Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 508

ოსარბონი ვაგ. სანთელი – OSARBON (vaginal suppositories) – ОСАРБОН (суппозитории вагин.)

გენერიული დასახელება:

აცეტარსოლი

მწარმოებელი: «ОАО» «НИЖФАРМ» რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საშოს სანთლები თეთრი ან თეთრი მოყვითალო ფერის ან კრემის ფერის, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

1 სანთელი შეიცავს:

ოსარსოლი ...................   0,25გ,

ბორის მჟავა .................   0,3გ,

გლუკოზა .....................   0,3გ,

სანთლის ფუძე (მკვრივი ცხიმი A ტიპის ან ვიტეპსოლი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანრიპროტოზოული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსარსოლი (აცეტარსოლი) არღვევს უმარტივესების ცვლის პროცესებს (მათ შორის ტრიქომონადების, ამების), აგრეთვე ზოგიერთი სპიროქეტების. პრეპარატის რეზორბციის თავიდან ასაცილებლად (და შესაძლებელი ინტოქსიკაციის) აუცილებელია საშოს მჟავე გარემოს შენარჩუნება.

გლუკოზა (დექსროზა), რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, წარმოადგენს საკვებ სუბსტრატს საშოს ნორმალური მიკროფლორის ლაქტობაცილებისათვის. ლაქტობაცილები იწვევენ გლუკოზის დაშლას რძის მჟავას წარმოქმნით, რაც ხელს უწყობს საშოს მჟავე გარემოს შენარჩუნებას.

ბორის მჟავას გააჩნია იგივე თვისებები.

ჩვენება:

  • ტრიქომონადური კოლპიტი

დოზირება და მიღების წესი:

სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ საშოში (ჰიგიენური პროცედურის შემდეგ). ავადმყოფი წევს ზურგზე. 1 სანთელი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში.

წინააღმდეგჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ჰემორაგიული დიათეზი;

* ტუბერკულოზი;

* ორსულობა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია დერმატიტი, სიყვითლე, პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება.

შენახვის ვადა:

2 წელი

დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

ორციპრენალინი – ORCIPRENALINE – ОРЦИПРЕНАЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორციპრენალინი წარმოადგენს ადრენომიმეტურ საშუალებას, რომელიც ასტიმულირებს ბეტა1 და ბეტა2 ადრენორეცეპტორებს. იგი ხასიათდება კარგად გამოხატული ბრონქოლიზური აქტივობით, ხელს უწყობს ბრონქოსპაზმის კუპირებას. პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება მისი ინჰალაციიდან 10-15 წთ-ის შემდეგ, მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 1-1.5 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. ორციპრენალინი აძლიერებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, იწვევს ზომიერ ტაქიკარდიას.

ჩვენებები

  • გამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების, აგრეთვე ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შედეგად განვითარებული ბრონქოსპაზმის კუპირების მიზნით;
  • ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა ბრონქოსკოპიისა და ბრონქოგრაფიის ჩატარების წინ გულმკერდის ღრუს ოპერაციების დროს.
  • ატრიონვეტრიკულური ბლოკადა (მათ შორის მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის დროს), ბრადიკარდია.

დოზირების რეჟიმი

ინჰალაციური გზით გამოყენებისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 750 მკგ-ს. ინჰალაციების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პაციენტის ასაკზე.

- შიგნით მისაღებად ინიშნება 20-40 მგ 2-4-ჯერ დღეში.

- ხანგრძლივი მკურნალობის და მორგან-ადამს-სტოქსის შეტევების პროფილაქტიკის დროს - 10-20 მგ 6-10-ჯერ დღე-ღამეში.

- გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის გულის გამტარებლობის დარღვევის) დროს პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში 0.5-1 მგ დოზით, ხოლო აუცილებლობის შემთხევაში - ვენაში ინექციით, ნელა 0.25-0.5 მგ დოზით, ან ვენაში წვეთოვანი გზით 5-10 მგ დოზით; შეყვანის სიჩქარე შეადგენს 10-20 წვეთს/წთ-ში სრული თერაპიული ეფექტის მიღწევამდე (პრეპარატის დოზის და შეყვანის სიჩქარის განსაზღვრა ხდება გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების მიხედვით).

- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პარენტერულად შეჰყავთ 0.1-0.2 მგ პრეპარატი დღეში;

- 2-3 წლის ასაკის ბავშვებში - შიგნით მისაღებად ინიშნება 20 მგ დღეში დაყოფილ 4 მიღებაზე, კუნთებში ან კანქვეშ - 0.15-0.3 მგ დღეში;

- 4-7 წლის ასაკის ბავშვებში - შიგნით მისაღებად ინიშნება 20-40 მგ დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე,  ხოლო კუნთებში ან კანქვეშ - 0.2-0.4 მგ დღეში;

- 8-14 წლის ასაკში - შიგნით მისაღებად ინიშნება 40-60 მგ დღეში, კუნთებში ან კანქვეშ - 0.5 მგ დღეში;

- 15-18 წლის ასაკში - შიგნით მისაღებად ინიშნება 40-80 მგ დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე,  ხოლო კუნთებში, ან კანქვეშ - 0.5-1 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები.

იშვიათად - თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ურტიკარიის სახით.

პრეპარატის ინჰალაციების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის დესტრუქცია.

უკუჩვენებები

* ჰიპერთირეოზი;

* სუბაორტული სტენოზი;

* მკვეთრად გამოხატული ტაქიკარდია;

* ტაქიარითმიები;

* პარკუჭების ციმციმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ორციპრენალინის ინჰალაციებს იყენებენ დამატებითი თერაპიის სახით ბრონქებისა და ფილტვების დაავადების მკურნალობისას სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეჰყავთ ინჰალაციური გზით (მათ შორის ანტიბიოტიკები, მუკოლიზური საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები).

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით, გულის იშემიური დაავადებით, გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ორციპრენალინის კომბინაცია ადენო- და სიმპათომიმეტური ჯგუფის სხვა ბრონქოლიზურ საშუალებებთან ნებადართული არ არის.

- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ ორციპრენალინის მოქმედების ეფექტს.

ორციპოლი – ORCIPOL – ОРЦИПОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN; ORNIDAZOLE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი+ორნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი სისტემური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც. შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორმიდის ფორმით) ........       500 მგ

ორნიდაზოლი ............................................................      500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი(K30), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორციპოლი - კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების - ციპროფლოქსაცინის (II თაობის ფტორქინოლონების წარმოებული) და ორნიდაზოლის (5-ნიტროიმიდაზოლების წარმოებული) თვისებებით არის განპირობებული.

ციპლოფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიების ფერმენტ-დნმ-ჰირაზას და თრგუნავს ბაქტერიების დნმ-ის სინთეზს. იწვევს ბაქტერიების მემბრანასა და უჯრედის კედელში მორფოლოგიურ ცვლილებებს, რაც იწვევს უჯრედის სწრაფ სიკვდილს. მოქმედებს მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში.

გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcusspp. (მ.შ. პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები მეტიცილინრეზისტენტული შტამები), Streptococcus sрр.( S.pneumoniae და S. pyogenes შტამები ჩათვლით), Enterococcus spp, Listeria monocytogenes; Enterobacter spp., Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catanhalis, Morganella morgana, Neisseria spp., Proteus spp., Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Campylobacter spp., Citrobacterspp., Yersinia enterocolitica, E.coli; და სხვა - Mycobacterium tuberculosis, Chlamydia trachomatis და Mycoplasma hominis. ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტანტულია Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile АNocardia asteroides. Treponema pallidum-ზე  მოქმედება არასაკმარისაადა შესწავლილი.

ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. აქტიურია Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba histolytica, ასევე ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების მიმართ (მათ შორის, Bacteroides spp., Clostridium spp., Fusobacterium spp. და აერობული კოკების მიმართ

ფარმაკოკინეტიკა:

ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax 1-2 საათში მიიღწევა და 2.5 მგ/მლ-ს შეადგენს, ბიოშეღწევადობა -70-80%. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა  დედის რძესთან ერთად.

ორნიდაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. Cmax პლაზმაში 3 საათის ფარგლებში მიიღწევა და 26.5 მკგ/მლ-ს შეადგენს. ბიოშეღწევადობა- 90%.

ჩვენებები:

ორციპოლი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინ/ორნიდაზოლი კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით:

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. აბორტებისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა;
  • თირკმელებისა და/ან შარდსადენი გზების ინფექცები: ქრონიკული და მწვავე პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, მ.შ. გართულებული და მორეციდივე;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები (მიქსინფექცია);
  • სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია Klebsiella, Enterobacter, Proteus, E. coli, Pseudomonas, Haemophilus, Branhamella, Legionella, Staphilococcus-თი გამოწვეული პნევმონიების სამკურნალოდ), ინფიცირებული ბრონქოექტაზები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: სინუსიტი, გარე და შუა ოტიტი, მასტოიდიტი;
  • თვალის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი;
  • ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები გამოწვეული Entamoeba histolytica, მ.შ. ამებური დიზენტერია, და ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი);
  • ლამბლიოზი;
  • სეფსისი;
  • ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან პაციენტებში ნეიტროპენიით);
  • ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით;
  • ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
  • ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ინფიცირება Bacillus anthracis-ით);
  • Pseudomonas aeruginisa-თი გამოწვეული გართულებების მკურნალობა ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

ორციპოლი მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში.

მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.

ავადმყოფებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ-ის ტოლი და უფრო ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში სხეულის მცირე მასით, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

გვერდითი მოვლენები:

სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული და ატარებს გარდამავალ ხასიათს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა.

იმუნური სისტემისა და კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ორნიდაზოლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

გამოყენება ბავშვებში:

ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.

♦ სიფრთხილით  გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების;

♦ ეპილეფსიის, გაურკვეველი ეთიოლოგიის კრუნჩხვითი სინდრომის დროს.

♦ მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწლოვანი გარსების დაზიანება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის გაზრდა ციტოქრომ P450-ის უბნებში კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, რაც იწვევს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და თეოფილინ-ინდუცირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენას.

ორნიდაზოლი იწვევს კუმარინის რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, რის გამოც, საჭიროა მათი დოზების შესაბამისი კორექცია.

- ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

- ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება.

- ანტაციდების, ასევე, ალუმინის, თუთიის, რკინისა და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ციპროფლოქსაცინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების დანიშვნათა შორის ინტერვალი არანაკლებ 4 საათი უნდა იყოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ორუნიტი – ORUNIT – ОРУНИТ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: SLAVIA PHARMA

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: კოლოფში 15 კაფს.

1 კაფს.

იტრაკონაზოლი ..............   100 მგ

 

ვრცლად იტასპორი

ორუნგალი – ORUNGAL – ОРУНГАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN - CILAG

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 4 და 16 ც.

1 კაფს.

იტრაკონაზოლი ..............   100 მგ

 

ვრცლად იტასპორი

ორუვეილი – ORUVAIL – ОРУВЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: RHONE-POULENC RORER

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეტიკი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 24 ც.

1 კაფს.

კეტოპროფენი .............        50 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლ.

კეტოპროფენი ................ 100 მგ

 

ვრცლად კეტონალი

ორტოფენი – ORTOPHEN – ОРТОФЕН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკი .............. 25 მგ

 

ვრცლად დიკლაკი (დოზირება ინდივიდუალური)

ორსოვიტ კალციუმი – ORSOVIT CALCIO – ОРСОВИТ КАЛЬЦИУМ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ოროტის მჟავა – OROTIC ACID – ОРОТОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოროტის მჟავა მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლური პროცესების სტიმულაციას. პრეპარატი ცილების სინთეზის პროცესში პირიმიდინების ფუძეების ერთ-ერთი წინამორბედია (ურაცილი, თიმინი, ციტოზინი). იგი მონაწილებს ნახშირწყლების ცვლაში, რაც გულისხმობს მის გავლენას გალაქტოზის ცვლაზე. იგი აქვეითებს ლიპიდებისა და ქოლესტერინის საერთო დონეს, ამიტომ როგორც ანაბოლური ტიპის მოქმედების პრეპარატი და მისი მარილები გამოიყენება ცილების ცვლის დარღვევის დროს და მეტაბოლური პროცესების სტიმულაციისათვის.

ჩვენებები

  • ოროტის მჟავა ჩვეულებრივ გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (ვიტამინები, კარდიოტონული პრეპარატები და სხვა);
  • ღვიძლის დაავადების დროს, რომლებიც გამოწვეულია მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციით (გამონაკლისი წარმოადგენს ღვიძლის ციროზი ასციტი),
  • მიოკარდიუმის ინფარქტის დროს;
  • დისტროფიისას, ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის დროს, ანემიის დროს;
  • რეკონვალესცენციის პერიოდში, გულის ქრონიკული უკმარისობისას, არითმიის და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც ითხოვენ ანაბოლური პროცესების სტიმულაციას, მათ შორის მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ.

მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 0.5-1.5 გ დღეში (სადღეღამისოო დოზა შეადგენს 0.25-0.5 გ-ს 2-3-ჯერ დღეში). ცალკეულ შემთხვევებში მოზრდილებში დოზა დგინდება პრეპარატის ამტანობისა და პრეპარატის ეფექტურობის მიხედვით და მას ზრდიან 3 გ-მდე.

ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის ანემიის, აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ (0.01-0.02 გ) 1 კგ წონაზე. მოცემული დოზა მიიღება 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 კვირას, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ ერთთვიანი შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ოროტის მჟავა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა კანზე ალერგიული რეაქციები, დისპეფსია, რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის დროს, ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის და ღვიძლის ციროზის დროს.

ორონორმი – ORONORM – ОРОНОРМ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

შემადგენლობა:

100 მლ ხსნარი შეიცავს:

ბენზოკაინი ........................................ 1.5 გ;

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი ........... 0.15 გ;

ცეტალკონიუმის ქლორიდი .................. 0.0413 გ.

დამატებითი ნივთიერებები:

გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15% კონცენტრაციით ახდენს ანალგეზიურ და ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ცეტალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების მიმართ.

ჩვენებები:

პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

- ფარინგიტი;

- ლარინგიტი;

- ტონზილიტი;

- გინგივიტი;

- სტომატიტი.

პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება აფთოზური წყლულების ჩათვლით.

ტონზილექტომიის, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების წინ და შემდგომ პერიოდში.

ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გაწმენდის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.

მოზრდილებში – 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).

ბავშვებში 7 თვიდან – 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.

პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

ორონორმი სპრეი - 25 მლ ალუმინის ბალონში.

Don`t copy text!