მთავარი წაკითხვა გვერდი 486

რაზილესი – RASILEZ – РАСИЛЕЗ

საერთაშორისო დასახელება:

ALISCIREN

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ალისკირენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რენინის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ალისკირენი ………….    150 მგ

1 ტაბ.

ალისკირენი …………..   300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი; პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 4000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალისკირენი წარმოადგენს არაპეპტიდურ, რენინის ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორს, რომელიც აქტიურია პერორალურად მიღებისას. ალისკირენი სპეციფიკურად აღწევს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS), ახდენს მის ბლოკირებას, ანგიოტენზინის გარდაქმნით ანგიოტენზინ I და პლაზმის რენინის (PRA), ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II დონეების შემცირებით.

რენინი გამოიყოფა თირკმელებით, რენული პერფუზიისა და სისხლის მოცულობის დაქვეითების პასუხად, ეს გამოძახილი ინიცირდება ციკლით, რომელიც მოიცავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემას (RAS) და ჰომეოსტატიკურ უკუკავშირს. რენინი ხლეჩს ანგიოტენზინოგენს, არააქტიური ანგიოტენზინ I დეკაპეპტიდის წარმოქმნით (Ang I). Ang I გადადის აქტიურ ოქტაპეპტიდში ანგიოტენზინ II(Ang II). ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) საშუალებით და ACE-ის მონაწილეობის გარეშე მექანიზმით.

Ang II  წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს და უზრუნველყოფს კატექოლამინების გამოთავისუფლებას თირკმლზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრიდან და მოსაზღვრე ნერვული დაბოლოებებიდან. იგი ასევე აძლიერებს ალდოსტერონის სეკრეციასა და ნატრიუმის რეაბსორბციას. აღნიშნული ეფექტები იწვევენ არტერიული წნევის მომატებას. Ang II ქრონიკული ზრდა იწვევს ანთების მედიატორებისა და მარკერების ექსპრესიასა და ფიბროზს, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ ორგანოს დაზიანებას. Ang II ასევე აინჰიბირებს რენინის გამოთავისუფლებას, რაც ნეგატიურ უკუგავლენას ახდენს სისტემაზე, პლაზმის რენინის (PRA) გაზრდილი აქტივობა იწვევს გულ-სისხლძარღვოვან რისკებს ჰიპერტენზიულ და ნორმოტენზიულ პაციენტებში.

ყველა აგენტი, რომელიც აინჰიბირებს ამ სისტემას, რენინის ინჰიბიტორების ჩათვლით, აქვეითებს უარყოფით ნეგატიურ კავშირს, და იწვევს პლაზმაში რენინის კონცენტრაციის კომპენსატორულ მატებას. როდესაც ასეთი მატება ხდება ACE და ARB ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, მას თან ახლავს PRA დონის გაზრდა.

ალისკირენით მკურნალობისას უკუკავშირის ეფექტები ნეიტრალიზდება. შედეგად, ალისკირენის მიღებისას მონოთერაპიის სახით, ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან კომბინაციაში, ქვეითდება PRA, AngI და AngII დონები. რაზილესით მკურნალობის შედეგად ქვეითდება PRA ჰიპერტენზიულ პაციენტებთან. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა PRA შემცირება 50-დან 80%მდე. ანალოგიური შემცირება დაფიქსირდა ალისკირენის სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინირებული მიღებისას.

არტერიული ჰიპერტენზია:

– რიგ პაციენტებთან რაზილესი იწვევს სისტოლური და დიასტოლური წნევის დოზაზე დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. რაზილესის მიღება დღეში ერთხელ დოზით 150 მგ და 300 მგ, უზრუნველყოფს სისხლის წნევის ეფექტურ დაწევას 24 საათის განმავლობაში (ეფექტი შენარჩუნებულია დილითაც). 2 კვირის შემდეგ აღინიშნება წნევის დაწევის მაქსიმალური ეფექტი 85-დან 90%-მდე. წნევის დაწევის ეფექტი შენარჩუნებულია იმ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში; მკურნალობის შეწყვეტისას სისხლის წნევა რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათანობით კვლავ უბრუნდება საწყის დონეს.

– ნამკურნალებ პაციენტებთან ჩატარებულ კონტროლირებად გამოკვლევებში არ გამოვლინდა პირველი დოზის ჰიპოტენზია და პულსის ცვლილება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ გაურთულებელი ჰიპერტენზია, რაზილესით მონოთერაპის ჩატარების შემდეგ, იშვიათად გამოუვლინდათ ჭარბი ჰიპოტენზია (0.1%). ჰიპონტეზია ასევე არ ყოფილა გავრცელებული (

– კონტროლირებად გამოკვლევებში სისხლის წნევის დაწევის ეფექტი რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის  კომბინირებული მიღებისას, იყო ადიტიური, ამგვარი კომბინაციის კარგად გადატანის პირობებში. რაზილესისა და რამიპრილს კომბინირებისას, აღინიშნა ხველის შედარებით შემცირება, რამიპრილთან შედარებით (ალისკირენი/რამიპრილი 1.8%, რამიპრილთან შედარებით – 4.7%).

– რაზილესი დოზით 150 მგ ავლენს სისხლის წნევის დაწევის ადიტიურ ეფექტს და კარგად გადაიტანება იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ არაადეკვატური რეაქცია კალციუმის არხების ბლოკატორზე ამლოდიპინზე, დოზით 5 მგ. ეფექტი ანალოგიური იყო ამლოდიპინის მიღებისას დოზით 10 მგ, მაგრამ შეშუპებების შემცირებისას (ალისკირენი/ამლოდიპინი – 2.1%, ამლოდიპინთან – 11.2%), აღინიშნა კარგი გადატანითობა ვალსარტანთან.

– სისხლის წნევის დაქვეითების ეფექტურობის მიხედვით, რაზილესი მსგავსია სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული აგენტებისა, მათ შორის ACE, ARB, და CCB აგენტების ჩათვლით.

– რაზილესისა და ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იკვლევდნენ 26 კვირიან რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა გამოკვლევებში, პარალელურ ჯგუფებში, ამლოდიპინის დამატებით. 300 მგ ალისკირენით და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდით 12 კვირიანი მონოთერაპიის შემდეგ სისხლის წნევა საწყისთან შედარებით დაქვეითდა (სისტოლური/დიასტოლური), 17.0/12.3 mm.Hg – ალისკირენისათვის და 14,4/10,5 mm.Hg.-  ჰიდროქლორთიაზიდისათვის.

გამოკვლევის ბოლოს სისხლის წნევამ საწყისთან შედარებით დაიწია 19,6/14,2 mm.Hg.-ალისკირენისატვის და 17,9/13,0 mm.Hg.- ჰიდროქლორთიაზიდისთვის.

– დიაბეტიან ან ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპია იყო ეფექტური და უსაფრთხო. რამიპრილთან კომბინაციაში რაზილესი უზრუნველყოფს სისხლის წნევის დამატებით დაქვეითებას. მსუქან და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებთანაც ჰიდროქლორთიაზიდით ჩატარებული მკურნალობა არაადეკვატური იყო, რაზილესის შეყვანა მკურნალობის სქემაში იძლევა წნევის დამატებით დაქვეითებას, ვიდრე სქემაში ირბესარტანის ან ამიპინის დამატება.

– რაზილესის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დამოკიდებული არ არის ასაკზე, სქესზე, სხეულის მასაზე და ეთნიკურ წარმომავლობაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღებისას ალისკირენი მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-3 საათის შემდეგ. ალისკირენის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 2,6 %. საკვები აქვეითებს Cmax და AUC  ექსპოზიციას. ამასთან, მინიმალურ გავლენას ახდენს ფარმაკოდინამიკაზე, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 5-7 დღის შემდეგ, და წონასწორული დონეები დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე საწყისი დოზა.

განაწილება: ალისკირენი სისტემურად ნაწილდება პერორული მიღებისას. ინტრავენური შეყვანის შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა, წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს დაახლოებით 135 გ, რაც მიუთითებს, რომ ალისკირენი ინტენსიურად ნაწილდება სისხლძარღვგარეთა სივრცეში. ალისკირენის შეკავშირება პლაზმის ცილებთან ზომიერია (47-დან 51%-მდე) და დამოკიდებული არ არის კონცენტრაციაზე (4.39).

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს (34-დან 41 საათამდე). ალისკირენი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან (91%). საერთო ორალური დოზის 1.4% მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელია ფერმენტი CYP3A4. დოზის დაახლოებით 0.6% პერორალური მიღების შემდეგ გადადის შარდში. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პლაზმაში საშუალო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 9 ლ/სთ.

ხაზობრიობა/არახაზობრიობა: ალისკირენის პიკური კონცენტრაცია (Cmax) და ექსპოზიცია (AUC) იზრდება ხაზობრივად, დოზის გაზრდასთან ერთად, დიაპაზონში 75-დან 600 მგ-მდე.

პაციენტების თავისებურებები:

რაზილესი ეფექტური ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა მოზრდილი პაციენტებისათვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სხეულის მასისა და ეთნიკური კუთვნილებისა.

შესწავლილი იქნა ალისკირენის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან. ერთეული დოზის შეყვანის შემდეგ და წონასწორულ მდგომარეობაში თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე სუბიექტებთან (Cmax) და (AUC) 0.8 – 0.2%-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელებში, ამგვარი ცვლილებები კორელაციაში არ არის თირკმლის ფუნქციის სერიოზულ დარღვევებთან და არ საჭიროებს რაზილესის დოზის კორექციას, თუმცა სერიოზული რენული დარღვევების დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა.

ალისკირენის ფარმაკოკინეტიკა არსებითად უცვლელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან, მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე. ამიტომ, ამ კატეგორიის პაციენტებთან რაზილესის საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ანალოგიურად, რაზილესის დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანში შესულ პაციენტებთან.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერტენზია: რაზილესის საწყისი რეკომენდებული დოზა: 150 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისათვის, რომლებთანაც არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება, დასაშვებია დოზის გაზრდა 300 მგ-მდე დღეში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 2 (85-დან 90%-მდე) კვირამდე, თერაპიის დაწყებიდან, დოზით 150 მგ დღეში ერთხელ, რაზილესი ინიშნება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში. რაზილესის მიღება შეიძლება დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან.

ხანში შესული პაციენტები: ხანში შესული პაციენტებისათვის (65 წლის ზევით) საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მსუბუქიდან სერიოზულ ფორმებამდე, საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:

რაზილესის უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 7800 პაციენტთან; მათგან 2300 მკურნალობა უტარდებოდათ 6 თვეზე მეტხანს, ხოლო 1200-ზე მეტს – წელიწადზე მეტხანს. გვერდითი მოვლენები: არ უკავშირდება სქესს, ასაკს, სხეულის წონას, რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას. რაზილესით მკურნალობის პერიოდში, დოზით 300 მგ, გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ახლოსაა პლაცებოსთან. გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ, სუსტია და ტრანზიტორული და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას;

– გვერდითი რეაქციებიდან განსაკუთრებით ხშირია დიარეა.

– რაზილესი არ იწვევს მშრალ ხველას, რაც დამახასიათებელია აჰფ ინჰიბიტორებისათვის. ხველის გამოხატულების დონე ანალოგიურია პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (0.6%) და რაზილესს (0.9%).

– რაზილესით მკურნალობისას გამოვლინდა ანგიო-ნევროზული შეშუპების შემთხვევები. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, რაზილესით მკურნალობისას, ანგიო-ნევროზული შეშუპება იშვიათად წარმოიქმნებოდა, კერძოდ, იმ დონით, რასაც ადგილი ჰქონდა პლაცებოთი ან ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს. ასეთ დროს პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და აცნობოს ექიმს ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლინების შესახებ (განსაკუთრებით, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ქუთუთოების შეშუპებისას).

გვერდითი რეაქციები (69) მოცემულია სიხშირის შემცირების მიხედვით; გამოყენებულია შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (≥1/100,

თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი ეფექტები მოცემულია სერიოზულობის კლების მიხედვით.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გავრცელებული – დიარეა;

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული – გამონაყარი.

ლაბორატორიული გამოკვლევები:

კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად უკავშირდებოდა რაზილესით მკურნალობას. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა, რომ ჰიპერტენზიულ პაციენტებთან რაზილესი მნიშვნელოვან კლინიკურ გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის HDL, ტრიგლიცერიდების (უზმოზე), გლუკოზის (უზმოზე) ან შარდმჟავას დონეზე.

ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი: გამოვლინდა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მცირედი დაქვეითება (საშუალო დაქვეითება დაახლოებით 0.05 მმოლ/ლ და 0.16% საერთო, შესაბამისად). არც ერთ პაციენტს არ შეუწყვეტია მკურნალობა ანემიის გამო. ასეთივე ეფექტი გამოვლინდა რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტებისთვისაც, როგორებიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

შრატის კალიუმი: ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპიის შემდეგ შრატში კალიუმის დონის მომატება იყო მინიმალური და იშვიათი (0.9%, პლაცებოსათვის 0.6%). ამასთან, ერთ გამოკვლევაში, სადაც რაზილესი გამოყენებული იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან კომბინაციაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, კალიუმის დონე შრატში შედარებით გამოხატული იყო (5.5%). ამიტომ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ რაზილესს, რეკომენდებულია ელექტროლიტებისა და თირკმლის ფუნქციის რუტინული კონტროლი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

*  ორსულობა;

* ძუძუთი კვების პერიოდი;

* ბავშვებში 18 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ალისკირენს არ გამოუვლენია ტერატოგენული თვისებები ცხოველებთან ჩატარებულ სტანდარტულ ტესტებში; ასევე არ დაფიქსირებულა მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები ვირთაგვების პრენატალური განვითარების კვლევებში.

ამასთან, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ პირდაპირ რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე, უკავშირდება ნაყოფის სერიოზული მანკები და ახალშობილის სიკვდილანობა. ვინაიდან სპეციალური კლინიკური გამოკვლევები ამ მიმართებით არ ჩატარებულა, ალისკირენის მიღება რეკომენდებული არ არის როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე იმ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ამიტომ ექიმმა, რომელიც ნიშნავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედ პრეპარატს, აუცილებლად უნდა გააფრთხილოს პაციენტი ქალი ორსულობის პერიოდისათვის ამ პრეპარატის პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დადგენის შემთხვევაში, რაზილესით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დადგენილი არ არის გამოიყოფა თუ არა ალისკირენი დედის რძეში. ალისკირენი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში ლაქტაციის პერიოდში. ახალშობილზე შესაძლო პოტენციური გვერდითი რეაქციის გამო, დგება საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის შესახებ, დედისათვის რაზილესის მიღების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მარილების დაქვეითებული შემცველობა და/ან სისხლძარღვშიგა მოცულობის შემცირება (მაგალითად დიურეტიკების მაღალი დოზებით მიღების დროს) რაზილესის მიღების დაწყების შემდეგ შესაძლოა განუვითარდეთ სიმპტომატური ჰიპოტენზია რაზილესის მიღების დაწყებამდე საჭიროა კორექტირება ან მკურნალობის დაწყება მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში.

ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) რაზილესის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებთან რაზილესის მიღება რეკომენდებული არ არის.

კლინიკურ გამოკვლევებში რაზილესის მოქმედება არ შესწავლილა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან (კრეატინინი ≥150 მკმოლ/ლ ქალებისათვის და ≥177 მკმოლ/ლ მამაკაცებისათვის და/ან დადგენილი CFR

მონაცემები რაზილესის გამოყენების შესახებ თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის მქონე პაციენტებთან, არ არსებობს.

გავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე: გამოკვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

ცნობები ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ მწირია; დამახასიათებელი მოვლენა შესაძლოა იყოს ჰიპოტენზია, განპირობებული ალისკირენის ანტიჰიპერტენზიული ეფექტით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რაზილესს ახასიათებს მცირედ გამოხატული ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან. კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ გამოკვლევებში გამოკვლეულ იქნა აცენოკუმაროლი, ატენოლოლი, ცელეკოქსიბი, ფენოფიბრატი, პიოგლიტაზონი, ალოპურინოლი, იზოსორბიდ-5-მონონიტრატი, ირბესარტანი, დიგოქსინი, რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი. და ურთიერთქმედებები მათთან არ დადგინდა.

ალისკირენის ერთდროული შეყვანა ვალსარტანთან (დაქვეითება 28%), მეტფორმინთან (დაქვეითება 28%), ამლოდიპინთან (მომატება 29%) ან ციმეტიდინთან (მომატება 19%) იწვევს ალისკირენის Cmax ან AUC ცვლილებას 20-30% ატორვასტატინთან ერთდროული შეყვანისას Cmax ან AUC იზრდება 50%-ით. ალისკირენის ერთდროული შეყვანა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, ვალსარტანის, მეტფორმინის ან ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ აღნიშნულ პრეპარატებთან ალისკირენის კომბინირებისას, საჭირო არ არის დოზის კორექცია.

CYP450- ურთიერთქმედებები: ალისკირენი არ ახდენს CYP450 და (CYP1A2, 2C8, 2C9, 2C29, 2D6, 2E1,და CYP3A4) იზოფერმენტების ინჰიბირებას; ალისკირენი არ ახდენს CYP3A4 ინდუცირებას. ალისკირენი მინიმალური ხარისხით მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტებით, ამიტომ მოსალოდნელი არ არის მისი ურთიერთქმედება ნივთიერებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ, აინდუცირებენ ან მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტებით.

P-გლიკოპროტეიდ ურთიერთქმედებები: გამოვლენილ იქნა 1/1a/1b(MDR1/Mdr1a/1b) გენების მრავლობითი წამლისმიერი რეზისტენტობა P გლიკოპროტეინის (Pgp) მიმართ. ურთიერთქმედების პოტენციალი შესაძლოა, დამოკიდებულია ამ ტრანსპორტერის ინჰიბირების ხარისხზე.

P-გლიკოპროტეინ სუბსტრატები და ზომიერად სუსტი ინჰიბიტორები: არანაირი შემდგომი ურთიერთქმედებები ატენოლოლთან, დიგოქსინთან, ამლოდიპინთან და ციმეტიდინთან არ გამოვლენილა.

P-გლიკოპროტეინ ძლიერი ინჰიბიტორები: ატორვასტატინთან ერთდროული შეყვანისას ალისკირენის (300 მგ) Cmax და AUC მატულობს 50%; ასევე, კეტოკონაზოლის (200 მგ) და ალისკირენის (300 მგ) ერთდროული მიღება იწვევს ალისკირენის (AUC და Cmax) მომატებას პლაზმაში 80%-ით;

კლინიკამდელი, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ალისკირენისა და კეტოკონაზოლის ერთდროული მიღებისას მატულობს ალისკირენის გასტროინტესტინური აბსორბცია და მცირდება მისი გამოყოფა ნაღველთან. ატორვასტატინთან ან კეტოკონაზოლთან კომბინაციაში ალისკირენის დონეთა ცვლილება პლაზმაში მოსალოდნელი იყო იმ საზღვრებში, რომელიც მიიღწევა, თუკი ალისკირენის დოზას გავაორმაგებდით. დადგენილია, რომ ალისკირენი დოზით 600 მგ, ან რეკომენდებულზე 2-ჯერ მაღალი დოზით, კარგად გადაიტანება კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში. აღნიშნულის გამო, ალისკირენის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

P-გლიკოპროტეინ ძალიან ძლიერი ინჰიბიტორები: ჯანმრთელ მოხალისეებზე შესასწავლილ იქნა ერთეული დოზების ურთიერთქმედებები. აღმოჩნდა, რომ ციკლოსპორინი (200 მგ და 600 მგ) იწვევს 75 მგ ალისკირენის Cmax მომატებას. დაახლოებით 2,5-ჯერ და AUC – დაახლოებით 5-ჯერ. ამიტომ, ამ ორი ნივთიერების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.

ფუროსემიდი: ალისკირენისა და ფუროსემიდის ერთდროული მიღება იწვევს ფუროსემიდის AUC და Cmax დაქვეითებას – შესაბამისად. ამიტომ, ფუროსემიდით თერაპიის დაწყებისას რეკომენდებულია კონტროლი, რათა კლინიკურ სიტუაციებში თავიდან იქნეს აცილებული უტილიზაციის შესაძლო დაქვეითება მოცულობის გადატვირთვის გამო.

კალიუმი და კალიუმშემნახავი დიურეზული საშუალებები: გამოცდილებიდან გამომდინარე, პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე, ალისკირენთან კომბინირებისას შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის გაზრდა, ესენია: კალიუმშემნახავი დიურეტიკები, საკვების დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, ან მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს. თუკი ამგვარი კომბინირება აუცილებელია, რეკომენდებულია სიფრთხილე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რაველი СР – RAVEL СР – РАВЕЛ СР

საერთაშორისო დასახელება:

INDAPAMIDE

მწარმოებელი: კრკა , . ., ნოვო მესტო , სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ინდაპამიდის ჰემიჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული (დიურეზული) საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული რეტარდირებული ტაბლეტები:

შეფუთვაში 30 ცგ.

1 ტაბ.

ინდაპამიდის ჰემიჰიდრატი ……….        1.5 მგ

ვრცლად არიფონ რეტარდი

რადოფენი – RADOFEN – РАДОФЕН

ზოგადი ინფორმაცია

რადოფენი ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი. Serathiopeptidase + Diclofenac potassium.

მწარმოებელი ფირმა – SR MEDICARE PVT.LTD (ინდოეთი).

რადოფენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

რადოფენი. RADOFEN გამოდის 10მგ/50მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს: სერატიოპეპტიდაზას 10 მგ.

კალიუმის დიკლოფენაკს 50 მგ.

რადოფენის აქტიური ნივთიერებები

სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი . Serathiopeptidase + Diclofenac potassium.

რადოფენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ოსტეოართრიტი, მწვავე და ქრონიკული
  • ართრიტი რევმატოიდული
  • ართრიტი ქრონიკული
  • სპონდილოზი
  • დისმენორეა პირველადი

აღწერა:

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) მოქმედებენ როგორც ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-1 და 2 (ცოგ-1 და ცოგ-2) ინჰიბიტორები, ცოგ-1 ინჰიბირების პროცესი არაკეთილად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მაშინ როდესაც ცოგ-2 ინჰიბირების პროცესი დადებითად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაზე. დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (აასპ) და მიეკუთვნა ციკლოგენაზა-2-ის ინგიბიტორებს, ამგვარად, ნაკლებ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ. ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარებაში. დიკლოფენაკი გამოიყენება როგორც ანალგეტიკი, ანტიპირეტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სერატიოპეპტიდაზა არის ძლიერი პროტეოლიზური ფერმენტი

ერთის მხრივ სერატიოპეპტიდაზა ასუსტებს ტკივილს, ამასთან, არ თრგუნავს პროსტაგლანდინების აქტივობას და არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სერატიოპეპტიდაზა (როგორც იმუნოლოგიურად აქტიური ფერმენტი) მიეკუთვნება ბიოლოგიური სითხეების ალფა-2 მაკროგლობულინებს.

სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლის პროცესს, არტერიული კედლების ჯანმრთელი უჯერებისთვის საფრთხის შეუქმნელად. გამაგრებული, ვიწრო არტერიული კედლები წარმოადგენენ ერთობლივ შედეგს მიკროსკოპული ტრავმებისა და იქ მიმდინარე დაჟანგული ლიპიდების ანთებითი პროცესებისა. სერატიოპეპტიდაზა ახდენს გავლენას, როგორც ანთებით პროცესზე, ასევე მკვდარი ფოლაქების დაშლაზე. ქოლესტერინის ბლოკატორებისაგან განსხვავებით, სერატიოპეპტიდაზა ასუფთავებს არტერიულ კედლებს მკვდარი უჯრედებისგან, ქოლესტერინის სინთეზის დაურღვევლად. სინამდვილეში, სერატიოპეპტიდაზას მიღების დროს, ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რადგან ხდება მისი მოწყვეტა არტერიების კედლებიდან ორგანიზმიდან შემდგომი გამოდევნისათვის (ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სტერეოიდული ჰორმონებისა და ორგანიზმის ძირითადი შინაგანი ორგანოების საჭირო კომპონენტს). გერმანელმა ექიმმა დოქ. ჰანს ნეიპერმა გამოიყენა სერატიოპეპტიდაზა გულით ავადმყოფ პაციენტებში არტერიების დაცობის სამკურნალოდ, ამტკიცებს, რომ სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, და აგრეთვე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების შევიწროებას.

ჩვენებები:

– მწვავე და ქრონიკული ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;

– ქრონიკული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის პროფილაქტიკა;

– სპონდილოზის მკურნალობა;

– როგორც ტკივილგამაყუჩებელი და პირველადი დისმენორეას დროს, სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები:

ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

ცნობილია შემთხვევა, როდესაც დიკლოფენაკი გახდა ასაკოვან ქალებში ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი.

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა პირის სიმშრალე.

შესაძლებელია ღებინება, გულის რევა, ანორექსია, ტკივილები და არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეორიზმი, შეკრულობა, დიარეა; ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები.

იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა; მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპებები.

შესაძლებელია კანის გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება:

რადოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ.

დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაცინეტთათვის. რომელთაც აქვთ ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ალერგიული ტიპის რექციები, რომლებიც ჩნდება ასპირინისა და სხვა (აასპ) გამოყენების შემდეგ. დიკლოფენაკის გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, მძიმე რეაქციები, ძალიან იშვიათად ლეტალური შედეგი. სისხლის კოაგულაციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის დახურვა ნაადრევად.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის. ყოველ 8 საათში 50 მგ დოზის მიღებისას, აქტიური ნაწილაკები აღწევენ დედის რძეში, მაგრამ მცირე კონცენტრაციით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ხანდაზმულები

ასაკი არ მოქმედებს სერატიოპეპტიდაზასა და დიკლოფენაკის აბსორბაციაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.

თუმცა (აასპ) უნდა გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი მეტად არიან მიდრეკილები გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის დანიშვნა სუსტი, ასაკოვანი და დაბალი წონის პაციენტებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

დიკლოფენაკის ტრიამეტერენთან შეთავსებით მიღებისა და დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან შეთავსებით მიღებისას შეიმჩნეოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

რადომიტი – RADOMIT – РАДОМИТ

საერთაშორისო დასახელება:

TICLOPIDINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტიკლოპიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიაგრეგანტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ტიკლოპიდინის ჰიდროქლორიდი ……..            250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რადომიტი თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. ტიკლოპიდინი აინჰიბირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და მათი ადფ-დამოკიდებული აგრეგაციის I და II სტადიებს. პრეპარატი ასევე აფერხებეს აგრეგაციას, რომელიც ინდუცირებულია არაბიდონის მჟავათი, კოლაგენით, ადრენალინით, თრომბინით ან სხვა.

აცეტილსალიცილის მჟავასაგან განსხვავებით, ტიკლოპიდინი არ მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმზე და, ამგვარად, არ თრგუნავს სისხლძარღვთა კედელში პროსტაციკლინის სინთეზს, რომელიც თრომბოციტების აგრეგაციის ბუნერივი ინჰიბიტორია. ტიკლოპიდინი აძლიერებს თრომბოციტების დეზაგრეგაციას. იგი აინჰიბირებს ერითროციტების აგრეგაციის პროცესს და ზრდის მათ ელასტიკურობას. პრეპარატი ამცირებს სისხლში β – თრომბოგლუკინისა და სისხლის IV ფაქტორის შემცველობას. რადომიტის ზეგავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე განპირობებულია მისი უნარით, დაუკავშირდეს ფიბრინოგენის რეცეპტორებს (IIb/IIIa გლიკოპროტეინებს), რაც ხელს უშლის ფიბრინოგენისა და გააქტიურებული თრომბოციტების შეკავშირებას. ტიკლოპიდინი პლაზმაში ფიბრინოგენის დონის შემცირებით აქვეითებს სისხლის სიბლანტეს.

ფარმაკოკინეტი:

რადომიტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – მისი აბსორბცია 80%-ია. იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში 2 სთ-ში აღწევს. ტიკლოპიდინის ბიოშეღწევადობაა 80-90%. პრეპარატის კვების შემდეგ მიღება ბიოშეღწევადობას 10-20%ით ზრდის.

რადომიტი წონასწორულ კონცენტრაციას (Css) პლაზმაში მიღებიდან 7-10 დღეში აღწევს. მისი 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს (ალბუმინებს, მჟავე ?-გლიკოპროტეინს, ლიპოპროტეინებს).

პრეპარატი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება ერთი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. 250 მგ ტიკლოპიდინის ერთჯერადი მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 13-სთ-ია, რეგულარული მიღებისას T1/2 4-5 დღემდე იზრდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით (50-60%) და განავლით (23-30%).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შრატში ტიკლოპიდინის შემცველობა იზრდება.

ჩვენებები:

  • კორონარული არტერიებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზების პროფილაქტიკა (მათ შორის, იშემიური ინსულტის დროს);
  • პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზის დროს;
  • თრომბოზული გართულებების მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ექსტრაკორპორულ სისხლის მიმოქცევასა და ჰემოდიალიზზე.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება პერორალურად – 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში. რადომიტი მიიღება ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხესთან (წყალი, წვენი) ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

250 მგ ტიკლოპიდინის დღეში 2-ჯერ მიღებისას პრეპარატის თერაპული მოქმედება აღინიშნება 2 დღის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი – 3-5 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 გ, რომელიც მხოლოდ მცირე ხნით ინიშნება და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და სისხლდენის დროის კონტროლს.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება.

ჰემოდიალიზის ჩატარებისას რადომიტი ინიშნება დოზით 250-500 მგ ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლეები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება (რომლებიც 2-3 კვირაში თავისთავად გაივლის და იშვიათად წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს), მეტეორიზმი, იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ცალკეულ შემთხვევებში – ტკივილი მუცლის არეში;

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ლოკალური კანქვეშა ჰემატომები, ჰემატურია, სისხლდენა  ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სისხლდენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, რომლებიც მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაივლის, ერთეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ცალკეულ შემთხვევებში – პანციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი, ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა (ნორმასთან შედარებით 2-ჯერ). მკურნალობის დაწყებიდან 1-4 კვირის შემდეგ შესაძლებელია სისხლის შრატში ქოლესტერინის (HDL-C, LDL-C, VLDL-C) და ტრიგლიცერიდების დონის მომატება (დაახლოებით 8-10%-ით). მკურნალობის გაგრძელებისას ამ მაჩვენებლების შემდგომი მატება არ ხდება. ლიპოპროტეინების ფრაქციებს (განსაკუთრებით HDL და LDL) შორის თანაფარდობა უცვლელი რჩება. აღნიშნული ეფექტი არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, ალკოჰოლის მიღებაზე ან შაქრიან დიაბეტზე და გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმდინარეობაზე;

სხვა: ერთეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულიტი, მგლურასმგავარი სინდრომი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნრბელობა ტიკლოპიდინის მიმართ;

* ჰემორაგიული დიათეზი; სისხლდენის დროის გახანგძლივებით მიმდინარე სისხლის დაავადებები;

* ჰემორაგიული ინსულტი მწვავე და ქვემწვავე ფაზებში, ქალასშიდა სისხლჩაქცევა (მათ შორის, ანამნეზში);

* კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;

* საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

* სისხლის წარმოქმნის დარღვევები ანამნეზში (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია აგრანულოციტოზი).

* ინფორმაცია პრეპარატის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* რადომიტის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

* ადექვატური კვლევა ტიკლოპიდინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ ჩატარებულა, რის გამოც პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ რადომიტით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს (პირველი 3 თვის განმავლობაში – ყოველ 2 კვირაში) და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში (თუ თერაპია პირველი 3 თვის განმავლობაში შეწყდა) 15 დღის შემდეგ საჭირო სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება თრომბოციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების რაოდენობის განსაზღვრით.

◄ ნეიტროპენიის (9/ ლ) თრომბოციტოპენიის (9/ ლ) ან იმ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც ახასიათებს ნეიტროპენიას (ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულოვანი დაზიანება), თრომბოციტოპენია ან/და ანომალურ ჰემოსტაზს (სისხლდენები, სისხლჩაქცევები, პურპურა, მელენა), ჰეპატიტს (სიყვითლე მუქი შეფერილობის შარდი, ღია ფერის განავალი), საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და საკონტროლო ანალიზების ჩატარება.

◄ სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე გადაწყვეტილება მკურნალობის შემდგომი გაგრძელების შესახებ მიიღება კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის პერიოდული კონტროლი.

◄ რადომიტის მიღებისას სისხლდენის დრო შეიძლება 2-ჯერ გახანგრძლივდეს, ამიტომ იგი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სიფრთხილით გამოიყენება. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, კბილის ექსტრაქცია) ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ პაციენტი ტიკლოპიდინს იღებს.

◄ გეგმური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 10-14 დღით ადრე.

◄ სასწრაფო ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში ერთდროულად ან ცალ-ცალკე შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად მეთილპრედნიზოლონი დოზით 0.5-1.0 მგ/კგ სხეულის მასაზე, დესმოპრესინი -0.2-0.4 მკგ/კგ სხეულის მასაზე, თრომბოციტების მასის ტრანსფუზია.

◄ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლდენის დრო და თრომბოციტების სხვა პარამეტრები ნორმალურ მაჩვენებლებს 1-2 კვირის განმავლობაში უბრუნდება. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ტრავმების, თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინფორმაცია პრეპარატის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ტიკლოპიდინის ჰიპერდოზირების შესახებ პრაქტიკულად არ მოიპოვება. იშვიათად მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ჰიპერდოზირება შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენის დროის გახანგრძლივებით და სისხლში ალანინამიტრანსფერაზას აქტივობის გაზრდით. ეს მაჩვენებლები სპონტანურად უბრუნდება ნორმას დამატებითი მკურნალობის გარეშე.

მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება ინტრავენურად დესმოპრესინი (0.2-0.4 მკგ/კგ სხეულის მასაზე) ან თრმბოციტების მასის ტრანსფუზია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რადომიტის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციური საშუალების ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

– ანტაციდები სისხლში ტიკლოპიდინის კონცენტრაციას 18%-ით ამცირებს. ციმეტიდინი სისხლის პლაზმაში რადომიტის კონცენტრაციას მნიშვნლოვნად ზრდის. ტიკლოპიდინმა შეიძლება სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის უმნიშვნელო (დაახლოებით 15%-ით) შემცირება გამოიწვიოს.

– რადომიტით მკურნალობისას შენელებულია იმ პრეპარატების მეტაბოლიზმი, რომელთა ბიოტრანსფორმაციაშიც ღვიძლის მიკროსომული ფერმენტები მონაწილეობს (მაგალითად, ზოგიერთი საძილე და სედატიური საშუალება).

– რადომიტი ანელებს ცეფალოსპორინების გამოყოფას და ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლში, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს ცეფალოსპორინების დოზის კორექცია.

– ტიკლოპიდინი ანელებს თეოფილინის გამოყოფას და ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება თეოფილინის ჰიპერდოზირება გამოიწვიოს.

–  რადომიტი ზრდის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციას, რის გამოც მიზანშეწონილია შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა და მისი დოზის კორექცია.

– რადომიტის და β-ადრენობლოკატორების, კალციუმიის არხების ბლოკატორებისა და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას კლინკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

– პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის ცილებისა და პროპრანოლოლის შეკავშირებაზე. ეთანოლის ერთდროული გამოყენება აძლიერებს ტიკლოპიდინის გვერდით ეფექტებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ავერსი-რაციონალი

რადედორმი – RADEDORM – РАДЕДОРМ

საერთაშორისო დასახელება:

NITRAZEPAM

მწარმოებელი: A W D

მოქმედი ნივთიერება: ნიტრაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 30 ც.

1 ტაბ.

ნიტრაზეპამი ……….    5 მგ

 

ვრცლად ნიტრაზეპამი

რაბიპური – RABIPUR – РАБИПУР

მწარმოებელი: CHIRON

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 მლ

ვაქცინა ……. 2.5 სე

რაბემაკი – RABEMAC – РАБЕМАК

საერთაშორისო დასახელება:

RABEPRAZOLE

მწარმოებელი: MACLEODS, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: რაბეპრაზოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება; პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

რაბეპრაზოლი ………   10 მგ

1 ტაბ.

რაბეპრაზოლი ……….  20 მგ

ვრცლად ბაუზოლი

ჟენ-შენი – ZEN-SEN – ЖЕНЬ-ШЕНЬ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

180 მგ კაფსულები 60

აქტიური ნივთიერებები: ჟენშენის ფესვის ფხვნილი -180 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა –55 მგ

მაღალჯაჭვოვანი გლიცერიდი -10 მგ

კაფსულის წონა -245 მგ

კაფსულის გარსი:

ჟელატინი -47,55 –58,12 მგ

ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172) -0,15-0,18 მგ

წითელი რკინის ოქსიდი (E 172) -0,01-0,02 მგ

ტიტანის დიოქსიდი (E 171) -0,91-1,20 მგ

ნატრიუმის დიდეცისულფასტი -0,07-0,09 მგ

სუფთა წყალი -7,94-9,70 მგ

აღწერილობა

მყარი ჟელატინის კაფსულები, თეთრი ფერის სხეული, ნარინჯისფერი თავსახურით. შიგთავსი -ღია ყვითელიდან ღია მოყავისფრომდე უსუნო ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი და ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება. ზრდის სისხლძარღვების ტონუსს. დადებითად მოქმედებს ამინომჟავების, ლიპიდებისა და ჰისტამინის ცვლაზე. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მოქმედებას. ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ადაპტაციის უნარს.

ჩვენებები

ასთენიური სინდრომი, ნევრასთენიური სინდრომი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა, მიიღება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად სტრესულ მდგომარეობაში და გარემოს მავნე ზემოქმედების დროს. დაავადების გადატანის შემდეგ ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გონების კონცენტრირებისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 2კაფსულას ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ორჯერ (დილით და დღისით), დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, შიგნით. მკურნალობის კურსი შეადგენს 35-40 დღეს.

ექიმის კონსულტაციის შემდეგ, კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის აწევა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, ნევროზულობა, უძილობა, ჰიპოგლიკემია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

უკუჩვენება

პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, ეპილეფსია, მომატებული სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები

სამკურნალო ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2კვირის შემდეგ. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონური მოქმედება: შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე უფრო ეფექტურია.

პრეპარატი არ უნდა მივიღოთ დღის მეორე ნახევარში.

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები. მკურნალობა სიმპტომურია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აძლიერებს ფსიქოსტიმულატორებისა და ანალეპტიკების მოქმედებას (მაგ: კოფეინი, ქაფური და სხვ.). ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ საშუალებებთან ავლენს ანტაგონისტურ მოქმედებას (ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები).

აძლიერებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. აძლიერებს ვარფარინის მოქმედებას. ზრდის მარყუჟოვანი დიურეტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები და ვადები

არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა

კვაისერ ფარმა

გერმანია

S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

ჟენ – შენი (ტაბლეტები) – ZEN-SEN – ЖЕНЬ-ШЕНЬ

საერთაშორისო დასახელება:

GINSENG

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP JSC

მოქმედი ნივთიერება: ჟენშენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი; საერთო მატონიზებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი ……….      50 მგ

ჟენ – შენი (კაფსულები) – ZEN-SEN – ЖЕНЬ-ШЕНЬ

საერთაშორისო დასახელება:

GINSENG

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ჟენშენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი; საერთო მატონიზებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 24 ც.

1 კაფს.

ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი  ……    1 გ