Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 441

ტრიტაცე კომპ – TRITACE COMP – ТРИТАЦЕ КОМП.

საერთაშორისო დასახელება:

ramipril, hydrochlorothiazide

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები


შემადგენლობა
და გამოშვების ფორმა:

5მგ/25მგ #28 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ბლისტერი კოლოფში


ფარმაკოლოგიური
თვისებები:

ტრიტაცე კომპ-ი წარმოადგენს პრეპარატ რამიპრილის – ძლიერი და ხანგრძლივად მოქმედი აგფ- (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორისა და ჰიდროქლოროთიაზიდის – თიაზიდის ჯგუფის პრეპარატის, რომელიც ხელს უწყობს სითხის გამოყოფას (დიურეზული), კომბინაციას. არტერიული წნევის შესამცირებლად ტრიტაცე კომპ-ის გამოყენებამ უფრო მეტი ეფექტი გამოავლინა, ვიდრე რომელიმე შემადგენელი ნივთიერებით მონოთერაპიამ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

  • პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც ნაჩვენებია მკურნალობა პრეპარატებთან კომბინაციაში.

მიღების წესები და დოზები:

ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდებული დოზა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად დაგინიშნავთ.

დოზის განსაზღვრა ხდება სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტისა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად მიმდინარეობს; ექიმი ყოველ პაციენტზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა დღეში 1/2 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 2-3 კვირის ინტერვალით, 2 ტაბლეტ ტრიტაცე კომპ-ის მაქსიმალურ დოზამდე. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება დღეში 1/2–დან 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ის მიღების შედეგად. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დიურეზულებით, გათვალისწინებული უნდა იქნას დიურეზულების მიღების შეწყვეტა სულ მცირე 2-3 დღით – ან დიურეზულების მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით – ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ან სულ მცირე, უნდა შემცირდეს დიურეზულების დოზა. ექიმი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის მიღების ამგვარი შეწყვეტა ან დოზის შემცირება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, მაშინ მკურნალობა იწყება რამიპრილის უმცირესი დოზით (1,25 მგ დღეში) თავისუფალ კომბინაციაში. შესაბამისად, შესაძლებელია გადასვლა ტრიტაცე კომპ-ის საწყის დოზაზე, რომელიც არ აჭარბებს 1/2 ტაბლეტს.

დოზირება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი 1,73 მ3 სხეულის ზედაპირზე 60-სა და 30მლ/წთ-ს შორის, მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ რამიპრილის 1,25 მგ დღიური დოზით. რამიპრილის დოზის თანდათან ზრდის შემდეგ, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტის მიღებით დღეში ერთხელ. მაქსიმალურ დღიურ დოზას წარმოადგენს 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. როდესაც შეუძლებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, მისი გამოანგარიშება ხდება შრატის კრეატინინის დონის საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (კოკროფტის განტოლება): კაცებში: კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) =

სხეულის წონა კგ-ში X (140 – ასაკი წლებში) .

72 X შრატის კრეატინინი მგ/დლ-ში

ქალებში: ზემოაღნიშნული განტოლების შედეგის გამრავლება 0,85-ჯერ. პრეპარატის მიღება: ჩვეულებრივ, დადგენილი დოზის მიღება ხდება დილით ერთჯერადი დოზის სახით. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით ½ ჭიქა). მათი მიღება შესაძლებელია საუზმემდე, მის განმავლობაში ან შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს ტრიტაცე კომპ-ის მიღებისას. გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას ტრიტაცე კომპ-ით, მისი შემადგენელი ნივთიერებებით – რამიპრილითა და ჰიდროქლოროთიაზიდით, სხვა აგფ-ინჰიბიტორებით თუ მსგავსი დიურეზულებით მკურნალობისას.

გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა:

სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება აღინიშნება ტრიტაცე კომპ-ის საწყისი დოზის ან გაზრდილი დოზის მიღებისას (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შოკი.

ნაკლები სიხშირით აღინიშნება ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა – რასაც ზოგჯერ თან ახლავს კონცენტრაციის უნარის დარღვევა – ან თავს იჩენს დარღვეული რეაქციები. იშვიათად – სხვა ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა პერიფერიული შეშუპება, სიწითლე, მოთენთილობა, შუილი ყურებში, დაღლილობა, ნერვიულობა, დეპრესიულობა, კანკალი, მოუსვენრობა, მხედველობის მოშლა, ძილის დარღვევა, დაბნეულობა, შფოთვა, დროებითი იმპოტენცია, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სმენის დარღვევები, ჭარბი ძილიანობა, ან გულის წასვლა ფეხზე დგომისას ან წამოდგომის დროს (დარღვეული ორთოსტატული რეგულაცია), აგრეთვე ისეთი მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტენოკარდია, გულის არითმია, ცნობიერების დროებით დაკარგვა (სინკოპე), და მწვავე ჰიპოტენზია ან ისეთი სისხლის მიმოქცევის შეტევების გაძლიერებით, რომელიც ხასიათდება ხელის ან ფეხის თითების სიფერმკრთალით(რეინოს დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება გულის კუნთსა ან თავის ტვინისადმი (მიოკარდიული ან ცერებრული იშემია), მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიწოდების ხანმოკლე შემცირება (ხანმოკლე იშემიური შეტევა), იშემიური შეტევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევების გამწვავება სისხლძარღვოვანი სტენოზის მიზეზით ან პათოლოგიური შეგრძნებები (პარესთეზია).

თირკმელი და ელექტროლიტების ბალანსი:

ნაკლები სიხშირით ვლინდება შრატის შარდოვანას და შრატის კრეატინინის ზრდა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა – რაც, ცალკეულ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე დარღვევას იწვევს. ჰიპოქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს იზრდება შარდმჟავას კონცენტრაციები სისხლში და – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც შარდმჟავას მომატებული დონე აღენიშნებათ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა. ცალკეულ შემთხევვებში, ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას, შესაძლებელია განვითარდეს ნეფრიტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუარესდეს მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული პროტეინების შარდით გამოყოფა (პროტეინურია) (მიუხედავად იმისა, რომ აგფ-ინჰიბიტორები ჩვეულებრივ ამცირებს პროტეინურიას). ტრიტაცე კომპ-მა შეიძლება გამოიწვიოს ან გავლენა მოახდინოს შრატში ნატრიუმის კონცენტრაციების შემცირებაზე, განსაკუთრებით სუფრის მარილის შეზღუდულ მიღებასთან კავშირში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს სხვა ელექტროლიტური დარღვევების განვითარებას, მაგ. ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია – და თირკმლში კალციუმის რეაბსორბციის მასტიმულირებელი ეფექტის გამო – ჰიპერკალციემიას. ამასთანავე, ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეტაბოლური აციდოზის განვითარებას ან გამწვავებას. რამიპრილი იწვევს და ხელს უწყობს შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას, მაშინ როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს მას. ამგვარად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს როგორც შემცირებას, ასევე გაზრდას, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად თავს იჩენს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დიაბეტური ნეფროპათიის მიზეზით) ან მათში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ კალიუმშემნახველ დიურეზულებს ან კალიუმის მარილებს. ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია: წყურვილის მომატება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ძილიანობა, დაბნეულობა, აპათია, კუნთების სპაზმი, ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის მომატება, რასაც თან ახლავს, მაგ, სპაზმები ხელებსა და ფეხისგულებზე (ტეტანია), კუნთების სისუსტე და კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. განსაკუთრებით, მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლებელია ხანმოკლე დროით თავი იჩინოს სითხის ჭარბად გამოყოფამ, როგორც ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტის, ასევე გულის მუშაობის გაუმჯობესების გამო.

სითხის დეფიციტის შემთხვევაში – განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში – შესაძლებელია თავი იჩინოს სისხლის შედედების გაძლიერებამ (ჰემოკონცენტრაცია), ხოლო მწვავე შემთხვევებში, სისხლძარღვოვანმა თრომბოზმა.

სასუნთქი სისტემა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები

იშვიათად თავს იჩენს მშრალი (არაპროდუქტიული) გამაღიზიანებელი ხველა, რომელიც უარესდება ღამით და წოლით მდგომარეობაში ყოფნისას (მაგ. წამოწოლის დროს) და განსაკუთრებული სიხშირით იჩენს თავს ქალებსა და არა-მწეველებში. შეიძლება აუცილებელი გახდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა. იშვიათად – ცხვირის დაცობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). ჰიდროქლოროთიაზიდი – სავარაუდოდ ალერგიული რეაქციის შედეგად – იწვევს ფილტვების ანთებას (პნევმონიტი) და ფილტვებში სითხის დაგროვებას (ფილტვების შეშუპება). გთხოვთ მიმართოთ ექიმს გაძნელებული სუნთქვის (დისპნოე) განვითარების ან გამწვავების შემთხვევაში. ნაკლები სიხშირით – სასურველმა აგფ-ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სახის ზომიერი ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად ვლინდება ანგიონევროზული შეშუპებისა და სხვა ანაფილაქსიური თუ ანაფილაქტოიდური რეაქციების ფორმები – რომლებიც არ განეკუთვნება სასურველ ეფექტს – რამიპრილის ან ნებისმიერი სხვა აქტიური შემადგენელი ნივთიერების მიმართ. სახის მიდამოების (მაგ. ტუჩების, ქუთუთოების) ან ენის, ყელისა თუ ხორხის (გამოხატულია მაგ. საჭმლის გადაყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) შესიება შესაძლებელია წარმოადგენდეს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს და შეწყვიტოთ ტრიტაცე კომპ-ის შემდეგი დოზის მიღება. აგრეთვე, დაუშვებელია მსგავსი კომბინაციის პრეპარატების ან აგფ-ინჰიბიტორების მიღება. ანგიონევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებით თავს იჩენს ძირითადად შავკანიან, აფრო-კარიბელ პაციენტებში, ვიდრე არა-შავკანიან პაციენტებში. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების გამომწვევი მიზეზი გახდეს ჰიდროქლოროთიაზიდიც. მწერის შხამის მიმართ ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების ალბათობა და სიმწვავე იზრდება აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ეფექტი, ასევე, თავს იჩენს სხვა ალერგენებთან დაკავშირებითაც. კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, თავს იჩენენ ნაკლები სიხშირით. იშვიათად – მაკულოპაპულური გამონაყარი, სირსველისებრი ეგზანთემა ან ენანთემა, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თმის გამოხატული ცვენა(ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – პემფიგუსი, ფსორიაზის გამწვავება, ფსორიაზიფორმული ან პემფიგოიდური ეგზანთემა ან ენანთემა ან ფრჩხილების გაყოფა(ონიქოლიზი). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ქავილი ჭინჭრის ციებასთან ერთად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:

ნაკლები სიხშირით – გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების და/ან შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის ბუშტის პიგმენტების გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). იშვიათად – პირის სიმშრალე, ენის (ხორხის) ანთება, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, კუჭის არეში(გულისხმობს გასტრიტისმაგვარსაც) ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა და თავბრუსხვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) ან ღვიძლის დაზიანება (რაც გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობასაც).

სისხლის საერთო ანალიზი:

იშვიათად, ზომიერი – ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მწვავე –ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირება ან სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს ლეიკოციტების გამოხატული შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის ჭარბი შემცირება (პანციტოპენია) და სისხლის უჯრედის ფორმირების დარღვევა (ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვა). აგრანულოციტოზის სავარაუდო სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძები გადიდება ან ყელის ტკივილი. სისხლში თრომბოციტების ჭარბი რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მიზეზით გამოწვეული სისხლდენისადმი მიდრეკილება ვლინდება მოყავისფრო წითელი გამოხატული ლაქებით (პეტექია), აგრეთვე კანზე ან ლორწოვან გარსზე მოყავისფრო წითელი ფერისმჭამელებით (ხანდახან გამონაყარისმაგვარი) (პურპურა), ან სისხლდენით ღრძილებიდან, რომლის გაკონტროლებაც ძნელია. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მათი მზარდი განადგურების გამო (ჰემოლიზური ანემია).

სხვა არასასურველი ეფექტები:

ნაკლები სიხშირით, თავს იჩენს კონიუნქტივიტი, აგრეთვე – იშვიათად – კუნთების სპაზმი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მადის დაკარგვა, სუნისა და გემოს შეგრძნების დარღვევები (მაგ. ლითონის გემო) ან გემოვნების ნაწილობრივი, ხანდახან სრული დაკარგვა. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების ან სახსრების ტკივილი (მიალგია ან ართრალგია), ტემპერატურის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრების ზრდა. წითელი მგლურას განვითარება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) აღინიშნება ჰიდროქლოროთიაზიდთან თანადროული მიღებისას. ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს გლუკოზისადმი ტოლერანტობა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება გამწვავდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ან გამოვლინდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი. ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის შემცველობის ზრდას. ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები, სისხლის ანალიზის მკვეთრი ცვლილებები) შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს, აუცილებელია მოულოდნელი ან მწვავე რეაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გაგრძელება

ტრიტაცე 5 მგ (გაგრძელება) – TRITACE 5 mg – ТРИТАЦЕ 5мг

 

(გაგრძელება)

უკუჩვენება:

– მომატებული მგძნობელობა აქტიური ნივთიერება რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა თუ ტრიტაცე® 5მგ ტაბლეტების ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ;

– მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, რასაც იწვევს ადრე ჩატარებული მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით);

– თირკმლის არტერიების შევიწროება (ორივე მხარეს ან ცალ მხარეს – ერთი თირკმლის არსებობის შემთხვევაში);

– თუ ახლახანს გადაგინერგეს თირკმელი;

– გულის მარცხენა პარკუჭის სარქველების მნიშვნელოვანი შევიწროება (ჰემოდინამიურად შესაბამისი აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი) ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდენის სხვა სახით დარღვევა (დარღვეული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);

– სისხლში საწყისი ალდოსტერონის მზარდი კონცენტრაციები;

– ორსულობა (გამორიცხეთ ორსულობა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მანძილზე თავი აარიდეთ დაორსულებას);

– ლაქტაცია

– ამასთანავე, როდესაც ხდება ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება გულის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში გულის მწვავე შეტევის შემდგომ, ნუ მიიღებთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებს შემდეგ შემთხვევებში:

– მუდმივი, გამოხატული, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია; 90 mmHG- ზე ნაკლები სისტოლური წნევა);

– არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის დროს (პოსტურალური დარღვევა);

– გულის მწვავე უკმარისობა (NYHA IV);

– გულ-მკერდის არეში მოულოდნელი ეპიზოდური ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია);

– სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია);

– ფილტვისმიერი გული (cor pulmonale).

ვინაიდან ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილებაა შემდეგ შემთხვევებში, მაშინ მათი მიღება დაუშვებელია:

– თირკმლის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორცილედება იმ პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს სხეულის თავდაცვის უნარს (კორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები და/ან ციტოტოქსიკური ნივთიერებები);

– დიალიზის შემდეგ;

– ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია;

– გულის მძიმე უკმარისობა ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა სითხის დაგროვება ქსოვილსა და/ან სხეულის ღრუში (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა);

– ბავშვთა ასაკი.

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ და სისხლის ფილტრაციის გარკვეულმა პროცედურებმა, რომლის დროსაც სისხლი ეხება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს (მაგ. “AN 69 მემბრანა” დიალიზში ან დექსტრანის სულფატი დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისში), შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და სიცოცხლისათვის სახიფათო შოკიც კი. შესაბამისად, გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ან დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისის აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და შეიცვალოს სხვა პრეპარატით (არა აგფ-ინჰიბიტორით) ან გამოყენებული უნდა იქნას დიალიზის განსხვავებული მემბრანა. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ იტარებთ მკურნალობის კურსს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით ან გესაჭიროებათ დიალიზი, რათა ექიმმა მხედველობაში მიიღოს ეს თქვენი მკურნალობისას. მწერების შხამთან (მაგ: ფუტკრის ან ბზიკის შხამთან) მიმართებაში მგრძნობელობის დაქვეითების (დესენსიბილიზაციის) აუცილებლობის შემთხვევაში, აგფ-ინჰიბიტორი დროებით უნდა შეიცვალოს სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა სისხლის წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). აღნიშნულმა რეაქციებმა, შესაძლებელია აგრეთვე, თავი იჩინონ მწერის (მაგ. ფუტკრების ან ბზიკების) კბენის შემდეგ. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას

თუ აღინიშნება ან აღინიშნებოდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული დაავადება:

– წყალ-მარილოვანი დისბალანსი (მაგ. მუდმივი ღებინების ან ფაღარათის შემდეგ);

– დარღვეული იმუნური რეაქციები ან კოლაგენოზი (წითელი მგლურა, სკლეროდერმია);

– იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ამცირებს თავდაცვით რეაქციებს (მაგ. კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის მიღება. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების პირველად მიღებამ ან დოზის გაზრდამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის წნევის მოულოდნელი, მკვეთრი დაცემა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა შემდეგ შემთხვევებში:

– ერთდროული მიღება წყლის ტაბლეტებთან (დიურეზულებთან) ერთად; – წყალ-მარილოვანი უკმარისობა;

– მკვეთრად გამოხატული, მაღალი არტერიული წნევა;

– გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ;

– გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ, აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია); – თირკმლის არტერიის ჰემოდინამიურად შესაბამისი შევიწროება (შეიძლება აუცილებელი გახდეს მიმდინარე დიურეზულებით მკურნალობის შეწყვეტა). აღნიშნულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ თქვენი სხეულის კომპლექსური სისხლის წნევის მარეგულირებელი სისტემა (რენინანგიოტენზინის სისტემა) უკვე განსაკუთრებულად გააქტიურებულია, თქვენს სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რათა გამოირიცხოს არტერიული წნევის შემდგომი დაცემა. მკურნალობის დასაწყისში აგრეთვე ყურადღებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არტერიული წნევის ცვლილებაზე, იმ შემთხვევაში: – თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის; – თუ სისხლის წნევის არასასურველი, მკვეთრი დაცემა განსაკუთრებით სახიფათოა თქვენთვის (მაგ. კორონარული სისხლძარღვების ან იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც თავის ტვინს ამარაგებს). ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია, რომ თირკმლის ფუნქციაზე ყურადღებით განხორციელდეს დაკვირვება, განსაკუთრებით კი მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ეხება: – იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა; – პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების შევიწროება ცალ მხარეს; – პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია. აუცილებელია სისხლის ცალკეული მაჩვენებლის შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და შემდეგ რისკ-პაციენტებში: პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია, კოლაგენოზი და რომლებიც იტარებენ მკურნალობას იმ პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის ანალიზზე (მაგ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თავდაცით რეაქციებს, ალოპურინოლი ან პროკაინამიდი). იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ლიმფური კვანძების გაფართოება და/ან ყელის ანთება ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის (ლეიკოციტების ანალიზი).

გაფრთხილება

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს განვითარდება ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია იგი გავრცელდეს ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუჩების, სახის, კიდურებისა და კუჭ-ნაწლავის ქსოვილის შეშუპებას.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3).

ბავშვები

ვინაიდან ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის, ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბავშვებში. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის განმავლობაში, ამ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის პროცესში დაორსულების შემთხვევაში, მიმდინარე მკურნალობის კურსი უნდა შეიცვალოს მკურნალობის სხვა მეთოდით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა შემცირდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე არსებული საფრთხის რისკი. პოტენციურად საბედისწერო ზიანი ბავშვს შეიძლება მიადგეს იმ შემთხვევაში, თუ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება ხდება ორსულობის ბოლო 6 კვირაში.

ლაქტაცია

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება რამიპრილი გადადის ცხოველთა რძეში. ვინაიდან არ არის დადგენილი, გადადის თუ არა რამიპრილი ადამიანთა რძეშიც და იწვევს თუ არა არასასურველ ეფექტს მეძუძურ ბავშვზე, ამიტომ დაუშვებელია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება

როგორც წესი, რჩევისათვის ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები:

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დროის მანძილზე. გთხოვთ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია. ქვემოთ მოცემული მითითებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების გამოწერა არ მოხდა თქვენი ექიმის მიერ.

სიფრთხილე

განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ წყალ-მარილოვანი უკმარისობა (მაგ. პირღებინება, ფაღარათი, დიურეზულებით მკურნალობა), გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ან მკვეთრად გამოხატული მაღალი სისხლის წნევა, სისხლის წნევის მკვეთრმა დაცემამ შესაძლებელია თავი იჩინოს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასაწყისში (იხილეთ პარაგრაფი 2.2). შესაბამისად, უნდა მოხდეს მარილისა თუ სითხის არსებული დისბალანსის კორექცია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე. დიურეზულების დოზა უნდა შემცირდეს ან საერთოდ შეწყდეს სულ მცირე 2-3 დღით ადრე. აღნიშნულ პაციენტებში მკურნალობის კურსი იწყება რამიპრილის 1,25 მგ დოზით დილით. შესაბამისად, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ან ძლიერმოქმედი დიურეტიკების დოზის შემდგომი ზრდის შემდეგ, თქვენ უნდა იყოთ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე რვა საათი მაინც, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა. აგფ-ინჰიბიტორის ეფექტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში (65 წელზე მეტი ასაკის), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. ყველაზე დაბალი საწყისი დოზის (დღეში 1,25 მგ რამიპრილი) მიღება მიზანშეწონილია ხანდაზმულ პაციენტებსა და იმ პაციენტებში, რომელთა მიმართებაშიც სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა მეტად სახიფათოა. (მაგ. პაციენტები, რომელთაც ახასიათებთ კორონარული სისხლძარღვების და იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც ტვინს სისხლით ამარაგებს).

 

 

იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის მაღალი წნევის სერიოზულად პროგრესირებადი ფორმა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) ან გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული საავადმყოფოში

ჭარბი დოზირება:

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ეჭვობთ დოზის გადაჭარბებას, ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს/გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმს. ექიმი შეაფასებს აღნიშნული შემთხვევის სერიოზულობას და თავად გადაწყვეტს საჭირო ზომების მიღებას. ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავი იჩინონ შემდეგმა სიმპტომებმა:

 

– სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, გულისცემის შენელებული სიხშირე, ცირკულაციური შოკი, მარილოვანი და სითხის დისბალანსი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვება

ნუ მიიღებთ დამატებით დოზას შემდგომში, მხოლოდ განაგრძეთ დანიშნული დოზით მკურნალობა

– აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკი;

ნუ შეწყვეტთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არტერიული წნევა შეიძლება კვლავ გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ მაღალი არტერიული წნევა

რა ზომებს უნდა მივმართოთ მწვავე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში?

მოულოდნელი, აგფ-ინჰიბიტორებით გამოწვეული ქსოვილოვანი შეშუპების, რომელიც ვრცელდება ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ ხდება ექიმთან. სასწრაფოდ უნდა დაწვეთ საავადმყოფოში და ჩაიტაროთ სულ მცირე 12-24 საათიანი მონიტორინგი. ზოგიერთ ვითარებაში სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, სიყვითლე და ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტიდან ერთ-ერთი მოულოდნელად იჩენს თავს ან გამწვავდება. არავითარ შემთხვევაში არ განაგრძოთ პრეპარატის მიღება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთს ან რომელიმე სხვა არასასურველ ეფექტს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს. სხვა აქტიური პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა ზოგიერთ პირთან მიმართებაში შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტის სხვადასხვა ხარისხი: უთხარით ექიმს ან ფარმაცევტრს თუ რაიმე არასასურველი ან არასასიამოვნო ეფექტი არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების მიღება, მათ თაობაზეც კი, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულნი.

– ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ სისხლში კალიუმის შემცველობის დონე, თუ თქვენ ღებულობთ კალიუმის მარილს ან სხვა პრეპარატს, რომლებიც ხელს უწყობენ კალიუმის შემცველობის დონეების ზრდას. ზემოაღნიშნული მოიცავს გარკვეული ტიპის საშუალებებს (ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები, როგორიცაა ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) და ჰეპარინს.

– სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკატორები, β-ადრენობლოკატორები და, განსაკუთრებით, დიურეზულები, ხელს უწყობენ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტის ზრდას (სხვა დიურეზულებთან ერთდროული მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში ნატრიუმის შემცველობის დონეების რეგულარული მონიტორინგი).

– სხვა პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საძილე მედიკამენტები და საანესთეზიო პრეპარატები – ჰიპნოზური საშუალებები, ნარკოტიკები, საანესთეზიო საშუალებები) შეუძლიათ უფრო მეტად შეუწყონ ხელი სისხლის წნევის დაცემას.

– ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს სისხლის წნევის ამწევი ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპათომიმეტური პრეპარატები (მაგ. ეფედრინი).

– სისხლის ანალიზში ცვლილებები თავს იჩენენ ძირითადად ალოპურინოლთან, პროკაინამიდთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მკურნალობის დროს, რომლებიც ამცირებენ სხეულის თავდაცვით რეაქციებს (ციტოსტატურები, იმუნოდეპრესიული საშუალებები, სისტემური კორტიკოსტეროიდები).

– ლითიუმის მიღება დასაშვებია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებით განხორციელდა მონიტორინგი შრატში ლითიუმის კონცენტრაციებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული გულსა და ნერვებზე საზიანო ეფექტის რისკის ზრდა.

– სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პერორალური პრეპარატები (მაგ. სულფანილშარდოვანას ნაწარმები, ბიგუანიდები) და ინსულინი: არსებობს რისკი, რომ სისხლში შაქრის შემცველობის მაჩვენებელმა დაიწიოს ნორმალურ მაჩვენებელზე დაბლა (ჰიპოგლიკემია), ვინაიდან ინსულინის მიმართ რეზისტენტობა შესაძლებელია შემცირდეს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით და გაიზარდოს პრეპარატების სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტი (მკურნალობის დასაწყისში განსაკუთრებით რეკომენდებულია სისხლში შაქრის შემცველობის ყურადღებით მონიტორინგი).

– ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეულმა პრეპარატებმა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ასპირინი) შესაძლებელია შეამცირონ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი, გამოიწვიონ თირკმლის დისფუნქცია და სავარაუდოდ გაზარდონ კალიუმის შემცველობის დონეები. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას იმ პრეპარატებთან მიმართებაში, რომელთაც მიღებაც ახლახანს დაასრულეთ

შენახვის პირობები და ვადები:

5 წელი

არ ინახება +30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

ტრიტაცე 5 მგ – TRITACE 5 mg – ТРИТАЦЕ 5мг

საერთაშორისო დასახელება:

 

RAMIPRIL

მწარმოებელი ქვეყანა:  იტალია

 

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს

ფარმაკოკინეტიკა:

ტრიტაცე®5 მგ ტაბლეტები წარმოადგენს აგფ–ინჰიბიტორებს, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას

ჩვენებები:

  • ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია);
  • სუსტი ან ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე შეტევის შემდგომ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2-9 დღით ადრე;
  • თირკმლის გარკვეულ დაავადებათა მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ დიაბეტი (არადიაბეტური გლომერულოპათია, კრეატინინის კლირენსი 70 მლ/წთ/1.73მ3 ნაკლები რაოდენობით, შარდში პროტეინების გამოყოფა 1 გრ/დღეზე მეტი რაოდენობით), განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამავდროულად აღგენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა.
  • გულის შეტევისა თუ ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილიანობის რისკის შემცირება: მაგალითად, თუ აღინიშნება გულის მხრივ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (გულის გამოხატული იშემიური დაავადება), შაქრიანი დიაბეტი სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, კიდურებში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება), ან თუ ადრე გადატანილი გაქვთ ინფარქტი.

მიღების წესები და დოზები:

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყენება შემდეგი დოზები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი გამოწერა სხვაგვარად არ ხდება: ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული სისხლის მაღალი წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია) ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 5 მგ რამიპრილი დილით. აღნიშნული დოზა წარმოადგენს აგრეთვე შემანარჩუნებელ დოზას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სიძლიერის მაჩვენებლები. თუ აღნიშნული დოზის საშუალებით სისხლის წნევა არ იქნება ნორმის ფარგლებში, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დღიური დოზა 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებამდე (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) არაუადრეს 3 კვირაზე.

მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს დღეში 2 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები (10 მგ რამიპრილის ექვივალენტი).

იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი არ არის დღეში 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) სისხლის წნევის დამწევი ეფექტი, რეკომენდებულია, მაგალითად, დამატებით დიურეზულების ან კალციუმის ანტაგონისტების მიღება. რამიპრილის სისხლის წნევის დამწევი ეფექტის გაზრდა შესაძლებელია ამ გზით.

შენიშვნა: ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა განხორციელდეს მეთვალყურეობა იმ პაციენტებზე, რომლებიც ღებულობენ სისხლის წნევის დამწევ სხვა პრეპარატებს, რათა თავიდან აიცილონ სისხლის წნევის დაცემა. საწყის სადღეღამისო დოზას წარმოადგენს 2,5 მგ რამიპრილი (დღეში 5 მგ რამიპრილის ექვივალენტი). თუ აღნიშნული დოზის მიმართ პაციენტებს არ ახასიათებთ ტოლერანტობა (მაგ. თუ ადგილი აქვს სისხლის წნევის მკვეთრ დაცემას), სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 1,25 მგ რამიპრილამდე (დღეში 2,5 მგ რამიპრილის ექვივალენტი). დოზის გაზრდა ხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

დოზის გაორმაგება შესაძლებელია 1-2 დღის ინტერვალით, 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მაქსიმალურ დღიურ დოზამდე როგორც დილით, ისე საღამოს (დღეში 10 მგ რამიპრილის ექვივალენტი).

არადიაბეტური გლომერულოპათია რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ რამიპრილი დღეში ერთჯერ. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სიძლიერის სხვა მაჩვენებლები. დოზის გაზრდა შესაძლებელია პრეპარატის მიმართ თქვენი ტოლერანტობის მიხედვით. დოზის გაორმაგება რეკომენდებულია 2-3 კვირიანი ინტერვალით. შემანარჩუნებელ დოზას ჩვეულებრივ წარმოადგენს 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) ერთჯერ დღეში. უფრო მაღალი დოზით მკურნალობასთან დაკავშირებით ამჟამად არ არსებობს საკმარისი გამოცდილება.

იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი, დაუშვებელია 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

 

გულის შეტევის, ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების რისკის შემცირება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკი. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2,5 მგ რამიპრილი დღეში ერთხელ. პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის მიხედვით შესაძლებელია დოზის თანდათან მომატება. რეკომენდებულია დოზის გაორმაგება ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო 3 კვირის შემდეგ დღეში 10 მგ რამიპრილამდე გაზრდა. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს 2 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები დღეში (10 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დოზის განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) საწყის დოზას წარმოადგენს 1,25 მგ რამიპრილი დილით. დაუშვებელია 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

მიღების მეთოდი:

მიიღება პერორალური გზით.

მიღების დრო და სიხშირე

ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება ხდება უშუალოდ საუზმის წინ, დროს ან მის შემდეგ საკმაო რაოდენობით სითხესთან ერთად. აქტიური ნივთიერება რამიპრილის აბსორბციაზე არსებით გავლენას არ ახდენს საკვები. გულის მწვავე შეტევის შემდგომი გულის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში თავდაპირველად მითითებული დღიური დოზა უნდა გაიყოს ორ ინდივიდუალურ დოზად (დილის და საღამოს დოზა). სხვა პაციენტებში დღიური დოზა მიიღება ერთჯერადად დილით. იმ პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ გულის უკმარისობა გულის მწვავე შეტევის შემდგომ, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობა იწყება გულის შეტევიდან 2-9 დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ექიმი თავად წყვეტს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა გულის მწვავე შეტევის შემდეგ, რეკომენდებულია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება სულ მცირე 15 თვის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებთ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტთან მიმართებაში. ქვემოთ მოცემულია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებისა და სხვა აგფ-ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები. გვერდითი ეფექტების კლასიფიცირება შემდეგნაირად ხდება:

ძალიან ხშირი:

10 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა

ხშირი:

10 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა

ნაკლებად ხშირი:

100 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000 ნამკურნალებ

პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა

იშვიათი:

1000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე მეტი შემთხვევა

ძალიან იშვიათი:

10000 ნამკურნალებ პაციენტში 1-ზე ნაკლები შემთხვევა, რაც მოიცავს ერთეულ შემთხვევებს.

ნერვული სისტემა

ნაკლები სიხშირით თავს იჩენს თავის ტკივილი, დაღლილობა და წონასწორობის დარღვევა, ხოლო იშვიათად – თავბრუსხვევა, ჭარბი ძილიანობა (მოთენთილობა), დეპრესია, ძილის დარღვევა, იმპოტენცია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დაბნეულობა, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, კანკალი, სმენის დარღვევები (მაგ. ხმაური ყურებში), ბუნდოვანი მხედველობა და სუნის აღქმის დარღვევები, გემოსთან დაკავშირებული ცვლილებები ან გემოს შეგრძნების დროებით დაკარგვა. ძალიან იშვიათად – ჩხვლეტა, მეტყველების მოშლა და სიცივის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია).

გულ–სისხლძარღვთა სისტემა

განსაკუთრებით ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასაწყისში და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ: მარილის და/ან სითხის უკმარისობა (მაგ. დიურეზულებით] ადრე ჩატარებული მკურნალობის კურსი), გულის უკმარისობა (განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ), მკვეთრად გამოხატული მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ აგრეთვე, აქტიური ნივთიერება რამიპრილის და/ან დიურეზულების დოზის გაზრდის შემდეგ, არტერიული წნევის მკვეთრმა დაცემამ (ჰიპოტენზია, განსაკუთრებით წამოდგომისას) შესაძლებელია თავი იჩინოს ნაკლები სიხშირით ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის არეში სიცარიელის შეგრძნება(ხანდახან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევასთან ერთად), ოფლიანობა, სისუსტის შეგრძნება და მხედველობის დარღვევები. აღნიშნულ შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება ცნობიერების დაკარგვა (სინკოპე). არტერიული წნევის მკვეთრ დაცემასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა ეფექტებმა: ნაკლები სიხშირით – გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), იშვიათად – გულის აჩქარება და სტენოკარდია და ძალიან იშვიათად – გულის შეტევა (შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო), ხანმოკლე სიმპტომური ცირკულაციური დარღვევები თავის ტვინში (ხანმოკლე იშემიური შეტევა) და ინფარქტი (იშემიური ცერებრალური შეტევა, შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო). იშვიათ შემთხვევებში, თავს იჩენს ან უარესდება გულისცემის სიხშირის დარღვევები. ძალიან იშვიათად – სისხლის მიმოქცევის დარღვევები, რაც გამოწვეულია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას სისხლძარღვთა შევიწროების გაუარესებით.

სასუნთქი სისტემა

ხშირად აღინიშნება მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა. იშვიათად – ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი), გაძნელებული სუნთქვა, ბრონქიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და გაცივება (რინიტი). იშვიათად ვითარდება აგფ-ინჰიბიტორებით გამოწვეული ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რაც ვრცელდება ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. შავკანიან პაციენტებს უფრო მეტი მიდრეკილება ახასიათებთ ქსოვილოვანი შეშუპებისადმი, ვიდრე არა-შავკანიანებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ნაკლები სიხშირით თავს იჩენს გულისრევა და მადის დაკარგვა. იშვიათად ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მუცლის ღრუს ზედა ნაწილის სიმპტომები (იშვიათად კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ზრდის თანხლებით), საჭმლის მონელების დაღვევა, პირღებინება, ფაღარათი ან ყაბზობა. ძალზედ იშვიათად გვხვდება კუჭ-ნაწლავის არეში ქსოვილოვანი შეშუპება (კუჭ-ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება). იშვიათად – პირის, ენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, პირის სიმშრალე და წყურვილი. ძალზე იშვიათ შემთხვევებში – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (სუბილეუს, ილეუს).

ღვიძლი

აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება სინდრომი, რომელიც ჩნდება ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული სიყვითლით (ქოლესტაზური სიყვითლე) და იწვევს ღვიძლის უჯრედების ნეკროზს (ღვიძლის ნეკროზი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს). ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის) ვლინდება ძალზედ იშვიათად. სიყვითლის (იცტერუს) გამოვლინების ან ღვიძლის ფერმენტების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობა და პაციენტი მოთავსდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

კანი, ალერგიული რეაქციები

კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (სავარაუდოდ ალერგიული რეაქციების ნიშნები), როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი ან ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც ვრცელდება ტუჩებზე, სახესა და/ან კიდურებზე, თავს იჩენს ნაკლები სიხშირით და საჭიროებენ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტას. შესაძლებელია, აგრეთვე, განვითარდეს ზომიერი, არა-ანგიონევროზული შეშუპება, მაგალითად, კოჭის სახსრების მიდამოებში. ნაკლები სიხშირით ვლინდება თვალის ეპითელური ქსოვილის (კონიუქტივიტი) გაღიზიანება და იშვიათად – სახის სიწითლე. ძალზედ იშვიათ შემთხვევებში გვხდება ისეთი სერიოზული კანის რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ძალიან იშვიათად – გამონაყარი ლაქებითა და შესიებით (მაკულოპაპულური ეგზანთემა ან ენანთემა), ან ბუშტუკის ფორმის კანის მწვავე დაავადება (პერფინგუსი), კანის საფარველის გაუარესება (ფსორიაზი), კანსა თუ ლორწოვან გარსში ქერცლიანი, ბუშტუკოვანი ან სირსველისებური (ფსორიაზიფორმული, პემფიგოიდური ან სირსველისებური) ცვლილებები, მგრძნობელობა სინათლის მიმართ(ფოტოსენსიბილიზაცია), თმის ცვენა, ფრჩხილების გაყოფა, სისხლძარღვების ანთება და რეინოს დაავადებისას (სიმეტრიული განგრენა) სისხლძარღვთა სპაზმების მომატება ან განვითარება. კანზე მომხდარ ზოგიერთ ცვლილებას, შესაძლებელია თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მიალგია, ართრალგია), სისხლძარღვთა ანთება და გარკვეული ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა (ეოზინოფილური ლეიკოციტოზი და/ან ანტინუკლეინური ანტისხეულების მაჩვენებლის ზრდა) კანის სერიოზული რეაქციის არსებობის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში შეწყვიტეთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება. მწერის შხამით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები თავს იჩენს აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში და თან ახლავთ მეტად სეროზული შედეგები.

თირკმელები

თირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევა ან გაუარესება ნაკლებად ხშირია და ძალზედ იშვიათ შემთხვევებში იწვევენ თირკმლის მწვავე უკმარისობას. ძალზედ იშვიათად გვხდება შარდში პროტეინების მზარდი გამოყოფის შემთხვევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

 

საყრდენ–მამოძრავებელი და სხვა სისტემები ძალზედ იშვიათად – კუნთების შევიწროება, კუნთებისა და სახსრის ტკივილი ან სიცხე.

ცვლილებები სისხლში: ლაბორატორიული კვლევები იშვიათად ვლინდება ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ჰემატოკრიტი, ლეიკოციტები თუ თრომბოციტები. განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის, კოლაგენოზის მქონე პაციენტებში ან ვინც ამავდროულად იღებს ალოპურინოლს, პროკაინამიდს, ან გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს დაცვითი რეაქციების შემცირებას, ძალზედ იშვიათად გვხდება სისხლის საერთო ანალიზში პათოლოგიური შემცირება ან სხვა ცვლილებები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია). ძალზედ იშვიათად – სისხლის ზოგიერთი ან ყველა უჯრედის სრული დაკარგვა (მაგალითად, ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვით გამოწვეული აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია). ძალზედ იშვიათ შემთხვევებში შეინიშნება მომატებული ანტინუკლეინური ანტისხეულების მაჩვენებლები. ჰემოლიზის/ჰემოლიზური ანემიის ძალზედ იშვიათი შემთხვევები აღინიშნება, იშვიათი ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან კავშირის ჩათვლით (გლუკო-6-ფოსფატა დეჰიდროგენაზას უკმარისობა). ნაკლებად ხშირ შემთხვევებში, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციები, აგრეთვე, ძალიან იშვიათად – სისხლში კალციუმის შემცველობის დონეები, მაშინ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლში ნატრიუმის შემცველობის დონეების შემცირებას. სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება ახასიათებთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი). ნაკლები სიხშირით ვლინდება ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის ზრდა და იშვიათად – შრატის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები. ძალზედ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება შარდში პროტეინების გამოყოფა.

შენიშვნა:

აღნიშნული ლაბორატორიული მაჩვენებლები უნდა იქნას შესწავლილი მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის მანძილზე.

გაგრძელება

ტრიოსონი – TRIOSON – ТРИОСОН

მწარმოებელი: ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი

შემადგენლობა:

კრაზანას ბალახი (Herba Hyperici) ……………………………… 60 მგ.

სვიის ნაყოფი (Humulus Lupulus-Strobile Lupuli) ………….    20 მგ.

კუნელის ნაყოფი (Fructus Crategi) ……………………………  30 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისება:

ეფექტური მცენარეული საშუალება, გამოხატული დამამშვიდებელი და საძილე ეფექტით.

ჩვენებები:

• ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი;

• გაძნელებული ჩაძინება;

• წყვეტილი ძილი;

• ძილის დარღვევის სხვა მსუბუქი ფორმები;

• დაქვეითებული შრომისუნარიანობა;

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

*12 წლამდე ასაკი;

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 ტაბლეტი  დღეში 2-ჯერ,  დღის მეორე ნახევარში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 10 დღის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება ყოველდღიური ფსიქიური და ფიზიკური დაძაბულობის კუპირებისათვის, ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციისა და სტაბილიზაციისათვის.

პრეპარატის მიღების შეწყვეტისას  აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.

რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარებთან მუშაობა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ტრიოვიტი® – TRIOVIT® – ТРИОВИТ®

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინი მიკროელემენტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს, შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

β-კაროტინი (პროვიტამინი A)  …………….       10 მგ

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ………..  40 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ……………        100 მგ

სელენი (კომპლექსური საფუარით) ………..       50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, dI-ალფა-ტოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ეთილცელულოზა, ჟელატინის კარბოჰიდრატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ქინოლონის ყვითელი (E104), საღებავი აზორუბინი (E122), საღებავი წითელი 4R (E124), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) β-კაროტინს (რომელიც ორგანიზმში ვიტამინ A გარდაიქმნება) და ტოკოფეროლს (ვიტამინი E) ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნიათ, ე.ი. ორგანიზმს იცავენ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

ვიტამინები A, E, და β-კაროტინი თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, მათი ელექტრონის ბლოკირებით, და დაზიანებისაგან იცავენ უჯრედების მემბრანების ლიპიდებს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მოქმედებს უჯრედის წყლიან გარემოში თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის რეაქციებში.

ვიტამინები A, E და C ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ანტიოქსიდანტური ვიტამინების მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენებიან ისინი იზოლირებულად თუ ერთად.

სელენი გლუტატიონპეროქსიდაზას ფერმენტის შემადგენელი ნაწილია. გლუტატიონპეროქსიდაზა უჯრედის ანტიოქსიდანტური დაცვის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიდანტებით უკვე მიყენებული დაზიანების აღდგენაში და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტაში. გლუტატიონპეროქსიდაზა ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალური ჟანგვის ყველაზე ტოქსიკურ პროდუქტებს – ლიპოპეროქსიდებს. ვიტამინები C, E,  β-კაროტინის და სელენის კომბინაცია რაციონალური ანტიოქსიდანტური მოქმედების გამოსავლენად.

ანტიოქსიდანტი ვიტამინების დამცავი თვისებები ვლინდება ორგანიზმის გამძლეობაში გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ, ორგნიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებაში, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებას.

ჩვენებები:

ტრიოვიტის კაფსულების გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ანტიოქსიდანტი ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი;
  • არასრულფასოვანი კვება და დაუბალანსებელი დიეტა;
  • მავნე საწარმოო პირობებში მუშაობა;
  • არასასურველი ეკოლოგიური მდგომარეობის რეგიონებში, კერძოდ დიდ ქალაქებში ცხოვრება;
  • ნიკოტინური დამოკიდებულება;
  • აქტიური მზის დასხივების (ზაფხულის გარუჯვა) ზემოქმედება;
  • ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები.

მიღების წესი და დოზირება:

ტრიოვიტის გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა დღეში.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ტრიოვიტის გამოყენება შეიძლება ექიმის რეკომენდაციით.

კაფსულები მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა, განმეორებითი კურსები ტარდება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

♦ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე.

♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კაფსულებში მოთავსებულმა β-კაროტინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება და შარდის ფერის შეცვლა. ეს მოვლენები უსაფრთხოა, არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

♦ პრეპარატი ტრიოვიტი ჭამის შემდეგ მიიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმძიმის შეგრძნება კუჭში ან მეტეორიზმი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნოელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ჰიპერვიტამინოზი A და E;

* ბავშვათა ასაკი 10 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიოვიტის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

β-კაროტინის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია კანის ყვითლად შეღებვა, რაც საშიში არ არის და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

მაღალი დოზების (დღეში 15 კაფსულაზე მეტი) მიღება შეიძლება გახდეს ღებინების, გულისრევის, კანისა და ფრჩხილების ყვითლად შეღებვის მიზეზი. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა ვიტამინურ, ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ჰიპერვიტამინოზის რისკის თაობაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტრიმოლი (ტაბლეტები) – TRIMOL (tabs) – ТРИМОЛ (таб)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანტიპირეტული , ანალგეზიური საშუალება

ერთი ტაბლეტის   შემადგენლობაში შედის:

პროპიფენაზონი …………….     150 მგ;

პარაცეტამოლი  ……………..     250 მგ;

კოფეინი ( უწყლო ) ………….    30მგ

ჩვენება :

  • თავის ტკივილი , შაკიკი;
  • კბილის ტკივილი;
  • ნევრალგია;
  • დისმენორეა;
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა.

მიღების წესი და დოზირება :

მოზრდილებში თითო ტაბლეტი 1-4- ჯერ დღეში , ყოველ 4-6 საათში . ტაბლეტები მიიღება სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად , სასურველია ჭამის შემდეგ .

6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში 1/2 ტაბლეტი 1-4- ჯერ დღეში . ექიმის დანიშნულების გარეშე კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს .

უკუჩვენება:

* 6 წლამდე ასაკის ბავშვები ;

* გლაუკომა ;

* თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ;

* ანემია გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ;

* ბრონქული ასთმა ;

* პოდაგრა ;

* ჰემორაგიული დიათეზი ;

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .

განსაკუთრებული მითითებანი :

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ავადმყოფებში . არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას . მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება . მკურნალობის პროცესში შესაძლებელია მოძრაობითი რეაქციის შეზღუდვა .

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია გულისრევა , ღებინება , თავბრუსხვევა , მომატებული სისხლდენა , კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანება , კანის ალერგიული რეაქციები .

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .

4 წელი .   დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

შეფუთვა: ბლისტერზე 10 ტაბლეტი , შეფუთვაში №100

გაიცემა ურეცეპტოდ .

მწარმოებელი : Ajanta Pharma Limited , B-4-5-6, MIDC Industrial Area, Paithan, Aurangabad-431128, Maharashtra, India

ტრიმოლი (მალამო) – TRIMOL unguentum – ТРИМОЛ мазь

მალამოს შემადგენლობაში შედის:

Mahanaraian Talla ……..   15%

Maha mash Talla ……….  15%

12% Clove oil …………..  15%

მალამოს არომატიზირებული ფუძე

ტრიმოლის მალამო ამცირებს კუნთებისა და სახსრების დაჭიმულობის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება ართრიტების, სახსრების დაჭიმულობის, ლუმბაგოს, იშიალგიის, კუნთების კრუნჩხვების, ნევრალგიის, ლავიწის მხრის პერიართრიტის, კუნთების ტკივილის და ა. შ. სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარტი ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2–3–ჯერ დღეში.

გამოყენების უკუჩვენება:

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანსა და ლორწოვან გარსზე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

მალამო 25 გ

მწარმოებელი:

„Ajanta Pharma Limitied” (ინდოეთი).

ტრიმეტაბოლი – TRIMETABOL – ТРИМЕТАБОЛ

მწარმოებელი: Grupo Uriach, Barselona, Spain.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

არაჰორმონული ანაბოლური საშუალება B ჯგუფის ვიტამინებით

შემადგენლობა:

5 მლ მომზადებული ხსნარი შეიცავს:

მეტოპინი – (5 – (1-მეთილპიპერიდილიდენ – 4) – 5H – დიბენზო (a,d) ციკლოჰეპტენაცეფილინატი)…………………………………. 1,75 მგ;

L – ლიზინის ჰიდროქლორიდი  …………………………….. 250 მლ;

D,L –კარნიტინის ჰიდროქლორიდი  ………………………   375 მგ;

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)  ……………..    30 მგ;

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  ………     30 მგ;

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)  ………………………….. 1000 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტრიმეტაბოლი – კომბინირებული პრეპარატია, მადის სტიმულაციისა და ორგანიზმის ჰარმონიული ზრდისათვის. ტრიმეტაბოლი აღკვეთს მადის დაქვეითების ყველა მიზეზს: აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს.

მეტოპინი: ტრიმეტაბოლის ძირითადი ნივთიერებაა. ის ორიგინალური

ნივთიერებაა, რომელიც ანტისეროტონინული მოქმედების გზით სელექტიურად მოქმედებს შიმშილის ცენტრზე და ასტიმულირებს მადას ჰიპოთალამუსის დონეზე.

L-კარნიტინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი Вт) უზრუნველყოფს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიების შიგნით, მათ ß-დაჟანგვას და ატფ-ის სინთეზს. აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რის შედეგადაც უმჯობესდება საკვების ათვისება, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შეწოვა. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილისა და ნერვული სისტემის განვითარებაში. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანელებს ათეროსკლეროზული

ფოლაქების წარმოქმნის პროცესს. მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას.

L-ლიზინის ჰიდროქლორიდი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ყველა ცილის შემადგენლობაში. ის ასრულებს არაჰორმონული ანაბოლიკის როლს. ზრდის კუნთოვან მასას და ძალას. ლიზინი

აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ, ზრდის იმუნიტეტს. აქვეითებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.

ტრიმეტაბოლი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B6, B12), რომლებიც კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ხელს უწყობენ შეწოვილი საკვების სრულ ათვისებას. აუმჯობესებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსის ფორმირებაში, აუმჯობესებენ ჰემოპოეზს.

ჩვენებები:

  • მადის დაქვეითება;
  • საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
  • გადატანილი სომატური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
  • ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
  • ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • ღვიძლის დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი);
  • ნერვული ანორექსია და ასთენია.

არაჰორმონული ანაბოლური საშუალების სახით:

  • ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტის დროს;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში.

გამოყენების წესი და დოზირება:

პაკეტში მოთავსებულია ვიტამინები და მეტოპინი® მშრალი ფხვნილის სახით. მოხმარების წინ პაკეტის შიგთავსი ჩავყაროთ სითხიან ფლაკონში, დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ. მიღებული ხსნარი ინახება 1 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მიიღება ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე. სურვილისამებრ პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეიძლება დამატებით გაიხსნას რაიმე სითხეში.

ბავშვებში:

0-3 წლამდე – 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;

3-6 წლამდე – 5 მლ 3-ჯერ დღეში;

6 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში ტრიმეტაბოლის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ 3-4 დღის შემდეგ სპონტანურად ქრება.

გამოშვების ფორმა:

ტრიმეტაბოლი ხსნარი per os მისაღებად 150 მლ ფლაკონში, 10 მლ–იანი

გრადუირებული მზომი ჭიქა და პაკეტი 3გ.

ტრიმეკორი MR – TRIMECOR MR – ТРИМЕКОР MR

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური, იშემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი  …….. 35 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიმეკორი MR არეგულირებს იშემიურ და ჰიპოქსიურ უბნებში უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას, უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტს და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ტრიმეკორი MR აფერხებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესს, ზრდის გლუკოზის დაჟანგვას, ხელს უწყობს გლიკოლიზისა და ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესებს შორის თანაფარდობის აღდგენას. აღნიშნული მექანიზმებით ტრიმეტაზიდინი უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისგან დაცვას. ცხიმოვანი მჟავების ჟანგვითი პროცესების გლუკოზის დაჟანგვით ჩანაცვლება საფუძვლად უდევს პრეპარატის ანტიანგინალურ მოქმედებას.

ტრიმეტაზიდინი ხელს უწყობს იშემიის დროს გულის კუნთის და ნეიროსენსორული  ორგანოების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს, გულის იშემიურ და რეპერფუზიულ ქსოვილებში ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციასა და ინფილტრაციას, ხელს უწყობს მიოკარდიუმის დაზიანებული უბნის შემცირებას, ამასთან არ მოქმედებს ჰემოდინამიკაზე.

გულის იშემიური დაავადების დროს ტრიმეტაზიდინი აუმჯობესებს კორონარულურ რეზერვს და ამით აფერხებს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული იშემიის განვითარებას, ზღუდავს არტერიული წნევის მკვეთრ მერყეობას, არ მოქმედებს გულის რიტმზე. პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს, ამცირებს ნიტრატებისადმი მოთხოვნილებას, პაციენტებში იშემიური დისფუნქციით აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის კუმშვით ფუნქციას.

პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 5 საათში მიიღწევა მაქსიმალური კონცენტრაცია. ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 – 7 სთ, ხანდაზმულ პაციენტებში T1/2 შეადგენს 12 სთ-ს.

ჩვენებები:

  • კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
  • ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

ტრიმეკორი MR ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ჭამის დროს, დილას და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითბები:

◄ ლაქტაციის პერიოდში, ტრიმეკორის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.

◄ ტრიმეკორი MR განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არა შეტევების კუპირებისთვის. პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით.

◄ არ არის რეკომენდებული ტრიმეკორი MR -ის გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როცა კკ ნაკლებია 15 მლ/წთ და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს. ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა და დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

◄ პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და აქტიური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტრიმეკორი – TRIMETAZIDINE – ТРИМЕТАЗИДИН

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE    

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური, იშემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი ……    0.02 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიმეკორი არეგულირებს უჯრედების მეტაბოლიზმს ჰიპოქსიისა და იშემიის დროს, ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას. პრეპარატი უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ჰიპოქსიისა და იშემიის დროს ტრიმეკორი ხელს უწყობს მიოკარდიუმისა და ნეიროსენსორული  ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. თერაპიულ ეფექტს იჩენს გულის იშემიური დაავადების (აძლიერებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს), სისხლძარღვოვანი წარმოშობის ქორიორეტინალური დარღვევების (აუმჯობესებს ბადურის ფუნქციურ აქტივობას), ვესტიბულარული დარღვეევების, სისხლძარღვოვანი წარმოშობის სმენის დაქვეითების დროს. მენიერის დაავადების დროს ამცირებს თავბრუსხვევას, შუილს ყურებში.

ტრიმეტაზიდინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 2 სთ-ში, გამოიყოფა შეუცვლელი სახით ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 – 6 სთ.

ჩვენებები:

  • კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური სისხლძარღვოვანი დარღვევები;
  • ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება).

მიღების წესი და დოზირება:

ტრიმეკორი ინიშნება ჭამის დროს, დღიური დოზა შეადგენს 40-60 მგ-ს. მიღების ჯერადობა- 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ტრიმეკორით მკურნალობის ფონზე, მნიშვნელოვნად მცირდება ნიტრატებზე მოთხოვნილება.

◄ ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა, ჩვეულებრივ, მკურნალობის დაწყებიდან  2 კვირის შემდეგ ძლიერდება.

◄ ლაქტაციის პერიოდში ტრიმეკორის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.

◄ ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა და დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პიორბები:

პრეპარატი ინახება 100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!