით ფლოგენზიმს იღებენ 2-4 ტაბლეტის ოდენობით, 3-ჯერ დღეში.

– დაავადების მაღალი აქტივობის დროს ფლოგენზიმი ინიშნება 3-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,  2-3 კვირის განმავლობაში.

– დაავადების საშუალო აქტივობისას – 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის მანძილზე.

– დაავადების დაბალი აქტივობის შემთხვევაში – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ხანგრძლივი კურსებით, 3-დან 6 თვეზე და მეტ ხანს.

– ანტიბიოტიკების მოქმედების ეფექტის  გასაზრდელად, ფლოგენზიმი უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის მანძილზე, დოზით – 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე არანაკლებ 30 წთ-ით ადრე, დაუღეჭავად, 150-200 მლ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ფლოგენზიმს პაციენტები კარგად იტანენ. მისი გვერდითი მოქმედება არ იქნა გამოვლენილი მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, განავლის კონსისტენციისა და სუნის ცვლილება, რისი კუპირებაც ხდება დოზის დროებით შემცირებით. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ფლოგენზიმის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გადავსების დროებითი შეგრძნება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დღიურ დოზას გავანაწილებთ უფრო ხშირ მიღებაზე.

უკუჩვენებები:

* ინდივიდუალური აუტანლობა;

* სისხლის შედედების მძიმე თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები (მაგალითად ჰემოფილია);

* ჰემოდიალიზის დროს ფლოგენზიმის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ინფექციური პროცესის შემთხვევაში ფლოგენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას.

◄ ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის, მაგრამ ორსულმა ქალებმა ფლოგენზიმი უნდა მიიღონ მკაცრი კონტროლის ქვეშ.

◄ ზოგიერთი დაავადების დროს, მკურნალობის დასაწყისში დაავადების სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს, რაც განიხილება, როგორც ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე. ასეთ შემთხვევებში, ფლოგენზიმის მიღება არ უნდა შევწყვიტოთ, რეკომენდებულია დოზის დროებით შემცირება.

◄ ფლოგენზიმში არ არის აღმოჩენილი დოპინგის სიაში შემავალი ნაერთები.

◄ პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომობილის მართვასა და სხვა ისეთი სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციის მაღალ სიჩქარეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლოგენზიმის ერთდროული მიღებისას სხვა პრეპარატებთან, მათთან შეუთავსებლობის შემთხვევები არ იქნა გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფლიქსოტიდი – FLIXOTIDE – ФЛИКСОТИД

საერთაშორისო დასახელება:

FLUTICASONE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუტიკაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატი ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

არაფრეონული აეროზოლი ინჰალაციისათვის:

ბალონში 120 დოზა

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი …………    50 მკგ

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ბალონში 60 დოზა.

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი ………   125 მკგ

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი ……..   250 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს ინჰალაციისათვის. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება. ამცირებს ანთებითი სიმპტომების გამოხატულებას და ხელს უშლის ბრონქული ასთმის გამწვავებას.

პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია (ბიოშეღწევადობა 1%-ზე ნაკლები).

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ინჰალაციის შედეგად ფილტვებში ხვდება პრეპარატის დოზის 10-20%. დანარჩენი ნაწილი იყლაპება.

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზმის პროცესში ღვიძლში წარმოიქმნება მხოლოდ ერთი მეტაბოლიტი, რომელიც არ არის აქტიური.

გამოყოფა: პრეპარატის გადაყლაპული დოზის 87-100% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ინტრავენური გამოყენებისას ადგილი აქვს სწრაფ პლაზმურ კლირენსს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ აღემატება 3 საათს.

პრეპარატის ინტრანაზალური და ინჰალაციური გამოყენება თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემაზე.

ჩვენებები:

  • ბრონქული ასთმის ანთების საწინააღმდეგო ბაზისური მკურნალობისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 16 წლის ასაკის ზევით ბრონქული ასთმის იოლი ფორმების დროს

რეკომენდებულია 100-250 მკგ 2-ჯერ დღეში.

საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმის დროს რეკომენდებულია 250-500 მკგ 2-ჯერ დღეში.

მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის შემთხვევაში რეკომენდებულია 500 მკგ 1 მგ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 4 წლის ასაკის ზევით:

ბრონქული ასთმის სიმძიმის მიხედვით 500-100 მკგ 2-ჯერ დღეში ყოველდღიურად.

პრეპარატის დოზის კორეგირება შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანის მხრივ კანდიდოზის მოვლენები, ხმის ჩახლეჩვა. შესაძლებელია პაროდოქსული ბრონქოსპაზმის განვითარება.

სისტემური რეაქციები: მათი განვითარების რისკი მატულობს ინჰალაციური გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღების დროს დიდ დოზებში და/ან გლუკოკორტიკოიდებით პერიოდული მკურნალობის შემთხვევაში. ბავშვებში სისტემური გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დადგენილი პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფლიქსოტიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფილტვების ტუბერკულოზით.

◄ ფლიქსოტიდი არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმის შეტევის კუპირებისათვის.

◄ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ მაღალ დოზებში გლუკოკორტიკოიდებს, ფლიქსოტიდით მათი შეცვლა წარმოებს თანდათანობით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

◄ არ შეიძლება ფლიქსოდიტით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა.

◄ კანდიდოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ინჰალაციის შემდეგ პირის გამორეცხვა.

◄ პარადოქსული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისათვის ფლიქსოტიდის ინჰალაციამდე აუცილებელია ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების ინჰალაცია.

◄ ინჰალაციურ გლუკოკორტიკოიდებზე გადასვლის დროს შესაძლებელია ალერგიული დაავადებების გამწვავება (ალერგიული რინიტი ან ეგზემა), რომელიც არ აღინიშნება სისტემური გლუკოკორტიკოიდების გამოყენების დროს. ამ დაავადებების მკურნალობა რეკომენდებულია ანტიჰისტამინური საშუალებებით და/ან ადგილობრივად გამოსაყენებელი შესაბამისი პრეპარატებით (მათ შორის გლუკოკორტიკოიდებით).

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილი აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დროებით დათრგუნვას. სპეციალური მკურნალობა არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია ფლიქსოტიდით მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის თერაპიული დოზებით. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია აღდგება რამდენიმე დღეში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დღიური დოზით 2 მგ, შესაძლებელია ქრონიკული ჭარბი დოზირება, რომელიც აგრეთვე გამოიხატება თირკმელზედა ჯირკვლის  ქერქის ფუნქციის დარღვევით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება ინფორმაცია სხვა წამლებთან ფლიქსოტიდის ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფლიქსონაზი – FLIXONASE – ФЛИКСОНАЗ

საერთაშორისო დასახელება:

FLUTICASONE, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატი ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ინტრანაზალური სუსპენზია: ფლაკონ-სპრეიში 120 დოზა.

1 დოზა

ფლუტიკაზონის პროპიონატი …….   50 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ინტრანაზალური გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 87-100% გამოიყოფა ნაწლავებიდან. მეტაბოლიზმის პროცესში ღვიძლში წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტი. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა არ ახდენს გავლენას ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემაზე.

ჩვენებები:

  • სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სრულწლიანი ალერგიული რინიტის პროფილატიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით ენიშნებათ 100 მკგ (2 დოზა) ერთხელ დღეში ინტრანაზალურად, ცხვირის თითოეულ ნესტოში სასურველია დილით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მკგ-ს. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია საშუალო თერაპიული დოზა, რომელიც განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში, ცხვირის თითოეულ ნესტოში, დილით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2-ჯერ დღეში.

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა პრეპარტის რეგულარული გამოყენება. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3-4 დღის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი: ძალიან იშვიათად ცხვირ-ხახის სიმშრალე და გაღიზიანება, პირში არასასიამოვნო გემო და სუნი. ცალკეულ შემთხვევებში ცხვირის ძგიდის პერფორაცია, განსაკუთრებთი ანამნეზში ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის დროს.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენად ჭარბობს დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა ნაყოფზე ან ბავშვზე მოქმედების შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცხვირის ღრუს და ცხვირის დანამატი ღრუების ინფექციები პრეპარატის მიღებისას არ წარმოადგენენ წინააღმდეგჩვენებას.

◄ გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების სისტემური გამოყენების შემდეგ (განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვისას) ფლიქსონაზი ინიშნება სიფრთხილით.

◄ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისას კარგი შედეგი მიიღება სეზონური ალერგიული რინიტების დროს გართულებების გარეშე, მაინც საჭიროა თვალის მხრივ სიმპტომების დამატებითი მონიტორინგი.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწეილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფლექსო გელი – FLEXO GEL – ФЛЕКСО ГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

ETOFENAMATE

მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN.,თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ეტოფენამატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის; ახდენს ადგილობრივ ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 40 გ

1 გ

ეტოფენამატი …….   50 მგ

 

ვრცლად ფლექსო ამპულა(მიღების წესი განსხვავებული)

ფლექსო ამპულა – FLEXO AMPULIS – ФЛЕКСО АМПУЛА

საერთაშორისო დასახელება:

ETOFENAMATE

მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN., თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ეტოფენამატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ამპ.

ეტოფენამატი ……    1 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ტრიგლიცერიდები – საკმარისი რაოდენობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეტოფენამატი წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. იგი ხასიათდება კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა:

ეტოფენამატი მისი ცხიმოვანი ბუნების გამო შეყავთ თანდათანობით (დაახლოებით 50 მგ სთ-ში). პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მის დოზაზე დამოკიდებული არ არის. 1 გ ეტოფენამატის შეყვანიდან პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 0.5-5.4 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 0.633 მმოლ/ლ-ს, ხოლო პლაზმის ცილებთან კავშვირი შეადგენს 98-99%-ს.

პრეპარატის 35% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.9 სთ-ს, ხოლო ტერმინალური – 35.4 სთ-ს. აქედან გამომდინარე ეტოფენამატის მოქმედება იწყება სწრაფად (0.5-1 სთ-ში) და გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში (24 სთ-ზე მეტი).

ჩვენებები:

  • იყენებენ რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, პერიართრიტის, ბურსიტის, სინოვიტის, ტენდოსინოვიტის, ეპიკონდილიტის, დაჭიმულობის, დაჟეჟილობის, ტრავმის შემდგომ ანთებების ლუმბაგოს სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება კუნთებში 1 ამპულა ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილზე შესაძლებელია ტკივილი, გამკვრივება, ჰიპერემია, შეშუპება, ქავლი. იშვიათად ჰემატომა და ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი.

ზოგადი რეაქციები: შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, ტკივილი გულმკერდის არეში, კანზე გამონაყარი, შეშუპება. იშვიათად – სახის და ენის შეშუპება, ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, ჰიპოტონია და მასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია ცვლილებები: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია.

ეტოფენამატს განსხვავებით სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარტებისაგან, არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა, განავალში ცხიმის შემცველობა, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები, თირკმელების უკმარისობა, მეხსიერების გაფანტვა, დეპრესია.

უკუჩვენებები:

* ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ურტიკარია;

* მომატებული მგრძნობელობა ეტოფენამატის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

* სისხლის წარმოქმნის პროცესის უცნობი ეთიოლოგიის დარღვევა;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

არასაკმარისი ინფორმაციის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ეტოფენამატის გამოყენებისას (ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) იშვიათად აღინიშნება ანაფილაქსიური რეაქციები. მიუხედავადა ამისა, აღნიშნული რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება ადრენალინით, ანტიჰისტამინური და/ან სტეროიდული პრეპარატებით.

◄ ეტოფენამატი სიფრთხილით ენიშნებათ ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დააავადებით მაგ. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის უკმარისობით შეპყრობილ, აგრეთვე ხანშიშესულ ავადმყოფებს.

◄ ეტოფენამატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებში აუცილებელია პრეპარატის დოზის კორექცია.

◄ ზოგიერთ ავადმყოფში შესაძლებელია პერიფერიული შეშუპების განვითარება, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ გულის უკმარისობით, ჰიპერტონული დაავადების და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებს.

◄ ეტოფენამატი, სალიცილატების მსგავსად, აინჰიბირებს თრომბოციტების ფუნქციას და აძლიერებს სისხლდენას, რის გამოც მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია პროთრომბინის დროის გახანგრძლივება და სისხლდენის განვითარება. ამიტომ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში.

◄ პრეპარატით მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი და მათი ცვლილებების შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში – ქავილი, ეოზინოფილია, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ეტოფენამატი ცვლის მოძრაობით რეაქციებს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ავტოტრანსპორტის მძღოლებში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება:

დადგენილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ეტოფენამატი ამცირებს დიურეზული (მაგ: ფუროსემიდი, თიაზიდები) და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების ეფექტს. პრობენიციდი და სულფოპირაზონი ამცირებენ შარდთან ერთად ეტოფენამატის გამოყოფის პროცესს.

– ეტოფენამატი აძლიერებს დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის, მეტოტრექსატის აქტივობას და ტოქსიკურობას.

– პრეპარატის კომბინაციით კორტიკოსტეროიდებთან და ალკოჰოლთან, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფლექსენი – FLEXEN – ФЛЕКСЕН

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: ITALFARMACO

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

კეტოპროფენი ………  50 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულები 10 ც.

1 ამპ.

კეტოპროფენი ….. 100 მგ

გელი 2.5%: ტუბში 30 და 50 გ.

1 გ

კეტოპროფენი …….. 2.5 მგ

ვრცლად კეტონალი

ფლენიმი – FLENIM – ФЛЕНИМ

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: SYNCOM FORMULATION

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ნიმესულიდი ……… 100 მგ

გელი 1%: ტუბში 30 გ

1 გ

ნიმესულიდი ……..  1 მგ

 

ვრცლად სუარონი(დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

Don`t copy text!