Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 447

ტობრიმედი – TOBRIMED – ТОБРИМЕД

საერთაშორისო დასახელება:

TOBRAMYCIN

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული პრეპარატი, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.

1 მლ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნითიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატმონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ორთოფოსფომჟავა 10%, საინექციო წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ალუმინის ტუბში 5.0 გ.

1 გ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკის მოქმედების ფართო სპექტრით.

ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, არღვევს რა ცილების სინთეზს და ბაქტერიების ციტოპლაზმური მემბრანის განვლადობას. მაღალაქტიურია Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი, Hemophilius influenzae,  Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), Neisseria spp. ზოგიერთი სახეობის მიმართ   ((მათ შორის, Neisseria gonorrhoeae); გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები).

ჩვენებები:

ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალისა და მისი დანამატების ინფექციური დაავადებები;

  • ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
  • ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია, განისაზღვროს მის მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება პაციენტში.

ტობრიმედი თვალის მალამო 0.3%: მალამოს 1.25 სმ-იანი ზოლი თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირისა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის) 2-3-ჯერ დღე-ღამეში;

მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ დოზა მცირდება სრულ შეწყვეტამდე. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.

ტობრიმედი თვალის წვეთები 0.3%: თვალის (ან თვალების) გარეგანი ინფექციების დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 6 საათში.

მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში საჭირო ეფექტის მიღებამდე, ხოლო შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება.

ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა: 0.3% ხსნარის 1 წვეთი ყოველ 15 წუთში 9-ჯერ ოპერაციამდე.

გვერდითი მოვლენები:

• ტობრიმედის გამოყენების შემთხვევათა 15%-ში პაციენტებს აღენიშნებათ წვა, ქავილი, ჩხვლეტა;

• ხოლო 1-5%-ში კი – თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა;

• 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში კი ვლინდება ბლეფარიტი. კერატიტი, ქუთუთოების შეშუპება, ტკივილი თვალში, ქემოზი, კრისტალების დაგროვება, რქოვანას დაწყლულება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატ ტობრიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად.

◄ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.

◄ თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

◄ პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონში არსებული შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ტობრიმედის თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.

გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება:

ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედების, მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზიის მოშლა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ტუბისა და ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტობრექსი – TOBREX – ТОБРЕКС

საერთაშორისო დასახელება:

TOBRAMYCIN

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტობრამიცინი …………..                  3 მგ

დამცავი ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი ……..   0.01%

ნეიტრალური ნივთიერება და გამოხდილი წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ტუბში 3.5 გ

1 გ

ტობრამიცინი …………….      3 მგ

დამცავი ნივთიერების სახით შეიცავს 0.5% ქლორბუტანოლს, მინერალურ ზეთს, ვაზელინის ფუძეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტობრამიცინი წარმოადგენს წყალში ხსნად ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც მოქმედებს ოფთალმოლოგიური დაავადებების გამომწვევ გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე.

In vitro კვლევით დადგენილი იქნა, რომ ტობრამიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამების მიმართ: Staphilococci, მათ შორის Staphilococcus aureus  და St. Epidermidis. (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი), მათ შორის პენიცილინის მიმართ გამძლე შტამები. კვლევებით დადგენილი იქნა, რომ გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ზოგ შემთხვევაში ინარჩუნებენ მგრძნობელობას ტობრამიცინის მიმართ, თუმცა არ არის გამორიცხული ბაქტერიების მდგრადობის მომატება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.

ჩვენებები:

  • ტობრექსის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.

ტობრექსის გამოყენებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკვირვება ბაქტერიათა მგრძნობელობაზე. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ტობრამიცინის გამოყენება ბავშვებში უსაფრთხოა და ეფექტური.

მიღების წესი და დოზირება:

ხსნარი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში – 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ ოთხ საათში ერთხელ.

მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში 2 წვეთი ყოველ საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.

მალამო

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წასმული იქნას დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2-3-ჯერ დღეში;

მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.

ტობრექსის მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ქუთუთოს ჰიპერემიით და შეშუპებით, აგრეთვე კონიუქტივური ერითემით. ანალოგიური რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც. სხვა გვერდითი მოვლენები ტობრექსის გამოყენებისას არ აღინიშნება.

ტობრექსის ადგილობრივ გამოყენებასთან ერთად, სხვა ამინოგლიკოზიდების სისტემური მიღება, საჭიროებს მათი შემცველობის კონტროლს სისხლის პლაზმაში.

კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ტობრექსის ოფთალმოლოგიური მალამო გვერდით მოვლენებს იწვევს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებში (3.7%), ვიდრე ოფთალმოლოგიური მალამო – გენტამიცინი (10.6%).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადასტურდა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება. ტობრექსი ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თვალშიდა ინექციისათვის იგი არ გამოიყენება.

◄ ამინოგლიკოზიდების ადგილობრივი გამოყენებისას ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ტობრექსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უსაფრთხოების ზომები: ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდის გაძლიერებას, მათ შორის სოკოების. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.

◄ ოფთალმოლოგიურმა მალამოებმა შეიძლება გამოიწვიონ ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები ემთხვევა გვერდით მოვლენებს (წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება და ჰიპერემია).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი; ფლაკონის ან ტუბის გახსნის შემდეგ  1 თვე.

ტობრადექსი – TOBRADEX – ТОБРАДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE; TOBRAMYCIN

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი+დექსამეთაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტობრამიცინი …………    3 მგ

დექსამეთაზონი ……..     1 მგ

კონსერვანტი:

ბენზალკონიუმის ქლორიდი …..  0.01%

არააქტიური ნივთიერებები:

ტილაქსოპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის სულფატი, გოგირდმჟავა (pH-ის რეგულირებისათვის) და დისტილირებული წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ.

1 გ

ტობრამიცინი ……………..   3 მგ

დექსამეთაზონი ……………  1 მგ

კონსერვანტი:

ქლორბუტანოლი  ………….  0.5%

არააქტიური ნივთიერებები: მინერალური ცხიმი და თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტობრამიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკი (st.aureus, st. epidermidis) აგრეთვე პენიცილინაზარეზისტენტული შტამები და ზოგიერთი A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სახეობა, St. pneumoniae, Pseudomonas aeruginoza, e. coli, Klebsiela pneumoniae, Enterobacter aerogenes, Proteus mirabillis, Morganella morganii, უმეტესობა Proteus vulgaris, Haemophilus influenza- სახეობებიდან.

დექსამეთაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომელსაც გაჩნია ანთების საწინააღნდეგო, ანტიალერგიული და მადესენსიბილიზირებელი მოქმედება. იგი აგრეთვე ხასიათდება ანტიექსუდაციური და იმუნოდეპრესიული მოქმედებით. დექსამეთაზონი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს და პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში.

პრეპარატი ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან ერთად კომბინაციაში ამცირებს ინფექციური პროცესების განვითრების რისკს.

ჩვენებები:

  • ბლეფარიტი;
  • კონიუქტივიტი;
  • კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე);
  • პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

სუსპენზია

1-2 წვეთი ქვედა ქუთუთოში 4-6 სთ-ში ერთხელ.

მალამო

მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოზე 3-4-ჯერ დღეში.

შეიძლება მალამოსა და ხსნარის გამოყენება კომბინაციაში: მალამო – საღამოს ძილის წინ და ხსნარი – დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

* მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია.

* მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:

* მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;

* კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები;

* თვალის მიკრობაქტერიული ინფექცია;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

* არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს.

* არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.

! ძუძუთი კვება: ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-300C  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 1 წელი; ფლაკონის ან ტუბის გახსნის შემდეგ – 1 თვე.

ტიოგამა – THIOGAMMA – ТИОГАММА

საერთაშორისო დასახელება:

THIOCTIS ACID

მწარმოებელი: WOERWAG PHARMA GmbH and CO KG

მოქმედი ნივთიერება: თიოქტის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სინთეტური ჰიპოგლიკემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 100 ც.

1 ტაბ.

თიოქტის მჟავა ……………    600 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 20 მლ, შეფუთვაში 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ც.

1 ამპ.

თიოქტის მჟავა …………..     600 მგ

 

ვრცლად თიოქტაციდი 600 (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ტინიდაზოლი – TINIDAZOL – ТИНИДАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

TINIDAZOLE    

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტინიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 4 და 6 ტაბ.

1 მლ

ტინიდაზოლი …………….     500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ალგინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, ტალკი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალება, აქტიურია Trichomonas vaginalis,Entamoeba histolytica, Lamblia ანაერობული ინფექციების გამომწვევის (Bacteroides spp., მათ შორის B.flagilis, B.Melaninogenicus, Clostridium spp.,Fuvacterum spp., Fusobaqterium spp., Peptococcus spp., Pepotostreptococcus spp.) მიმართ.

ტინიდაზოლი მაღალპროფილური საშუალებაა, იგი აღწევს ტრიქომონადებსა და ანაერობულ მიკროორგანიზმებში, სადაც ხდება ნიტრორედუქტოზის სახით აღდგენა, თრგუნავს სინთეზს და აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

ტინიდაზოლი შინაგანი მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ტინიდაზოლი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილს შორის. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული დაკვირვებით, რომლებიც 2 გ ტინიდაზოლს ღებულობდნენ, დადგენილ იქნა, რომ სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც 40-51 მკგ/მლ-ს შეადგენდა, 2 საათის მანძილზე იყო შენარჩუნებული და 24 საათის შემდეგ მცირდებოდა 11-19 მკგ/მლ-მდე. 72 საათის შემდეგ სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენდა 1 მკგ/მლ-ს.

პრეპარატი გაივლის პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძის მეშვეობით. პრეპარატი აღწევს ასევე ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ტინიდაზოლის დაახლოებით 12% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტინიდაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებით. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტინიდაზოლის გამოყენებული დოზის 60-65% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, მათ შორის, 20-25% უცვლელი ფორმით, 5 დღის განმავლობაში. დაახლოებით 12% გამიყოფა განავლის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • ტრიქომონადოზი;
  • ლამბლიოზი;
  • ამებიოზი და მისი ღვიძლის ფორმა;
  • ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები, ან შერეული აერობული და ანაერობული ინფექციები, როგორც წესი, შესაბამისად შერჩეულ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
  • ტინიდაზოლი ასევე გამოიყენება ინფექციის – Helicobacter pylori მკურნალობის დროს, რომელსაც თან ახლავს 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადება, ვისმუტის პრეპარატებთან და ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ამოქსაცილინთან) ერთად;
  • პოსტოპერაციული ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს ღებულობენ ექიმის დანიშნულებით.

ტრიქომონადოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში.

ბავშვები: სხეულის მასის 59-75 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში.

საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის გამეორება.

ლამბლიოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი,  თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში.

ბავშვები: სხეულის მასის 59-75 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში.

საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის გამეორება.

ნაწლავური ამებიოზი

მოზრდილები: 2 გ ტინიზადოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ), ერთხელ დღე-ღამეში, 2 ან 3 დღის მანძილზე.

ბავშვები: სხეულის მასის 50-60 მგ/კგ, ერთხელ დღე-ღამეში, 3 დღის მანძილზე.

ღვიძლის ამებური აბსცესი

მოზრდილები: ინფექციის სიმძიმის მიხედვით, თითო კურსი – 4.5-12 გ ტინიზადოლი. მკურნალობის დაწყება უმჯობესია შემდეგი დოზით: 1.5-დან 2 გ-მდე დღე-ღამეში, 3 დღის მანძილზე. საჭიროებისამებრ, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება 6 დღემდე.

ბავშვები: სხეულის მასის 50-60 მგ/კგ, 5 დღის მანძილზე.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ვირუსის მკურნალობის დროს

მოზრდილები: პირველი დღე – 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი მიღებით, შემდეგ კი – 1 გ (2 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი ან 2-ჯერადი მიღებით, თითო 500 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5-6 დღეა.

მკურნალობის პროცესში სავალდებულოა სისხლის სურათის რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლი, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება განსაზღვრული არ არის.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა

მოზრდილები: 2 გ ტინიდაზოლი (4 ტაბლეტი თითო 500 მგ) ერთჯერადი მიღებით ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება განსაზღვრული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტალის გემო პირის ღრუში;

იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, თავბრუსხვევა, ატაქსია, პერიფერიული ნევროპათია (კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება) კრუნჩხვა, გარდამავალი ლიეკოპენია, შარდის მუქი შეფერილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: დიზართრია, სისუსტე.

უკუჩვენებები:

* სისხლის წარმოქმნის მოშლა;

* ბავშვები 12 წლამდე ასაკის;

* ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი გადის პლაცენტარული ბარიერს, ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში მისი მიღება უკუნაჩვენებია. ხოლო II და III ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან არსებობს ტინიდაზოლის ნაყოფზე მოქმედების პოტენციური საშიშროება.

ტინიდაზოლით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა შევწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება. პრეპარატი რძეში რჩება 72 სთ-ის განმავლობაში, ამიტომ კვების გაგრძელება დასაშვებია პრეპარატის მიღებიდან 72 სთ-ის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტინიდაზოლით მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების მიღება, რადგან შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: სიცხის შეგრძნება, კუჭის სპაზმი, ღებინება, ტაქიკარდია.

◄ მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს ნევროლოგიური დარღვევები: თავბრუსხვევა, ატაქსია, პერიფერიული ნევროპათია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს თინიდაზოლით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

◄ გენიტალური ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. პრეპარატის 6 დღეზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვაზე: ტინიდაზოლი ზრდის ავტომობილისა და მექანიზმების მართვის რეაქციის დროს. ამიტომ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი პრეპარატას ჭარბი დოზის შემთხვევები. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ტინიდაზოლით მოწამვლის დროს. აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. სასარგებლოა კუჭის ამორეცხვა. ტინიდაზოლი იოლად გამოიყოფა დიალიზის გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

– რეკომენდებული არ არის ეთიონამიდთან ერთად დანიშვნა;

– ფენობარბიტალი აჩქარებს მეტაბოლიზმს;

– ტინიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტიმოპტიკი – TIMOPTIC – ТИМОПТИК

საერთაშორისო დასახელება:

TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლაუკომის სამკურნალო საშუალება – ბეტა ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.25%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

თიმოლოლის მალეატი …………..  3.42 მგ,

მათ შორის თიმოლოლი …………  2.5 მგ

თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

თიმოლოლის მალეატი ………..    6.48 მგ

მათ შორის თიმოლოლი ……….   5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არასელექტიური ბეტა – ბლოკატორი მემბრანომასტაბილიზებელი აქტიობის გარეშე. ადგილობრივი გამოყენებისას აქვეითებს თვალშიგა წნევას წყლიანობის შემცირების გზით და მცირედ მისი უკუდენის გაზრდით. თვალშიგა წნევის შემცირება გავლენას არ ახდენს აკომოდაციაზე და გუგის ზომაზე, ამიტომ მხედველობის სიმახვილის გაუარესება არ ხდება, არ უარესდება ფერადი და ღამის მხედველობა.

მოქმედება ვლინდება ჩაწვეთებიდან 20წთ–ის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა  1–2სთ–ის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლიობა – 24სთ.

ჩვენებები:

თვალშიგა ჰიპერტენზია: ღიაკუთხოვანი გლაუკომა, მეორადი გლაუკომა (უვეალური, აფაკიური, პოსტრავმატული);

დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით: დახურულკუთხოვანი გლაუკომისას (მიოტიკებთან კომბინაციაში), თანდაყოლილი გლაუკომა (სხვა თერაპიული მეთოდების უეფექტობისას), თვლშიგა წნევის მწვავედ მომატება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს კონიუნქტივის პარკში აწვეთბენ 0.25% ხსნარის 1 წვეთს 2–ჯერ დღეში, არასაკმარისი ეფექტისას – 0.5% ხსნარის 1 წვეთს 2–ჯერ დღეში.

თვალშიგა წნევის მოწესრიგებისას შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს – 0.25% ხსნარის 1 წვეთს 1–ჯერ დღეში. ორი კონცენტრაციის მოქმედებაში ცვლილება შეადგენს 10–15%. ახალშობილებში და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში – 25% ხსნარის 1 წვეთი 2–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, რქოვანაზე დისტროფიული პროცესები.

სიფრთხილით: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მძიმე მიმდინარეობით, ბრონქიალური ასთმა, სინუსური ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა რიცხვი

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება – კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა ან ცრემლის გამოყოფის შემცირება, სინათლის შიში, რქოვანას ეპითელის შეშუპება, თვალის წვა და ქავილი, ქუთუთოების კანის ჰიპერემია, მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზედაპირული წერტილოვანი კერატოპათიის განვითარება (რქოვანას გამჭვირვალობის შემცირება) და რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, შესაძლებელია ფტოზი, იშვიათად– დიპლოპია.

სისტემური რეაქციები: პარესთეზიები, რინიტი, „გაჭედილი“ ცხვირი, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ბრადიკარდია, ბრადიარითმია, AV –ბლოკადა, მიოკარდის კუმშვადობის დაქვეითება, გულის ქრონიკული უკმარისობის გაღრმავება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, მიასთენია, პოტენციის დაქვეითება; ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვისმიერი უკმარისობა; გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი გულმკერდში, ხმაური ყურებში.

ფსიქომოტორული რეაქციების შენელება;

ალერგიული რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია ბეტა–ბლოკერებისთვის დამახასიათებელი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება.

მკურნალობა: დაუყოვნებლივ საჭიროა თვალების დაბანა წყლით ან 0.9% NaCl ხსნარით, სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისას ღამის საათებში , ასევე უნდა მოერიდოთ ცუდი განათების პირობებში მუშაობას, სადაც საჭიროა მომატებული ადაპტაცია.

ეფექტურობის კონტროლი უნდა ჩატარდეს დაახლოებით თერაპიის დაწყებიდან 3–4 კვირის შემდეგ (არა უადრეს 1–2 კვირისა). თიმოლოლის ხანგრძლივი მოხმარებისას შესაძლებელია ეფექტის დასუსტება. მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს ცრემლის გამოყოფის ფუნქციას, რქოვანას მთლიანობას და შეფასდეს მხედველობის ველი 6 თვეში 1–ჯერ. თვეში 1–ჯერ მაინც უნდა გაიზომოს თვალშიგა წნევა. პრეპარატში შემავალი კონსერვანტი შეიძლება რბილ კონტაქტურ ლინზებზე დაგროვდეს, ამიტომ მათი გამოყენება მკურნალობის დროს არ ღირს. მაგარი კონტაქტური ლინზები კი პრეპარატის  ჩაწვეთების წინ მოხსნილი უნდა იქნას და გამოყენება შეიძლება 15წთ–ის შემდეგ.

მკურნალობის პერიოდში სიფრხილის დაცვაა საჭირო ავტოტრასპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშოების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას,  სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს და კარგ მხედველობას (ჩაწვეთებიდან 0.5 სთ–ია მანძილზე).

ურთიერთქმედება:

ეპინეფრინი, პილოკარპინი, სისტემური ბეტა–ადრენობლოკატორები აძლიერებენ მოქმედებას. არ შეიძლება ერთდროულად ანტიფსიქოტროპული საშუალებების მიღება (ნეირილეპტიკები და ანქსიოლიტიკები (ტრანკვილიზატორები). აძლიერებს მიორელაქსანტების და ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას (ქლოროფორმით ან ეთერით ზოგადი ანესთეზიისას ან პერიფერიული მიორელაქსანტების გამოყენებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა). პრეპარატით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ვენაში ვერაპამილის, დილთიაზემის, (შსაძლებელია AV გამტარებლობის დათრგუნვა, ბრადიკარდიის განვითარება და არტერიული წნევის დაქვეითება). მკურნალობის დროს არ შეიძლება ეთნოლის მიღება (შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება). სიფრთხილით ინიშნება ჰიპოტენზიურებთან ერთად და სხვა ბეტა–ადრენობლოკატორებთან, ინსულინთან ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ფსიქოაქტიურ სამკურნალო საშუალებებთან, ასევე, პრეპარატებთან რომელთა მოქმედება ეპინეფრინის გაძლიერებულ გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

ტიკლიდი – TICLID – ТИКЛИД

საერთაშორისო დასახელება:

TICLOPIDINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ტიკლოპიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიაგრეგანტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ტიკლოპიდინის ჰიდროქლორიდი ………..   250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიდონ-შემავსებელი K30 – 7.80 მგ, უწყლო ლიმონმჟავა – 3.90 მგ, სტეარინის მჟავა – 0.975 მგ, თეთრი ოპადრი -10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტიკლიდი წარმოადგენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორს. იგი იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დოზადამოკიდებულ დათრგუნვას და ზრდის სისხლდენის დროს. პრეპარატი უფრო ძლიერი აქტივობით ხასიათდება in vivo, ვიდრე in vitro. თუმცა, არ არსებობს მონაცემები სისხლმიმოქცევის სისტემაში პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტების არსებობის შესახებ.

ტიკლიდი თრომბოციტების აგრეგაციის პროცესზე მოქმედებს ადენოზინდიფოსფატ-დამოკიდებული ფიბრინოგენის თრომბოციტების მემბრანასთან შეკავშირების ინჰიბირების გზით. ასპირინისაგან განსხვავებით, იგი არ იწვევს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებას. ტიკლიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ავადმყოფთა უმრავლეს ნაწილს სისხლდენის დრო და თრომბოციტების ფუნქციური მდგომარეობა ნარმალურ მაჩვენებლებს უბრუნდება ერთი კვირის განმავლობაში.

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების პროცესი ვითარდება 2 დღის განმავლობაში პრეპარატის 250 მგ საწყისი დოზით მიღებისას 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მკურნალობის მე-5-8 დღეს.

სამკურნალო დოზებში ტიკლიდი თრგუნავს ადენოზინდიფოსფატით ინდუცირებულ თრმბოციტების აგრეგაციის პროცესს 50-70%-ით, ხოლო შედარებით დაბალ დოზებში იგი ნაკლებად აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ტიკლიდის ერთჯერადი დოზით პერორალურად მიღებისას აღინიშნება მისი სწრაფი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის პლაზმაში. მაქსიმალურ კონცენტრაციას იგი აღწევს მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, რაც ადასტურებს პრეპარატის პრაქტიკულად სრულ აბსორბციას. ტიკლიდის ბიოშეღწევადობა ძლიერდება მისი ჭამის შემდეგ მიღების დროს.

პლაზმაში პრეპარატის სტაბილური მაჩვენებლები აღინიშნება მისი 7-10 დღის მიღების შემდეგ დოზით 250 მგ 2-ჯერ დღეში. ტიკლიდისს ნახევაგარმოყოფის საშუალო პერიოდი მისი სტაბილური მაჩვენებლების დროს შეადგენს დაახლოებით 30-50 სთ-ს, თუმცა, თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი არ არის დამოკიდებული პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მაჩვენებლებზე.

ტიკლიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში ერთი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.

რადიაქტიური იზოტოპით ნიშანდებული პრეპარატის პერორალურად მიღების დროს, მისი დოზის 50-60% აღმოჩენილი იქნა შარდში, ხოლო მისი კვალი – განავალში.

ჩვენებები:

  • თრომბოემბოლური ან იშემიური ინსულტი, მცირე ინსულტის იშემიური ხასიათის შექცევადი ნევროლოგიური ცვლილებები, ან თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის გარდამავალი იშემიური ფორმა, გარდამავალი მონოკულარული სიბრმავის ჩათვლით. ხშირი იშემიური შეტევების პროფილაქტიკისათვის;
  • ქვედა კიდურების არტერიების ქრონიკული მაობლიტირებელი დაავადებები (ხანგამოშვებითი კოჭლობა, შარკოს სინდრომი).
  • ექსტრაკორპორული ფაქტორებით გამოწვეული თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკა და კორექცია;
  • ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციები;
  • ქრონიკული ჰემოდიალიზი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს ჩვეულებრივად ენიშნებათ დოზით 250 მგ (2 ტაბ.) დღეში ჭამის შემდეგ.

! ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში ტიკლიდის ფარმაკოკინეტიკის ცვლილების მიუხედავად, პრეპარატის ფარმაკოლოგიური და სამკურნალო აქტივობა მისი 500 მგ-იანი დოზით მიღებისას დღეში ასაკთან მიმართებაში უცვლელია.

გვერდითი მოვლენები:

ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.

მკურნალობის პროცესში ვითარდება ჰემორაგიული გართულებები, ძირითადად ჰემატომები ან სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა, ადგილი აქვს აგრეთვე პრე- და პოსტოპერაციულ სისხლდენას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება. აღნიშნული მოვლენები ქრება 1-2 კვირის შემდეგ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ძლიერი ფაღარათით მიმდინარე კოლიტს (ლიმფოციტური კოლიტის ჩათვლით).

დერმატოლოგიური რეაქციების მხრივ: ქავილით მიმდინარე ურტიკარია და მაკულოზურ-პაპულოზური გამონაყარი. იშვიათად – პოლიმორფული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

ღვიძლის სურათის მხრივ: ჰეპატიტი (ციტოლიზური და ქოლესტაზური).

იმუნოლოგიური რეაქციების მხრივ: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება, ართრალგია, ვასკულიტი, წითელი მგლურა, პნევმონია.

უკუჩვენებები:

* ჰემორაგიული დიათეზი;

* სისხლდენის მიმართ მიდრეკილების მქონე ორგანული დაზიანებები (კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების აქტიური ფაზა, ან ჰემორაგიული ცერებროვასკულური ინსულტის მწვავე პერიოდი);

* სისხლდენის დროის  გახანგრძლივებით მიმდინარე სისხლის დაავადებები;

* ტიკლიდის მიმართ მომატებული ალერგიული რეაქცია ანამნეზში;

* ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია ან აგრანულოციტოზი ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, რის გამოც აბსოლუტური ჩვენების გარდა, მისი მიღება ამ დროს არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

კლინიკური კონტროლი

◄ პრეპარატის გვერდითი ეფექტების კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ყველა ავადმყოფს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში, უტარდება სისტემატური კონტროლი.

◄ ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს ნეიტროპენიით (ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი), თრომბოციტოპენიით და/ან ანომალური ჰემოსტაზით (ხანგრძლივი ან უჩვეულო სისხლდენები, სისხლჩაქცევები, პურპურა, მუქი განავალი), სიყვითლით (მუქი შეფერილობის შარდის ჩათვლით, ღია ფერის განავლით) გამოწვეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ.

◄ ზემოთაღწერილი რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეყვეტა. მკურნალობის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება კლინიკური და ლაბორატორიული დაკვირვების შესაბამისად.

კლინიკური დიაგნოზი: თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, ნევროლოგიური სიმპტომები, თირკმელების დისფუნქცია და მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული მოვლენები იწყება მოულოდნელად, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი 8 კვირის განმავლობაში.

◄ სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით იყენებენ 0.5-1.0 მგ/კგ მეთილპრედნიზოლონის ინექციას ვენაში., 0.2-0.4 მგ/კგ დესმოპრესინს, თრომბოციტების მასის ტრანსფუზიას.

◄ ვინაიდან ტიკლიდი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის დარღვეული ფუნქციით.

◄ ჰეპატიტის ან სიყვითლის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობა შეწყდეს.

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები

ჰემატოლოგიური: ნეიტროპენია და იშვიათად – პანციტოპენია, აგრეთვე თრომოციტოპენიის ცალკეული შემთხვევები, ან გამონაკლის შემთხვევებში – ტიკლიდის მიღებასთან დაკავშირებული ჰემოლიზური ანემია.

ღვიძლი: ტიკლიდით მკურნალობისას ხშირად ადგილი აქვს ღვიძლის ფერმენტების – ტუტე ფოსფატაზას და ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატებას (ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით 2-ჯერ).

ტიკლიდით მკურნალობა იწვევს ბილირუბინის რაოდენობის მნიშვნელოვან მომატებას.

ქოლესტერინი: ტიკლიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ადგილი აქვს შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატებას. მაღალი სიმკვრივის, დაბალი სიმკვრივის და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL-C, LDL-C, VLDL-C) და ტრიგლიცერიდების მაჩვენებლები შრატში შესაძლებელია გაიზარდოს 8-10%-ით მკურნალობიდან 1-4 კვირის შემდეგ. მკურნალობის გაგრძელებისას აღნიშნული მაჩვენებლების შემდგომი მომატება არ აღინიშნება. თანაფარდობა ლიპოპროტეინის ფრაქციებს შორის (განსაკუთრებით მაღალი სიმკვრივის – HDL და დაბალი სიმკვრივის – LDL) უცვლელი რჩება. დადგენილია, რომ აღნიშნული ეფექტი დამოკიდებული არ არის ასაკზე, სქესზე, ალკოჰოლის მიღებაზე ან შაქრიან დიაბეტზე და გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მიმდინარეობაზე.

სიფრთხილე: მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

◄ პაციენტებმა ანგინის, ცხელების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ მიმართონ მკურნალ ექიმს.

◄ გეგმიური ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე, ჰემორაგიული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს ადგილი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევებს. ამ დროს რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება (ჩვენებების მიხედვით).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტიკლიდის კომბინაციით ჰეპარინთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, სალიცილის მჟავას წარმოებულებთან, პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

– თეოფილინთან ერთად ტიკლიდის დანიშნვით იზრდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– დიგოქსინთან პრეპარატის კომბინაციის დროს მცირდება დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში (დაახლოებით 15%-ით).

– ფენობარბიტალის ხანგრძლივი გამოყენება გავლენას არ ახდენს ტიკლიდის თრომბოციტების აგრეგაციის მაინჰიბირებელ ზემოქმედებაზე.

– პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ფენიტოინთან კომბინაციაში, ამ დროს მიზანშეწონილი ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.

– ტიკლიდისა და ციკლოსპორინის კომბინაციის დროს საჭიროა ციკლოსპორინის რაოდენობის მაჩვენებლის კონტროლი, რადგან იშვიათად ადგილი აქვს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის დაქვეითებას.

– ტიკლიდის უარყოფითი ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და იმ პირებში, რომელთა სამუშაოც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება  არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ნესტისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტიზერცინი® – TISERCIN® – ТИЗЕРЦИН®

საერთაშორისო დასახელება:

LEVOMEPROMAZINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლევომეპრომაზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ლევომეპრომაზინი ………    25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა დიმეტიკონი.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, ბლისტერზე 5 ამპ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 მლ

ლევომეპრომაზინი …………   25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ასკორბინის მჟავა, და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტიური კომპონენტი ლევომეპრომაზინი მიეკუთვნება ფენოთიაზინის წარმოებულების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს. ის ძირითადად გამოიყენება მომატებული მოძრაობისა და ფსიქომოტორული აქტივობის დროს. პრეპარატი, ასევე, შეიძლება გამოიყენებოდეს შფოთვის სამკურნალოდ.

ჩვენებები:

  • მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებითა და გამოხატული შფოთვით;
  • შიზოფრენიის მწვავე შეტევა;
  • სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები.
  • ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს; ქრონიკული შიზოფრენია;
  • ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზები.

მიღების წესი და დოზირება:

ტიზერცინის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

ტაბლეტები

მკურნალობის დაწყება საჭიროა დაბალი დოზით, რომლის თანდათანობითი ზრდა შეიძლება პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა დოზის შემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე, რომლის სიდიდე განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ფსიქოზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს (გარსით დაფარული 1-2 ტაბლეტი) ყოველდღიურად ორ მიღებაზე. საჭიროებისამებრ, საწყისმა დღიურმა დოზამ შეიძლება მოიმატოს 150-250 მგ-მდე (2-3 მიღებაზე), პრეპარატის მოქმედების დაწყების შემდეგ კი შეიძლება დოზის შემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე.

! ტიზერცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

საინექციო ხსნარი

პარენტერალური შეყვანა გამოიყენება პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში.

სადღეღამისო ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 75-100 მგ (2-3 მიღებად ან ინექციად) წოლითი რეჟიმის პირობებში ან კონტროლით. კუნთში შეყვანისას პრეპარატი კუნთში ღრმად შეიყვანება. ვენაში შესაყვანად ტიზერცინი აუცილებლად უნდა კარგად განზავდეს (50-100 გ პრეპარატი 250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის იზოტონურ ხსნარში) და წვეთოვანით ნელა შეიყვანება.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება არ გაუნვითარდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გვერდითი ეფექტი. ტიზერცინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ყველაზე არსებითი და ხშირი გვერდითი ეფექტია ორთოსტატული ჰიპოტენზია (თანმხლები სისუსტით, თავბრუსხვევით, გონების დაკარგვით). ასევე, შესაძლებელია ტაქიკარდია, ადამს-სტოქსის სინდრომი, QT ინტერვალის გახანგრძლივება (პროარითმოგენური ეფექტი, თითისტარისებური პარკუჭოვანი ტაქიკარდია).

სისხლის სისტემის მხრივ: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დეზორიენტაცია, გაბრუება, მხედველობითი ჰალუცინაციები, არეული მეტყველება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები (დისკინეზია, დისტონია, პარკინსონიზმი, ოპისტოტონუსი, ჰიპერრეფლექსია), ეპილეფსიური შეტევები, მაღალი ქალასშიდა წნევა, ფსიქოზური სიმპტომების რეაქტივაცია, კატატონია.

ენდოკრინული სისტემა და მეტაბოლიზმი: გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წონის დაკლება. ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ფენითიაზინებს, განუვითარდათ ჰიპოფიზის ადენომა, მაგრამ ამ ფაქტისა და პრეპარტ ტიზერცინის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითს გამოკვლევები.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის გაუფერულება, მოშარდვის დარღვევა, ძალიან იშვიათად – საშვილოსნოს შეკუმშვები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, უსიამოვნო შეგრძნებები მუცელში, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ღვიძლის დაზიანება (სიყვითლე, ქოლესტაზი).

კანის რეაქციები: შუქმგრძნობელობა, ერითემა, პიგმენტური რეტინოპათია.

სხვა: ჰიპერთერმია, ვიტამინების უკმარისობა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაცია (არტერიული წნევის დამწევები);

* მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების ან ნებისმიერი სხვა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ;

* ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების ჭარბი დოზირება (ალკოჰოლი, ზოგადი საანესთეზიო, საძილე საშუალებები);

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* შარდის შეკავება;

* პარკინსონის დაავადება;

* გაფანტული სკლეროზი;

* მიასთენია, ჰემიპლეგია;

* მძიმე კარდიომიოპათია (სისხლის მიმოქცევის უკმარისობა);

* თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა;

* კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა);

* სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;

* პორფირია;

*ძუძუთი კვება;

* პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღწერილია განვითარების თანდაყოლილი მანკების ზოგირთი შემთხვევა იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდენ ფენოთიაზინებს, თუმცა ამ გამოვლინებების კავშირი ფენოთიაზინებთან არ იყო დამტკიცებული. ვინაიდან, არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გულდასმით იქნა შეფასებული ნაყოფისთვის რისკისა და დედისთვის სარგებლის მნიშვნელობა.

! ლევომეპრომაზინი გამოიყოფა დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, ასევე, კონტროლირებადი კვლევების არარსებობის გამო, მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტიზერცინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ლაქტოზას. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული პრეპარატის დანიშვნის დროს ლაქტოზის აუტანლობის მქონე ავადმყოფებისათვის.

◄ ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა საჭიროა რისკის და სარგებელის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.

◄ ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან და ანტიქოლინერგულ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

◄ ხანდაზმულ პაციენტებს (განსაკუთრებით დემენციით) გააჩნიათ გამოხატული მიდრეკილება ორთოსტატული ჰიპოტენზიის მიმართ, ასევე ფენოტიაზინების ანტიქოლინერგიული და სედატიური ეფექტების მიმართ. გარდა ამისა მათ განსაკუთრებით ხშირად უვითარდებათ ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები. ამიტომ დაბალი საწყისი დოზები და დოზების ეტაპობრივი გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ავადმყოფებში. ორთოსტატული ჰიპოტენზიის ასარიდებლად პაციენტი უნდა იწვეს ნახევარი საათის განმავლობაში პირველი დოზის შეყვანიდან. თუ პრეპარატის შეყვანის შემდეგ ხშირად ვითარდება თავბრუსხვევა, საჭიროა წოლითი რეჟიმის დაცვა ყოველი დოზის შემდეგ.

◄ შეძლებისდაგვარად ინექციის ადგილები უნდა შეიცვალოს, ვინაიდან პრეპარატს შესაძლოა გააჩნდეს ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება და დააზიანოს ქსოვილები. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პაციენტთა მკურნალობისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულის შეგუბებითი უკმარისობით გამტარობის დარღვევებით, არითმიით, QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივების სინდრომით ან სისხლის მიმოქცევის სისტემის არატტასბილური მდგომარეობით. როგორც სხვა ფენოტიაზინების შეყვანისა, ლევომეპრომაზინს შეუძლია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია და ძალიან იშვიათად პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

◄ პრეპარატ ტიზერცინის მიღებამდე საჭიროა ეკგ-ს რეგისტრირება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოსარიცხად, რომელიც შეიძლება იყოს მკურნალობის უკუჩვენება.

◄ მკურნალობის კურსის განმავლობაში ექიმს შეუძლია დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევა თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად. გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება შემცირდეს.

◄ კრეატინოფოსფოკინაზის მომატებული დონე, მიოგლობინურია და თირკმლის მწვავე უკმარისობის ნიშნები შეიძლება ადასტურებდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარებას (ანს), სხეულის ტემპერატურის მომატება, გაბრუება, არასტაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, კატატონია, ასევე, ანს-ის სიმპტომებია. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

◄ თუ პაციენტი მოთავსდა საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციისათვის ან დადის სტომატოლოგთან, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება ტიზერცინის ტაბლეტებით მკურნალობის შესახებ.

◄ პრეპარატის მოხსნა საჭიროა თანდათანობით. ბევრი ანტიფსიქოზური საშუალება მათ შორის ლევომეპრომაზინი, ამცირებს ეპილეფსიური კრუნჩხვითი მზადყოფნის საზღვარს და იწვევს ეპილეფსიფორმულ ცვლილებებს. ამიტომ პრეპარატის დოზის შერჩევისას ეპილეფსიით დაავადებულებში მუდმივად უნდა გაკონტროლდეს კლინიკური მაჩვენებლები.

◄ ქლორპრომაზინისათვის დამახასიათებელი ქოლესტაზური სიყვითლის ტიპის ჰეპატოტოქსიკური რეაქცია შესაძალოა გამოწვეული იყოს სხვა ფენოტიაზინებით, იგი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და მთლიანად ქრება პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

◄ აგრანულოციტოზი და ლეიკოპენია ასევე აღინიშნა ზოგიერთ ავადმყოფში ფენოტიაზინებით მკურნალობის დროს. ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლის ფორმულის რეგულარული კონტროლი ამ მოვლენათა დაბალი სიხშირის მიუხედავად.

მკურნალობის დროს და მის დაწყებამდე რეკომენდებულია შემდეგი მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი:

◄ არტერიული წნევა (განსაკუთრებით პაციენტებში არასტაბილური სისხლის მიმოქცევის სისტემით და ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებით);

◄ ღვიძლის ფუნქცია (განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის დაავადებით);

◄ სისხლის ფორმულა (ცხელებისა და ფარინგიტის დროს, ასევე ლეიკოპენიასა და აგრანულოციტოზზე ეჭვის შემთხვევაში, მკურნალობის კურსის დასაწყისში და ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში);

◄ ეკგ (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და ხანდაზმულ პაციენტებში).

◄მკურნალობის დროს და პრეპარატის მოქმედების განმავლობაში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელის აკრძალვა (პრეპარატ ტიზერცინის მიღების შეწყვეტის შემდეგ 4-5 დღის მანძილზე).

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისაგან და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც დაკავშირებული უბედური შემთხვევების მაღალ რისკთან (მაგალითად: მუშაობა სამშენებლო ხარაჩოზე), ამის შემდეგ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ამ სახით საქმიანობის გაგრძელების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სასიცოცხლო მაჩვენებლების ცვლილებები (ხშირად ჰიპერტენზია და ჰიპერთერმია), გულის კუნთში გამტარებლობის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია/ფიბრილაცია, თითისტარისებური პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა), ექსტრაპირამიდული სიმპტომები, სედატიური ეფექტი, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება (ეპილეფსიური შეტევები) და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.

მკურნალობა: რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, წყალ-ელექტროლიტური ბალანსი, თირკმლის ფუნქციები, შარდის მოცულობა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, ეკგ. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მქონე პაციენტებისათვის საჭიროა, ასევე, სისხლის შრატის, კფკ-სა და სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

მონიტორინგი პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად, საჭიროა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

– ჰიპოტენზიის დროს: სითხის ინტრავენური გადასხმა, ტრენდელენბურგის მდგომარეობა, დოფამინი და/ან ნორადრენალინი (ლევომეპრომაზინის პროარითმოგენული ეფექტის არსებობასთან დაკავშირებით, საჭიროა მზად იყოს ნაკრები რეანიმაციისათვის; დოფამინის ან/და ნორადრენალინის შეყვანის დროს საჭიროა ეკგ-ის მონიტორინგი. კრუნჩხვითი მდგომარეობის დროს შეიძლება დიაზეპამის შეყვანა, ხოლო კრუნჩხვების განახლების დროს – ფენიტოინი ან ფენობარბიტალი. რაბდომიოლიზის დროს საჭირო მანიტოლის დანიშვნა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია არ არის ეფექტური.

არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა, რადგან შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევები და თავის და კისრის დისტონიურმა რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღებინები მასის ასპირაცია. კუჭის ამორეცხვა და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი საჭიროა განხორციელდეს პრეპარატის მიღებიდან 12 საათის შემდეგაც კი, რადგან კუჭიდან შიგთავსის ევაკუაცია შენელებულია ლევომეპრომაზინის ანტიქოლინერგიული ეფექტის გამო. შეწოვის დამატებითი დაქვეითებისათვის რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტიზერცინი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

– ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გამოხატული ჰიპოტენზიის რისკის გამო;

– მაო-ს ინჰიბიტორები, რადგან შესაძლებელია პრეპარატ ტიზერცინის ეფექტის ხანგრძლივობისა და მისი გვერდითი მოვლენების სიმძიმის მომატება.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატ ტიზერცინის და შემდეგი პრეპარატების შეთავსების დროს:

– ანტიქოლინერგული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები; H1-ანტიჰისტამინური და ზოგიერთი ანტიპარკინსონული საშუალებები, ატროპინი, სკოპოლამინი, სუქცინილქოლინი) ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერების გამო (პარალიზური ნაწლავური გაუვალობა, შარდის შეკავება, გლაუკომა). სკოპოლამინთან, კომბინაციის დროს აღინიშნება ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები;

– საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს (ნარკოტიკები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ანქსიოლიზურები, სედატიური და საძილე პრეპარატები, ტრანკვილიზატორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას ცნს-ზე.

– საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ ცნს-ს (მაგალითად, ამფეტამინის წარმოებულები) ახდენენ მსუბუქ მასტიმულირებელ ეფექტს.

– ლევოდოფა ასუსტებს ამ პრეპარატის ეფექტს.

– პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები: მათი ეფექტურობა იკლებს და შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია.

– საშუალებები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (ზოგიერთი ანტიარითმიული პრეპარატი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო აზოლები, ციზაპრიდი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი, ასევე, დიურეტიკების არაპირდაპირი ეფექტი, რომელიც ამცირებენ კალიუმის დონეს); ამ ეფექტებმა შეიძლება განიცადოს სუმაცია და მოიმატოს არითმიის რისკმა.

– დილევალოლი: ეს პრეპარატი და ტიზერცინი მეტაბოლიზმის ურთიერთდამუხრუჭების გზით აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს. ერთდროული შეყვანის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ერთი ან ორივე პრეპარატის დოზის შემცირება. არ არის გამორიცხული სხვა ბეტა-ბლოკატორებთან ანალოგიური ურთიერთქმედება.

– პრეპარატები, რომლებიც იწვევს შუქმგრძნობელობას: ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

– ალკოჰოლი: ცნს-ის დათრგუნვა ძლიერდება ორივე ნივთიერების ზემოქმედებით და ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების ალბათობა იზრდება;

სხვა: ვიტამინი C-თან ერთდროული შეყვანა ამცირებს ამ ვიტამინის დეფიციტს, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატ ტიზეცინის გამოყენებასთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტიენამი – TIENAM – ТИЕНАМ

საერთაშორისო დასახელება:

IMIPENEM; CILASTATIN

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: იმიპენემი+ცილასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.

1 ფლ.

იმიპენემი  …………………………….         500 მგ

ცილასტატინის ნატრიუმი …………….     500 მგ

სხვა ინგრედიენტი: ნატრიუმი (ბიკარბონატი) ……….. 37.5 მგ

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

იმიპენემი ……………………………………………………… 500 მგ

ცილასტატინის ნატრიუმი …………………………     500 მგ

სხვა ინგრედიენტი: ნატრიუმი (ბიკარბონატი) ….. 32 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტიენამი შედგება ორი კომპონენტისგან:

იმიპენემი, ტიენამიცინის წარმოებული, ბეტალაქტამის ჯგუფის ანტიბიოტიკების – კარბაპანემის პირველი წარმომადგენელი. იმიპენემი თრგუნავს ბაქტერიის კედლის სინთეზს და გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ასევე აერობების და ანაერობების მიმართ ავლენს ბაქტერიოციდულად მოქმედებს.

ცილასტატინის ნატრიუმი ფერმენტია, რომელიც თრგუნავს იმიპენემის მეტაბოლიზმს თირკმელებში და ზრდის მის კონცენტრაციას საშარდე გზებში.

ტიენამი მოქმედებს: Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus, Enterococcus faecalis და Bacteroides fragilis,-ზე, აგრეთვე იმ ბაქტერიებზე, რომელთა მიმართაც ანტიბიოტიკები ნაკლებად ეფექტურნი არიან. ტიენამი მდგრადია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზას მოქმედების მიმართ, რის გამოც იგი ეფექტურია. მას გააჩნია მრავალი მიკროორგანიზმის მიმართ საწინააღმდეგო აქტივობა.

ტიენამის მოქმედების სპექტრი ფაქტიურად მოიცავს ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან ბაქტერიას. იგი in vitro აქტიურია აერობული გრამუარყოფითი მიმართ: Achromobacter spp., Acinetobacter spp. (ადრე Mima – Herellea), Aeromonas hydrophila, Alcaligenes spp., Bordetella bronchicanis, Bordetella bronchiseptica, Bordetella pertussis, Brucella melitensis, Campylobacter spp., Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (მათ შორის Citrobacter diversus, Citrobacter freundii), Eikenella corrodens, Enterobacter spp. (მათ შორის, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi (ბეტა- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Klebsiella ozaenae), Legionella spp., Moraxella spp., Morganella morganii (ადრე Proteus morganii), Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Proteus spp. (მათ შორის Proteus mirabilis, Proteus vulgaris) Plesiomonas shigelloides, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri (ადრე Proteus rettgeri), Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas putida, P.stutzeri), Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi), Serratia spp. (მათ შორის Serratia liquefaciens, Serratia marcescens), Shigella spp., Yersinia spp. (მათ შორის Yersinia enterocolitica, Yersinia pseudotuberculosis);

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Bacillus spp., Enterococcus faecalis, Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes, Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus spp. B ჯგუფის (მათ შორის. Streptococcus agalactiae), Streptococcus spp. C, G, ჯგუფიდან; Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans (ალფა და გამა ჰემოლიტური შტამების ჩათვლით);

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Porph romonas asaccharolytica (ადრე Bacteroides asaccharolytica), Prevotella bivia (ადრე Bacteroides bivius), Prevotella disiens (ადრე Bacteroides disiens), Prevotella intermedia (ადრე Bacteroides intermedius), Bacteroides melaninogenicus, Bacteroides uniformis, Bilophila wadswerthia, Fusobacterium spp. (მათ შორის Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum), Veillonella spp.;

ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Actinomyces spp., Clostridium spp. (მათ შორის Clostridium perfringens), Eubacterium spp., მიკროაეროფილური სტრეპტოკოკები, Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterium spp. (Propionibacterium acnes-ს ჩათვლით), Bifidobacterium spp., Lactobacillus spp., Mobiluncus spp., Mycobacterium fortuitum, Mycobacterium smegmatis.

 

ტიენამი არ მოქმედებს  Xanthomonas maltophilia (ადრე Pseudomonas maltophilia) და Pseudomonas cepacia ზოგიერთი შტამები.

ტიენამი სინერგიულად მოქმედებს ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში Pseudomonas aeruginosa. -ს წინააღმდეგ.

 

ტიენამი ეფექტურია შერეული აერობულ-ანაერობული ინფექციების მკურნალობისა და დაავადების გამომწვევი ბაქტერიის დადგენამდე მკურნალობის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის ცნობილი.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:

  • მუცლის ღრუს ინფექციები;
  • სასუნთქი გზების ინფექციები;
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • სეპტიცემია;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ინფექციური ენდოკარდიტი;
  • შერეული ინფექციები.

ტიენამი არ გამოიყენება მენინგიტის სამკურნალოდ. ის რეკომენდებული პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

საშუალო დღიური დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, სხეულის წონასა და თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე.

მოცემული დოზები გათვალისწინებულია 70 კგ წონის თირკმელბის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებზე. დოზა მცირდება ნაკლები წონისა და70 მლ/წთ/1.73 კვ.მ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსისას.

! დაუშვებელია პრეპარატის ინტრამუსკულარული ფორმის ინტრავენურად შეყვანა.

პრეპარატი ინტრავენურად გამოიყენება სეფსისის, ენდოკარდიტის, Pseudomonas aeroginosa-თი გამოწვეული პნევმონიისა და ინფექციური შოკის დროს.

ინტრავენური ინფუზიისთვის რეკომენდებულია 1-2 გ დღეში, დაყოფილი 3-4 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 4 გ-ს. მსუბუქი ხასიათის ინფექციებისას რეკომენდებულია ტიენამი 250 მგ ყოველ 6 საათში.

საშუალო სიმძიმის ინფექციებისას რეკომენდებულია ტიენამი 500 მგ ყოველ 8 საათში,

მძიმე ინფექციების დროს 500 მგ – 1 გ 6-8 საათის ინტერვალით.

სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს 1 გ ყოველ 6 საათში. 500 მგ-ზე ნაკლები დოზის ინფუზია ხდება 20-30 წთ განმავლობაში, ხოლო 500 მგ-ზე მეტის 40-60 წთ განმავლობაში. ინფუზიის დროს გულისრევის შემთხვევაში ინფუზიის სიჩქარე ნელდება.

პოსტოპერაციული ინფექციის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 1 გ პრეპარატის შეყვანა.

• ტიენამი არ ინიშნება 5 მლ/წთ/1.73 კვ.მ. კლირენსის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჰემოდიალიზი ტარდება ყოველ 48 საათში. ტიენამი კეთდება ჰემოდიალიზის დასრულებიდან და 12 საათის შემდეგ.

40 კგ-ზე ნაკლები წონის და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 15 მგ/კგ ტიენამი ყოველ 6 საათში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. 40 კგ-ზე მეტი წონის დროს რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.

ფლაკონის შიგთავსს უნდა დაემატოს 100 მლ გამხსნელი (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი, 5% დექსტროზა, 5% და 10% მანიტოლი). მიღებული ხსნარი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ხსნარის მისაღებად არ გამოიყენება ლაქტატის შემცველი გამხსნელები.

კუნთებში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საშუალო დოზა შეადგენს 500-700 მგ ყოველ 12 საათში, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა 1.5 გ.

Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული ურეთრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ტიენამი 500 მგ ერთჯერადად. ინექცია კეთდება ღრმად კუნთებში.

20 მლ/წთ/1.73 კვ.მ. კლირენსის დროს პრეპარატის დოზირება არ იცვლება.

ხსნარის მომზადება კუნთებში გამოყენებისას: ფხვნილს ემატება 2 მლ 1%-იანი ლიდოკაინი ან საინექციო წყალი.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ინტრავენური ინფუზიის დროს – ერითემა ინფუზიის ადგილზე ტკივილი, ინფილტრატი, თრომბოფლებიტი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ცხელება, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, დერმატიტი.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტრანსამინაზების, ბილირუბინის ზომიერად მომატება. იშვიათად აღინიშნება ფსევდომემბრანული  კოლიტი, ჰეპატიტი.

ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, კუმბსის დადებითი რეაქცია.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: კრეატინინის და ნარჩენი აზოტის მომატება, იშვიათად ოლიგურია/ანურია, პოლიურია, თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: მიოკლონია, ფსიქიკის შეცვლა (ჰალუცინაციები, პარესთეზიები, ცნობიერების დაბინდვა, ეპილეფსიური გულყრა).

პაციენტები კარგად იტანენ ტიენამს. გვერდითი მოვლენები იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათად გვხდება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* ტიენამი, მომზადებული ლიდოკაინით, უკუნაჩვენებია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის და შოკის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულებში შესწავლილი არ არის, რის გამოც ამ პერიოდში იგი სიფრთხილით გამოიყენება.

არ არის ცნობილი ტიენამი გადადის თუ არა დედის რძეში. მკურნალობის დროს სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტიენამი ეფექტურია იმ მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებზედაც ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები და პენიცილინი არ მოქმედებს.

♦ ტიენამი გამოიყენება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ონკოლოგიურ პაციენტებში სეფსისის არსებობისას.

♦ არსებობს ჯვარედინი ალერგიის შემთხვევები ტიენამის და სხვა ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების, პენიცილინის და ცეფალოსპორინების ერთად გამოყენებისას. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ალერგიის არსებობა ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების მიმართ. მკურნალობის პერიოდში ალერგიის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

♦ ფაქტიურად ყველა ანტიბიოტიკი იწვევს ფსევდომემბრანულ კოლიტს, ამიტომ იგი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების არსებობისას. ამ დროს პირველი სიმპტომი დიარეის გამოვლენა შეიძლება იყოს.

♦ ნერვული სისტემის მხრივ მოვლენები ძირითადად ვითარდება დოზის გადაჭარბების დროს, ანამნეზში ნერვული სისტემის დაავადების და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების არსებობისას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეკომენდებული დოზის დაცვას ასეთ პაციენტებში. ტიენამით მკურნალობის დროს კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია არ უნდა შეწყდეს თუ ანამნეზში ეპილეფსია აღინიშნება.

♦ პრეპარატით მკურნალობის დროს ტრემორის, მიოკლონიის გამოვლენისას, საჭიროა ნევროლოგიური გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თუ სიმპტომები არ გაქრა ტიენამის დოზა მცირდება ან საერთოდ უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება.

♦ მენინგიტის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი. ტიენამი სიფრთხილით გამოიყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.

♦ ტიენამი გამოიყენება ბავშვებში სეფსისის დროს. მკურნალობა გრძელდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

♦ არ არის რეკომენდებული ტიენამის გამოყენება 3 თვემდე ასაკისა და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:

არ არის მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტიენამის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებელია ლაქტატებთან, ამიტომ ხსნარის მოსამზადებლად ლაქტატის შემცველი გამხსნელი არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ი/ვ -2 წელი; ი/მ -3 წელი.

საინფუზიოდ დამზადებული ხსნარი 4 საათის განმავლობაში ინახება ოთახის ტემპერატურაზე და 24 საათი მაცივარში. კუნთებში ინექციისათვის დამზადებული ხსნარი უნდა გაკეთდეს დამზადებიდან არა უმეტეს 1 საათში.

ტიბერალი – TIBERAL – ТИБЕРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ORNIDAZOL

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ორნიდაზოლი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი  ……………..  500 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 6 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ორნიდაზოლი   ………….     1000 მგ

 

ვრცლად ორნისიდი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!