Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 431

ფენოქსიმეთილპენიცილინი – PHENOXYMETHYLPENICILLIN – ФЕНОКСИМЕТИЛПЕНИЦИЛЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანტიბიოტიკს ბიოსინთეზური პენიცილინების  ჯგუფიდან, ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი) და გრამუარყოფითი (მენინგოკოკი, გონოკოკი) კოკების, სპიროქეტების, კლოსტრიდიის, კორინებაქტერიის მიმართ.

იგი არ მოქმედებს სტაფილოკოკების შტამებზე, რომლებიც წარმოქნიან პენიცილინაზას, ტუბერკულოზის მიკრობაქტიერიაზე, უმრავლეს გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ვირუსებზე, რიკეტსიებზე. პრეპარატი მჟავაგამძლეა.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:

  • ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, ქუნთრუშა, ოტიტი, გონორეა, სიფილისი, ტეტანუსი, ციმბირის წყლული, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი დაავადებები. რევმატიზმის გამწვავების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით ინიშნება – 3000000 ეთრ/დღეში.

მძიმე მიმდინარეობის ინფექციის დროს პრეპარატის დოზა იზრდება 6000000-9000000 ერთ-მდე დღეში.

ბავშვებში 10 წლამდე ასაკის – 50000-100000 ერთ/კგ სხეულის წონაზე დღეღამეში.

პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 5-7 დღეს. ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ – არანაკლებ 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ერითემა, კვინკეს შეშუპება, რინიტი, ეოზინოფილია, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი). იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (სტომატიტი, ფარინგიტი).

უკუჩვენებები

* აფტოზური სტომატიტი, ფარინგიტი;

* მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით პენიცილინების მიმართ შესაძლოა განვითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ.

ფენობარბიტალი ნატრიკუმი (საინექციო) – PHENOBARBITALUM NATRICUM – ФЕНОБАРБИТАЛ НАТРИИ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ფენობარბიტალი (ტაბლეტები) – PHENOBARBITAL – ФЕНОБАРБИТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

PHENOBARBITAL

მწარმოებელი: INSTITUTE of PHARMACOCHEMISTRY

მოქმედი ნივთიერება: ფენობარბიტალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბარბიტურატების ჯგუფი; კრუნჩხვის საწინააღმდეგო, საძილე და სედატიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ფენობარბიტალი ………  50 მგ

 

ვრცლად ფენობარბიტალი (აქტიური ნივთიერება), (დოზირება ინდივიდუალური)

ფენობარბიტალი (აქტიური ნივთიერება) – PHENOBARBITAL – ФЕНОБАРБИТАЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს საძილე, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებას.

ჩვენებები

  • იგი ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა (როგორც გენერალიზებული, ასევე პარციალური) ეპილეფსიური სინდრომის მკურნალობისათვის. ფენობარბიტალი გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

იგი უფრო ხშირად იწვევს გამოხატულ სედაციას, ვიდრე სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად 4-6 მგ/კგ (ბავშვებში 3-5 მგ/კგ/დღეში) ძილის წინ ან 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, ლეთარგია, დეპრესია, ჰიპერკინეზი ბავშვებში, ანემია, კრუნჩხვები მოხსნის სინდრომის დროს, სუნთქვის დეპრესია (გამოხატული დათრგუნვის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას). ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება.

უკუჩვენებები

* ღვიძლის, თირკმელების, გულის უკმარისობა;

* ცნს ინტოქსიკაცია;

* სუნთქვის მწვავე დათრგუნვა;

* პორფირია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი და ფენიტოინი კომპლექსური თერაპიის შემთხვევაში ახდენენ ბიოტრანსფორმაციის დაჩქარებას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის დაქვეითებას.

– ფენობარბიტალი აგრეთვე ამცირებს ვარფარინის, კორტიკოსტეროიდების, ციკლოსპორინის, ქალის სასქესო ჰორმონების ორალური კონტრაცეპტივების, თეოფილინის, თიროქსინის, ქინიდინის, ქლორამფენიკოლის, დოქსიციკლინის ეფექტურობას.

– ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესიული პრეპარატები ავლენენ ანტაგონიზმს ფენობარბიტალის ანტიეპილეფსიური ეფექტის მიმართ.

ფენკაროლი – FENKAROL – ФЕНКАРОЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქვიფენადინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით;

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს – 10 მგ ან 25 მგ. დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 10 მგ ან 25 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
aTq-kodi: R06AX31.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფენკაროლი წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელიც ამცირებს ჰისტამინის ზემოქმედებას ორგანოებზე და სისტემებზე.
ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს, განსხვავებით ამ ჯგუფის სხვა კლასიკური პრეპარატებისაგან, გააჩნია განსაკუთრებული მოქმედების მექანიზმი. იგი აბლოკირებს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს პერიფერიულ ქსოვილებში, ასევე ააქტიურებს ფერმენტ დიამინოქსიდაზას, რის შედეგადაც ქსოვილებში მცირდება ჰისტამინის შემცველობა. სწორედ ამით აიხსნება ფენკაროლის მოქმედების ეფექტურობა იმ პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედების მიმართ.

ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მცირედ მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილებში სეროტონინის დეზამინირების პროცესებზე და მონოამინოქსიდაზას აქტივობაზე. იგი აქვეითებს ჰისტამინის ტოქსიკურ მოქმედებას, ხსნის ან ამცირებს მის ბრონქოკონსტრიქციულ და ნაწლავის გლუვ კუნთებზე სპაზმურ მოქმედებას, ასუსტებს ჰისტამინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას და მის ზემოქმედებას კაპილარების შეღწევადობაზე. პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ანტისეროტონინული და სუსტად გამოხატული ქოლინოლიზური მოქმედება, არ გააჩნია ადრენოლიზური აქტივობა.

ფენკაროლი ავლენს მკვეთრად გამოხატულ ქავილის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა: ქვიფენადინის ჰიდროქლორიდის 45% სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და 30 წთ-ის შემდეგ აღმოჩნდება ორგანიზმის ქსოვილებში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 სთ-ის შემდეგ. ღვიძლში, ფილტვებში და თირკმლებში აღინიშნება აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, ხოლო ყველაზე ნაკლები _ თავის ტვინის ქსოვილებში. პრეპარატს გააჩნია დაბალი ლიპოფილურობა. მისი შემცველობა მცირეა თავის ტვინის ქსოვილებში (0.05%-ზე ნაკლები), რითაც აიხსნება ცნს-ზე მისი დამთრგუნველი გავლენის არარსებობა, მაგრამ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი სედაციური ეფექტი. ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები და მიღებული დოზის შეუცვლელი ნაწილი გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად 48 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება: · პოლინოზი; · მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება; · თივის ციება; · ალერგიული რინიტი; · ალერგიული კონიუნქტივიტი; · ანგიონევროზული შეშუპება; · დერმატოზები (ეგზემა, ნეიროდერმიტი, კანის ქავილი და სხვ.); · ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული წამლის ან საკვების მიღებასთან.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის შემდეგ.

ფენკაროლი 25 მგ:
პრეპარატის დოზა მოზრდილებში შეადგენს 25-50 მგ-ს 2-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ _ 25 მგ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.

ფენკაროლი 10 მგ:
პრეპარატის დოზა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 5 მგ-ს (ტაბლეტის ნახევარი) 2-3-ჯერ დღეში;
3-დან 7 წლამდე _ 10 მგ-ს 2-ჯერ დღეში;
7-დან 12 წლამდე _ 10-15 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში.

მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას გახსენებისთანავე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, საჭიროა დოზის გამოტოვება.

გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობისას ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს პირის ღრუს ზომიერი სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), თავის ტკივილი, რომლებიც დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.
რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი სედაციური ან დამამშვიდებელი ეფექტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ორსულობის I ტრიმესტრი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: O ფენკაროლი არ აძლიერებს ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მას გააჩნია სუსტად გამოხატული M-ქოლინომაბლოკირებელი თვისებები, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითების შემთხვევაში ნელა აბსორბირებადი მედიკამენტების შეწოვა მისი ზემოქმედებით შესაძლოა გაძლიერდეს (მაგ., არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები _ კუმარინები).

ჭარბი დოზირება: პრეპარატით მოწამვლის შემთხვევები არ გამოვლენილა.
სიმპტომები: ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსიური მოვლენები.
მკურნალობა: საჭიროა ექიმის მოსვლამდე ადსორბენტების მიღება (გააქტივებული ნახშირი და სხვ.), დიდი რაოდენობით სითხის მიღება, გამწმენდი ოყნა. რეკომენდებულია დეტოქსიკაციის საყოველთაოდ მიღებული ზომების ჩატარება და სიმპტომური თერაპია. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში ფენკაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს გამოკვლევები დედის რძეში ქვიფენადინის შეღწევადობის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები: ფენკაროლი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და/ან თირკმლის მძიმე დაავადებების დროს. სიფრთხილით გამოიყენება ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან ლაქტაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში. პრეპარატი შეიცავს შაქარს, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პაციენტებს, რომელთა სამუშაო მოითხოვს სწრაფ ფიზიკურ ან ფსიქიკურ რეაქციებს, საჭიროა წინასწარ დაუდგინდეს (პრეპარატის ხანმოკლე დანიშვნით), ახდენს თუ არა პრეპარატი სედაციურ მოქმედებას. თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვა.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა : 5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს ავერსი-რაციონალი, საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
მარკეტინგი ხორციელდება: სს ოლაინფარმი, rupnicus q. 5, olaine, LV-2114, ლატვია.

ფენისტილი® – FENISTIL® – ФЕНИСТИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

DIMETINDENE

მწარმოებელი: FAMAR ITALY SPA,

NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 20 მლ

1 მლ (20 წვეთი)

დიმეთინდენის მალეატი  ………  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (კონსერვანტი E218), ეთანოლი, დეჰიდროგენიზირებული ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდრატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 30 გ

1 გ

დიმეთინდენის მალეატი ……….. 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიმეთინდენის მალეატი, ფენინდენის წარმოებული, წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ანტაგონისტს. პრეპარატი ამცირებს ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული კაპილარების გამტარობას. ასევე ახდენს კინინური სისტემის  საწინააღმდეგო და სუსტ ანტიქოლინერგულ მოქმედებას. პრეპარატის დღისით მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო სედატიური ეფექტი. არ ახდენს პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.

კანზე წასმისას ფენისტილ გელი ამცირებს კანის ალერგიული რეაქციებით გამოწვეულ ქავილსა და გაღიზიანებას. პრეპარატს ასევე გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიის თვისებები.

ჩვენებები:

ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:

  • ჭინჭრის ციება;
  • წლიური ალერგიული რინიტი;
  • წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგია;
  • ქოლესტაზთან დაკავშირებული ქავილის გარდა კანის სხვადასხვა წარმოშობის ქავილი (მათ შორის დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს კანზე გამონაყარი);
  • მწერების ნაკბენები;
  • გელი გამოიყენება მზის ერითემიისას და ზედაპირული დამწვრობებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 3-6 მგ (60-120 წვეთი) დაყოფილი სამ მიღებაზე. ე.ი. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.

პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ძილიანობისაკენ, რეკომენდებულია 40 წვეთის დანიშვნა ძილის წინ, ვახშმობის დროს და 20 წვეთი დილით.

1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები მოყვანილია ცხრილში. დანიშვნის ჯერადობა – 3-ჯერ დღე-ღამეში.

ასაკი

ერთჯერადი დოზა

სადღეღამისო დოზა

1 თვე-1 წელი

3-10 წვეთი

10-30 წვეთი

1-3 წელი

10-15 წვეთი

30-45 წვეთი

3-12 წელი

15-20 წვეთი

45-60 წვეთი

 

ფენისტილის წვეთები არ უნდა იმყოფებოდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. უშუალოდ ჭამის წინ ემატება ბავშვის საკვებიან ბოთლს. თუ ბავშვს უკვე კოვზით აჭმევენ, წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშე, ჩაის კოვზით. წვეთებს აქვს სასიამოვნო გემო. გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

წვეთების მიღების დროს ხშირად აღინიშნება ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მაღალი დოზების გამოყენებისას.

იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის პირღებინება), სიმშრალე პირის ღრუში და ყელში, გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კუნთების სპაზმი და სუნთქვის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.

გელის გარეგანი გამოყენებისას ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი.

პაციენტმა ჩამოუთვლელი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა დიმეთინდენისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია);

* წვეთები არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს;

* ორსულობის I ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფენისტილის წვეთების გამოყენება  ორსულობის დროს (II-III ტრიმესტრი) შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც წამლით თერაპია აუცილებელია და მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. მეძუძური დედებისათვის ფენისტილის წვეთების დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ფენისტილის გელის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეს შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის დროს, გელის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთზე, განსაკუთრებით თუ არსებობს ანთებისა და სისხლდენის მოვლენები.

დედებისათვის ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება გელის წასმა სარძევე ჯირკვლის თავებზე.

ფენისტილ გელის კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენების დროს ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

ფენისტილის წვეთების ჭარბი დოზის მიღებისას, ისევე როგორც სხვა ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორების ჭარბი დოზის მიღებისას, შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლინება:

ცნს-ის მხრივ: დეპრესია ძილიანობით (ძირითადად მოზრდილებში), ცნს-ის სტიმულაცია და ანტიქოლინერგული ეფექტები (განსაკუთრებით ბავშვებში), მათ შორის აღგზნებადობა, ატაქსია, ტაქიკარდია, ჰალუცინაციები, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, მიდრიაზი, სიმშრალე პირის ღრუში, სახის გაწითლება, შარდის შეკავება, ციებ-ცხელება. ასევე შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია. შორს წასულ შემთხვევებში შესაძლებელია კომის გაღრმავება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ცენტრების დათრგუნვით და ლეტალური დასასრულით.

ლეტალური დასასრულის შემთხვევების შესახებ ფენისტილი 24-ის ჭარბი დოზის მიღების გამო ცნობილი არ არის.

ანტიჰისტამინური პრეპარატების სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა ჩვეულებრივ გადაუდებელი დახმარებით მკურნალობა: გამოწვეულ იქნეს პირღებინება. თუ ეს ვერ ხერხდება ჩატარდეს კუჭის გასუფთავება, დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი, მარილი კუჭში გამხსნელი; ჩატარდეს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციისათვის დამხმარე ღონისძიებები. არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ შესაძლოა დაინიშნოს სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით.

◄ პაციენტებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას (ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა) და სწრაფ რეაქციას, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

◄ მცირე ასაკის ბავშვებში ფენისტილმა, როგორც სხვა ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა, შესაძლოა გამოიწვიოს აღგზნებულობა.

◄ სიფრთხილის დაცვა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან მათ სედატიურ ეფექტს შესაძლო ახლდეს ღამის აპნოეს ეპიზოდები.

◄ გამოხატული ქავილისას ან კანის დიდი მონაკვეთის დაზიანებებისას ფენისტილი გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

◄ თუ ფენისტილი გელის გამოყენების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემცირდება ან პირიქით მოიმატებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– შესაძლებელია ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების სედატიური მოქმედების გაძლიერება, როგორიცაა ანქსიოლიზური საშუალებები (ტრანკვილიზატორები), საძილე საშუალებები, სანარკოზე პრეპარატები.

– არ შეიძლება ფენისტილის დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან (მაგ. ნიალამიდი) ერთად, ვინაიდან შესაძლებელია ანტიჰისტამინური საშუალების ანტიქოლინერგიული მოქმედებისა და ცნს-ზე მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება (ერთად მიღება რეკომენდებული არ არის).

– ფენისტილთან ერთად ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ანტიქოლინერგიული საშუალებების (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი) გამოყენებისას შესაძლებელია ანტიქოლინერგიული ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფენისტილი ® პენცივირი – FENISTIL ® PENCIVIR – ФЕНИСТИЛ ® ПЕНЦИВИР

საერთაშორისო დასახელება:

PENCICLOVIR

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA PRODUCTIONS GmbH, გერმანია

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: პენციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტუჩის საცხი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 2 გ და 5 გ

1 გ

პენციკლოვირი ……. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტომაკროგოლი 1000, ცეტოსტერილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, ვაზელინის ზეთი (თხევადი პარაფინი), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საცხი ფენისტილი პენცივირი განკუთვნილია ტუჩებზე ჰერპესის (“გაცივების”) (Herpes labialis) სამკურნალოდ. პენციკლოვირი აქტიური კომპონენტია, რომელიც ანტივირუსულ აგენტს წარმოადენს, 1 და 2 ტიპის Herpes simplex ვირუსების, Varicella zoster ვირუსის მიმართ.

ორგანიზმში ვირუსი შეიძლება არააქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდეს. აქტივაციის მომენტში (მაგალითად დაღლილობის, გაცივების გრიპის შედეგად) ვირუსი გამრავლებას იწყებს, რაც იწვევს ცხელების განვითარებას ბუშტოვანი გამონაყარისა და სხვა სახით, განსაკუთრებით ხშირად ეს აღინიშნება ტუჩებზე ან მათ გარშემო მონაკვეთებზე.

პენციკლოვირი ახდენს ვირუსი ბლოკირებას და აჩერებს მის გამრავლებას. პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას, იწვევს ტკივილის შეგრძნების ინტენსივობის შემცირებას, მცირდება ვირუსული ინფექციის გადაცემის რისკის პერიოდი.

ფარმაკოკინეტიკა:

გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. თერაპიულზე ბევრად უფრო მაღალ კონცენტრაციებში ფენისტილის პენციკლოვირის საცხის გამოყენების შემდეგ თანამედროვე ანალიზური მეთოდებით აციკლოვირის აღმოჩენა ჯანმრთელი მოხალისეების სისხლში ან შარდში შეუძლებელია.

ვირუსით დაზიანებული უჯრედების გავლით პენციკლოვირი სწრაფად გადადის პენციკლოვირის ტრიფოსფატში, რომელსაც ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია და  დაზიანებულ უჯრედებში 12 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

ჩვენებები:

  • რეცივიდირებადი მარტივი ჰერპესი (Herpes labialis)  ტუჩებზე ლოკალიზებით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: მკურნალობა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს ინფექციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე. მაგრამ, ჰერპესის ბურთულების სტადიაში განვითარების შემთხვევაშიც კი ფენისტილი პენციკლოვირი ამცირებს განკურნების დროს (აშუშებს დაზიანებულ მონაკვეთებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ამოკლებს ქერქის აქერცვლის პერიოდის ხანგრძლივობას, რომელიც ვირუსის ზემოქმედების შედეგად წარმოიქნება). მცირე რაოდენობით საცხის დაიდება თითის წვერზე და დაზიანებულ მონაკვეთზე ყოველ 2 საათში წაისმევა. თერაპიის კურსი 4 დღის განმავლობაში ტარდება.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ წვის, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება პრეპარატის წასმისთანავე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პენციკლოვირის, ფამციკლოვირის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ.

* 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მკაცრი ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის რისკს.

ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფენისტილის პენციკლოვირის საცხის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მისი გამოყენების შესახებ, თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია ან იგი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ უვითარდება ჰერპესი.

◄  საცხის წასმამდე და მის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ჰერპესით დაზიანებულ მონაკვეთებზე ტუჩებზე ან პირის გარშემო კანზე. რეკომენდებული არ არის საცხის წასმა პირის, ცხვირის ღრუს ლორწოვან  გარსებზე ან თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში. აუცილებელია თერაპიის სრული კურსის ჩატარება ფენისტილის პენციკლოვირის საცხის 4 დღის განმავლობაში გამოყენებით იმისათვის, რომ მოხდეს ჩატარებული თერაპიიდან ყველაზე მაღალი ეფექტის მიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექციის ნიშნები ქრება მკურნალობის დაწყებიდან ერთი-ორი დღის გასვლის შემდეგ.

◄ აუცილებელია ექიმთან მიმართვა მდგომარეობის გაუარესების ან თერაპიის ჩატარებიდან 4 დღის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში.

◄ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არანაირი მოქმედება აღნიშნული არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენისტილი პენციკლოვირის საცხის რაიმე ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფემოსტონი – FEMOSTON – ФЕМОСТОН

საერთაშორისო დასახელება:

ESTRADIOL; DYDROGESTERONE

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლი+დიდროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკლიმაქტერული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები სხვადასხვა ფერის: შეფუთვაში 28 ც.

ნარინჯისფერი -14 ც.

1 ტაბ.

ესტრადიოლი  ……………..   2 მგ

ყვითელი ფერის – 14 ც.

1 ტაბ.

დიდროგესტერონი ………  10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული ორფაზიანი პრეპარატი ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიისთვის, რომელიც ესტროგენული კომპონენტის სახით შეიცავს მიკრონიზირებულ 17-b–ესტრადიოლს და გესტაგენური შემადგენლის სახით დიდროგესტერონს. ორივე კომპონენტი ქიმიურად და ბიოლოგიურად იდენტურია საკვერცხეებში გამომუშავებული  ენდოგენური სასქესო ჰორმონების (ესტრადიოლის და პროგესტერონის).

ესტრადიოლი ავსებს ესტროგენის დეფიციტს ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დადგომის შემდეგ და უზრუნველყოფს ეფექტურ კუპირებას ფსიქოემოციონალური და ვეგეტატური კლიმაქტერული სიმპტომებისა, როგორებიცაა: ალები, მომატებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების ინვოლუცია, განსაკუთრებით შარდ–სასქესო სიტემის (საშოს ლორწოვანის სიმშრალე  და გაღიზიანებადობა, მტკივნეულობა სქსობრივი ცხოვრებისას).

პოსტმენოპაუზის პერიოდში, პრეპარატი ფემოსტინით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია  იცავს  ესტროგენების დეფიციტით  გამოწვეული ძვლოვანი მასის დაკარგვისგან; პრეპარატ ფემოსტინის მიღება იწვევს ლიპიდური პროფილის ცვლილებას საერთო ქოლესტერინის  და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირების და მაღალი სიმკვრივის ლიპიპროტეინების გაზრდის გზით.

დიდროგესტერონი წარმოადგენს გესტაგენს, რომელიც ეფექტურია პერორალურად მიღებისას და რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს სეკრეციის ფაზის დადგომას ენდომეტრიუმში, რითაც ამცირებს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარებას და/ან კანცეროგენეზს (რომელიც იმატებს ესტროგენების მიღების ფონზე).

დიდროგესტერონი არ ხასიათდება ესტროგენული, ენდროგენული, ანაბოლური ან გლუკოკორტიკოიდული აქტიობით.

ფარმაკოკინეტიკა:

ესტრადიოლი

შეწოვა: პერორალურად მიღებისას მიკრონიზირებული ესტრადიოლი აბსორბირდება.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ესრადიოლი განიცდის სტანდარტულ მეტაბოლურ გარდაქმნას ღვიძლში ესტრონად და ესტრონსულფატად. ამ მეტაბოლიტებს შეუძლიათ გამოავლინონ ესტროგენული აქტიობა როგორც პირდაპირ, ისე ესტრადიოლად გარდაქმნის შემდეგ. ესტრონ სულფატი განიცდის ღვიძლშიგა მეტაბოლიზმს.

ესტრონისა და ესტრადიოლის გლუკურონიდი გამოიყოფა უპირატესად შარდით.

დიდროგესტერონი

შეწოვა: ადამიანის ორგანიზმში დიდროგესტეროინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან.

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზირდება მთლიანად. დიდრიგესტერონის ძირითდ მეტაბოლიტს წარმოადგენს 20–დიჰიდროდიდროგესტერონი, რომელიც შარდშია უპირატესად კონიუგატის გლუკურონის მჟავის სახით. ყველა მეტაბოლიტისათვის საერთო მახასიათებელს წარმოადეგენს მათ მიერ 4,6 – დიენ – 3–ონა კონფიგურაციის შენარჩუნება და 17 – ალფაჰიდროქსილირების რეაქციის არ არსებობა. ამით აიხსნება დიდროგესტერონში ესტროგენისა და ანდროგენის ეფექტის არ არსებობა.

გამოყოფა:  დიდროგესტერონის T1/2 შეადგენს 5–7 სთ, დიჰიდროდიდროგესტერონისათვის T1/2  – 14–17 სთ. 72 საათის შემდეგ დიდროგესტერონი მთლიანად გამოიყოფა.

ჩვენებები:

ბუნებრივი მენოპაუზის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ დამდგარი მენოპაუზის დროს განვითარებული მოშლილობების ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისათვის;

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა პოსტმენოპაუზაში.

დოზირების რეჟიმი:

დაბალდოზირებული ციკლური რეჟიმი პაციენტებისთვის პერიმენოპაუზის პერიოდში

ფემოსტონი 1/10 მიიღება 1 ტაბლეტი დღეში (სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს) შეუწყვეტლად.

28 დღიანი ციკლის პირველი 14 დღე მიიღება ყოველდღიურად თითო  თეთრი ტაბლეტი (შეფუთვიდან ისრით, რომელზეც აღნიშნულია ციფრი“1“), რომელიც შეიცავს 1მგ ესტრადიოლს, დარჩენილი 14 დღე – ყოველდღიურად თითო ნაცრისფერი ტაბლეტი (შეფუთვიდან ისრით , აღნიშვნით „2“), რომელიც შეიცავს 1მგ ესტრადიოლს და 10 მგ დიდროგესტერონს.

ტრადიციული ციკლური რეჟიმი

ფემოსტონი 2/10 მიიღება დღეში 1 ტაბლეტი (სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს) უწყვეტად.

28 დღიანი ციკლის პირველ 14 დღეს მიიღება ყოველდღიურად ნარინჯისფერი ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 2მგ ესტრადიოლს, დარჩენილი 14 დღე – ყოველდღიურად 1 ყვითლი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 2მგ ესტრადიოლს და 10მგ დიდროგესტერონს.

პაციენტებში ,რომელთაც მენსტრუაცია არ შეწყვეტიათ, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. პაციენტებში არალეგულარული მენსტრუალური ციკლით გონივრულია მკურნალობის დაწყება 10–14 დღიანი გესტაგენით მონოთერაპიის შემდეგ.

პაციენტებში, რომელთაც ბოლო მენსტრუაცია ჰქონდათ 1 წელზე მეტი ხნის წინ, მკურნალობის დაწყება შეუძლიათ ნებისმიერ დროს.

გვერდითი მოქმედება:

სასქესო სისტემის მხრივ: აციკლური მენსტრუაციისმსგავსი სისხლდენა მკურნალობის პირველ თვეს, ლორწოვანი სისხლიანი გამონადენი საშოდან, საშოს კანდიდოზი, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და გაუხეშება; იშვიათად – ლიბიდოს ცვლილება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მეტეორიზმი, მუცელში ტკივილი, ქოლესტატური სიყვითლე.

ცნს–ის მხრივ: იშვიათდ – თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, დეპრესიული მდგომარეობა, მცირე ქორეა.

დერმატოლოგიური რეაციები: ქლოაზმა, მელანოდერმია, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ, კვანძოვანი ერითემა, გამონაყარი, ქავილი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიალური ჰიპერტენზია, თრომბოზი, პერიფერიული შეშუპებები. სხეულის მასის შეცვლა.

სხვა: იშვიათად – ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვა, კონტაქტური ლინზების აუტანლობა.

უკუჩვენებები:

დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი;

დიაგნოსტირებული ან სავარაუდო სარძევე ჯირკვლის კიბო;

ენდომეტრიუმის კიბო ან სხვა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე;

უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა;

დიაგნოსტირებული ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი ან ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია ანამნეზში;

ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, ასევე ღვიძლის დაავადება ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე);

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფემოსტონი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია სრული პირადი და ოჯახური ანამნეზის შეგროვება, უნდა ჩატარდეს საერთო და გინეკოლოგიური გამოკვლევა შესაძლო უკუჩვენებებისა და მდგომარეობებისთვის, რომელიც მოითხოვს უსაფრთხოების ზომებს. პრეპარატ ფეოსტონით მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული გამოკვლევის ჩატარება (სიხშირე და გამოკვლევის ხასიათი განისაზღვრება ინდივიდუალურად). გარდა ამისა, გონივრულია სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა (მამოგრაფიის ჩათვლით).

პაციენტებმა, რომლებიც იტარებენ  ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიას და აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები (იმ პერიოდისთვის ან ანამნეზში), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ: საშვილოსნოს ლეიომიომა, ენდომეტრიოზი, თრომბოზი და ანამნეზში მისი რისკის ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, პორფირია, ქოლელითიაზი, ეპილეფსია, ჰემოგლობინოპათია, ოტოსკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, შაკიკი ან თავის ინტენსიური ტკივილი.

თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების რისკის ფაქტორს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ფონზე წარმოადგენს თრომბოებოლიური გართულებები ანამნეზში, სიმსუქნის მძიმე ფორმები(სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2) და სისტემური წითელი მგლურა.

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკი დროებით მატულობს ხანგრძლივი იმობილიზაციისას, ვრცელი ტრავმებისას ან ქირურგიული ჩარევისას. იმ შემთხვევაში, როცა ხანგრძლივი იმობილიზაცია აუცილებელია, უნდა განხილული იქნას საკითხი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შესაძლო შეწყვეტაზე ოპერაციამდე 4–6 კვირით ადრე.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღრმა ვენების რეციდიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია, და ღებულობენ ანტიკოაგულანტებს, აუცილებელია საფუძვლიანად შეფასდეს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სარგებელი და რისკი.

თუ თრომბოზები ვითარდება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ, პრეპარატი ფემოსტონი უნდა შეიცვალოს.

პაციენტი აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება შემდეგი სიმპტომები: ქვედა კიდურების მტკივნეული შეშუპება, გონების უეცარი დაკარგვა, დისპნოე, მხედველობის დარღვევა.

არსებობს კვლევის მონაცემები სარძევე ჯირკვლების კიბოს შესაძლო განვითარების უმნიშვნელოდ მომატებაზე ქალებში, რომლებმაც იტარებდნენ ან იტარებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. თუმცა ამის მიზეზი შეიძლება იყოს ან ადრეული დიაგნოსტიკა ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ბიოლოგიური ეფექტი ან ორივე ფაქტორის კომბინაცია. კიბოს დიაგნოსტირების ალბათობა იზრდება ხანგრძლივ მკურნალობასთან ერთად და ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 5 წლის შემდეგ.

საშვილოსნოდან სისხლდენა და არამკვეთრად გამოხატული მენსტრუაციის მაგვარი სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს პრეპარატით მკურნალობის პირველი თვეების მანძილზე. თუ დოზის კორექციის მიუხედავად მსგავსი სისხლდენა არ წყდება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მიზეზის დადგენამდე. თუ სისხლდენა რეციდივირდება ამენორეის პერიოდის შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა დადგინდეს მისი ეტოლოგია. ამან შეიძლება მოითხოვოს ენდომეტრიუმის ბიოფსია.

პრეპარატი ფემოსტონი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. პერიმენოპაუზის პერიოდში გამოყენებული უნდა იქნას არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

პაციენტმა უნდა გააფრთხილოს ექიმი იმ პრეპარატებზე, რომელსაც ის ღებულობს მკურნალობის პერიოდში ან ღებულობდა ფემოსტონით მკურნალობის დაწყებამდე.

ესტროგენების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: გლუკოზის ტოლერანტობის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრა.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:

ამ დრომდე არ არის დარეგისტრირებული ჭარბი დოზირების შემთხვევა. შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედებების გაძლიერება.

მკურნალობა: ატარებენ სიმპტომატურ მკურნალობას. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების  ინდუქტორები არიან   (ბარბიტურატები, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი) შეიძლება დაასუსტონ ფემოსტონის ესტროგენული მოქმედება.

ფემოსტონის შემადგენლობაში შემავალი დიდროგესტერონის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ფემოსტონი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

ფემოდენი – FEMODEN – ФЕМОДЕН

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; GESTODENE

მწარმოებელი: Schering GmbH&CO.

Production KG FOR Schering AG

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+გესტოდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კონტრაცეპტული (ესტროგენ-გესტაგენური) საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 21 ც. კალენდარული შკალით. ყოველ დრაჟეზე აღნიშნულია კვირის დღე.

1 დრაჟე.

ეთინილესტრადიოლი …….  30 მკგ

გესტოდენი …………………   75 მკგ

 

ვრცლად ლოგესტი (დოზირება ინდივიდუალური)

ფემიზოლი – FEMIZOL – ФЕМИЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; PAMABROM; PIRILAMINE MALEATE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ………. 500 მგ

პამაბრომი …………………………………     25 მგ

პირილამინის მალეატი ………………       15 მგ

დამხმარე ნივთიერები:

კალციუმის სულფატი, კროსკარმელოზური ნატრიუმი, ლაქტოზა, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალიუმის გლუკონატი, კრემნიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლიანი გლიკოლატი, სორბიტოლი, სახამებელი, სტეარინის მჟავა.

გარსი: ჰიროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ცხიმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

განპირობებულია პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ავლენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებისა და ცნს-ში პროსტალგანდინების სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე.

პამაბრომი – ქსანტინის ჯგუფის დიურეტიკი, აქვს სპაზმოლიზური და დიურეზული მოქმედება. სპაზმოლიზური ეფექტი დაკვიშირებულია ცამფის დაგროვებასთან, რაც აფერხებს მიოზინის ურთიერთქმედებას აქტინთან და ამცირებს გლუვი კუნთების კუმშვადობის უნარს. დიურეზული ეფექტი დაკავშირებულია წყლის, ნატრიუმის და ქლორიდების ტუბულარული რეაბსორბციის შემცირებასთან.

პირილამინის მალეატი – ჰისტამინო-რეცეპტორების ბლოკატორი, ხასიათდება ანტიჰისტამინური მოქმედებით, პირველ რიგში ანთებითი რეაქციების ალერგიული კომპონენტების ბლოკირების ხარჯზე.

ჩვენებები:

  • პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომური თერაპია, შემდეგი სიმპტომების შემსუბუქების მიზნით: მუცლის ქვედა არის, თავის, ზურგის ტკივილი, სპაზმები, ნაწლავების შებერილობა, შეშუპება, გაღიზიანება ძილის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით ინიშნება 1-2 ტაბლეტი წყალთან ერთად. ყოველ 4-6 საათში საჭიროების მიხედვით. არა უმეტეს 8 ტაბლეტისა დღე-ღამეში.

12 წლამდე ბავშვებში – ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ძილის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება.

ხანგრძლივი გამოყენებისას: ანემია, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევა.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ორსულობა, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბება შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით. მძიმე შემთხვევებში – ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით. თუ პრეპარატის მიღებული რაოდენობა არის გადაჭარბებული, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ზედიზედ 10 დღის განმავლობაში, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

◄არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე ემფიზემის, ქრონიკული ბრონქიტის, გლაუკომის შემთხვევაში.

◄პრეპარატის მიღების დროს სასურველი თავის შეკავება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან.

◄ძუძუთი კვების დროს პრეპარატი ინიშნება აშკარა აუცილებლობისას, ექიმის მითითებით.

◄პრეპარატის მიღების ფონზე პაციენტს მართებს თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან, ასევე სიფრთხილის გამოჩენა ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცეტამინოფენი აფერხებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. პრეპარატის სედატიური ეფექტი აძლიერებს ცნს-ის ისეთი დეპრესანტების მოქმედებას, როგორიც არის ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, საძილე და სედატიური საშუალებები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!