Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 507

ოფტან დექსამეტაზონი თვალის წვეთები – OFTAN DEXAMETAHASON eye drops – ОФТАН ДЕКСАМЕТАЗОН капли глазные

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE

მწარმოებელი: Santen OY, ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის სუსპენზია 0.1%: ფლაკონში 5მლ

1 მლ

დექსამეტაზონი ……………….      1 მგ

 

ვრცლად დექსამეტაზონი

ოფრამაქსი – OFRAMAX – ОФРАМАКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: RANBAXY LABORATOIRES

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……………..   250 მგ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი…………..   1 გ

ვრცლად როტაცეფი

ოფლოჰექსალი – OFLOHEXAL – ОФЛОГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: HEXAL AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი …………..       200 მგ

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი …………….     400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ დნმ ჰირაზას ინჰიბირებით, რის შედეგადაც წყდება ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაცია. პრეპარატი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. იგი აქტიურია Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Escherichia coli, Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp., Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Streptococcus pyogenes,Yerssinia species, gardnereila,streptococci, peptostreptococci, bacteroides sp

პრეპარატის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი ანაერობული ბაქტერიები (გარდა B. ureаliticus), Treponema pallidum, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 98%-ს. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და 90% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 სთ-ს.

ჩვენებები:

ოფლოჰექსალი გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის, მცირე მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოების, ქვემო სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მიიღება 200-800 მგ დღეში. დოზა ჩვეულებრივ იყოფა ორ მიღებაზე. თითოეულ მიღებაზე მაქსიმალური დოზა 400 მგ. მკურნალობის კურს შეადგენს 7-14 დღეს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს 1 თვემდე.

თირკმლის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება 100-200 მგ დღეში. დოზის კორეგირებას ახდენენ კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მაქსიმალური დოზაა 400 მგ დღეში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფორსირებული დიურეზის შენარჩუნება.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: აღინიშნება გულისრევა, ანორექსია, დიარეა.

ცნს–ის მხრივ: თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, ჰალუცინაციები,

აგრეთვე შესაძლებელია მიალგიები, ართრალგიები, თრომბოციტოპენია, ფოტოსენსიბილიზაცია. ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს

ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ ინიშნება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის;

* ღვიძლის უკმარისობის და ეპილეფსიის დროს;

* აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის;

* თირკმლის უკმარისობის;

* ულტრაიისფერი დასხივების დროს.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ოფლოჰექსალის მიღება ანტაციდებთან, სუკრალფატთან ან რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად აქვეითებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

– ანტიკოაგულანტებთან კომბინაცია იწვევს სისხლდენის დროის გახანგრძლივებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ოფლოქსინი – OFLOXIN – ОФЛОКСИН

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: LECHIVA

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი………………..  200 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ 1 ფლ.

ოფლოქსაცინი………………..  2 მგ 200 მგ

 

ვრცლად ზანოცინი (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ოფლოქსაცინი-დარნიცა – OFLOXACIN-DARNITSA – ОФЛОКСАЦИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი ………….        200 მგ

 

ვრცლად ზანოცინი

ოფლოტასი-ავერსი – OFLOTAS-AVERSI – ОФЛОТАС-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი ……………      200 მგ

 

ვრცლად ოფლოტასი

ოფლოტასი – OFLOTAS – ОФЛОТАС

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: INTAS

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ

ოფლოქსაცინი ……………..    200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოფლოქსაცინი წარმოადგენს ფართო მოქმედების სპექტრის ანტიმიკრობულ საშუალებას ფთორქინოლონების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიულ ფერმენტ დნმ-ჰირაზაზე. ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს. აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და სწრაფად მზარდი ატოპური მიკრობაქტერიების მიმართ.

ოფლოტასის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp.,  Salmonella spp., Shigella spp., Yersinia enterocolotica, Campylobacter jejuni, Aeromonas hydrophila, Plesiomonas aeruginosa, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia spp., Providencia spp., Haemophilus ducreyi, Bordetella parapertussis, Bordetella pertussis, Moraxella catarrhalis, Propionibacterium acne, Brucella spp.

პრეპარატის მიმართ სხვადასხვა მგრძნობელობა გააჩნიათ: Enterococcus faecalis, Streptococcus pyogenes, pneumoniae და viridans, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Acinobacter, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfingens, Corynebacterium spp., Helicobacter pylori, Listeria monocytogenes.

არ მოქმედებს Treponema pallidum-ზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად (95%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა 96%-ზე მეტია.

სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.

საკვების მიღებამ შესაძლოა შეანელოს შეწოვა, მაგრამ არ ახდენს არსებით გავლენას ბიოშეღწევადობაზე.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 20-25%-ია. ოფლოქსაცინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. კონცენტრაცია ფილტვის ქსოვილში, ლორ-ორგანოებში, კუნთებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტსა და ნაღველში, ასევე შარდსასქესო ტრაქტის ქსოვილში აჭარბებს მის კონცენტრაციას სისხლში. ცრემლში, ნერწყვსა და კანში პრეპარატის კონცენტრაცია ისეთივეა, როგორც სისხლში.

კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. აღწევს ლიქვორში (14-60%). თერაპიული კონცენტრაცია ყველა ქსოვილში ნარჩუნდება 12-24 სთ-ის განმავლობაში.

მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაახლოებით 5%) N-ოქსიდ ოფლოქსაცინის და დიმეთილოფლოქსაცინის წარმოქმნით.

T1/2 პერორალურად მიღების შემდეგ 4.5-7 სთ-ია. ოფლოქსაცინის 75-90% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, ნაღველით – დაახლოებით 4%. არ კუმულირდება.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ოფლოქსაცინის T1/2 ხანგრძლივდება.

ჩვენებები:

ოფლოტასი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი გზების;
  • შარდსასქესო ორგანების;
  • ლორ-ორგანოების;
  • კანისა და რბილი ქსოვილების;
  • ძვლების, სახსრების;
  • მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
  • გონორეა,;
  • მენინგიტი;
  • ქლამიდიოზი;
  • დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა ინფექციური დაავადებები;
  • დაქვეითებული იმუნიტეტის (მათ შორის ნეიტროპენიის დროს) მქონე პაციენტებში პროფილაქტიკის მიზნით;
  • ასევე შესაძლოა ოფლოქსაცინის გამოყენება პოლირეზისტენტული ტუბერკულოზის კომპლექსური თერაპიისას ერთ-ერთ კომპონენტად.

მიღების წესი და დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე.

▪ პრეპარატი ენიშნებათ პერორალურად სადღეღამისო დოზით 200-800 მგ 2 მიღებაზე დღეში. 400 მგ-მდე დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელაც, უმჯობესია დილით.

გონორეის დროს ინიშნება 400 მგ ერთჯერადად.

სალმონელოზის მკურნალობისას კურსის ხანგრძლივობა 7-8 დღეა;

ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციებისას – 3-5 დღე.

ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, წყლის დაყოლებით, ჭამამდე ან ჭამის დროს.

დარღვეული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-20 მლ/წთ) ერთჯერადი დოზა უნდა შეადგენდეს საშუალო დოზის 50%-ს ერთჯერადად ან ორ მიღებაზე. საწყისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ხოლო შემდეგ – 100 მგ-ს დღეგამოშვებით, როცა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია.

პერიტონეული დიალიზის და ჰემოდიალიზის დროს შეყავთ 100 მგ ოფლოტასი ყოველ 24 სთ-ში.

ღვიძლის უკმარისობისას მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, შეკრულობა, იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობა, ძილის დარღვევა, იშვიათად – ტრემორი, კრუნჩხვები, კოშმარული სიზმრები, მოუსვენრობა, ემოციური ლაბილობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, კოგნიტური ცვლილებები, დეპრესია, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათია, ფოტოფობია;

გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, დიპლოპია, ნისტაგმი, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, გემოსა და სუნის შეგრძნების დარღვევა, ფერთა აღქმის დარღვევა;

ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ალერგიული პნევმონიტი, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ძალიან იშვიათად – ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენიური პურპურა, პეტექიები, ეკქიმოზები, ექსფოლიციური დერმატიტი;

სასქესო სისტემის მხრივ: ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ვაგინიტი, გამონადენი საშოდან; იშვიათად – წვა, გაღიზიანება, ტკივილი და გამონაყარი სასქესო ორგანოების არეში, დისმენორეა, მეტრორაგია, ვაგინალური კანდიდოზი;

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია), ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა დიზურია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ანურია, პოლიურია, ნეფროლითიაზი, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია;

ძვალ–კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – ართლარგია, მიალგია, ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, კუნთოვანი სისუსტე (განსაკუთრებით, მისთენიით დაავადებულ პაციენტებში);

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – წყურვილის გაძლირება, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორარულ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს);

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველა, დისპნოე, ბრონქოსპაზმი, სტრიდორი;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია;

სხვა: ტკივილი გულმკერდის არეში, ფარინგიტი, სხეულის ტემპერატურის მომატება, იშვიათად – ასთენია, შემცივნება, ზოგადი სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰიპოკალემია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ოფლოქსაცინის, ქინოლონის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

* გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* ეპილეფსია (მათ შორის ანამნეზში);

* კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება (მათ შორის თავის ტვინის ტრავმის, ინსულტის ან ცნს-ის ანთებითი პროცესების გადატანის შემდეგ);

* 18 წლამდე ასაკი (სანამ არ არის დასრულებული ჩონჩხის ზრდა);

* ორსულობა; ძუძუთი კვების პერიოდი;

* ღვიძლის უკმარისობა ანამნეზში;

* ფთორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავის არიდება მზის და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

◄არ არის რეკომენდებული 2 თვეზე მეტი ხნით ოფლოქსაცინის გამოყენება. გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

◄მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის, სისხლში გლუკოზის დონისა და პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

◄ოფლოქსაცინის გამოყენებისას საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.

◄ოფლოტასის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა, რაც შეიძლება გახდეს დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი.

◄ოფლოქსაცინის გამოყენებისას იშვიათად განვითარებულ ტენდოვაგინიტს შეიძლება მოჰყვეს მყესის გაგლეჯა (უმთავრესად აქილევსის მყესი), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ტენდინიტის სიმპტომების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ოფლოქსაცინის მიღება.

◄მკურნალობის ფონზე შესაძლოა გაუარესდეს მიასთენიის მიმდინარეობა, გახშირდეს პორფირიის შეტევები.

◄პრეპარატს ფრთხილად იყენებენ თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას (ანამნეზში).

◄პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკისას ცრუუარყოფითი შედეგების მიღება (ხელს უშლის ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოყოფას).

◄ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში აუცილებელია პლაზმაში ოფლოქსაცინის კონცენტრაციის კონტროლი და დოზის კორექცია.

◄ოფლოქსაცინით მკურნალობის  პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისგან და ისეთი პოტენციურად სახიფათო საქმიანობისგან თავის შეკავება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, თავბრუ, დეზორიენტაცია, შეკავებულობა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აუცილებელობის შემთხვევაში – სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კალციუმის, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან, სუკრალფატთან, რკინისა და თუთიის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციისას ქვეითდება ოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა. ამ პრეპარატების გამოყენება არ უნდა მოხდეს ოფლოქსაცინის მიღებამდე და  მიღების შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

– ოფლოქსაცინი აქვეითებს თეოფილინის კლირენსს 25%-ით (ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა თეოფილინის დოზის შემცირება).

– ციმეტიდინი, ფუროსემიდი, მეტოტრექსატი და მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი პრეპარატები ზრდიან ოფლოქსაცინის კონცენტრაციას პლაზმაში. ოფლოქსაცინი ზრდის გლიბენკლამიდის კონცენტრაციას პლაზმაში.

– K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებთან, ნიტროიმიდაზოლის და მეთილქსანტინების წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.

– გლუკოკორტიკოსტერიდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება მყესების გაგლეჯის რისკი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.

– შარდის გამატუტიანებელ პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ციტრატები, ნატრიუმის ბიკარბონატი) ერთად დანიშვნისას იზრდება კრისტალურიის განვითარებისა და ნეფროტოქსიკური ეფექტების რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ოფთაქვიქსი – OFTAQUIX – ОФТАКВИКС

საერთაშორისო დასახელება:

ლევოფლოქსაცინი;

ქიმიური დასახელება: (-)-(S)-9-ფტორ-2,3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7H–პირიდო[1,2,3-დე]-1,4 ბენზოქსაზინ-6-კარბოქსილ მჟავას ჰემიჰიდრატი;

მწარმოებელი: ს/ს “სანტენ” ფინეთი, ტამპერ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები;
5 მილილიტრი ხსნარი 5 მილილიტრიან რბილი პოლიეთილენისაგან დამზადებულ პლასტმასის ფლაკონში, რბილი პოლიეთილენისაგან დამზადებული საწვეთურით და მოყვითალო-ყავისფერი ფერის მყარი პოლითიეთილენისგან დამზადებული მოსახრახნი სახურავით.

შემადგენლობა 1 მლ ხსნარში:

აქტიური ნივთიერება:

5,12 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი, რომელიც ლევოფლოქსაცინის 5 მგ-ის ექვივალენტურია;

დანამატები:

ბენაზლკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი;

აღწერილობა: გამჭვირვალე, ღია-ყვითელი ფერიდან ღია მომწვანო-ყვითელ ფერამდე ხსნარი, ხილული მინარევების გარეშე;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს რაცემული ნივთიერება ოფლოქსაცინის L-იზომერს. ოფლოქსაცინის ანტიბაქტერიული აქტივობა ძირითადად L-იზომერით არის განპირობებული;

მოქმედების მექანიზმი:

როგორც ფტოროქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV-ის კომპლექსზე;

კრიტიკული კონცენტრაციები:

წინასწარი მონაცემებით, მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების მაჩვენებლები რომელიც ყოფს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს შუალედურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისაგან და შუალედურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს რეზისტენტულებისაგან, შეადგენს: მგრძნობიარე ≤ 2 მგ/ლ, რეზისტენტული ≥ 8 მგ/ლ;

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი:

მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამების რეზისტენტობა ვარირებს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიხედვით. სასურველია არსებობდეს მონაცემები კონკრეტულ რეგიონში რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის მიმართ მიკროორგანიზმების სავარაუდო მგრძნობელობისა და რეზისტენტობის შესახებ აქ წარმოდგენილი მონაცემები ზოგად სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ.

ქვემოთ მოყვანილია ბაქტერიების ის სახეობები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ თვალის გარეთა ნაწილის ინფექციებს (კონიუნქტივიტებს).

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

Branhamella (Moraxella) catarrhalis, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Pseudomonas aeruginosa.

აერობული, გრამდადებითი:

Staphylococcus aureus*, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes.

სხვა:

Chlamydia trachomatis

* ეკუთვნის მხოლოდ Staphylococcus aureus-ის მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამებს. Staphylococcus aureus-ის მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების უმრავლესობა რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ.

მიკროორგანიზმების ლევოფლოქსაცილინის მიმართ მგრძნობიარედ კლასიფიცირება განხორციელდა in vitro მგრძნობელობაზე გამოკვლევებსა და სისტემური გამოყენების შემდეგ პლაზმაში მიღწეული კონცენტრაციების საფუძველზე. პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების დროს მიიღწევა უფრო მაღალი პიკური კონცენტრაციები ვიდრე ეს პლაზმაში იყო ნანახი. თუმცა უცნობია, თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ წამლის კინეტიკა მოქმედებს თუ არა ან როგორ  მოქმედებს ლევოფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტივობზე;

ჯვარედინი რეზისტენტობა

ფტორქინოლონებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა შესაძლებელია, თუ რეზისტენტობა ბაქტერიული ტოპოიზომერაზების მუტაციებით არის განპირობებული. ერთეულმა მუტაციებმა კლინიკური რეზისტენტობა შეიძლება ვერ გამოიწვიონ, თუმცა მრავლობითი მუტაციები, როგორც წესი, ერთი და იგივე კლასის სამკურნალო საშუალებების მიმართ ყოველთვის იწვევენ კლინიკურ რეზისტენტობას. თუ რეზისტენტობა აქტიური ნივთიერების შეღწევის და/ან გამოყოფის მექანიზმის დარღვევით არის განპირობებული, სხვადასხვა ფტოროქინოლონების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება ერთნაირი არ იყოს. ის განისაზღვრება აღნიშნული კლასის სხვადასხვა პრეპარატის ფიზიკო-ქიმიური თვისებებით აგრეთვე გადამტანი სისტემის თვისებებით თითოეული პრეპარატის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

თვალში ინსტილაციის შემდეგ ლევოფლოქსაცინი კარგად იხსნება და ნარჩუნდება ცრემლის სითხეში.

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში ადგილობრივი გამოყენებიდან 4 და 6 საათის შემდეგ ცრემლში ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 17,0მკგ/მლ-სა და 6,6მკგ/მლ-შესაბამისად. 6 მოხალისიდან ხუთში ინსტილაციის 4საათის შემდეგ ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია შეადგენდა 2მკგ/მლ-ს ან უფრო მეტს. 6 მოხალისიდან ოთხში ასეთი კონცენტრაცია თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ 6 საათი შენარჩუნდა.

35 ავადმყოფში, რომელთაც კატარაქტას გამო ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, შესწავლილია თვალის წვეთების ოფთაქვიქსის, 5 მგ/მლ და ოფლოქსაცინის 3 მგ/მლ – შეღწევის უნარი თვალშიდა სითხეში. აღნიშნული პრეპარატების თითო წვეთს აწვეთებდნენ ოთხჯერ იმ თვალში, რომელზეც ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო (ოპერაციამდე 1 საათით, 45 წუთით, 30 წუთით და 15 წუთით ადრე). ოფთაქვიქსის აქტიური ნივთიერების ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია წყალწყალა ნამში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ოფლოქსაცინის კონცენტრაცია (P=0,0008), კერძოდ დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი (1139,9 ± 717,1 ნგ/მლ და 612,7 ± 368,7 ნგ/მლ შესაბამისად).

შესწავლილი იქნა აგრეთვე ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია პლაზმაში 15 მოზრდილ, ჯანმრთელ მოხალისის პლაზმაში დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ოფთაქვიქსის (5 მგ/მლ) 15 დღიანი გამოყენების დროს. ჩაწვეთებიდან ერთი საათის შემდეგ ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია მერყეობდა 0,86 ნგ/მლ-დან პირველ დღეს 2,05 ნგ/მლ-მდე მე-15 დღეს. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც 2,25 ნგ/მლ-ს უდრიდა, გამოვლინდა მეოთხე დღეს, 2 დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში გამოყენების შემდეგ – სულ რვაჯერ დღეში. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ მოიმატა 0,94 ნგ/მლ-დან პირველ დღეს 2,15 ნგ/მლ-მდე მე-15 დღისათვის, რაც 1000-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე კონცენტრაცია, ლევოფლოქსაცინის პერორალური სტანდარტული დოზების მიღების შემდეგ.

ჩვენებები:

  • ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული, თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, პაციენტებში 1 წლის ასაკიდან და ზემოთ (იხ. ასევე “უსაფრთხოების ზომები” და “ფარმაკოლოფიური თვისებები”).
  • ანტიბაქტერიული საშუალებების შესახებ ოფიციალური ინსტრუქცია, მკაცრად უნდა იყოს დაცული.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების -ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან დანამატების მიმართ, როგორიც არის მაგალითად ბენზალკონიუმის ქლორიდი (იხ. “შემადგენლობა”).

თვალის წვეთების ოფთაქვიქსი, 5მგ/მლ გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია, ვინაიდან ცნობილი მონაცემების თანახმად ჰირაზას ინჰიბიტორები ცხოველებში იწვევენ ღერძული დატვირთვის მქონე სახსრების დაზიანებას.

გარდა ამისა, დაზიანებულ თვალში ინსტილაციის შემდეგ, პლაზმაში ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია ზუსტად არ არის ცნობილი.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

ყველა პაციენტისათვის: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში), ყოველ 2 საათში დღეში 8-ჯერ პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ დღეში 4-ჯერ 3-5 დღის განმავლობაში.

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში, ინსტილაციებს შორის შუალედი მინიმუმ 15-წუთი უნდა იყოს.

ხსნარის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ჩაწვეთების დროს ფლაკონის წვერი არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს და თვალის ირგვლივ ქსოვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფთაქვიქსის უსაფრთხოების კვლევებში, მას 15 დღის განმავლობაში იყენებდნენ, ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, აგრეთვე ინფექციის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ დინამიკაზე.

ახალშობილებში გონოკოკური კონიუნქტივიტისა და რქოვანას წყლულის მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

დოზის შეცვლას არ საჭიროებს;

გამოყენების მეთოდი:

ადგილობრივი;

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები შეიძლება პაციენტების დაახლოებით 10%-ში გამოვლინდეს. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ფორმით გამოვლინდებიან, შექცევად ხასიათს ატარებენ და ძირითადად თვალის სიმპტომებით შემოიფარგლებიან.

ვინაიდან მოცემული სამკურნალო საშუალება ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, ამ კომპონენტმა, ისევე როგორც აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება კონტაქტური დერმატიტი, თვალის გაღიზიანება ან ორივე ერთად გამოიწვიოს.

ხშირი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 1 – 10%):

თვალის წვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ლორწოს გაჩენა ძაფების სახით.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 0,1 – 1%):

ქუთუთოების აქერცვლა, ქემოზი, კონიუნქტივის პაპილარული რეაქცია, ქუთუთოების შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები თვალში, ქავილი თვალში, ტკივილი თვალში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გაჩენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, სინათლის შიში და ალერგიული რეაქციები.

კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი სხვა გვრდითი მოვლენები მოიცავენ თავის ტკივილსა და რინიტს. კლინიკურ კვლევებში რქოვანაზე პრეციპიტატები არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

ლევოფლოქსაცინის საერთო რაოდენობა, რომელსაც თვალის წვეთების ერთი ფლაკონი შეიცავს, ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ შემთხვევითი გამოყენების შემდეგ ტოქსიური რეაქციები გამოიწვიოს. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. ოფთაქვიქსის თვალის წვეთების ადგილობრივად ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვეაში შეიძლება თვალი გამოირეცხოს ოთახის ტემპერატურის სუფთა (ონკნის) წყლით.

უსაფრთხოების ზომები:

თვალის წვეთების, ოფთაქვიქსი, 5 მგ/მლ, შეყვანა არ შეიძლება სუბკონიუტქტივალურად. დაუშვებელია აგრეთვე მისი შეყვანა წინა საკანში.

სისტემური გამოყენების ფტორქინოლონებმა, ერთჯერადი გამოყენებითაც კი შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ. ლევოფლოქსაცინზე ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში თვალის წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს.

სხვა ანტიმიკრობული საშუალებების მსგავსად, ოფთაქვიქსის ხანგრლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. მდგომარეობის გაუარესების ან მკურნალობის გარკვეული ვადის შემდეგ არაეფექტურობის შემთხვევაში, ოფთაქვიქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის გამოკვლევა ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) და შესაბამის შემთხვევაში ფლუორესცინით შეღებვა.

მხედველობის გარდამავალი დაქვეითების შემთხვევაში, პაციენტს რჩევა ეძლევა დაელოდოს მხედველობის აღდგენას, სანამ ავტომობილის მართვას ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობს დაიწყებდეს.

ოფთაქვიქსის შემადგენლობაში კონსერვანტის სახით შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი. ამიტომ ოფთაქვიქსის გამოყენება არ შეიძლება ჰიდროფილური (რბილი) კონტაქტური ლინზებთან ერთად, რადგან შეიძლება მოხდეს კონსერვანტის აბსორბცია ლინზის მიერ რამაც თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. როგორც წესი, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია ბაქტერიული კონიუქტივიტის სიმპტომების შემთხვევაში არ გამოიყენონ კონტაქტური ლინზები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვადასხვა ნივთიერებებთან:

თვალის წვეთების, ოფთაქვიქსი, 5 მგ/მლ, ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პლაზმაში ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია მინიმუმ 1000-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე სტანდარტული დოზების მიღების შემდეგ, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება, რომელიც სისტემური გამოყენებისათვის არის დამახასიათებელი, თვალის წვეთების, ოფთაქვიქსი, 5 მგ/მლ, გამოყენების შემთხვევაში, კლინიკურად უმნიშვნელოა.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ინსტილაციებს შორის ინტერვალი მინიმუმ 15 წუთი უნდა იყოს.

შენახვის ვადა:

სამი წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება 1 თვე.

პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია კოლოფზე;

შენახვის პირობები:

ინახება +25ºC –ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე;

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

ოფთაგელი – OFTAGEL – ОФТАГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

CARBOMER

მწარმოებელი: URSAPHARM ARZNEIMITTEL

მოქმედი ნივთიერება: კარბომერი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რქოვანას დამატენიანებელი პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის გელი: ფლაკონში 10 გ

1 გ 10 გ

კარბომერი 974P …………….  2.5 მგ 25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ოფთაგელი შეიცავს კარბომერს, რომელიც წარმოადგენს მაღლმოლეკულურ კარბოქსივინილპოლიმერს (პოლიაკრილატი). კარბომერი ზრდის ცრემლის სიბლანტეს და ქმნის დამცავ დამატენიანებელ აფსკს რქოვანას ზედაპირზე, ასქელებს საცრემლე აფსკის მუცინის და წყლოვან ფენებს.

ოფთაგელი ამცირებს გაღიზიანების სიმპტომებს, გამოწვეულს “მშრალი თვალის სინდრომით”. მშრალი თვალის სინდრომი შეიძლება გამოიხატებოდეს კომპენსატორული ცრემლდენით, ქავილით, წვით, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით და მხედველობითი დაღლილობით. საცრემლე აფსკის რქოვანასათნ ხანგრძლივი კონტაქტი ახდენს სასურველ ზემოქმედებას, როდესაც დაქვეითებულია ცრემლის სეკრეცია.  ოფთაგელს შეუძლია მოახდინოს სხვა თვალის პრეპარატების შეწოვის პროლონგირება მათი ერთდროული მიღების შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბომერის მოლეკულის შედარებით დიდი ზომის გამო შეღწევა რქოვანაში ნაკლებსავარაუდოა.

ჩვენებები:

მშრალი კერატოკონიუნქტივიტი და „მშრალი თვალის“ სინდრომის თანმდევი სხვა დაავადებები, რომელიც გამოიხატება ცრემლდენაში, დაღლილობაში, ქავილში და წვაში, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაში, მათ შორის თვალების გაღიზიანება (მტვერი, კვამლის შედეგად, კომპიუტერზე მუშაობის დროს “ოფისის თვალის სინდრომი“), არასაკმარისი ცრემლგამოყოფა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, შაგრენის დაავადება, ქუთუთოების დაავადება, რომელიც იწვევს რქოვანას ცრემლთან არასაკმარის კონტაქტს, აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატ ოფთაგელის 1 წვეთი 1-4 ჯერ დღე-ღამეში სიმპტომის გამოხატულობის ხარისხიდან გამომდინარე.

პრეპარატის ჩაწვეთამდე დაიბანეთ ხელები. თავი უკან დახარეთ. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ გელის ერთი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში ქვედა ქუთოთოს და თვალს შორის. დახურეთ ფლაკონი.

გთხოვთ, დაიმახსოვრეთ, რომ ფლაკონი თვალის გელით მისაღებად განკუთვნილია  მხოლოდ ერთი ადამიანისათვის.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის ადექვატური და კონტროლირებადი გამოკვლევები ორსული ქალების მონაწილეობით არ ჩატარებულა.

პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშვნის თანახმად.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

უკუჩვენება:

ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა, წვის ხანმოკლე შეგრძნება და თვალის ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ოფთაგელი -ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

შეიძლება მოხდეს ბეზალკონიუმის ქლორიდის აბსორბირება და კონტაქტური ლინზების გაუფერულება. პრეპარატის ჩაწვეთამდე კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.

ერთზე მეტი სახის წვეთების დანიშვნისას, ოფთაგელი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს, არა ნაკლებ 15 წუთის ინტერვალით.

გავლენა პროფესიულ საქმიანობაზე

თვალის გელმა ოფთაგელი შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაბინდვა. მანქანის ტარების დაწყებამდე ან რთულ მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობისას, უნდა დაელოდოთ, მანამ მხედველობის სიმახვილე სრულად არ აღდგება.

შენახვის პირობები:

+15  + 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას. ჩაწვეთებს შორის პერიოდში რეკომენდირებულია ფლაკონი უნდა ინახებოდეს მუყაოს კოლოფში გადაბრუნებულ მდგომარეობაში გელის გამოდინების შემსუბუქების მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

30 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ოფერტა სანოველი – OFERTA SANOVEL – ОФЕРТА–САНОВЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

OLANZAPINE

მწარმოებელი: SANOVEL ILAC, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 28ც.

1 ტაბ.

ოლანზაპინი ……………… 10 მგ

ვრცლად ოლზაპი

Don`t copy text!