Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 480

რიბავირინი (აქტიური ნივთიერება) – RIBAVIRIN – РИБАВИРИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტივირუსული პრეპარატი რიბავირინი წარმოადგენს ნუკლეოზიდების სინთეზურ ანალოგს, რომელიც აქტიურია in vitro ზოგიერთი რნმ და დნმ-შემცველი ვირუსის მიმართ.

რიბავირინით მონოთერაპიისას არ ხდება ჰეპატიტის ვირუსის (C ჰეპატიტის ვირუსის- რნმ) ელიმინაცია ან პრეპარატის 6-12 თვის გამოყენების შემდეგ ღვიძლის ჰისტოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესება.

რიბავირინის, როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალების გამოყენება C ჰეპატიტის დროს, მათ შორის მისი ქრონიკული ფორმის დროს, არაეფექტურია. თუმცა, C ჰეპატიტით დაავადებულებში, რომელთაც აღენიშნებოდათ რეციდივები ინტერფერონ ალფა-2b-თი მონოთერაპიის დროს, რიბავირინისა და ინტერფერონ ალფა-2b -ს კომბინირებული გამოყენება 10-ჯერ ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ინტერფერონ ალფა-2b -თი მონოთერაპია და დაახლოებით სამჯერ ეფექტური ადრე ინტერფერონ ალფა-2b -თი არანამკურნალებ ავადმყოფებში.

ანტივირუსული მექანიზმი, რომლითაც რიბავირინი ინტერფერონ ალფა-2b -სთან კომბინაციაში მოქმედებს C ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსზე, უცნობია.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას რიბავირინი ადვილად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება ორგანიზმის მიერ. ორგანიზმიდან რიბავირინის ელიმინაცია ნელა მიმდინარეობს შეწოვის, განაწილების და გამოყოფის ნახევარპერიოდები შეადგენს შესაბმიდსა: 0.05სმ, 3.73 სთ და 79 სთ. რიბავირინი არ უერთდება პლაზმის ცილებს. რიბავირინი და მისი მეტაბოლიტები - ტრიაზოლკარბოქსამიდი და ტრიაზოლკარბონის მჟავა ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდის გზით.

ჩვენებები

რიბავირინი ინტერფენონ ალფა-2b -სთან კომბინაციაში ნაჩვენებია:

  • ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც ადრე ჩაუტარდათ მკურნალობა ინტერფერონ ალფა-2b -თი და ჰქონდათ სასურველი შედეგი (თერაპიული კურსის ბოლოს ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალიზაცია) და რომელთაც შემდეგში აღენიშნათ დაავადების რეციდივი.
  • ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა დიაგნოზი დადასტურებულია ჰისტოლოგიური მონაცემებით და მათ ადრე არ ჩატარებიათ მკურნალობა, არ აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება დეკომპენსაციის ნიშნებით, მომატებული აქვთ ალანინამინოტრასფერაზა, სეროპოზიტიურია C ჰეპატიტის ვირუსის - რნმ-ზე, აღენიშნებათ ფიბროზი და გამოხატული ანთებითი აქტიურობა.

დოზირების რეჟიმი

რიბავირინის დღიური დოზა შეადგენს 1000-1200 მგ, განაწილებული 2 მიღებაზე (დილას და საღამოს) ჭამის დროს. ერთდროულად ინიშნება ინტერფერონ ალფა-2b კანქვეშა ინექციები კვირაში სამჯერ დოზით 3 მლნ სე. რიბავირინის დოზა განისაზღვრება პაციენტის მასით:

- 75 კგ და უფრო მცირე მასის მქონე პაციენტებში - დღეში 1000 მგ განაწილებული 2 მიღებაზე: 200 მგ-იანი 2 კაფსულა დილას და 200 მგ-იანი 3 კაფსულა საღამოს.

- 75 კგ-ზე მეტი მასის მქონე პაციენტებში - დღეში 1200 მგ განაწილებული 2 მიღებაზე: 200 მგ-იანი 3 კაფსულა დილას და 200 მგ-იან 3 კაფსულა საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების კლინიკური მიმდინარეობით.

ნამკურნალებ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ დაავადების რეციდივი, მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს 6 თვეს, არანამკურნალებ პაციენტებში -  მინიმუმ 24 კვირას. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე აღენიშნებოდა მძლავრი ვირუსული დატვირთვა (სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის - რმნ-ის კონცენტრაცია) და მკურნალობიდან 24-ე კვირის ბოლოს ვეღარ მოხერხდა გამომწვევის აღმოჩენა, მკურნალობა გრძელდება კიდევ 24 კვირა (სულ 48 კვირა).

მკურნალობის დროს სერიოზული არასასურველი მოვლენების ან ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრის დროს საჭიროა დოზის კორექცია ან პრეპარატის მოხსნა არასაასურველი მოვლენების უკუგანვითარებამდე.

თუ დოზის კორექცია პაციენტის მდგომარეობას არ აუმჯობესებს, საჭიროა როგორც რიბავირინის, ასევე ინტერფერონ ალფა2b -ს მოხსნა.

გვერდითი მოვლენები

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი - რიბავირინის ძირითადი ტოქსიური ეფექტია. თუმცა, რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოლიზის განვითარების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების კორექცია შესაძლებელია სწორი დოზის შერჩევის გზით. უმრავლეს შემთხვევაში ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია და თრომბოციტოპენია მცირედ არის გამოხატული.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (3%) - თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობის ცვლილება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია.

შესაძლებელია აღინიშნოს: ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული წნევის დაქვეითება ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

თანამოვლენები ძირითადად მცირედ და ზომიერადაა გამოხატული და მკურნალობის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

უკუჩვენენები

* რიბავირინისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* გულის მძიმე დაავადებები, მათ შორის არასტაბილური და არაკონტროლირებადი ფორმებიც, რომლებიც აღინიშნა რიბავირინით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილებიან მკურნალობის ჩვეულებრივ მეთოდებს;

* ჰემოგლობინოპათიები (თალასემია, ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია);

* თირკმლის მძიმე დაავადებები (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 50 მლ/წთ);

* გამოხატული დეპრესია, სუიციდალური აზრები და მცდელობები;

* ღვიძლის მძიმე ფუნქციური უკმარისობა ან დეკომპენსირებული ღვიძლის ციროზი;

* აუტოიმუნური ჰეპატიტი და აუტოიმუნური დაავადებები;

* ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიაში შესწავლილი არ არის, ამდენად მისი დანიშვნა 18 წლამდე ასაკში არ არის რეკომენდებული. შესწავლილია მხოლოდ ინტერფერონ ალფა-2b -სთან კომბინაციაში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევის დროს რიბავირინი ხასიათდება ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედებით.

♦ რიბავირინით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ფეხმძიმობის ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, რომელიც უშუალოდ თერაპიის დაწყებამდე კეთდება.

♦ შვილოსნობის ასაკის ავადმყოფმა ქალებმა, ასევე მათ პარტნიორ-მამაკაცებმა, რიბავირინით მკურნალობის პერიოდსა და დამთავრებიდან 4 თვის განმავლობაში საჭიროა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტიული საშუალებები. ამავე პერიოდში აუცილებელია თვეში ერთხელ ფეხმძიმობაზე ტესტის ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფზე რიბავირინის ტერატოგენული მოქმედების შესახებ. ვინაიდან რიბავირინი იწვევს სპერმის ცვლილებებს,

♦ ავადმყოფმა მამაკაცებმა და მათ პარტნიორ-ქალებმა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და დამთავრებიდან კიდევ 7 თვის განმავლობაში, საჭიროა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტიული საშუალებები.

♦ რიბავირინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

♦ რიბავირინი უშუალოდ არ მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, მაგრამ მკურნალობის პროცესის თანმდევმა ანემიამ შეიძლება გააძლიეროს და გაამწვავოს გულის უკმარისობისა და/ან კორონარული დაავადებების სიმპტომები. კლინიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რიბავირინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფილტვების მძიმე დაავადებების (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები), შაქრიანი დიაბეტის (კეტოაციდოზის შეტევებით მიმდინარე), სისხლის შემდედებელი სისტემის (თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის ემბოლია) დარღვევების, ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი დათრგუნვის დროს.

♦ მწვავედ განვითარებული ჰიპერმგრძნობელობის დროს (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია) საჭიროა რიბავირინის სასწრაფოდ მოხსნა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ტრანზიტორული გამონაყარი არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს.

♦ ლაბორატორიული კვლევების (სისხლის ანალიზი, ლეიკოციტარული ფორმულისა და თრომბოციტების რიცხვის გამოკვლევა, ელექტროლიტების ანალიზი, შრატში კრეატინინის შემცველობის დადგენა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები) ჩატარება ხდება მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის მეორე და მეოთხე კვირებზე და შემდეგ რეგულარულად საჭიროებისამებრ.

♦ მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები ამცირებენ ორგანიზმში რიბავირინის ბიოშეღწევადობას. რიბავირინი ინ ვიტრო აინჰიბირებს ზიდოვუდინისა და სტავუდინის ფოსფოლირილებას. აღნიშნული პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის - რნმ-ის კონცენტრაციის მატება. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს რიბავირინის დანიშვნის მიზანშეწონილობა.

რეჰიდრონი – REHIDRON – РЕГИДРОН

მწარმოებელი: ORION CORPORATOIN

მოქმედი ნივთიერება: დექსტროზა+ კალიუმის ქლორიდი+ ნატრიუმის ქლორიდი+ ნატრიუმის ცელულოზა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში, შეფუთვაში 20 ც.

1 პაკ.

ნატრიუმის ქლორიდი ........ 3.5 გ

ნატრიუმის ციტრატი ......... 2.9 გ

კალიუმის ქლორიდი ........  2.5 გ

უწყლო გლუკოზა  .......       10 გ

ჩვენება:

რეჰიდრატაციული პერორალური თერაპიისათვის მწვავე დიარეის დროს მსუბუქი (წონის დაკლება 3-5%) ან საშუალო (წონის დაკლება-10%) ხარისხის დეჰიდრატაციის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

რეჰიდრონი მიიღება შიგნით საკვებისგან დამოუკიდებლად.

პაკეტის შიგთავსს ხსნიან 1ლ ახლადადუღებულ და გაცივებულ წყალში.

დიარეის დროს მიიღება პორციებად (50-100მლ) 3-5 წუთიანი ინტერვალით ან შეჰყავთ ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.

ახალშობილებსა და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი 5-10 წუთიანი ინტერვალით 4-6 საათის განმავლობაში (მიღებული ხსნარის რაოდენობა მსუბუქი დიარეის დროს შეადგენს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დიარეის დროს კი- 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში).

შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ხსნარის სავარაუდო რაოდენობაა 80-100მლ/კგ/დღე-ღამეში დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.

სითბური ზემოქმედების დროს წყალ-ელექროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), რეჰიდრონის ხსნარი მიიღება პორციებად 100-150 მლ-დან 500-900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარს იღებენ იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და სითბური დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე. ექსტრემალური სითბური და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეჰიდრონი მიიღება პორციებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

შენახვის ვადა:

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

რეჰიდრონის ფხვნილი ინახება ოთახის (15-250C) ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი კი- მაცივარში (2-80C) 24 საათის განმავლობაში.

რექსეტინი – REXSETIN – РЕКСЕТИН

საერთაშორისო დასახელება:

PAROXSETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პაროქსეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პაროქსეტინი ........   20 მგ

ჩვენებები:

დეპრესია: პრეპარატი გამოიყენება დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შიში.

ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას აკვიატებულობის სინდრომი: აკვიატებულობისა და რეციდივის მკურნალობისათვის.

პანიკური აშლილობა: პანიკური აშლილობის მკურნალობა, მათ შორის ხალხმრავლობაში ყოფნის შიში (აგორაფობია).

სოციოფობიის სინდრომი: პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას.

მიღების წესი და დოზირება:

რექსეტინი მიიღება დღეღამის განმავლობაში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის დროს, დაღეჭვის გარეშე.

ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებით თერაპიისას, პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობით 2-3 კვირის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლოა შეიცვალოს.

დეპრესიის დროს: რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ხშირ შემთხვევაში ეფექტი ვითარდება თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს პრეპარატის დოზის მომატება. პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ის ოდენებით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ ეფექტს; მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

აკვიატებულობის სინდრომი: საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-ის ოდენობით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ თერაპიულ ეფექტს. მაქსიმალური დღეღამური დოზა როგორც წესი შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.

პანიკური აშლილობის დროს: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 40 მგ-ს. მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ მცირე (10 მგ დღეში) დოზით, ყოველ კვირას დღეღამეში 10 მგ-ი დოზის მომატებით სასურველი ეფექტის მისაღწევად. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს.

სოციოფობიის დროს: თერაპია შესაძლოა დაწყებულ იქნას დღეღამური დოზით-20 მგ. იმ შემთხვევაში, როდესაც ორკვირიანი მკურნალობის კურსის შედეგად არ აღინიშნება პაციენტის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება, პრეპარატის დოზა შესაძლოა ყოველ კვირას გაიზარდოს 10 მგ-ით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი ეფექტი. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს. ეფექტის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს.

ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობა: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 20 მგ-ს. პაციენტის მკურნალობის შედეგად მიღებული შედეგის შესაბამისად, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს. მოცემული დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით, პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეღამეში 40 მგ-ს.

ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო.

ღვიძლის და თირკმელების უკმარისობისას: პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით, ენიშნებათ პრეპარატი დღეღამეში 20 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (12%); იშვიათად ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაქვეითება.

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა (9%); საერთო სისუსტე და მომატებული დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევის ეპიზოდები.

ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლიანობა (9%), პირის ღრუს სიმშრალე (7%).

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის დაქვეითება, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის ცვლილება, ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის ცვლილება.

სასქესო სფეროს და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა (13%), ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნებოდა სექსუალური დისფუნქციის სხვა გამოვლინებები, იშვიათად შარდის გამოყოფის გაძნელება.

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპონატრიემია შეშუპებით, მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალიზდება.

დერმატოლოგიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კანის ჰიპერემია, სისხლდენები კანქვეშ, სახის შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), კანის ქავილი.

სხვადასხვა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მიოპათია, მიალგია, ჰიპერგლიკემია, იშვიათად ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული მდგომარეობა. იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია. პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა მომატებული სისხლდენის შესახებ.

პაროქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს პირის ღრუში სიმშრალეს, ყაბზობას და ძილიანობას.

პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევა, აჟიტირება, ცახცახი, გულისრევა, დაბნეულობა, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა თანდათან ან დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

პრეპარატის ტრიპტოფანთან ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.

ურთიერთქმედება სხვადახვა სამკურნალო საშუალებებთან:

საკვები, ანტაციდები: საკვები და ანტაციდური პრეპარატები არ მოქმედებენ პრეპარატის შეწოვასა და ფარმაკოკინეტიკაზე.

პრეპარატის და ვარფარინს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება სავარაუდოა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ ანტიკუაგულანტებს.

– სუმატრიპტანი: იშვიათ შემთხვევებში სუმატრიპტანისა და რექსეტენის ერთდროული მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ სისუსტე, ჰიპერრეფლექსია, დისკოორდინაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია სუმატრიპტანისა და სეროტონინის ინჰიბიტორის ერთდროული მიღება, ამ უკანასკნელის განხორციელება საჭიროა ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

– ციმეტიდინი: ციმეტიდინი აინჰიბირებს P 450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტებს, რის გამოც, ერთდროული მიღების დროს იზრდება პრეპარატის კონცენტრაციის სტაბილური დონე სისხლის პლაზმაში.

– ფენობარბიტალი: ფენობარბიტალი ამაღლებს P 450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტს. პრეპარატის ფენობარბიტალთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მცირდება პაროქსეტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, აგრეთვე მცირდება ნახევრად გამოყოფის პერიოდი.

– ანტიეპილეფსიური საშუალებები: ფენიტოინისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და შესაძლოა გვერდითი ეფექტების გაზრდა. ასევე შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტების კლინიკური გამოვლინება. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ეპილეფსიით და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ კარბამაზეპინით, ფენიტოინით ან ვალპროის მჟავით, შემდგომში პაროქსეტინით მკურნალობის დაწყებამ მათში არ გამოიწვია ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკურ და ფარმაკოკინეტიკური მოქმედების ცვლილება.

– დიგოქსინი: იმის გამო, რომ არ არსებობს კლინიკური კვლევის საკმარისი მონაცემები დიგოქსინისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღების შესახებ, მათი კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო.

– დიაზეპამი: დიაზეპამის მუდმივი დონე სისხლში პაროქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.

– პროციკლიდინი: პაროქსეტინი ზრდის პლაზმაში პროციკლიდინის კონცენტრაციას, ამიტომ ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პროციკლიდინის დოზის შემცირება.

– ბეტა-ბლოკატორები: კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ პაროქსეტინი არ მოქმედებდა სისხლში პროპრანოლოლის მუდმივ დონეზე.

– თეოფილინი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევების შედეგად არ არის დადასტურებული პაროქსეტინისა და თეოფილინის ურთიერთქმედება, საჭიროა სისხლში თეოფილინის დონის რეგულარული შემოწმება.

– ალკოჰოლი: პაროქსეტინისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას ეფექტები არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, პაროქსეტინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. რექსეტინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

ქალებში, რომლებიც იმყოფებიან ზრდასრულ ასაკში, პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კონტრაცეფცია.

სამკურნალო საშუალების მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებზე: საკონტროლო კვლევებით არ იქნა დადგენილი პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის დაწყებისას, ინდივიდუალურად დადგენილ დროის განმავლობაში, არ შეიძლება ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც ესაჭიროება სწრაფი რეაქცია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის მიღება მაღალი დოზით არ არის საშიში. ჭარბი დოზირების ნიშნები ვლინდება ერთდროულად 2000 მგ პაროქსეტინის მიღების დროს, ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან.

ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ცახცახი, პირის სიმშრალე, საერთო აღგზნება, ოფლიანობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, სახის კანის სიწითლე; არ აღინიშნება კომატოზური მდგომარეობა ან კონვულსია. ფატალური გამოსავალი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში არ აღინიშნება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სასუნთქი გზების განთავისუფლება, აუცილებლობის შემთხვევაში ოქსიგენაცია, კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა, 20-30გ აქტივირებული ნახშირის მიწოდება ყოველ 4-6 საათში პირველი 24-48 საათის განმავლობაში. რეკომენდებულია გულისა და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი ფუნქციის მუდმივი კონტროლი. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მაღალი დოზა სისხლიდან ქსოვილში გადავიდა, მაშინ ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ნაკლებ ეფექტურია.

შენახვის პირობები:

ინახება 15-30°C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

რექსაპინი – REXAPIN – РЕКСАПИН

შემოგარსული ტაბლეტები

გამოყენების ინსტრუქცია

შემადგენლობა:

5 მგ შემოგარსული ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ოლანზაპინს აქტიური სუბსტანციის სახით და საღებავ ტიტანის დიოქსიდს.

10 მგ შემოგარსული ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ოლანზაპინს აქტიური სუბსტანციის სახით და საღებავ ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ოლანზაპინი წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას, რომელსაც აქვს 5HT2A/2C, 5HT3, 5HT6, დოფამინის D4, D3, D1, D2, ქოლინერგული მუსკარინული (m1-m5), -1 ადრენერგული და H1 ჰისტამინური რეცეპტორების შებოჭვის უნარი. ოლანზაპინზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინი სელექტიურად ურთიერთქმედებს მეზოლიმბურ სისტემასთან, ექსტრაპირამიდულ სისტემასთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ურთიეთქმედების გარეშე. ოლანზაპინი უფრო მეტად ბოჭავს 5HT2A რეცეპტორებს, ვიდრე D2 რეცეპტორებს. ოლანზაპინს უფრო ნაკლებად ახასიათებს D2 რეცეპტორებთან ურთიერთქმედება, ვიდრე სხვა, ტრადიციულ, ნეიროლეფსიურ აგენტებს. მისი ასეთი მოქმედება განაპირობებს მწვავე ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების და ტარდიული დისკინეზიის შედარებით დაბალ დონეს. რექსაპინი მოქმედებს დაავადების როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ სიმპტომატიკაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

რექსაპინი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-8 საათში აღწევს. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას რექსაპინის აბსორბციაზე. ოლანზაპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში კონიუგაციისა და ოქსიდაციის შედეგად. მის ძირითად მეტაბოლიტს ცირკულაციაში წარმოადგენს 10-N-გლუკოკურონიდი, ნივთიერება, რომელიც არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. სხვა მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და 2-ჰიდროქსილმეთილი, რომლებიც არ ამჟღავნებენ in vivo აქტივობას. პრეპარატის უმთავრეს ფარმაკოლოგიურ ეფექტებს ოლანზაპინი განაპირობებს. ოლანზაპინის პერორალურად მიღების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკისა და სქესის მიხედვით მერყეობს.

65 წელზე ნაკლები ასაკის მამაკაცები - 29 საათი

65 წელზე ნაკლები ასაკის ქალები - 39 საათი

65 წლის და ზევით ასაკის მამაკაცები - 49 საათი

65 წლის და ზევით ასაკის ქალები  - 55 საათი.

ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულებში შედარებით ხანგრძლივია, ვიდრე ახალგაზრდებში.

თირკმლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევები არ იწვევენ ოლანზაპინის მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ცვლილებებს.

ოლანზაპინის პლაზმური კლირენსი ახალგაზრდა პირებში, ქალებსა და არამწეველებში უფრო დაბალია, ვიდრე ასაკოვნებში, მამაკაცებსა და მწეველებში. მიუხედავად ამისა, ასაკის, სქესისა და თამბაქოს მოხმარების გავლენა ოლანზაპინის კლირენსზე და ნახევარგამოყოფის პერიოდზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე ცალკეულ ინდივიდებში არსებული განსხვავება.

ოლანზაპინი 7-1000 ნანოგრამი/მლ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებს უკავშირდება 93%-ით. ოლანზაპინი ძირითდად უკავშირდება ალბუმინს და 1-მჟავა გლიკოპროტეინს.

ოლანზაპინის მიღებული დოზის 50% გამოიყოფა შარდით, ხოლო 30% - განავალით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 30 საათი.

ჩვენებები:

ოლანზაპინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ და ასევე ბიპოლარული დარღვევების თანმხლები მწვავე მანიაკალური ეპიზოდების დროს მოკლე სამკურნალო კურსის სახით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა რექსაპინის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ და დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

გაფრთხილება:

იშვიათად აღინიშნება არსებული შაქრიანი დიაბეტის დამძიმება, კეტოაციდოზით მიმდინარე ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კომა. ზოგიერთ შემთხვევაში წონაში მატება მიუთითებდა მსგავსი მდგომარეობების განვითარების რისკის გაზრდას. დიაბეტით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის მქონე პაციენტებზე რეკომენდებულია რეგულარული კლინიკური დაკვირვება.

ორთოსტატული ჰიპოტენზია: ოლანზაპინმა, სავარაუდოდ მისი ალფა1-ადრენერგული ანტაგონისტური თვისებების გამო, განსაკუთრებით საწყისი დოზის ტიტრაციის პერიოდში, შესაძლოა გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია თანმხლები თავბრუსხვევით, ტაქიკარდიით და ზოგიერთ პაციენტში -სინკოპეც. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უმჯობესია პრეპარატის სამიზნე დოზამდე თანდათანობით მზარდი ტიტრაცია.

ოლანზაპინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემია, გულის უკმარისობა ან გამტარებლობის დარღვევა) და ცერებრო-ვასკულური დაავადებები და ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობები (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით მკურნალობა).

თანმხლები დაავადებები: პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პროსტატის ჰიპერტროფიის, პარალიზური ილეუსისა ან მსგავსი მდგომარეობების მქონე პაციენტებში (ოლანზაპინის შესაძლო ანტიქოლინერგული აქტივობის გამო).

პაციენტების კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე დღე ან კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყვნენ.

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ტრანსამინაზების, ALT, AST, ასიმპტომური, ტრანზიტორული მატება ხშირად აღინიშნებოდა.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული ALT და AST, ღვიძლის დაზიანების ნიშნები და ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებული უკვე არსებული მდგომარეობები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. მკურნალობის პროცესში ALT და AST დონის მომატების შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება. ჰეპატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში ოლანზაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ოლანზაპინის გამოყენების დროს, როგორც ყველა სხვა ნეიროლეფსიური საშუალებების დანიშვნისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნებისმიერი გენეზის ლეიკოპენია და/ან ნეიტროპენია, მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული ძვლის ტვინის დეპრესია ან მასზე ტოქსიკური ზემოქმედება ანამნეზში, თანმხლები დაავადებები, რადიო- და ქიმიოთერაპიით განპირობებული ძვლის ტვინის დეპრესია და ბოლოს,

ჰიპერეოზინოფილური მდგომარეობები ან მიელოპროლიფერაციული დაავადებები.

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ნას): რექსაპინის გამოყენების დროს კლინიკური კვლევებში არცერთ პაციენტში არ დაფიქსირებული ნას-ი. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, როგორც პოტენციურად ფატალური სიმპტომთა კომპლექსი, ახასიათებს სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღებას. ნას-ის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს: ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, შეცვლილი მენტალური სტატუსი და ავტონომიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი ან სისხლის წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და კარდიალური დისრითმია). დამატებით შესაძლოა აღინიშნოს მომატებული კრეატინინფოსფოკინაზა, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობა. მსგავსი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატების, მათ შორის რექსაპინის, გამოყენება.

რექსაპინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კონვულსიები ან დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ კონვულსიებით.

ტარდიული დისკინეზია: შედარებითი კვლევების დროს რექსაპინით გამოწვეული ტარდიული დისკინეზიის შემთხვევათა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სხვა მედიკამენტების გამოყენებისას. რექსაპინით მკურნალობის ფონზე დისკინეზიის ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამ სინდრომის მქონე პაციენტი შესაძლოა მაინც საჭიროებდეს ოლანზაპინით მკურნალობას. კლინიკური კვლევების დროს რექსაპინის ფონზე პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარება იშვიათად აღინიშნებოდა. სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მსგავსად, 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი,.

კლინიკურ კვლევებში რექსაპინი არ იწვევდა QT ინტერვალის პერმანენტულ გახანგრძლივებას. 1685 პაციენტიდან მხოლოდ რვა პაციენტში აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება.

სხეულის ტემპერატურის რეგულაცია: ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ახასიათებთ სხეულის ტემპერატურის შემცირების უნარის დარღვევა. სასურველია შესაბამისი ყურადღების გამოჩენა ოლანზაპინის დანიშვნის დროს პაციენტებში, რომლებსაც შემდეგ მოუწევთ ფიზიკური დატვირთვა, ცხელ გარემოში ყოფნა, სხვა ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე მედიკამენტების ერთდროული მიღება ან დეჰიდრატაცია.

კოგნიტიურ და მოტორულ სფეროებთან ურთიერთქმედება: ოლანზაპინით მიღებასთან ასოცირებულ გვერდით ეფექტს სომნოლენცია წარმოადგენს, რომელიც კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პაციენტების 26%-ში, შედარებისათვის პლაცებოს მიღების ფონზე აღნიშნული ეფექტი განვითარდა პაციენტთა 15%-ში. ეს გვერდითი ეფექტი ასევე დოზა დამოკიდებულია.

ჰიპერპროლაქტინემია: ოლანზაპინი, დოფამინის D2 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მსგავსად, იწვევს პროლაქტინის კონცენტარაციის მომატებას, რომელიც საშუალოდ მომატებული რჩება პრეპარატის გრძელვადიანი მიღების მთელი დროის განმავლობაში.

სუიციდი: სუიციდური მცდელობები დამახასიათებელია შიზოფრენიული და ბიპოლარული დაავადების მქონე პაციენტებისათვის. პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ მაღალი რისკის ჯგუფებში მოითხოვს მკაცრ მონიტორინგს.

დისფაგია: საყლაპავის პერისტალტიკის მოშლა და ასპირაცია ასოცირებულია ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებასთან. ასპირაციული პნევმონია ალცჰეიმერის დაავადების დროს წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. ასეთი ტიპის პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ოლანზაპინი და სხვა ანტიფსიქოზური წამლები გამოიყენება დიდი სიფრთხილით.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა წამლების მსგავსად ოლანზაპინიც სიფრთხილით გამოიყენება დემენციის და/ან პარკინსონის დაავადების დროს.

თამბაქოს მოწევა და სქესი: მათი გავლენა რექსაპინის მეტაბოლიზმზე უკვე ცნობილია. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლია არა-მწეველებში და ქალებში, ვიდრე მწეველებსა და მამაკაცებში.

თუ არსებობს ოლანზაპინის მეტაბოლიზმის სულ ცოტა 2შემანელებელი ფაქტორი, რექსაპინის შედარებით მცირე საწყისი დოზაა საჭირო. ასეთ პაციენტებში დოზის მომატება კონსერვატიულად უნდა მოხდეს.

მანქანისა და სხვა დანადგარების მართვა: ვინაიდან ოლანიზაპინი იწვევს სომნოლენციას, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სხვადასხვა დანადგარების, მათ შორის ავტომობილის, მართვის დროს.


ბავშვები:
რექსაპინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

ხანდაზმულები:
65 წლის ასაკის ზევით ჯანმრთელ ინდივიდებში ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გახანგრძლივებული იყო, მაგრამ ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები ნორმის (როგორც ახალგაზრდა ინდივიდებში) ფარგლებში რჩებოდა. დამტკიცებულია, რომ რექსაპინი დოზით 5-20 მგ/დღეში ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებში ერთნაირად უსაფრთხოა. ასე რომ, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზირების სპეციალური რეჟიმი არ არსებობს.

პაციენტები ღვიძლის და /ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. თუმცა, ღვიძლის ფენქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის მსუბუქი გახანგრძლივება. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის შემცირება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს ოლანზაპინის გამოყენების შესახებ კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. პაციენტებმა აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ოლანზაპინის მიღების ფონზე მოსალოდნელი ან მკურნალობის დროს დაგეგმილი ორსულობის შესახებ. პრეპარატი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებლიანობა ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფის მიმართ.

ლაქტაციის პერიოდი: რეკომენდებულია, რომ ლაქტაციის პერიოდში დედამ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოს.

მშობიარობა: ოლანზაპინის გავლენა მშობიარობაზე უცნობია.

გვერდითი მოვლენები:

საერთო მოვლენები:

ხშირი (სულ მცირე 1%): კბილის ტკივილი. გრიპის მსგავსი სინდრომი, საკუთარი სხეულის მიზანმიმართული დაზიანება და სუიციდის მცდელობა.

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შემცივნება, ასთენია, სახის შეშუპება, კანდიდოზი, კეფის ტკივილი და რიგიდულობა, მენჯის ტკივილი და ფოტოსენსიბილიზაცია.

იშვიათი (

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): ჰიპოტენზია

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ბრადიკარდია, ცერებრო-ვასკულური სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასისტოლია, ჰემორაგია, შაკიკი, სიფერმკრთალე, ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.

იშვიათი (

საჭმლის მომნელებელი სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): გაძლიერებული სალივაცია და წყურვილის შეგრძნება.

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): დისფაგია, გულძმარვა, გაუვალობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გასტროენტერიტი, გინგივიტი, ჰეპატიტი, მელენა, პირის ღრუს დაწყლულება, გულისრევა და ღებინება, ორალური კანდიდოზი, პერიდონტალური აბსცესი, რექტალური ჰემორაგია, სტომატიტი, ენის შეშუპება და კბილების კარიესი.

იშვიათი (

ენდოკრინული სისტემა:

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შაქრიანი დიაბეტი

იშვიათი (

სისხლი და ლიმფური სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): ლეიკოპენია

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ანემია, ციანოზი, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტემია.

იშვიათი (

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აციდოზი, მომატებული ტუტე ფოსფტაზა, ბილირუბინემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპება, წყლით ინტოქსიკაცია.

იშვიათი (

ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა.

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ართრიტი, ართროზი, ბურსიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები და მიასთენია.

იშვიათი (

ნერვული სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): პათოლოგიური სიზმრები, ემოციური ლაბილურობა, ეიფორია, ლიბიდოს დაქვეითება, პარესთეზია.

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალკოჰოლიზმი, ამნეზია, ანტისოციალური ქცევები, ატაქსია, ცნს-ის სტიმულაცია, კომა, დელირიუმი, დეპერსონალიზაცია, დიზართრია, სახის პარეზი, ჰიპერესთეზია, ჰიპოკინეზია, ჰიპოტონია, ინკოორდინაცია, აკვიატებული კომპულსიური სიმპტომები, ფობიები, სომატიზაცია, სტიმულატორების ჭარბად გამოყენება, სტუპორი, ენაბლუობა, ტარდიული დისკინეზია, თამბაქოს ჭარბად მოხმარება, ვერტიგო და აბსტინენციის სინდრომი.

იშვიათი (

სასუნთქი სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): დისპნოე

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აპნოე, ასპირაციული პნევმონია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, ეპისტაქსისი, სისხლიანი ნახველი, ჰიპერვენტილაცია, ლარინგიტი, პნევმონია და ხმის შეცვლა.

იშვიათი (

კანი და მისი დანამატები:

ხშირი (სულ მცირე 1%): ოფლიანობა

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ეგზემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, სებორეა, კანის დაწყლულება და ვეზიკულობულოზური გამონაყერი.

იშვიათი (

გრძნობათა ორგანოები:

ხშირი (სულ მცირე 1%): კონიუნქტივიტი

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აკომოდაციის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, რქოვანას დაზიანება, სიყრუე, დიპლოპია, თვალების სიმშრალე, ყურის ტკივილი, სისხლჩაქცევები თვალში, თვალის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება, გემოს გაუკუღმართება და ხმაური ყურებში.

იშვიათი (

შარდ-სასქესო სისტემა:

ხშირი (სულ მცირე 1%): ამენორეა*, ჰემატურია, მეტრორაგია* და ვაგინიტი.

ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): პათოლოგიური ეაკულაცია*, მკერდის ტკივილი, ცისტიტი, შემცირებული მენსტრუაცია*, დიზურია, ლაქტაცია* ქალებში, გლიკოზურია, იმპოტენცია*, გაძლიერებული მენსტრუაცია, მენორაგია, პოლიურია, პრედმენსტრუალური სინდრომი*, პიურია, შარდვის გახშირება, შარდის რეტენცია, მოშარდვის აქტის გაუარესება, საშვილოსნოში ფიბრომის* ზომების გაზრდა და ვაგინალური ჰემორაგია*.

იშვიათი (

* სქესის მიხედვით.

სხვა მონაცემები: პლაზმური პროლაქტინის დონე ხშირად მომატებულია, მაგრამ თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და მკერდის გადიდება ძალიან იშვიათად გვხვდება. თითქმის ყველა პაციენტში პროლაქტინის დონე დაუბრუნდა ნორმის ფარგლებს მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად.

ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე ადგილი ჰქონდა კორექტირებული QT ინტერვალის (QTc) ზედმეტად გახანგრძლივებას პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეოზინოფილების რაოდენობის ასიმპტომურ მომატებას. კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა იშვიათად დაფიქსირდა.

ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT, AST) ტრანზიტორულ და ასიმპტომურ მატებას. ღვიძლის მწვავე პათოლოგიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში ტრანსამინაზების დონე უნდა განისაზღვროს რექსაპინით მკურნალობის დაწყების წინ და მკურნალობის პროცესშიც კლინიკური მონაცემების მიხედვით.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ოლანზაპინის ცნს-ზე ზემოქმედების გამო საჭიროა სიფრთხილე მისი ცენტრალურად მოქმედ სხვა წამლებთან და ალკოჰოლთან კომბინირებული გამოყენებისას. რადგან რექსაპინი ამჟღავნებს დოფამინის ანტაგონიზმს in vivo, მან შესაძლოა ხელი შეუშალოს ლევოდოფას და დოფამინის აგონისტების მოქმედებას.

რექსაპინზე სხვა მედიკამენტების პოტენციური ზეგავლენა: ანტაციდების (ალუმინის, მაგნიუმის) ან ციმეტიდინის ერთჯერადი დოზები არ მოქმედებს რექსაპინის ორალურ ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ აქტივირებული ნახშირის მიღება ამცირებს მას 50-60%-ით. თამბაქოს მოწევამ ან კარბამაზეპინის ჯგუფის პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლანზაპინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

რექსაპინის პოტენციური ეფექტი სხვა მედიკამენტებზე: რექსაპინის ერთჯერადი დოზებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნა იმიპრამინის/დეზიპრამინის (P450-CYP2D6), ვარფარინის (P450-CYP2C9) ან დიაზეპამის (P450-CYP3A4) მეტებოლიზმის ინჰიბიცია. რექსაპინისა და ლითიუმის ან ბიპერიდენის ერთდროული გამოყენებისას მათ შორის ურთიერთქმედებას ადგილი არ ჰქონდა.

დოზირების რეჟიმი:

შიზოფრენია

რექსაპინის საწყისი რეკომენდებული დოზაა 5-10მგ უზმოზე ან ჭამის შემდეგ. პაციენტის კლინიკური სტატუსიდან გამომდინარე შემდგომი დოზირება უნდა მერყეობდეს 5-20მგ-ის ფარგლებში. 15მგ და უფრო მეტი დღიური დოზის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 4დღის შემდეგ.

შიზოფრენიის დროს შემანარჩუნებელი თერაპია

პერიოდულად უნდა მოხდეს გადამოწმება, სჭირდება თუ არა პაციენტს ესა თუ ის შემანარჩუნებელი დოზა.

ბიპოლარული მანია

პერორალური ოლანზაპინი ზოგადად ინიშნება 10 ან 15მგ ერთხელ დღეში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. თუ საჭიროება მოითხოვს დოზის შეცვლა უნდა მოხდეს არა ნაკლებ 24 საათიანი ინტერვალით, ხოლო დღიური დოზის მეტება/კლება რეკომენდებულია 5მგ-ით.

შემანარჩუნებელი თერაპია ბიპოლარული მანიის დროს

მწვავე პროცესის ჩაწყნარების შემდეგ მკურნალობა უნდა წარიმართოს მიღწეული შედეგის გასამყარებლად და რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.

ბავშვებში: 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება არ არის შესწავლილი.

ხანდაზმული პაციენტებში: დაბალი საწყისი დოზა (5მგ/დღეში) რუტინულად არ არის რეკომენდებული, მაგრამ ეს მხედველობაში მისაღებია 65 წლის ზემოთ პაციენტებში კლინიკური ფაქტორების შესაბამისად.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები რექსაპინის ჭარბი დოზირების შესახებ ძალიან ნაკლებია. კლინიკურ კვლევებში შემთხვევით ან წინასწარ განზრახვით ჭარბი დოზირება დაფიქსირდა 67 პაციენტში. პაციენტში, რომელმაც მიიღო ყველაზე მაღალი დოზა (300მგ), დაფიქსირდა მხოლოდ ძილიანობა და არეული მეტყველება.

კლინიკაში გამოკვლეულ პაციენტებს, მათ შორის მას, რომელმაც მიიღო 300მგ, ლაბორატორიული ანალიზების ან ეკგ-ს მიხედვით გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდათ. სასიცოცხლო ფუნქციები ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებში მერყეობდა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პრეპარატის ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერებას. ეს შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: სომნოლენცია, მიდრიაზი, დაბინდული მხედველობა, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია და შესაძლო ექსტრაპირამიდული დარღვევები.

რექსაპინს არ აქვს სპეციფიური ანტიდოტი, ამიტომ საჭიროა შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

დოზის მწვავე გადაჭარბებისას უნდა შეფასდეს სასუნთქი გზების გამავლობა ადექვატური ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველსაყოფად. რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის ჩართვა, რადგან ის 50-60%-ით ამცირებს ორალური რექსაპინის ბიოშღწევადობას. ასევე შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პაციენტი უგონოდაა, ინტუბაციის შემდეგ).

ჰიპოტენზიის და ცირკულატორული კოლაფსის დროს საჭიროა სითხეების ი/ვ ინფუზია და/ან სიმპატომიმეტური აგენტების გამოყენება. (არ შეიძლება ეპინეფრინის, დოფამინის და სხვა ბეტა-აგონისტური აქტივობის მქონე სიმპატომიმეტური საშ-ების გამოყენება, ვინაიდან ბეტა-სტიმულაციამ შესაძლოა დაამძიმოს რექსაპინით გამოწვეული ჰიპოტენზია ალფა-ბლოკადის გამო). დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კარდიოვასკულარული მონიტორინგი, რომელიც უნად მოიცავდეს ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგსაც შესაძლო არითმიების აღმოსაჩენად. სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის, 25C-ზე დაბალ, ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:

28 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ჰადიმკოი იოლუ, ჰოსდერე მევკიი ჰადიმკოი, 34555 -სტამბოლი, თურქეთი.

რეფურილი – REFURIL – РЕФУРИЛ

მწარმოებელი: Munir Sahin Ilaз San. ve Tiзaret.,Turkey.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნაწლავური ანტისეპტიკი

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:

ნიფუროქსაზიდი  ................   200 მგ.

დამატებითი კომპონენტები:

მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus და Sreptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ.

პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული დიარეა;
  • კოლიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:

ბავშვები:

ერთი თვიდან 2,5 წლამდე – 100 მგ 2-3-ჯერ დღეში;

2,5 წლის ზევით – 200 მგ 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები:

200მგ (ერთი საზომი კოვზი) – 4-ჯერ დღეში.

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.

გვერდითი ეფექტები:

მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.

გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

რეფურილი სუსპენზია 60 მლ ფლაკონში.

რეფორტანი N პლუსი – REFORTAN N PLUS – РЕФОРТАН N ПЛЮС

საერთაშარისო დასახელება:

HETASTARCH

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიეთილ სახამებელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 10% : ფლაკონში 500 მლ

100 მლ

ჰიდროქსიეთილ სახამებელი ...........10 გ

ვრცლად ჰაეს–სტერილი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

რეფორტანი N – REFORTAN N – РЕФОРТАН N

საერთაშარისო დასახელება:

HETASTARCH

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიეთილ სახამებელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 6%: ფლაკონში 500 მლ

100 მლ

ჰიდროქსიეთილ სახამებელი  .........  6 გ

ვრცლად ჰაეს–სტერილი

რეუმადოლი – REUMADOL – РЕУМАДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ETOFENAMATE

მწარმოებელი: DEMO S.A. ინგლისი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახსრების და კუნთების ტკივილისას

მოქმედი ნივთიერება: ეტოფენამატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 40 მგ

1 გ

ეტოფენამატი ..............  5%

ვრცლად ფლექსო ამპულა(მიღების წესი განსხვავებული)

რეტინოლი – RETINOL – РЕТИНОЛ

ჩვენებები

  • ჰიპოვიტამინოზი A, როდესაც არ არის მისი პარენტერალური გამოყენების აუცილებლობა: ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით; მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა.
  • კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.;
  • ოტორინოლარინგოლოგიაში: მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი, ინფექციური დაავადებები, სტრესული მდგომარეობა.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: კუჭის რეზექცია, ცელიაკია, სპრუ, ადგილობრივი ენტერალური სინდრომი, სტეატორეა, დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი პანკრეასის ფუნქციის უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტი.
  • პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს.
  • ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სახის და სიმძიმის მიხედვით.

ვიტამინ A-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ქსეროფთალმიის გარეშე:

- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 100000 IU დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობის 12-დღიანი კურსი დღეღამეში 500000 IU.

- ბავშვებში 1-დან 8 წლამდე - 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 17000-35000 IU დღეღამეში, 10 დღე.

- ბავშვებში 1 წლის ასაკის ქვევით 1000 IU/კგ-ზე დღეღამეში 5 დღე, შემდგომში 10 დღიანი კურსით 7500-1000 IU დღეღამეში.

ვიტამინი A-ს დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიით:

- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 500000 IU დღეღამეში 3 დღე, შემდგომში 14 დღიანი კურსით 50000 IU დღეღამეში, შემდეგი 2 თვიანი კურსით 20000 IU დღეღამეში.

- ბავშვებში 1-დან 8 წლამდე - 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღე ან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკისათვის:

- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 10000-50000 IU დღეღამეში.

სხვა პათოლოგიების დროს ჩვენების მიხედვით:

- მოზრდილებში/ქალებში - 4000 IUდღეღამეში;

- მოზრდილებში/მამაკაცებში - 5000 IU დღეღამეში;

- ბავშვებში 10 წლის ასაკის  ზევით 4000-5000 IU დღეღამეში;

- ბავშვებში 7-დან 10 წლამდე 3300-3500 IU დღეამეში;

- ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 2500 IU დღეღამეში;

- ბავშვებში 6 თვიდან 3 წლამდე 1500-2000 IU დღეღამეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს:

- ფეხმძიმეებში - 5000 IU დღეღამეში.

- ლაქტაციის პერიოდში 6000 IU დღეღამეში.

სხვა პათოლოგიების დროს ხდება პრეპარატის დოზის ინდივიდუალური დადგენა.

გვერდითი მოვლენები

რეტინოლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება ძილიანობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მაცერაცია ტუჩების კუთხეებში, ალოპეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები. თუ ვიტამინი A-ს პლაზმური დონე შეადგენს 50000 IU/100 მლ-ში აღინიშნება ღებინება, ქავილი, მხედველობის გაორება, კანის ჰიპერპლაზია.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ჰიპერვიტამინოზი A.

* ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია

დოზის მიღების ვადების დადგენისას საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში.

არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატი დოზით 6000 IU იწვევს ნაყოფის დაზიანებას (საშარდე ტრაქტის ანომალია, ზრდის შენელება).

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე;

♦ იგი ნაკლებად ეფექტურია მშრალ და დანაოჭებული კანის სამკურნალოდ, ასევე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, როდესაც არ აღინიშნება ვიტამინის დეფიციტი.

♦ მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი მაღალი ტოქსიურობის გამო.

♦ პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და თირკმელების დაავადებების დროს, რადგანაც მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის გაზრდა სისხლში.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება: ჰიპერემია, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, უმადობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, სისხლჩაქცევები კონიუნქტივაში და პირის ლორწოვან გარსში, ღვიძლის უმნიშვნელო გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმების ცვენა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღნიშნული მოვლენები ქრება.

თერაპია ამ შემთხვევებში - მანიტოლი, გლუკოკორტიკოიდები და ვიტამინი E.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- რეტინოლის ტოქსიურობა ძლიერდება ალკოჰოლით და რეტინოიდებით. კონტრაცეპტივები იწვევენ პრეპარატის დონის გაზრდას ორგანიზმში.

- არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული მიღება: ნიტრატებთან, ქოლესტირამინთან, ნეომიცინთან, სუკრალფატთან, ანტაციდურ და საფაღარათო პრეპარატებთან, რადგანაც ისინი ცვლიან მის რეზორბციას.

- ვიტამინი A-ს კომბინაციას ვიტამინ E-თან გააჩნია თერაპიული ეფექტი გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში და გერიატრიაში. ვიტამინი E ინარჩუნებს რეტინოლს აქტიურ ფორმაში და იცავს მას დაჟანგვისაგან.

ხშირად ვიტამინ A-ს იღებენ ვიტამინ E-თან ერთად.

რეტარპენი – RETARPEN – РЕТАРПЕН

საერთაშორისო დასახელება:

BENZATHINE BENZYLPENICILLIN

მწარმოებელი:

BIOCHEMIE, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: ბენზატინ ბენზილპენიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, პენიცილინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 50 ც.

1 ფლ.

ბენზატინ ბენზილპენიცილინი  ...........  2.4 მლნ. სე

ვრცლად ბიცილინი–3 (დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!