Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 485

რეგულაქსი – REGULAX – РЕГУЛАКС

საერთაშორისო დასახელება:

SENNOISIDE A+B

მწარმოებელი: KREWEL MEUSELBACH,გერმანია

მოქმედი ნივთიერება:  სინამაქი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 6, 12 და 18. ც.

1 ტაბ.

სინამაქის ფოთლების ფხვნილი ………..        710 მგ

სინამაქსის ნაყოფის ფხვნილი  …………        300 მგ

დამხმარე საშუალებები:

პროპილენგლიკოლი, სქელი პარაფინი, გლიცეროლმონოსტეარატი, გამკვრივებული ცხიმი, სორბინის მჟავა, ინვერტული შაქარი, სორბიტოლი, ქლიავის მუსი, ლეღვის პასტა, არომატული ნივთიერება.

ჩვენებები:

  • ხანმოკლე გამოყენებისათვის ყაბზობის დროს (ობსტიპაცია).

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება საღამოს, ძილის წინ, აუცილებელია მისი კარგად დაღეჭვა. ეფექტი ვითარდება 8 საათის შემდეგ.

მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტს.

დოზის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ.

მოზრდილებში ინიშნება მაქსიმუმ 1 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით – 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში.

ინდივიდუალურად სწორად შერჩეულ დოზას წარმომადგენს ის დოზა, რომელიც იწვევს რბილი განავალის ფორმირებას.

რეგულაქსი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისათვის.

საფაღარათო საშუალებების მიღება შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 კვირას.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაწლავების ატონიას.

პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა რეგულაქსის მიღების გაგრძელება დანიშნულების მიხედვით, დოზის გაზრდის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება.

*  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია;

* ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება;

*  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

  • ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უეცრად განვითარებული მწვავე ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, აპენდიციტი);
  • უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცელში;
  • სითხის ნაკლებობა ორგანიზმში წყლის და მარილების თანხმლები დაკარგვით;
  • 10 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ კვების შეცვლა არ იძლევა თერაპიულ ეფექტს.

*მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ განავალის შეუკავებლობა, უნდა ერიდონ ამ უკანასკნელის შეხებას კანთან. ამისათვის საჭიროა საფენის ხშირი შეცვლა.

*გაფრთხილება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის: 1 ოთხკუთხა ფორმის ტაბლეტს გააჩნია ფიზიოლოგიური კალორიულობა დაახლოებით 63კჯ=15.4 კკალ ან 0.31 პურის ერთეული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიდი რაოდენობით მიღების დროს კალიუმის უკმარისობის გამო შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, აგრეთვე ანტიარითმიული საშუალებების ეფექტის შეცვლა. კალიუმის უკმარისობა შეიძლება გაძლიერდეს მისი კომბინაციის დროს თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან და ძირტკბილას ფესვებისაგან დამზადებულ საშუალებებთან.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეიძლება ეხებოდეს სხვა სამკურნალო საშუალებებსაც, რომლებსაც იღებს პაციენტი.

პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება ძლიერი დიარეა, რომელსაც თან ახლავს ნაწლავების ძლიერი ანთება და წყლის და მინერალების მნიშვნელოვანი დაკარგვა, რაც მოითხოვს მათ შევსებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

რებეტოლი – REBETOL – РЕБЕТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

RIBAVIRIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: რიბავირინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 14 ბლისტერი.

1 კაფს.

რიბავირინი ………………… 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რებეტოლი წარმოადგენს სინთეზურ ანალოგს ნუკლეოზიდებისა, რომლებიც in vitro აქტიურნი არიან ზოგიერთი რნმ-ისა და დნმ-ის შემცველი ვირუსების მიმართ. კლინიკური გამოკვლევების შედეგები მიუთითებენ, რომ რებეტოლის გამოყენება როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალებისა C ჰეპატიტის დროს (მათ შორის მისი ქრონიკული ფორმის დროსაც) არაეფექტურია. თუმცა, რებეტოლითა და ინტერფერონი ალფა-2ბ-თი კომბინირებული მკურნალობა C ჰეპატიტით დაავადებული იმ პაციენტებისა, რომელთაც ჰქონდათ რეციდივი ინტერფერონი ალფა-2ბ-თი მონოთერაპიის ფონზე, 10-ჯერ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ინტერფერონი ალფა-2ბ-თი მონოთერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

რებეტოლი მიიღება შიგნით (პერორალურად) 1000-1200 მგ დღეში. ამ დოზას ყოფენ ორ მიღებაზე (დილით და საღამოს) და ათავსებენ კვებასთან. ამასთან ერთად ინიშნება ინტერფერონი ალფა-2ბ კანქვეშა ინექციების სახით. რებეტოლის რეკომენდებული დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე. მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 6 თვე. რებეტოლის გამოყენების პროცესში სერიოზული გვერდითი მოვლენების ან ლაბორატორიული მაჩვენებლების არასასურველი ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია ან მისი მიღების შეწყვეტა არასასურველი მოვლენების გაქრობამდე. თუ დოზის კორექციის შემდეგ რებეტოლის ამტანობა ავადმყოფის მიერ არ უმჯობესდება, ამ სამკურნალო პრეპარატის და ინტერფერონი ალფა-2ბ-ს მიღება უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები:

რებეტოლის ძირითადი ტოქსიკური ეფექტია ჰემოლიზი, თუმცა კლინიკური კვლევების ჩატარებისას არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ჰემოგლობინის დაქვეითების მიზეზით.

ლაბორატორიული მაჩვენებლების არასასურველი ცვლილებების კორექციაც უმეტეს შემთხვევებში დოზის  შერჩევით კორექციას ექვემდებარებოდა.

აღნიშნული იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. არასასურველი მოვლენების უმრავლესობა გამოხატული იყო მსუბუქად ან ზომიერად და არ ახდენდა გავლენას მკურნალობის მსვლელობაზე.

უკუჩვენებები:

  • რიბავირინის ან რებეტოლის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გულის მძიმე დაავადებები, არასტაბილური და არაკონტროლირებადი ფორმების ჩათვლით, რომლებსაც ადგილი აქვთ მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 თვის მანძილზე;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ჩვეულებრივი მეთოდებით;
  • ჰემოგლობინოპათიები (მაგ. თალასემია, ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია);
  • მძიმე, გამომფიტავი დაავადებები (მათ შორის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალი);
  • გამოხატული დეპრესია, სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა, მათ შორის ანამნეზში;
  • ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლა ან ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი;
  • აუტოიმუნური ჰეპატიტი ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები;
  • რებეტოლი უკუნაჩვენებია ორსული და მეძუძური ქალებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისათვის დადგენილი არ არის, ამიტომ 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებისათვის რებეტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

* გამოკვლეულია რებეტოლის მხოლოდ ინტერფერონ ალფა-2ბ-სთან კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

რებეტოლის მოქმედება ნაყოფზე:

დაავადებულმა მამაკაცებმა და მათმა რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა პარტნიორმა ქალებმა უნდა მიმართონ ორსულობისაგან დამცავ განსაკუთრებულ ზომებს. ნაყოფზე შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოსარიცხად ორივე პარტნიორმა უნდა იხმაროს ეფექტური კონტრაცეპტიული საშუალება როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მისი დამთავრებიდან სულ მცირე 7 თვის მანძილზე. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი რებეტოლის საშოში მოხვედრის რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რეაფემი – RHEAFEM – РЕАФЕМ

Rheafem 200 მგ განეკუთვნება პროგესტერონის და ბუნებრივი პროგესტერონის შემცველ წამლის ჯგუფს.
ეს მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.
რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ Rheafem 200 მგ გამოყენებას
– არ მიიღოთ/გამოიყენოთ Rheafem 200 მგ – თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მიმართ ან Rheafem 200 მგ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ რომელიც მოცემულია პარაგრაფ 6-ში.
– ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში რომლებსაც ალერგიული რეაქცია აქვთ არაქისის ან სოიოს მიმართ.
– თუ შენიშნეთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
– თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღება).
– თრომბოემბოლიური გართულება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

200 მგ Rheafem მიღებამდე კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძილიანობის შემთხვევაში კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ძილის დროს.
რეკომენდებული დოზებით მიღების და სწორი გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობას არ აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.
სხვა მედიკამენტები და Rheafem 200 მგ
მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ბოლო ხანს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ძალიან მნიშვნელოვანია ერთდროულად ერთზე მეტი წამლის მიღება რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.

200 მგ Rheafem-ის მიღება საკვებთან და სასმელთან
მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის შეწოვას, ამიტომ საკვებთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველდღე ვახშმის შემდეგ ძილის წინ) უნდა დაიცვათ იგივე რეჟიმი. მოერიდეთ ცვლილებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსული ან მეძუძრი დედა, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

-ორსულობა
-პროგესტერონი არის ჰორმონი რომლის დონეც ორსულობის დროს იზრდება და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
– ძუძუთი კვება პროგესტერრონი გამოიყოფა რძეში. მეძუძური ქალბატონებისთვის მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება იმის გამო რომ პროგესტერონის პერორალური მიღებისას არსებობს ძილიანობის რისკი, ამიტომ უნდა მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს რომელიც მოითხოვს თქვენი ყურადღების კონცენტრირებას, როგორიცაა ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება.

როგორ მიიღოთ 200 მგ Rheafem
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ისე როგორც მოცემულია ბროშურაში ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მაშინ გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება. თქვენი ექიმი მოგახსენებთ თუ რამდენი ხნით უნდა მიიღოთ Rheafem 200 მგ. არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მკურნალობის კურსის დამთავრებამდე. წამლის დოზები სხვადასხვაა მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

ნორმალური დოზა:
პერორალური მიღება: ზოგადად, პროგესტერონის სადღეღამისო დოზაა 200-დან 300 მგ-მდე.
ვაგინალურად: სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ-მდე მკურნალობის მიზეზის მიხედვით; თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ Rheafem 200 მგ. ვიდრე უნდა ღებულობდეთ: დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და მოახსენეთ რა რაოდენობის მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ Rheafem 200 მგ. დალევა/მიღება: მიიღეთ როგორც კი შეძლებთ და მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ შეწყვეტთ 200 მგ Rheafem -ით მკურნალობას: ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად 200 მგ Rheafem-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა:
პერორალური მიღება: მედიკამენტის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ძილიანობამ და თავბრუსხვევამ. მენსტრუალური ციკლის შემცირება ან სისხლდენის დარღვევა ლუთეალურ ფაზაში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შეიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც აქ არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ 200 მგ Rheafem მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:  შემადგენლობა Rheafem 200 მგ:
აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული პროგესტერონი, თითოეულ რბილ ჟელატინის კაფსულაში 200 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი. გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანი, დიოქსიდი როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი რეაფემის (Rheafem) 200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური და ვაგინალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 30 კაფსულა.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: ნებართვის მფლობელი BIH Pharma SA Crocicchio Cortogna 6, შვეიცარია, CH-6900 Lugano მწარმოებელი: ესპანეთი, Laboratorios Leon Farma, S.A. Poligono Industrial Navatejera, La Vallina S/N 24008 Navatejera (Leon)

რაციოცეფი – RATIOCEF – РАЦИОЦЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXSONE

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება:

ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ანტიმიკრობული საშუალება. მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ან 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……    0.5 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი …….    1 გ

 

ვრცლად როტაცეფი

რაფაქოლინი C – RAPHACHOLIN C – РАФАХОЛИН С

მწარმოებელი: “HERBAPOL”,პოლონეთი

წამლის შემადგენლობა:

1 დრაჟე შიცავს:

Raphani sat.nigri. extr.sicc. cum Carbo medicinalis

150 mg

Cynarae extr.spiss.

47 mg

Acidum dehydrocholicum

40 mg

Oleum menthae pip

15 mg

შემავსებელი

600 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღვლმდენი კომბინირებული საშუალება

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (სანაღვლე გზების დისკინეზია, მუცლის შებერვა, ყაბზობა) დროს. პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც შენარჩუნებულია ნაღვლის გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გულის დაავადებების, მწვავე გლომერულონეფრიტის დროს.

ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ მოქმდებს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

პრეპარატი ხელს არ უშლის ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას.

არ არის ცნობილი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები.

დოზირება და გამოყენება:

პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად .

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ყაბზობის დროს 2 დრაჟე დილით და საღამოს ნახევარი საათით ადრე ჭამამდე. ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით – 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში .გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები:

ინახება 5 ºC -25 ºC ტემპერატურის პირობებში,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

ვარგისობის ვადა:

3 წელი

რაუნატინი – RAUNATIN – РАУНАТИН

საერთაშორისო დასახელება:

Rauwolfia alcaloids;

ღია მწვანე ფერის შემოგარსული ტაბლეტები;

შემადგენლობა და გამოშების ფორმა:

ღია მწვანე ფერის შემოგარსული ტაბლეტები;

1 ტაბლეტი შეიცავს;

რაუნატინი  …………………….  0,002გ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, გლუკოზა, სტეარინის მჟავა, ვაზელინის ზეთი, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი პიგმენტური, დაბალმოლეკულური სამედიცინო პოლივინილპიროლიდონი, მწვანე საღებავი ევრობლენდ მწვანე ვაშლის, ტალკი, ფუტკრის ცვილი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმპათოლიზური  საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რაუნატინი ხასიათდება ჰიპოტენზიური ეფექტით და ანტიარითმული მოქმედებით, აგრეთვე დამამშვიდებელი მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ეს უკანასკნელი რეზერპინთან შედარებით უფრო ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ ჰიპოტენზიური მოქმედებით იგი არ ჩამორჩება რეზერპინს. რიგ შემთხვევებში

რაუნატინს რეზერპინთან შედარებით ახასიათებს უკეთესი ამტანობა.

ფარმაკოკინეტიკა:

რაუნატინი შეიცავს გველის რაუვოლფიას ფესვების ალკალოიდების ჯამს, რომელთა შორის მეტად მნიშვნელოვანია რეზერპინი, სერპენტინი,  აიმალინი. ალკალოიდების საერთო შემცველობა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით – არა ნაკლებ 90%-ია. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი  ალკალოიდები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეწოვის სიჩქარით და ხარისხით. მეტაბოლიზმს განიცდიან ძირითადად ღვიძლში და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფიან თირკმელების საშუალებით.

რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი რეზერპინის ეფექტთან შედარებით ხორციელდება თანდათანობით (ჩვეულებრივად პრეპარატის მიღებიდან მე10-11-ე დღეს). ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის თერაპიული ეფექტი აღინიშნება  რაუნატინის მიღების შეწყვეტიდან  2-3 თვის განმავლობაში.

ჩვენებები:

რაუნატინის გამოყენების ძირითად ჩვენებას წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადება, პირველ რიგში II-III ხარისხის. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში რაუნატინი ფართო გამოყენებით არ ხასიათდება, მაგრამ ინიშნება ნევროზული მდგომარეობის დროს.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილებში რაუნატინი ინიშნება ჭამის შემდეგ. დოზის შერჩევა ხდება  ინდივიდუალურად. პრეპარატის მიღებას, როგორც წესი, იწყებენ  ღამით, ძილის წინ 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 0,002გ –ს (2მგ) ალკალოიდების ჯამს, მეორე დღეს  1 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში; მესამე დღეს – 3 ტაბლეტი,  საერთო დოზით  4-6 ტაბ.-მდე დღეში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას,  ძირითადად  10 -14 დღის შემდეგ, პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებენ (1-2 ტაბ.-მდე დღეში). ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატი ინიშნება შემანარჩუნებელი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1 ტაბლეტი დღეში).

გვერდითი მოვლენები:

რაუნატინი სწორად  შერჩეული დოზით ძირითადად გვერდითი მოვლენების განვითარებას არ იწვევს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, ტკივილი გულის არეში. გვერდითი მოვლენების მოხსნა შესაძლებელია  პრეპარატის დოზის შემცირებით ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შესვენებით, ხოლო აშკარა აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტით.

უკუჩვენებები:

რაუნატინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის, გულის მძიმე უკმარისობის, მიოკარდიუმის ორგანული დაზიანებების, აორტული მანკების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნეფროსკლეროზის, მკვეთრად გამოხატული ცერებრული ათეროსკლეროზის,

ეპილეფსიის, პარკინსონიზმის, დეპრესიის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რაუნატინის მიღება შესაძლებელია ერთდროულად ან თანმიმდევრულად სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან, კალციუმის   იონების

ანტაგონისტებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთად.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქინიდინთან, ოქტადინთან, საგულე გლიკოზიდებთან ერთად.  რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება მისი კომბნინაციით დიურეზულ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა  პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა. ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა.

გამოყენების თავისებურებები:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მე-3-4 დღეს.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა -3 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

რატენალი – RATENAL – РАТЕНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ATENOLOL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

მოქმედი ნივთიერება:

ატენოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა – ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ატენოლოლი ……………..      25 მგ

1 ტაბ.

ატენოლოლი ……………..      50 მგ

1 ტაბ.

ატენოლოლი …………….      100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რატენალი წარმოადგენს კარდიოსელექტიურ ბეტ1-ადრენობლოკატორს. ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედება. მას არ გააჩნია შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები.

სტენოკარდიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი ამცირებს გულის შეკუმშვათა ძალას და სიხშირეს, მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მითხოვნილებას.

რატენალი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირების ხარჯზე და აგრეთვე თირკმელების მიერ რენინის სეკრეციის შემცირების გამო.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%. ატენოლოლი პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 6-7 სთ-ს.

ატენოლოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა;
  • გულის რითმის დარღვევები;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

არტერიული ჰიპერტონია: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ერთხელ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.

სტენოკარდია: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ერთხელ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.

გულის რითმის დარღვევები: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში ერთხელ.

მიოკარდიუმის ინფარქტი: მწვავე ფაზაში ადრეული მკურნალობისას ბეტა-ბლოკატორის ინტრავენურად შეყვანიდან 15 წთ-ში პერორალურად ინიშნება რატენალი 50 მგ დოზით, შემდგომ – 50 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ (6-9 დღის განმავლობაში), შემდეგ კი 100 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

* რატენალი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, სიცივის შეგრძნება კიდურებში, ორტოსტატიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, თვალების სიმშრალე, იშვიათად – ტკივილი გულის არეში, ცნობიერების დაბინდვა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* კარდიოგენული შოკი;

* გულის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა;

* გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში);

* არტერიული ჰიპოტონია;

*  ბრონქული ასთმა და სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადებები;

* პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს რატენალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ატენოლოლი აღწევს  დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

‹ რატენალი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით;

‹ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევით, როგორიცაა რეინოს სინდრომი;

‹ პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია;

‹ მიუხედავად იმისა, რომ რატენალი წარმოადგენს მაღალსელექტიურ ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას, იგი სიფრთხილით გამოიყენება სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს;

‹აგრეთვე სისხლში გლუკოზის მკვეთრი ცვლილებებით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში;

‹ ფეოქრომოციტომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-ბლოკატორებთან კომბინაციაში;

‹რატენალის გამოყენებისას ავადმყოფებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით შეიძლება მოხდეს თირეოტოქსიკოზით გამოწვეული ტაქიკარდიის შენიღბვა;

‹ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რატენალს, საინჰალაციო ნარკოზის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა რატენალის მიღების შეწყვეტა ნარკოზამდე რამდენიმე დღით ადრე, ან მინიმალური უარყოფითი ინოტროპული მოქმედების საანესთეზიო საშუალების შერჩევა.

‹ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვის ან იმ სამუშაოების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. აგრეთვე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება რატენალით მკურნალობის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

გამოხატული ბრადიკარდიის კუპირებისათვის გამოიყენება ატროპინი (1-2 მგ ვენაში), აუცილებლობის შემთხვევაში ვენაში შეყავთ ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულატორი (იზოპრენალინი – 25 მკგ) ან ორციპრენალინი დოზით 0.5 მგ. შესაძლებელია საგულე გლიკოზიდებისა და გლუკაგონის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რატენალის კომბინაციით ნიფედიპინთან, კლონიდინთან შესაძლებელია ბრადიკარდიის და/ან ჰიპოტენზიის განვითარება.

– რატენალისა და კლონიდინის ერთდროული გამოყენებისას კლონიდინის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რატენალის მიღება შეწყდა რამდენიმე დღით ადრე.

– რატენალის გამოყენებისას კალციუმის არხის ბლოკატორებთან ან სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად საჭიროა სიფრთხილე უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო.

– რატენალის საგულე გლიკოზიდებთან, რეზერპინთან, გუანეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას მომატებულია ბრადიკარდიისა და გამტარებლობის დარღვევის განვითარების რისკი.

– რატენალის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (იბუპროფენი, ინდომეტაცინი) კომბინაციით მცირდება პრეპარატის ეფექტურობა.

– რატენალი აძლიერებს ინსულინისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედების ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რაპტენ რაპიდი – RAPTEN RAPID – РАПТЕН РАПИД

საერთაშორისო დასახელება:

DIKLOFENAC

მწარმოებელი: HEMOFARM, სერბია

მოქმედი ნივთიერება:

დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1ტაბ.

დიკლოფენაკი ………………… 50მგ.

ვრცლად დიკლოფეროლი

 

რანფერონი – RANFERON – РАНФЕРОН

მწარმოებელი: RANBAXY LABORATOIRES, ინდოეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

რკინის ფუმარატი BP  ……….      305 მგ

(100 მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტი)

ფოლის მჟავა BP …………………..  0.75 მგ

ვიტამინი B12 ………………………… 5 მკგ

ასკორბინის მჟავა…………………..  75 მგ

ცინკის სულფატი BP …………….     5 მკგ

ელექსირი: ფლაკონში 200 მლ

5 მლ

რკინის ამონიუმის ციტრატი BP  …..     200 მგ

(41 მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტი)

ფოლიუმის მჟავა BP……………….     1.5 მგ

ვიტამინი B12 BP ……………………     50 მკგ

ეთანოლი BP ……………………….     3.61%

დამზადებულია არომატიზირებულ სორბიტულ ფუძეზე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანემიური პრეპარატი.ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რანფერონ-12 (კაფსულები, ელექსირი) შეიცავს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ვიტამინების კომპლექსს, რკინას და მიკროელემენტებს, აუცილებელს ჰემოპოეზისა და ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.

რკინის ფუმარატი

რკინა აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. შედის გემოგლობინის შემადგენლობაში, უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას სისხლში, მოქმედებს როგორც მრავალი ფერმენტული სისტემის KO-ფაქტორი. მოთხოვნილება რკინაზე იზრდება ორსულობის, ლაქტაციის, მენსტრუაციის დროს და აგრეთვე აქტიური ზრდის პერიოდში.

ასკორბინის მჟავა

წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. მოქმედებს ჰემოგლობინის წარმოქმნაზე. ერითროციტების მომწიფებაზე, მონაწილეობს ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმში, ამაღლებს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში, ანორმალიზებს კაპილარების შეღწევადობას.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

ფლობს მაღალ ბიოლოგიურ აქტივობას. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, აუცილებელს ნორმალური სისხლწარმომქნისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის.

ფოლიუმის მჟავა

ვიტამინი B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის ცვლაში. აუცილებელია ფეხმძიმეებისათვის ნაყოფის ნერვიული ბოჭკოების ნორმალური განვითარებისათვის.

ცინკი

წარმოადგენს მრავალი ფერმენტული სისტემის შემადგენელ ნაწილს, არსებობს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. მოთხოვნილება მასზე იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკა:

რკინის ფუმარატის შეწოვა ხდება ძირითადად 12-გოჯა და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. რკინის ორვალენტიანობა განაპირობებს მის სწრაფად და ადვილად შეწოვას. 70%-ს ითვისებს ძვლის ტვინი, აქედან 65-70%-ს ჰემოგლობინის სახით. დანარჩენი ფერიტინის ან ჰემოსიდერინის სახით გადადის ქსოვილების რეტიკულოენდოთელიარულ სისტემაში და შინაგან ორგანოებში, ძირითადად ღვიძლში, ელენთაში.

რკინა ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან, განავალთან და ოფლთან ერთად. ქალებში -მენსტრუალური ციკლის დროს.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური და ფოლიუმდეფიციტური ანემია;
  • ჰიპოცინკოზი;
  • ქრონიკული სისხლდაკარგვა;
  • დამწვრობითი დაავადება;
  • ჰემოდიალიზი;
  • ცელიაკი;
  • ორსულობა (მკურნალობის ან პროფილაქტიკური მიზნით).

მიღების წესი და დოზირება:

რანფერონ-12 კაფსულებში: პაციენტებში რკინა დეფიციტური ანემიით და ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან ერთობლიობისას რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღე-ღამეში 2-ჯერ, პროფილაქტიკის მიზნით – 1 კაფსულა დღე-ღამეში.

რანფერონ-1 – ელექსირი: მოზრდილებში რკინადეფიციტური ანემიის ან ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს 3-4 ჩაის კოვზი (15-20 მლ) დღე-ღამეში. პროფილაქტიკისათვის – 2-3 ჩაის კოვზი (10-15 მლ) დღე-ღამეში.

დოზები რკინადეფიციტური/ფოლიუმდეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს ბავშვებში:

ასაკიდღიური დოზა
0-3 თვე0.5 ჩაის კოვზი დღეში
3-9 თვე1 ჩაის კოვზი დღეში
9-12 თვე1.5 ჩაის კოვზი დღეში
1-3 წელი2 ჩაის კოვზი დღეში
4-6 წელი2.5 ჩაის კოვზი დღეში
7-10 წელი3 ჩაის კოვზი დღეში

 

პროფილაქტიკური მიღება ბავშვებში:

ასაკი დღიური დოზა
0-3 წელი0.75 მლ დღეში
4-10 წელი1.25 მლ დღეში

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა მუცლის არეში ტკივილის, პირღებინების, გულისრევის შეგრძნების, ფაღარათის ან ყაბზობის სახით.

უკუჩვენებები:

* უროკოპროპორფირია (კანის გვიანი პორფირია);

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადება;

* არაეფექტური ერითროპოეზთან დაკავშირებული ანემიები;

* წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* ჰემოქსიმატოზი;

* ჰემოსიდეროზი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შედეგი შეიძლება იყოს ტოქსიკური რეაქცია, განპირობებული რკინის ჭარბი რაოდენობის მიღებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

რანტაგი – RANTAG – РАНТАГ

საერთაშორისო დასახელება:

RANITIDINE

მოქმედი ნივთიერება: რანიტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი. წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

რანიტიდინის ჰიდროქლორიდი ………….  150 მგ

1 ტაბ.

რანიტიდინის ჰიდროქლორიდი ………….  300 მგ

ვრცლად ზანტაკი

Don`t copy text!