Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 510

ორუნგალი – ORUNGAL – ОРУНГАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN – CILAG

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 4 და 16 ც.

1 კაფს.

იტრაკონაზოლი …………..   100 მგ

 

ვრცლად იტასპორი

ორუვეილი – ORUVAIL – ОРУВЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: RHONE-POULENC RORER

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეტიკი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 24 ც.

1 კაფს.

კეტოპროფენი ………….        50 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლ.

კეტოპროფენი ……………. 100 მგ

 

ვრცლად კეტონალი

ორტოფენი – ORTOPHEN – ОРТОФЕН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკი ………….. 25 მგ

 

ვრცლად დიკლაკი (დოზირება ინდივიდუალური)

ორსოვიტ კალციუმი – ORSOVIT CALCIO – ОРСОВИТ КАЛЬЦИУМ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ოროტის მჟავა – OROTIC ACID – ОРОТОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოროტის მჟავა მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლური პროცესების სტიმულაციას. პრეპარატი ცილების სინთეზის პროცესში პირიმიდინების ფუძეების ერთ-ერთი წინამორბედია (ურაცილი, თიმინი, ციტოზინი). იგი მონაწილებს ნახშირწყლების ცვლაში, რაც გულისხმობს მის გავლენას გალაქტოზის ცვლაზე. იგი აქვეითებს ლიპიდებისა და ქოლესტერინის საერთო დონეს, ამიტომ როგორც ანაბოლური ტიპის მოქმედების პრეპარატი და მისი მარილები გამოიყენება ცილების ცვლის დარღვევის დროს და მეტაბოლური პროცესების სტიმულაციისათვის.

ჩვენებები

  • ოროტის მჟავა ჩვეულებრივ გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (ვიტამინები, კარდიოტონული პრეპარატები და სხვა);
  • ღვიძლის დაავადების დროს, რომლებიც გამოწვეულია მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციით (გამონაკლისი წარმოადგენს ღვიძლის ციროზი ასციტი),
  • მიოკარდიუმის ინფარქტის დროს;
  • დისტროფიისას, ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის დროს, ანემიის დროს;
  • რეკონვალესცენციის პერიოდში, გულის ქრონიკული უკმარისობისას, არითმიის და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც ითხოვენ ანაბოლური პროცესების სტიმულაციას, მათ შორის მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ.

მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 0.5-1.5 გ დღეში (სადღეღამისოო დოზა შეადგენს 0.25-0.5 გ-ს 2-3-ჯერ დღეში). ცალკეულ შემთხვევებში მოზრდილებში დოზა დგინდება პრეპარატის ამტანობისა და პრეპარატის ეფექტურობის მიხედვით და მას ზრდიან 3 გ-მდე.

ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის ანემიის, აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ (0.01-0.02 გ) 1 კგ წონაზე. მოცემული დოზა მიიღება 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 კვირას, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ ერთთვიანი შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ოროტის მჟავა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა კანზე ალერგიული რეაქციები, დისპეფსია, რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის დროს, ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის და ღვიძლის ციროზის დროს.

ორონორმი – ORONORM – ОРОНОРМ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

შემადგენლობა:

100 მლ ხსნარი შეიცავს:

ბენზოკაინი …………………………………. 1.5 გ;

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი ……….. 0.15 გ;

ცეტალკონიუმის ქლორიდი ……………… 0.0413 გ.

დამატებითი ნივთიერებები:

გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15% კონცენტრაციით ახდენს ანალგეზიურ და ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ცეტალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების მიმართ.

ჩვენებები:

პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

– ფარინგიტი;

– ლარინგიტი;

– ტონზილიტი;

– გინგივიტი;

– სტომატიტი.

პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება აფთოზური წყლულების ჩათვლით.

ტონზილექტომიის, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების წინ და შემდგომ პერიოდში.

ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გაწმენდის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.

მოზრდილებში – 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).

ბავშვებში 7 თვიდან – 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.

პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

ორონორმი სპრეი – 25 მლ ალუმინის ბალონში.

ორნიქსილი – ORNICSIL – ОРНИКСИЛ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ორნიტინი…………………….200მგ

სილიმარინი…………………140მგ

არტიშოკი……………………..200მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღვიძლის დამცველი, დეზინტოქსიკანტი, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღველმდენი, შარდმდენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორნიტინი – აქვს დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ღვიძლის დამცველობითი, ჰიპოამონიემიური მოქმედება. შარდოვანას სინთეზში იყენებს ამონიუმის ჯგუფებს. ამცირებს ამიაკის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მონაწილეობს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი გარემოს ბალანსირებაში და ინსულინისა და ჰიპოფიზის ჰორმონის გამომუშავებაში. მიღებისას ორნიტინ-ასპარტატი დისოცირდება შემადგენელ ელემენტებად (ორნიტინად და ასპარტატად), რომლებიც წვრილი ნაწლავის მიერ შეიწოვება აქტიური ტრანსპორტის გზით ნაწლავის ეპითელის გავლით. გამოიყოფა შარდთან ერთად.

სილიმარინი – ფლავონოიდური ნაერთების კომპლექსის შემცველი საშუალება, რომელიც მიიღება მცენარე ბაყაყურადან. სილიმარინი ხასიათდება აღმდგენი, დეზინტოქსიკაციური, ღვიძლის დამცველობითი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან რნმ-პოლიმერაზას სტიმულაციის ხარჯზე გაააქტიუროს სიცოცხლისთვის აუცილებელი ცილებისა და ფოსპოლიპიდების სინთეზი ჰეპატოციტებში. სილიმარინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი, მონაწილეობს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენისა და პეროქსიდებისგან უჯრედების დაცვაში. წამლის ანტიტოქსიკური ეფექტი განპირობებულია ფლავონოიდების მოლეკულებში ფენოლური სტრუქტურების არსებობით, რომლებიც მონაწილეობენ თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. პრეპარატი ამცირებს მალონალდეჰიდის ფორმირების ინტენსიობას და არეგულირებს ჟანგბადის შთანთქმას უჯრედების მიერ. პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ აქტიობას გლუტატიონის კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას პრეპარატი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას. სილიმარინს აქვს , მემბარნის მასტაბილიზირებელი ძლიერი ეფექტი, უჯრედის მემბრანასთან ბიოქიმიური ურთიერთქმედების ხარჯზე ხელს უშლის უჯრედის შემადგენელი ნივთიერებების კარგვას და აუმჯობესებს ცვლის პროცესებს.

არტიშოკი – აქვს ნაღველმდენი, ღვიძლის დამცველი და შარდმდენი ფუნქცია. ასევე ამცირებს შარდოვანას კონცენტრაციას სისხლის შრატში. პრეპარატი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოენზიმის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს ქოლესტერინისა და ლიპიდების ცვლას და კეტონური სხეულების  მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკოთერაპიისას მოქმედებს თირკმელებისა და ღვიძლის პარენქიმაზე, როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება. ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები(B1,B2), რომლებიც შედიან არტიშოკის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჩამონათვალში არეგულირებენ ცვლის პროცესებს ორგანიზმში. პრეპარატი წმენდს ორგანიზმს  ტოქსინებისგან, მათ შორის აზოტოვანი ნაერთების, მძიმე მეტალების მარილებისა და ალკალოიდებისგან.

მიღება რეკომენდებულია:

– პრეპარატს იღებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადების კომპლექსური მკურნალობისას.

მათ შორის:

-ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის.  პაციენტების მკურნალობა ქვემწვავე, პერსისტიული და ვირუსული ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით.
– ვირუსული ჰეპატიტის მწვავე ფორმის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში.
– ღვიძლის დაზიანება, რომელიც ცხიმოვანი ცვლის დაზიანებითაა გამოწვეული, მათ შორის, სტეაროზი(ცხიმოვანი ჰეპატიტი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
– ღვიძლის  სხვადასხვა ეტიოლოგიის ციროზი.
– პრეპარატი ასევე გამოიყენება სინთეზურ მკურნალობაში პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ლიპიდო-ქოლესტერული ცვლა.
– ღვიძლის ენცეფალოპათია.
– მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ვარიანტი.
– ორსულთა ტოქსიკოზის დროს.
პრეპარატი გამოიყენება კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით ღვიძლის სხვადასხვა ტოქსიკური დაზიანებისას, მათ შორის:
– ღვიძლის დაზიანება წამლისგან, იმ წამლების მიღების პერიოდში, რომლებიც ხასიათდება ჰეპატოტოკსიკური მოქმედებით.
– ჰალოგენური ნახშირწყლებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლა.
– ორგანული წარმოშობის გამხსნელებით მოწამვლა.
– ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, მით უმეტეს, პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი;  ეთილის სპირტით მწვავე მოწამვლისას.
მიღების წესები და დოზები:
მიიღება შიგნით. ჭამის შემდეგ, თითო ტაბლეტი 1-3ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად კანისმიერი რეაქცია, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.
უარყოფითი ჩვენება:
თირკმლის მწვავე უკმარისობა(როდესაც კრეატინის დონე პლაზმაში აღემატება 3მგ/100მლ),  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვებისას:
ორსულობისას პრეპარატის მიღება დასაშვებია. მკურნალობისას საჭიროა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
დოზის გადაჭარბება:
გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.

ორნისიდი ფორტე – ORNISID FORTE – ОРНИСИД ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

ORNIDAZOLE

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San.

ve Tic. A.S.,

მოქმედი ნივთიერება: ორნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი …….  500 მგ

 

ვრცლად ორნისიდი

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები – ORNISID VAGINAL TABLETS – ОРНИСИД ВАГИНАЛЬТЫЕ ТАБЛЕТКИ

საერთაშორისო დასახელება:

ORNIDAZOLE

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San.

ve Tic. A.S.,

მოქმედი ნივთიერება: ორნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი ……. 500 მგ

 

ვრცლად ორნისიდი

ორნისიდი – ORNISID – ОРНИСИД

საერთაშორისო დასახელება:

ORNIDAZOLE

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San.

ve Tic. A.S., თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ორნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ორნისიდ 250 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი ……..   250 მგ

ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი ……..  500 მგ

ორნისიდი ფორტე

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ორნიდაზოლი ……..   500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს.

ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა Entamoeba histolytica, Giardia lamblia(Giardia intestinalis) ბაქტეროიდების და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტიერბი, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორიც in vivo, ისე in vitro.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მგკ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე.

პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში.

მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% – განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს.

ჩვენებები:

გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის.

  • ტრიქომონიაზი: Trichomonas vaginalis-ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში;
  • ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევიEntamoeba histolytica);
  • გიარდოზი (ლამბლიოზი).
  • ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით.
  • გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. თუ ექიმის მხრიდან არ არსებობს განსაკუთრებული მითითება, მაშინ პრეპარატი ინიშნება შემდეგი წესით:

ტრიქომონიაზის დროს:

– ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.

– 5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ. რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური მკურნალობის კურსი.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:

ერთჯერადი მკურნალობა:

I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი;

II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი.

5-დღიანი მკურნალობის კურსი:

I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით. ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.

II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს. ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე.

ამებიაზის დროს:

– ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი;

– ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს.

დღე-ღამური დოზები

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაბავშვები წონით >35 კგბავშვები წონით
3 დღესაღამოს 1500 მგ წონით  >60 კგ; 1000 მგ 2-ჯერ დღეშიერთჯერადად 40 მგ/კგ
5-10 დღე500 მგ 2-ჯერ დღეშიერთჯერადად 25 მგ/კგ

გიარდიოზის (ლამბლიოზის) დროს:

დღე-ღამური დოზები

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაბავშვები წონით > 35 კგბავშვები წონით
1-2 დღეერთჯერადად საღამოს 1500 მგ/დღეშიერთჯერადად 40 მგ/კგ
5-10 დღე500 მგ 2-ჯერ დღეშიერთჯერადად: 25 მგ/კგ

ანაერობული ინფექციები:

-ანაერობული ინფექციის მკურნალობა: 500 მგ დილით და 500 მგ საღამოს 5-10 დღის განმავლობაში;

საბავშვო დოზა: 20-30 მგ/კგ წონაზე;

– ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკა: ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის წინ ინიშნება 500-1000 მგ, ხოლო ოპერაციის შემდეგ ყოველი 12 საათში 500 მგ 1-5 დღის განმავლობაში.

ანაერობული ინფექცია
მკურნალობაპროფილაქტიკა
საწყისი დოზა500-1000 მგ500-1000 მგ
სამკურნალო დოზა

24 სთ-ში ერთხელ 1000 მგ ან

12 საათში ერთხელ 500 მგ

24 საათში ერთხელ 1000 მგ ან

12 საათში ერთხელ 500 მგ

ხანგრძლივობა5-10 დღე1-5 დღე

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორული-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ცენტრალური ნევრული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ.

◄ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში.

◄ჰემოდიალიზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარ გამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო.

◄ჩატარებული კვლევებით არ იქნა გამოვლენილი პრეპარატის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ეფექტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობის გამო მეძუძურ დედებში ორნიდაზოლი ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიეთქმედება:

– სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი.

– ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!