Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 511

ომეპარი (ომეპრაზოლი) – OMEPAR (OMEPRAZOLE) – ОМЕПАР (ОМЕПРАЗОЛ)

შემადგენლობა:

თითო  კაფსულა  შეიცავს  ომეპრაზოლს  20  მგ

გრანულების  სახით  ენტეროგარსში.

აღწერა:

ომეპრაზოლი  ( ომეპარი)  მიეკუთვნება   კუჭის  სეკრეციის  ინჰიბიტორების  ახალ  ჯგუფს.

ფარმაკოდინამიკა:

ომეპრაზოლი აინჰიბირებს  კუჭის  წვენის  სეკრეციას. იგი  შეუქცევად მაბლოკირებელ  მოქმედებას ახდენს  პარიეტალური  ჯირკვლების  ფერმენტული  სისტემის H+,K+,  ატფ-აზაზე  კუჭის  სეკრეციის  ბოლო  სტადიაზე. ომეპრაზოლი  აინჰიბირებს  კუჭის როგორც ბაზალურ, ასევე  სტიმულირებულ  სეკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა: ომეპრაზოლის აბსორციას  დამოკიდებულია   პრეპარატის  მიღების  მომენტში  კუჭის  სავსეობის  ხარისხზე.  პირდაპირი დამოკიდებულება  პლაზმაში  პრეპარატის  კონცენტრაციასა  და მის  მოქმედებას  შორის  არ  არსებობს. პრეპარატის  უზმოზე  მიღება  მოქმედებს  მის  პიკურ  კონცენტრაციაზე   თუმცა  გავლენას  არ  ახდენს  კუჭის  პარიეტალურ  უჯრედებზე  ომეპრაზოლის  მოქმედებაზე.

ომეპრაზოლი  სწრად  და  თითქმის  მთლიანად  მეტაბოლიზდება.

მეტაბოლიტები  გამოიყოფა  შარდთან  ერთად.

ჩვენება:

კუჭის  წყლული

თორმეტგოჯა  ნაწლავის  წყლული

ზოლინგერ-ელისონის  სინდრომი

რეფლექს-ეზოფაგიტი  და წყლულოვანი  პროცესი

რეზიდენტული  წყლულის  მკურნალობა

უკუჩვენება:

პრეპარატი  უკუნაჩვენებია  ორსულობისა და  ლააქტაციის  დროს,  პრეპარატის  მიმართ მომატებული  მგრძნობელობის  შემთხვევაში.

გაფრთხილებები:

ომეპრაზოლით  მკურნალობის კურსის  დაწყებამდე  უნდა  შემოწმდეს   წყლულის  ავთვისებიანობა,  რადგან  ავთვისებიანი  წყლულის  შემთხვევაში ომეპრაზოლის  მიღება  მხოლოდ  შენიღბავს  სიმპტომებს  და შეაფერხებს  სწორი  დიაგნოზის  დასმას.

გვერდითი  მოვლენები:

პრეპარატს  ახასიათებს  კარგი  ამტანობა,  თუმცა  შესაძლებელია:  დიარეა, კანზე გამონაყარი,  თავის ტკივილი, გულისრევა,  ყაბზობა, მეტეორიზმი.  მოცემული  გვერდითი  მოვლენები  უმნიშვნელოა, დროებითია  და მკურნალობასთან  პირდაპირი  ურთიერთ  კავშირი  არ   გააჩნია.

დოზები  და  მიღების  წესი:

კუჭის  წყლული: 20-40 მგ  დღეში  8  კვირის  განბავლობაში

თორმეტგოჯა  ნაწლავის  წყლული: 20-40  მგ  დღეში  4  კვირის  განმავლობაში ზოლინგერ- ელისონის სინდრომი: 60  მგ დღეში  ერთხელ .

რეფლუქს- ეზოფაგიტი:  20-40 მგ  დღეში 4-8  კვირის  განმავლობაში

შენახვის  პირობები: გრილ, მშრალ  ადგილას,  +8,  +15  C ტემპერატურაზე.

შენახვის  ვადა: 3 წელი

გაცემის  წესი: რეცეპტით

შეფუთვა:

ომეპარის  კაფსულები, სტრიპში 10  კაფსულა, 3 სტრიპი კოლოფში

მწარმოებელი:

ნაბროს  ფარმა  პვტ.ლტდ

ნაშნელ ჰაივეი  N8,  ქჰედა  387411  ინდოეთი

ომეზსანი – OMEZSAN – ОМЕЗСАН

საერთაშორისო დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: MICRO LABS LIMITED

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1კაფს.

ომეპრაზოლი ...........  20მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ომეზოლი – OMEZOL – ОМЕЗОЛ

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1კაფს.

ომეპრაზოლი ................. 20მგ.

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ომეზი – OMEZ – ОМЕЗ

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: PAAM PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ომეპრაზოლი ......... 20 მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ომეგასტი – OMEGAST – ОМЕГАСТ

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: NOBEL ILACN SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ომეპრაზოლი ........  20 მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ომეგა ბლენდი – OMEGA bland – ОМЕГА бленд

შემადგენლობა:

თევზის ქონი 1000 მგ

EPA 350 მგ

DHA 250 მგ

ვიტამინი  E 5მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცხოველური  წარმოშობის  ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური
თვისებები: ომეგა ბლენდი არის ომეგას ჯგუფის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი წყარო, რომელსაც დამატებული აქვს  ვიტამინი E.       პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტითრომბულ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ-უჯრედულ ურთიერთქმედებას და ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.

პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედული მემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან, რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენის მჟავას დონის მომატება. ამის შედეგად     ხდება თრომბოქსან A2-ის და სხვა ორმაგიუჯერი ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავას დერივატების) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3-ის და სხვა სამმაგიუჯერი ეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერებას, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია.

მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.
E ვიტამინის  განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

გამოყენების ჩვენებები:

- ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული;
- დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი: მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 ჟელატინის კაფსულა დღეში, საკვების მიღების შემდეგ.

გამოშვების ფორმა: #60 რბილი ჟელატინის კაფსულა

მწარმოებელი:  ValueMED PHARMA S.R.L იტალია

ომეგა 3,6,9 ლაიფი – Omega Life – ОМЕГА 3,6,9

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1000 მგ გამჭვირვალე კაფსულები NN30 შეფუთვაში.

გამა ლინოლეის მჟავა- GLA (ომეგა 6) 80მგ

ეკოზაპენტანის მჟავა -EPA (ომეგა 3) 45მგ

დოკოზაჰექსინის მჟავა -DHA (ომეგა 3) 30მგ

კიტრისულას ზეთი (ბოსტნეულია) 20% GLA 250მგ

თევზის ქონის კონცენტრატი 18/12 250მგ

ომეგა-3-6-9 კაფსულები წარმოებულია უნიკალური ნარევით, ფურისულას მარცვლების ზეთით -16%, როგორც ლინოლეის მჟავა.

ველური თევზის ქონი- 30%, EPA, DHA და DPA-ს უნიკალური შემცველობა არის 1:1 ფარდობით GLA/EPA/DHA მჟავებთან, რომლებიც წარმოდგენილია ადამიანის ქსოვილებში.

თევზის ქონი შეიცავს DHA და EPA, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავეებს. მათ უკავიათ წამყვანი ადგილი ნორმალური ზრდა_განვითარებისათვის. იგი ძალიან მნიშვნელოვანია გულის ნორმალური მუშაობისათვის.

კიტრისულას ზეთი აუცილებელი და განუყოფელი კომპონენტია GLA -ს(გამა ლინოლეის მჟავა).

ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავა თამაშობს გადამწყვეტ როლს ტვინის ფუნქციის და სხეულის კუნთების განვითარებაში.

ომეგა 3და ომეგა 9-ს დიდი ხნით გამოყენება ეხმარება მეტაბოლიზმს, მთლიან ორგანიზმს და ეხმარება იმუნურ სისტემას.

DHA DHA ანუ დოკოზაჰექსენის მჟავა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და ორგანიზმისთვის საჭირო DHA მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. DHA აუცილებელია უჯრედის მემბრანის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურის, სათესლე ჯირკვლების) შენების და განვითარებისათვის.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ორგანიზმში მოხვედრისთანავე ეს ცხიმოვანი მჟავები უშუალოდ უჯრედებში გადანაცვლდებიან და ახდენენ ზემოქმედებას მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ისინი აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების, ტვინის და თვალების ფუნქციებს. ისინი უმნშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, ადამიანის მეხსიერების, ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება და ორგანიზმიდან გამოდევნიან ტოქსინებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს.

ომეგა-3,6,9 -ს აქვს დადებითი ეფექტების მთელი სპექტრი, რომელთა შორის მთავარია:

- ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება

- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად

- ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები ნოივთიერებების ათვისების შენელების ხარჯზე. ასეთ დროს, ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, არ ქმნიან კონცენტრაციულ პიკებს, რომლებიც იწვევენ ინსულინის დესენსიბილიზაციას.

- სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მისი სიბლანტის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ტრომბების წარმოქმნა, ინსულტები და ინფარქტები.

- ზრდის საერთო ტონუსს და ამტანობას

- წარმოადგენს პროსტაგლანდინების წინამორბედს –სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სახით, მცირდება ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაშლა და აღდგენა უფრო სწრაფად ხდება.

- უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.

- ხდის კანს რბილს და სუფთას.

- ენერგიის ჯანმრთელი წყარო, არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს.

- იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგისათვის. (სხეულის, როგორც ფიზიკური ასევე სულიერ სრულყოფილებისათვის)

- თრგუნავს მავნე კორტიზოლის გამოყოფას.

ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქოემოციური და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები. ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი –ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ჯანმრთელობა ირღვევა. მაგალითისთვის, თითოეული ტვინის უჯრედის მემბრანა უხეში ხდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსების გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების პროცესი შენელებულია. ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანს უჭირს მკაფიოდ აზროვნება, მეხსიერება დაბინდულია. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესიის და განგაშის მდგომარეობა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ რაციონში მოვუმატებთ ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1კაფსულა 1ჯერ დღეში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

შენახვის პირობები: ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°С ტემპერატურაზე.

ომაქსი 20 – OMAX 20 – ОМАКС 20

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: BIOMEDICARE PVT

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ომეპრაზოლი .......   20 მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ომარონი® – OMARON ® – ОМАРОН ®

მწარმოებელი: ნიჟფარმი, რუსეთი

შემადგენლობ:

თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები. დაიშვება ზედაპირის ბზინვარება.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

პირაცეტამი ................ 0,4 გ,

ცინარიზინი .............. 0,025 გ;

დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი (ლაქტოზა) ბირთვის საშუალო მასის არაუმეტეს 10%., მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულური სამედიცინო, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი), კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი 0,52 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა – კომბინირებული სამკურნალო საშუალება გამოხატული ანტიჰიპოქსიური, ნოოტროპული და სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტით.

პირაცეტამი – ააქტიურებს პროცესებს თავის ტვინში ენერგეტიკული და ცილოვანი ცვლის გაძლიერების, უჯრედების მიერ გლუკოზას უტილიზაციის დაჩქარებისა და ჰიპოქსიის მიმართ მათი მდგრადობის მომატების მეშვეობით. აუმჯობესებს ნეირონებს შორის გადაცემას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებს რეგიონულ სისხლდინებას იშემიზირებულ ზონაში.

ცინარიზინი ნელი კალციუმის არხების სელექციური ბლოკატორი, აინჰიბირებს უჯრედებში კალციუმის იონების მიწოდებას და ამცირებს მათ შემცველობას პლაზმოლემის დეპოში, აქვეითებს არტერიოლების გლუვი მუსკულატურის ტონუსს, ამცირებს მათ რეაქციას სისხლძარღვების გამაფართოვებელ ბიოგენურ ნივთიერებებზე (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, დოფამინი, ანგიოტენზინი, ვაზოპრესინი). გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი (განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ, პირაცეტამის ანტიჰიპოქსიური მოქმედების გაძლიერებით), და არ ახდენს მნიშვნელოლოვან გავლენას არტერიულ წნევაზე. ავლენს ზომიერ ანტიჰისტამინურ აქტივობას, ამცირებს ვესტიბულური აპარატის აგზნებულობას, ამცირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსს. ზრდის ერითროციტების მემბრანების ელასტიკურობას, ადეფორმირებს მათ უნარს, ამცირებს სისხლის წებოვნებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პირაცეტამის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 2-6 საათში მიიღწევა; მაქსიმალური კონცენტრაცია ლიქვორში 2-8 საათში. ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. პლაზმის ცილებს არ უერთდება. აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში, აღწევს პლანცეტურ ბარიერში. შერჩევითად გროვდება თავის ტვინის ქერქში, ძირითადად, შუბლის, საფეთქლისა და კეფის ნაწილებში, ნათხემსა და ბაზალურ განგლიებში. არ მეტაბოლიზდება. 30 საათის შემდეგ 95%-ზე მეტი თირკმელებით გამოიყოფა.

ცინარიზინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 1-4 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებს 91%-ით უერთდება. აქტიურად და მთლიანად მეტაბოლიზდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი 4 საათს შეადგენს. მეტაბოლიტების 1/3 შარდთან ერთად გამოიყოფა, 2/3 განავალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები:

ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების, ქალა-ტვინის ტრავმების აღდგენითი პერიოდი, სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები), ინტოქსიკაციები; ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, რომლებსაც ახლავს ინტელექტუალურ-შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება (მეხსიერების, ყურადღების, განწყობის მოშლა), ფსიქოორგანული სინდრომი ასთენიისა და ადინამიის ნიშნების სიჭარბით, ასთენიური სინდრომი; ლაბირინთოპათიები, მენიერის სინდრომი; ინტელექტუალური განვითარების ჩამორჩენა ბავშვებში, შაკიკისა და კინეტოზების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

* ინდივიდუალური აუტანლობა; 
* ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
* ორსულობა, ლაქტაცია;
* 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი და დოზები:

მიიღება შიგნით, მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, 1-3 თვის განმავლობაში დაავადების სიძიმის მიხედვით; ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. 3 თვეზე მეტხანს გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება:

დისპეფსია, თავის ტკივილი, ძილის მოშლა, იშვიათად – ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთად მიღებისას შესაძლებელია იმ საშუალებების სედაციური მოქმედების გაძლიერება, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ასევე ალკოჰოლის, ნოოტროპული და ჰიპოტენზიული საშუალებების, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას. ასუსტებს ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს.

აუმჯობესებს ანტიფსიქოზური საშუალებებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ამტანობას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის დაავადებებით. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შემთხვევებში (განსაკუთრებით, თუ კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია) უნდა შემცირდეს თერაპიული დოზა ან გაიზარდოს მიღებათა შორის ინტერვალები. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით აუციებელია ღვიძლის ფერმენტების შემცველობის კონტროლი.

მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თვალის მაღალი წნევის, ასევე პარკინსონის დაავადების დროს.

ავტომანქანების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები:

სია ბ. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

ომაკორი – OMACOR – ОМАКОР

ომაკორი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

ომეგა -3 ტრიგლიცერიდები [ ეპმ / დჰმ -1,2/1-90%]

სამკურნალო ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ომეგა -3- მჟავების ეთილეთერი ................  1000 მგ

( ომეგა -3- მჟავის ეთილის ეთერი , რომელიც შედგება ეიკოზაპენტაენის მჟავის ეთილ ეთერისგან ( ეპმ ) -46%) და დოკოზაჰექსანის მჟავის ეთილეთერისგან

(დჰმ ) -38%);

ალფა - ტოკოფეროლი .................................       4 მგ

კაფსულის გარსის შემადგენლობა : ჟელატინი , გლიცერინი , გამოხდილი წყალი .

აღწერილობა :

ჟელატინის გამჭვირვალე რბილი კაფსულა ზომით 20, კაფსულის შიგთავსი - ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ომეგა -3 ჯგუფის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ეიკოზაპენტაენის მჟავა

(ეპმ ) და დოკოზაჰექსანის მჟავა ( დჰმ ) მიეკუთვნება შეუცვლელ

(ესენციალურ ) ცხიმოვან მჟავებს .

ომაკორი აქვეითებს ტრიგლიცერიდების შემცველობას ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირების შედეგად, გარდა ამისა აქტიურად მოქმედებს ჰემოსტაზზე, ამცირებს რა თრომბოქსან A2 - ის სინთეზს და უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შედედების დროს.

ომაკორი აკავებს ტრიგლიცერიდების სინთეზს ღვიძლში ეპმ და დჰმ - ს ეთერიფიკაციის ინჰიბირების ხარჯზე .

ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება ხელს უწყობს პერიქსიმოზა β - ით ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის მატებას . ( თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირებას , რომლებიც იმყოფებიან ტრიგლიცერიდების სინთეზის ქვეშ ).

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მატება ძალიან უმნიშვნელოა და არ არის მუდმივი. ის გაცილებით ნაკლებია ვიდრე ფიბრატების მიღების შემდეგ.

იმ პაციენტების დაკვირვების შედეგებმა (3,5 წლის განმავლობაში ) რომლებიც იღებდნენ 1 გ ომაკორს დღეღამეში , აჩვენეს კომბინირებული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც მოიცავს სიკვდილიანობას ყველა მიზეზით აგრეთვე მიოკარდიუმის არაფატალურ ინფარქტს და ინსულტს.

ფარმაკოკინეტიკა:

ომეგა -3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების შეწოვის პროცესში ან მის შემდეგ არსებობს მეტაბოლიზმის 3 ძირითადი გზა :

·  ცხიმოვანი მჟავები თავდაპირველად გადადიან ღვიძლში , სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიის ლიპოპროტეიდების შემადგენლობაში და მიემართებიან ლიპიდების პერიფერიული რეზერვებისკენ .

·   უჯრედული მემბრანების ფოსფოლიპიდები იცვლება ლიპოპროტეიდების ფოსფოლიპიდებით , რის შემდეგაც ცხიმოვანი მჟავები შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვაგვარი ეიკოზანოიდების წინამორბედების სახით .

·   ცხიმოვანი მჟავების უმრავლესობა იჟანგება ენერგეტიკული მოთხოვნილების უზრუნველყოფის მიზნით .

ომეგა -3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაცია – ეპმ და დჰმ - სისხლის პლაზმის ფოსფოლიპიდებში შეესაბამება ეპმ და დჰმ - ს კონცენტრაციას , რომელებიც შედიან უჯედული მემბრანის შემადგენლობაში.

ჩვენებები:

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა ( მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად : სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა - ადრენობლოკატორებით,   აგფ ინჰიბიტორებით )

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია – მისი არასაკამარისი ეფექტურობის დროს საკვები დანამატის სახით .

·   ტიპი IV ( მონოთერაპიის სახით )

·   ტიპი II ბ /III ( სტატინებთან კომბინაციაში – იმ შემთხვევაში , როცა ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია რჩება მაღალი )

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , ეგზოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (I ტიპის ჰიპერჰილომიკრონემია ), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

* სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევბში :

18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი )

ხანდაზმული ასაკი (70 წელზე ზევით );

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* ფიბრატებთან ერთად გამოყენება;

* პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენება;

* მძიმე ტრავმები , ქირურგიული ოპერაციები ( სისხლდენის დროის მომატების რისკთან დაკავშირებული ).

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით მისაღებად , საკვებთან ერთად .

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია დღეღამეში 1 კაფსულის მიღება . მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით .

ჰიპერტრიგლიცერიდემია : საწყისი დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში . თერაპული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 კაფსულამდე დღეში .

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით .

გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით : ხშირი ( შემთხვევათა 1-10%); არახშირი ( შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი ( შემთხვევათა 0.01-0.1%). ძალიან იშვიათი (0.01%- ზე ნაკლები ), მათ შორის ერთეული შემთხვევები .

ინფექციური პროცესებ : გასტროენტერიტი არახშირად .

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად მომატებული მგრძნოებელობა

ნივთირებათა ცვლის და კვების დარღვევები: იშვიათად ჰიპერგლიკემია

ნერვული სიისტემის მხრივ: არახშირად თავბრუსხვეა , დისგევზია ( გემოს გაუარესება ); იშვაითად თავის ტკივილი .

სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითება ;

სუნთქვის ორგანოების , გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ძალიან იშვაითად ცხვირის სიმშრალე .

კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად დისპეფსია , გულისრევა ; არახშირად ტკივილი მუცლის არეში , კუჭ - ნაწლავის მხრივ დარღვევები , გასტრიტი , მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი ; ძალიან იშვიათად სისხლდენა კუჭ - ნაწლვის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან .

ღვიძლის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა .

კანის და კანქვეშა - ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: იშვიათად აკნე , ქავილით მიმდინარე გამონაყარი ; ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება .

გამოკვლევის პროცესში: ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლის ლეიკოციტების მატება , სისხლის ლაქტატდეჰიდროგენაზის მომატება . პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემია , აღინიშნებოდა ტრანსამინაზების ზომიერი მომატება ( ალტ და ასტ )

ერთეული გვერდითი ეფექტების შემთხვევები:

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები : გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე ( სტანდარტული დოზის მომატების აუცილებლობა )

დარღვევები ღვიძლის მხრივ : " ღვიძლის " ფერმენტების აქტივობის მამატება .

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : ვარდისფერი აკნე , გამონაყარი , სიწითლე / ერითემა , ჭინჭრის ციება გულმკერდის , კისრის და მხრების მიდამოში .

გამოკვლევის პროცესში აღინიშნა ერთეული შემთხვევები სისხლში კრეატინფოსფოკინაზის მომატების , მიალგიის , ალტ და ასტ და სხეულის მასის მომატების შესახებ .

დოზის გადაჭარბება:

შესაძლებლია გვერდითი ეფექტების გამოვლენა ან მათი გამოხატვის გაძლიერება .

რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა .

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან;

– პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მისი ერთდროული გამოყენებისას  სისხლდენის დროის მომატების რისკი .

ომაკორის დანიშვნა ვარფარინთან ერთად არ იწვევს რაიმე სახის ჰემორაგიულ გართულებებს . თუმცა ომაკორის და ვარფარინის კომბინირებული მიღებისას ან ომაკორის მკურნალობის კურსის შეწყვეტისას აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი .

არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფიბრატებთან ერთად .

განსაკუთრებული მითითებანი :

სისხლდენის დროის ზომიერ მომატებასათან დაკავშირებით ( მაღალი დოზის – 4 კაფსულის მიღების შემთხვევაში ) საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება , რომელიც ხორციელდება ანტიკოაგულაციური თერაპიის საშუალებით , ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისი კორექცია .   მკურნალობის ასეთი კურსის ჩატარება არ გამორიცხავს ასეთი პაციენტების კონტროლის ჩვეულ აუცილებლობას .

საჭიროა სისხლდენის დროის მატების გათვალისწინება ისეთ პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ჰემორაგიის მომატებული რისკი ( მძიმე ტრავმის , ქირურგიული ოპერაციის და ა . შ . შედეგად ).

ძალიან შეზღუდულია მეორადი ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემიის   ( განსაკუთრებით იმ ტიპის , რომელიც არ ექვემდებარება შაქრიანი დიაბეტის კონტროლს ) კვლევის გამოცდილება .

არ არსებობს რაიმე სახის კლინიკური გამოცდილება ჰიპერტრიგლიცერიდემიის მკურნალობასთან დაკავშირებით ფიბრატებთან ერთად .

ომაკორის მიღებისას შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობის ზომიერი მატება .

პაციენტებში , რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია , ( განსაკუთრებით მაღალი დოზების - 4 კაფსულა , მიღების შემთხვევაში ) აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი ( ალტ და ასტ )

არ არსებობს მონაცემები ომაკორის გამოყენების შესახებ ბავშვებში , 70 წელზე უფროსი ასაკის პირებში და პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა .

არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში , რომლებსაც დარღვეულია აქვთ თირკმელების ფუნქცია .

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე:

არ გააჩნია .

გამოშვების ფორმა:

28 ან 100 ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში სახურავით , რომლესაც აქვს ამოსაძრობი რგოლი ( პირველი გახსნის კონტროლით ), და მოსაჭერი სახურავით . ფლაკონზე დაკრულია თვითწებვადი ეტიკეტი მასზე გამოყენების ინსტრუქციით .

შენახვის პირობები:

B სია , ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 250C - ს , არ შეიძლება გაყინვა .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა:

3 წელი

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით

მწარმოებელი კომპანიის დასახელება და მისამართი:

" სოლვეი ფარმაცეუტიკალს გმბხ "  გერმანია.

Don`t copy text!