Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 442

ტრენტილინი – TRENTILIN – ТРЕНТИЛИН

საერთაშორისო დასახელება:

PENTOXIFYLLINE

მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN.

მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოევბელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები-რეტარდი:

შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პენტოქსიფილინი  ………..      400 მგ

ვრცლად ტრენტალი 400

საინექციო ხსნარი: ამპულა 5 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

პენტოქსიფილინი ………..   20 მგ  100 მგ

 

ვრცლად ტრენტალი

ტრენტალი 400 – TRENTAL 400 – ТРЕНТАЛ 400

საერთაშორისო დასახელება:

PENTOXIFYLLINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 20 და 60 ც.

1 დრაჟე

პენტოქსიფილინი …………. 400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრენტალი წარმოადგენს მეთილქსანტინის წარმოებულს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებასთან. და ცამფ-ის დაგროვებასთან სისხლძარღვთა გლუვი კუნთების, სისხლის ფორმიანი ელემენტების და ორგანიზმის სხვა ქსოვილების უჯრედებში.

ტრენტალი თრგუნავს თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მათ ელასტიურ თვისებებს, აქვეითებს პლაზმაში ფიბრინოგენის მომატებულ კონცენტრაციას და აძლიერებს ფიბრინოლიზს, რაც იწვევს სისხლის სიბლანტის შემცირებას და მისი რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, პრეპარატს გააჩნია სუსტი მიოტროპული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება, რითიც ამცირებს მათ პერიფერიულ წინააღმდეგობას და გააჩნია დადებითი ინოტროპული ეფექტი. მისი გამოყენებისას უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ქსოვილთა მომარაგება ჟანგბადით, უპირატესად – ცნს-სა და ქვემო კიდურებში, ნაკლებად – თირკმელებში. პრეპარატი უმნიშვნელოდ აფართოვებს კორონარულ სისხლძარღვებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრენტალი მთლიანად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი გამონთავისუფლება ხორციელდება ნელა, 10-12 საათის განმავლობაში. პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12 საათის შემდეგ.

ტრენტალის პირველადი მეტაბოლიზმი („პირველი გავლის“ ეფექტი წარმოებს ღვიძლში. უცვლელი ნივთიერების ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 19%-ს. ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი 1-(5-ჰიდროქსილჰექსილ)-3.7-დიმეთილქსანტინი (მეტაბოლიტი 1) პლაზმაში იდენტიფიცირდება უცვლელი ნივთიერების კონცენტრაციაზე 2-ჯერ მეტი რაოდენობით და მასთან იმყოფება შექცევადი ბიოქიმიური წონასწორობის მდგომარეობაში. ამის გამო პენტოქსიფილინი და მისი მეტაბოლიტი განიხილება როგორც ერთი მთლიანი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობა არსებითად უფრო მაღალია.

ტრენტალის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.6 სთ-ს.

ტრენტალი მთლიანად მეტაბოლიზდება და 90%-ზე მეტი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არაკონიუგირებულ, წყალში ხსნადი პოლარული მეტაბოლიტების სახით. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით მეტაბოლიტების ექსკრეცია დაქვეითებულია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და მატულობს მისი ბიოშეღწევადობა.

ჩვენებები:

  • ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია;
  • იშემიური ცერებრალური ინსულტი;
  • დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
  • ათეროსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტით, ანთებით გამოწვეული პერიფერიული სისხლმიმოქცევის მხრივ დარღვევები;

– არტერიების, ვენების დაზიანებით გამოწვეული ქსოვილთა ტროფიკული მოშლილობები; მაობლიტირებელი ენდარტერიტი;

  • ანგიონეიროპათიები (რეინოს დაავადება);
  • თვალის სისხლმიმოქცევის დარღვევა;
  • შიგნითა ყურის სისხლმიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სიყრუე.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება 400 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

– გულისრევა, ღებინება, დიარეა.

– თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანზე ალერგიული გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – სისხლდენა კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.

უკუჩვენებები:

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

* მასიური სისხლდენა;

* სისხლჩაქცევა თავის ტვინში;

* თვალის ბადურაში მასიური სისხლჩაქცევა;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობის პერიოდი;

ორსულობა და ლაქტაცია:

! წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტრენტალი სიფრთხილით ინიშნება ცერებრალური და კორონალური სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში არტერიული ჰიპერტონიითა და გულის რითმის დარღვევით, ვინაიდან პრეპარატმა ამ დროს შესაძლო გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტონია, სტენოკარდიის და არითმიის შეტევები.

◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას წყლულოვანი ანამნეზის მქონე პაციენტებში და ოპერაციის შემდგომი სისხლდენის მოსალოდნელი საშიშროების გამო.

◄ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა სისხლმიმოქცევის კომპენსირება.

◄ ლაბილური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში დოზას თანდათანობით ზრდიან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება შემდგომში – ტემპერატურის მომატება, აგზნება, ცნობიერების დარღვევა, არეფლექსია, კლონურ-ტონური კრუნჩხვები და ღებინება ყავისნალექის მაგვარი მასით.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტრენტალი იწვევს ჰეპარინის, ფიბრინოლიზური პრეპარატების, ანტიჰიპერტენზული, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას (ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ტრენტალი – TRENTAL – ТРЕНТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

PENTOXIFYLLINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: პეტოქსიფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

პეტოქსიფილინი  ……………..      100 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

პენტოქსიფილინი ……………..    20 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრენტალი აღადგენს სისხლის მიმოქცევის დარღვევებს ერითროციტების დეფორმაციის შეცვლილ უნარზე მოქმედებით. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს. მკურნალობის შედეგი დასტურდება პერიფერიული ობტურაციული არტერიული დაავადების მძიმე სიმპტომების აგრესიით. დადგენილია თვალის ცირკულატორული და შიგნითა ყურის დარღვევების, ასევე ცერებრო-ვასკულური დაავადების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვენებები:

ტაბლეტები

პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის მომარაგების დარღვევა, ასეთებია:

  • მეხსიერების დარღვევა, და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
  • პერიფერიულ არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა.
  • ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი);
  • ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა);
  • თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.

საინექციო ხსნარი

  • პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა).
  • ცერებრალური ცირკულატორული დარღვევები (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი, როგორიცაა: ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა მეხსიერების დაქვეითება), იშემიური და პოსტაპოპლექსიური მდგომარეობები.
  • თვალის და შიგნითა  ყურის ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც თვალის და ყურის დეგენერაციული ვასკულური პროცესის შედეგია.

მიღების წესი და დოზირება:

თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, შემდგომ კი უკვე შემანარჩუნელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ნიშნავენ.

გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის მიყოლებით.

ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.

ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.

ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.

პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.

ინფუზიური მკურნალობა:

პრეპარატის ვენაში შეყვანა სისხლძარღვოვანი დაავადების სიმძიმის, ავადმყოფის წონის და ამტანობის ფაქტორის გათვალისწინებით შემდეგი სქემით ხორციელდება:

– დილით და საღამოს ვენაში პენტოქსიფილინის 200-300 მგ (100 მგ პენტოქსიფილინის შემცველი 5 მლ-იანი 2 ან 3 ამპულა), შეყვანა საინფუზიო ხსნარის 250 ან 500 მლ-თან ერთად 120-180 წუთის განმავლობაში.

– საღამოს შეყვანის შემდეგ დამატებით ინიშნება ტრენტალ 400 რეტარდის 2 დრაჟე. თუ დილის და საღამოს შორის დიდი ინტერვალია, ორი რეტარდიდან ერთის გამოყენება შეიძლება შუადღისას. როდესაც სამედიცინო პერსონალი და ამტანობის ფაქტორები მხოლოდ ერთი ინფუზიის საშუალებას გვაძლევენ, რეკომენდებულია 3 რეტარდ დრაჟე: 2 სადილობისას და 1 საღამოს (ვენაში შეყვანის შემდეგ) – 24 საათიანი წვეთოვანი ინფუზია შეიძლება გახდეს საჭირო. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მოსვენების მწვავე ტკივილებით, განგრენით და წყლულებით (III და IV სტადია ფონტეინით).

– როგორც წესი, პარენტერალური ტრენტალის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს პენტოქსიფილინის 1200 მგ-ს, ხოლო ინდივიდუალური დოზის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით შეიძლება: პენტოქსიფილინის 0.6 მგ ერთ საათში ავადმყოფის 1 კგ წონაზე. დღეღამური დოზა ამ ფორმულით 70 კგ-ზე არის პენტოქსიფილინის 1000 მგ და პენტოქსიფილინის 1500 მგ 80 კგ-ზე. საინფუზიო ხსნარის მოცულობის დადგენა ხდება თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით და შეადგენს 1000-1500 მლ-ს.

ინექციური მკურნალობა:

ვენაში ინექცია: ინექციური მკურნალობისათვის არსებობს 5 მლ-იანი ამპულები, რომლებიც პენტოქსიფილინის 100 მგ-ს შეიცავს. შეყვანა უნდა წარიმართოს ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში.

ვენაში ინექციის გამეორება არ შეიძლება უშუალოდ პირველი შეყვანის შემდეგ.

დამხმარე და შემდგომი თერაპია:

ტრენტალი 400-ის პერორალური ფორმის დამატებით დანიშვნა შეიძლება ვენაში ინფუზიის და ინექციური თერაპიისას. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შეიძლება პერორალური გზით.

გამოყენება:

საინფუზიო და ინექციიის დრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, შეიძლება შემდეგი საინფუზიო ხსნარების გამოყენება:

ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ხსნარი, ლევულოზის 5% ხსნარი, გლუკოზის ხსნარი და ასევე სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარები. შეყვანამდე აუცილებელია ყველა ცალკეულ შემთხვევაში თითოეულ ხსნართან შეთავსებადობის სინჯის გაკეთება.

ავადმყოფებში ჰიპოტენზიით და ცირკულატორული დისტონიით, ინექციის და საინფუზიო თერაპიის დაწყება ნელ-ნელა ხდება, ვინაიდან ყველა იმ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის დინებას აძლიერებენ შეუძლიათ დროებითი ჰიპოტენზიის განვითარება, რომელიც კოლაფსში გადადის, და ერთეულ შემთხვევებში -სტენოკარდიის განვითარება.

გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას, რის დროსაც თავი უნდა ავარიდოთ დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას.

თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში საჭიროა სამკურნალო საშუალების ინდივიდუალური შერჩევა.

გვერდითი მოვლენები:

ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი);

თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის დარღვევა მაგ. ტაქიკარდია), გულის არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.

ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხევაში სწრაფად ქრებიან. ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის განვითარებამდეც კი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ტრენტალით მკურნალობის დროს, ანტიკოაგულანტების გამოყენების ან არ გამოყენებისას, ან პრეპარატების, რომლებიც თრომბოციტების აგრეგაციას თრგუნავენ, აღინიშნება სისხლჩაქცევები (მაგ. კანში, ლორწოვან გარსში, კუჭში, ნაწლავში). კავშირი ასეთი სისხლჩაქცევებისა და ტრენტალის მიღებას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ მისი სრულიად უარყოფაც არ შეიძლება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის  ფორმიანი ელემენტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენებები:

* ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

* ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.

* მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.

* უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტრენტალით მკურნალობისას ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ასეთ დროს უნდა მოხდეს დოზის ადაპტირება.

– ტრენტალის მაღალი დოზების პარენტერალურად გამოყენებამ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომლებიც ინსულინით ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებით მკურნალობენ, შეიძლება ამ პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება გამოიწვიოს. ასეთ დროს ტრენტალით მკურნალობის დროს საჭიროა ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ტრემაკი – TREMAC – ТРЕМАК

საერთაშორისო დასახელება:

AZITHROMYCIN

მწარმოებელი: SANOVEL PHARMACEUTICAL PRODUCTS IND

მოქმედი ნივთიერება: აზითრომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი-აზალიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

აზითრომიცინი …………..   500 მგ

ვრცლად აზიმაკი

ტრაქისანი – TRACHISAN – ТРАХИСАН

მწარმოებელი: ENGELHARD ARZNEIMITTEL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიმიკრობული, ანტიპარაზიტული, ანესთეტიკური ბუნებრივი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ტრაუმელ S – TRAUMEEL S – ТРАУМЕЕЛ S

მწარმოებელი: HEEL, გერმანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრავმების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში  50 და 250 ც.

1 ტაბ.

Arnica D2 ……………………………….15 მგ
Calendula D2 ………………………….15 მგ
Hamamelis D2 ………………………..15 მგ
Millefolium D3 …………………………15 მგ
Belladonna D4 ………………………..75მგ
Aconitum D3 …………………………..30მგ
Mercurius solubilis
Hahnemanni D8 ………………………
30მგ
Hepar sulfuris D8 ……………………..30მგ
Chamomilla D3 ……………………….24 მგ
Symphytum D8 ……………………….24 მგ
Bellis perennis D2 …………………….6მგ
Echinacea angustifolia D2 …………..6მგ
Echinacea purpurea …………………..6მგ
Hypericum D2 …………………………3მგ

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Arnica D2 ……………………………..5 მლ
Calendula D2 ………………………..5 მლ
Hamamelis D2 ………………………5 მლ
Millefolium D3 ……………………….5 მლ
Belladonna D4 ………………………25მლ
Aconitum D3 …………………………10მლ
Mercurius solubilis
Hahnemanni D8 …………………….
10 მლ
Hepar sulfuris D8 ……………………10 მლ
Chamomilla D3 ……………………..8 მლ
Symphytum D8 ……………………..8 მლ
Bellis perennis D2 …………………..2 მლ
Echinacea angustifolia D2 …………2 მლ
Echinacea purpurea …………………2 მლ
Hypericum D2 ……………………….1 მლ

Spiritus 35 vol%

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ. შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Arnica D2 ………………………….0.1 მლ
Calendula D2 …………………….0.1 მლ
Chamomilla D3 ………………….0.1 მლ
Symphytum D6 ………………….0.1 მლ
Millefolium D3 ……………………0.1 მლ
Belladonna D2 …………………..0.1 მლ
Aconitum D2 ……………………..0.06 მლ
Bellis perennis D2 ……………….0.05 მლ
Hypericum D2 ……………………0.3 მლ
Echinacea angustifolia D2 ……..0.25 მლ
Echinacea purpurea ……………..0.25 მლ
Hamamelis D2 …………………..0.01 მლ
Mercurius solubilis 
Hahnemanni D6 ………………….
1.1 მლ
Hepar sulfuris D8 ………………..2.2 მკლ

მალამო: ტუბში 50 და 100 გ.

100 გ

Arnica D3 …………………………1.5 გ
Calendula ………………………..0.45 გ
Hamamelis ……………………..0.45 გ
Echinacea angustifolia …………0.15 გ
Echinacea purpurea …………….0.15 გ
Chamomilla ……………………..0.15 გ
Symphytum D4 …………………0.1 გ
Bellis perennis …………………..0.01გ
Hypericum D6 ……………………0.09 გ
Millefolium ……………………….0.09 გ
Aconitum D1 …………………….0.05 გ
Belladonna D1 …………………..0.05 გ
Mercurius solubilis
Hahnemanni D6 ………………..
0.04გ
Hepar sulfuris ……………………0.025 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს, ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა სახის ტრავმები – დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლების მოტეხილობა;
  • მალთაშუა დისკების და ხერხემლის სხვა დეგენერაციული დაავადება, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), ართროზები, თავის ტვინის შერყევა;
  • მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, დაჩირქებებით მიმდინარე ანთებები, მაგალითად, საოფლე ჯირკვლების აბსცესი, ფურუნკულები, კარბუნკულები, მასტიტი, პაროდონტოზი, დაჩირქებული ფისტულები, ღრძილების დაჩირქება, წვივის წყლული, ეგზემა, ნეიროდერმიტი;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპია (პროთრომბინის რეგულაცია).

მიღების წესი და დოზირება:

სუბლინგვალური ტაბლეტები:

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

რბილი ქსოვილების შეშუპებისას 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

საინექციო ხსნარი:

1-3-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებისას ყოველდღე, 1-2 ამპულა კუნთებში, კანქვეშ, ვენაში, სასახსრე ჩანთაში და სახსრის გარშემო.

მალამო:

მალამოს 2-3 სმ სვეტი მტკივნეულ ადგილას შესაზელად მსუბუქი ხელსმით. შესაძლებელია ნახვევის დადებაც.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერწყვდენის დროს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთაურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ტრამალი – TRAMAL – ТРАМАЛ

საერთაშორისო დასახელება:

TRAMADOL

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ტრამადოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეტიკური ოპიოიდური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………    50 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………   50 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ოპიოიდური სინთეტიკური ანალგეტიკი, ახასიათებს ცენტრალური მოქმედება, მოქმედება ზურგის ტვინზე (უზრუნველყოფს K+ და Ca2+ არხების გახსნას, იწვევს მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ამუხრუჭებს ტკივილის იმპულსების გატარებას), აძლიერებს სედატიური სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. ააქტივებს ოპიატურ რეცეპტორებს ნოციცეპტური სისტემის აფერენტული ბოჭკოების   პრე– და პოსტსინაფსური მემბრანებისას თავის ტვინში და კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. ანელებს კატაქოლამინების რღვევას, ასტაბილურებს ცნს–ში მათ კონცენტრაციას. წარმოადგენს 2 ენანთიომერისგან შემდგარ რაცემულ ნარევს – მარჯვნივმბრუნავი(+) და მარცხნივმბრუნავი (–).

(+)ტრამადოლი წარმოადგენს სელექტიურ აგონისტს მიუ–ოპიოიდური რეცეპტორებისა, ასევე შერჩევითად ამუხრუჭებს სეროტონინის შექცევად ნეირონალურ მიტცებას.

(–)ტრმადოლი ამუხრუჭბს ნორადრენალინის შექცევად ნეირონალურ მიტაცებას. მონო–0–დეზმეთილტრამადოლი (M1 მეტაბოლიტი) ასევე სელექტიურად ასტიმულირებს მიუ–ოპიატურ რეცეპტორებს . ტრამადოლის სწრაფვა ოპიოიდური რეცეპტორებისადმი 10–ჯერ სუსტია, ვიდრე კოდეინის, და 6000–ჯერ სუსტია, ვიდრე მორფინის. ანალგეზიური მოქმედების გამოხატულება 5–10–ჯერ სუსტია მორფინზე. ანალგეტიკური ეფექტი განპირობებულია ნოციცეპტური აქტიობის დაქვეითებით და ორგანიზმის ანტონოციცეპტური სისტემის გაზრდით. თერაპიულ დოზებში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ჰემოდინამიკაზე და სუნთქვაზე, ფილტვის არტერიაში არ ცვლის წნევას, უმნიშვნელოდ ანელებს ნაწლავის პერისტალტიკას, ისე რომ არ იწვევს ამ დროს ყაბზობას. ახდენს გარკვეულწილად ხველის საწინააღმდეგო და სედატიურ მოქმედებას. თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, აღაგზნებს ღებინების ცენტრის გამშვებ ზონას, თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვს. გახანგრძლივებული მიღებისას შესაძებელია ტოლერანტობის განვითარება. ანალგეზიური მოქმედება ვითარდება მიღებიდან  15–30 წთ–ში და გრძელდება 6 საათს.

ჩვენებები:

  • ტკივილის სინდრომი (საშუალო და ძლიერი ინტენსიობის, მათ შორის, ანათებითი, ტრავმატული, სისხლძარღვოვანი წარმოშობის).
  • გაუტკივარება მტკივნეული სადიაგნოსტო და თერაპიული მანიპულაციებისას.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში, ვენაში, პერორალურად, რექტალურად.

პერორალურად: ერთჯერადად მისაღებად მოზრდილებში და ბავშვებში

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  – 0.05გ (ტაბლეტები, კაფსულები) მცირე რაოდენობით წყალთან ერთად და 20 წვეთი ხსნარი შიგნით მისაღებად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად ან შაქარზე. 30–60 წუთში  მიღება შეიძლება განმეორდეს იგივე დოზით, მაგრამ არა უმეტეს 8 დოზისა დღეში.

ტაბლეტები რეტარდი – 100–200 მგ ყოველ 12 საათში. სადღეღამისო დოზა – 0.4 გ (გამონაკლის შემთხვევებში მაგალითად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, შესაძლებელია ინტერვალის შემოკლებით 6 საათამდე და სადღეღამისო დოზის გაზრდით).

რექტალურად – 0.1 გ. მიღების ჯერადობა – 4–ჯერ დღეში.

ვენაში ნელა, კანქვეშ ან კუნთში: 0.05–0.1გ. თუ ეფექტი არასაკმარისია, მაშინ ვენაში შეყვანიდან 20–30წთ–ის შემდეგ შეიძლება ინფუზიის გაგრძელება 12მგ/სთ სიჩქარით ან დამატებით ინიშნება შინაგანად. ჯამური დღეღამური დოზა – 0.4გ.

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – შიგნით, მხოლოდ წვეთები ან პარენტერალურად (ვენაში, კუნთში, კანქვეშ),  დოზით 1–2მგ/კგ. დღეღამური დოზა – 4–8მგ/კგ (1 წვეთი – 2.5მგ).

ხანდაზმულებში და ავადმყოფებში ღვიძლის უკამრისობით აუცილებელია ინდივიდუალური დოზრება (შესაძლებელია T1/2 გახანგრძლივება). როცა კკ

უკუჩვენებები;

* ჰიპერმგრძნობელობა;

* მდგომარეობები მიმდინარე სუნთქვის დათრგუნვით ან ცნს–ის დათრგუნვით;

* მოწამვლა (ალკოჰოლით, საძილე საშუალებებით, ნარკოტიკული ანალგეტიკებით და სხვა ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებებით);

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ხანგრძლივი მიღებისას);

* ბავშვთა ასაკი (1 წლამდე – პარენტერალური შეყვანისათვის; 14 წლამდე – შიგნით მისაღებად);

* მაო–ს ინჰიბიტორების მიღება, ღვიძლისა და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ

სიფრთხილით: ნარკომანია, გონების არევა, ქალასშიგა ჰიპერტენზია, ქალა ტვინის ტრავმა, ეპილეპტიური სინდრომი (ცერებრალური გენეზის), მუცლის ღრუში უცნობი გენეზის  ტკივილის ფონზე.

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, შეკავებულობა, ცნს–ის პარადოქსალური სტიმულაცია (ნერვოზულობა, აჟიტაცია, შფოთი, ტრემორი, კუნთბის სპაზმი, ეიფორია, ემოციონალური ლაბილობა, ჰალუცინაციები), ძილიანობა, ძილის დარღვევა, გონების არევა, მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვა (ვენაში მაღლი დოზით შეყვანისას ან ანტიპსიქოტური საშუალებების (ნეიროლეპტიკები) ერთდროული დანიშვნისას), დეპრესია, ამნეზია, კოგნიტური ფუნქციის დაღვევისას, პარესთეზიები, არამყარი სირული.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. მუცელში ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ყლაპვის გაძნელება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაციის გამოვლენა – ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულისწასვლა, კოლაფსი.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზანთემა, ბულოზური გამონაყარი.

საშარდე სისტემის მხრივ: გაძნელებული შარდის გამოყოფა, დიზურია, შარდის შეკავება.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: დარღვევა მხედველობის, გემოვნების.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

სხვა: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ხანგრძლივი მოხმარებისას: – წამლისმიერი დამოკიდებულება.

მკვეთრი შეწყვეტისას – „მოხსნის“ სინდრომი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მიოზი, ღებინება, კოლაფსი, კომა, კრუნჩხვა, სუნთქვის ცენტრის დეპრესია, აპნოე.

მკურნალობა: სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება. ოპიატისმაგვარი ეფექტი კუპირებული შეიძლება იყოს ნალოქსონით, კრუნჩხვა – ბენზოდიაზეპინით.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გამოიყენაბა ნარკოტიკების “მოხსნის“ სინდრომის დროს. არ შეიძლება ერთდროულად ეთანოლის მიღება. ერთჯერადი მიღებისას არ არის აუცილებლობა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისას და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას სიფრთხილის დაცვა.

ურთიერთქმედება:

ფარმაცევტულად შეუთავსებელია დიკლოფენაკის ხსნართან, ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან, დიაზეპამთან, ფლუნიტრაზეპამთან, ნიტროგლიცერინთან. აძლიერებს ცნს–ზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების და ეთანოლის მოქმედებას, ოპიოიდური ანალგეტიკებისა და ბარბიტურატების ხანგრძლივი მიღება ასტიმულირებს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

ანქსიოლიტიკები ამაღლებენ ანალგეზიური ეფექტს; ანესთეზიის ხანგრძლიობა იზრდება ბარბიტურატებთან კომბინაციით. ნალოქსინი ააქტივებს სუნთქვას, მაო–ს ინჰიბიტორი, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები) ზრდიან კრუნჩხვის განვითარების რისკს (კრუნჩხვის ზღურბლის დაწევა).

ქინიდინი ამაღლებს პლაზმურ კონცენტრაციას ტრამადოლისას და აქვეითებს M1 მეტაბოლიტისას იზოფერმენტ CYP2D6–ის კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე.

ტრაისილსი – TRISILS – ТРАИСИЛС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი და მადეზინფიცირებელი საშუალება კომბინაციაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 8 ტაბ., შეფუთვაში 25 ც.

1 ტაბ.

2:4-დიქლორბენზილის სპირტი ……..     1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი …………………..       0.6 მგ

 

ვრცლად სტრეპსილსი

ტრაიკორი – TRICOR – ТРАЙКОР

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

ფენოფიბრატი.

სამკურნალო ფორმა : აპკით დაფარული ტაბლეტები .

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება :

ფენოფიბრატი ( მიკრონიზირებული ) ……………. 145,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

საქაროზა   …………………………………. 145,0 მგ

ნატრიუმის ლაურილსულფატი ……… 10,2 მგ

ლაქტოზის მონოჰიდრატი …………… 132,0 მგ

კროსპოვიდონი ………………………..…. 75,5 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა …….. 84,28 მგ

სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი .. 1,72 მგ

ჰიპრომელოზა ……………………………… 29,0 მგ

ნატრიუმის დოკუზატი …………………. 2,9 მგ

მაგნიუმის სტეარატი …………………….. 0,9 მგ

გარსი ( ოპადრი  OY-B-28920 ):  … 25,1 მგ

პოლივინილის სპირტი ……………….. 11,43 მგ

ტიტანის დიოქსიდი …………………..  8,03 მგ

ტალკი …………………………………….… 5,02 მგ

სოიოს ლეციტინი ……………………… 0,50 მგ

ქსანტანის გუმფისი ……………………. 0,12 მგ

აღწერილობა:

აპკიანი გარსით დაფარული , თეთრი ფერის მოგრძო ტაბლეტები , წარწერით ,,145″ ერთ გვერდზე და ლოგოტიპით მეორე მხარეს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ფიბრატი .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

რაპპ – ალფას ( ალფა – რეცეპტორები , რომლებიც აქტივირებულია პეროქსისომის პროლიფერატორით ) აქტივირებით ფენოფიბრატი აძლიერებს ლიპოლიზს და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობის მქონე ათეროგენული ლიპოპროტეიდების პლაზმიდან გამოდევნას ლიპოპროტეინლიპაზის აქტივაციის და აპოპროტეინი C III- ის სინთეზის შემცირების გზით . რაპპ – ალფა აქტივაცია აგრეთვე იწვევს A I და A II აპოპროტეიდების სინთეზის გაძლიერებას .

ფენოფიბრატი წარმოადგენს ფიბროის მჟავის წარმოებულს , რომლის უნარი შეცვალოს ადამიანის ორგანიზმში ლიპიდების შემცველობა , განპირობებულია რაპპ – ალფა აქტივაციით .

ფენოფიბრატის ზემოთ აღნიშნული ეფექტები ლიპოპროტეიდებზე იწვევს დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ფრაქციის შემცველობის შემცირებას , რომელთა რიცხვს განეკუთვნება აპოპროტეინი B , და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ფრაქციის შემცველობის გაზრდას, რომელთა რიცხვს განეკუთნება A I და A II.

ამას გარდა, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმისა და დარღვეული სინთეზის კორექციის ხარჯზე, ფენოფიბრატი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კლირენსს და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მკვრივი და პატარა ზომის ნაწილაკების შემცველობას, რომელთა მატებაც აღინიშნება პაციენტებში ლიპიდების ათეროგენული ფენოტიპით, ხშირი დარღვევებით გულის იშემიური დაავადების რისკის მქონე პაციენტებში .

კლინიკური გამოკვლევების მსვლელობისას აღინიშნა , რომ ფენოფიბრატის გამოყენება ამცირებს საერთო ქოლესტერინის შემცველობის დონეს 20-25% და ტრიგლიცერიდებისას 40-55%- ით მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის გაზრდის დროს 10-30%- ით . ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში , რომელთაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის დონე უმცირდებათ 20-35%- ით ფენოფიბრატის გამოყენება იწვევდა შემცირებას თანაფარდობისა : ,, საერთო ქოლესტერინი , მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი “, ,, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი / მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი ” და ,, აპო B / აპო AI “, რომლებიც წარმოადგენს ათეროგენული რისკის მარკერებს .

თუ გავითვალისწინებთ ფენოფიბრატის ზემოქმედებას დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეზე , პრეპარატის გამოყენება ეფექტურია პაციენტებისათვის ჰიპერქოლისტერინემიით, ჰიპერტრიგლიცერიდემიის თანხლებით ან თანხლების გარეშე, მეოდადი ჰიპერლიპოპროტეინემიის ჩათვლით , მაგალითად 2- ე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს .

ფენოფიბრატით მკურნალობის დროს შესაძლებელია საგრძნობლად შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს ქოლესტერინის არასისხლძარღვოვანი დაგროვებები ( მყესისა და ტუბეროზული ქსანტომები ). პაციენტებში მომატებული ფიბრინოგენის დონით , რომელთაც გავლილი აქვთ მკურნალობა ფენოფიბრატით , აღენიშნებათ მოცემული მაჩვენებლის საგრძნობი შემცირება , ისევე როგორც პაციენტებში ლიპოპროტეიდების მომეტებული დონით . ანთების სხვა მარკერები , ისეთი როგორიცაა ჩ _ რეაქტიული ცილა , ასევე მცირდება ფენოფიბრატით მკურნალობის დროს .

დისლიპიდემიის და ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში , დამატებითი უპირატესობა გამოიხატება ფენოფიბრატის ურიკოზურიულ ეფექტში , რომელიც იწვევს შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 25%- ით .

კლინიკური გამოკვლევებისას და ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს აღინიშნა, რომ ფენოფიბრატი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას , რომელიც გამოწვეულია ადენოზინდიფოსფატით, არაქიდონის მჟავით და ეპინეფრინით .

ფარმაკოკინეტიკა:

ტრიკორი 145 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს 145 მგ მიკრონიზირებულ ფენოფიბრატს ნანონაწილაკების სახით.

საწყისი ფენოფიბრატი პლაზმაში არ განისაზღვრება . ძირითად პლაზმურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ფენოფიბროის მჟავა .

შეწოვა: სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ . ხანგრძლივი გამოყენების დროს პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში რჩება სტაბილური, მიუხედავად პაციენტების ინდივიდუალური თვისებებისა.

განსხვავებით ფენოფიბრატის ადრე არსებული სამკურნალო ფორმებისაგან, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია და ფენოფიბრატის საერთო მოქმედება ნანონაწილაკების სახით არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ამიტომ ტრაიკორ 145 მგ შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერ დროს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

განაწილება: ფენოფიბროის მჟავა მტკიცედ უკავშირდება პლაზმის ალბუმინს(99%- ზე მეტი).

ნახევარგამოყოფის პერიოდი: ფენოფიბროის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი ( T1/2 ) – დაახლოებით 20 საათი .

მეტაბოლიზმი და გამოყოფა : შიგნით მიღების შემდეგ ფენოფიბრატი სწრაფად ჰიდროლიზდება ესთერაზებით . პლაზმაში აღმოჩნდება ფენოფიბრატის მხოლოდ ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი _ ფენოფიბროის მჟავა . ფენოფიბრატი არ წარმოადგენს სუბსტრატს CYP3A4 -სათვის . არ იღებს მონაწილეობას მიკროსომულ მეტაბოლიზმში .

უმთავრესად გამოიყოფა შარდთან ერთად ფენოფიბროის მჟავის   და გლუკუროდინის კონიუგატის სახით . 6 დღის განმავლობაში ფენოფიბრატი თითქმის სრულიად გამოიყოფება, ფენოფიბროის მჟავის საერთო კლირენსი , რომელიც განისაზღვრება ხანდაზმულ პაციენტებში არ იცვლება .

არ ხდება პრეპარატის კუმულირება ( დაგროვება ) ერთჯერადი და ხანგრძლივი დროით მიღებისას .

ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა .

გამოყენების ჩვენება:

ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია იზოლირებული ან შერეული
( დისლიპიდემია ტიპი II ა , II ბ , III, IV, V) პაციენტებში , რომელთათვისაც დიეტა ან სხვა სახის არამედიკამენტოზური სამკურნალო ღონისძიებები ( მაგალითად , სხეულის წონის დაკლება ან ფიზიკური აქტივობის გაზრდა ) აღმოჩნდა არაეფექტური , განსაკუთრებით დისლიპიდემიასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების არსებობისას , ისეთი როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და სიგარეტის მოწევა .

მეორადი ჰიპერლიპოპროტეინემიის მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება იმ შემთხვევებში , როდესაც ჰიპერლიპოპროტეინემია შენარჩუნებულია , მიუხედავად ძირითადი დაავადების ეფექტური მკურნალობისა ( მაგალითად , დისლიპიდემია შაქრიანი დიაბეტის დროს ).

უკუჩვენება:

პრეპარატი მკაცრად უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში :

_ მომატებული მგრძნობელობა ფენოფიბრატის ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ,

_ ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ციროზის ჩათვლით ),

_ თირკმელების მძიმე უკმარისობა ( კრეატინინის კლირენსი

_ 18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ),

_ ანამნეზში ფოტოსენსიბილაციის ან ფოტოტოქსიკურობის არსებობის დროს ფიბრიტებით ან კეტოპროფენით მკურნალობისას ,

_ ნაღვლის ბუშტის დაავადებები ,

_ ლაქტაციის პერიოდი ,

_ გამოხატული გალაქტოზემია , ლაქტოზის უკმარისობა ( პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას ),

_ თანდაყოლილი ფრუქტოზემია , საქარაზა – იზომალტაზის უკმარისობა

( პრეპარატი შეიცავს საქაროზას ),

_ ანამნეზში ალერგიული რეაქცია არაქისზე , არაქისის ცხიმზე , სოიოს ლეცეტინზე ან მონათესავე პროდუქტებზე ( მომატებული მგრძნობელობის განვითარების რისკთან დაკავშირებით ).

სიფრთხილით

ღვიძლის ან / და თირკმელების უკმარისობის დროს , ჰიპერთირეოზისას ; პაციენტებში , რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს , ხანდაზმულ პაციენტებში , პაციენტებში თანდაყოლილი კუნთების დაავადებებით დამძიმებული ანამნეზით ; პერორალური ანტიკოაგულანტების , გმგ – კოა – რედუქტაზების ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას ( იხ . ნაწილი ,, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან “).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობა

არსებობს მრავალი მონაცემი ორსული ქალების მიერ ფენოფიბრატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ფენოფიბრატის ტერატოგენული ეფექტი არ აღინიშნებოდა. ემბიოტოქსიკურობა აღინიშნებოდა დოზების კლინიკამდელი გამოკვლევების მსვლელობისას, რომლებიც ტოქსიკური იყო დედის ორგანიზმისათვის. ადამიანისათვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ ორსულობის დროს ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი უკუნაჩვენებია გამოყენებისათვის ლაქტაციის პერიოდში ( არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ მოცემულ პერიოდში ).

გამოყენების პირობები და დოზები:

ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყალთან ერთად.

ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შეიძლება მიიღოთ ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

მოზრდილები: ტრიკორი 145 მგ 1 ტაბლეტი დღეღამეში ერთხელ.

პაციენტები , რომლებიც ღებულობენ 200 მგ, ერთ კაფსულას ფენოფიბრატს ან 160 მგ, ერთ ტაბლეტს ფენოფიბრატს, 1 ტაბლეტი ტრიკორის 145 მგ – ის მიღებაზე შესაძლოა გადავიდნენ დოზის დამატებითი კორექტირების გარეშე .

ხანდაზმული პაციენტები : რეკომენდირებულია მიიღოთ მოზრდილებისათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა ( ტრიკორი 145 მგ – ის 1 ტაბლეტი დღეღამეში ).

პაციენტები ღვიძლის დაავადებებით : ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი .

პრეპარატი უნდა მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იმავდროულად გააგრძელოთ დიეტა, რომელსაც პაციენტი მიმართავდა ტრიკორი 145 მგ- ით მკურნალობამდე.

გვერდითი ეფექტები:

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ :

>1/100,

>1/1000,

ღვიძლის მხრივ:

>1/100,

>1/1000,

ჩონჩხ – კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ :

>1/10000,

სისხლძარვოვანი დარღვევები :

>1/1000,

სისხლმიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

>1/10000,

ნერვული სისტემის მხრივ:

>1/10000,

სუნთქვის ორგანოთა მხრივ:

კანისა და კანქვეშა – ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ :

>1/1000, ფოტომგრძნობელობის რეაქციები:

>1/10000,

>1/1000,

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი . სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი . ჭარბი დოზირების ეჭვის გაჩენის დროს ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა და აუცილებლობის შემთხვევაში შემანარჩუნებელი მკურნალობა .

ჰემოდიალიზი არაეფექტურია .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

– პერორალური ანტიკოაგულანტები

ფენოფიბრატი აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტს და შეუძლია გაზარდოს სისხლდენების რისკი , რაც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტის გამოდევნასთან სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან .

ფენოფიბრატით მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია შემცირდეს ანტიკოაგულანტების დოზა მესამედით , დოზის შემდგომი თანდათანობით შერჩევით . დოზის შერჩევა რეკომენდებულია განხორციელდეს საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობის დონის კონტროლის ქვეშ .

– ციკლოსპორინი

აღწერილია რამოდენიმე მძიმე შემთხვევა ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დაქვეითებით ფენოფიბრატითა და ციკლოსპორინით ერთდროული მკურნალობის დროს . ამიტომ აუცილებელია გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობა ამ ტიპის პაციენტებში და მოიხსნას ფენოფიბრატი ლაბორატორიული მონაცემების სერიოზული ცვლილებების შემთხვევაში .

– გმგ – კოა – რედუქტაზას ინჰიბიტორები და სხვა ფიბრატები

ფენოფიბრატის ერთდროული გამოყენებისას გმგ – კოა – რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ან სხვა ფიბრატებთან მატულობდა სერიოზული ტოქსიკური ზემოქმედების რისკი კუნთის ბოჭკოებზე ( იხ . ნაწილი ,, განსაკუთრებული მითითებები “).

– ციტოქრომის ფერმენტები P 450

ადამიანის ღვიძლიდან აღებული მიკროსომების გამოკვლევებმა ინ ვიტრო აჩვენა , რომ ფენოფიბრატი და ფენოფიბროის მჟავა არ წარმოადგენენ ციტოქრომ P 450- ის შემდეგი იზოფერმენტების ინჰიბიტორებს ( CYP3A4, CYP2D6, CYP2EE1, CYP1A2 ). თერაპიულ კონცენტრაციებში ეს შენაერთები წარმოადგენს სუსტ ინჰიბიტორებს იზოფერმენტებისა CYP2C19 და CYP2A6 და სუსტ ან ზომიერ ინჰიბიტორს CYP2C9 .

განსაკუთრებული მითითებები:

მანამდე , სანამ დაიწყებთ ტრაიკორმი 145 მგ – ით მკურნალობას , უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა მეორადი ჰიპერქოლესტერინემიის მიზეზის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად , ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 2  , ჰიპოთირეოზი , ნეფროზული სინდრომი , დისპროტეინემია , ღვიძლის ობსტრუქციული დაავადებები , მედიკამენტოზური თერაპიის შედეგები , ალკოჰოლიზმი .

თერაპიის ეფექტურობა უნდა შეფასდეს ლიპიდების შემცველობით ( საერთო ქოლესტერინის , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების , ტრიგლიცერიდების ) სისხლის შრატში . თერაპიის რამოდენიმე თვის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში ( როგორც წესი 3 თვის შემდეგ ) უნდა განიხილოს თანმდევი ან ალტერნატიული მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხი .

პაციენტებში ჰიპერლიპიდემიით , რომლებიც ღებულობენ ესტროგენებს ან ესტროგენების შემცველ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს , აუცილებელია გაირკვეს გააჩნია თუ არა ჰიპერლიპიდემიას პირველადი ან მეორადი ბუნება . ამ შემთხვევებში ლიპიდების დონის მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს ესტროგენების მიღებით .

ღვიძლის ფუნქცია : ტრიკორი 145 მგ – ის და სხვა პრეპარატების მიღების დროს,  რომლებიც ამცირებს ლიპიდების კონცენტრაციას , ზოგიერთ პაციენტში აღწერილია ,, ღვიძლისმიერი ” ტრანსამინაზების დონის მომატება . უმეტეს შემთხვევაში ეს მომატება იყო დროებითი ხასიათის , უმნიშვნელო და არასიმპტომური . მკურნალობის პირველი 12 თვის განმავლობაში რეკომენდირებულია მოხდეს ტრანსამინაზების დონის კონტროლირება ( ალტ, ასტ ) ყოველ 3 თვეში ერთხელ . პაციენტებში , რომელთაც მკურნალობის ფონზე მაღალი აქვთ ტრანსამინაზების დონე , ითხოვენ ყურადღებას და ალტ და ასტ კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში 3- ჯერ და უფრო მეტით ნორმის ზედა საზღვართან შედარებით , პრეპარატის მიღებას წყვეტენ .

პანკრეატიტი : აღწერილია პანკრეატიტის განვითარების შემთხვევები ტრაიკორმი 145 მგ – ის მიღების შემდეგ . პანკრეატიტის შესაძლო მიზეზებად ამ შემთხვევაში, აღინიშნებოდა : პრეპარატის არასაკმარისი ეფექტურობა მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში , პრეპარატის პირდაპირი ზემოქმედება , აგრეთვე – მეორადი წარმონაქმნები , რომელიც უკავშირდება კენჭების არსებობას ან ნალექის წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში , რომელსაც თან ახლავს ნაღვლის საერთო სადინარების გაუვალობა .

კუნთები : ტრიკორი 145 მგ – ის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების დროს , რომლებიც ამცირებენ ლიპიდების კონცენტრაციებს , აღწერილია კუნთის ქსოვილებზე ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევები , რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით . ამგვარი დარღვევების სიხშირე მატულობს ჰიპოალბუმინემიის და თირკმლის უკმარისობისას ანამნეზში .

კუნთოვან ქსოვილზე ტოქსიკური ზემოქმედების ეჭვი შეიძლება დაფუძნებული იყოს პაციენტის ჩივილზე სისუსტის გამო , დიფუზიური მიალგიის, მიოზიტის, კუნთის სპაზმების და კრუნჩხვების ან / და კრეატინინფოსფოკინაზის გამოხატული მომატების დროს (5 – ჯერ და მეტჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ). ამ შემთხვევაში ტრიკორი 145 მგ – ით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

რაბდომიოლიზის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს პაციენტებში რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება მიოპათიის ან / და რაბდომიოლიზის მიმართ , 70 წელზე უფროსი ასაკის ჩათვლით ,   შთამომავლობითი კუნთოვანი დაავადებებით დამძიმებული ანამნეზით , თირკმელების ფუნქციის დარღვევისას , ჰიპოთირეოზის და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას . ამგვარ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სარგებელი გადააჭარბებს რაბდომიოლიზის შესაძლო განვითარების რისკს .

ტრიკორი 145 მგ ერთდროული მიღებისას გმგ – კოა – რედუქტაზების ინჰიბიტორებთან ან სხვა ფიბრატებთან ერთად იზრდება სერიოზული ტოქსიკური ზემოქმედების რისკი კუნთოვან ბოჭკოებზე , განსაკუთრებით თუ პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე აღენიშნებოდა კუნთების დაავადებები . ამასთან დაკავშირებით , ტრიკორი 145 მგ – ს ერთდროული დანიშნვა და სტატინები დასაშვებია მხოლოდ იმ დროს , თუ პაციენტს გააჩნია მძიმე შერეული დისლიპიდემია და გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მაღალი რისკი, ანამნეზში კუნთების დაავადების არქონის შემთხვევაში და ზედმიწევნითი კონტროლის პირობებში , რომელიც მიმართულია კუნთების ქსოვილებზე ტოქსიკური ზემოქმედების განვითარების ნიშნების გამოსავლენად .

თირკმელის ფუნქცია : კრეატინინის კონცენტრაციის 50% – ზე მეტი მომატების შემთხვევაში ნორმის ზედა ზღვარიდან მკურნალობა უნდა შეწყდეს . მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდირებულია განისაზღვროს კეატინინის კონცენტრაციები .

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

აპკით შემოგარსული ტაბლეტები 145 მგ .

10 ტაბლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 1, 2, 3, 5, 9, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინტრუქციასთან ერთად .

14 ტამლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 2, 6, 7 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინტრუქციასთან ერთად .

10 ტაბლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 28, 30, ბლისტერი კოლოფებში ( შეფუთვა სტაციონარებისათვის ).

შენახვის პირობები:

სია ბ .

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25 ° ჩ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !

შენახვის ვადა:

3 წელი .

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი:

ფურნიე ს . ა . ლაბორატორიები; რიუ დე პრე – პოტე ,

21121, ფონტენ ლე დიჟონი , საფრანგეთი .

ტრავოკორტი – TRAVOCORT – ТРАВОКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

ISOCONAZOLE; DIFLUCORTOLONE

მწარმოებელი: SCHERING S.P.A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: იზოკონაზოლი+დიფლუკორტოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ,

1 გ

იზოკონაზოლის ნიტრატი …………..       10 მგ

დიფლუკორტოლონის ვალერატი ………   1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შედგება ტრიაზოლის წარმოებულ იზოკონაზოლისაგან, რომელიც სოკოს უჯრედის მემბრანში თრგუნავს ერგოსტეროლის სინთეზს (ფერმენტ ლანოსტეროლ ალფა-დიმეთილაზის ინჰიბირებით) და სტეროიდული საშუალება დიფლუკორტოლონისაგან, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.

ტრავოკორტი წარმოადგენს კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს როგორც დერმატოფიტებზე, ასევე საფუარას, საფუარას მსგავს (სხვადასხვა ფერის ლიქენის ჩათვლით) და ობის სოკოებზე. ტრავოკორტი ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიებისა და ერითრაზმების გამომწვევების მიმართ.

დიფლუკორტოლონის ვალერატი ხელს უშლის კანის ალერგიულ და ანთებით გამოწვეული დაავადებების განვითარებას და სუბიექტური ჩივილების:  ქავილის, წვის ან ტკივილს შეგრძნების გაქრობას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის ხელის და ტერფის თითებშუა, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების მიდამოში.
  • იგი ეფექტურია აგრეთვე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით და ერითრაზმებით გამოწვეული პათოლოგიური პროცესების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი კანის დაზიანებულ ზედაპირზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ეფექტის  მისაღწევად ხშირად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე პრეპარატის დოლბანდის საფენით დაფიქსირება.

ანთებითი და ეგზემის მსგავსი კანის დაავადებების სიმპტომების კუპირებიდან არა უგვიანეს 2 კვირის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

◄ როგორც წესი პრეპარატს კარგად იტანენ პაციენტები. იშვიათად აღინიშნება კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

◄ სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე ტრავოკორტის დატანისას და/ან ხანგრძლივად მისი გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: კანის ატროფია, ტელეანგიოექტაზიები, კანზე სტრიების წარმოშობა, აკნეს მსგავსი მოვლენები, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, ასევე რეზორბციის შედეგად კორტიკოიდის სისტემური მოქმედება.

◄ გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელია ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იყენებდნენ პრეპარატს (მაგალითად, ორსულობის ბოლო პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპოფუნქცია).

უკუჩვენებები:

* ტუბერკულოზით ან ათაშანგით განპირობებული პროცესები, ვირუსული დაავადებანი: ჩუტყვავილა, შემომსარტყვლელი ლიქენი, კანის მხრივ რეაქციები ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს.

* ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების ადგილობრივად გამოყენება;

* თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის ხანგრძლივად ან კანის დიდ უბანზე გამოყენება.

განსკუთრებული მითითებები:

– გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების განვითარებისას შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობის კურსის ჩატარება.

– პრეპარატის სახის მიდამოში გამოყენებისას უნდა მოვერიდოთ თვალთან მის არასასურველ კონტაქტს.

– როზაცეას, ან პერიორალური დერმატიტის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– პრეპარატი არ გამოიყენება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!