Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 537

მიკო პლუსი – MICO PLUS – МИКО ПЛЮС

წამლის ფორმა :

ვაგინალური სუპოზიტორი

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 სუპოზიტორი .

მწარმოებელი :

KASPAR-SHABENI PHARMA

HAYYAN Aleppo Syria Ivdustria zone, Syria – Arab Republic

შემადგენლობა :

თითოეული ვაგინალური სუპოზიტორი შეიცავს :

აქტიურ ნივთიერებებს :

მეტრონიდაზოლი ——————500 მგ

მიკონაზოლის ნიტრატი ——– 150 მგ

თვისობრივი მახასიათებლები :

მიკო პლუსი შეიცავს მიკონაზოლს და მეტრონიდაზოლს . მიკონაზოლის ნიტრატს გააჩნია ფართო სპექტრის აქტიური მოქმედება , ძირითადად ეფექტურია პათოგენური სოკოების მიმართ , როგორიცაა : ჩანდიდა ალბიცანს, ასევე მიკონაზოლის ნიტრატს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ . მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას , რომელიც ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას . იგი აქტიურია ჩარდნერელლა ვაგინალის – მიმართ , მათ შორის ანაერობული ბაქტერიების – Streptococcus და Trichomonas vaginalis– ჩათვლით .

ჩვენება :

გამოიყენება ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონადური ვაგინიტის სამკურნალოდ . ადგილობრივი ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის დროს ( ასევე არასპეციფიკური ვაგინიტისას , ანაერობული ვაგინოზისა და გარდნერელიოზური ვაგინიტის სამკურნალოდ )

გამოიყენება შერეული ვაგინალური ინფექციების,ანტიმიკრობული ვაგინოზის, ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონადური ვაგინიტის სამკურნალოდ .

უკუჩვენება :

მიკო პლუსი არ გამოიყენება თუ პაციენტეს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის კომპონენტის მიმართ . ასევე არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .

არ გამოიყენება პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( პორფირიას ჩათვლით ), ასევე პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის და ჰემოპოეზას დაღვევისას , აუციელებლია საგულდაგულოდ მიღებულ იქნას შესაბამისი სიფრთხილის ზომები , რისკის თავიდან აცილების მიზნით .

დოზირება და მიღების წესი :

თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული სხვა დოზირება, მიკო პლუსის ერთი სუპოზიტური სანთელი თავსდება ვაგინაში ძილის წინ . მკურნალობის კურსი არის 10 დღე

გვერდითი მოვლენები :

ძალიან იშვიათია ( არა უმეტეს 1-6% შემთხვევისა ) საშოს ქავილი , კუჭის არეში სპაზმები , ლითონისებური გემოს არსებობა პირში , პირის სიმშრალე , ყაბზობა , ფაღარათი , პირღებინება , გულისრევა ,   წყურვილის შეგრძნება , სისუსტე , თავის ტკივილი , დეპრესია , კანზე გამონაყარი , ალერგიული რეაქციები .

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან :

მეტრონიდაზოლის შეწოვისას ორგანიზმში შესაძლებელია გამოვლინდეს   ურთიერთქმედება ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებზე :

ალკოჰოლი :

ალკოჰოლის მიღება მეტრონიდაზოლთან ერთობლივად შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს დისულფირამის მაგვარი რეაქცია .

პერორალური ანტიკოაგულანტები :

შესაძლებელია არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერება .

ფენიტოინი :

იმატებს ფენიტოინის დონე სისხლის პლაზმაში , ხოლო მეტრონიდაზოლის დონე სისხლში ქვეითდება .

ფენობარბიტალი :

აქვეითებს მეტრონიდაზოლის კონცეტრაციის დონეს სისხლის პლაზმაში .

დისულფირამი :

შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ( ფსიქიური რეაქციები ).

ციმეტიდინი :

შესაძლებელია მომატება მეტრონიდაზოლის კონცეტრაციის დონის სისხლის პლაზმაში , რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნერვოლოგიური გვერდითი ეფექტების რისკი .

ლითიუმი :

აღენიშნება ლითიუმის ტოქსიურობის მომატება .

ასტემიზოლი და ტერფენადინი :

მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი ახდენენ ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის ინჰიბირებას რაც იწვევს სისხლის პლაზმაში კონცეტრაციის მომატებას .

ასევე სისხლის პლაზმაში აღინიშნება გლუკოზის (ჰექსოკინაზის მეთოდის განსაზღვრისას) თეოფილინის და პროკაინამიდის დონის ცვლილება .

ძირითადი გაფრთხილება :

ორსულობა და ლაქტაცია .

მიკო პლუსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის I ტრიმესტრში მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ .

მიკო პლუსით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება , რადგან მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში . ძუძუთი კვება შესაძლებელია განახლდეს მკურნალობის დამთავრების   24-48 საათის შემდეგ .

ზემოქმედება მანქანა – დანადგარების გამოყენებისას :

ზეგავლენა არ არის გამორიცხული , მაგრამ ეს ეფექტები ძალზედ იშვიათია .

მიკო პლუსის მცირე ბიოშეღწევადობის გამო არ მოქმედებს კონცეტრაციასა და რეაქციის დროზე .

შენახვის პირობები :

არაუმეტეს   250 C ტემპერატურის პირობებში .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა : 3 წელი

 

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით )

 

 

მიზოლენი – MIZOLLEN – МИЗОЛЛЕН

საერთაშორისო დასახელება:

MIZOLASTINE

მწარმოებელი: SYNTHELABO GROUPE

მოქმედი ნივთიერება: მიზოლასტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი; ანტიალერგიული საშუალება:

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 15 და 30 ც.

1 ტაბ.

მიზოლასტინი ……….  10 მგ

მიღების წესი და დოზირება:

ალერგიული კონიუნქტივიტი, რინიტი, ჭინჭრის ციება – 10მგ 1–ჯერ დღეში (მოზარდებში და 12 წელზე ასაკის უფროს ბავშვებში).

უკუჩვენებები და სიფრთხილე:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ორსულობა, ლაქტაცია. გულის სერიოზული დაავდებები: არითმია, ბრადიკარდია, ეკგ–ზე QT–ინტერვალის გახანგრძლივება. იმ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT–ინტერვალს. ბრონქული ასთმა, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ელექტროლიტების დისბალანსი

სფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებისას და ხანდაზმულებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების არსებობისას.

გვერდითი ეფექტები:

ძილიანობა, არითმია, QT–ინტერვალის გახანგრძლივება, კუჭ–ნაწლავის მხრიდან წამოსული სიმპტომატიკა, ჰიპოტენზია.

მიდრომაქსი® – MIDROMAX® – МИДРОМАКС®

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

მელდონიუმი

სამკურნალო ფორმა:

10% საინიექციო ხსნარი.

მყარი ჟელატინის კაფსულები, 250 მგ ან 500 მგ.

შემადგენლობა:

1 ამპულა შეიცავს:

მელდონიუმის დიჰიდრატს – 500 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერება: საინიექციო წყალი.

1 კაფსულა შეიცავს:

მელდონიუმის დიჰიდრატს – 250 მგ-ს ან 500 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის

სტეარატი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა. წარმოადგენს გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ

ანალოგს _ ნივთიერების, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია.

პრეპარატი ამცირებს კარნიტინის დონეს და გრძელჯაჭვური ცხიმოვანი

მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედულ მემბრანაში, რითაც ეწინააღმდეგება

უჯრედში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტიური ფორმების დაგროვებას.

იგი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, იშემიის დროს ააქტიურებს

გლიკოლიზს. კარნიტინის სინთეზის შემცირების შედეგად იზრდება გამა-

ბუტირობეტაინის შემცველობა, რომელიც ახდენს ვაზოდილატაციურ

მოქმედებას.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ანელებს ქსოვილების ნეკროზს,

ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი.

პრეპარატი ასტიმულირებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასუსტებს ფსიქიკურ და ფიზიკურ დაძაბულობას, ააქტიურებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ხსნის აბსტინენციის სინდრომს.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-

ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 78% შეადგენს.

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Сმახ) მიღებიდან 1_2 სთ-ში მიიღწევა.

ვენაში შეყვანისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. Сmax

პლაზმაში მიღებისთანავე მიიღწევა.

ორგანიზმში ბიოტრანსფორმირდება ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც თირკმლებით გამოიყოფა. ნახევარგამოყოფის პერიოდი

(T1/2) დამოკიდებულია დოზაზე და 3_6 სთ-ს შეადგენს.

ჩვენებები:

•შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა;

•დისჰორმონალური კარდიომიოპათია (კომპლექსური თერაპიის შემადგენელი

ნაწილი);

•ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევა ბადურაში,

ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი,

სხვადასხვა ეთიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);

•თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევა

(ინსულტი, ცერებროვასკულური უკმარისობა) _ კომპლექსური თერაპიის

შემადგენლობაში;

•აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (სპეციფიკური

თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზები:

ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის დროს ინიშნება პერორალურად

250 მგ 4-ჯერ დღეში ან ვენაში 0.5 გ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _

10_14 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 2_3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებისთვის რეკომენდებულია ვარჯიშის წინ პერორალურად 0.5_1

გ-ს 2-ჯერ დღეში მიღება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში _ 14-21 დღე, შეჯიბრებების დროს _ 10_14 დღე.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას მწვავე ფაზაში

პრეპარატი ინიშნება ვენაში _ 500 მგ ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში,

შემდეგ გადადიან პრეპარატის პერორალურ მიღებაზე _ 0.5_1 გ ერთხელ დღეში.

თერაპიის საერთო კურსი _ 4_6 კვირა.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევისას პრეპარატი

მიიღება პერორალურად 0.5_1 გ დღეში. მკურნალობის კურსი _ 4_6 კვირა.

განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად _ 2_3-ჯერ წელიწადში.

თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიისა და ბადურას

დისტროფიული დაავადებების დროს მიდრომაქსი შეჰყავთ პარაბულბურად და სუბკონიუნქტიურად 0.5 მლ საინიექციო ხსნარი კონცენტრაციით 0.5 გ/5 მლ 10 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება პერორალურად 500 მგ 4-ჯერ

დღეში, ვენაში _ 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7_10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად _ ქავილი, დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, აღგზნება,

არტერიული წნევის ცვალებადობა.

უკუჩვენებები:

•მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

•ქალას შიდა წნევის მომატება.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში მიდრომაქსის გამოყენება

რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მიდრომაქსი აძლიერებს ანტიანგინალური საშუალებების, ზოგიერთი

ჰიპოტენზიური პრეპარატებისა და საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.

პრეპარატი შეთავსებადია ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან,

ბრონქოლიზურ, ანტიარითმიულ, ანტიანგინალურ და დიურეზულ

საშუალებებთან.

მიდრომაქსისა და ნიტროგლიცერინის, ნიფედიპინის, ალფა-

ადრენობლოკატორების, ჰიპოტენზური საშუალებებისა და პერიფერიული

ვაზოდილატატორების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას.

აღგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის გამოყენება

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.

შეფუთვა

საინიექციო ხსნარი: 0.5 გ/5 მლ ამპულებში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

250 მგ–იანი კაფსულები: 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში

(ბლისტერი), 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

500 მგ–იანი კაფსულები: 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში

(ბლისტერი), 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

საინიექციო ხსნარი: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C

ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა!

კაფსულები: მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

საინიექციო ხსნარი და კაფსულები: 4 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება

დაუშვებელია.

გაცემის წესი: საინიექციო ხსნარი და კაფსულები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II

(გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შესაბამისად)

მწარმოებელი: შპს “ბრიტანულ-ქართული საწარმო ევრომედიკალი”

საქართველო

მიდრიაცილი – MYDRIACYL – МИДРИАЦИЛ

საერთაშორისო დასახელება:

TROPICAMIDE

მწარმოებელი:

ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტროპიკამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინოლიზური ანტიქოლინერგული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონში 15 მლ დროპ-ტეინერის საწვეთურით.

1 მლ.

ტროპიკამიდი ………………5 მგ

თვალის წვეთები 1%: ფლაკონში 15 მლ.

დროპ-ტეინერის საწვეთურით.

1 მლ

ტროპიკამიდი ………….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიეკუთვნება ატროპინის ჯგუფის პრეპარატებს. ხასიათდება მიდრიაზულ-ციკლოპლეგიური მოქმედებით. გუგის მაქსიმალური გაფართოვება აღინიშნება ინსტილაციის დაწყებიდან 20-25 წუთში.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება დიაგნოსტიკური მიზნით, როდესაც საჭიროა მიდრიაზის გამოწვევა და ციკლოპლეგია.

0.5%-იანი ხსნარი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მხოლოდ მიდრიაზის განვითარება,

ხოლო ციკლოპლეგიისათვის აუცილებელია 1%-იანი ხსნარის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება:

რეფრაქციის გამოსაკვლევად საჭიროა 1%-იანი ხსნარის 1 ან 2 წვეთის ჩაწვეთება. ამის შემდეგ ჩაწვეთება უნდა განმეორდეს 5 წუთის შემდეგ. ეფექტის პროლონგირებისათვის შესაძლებელია პრეპარტის კიდევ ერთი წვეთის დამატება.

თვალის ფსკერის გამოსაკვლევად, მის დათვალიერებამდე 15-20 წუთით ადრე საკმარისია 0.5% ხსნარის 1-2 წვეთის ჩაწვეთება.

გვერდითი მოვლენები:

ჩაწვეთებისას შეიძლება აღინიშნოს თვალის გარდამავალი წვა.

უკუჩვენებები:

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ გამოიყენება ინექციისათვის.

* მიდრიაცილი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მიდრიაზული საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თვალშიდა წნევის მომატების დროს, ან კიდევ თვალის ვიწრო წინა კამერის მქონე პაციენტებში.

* თუ აუცილებელია პროლონგირებული ციკლოპლეგიური მოქმედება, რეკომენდებულია პრეპარატის მხოლოდ ერთი წვეთის დამატება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მიდოკალმი – MYDOCALM – МИДОКАЛМ

საერთაშორისო დასახელება:

TOLPERISONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ტოლპერიზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი ………..  100 მგ

 

ვრცლად ტოლპერიზონი

მიდეფერონი – MIDEFERON – МИДЕФЕРОН

საერთაშორისო დასახელება:

INTERFERON ALFA-2A

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ინტერფერონი ალფა-2

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული; იმუნოსტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ინტერფერონი ალფა-2 …………   9000000 სე

 

ვრცლად როფერონი – A

მიდეკამიცინი – MIDECAMYCIN – МИДЕКАМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს მაკროლიდურ ანტიბიოტიკს. იგი განკუთვნილია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატი მოქმედებს ე.წ. უჯრედშიგა გამომწვევებზე, როგორიცაა: მიკოპლაზმები, ლეგიონელები, ქლამიდიები და ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი.

პრეპარატი ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით.

! მისი გამოყენება გაცივებისა და სხვა ვირუსული დაავადების დროს დაუშვებელია.

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების, შარდსასქესო ორგანოების, კანისა და რბილი  ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება დიფტერიისა და ყივანახველას პროფილაქტიკისათვის, Campylobacter-ის რიგის ბაქტერიებით გამოწვეული ენტერიტის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც პენიცილინის მიმართ გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი

დოზირება დგინდება ექიმის მიერ. პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ დოზით 400 მგ (1 ტაბლეტი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1600 მგ-ს. ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ.

ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-60 მგ/კგ წონაზე და იყოფა 2-3 მიღებაზე.

– პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა 5 კგ-მდე (დაახლოებით 2 თვემდე ასაკის წონის ბავშვებში შეადგენს დღეში ორჯერ 3.76 მლ-ის ოდენობით;

– 10 კგ-მდე (1-2 წლის ასაკის) ბავშვებში პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 7.5 მლ-ის ოდენობით;

– 15 კგ-მდე (დაახლოებით 4 წლის ასაკის) წონის ბავშვებში კი დღეში ორჯერ 10 მლ-ის ოდენობით;

– 20 კგ-მდე (დაახლოებით 6 წლამდე ასაკის) ბავშვებში სუსპენზია მიიღება დღეში ორჯერ 15 მლ-ის ოდენობით;

– ხოლო 30 კგ-მდე (დაახლოებით 10 წლამდე) ბავშვებში პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 22.5 მლ-ის ან თითო ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (400 მგ).

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ, რომლის თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია.

სუსპენზიის მომზადების წესი:

ფლაკონის შიგთავსს უნდა დავუმატოთ 100 მლ გამოხდილი წყალი. თითოეული მიღების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. ასეთი წესით მომზადებული სუსპენზია ვარგისია 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები: იშვიათად გემოს დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კანზე.

უკუჩვენებები

* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის მქონე პაციენტებში;

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით.

ვინაიდან პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭირო ექიმის ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იყენებს ციკლოსპორინს, კარბამაზეპინს, ალკალოიდების შემცველ პრეპარატებს, ვარფარინს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი აძლიერებს მათ მოქმედებას.

მიდაქსი – MIDAX – МИДАКС

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

TROPICAMIDE

მწარმოებელი:
მიდაქსი წარმოადგენს კომპანია “ვორლდ მედიცინი”-ს, ინგლისი (“World Medicine”, England) სავაჭრო ნიშანს.
დამზადებულია: „Rompharm Company S.R.L.”, Otopeni, რუმინეთი. 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
0,5 და 1%-იანი თვალის წვეთები
აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,5% ან 1%
აქტიური ნივთიერება: ტროპიკამიდი 5 მგ ან 10 მგ
კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თვალის სნეულებათა სამკურნალო პრეპარატები. მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები. ანტიქოლინერგული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მიდაქსი – ანტიქოლინერგული საშუალება, აბლოკირებს ფერადი გარსის სფინქტერის და ცილიარული კუნთის M-ქოლინორეცეპტორებს, იწვევს მიდრიაზს და აკომოდაციის დამბლას. მიდაქსი ატროპინის მსგავსად მოქმედებს, თუმცა ციკლოპლეგიური და მიდრიაზული ეფექტები უფრო სწრაფად ვითარდება და შედარებით ხანმოკლეა.
ფარმაკოკინეტიკა
გუგების გაფართოება ჩაწვეთებიდან 5-10 წუთის შემდეგ აღინიშნება; მაქსიმალური მიდრიაზი და ციკლოპლეგია მიიღწევა 20-45 წუთის შემდეგ და ნარჩუნდება 1-2 საათის განმავლობაში. გუგების საწყისი დიამეტრი 6 საათის შემდეგ აღდგება.
თვალში ინსტილაციისას ცუდად შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში (0,03%). საცრემლე არხების მეშვეობით ცხვირში მოხვედრილი აქტიური ნივთიერების აბსორბციის დონე შედარებით მაღალია. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 5-10 წუთი. ნარჩენი რაოდენობა (0,01%-ზე ნაკლები) აღწევს ნამში და სრულად გამოიყოფა დღის განმავლობაში.

ჩვენებები:
დიაგნოსტიკური მიზნებით:

  • მიდრიაზის აუცილებლობის შემთხვევაში თვალის ფსკერისა და ბროლის მდგომარეობის გამოკვლევისას;
  • აკომოდაციის დამბლის აუცილებლობის შემთხვევაში რეფრაქციის გამოკვლევისას (სკიასკოპიის დროს და ა.შ.)
  • გუგის გამაფართოებელი სხვა პრეპარატების (ატროპინი, სკოპოლამინი) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;

ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე:

  • თვალის ბროლის ქირურგია;
  • ბადურის ლაზეროთერაპია;
  • ბადურის და მინისებრი სხეულის ქირურგია.

თერაპიული მიზნებით:

  • კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით თვალის ანთებითი დაავადებების დროს და ასევე, პოსტოპერაციულ პერიოდში სინექიების განვითარების პროფილაქტიკისათვის.

უკუჩვენებები:
* გლაუკომა (განსაკუთრებით, დახურულკუთხიანი და პირველადი შერეული);
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:
მხედველობის ორგანოს მხრივ: თავლშიგა წნევის მომატება; მხედველობის სიმახვილის დარღვევა; ფოტოფობია.
ცნს–ის მხრივ: იშვიათად – ფსიქოზური სიმპტომები, ქცევის დარღვევა (განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებში); თავის ტკივილები (მოზრდილებში).
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სისხლისმიმოქცევისა და სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები (განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებში); ტაქიკარდია (მოზრდილებში).
სხვა: პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.

გამოყენების მეთოდები და დოზები:
პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში.
გუგის გასაფართოებლად აწვეთებენ პრეპარატ მიდაქსის 1,0%-იანი ხსნარის 1 წვეთს ან 0,5%-იანის 2 წვეთს (5 წუთიანი ინტერვალით). 10 წუთის შემდეგ შეიძლება ოფთალმოსკოპიის ჩატარება.

არასათანადო ეფექტის შემთხვევაში (სინათლის ძალიან მაღალი ინტენსივობა, უკანა სინექიების დარღვევის მიზნით გამოყენება) შესაძლებელია ფენილეფრინთან ერთად გამოყენება.
აკომოდაციის დამბლის მისაღწევად (რეფრაქციის გამოკვლევისას) აწვეთებენ მიდაქსის 1,0%-იანი ხსნარის 1 წვეთს 6-ჯერ 6-12 წუთის ინტერვალით. სასურველია გამოკვლევა ჩატარდეს პრეპარატის ბოლო ჩაწვეთების მომენტიდან 25-50 წუთის შემდეგ.
ახალშობილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ 0,5%-იანი თვალის წვეთების გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.
დღენაკლულ ბავშვებში ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა მიდაქსის სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედება, რომელიც განმეორებითი ჩაწვეთებისას ძლიერდებოდა. ამ არასასურველი მოვლენების თავიდან აცილება ეფექტურობის შემცირების გარეშე შესაძლებელია პრეპარატის ნატრიუმის ხსნარის იზოტონურ ხსნარში (1:1) განზავების ხარჯზე. 
პრეპარატის ჩაწვეთების დროს საჭიროა საცრემლე არხებზე მსუბუქი დაჭერა ტროპიკამიდის ჭარბი შეწოვის შეზღუდვისა და პრეპარატის სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების თავიდან აცილების მიზნით.
თერაპიული მიზნებისათვის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად (პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით).

ჭარბი დოზირება:
დღეისათვის პრეპარატ მიდაქსის დოზის გადაჭარბების (კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებისას) შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ანტიქოლინერგული საშუალებების და ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორების, ფენოთიაზინების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, პროკაინამიდის, ქინიდინის, მაო-ს ინჰიბიტორების, ბენზოდიაზეპინებისა და ანტიფსიქოზური საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას ერთი მეორეს მოქმედება ძლიერდება.

მიდაქსით გამოწვეული აკომოდაციის დამბლა ძლიერდება მისი ერთობლივი გამოყენებით სიმპათომიმეტურ საშუალებებთან და სუსტდება პარასიმპათომიმეტურ საშუალებებთან გამოყენებისას.
მიდაქსისა და ნიტრატების, ნიტრიტების, გამატუტეანებელი სამკურნალო საშუალებების, დიზოპირამიდის, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ჰალოპერიდოლის ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება თანმხლები დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს.

განსაკუთრებული მითითებანი:
თვალის გუგის გასაფართოებლად მიდაქსის გამოყენებამდე თვალის ფსკერის დათვალიერების მიზნით აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამოსავლენად (ანამნეზის დაზუსტება, წინა კამერის სიღრმის შეფასება, გონიოსკოპია), ვინაიდან პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის მწვავე შეტევები.
დიაგნოსტიკური მიზნებით მიდაქსის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტის ან თანმხლები პირის გაფრთხილება მხედველობის დროებითი დაქვეითების და ფოტოფობიის შესახებ. 
არ შეიძლება საწვეთურზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შიგთავსის დაბინძურება.
მიდაქსის გამოყენებამდე საჭიროა რბილი კონტაქტური ლინზების მოხსნა. მათი ჩადგმა შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 30 წუთის შემდეგ.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
მიდაქსის გამოყენებისას ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

პედიატრიაში გამოყენება:

დიაგნოსტიკური მიზნებით ბავშვებში მიდაქსის გამოყენებამდე საჭიროა თანმხლები პირის გაფრთხილება მხედველობის დროებითი დაქვეითების და ფოტოფობიის შესახებ. 
ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ცნს-ის მხრივ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:
ორსულობის დროს მიდაქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის დროს.

გამოშვების ფორმა:
0,5% და 1%-იანი მიდაქსის თვალის წვეთები გამოდის 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

მიგრენიუმი – MIGRENIUM – МИГРЕНИУМ

მწარმოებელი: BIOGAL PHARMACEUTICAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შაკიკის, შაკიკისმაგვარი და სხვა ტიპის თავის ტკივილის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ გამოსაყენებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

Chrysanthemum parthenium L-ის ექსტრაქტი. შეიცავს ფლავონიდებს (აპიგენინი, კვერცეტინი და კემპფეროლი) და სხვადასხვა ლაქტონებს, რომელთა შორის მთავარი (იკავებს დაახლოებთ მათი რაოდენობის ნახევარს) არის პართენოლიდი. უკანასკნელი ხასიათდება ანტისეროტონინული და ანტიჰისტამინური მოქმედებით. ამცირებს შაკიკის სიხშირეს და ინტენსიობას, მხედველობით სიმპტომებს, მაგრამ არა შეტევის ხანგრძლიობას.

ჩვენებები:

შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა და მკურნალობა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის შაკიკისმაგვარი თავის ტკივილი, თავის ტკივილის სხვა ტიპები.

მიღების წესი:

თითო კაფსულა 2–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა არ არის შეზღუდული.

გვერდითი ეფექტები:

ცალკეულ შემთხვევაში პირის ღრუს დაწყლულება, ენანთემები, თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, გემოს დაკარგვა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა რთულყვავილიანთა ოჯახის მცენარეებისადმი. ორსულობა და ლაქტაცია.

შენახვის პირობები:

5–150C ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.

ვადა: 2 წელი

მიგრალგინი – MIGRALGIN – МИГРАЛГИН

საერთაშორისო დასახელება:

SUMATRIPTAN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შაკიკის სამკურნალო

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სუმატრიპტანი (სუქცინატის სახით) …………….. 50 მგ-ს ან 100 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:

შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება, სეროტონინის 5HT1-რეცეპტორების სპეციფიკური და სელექციური აგონისტი. პრეპარატი არ მოქმედებს 5HTრეცეპტორების სხვა ქვეტიპებზე (5HT2 – 5HT7).

სუმატრიპტანი იწვევს უპირატესად თავის ტვინის სისხლძარღვებში განლაგებული 5HT1-რეცეპტორების სტიმულაციას, რის შედეგადაც ამორჩევითად ხდება საძილე არტერიების შევიწროვება, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური ქსოვილების სისხლმომარაგებას. სუმატრიპტანი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თავის ტვინის სისხლმომარაგებაზე. იგი აინჰიბირებს სამწვერა ნერვის აქტივობას.

სწორედ აღნიშნული ეფექტები უდევს საფუძვლად სუმატრიპტანის შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედებას, ვინაიდან ითვლება, რომ საძილე არტერიების გაფართოება და/ან შეშუპება წარმოადგენს შაკიკის განვითარების ძირითად მექანიზმს.

პრეპარატის კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წუთში.

პერორალური მიღების შემდეგ სუმატრიპტანი სწრაფად შეიწოვება და 45 წუთში პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია მაქსიმალური კონცენტრაციის 70%-ს აღწევს. 14-21% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 2 სთ-ს შეადგენს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

ჩვენება:

– აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების კუპირება.

უკუჩვენება:

– შაკიკის ჰემიპლეგიური, ბაზილარული ან ოფთალმოპლეგიური ფორმები;

– გულის იშემიური დაავადება (მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია) ან გულის იშემიური დაავადების საეჭვო სიმპტომების არსებობა;

– პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები;

– ინსულტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ანამნეზში;

– არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

– ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

– ერგოტამინთან ან მის წარმოებულებთან (მათ შორის მეთილსერგიდი) კომბინირება;

– მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება ან მათი მოხსნიდან 14 დღის შუალედი;

– ორსულობა;

– პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ;

– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით (ასევე პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით), კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია არტერიული წნევის გარდამავალი მატება გამოიწვიოს.

უსაფრთხოების ზომები:

– სუმატრიპტანი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც შაკიკის დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს. იგი არ გამოიყენება შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის. სუმატრიპტანის პირველი დოზის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. მიგრალგინის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის ადრეულ ეტაპზევე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე (განსაკუთრებით გულისრევით და ღებინებით მიმდინარე შეტევისას).

– ადრე არადიაგნოსტირებული შაკიკის დროს თავის ტკივილის კუპირებისთვის ან ატიპიურად მიმდინარე შაკიკის სამკურნალოდ, მიგრალგინის მიღებამდე საჭიროა გამოირიცხოს პოტენციურად საშიში სხვა ნევროლოგიური დაავადებები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაკიკით დაავადებულ პაციენტებში არსებობს ცერებროვასკულარული გართულებების (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა) რისკი.

– სუმატრიპტანი გამოკვლევების გარეშე არ ინიშნება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკით (ქალები პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, მამაკაცები 40 წლის ასაკის ზემოთ, იშემიური დაავადების განვითარებისადმი რისკ ფაქტორების მქონე პირები).

–მიგრალგინით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია განვითარდეს გარდამავალი გვერდითი მოვლენები: ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ტკივილი შესაძლებელია იყოს ინტენსიური და ირადიაციას განიცდიდეს კისრის არეში. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნისას საჭიროა შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება გულის იშემიური დაავადების გამოსარიცხად.

– მიგრალგინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით (პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა).

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს, პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით (მათ შორის ანამნეზშიც).

– პაციენტებში სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობით, სუმატრიპტანი სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო.

– დაუშვებელია სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პაციენტებში 65 წლის ზემოთ პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.

პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

– სუმატრიპტანისა და ერგოტამინის ერთდროული მიღებისას ვითარდება სისხლძარღვების ხანგრძლივი სპაზმი. ამიტომ სუმატრიპტანი შესაძლოა დაინიშნოს ერგოტამინის შემცველი პრეპარატების მიღებიდან 24 საათის შემდგომ, ან ერგოტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია სუმატრიპტანის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

– სუმატრიპტანისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია.

– სეროტონინის უკუშეწოვის სელექციური ინჰიბიტორებისა და სუმატრიპტანის ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისუსტე, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. ამიტომ მათი კომბინაცია განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება.

– არ არის აღწერილი სუმატრიპტანისა და პროპრანოლოლის, ფლუნარიზინისა და ეთანოლის ურთიერთგავლენა;

– მიგრალგინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ ავტოტრანსპორტისა და მექანიკური საშუალებების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს 10 საათის განმავლობაში.

მკურნალობა: სიმპტომური.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის პერიოდში მიგრალგინის მიღება უკუნაჩვენებია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, მიგრალგინის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

დოზირება და მიღების წესი:

მიგრალგინი არ ინიშნება შაკიკის პროფილაქტიკისათვის.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის დროს, ადრეულ ეტაპზე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე.

მოზრდილებში შაკიკის მწვავე შეტევის კუპირებისათვის რეკომენდებულია მიგრალგინი 50 მგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – 100 მგ.

თუ პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ, შაკიკის სიმპტომები არ იხსნება ან არ სუსტდება, არ არის რეკომენდებული დამატებითი დოზის მიღება. თუმცა პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მომდევნო შეტევის კუპირებისათვის.

თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შაკიკის სიმპტომები მოიხსნა ან შესუსტდა და შემდგომში კვლავ განვითარდა, შემდგომი 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის მეორე დოზის მიღება, თუმცა მიღებებს შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

24 საათის განმავლობაში მიღებული პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.

ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის გარდამავალი მატება, ერთეულ შემთხვევაში – გულის რიტმის დარღვევა, ეკგ-ზე იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული არტერიების სპაზმი, იშვიათად – რეინოს სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, იშვიათად – იშემიური კოლიტი, მუცლის ღრუში დისკომფორტი, მაგრამ მათი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.

ცნს–ის მხრივ: წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე (ჩვეულებრივ გარდამავალი და სუსტად ან საშუალოდ გამოხატული); იშვიათად – ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება; ერთეულ შემთხვევაში – კრუნჩხვები (ასეთ პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებოდა ეპილეფსია და თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებები). ზოგჯერ ვლინდება: დიპლოპია, თვალებში ციმციმი, ნისტაგმი, სკოტომა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, იშვიათად – მხედველობის დარღვევის გარდამავალი ფორმა (გასათვალისწინებელია, რომ მხედველობის დარღვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს შაკიკის შეტევასთან).

ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში – კანის რეაქციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე.

სხვადასხვა სახის: შესაძლებელია ტკივილი, ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნებები, წამოხურების შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, ზეწოლისა და მოჭერითი ხასიათის შეგრძნებები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, შეიძლება იყოს ინტენსიური და წარმოიშვას სხეულის ნებისმიერ ნაწილში, გულმკერდისა და ყელის არის ჩათვლით.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი 50 მგ ან 100 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტით!

Don`t copy text!