Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 449

ტერცეფი – TERCEF – ТЕРЦЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: BALKANPHARMA-RAZGRAD, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……..    1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერცეფი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედებით. მისთვის დამახასიათებელია ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი, მაღალი აქტივობა სხვადასხვა სახის ბაქტერიების, განსაკუთრებით გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ტერცეფის ბაქტერიციდული მოქმედების მექანიზმი, როგორც პენიცილინებთან ახლოს მდგომი სხვა ცეფალოსპორინების, მდგომარეობს უჯრედის გარსის ბიოსინთეზის ინჰიბირებაში.

იგი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: ფაკულტატური ანაერობები -Staphilococcus aureus (პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Staphilococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები A ჯგუფის (S.pyrogens )სტრეპტოკოკები Bჯგუფის (S.agalactiae)  Streptococcus viridans, არაენტეროკოკური სტრეპტოკოკები D ჯგუფის; Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Haemophilus dicreyi, Klebsiella spp., Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa, (ზოგიერთი შტამები მდგრადია), Salmonella spp. (S.typhi ჩათვლით), Serratia spp. (მათ შორის S.marcescens) Shigella spp., Vibrio spp., (მათ შორის V.cholerae) Yersinia spp., (მათ შორის Y.enterocoliticva). მკრთალი სპიროქეტას – Treponema pallidum; აერობების – Neisseria meningitidis,Pseudomonas aeruginosa;  ობლიგატური ანაერობები – ბაქტეროიდების ნაირსახეობანი(ზოგიერთი შტამების ჩათვლით B.fragilis), Clostridium (C.difficile-ს უმეტესი შტამები ხასიათდებიან რეზისტენტობით), Peptococcus, Peptostreptococcus, fusobacterium (F.mortiferum-ის და F. varium-ის ჩათვლით)

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი ხასიათდება მაღალი სტაბილურობით. კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 43-80 მკგ/მლ-ში. მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაციები სისხლში შენარჩუნებულია 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. გაივლის პლაცენტას, მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ტერცეფის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე და იგი ვარირებს 6-დან 9 სთ-მდე, თუმცა მის გახანგრძლივებას ადგილი აქვს ავადმყოფებში თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს. იგი აქტიური ფორმის სახით (50%-მდე) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 48 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაახლოებით 40-65% შეუცვლელი სახით ელიმინირდება ორგანიზმიდან შარდთან ერთად, ძირითადად გლომერულული ფილტრაციით. დანარჩენი ნაწილი (30-60%) გამოიყოფა ნაღველთან ერთად და იდენტიფიცირდება ფეკალურ მასაში შეუცვლელი აქტიური ფორმით და არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

თირკმელების უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს პრეპარატის ექსკრეცია შეფერხებულია.

ჩვენებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების (განსაკუთრებით პნევმონიები, ბრონქიტები) ინფექციები;
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები;
  • თირკმელების და საშარდე გზების ინფექციები;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • კანის (მისი დანამატების ჩათვლით) ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული სტრეპტოდერმიები;
  • მენინგიტების მკურნალობა;
  • ძვლების და სახსრების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაწლავური ინფექციები;
  • გაურთულებელი გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით;
  • სეპტიცემია;
  • ლაიმას დაავადება, ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნური სისტემით;
  • იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ტერცეფი შეყავთ ღრმად კუნთებში ან ვენაში. კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის პრეპარატს ხსნიან 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 0.5 გ-ს ხსნიან 2 მლ ლიდოკაინის ხსნარში, 1 გ-ს 3.5 მლ-ში. შესაძლებელია აგრეთვე საინექციო წყლის გამოყენება. ვენაში შეყვანის დროს პრეპარატს ხსნიან სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 0.5 გ-ს ხსნიან 5 მლ გამხსნელში. 1 გ-ს – 1 მლ-ში.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით დღეღამური დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (შეყავთ 1-2-ჯერ დღეში ან ნახევარი დოზით 2-ჯერ დღეში). მძიმე შემთხვევებში დღეღამური დოზას ზრდიან 4 გ-მდე, შეჰყავთ 2-ჯერ 12 სთ-იანი ინტერვალით.

ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში ცეფტრიაქსონის დოზაა – 20-50 მგ/კგ წონაზე.

ბავშვებში 2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე დღეღამური დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ წონაზე.

ვენაში შეყვანის დროს 50 მგ/კგ-ზე მეტი დოზით ბავშვებში პრეპარატი შეჰყავთ პარციულად 30 წთ-იანი შესვენებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე. ძირითადად იგი  შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე  ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი დროით მკურნალობა. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, უმრავლესი ინფექციური დაავადების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს.

 

გვერდითი მოვლენები:

ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ღებინება, ფაღარათი, ფსევდომემბრანული კოლიტის საწყისი სიმპტომები, იშვიათად – ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლის შედედების პერიოდის გახანგრძლივება, გამონაყარი, კანისა და ლორწოვანი გარსების ქავილი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

 

პრეპარატის ვენაში განმეორებით შეყვანის დროს გამორიცხული არ არის ფლებიტის განვითარება.

უკუჩვენებები:

* ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ;

* ლიდოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (კუნთებში მისი ინექციების დროს);

* პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტერცეფს არ ახასიათებს ემბრიო და ფეტოტოქსიკური მოქმედება, ისევე როგორც ტერატოგენული ეფექტი, თუმცა ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში საჭიროა პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის უკმარისობით გამოწვეული მძიმე დაავადებების დროს პრეპარატის დოზას ამცირებენ.

♦ ავადმყოფებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 1 მლ-წთ-ში, ანტიბიოტიკის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

♦ ტერცეფს არ ახასიათებს უარყოფითი მოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და იმ პირებზე, რომლებსაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტერცეფის კომბინაციისას ამინოგლიკოზიდებთან ვითარდება სინერგიზმი. ამ დროს საჭიროა აღნიშნული პრეპარატების ოპტიმალური დოზების შერჩევა.

– ტერცეფის ხსნარის შერევა სხვა ხსნარებთან, ან მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული  არ არის.

– ტერცეფის და ძლიერი დიურეზელი საშუალებების კომბინაციით თირკმელებში ცვლილებები არ აღინიშნება.

– პრობენეციდს არ ახასიათებს ტერცეფის გამოყოფის პროცესზე ზემოქმედება.

– ტერცეფთან ერთად ალკოჰოლის გამოყენებით არ აღინიშნება რაიმე რეაქცია, ხოლო დისულფირამთან კომბინირებისას ადგილი აქვს  ალდეჰიდდეჰიდროგენაზას დათრგუნვას და ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტის მომატებას.

– ტერცეფი შეუთავსებელია ვანკომიცინთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, გახსნის შემდეგ – 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში) არა უმეტეს 24 სთ-სა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტერფენადინი შტადა – TERFENADINE STADA – ТЕРФЕНАДИН ШТАДА

საერთაშორისო დასახელება:

TERFENADINE

მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ტერფენადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20, 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ტერფენადინი ………            60მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ლაქტოზა 1H2O, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ჩვენებები:

  • ანტიჰისტამინური საშუალება ალერგიის სამკურნალოდ.
  • გამოიყენება ალერგიული სურდოსა და კონიუნქტივიტის დროს ანთების მოვლენების შესამცირებლად, ასევე კანის ალერგიული დაავადებებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილთათვის და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომელთა სხეულის წონაც 50 კგ-ზე მეტია შემდეგი დოზირებით:

ალერგიული სურდო და ალერგიული კონიუნქტივიტი:

საწყისი დოზა 1 ტაბ. (60 მგ) დღეში, რომელიც შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დღეში ორ ტაბლეტამდე (120 მგ) გავზარდოთ. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის ერთდროულად ან დღეში 2-ჯერ მიღება.

კანის ალერგიული დაავადებები:

საშუალოდ დღეში 2-ჯერ 1 ტაბ (60 მგ). შესაძლებელია 2 ტაბლეტის (120 მგ) მიღება დილას.

• ტკივილის არასაკმარისი გაყუჩების შემთხვევაში არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. დაუშვებელია დამატებით სხვა ანტიჰისტამინურ საშუალებასთან მისი კომბინირება (იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე).

• ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით (1/2-1 ჭიქა).

• დაუშვებელია გრეიპფრუტის წვენთან ერთად მიღება.

• თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევისას (განსაკუთრებით, როდესაც კრეატინინის კლირენსი 40 ნაკლებია ვიდრე მლ/წთ-ში) საჭიროა დოზის 50%-ით შემცირება. ასაკის გამო თირკმელების ფუნქციის დარღვევისას ტერფენადინის დოზის ცვლილება აუცილებელი არაა.

• მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ყველაზე მძიმე, მაგრამ იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს QT-ინტერვალის გახანგრძლივება. შესაძლებელია აღმოცენებულ იქნას პარკუჭოვანი, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო რითმის დარღვევა (პარკუჭოვნი ტაქიარითმია), როგორიცაა მაგალითად პარკუჭოვანი ტაქიკარდია, torsades depointes, მოციმციმე არითმია და გულის გაჩერება.

გულის ფრიალი შეიძლება არითმიის წინამორბედი ნიშანი იყოს.

პრეპარატის მიღებას შეიძლება თან მოჰყვეს სისხლის წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცნობიერების გარდამავალი დაკარგვა და კრუნჩხვითი შეტევები.

სხვა გვერდითი მოვლენები: ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, დეპრესია, გაბრუება, დაღლილობა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, კანკალი, ოფლიანობა, არასასიამოვნო შეგრძნებები, მხედველობის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიოშეშუპება (კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება), ბრონქოსპაზმი, ქავილი;

კანის სიმპტომები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა და ფოტოსენსიბილიზაცია);

თმის ცვენა, ალოპეცია, პირის, ცხვირის და ყელის სიმშრალე;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ტკივილები, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ნაღველდენის შეფერხება, სიყვითლე, ჰეპატიტი;

თროთმბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გალაქტორეა, დისმენორეა, ხშირი დიურეზი, ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ.

უკუჩვენებები:

* დაუშვებელებია პრეპარატის გამოყენება ტერფენადინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

* ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ხარისხით დარღვევისას ტერფენადინის ინაქტივაცია შეიძლება საგრძნობლად იქნას შენელებული. განსაკუთრებით იმ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირებას.

* ტერფენადინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთში აღგზნების გატარების შეფერხება (QT-ინტერვალის გახანგრძლივება), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევით.

დაუშვებელია ტერფენადინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას, მაგალითად, სიყვითლე, ჰეპატიტი ან ღვიძლის ციროზი;

– კომბინირებული დანიშვნა (აგრეთვე, გარეგანი გამოყენებისას) სოკოს ან ანტიმიკრობულ გარკვეულ პრეპარატებთან, მაგალითად მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოზამიცინი ან ტროლეანდომიცინი;

– მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდით (გულსისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება) კომბინირებული მკურნალობის დროს;

– იმ მედიკამენტებით მკურნალობის დროს, რომლებიც ღვიძლში ტერფენადინის დაშლას აფერხებენ;

– მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება;

– აგრეთვე დაუშვებელია პრეპარატის მიღება გულის კუნთში აღგზნების გატარების ცნობილი თანდაყოლილი დარღვევის დროს (QT-ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ფუნქციის იშვიათი დარღვევა, რასაც შეუძლია გულის არითმიის გამოწვევა). იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია QT-ინტერვალის გახანგრძლივება, მაგალითად:

– პაციენტისათვის შემაწუხებელი ბრადიკარდია;

– გულის რითმის დარღვევები ანამნეზში;

– გულის ყველა სხვა დაავადება, რომელიც ტკივილს იწვევს;

– კომბინირებული გამოყენება გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები);

– ურთდროული მკურნალობა სხვა საშუალებებთან, რომლებიც QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ;

– ელექტროლიტური დარღვევა, განსაკუთრებით, კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონე პლაზმაში;

– თანმხლები დაავადებები (მაგალითად, კვების დარღვვევა, ხშირი ღებინება ან დიარეა) ან ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური ცვლის დარღვევა.

ორსულობა და ლატაცია:

! ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტერფენადინი არ ინიშნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლო სარგებელი სჭარბობს პოტენციურ რისკს. არ მოიპოვება მონაცემები ნაყოფზე მისი მოქმედების უსაფრთხოების შესახებ. დადგენილია, რომ ტერფენადინი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტერფენადინი არ არის განკუთვნილი 12 წლის ასაკამდე, ან სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისათვის.

◄ ტერფენადინის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გაახანგრლივობს QT-ინტერვალი სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი რითმის დარღვევებით (ვენტრიკულური ტაქიარითმია, პარკუჭების ტაქიკარდია, და პარკუჭების ციმციმი), შემდეგ შემთხვევებში:

– ჭარბი დოზირება;

– პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით;

– სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას, რომლებიც ღვიძლში ნივთიერებათა ცვლას აბრკოლებენ. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აღენიშნებათ QT -ინტერვალის გახაგრძლივება.

◄ მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში არ იქნა დადგენილი ტერფენადინის მომადუნებელი ზემოქმედება, ყურადსაღებია შემდეგი ჩივილები: პროსტრაციის მდგომარეობა, სისუსტე, დაღლილობა და თავბრუსხვევა, ოფლიანობა, კანკალი, ძილის დარღვევა და ღამის შიშები, რომლებიც ტერფენადინის არაპირდაპირი მოქმედებით უნდა იყოს გამოწვეული.

აღნიშნული სიმპტომების გამო შესაძლებელია ყურადღების კონცენტრაციისა და რეაგირების უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება საფრთხე შექმნას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების მომსახურებისას. ალკოჰოლი ზრდის აღნიშნულ საშიშროებას.

ჭარბი დოზირება:

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის (როგორც ერთჯერადი, ასევე დღიურის) გადაჭარბება.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება QT ინტერვალის ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი და სხვა ჩვეულებრივი ზომები, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა და ა.შ.

დოზის გადაჭარბების ნიშნებია: პირის სიმშრალე, დისკომფორტი, ღებინება, დაღლილობა, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, თავის ტკივილი, კანკალი, ცალკეულ შემთხვევებში კრუნჩხვითი შეტევები, გულის აჩქარება ან ფრიალი, სისხლის წნევის დაქვეითება და გულის რითმის დარღვევა.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება დანიშნულების მიხედვით, გაორმაგებული დოზის განმეორებითი მიღების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია შეანელოოს ტერფენადინის მეტაბოლიზმი. დაუშლელი ტერფენადინის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვოს QT -ინტერვალის გახანგრძლივება. გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევებით.

შემდეგმა საშუალებებმა შეიძლება შეანელონ პრეპარატის ინაქტივაცია (დაუშვებელია მათი მიღება ტერფენადინთან ერთად):

– სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიმიკრობული (აგრეთვე, გარეგანი პრეპარატები): მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოსამიცინი ან ტროლეანდომიცინი;

– მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდი (გულ-სისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება);

– სეროტონინის ცვლაზე მოქმედი ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, ნეფაზოდონი, პაროქსეტინი, ციტალოგრამი (ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება), HIV-პროტეაზას ინჰიბიტორები ინდინავირი, რიტონავირი, საკვინავირი, ნელფინავირი (შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება);

– გრეიპფრუტის წვენის მიღება, რადგან შეიძლება ტერფენადინის დაშლა შეაფერხოს.

გულზე მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ტერფენადინის სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის დროს, რომლებსაც პოტენციურად გულის რითმის დარღვევები შეუძლიათ გამოიწვიონ. ამგვარი საშუალებებია:

– ანტიჰისტამინური მედიკამენტები ალერგიებისა და თივის ცხელების სამკურნალოდ, რომლებიც QT -ინტერვალს ახანგრძლივვებენ;

– ანტიარიათმიული პრეპარატები (განსაკუთრებით I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები);

– ბეპრიდილი (სტენოკარდიის საწინააღმდეგო საშუალება);

– ტრიმეტოპრიმი, ოფლოქსაცინი (ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება);

– ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალება);

– დეპრესიებიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ლითიუმი) საწინააღმდეგო გარკვეული მედიკამენტები;

– პრობუცილი (ჰიპოლიპიდემიური საშუალება);

– მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ ელექტროლიტურ ცვლაზე, აგრეთვე იწვევენ QT – ინტერვალის გაზრდას. ამის მაგალითია ზოგიერთი დიურეზული, საფაღარათო საშუალებები და სტეროიდული ჰორმონები მაღალ დოზებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ტერჟინანი – TERGYNAN – ТЕРЖИНАН

მწარმოებელი: Laboretoires du Docteur

E.BOUCHARA, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური ტაბლეტები: ბლისტერზე 6 და 10 ც.

1 ტაბ.

ტერნიდაზოლი ……………………….  0.2 გ

ნეომიცინის სულფატი ………..      100 მგ

ნისტატინი …………………….. 100 000 სე

პრედნიზოლონი ……………………    3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, ლაურილსულფატი, არომატული კომპოზიცია -ჰერანიოლი, ციტრონელოლი, ბურბონიის ჰერანი, მიხაკის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერჟინანი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიაში ადგილობრივად.

პრეპარატის  მოქმედების ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი ინგრედიენტებით:

ტერნიდაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც ხასიათდება ტრიქომონაციდური მოქმედებით, აქტიურია აგრეთვე ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ გარდნერელების მიმართ;

ნეომიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია;

ნისტატინი – პოლიენების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება მაღალეფექტურობით candida-ს ჯგუფის  სოკოების მიმართ;

პრედნიზოლონი წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდს, კარგად გამოხატული ანთების საწინააღმედგო მოქმედებით.

შემავსებლები განაპირობებენ საშოს ლორწოვანი გარსის მთლიანობას და მის მუდმივ pH-ს.

ჩვენებები:

ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით მათ შორის:

  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ბაქტერიული ვაგინიტი, გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
  • საშოს ტრიქომონიაზი;
  • ვაგინიტები გამოწვეული candida -ს ჯგუფის სოკოებით;

ვაგინიტების პროფილაქტიკა, მათ შორის:

  • გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი.
  • მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი.
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების (სპირალის) ჩადგმის წინა და შემდგომი პერიოდი.
  • საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი;
  • ჰისტეროგრაფიული გამოკვლევის წინა პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

ენიშნებათ 1 ტაბ. დღეში ძილის წინ. მკურნალობის თერაპიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 10 დღეს.

მიკოზის დადგენის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიზარდოს 20 დღემდე.

რეკომენდებული არ არის მკურნალობის შეწყვეტა მენსტრუაციის დროს.

საშოში პრეპარატის მოთავსებამდე, სასურველია ტაბლეტის დასველება 20-30 წამით, შემდეგ კი აუცილებელია 10-15 წთ-იანი წოლითი რეჟიმი.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები – წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

ზოგიერთ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

სისტემური სისხლმიმოქცევის პროცესში აბსორბციის დაბალი ხარისხის მაჩვენებლების გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტერბონილი კანის სპრეი 1% – TERBONILE 1% Dermal Spray – ТЕРБОНИЛ 1% спрей н/к

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: ბილიმ ფარმასიუტიკალსი

თურქეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშუალებები სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10მგ/1გრ 30 მლ ბოთლში

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით აღჭურვილი, ფართო სპექტრის მქონე საშუალება კანის, თმისა და ფეხის ფრჩხილების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Trichophyton (მაგ. T. rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.tonsurans, T.violaceum), Microsporum (მაგ. M.canis), Epidermophyton floccosum ve Candida cinsi maya (მაგ. C.albicans) და Pityrosporum. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს წინააღმდეგ. საფუარების მიმართ აქტივობა ფუნგიციდური ან ფუნგისტატურია, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე.

ტერბინაფინი ხელს უშლის ადრეულ საფეხურზე სოკოების სტეროლის ბიოსინთეზს. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა აკუმულირებას, რისი შედეგიც არის სოკოს უჯრედის სიკვდილი. ტერბინაფინი მოქმედებს სქვალენ ეპოქსიდაზას ინჰიბირებით სოკოს უჯრედულ მემბრანაში. ფერმენტი სქვალენ ეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტოქრომ P450 სისტემასთან. ტერბინაფინი არ ახდენს ზეგავლენას ჰორმონების ან სხვა წამლების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ტოპიკური გამოყენების შემდეგ დოზის 5%-ზე ნაკლები შეიწოვება. ამიტომ მისი სისტემური ზეგავლენა ძალიან მცირეა.

ჩვენებები:

გამოიყენება მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

– Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი);

– Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი);

– Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია);

– კანის კანდიდოზი;

– Pity riasis versicolor (ფერადი ლიქენი).

მიღების წესები და დოზები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენების.

თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:

მოზრდილები:

ტერბონილი კანის სპრეი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ტერბონილ კანის სპრეის გამოყენებამდე გაასუფთავეთ და გააშრეთ დაზიანებული ადგილი. შეაშხურეთ სპრეი დაზიანებულ კანზე და მიმდებარე ადგილებზე თხელი ფენით.

მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:

Tinea corporis, cruris: 1 კვირა, დღეში ერთხელ;

Tinea pedis (თითებსშორისი ტიპი): 1 კვირა, დღეში ერთხელ;

Pityriasis versicolor: 1 კვირა, დღეში ორჯერ;

კლინიკური სიმპტომები ხშირად ქრება რამდენიმე დღეში. მოუწესრიგებელი გამოყენებას და მკურნალობის ნაადრევ შეწყვეტას თან ახლავს რეციდივის განვითარების საშიშროება.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულები არ საჭიროებენ განსხვავებულ დოზირებას. მათ განსხვავებული გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებათ.

ბავშვები:

გამოცდილება ბავშვებში ჯერ კიდევ შეზღუდულია.

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების ადგილზე შეიძლება აღინიშნებოდეს სიწითლე, ქავილი ან ჩხვლეტა; მიუხედავად ამისა, ამ მიზეზის გამო მკურნალობა იშვიათად წყდება. ამას სჭირდება განსხვავება ალერგიული რეაქციისაგან, რომელიც იშვიათია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

არასასურველი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება:

უკუნაჩვენებია პირებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან სპრეის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

B კატეგორიის პრეპარატი: ნაყოფის ტოქსიურობა და ცხოველებზე ჩატარებული ფერტილობის კვლევები უარყოფით ზეგავლენას არ ავლენენ. თუმცა კლინიკური გამოცდილება ორსულ ქალებში ტერბონილთან დაკავშირებით არ არსებობს, ამიტომ ტერბონილი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია:

ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში და ამიტომ ძუძუთი კვების დროს ტერბონილის გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

ვინაიდან ტერბონილ კანის სპრეიში შემავალმა ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, იგი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჭრილობებით.

ტერბონილ კანის სპრეი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა. მოერიდეთ თვალებზე მოხვედრას, თვალში შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, თვალი უნდა გამოირეცხოს წყლით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზირება:

ტერბონილის კანის სპრეის შემთხვევაში ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ტერბონილის კანის სპრეის შემთხევვითი მიღების დროს, ტერბონილის ტაბლეტის ჭარბი დოზირების სიმპტომები (მაგ. თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ტკივილი და თავბრუ) შეიძლება განვითარდეს. ჭარბი დოზირების რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს წამლის ელიმინაციას, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატურ შემანარჩუნებელ მკურნალობას. 23,5%-იანი ალკოჰოლის შემცველობა სპრეის ხსნარში ასევე გასათვალისწინებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტერბონილ კანის სპრეისთან წამლების ურთიერთქმედებები არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. ნუ შეინახავთ მაცივარში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ტერბონილი (ტაბლეტები) – TERBONILE (TABLETS) – ТЕРБОНИЛ (таб)

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: ბილიმ ფარმასიუტიკალსი


კლინიკურ
–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის;  სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

250 მგ 14/28 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით აღჭურვილი, ფართო სპექტრის მქონე საშუალება კანის, თმისა და ფეხის ფრჩხილების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Trichophyton (მაგ. T. rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.tonsurans, T.violaceum), Microsporum (მაგ. M.canis), Epidermophyton floccosum ve Candida cinsi maya (მაგ. C.albicans) და Pityrosporum. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს წინააღმდეგ. საფუარების მიმართ აქტივობა ფუნგიციდური ან ფუნგისტატურია, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე.

ტერბინაფინი ხელს უშლის ადრეულ საფეხურზე სოკოების სტეროლის ბიოსინთეზს. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა აკუმულირებას, რისი შედეგიც არის სოკოს უჯრედის სიკვდილი.

ტერბინაფინი მოქმედებს სქვალენ ეპოქსიდაზას ინჰიბირებით სოკოს უჯრედულ მემბრანაში. ფერმენტი სქვალენ ეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტოქრომ P450 სისტემასთან. ტერბინაფინი არ ახდენს ზეგავლენას ჰორმონების ან სხვა წამლების მეტაბოლიზმზე.

პერორალური გამოყენებისას, წამალი კონცენტრირდება კანში ფუნგიციდურ აქტივობასთან დაკავშირებულ დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ერთჯერადი პერორალური დოზა 250 მგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (70%). ტერბინაფინი საშუალო მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას – 0.97 მკგ/მლ აღწევს მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. შეწოვის ნახევარპერიოდი 0.8 საათია, ხოლო განაწილების ნახევარპერიოდი – 4.6 საათი. ტერბინაფინის ბიოშეღწევადობაზე ზეგავლენას ახდენს საკვები, თუმცა დოზა კორექციას არ საჭიროებს.

პლაზმაში, ტერბინაფინი >99%-ით შეკავშირებულია პლაზმურ ცილებთან. ის სწრაფად დიფუნდირდება კანიდან და კონცენტრირდება ლიპოფილურ შრეში. ტერბინაფინი ასევე სეკრეტირდება კანის ცხიმოვან ქსოვილში, და მაღალ კონცენტრაციებს აღწევს თმის ფოლიკულებში, თმასა და ცხიმოვანი ქსოვილით მდიდარ კანში. ასევე არსებობს მონაცემები, რომ ტერბინაფინი ნაწილდება ფრჩხილების ფირფიტაში მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ტერბინაფინი მეტაბოლიზდება სულ მცირე 7 CYP იზოფერმენტით, განსაკუთრებით CYP2C9, CYP1A2, CYP3A4, CYP2C8 და CYP2C19-ით.

ბიოტრანსფორმაცია წარმოქმნის მეტაბოლიტებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების გარეშე, რომლებიც უპირატესად შარდში გამოიყოფა. ნახევრად დაშლის პერიოდი არის 17 საათი. აკუმულაცია არ ვითარდება. ფარმაკოკინეტიკაში ასაკობრივი ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა ელიმინაციის სიჩქარე შეიძლება შემცირებული იყოს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით, სისხლში ტერბინაფინის უფრო მაღალი დონის წარმოქმნით.

ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა პაციენტებში ადრე არსებული ღვიძლის დაავადებით, ნაჩვენებია, რომ ტერბინაფინის კლირენსი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.

ჩვენებები:

სოკოვანი ინფექციები:

  • ონიკომიკოზები;
  • Tinea capitis;
  • Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი);
  • Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი);
  • Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია).

მიღების წესები და დოზები:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ჩვენებებზე.

თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:

უფროსები: ტერბონილი 250 მგ ტაბლეტი რეკომენდებულია დღეში ერთხელ.

კანის ინფექციები

მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:

Tinea pedis (თითებს შორისი, ტერფის ტიპის) : 2-4 კვირა

Tinea corporis, cruris : 2-4 კვირა

Cutaneous candidiasis : 2-4 კვირა

დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობა შეიძლება მიკრობიოლოგიური მკურნალობიდან რამდენიმე დღეში შეინიშნებოდეს.

თმისა და თავის ქალას ინფექციები

მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:

Tinea capitis: 4 კვირა

Tinea capitis განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში.

ონიქომიკოზი: უმრავლესობა პაციენტში წამატებული მკურნალობის ხანგრძლივობა არის 6-12 კვირა.

თითის ფრჩხილების ონიქომიკოზი: უმრავლესობა შემთხვევაში 6-კვირიანი მკურნალობა საკმარისია.

ფეხის ფრჩხილების ონიქომიკოზი: უმრავლესობა შემთხვევაში 12-კვირიანი მკურნალობა საკმარისია. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებში, რომელთა ფრჩხილის ზრდა ნელია. ოპტიმალური კლინიკური ეფექტურობა მიიღწევა მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. ეს ხანგრძლივობა დაკავშირებულია დროსთან, რომელიც საჭიროა ჯანმრთელი ფრჩხილის ზრდისათვის.

ხანდაზმულებში გამოყენება: ტერბინაფინის გვერდითი მოვლენების პროფილი ისეთივეა რაც ახალგაზრდა პაციენტებში. დოზირების კორექცია ასეთ პაციენტებში საჭირო არ არის. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია ამ ჯგუფში (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).

გამოყენება ბავშვებში: 2 წლის ასაკამდე ბავშვებში (

2 წლის ზემოთ ბავშვებში, ტერბონილი 250 მგ ტაბლეტები კარგად აიტანება.

სხეულის წონა

20-40 კგ: ნახევარი ტაბლეტი ტერბონილი (125 მგ) დღეში ერთხელ.

>40 კგ: 1 ტაბლეტი ტერბონილი (250 მგ) დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

ტერბონილის ტაბლეტები კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი ან ზომიერია და გარდამავალი.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები*: კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (დისპეფსია, შებერილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, მუცლის მსუბუქი ტკივილი, ფაღარათი), კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება) და ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები (ართრალგია და მიალგია).

არახშირი*: გემოს დარღვევები გემოს დაკარგვით. ეს მოვლენები ნელა ალაგდება წამლის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

იშვიათი*: მძიმე ჰეპატობილიარული დისფუნქციის შემთხვევები, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ქოლესტაზური ტიპი) (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).

ძალიან იშვიათი*: კანის მძიმე რეაქციები (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ანაფილაქტოიდური რეაქციები. კანის პროგრესული გამონაყარის არსებობისას, ტერბინაფინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. აღინიშნება ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და აგრანულოციტოზი. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ასევე აღინიშნება თმის ცვენა.

სიხშირე: ძალიან ხშირი ≥ 10%, ხშირი ≥ 1% –

არასასურველი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება:

ტერბონილის (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ის არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

B კატეგორიის პრეპარატი: ორსულებში ტერბონილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს; ამიტომ იგი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია: ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში და ამიტომ ძუძუთი კვების დროს ტერბონილით მკურნალობა არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის მანიშნებელი ნიშნები ან სიმპტომები, როგორებიცაა ქავილი, გაურკვეველი პერსისტული გულისრევა, ანორექსია ან სისუსტე, ან სიყვითლე, მუქი შარდი, ან უფერული განავალი, ღვიძლის წარმოშობა უნდა დადასტურდეს და ტერბონილით მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. გვერდითი მოვლენები).

ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა პაციენტებში ადრე არსებული ღვიძლის დაავადებით უჩვენეს, რომ ტერბონილის კლირენსი შეიძლება შემცირდეს 50%-ით. ტერბონილის თერაპიული გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ან აქტიური დაავადებით არ შესწავლილა პროსპექტულ კლინიკურ კვლევებში, და ამიტომ რეკომენდებული არ არის.

პაციენტებმა თირკმლის დარღვეული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი 300 მმოლ/ლ) უნდა მიიღონ ნახევარი დოზა.

In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს CYP2D6 – განპირობებულ მეტაბოლიზმს. In vitro მონაცემები შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყოს პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ნივთიერებებს, რომლებიც ამ ფერმენტით მეტაბოლიზდებიან, როგორიცაა ციკლოსპორინი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, და მონოამინოქსიდაზა ინჰიბიტორები (MAO-I) ტიპი B.

ჭარბი დოზირება:

არსებობს ჭარბი დოზირების (5 გრ-მდე) შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის ტკივილი და თავბრუ, ქავილი და პოლაკიურია. ჭარბი დოზირების რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს წამლის ელიმინაციას, ძირითადად აქტივირებული ნახშირის დანიშვნითა და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატური შემანარჩუნებელი მკურნალობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტერბინაფინი ამჟღავნებს უმნიშვნელო უნარს მოახდინოს ისეთი წამლების კლირენსის ინჰიბირება ან სტიმულირება, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სხვა ფერმენტებით (მაგ. ციკლოსპორინი, ტოლბუტამინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, პერორალური კონტრაცეპტივები).

In vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკორსომებზე უჩვენეს, რომ ტერფენადინი არ აინჰიბირებს ტოლბუტამიდის, ეთინილესტრადიოლის, ეთოქსიკუმარინისა და ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს. In vivo წამლების ურთიერთქმედების კვლევებმა, რომელიც ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი არ მოქმედებს ანტიპირინის, დიგოქსინისა და ტერფენადინის კლირენსზე. ტერფენადინი აქვეითებს IV კოფეინის კლირენსს 19% თანაფარდობით. ის ასევე ზრდის ციკლოსპორინის კლირენსს 15% თანაფარდობით.

მიუხედავად ამისა, ინ ვიტრო კვლევებმა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს CYP2D6 -განპირობებულ მეტაბოლიზმს. ეს In vitro მონაცემები შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყოს პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ამ ფერმენტით მეტაბოლიზებულ ნივთიერებებს, როგორებიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები და მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები ტიპი ბ (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).

მენსტრუალური დარღვევების ზოგიერთი შემთხვევა (ჭარბი სისხლდენა და არარეგულარული ციკლი) აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ტერბინაფინს ღებულობენ სხვა პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, თუმცა, ამ არარეგულარობის სიხშირე მსგავსია სიხშირისა პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ პერორალურ კონტრაცეპტივებს ღებულობენ.

ტერბინაფინის პლაზმური კლირენსი შეიძლება გაძლიერდეს წამლებით, რომლებიც ასტიმულირებენ მეტაბოლიზმს (როგორიცაა რიფამპიცინი) და შემცირდეს წამლებით, რომლებიც აინჰიბირებენ ციტოქრომ P450-ს (როგორიცაა ციმეტიდინი).

ასეთი პრეპარატის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობისას, ტერბინაფინი დოზირება შესაბამისად უნდა შეირჩეს.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბნელ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.


შენახვის ვადა:
2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

ნუ გამოიყენებ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

ტერბიზილი (ტაბლეტები) – TERBISIL – ТЕРБИЗИЛ

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ………. 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ულტრაამილოპექტინი, სილიციუმის ჰიდროფილური კოლოიდური ორჟანგი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • პრეპარატს იყენებენ კანის, თავის თმიანი ნაწილის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

სოკოს იდენტიფიკაციის ჩატარება მიზანშეწონილია წინასწარი ლაბორატორიული კვლევით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ძირითადად ინიშნება პრეპარატის 1 ტაბ. (250 მგ) დღე-ღამეში.

ტერბიზილ 250 მგ ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის დადგენა ხდება ექიმის მიერ. იგი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და მის სიმძიმეზე. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტით შესაძლებელია დაავადების რეციდივის განვითარება.

ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დროს პრეპარატის მიღება საჭიროა ჯანმრთელი ფრჩხილის მოცილებამდე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი დასნებოვნება (მაგ. დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).

ტაბლეტების მიღება წარმოებს ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტის მიღების დავიწყებისას შემდეგი ტაბლეტის  მიღებამდე 4 სთ-ზე მეტი დროის დარჩენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მიღება. მაგრამ 4 სთ-ზე ნაკლები დროის დარჩენის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტის შემდეგ მიღებამდე დაცდა.

გვერდითი მოვლენები:

♦ პრეპარატი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, მუცლის ქვედა არეში ტკივილი, დიარეა, მადის დაკარგვა, კანზე გამონაყარი, გემოს შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება.

♦ იშვიათად – სახსრების და კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და მკურნალობის შემდეგ მალევე ქრება.

♦ ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარება, ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* პრეპარატის გამოყენება ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა 4 კგ-ზე ნაკლებია მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებული მითითები:

◄ ტერბიზილი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

◄ გულისრევის, მადის დაკარგვის, ყელის ტკივილის, ტემპერატურის მომატების, თვალის სკლერების და კანის ყვითლად შეფერვის, შარდის გამუქების ან ღია ფერის განავალის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მუცლის არეში ტკივილი.

ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტერბიზილთან სხვა პრეპარატების კომბინაციისას, მათი ურთიერთქმედების გამო, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურამდე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცპტით.

ტერბიზილი – TERBISIL – ТЕРБИЗИЛ

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, ,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 15 გ

1 გ

ტერბინაფინი ……………..  10 მგ

 

ვრცლად ლამიზილი (კრემი)

ტერაფლუ გრიპისა და გაცივების საწინააღმდეგო – THERAFLU FLU AND COLD – ТЕРАФЛУ ПРОСТУДА И ГРИП

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA CUTICALS, კანადა

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწვავე რესპირატორული დაავადებების (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები) და გაცივების სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: ერთჯერად პაკეტებში, შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

პარაცეტამლი  ………………………………325 მგ

ფენირამინის მალეატი …………………    20 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ……   10 მგ

ასკორბინის მჟავა ………………………..    50 მგ

დამხმარე კომპონენტები:

ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატდიჰიდრატი, ყვითელი საღებავი №6, ყვითელი საღებავი №10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ციებ-ცხელება, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, სურდო, ცემინება და კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

გახსენით ერთ პაკეტში მოთავსებული ფხვნილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში. პრეპარატი უნდა მიიღოთ ცხლად შესაძლებელია შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.

განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 3 დოზაზე მეტი.

ტერაფლუს მიღება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. თუმცა საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ღამით ძილის წინ. თუ ვერ შენიშნავთ სიმპტომების შემსუბუქებას პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ასევე ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

პარაცეტამოლის შემადგენლობის გათვალისწინებით – სისხლის სისტემის დარღვევები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზების ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის, თირკმელის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქიალური ასთმა), შარდის გამოყოფისას სირთულეების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ფერმენტის დეფიციტის დროს.

♦ ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ასევე, პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ.

♦ პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვა, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს.

♦ თუ პრეპარატის მიღების პერიოდში, დაავადება გრძელდება გახანგრძლივებული ციებ-ცხელებით, თან აღინიშნება ტემპერატურის განმეორებითი მომატება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

♦ არ გამოიყენოთ დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატი.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში; მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

სანამ ექიმს მიმართავდეთ ამოირეცხეთ კუჭი, მიიღეთ აქტივირებული ნახშირი და მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას.

– იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტერაფლუ ® გრიპისა და გაცივების საწინააღმდეგო ექსტრა – THERAFLU® FLU AND COLD EXTRA – ТЕРАФЛУ® ПРОСТУДА И ГРИП ЕКСТРА

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; PHENIRAMINE; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: FAMAR FRANCE, NOVARTIS

CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მრდ-სა და “გაცივების” სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება (მაანელგეზირებელი არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეზური + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი (ვაშლისა და დარიჩინის გემოთი) შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 21.78 გ, შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

პარაცეტამოლი ……………………..       650 მგ

ფენირამინის მალეატი ………………..    20 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …..  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ეთილმალტოლი, კარამელი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი, ლიმონმჟავა, ვაშლის არომატიზატორი ხელოვნური, ვაშლის-დარიჩინის არომატიზატორი ნატურალური.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატია, გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები – გრიპი, მრვი (“გაცივება”), რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის შეგუბება, ცემინება და კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება შიგნით. ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა განზავდეს 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. მიიღება ცხელი სახით. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.

განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში არა უმეტეს 3 დოზისა 24 საათის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს ავლენს ძილის წინ, ღამე მიღებისას. თუ პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები:

♦ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებულობა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება, ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, გულისცემა, არტერიული წნევის აწევა, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება.

♦ პარაცეტამოლის არსებობის გათვალისწინებით: იშვიათად – სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპნია, აგრანულოციტოზი);

♦ მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* პორტული  ჰიპერტენზია;

* ალკოჰოლიზმი;

* თირკმლის უკმარისობა;

* ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმლის, ფილტვების მძიმე დაავადებები (მ.შ. ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს. თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინი-ჯონსონისა და როტარის სინდრომები).

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების პრევენციისათვის პრეპარატის მიღებას არ შეიძლება ახლდეს ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვ ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიის არეში;

ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი პირველი 6 სთ, დონატორების SH- ჯგუფების და გლუტატიონი – მეთიონინის სინთეზის წინამორბედების შეყვანა ჭარბი დოზის მიღებიდან 8-9 საათში და N-აცეტილცისტეინის შეყვანა 12 საათში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღებისას.

– პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი იწევს, როდესაც მასთან ერთად ინიშნება ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები.

–  აძლიერებს სედაციური საშუალებების ეთანოლის მოქმედებას. ეთანოლი აძლიერებს ფენირამინის სედაციურ მოქმედებას.

– ანტიდეპრესიულები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინური წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირში სიმშრალის, ყაბზობის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე. მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტერაფლექსი ადვანსი – THERAFLEX ADVANCE – ТЕРАФЛЕКС АДВАНС

საერთაშორისო დასახელება:

GLUCOSAMINE; Na CHONDROITINE SULPHATE; IBUPROFEN

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინი+ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი+იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 60 და 120 ც.

1 კაფს.

გლუკოზამინის სულფატი ……………………     250 მგ

ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი ……..   200 მგ

იბუპროფენი ………………………………….       100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილვინილპიროლიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისაგან და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას.

გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ააქტიურებს პროტეოგლიკანების, ჰიალურონისა და ქონდროიტინგოგირდმჟავას, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი აგრეთვე ახდენს ძვლის ქსოვილში კალციუმის დეპონირების ნორმალიზებას.

იბუპროფენს ახასიათებს სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი  ეფექტი.

ჩვენებები:

  • ტკივილისა და ანთების სხვა სიმპტომების აღმოსაფხვრელად;
  • ოსტეოართროზის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების გამწვავების დროს, აგრეთვე
  • გამოიყენება სახსრების ტრავმების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში გამოიყენება 2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. პრეპარატის შემდგომი გამოყენება შეთანხმებული უნდა იქნას ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა.

ცნს-ის მხრივ: შესაძლოა თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა.

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები);

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადია;

* მხედველობის ნერვის დაავადებები;

* სისხლწარმოქმნის პროცესის დარღვევა;

* გულის ქრონიკული უკმარისობა;

* ფენილკეტონურია;

* 12 წლამდე ასაკი.

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება;

◄ მკურნალობის დასაწყისში, პაციენტებში ღვიძლისა  და თირკმლის დაავადებებით, გულის ქრონიკული უკმარისობით, რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი;

◄ სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში;

◄ ანამნეზში კუჭის წყლულის არსებობისას,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას;

◄ გლუკოკორტიკოიდებითა და აასს-ით ერთდროულად ხანგრძლივად მკურნალობისას;

◄ მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას.

– ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (ბეტა-ადრენობლოკატორების, დიურეტიკების (ფუროსემიდი, ჰიპოთიაზიდი) მოქმედებს.

– აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

– აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება აძლიერებს გართულებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!