Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 444

ტრამალი – TRAMAL – ТРАМАЛ

საერთაშორისო დასახელება:

TRAMADOL

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ტრამადოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეტიკური ოპიოიდური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………    50 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………   50 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ოპიოიდური სინთეტიკური ანალგეტიკი, ახასიათებს ცენტრალური მოქმედება, მოქმედება ზურგის ტვინზე (უზრუნველყოფს K+ და Ca2+ არხების გახსნას, იწვევს მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ამუხრუჭებს ტკივილის იმპულსების გატარებას), აძლიერებს სედატიური სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. ააქტივებს ოპიატურ რეცეპტორებს ნოციცეპტური სისტემის აფერენტული ბოჭკოების   პრე– და პოსტსინაფსური მემბრანებისას თავის ტვინში და კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. ანელებს კატაქოლამინების რღვევას, ასტაბილურებს ცნს–ში მათ კონცენტრაციას. წარმოადგენს 2 ენანთიომერისგან შემდგარ რაცემულ ნარევს – მარჯვნივმბრუნავი(+) და მარცხნივმბრუნავი (–).

(+)ტრამადოლი წარმოადგენს სელექტიურ აგონისტს მიუ–ოპიოიდური რეცეპტორებისა, ასევე შერჩევითად ამუხრუჭებს სეროტონინის შექცევად ნეირონალურ მიტცებას.

(–)ტრმადოლი ამუხრუჭბს ნორადრენალინის შექცევად ნეირონალურ მიტაცებას. მონო–0–დეზმეთილტრამადოლი (M1 მეტაბოლიტი) ასევე სელექტიურად ასტიმულირებს მიუ–ოპიატურ რეცეპტორებს . ტრამადოლის სწრაფვა ოპიოიდური რეცეპტორებისადმი 10–ჯერ სუსტია, ვიდრე კოდეინის, და 6000–ჯერ სუსტია, ვიდრე მორფინის. ანალგეზიური მოქმედების გამოხატულება 5–10–ჯერ სუსტია მორფინზე. ანალგეტიკური ეფექტი განპირობებულია ნოციცეპტური აქტიობის დაქვეითებით და ორგანიზმის ანტონოციცეპტური სისტემის გაზრდით. თერაპიულ დოზებში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ჰემოდინამიკაზე და სუნთქვაზე, ფილტვის არტერიაში არ ცვლის წნევას, უმნიშვნელოდ ანელებს ნაწლავის პერისტალტიკას, ისე რომ არ იწვევს ამ დროს ყაბზობას. ახდენს გარკვეულწილად ხველის საწინააღმდეგო და სედატიურ მოქმედებას. თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, აღაგზნებს ღებინების ცენტრის გამშვებ ზონას, თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვს. გახანგრძლივებული მიღებისას შესაძებელია ტოლერანტობის განვითარება. ანალგეზიური მოქმედება ვითარდება მიღებიდან  15–30 წთ–ში და გრძელდება 6 საათს.

ჩვენებები:

  • ტკივილის სინდრომი (საშუალო და ძლიერი ინტენსიობის, მათ შორის, ანათებითი, ტრავმატული, სისხლძარღვოვანი წარმოშობის).
  • გაუტკივარება მტკივნეული სადიაგნოსტო და თერაპიული მანიპულაციებისას.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში, ვენაში, პერორალურად, რექტალურად.

პერორალურად: ერთჯერადად მისაღებად მოზრდილებში და ბავშვებში

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  – 0.05გ (ტაბლეტები, კაფსულები) მცირე რაოდენობით წყალთან ერთად და 20 წვეთი ხსნარი შიგნით მისაღებად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად ან შაქარზე. 30–60 წუთში  მიღება შეიძლება განმეორდეს იგივე დოზით, მაგრამ არა უმეტეს 8 დოზისა დღეში.

ტაბლეტები რეტარდი – 100–200 მგ ყოველ 12 საათში. სადღეღამისო დოზა – 0.4 გ (გამონაკლის შემთხვევებში მაგალითად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, შესაძლებელია ინტერვალის შემოკლებით 6 საათამდე და სადღეღამისო დოზის გაზრდით).

რექტალურად – 0.1 გ. მიღების ჯერადობა – 4–ჯერ დღეში.

ვენაში ნელა, კანქვეშ ან კუნთში: 0.05–0.1გ. თუ ეფექტი არასაკმარისია, მაშინ ვენაში შეყვანიდან 20–30წთ–ის შემდეგ შეიძლება ინფუზიის გაგრძელება 12მგ/სთ სიჩქარით ან დამატებით ინიშნება შინაგანად. ჯამური დღეღამური დოზა – 0.4გ.

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – შიგნით, მხოლოდ წვეთები ან პარენტერალურად (ვენაში, კუნთში, კანქვეშ),  დოზით 1–2მგ/კგ. დღეღამური დოზა – 4–8მგ/კგ (1 წვეთი – 2.5მგ).

ხანდაზმულებში და ავადმყოფებში ღვიძლის უკამრისობით აუცილებელია ინდივიდუალური დოზრება (შესაძლებელია T1/2 გახანგრძლივება). როცა კკ

უკუჩვენებები;

* ჰიპერმგრძნობელობა;

* მდგომარეობები მიმდინარე სუნთქვის დათრგუნვით ან ცნს–ის დათრგუნვით;

* მოწამვლა (ალკოჰოლით, საძილე საშუალებებით, ნარკოტიკული ანალგეტიკებით და სხვა ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებებით);

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ხანგრძლივი მიღებისას);

* ბავშვთა ასაკი (1 წლამდე – პარენტერალური შეყვანისათვის; 14 წლამდე – შიგნით მისაღებად);

* მაო–ს ინჰიბიტორების მიღება, ღვიძლისა და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ

სიფრთხილით: ნარკომანია, გონების არევა, ქალასშიგა ჰიპერტენზია, ქალა ტვინის ტრავმა, ეპილეპტიური სინდრომი (ცერებრალური გენეზის), მუცლის ღრუში უცნობი გენეზის  ტკივილის ფონზე.

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, შეკავებულობა, ცნს–ის პარადოქსალური სტიმულაცია (ნერვოზულობა, აჟიტაცია, შფოთი, ტრემორი, კუნთბის სპაზმი, ეიფორია, ემოციონალური ლაბილობა, ჰალუცინაციები), ძილიანობა, ძილის დარღვევა, გონების არევა, მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვა (ვენაში მაღლი დოზით შეყვანისას ან ანტიპსიქოტური საშუალებების (ნეიროლეპტიკები) ერთდროული დანიშვნისას), დეპრესია, ამნეზია, კოგნიტური ფუნქციის დაღვევისას, პარესთეზიები, არამყარი სირული.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. მუცელში ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ყლაპვის გაძნელება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაციის გამოვლენა – ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულისწასვლა, კოლაფსი.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზანთემა, ბულოზური გამონაყარი.

საშარდე სისტემის მხრივ: გაძნელებული შარდის გამოყოფა, დიზურია, შარდის შეკავება.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: დარღვევა მხედველობის, გემოვნების.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

სხვა: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ხანგრძლივი მოხმარებისას: – წამლისმიერი დამოკიდებულება.

მკვეთრი შეწყვეტისას – „მოხსნის“ სინდრომი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მიოზი, ღებინება, კოლაფსი, კომა, კრუნჩხვა, სუნთქვის ცენტრის დეპრესია, აპნოე.

მკურნალობა: სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება. ოპიატისმაგვარი ეფექტი კუპირებული შეიძლება იყოს ნალოქსონით, კრუნჩხვა – ბენზოდიაზეპინით.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გამოიყენაბა ნარკოტიკების “მოხსნის“ სინდრომის დროს. არ შეიძლება ერთდროულად ეთანოლის მიღება. ერთჯერადი მიღებისას არ არის აუცილებლობა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისას და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას სიფრთხილის დაცვა.

ურთიერთქმედება:

ფარმაცევტულად შეუთავსებელია დიკლოფენაკის ხსნართან, ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან, დიაზეპამთან, ფლუნიტრაზეპამთან, ნიტროგლიცერინთან. აძლიერებს ცნს–ზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების და ეთანოლის მოქმედებას, ოპიოიდური ანალგეტიკებისა და ბარბიტურატების ხანგრძლივი მიღება ასტიმულირებს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

ანქსიოლიტიკები ამაღლებენ ანალგეზიური ეფექტს; ანესთეზიის ხანგრძლიობა იზრდება ბარბიტურატებთან კომბინაციით. ნალოქსინი ააქტივებს სუნთქვას, მაო–ს ინჰიბიტორი, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები) ზრდიან კრუნჩხვის განვითარების რისკს (კრუნჩხვის ზღურბლის დაწევა).

ქინიდინი ამაღლებს პლაზმურ კონცენტრაციას ტრამადოლისას და აქვეითებს M1 მეტაბოლიტისას იზოფერმენტ CYP2D6–ის კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე.

ტრაისილსი – TRISILS – ТРАИСИЛС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი და მადეზინფიცირებელი საშუალება კომბინაციაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 8 ტაბ., შეფუთვაში 25 ც.

1 ტაბ.

2:4-დიქლორბენზილის სპირტი ……..     1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი …………………..       0.6 მგ

 

ვრცლად სტრეპსილსი

ტრაიკორი – TRICOR – ТРАЙКОР

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

ფენოფიბრატი.

სამკურნალო ფორმა : აპკით დაფარული ტაბლეტები .

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება :

ფენოფიბრატი ( მიკრონიზირებული ) ……………. 145,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

საქაროზა   …………………………………. 145,0 მგ

ნატრიუმის ლაურილსულფატი ……… 10,2 მგ

ლაქტოზის მონოჰიდრატი …………… 132,0 მგ

კროსპოვიდონი ………………………..…. 75,5 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა …….. 84,28 მგ

სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი .. 1,72 მგ

ჰიპრომელოზა ……………………………… 29,0 მგ

ნატრიუმის დოკუზატი …………………. 2,9 მგ

მაგნიუმის სტეარატი …………………….. 0,9 მგ

გარსი ( ოპადრი  OY-B-28920 ):  … 25,1 მგ

პოლივინილის სპირტი ……………….. 11,43 მგ

ტიტანის დიოქსიდი …………………..  8,03 მგ

ტალკი …………………………………….… 5,02 მგ

სოიოს ლეციტინი ……………………… 0,50 მგ

ქსანტანის გუმფისი ……………………. 0,12 მგ

აღწერილობა:

აპკიანი გარსით დაფარული , თეთრი ფერის მოგრძო ტაბლეტები , წარწერით ,,145″ ერთ გვერდზე და ლოგოტიპით მეორე მხარეს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ფიბრატი .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

რაპპ – ალფას ( ალფა – რეცეპტორები , რომლებიც აქტივირებულია პეროქსისომის პროლიფერატორით ) აქტივირებით ფენოფიბრატი აძლიერებს ლიპოლიზს და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობის მქონე ათეროგენული ლიპოპროტეიდების პლაზმიდან გამოდევნას ლიპოპროტეინლიპაზის აქტივაციის და აპოპროტეინი C III- ის სინთეზის შემცირების გზით . რაპპ – ალფა აქტივაცია აგრეთვე იწვევს A I და A II აპოპროტეიდების სინთეზის გაძლიერებას .

ფენოფიბრატი წარმოადგენს ფიბროის მჟავის წარმოებულს , რომლის უნარი შეცვალოს ადამიანის ორგანიზმში ლიპიდების შემცველობა , განპირობებულია რაპპ – ალფა აქტივაციით .

ფენოფიბრატის ზემოთ აღნიშნული ეფექტები ლიპოპროტეიდებზე იწვევს დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ფრაქციის შემცველობის შემცირებას , რომელთა რიცხვს განეკუთვნება აპოპროტეინი B , და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ფრაქციის შემცველობის გაზრდას, რომელთა რიცხვს განეკუთნება A I და A II.

ამას გარდა, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმისა და დარღვეული სინთეზის კორექციის ხარჯზე, ფენოფიბრატი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კლირენსს და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მკვრივი და პატარა ზომის ნაწილაკების შემცველობას, რომელთა მატებაც აღინიშნება პაციენტებში ლიპიდების ათეროგენული ფენოტიპით, ხშირი დარღვევებით გულის იშემიური დაავადების რისკის მქონე პაციენტებში .

კლინიკური გამოკვლევების მსვლელობისას აღინიშნა , რომ ფენოფიბრატის გამოყენება ამცირებს საერთო ქოლესტერინის შემცველობის დონეს 20-25% და ტრიგლიცერიდებისას 40-55%- ით მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის გაზრდის დროს 10-30%- ით . ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში , რომელთაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის დონე უმცირდებათ 20-35%- ით ფენოფიბრატის გამოყენება იწვევდა შემცირებას თანაფარდობისა : ,, საერთო ქოლესტერინი , მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი “, ,, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი / მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინი ” და ,, აპო B / აპო AI “, რომლებიც წარმოადგენს ათეროგენული რისკის მარკერებს .

თუ გავითვალისწინებთ ფენოფიბრატის ზემოქმედებას დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეზე , პრეპარატის გამოყენება ეფექტურია პაციენტებისათვის ჰიპერქოლისტერინემიით, ჰიპერტრიგლიცერიდემიის თანხლებით ან თანხლების გარეშე, მეოდადი ჰიპერლიპოპროტეინემიის ჩათვლით , მაგალითად 2- ე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს .

ფენოფიბრატით მკურნალობის დროს შესაძლებელია საგრძნობლად შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს ქოლესტერინის არასისხლძარღვოვანი დაგროვებები ( მყესისა და ტუბეროზული ქსანტომები ). პაციენტებში მომატებული ფიბრინოგენის დონით , რომელთაც გავლილი აქვთ მკურნალობა ფენოფიბრატით , აღენიშნებათ მოცემული მაჩვენებლის საგრძნობი შემცირება , ისევე როგორც პაციენტებში ლიპოპროტეიდების მომეტებული დონით . ანთების სხვა მარკერები , ისეთი როგორიცაა ჩ _ რეაქტიული ცილა , ასევე მცირდება ფენოფიბრატით მკურნალობის დროს .

დისლიპიდემიის და ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში , დამატებითი უპირატესობა გამოიხატება ფენოფიბრატის ურიკოზურიულ ეფექტში , რომელიც იწვევს შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 25%- ით .

კლინიკური გამოკვლევებისას და ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს აღინიშნა, რომ ფენოფიბრატი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას , რომელიც გამოწვეულია ადენოზინდიფოსფატით, არაქიდონის მჟავით და ეპინეფრინით .

ფარმაკოკინეტიკა:

ტრიკორი 145 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს 145 მგ მიკრონიზირებულ ფენოფიბრატს ნანონაწილაკების სახით.

საწყისი ფენოფიბრატი პლაზმაში არ განისაზღვრება . ძირითად პლაზმურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ფენოფიბროის მჟავა .

შეწოვა: სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ . ხანგრძლივი გამოყენების დროს პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში რჩება სტაბილური, მიუხედავად პაციენტების ინდივიდუალური თვისებებისა.

განსხვავებით ფენოფიბრატის ადრე არსებული სამკურნალო ფორმებისაგან, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია და ფენოფიბრატის საერთო მოქმედება ნანონაწილაკების სახით არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ამიტომ ტრაიკორ 145 მგ შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერ დროს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

განაწილება: ფენოფიბროის მჟავა მტკიცედ უკავშირდება პლაზმის ალბუმინს(99%- ზე მეტი).

ნახევარგამოყოფის პერიოდი: ფენოფიბროის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი ( T1/2 ) – დაახლოებით 20 საათი .

მეტაბოლიზმი და გამოყოფა : შიგნით მიღების შემდეგ ფენოფიბრატი სწრაფად ჰიდროლიზდება ესთერაზებით . პლაზმაში აღმოჩნდება ფენოფიბრატის მხოლოდ ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი _ ფენოფიბროის მჟავა . ფენოფიბრატი არ წარმოადგენს სუბსტრატს CYP3A4 -სათვის . არ იღებს მონაწილეობას მიკროსომულ მეტაბოლიზმში .

უმთავრესად გამოიყოფა შარდთან ერთად ფენოფიბროის მჟავის   და გლუკუროდინის კონიუგატის სახით . 6 დღის განმავლობაში ფენოფიბრატი თითქმის სრულიად გამოიყოფება, ფენოფიბროის მჟავის საერთო კლირენსი , რომელიც განისაზღვრება ხანდაზმულ პაციენტებში არ იცვლება .

არ ხდება პრეპარატის კუმულირება ( დაგროვება ) ერთჯერადი და ხანგრძლივი დროით მიღებისას .

ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა .

გამოყენების ჩვენება:

ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია იზოლირებული ან შერეული
( დისლიპიდემია ტიპი II ა , II ბ , III, IV, V) პაციენტებში , რომელთათვისაც დიეტა ან სხვა სახის არამედიკამენტოზური სამკურნალო ღონისძიებები ( მაგალითად , სხეულის წონის დაკლება ან ფიზიკური აქტივობის გაზრდა ) აღმოჩნდა არაეფექტური , განსაკუთრებით დისლიპიდემიასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების არსებობისას , ისეთი როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და სიგარეტის მოწევა .

მეორადი ჰიპერლიპოპროტეინემიის მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება იმ შემთხვევებში , როდესაც ჰიპერლიპოპროტეინემია შენარჩუნებულია , მიუხედავად ძირითადი დაავადების ეფექტური მკურნალობისა ( მაგალითად , დისლიპიდემია შაქრიანი დიაბეტის დროს ).

უკუჩვენება:

პრეპარატი მკაცრად უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში :

_ მომატებული მგრძნობელობა ფენოფიბრატის ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ,

_ ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ციროზის ჩათვლით ),

_ თირკმელების მძიმე უკმარისობა ( კრეატინინის კლირენსი

_ 18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ),

_ ანამნეზში ფოტოსენსიბილაციის ან ფოტოტოქსიკურობის არსებობის დროს ფიბრიტებით ან კეტოპროფენით მკურნალობისას ,

_ ნაღვლის ბუშტის დაავადებები ,

_ ლაქტაციის პერიოდი ,

_ გამოხატული გალაქტოზემია , ლაქტოზის უკმარისობა ( პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას ),

_ თანდაყოლილი ფრუქტოზემია , საქარაზა – იზომალტაზის უკმარისობა

( პრეპარატი შეიცავს საქაროზას ),

_ ანამნეზში ალერგიული რეაქცია არაქისზე , არაქისის ცხიმზე , სოიოს ლეცეტინზე ან მონათესავე პროდუქტებზე ( მომატებული მგრძნობელობის განვითარების რისკთან დაკავშირებით ).

სიფრთხილით

ღვიძლის ან / და თირკმელების უკმარისობის დროს , ჰიპერთირეოზისას ; პაციენტებში , რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს , ხანდაზმულ პაციენტებში , პაციენტებში თანდაყოლილი კუნთების დაავადებებით დამძიმებული ანამნეზით ; პერორალური ანტიკოაგულანტების , გმგ – კოა – რედუქტაზების ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას ( იხ . ნაწილი ,, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან “).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობა

არსებობს მრავალი მონაცემი ორსული ქალების მიერ ფენოფიბრატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ფენოფიბრატის ტერატოგენული ეფექტი არ აღინიშნებოდა. ემბიოტოქსიკურობა აღინიშნებოდა დოზების კლინიკამდელი გამოკვლევების მსვლელობისას, რომლებიც ტოქსიკური იყო დედის ორგანიზმისათვის. ადამიანისათვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ ორსულობის დროს ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი უკუნაჩვენებია გამოყენებისათვის ლაქტაციის პერიოდში ( არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ მოცემულ პერიოდში ).

გამოყენების პირობები და დოზები:

ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყალთან ერთად.

ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შეიძლება მიიღოთ ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

მოზრდილები: ტრიკორი 145 მგ 1 ტაბლეტი დღეღამეში ერთხელ.

პაციენტები , რომლებიც ღებულობენ 200 მგ, ერთ კაფსულას ფენოფიბრატს ან 160 მგ, ერთ ტაბლეტს ფენოფიბრატს, 1 ტაბლეტი ტრიკორის 145 მგ – ის მიღებაზე შესაძლოა გადავიდნენ დოზის დამატებითი კორექტირების გარეშე .

ხანდაზმული პაციენტები : რეკომენდირებულია მიიღოთ მოზრდილებისათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა ( ტრიკორი 145 მგ – ის 1 ტაბლეტი დღეღამეში ).

პაციენტები ღვიძლის დაავადებებით : ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი .

პრეპარატი უნდა მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იმავდროულად გააგრძელოთ დიეტა, რომელსაც პაციენტი მიმართავდა ტრიკორი 145 მგ- ით მკურნალობამდე.

გვერდითი ეფექტები:

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ :

>1/100,

>1/1000,

ღვიძლის მხრივ:

>1/100,

>1/1000,

ჩონჩხ – კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ :

>1/10000,

სისხლძარვოვანი დარღვევები :

>1/1000,

სისხლმიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

>1/10000,

ნერვული სისტემის მხრივ:

>1/10000,

სუნთქვის ორგანოთა მხრივ:

კანისა და კანქვეშა – ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ :

>1/1000, ფოტომგრძნობელობის რეაქციები:

>1/10000,

>1/1000,

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი . სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი . ჭარბი დოზირების ეჭვის გაჩენის დროს ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა და აუცილებლობის შემთხვევაში შემანარჩუნებელი მკურნალობა .

ჰემოდიალიზი არაეფექტურია .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

– პერორალური ანტიკოაგულანტები

ფენოფიბრატი აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტს და შეუძლია გაზარდოს სისხლდენების რისკი , რაც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტის გამოდევნასთან სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან .

ფენოფიბრატით მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია შემცირდეს ანტიკოაგულანტების დოზა მესამედით , დოზის შემდგომი თანდათანობით შერჩევით . დოზის შერჩევა რეკომენდებულია განხორციელდეს საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობის დონის კონტროლის ქვეშ .

– ციკლოსპორინი

აღწერილია რამოდენიმე მძიმე შემთხვევა ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დაქვეითებით ფენოფიბრატითა და ციკლოსპორინით ერთდროული მკურნალობის დროს . ამიტომ აუცილებელია გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობა ამ ტიპის პაციენტებში და მოიხსნას ფენოფიბრატი ლაბორატორიული მონაცემების სერიოზული ცვლილებების შემთხვევაში .

– გმგ – კოა – რედუქტაზას ინჰიბიტორები და სხვა ფიბრატები

ფენოფიბრატის ერთდროული გამოყენებისას გმგ – კოა – რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ან სხვა ფიბრატებთან მატულობდა სერიოზული ტოქსიკური ზემოქმედების რისკი კუნთის ბოჭკოებზე ( იხ . ნაწილი ,, განსაკუთრებული მითითებები “).

– ციტოქრომის ფერმენტები P 450

ადამიანის ღვიძლიდან აღებული მიკროსომების გამოკვლევებმა ინ ვიტრო აჩვენა , რომ ფენოფიბრატი და ფენოფიბროის მჟავა არ წარმოადგენენ ციტოქრომ P 450- ის შემდეგი იზოფერმენტების ინჰიბიტორებს ( CYP3A4, CYP2D6, CYP2EE1, CYP1A2 ). თერაპიულ კონცენტრაციებში ეს შენაერთები წარმოადგენს სუსტ ინჰიბიტორებს იზოფერმენტებისა CYP2C19 და CYP2A6 და სუსტ ან ზომიერ ინჰიბიტორს CYP2C9 .

განსაკუთრებული მითითებები:

მანამდე , სანამ დაიწყებთ ტრაიკორმი 145 მგ – ით მკურნალობას , უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა მეორადი ჰიპერქოლესტერინემიის მიზეზის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად , ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 2  , ჰიპოთირეოზი , ნეფროზული სინდრომი , დისპროტეინემია , ღვიძლის ობსტრუქციული დაავადებები , მედიკამენტოზური თერაპიის შედეგები , ალკოჰოლიზმი .

თერაპიის ეფექტურობა უნდა შეფასდეს ლიპიდების შემცველობით ( საერთო ქოლესტერინის , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების , ტრიგლიცერიდების ) სისხლის შრატში . თერაპიის რამოდენიმე თვის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში ( როგორც წესი 3 თვის შემდეგ ) უნდა განიხილოს თანმდევი ან ალტერნატიული მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხი .

პაციენტებში ჰიპერლიპიდემიით , რომლებიც ღებულობენ ესტროგენებს ან ესტროგენების შემცველ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს , აუცილებელია გაირკვეს გააჩნია თუ არა ჰიპერლიპიდემიას პირველადი ან მეორადი ბუნება . ამ შემთხვევებში ლიპიდების დონის მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს ესტროგენების მიღებით .

ღვიძლის ფუნქცია : ტრიკორი 145 მგ – ის და სხვა პრეპარატების მიღების დროს,  რომლებიც ამცირებს ლიპიდების კონცენტრაციას , ზოგიერთ პაციენტში აღწერილია ,, ღვიძლისმიერი ” ტრანსამინაზების დონის მომატება . უმეტეს შემთხვევაში ეს მომატება იყო დროებითი ხასიათის , უმნიშვნელო და არასიმპტომური . მკურნალობის პირველი 12 თვის განმავლობაში რეკომენდირებულია მოხდეს ტრანსამინაზების დონის კონტროლირება ( ალტ, ასტ ) ყოველ 3 თვეში ერთხელ . პაციენტებში , რომელთაც მკურნალობის ფონზე მაღალი აქვთ ტრანსამინაზების დონე , ითხოვენ ყურადღებას და ალტ და ასტ კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში 3- ჯერ და უფრო მეტით ნორმის ზედა საზღვართან შედარებით , პრეპარატის მიღებას წყვეტენ .

პანკრეატიტი : აღწერილია პანკრეატიტის განვითარების შემთხვევები ტრაიკორმი 145 მგ – ის მიღების შემდეგ . პანკრეატიტის შესაძლო მიზეზებად ამ შემთხვევაში, აღინიშნებოდა : პრეპარატის არასაკმარისი ეფექტურობა მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში , პრეპარატის პირდაპირი ზემოქმედება , აგრეთვე – მეორადი წარმონაქმნები , რომელიც უკავშირდება კენჭების არსებობას ან ნალექის წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში , რომელსაც თან ახლავს ნაღვლის საერთო სადინარების გაუვალობა .

კუნთები : ტრიკორი 145 მგ – ის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების დროს , რომლებიც ამცირებენ ლიპიდების კონცენტრაციებს , აღწერილია კუნთის ქსოვილებზე ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევები , რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით . ამგვარი დარღვევების სიხშირე მატულობს ჰიპოალბუმინემიის და თირკმლის უკმარისობისას ანამნეზში .

კუნთოვან ქსოვილზე ტოქსიკური ზემოქმედების ეჭვი შეიძლება დაფუძნებული იყოს პაციენტის ჩივილზე სისუსტის გამო , დიფუზიური მიალგიის, მიოზიტის, კუნთის სპაზმების და კრუნჩხვების ან / და კრეატინინფოსფოკინაზის გამოხატული მომატების დროს (5 – ჯერ და მეტჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ). ამ შემთხვევაში ტრიკორი 145 მგ – ით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

რაბდომიოლიზის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს პაციენტებში რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება მიოპათიის ან / და რაბდომიოლიზის მიმართ , 70 წელზე უფროსი ასაკის ჩათვლით ,   შთამომავლობითი კუნთოვანი დაავადებებით დამძიმებული ანამნეზით , თირკმელების ფუნქციის დარღვევისას , ჰიპოთირეოზის და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას . ამგვარ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სარგებელი გადააჭარბებს რაბდომიოლიზის შესაძლო განვითარების რისკს .

ტრიკორი 145 მგ ერთდროული მიღებისას გმგ – კოა – რედუქტაზების ინჰიბიტორებთან ან სხვა ფიბრატებთან ერთად იზრდება სერიოზული ტოქსიკური ზემოქმედების რისკი კუნთოვან ბოჭკოებზე , განსაკუთრებით თუ პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე აღენიშნებოდა კუნთების დაავადებები . ამასთან დაკავშირებით , ტრიკორი 145 მგ – ს ერთდროული დანიშნვა და სტატინები დასაშვებია მხოლოდ იმ დროს , თუ პაციენტს გააჩნია მძიმე შერეული დისლიპიდემია და გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მაღალი რისკი, ანამნეზში კუნთების დაავადების არქონის შემთხვევაში და ზედმიწევნითი კონტროლის პირობებში , რომელიც მიმართულია კუნთების ქსოვილებზე ტოქსიკური ზემოქმედების განვითარების ნიშნების გამოსავლენად .

თირკმელის ფუნქცია : კრეატინინის კონცენტრაციის 50% – ზე მეტი მომატების შემთხვევაში ნორმის ზედა ზღვარიდან მკურნალობა უნდა შეწყდეს . მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდირებულია განისაზღვროს კეატინინის კონცენტრაციები .

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

აპკით შემოგარსული ტაბლეტები 145 მგ .

10 ტაბლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 1, 2, 3, 5, 9, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინტრუქციასთან ერთად .

14 ტამლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 2, 6, 7 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინტრუქციასთან ერთად .

10 ტაბლეტი პვქ / პე / პვდქ / ალ ბლისტერში . 28, 30, ბლისტერი კოლოფებში ( შეფუთვა სტაციონარებისათვის ).

შენახვის პირობები:

სია ბ .

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25 ° ჩ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !

შენახვის ვადა:

3 წელი .

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი:

ფურნიე ს . ა . ლაბორატორიები; რიუ დე პრე – პოტე ,

21121, ფონტენ ლე დიჟონი , საფრანგეთი .

ტრავოკორტი – TRAVOCORT – ТРАВОКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

ISOCONAZOLE; DIFLUCORTOLONE

მწარმოებელი: SCHERING S.P.A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: იზოკონაზოლი+დიფლუკორტოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ,

1 გ

იზოკონაზოლის ნიტრატი …………..       10 მგ

დიფლუკორტოლონის ვალერატი ………   1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შედგება ტრიაზოლის წარმოებულ იზოკონაზოლისაგან, რომელიც სოკოს უჯრედის მემბრანში თრგუნავს ერგოსტეროლის სინთეზს (ფერმენტ ლანოსტეროლ ალფა-დიმეთილაზის ინჰიბირებით) და სტეროიდული საშუალება – დიფლუკორტოლონისაგან, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.

ტრავოკორტი წარმოადგენს კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს როგორც დერმატოფიტებზე, ასევე საფუარას, საფუარას მსგავს (სხვადასხვა ფერის ლიქენის ჩათვლით) და ობის სოკოებზე. ტრავოკორტი ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიებისა და ერითრაზმების გამომწვევების მიმართ.

დიფლუკორტოლონის ვალერატი ხელს უშლის კანის ალერგიულ და ანთებით გამოწვეული დაავადებების განვითარებას და სუბიექტური ჩივილების:  ქავილის, წვის ან ტკივილს შეგრძნების გაქრობას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის ხელის და ტერფის თითებშუა, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების მიდამოში.
  • იგი ეფექტურია აგრეთვე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით და ერითრაზმებით გამოწვეული პათოლოგიური პროცესების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი კანის დაზიანებულ ზედაპირზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ეფექტის  მისაღწევად ხშირად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე პრეპარატის დოლბანდის საფენით დაფიქსირება.

ანთებითი და ეგზემის მსგავსი კანის დაავადებების სიმპტომების კუპირებიდან არა უგვიანეს 2 კვირის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:

◄ როგორც წესი პრეპარატს კარგად იტანენ პაციენტები. იშვიათად აღინიშნება კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

◄ სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე ტრავოკორტის დატანისას და/ან ხანგრძლივად მისი გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: კანის ატროფია, ტელეანგიოექტაზიები, კანზე სტრიების წარმოშობა, აკნეს მსგავსი მოვლენები, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, ასევე რეზორბციის შედეგად კორტიკოიდის სისტემური მოქმედება.

◄ გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელია ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იყენებდნენ პრეპარატს (მაგალითად, ორსულობის ბოლო პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპოფუნქცია).

უკუჩვენებები:

* ტუბერკულოზით ან ათაშანგით განპირობებული პროცესები, ვირუსული დაავადებანი: ჩუტყვავილა, შემომსარტყვლელი ლიქენი, კანის მხრივ რეაქციები ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს.

* ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების ადგილობრივად გამოყენება;

* თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის ხანგრძლივად ან კანის დიდ უბანზე გამოყენება.

განსკუთრებული მითითებები:

– გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების განვითარებისას შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობის კურსის ჩატარება.

– პრეპარატის სახის მიდამოში გამოყენებისას უნდა მოვერიდოთ თვალთან მის არასასურველ კონტაქტს.

– როზაცეას, ან პერიორალური დერმატიტის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– პრეპარატი არ გამოიყენება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტრავისილი ქოლდ რაბი – TRAVISIL COLD RUB – ТРАВИСИЛ КОЛД РАБ

მწარმოებელი: PLETHICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაცივების დროს გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: პლასტიკურ ქილაში 50 მგ

5 გ

Ajwan Phool ………..    0.15 მგ

Pudina Tel ………..      0.50 მგ

Kapur ………………..    0.25 მგ

Terpin Tel ………         0.10მგ

Nilgari Tel …………      1.00 მგ

Jaiphal Tel …………      0.05 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრავისილი ქოლდ რაბი არის მაღალეფექტური და სრულიად უვნებელი მცენარეული პრეპარატი გაცივებისა და ცხვირის შეგუბების სიმპტომების მოსახსნელად. ტრავისილი ქოლდ რაბიში შემავალი მცენარეები კარგად არიან ცნობილი თავიანთი სამკურნალო თვისებებით და გააჩნიათ არაჩვეულებრივ შეშუპების, ანთების, კანის სიწითლისა და გაღიზიანების საწინააღმდეგო ეფექტები. გარდა ამისა, ზოგიერთ მცენარეს გააჩნია მასტიმულირებელი, ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედება. თითოეული მცენარის შერჩევა ხდება დიდი ყურადღებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცხვირის შეგუბებისა და გაცივების სიმპტომების სწრაფი მოხსნა.

Ajwan Phool(Trachyspermum roxburghianum): ამ ინგრედიენტს გააჩნია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და მასტიმულირებელი თვისებები. ზეთი ხელს უწყობს ცხვირიდან ჭარბი გამონადენის შემცირებას გაცივების დროს და ფართოდ გამოიყენება ხველებისას და გაცივების დროს.

Pudina Tel(Mentha arvensis): პუდინას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პიტნა, გაჩნია ანალგეზიური, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელი, შეგუბების საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქტორული და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. მას აქვს ინვიგორაციული არომატი და გამოიყენება გაცივებისა და შეგუბების მოსახსნელად. ის ასევე უზრუნველყოფს თავის ტკივილისა და ცხვირის შეგუბების სწრაფ მოხსნას. ის ასევე გამოიყენება კუნთებისა და სახსრების მიდამოებში ტკივილისა და ანთების მოსახსნელად.

Kapur(cinnamomum camphora): ქაფურს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, კანის მასტიმულირებელი, სიწითლის გამომწვევი, ანტისეპტიკური, ქავილის საწინააღმდეგო და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. ის სასარგებლოა გაცივების, შეგუბების, თავის ტკივილისა და სხეულის ტკივილს დროს.

Terpin Tel(pinus roxburghii): ფართოდ გამოიყენება გარეგანი მოხმარების მრავალ პრეპარატში გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, გაღიზიანების საწინააღმდეგო და სიწითლის გამომწვევი თვისებები, გამოიყენება გაცივებისა და ტკივილების სამკურნალოდ.

Nilgari Tel(Eucalyptus globulus): ფართოდ გამოიყენება როგორც ზეთი მასაჟისთვის. მშრალ ინჰალატორს ნილგირის ზეთს გააჩნია ქაფურის მსგავსი თვისებები და ტრადიციულად გამოიყენება ინფექციების, ჭრილობების სამკურნალოდ, კუნთების ტკივილის მოსახსნელად, თავის ტკივილის, გრიპის, ხველების, გაცივების, კონგესტიის, სინუსის სიმპტომების სამკურნალოდ და სხვადასხვა ქრონიკული რესპირატორული ინფექციების დროს.

Jaiphal Tel(Myristrica fragrance): ასევე ცნობილია, როგორც ნუტმეგი.  ხის ზეთოვან ექსტაქტს გააჩნია ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. ის ძირითადად გამოიყენება, როგორც გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალება ტკივილის მოსახსნელად და ასტიმულირებს სისხლის ნაკადს გამოყენებულ მიდამოში.

ჩვენებები:

  • ტრავისილი ქოლდ რაბი არის არაჩვეულებრივი მცენარეული პრეპარატი შეგუბებისა და გაცივების სიმპტომების მოსახსნელად. ადგილობრივად გამოყენებისას, პრეპარატი ხსნის გაცივების სიმპტომებს, როგორიცაა კონგესტია გულ-მკერდის არეში, სინუსი, ყელის ტკივილი, ხველა, თავის ტკივილი, ტკივილი მთელ სხეულსა და გულ-მკერდის არეში. მალამოს წასმა შეიძლება ცხვირის, გულ-მკერდის, ყელისა და ზურგის მიდამოებში. ცხვირის შეგუბების, კატარისა და გაცივების სიმპტომების სწრაფი მოხსნის მიზნით, პრეპარატის მიღება შეიძლება ორთქლით ინჰალაციის სახით. ტრავისილი ქოლდ რაბის მენთოლის ანაორთქლი სწრაფად ხსნის შეგუბებას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება საჭიროების მიხედვით:

გაცივება: ცხვირისა და გულ-მკერდის კონგესტიის, ყელის ტკივილის, ხველებისა და ტკივილების დროს მთელ სხეულში (კუნთების დაჭიმულბა) წაისვით ტრავისილ ქოლდ რაბი ცხვირზე, მკერდზე, ყელზე და ზურგზე. მკერდზე წაისვით სქელი ფენა და შეინარჩუნეთ სითბო. პროცედურა გაიმეორეთ ძილის წინ და /ან საჭიროების მიხედვით.

ტრავისილ ქოლდ რაბის მენთოლის ანაორთქლი: ნაზალური კონგესტიისა და კატარის სწრაფად მოხსნისათვის, შესაძლებელია პრეპარატის მიღება ინჰალაციის სახით. ტრავისილი ქოლდ რაბის 2 კოვზი ჩაყარეთ ძალიან ცხელ წყალში და ანაორთქლი შეისუნთქეთ. დაუშვებელია ნარევის ხელახლა გაცხელება და ინჰალირების დროს გაცხელება. ტრავისილი ქოლდ რაბი მენთოლის ანაორთქლი დაუყოვნებლივ ხსნის შეგუბებას და მისი მიღება შეიძლება დღეში 2-ჯერ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტრავისილი ტაბლეტები – TRAVISIL LOZENGES – ТРАВИСИЛ ТАБЛЕТКИ

მწარმოებელი: PLETICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო მცენარეული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მცენარეული საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 8 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

Adhatoda Vasica ……………………..5მგ
Piper Longum ………………………..25მგ
Piper Nigrum ………………………….20 მგ
Zingiber Officinale …………………..12 მგ
Glycerrhiza Glabra ……………………10 მგ
Emblica Officinalis ……………………16 მგ
Curcuma Longa ………………………15 მგ
Acacia Catechu ……………………….17 მგ
Foeniculum Vulgar ……………………18 მგ
Ocimum Sanctum …………………….5 მგ
Terminalia Chebula ………………….5 მგ
Terminalia Belerica ………………….5 მგ
Alpinia Galanga ……………………….20 მგ
Abrus Precatorius Leaves ……………20 მგ
Menthol ………………………………..2 მგ

დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს სათანადო შეღებილ, არომატიზირებულ, კონსერვირებულ, ბუფერირებულ, სტაბილიზირებულს, და უვნებელ შაქრის ფუძეს q.s..

ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები გამოდის მანდარინის, ლიმონის, პიტნის და თაფლის გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხველისა და ყელის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება აგრილებს პირის ღრუს.

სამკურნალო მცენარეები და ბალხები შეიცავენ სუბსტანციებს, რომლებიც ცნობილია უძველესი დროიდან დღევანდლამდე თავიანთი სამკურნალო თვისებებით. ტრავისილის შემადგენლობა შემუშავებულია მრავალაწლიანი გამოცდილებისა და დიდი ცოდნის საფუძველზე, ცნობილია, როგორც სწავლება – “აიურვედა მეცნიერება სიცოცხლის შესახებ”, რომელიც წარმოადგენს ძველ სამედიცინო სისტემას, ფართოდ გამოყენებულს ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში.

ტრავისილი ტაბლეტები არის ეფექტური და სრულიად უსაფრთხო მცენარეული პრეპარატი ხველისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი ხველის შემთხვევაში. ტრავისილის თითოეული ბალახი საგულდაგულოდაა შერჩეული, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველაზე უფრო სრული ბალახოვანი შემადგენლობა ხველის მოსახსნელად.

ტრავისილის შემადგენლობაში შემავალი ბალახების კლინიკური უპირატესობანი:

მცენარეები, რომლებიც შედიან ტრავისილის შემადგენლობაში, ფართოდაა ცნობილი ანტისეპტიკური, მუკოლიზური, ამოსახველებელი, ხველისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტის არჩევა დასაბუთებულია შემდეგნაირად:

Adhatoda Vasica: აქვს ძლიერი ამოსახველებელი და ღებინების საწინაღმდეგო მოქმედება, ითვლება ყველაზე ძლიერ საშუალებად ხველისა და გაცივების, ყივანახველას დროს არსებული ხველის, ქრონიკული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ;

Piper Longum: დროით შემოწმებული საშუალება, ხელს უშლის ხველის წარმოქმნას შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით;

Piper Nigrum: აქვს ძლიერი ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებლი მოქმედება, აცილებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან;

Zingiber Officinale: ეფექტურია ქრონიკული, მორეციდივე და შეტევისმაგვარი ხველის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის;

Glycerrhiza Glabra: გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, ოფლმდენი საშუალება, ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ, ვინაიდან ამცირებს ხველით გაღიზიანებას;

Emblica Officinalis: ძლიერი ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბრონქიტის, სისხლიანი ხველის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ტუბერკულოზის შემთხვევაში, ასევე ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობით C ვიტამინის არსებობასთან;

Curcuma Longa: ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას. ეფექტურია ყველა ტიპის ხველისა და გაცივებითი დაავადებების სამკურნალოდ;

Acacia Catechu: პირის ღრუს გამაგრილებელი ბალახოვანი საშუალება, აქვს შესანიშნავი მთრიმლავი მოქმედება პირის ღრუს ლორწოვანის წყლულების შემთხვევაში. აცილებს და ხელს უშლის პირიდან უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მიზეზით.

Foeniculum Vulgare: სუნთქვის სტიმულატორი, აქვს ამოსახველებელი და ხველის საწინააღმდეო მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებს, ასევე გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების დროს;

Ocimum Sanctum: ითვლება აიურვედის საშუალებების ფუძემდებლად, აქვს ძლიერი ხველისა და გაცივების საწინააღმდეგო ეფექტი. ავლენს ამოსახველებლ მოქმედებას, გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, ციებ-ცხელებისა და კუჭის აშლილობის დროს;

Terminalia Chebula: ეფექტურია ქრონიკული ხველის დროს, გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულებისა და საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში;

Terminalia Belerica: აქვს ძლიერი მოქმედება მწვავე და ქრონიკული ხველის არსებობისას, ბრონქიტის, ფარინგიტისა და გაცივებითი დაავადებების დროს;

Terminalia Beleric : აქვს ძლიერი არომატული გემო და ახასიათებს გამოხატული გაცივებისა და ხველის საწინააღმდეგო მოქმედება;

Abrus Precatorius –ის ფოთლები: ეფექტური მცენარეული საშუალება სასუნთქი გზებისა და სახმო იოგების სხვადასხვა მოშლილობების დროს, აქვს ასევე გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას;

Menthol: ეფექტური ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ამოსახველებელი მოქმედება, არის პირის ღრუს შესანიშნავი გამაგრილებელი, სწრაფად და დიდი ხნით აცილებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

ჩვენებები:

ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება მშრალი და ნახველიანი ხველის სამკურნალოდ, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს არსებული და მწეველთა ხველის შემთხვევაში. გარდა ამისა, ტრავისილი ამსუბუქებს ყელის ტკივილს და არის პირის ღრუს შესანიშნავი გამაგრილებელი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მიღების წესი: ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს პირის ღრუში სრულ გახსნამდე. სასიამოვნო არომატის მქონე ტაბლეტის ნელი წუწვნა უზრუნველყოფს ბალახოვანი ექსტრაქტების ხველის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ მოქმედებას.

უკუჩვენებები:

მცენარეული შემადგენლობისა და ბუნებრივი წარმოშობის გამო ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები არ იწვევენ არასასურველ  გვერდით მოვლენებს. თუმცა, სასიამოვნო არომატისა და შესანიშნავი გამაგრილებელი გემოს გამო, ბავშვები ღებულობენ ტაბლეტებს მეტისმეტად ხშირად. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ტრავისილი – TRAVISIL – ТРАВИСИЛ

მწარმოებელი: PLETICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

Adhatoda Vasica ………………..5მგ
Piper Longum …………………..25მგ
Piper Nigrum …………………….20 მგ
Zingiber Officinale ……………..12 მგ
Glycerrhiza Glabra ………………10 მგ
Emblica Officinalis ………………16 მგ
Curcuma Longa …………………15 მგ
Acacia Catechu ………………….17 მგ
Foeniculum Vulgare ……………18 მგ
Ocimum Sanctum ………………5 მგ
Terminalia Chebula ……………5 მგ
Terminalia Belerica …………….5 მგ
Alpinia Galanga …………………20 მგ
Abrus Precatorius Leaves ……..20 მგ
Mentholi ………………………….2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ADULSA: გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი და გამოიყენება ყველა სახის ხველის სამკურნალოდ, მათ შორის ტუბერკულოზის დროს.

PITAL: ხველის პრევენციის მიზნით.

KALIMIRCH: წარმატებით გამოიყენება, როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

SOUNTH: გამოიყენება ქრონიკული ხველის/გაცივების დროს.

MULETHI: აუმჯობესებს ხასიათს და ზრდის სხეულის სხვადასხვა ორგანოების ტონუსს.

AMLA: C ვიტამინის ნატურალური წყაროა და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას.

HALDI: ზრდის ორგანიზიმს რეზისტენტულობას. გამოიყენება ყველა ტიპის ხველის და გაცივების სამკურნალოდ.

KATTHA: იგი წარმოადგენს პირის ღრუს მცენარეულ დეზოდორანტს, სპობს ან აუმჯობესებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ არასასიამოვნო სუნს.

SAUNF: გააჩნია გამოხატული მოქმედება გასტროინტესტინურ ტრაქტზე და გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლილობის დროს.

TULSI: გააჩნია ძლიერი ხველის და გაცივების საწინააღმდეგო ეფექტი.

HARAD: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

BAHEDA: გააჩნია ხველის და გაცივების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება.

რადგანაც ტრავისილის სიროფი ნატურალური და სუფთა საშუალებაა, მას გააჩნია უსაფრთხო თერაპიული მოქმედება. მას კარგად იტანს ორგანიზმი და არ ახასითებს რაიმე შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ჩვენებები:

  • ტრავისილის სიროფი ნაჩვენებია ხველის დროს, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალერგიით, ანთებით, სპაზმით, განსაკუთრებით ასთმური ხველის დროს, ან უცნობი ეტიოლოგიის მშრალი/სველი ხველის დროს.

აგრეთვე გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის და დეზოდორაციის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ტრავისილის სიროფი ინიშნება პერორალურად. ტრავისილის მიღება შეიძლება როგორც ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის და ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის.

მოზარდებში:

სიროფი -1-2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

საწუწნი ტაბლეტები – 2-3 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში:

სიროფი – 1/2-1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

საწუწნი ტაბლეტები –  1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტრავისილის სიროფის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

ტრავისილის გამოყენება არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და არ უშლის ხელს ავტოტრანსპორტის მართვას.

ჭარბი დოზირება:

რადგანაც ტრავისილის სიროფი ნატურალური საშუალებაა და მას კარგად იტანენ პაციენტები, მისი ჭარბი დოზირების სიმპტომები არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტრავისილი შეთავსებადია სხვა წამლებთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა; 5 წელი.

ტრავატანი – TRAVATAN – ТРАВАТАН

საერთაშორისო დასახელება:

TRAVOPROST

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტრავოპროსტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტაგლანდინების ჯგუფის გლაუკომის სამკურნალო პრეპარატი. FP პროსტანოიდური რეცეპტორების მაღალსელექტიური აგონისტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ოფთალმოლოგიური სუსპენზია: ფლაკონში 2.5 მლ

1 მლ

ტრავოპროსტი  ……………..  40 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიოქსოლ 40 ჰიდროგენიზერებული ქაფურის ზეთი, ტრიმეთამინი, ბორის მჟავა, მანიტოლი, ედეტად დისოდიუმი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრავოპროსტი პროსტაგლანდინების ეფექტური და ძლიერი ანალოგია. ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა FP პროსტანოიდული რეცეპტორების ძლიერი და მაღალსელექტიური აგონისტია. FP რეცეპტორების აგონისტები ამცირებენ თვალშიდა წნევას (თშწ) უვეოკლერალური გამოდინების გაზრდის ხარჯზე.

ტრავოპროსტის მოქმედების მექანიზმი კომპლექსურია. არსებობს მოსაზრება, რომ ტრავოპროსტი რქოვანას ჰიდროლიზური ფერმენტების ზემოქმედებით გარდაიქმნება მჟავად და ამ სახით შეიწოვება თვალის ქსოვილების მიერ. ცილიარულ კუნთებში იგი უკავშირდება FP რეცეპტორებს და იწვევს უჯრედოვანი კასკადური სისტემის გააქტიურებას, რაც განაპირობებს თშწ დაქვეითებას. ამ მექანიზმით ხდება სხვადასხვა ფერმენტების გამოთავისუფლება ცილიარული კუნთების ბოჭკოების ირგვლივ.

ტრავოპროსტი (იზოპროპოლ ესთერაზას პროწამალი) რქოვანის ესთერაზერის ზემოქმედებით სწრაფად ჰიდროლიზდება თავისუფალ მჟავებად, სისტემატურად ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა სწრაფად იჟანგება არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება თშწ დაქვეითების მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან თვალშიდა ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ტრავატანის რეკომენდებული დოზაა 1 წვეთი ერთხელ დღეში, საღამოს. პრეპარატის მოქმედება იწყება ჩაწვეთებიდან 2 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 12 სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირია თვალის ჰიპერემია, რომელიც 95%-ში გაივლის მკურნალობის შეწყვეტისთანავე.

3% შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს თვალის დისკომფორტის, უცხო სხეულისა და წვის შეგრძნება.

1-2% შემთხვევაში – ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, მშრალი თვალის სინდრომი, ფერადი გარსის ფერის ცვლილება, ცრემლდენა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, ბენზალკონიუმის ქლორიდის ან სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტრავატანის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის უმნიშვნელო შეცვლა. ფერადი გარსის ფერის ცვლილება ხდება ძალზე ნელა და პერმანენტულად.

◄ ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი თვალის ანთებითი პროცესების დროს (ირიტი, უვეიტი). სიფრთხილეა საჭირო ტრავატანის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მაკულარული შეშუპების განვითარების რისკის ფაქტორი.

◄ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნან ლინზები ხსნარის ჩაწვეთების წინ და კვლავ გაიკეთონ ტრავატანის ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

ტრავატანის გამოყენებამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 1 წვეთს ერთჯერადად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს თშწ დამწევი ეფექტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტრავატანის გამოყენება თშწ შესამცირებლად დასაშვებია სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ინტერვალი პრეპარატების ინსტილაციას შორის უნდა იყოს 10 წთ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ: 2 თვე.

ტოქსივენოლი – TOXIVENOL – ТОКСИВЕНОЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

TROXERUTIN+CATBAZOCHROME

მწარმოებელი: ROTPHARM, დიდი ბრიტანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინექციისთვის;

პრეპარატის 1 ამპულა (3მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ტროქსერუტინი …………. 150მგ,

კარბაზოქრომი …………… 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, წყალი ინექციისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანგიოპროტექტორი. კაპილარების გამავლობის დამაქვეითებელი პრეპარატები. ჰემოსტატიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინის და კარბაზოქრომის ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს პრეპარატის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებების და კაპილარების სისუსტით გამოწვეული სისხლდენის სინდრომის მკურნალობა.

ტროქსერუტინი, ცნობილი აგრეთვე P ვიტამინის სახელწოდებითაც, წარმოადგენს ბიოფლავონიდს.

ტროქსერუტინი ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას;

სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების მიმაგრების შეფერხებით  ამცირებს ექსუდაციურ ანთებას; აქვეითებს კაპილარების განვლადობას. ამყარებს სისხლძარღვის კედელს; გააჩნია ანტიოქსიდანტური და P-ვიტამინური აქტივობა. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება, მცირდება ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.

ეწინააღმდეგება სისხლის თხევად კომპონენტის ჭარბად ქსოვილში მოხვედრას (შეშუპების საწინააღმდეგო და განვლადობის შემამცირებელი მოქმედება). პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი C ვიტამინის მოქმედებას აძლიერებს, რაც თავის მხრივ ასრულებს მემბრანის გამავლობის დამცველ ფუნქციას და ჰიალურონის დამთრგუნველს, რომელიც შემდეგში აქტივირებული, გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას – მუკოპოლისაქარიდს, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვის კედლის სიმკვრივეზე. გარდა ამისა აღინიშნება ჰისტამინის გამომუშავების დაქვეითება, რომელიც არის სისხლძარღვების გამაფართოებელი და შეშუპების გამომწვევი.

კარბაზოქრომი – ორტოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტიობის გარეშე. სისხლმდენი ზონის წვრილი სისხლძარღვების შემავიწროებელი ადგილობრივი მოქმედებით  იწვევს სისხლდენის ხანგრძლიობის შემცირებას. ეს ხდება არტერიული წნევის მომატების და გულის მოქმედებაზე გავლენის გარეშე. დადგენილია, რომ კარბაზოქრომი სრულიად ნათლად მოქმედებს კაპილარების სიმტკიცეზე და განვლადობაზე,  ასევე სისხლძარღვების ტონუსსა და მკუმშავ ძალაზე.

წამლის ინექციის ფორმა გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობის შემთხვევაში და როცა საჭიროა სწრაფი თრაპიული ეფექტის მიღება.

მიღების ჩვენებები:

  • ქრონიკული ვენოზური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმატული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევა ქრონიკული ვენოზური უკმარისობისას (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
  • ჰემოროიდალური კვანძები;
  • დიაბეტური ანგიოპათია;
  • რეტინოპათია.

უკჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი კარგად აიტანება გვერდითი მოქმედებების გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 3–9მლ დღეში , კუნთში.

ჭარბი დოზირება:

არ  არის აღნიშნული უნებლიე ან ნებითი ჭარბი დოზირება.

ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს ასკორბინის მჟავის მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვაზე:

მკურნალობის პერიოდში პრეპარატი გავლენას არ ახდენ ფსიქომოტორულ რეაქციების სიჩქარეზე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 5 წელი წარმოებიდან.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტოტემა – TOTHEMA – ТОТЕМА

საერთაშორისო დასახელება:

FERROUS GLUCONATE; COPPER GLUCONATE; MANGANESE GLUCONATE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTRCH INTRNATIONAL,

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინის შემცველი ანტიანემიური კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 20 ც.

1 მლ 1 ამპ.

რკინის გლუკონატი, მათ შორის რკინა    ………………………    5 მგ 5 მგ

მანგანუმის გლუკონატი, მათ შორის მანგანუმი …………….     133 მგ 1.33 მგ

სპილენძის გლუკონატი, მათ შორის სპილენძს …………………  70 მგ 0.70 მგ

ნატრიუმის ბენზოატი ……………………………………………….   1 მგ 20 მგ

სხვა ინგრედიენტები:

გლიცეროლი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატირუმის ბენზოატი, პოლისორბატი, არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები;

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
  • რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა მომატებული რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ორსულები, დღენაკლული ახალშობილები, ტყუპები, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული დედისაგან დაბადებული ახალშობილები);
  • რკინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება საკვებით;
  • რკინადეფიციტური მდგომარეობა (ასთენია).

მიღების წესი და დოზირება:

ანემიის კორექციისათვის: ანემიის სიმძიმიდან გამომდინარე 100-200 მგ ელემენტარული რკინა დღეში (2-4 ამპულა) 1-2 თვის მანძილზე.

რკინის მარაგის აღდგენისათვის: 50-100 მგ ელემენტარული რკინა (1-2 ამპულა) 2 თვის მანძილზე.

ახალშობილები 1 თვიდან: 5 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში.

ბავშვები 1-10 წლამდე: 5-10 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში.

ბავშვები 10 წლის ასაკის ზევით: 5-100 მგ ელემენტარული  რკინა დღეში.

ორსულებში პროფილაქტიკის მიზნით: 50 მგ ელემენტარული რკინა დღეში II და III ტრიმესტრის განმავლობაში.

პრეპარატის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში ან სხვა რაიმე უალკოჰოლო სასმელში (წვენი და სხვა). ამპულის თავების გადატეხა ხდება ხელით ქლიბის გამოყენების გარეშე.

სასურველია პრეპარატის მიღება უზმოზე.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ჩივილები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულძმარვა, ყაბზობა ან ფაღარათი, დიარეა, ტკივილები ეპიგასტრიის არეში).

უკუჩვენებები:

* ჰემოქრომოტოზი;

* ყველა სახის ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტოტემასა და სხვა საინექციო რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;

◄  პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამამდე, მაგრამ, პრეპარატის მიღების დრო და, შესაძლოა, დოზირების რეჟიმიც უნდა იყოს შერჩეული პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით;

◄  კბილების გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს დიდხანს პირის ღრუში. მიიღეთ იგი საწრუპი მილით;

◄  უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ამპულა შეიცავს 3 გ საქაროზას;

◄   ჩაის და ყავის დიდი რაოდენოით მიღება მკურნალობისას აქვეითებს რკინის შეწოვას.

◄  პრეპარატის კურსობრივი გამოყენების დროს შესაძლებელია განავლის შავად შეფერვა.

პედიატრიაშია გამოყენება

სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ბავშვებს 2 წლის ასაკამდე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილია ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რაც განპირობებული იყო პრეპარატის დიდი დოზის მიღებით. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები გამოიხატებოდა გულისრევით, ღებინებით, იშვიათად შოკური მდგომარეობით. ჭარბი დოზირებისას საჭიროა სასწრაფო კვალიფიციური დახმარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული ტოტემასთან ერთად ციკლინებით ან კალციუმის პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა. ამ პრეპარატების მიღების  შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!