Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 479

რიფამპიცინი – RIFAMPICIN – РИФАМПИЦИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

რიტმონორმი – RYTMONORM – РИТМОНОРМ

 

მწარმოებელი: Abbott GmbH & Co. KG, Germany

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს პროპაფენონის ჰიდროქლორიდს 150 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გამოხდილი წყალი, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).

წამლის ფორმა. ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. IC კლასის ანტიარითმული პრეპარატები.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

პროფილაქტიკა და მკურნალობა:

•ვენტრიკულური არითმიები;

•პაროქსიზმური სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიის, წინაგულების პაროქსიზმალური ფორმის ციმციმის /ფიბრილაციისა/ და პაროქსიზმული წრიული ტაქიკარდიის დროს AV – კვანძის ჩაბმით ან დამატებითი გამტარი გზების ჩათვლით, რომელიც არაეფექტურია სტანდარტული თერაპიის ან მისი ჩატარების უკუჩვენებისას.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა პროპაფეონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

* გულის ქრონიკული არამართვადი უკმარისობა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია

* კარდიოგენური შოკი (თუ მან არ გამოიწვია არითმია).

* მძიმე სიმპტომატური ბრადიკარდია.

* არაკონტროლირებადი ელექტროლიტური დარღვევები.

* მძიმე არტერიული ჰიპოტენზია.

* სინუსური კვანძის დისფუნქცია, წინაგულებში გამტარობის დარღვევა, II ან III ხარისხის AV- ბლოკადა, ჰისის კონის ბლოკადა ან დისტალური ბლოკადა რითმის ხელოვნური მატარებლის არ არსებობისას.

გამოყენების წესი და დოზები: .

რიტმონორმით თერაპიის დაწყება რეკომენდებულია ჰოსპიტალურ პირობებში, იგი უნდა ჩაატაროს ექიმმა არითმიის მკურნალობის გამოცდილებით. ინდივიდუალურად შენარჩუნებული დოზა უნდა განისაზღვროს კარდიოლოგიური დაკვირვების პირობებში, რაც თან ერთვის ეკგ მონიტორინგს და სისხლის წნევის კონტროლს.

თუ QRS კომპლექსი ხანგრძლივდება 20 % მეტით, დოზა უნდა შევამციროთ ან შევწყვიტოთ მისი მიღება მანამ, სანამ ეკგ არ დაუბრუნდება ნორმის ფარგლებს.

მოზრდილებში გამოიყენება შიგნით მისაღებად მკურნალობის დასაწყისში – 150 მგ 3 ჯერ დღე-ღამეში დოზის გაზრდით, ინტერვალით არა ნაკლებ ვიდრე 3 დღე, 300 მგ – მდე 2 ჯერ დღე-ღამეში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურ დოზამდე 300 მგ სამჯერ დღე-ღამეში. პაციენტებისათვის სხეულის მასით 70 კგ რეკომენდებულია სადღე-ღამისო დოზის შემცირება.

ტაბლეტების მიღება წარმოებს მთლიანად, ჭამის შემდეგ, სითხის მიყოლებით.

ხანდაზმული ასაკის პირები

მკურნალობის დროს აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში პროპაფენონის მეტად მაღალი კონცენტრაცია. ამიტომ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობაზე კლინიკური პასუხი შეიძლება მიღებულ იქნას პრეპარატის გამოყენებისას უფრო დაბალ დოზებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი უკმარისობით (განდევნის ფრაქცია

თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში სტანდარტული თერაპიული დოზების გამოყენებისას თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეინიშნება პრეპარატის კუმულაცია. ამიტომ ეკგ ასეთ პაციენტებში პროპაფენონის დოზა უნდა შეირჩეს და სიხსლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ.

გვერდითი რეაქციები:

პროპაფენონის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას (მისი სხვადასხვა ფორმის და დროს) არსებობს შეტყობინება შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ, თუმცა მიზეზობრივი კავშირი ყოველთვის არ იყო დადგენილი.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან:

ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია; აგრანულოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან:

ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამოვლენილი ქოლესტაზით, სისხლის დისკრაზიით).

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევა:

ანორექსია.

ფსიქიკური მოშლილობა:

მღელვარება, აზროვნების დარღვევა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, სინკოპე, ათაქსია, შფოთვა, ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ვერტიგო. იშვიათად იყო ცნობა კრუნჩხვის განვითარების შესახებ.

მხედველობის დარღვევა:

არამკაფიო მხედველობა.

გულის მხრივ დარღვევები:

შეძლება განვითარდეს გულის გამოხატული შენელებული რითმი (ბრადიკარდია) ან გამტარობის დარღვევა (სინოატრული, ატრიოვენტრიკულური ან ინტრავენტრიკულური ბლოკადა). ასევე შეიძლება განვითარდეს პროარითმული ეფექტები, რომლებიც ვლინდება გულის რითმის აჩქარებით (ტაქიკარდია) ან ვენრტიკულური ფიბრილაციით.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევა:

არტერიული ჰიპოტენზია, პოსტურალური ჰიპოტენზიის ჩათვლით და ორთოსტატური ჰიპოტენზია.

კუჭ–ნაწლავის მხრივ დარღვევა:

ღებინება, გულისრევა, შეკრულობა, პირის სიმშრალე, პირში მწარე გემო, მუცლის ტკივილი, დიარეა, მუცლის შებერვა, ღებინების შეგრძნება.

ჰეპათობილიარული დარღვევები:

დარღვევები ღვიძლის მხრიდან, ჰეპატოცელულური დაზიანების ჩათვლით, ქოლესტაზი, სიყვითლე და ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის დარღვევები:

კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ეგზანთემა, ჭინჭრის გამონაყარი.

დარღვევები ჩონჩხ–კუნთებისა და შემაერთებლი ქსოვილების მხრიდან:

მგლურას მაგვარი – სინდრომი.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან:

ზოგიერთ შემთხვევაში რიტმონორმის მაღალი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა პოტენციეს დაქვეითება და სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. ეს მოვლენები შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას.

საერთო დარღვევები:

სისუსტე, ტკივილი მკერდის არეში.

ლაბორატორიული გამოკვლევები:

სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ტრანსამინაზების და ტუტეს ფოსფატაზები).

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზირების შესახებ გამოცდილება შეზღუდულია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზის სიმპტომები:

კარდიალური

პროპაფენონის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზირების მოქმედების შედეგი სინუსის კვანძში იმპულსების გენერაციის უნარი გულში და გამტარობის დარღვევებით ვლინდება, როგორიცაა PQ პროლონგაცია Qღშ კომპლექსის გაფართოება, სინუსური კვანძის ავტომატიზმის დათრგუნვა, AV-ბლოკადა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭების ციმციმი/ფიბრილაცია. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია.

არაკარდიალური

კრუნჩხვები, ძილიანობა და სიკვდილი.

მკურნალობა

საჭიროა გადაუდებელ ზომებს მივმართოთ, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობისას. გამტარობის მძიმე დარღვევისას, გულის ფუნქციის დარღვევის თანხლებით, შეიძლება საჭირო გახდეს თერაპია ატროპინით, იზოპრენალინით ან ელექტროსტიმულატორის გამოყენებით. თუ ელექტრო სტიმულაცია შეუძლებელია, საჭიროა ვცადოთ QRS ხანგრძლივობის შემცირება და გულის რიტმის აჩქარება იზოპრენალინის მაღალი დოზის დახმარებით. თავის მხრივ ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა არ წარმოადგენს იზოპრენალინის გამოყენების ჩვენებას. ჰიპოტენზიამ შეიძლება საჭირო გახადოს ინოტროპული ფუნქციის გაუმჯობესების აუცილებლობა. კრუნჩხვების მკურნალობა უნდა მოხდეს დიაზეპამის ინტრავენური შეყვანით.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს:

გამოკვლევებმა ცხოველებზე არ აღმოაჩინეს ტერატოგენური ზემოქმედება, ვინაიდან არ არსებობს ამ სამკურნალო საშუალების მიღების გამოცდილება ორსულობის პერიოდში, რიტმონორმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში ან ძუძუთი კვების დროს.

ცნობილია, რომ პროპაფენონის ჰიდროქლორიდი აღწევს ადამიანის პლაცენტურ ბარიერში. შეტყობინება, რომ ჭიპლარის სისხლში პროპაფენონის კონცენტრაცია შეადგენდა 30% დედის სისხლში მისი კონცენტრაციის არსებობისას.

კვლევები ადამიანის რძეში პროპაფენონის ჰიდროქლორიდის ექსკრეციის შესახებ არ ჩატარებულა. შეზღუდული მონაცემები ადასტურებენ, რომ პროპაფენონი შეიძლება გადავიდეს ადამინის რძეში.

ბავშვები:

რიტმონორმის აღნიშნული ფორმა არ გამოიყენება ბავშვებში.

გამოყენების განსაკუთრებულობა:

მნიშვნელოვანია, რომ რიტმონორმით თერაპიის დაწყებამდე თითოეულ პაციენტს ჩაუტარდეს ლექტროკარდიოგრაფიული და კლინიკური კვლევები. მკურნალობის კლინიკური ეფექტურობის განსაზღვრისთვის და მისი გაგრძელების აუცილებლობისთვის.

რიტმონორმის სუსტი ნეგატიური ინოტროპული ეფექტი მნიშვნელობას იძენს პაციენტებში გულის უკმარისობის განვითარების რისკით.

ისევე, როგორც არითმიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებამ, რიტმონორმმა გამოავლინა აღგზნების ზღურბლის და რითმის ხელოვნური მატარებელის მგრძნობელობის შეცვლა. პაციეტებს, რომლებსაც დაყენებული აქვთ რითმის მატარებლები, შეიძლება დასჭირდეთ ამ მოწყობილობების შესაბამისი ხელახალი დაპროგრამება.

პოტენციურად არსებობს წინაგულის პაროქსიზმური ფიბრილაციის გადასვლის შესაძლებლობა წინაგულის თრთოლვაში, გამტარობის თანმხლები ბლოკადით 2:1 ან 1:1.

პროპაფენონის ბეტა- მაბლოკირებელი ეფექტის მიზეზით უნდა დავიცვათ სიფრთხილე ასთმის მქიონე პაციენტების ობსტრუქციული დაავადებებისას, როგორც სხვა IC კლასის არითმიის საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პაციენტები გულის ორგანული დაავადებებით შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარებისადმი.

პროპაფენონის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გააუარესოს მიასთენია გრავის-ის მიმდინარეობა.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექნიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი:

არამკვეთრმა მხდეველობამ, თავბრუსხვევამ, სისუსტემ და პოსტურალურმა ჰიპოტენზიამ შეიძლება იმოქმედოს პაციენტის რექციის სისწრაფეზე და დაარღვიოს მისი უნარი მართოს მექანიზმები ან ავტომობილი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედება:

რიტმონორმის ეფექტები შეიძლება პოტენცირებული იქნას მისი გამოყენებით ადგილობრივ საანასთეზიო ან იმ საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ მიოკარდუმის კუმშვადობას.

– დემონსტრირებულია, რომ რიტმონორმი ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ამიტომაც საჭიროა სიფრთხილის დაცვა დიგიტალური ტოქსიკურობის განვითარებასთან მიმართებაში.

– როტმონორმმა გამოავლინა სისხლის პლაზმაში პერორალური ანტიკუაგულანტების დონის მომატების უნარი პოტრომბინული დროის გაზრდით, რამაც შეიძლება მოითხოვოს პერორალური ანტიკუაგულანტების დოზის შემცირება.

პროპაფენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებისას.

– ასევე შეინიშნებოდა პროპრანოლოლისა და მეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის მომატება რიტმონორმთან მათი ერთდროული გამოყენებისას. ამიტომაც შეიძლება საჭირო გახდეს ამ ბეტა-ბლოკატორების დოზების შემცირება. მონაცემები სხვა ბეტა-ბლოკატორებთან ურთიერთქმედების შესახებ უცნობია.

– პროპაფენონის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა გამოყენებამ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6 დახმარებით (ისეთი, როგორიცაა ვენლაფაქსინი), შეიძლება გამოიწვიოს ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატება.

– სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც თრგუნავენ CYP2D6, CYP1A2 და CYP3A64, მაგალითად კეტოკონაზოლმა, ციმეტიდინმა, ქინიდინმა, ტროპისეტრონმა, დოლასეტრონმა, მიზოლასტინმა, ერიტრომიცინმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პროპაფენონის ჰიდროქლორიდის დონის მომატებისაკენ. პროპაფენონის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას ფერმეტების ინჰიბიტორებთან ერთად საგულდაგულოდ უნდა მოხდეს პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაბამისად დოზის კორექტირება.

– სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო უკუნაჩვენებია ერთდროულად რიტონავირის დოზით 800-1200 მგ/დღე-ღამეში და პროპაფენონის ჰიდროქლორიდის გამოყენება.

– ამიოდარონისა და პროპაფენონის კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება დაარღვიოს გულის გამტარი ფუნქცია, რეპოლარიზაციის დარღვევა, პრეპარატის პროარითმული ეფექტით. თერაპიულ ეფექტზე დამოკიდებულებით შეიძლება საჭირო გახდეს ორივე საშუალების დოზის კორექტირება.

– მოქმედება პროპაფენონის ან ლიდოკაინის არ აღინიშნებოდა ფარმაკოდინამიკაზე ერთდროული გამოყენების შემდეგ არსებითი მოქმედება პაციენტებში. თუმცა იყო შეტყობინება, რომ პროპაფენონის ჰიდროქლორიდის და ინტრავენური ლიდოკაინის ერთდროული გამოყენება ზრდიდა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ლიდოკაინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

– ფენობარბიტალი არის CYP3A4 ცნობილი ინდუქტორი. ფენობარბიტალის პროპაფენონით ხანგრძლივი კომბინირებული მიღებისას საჭიროა პროპაფენონით მკურნალობაზე კლინიკური მონიტორინგი.

– პროპაფენონის ჰიდროქლორიდის და რიფამპიცინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს პროპაფენონის ანტიარითმული ეფექტი სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.

– ასევე არსებობს შეტყობინება მის შესაძლო ურთიერთქმედებაზე ციკლოსპორინთან (კონცენტრაციის მომატება თირკმელების ფუნქციის გაურესებით), თეოფილინთან (კონცენტრაციის მომატება), დეზიპრამინთან (კონცენტრაციის მომატება).

– ტრიციკლური და მისი მსგავსი ანტიდეპრესანტების და /ან ნეიროლფსიურების ეს საშუალებებს არითმოგენური თვისებების გამო მათ შეიძლება გააჩნდეთ არასასურველი ურთიერთმოქმედება ანტიარითმიულ საშუალებებთან, პროპაფენონის ჩათვლით, მათი ერთდროული გამოყენებისას.

– პროპაფენონის ჰიდროქლორიდის და ფლუოქსეტინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში ექსტენსიური მეტაბოლიზით ხელს უწყობს პროპაფენონის ჩმახ მომატებას (სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია) და AUC გაზრდას (ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართობი) შესაბამისად 39 % და 50%, , ხოლო Cmax და AUC R პროპაფენონის გამოყენებისას იზრდება 71%-ით და 50%-ით. სისხლის პლაზმაში პროპაფენონის დონის მომატება შეიძლება შეინიშნებოდეს მისი პაროქსეტინთან ერთდროული გამოყენებისას. სასურველი ეფექტის მისაღწევად შეიძლება საკმარისი იყოს პროპაფენონის ნაკლები დოზის გამოყენება.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა. პროპაფენონი IC ჯგუფის ანტიარითმიული საშუალებაა. იგი იწევს მასტაბილიზებელ მოქმედებას მიოკარდიაურ მემბრანაზე, ამცირებს სწრაფმავალ ნაკადს, რომელიც შედის ნატრიუმის დენს, სწრაფი დეპოლირიზაციის სიჩქარის შემცირებით და ახანგრძლივებს წინაგულებიდან პარკუჭზე იმპულსის გატარების დროს, AV – კვანძის და რაც მთავარია ჰისის კანის– პურკინეს გამტარი სისტემით.

იმპულსის გატარება დამატებითი გზებით, როგორიცაა WPW სინდრომისას (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი), ითრგუნება რეფრაქტერული პერიოდის პროლონგაციის გამო ან გამტარი გზის ბლოკადით, როგორც ანტეროგრადით, ასევე უპირატესად რეტროგრადული მიმართულებით.

ამასთან ერთად, მიოკარდიალური მგრძნობელობის ზღურბლის მომატების გამო სპონტანური აგზნებადობა მცირდება, ვინაიდან მიოკარდიუმის ელექტრული აგზნებადობა მცირდება ვენტიკულარული ფიბრილაციის ზღურბლის მომატების გამო.

ანტირითმიული ეფექტები: მოქმედების პოტენციალის გახანგრძლივდება, აგზნებადობის შემცირება, გამტარობის კოეფიციენტის ჰემოგენიზაცია, ექტოპიური კერები ავტომატიზმის დათრგუნვა, მიოკარდუმის ფიბრილაციისადმი მიდრეკილების შემცირება.

პროპაფენონს გააჩნია ზომიერ ბეტა-სიმპათოლითოლიზური აქტივობა კლინიკური მნიშვნელობის გარეშე. თუმცა მისმა მაღალმა სადღეღამისო დოზამ (900-1200 მგ) შეიძლება გამოიწვიოს სიმპათოლიზური (ანტიადრენერგული) ეფექტი.

პროპაფენონი ეკგ-ზე იწვევს P, PR და QRS ინტერვალების მცირე გახანგრძლივებას, QTc, ინტერვალის შეცვლის გარეშე.

დიგიტალიზირებულ პაციენტებში გულის განდევნის 35-50%. პაციენტებში მწვავე ტრანსმურალური ინფარქტით და გულის უკმარისობით პროპაფენონის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება მნიშვნელოვად შეამციროს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია, თუმცა მნიშვნელოვნად დაბალი დოზით ეს ხდება პაციენტებში მიოკარდუმის ინფარტქის მწვავე სტადიაში, რომელსაც თან არ ახლავს გულის უკმარისობა. ორივე შემთხვევაში წნევა მატულობს მინიმალურად ფილტვის არტერიაში. პერიფერიულ არტერიებში იგი არ იცვლება. ეს ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ პროპაფენონი არ ავლენს ნეგატიურ ეფექტს მარცხება პარკუჭის ფუნქციაზე, რომელსაც ექნებოდა კლინიკური მნიშვნელობა. მოსალოდნელია მარცხენა პარკუჭის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუარესება, მხოლოდ იმ პაციენტებში რომლებსაც გააჩნიათ ვენტრიკულური ფუნქციის დარღვევა.

ამიტომ არანამკურნალების გულის უკმარისობა, შეიძლება შემდგომში დამძიმდეს შესაძლო დეკომპენსაციის განვითარებით.

ფარმაკოკინეტიკა. პროპაფენონის პერორალური მიღების შემდეგ იგი თითქმის სრულად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, დოზა დამოკიდებული სახით და სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში.

ერთი ტაბლეტის ერთხელ მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50 %. მრავალჯერადი გამოყენებისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია და მისი ბიოშეღწევადობა იზრდება არაპროპორციულად ღვიძლში პირველი გასვლის მეტაბოლიზმის გაჯერების გამო. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 დღის შემდეგ, ხოლო ბიოშეღწევადობა იზრდება თითქმის 100%-მდე. სისხლის პლაზმაში თერაპიული დონე მერყეობს 150 ნგმლ- დან 1500 ნგ/მლ- მდე საზღვრებში. თერაპიული კონცენტრაციის ფარგლებში პროპაფენონის 95 % დაკავშირებულია სისხლის პლაზმის პროტეინებთან. კუმულაციის განსაზღვრისას შესაძლებელი გახდა განსაზღვრულიყო შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში შესაძლო გახადა დათვლილიყო, პროპაფენონის 1, 3 % ინტრავენური (70 მგ) და 0,65% პერორალური (600 მგ) გამოდის შეუცვლელი სახით შრდთან ერთად გამოიყოფა, ესე იგი პროპაფენონი მეტაბოლიზირდება თითქმის ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება თირკმლების ფუნქცის უკმარისობის დროსაც კი პროპაფენონის ელიმინაციის შემცირება ნაკლებადსავარაუდოა, რაც დასტურდება ცალკეული შემთხვევებით და ერთეული კლინიკური კვლევებით პაციენტებზე, რომლებიც მუდმივ ჰემოდიალიზზე იმყოფებიან. ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლები არ განსხვავდებიან იმ მონაცემებისაგან, რომლებიც მიღებულია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.

პაცინტებში პრეპარატის ნახევრად გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 5-7 საათს (ცალკეულ შემთხვევაში – 12 საათს) მისი მრვალჯერადი დოზის მიღების შემდეგ. პირდაპირპროპორციული ურთიერთკავშირი სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას შორის პრეპარატის და AV – გამტარობის დრო ხანგრძლივობის მხრივ უმეტესად ვლინდება ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციენტებში.

სისხლის პლამზაში 500 ნგ/მლ კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ PR ინტერვალი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, რაც დოზის ტიტრირების და პაციენტების მდგომარეობაზე მონიტორინგის საშუალებას იძლევა ეკგ მონაცემების დახმარებით. ვენტრიკულარული ექსტრასისტოლიის სიხშირე მცირდება სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის გზით. ცალკეულ შემთხვევბში უკუარითმიული აქტივობიდ მიღწევის შემთხვევაში შეინიშნება აუკვე სისხლის პლაზმაში დონის

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი;

შენახვის პირობები.

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურა.

 

რისპოლუქსი – RISPOLUX – РИСПОЛЮКС

საერთაშორისო დასახელება:

RISPERIDONE

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

მწარმოებელი: სალუტას ფარმა გმბჰ, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აქტიური ნივთიერება: რისპერიდონი
დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებარი ნივთიერებები: რისპოლუქსი 2 მგ: რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდსი წითელი (E172); რისპოლუქსი 3 მგ: ქინოლინის ყვითელი (E104); რისპოლუქსი 4მგ: ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132);

ჩვენებები:

რისპერიდონი წარმოადგენს ატიპურ ნეიროლეპტიკს, რომელიც განკუთვნილია რიგი ფსიქიკური მოშლილობების სამკურნალოდ.

რისპოლუქსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

– ისეთი დაავადებების მკურნალობისას (ხანმოკლე გამწვავებების ჩათვლით), რომლებსაც თან ახლავს ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სენსორული ჰალუცინაციები, უჩვეულო ეჭვიანობა, აგრეთვე რეალობიდან ემოციური და სოციალური მოწყვეტა; პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შემდგომი მკურნალობისათვის აღნიშნული დაავადების წარმოშობის პროფილაქტიკის მიზნით სტაბილური კლინიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებში;

– ისეთი მდგომარეობების მკურნალობისას, რომლის დროსაც სახეზეა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ნაკლები მოთხოვნილება ძილზე, სწრაფი მეტყველება ერთი აზრიდან მეორე გადასვლით და ზოგჯერ გამოხატული გაღიზიანება.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. აუცილებელია დოზირების შესახებ ექიმის მითითებების შესრულება და ტაბლეტების რეგულარულად მიღება.

თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, გამოიყენება შემდეგი რეკომენდაციები დოზირების შესახებ:

ისეთი დაავადებების მკურნალობისას (ხანმოკლე გამწვავებების ჩათვლით), რომლის დროსაც ვლინდება ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სენსორული ჰალუცინაციები, უჩვეულო ეჭვიანობა, აგრეთვე რეალობიდან ემოციური და სოციალური მოწყვეტა

მოზრდილები

სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთ ან ორ მიღებაზე.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და შემდეგ გაიზარდოს შესაბამის დოზამდე. ექიმი განსაზღვრავს დოზის მომატების სიხშირეს და რაოდენობას.

დღეში საწყისი 2 მგ-ს მიღების შემდეგ ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა პაციენტების უმრავლესობისათვის შეადგენს 4-6 მგ-ს დღე-ღამეში. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებისათვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზა. ტიტრირების შემდეგ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს დღე-ღამეში 4 მგ რისპერიდონს.

ისეთი მდგომარეობების მკურნალობისას, რომლის დროსაც სახეზეა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ნაკლები მოთხოვნილება ძილზე, სწრაფი მეტყველება ერთი აზრიდან მეორე გადასვლით და ზოგჯერ გამოხატული გაღიზიანება.

პაციენტთა ამ ჯგუფში რეკომენდებულია საწყისი დოზა 2 მგ რისპერიდონი დღე-ღამეში ერთჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში, წინა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 მგ-თ. დოზის რეკომენდებული დიაპაზონი შეადგენს დღე-ღამეში 3-4 მგ რისპერიდონს.

თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:

ჩვენების მიუხედავად, პაციენტთა ამ ჯგუფში საწყისი და შემდგომი დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს და მოხდეს დოზის ტიტრირება მაქსიმალურ დოზირებამდე უფრო ნელ-ნელა. ამ პაციენტებში რისპერიდონი სიფრთხილით გამოიყენება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტები:

მნიშვნელოვანია, რომ დოზის მომატება მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით პაციენტთა ამ ჯგუფში. თუ აღინიშნება არტერიული წნევის დაწევა, გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის შემცირება (იხ. აგრეთვე ნაწილი 2).

მიღების წესი:

მიიღება შიგნით.

შემოგარსული ტაბლეტების მიღება ხდება სითხის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების მიუხედავად.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების შეფასება ხდება მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ არსებული შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ძალიან ხშირი:10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1–ზე მეტ პაციენტში
ნაკლებად ხშირი100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1–ზე მეტ პაციენტში
იშვიათი1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1–ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ნერვული სისტემა და ფსიქიკა:

ხშირი:

თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება, შფოთი, დაღლილობა;

დაღლილობა, რომელიც არის ზომიერი ხასიათის და გარდამავალი, უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

ნაკლებად ხშირი:

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (იხ. ქვემოთ)

იშვიათი:

ძილიანობა, მოდუნება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის მოშლა

ძალიან იშვიათი:

ავთვიასებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (იხ. ქვემოთ), კრუნჩხვითი შეტევები, პანიკური რეაქციები

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს რითმული მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის (“მოგვიანებითი დისკინეზია”). ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

დარღვევები მხედველობის მხრივ:

იშვიათი:

მხედველობის დაქვეითება;

სასუნთქი სისტემა;

იშვიათი:

ცხვირის გაჭედვა;

გულ–სისხლძარღვთა სისტემა:

ნაკლებად ხშირი:

დაბალი არტერიული წნევა თავბრუსხვევითა და გახშირებული გულის რითმით, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მწოლიერე მდგომარეობიდან წამოდგომისას; ასევე შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტი:

იშვიათი:

ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ (ყაბზობა, საჭმლის მონელების მოშლა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში).

საშარდე გზები/სასქესო ორგანოები:

იშვიათი:

მამაკაცის სასქესო ორგანოს ხანგრძლივი ერექცია, ერექციის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა, ორგაზმის მოშლა, უნებლიე შარდვა;

ენდოკრინული სისტემა:

რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პროლაქტინის დონეების მომატება, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას და შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ნაკლებად ხშირი:

მენსტრუალური ციკლის დარღვევა თვიურის არარსებობით (ამენორეა), რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლებით.

იშვიათი:

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.

ვინაიდან გამორიცხული არ არის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარება, რასაც ხელს უწყობს პროლაქტინი, რისკის ფაქტორების მქონე ქალებში რისპოლუქსი გამოიყენება მხოლოდ დიდი სიფრთხილით.

ჩონჩხ–კუნთოვანი სისტემა:

ძალიან იშვიათი:

კუნთების სისუსტე.

დარღვევები კანის მხრივ:

იშვიათი:

კანის გაწითლება ან სხვა ალერგიული რეაქციები.

ძალიან იშვიათი:

ქავილი, კანზე გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა

მეტაბოლიზმისა და კვების მოშლა:

ძალიან იშვიათი:

სისხლში შაქრის დონის მომატება და უკვე არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება, აგრეთვე წყლის ბალანსის დარღვევა სითხის ჭარბი მოხმარების შედეგად. გამოხატული წყურვილის ან მომატებული შარდვის განვითარებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი:

სისხლში ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ზოგადი დარღვევები

იშვიათი:

სისუსტე.

ძალიან იშვიათი:

სხეულის ტემპერატურის რეგულაციის მოშლა.

გარდა ამისა, რისპერიდონით მკურნალობისას აღინიშნა წონის მომატება, ორგანიზმში წყლის დაგროვება და ღვიძლის მაჩვენებლების მომატება.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა:

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში რისპერიდონით მკურნალობისას აღინიშნება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ინსულტის ჩათვლით (რამაც შეიძლება სიკვდილის კი გამოიწვიოს) და გარდამავალი ჰიპოპერფუზია.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები:

რისპერიდონით მკურნალობისას ზოგჯერ ვლინდება ეგრეთ წოდებული “ექსტრაპირამიდული სიმპტომები”. შეიძლება აღინიშნოს სხეულის უნებლიე მოძრაობები, კანკალი, კუნთების შებოჭილობა, მომატებული ნერწყვდენა, მოძრაობის შეფერხება ან უმოძრაობა, უმოძრაოდ ჯდომის უუნარობა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი ხასიათისაა და შექცევადი დოზის შემცირების შემდეგ და/ან პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას.

გვერდითი ეფექტები ხშირად აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც რისპერიდონით მკურნალობენ ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ძილზე მოთხოვნილების შემცირება, სწრაფი მეტყველება სწრაფად ცვლადი აზრებით და ზოგჯერ მომატებული მგრძნობელობა.

ზემოთ აღნიშნული ეფექტების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი მოქმედებების შესახებ (მაგ. დოზის შემცირება ან რისპერიდონით მკურნალობის შეწყვეტა).

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი:

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ციების, კუნთების დაჭიმვა, სუნთქვის გახშირების, გულის რითმის აჩქარების, გამოხატული ოფლიანობის, ცნობიერების დათრგუნვის სიცოცხლისათვის საშიში კომბინაცია; შესაძლოა აგრეთვე სხეულის ნორმალური ტემპერატურით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

პრეპარატი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

* რისპერიდონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;

* პროლაქტინის მომატებული დონეებისას, როდესაც ეს არ არის გამოწვეული პრეპარატებით.

პრეპარატის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო:

პრეპარატის მიღებამდე, ექიმს უნდა ეცნობოს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობის შესახებ:

* თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა;

* პარკინსონის დაავადება;

* ჭკუასუსტობის რომელიმე ფორმა (ლევი-ბოდის დემენცია);

* კრუნჩხვითი დარღვევები (ეპილეფსია);

* ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (სიმსივნეები, რომლებიც დამოკიდებულია პროლაქტინზე);

* მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

* სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები;

* შაქრიანი დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობა.

რისპერიდონით მკურნალობისას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს დაბალი არტერიული წნევა. რისპერიდონი დიდი სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგ. გულის ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება, პულსის მნიშვნელოვნად შემცირება, გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გამტარობის მოშლა, ორგანიზმში წყლის შემცველობის შემცირება, სისხლის შემცველობის შემცირება ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება), სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტით, აგრეთვე ერთდროულად ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არითმია.

 

 

ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. რისპერიდონით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს უნებლიე მოძრაობები, უპირატესად სახის არეში (მოგვიანებითი დისკინეზია). ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან რისპერიდონის მიღება უნდა შეწყდეს.

ანტიფსიქოტური საშუალებების მიღებასთან არის დაკავშირებული ციების, კუნთების დაჭიმვის, სუნთქვის გახშირების, გამოხატული ოფლიანობისა და ცნობიერების მოშლის (ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი) განვითარება. ამგვარი ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, რისპერიდონის მიღება უნდა შეწყდეს.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვებსა და მოზარდებში რისპერიდონის ეფექტიანობისა და ამტანობის შესახებ სრულყოფილი გამოკვლევები არ ჩატარებულა, გარდა ჩვენებისა “დაქვეითებული ინტელექტისას ქცევის მოშლა”. ამიტომ, რისპოლუქსი ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე რისპოლუქსი მიიღება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.

ხანდაზმულები:

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში უფრო მაღალია თავის ტვინის პერფუზიური დარღვევების რისკი, მათ შორის, ინსულტისა და გარდამავალი ჰიპოპერფუზიის. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ისეთი ფაქტორების არსებობის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ინსულტის განვითარებას, როგორიცაა მომატებული არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან თავის ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა, რათა ექიმმა შეძლოს დემენციის დროს რისპერიდონის დანიშვნის სარგებლისა და რისკის შეფასება. თუ აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უეცარი სისუსტე, სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება მხოლოდ ერთ მხარეს ან მეტყველების მოშლა, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ისეთი პრეპარატების მიღების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ფუროსემიდს. ფუროსემიდი გამოიყენება ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული მომატებული არტერიული წნევისა და შეშუპებების სამკურნალოდ. დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მკურნალობა რისპერიდონით ფუროსემიდის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში საზიანოა ჯანმრთელობისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ძალიან მცირეა. თუმცა, არსებული მონაცემებით, რისპერიდონი არ იწვევს გვერდითი ეფექტების განვითარებას ორსულობაზე, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. რისპოლუქსის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამ პრეპარატის დანიშვნას, დედისა და ბავშვისათვის რისკის გათვალისწინებით, აუცილებლად მიიჩნევს.

თუ რისპერიდონით მკურნალობისას პაციენტი გეგმავს დაორსულებას ან ეჭვი აქვს ორსულობაზე, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობის აუცილებლობას, სხვა პრეპარატის გამოყენებას ან მკურნალობის შეწყვეტას.

რისპერიდონი აღწევს დედის რძეში. თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს რისპოლუქსით მკურნალობის გაგრძელებას ლაქტაციის პერიოდში, გათვალისწინებული უნდა იყოს ლაქტაციის შეწყვეტის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე საშუალებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ტაბლეტების მიღებამდე მან ექიმს უნდა მიმართოს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაგირების უნარზე ისე, რომ ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს ავტომობილებისა და რთული მექანიზმების მართვის ან პოტენციურად საშიშ სიტუაციებში მუშაობის უნარი. აღინიშნული რისკი იზრდება პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის ან ინტოქსიკაციის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ზედოზირება შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მომატებული სასურველი და არასასურველი ეფექტებით (ძილიანობა, დაღლილობა, გულის რითმის აჩქარება, არტერიული წნევის დაწევა, უნებლიე მოძრაობები).

პრეპარატის დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღების დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირება ორმაგი დოზის მიღებით არ შეიძლება.

მკურნალობის შეწყვეტა:

მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იგი წარსულში იღებდა ან ამჟამად იღებს.

ზოგადად, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ყველა ისეთ მოქმედ ნივთიერებასთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა რიგი ტრანკვილიზატორები და საძილე საშუალებები, ძლიერი ანალგეტიკები, გარკვეული ანტიალერგიული სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები და ალკოჰოლი.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ რისპერიდონზე:

დეპრესიის საწინააღმდეგო რიგი საშუალებები (ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი) აძლიერებენ რისპოლუქსის ეფექტს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო რიგი საშუალებები (მაგ. კარბამაზეპინი) ასუსტებენ რისპოლუქსის ეფექტს. რისპერიდონის ზემოქმედება სხვა პრეპარატების მოქმედებაზე: რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული არტერიული წნევის დამწევი რიგი საშუალებების ეფექტის გაძლიერება.

რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონის დაავადებისას (მაგ. ლევოდოპა) გამოყენებული რიგი საშუალებების ეფექტის შესუსტება.

ციმეტიდინი და რანიტიდინი – ამ ორმა ნივთიერებამ, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას, შეიძლება გამოიწვიონ სისხლში რისპერიდონის კონცენტრაციის რამდენადმე მომატება; თუმცა, რისპერიდონზე მოქმედება ნაკლებსავარაუდოა.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), გალანტამინი და დონეპეზილი (დემენციის სამკურნალო სუბსტანცია) და ამიტრიპტრილინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალება) არავითარ გავლენას არ ახდენენ რისპოლუქსის მოქმედებაზე. რისპერიდონი გავლენას არ ახდენს მანიების სამკურნალო ნივთიერებების ლითიუმის ან ვალპროატის, დიგოქსინის (გულის დაავადებების სამკურნალო საშუალება) ან ტოპირამატის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ ან მიგრენის პროფილაქტიკისათვის) ეფექტებზე. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ერთრდროულად ისეთი პრეპარატების დანიშვნისას, რომლებიც:

– ახანგრძლივებენ PQ ინტერვალს ეკგ-ზე, მაგ. არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (IA ან III კლასის ანტიარითმიული საშუალებები), გარკვეული ანტიბიოტიკები (როგორიცაა ერითრომიცინი), ციზაპრიდი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, კუჭის/ნაწლავების წყლულების სამკურნალო საშუალებები (ანტიჰისტამინური პრეპარატები) ან ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები);

– იწვევენ კალიუმის ან მაგნიუმის დეფიციტს (მაგ. ზოგიერთი საშარდე საშუალება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ჩამოთვლილ პრეპარატს, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

რისპოლუქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად:

რისპოლუქსით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება შეცვალოს და გააძლიეროს რისპოლუქსის ეფექტი, რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250C – ზე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

რისპოლეპტი – RISPOLEPT – РИСПОЛЕПТ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

რისპაქსოლი® – RISPAXOL® – РИСПАКСОЛ

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება:

რისპერიდონი (Risperidonum)

მწარმოებელი: ს.ს. Grindeks (გრინდექსი), ლატვია,

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს 1მგ; 2მგ და 4მგ რისპერიდონს.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ტაბლეტის გარსი:

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 1მგ:

საღებავი- Opadry II White 33G28707, კარნაუბის ცვილი.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 2მგ:

საღებავი- Opadry Orange OY-8729, მაკროგოლი 6000, კარნაუბის ცვილი.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 4მგ:

საღებავი- Opadry AMB Green 80W21165, კარნაუბის ცვილი.

აღწერილობა:

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 1მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს, დაფარული თეთრი ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 2მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს, დაფარული ნარინჯისფერი გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 4მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს (იყოფა 4 ნაწილად), დაფარული მწვანე ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რისპაქსოლი- პრეპარატი ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფიდან.

ჩვენებები:

მწვავე შეტევების კუპირება და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია:

  • მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური დარღვევები პროდუქციული და ნეგატიური სიმპტომატიკით;
  • აფექტური მოშლილობები სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების ფონზე;
  • ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით, აგრესიის სიმპტომების გამოვლენის დროს (მრისხანების შეტევები, ფიზიკური ძალადობა), აგზნების, ბოდვების და სხვა ფსიქოზური სიმპტომების დროს;
  • ქცევითი დარღვევები მოზარდებში 15 წლიდან და მოზრდილებში დაბალი ინტელექტუალური დონით ან განვითარების ჩამორჩენით იმ შემთხვევაში, როდესაც დესტრუქციული ქცევა (აგრესია, იმპულსურობა, აუტოაგრესია) წამყვანია კლინიკურ სურათში.
  • გუნება–განწყობის სტაბილიზაციისათვის მანიის მკურნალობაში (ბიპოლარული დეპრესიის დროს) როგორც დამხმარე საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:

ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები! გაუგებრობის დროს მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია!

მნიშვნელოვანია რისპაქსოლის საჭირო დოზის მიღება, მაგრამ ეს დოზა ინდივიდუალურია და ექიმი შეგირჩევთ დოზას სასურველი ეფექტის მისაღებად.

რისპაქსოლის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამათა შორის შუალედებში მცირე რაოდენიბის წყლის მიყოლებით.

შიზოფრენია

მოზრდილები და მოზარდები 15 წლიდან

რისპაქსოლის მიღება რეკომენდებულია 1 ან 2-ჯერ დღეში.

მკურნალობა იწყება 2მგ/დღე-ღამეში. მე-2 დღეს შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ-დე (ზოგ შემთხვევაში – უფრო ნელა). ამ მომენტიდან დოზას ან არ ცვლიან, ან ახდენენ მის კორექციას საჭიროების მიხედვით. პაციენტების უმრავლესობისათვის დოზა შეადგენს 4-6მგ, თუმცა ოპტიმალური რეაქციის შემთხვევაში შეიძლება დოზის შემცირება.

დიდი დოზების მიღება (10მგ-ზე მეტი) არ არის უფრო ეფექტური, ვიდრე საშუალო დოზები, რაც იწვევს მძიმე გვერდით მოვლენებს (ექსტრაპირამიდული სიმპტომატიკა). 10 მგ-ზე მეტი დოზა ინიშნება ინდივიდუალურ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს საფრთხეს.

16მგ-ზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი და რეკომენდებული.

რისპაქსოლთან ერთად ექიმს შეუძლია დანიშნოს ბენზოდიაზეპინები, როდესაც საჭიროა სედაციური ეფექტი.

ხანდაზმული პაციენტები

საწყისი დოზა 0.5მგ 2 ჯერ დღეში. საჭიროების დროს ზრდიან 1-2 მგ/დღეში ორ მიღებაზე. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება რისპაქსოლის კარგი ამტანობა.

ბავშვები

არ გამოიყენება 15 წლამდე.

პაციენტები ღვიძლის და თირკმლის დაავადებებით.

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5მგ/დღეში ორ მიღებაზე. საჭიროების დროს ზრდიან 1-2 მგ-მდე დღეში 2 ჯერ.

რისპაქსოლს იყენებენ სიფრთხილით, მკურნალობის სრული სურათის მიღებამდე.

მედიკამენტოზური დამოკიდებულების დროს ან სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენების დროს რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2-4 მგ.

ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით

რეკომენდებული საწყისი დოზა 0.25მგ 2ჯერ დღეში. 24 საათის შემდეგ საჭიროების დროს დოზას ზრდიან ინდივიდუალურად 0.25მგ-ით 2ჯერ დღეში. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5მგ 2 ჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში დღიური დოზა იზრდება 1მგ-მდე 2 ჯერ დღეში. ოპტიმალური დოზის მიღწევისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთჯერადად.

ბიპოლარული დარღვევები მანიის დროს

რეკომენდებული საწყისი დოზა 2 მგ/დღეში 1 მიღებაზე. საჭიროების დროს დოზა იზრდება ყოველ 24 საათში  2მგ-ით/დღეში. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 2-6 მგ/დღეში.

ქცევითი დარღვევები პაციენტებში გონებრივი ჩამორჩენით და/ან დესტრუქციული ტენდენციების დომინირებით კლინიკურ სურათში.

50კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5მგ 1 ჯერ დღეში. საჭიროების დროს დოზას ზრდიან 0.5 მგ-ით დღეში 24 საათის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა 1მგ/დღეში. ზოგ შემთხვევაში დოზა იზრდება 1.5მგ-მდე.

50კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25მგ 1 ჯერ დღეში. საჭიროების დროს დოზას ზრდიან 0.25 მგ-ით დღეში 24 საათის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა 0.5 მგ/დღეში. ზოგ შემთხვევაში დოზა იზრდება 0.75 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს გააჩნია კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, თუმცა ისინი აღინიშნება ზოგ შემთხვევაში.

შესაძლებელია:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები (კანკალი, კუნთების რიგიდობა, ნერწვის გაძლიერებული გამოყოფა, შენელებული მოძრაობები, მოუსვენრობა, კუნთოვანი ტონუსის მწვავე დარღვევები). შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სისხლის მოცულობის მომატება (წყლის გაძლიერებული მიღება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია), მოგვიანებითი დისკინეზია (ენის და სახის კუნთების უნებლიე რითმული მოძრაობები), ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, ვეგეტატიური ფუნქციების არასტაბილურობა, ცნობიერების დარღვევა, ფერმენტ კრეატინფოსფოკინაზის დოზის მომატება), თერმორეგულაციის დარღვევა და კრუნჩხვები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მომატება ან შემცირება, მადის დაქვეითება ან მომატება, წონის მომატება ან შემცირება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის მდგომარეობის შეცვლისას), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

აღწერილია ინსულტის განვითარება რისპაქსოლის მკურნალობის ფონზე (ხანდაზმულ პაციენტებში შესაბამისი განწყობით).

სისხლმბადი სისტემის მხრიდან: შასაძლებელია სისხლის სურათის უმნიშვნელო ცვლილება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).

ენდოკრინული სისტემის მხრიდან: ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი მიღების დროს მამაკაცებში გინეკომასტია, ქალებში გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერთეულ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: სასქესო ფუნქციის დარღვევა, შარდის შეუკავლობა.

ალერგიული რეაქციები: რინიტი, კანის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა, კანის სენსიბილიზაცია სინათლის მიმართ.

სხვა: ართრალგია.

ზემოჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომების გამოვლენისას და პროგრესირებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს!

უკუჩვენებები:

რისპერიდონის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

სიფრთხილეა საჭირო შემდეგი დაავადებების დროს:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის ქრონიკული უკმარისობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გამტარებლობის დარღვევები), ჰიპოვოლემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პარკინსონის დაავადება, კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში), ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები, სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება და მედიკამენტოზური მიჩვევა, მდგომარეობები, რომელიც იწვევს “პირუეტი”-ს ტიპის ტაქიკარდიას (გულის რითმის შენელება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, სამკურნალო საშუალებების მიღება, რომელის იწვევს QT კომპლექსის გახანგრძლივებას), თავის ტვინის სიმსივნეები, გაუვალობა, წამლების მწვავე გადაჭარბების დროს, რეიეს სინდრომის დროს (ვინაიდან რისპაქსოლის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება ნიღბავს თავის ტვინის შეშუპებას, ღვიძლის და თირკმლის დაზიანების სურათს), ორსულობა და ლაქტაცია, 15 წლამდე ასაკი (ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატზე, რომელსაც იღებთ ან იღებდით, მათ შორის ურეცეპტო წამლებზეც!

რისპაქსოლს შეუძლია გააძლიეროს ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებების მოქმედება (დამამშვიდებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ალერგიის საწინააღმდეგო) და ალკოჰოლის მოქმედება

რისპაქსოლი აქვეითებს ზოგ პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას (დოფამინის აგონისტები ლევოდოპა).

კლოზაპინი ამცირებს რისპერიდონის გამოყოფას და შესაბამისად აძლიერებს მის მოქმედებას.

კარბამაზეპინს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს, შეუძლია იმოქმედოს რისპერიდონზე. აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატით მკურნალობის შესახებ, რისპაქსოლის დოზის კორექციის მიზნით. ანალოგიური ეფექტები მოსალოდნელია სხვა პრეპარატების (ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები) მიღების დროს.

ფლუოქსეტინს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, შეუძლია გაზარდოს რისპაქსოლის კონცენტრაცია სისხლში. აუცილებელია ექიმის ინფორმირება ამ პრეპარატების მიღების შესახებ რისპერიდონის დოზის კორექციის მიზნით.

რისპაქსოლის მიღების ფონზე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებანი:

ხანდაზმულ პაციენტებში (>67 წ) ჭკუასუსტობით ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების ფონზე აღინიშნებოდა სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლები პლაცებოსთან შედარებით.

შიზოფრენიის დროს რისპაქსოლით მკურნალობის წინ სასურველია სხვა მკურნალობის თანდათანობითი მოხსნა, თუ ეს კლინიკურად დასაშვებია. თუ პაციენტი იღებდა ანტიფსიქოზურ დეპო-ფორმას, რისპაქსოლით მკურნალობას იწყებენ მომდევნო ინექციის ნაცვლად. ექიმი გადაწყვეტს პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის აუცილებლობას.

რისპაქსოლით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) შესაძლებელია არტერიული წნევის ვარდნა სხეულის პოზიციის შეცვლისას. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია.

პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპოვოლემიით და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით დოზას ზრდიან თანდათანობით.

რისპაქსოლით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ენის და სახის კუნთების უნებლიე მოძრაობები. ამM შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

იშვიათად აღინიშნება ცხელება, ცნობიერების დარღვევა, კუნთების დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ საჭიროა ექიმის ინფორმირება.

კარბამაზეპინის და  ღვიძლის ფერმენტების სხვა ინდუქტორების მოხსნის შემდეგ რისპაქსოლის დოზა უნდა შემცირდეს.

რისპაქსოლით მკურნალობის დროს შესაძლებელია სხეულის მასის მომატება.

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერგლიკემია და არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით და მისი განვითარების რისკით საჭიროებენ კლინიკურ დაკვირვებას და გლუკოზის ტესტის ჩატარებას.

პედიატრიაში გამოყენება:

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე 15 წლამდე ასაკში. ბავშვებში არ არის რეკომენდებული. მოზრდილებში ხანგრძლივი მკურნალობა ტარდება ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ.

რისპაქსოლის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში შაქრის აუტანლობით (გალაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, Lapp  ლაქტაზის დეფიციტი, გლუკოზის/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი).

ორსულობა და ლაქტაცია:

ყველა პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ ექიმს.

რისპაქსოლის მიღების გადაწყვეტილებას ორსულობის დროს იღებს ექიმი. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს.

რისპერიდონი და მისი მეტაბოლიტი 9-ჰიდროქსირისპერიდონი გამოიყოფა რძესთან ერთად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

რისპაქსოლს შეუძლია გავლენა იქონიოს რეაქციის სიჩქარეზე. არ არის რეკომენდებული მაქანის და მექანიზმების მართვა,  ინდივიდუალური ამტანობის დადგენამდე.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია: ძილიანობა, სისუსტე, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, კანკალი ან კუნთების ტონუსის მომატება.

ამ შემთხვევაში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის მიღებით, რომელიც აბსორბირებს კუჭში დარჩენილ პრეპარატს.

ჭარბი დოზირებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

გაიცემა რეცეპტით.

რიპრონატი – RIPRONAT – РИПРОНАТ

საერთაშორისო დასახელება:

პროპიონატ დიჰიდრატი

მწარმოებელი: ROTAPHARM, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პროპიონატ დიჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპოქსანტი და ანტიოქსიდანტი; ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის კორექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები: ფირფიტაზე 10 და 15 კაფს., შეფუთვაში 4 და 6 ფირფიტა.

1 კაფს.

პროპიონატ დიჰიდრატი ………   250 მგ

1 კაფს.

პროპიონატ დიჰიდრატი ………   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რიპრონატი წარმოადგენს გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურლ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენ ს გამა -ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა გამა-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.

პრეპარატი, აინჰიბირებს რა გამა-ბუტირობეტაინ-ჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ-დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმებით – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A -ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის გარსებზე მათ მავნე ზეგავლენას; იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.

კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება გამა-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში გამა-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.

არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს  შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. Cmax-პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით.T1/2 _ შეადგენს 3-6 სთ-ს.

ჩვენებები:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
  • დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
  • ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
  • ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი).
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
  • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
  • ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგის სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური  ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

მიღების წესი და დოზირება:

აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.

ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.

გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში -10-14 დღე.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.

საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფთრხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.

ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება: რეაქციის სიჩქარეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.

მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.

კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან, ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რიპომილი – RIPOMILL – РИПОМИЛЛ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი, ფლაკონი 200 მლ

ყოველი 10 მლ. შეიცავს:

მაგნიუმის ციტრატი …………..  60 მგ,

მცენარეული კომპონენტები: პასიფლორა 40 მგ, მელისა 30 მგ,  ცაცხვი 30 მგ და გვირილა 30 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მაგნიუმი(Мg) –  წარმოადგენს უჯრედშიდა აქტიურ ელემენტს და ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბევრი პროცესი დამოკიდებულია მაგნიუმის შემცველობაზე. მაგნიუმი  დამამშვიდებლად მოქმედებს გულზე და ნერვულ სისტემაზე. მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში. მაგნიუმი არეგულირებს არტერიულ და ქალასშიდა წნევას, აფერხებს კუნთების კრუნჩხვით შეკუმშვებს, ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს.

მაგნიუმის ციტრატი – წარმოადგენს ორგანიზმისთვის ასათვისებლად ყველაზე ხელსაყრელ მაგნიუმის ფორმას, რადგანაც ციტრატი წარმოადგენს საუკეთესო „გამცილებელს“ ნივთიერების (ელემენტის) უჯრედში მოსახვედრად. სუფთა მაგნიუმის შემცველობა მაგნიუმის ციტრატის შემადგენლობაში შეადგენს დაახლოებით 11%.

პასიფლორა – დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური ეფექტური საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, ფლავონოიდები და სხვადასხვაგვარი სტეროლები. პასიფლორას ბიოლოგიური მოქმედებებია: სედატიური, შფოთვის საწინააღმდეგო, საძილე. პასიფლორა უსაფრთხოა და არ იწვევს მიჩვევას.

მელისა – იგი გამოიყენება ორგანიზმის ზოგადი სისუსტის დროს. მელისა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, ახასიათებს სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედება. კეთილსაიმედოდ მოქმედებს გულის და თავის ტვინის ფუნქციებზე, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

გვირილა –  აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, მასში შემავალი ფლავონოიდების ხარჯზე. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს.

ცაცხვი –  აქვს სედატიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:

•    ქალასშიდა წნევა;

•    ნერვული აღგზნება, უძილობა, სტრესი, შფოთვა, კუნთების რიგიდობა;

•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების ფიზიოლოგიური დარღვევა;

•    კრუნჩხვის სინდრომი;

დოზირების რეჟიმი:

ასაკი

დოზები

ბავშვები 0-დან  3 წლამდე

5 მლ

ბავშვები  3-დან  6 წლამდე

10 მლ

ბავშვები  6-წლიდანდან და მოზრდილებში

15 მლ

რინოტაისი დოქტორ ტაისი – RINOTAIS – РИНОТАЙС

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ქსილომეტაზოლინი

მწარმოებელი: დოქ. ტაის ნატურვარენ გმბჰ, გერმანია


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100გ ინტრანაზალური გამოყენების ხსნარი, გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის დამახასიათებელი სუნით. შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი  ……. 0.100გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი …………….   0.250გ

ნატრიუმის ჰიდროფოსფატი  ……………….   0.250გ

ნატრიუმის ქლორიდი ………………………..   0.400გ

სორბიტოლის ხსნარი 70%-იანი ……………   3.000გ

ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი

0.10% – იანი  ……………………………………  10.000გ

ევკალიპტის ზეთი ………………………………   0.090გ

გასუფთავებული წყალი ……………………….  85.910გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ალფა-ადრენომიმეტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ადგილობრივ საშუალებათა (დეკონგესტანტთა) ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტიკური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროვებას, რითიც აქრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის არხების გამტარებლობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება 10 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან მცირეა (ერთობლივი ანალიტიკური მეთოდებით არ ისაზღვრება).

ჩვენება:

  • გამოიყენება რინიტის (სურდო) მოვლენებით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებების, მწვავე ალერგიული რინიტის, სინუსიტების, შუა ოტიტის (ცხვირხახის შეშუპების შესამცირებელი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს, რინოსკოპიის პროცედურის ჩატარების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაო და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს. სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

თუ არ არის სხვაგვარი დანიშნულება, მოზრდილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (აუცილებლობისას შეიძლება გამეორება); ჩვეულებრივ, საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

მნიშვნელოვანია:

არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გაზრდა! განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულ ასაკის პაციენტებს და ბავშვებს.

შესასხურებელი მოწყობილობის არსებობის წყალობით დოქტორ ტაისი რინოტაისი თანაბრად ნაწილდება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე. პრეპარატის უკეთესი განაწილებისთვის ფლაკონი გამოყენებისას უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში ცხვირით ზემოთ. ფლაკონის ცხვირი თავსდება რიგ-რიგობით თითოეულ ნესტოში, პრეპარატის შესხურება ხდება შესასხურებელზე ერთხელ მკვეთრი დაწოლით. ჰაერი ცხვირით შეიწოვება შესხურების მომენტში.

თუ არ გამოიხატა გაუმჯობესება მკურნალობის კურსის შემდეგ, მაგ: ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ შეიძლება პრეპარატის უწყვეტი გამოყენება 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:

ხშირი ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას  – ცხვირხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან/და სიმშრალე, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ჰიპერსეკრეცია;

იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღებინება, თავის ტკივილი, გაძლიერებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: სომპტომური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:

შესაძლებელია სისტემური მოქმედების გაძლიერება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება, მაგ: ქრონიკული რინიტის დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:

რეკომენდებულზე დიდი დოზებით ქსილომეტაზოლინის გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გამოშვების ფორმა:

პოლიეთილენის ფლაკონი 10მლ შესასხურებელი მოწყობილობით, მისახრახნი თავსახურის მქონე ცხვირით, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

რინოსპრეი (ნაზალური სპრეი) – Rino spray(nasal spray) – Рино Спрей

ეფექტი: ნაზალური სპრეი გამოიყენება ცხვირის გაჭედილობის და სურდოს ალაგებისთვის, ისევე როგორც, რინიტისა და რესპირატორული ტრაქტის ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

გამოყენება: ცხვირით სუნთქვის პრობლემები, რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი: შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენებამდე! მოხსენით თავსახური, ფლაკონის თავი მიმართეთ თქვენგან მოპირდაპირედ და ძლიერად დაჭირეთ გამფრქვევს 2-3-ჯერ -სანამ სპრეი არ გამოიფრქვევა. მნიშვნელოვანია სპრეის განაწილება ცხვირის ღრუს კედლებზე.

მოზრდილებში: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს საათში ერთჯერ.

3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში: 1შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს 3 საათში ერთჯერ.

მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის!

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე.

შემადგენლობა (1გ სპერი შეიცავს): ქაცვის ზეთი 1.5 მგ, კალენდულას ნაყენი 10 მგ, ექინაცეას ნაყენი 10 მგ, ევკალიპტის ზეთი 2მგ, პიხტის ზეთი 1.5 მგ, ბაღის პიტნის ზეთი 2მგ.

რინოპრონტი – RHINOPRONT – РИНОПРОНТ

საერთაშორისო დასახელება:

CARBINOXAMINE; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: HEINRICH MACK NACHF, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: კარბინოქსამინი+ფენილეფრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

კარბინოქსამინი …………..    4 მგ

ფენილეფრინი …………….   20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. ანტიჰისტამინური, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების. ამცირებს ადგილობრივი ექსუდატიურობის გამოვლინებას, ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის კაპილარების გამავლობას. ფენილეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. იცავს რინიტის, თვალების წვის, თავში სიმძიმის შეგრძნების განვითარებისაგან 10–12 სთ–ით.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი (ვაზომოტორული, ალერგიული, ინფექციურ–ანთებითი);
  • სინუსიტი;
  • თივის ცხელება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* თირეოტოქსიკოზი;

* ფეოქრომოციტომა;

* დახურულკუთხოვანი გალაუკომა;

* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;

* ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთი, დამუხრუჭება, გულისცემის გაძლიერება, კარდიალგია, არტერიული წნევის მომატება, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ბავშვებში და ხანდაზმულებში ცნს–ის აგზნება.

ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია მაო–ს ინჰიბიტორებთან; ადრენომიმეტური მოქმედება ძლიერდება გუანეტიდინის და იზობარინის ფონზე. ჰალოტანი აძლიერებს არითმიის განვითარების რისკს.

Don`t copy text!