Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 429

ფიბრონი – FIBRON – ФИБРОН

სართაშორისო დასახელება:

AMBROXOL

მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN.

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური საშუალება ამოსახველებელი ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ………   30 მგ

სიროფი: ფლაკონში 150 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……..    30 მგ

ვრცლად ჰალიქსოლი

პედიატრიული სიროფი: ფლაკონში 150 მლ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი …….. 15 მგ

 

ვრცლად სეკროლი

ფიბრო-ვეინი – FIBRO-VEIN – ФИБРО-ВЕЙН

საერთაშორისო დასახელება:

SODIUM TETRADECYL SULPHATE

მწარმოებელი: STD PHARMACEUTICAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენომასკლეროზებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.2% და 3%: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

ნატრიუმის ტეტრადეცილ სულფატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვენომასკლეროზებელი საშუალება. ხასიათდება ზედაპირულად –აქტიური, თრომბის წარმომქმნელი თვისებებით. ვენაში შეყვანისას იწვევს თრომბის წარმოქმნას და მის შემდგომ ორგანიზაციას და მის „შეზრდას“ სისხლძარღვის კედელზე. არ ახდენს შესამჩნევ გავლენას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე, სისხლისა და შარდის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. პერივასკულარულ ქსოვილში მოხვედრისას იწვევს გამაღიზიანებელ მოქმედებას.

ჩვენებები:

კონსერვატიული ინექციურ–მასკლეროზებელი მკურნალობა ავადმყოფებში ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაფართოების დასაწყისსა და ზომიერად გამოხატული გაურთულებელი ფორმების დროს, როცა დადგენილია ღრმა და კომუნიკაციური ვენების კარგი გამტარებლობა, აგრეთვე გაბნეული ტიპის ვარიკოზის დროს, როცა ყველა ვარიკოზული ნაწილის ამოღებისთვის  ოპერაციული ჩარევა პრაქტიკულად შეუსრულებელია;

კომპლექსური მკურნალობა ან ოპერაციის შემდგომი პერიოდი „გამოთიშული“ ვარიკოზული  კანქვეშა ვენების სკლეროთერაპიისთვის. (1 და 3% ხსნარი);

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბავშვებში კანის ანგიომები, ლიპომები, სანერწყვე ჯირკვლების კისტა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა; წვივისა და თეძოს ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი და გაუვალობა, რომელიც მიდის მწვავე თრომბოფლებიტით, ვარიკოზული ვენების ვრცელი და გამოხატული გაგანიერება (მათ შორის, ღრმა)  სარქველების ნაკლოვანებით, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების სიმსივნის ფონზე განვითერებული ვარიკოზი, მიგრირებადი ფლებიტი, მაობლიტიებელი ენდარტერიტი, ფლებოსკლეროზი, ცხელება, ალერგიული დაავადებები და მდგომარეობები, ფლეგმონა, შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიკური თირეოტოქსიკოზი, ბრონქიალური ასთმა, ონკოლოგიური დაავადებები, მწვავე ინფექციები, ტუბერკულოზი, სეფსისი, სისხლის უჯრედული ცვლილება, მწვავე რესპირატორული და კანის დაავადებები, ზოგადი დაავადებები, რომელიც მოითხოვს წოლით რეჟიმს, გულის დაავადებები დეკომპენსაციით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი ეფექტები:

ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, წვა, მტკივნეულობა, პიგმენტაცია, ინტრავარიკოზული ჰემატომა შეყვანის ადგილზე, აღმავალი ფლებიტი ან თანმხლები პერიფლებიტის გარეშე).

სისტემური რეაქციები: თავის ტკივილი, გულისრევა , ღებინება, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბონქოსპაზმი, ცხელება, ანაფილაქსიური შოკი), ფილტვის ვენის თრომბოზი, სისტემური ინფექციები (ინექციის ადგილის კანის ნეკროზი). შემთხვევით არტერიული შყვანის დროს – მომტანი სისხლძარღვის ობლიტერაცია (კიდურის ამპუტაციამდეც კი), თრომბოემბოლიები (პროცედურიდან 4 თვის შემდეგაც კი); პარავენოზურისას – რბილი ქსოვილების ნეკროზი და სისტემური ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

ვენომასკლეროზებელი თერაპიის კურსის  ჩატარებამდე აუცილებელია პრეპარატის საცდელი შეყვანა შესაძლო ინდივიდუალური აუტანლობის დასადგენად. ავადმყოფის ფეხზე დგომისას, კანის პერპენდიკულარულად შეყავთ ნემსი (შპრიცის გარეშე), უფრო მეტად გამოხატული, დისტალურად მდებარე ვარიკოზულ კვანძში. როგორც კი ნემსიდან გადმოვა სისხლი, ავადმყოფს აწვენენ ზურგზე, კიდურს წევენ 30–400 კუთხით. შეყვანის შემდეგ პუნქციის ადგილს დააჭერენ სტერილურ მარლის ბურთულას, ნემსს გამოაძრობენ. პუნქციის ადგილს დახურავენ ნახვევით, ხოლო ფეხს ტოვებენ აწეულ მდგომარეობაში, დაბინტავენ ელასტიური ბინტით ტერფების თითებიდან თეძოს ზედა მესამედამდე. ღრმა ვენების ენდოთელის დაზიანების ასარიდებლად მათი შემდგომი დათრომბვით ავადმყოფებს ურჩევენ ინექციის შემდეგ მაშინვე ენერგიულ სიარულს არა ნაკლებ 2–3 საათი.

ეტაპობრივი ინექციურ–მასკლეროზებელი თერაპიის აუცილებლობისას ზედაპირული ვენების სკლეროზირებას იწყებენ კიდის ტოტებიდან, ხოლო ძირითად ვენოზურ ღეროში შეყვანას ახდენენ ბოლოს.

ზომიერი ვარიკოზისას და რბილი ადვილად ჩავარდნადი კვანძებისათვის ნაჩვენებია 1% ხსნარი, ხოლო მსხვილი კვანძებისათვის სქელი კედლებით – 3% ხსნარი. 1 სეანსის დროს პრეპარატი შეყავთ 2–6 წერტილში 0.5–2მლ თითოეულში (მიღებულია 1მლ). გავრცობილი ვარიკოზული პროცესისას ხსნარით ინექციას იმეორებენ – 2–10–ჯერ, 3–5 დღიანი ინტერვალით. პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობა კურსზე შეადგენს 6–30მლ1% ხსნარს ან 4–10მლ 3% ხსნარს.

ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად კომბინირებული მკურნალობისას შეყავთ ვარიკოზულ ნაკადში (ზედაპირული მაგისტრალური ღეროების ამოღების შემდეგ).

განსაკუთრებული მითითებები:

მას შემდეგ, რაც დარწმუნებიან ქვედა კიდურების ღრმა და კომუნიკაციური ვენების  გამავლობაში ვენების სკლეროზირებას ახდენენ სიფრთხილით,  და ექიმის თანდასწრებით, რომელსაც აქვს  მსგავსი მეთოდიკის ჩატარების გამოცდილება აქვს. მოერიდეთ ექსტრავაზალურ (პარავენოზურ) და არტერიაში მოხვედრას.

პრეპარატი არ გამოიყენება ხსნარის პრეციპიტაციისა და ფერის შეცვლის დროს. ტემპერატურის დაქვეითებისას ხსნარში შეიძლება ნალექის გაჩენა, რომელიც ქრება ოთახის ტემპერატურამდე გათბობისას. 1% ხსნარი მიიღება 3% ხსნარის დისტილირებული წყლით გაზავებით. რეციდივების პროფილაქტიკისათვის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფმა უნდა ატაროს ელასტიური წინდა.

ურთიერთქმედება:

ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან. არ არის რეკომენდებული პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენება (განსაკუთრებიათ ანტიოვულატორული).

ფექსოფენი – სანოველი – FEXOFEN – sanovel – ФЕКСОФЕН-сановель

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:

Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის (fexofenadine hudrochloride)  120მგ-ს.

მღებავი ნივთიერებები: რკინის ჟანგი, ტიტანის დიოქსიდი.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფექსოფენადინი წარმოადგენს სპეციფიკურ H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტს. იგი შერჩევითად აბლოკირებს პერიფერიულ H1 – რეცეპტორებს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფექსოფენადინი აინჰიბირებს ანტიგენით გამოწვეულ ბრონქოსპაზმსა და ჰისტამინის გამოთავისუფლებას პერიტონეალური პოხიერი უჯრედებიდან.

ფექსოფენადინი თერაპიულ დოზებში არ ამჟღავნებს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ, ანტიდოფამინერგულ და ალფა1 – ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელ ეფექტს. იგი არ მოქმედებს კალიუმის არხებზე მიოკარდიოციტებში, შესაბამისად არ გააჩნია კარდიოტოქსიური ეფექტი: QT – ინერვალის გახანგრძლივება, გულის არითმიები – იმ შემთხვევაშიც კი თუ მიღებული დოზა აღემატება რეკომენდებულს. პრეპარატი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, შესაბამისად არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განლაგებულ H1– რეცეპტორებზე.

პრეკლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა მისი სედატიური ან სხვა ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (EEG -ს დარღვევა, ფსიქომოტორული ფუნქციის გაუარესება).

ჩატარებული იქნა პრეპარატის კლინიკური გამოცდა სეზონური ალერგიული რინიტით დაავადებულ მოზრდილებში. ერთჯერადი დოზა 60, 120, 180 მგ განაწილებული იყო ორ მიღებაზე, რასაც მოჰყვა მდგომარეობის სწრაფი სიმპტომატური გაუმჯობესება ერთ საათში, სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები უსაფრთხოდ და ეფექტურად კონტროლირდებოდა 24 საათის მანძილზე.

8-დან 11,6 წლამდე ბავშვებს ჭამის წინ დაენიშნათ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი დოზა 30მგ ან 60მგ. პრეპარატის ანტიჰისტამინური ეფექტი (ჰისტამინის კანქვეშ შეყვანით გამოწვეული სიწითლის განვითარების დათრგუნვა) გამომჟღავნდა 1-2 საათში და გრძელდებოდა 8-24 საათის განმავლობაში, მიღებული პრეპარატის დოზისა და გამოყენებული ჰისტამინის კონცენტრაციის მიხედვით.

პერორალურად მიღების შემდეგ ფექსოფენადინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 2,6 სთ-ში.

პრეპარატის 60მგ დოზით პერორალური ხსნარის სახით მიღების დროს მისი საშუალო კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 209ნგ/მლ-ს. პრეპარატის დოზით 60მგ ყოველ 12 საათში 10-ჯერ მიღებისას მისი წონაწორული კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 286მგ/მლ-ს. პრეპარატის დოზით 60მგ პერორალურად დღეში 2 –ჯერ მიღების შემდეგ ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14,4 სთ-ს.

ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს ერთჯერადი დოზით 30მგ ან 60მგ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 18 სთ-ს.

სისხლის ცილებს უკავშირდება 60-70%. მეტაბოლიზდება პერორალური დოზის დაახლოვებით 5%. პერორალური დოზის 80% და 11% გამოიყოფა შესაბამისად განავალთან და შარდთან ერთად.

ჩვენებები:

ფექსოფენადინი ნაჩვენებია სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:

ფექსოფენადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.

მოხუცებში, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში ფექსოფენადინის დოზის კორექცია საჭიროებას არ წარმოადგენს.

აღწერილი გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, პრეპარატი სავარაუდოდ არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და სხვა ტექნიკის გამოყენების უნარზე. იგი არ ახდენს ზეგავლენას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია მართოს ავტომობილი და შეასრულოს სამუშაო, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას. იმისათვის, რომ გამოვავლინოთ მგრძნობიარე ავადმყოფები, რეკომენდებულია შემოწმდეს ინდივიდუალური რეაქცია იმ სამუშაოს შესრულებამდე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.

ორსულობა და ლაქტაცია:

დამადასტურებელი ცნობები ფექსოფენადინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ორსულებსა და მეძუძურ ქალებში არ არსებობს. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად ჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური კვლევის დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებდა სუსტ და გარდამავალ ხასიათს.

არასასურველი მოქმედების სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსაგან.

ადგილი აქვს შემდეგი ხასიათის გვერდით მოვლენებს:

თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირის ღრუს სიმშრალე.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდების მიღება მოქმედებს ფექსოფენადინის ეფექტურობაზე, ამიტომ ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იქნას 2 საათიანი ინტერვალი.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდისა და ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში ფექსოფენადინის დონის მომატებას 2-3-ჯერ.

დოზირება და მიღების წესი:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 120მგ-ს დღეში ერთხელ (სასურველია დილით).

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

შეფუთვა:

შეფუთვაში 10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი.

სხვა ფორმები:

ფექსოფენი – სანოველი, 180მგ 10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი.

გაიცემა ექიმის რეცეპტით

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ფესტალი – FESTAL – ФЕСТАЛ

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.

1 დრაჟე

პანკრეატინი ………………..  192 მგ

მინიმალური ფერმენტული აქტივობით:

მამილაზა ………………….. 4500 სე

ლიპაზა ………………….    6000 სე

პროტეაზები ……………..  300 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლის მომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას.

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფესტალი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეპარატს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან.

ჩვენებები:

  • კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;
  • საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;
  • ჩანაცვლებითი თერაპისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება საჭმლის მიღების დროს 2-3 დრაჟეს ოდენობით. დრაჟე უნდა მივიღოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლოა გავზარდოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი.

ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის სიწითლე, ცემინება, ცრემლდენა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* მწვავე პანკრეატიტი;

* ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე პანკრეატიტი, ან აღენიშნებათ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ფესტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფესამოლი – FESAMOL – ФЕСАМОЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM; CINNARIZINE

მწარმოებელი: GMP

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი+ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული (ნეირომეტაბოლური სტიმულატორი); თავის ტვინის დარღვეული სისხლის მიმოქცევის კორექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

პირაცეტამი ……….    400 მგ

ცინარიზინი ………..   25 მგ

 

ვრცლად ფეზამი

ფერუმ ლეკი – FERRUM LEK – ФЕРРУМ ЛЕК

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი …….. 100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

შოკოლადის ესენცია, ასპარტამი (E951), ტალკი, მაკროგოლი 6000, დესტრატები.

სიროფი: ფლაკონში 100 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.

5 მლ

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი ……….    50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

საქაროზა, სორბიტოლი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი, ქლიავის ესენცია, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატში ფერუმ ლეკი რკინა იმყოფება რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სახით. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი გამორჩეულად სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში არ გამოყოფს რკინის თავისუფალ იონებს. კომპლექსი სტრუქტურით ჰგავს რკინისა და ფერიტინის ბუნებრივ ნაერთს, რის გამოც პრეპარატის შიგნით მიღებისას რკინა (III) ნაწლავიდან სისხლში აქტიური შეწოვის გზით გადადის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დოზის გადაჭარბებასა და პრეპარატით მოწამვლას. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმატოზურ კომპლექსს არ გაჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც რკინის (II) მარილებს ახასიათებს.

პრეპარატის გამოყენებისას ხდება რკინის დეფიციტის კლინიკური (სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანის საფარის სიმშრალე) და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შიგნის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება 12-გოჯა და წვრილ ნაწლავებში. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის დონესა და სისხლის სისტემურ ნაკადში აბსორბირებულ რკინის რაოდენობას შორის (რაც მეტია რკინის დეფიციტი, მით უკეთესია შეწოვა).

ჩვენებები:

  • რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

საღეჭი ტაბლეტები

რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ ინიშნება 1 ტაბ. 2-3-ჯერ დღე-ღამეში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე (ჩვეულებრივ 2-3 თვეში თერაპიის დაწყებიდან). ამის შემდეგ რკნის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად (1 ტაბ. ერთხელ დღე-ღამეში).

ორსულობის დროს რეკომენდებულია 1 ტაბ. მიღება დღე-ღამეში მთელი პერიოდის განმავლობაში.

რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ინიშნება დოზით 1 ტაბ. დღე-ღამეში. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე, მათი დაღეჭვით ან მთლიანად ჩაყლაპეთ.

სიროფი

ფერუმ ლეკის სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე. შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენებთან ან საკვებ ნარევებთან შერევა (პრეპარატის აქტივობის დაქვეითების გარეშე). სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება 1 ან რამდენიმე მიღებად.

რკინადეფიციტური ანემიის დროს რეკომენდებული დოზებით მკურნალობა ტარდება 2-3 თვის განმავლობაში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე. ამის შემდეგ რკინის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად.

პრეპარატის სადღეღამისო დოზები რკინადეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პაციენტის ჩვენებებისა და ასაკის მიხედვით მოყვანილია ცხრილში.

 

პაციენტები

რკინადეფიციტური ანემია

რკინის ლატენტური დეფიციტი

რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა

1 წლამდე ბავშვები

2.5-5 მლ

*

*

1-12 წლის ბავშვები

5-10 მლ

2.5-5 მლ

*

12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, ქალები ლაქტაციის პერიოდში

10-30 მლ

5-10 მლ

*

 

ორსულები

20-30 მლ

10 მლ

5-10 მლ

*ამ ჩვენებების მიხედვით პრეპარატი უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი დოზებით, ამიტომ სიროფის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 1 დოზირებული კოვზის შემცველობაა 5 მლ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭის არეში, ღებინება, ყაბზობა, დიარეა.

პრეპარატის მიღებისას აღინიშნება განავლის ფერის გამუქება, რაც განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

* ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;

* რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა;

* ანემიები, რომლებიც არ უკავშირდება რკინის დეფიციტს (მაგალითად, ჰემოლიზური ანემიები, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია:

კონტროლირებადი კვლევების მსვლელობის დროს პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის II და III ტრიმესტრებში უარყოფითი ზეგავლენა დედის ან ნაყოფის ორგანიზმზე არ გამოვლინდა.

განსაკუთრებული მთითებები:

◄ პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით გასათვალისწინებელია, რომ 1 ტაბლეტი ან 1 მლ სიროფი შეიცავს 0.04 ქე-.ს

◄ იმის გამო, რომ პრეპარატში რკინა წარმოდგენილია რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, იგი არ წარმოქმნის უხსნად ხელატურ ნაერთებს საკვების კომპონენტებთან – ფიტინთან (ბრინჯი, ფქვილი), ტანინთან (ჩაი, ყავა), ფოსფატებთან (თევზი, ზღვის პროდუქტები) და აგრეთვე მედიკამენტებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები). რის გამოც პრეპარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

◄ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში რეკომენდებულია სიროფის სახით.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის ან ორგანიზმში ზედმეტი რკინის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფერსინოლ – Z – FERSINOL- Z – ФЕРСИНОЛ- Z

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი და ანემიის საწინააღმდეგო საშუალება. ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულები:

6 სპანსულირებული კაფსულა დაბეჭდილი ბლისტერზე, კოლოფში 5 ბლისტერი.

1 კაფს.

რკინის სულფატი გამომშრალი ………………….1450 მგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) …………………….0.5 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ………………..50 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) ………..2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) …………………..2 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(ვიტამინი B6) …………………………………..
1 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) ………………….10 მგ
თუთია (სულფატის ფორმით) …………………..25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერსინოლ-Z ანემიის საწინააღმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის სულფატი (II) ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან და B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს სისხლის შედედებას, ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.

ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების ჩამოყალიბებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.

თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ინფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მ.შ. კანის უჯრედების).

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.

ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვალში.

თუთია სულფატის სახით ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში. თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი აუცილებლობით სისხლის წარმოქმნის პროცესების მოწესრიგებაში, ჭრილობების რეპარაციაში, რომლის მოქმედების მოლეკულური მექანიზმები დაკავშირებულია ბევრი ფერმენტის შემადგენლობასა და ფუნქციონირებაში თუთიის მონაწილეობასთან.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • რკინის ფარული დეფიციტი;
  • სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა);
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • ჰიპო- და ავიტამინოზები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).

რკინის ფარული დეფიციტის დროს 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.

ორსულ ქალებში, დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთი კვირიანი შესვენებით მშობიარობამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ.

ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში მკურნალობის. ხანგრძლივობა განსაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის კონტროლით.

რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს სრულად შევსებამდე.

სამედიცინო აბორტის წინ 1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.

გეგმიური ოპერაციების წინ 1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

მენსტრუალურ პერიოდში: 1 კაფსულა 2 დღე მენსტრუაციის დაწყებამდე, მთელი მენსტრუაციის განმავლობაში და 2 დღე მისი დასრულების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

პირებისთვის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნება, დეპრესია.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინის B12-ის ან ფოლის მჟავას დეფიციტით);

* ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;

* ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ რკინის შეწოვის დაქვეითება რომ არ მოხდეს, რეკომენდებული არაა კაფსულებზე შავი ჩაის, ყავის ან რძის მიყოლება.

◄ განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და მას კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ აქვეითებს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის მკრთალი ფერი.

მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა ან პაციენტის კლინიკაში მიყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ასევე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს არღვევენ რკინის შეწოვას არახსნადი კომპლექსების წარმოქმნის შედეგად.

– კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ამცირებენ რკინის შეწოვას.

– ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერონთან ერთად გამოყენებისას, ქვეითდება ფოლის მჟავას ათვისება.

– ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პენიცილამინთან ერთად დანიშვნისას წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და ანტიბიოტიკების ანტიმიკრობულ აქტივობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფეროტონი™ – FERROTON™ – ФЕРРОТОН™

წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies

ქაირო. ეგვიპტე

შემცველობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

რკინის ფუმარატი …………………. 350.0 მგ

ვიტამინი  B       ……………………. 127.5 მკგ

ფოლის მჟავა …………………………    2.0 მგ

ასკორბინის მჟავა …………………… 150.0 მგ

მანგანუმის სულფატი ექვივალენტური ……. 2.5 მგ Mn

სპილენძის სულფატი ექვივალენტური …….. 2.5 მგ Cu

ფარმაკოლოგიური თვისებები:

– ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.

– ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.

– ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

– ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.

– რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მის სხვა მარილებთან შედარებით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

ჩვენებები:

ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:

– ორსულობისა და ლაქტაციის დროს;

– კვების უკმარისობისას;

– ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;

– სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;

– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;

– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;

– გამოჯანმრთელების პერიოდში.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

დოზირება:

პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.

დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით გასაცემი

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე

ფეროპლექსი – FERROPLEX – ФЕРРОПЛЕКС

საერთაშორისო დასახელება:

FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.

1 დრაჟე

რკინის სულფატი ………    50 მგ

ასკორბინის მჟავა ………..  30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ასკორბინის მჟავა კი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის გაუმჯობესებას. პრეპარატის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება უშუალოდ წვრილი ნაწლავი დისტალურ ნაწილში. შეწოვა იზრდება ორგანიზმში რკინის მარაგის დაქვეითებისას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.

მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.

პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე

ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური ანემია, პერნიციოზულიანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის დონის გამოკვლევა.

◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა).

◄  პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.

◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.

◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

იმ შემთხევაში, თუკი არსებობს ჭარბი დოზირების მხრივ ეჭვი, აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინისა და ფერიტინის დონის გამოკვლევა, კუჭის ამორეცხვა, რძისა და უმი კვერცხის მიღება კუჭნაწლავის ტრაქტში რკინის იონებს შებოჭვა და მათი შემდგომი გამოყოფის გასაძლიერებლად.

თუკი შრატში აღინიშნება ფერიტინის მაჩვენებლების მომატება, მაშინ აუცილებელია რკინის ქელატორის (დესფერალი) მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტაციდურ პრეპარატებთან, ქოლესტირამინთან, მეთილდოფასთან, თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორის და ალუმინის შემცველ პრეპარატებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბოტიკებთან, პენიცილამინთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, როფლოქსაცინთან, ფეროპლექსის ერთდროული გამოყენებისას რკინის შეწოვა მცირდება.

– ფეროპლექსის რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფერონატი® – FERRONAT® – ФЕРРОНАТ®

საერთაშორისო დასახელება:

FERROUS FUMARATE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: რკინის ფუმარატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონში 100 მლ

1 მლ

რკინის ფუმარატი  ……  30 მგ,

რაც შესაბამება ≈ 10 მგ ელემენტარულ რკინას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:

  • ანემია, რომელიც ვითარდება რკინის დეფიციტის შედეგად, ძლიერი სისხლდენის შემდეგ, რკინის აბსორბციის დარღვევის ან მისი გაძლიერებული მოხმარების გამო.

მიღების წესი და დოზირება:

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ!

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 5-6 მგ ელემენტარულ რკინას 1კგ სხეულის წონაზე ანუ დაახლოებით 0.5 მლ პრეპარატი „ფერონატის სუსპენზია“ 1კგ სხეულის წონაზე; შესაბამისად 5 კგ წონის მქონე ბავშვისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2.5 მლ-ს.

ჩვეულებრივი დოზა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვი არის შემდეგი:

– 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ ერთხელ დღეში.

– 2-6 წელის ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში.

– 6 წელზე უფროსი ბავშვები: 5 მლ 3-4-ჯერ დღეში.

მოზრდილები (ინიშნება მხოლოდ რკინის შემცველი სხვა პრეპარატების აუტანლობის შემთხვევაში): 10 მლ ჩვეულებრივ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი (გამომდინარე სისხლის ანალიზიდან) ვლინდება დაახლოებით 4 დღის შემდეგ, თუმცა ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ სულ მცირე 4-5 კვირის განმავლობაში.

დოზის განსაზღვრა ხდება სპეციალური მენზურის საშუალებით.

უმჯობესია პრეპარატის მიღება კვებათა შორის პერიოდში და მხოლოდ წყალთან ერთად (არავითარ შემთხვევაში ჩაისთან ერთად!). პრეპარატის მიღებამდე არ არის სასურველი ცხიმიანი საკვების მიღება. მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის. პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს. წარმოქმნილი ნალექი არ მოქმედებს პრეპარატის თვისებებზე. გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ მენზურა უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ღებინება, ფაღარათი, კბილების შეღებვა შავ ფერად, ყაბზობა -განსაკუთრებით ეს ეხება მოზრდილებს. აგრეთვე შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

უკუჩვენებები:

* არ გამოიყენება სიდერობლასტური ანემიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დადასტურებული, რომ პრეპარატის გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდზე, შესაბამისად მისი გამოყენება დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად და მისი დაკვირვების ქვეშ! ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში.

◄ პრეპარატი შეიცავს 50 გ საქაროზას. რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას თითოეული დოზა შეიცავს 5 გრ საქაროზას. პრეპარატის მიღება არ არის სასურველი ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე გლუკოზის და გალაქტოზის დარღვეული  მეტაბოლიზმის და საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის დროს.

ალერგიული რეაქციები უხშირესად ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

◄ პრეპარატი ღებავს ტექსტილის ნაკეთობებს.

ჭარბი დოზირება:

მძიმე ინტოქსიკაციის დროს ჭარბობს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების და სერიოზოული დაზიანების ნიშნები, მათ შორის პირველ რიგში ღებინება და ფაღარათი. ასეთი პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მოთავსებული საავადმყოფოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭიროა ღებინების გამოწვევა, აგრეთვე დასაშვებია კვერცხის ცილიანი რძის დალევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მჟავა გარემოს გამანეიტრალებელი პრეპარატები, მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, კალციუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ოქსალატები, ფოსფატები, ბოსტნეული, მარცვლეული, კვერცხის გული და ჩაი აქვეითებს რკინის შეწოვას.

თავის მხრივ რკინა ძალიან აქვეითებს ტეტრაციკლინების და პენიცილამინის აბსორბციას. შესაბამისად პრეპარატი არ გამოიყენება ზემოხსენებულ სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.

შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!