Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 451

ტენონიტროზოლი – TENONITROZOLE – ТЕНОНИТРОЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ანტიტრიქომონადურ საშუალებას. ტენონტიროზოლი აქტიურია Trichomonas vaginalis-ის მიმართ. მოქმედებს ტრიქომონაციდურად, ასევე აქტიურია Candida albicans-ის მიმართ.

ჩვენებები

  • შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზი (ქალებში და მამაკაცებში).

დოზირების რეჟიმი

პერორალურად 200-250 მგ 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. ინტრავაგინალურად 100 მგ 1-2-ჯერ დღეში. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, პერორალური მიღებისას დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სკლერების მოყვითალო შეფერილობა, ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

* მომატებული მგრძნობელობა ტენონიტროზოლის  მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ საჭიროა ორივე სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

♦ ტენონიტროზოლით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება;

♦ აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

♦ თუ ჩატარებულია პრეპარატით მკურნალობის რამოდენიმე კურსი, მისი დამთავრების შემდეგ საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

♦ არ არის რეკომენდებული ტენონიტროზოლის ერთდროული გამოყენება დისულფირამთან.

ტენზისპესი – TENSISPES – ТЕНСИСПЕС

საერთაშორისო დასახელება:

BUSPIRON HCL

მწარმოებელი: SPECIFAR S.A., საბერძნეთი

მოქმედი ნივთიერება: ბუსპირონის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაბენზოდიაზეპინის ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბუსპირონის ჰიდროქლორიდი  ……….  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტატი, ნატრიუმის სახამებელი, გლუკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • მოუსვენრობა, განგაში, პანიკური შიში;
  • მსუბუქი დეპრესია;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
  • დიფუზური და ტოქსიური ჩიყვი;
  • კლიმაქტერული და პრედმენსტრუალური სინდრომი;
  • ალკოჰოლიზმით შეპყრობილ ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომის  კუპირება;
  • ორგანული ნევროზები.

მიღების წესი და დოზირება:

საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში 2 ან 3-ჯერ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ყოველ 2 ან 3-ჯერ დღეში საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 45 მგ-ს. ოპტიმალური თერაპიული შედეგი მიიღწევა დოზით 20-30 მ გ დღეში გაყოფილი 2 ან 3 მიღებად.

თირკმლისა და ღვიძლის დარღვევების დროს დოზა უნდა შემცირდეს.

გვერდითი მოვლენები:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, და გულისრევა.

უკუჩვენებები:

* ორსულობა, ლაქტაცია;

* 18 წლამდე ასაკი;

* თუ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია) ბუსპირონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება;

* წარსულში ეპილეფსიური კრუნჩხვები ან ეპილეფსია.

განსაკუთრებული მითითებები:

სედატიური ან ჰიპნოზური საშუალებები, რომლებსაც ბუსპირონის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე ღებულობდა პაციენტი, უნდა მოიხსნას თანდათანობით.

ბუსპირონის ჰიდროქლორიდი დამოკიდებულების ეფექტს არ იწვევს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პაციენტმა განსაკუთრებით უნდა აცნობოს ექიმს თუ ის ღებულობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ წამლებს „ანტიდეპრესანტებს ან ანტიფსიქოზურ საშუალებებს“, ანტიკოაგულანტებს ან საგულე საშუალებებს.

– ალკოჰოლთან გამოყენება: მიუხედავად იმისა, რომ ბუსპირონის ჰიდროქლორიდი განსხვავებით დიაზეპამისა ან ლორაზეპამისა არ აძლიერებს ალკოჰოლის მიერ გამოწვეულ ფსიქომოტორულ ფუნქციებს, ალკოჰოლთან ბუსპირონის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში 25-300C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ, უსაფრთხო ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტენზიომინი – TENSIOMIN – ТЕНСИОМИН

საერთაშორისო დასახელება:

CAPTOPRIL

მწარმოებელი: EGIS Pharmaceuticals, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: კაპტოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კაპტოპრილი …………  12.5 მგ

1 ტაბ.

კაპტოპრილი ………..   50 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

კაპტოპრილი ………   50 მგ

1 ტაბ.

კაპტოპრილი ………  100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არტერიული წნევის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემა. სხვადასხვა ეტიოლოგიის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების და მისი სტაბილიზაციის მიზეზია ამ სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევები. ამ პრესორული სისტემის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ანგიოტენზინ I გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ში, რომელიც ორგანიზმში წარმოადგენს ერთ-ერთ ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს. კაპტოპრილის მოქმედების ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი რეალიზდება აგფ ინჰიბირების შედეგად არტერიოლებისა და ვენულების დილატაციით, სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებით. მათი საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით, რაც ამცირებს გულზე პრე- და პოსტდატვირთვას და იწვევს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას.

ტენზიომინის რაციონალური კომბინირება შესაძლებელია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან. სხვა ვაზოდილატატორებთან შედარებით იგი არ იწვევს წყლის შეკავებას ორგანიზმში. ჰიპერტენზიის გარკვეული ფორმების დროს (რენოვასკულური ჰიპერტონია და რენული ჰიპერტენზიის სხვა ფორმები), ტენზიომინი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო პრეპარატს.

ჩვენებები:

  • ესენციური ჰიპერტონია (ასევე ჰიპერტენზიის რეზისტენტული ფორმები, რომლებიც რეფრაქტერულია სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მიმართ), ავთვისებიანი ჰიპერტონია;
  • რენოვასკულური ჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კალციუმის ანტაგონისტებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან დიურეზულ საშუალებებთან);
  • აუტოიმუნური ნეფროპათია (სკლეროდერმია, წითელი მგლურა სწრაფად პროგრესირებადი);
  • ხანდაზმულ ავადმყოფებში;
  • ჰიპერტონული დაავადება თანმხლები შაქრიანი დიაბეტით;
  • გულის უკმარისობის დროს პრე- და პოსტდატვირთვის შესამცირებლად (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არაეფექტურია დიურეზული საშუალებების კომბინირება საგულე გლიკოზიდებთან);
  • კონგესტიური კარდიომიოპათია;
  • როგორც დიაგნოსტიკური საშუალება რენოვასკულური ჰიპერტენზიის და კონის სინდრომის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისათვის:

ჰიპერტონია:

საწყისი დოზა 12.5 მგ 3-ჯერ დღეში. არასაკმარისი ჰიპოტენზიური ეფექტის შემთხვევაში დოზას ზრდიან 50 მგ-მდე. დასაშვებია ტენზიომინის კომბინაცია თიაზიდურ შარდმდენ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან (კალციუმის ანტაგონისტები, პრაზოზინი, დიჰიდრალაზინი). თუ პრეპარატის დღეღამური დოზა აღემატება 300 მგ-ს, საგრძნობლად მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

რენოვასკულური და რენოპარენქიმატოზული ჰიპერტონია:

6.25 -12.5 მგ 3-ჯერ დღეში, შემანარჩუნებელი დოზა თანდათანობით იზრდება 25 მგ-მდე (3-4-ჯერ დღეში).

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:

კრეატინინის კლირენსი
(მლ/წამი/კვ.მ)
დოზა
(მგ)
0-41300
40-21150
20-1175
1037.5

გულის უკმარისობა:

მკურნალობა იწყება დოზით 6.25 მგ 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან.

პედიატრია:

პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მკაცრი ჩვენების მიხედვით (პირველ რიგში რენოვასკულური და რენოპარენქიმატოზური ჰიპერტენზიის დროს).

რეკომენდებული დღეღამური დოზაა 1-2 მგ/კგ. ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე 1 საათით ადრე. პრეპარატის დოზის დადგენა ხდება სტაციონარში.

ამბულატორიულ პირობებში აუცილებელია პირველი დოზის (6.25 მ ან 12.5 მგ) ეფექტის შეფასება: არტერიული წნევის გაზომვით 3 საათის განმავლობაში ყოველ 30 წუთში ერთხელ.

ადექვატური დოზის დასადგენად საჭიროა უფრო ხშირი კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

♦ მაღალი დოზების მიღების დროს ხშირად ადგილი აქვს:

♦ პროტეინურიას, რომელიც ვითარდება მემბრანულ გლომერულოპათიასთან ერთად, აგრეთვე შესაძლებელია ნეფროზული სინდრომის განვითარება;

♦ ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, რომელიც ვლინდება მიელოიდური ჰიპოპლაზიის შედეგად;

♦ გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, სახის სიწითლე;

♦ გარდამავალი ძლიერი ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ავადმყოფებში გულის უკმარისობით, რომლებიც მკურნალობდნენ დიურეზული საშუალებებით;

♦ ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია;

♦ მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, აფტოზური გამონაყარი პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, პეპტიური წყლული, ქოლესტაზი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა.

♦ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, პარესთეზიები;

♦ ღვიძლის ფერმენტების, აზოტის, კრეატნინის მაჩვენებლების მომატება, სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა, ცრუ დადებითი რეაქცია აცეტონზე შარდში.

♦ გვერდითი მოვლენები ხშირად ვითარდება აუტოიმუნური პროცესების დროს, რის გამოც ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციების სისტემატური კონტროლი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ლეიკო- ან თრომბოპენია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით (6.25 მგ 2-3-ჯერ დღეში). დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით. მკურნალობის დაწყებამდე შემდგომში კი ყოველთვიურად საჭიროა შარდში ალბუმინურიის კონტროლი. თუ მისი მაჩვენებელი აღემატება 1 გ/დღეში, მკურნალობის გაგრძელება ხდება სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. მისი გაზრდა ხდება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, ამიტომ მე-9 თვიდან კონტროლი აუცილებელია ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.

◄ ავადმყოფებში რენოვასკულური ჰიპერტონიით, მარილებისა ან წყლის დაკარგვით, რენინის გაძლიერებული გამოყოფა იწვევს კაპტოპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდას.

◄ ავადმყოფებში გულის უკმარისობით პრეპარატით მკურნალობა ტარდება სტაციონარის პირობებში. პრეპარატის საწყისი დოზა ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიურეზული საშუალებებით შეადგენს 6.25-12.5 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში.

◄ ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა შემოწმდეს ყოველთვიურად, ხოლო შემდგომში 3 თვეში ერთხელ.

◄ ავადმყოფებში აუტოიმუნური დაავადებებით, ლეიკოციტების რაოდენობის სისხლში კონტროლი წარმოებს პირველი 3 თვის განმავლობაში 2 კვირაში ერთხელ, შემოდგომში 2 თვეში ერთხელ. თუ ნეიტროფილების რაოდენობა შემცირდა 1.109/ლ-მდე პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს:

– ინფექციის და შეშუპების პირველი ნიშნების დროს;

– მკურნალობის თვითნებური შეწყვეტისას;

– სითხის გაძლიერებული დაკარგვის, ოფლიანობის, ღებინების, დიარეის დროს.

– ავადმყოფს ეკრძალება ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.

ჭარბი დოზირება:

ჰიპოტონიის შემთხვევაში საჭიროა ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა. კაპტოპრილის ელიმინირება სისტემური სისხლმიმოქცევიდან წარმოებს დიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია კაპტოპრილის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის შრატში (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), ვინაიდან შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება:

– ვაზოდილატატორებთან (შესაძლებელია ჰიპოტონია);

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ტენზილინი – TENZILIN – ТЕНЗИЛИН

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ელ ფარმის“ შეკვეთით, ფარმაცევტული საწარმო შ.პ. ს. „ბიოფარმი–ლ“ – საქართველო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები

1 ტაბ. შეიცავს ვალსარტანი ……………. 160მგ

ამლოდიპინი  …………………………….. 10მგ

ჰიდროქლორთიაზიდი …………………  25მგ

დამხმარე ნივთიერების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ლაქტოზა – 0,24გ, სახამებელი – 0.12გ, მაგნიუმის სტეარატი – 0.005გ, პოლივინილპიროლიდონი – 0.01გ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული კომბინირებული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მოქმედების მექანიზმები ერთმანეთს ავსებს და იწვევენ მკვეთრად გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

ამლოდიპინი – აინჰიბირებს კალციუმის იონებს, ტრანსმემბრანულ შეღწევადობას კარდიომიოციტებში და რბილი ქსოვილების უჯრედებში. არ იწვევს კატექოლამინების შემცირებას ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაშიც. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამლოდიპინის მიღება იწვევს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას. ზრდის თირკმელშიდა ფილტრაციის სიჩქარესა და არ მოქმედებს პროტეინურიის დონეზე.

ვალსარტანი – ანგიოტენზინ–II რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტია. ამორჩევითდ აინჰიბირებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ –II–ის ეფექტზე. ვალსარტანი აბლოკირებს ანგიოტენზინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროებასა და ალდოსტერონის გამოყოფას.

პრეპარატის მიღების შემდეგ, პლაზმაში ანგიოტენზინ –II–ის გაზრდილმა დონემ შესაძლოა მოახდინოს AT2 რეცეპტორების სტიმულირება, თუმცა ვალსარტრანის აფინურობა AT1 რეცეპტორების მიმართ 20000–ჯერ მეტია AT2 რეცეპტორებთან შედარებით, პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი 2 სთ–ში მიიღწევა, მაქსიმუმს აღწევს 4–6 სთ–ში და შენარჩუნებული რჩება 24 სთ–ის განმავლობაში. განმეორებითი დოზირების შემთხვევაში მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 2–4 კვირაში და შენარჩუნებული რჩება ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაშიც. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღარ ვითრდება მოხსნის სინდრომი. პრეპარატი არ მოქმედებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტზე, არ ხდება ბრადიკინინის დეგრადაცია და შესაბამისად, მცირეა ხველის განვითარების რისკი.

ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. დიურეზულ მოქმედებასთან ერთად ამცირებს ცირკულირებადი პლაზმის მოცულობას, რის შედეგადაც იზრდება რენინის აქტიობა, ალდოსტერონის სეკრეცია და შესაბამისად, კალიუმის კარგვა ორგანიზმიდან, ხოლო ვალსარტანთან ერთდ კომბინაციაში მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული ვალსარტანი კარგად შიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 3 სთ–ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 23%–ია.

97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული პრეპარატის ნაწილი, 70%, გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 30% შეუცვლელი სახით– შარდთან ერთდ. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60–80% აბსორბირდება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 სთ–ში მიიღწევა და მისი მოქმედება 6–15 სთ–მდე გრძელდება. მიღებული დოზის 95% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალურად მიღებული ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 6 სთ–ში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 64–80%. ამლოდიპინის დაახლოებით 90 % მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები. ამლოდიპინის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და 10% უცვლელი სახით. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 30–50სთ–ს.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა, ტენზილინი ინიშნება, როგორც მეორე რიგის არჩევის პრეპარატი, როდესაც მონოთერაპია არაეფექტურია.

გამოყენების წესი:

პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეიძლება დაინიშნოს:

¼ ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 40მგ ვალსარტანი, 2.5მგ ამლოდიპინი და 6.25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი ან

½ ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 80მგ ვალსარტანი, 5მგ ამლოდიპინი და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი. ან

1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 160მგ ვალსარტანი 10მგ ამლოდიპინი და 25მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატ ტენზილინს კლინიკური ეფექტი უნარჩუნდებათ 24 სთ–ის განმავლობაში.

ბავშვები: 18 წლამდე ბავშვებში ამ პრეპარატით მკურნალობის კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომ უფრო სრული ინორმაციის მიღებამდე რეკომენდირებული არ არის პრეპარატის გამოყენება ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:

გამოვლენილი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა. ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნაზოფარინგიტი, დაღლილობა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია. წელის ტკივილი. ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კრეატინინისა და აზოტის დონის მომატება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოვლენის რისკი იზრდება ალკოჰოლური, სედატიური და სანარკოზე საშუალებებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში.

იშვიათად: კუჭის ტკივილი, შფოთვა, ართრიტი. ასთენია, ბრონქიტი, ტკივილი გულ–მკერდის არეში. დისპეფსია, პირის სიმშრალე. დისპნოე, ჰიპოტონია, გასტროეზოფაგიტი. შეშუპება, შუა ყურის ანთება. პარესთეზია. ტემპერატურის მატება. ძილიანობა, ტაქიკარდია. საშარდე სისტემის ინფექციები. ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ფოტოსენსიბილიზაცია, ქოლესტაზი, სიყვითლე, დეპრესია. ჰიპოკალიემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და სხვა სახის ზემგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები. ვასკულიტი, მიალგია. თირკმლის ფუნქციის დარღვევა. სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები. ძვლის ტვინის სუპრესია. ჰემოლიზური ანემია, პანკრეატიტი.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

*ორსულობა;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი;

*ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი

* რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს.

განსაკუთრებული მითითებები:

– ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება პლაზმაში. ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის მარილებთან ერთად, კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან კომბინაციაში და ასევე ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგ; ჰეპარინი).

– თიაზიდურ დიურეზულებით მკურნალობის პროცესში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალიემია, ასევე ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რის შედეგადაც იზრდება არითმიისა და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.

–  ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი ორგანიზმში:

ტენზილინით მკურნალობის სწყის ეტაპზე, პაციენტებში ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტით, შესაძლოა განვითარდეს კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ნატრიუმისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის კორექცია, რაც გულისხმობს დიურეზულების დოზის შემცირებას.

ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და საჭიროების მიხედვით მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ი/ვ ინფუზია. არტერიული წნევის დარეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია ტენზილინით მკურნალობის გაგრძელება.

– თირკმლის არტერიის სტენოზი.

სიფრთხილე: პრეპარატის უსაფრთხოება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის დროს დადგენილი არ არის. პაციენტები თირკმლის ფუმქციის დარღვევით (>30მლ/წთ) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

 

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, თუმცა არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის დროს.

* თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, შეცვალონ ორგანიზმის ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ, ასევე ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდოვანას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სხვა ჰიპოტანზიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს ტენზილინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

– ტენზილინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის ტოქსიურ ეფექტს, ამიტომ მსგავსი კომბინაციების დანიშვნისას რეკომენდებულია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი შრატში.

– ვალსარტანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამიოდარონი და გლიბენკლამიდი, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

– ტენზილინის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, სალიცილის მჟავა და ინდომეტაცინი, ერთდროული მიღებისას შესაძლებელია შემცირდეს პრეპარატის დიურეზული და ჰიპოტონური ეფექტი.

– ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ტენზილინის ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, როგორიცაა სალურეზულები, კორტიკოსტეროიდები,

 

– ამფოტერიცინი, კარბენოქსოლინი, პენიცილინი და სალიცილის მჟავას წარმოებულები; თიაზიდური დიურეზულები ზრდიან ალოპურინოლის მიმართ მგრძნობელობას; ამანტადინის გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს; აძლიერებენ დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიურ ეფექტს; ამცირებენ თირკმელების მიერ ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყოფას (როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი), და შესაბამისად, აძლიერებენ მათ მიელოსუპრესიულ ეფექტს.

– ტენზილინით მკურნალობის ფონზე შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. მეთილდოფასა და თიაზიდური დიურეზულების ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

– ქოლესტირამინი ამცირებს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვას. ვიტამინებთან ან კალციუმის მარილებთან ტენზილინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალციუმის დონის მატება, ხოლო ციკლოსპორინთან ერთდროული მიღბისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრის მსგავსი სიმპტომები.

ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას.

შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან გაყოფა.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტემპანგინოლი – TEMPANGINOL – ТЕМПАНГИНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი+ტრიაცეტონამიდ 4-ტოლუოლსულფონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.

1 ტაბ.

მეტამიზოლი ……………………………………….    500 მგ

ტრიაცეტონამიდ 4-ტოლუოლსულფონატი ………   20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი K25.

ჩვენებები:

  • გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • ნევრალგიების და მიალგიების დროს (კუნთების ანთებით გამოწვეული ტკივილი);
  • დაჭიმულობის და ნაღრძობის;
  • დამწვრობის;
  • მენსტრუალური ციკლის დროს განვითარებული ტკივილის;
  • თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღეღამური დოზაა – 6 ტაბლეტი.

12 წლამდე ბავშვებში: 2-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი, მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.

ტემპალგინოლი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ დაღეჭვის გარეშე ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-7 დღე. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების დრო გამორჩენილია, შესაძლებელია მისი მიღება ნებისმიერ დროს, 6-8 საათიანი ინტერვალის დაცვით თითოეული ტაბლეტის მიღებიდან.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატით მკურნალობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამოვლენა, როგორიცაა ქავილი, კანზე გამონაყარი, რიგ შემთხვევებში ალერგიული შოკი, ანემია და ლეიკოპენია, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობისას, თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთაღნიშნული არასასურველი სიმპტომები, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც გამოხატული აქვთ მეტამიზოლის მიმართ ალერგია;

* ღვიძლის ზოგიერთი დაავადებისას მაგ. პორფირია, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი;

*  ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ალერგიით საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების მიმართ, აგრეთვე ბრონქული ასთმით და ცხვირის პოლიპებით დაავადებულებში.

◄ პაციენტებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე აღენიშნებათ სისხლის სხვადასხვა დაავადებები, ტემპალგინოლი ენიშნებათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

◄ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეზღუდვა მძღოლებში და იმ პირთათვის, ვინც მუშაობს მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, პირღებინება, ძილიანობა, სისხლის წნევის დაქვეითება. ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი არ გამოიყენება კომბინაციაში კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებთან, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ანტიდეპრესანტებთან, ქლორამფენიკოლთან და ალკოჰოლთან ერთად.

– ტემპალგინოლი შეიძლება მიღებულ იქნას ანტიბიოტიკებთან (ქლორამფენიკოლის გამოკლებით) და ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის გარეგანი სახის შეცვლის შემთხვევაში საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტემპალგინი – TEMPALGIN – ТЕМПАЛГИН

საერთაშორისო დასახელება:

Metamizole sodium+Triacetonamine-4-toluensulfonate

მწარმოებელი: SOPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური არანარკოტიკული კომბინირებული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ტემპიდონი ……………………..        20 მგ

მეტამიზოლ ნატრიუმი ……..         500 მგ

 

ვრცლად ტემპანგინოლი

ტელფასტი – TELFAST – ТЕЛФАСТ

საერთაშორისო დასახელება:

FEXOFENADINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ფექსოფენადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ……….      120 მგ

1 ტაბ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ………..     180 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიტი, მაკროგოლ 400, რკინის ჟანგი.

ჩვენებები:

  • სეზონური ალერგიული რინიტი;
  • გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:

სეზონური ალერგიული რინიტი:

6-11 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დოზით 30 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში.

30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: ტელფასტი 120 მგ 24 საათში ერთხელ.

გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია:

6-11 წლის ასაკის ბავშვებში: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში პერორალურად.

30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: ტელფასტი 180 მგ 24 საათში ერთხელ.

ტელფასტი არ მოქმედებს ცნს-ის ფუნქციაზე, მიუხედავად ამისა აუცილებელია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა და მათზე დაკვირვება.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური გამოცდების ჩატარების დროს უმეტესად აღინიშნებოდა:

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი (7.3%), ძილიანობა (2,3%), თავბრუსხვევა (1.5%), დაღლილობა (0.9%).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (1.5%).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება.

პრეპარატი მიიღება ნახევარ ჩაის ჭიქა წყალთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებში აღინიშნებოდა თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტელფასტის ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს 2 საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტელმისარტანი – TELMISARTAN – ТЕЛМИСАРТАН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ს (ATI) რეცეპტორების ანტაგონისტს. მას გააჩნია მაღალი აფინურობა ამ ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ. ტელმისარტანი სელექტიურად და ხანგრძლივად უკავშირდება რეცეპტორებს და ხასიათდება კონკურენტული ანტაგონიზმით ანგიოტენზინ II-ს ATI რეცეპტორების მიმართ. მას არ ახასიათებს მსგავსება AT რეცეპტორების სხვა სუბპოპულაციასთან. სხვა ქვეტიპის რეცეპტორების ფუნქციური მნიშვნელობა და მათზე ანგიოტენზინ II-ს ზემოქმედება არ არის ბოლომდე დადგენილი. ტელმისარტანი ამცირებს ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. არ იწვევს იონური არხების ბლოკირებას, არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინაზა II), რომელიც ასევე შლის ბრადიკინინს, რის გამოც ბრადიკინინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მისი გამოყენებისას არ აღინიშნება.

ჩვენება

  • არტერიული ჰიპერტონია.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში დღეღამური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს (ერთხელ დღეში). ზოგიერთ პაციენტებში ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პრეპარატის დოზით 20 მგ/დღეში მიღებისას. აუცილებლობისას შესაძლოა დოზის მომატება 80 მგ-მდე/დღეში.

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით და ხანდაზმულ პირებში პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დღეღამური დოზა შეადგენს 40 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა; ხველა, ფარინგიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები; ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში -ანგიონევროზული შეშუპება; წელის ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომი, მიალგია, საშარდე გზების ინფექციები, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლში.

ასევე აღინიშნება: ბრონქიტი, უძილობა, ართრალგია, მოუსვენრობა, დეპრესია, ტაქიკარდია, კრუნჩხვები ქვემო კიდურებში, გამონაყარი, თუმცა უტყუარი კავშირი ტელმისარტანის გამოყენებასა და აღნიშნულ გვერდით მოვლენებს შორის დადგენილი არ არის.

პრეპარატის გამოყენებისას კრეატინინის ან ღვიძლის ფერმენტების მომატება აღინიშნება ისეთივე სიხშირით, როგორც პლაცებოს ფონზე.

უკუჩვენებები

* მომატებელი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* სანაღვლე გზების ობსტრუქცია;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას;

კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს გამწვავების სტადიაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებებისას;

♦  აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზის შემთხვევაში, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის დროს, გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის დროს;

♦  ავადმყოფებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტნოზის დროს პრეპარატის გამოყენება ზრდის მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკს, რის გამოც ტელმისარტანი სიფრთხილით ინიშნება ამ კატეგორიის პაციენტებში.

♦  პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევისას საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

♦  არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში თირკმლის ტრანსპლანტაციით.

♦  პაციენტებში ჰიპოვოლემიით და/ან ჰიპონატრიემიით შესაძლოა განვითარდეს სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ. ამიტომ ტელმისარტანის დანიშვნის წინ საჭიროა ამგვარი მდგომარეობის კორექცია.

♦  არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში პირველადი ალდოსტერონიზმით, ვინაიდან ასეთ პაციენტებს არ ახასიათებს მგრძნობელობა პრეპარატებთან, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. შესაძლოა ტელმისარტანის კომბინაცია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას.

♦  ტელმისარტანის დოზის შესაძლო გაზრდის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რიმ მისი მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ.

♦  ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

♦  პრეპარატის შემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე დგინდება მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტელმისარტანის ერთდროული გამოყენებისას კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, ჰეპარინთან, ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატებთან და მარილის შემცვლელებთან, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, შესაძლოა ჰიპერკალიემიის განვითარება.

– შესაძლებელია ტელმისარტანმა გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება მათი ერთდროული გამოყენებისას.

– ტელმისარტანის კომბინირება ლითიუმის პრეპარატებთან იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში. პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინთან აღინიშნება დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

ტევეტენი – TEVETEN – ТЕВЕТЕН

საერთაშორისო დასახელება:

EPROSARTAN

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ეპროსარტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14, 28 და 56 ც.

1 ტაბ.

ეპროსარტანის მეზილატი,

მათ შორის ეპროსარტანი ……………   600 მგ

ტეგრეტოლი® (გაგრძელება) – TEGRETOL® – ТЕГРЕТОЛ®

♦ ტეგრეტოლი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ისეთი თვისებები და სიმპტომები, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებს მძიმე დერმატოლოგიური რეაქციის განვითარების შესახებ მაგალითად სტივენს-ჯონსის სინდრომს ან ლაიელის სინდრომს. ტეგრეტოლი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფის პირობებში.

♦ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტეგრეტოლის გამოყენების დროს კრუნჩხვითი შეტევის შერეული ფორმების მქონე პაციენტებში. აბსენსის ჩათვლით (ტიპური და არატიპური), ყველა ამ შემთხვევაში ტეგრეტოლმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევების მომატება. ასეთ შემთხვევაში ტეგრეტოლის მიღება უნდა შეწყდეს.

♦ ტეგრეტოლის დანიშვნამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის მონაცემები ღვიძლის დაავადებების შესახებ, და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევების გაძლიერების შემთხვევაში ან ღვიძლის აქტიური დაავადების გამოვლენის დროს, ტეგრეტოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

♦ აუცილებელია პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ტოქსიკურობის ადრეული ნიშნების შესახებ, რომლებიც ახასიათებთ მოსალოდნელ ჰემატოლოგიურ დარღვევებს და ასევე სიმპტომების შესახებ კანის საფარის და ღვიძლის მხრივ. პაციენტს აწვდიან ინფორმაციას ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვის აუცილებლობის შესახებ ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა ციება, ტკივილი ყელში, გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, სილურჯეების უმიზეზო წარმოქმნა, ჰემორაგიული პეტელის ან პურპურის სახით.

♦ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში არის მონაცემები გულის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების შესახებ, სხვა სამკუნალო საშუალებებზე გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციის შესახებ ან ადრე ტეგრეტოლით ჩატარებული მკურნალობის აკრძალვის შესახებ, პრეპარატი უნდა დაენიშნოს მხოლოდ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტის და თერაპიის მოსალოდნელი რისკის შეფარდების საგულდაგულო ანალიზის შემდეგ და რეგულარული და საყურადღებო კონტროლის უზრუნველყოფის დროს.

♦ ტეგრეტოლით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად თერაპიის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას დონის გამოკვლევა.

♦ სუსტად გამოხატული კანის საფარის რეაქციები, მაგალითად იზოლირებული მაკულური ან მაკულოპაპულური ეგზანთემა, ხშირ შემთხვევაში არის ტრანზიტორული და მსუბუქი, ჩვეულებრივ გადის რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელების დროსაც ან პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ. მითუმეტეს, პაციენტი ამ დროს უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

♦ ტეგრეტოლს გააჩნია სუსტი ანტიქოლინერგული მოქმედება. ამიტომ, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში, მომატებული თვალის შიდა წნევით, აუცილებელია ამ მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი.

♦ საყურადღებოა ლატენტურად მიმდინარე ფსიქოზების აქტივაცია, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – დეზორიენტაციას ან აგზნებადობის განვითარების შესაძლებლობა.

♦ ამჟამად, რეგისტრირებულია ცალკეული შეტყობინებები მამაკაცური ფერტილობის დარღვევების შესახებ და/ან სპერმატოგენეზის დარღვევების შესახებ. მაგრამ, ამ დარღვევების მიზეზობრივი ურთიერთკავშირი ტეგრეტოლის მიღებასთან ჯერ არ არის დადგენილი.

♦ ცნობილია შეტყობინებები ქალებში სისხლდენის წარმოქმნის შესახებ მენსტრუაციებს შორის პერიოდში იმ შემთხვევებში როდესაც ერთდროულად იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ტეგრეტოლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური კონტრაცეპტიული პრეპარატების საიმედობაზე, ამიტომ ფერტილური ასაკის ქალებმა ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ ორსულობისგან თავდაცვის ალტერნატიული მეთოდები.

თუმცა ურთიერთკავშირი პრეპარატის დოზის ოდენობის და სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონეს შორის, და ასევე სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის და მისი კლინიკური ეფექტურობის ან ამტანობას შორის ძალზე უმნიშვნელოა, ამისდა მიუხედავად კარბამაზეპინის დროის რეგულარული განსაზღვრა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს შემდეგ სიტუაციებში:

– შეტევის სიხშირის მკვეთრად მომატების დროს;

– იმისათვის, რომ შემოწმდეს, იღებს თუ არა, როგორც საჭიროა ისე პაციენტი პრეპარატს;

– ორსულობის პერიოდში;

-ბავშვების და მოზარდების მკურნალობის დროს;

– პრეპარატის შეწოვის დარღვევებზე ეჭვის დროს;

– ტოქსიკური რეაქციების განვითარებაზე ეჭვის დროს იმ შემთხვევებში, თუ პაციენტი იღებს რამოდენიმე სამკურნალო საშუალებას.

♦ ტეგრეტოლის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება მოახდინოს კრუნჩხვითი შეტევების პროვოცირება. თუ იძულებული ხარ ეპილეფსიით დაავადებულს უცებ შეუწყვიტოთ ტეგრეტოლით მკურნალობა ამ შემთხვევაში აუცილებელი სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებაზე გადასვლის განხორციელება; ამ შემთხვევაში მითითებული პრეპარატის საფარველის ქვეშ (მაგალითად, ინტრავენურად ან რექტალურად შეყვანილი დიაზეპამი, ან ინტრავენურად შეყვანილი ფენითოინი).

♦ აღწერილია კრუნჩხვითი შეტევების და/ან სუნთქვის დათრგუნვის რამოდენიმე შემთხვევა ახალშობილებს შორის, რომელთა დედებიც იღებდნენ ტეგრეტოლს ერთდროულად სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. გარდა ამისა, ტეგრეტოლის მიღებასთან დაკავშირებით, დედების მიერ შეტყობინებული იყო პირღებინების, დიარეის და/ან დაქვეითებული კვების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ახალშობილთა შორის. შესაძლოა, ეს რეაქციები წარმოადგენენ, ახალშობილთა შორის აკრძალვის სინდრომის გამომჟღვანებას.

ავადმყოფის გადაყვანა ტაბლეტის მიღებიდან ტაბლეტ-რეტადრის მიღებაზე.

კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ზოგიერთ ავადმყოფს ტაბლეტ-რეტარდის მიღების დროს შეიძლება წარმოექმნათ პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა.

სამკურნალო ურთიერთქმედების და ან ეპილეფსიური პრეპარატების განსხვავებული ფარმაკოკინეტიკის გათვალისწინებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ტეგრეტოლის დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით.

გავლენა ავტომობილის ტარების უნარზე და მექანიზმების მართვაზე: პაციენტის სწრაფი რეაქციის უნარი ტეგრეტოლის მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებულად თერაპიის დასაწყისში ან დოზის შერჩევის პერიოდში, შეიძლება დაირღვეს თავბრუსხვევის და ძილიანობის წარმოქმნის შედეგად. ამიტომ ავტომობილის ტარებისას ან მექანიზმების მართვის დროს პაციენტმა უნდა გამოამჟღავნოს სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების დროს წარმოქმნილი სიმპტომები და ჩივილი ჩვეულებრივ ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის  დაზიანებას.

ცენტრალური ნერვული სისტემა: ცნს ფუნქციების დათრგუნვაა; დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები. კომა; მხედველობის დაბინდვა, გაურკვეველი მეტყველება, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია (დასაწყისში), ჰიპორეფლექსია (მოგვიანებით); კრუნჩხვები, ფსიქომოტორული აშლილობა, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, მიდრიაზი.

სასუნთქი სისტემა: სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ხანდახან ჰიპერტენზია, გამტარობის დარღვევა QRS კომპლექსის გაფართოვებით: გულის გაჩერება გონების დაკარგვით.

შარდ-გამომყოფი სისტემა: შარდის შეკავება, ოლიგურია ან ანურია, სითხის შეკავება; ჰიპონატრიემია, განპირობებული კარბამაზეპინის ეფექტით, რომელიც მსგავსია ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედებით.

ცვლილებები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპონატრიემია, შესაძლოა მეტაბოლური აციდოზი, შესაძლოა ჰიპერგლიკემია, კრეატინინფოსფოკინაზის კუნთოვანი ფრაქციის მომატება.

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. დასაწყისში მკურნალობა უნდა დამყარდეს ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე; ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. უტარდება პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის განსაზღვრა, ამ საშუალებით მოწამვლის და დოზის გადაჭარბების ხარისხის შეფასების დასადასტურებლად.

ხორციელდება კუჭის შიგთავსის ევაკუირება, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის შიგთავსის დაგვიანებულმა ევაკუირებამ შეიძლება მიგვიყვანოს გამოჯანმრთელების პერიოდში ინტოქსიკაციის სიმპტომების მეორად გამოვლენამდე. გამოიყენება სიმპტომური ხელის შემწყობი მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გულის ფუნქციის მონიტორირება, ელექტროლიტური აშლილობის გულდასმითი კორექცია.

განსაკუთრებული რეკომენდაციები: ჰიპოტენზიის განვითარების დროს რეკომენდებულია (ნაჩვენებია) დოპამინის ან დობუტამინის ინტრავენური შეყვანა;

გულის რითმის დარღვევის განვითარების დროს – მკურნალობა შეირჩევა ინდივიდუალურად;

კრუნჩხვების განვითარების დროს – ბენზოდიაზეპინების (მაგალითად, დიაზეპამის) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა, მაგალითად, ფენობარბიტალის (მაგრამ დიდი სიფრთხილით სუნთქვის დათრგუნვის განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით) ან პარალდეჰიდის;

ჰიპონატრიემიის (წყლით ინტოქსიკაციის განვითარების დროს – სითხის შეყვანის შეზღუდვა, ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზია – ფრთხილად და ნელ-ნელა. ამ საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტვინის შეშუპების განვითარების აცილებას. რეკომენდებულია ჰემოსორბციის ჩატარება ნახშირის სორბენტებზე. არსებობს ცნობები ფორსირებული დიურეზის, ჰემოდიალიზის და პერიტონული დიალიზის არაეფექტურობის შესახებ;

აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესაძლო განმეორებითი გაძლიერება მისი დაწყების შემდეგ მეორე, მესამე დღეს, რაც განპირობებულია პრეპარატის შენელებული შეწოვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ციტორიუმი P4503A4(CYP3A4) წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის წარმოქმნას. ტეგრეტოლთან CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის გაზრდამდე, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. CYP3A4 ინდუქტორების ერთად გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ტეგრეტოლის მეტაბოლიზმის აჩქარებამდე და ამრიგად, პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის შესაძლო დაკლებამდე და, მაშასადამე, თერაპიული ეფექტის გამოხატულების შესაძლო შემცირებამდე.

– რადგან ტეგრეტოლს გააჩნია სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში; ტეგრეტოლის დანიშვნამდე მაო-ს ინჰიბიტორები უნდა აიკრძალოს, როგორც მინიმუმ ორი კვირით ადრე ან თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, უფრო დიდი ვადით ადრე.

– პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ პლაზმაში ტეგრეტოლის დონე: ვერაპამილი, დილტიაზემი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი; შესაძლოა – ციმედიტინი, აცეტაზოლამიდი, დანაზოლი, დეზიპრამინი, ნიკოტინამიდი (მოზრდილებში, მარტო დიდი დოზებით); ნეფაზოდინი, მაკროდური ანტიბიოტიკები (მაგალითად, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ჯოზამიცინი, კლარიტრომიცინი); აზოლები (მაგალითად იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ტერფენადინი, ლორატადინი, გრეიფრუტის წვენი, პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირი.

– რადგან სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების წარმოქმნა (მაგალითად, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ატაქსია, დიპლომია), ასეთ სიტუაციებში საჭიროა ტეგრეტოლის დოზის კორეგირება და/ან სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის რეგულარული გამოკვლევა.

– პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ დაწიონ პლაზმაში ტეგრეტოლის დონე: ფენობარბიტალი, ფენითოინი, პრიმიდონი, პტოგაბიდი ან თეოფილინი, მეტსუქსიმიდი, ფენსუქსიმიდი, რიფამპიცინი, ცისპლატინი ან დოქსორუბიცინი და თუმცა მონაცემები ნაწილობრივ წინააღმდეგობრივია, შესაძლოა ასევე კლონაზეპამი, ვალპრომიდი. მეორეს მხრივ არსებობს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ვალპრომიდი და პრიმიდონი ზრდიან ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის – კარბამაზეპინი-10,11-ეპოქსიდის პლაზმურ კონცენტრაციას. მაშასადმე, შეიძლება დაჭირდეს ტეგრეტოლის დოზის კორექცია.

– ფელბამატთან ერთად დანიშვნის დროს შესაძლებელია შრატში კარბამაზეპინის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია კარბამაზეპინ-ეპოქსიდის კონცენტრაციის გაზრდასთან, ამასთან ერთად შესაძლებელია ფელბამატის შრატში კონცენტრაციის დაწევა. იყო შეტყობინება, რომ იზოტრეტინოინი ცვლის ბიოშეღწევადობას და/ან კაბრამაზეპინის  კლირენსს და კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის; ამ შემთხვევაში საჭიორა პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

ტეგრეტოლის გავლენა პლაზმაში პრეპარატების კონცენტრაციაზე, რომელიც გამოიყენება თანმხლები თერაპიის სახით.

– კარბამაზეპინს შეუძლია დაწიოს პლაზმაში კონცენტრაცია ან შეამციროს ან მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის ეფექტების სრული ნიველირება, შეიძლება დაჭირდეს შემდეგი პრეპარტების დოზების კორექცია: კლობაზამი, კლონაზეპამი, ეთოსუქსიმიდი, პრიმიდონი, ვალპროვის მჟავა, ალპრაზოლამი; კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ციკლოსპორინი, დიგოქსინი, დოქსიციკლონი, ფელოდიპინი, ჰალოპერიდოლი, იმიპრამინი, მეტადონი;

– პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები (საჭირო კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდების შეჩრევა);

– თეოფილინი, პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი), ფელბამიტი, ლამოტრიჯინი, ზონისამიდი, ტრიაგაბინი, ტოპირამატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი), კლოზაპინი, ოქსკარბაზეპინი, პროთეაზის ინჰიბიტორები ანტივირუსული თერაპიის დროს (ინდინავირი, რიტონავირი, საქვინავირი); კალციუმის არხების ბლოკატორები (დიჰიდროპირიდინის ჯგუფი – ფელოდიპინი); იტრაკონაზოლი, ლევოთირქსინი, მიდოზალმი, ოლანზაპინი; პროდუქტი, რომელიც შეიცავს ესტროგენებს. პროგესტერონებს; პრაზიკვანტელი, რისპერიდონი, ტრამადოლი, ზიპრაზიდონი.

– არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინის მიღების ფონზე ფენითოინის დონემ სისხლის პლაზმაში შეიძლება როგორც მოიმატოს, ასევე მოიკლოს, ხოლო მეფენიტინის დონემ – მოიმატოს (იშვიათ შემთხვევებში).

კომბინაციები, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში:

– კარბამაზეპინის და პარაცეტამოლის (აცეტამინოფენის) ერთდროულად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია უკანასკნელის ბიოშეღწევადობის დაწევა.

– ცნობილია შემთხვევები ჰეპატოტოქსიკურობის გაძლიერების შესახებ, რომელიც გამოწვეულია იზონიაზიდით იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოიყენებოდა ერთდროულად კარბამაზეპინთან. კარბამაზეპინის და ლითიუმის ან მეტოკლოპრამიდის და ასევე კარბამაზეპინის და ნეიროლეფსიური საშუალებების (ჰალოპერიდოლის, თიორიდაზინის) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არასასურველი ნევროლოგიური რეაქციების სიხშირის მომატებამდე (ბოლო კომბინაციის შემთხვევაში – სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაციების დროსაც.

– ტეგრეტოლის ერთდროულმა მიღებამ ზოგიერთ დიურეზულ საშუალებებთან (ჰიდროქლორთიაზიდთან, ფუროსემიდთან) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, რასაც თან ერთვის შესაბამისი კლინიკური გამოვლინება.

– კარბამაზეპინს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს კუნთის რელაქსანტების (მაგალითად, პანკურონია) არამადეპოლარიზებელ ეფექტებს. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას აუცილებლობა მითითებული მიორელაქსანტების დოზის გაზრდის; საჭიროა დაკვირვების განხორციელება პაციენტებზე, რადგან შესაძლებელია უფრო სწრაფი, ვიდრე მოსალოდნელი იყო მიორელაქსანტების მოქმედების შეწყვეტა.

– ტეგრეტოლს, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებს შეუძლია ალკოჰოლის ამტანობის დაქვეითება. ამასთან დაკავშირებით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია უარი თქვას ალკოჰოლის  მიღებაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!