Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 538

მეტრომიკონ-ნეო (ვაგინალური სანთლები) – METROMICON-NEO (vaginal Suppositories) – МЕТРОМИКОН-НЕО (суппозитории вагин.)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Metronidazole, Miconazole nitrate.

მწარმოებელი: FARMAPRIM SRL, მოლდოვის რესპუბლიკა

სამკურნალწამლო ფორმის აღწერილობა:

თეთრი ან თეთრი მოყვითალო, ცილინდრულ-კონუსური ფორმის სანთლები. განაკვეთზე დასაშვებია ბუშტუკოვანი ან ფორისებური ღრუს, ან ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.

შემადგენლობა:

ერთი სანთელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

მეტრონიდაზოლი ........................  500მგ,

მიკონაზოლის ნიტრატი ................ 100მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები (სუპოცირი) – 2,0გ სანთლის მისაღებად საჭირო რაოდენობა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტრომიკონ-ნეო – კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. შეიცავს მეტრონიდაზოლს და მიკონაზოლს.

ფარმაკოდინამიკა. მეტრონიდაზოლი აქტიურია შემდეგი გამომწვევების მიმართ: Gardnerella vaginalis; უმარტივესების: Trichomonas vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica;

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Prevotella spp. (Provetella bivia, Provetella buccae, Provetella desiens);

ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Eubacterium spp., ანაერობული გრამდადებითი კოკები: Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

მეტრონიდაზოლის მიმართ მდგრადია აერობული მიკროორგანიზმები და ფაკულტატური ანაერობები.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების უჯრედშიდა მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიურ აღდგენასთან. მეტრონიდაზოლის აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმის უჯრედის დნმ-თან, აინჰიბირებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს. მიკონაზოლზე განსაკუთრებით მგძნობიარეა დერმატომიცეტები და საფუარები. აქტიურია ნაირფერი ლიქენის Malassezia furfur მიმართ, ზოგიერთი დერმატომიკოზის გამომწვევის მიმართ (Candida albicans, Trichophyton, Epidermophyton floccosum, Microspotum).

ავლენს აქტივობას შემდეგი გამომწვევების მიმართ: Dimorphons fungi, Cryptococcus neoformans, Aspergillus spp., Pityrosporum, Torulopsis glabrata, Pseudallescheria boydii; ასევე სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების მიმართ. მიკონაზოლის ფუნგიციდური და ფუნგისტატური ეფექტი განპირობებულია სოკოს გარსის ერგოსტეროლის და პლაზმური მემბრანის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, ასევე უჯრედის გარსის ლიპიდური შემადგენლობის და განვლადობის ცვლებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბაქტერიის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა.

შიგნით მიღებასთან შედარებით, ინტრავაგინალური გამოყენებისას, მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა შეადგენს 20%-ს. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ჰიდროქსილური მეტაბოლიტები აქტიურია. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-11 საათს. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით, შეუცვლელი სახით.

მიკონაზოლის ინტრავაგინალური შეყვანისას შეწოვა უმნიშვნელოა და პლაზმაში კონცენტრაცია არ ფიქსირდება.

გამოყენების ჩვენება:

საშვილოსნოს ინფექციები: ტრიქომონადული ვაგინიტი და ურეთრიტი, მეტრონიდაზოლის მიმართ მგძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები; ვაგინალური და ვულვოვაგინალური კანდიდოზები; გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექცია; შერეული ვაგინალური ინფექცია.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე ან იმიდაზოლის სხვა წარმოებულებზე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ერთდროული გამოყენებისას მეტრონიდაზოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

– მეტრონიდაზოლის დისულფირამთან ერთობლივი გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ცნს-ის მხრივ (ფსიქოზური რეაქციები)

მეტრონიდაზოლის ფენიტოინთან ერთობლივი გამოყენებისას, იზრდება სისხლში ფენიტოინის კონცენტრაცია, ხოლო მეტრონიდაზოლის დონე მცირდება.

– ლითიუმის პრეპარატებთან ერთობლივი გამოყენებისას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი ტოქსიკურობის გაზრდას.

– ფენობარბიტალთან ერთობლივი გამოყენებისას, მცირდება სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია.

– ციმეტიდინთან ერთობლივი გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია.

– მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ასტემიზოლის და ტერფენადინის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც ადგილი აქვს ასტემიზოლის და ტერფენადინის სისხლში კონცენტრაციის გაზრდას.

– მეტრომიკონ-ნეო-სთან ერთობლივი გამოყენებისას, შესაძლებელია პლაზმაში თეოფილინის და პროკაინამიდის კონცენტრაციის ცვლილება.

– სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანების დროს (პორფირიის ჩათვლით), სისხლის წარმოქმნის დარღვევისას და პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება.

ტრიქომონიაზის მკურნალობისას საჭიროა სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა სისტემური მოქმედების პრეპარატით.

პრეპარატით მკურნალობისას დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება.

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლში ღვიძლის ფერმენტების და გლუკოზის დონის ცვლილებას (ჰექსოკინაზური მეთოდით განსაზღვრისას)

მეტრომიკონ-ნეო-ს დანიშნვა უკუნაჩვენებია ოსრულობის I ტრიმესტრში.

II და III ტრიმესტრში მეტრომიკონ-ნეო-ს დანიშნვა შეიძლება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და ექიმის მკაცრი დაკვირვებით.

ლაქტაციის პერიოდში მეტრომიკონ-ნეო-ს დანიშნვის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგანაც მეტრონიდაზოლი გადადის ლაქტატში. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის დამთავრებნიდან 24-48 საათის შემდეგ.

გამოყენების წესები და დოზები:

ინტრავაგინალურად. მოზრდილები - ერთი სანთელი დღეში ერთხელ, უშუალოდ ძილის წინ, 14 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ან ერთი სანთელი დილით და საღამოს, ერთი კვირის განმავლობაში.  მკურნალობას აგრძელებენ ყველა სიმპტომის გაქრობიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში.

მორეციდივე ვაგინიტებისას ინიშნება ერთი სანთელი დილით და საღამოს, 14 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:

ქავილი, წვის შეგრძნება, საშვილოსნოს ლორწოვანის ჰიპერემია და შეშუპების გაძლიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში; პირში ლითონის გემო, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად ანორექსია, პირის სიმშრალე, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზების დაცვისას, პრეპარატის მცირე აბსორბციასთან დაკავშირებით, ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სანთლები

შეფუთვა:

7 სანთელი პვქ/პე-ს აპკის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა #7, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

მეტროზოლი დენტა – METROZOL DENTA – МЕТРОЗОЛ ДЕНТА

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი   

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პასტა 1%: ტუბში 20 გ, 30 გ და 5 გ

1 გ

მეტრონიდაზოლი  ....................10 მგ

მეტროზოლი – METROZOL – МЕТРОЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი .............   250 მგ

ვრცლად ტრიხოპოლი

 

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ 1 ფლ.

მეტრონიდაზოლი ............      5 მგ 500 მგ

ვრცლად მეტრონიდაზოლი

 

გელი 1%: ტუბში 20 გ, 30 გ და 50 გ

1 გ

მეტრონიდაზოლი ............   10 მგ

 

ვრცლად როზამეტი

მეტროდინი – METRODIN HP – МЕТРОДИН ВЧ

საერთაშორისო დასახელება:

UROFOLLITROPIN

მწარმოებელი: INDUSTRIA FARMACEUTICA SERONO

მოქმედი ნივთიერება: უროფოლიტროპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონები ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, გონადოტროპინები და მათი ანტაგონისტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 1 და 10 ც. გამხსნელთან კომპლექტში.

1 ამპ.

უროფოლიტროპინი ............ 75 სე

1 ამპ.

უროფილიტროპინი .......... 150 სე

მეტრო-ადნექს-ინელი – METRO-ADNEX-INJEEL – МЕТРО-АДНЕКС-ИНЪЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Apis mellifica D10 .............................0.1 მლ
Apis mellifica D30 .............................0.1 მლ
Apis mellifica D200 ...........................0.1 მლ
Lachesis mutus D10 ..........................0.1 მლ
Lachesis mutus D30 ..........................0.1 მლ
Lachesis mutus D200 ........................0.1 მლ
Lachesis mutus D1000 ......................0.1 მლ
Lilium lancifolium D10 .......................0.1 მლ
Lilium lancifolium D30 .......................0.1 მლ
Lilium lancifolium D200 ......................0.1 მლ
Lycopodium clavatum D10 ..................0.1 მლ
Lycopodium clavatum D30 .................0.1 მლ
Lycopodium clavatum D200 ................0.1 მლ
Lycopodium clavatum D1000 ..............0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D10 ............0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D30 ............0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D200............0.1 მლ
Pulsatilla pratensis D10 .....................0.15 მლ
Pulsatilla pratensis D30 .....................0.15 მლ
Pulsatilla pratensis D200 ...................0.15 მლ
Pulsatilla pratensis D1000 ..................0.15 მლ
Vespa crabro 10 ...............................0.15 მლ
Vespa crabro30 ................................0.15 მლ
Vespa crabro200 ...............................0.15 მლ
Cimicifuga racemosaD10 ...................0.2 მლ
Cimicifuga racemosaD30 ...................0.2 მლ
Cimicifuga racemosaD200 ..................0.2 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამინის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის  ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები და ფუნქციის დარღვევები;
  • ადენექსიტი, პარამეტრიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, ვაგინიტი, კოლპიტი, დუგლასის აბსცესი;
  • წინამენსტრუალური ტკივილები, დისმენორეა, საკვერცხეთა ფუნქციური დარღვევები, კლიმაქტერული პერიოდი, კლიმაქტერული ნევროზები.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტრისოლო – METRYSOL – МЕТРИСОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: შპს "ავერსი-რაციონალი" (საქართველო).

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი .............   500 მგ

ვრცლად ტრიხოპოლი

მეტოქსატი – METHOXATE – МЕТОКСАТ

საერთაშორისო დასახელება:

METHOTREXATE

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: მეტოტრექსატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკანცეროგენული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ

1 მლ 1 ფლ.

მეტოტრექსატი ..............  25 მგ 50 მგ

 

ვრცლად მეთოტრექსატი–ებევე

მეტოკლოპრამიდი – METOCLOPRAMID – МЕТОКЛОПРАМИД

საერთაშორისო დასახელება:

METOCLOPRAMID

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი ........  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, პოლივინილ-პიროლიდონს, მაგნიუმის სტეარატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტოკლოპრამიდი მასტიმულირებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის მოტორიკაზე, ზრდის რა საყლაპავის შეკუმშვის სიხშირესა და ხანგრძლივობას. ამაღლებს კუჭის შეკუმშვების ამპლიტუდასა და ტონუსს, მოქმედებს მომადუნებლად პილორუსის სფინქტერის და 12-გოჯა ნაწლავის კუნთებზე ასტიმულირებს 12-გოჯა და მსხვილი ნაწლავების პერისტალტიკას. რაც შედეგად აჩქარებს კუჭის, 12-გოჯა ნაწლავის და ნაწლავების დაცლას.

მეტოკლოპრამიდი წარმოადგენს დოფამინ რეცეპტორების ანტაგონისტს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედება იწყება პერორალურად მიღებიდან 30-60 წუთის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5-6 სთ თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის ქალის რძეში.

ჩვენებები:

საყლაპავ-კუჭის რეფლუქსი: მეტოკლოპრამიდი განკუთვნილია საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის მოკლევადიანი (4-12 კვირა) მკურნალობისათვის იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონვენციალურ მკურნალობის მეთოდებს, როგორებიცაა დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა. პრეპარატი აქრობს რეფლუქსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან დღის განმავლობაში.

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტის დროს: მეტოკლოპრამიდი ასუსტებს სიმპტომებს, რომლებიც ჩნდებიან მწვავე და ქრონიკული კუჭის მოქმედების დარღვევების დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორალურად 10-15 მგ (1-1.5 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არა უმეტეს 12 კვირისა.

იმ შემთხვევაში, თუ რეფლუქსთან დაკავშირებული სიმპტომები ვლინდება არარეგულარულად, დროდადრო, ან გარკვეული დროს, პრეპარატი უნდა მივიღოთ ამ სიმპტომების დაწყებამდე 20 მგ (2 ტაბ.) ერთჯერადად. ასეთ შემთხვევებში მეტოკლოპრამიდით ხანგრძლივი მკურნალობა მიუღებელია.

ასაკოვან პაციენტებში მეტოკლოპრამიდის ერთჯერადი დოზა შესაძლოა შევამციროთ 5 მგ-მდე (1/2 აბ.)

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში: პერორალურად 10 მგ (1 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ გათვალისწინებით მიღწეული შედეგებისა 2-8 კვირიანი მკურნალობის შედეგად.

- მეტოკლოპრამიდით მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისას.

დოზირება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობების დროს: მეტოკლოპრამიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ პრეპარატის დოზა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წთ საჭიროა მეტოკლოპრამიდის მიიღება განახევრებული დოზით, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში პრეპარატის დოზის ცვლილება აუცილებელი არაა.

დოზირება ბავშვებში: ბავშვებში ტაბლეტირებული მეტოკლოპრამიდის მიღება არარეკომენდებულია.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზირებაზე.

ცნს-ის მხრივ ყველაზე ხშირია: აფორიაქება, ძილიანობა, დაღლილობა. იშვიათ შემთხვევებში უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, დეპრესია თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილებით, მხედველობის დარღვევა, კუნთური ტონუსის შეცვლა, მოძრაობების შენელება, კანკალი, ნიღაბისებური სახე, ენის, ტუჩების, ყბების, სახსრების უნებლიე მოძრაობები. მენსტრუალური ციკლის გაქრობა, რძის გაქრობა გინეკომასტია, იმპოტენცია, არტერიული წნევის დაცემა; ჰიპერტონია, ტაქიკარდია, გულის რიტმის შემცირება 50/წთ.

გულის რევა, დიარეა; შარდის შეუკავებლობა ან ხშირი შარდვა; ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი ბრონქიალური ასთმით დაავადებულებში, იშვიათად -ენის და ხორხის შეშუპება; პორფირია.

უკუჩვენებები:

მეტოკლოპრამიდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში:

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენების, გაუვალობის და პერფორაციის შემთხვევაში;

* პიგმენტის მშთანთქმელი სიმსივნის შემთხვევაში, რამდენადაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი;

* მეტოკლოპრამიდისადმი მაღალი მგრძნობელობისა და აუტანლობისას ეპილეფსიით დაავადებულებში ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ექსტრაპირამიდული სიმპტომები და გააძლიერონ კონვულსიები და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ექიმის შეხედულებით აუცილებელია.

ლაქტაცია: მეტოკლოპრამიდი აღწევს ქალის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* დეპრესიით (განსაკუთრებით საშუალო და მძიმე ფორმებისას) დაავადებულ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ მიდრეკილება თვითმკვლელობისადმი, მეტოკლოპრამიდით მკურნალობამ  შეიძლება დაავადების რეციდივი გამოიწვიოს. მკურნალობის დაწყებისას საჭიროა გავზომოთ მკურნალობის პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის დაწყებიდან 24-48 საათში შესაძლოა გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები კუნთური ტონუსის დარღვევის ფორმით, სახსრების უნებლიე მოძრაობები, სახის გამრუდება. ასეთი სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში და ახალგაზრდებში, აგრეთვე პრეპარატის მიღებისას ღებინების საწინააღმდეგოდ კიბოს შემთხვევაში.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს პარკინსონიზმის სიმპტომები, რომლებიც ქრებიან მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 თვის შემდეგ.

* ასაკოვან პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში შეიძლება გამოვლინდეს დისკინეზია, ხშირად შეუქცევადიც. ასეთი სიმპტომები იშვიათად ვლინდებიან პრეპარატის ხანმოკლე და მცირე დოზებით მიღების შემთხვევაში.

* თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მეტოკლოპრამიდით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოკალემია, რამდენადაც პრეპარატი ზრდის პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციას და ამცირებს ნატრიუმის გამოყოფას.

პრეპარატის ზემოქმედება ტრანსპორტის მართვაზე, მექანიკური მოწყობილობების და ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე: მეტოკლოპრამიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომლებიც არღვევენ ფსიქოფიზიკურ ამტანიანობას. ამიტომ საშიშია ტრანსპორტის მართვის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ანტიქოლინერგული პრეპარატები და ოპიოიდები ამცირებენ მეტოკლოპრამიდის მოტორიკულ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

- მეტოკლოპრამიდი აძლიერებს ალკოჰოლისა და ბარბიტურატების მოქმედებას, ასევე იმ პრეპარატებისა, რომლებიც მოქმედებენ დეპრესიულად ცნს-ზე.

- აქვეითებს დიგოქსინის  შეწოვას და აძლიერებს შემდეგი პრეპარატების შეწოვას: ტეტრაციკლინი, პარაცეტამოლი, ამპიცილინი, აცეტილსალიცილის მჟავა, ეთანოლი, ციკლოსპორინები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მიაკითხოთ ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს. დიალიზი საშუალებას იძლევა მეტოკლოპრამიდის მხოლოდ მცირე რაოდენობის ელიმინაციისა და ამიტომ ჭარბი დოზირების მკურნალობაში დიდ როლს არ ასრულებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვად: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტიპრედი – METYPRED – МЕТИПРЕД

საერთაშორისო დასახელება:

METHILPREDNISOLONE

მწარმოებელი: ORION CORPORATOIN

მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მეთილპრედნიზოლონი .............  4 მგ

 

ვრცლად მედროლი

მეტეოსპაზმილი – METEOSPASMYL – МЕТЕОСПАЗМИЛ

საერთაშორისო დასახელება:

ALVERINE; SIMETHICONE

მწარმოებელი: Laboratoires Mayoly Spindler, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ალვერინი+სიმეტიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და აირგამდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ალვერინის ციტრატი ..........          60 მგ

სიმეტიკონი ........................       300 მგ

დამხმარე ნივთიერებბი:

ჟელატინი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტეოსპაზმილი კომბინირებული პრეპარატია.

ალვერინის ციტრატი იწვევს:

1. უჯრედის მემბრანის ნატრიუმის არხების ბლოკირებას, ამის გამო ნატრიუმის იონების მოხვედრა უჯრედში, მაშასადამე, კალციუმისაც (კუნთოვანი უჯრედის მემბრანის დეპოლარიზაციის გამო) ხდება შეუძლებელი; ამ პროცესების შედეგად  მნიშვნელოვნად მცირდება კუნთოვანი შეკუმშვის ძალა (პირდაპირი ეფექტი). ალვერინის ციტრატი აღმოფხვრავს კალციუმის იონების გამოთავისუფლებას უჯრედშიდა დეპოდან და იწვევს რეცეპტორდამოკიდებული არხების ნეირორეცეპტორების ბლოკირებას (არაპირდაპირი ეფექტი).

2. ვისცერული ჰიპერმგრძნობელობის შემცირება: ა) პარიეტული მექანორეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება (ანტისპასტიკური მოქმედების შედეგად, მცირდება წნევა ნაწლავის კედელზე) => ტკივილის ზღვარის გაზრდა; ბ) იწვევს აცეტილქოლინის მოხვედრის ბლოკირებას ნერვულ სინაფსებში (ისე როგორც, იწვევს კალციუმის არხების ბლოკირებას ნერვულ უჯრედებში) =>არღვევს ტკივილის შესახებ ინფორმაციის გადაცემის პროცესს ცნს-ში. გ) ალვერინის ციტრატი წარმოადგენს სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტს. ურთიერთქმედება სეროტონინის რეცეპტორებთან (5HTIA და HT3, რომლებიც ლოკალიზებულია მგრძნობელობითი (აფერენტული) ნეირონების დაბოლოებებზე კნტ), იწვევს ნერვული იმპულსების გადაცემის ბლოკირებას პერიფერიულ და/ან ცენტრალურ ნერვულ ცენტრთან, რის შედეგსაც წარმოადგენს ტკივილის მგრძნობელობის შემცირება.

სიმეტიკონი ამცირებს გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რაც იწვევს მათ გახეთქვას და ქაფის დალექვას. ქაფის დალექვა ამცირებს გაზის საერთო მოცულობას, რაც აჩქარებს გაზის ტრანზიტს ნაწლავებიდან და მათ ექსკრეციას. სიმეტიკონი ამცირებს სანათურშიდა წნევას და ამის შედეგად ხდება ტკივილის შემცრება. იგი წარმოქმნის დამცავ გარსს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს მას აგრესიული ფაქტორებისაგან.

ჩვენებები:

  • ფუნქციური ხასიათის ნაწლავური დარღვევები და განსაკუთრებით, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი (გნს) (ტკივილი, ტრანზიტის დარღვევა, შებერილობა);
  • მეორადი სპაზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანული დაავადებებისას;
  • მეტეოსპაზმილი ნაჩვენებია მუცლის ღრუს ორგანოების მომზადებისას რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

- მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის - 1 კაფსულა 2-3-ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!