Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 538

მიგ 400 (გაგრძელება) – MIG 400 – МИГ 400

(გაგრძელება)

უკუჩვენება:

მიგ® 400-ის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს:

– აქტიური ნივთიერება იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

– წარსულში ალერგიული შეტევების არსებობა, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა რომელიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ, როგორიცაა:

• ასთმის შეტევები

• ცხვირის ლორწოვანის შესიება

• რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, გამონაყარი და სხვ.)v – სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევები;

– არსებული ან წარსულში მრავალჯერადად განმეორებული კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენები (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის სულ მცირე ორი სხვადასხვა ეპიზოდი);

– არასტეროიდული ანტირევმატული/ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია;

– შინაგანი სისხლდენა თავის ტვინში (ცერებრული სისხლდენები) ან სხვა აქტიური სისხლდენები;

– ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;

– გულის მძიმე უკმარისობა;

– ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;

ბავშვები:

მიგ 400 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-მდე წონის ბავშვებში არ გამოიყენება, ვინაიდან არსებული დოზირება, როგორც წესი, მათთვის შესაფერისი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

თუ, მიგ® 400 მგ-ის გამოყენებისას დადასტურდა ორსულობა, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს, ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრების განმავლობაში იბუპროფენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მიგ® 400 მგ-ის გამოყენება დაუშვებელია ნაყოფისა და დედის ორგანიზმში გართულებების განვითარების მომატებული რისკის გამო.

ლაქტაცია

აქტიური ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის შესაბამისი პროდუქტები დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებით გადადიან. ვინაიდან ჩვილისათვის უარყოფითი შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვების შეწყვეტას ადგენს ექიმი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი ვადით ან მაღალი დოზირებით პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება მიზანშეწონილი აღმოჩნდეს ძუძუთი კვების ადრეული შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

გვერდითი მოვლენების შესამცირებლად სასურველია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება მინიმალური ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის

მიგ ® 400-ის მიღება არ არის რეკომენდებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ე.წ. ცოგ-2-ის (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები) ინჰიბიტორების ჩათვლით.

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმულებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება, განსაკუთრებით შინაგანი სისხლდენა და კუჭისა და ნაწლავების პერფორაცია, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულები განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ.

ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებისას აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების შემთხვევები, მათ შორის ლეტალური გამოსავალით. ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გამოვლინებების ან ავადმყოფობის ისტორიაში თერაპიის ნებისმიერ მომენტში კუჭ-ნაწლავის მძიმე შემთხვევების გარეშე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულისა და პერფორაციის განვითარების რისკი მატულობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზების მომატებასთან ერთად, წყლულით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით სისხლდენით ან პერფორაციით გართულებების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთი ავადმყოფების მკურნალობა რეკომენდებულია დაწყებულ იქნეს მინიმალური დოზირებით.

ასეთ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ თანმხლებ თერაპიას აცეტილსალიცილის მჟავათი ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების საშიშროებას, შეიძლება ნაჩვენები იყოს კომბინაციური თერაპია კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი პრეპარატების გამოყენებით.

თუ ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს მუცლის ღრუში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის განვითარების შესახებ (უპირველეს ყოვლისა შინაგანი სისხლდენის სიმპტომების), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. განსაკუთრებული ყურადღება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ერთდროულად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროებას ზრდიან, მაგალითად, პერორალური კორტიკოსტეროიდები, ვარფარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებიც მათ შორის დეპრესიული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენებიან, ან თრომბოციტების აგრეგაციის-აცეტილსალიცილის მჟავას ტიპის ინჰიბიტორები.

თუ მიგ® 400 -ით მკურნალობის დროს განვითარდა შინაგანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) სიფრთხილეა საჭირო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება

მიგ® 400-ის ტიპის სამკურნალო პრეპარატებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ გულის შეტევების (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ან ინსულტების განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატებასთან. ნებისმიერი რისკი მატულობს დოზის მომატებასთან ერთად ან პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. რეკომენდებულ დოზირებას და მიღების ხანგრძლივობას ნუ გადააჭარბებთ (მაქსიმუმი 4 დღე).

გულის პრობლემების არსებობისას, გადატანილი ინსულტისას ან ამ დაავადებების განვითარების რისკის არსებობისას (მაგალითად, გამოვლენილი მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება ან თუ პაციენტი თამბაქოს მწეველია), მკურნალობა განხილულ უნდა იქნას ექიმთან.

კანის რეაქციები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას იშვიათად აღინიშნებოდა კანის რეაქციები კანის გაწითლებითა და ბუშტუკების წარმოქნით, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი).

მსგავსი რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არსებობს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ვინაიდან აღნიშნული რეაქციების შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში ვითარდებოდა.

კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების განვითარების პირველი ნიშნებისას აუცილებელია შეწყვიტოთ მიგ® 400 -ის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

სხვა მითითებანი

– გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების დროს (სისტემური წითელი მგლურა ან შერეული კოლაგენოზი) მიგ 400-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ. ეს ნაკარნახევია თავის ტვინის გარსის არაინფექციური ანთების სიმპტომების განვითარების რისკით (ასეპტიური მენინგიტი).

განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა საჭიროა:

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) არსებობისას დაავადების ისტორიაში

– სისხლის მაღალი წნევისას ან გულის უკმარისობისას

– ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევისას

– უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევების შემდეგ

– ალერგიების დროს (მაგალითად, კანის რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, ასთმა, თივის ციება), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შესიების ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს მათი შევიწროვებისას.

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი) ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა. მიგ® 400-ის მიღების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

იბუპროფენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა). ასეთ შემთხვევაში იბუპროფენის შემცველი პრეპარატების მიღება დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ ერთდროულად ღებულობთ სისხლის შედედების ინჰიბიტორებს ან შაქრის დონის დამაქვეითებელ პრეპარატებს, რეკომენდებულია სისხლის შედებებისა და სისხლში შაქრის მაჩვენებლების კონტროლი პროფილაქტიკური მიზნებით.

მიგ® 400 მგ-ის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების, თირკმლების ფუნქციისა და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

ქირურგიულ ოპერაციამდე მიგ® 400 მგ-ის მიღებისას აუცილებელია ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაცია.

ანალგეზიური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილები. მათი მკურნალობისათვის მედიკამენტის დოზის მომატება არ არის დაშვებული. თუ მიგ® 400 მგ-ის მიღების მიუხედავად ხშირია თავის ტკივილები საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პრინციპში, ჩვევად ქცეული ანალგეტიკის მიღებამ, განსაკუთრებით რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან კომბინაციაში, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ნეფროტოქსიურობა თირკმლების უკმარისობის განვითარების საშიშროებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).

პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, მიგ ® 400 მგ-ს შეუძლია გაართულოს დაორსულება. თუ დაორსულებას გეგმავთ ან სირთულეები გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

საგზაო მოძრაობებში მონაწილეობა, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

ვინაიდან მაღალ დოზირებებში მიგ® 400 მგ შეიძლება ავლენდეს არასასურველ ზემოაქმედებას ცეტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუ, ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია რეაქციის შენელება და შესაბამისად საგზაო მოძრაობებში აქტიურად მონაწილეობის, ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის გაუარესება. ეს ეფექტი ალკოჰოლის არსებობისას ძლიერდება. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ საკმაოდ სწრაფად და ზუსტად მოახდინოთ რეაგირება გაუთვალისწინებელ, უეცარ შემთხვევებზე. მოერიდეთ ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვას! ნუ იმუშავებთ მანქანა-დანადგარებთან! ნუ იმუშავებთ პირობებში, როდესაც საშიშია წონასწორობის დაკარგვა.

ჭარბი დოზირება:

მიგ® 400, შემოგარსული ტაბლეტები მიიღეთ ექიმის მითითებების ან ინსტრუქციაში მოცემული დოზირების შესაბამისად. თუ პრეპარატის მოქმედება თქვენ არასაკმარისად გეჩვენებათ, დამოუკიდებლად ნუ გაზრდით დოზირებას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს:

– ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუ, მოძრაობის შენელება და ცნობიერების დაკარგვა (ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვები),

– დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა ტკივილები მუცელში, გულისრევა და ღებინება,

– ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევები.

– არტერიული წნევის დაქვეითება,

– ქოშინი (სუნთქვის დათრგუნვა),

– კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე (ციანოზი).

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დახმარების შესაბამის ზომებს მიიღებს, მოწამვლის სიმძიმის და მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ მიგ® 400-ის მიღება

თუ დაგავიწყდათ/გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, შემდეგი მიღებისას ნუ გაზრდით ჩვეულ რეკომენდებულ დოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ პაციენტი ღებულობს ან ახლახანს ღებულობდა სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტო პრერატებს, მან აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატების ან ქვევით აღწერილი ჯგუფის პრეპარატების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს მიგ® 400-სთან ერთად გამოყენებისას.

მოქმედების და/ან გვერდითი მოქმედებების გაძლიერება:

• დიგოქსინი (კარდიოტონული პრეპარატი)

• ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი) • ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის სწორად გამოყენებისას პლაზმაში კონცენტრაციის კონტროლი, როგორც წესი, საჭირო არ არის (მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში).

– სისხლის კოაგულაციის დამწევი საშუალებები

– მეთოტრექსატი (კიბოსა და რევმატიული ტიპის გარკვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებები): მიგ® 400-ის გამოყენებამ 24 საათის განმავლობაში მეთოტრექსატის გამოყენებამდე ან მის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

– აცეტილსალიცილის მჟავა, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი სხვა საშუალებები, ცოგ-2 (ასაპ) ინჰიბიტორების ჩათვლით, სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალო საშუალებები), ასევე კორტიზონის (გლუკოკორტიკოიდები): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი;

– სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ პრობენეციდს ან სულფინპირაზონს (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები) შეუძლიათ შეაკავონ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფა. ამის შედეგად შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში იბუპროფენის დაგროვება მისი არასასურველი მოქმედების შესაბამისი გაძლიერებით.

მოქმედების შესუსტება:

– შარდმდენი და ჰიპოტენზიული პრეპარატები (დიურეზულები და ანტიჰიპერტენზულები).

– აგფ-ის ინჰიბიტორები (ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატები) მოქმედების შესუსტება. შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების მომატებული რისკი.

– დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავა: თრომბოციტების აგრეგაციაზე დაბალდოზირებული აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება შეიძლება შესუსტდეს.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები:

– ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალო საშუალება): აივ-ინფიცირებულ ავადმყოფებში სახსრებში სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების რისკის მომატება.

– ციკლოსპორინი (იმუნური პასუხის დამაქვეითებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ან რევმატიზმის სამკურნალოდ): იზრდება თირკმლებზე უარყოფითი მოქმედების რისკი.

– ტაკროლიმუსი: ერთდროული გამოყენება ზრდის თირკმლების დაზიანების რისკს.

– კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები (გარკვეული დიურეზულები): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატების რისკი.

– სულფონილშარდოვანას ნაწარმები (სისხლში შაქრის დონის დამწევი საშუალებები): სულფონილშარდოვანასთან სამკურნალო ურთიერთქმედების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პროფილაქტიკური მიზნებით რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

– ანტიკოაგულანტები: არსებობს ცალკეული მონაცემები იბუპროფენისა და ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედების შესახებ. ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი.

საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად მიგ® 400 –ის მიღებისას

მიგ® 400-ის მიღებისას ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების განვითარების რისკი.

შენახვის პირობები:

წამალი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეაპარატი გამოყენება აკრძალულია. ეს სამკურნალო საშუალება შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.

შენახვის ვადა: 3წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

მიგ 400 – MIG 400 – МИГ 400

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10, 20, 30 და 50ც შემოგარსული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება – იბუპროფენი.

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტის ბირთვი

კარტოფილის სახამებელი (ევრ.ფარმ.), მაღალდისპერსული სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის) (ევრ. ფარმ.), მაგნიუმის სტეარატი (ევრ.ფარმ.) [მცენარეული].

გარსი

ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, პოვიდონი K 30, ტიტანის ორჟანგი (E 171).

მიგ® 400, შემოგარსული ტაბლეტების არ შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად, ის დასაშვებია პაციენტებისათვის ლაქტოზის აუტანლობით.

ჩვენებები:

მიგ® 400 წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი/ანალგეტიკი) სიცხის დამწევი მოქმედებით.

მიგ ® 400 გამოიყენება

– მსუბუქიდან ზომიერი სიმძიმის ტკივილის დროს

– ცხელებისას

მიღების წესები და დოზები:

 

წონა(ასაკი)

ერთჯერადი დოზა 
(ტაბლეტების რაოდენობა)

მაქს. საერთო დღიური დოზა 
(ტაბლეტების რაოდენობა)

ტკივილებისა და ცხელების დროს

20 – 29 კგ 6-9 წ.

½ შემოგარსული ტაბლეტი
(შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს)

1½ შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 600 მგ იბუპროფენს)

30 – 39 კგ 10-12 წ.

½ შემოგარსული ტაბლეტი
(შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს)

2 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 800 მგ იბუპროფენს)

> 40კგ (ბავშვები და 
12 წელზეუფროსი მოზარდები, უფროსები)

½ – 1 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 200 – 400 მგ იბუპროფენს)

3 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 1200 მგ იბუპროფენს)

 

მიღების წესი

მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ 6 საათი დაცდა შემდეგი დოზის მიღებამდე

. ხანდაზმული ავადმყოფები და პაციენტები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ცნობილი წყლულოვანი დაავადებით:

პაციენტთა ამ ჯგუფმა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა:

ავადმყოფებისათვის თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქიდან საშუალომდე შეზღუდვით დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მითითება ტაბლეტების გაყოფის შესახებ:

ტაბლეტი დაიჭირეთ ორივე ხელის საჩვენებელი და დიდი თითებით ნაზოლით ქვევით და, ნაზოლის გასწვრის დიდი თითების დაწოლით გატეხეთ ტაბლეტი.

გამოყენების ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის.

პრეპარატის გამოყენება ოთხ დღეზე ხანგრძლივად ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

მიმართეთ ექიმს თუ გგონიათ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

გამოყენების წესი

მიგ® 400-ის შემოგარსული ტაბლეტები მიიღეთ დაუღეჭავად, დიდი რაოდენობა სითხის მიყოლებით (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), არამშიერ კუჭზე. თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, მიგ ® 400 მგ-ის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მიგ® 400 მგ-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლინება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი მკურნალობის შესახებ.

გვერდითი მოვლენების შეფასების საფუძველს სიხშირის შემდეგი კრიტერიუმები წარმოადგენს:

ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ზოგჯერ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

იშვიათად: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ძალიან იშვიათად: 10000 პაციენტიდან 1 ან 1-ზე ნაკლები ან შემთხვევები

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

შემდეგი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი შეიცავს ყველა გვერდით მოქმედებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ იბუპროფენით მკურნალობისას, მ.შ. როდესაც ჩატარდა მკურნალობა მაღალი დოზებით რევმატიზმით დაავადებულ პაციენტებში. დადგენილი სიხშირე თითქმის ძალიან იშვიათ შემთხვევებამდე განეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას ან დღიური დოზის მიღებას მაქს. 1200 მგ-მდე იბუპროფენი პერორალური წამლის ფორმისათვის (=3 ტაბლეტი) და მაქს. 1800 მგ-მდე სუპოზიტორიებისათვის.

მედიკამენტების მიღების შემდეგ უარყოფით მოვლენებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი დოზირებისა და პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებანის შესაბამისად ვარირებენ.

ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლულები), პერფორაციები ან სისხლდენები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ არსებობს გულისრევის, ღებინების, ფაღარათის, მეტეორიზმის, შეკრულობის, საჭმლის მონელების დარღვევის, მუცელში ტკივილის, ცვილისებრი განავალის, სისხლიანი პირღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ მონაცემები.

ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება(გასტრიტი).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია შეშუპების, არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები.

მიგ® 400 მგ ტიპის სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეთ გულის შეტევების (“გულის ინფარქტი”) ან ინსულტების განვითარების მომატებულ რისკთან.

გულის დაავადებები

ძალიან იშვიათად: გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), მიოკარდიუმის ინფარქტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ტკივილი ყელში, ეროზიები პირის ღრუში, გრიპოზული სიმპტომები, ძლიერი დათრგუნვა, ცხვირიდან სისხლდენა, კანიდან სისხლდენები.

ამ შემთხვევებში აუცილებელია სასწრაფოდ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით დაუშვებელია.

ნერვული სისტემის დაავადებები

ზოგჯერ, მაღალი დოზირების დროს ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუ, უძილობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა.

თვალების დაავადებები

ზოგჯერ: მხედველობის დარღვევა.

ყურისა და შიდა ყურის ლაბირინთის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ძალიან იშვიათად: კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა: გულძმარვა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა და კუჭ-ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდნები, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

ხშირად: კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლულები), ზოგიერთ შემთხვევებში სისხლდენებითა და პერფორაციებით, პირის ლორწოვანი გარსის ანთება წყლულებით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება.

ძალიან იშვიათად: საყლაპავი მილისა (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, წვრილ და მსხვილ ნაწლავში შეხორცებითი შევიწროებების წარმოქმნა (ნაწლავის სტრიქტურები).

მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილების, სისხლიანი პირღებინების, სისხლიანი განავალის და/ან განავალის გაშავების დროს აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტირება.

თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები

ზოგჯერ: სითხის შეკავების გახშირება შეშუპების წარმოქმნით, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერტონიით ან თირკმლების შეზღუდული ფუნქციით: ნეფროზული სინდრომი (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპებები] და შარდთან ერთად ცილის მნიშვნელოვანი გამოყოფა); თირკმლების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციალური ნეფრიტი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლების ფუნქციის მწვავე დარღვევა.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ქსოვილის დაზიანებები (თირკმლის დვრილების ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციები.

შარდის რაოდენობის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება) და ზოგადი ცუდი განწყობილება შეიძლება თირკმლების დაავადებაზე მეტყველებდეს თირკმლების უკმარისობამდე.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას ან გამწვავებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ წამლის მიღება და მიმართოთ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: კანზე გამონაყარი შეწითლებითა და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი). თმების ცვენა (გამელოტება).

გამონაკლის შემთხვევებში, ჩუტყვავილის და წითელი ქარის/შემომსალტველი ლიქენის დროს შესაძლებელია კანის მძიმე ინფექციები და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების განვითარება (იხ. ასევე “ინფექციური პარაზიტული

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათად: აღინიშნებოდა ინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესების გამწვავება (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციტის განვითარება), რაც დაკავშირებული იყო გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მათ შორის მიგ® 400 მგ) გამოყენებასთან. ინფექციის პირველი ნიშნების (მაგალითად, შეწითლება, შესიება, ცხელება, ტკივილი) გამოვლენისას ან მათი გამწვავებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნებოდა თავის ტვინის გარსების ანთების სიმპტომები (ასეპტიური მენინგიტი), როგორებიცაა: თავის ძლიერი ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ცხელება, კეფის კუნთების რიგიდულობა ან ცნობიერების დაბინდვა. მომატებული რისკი დამახასიათებელია სავარაუდოდ პაციენტებისათვის გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებით (დისკოიდური წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზი).

სისხლძარღვების დაავადებები

ძალიან იშვიათად: სისხლის მომატებული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).

იმუნური სისტემის დაავადებები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები)

ზოგჯერ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარითა და ქავილით, ასევე ასთმური შეტევებით (ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული წნევის დაქვეითებით).

ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ ® 400 მგ-ის მიღება.

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი მძიმე რეაქციები. გამოვლინებების შესაძლო ფორმები: სახის, ენისა და ხორხის შესიება სასუნთქი გზების შევიწროებით, ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდეც კი.

ამ სიმპტომთაგან ერთ-ერთის გამოვლენისას, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ® 400 მგ-ის მიღება.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).

ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ფსიქიატრიული დაავადებები

ძალიან იშვიათად: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია. გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.

გაგრძელება

მიაკალციკი® სპრეი – MIACALCIC® NASAL SPRAY – МИАКАЛЬЦИК® СПРЕЙ

საერთაშორისო დასახელება:

CALCITONIN

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ორაგულის სინთეზური კალციტონინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისათვის: შეფუთვაში 1 ფლ.

1 დოზა

ორაგულის სინთეზური კალციტონინი …….   200 სე

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH-ის რეგულაციისათვის), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალციტონინის ყველა მოლეკულა შეიცავს 32 ამინომჟავას ნაშთს ერთ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში, რომელთა თანმიმდევრობა განსხვავებულია სხვადასხვა სახეობებში. ძუძუმწოვრების კალციტონინებთან შედარებით (ადამიანის კალციტონინის ჩათვლით) ორაგულის კალციტონინს გააჩნია უფრო მეტი სიახლოვე რეცეპტორებთან, ამიტომ მისი მოქმედება უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. სპეციფიკურ რეცეპტორებზე ზემოქედებით ორაგულის კალციტონინი ახდენს ოსტეოკლასტების აქტივობის დათრგუნვას, რითაც არსებითად აქვეითებს ძვლოვან ქსოვილში ცვლის სიჩქარეს ნორმალურ დონემდე, რეზორბციის მაღალი სიჩქარით მიმდინარე მდგომარეობის დროს, მაგალითად, ოსტეოპოროზის დროს. როგორც ცხოველებთან, ასევე ადამიანთან ნაჩვენები იყო, რომ მიაკალციკს გააჩნია ანალგეტიკური აქტივობა, რომელიც როგორც ჩანს, განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უშუალო ზემოქმედებით.

მიაკალციკის ნაზალური სპრეის უკვე ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ბიოლოგიური საპასუხო რეაქცია, რომელიც ვლინდება შარდით კალციუმის, ფოსფორისა და ნატრიუმის მომატებული ექსკრეციით (მათი მილაკოვანი რეაბსორბციის დაქვეითების ხარჯზე) და ჰიდროქსიპროლინის ექსკრეციის დაქვეითებით. მიაკალციკის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ძვლოვანი ცვლის ბიოქიმიური მარკერების დონეების არსებით და ხანგრძლივ (მკურნალობის 5 წლის განმავლობაში) დაქვეითებას. როგორებიცაა შრატის C-ტერლოპეპტიდები(8CTX) და ტუტე ფოსფატაზის ძვლის იზოფერმენტები.

მიაკალციკის ნაზალური სპრეის გამოყენება იწვევს წელის მალებში ძვლის მინერალური სიმკვრივის სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდას (1-2%-ით), რომელიც აღინიშნება უკვე მკურნალობის პირველივე წელს და ნარჩუნდება 5 წლამდე. მიაკალციკი უზრუნველყოფს მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას ბარძაყის ძვალში.

მიაკალციკის ნაზალური სპრეის მიღება დღეში 200 სე დოზით იწვევს მალების ახალი მოტეხილობების განვითარების რისკის სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (36%-ით) ავადმყოფთა ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ მიაკალციკს (D ვიტამინის და კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციაში). იმ ავადმყოფების ჯგუფთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (იმავე პრეპარატებთან კომბინაციაში). გარდა ამისა, ავადმყოფთა ჯგუფში, რომლებიც მკურნალობენ მიაკალციკით (D ვიტამინის და კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციაში), აღინიშნება მალების მრავლობითი მოტეხილობების სიხშირის დაქვეითება 35%-ით, შედარებით იმ ავადმყოფთა ჯგუფთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (იმავე პრეპარატებთან კომბინაციაში).

კალციტონინი ამცირებს კუჭის და ეგზოკრინულ პანკრეატულ სეკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა:

რამდენადაც ფარმაკოლოგიურ კვლევებში გამოყენებული რადიოიმუნოლოგიური მეთოდები ხასიათდებიან არაადექვატური მგრძნობელობით და გაურკვეველი სპეციფიკურობით, ინტრანაზალურად გამოყენებული ორაგულის კალციტონინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძნელად ექვემდებარებიან რაოდენობრივ შეფასებას. ინტრანაზალურად გამოყენებული მიაკალციკის ბიოშეღწევადობა შეადგენს 3-5%-ს, პარენტერალურად გამოყენებული პრეპარატის ბიოშეღწევადობასთან მიმართებით. მიაკალციკი სწრაფად შეიწოვება ცხვირის ლორწოვანი გარსიდან და მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პლაზმაში ხდება პირველი საათის განმავლობაში. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 16-43 წუთს. პრეპარატის განმეორებითი მიღების დროს კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატის მიღებისას დოზებში, რომელიც აღემატება რეკომენდებულს, მისი კონცენტრაცია სისხლში უფრო მაღალია (რაც დასტურდება მრუდის “კონცენტრაცია-დრო” ქვემდებარე ფართის გაზრდით), მაგრამ შეფარდებითი ბიოშეღწევადობა არ იზრდება;

პლაზმაში ორაგულის კალციტონინის კონცენტრაციის მონიტორინგი, ისევე როგორც სხვა პოლიპეპტიდური ჰორმონების კონცენტრაციებისა, ნაკლებ ფასეულია, ვინაიდან კონცენტრაციის დონის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ პრეპარატის თერაპიულ ეფექტურობაზე. ამგვარად, მიაკალციკის აქტივობა საჭიროა შეფასდეს ეფექტურობის კლინიკური მაჩვენებლებით.

ჩვენებები:

  • ოსტეოპოროზი;
  • პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის მკურნალობა;
  • ტკივილი ძვლებში, დაკავშირებული ოსტეოპოროზთან და/ან ოსტეოპენიასთან;
  • პეჯეტის დაავადება (მადეფორმირებელი ოსტეიტი);
  • ნეიროდისტროფული დარღვევები (ალგოდისტროფიის ან ზუდეკის დაავადების მსგავსი), განპირობებული სხვადასხვა ეტიოლოგიური და წინასწარგანმწყობი ფაქტორებით, როგორიცაა პოსტტრავმული ოსტეოპოროზი, რეფლექტორული დისტროფია, მხარ-ბეჭის სინდრომი, კაუზალგიები, წამლისმიერი ნეიტროფული დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

ოსტეოპოროზი: რეკომენდებული დოზაა 200 სე დღეში. ძვლოვანი მასის პროგრესირებადი დაკარგვის პროფილაქტიკის მიზნით, მიაკალციკის ნაზალური სპრეის მიღებასთან ერთად რეკომენდებულია კალციუმისა და ვიტამინ D ადექვატური დოზების დანიშვნა.

მკურნალობა ტარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ტკივილი ძვლებში, დაკავშირებული ოსტეოლიზთან და/ან ოსტეოპენიასთან: დღიური დოზა შეადგენს 200-400 სე ყოველდღიურად, დღიური დოზა, რომელიც შეადგენს 200 სე, შესაძლოა მიღებულ იქნას ერთჯერადად. უფრო მაღალი დოზები იყოფა რამოდენიმე მიღებაზე. საჭიროა დოზის კორექტირება ავადმყოფის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

სრული ანალგეტიკური ეფექტის მისაღწევად საჭიროა რამოდენიმე დღე.

ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების დროს საწყის დოზას ჩვეულებრივ ამცირებენ და/ან ზრდიან მიღებებს შორის ინტერვალს.

პეჯეტის დაავადება: პრეპარატი ინიშნება დღიური დოზით 200 სე (ერთად რამდენიმე მიღებაზე), ყოველდღიურად, ზოგ შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა საჭირო იყოს დოზა 400 სე დღეში, რომელსაც ნიშნავენ რამდენიმე მიღებაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 3 თვეს; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაზრდა. ამასთანავე, საჭიროა დოზის კორექტირება ავადმყოფის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა: პეჯეტის დაავადების დროს მიაკალციკით მკურნალობის ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან რამოდენიმე წლამდეა. მკურნალობის ფონზე აღინიშნება სისხლში ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის და შარდში ჰიდროქსიპროლინის ექსკრეციის არსებითი დაქვეითება, ზოგჯერ ნორმალურ მნიშვნელობამდე. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ამ მნიშვნელობების საწყისი დაქვეითების შემდეგ, შესაძლოა მათი ხელახალი გაზრდა. ასეთ შემთხვევებში, ექიმი, კლინიკური სურათის გათვალისწინებით, წყვეტს საკითხს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა და როდის შეიძლება მისი განახლება. მკურნალობის მოხსნიდან ერთი ან რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა კვლავ წარმოიქმნას ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევები; ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ახალი კურსის  ჩატარება.

ნეიროდისტროფული დაავადებები: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. მკურნალობის დაწყება საჭიროა დიაგნოზის დადგენისთანავე. ინიშნება სე/დღეში (ერთ მიღებაზე) ყოველდღიურად, 2-4 კვირის განმავლობაში. შეიძლება დამატებით 200 სე დანიშვნა დღეგამოშვებით, 6 კვრის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის დინამიკის გათვალისწინებით.

შენიშვნა: ხანგრძლივი თერაპიის დროს შესაძლებელია კალციტონინების  მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა, თუმცა კლინიკურ ეფექტურობაზე იგი როგორც წესი, არ მოქმედებს. შეჩვევის ფენომენი, რომელიც აღენიშნებათ ძირითადად პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებს ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების შემდეგ, შესაძლოა იყოს შედეგი შეკავშირების ადგილების გაჯერებისა და როგორც ჩანს, კავშირი არ აქვს ანტისხეულების წარმოქმნასთან. მიაკალციკის თერაპიული ეფექტი აღდგება შესვენების შემდეგ.

მიღება ბავშვებში: ბავშვებში მიაკალციკის ნაზალური სპრეის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, რის გამოც პრეპარატი რეკომენდებული არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის.

მიღება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში: ხანდაზმულ პაციენტებთან მიაკალციკის ნაზალური სპრეის გამოყენების ფართო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული არ ყოფილა პრეპარატის გადაუტანლობა ან დოზირების რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა. იგივე ეხება თირკმელებისა და ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებს, თუმცა სპეციალური კვლევები ამ ჯგუფის ავადმყოფთათვის არ ჩატარებულა.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი რეაქციების სიხშირე შეფასებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად – ≥10%, ხშირად – ≥1%-დან

ადგილობრივი გამოვლინებები: ძალიან ხშირად – რინიტი (მათ შორის სიმშრალე ცხირის ღრუში, შეშუპება და შეგუბებითი მოვლენები ცხვირის ლორწოვანში, ცემინება, ალერგიული რინიტი), არასპეციფიკური სიმპტომები ცხვირის მხრივ (მაგალითად, მტკივნეულობა, პაპულების, ექსკორიაციების წარმოქმნა, უსიამოვნო სუნი, გაღიზიანება, ერითემა);

ხშირად– წყლულოვანი რინიტი, სინუსიტი, სისხლდენა ცხვირიდან.

ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული (შემთხვევათა 80%-ში) და მკურნალობის შეწყვეტას მოითხოვენ 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.

სისტემური გამოვლინებები: ხშირად– სისხლის მოწოლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცელში, ტკივილი ძვლებში და კუნთებში, ფარინგიტი, დაღლილობა, გემოვნების გაუკუღმართება;

ზოგჯერ – არტერიული ჰიპერტენზია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი სახსრებში, ხველა, გრიპისმაგვარი სიმპტომები, შეშუპება (სახის, კიდურების, გენერალიზებული შეშუპებები), მხედველობის დარღვევები.

მიაკალციკის მიღების დროს შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა: კანის გენერალიზებული რეაქციები, სისხლის მოწოლა შეშუპება (სახის კიდურების, გენერალიზული შეშუპებები), არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი სახსრებში, ქავილი. არსებობს ცნობები ანაფილაქსიური ტიპის რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც გამოვლინდნენ ტაქიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიითა და კოლაფსით.

სისტემური არასასურველი ეფექტები იშვიათია მიაკალციკის ინტრანაზალურად მიღების დროს, ვიდრე მისი პარენტერალურად მიღებისას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ორაგულის სინთეზური კალციტონინისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* რამდენადაც ქალებთან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კვლევები არ ჩატარებულა, მოცემული კატეგორიის პაციენტებთან მიაკალციკის ნაზალური სპრეის მიღება რეკომენდებული არ არის.

ცხოველებთან ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიაკალციკს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური თვისებები. გაირკვა, რომ ცხოველებში კალციტონინი აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

* ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ორაგული კალციტონინი ადამიანის რძეში, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ვინაიდან ორაგულის კალციტონინი წარმოადგენს პეპტიდს, არსებობს სისტემური ალერგიული რეაქციების წარმოქმნის ალბათობა.

* არსებობს ცნობები ალერგიულ რეაქციებზე, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის ცალკეული შემთხვევების ჩათვლით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში მიაკალციკის ნაზალური სპრეის მიღების შემდეგ. ორაგულის კალციტონინისადმი ავადმყოფის მომატებული მგრძნობელობის საეჭვო შემთხვევების დროს, მიაკალციკით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს კანის სინჯები.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:

ამჟამად არ გვაქვს მონაცემები მიაკალციკის ნაზალური სპრეის გავლენის შესახებ პაციენტის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიაკალციკის გავლენამ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ავადმყოფის სწრაფი რეაქციების უნარზე. ექიმმა უნდა გააფრთხილოს ავადმყოფი, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ რაიმე მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, მან არ უნდა მართოს ავტომობილი და არ უნდა იმუშაოს მექანიზმებთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ორაგულის კალციტონინთან სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედებების შემთხვევათა შესახებ ცნობები არ არის.

შენახვის პირობები:

ხმარებამდე პრეპარტი საჭიროა შევინახოთ მაცივარში 2-80C ტემპერატურის პირობებში. არ უნდა გაიყინოს, ხმარების დაწყების შემდეგ პრეპარატის მაცივარში შენახვა საჭირო არ არის. გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მიაკალციკი – MIACALCIC – МИАКАЛЬЦИК

საერთაშორისო დასახელება:

CALCITONIN

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ორაგულის სინთეზური კალციტონინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1მლ, შეფუთვაში 5ც.

1 ამპ.

ორაგულის სინთეზური კალციტონინი …….. 100სე

 

ვრცლად მიაკალციკი სპრეი(დოზირება,მიღების წესი განსხვავებული)

მეცეტამი – MECETAM – МЕЦЕТАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი. ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 6 ც.

1 კაფს.

პირაცეტამი …………     400 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თავის ტვინზე უშუალო ზეგავლენით მეცეტამი ახდენს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას, აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს შესწავლის უნარს, როგორც ჯანმრთელ, ასევე პათოლოგიური ცვლილებების მქონე პაციენტებში სედაციური და ფსიქომასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე.

მეცეტამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ტვინში აგზნების გავრცელების სიჩქარის შეცვლის გზით, ასევე, აუმჯობესებს რა მიკროცირკულაციას, გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.

მეცეტამი ასტიმულირებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს, რაც იწვევს ტვინის ქსოვილების მდგრადობის ზრდას ჰიპოქსიისა და ტოქსიური ზემოქმედების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

მეცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და აღწევს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. მათ შორის, თავის ტვინის ქსოვილებში. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას დოზით 2 გ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (40-60 მკგ/მლ) განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ხოლო ლიქვორში 2-8 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს.

მეცეტამი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, არ ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას და ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით. სისხლიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს, ხოლო ლიქვორიდან 6-8 საათს და უფრო ხანგრძლივია თირკმელების უკმარისობის დროს.

  • ჩვენებები:
  • იშემიური ინსულტის შედეგები (გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, მეტყველების მოშლა, აქტივობის შემცირება, ემოციური სფეროს დარღვევები).
  • ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღნიშნებათ მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს);
  • კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობები, გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში (ავადმყოფებში მოძრაობისა და ფსიქიკური აქტივობის ამაღლების მიზნით);
  • ნერვული სისტემის დაავადებები, რასაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება;
  • დამხმარე საშუალების სახით ეპილეფსიის, ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული დაავადებების, ნეიროლეპტიკებისა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების აუტანლობის დროს;
  • აბსტინენციური, პრე- და დელირიოზული მდგომარეობები და ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის  დროს;
  • თანდაყოლილი ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობები, სამშობიარო ტრავმით გამოწვეული ტვინის პერინატალური დაზიანებები ბავშვებში, ოლიგოფრენია, გონებრივი განვითარების შეფერხება, ბავშვებში ცერებრალური დამბლა;
  • კორტიკალური მიოკლონია;
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის კომპლექსური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას მეცეტამი ჩვეულებრივ ინიშნება საწყისი სადღეღამისო დოზით 1.2 გ, რომელიც მიიღება სამ მიღებაზე, ხოლო შემდეგ დოზა იზრდება 2.4 გ-მდე, ზოგჯერ კი 3.2 გ-მდე დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი, როგორც წესი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზა მცირდება 1.2-1.6 გ-მდე დღე-ღამეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა განმეორებით ტარდება.

მწვავე მდგომარეობების მკურნალობისას შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის დოზის მომატება.

გვერდითი მოვლენები:

მეცეტამის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, აგზნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული სექსუალური აქტივობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:

მეცეტამი წარმოადგენს არატოქსიკურ პრეპარატს. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება ან მათი რაოდენობის გაზრდა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მეცეტამის გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელ საშუალებებთან ერთად ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტები.

– პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეპტიკების, პერორალური ანტიკოაგულანტების ცენტრალური მოქმედებას (ტრემორი, შფოთვა და სხვა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მექსიდოლი 5% 2მლ – MEXIDOL 5% 2ml – МЕКСИДОЛ 5% 2мл

ქიმიური დასახელება:

6-მეთილ-2-ეთილპირიდინ-3-სუქცილი.

მწარმოებელი: , PHARMASOFT, რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5% ხსნარი 2 მლ. ამპულებში. ერთი ამპულა შეიცავს 100+10 მგ. მექსიდოლს და  საინექციო წყალს.

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭირვალე სითხეს 2 მლ. ამპულებში.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტი, ანტიჰიპოგლიკომიური, ნოოტროპული და ტრანკვილიზური საშუალება.

ფარმაკოდინამიკა:

მექსიდოლი მიეკუთვნება ჰეტეროარომატულ ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტს. იგი ზრდის სტრესის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას, ავლენს ანქსიოლიზურ მოქმედებას და არ გააჩნია საძილე და მიორელაქსანტური ეფექტი. პრეპარატს გააჩნია ნოოტროპული თვისებები. იგი ხელს უწყობს ხანდაზმულობითა და სხვადასხვა პათოგენური ფაქტორებით გამოწვეულ შესწავლის უნარისა და მახსოვრობის აღდგენას. პრეპარატი ავლენს კრუნჩხვენის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ანტიჰიპოქსანტურ თვისებებს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას, აქვეითებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილების მეტაბოლიზმსა და მათ სისხლით მომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს. იგი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ხელს უწყობს სისხლის უჯრედების მემბრანული სტრუქტურების სტაბილიზაციას (ერითროციტებისა და თრომბოციტების). მექსიდოლს გააჩნია ჰიპოლიპიდემური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას. მექსიდოლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აინჰიბირებს ცხიმების დაჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდოქსიდაზას აქტივობას, შესაბამისად ცხიმებისა და ცილების აქტივობას, ამცირებს მემბრანის სიბლანტეს და აუმჯობესებს მის თვისებებს. მექსიდოლი ხელს უწყობს მემბრანო –დამოკიდებულ ფერმენტების აქტივობის მოდულაციას (კალციუმდამოუკიდებელ ფოსფოდიეთსერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქონილესტერაზას), რეცეპტორულ კომპლექსებს (ბენზოდიაზეპინების, გაემ-ის, აცეტილქოლინის), რაც ზრდის მათ ლიგანდებთან შეკავშირების უნარს. იგი უზრუნველყოფს ბიომებრანების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნების, ნეირომედიატორების ტრანსპორტისა და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესების უნარს. მექსიდოლი ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას. იგი ზრდის აერობული გლიკოლიზის კომპენსატირულ აქტივაციას, აქვეითებს კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვის ხარისხს, ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის და კრეატინინფოსფატის რაოდენობის გაზრდით.

ფარმაკოკინეტიკა:

მექსიდოლი სწრაფად შეიწოვება ინექციის შემდეგ. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეაგენს 0,08-0,1 სთ-ს.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 0,46-0,5 სთ-ს შემდეგ. მექსიდოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმყოფება 50-დან 100 ნგ/მლ დიაპაზონში.

მექსიდოლი ორგანიზმში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და წარმოქმნის მის გლუკუნოროკონიუგირებულ პროდუქტს. პრეპარატის 0,3 % ორგანიზმიდან ექსკრერირდება უცვლელი სახით საშუალოდ 12 სთ-ის განმავლობაში, ხოლო 50 % გლუკურონოკონიუგატის სახით.

მექსიდოლი და მისი გლუკურონოკონიუგატები შედარებით ინტენსიურად ექსკრერირდებიან პრეპარატის მიღებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში. მექსიდოლის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებსა და მათ კონიუგირებელი მეტაბოლიტებს გააჩნია მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.

გამოყენების ჩვენება:

ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანმხლებია განგაშის სინდრომი;

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკურატორული დისტონია; სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები (ფსიქოორგანული სინდრომი და ასტენიური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში მწვავე და ქრონიკული დარღვევებით, აგრეთვე ნეიროინფექციებითა და ინტოქსიკაციებით, ატროფიული პროცესებით);

ხანდაზმულებში მახსოვრობისა და ინტელექტუალური უკმარისობის სამკურნალოდ;

ექსტრემალური ფაქტორების ზემოქმედებისას;

ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია მსგავსი ვეგეტატიური დარღვევები.

უკუჩვენებები:

ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დარღვევები, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მექსიდოლი ინიშნება კუნთებსა და ვენაში (წვეთოვანით და ნაკადით). დოზა დგინდება ინდივიდუალურად. ინფუზიური წესით პრეპარატის შესაყვანად საჭიროა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში. მკურნალობა იწყება დოზით 50-100 მგ 1-3 ჯერ დღეში, დოზას თანდათანობით ზრდიან სასურველი შედეგის მიღწევამდე. მექსიდოლი ნაკადით შეჰყავთ ნელა 5-7 წთ-ის განმავლობაში, წვეთოვანი – 40-60 წვეთი/წუთში სიჩქარით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800მგ-ს.

თავის ტვინის მწვავე დარღვევისას მექსიდოლი კომპლექსური თერაპიის სახით პირველი 2-4 დღის განმავლობაში გამოიყენება ვენაში წვეთოვანი გზით 200-300 მგ ერთხელ დღე-ღამეში, შემდგომში კუნთებში  დოზით 100 მგ 2-3-ჯერ  დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს. დისცირკულური ენცეფალოპათიის დეკონპრესაციის ფაზის დროს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი ან ნაკადით დოზით 100 მგ 2-3ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.

დისცირკულური ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში დოზით 100 მგ 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში. ხანდაზმულ პაციენტებში მსუბუქი ფორმის კოგნიტური დარღვევისას და განგაშის მდგომარეობის დროს პრეპარატი ინიშნება კუნთებში დღე-ღამეში დოზით 100-300 მგ 14-30 დღის განმავლობაში.

ალკოჰოლური სინდრომის აბსტინენციის დროს მექსიდოლი შეჰყავთ დოზით 100-200 მგ კუნთებში 2-3-ჯერ ან ვენაში 1-2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში. ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს პეპარატი შეჰყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

მუცლის ღრუს მწვავე ფორმის ჩირქოვან–ანთებითი პროცესების (მწვავე ფორმის ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) დროს პრეპარატი ინიშნება პირველსავე დღეს როგორც ოპერაციამდე, ასევე  ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ფორმაზე. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხდება თანდათანობით, კლინიკურ-ლაბორატორიული დადებითი ეფექტის შემდეგ.

მწვავე ფორმის პანკრეატიტის დროს მექსიდოლი ინიშნება დოზით 100 მგ სამჯერ დღეში, ვენაში წვეთოვანი გზით(ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთებში.

მსუბუქი ფორმის ნეკროზული პანკრეატიტის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ ვენაში და კუნთებში დოზით 100-200 მგ 3-ჯერ დღეში. საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს – 200მგ 3-ჯერ დღეში ვენაში. მძიმე ფორმის დროს – მკურნალობის დასაწყისში 800 მგ დღეში ორმაგი შეყვანის რეჟიმით, შემდგომში დოზით 300 მგ 2-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით. დაავადების უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობისას საწყისი დოზა შეადგენს 800 მგ-ს დღეში პანკრეატოგენური შოკის კუპირებამდე, შემდგომში 300-400 მგ 2-ჯერ დღეში ვენაში.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად – გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

მექსიდოლის კომბინაცია სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან, აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლლიზური, ანტიპარკინსონული საშუალებებისა და კარბამაზეპინის მოქმედებას, პრეპარატი ამცირებს ეთილის სპირტის ტოკსიკურ მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:

2 მლ 5% ხსნარი ამპულებში, #10 შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ბ სია.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტით

მექსიდოლი – MEXIDOL – МЕКСИДОЛ

ქიმიური დასახელება: 6-მეთილ-2-ეთილპირიდინ-3-სუქციდი

მწარმოებელი: “მირ-ფარმი” რუსეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები

1 ტაბ. შეიცავს

მექსიდოლი ………. 0,125 გ

დამხმარე ნოვთიერებები: კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, კალციუმის სტეარატი, ტალკი; ტვინი -80, ტიტანის ორჟანგი.

აღწერა: პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის გარსით დაფარულ ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტს, რომლის ბირთვი ნაცრისფერია, ხოლო ბირთვის შიგთავსი – მოთეთრო ფერის.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტი, ანტიჰიპოგლიკემიური, ნოოტროპული და ტრანკვილიზური საშუალება..

ფარმაკოდინამიკა:

მექსიდოლი მიეკუთვნება ჰეტეროარომატულ ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტს. იგი ზრდის სტრესის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას, ავლენს ანქსიოლიზურ მოქმედებას და არ გააჩნია საძილე და მიორელაქსანტური ეფექტი. პრეპარატს გააჩნია ნოოტროპული თვისებები. იგი ხელს უწყობს ხანდაზმულობითა და სხვადასხვა პათოგენური ფაქტორებით გამოწვეულ შესწავლის უნარისა და მახსოვრობის აღდგენას. პრეპარატი ავლენს კრუნჩხვენის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ანტიჰიპოქსანტურ თვისებებს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას, აქვეითებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილების მეტაბოლიზმსა და მათ სისხლით მომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს. იგი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ხელს უწყობს სისხლის უჯრედების მემბრანული სტრუქტურების სტაბილიზაციას (ერითროციტებისა და თრომბოციტების). მექსიდოლს გააჩნია ჰიპოლიპიდემური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას. მექსიდოლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აინჰიბირებს ცხიმების დაჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდოქსიდაზას აქტივობას, შესაბამისად ცხიმებისა და ცილების აქტივობას, ამცირებს მემბრანის სიბლანტეს და აუმჯობესებს მის თვისებებს. მექსიდოლი ხელს უწყობს მემბრანო –დამოკიდებულ ფერმენტების აქტივობის მოდულაციას (კალციუმდამოუკიდებელ ფოსფოდიეთსერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქონილესტერაზას), რეცეპტორულ კომპლექსებს (ბენზოდიაზეპინების, გაემ-ის, აცეტილქოლინის), რაც ზრდის მათ ლიგანდებთან შეკავშირების უნარს. იგი უზრუნველყოფს ბიომებრანების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნების, ნეირომედიატორების ტრანსპორტისა და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესების უნარს. მექსიდოლი ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას. იგი ზრდის აერობული გლიკოლიზის კომპენსატირულ აქტივაციას, აქვეითებს კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვის ხარისხს, ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის და კრეატინინფოსფატის რაოდენობის გაზრდით.

ფარმკოკინეტიკა:

მექსიდოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ნახევრადგამყოფის პერიოდი შეადგენს 0,08-0,1 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზამში აღინიშნება 0,46-0,5 სთ-ის შემდეგ. მექსიდოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმყოფება 50-დან 100ნგ/მლ დიაპაზონში.

მექსიდოლი ორგანიზმში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და წარმოქმნის მის გლუკურონოკონიუგირებულ პროდუქტს.

პრეპარატის 0,3% ორგანიზმიდან ექსკრეგირდება უცვლელი სახით საშუალოდ 12 სთ-ის განმავლობაში, ხოლო 50% გლუკურონოკონიუგატის სახით. მექსიდოლი და მისი გლუკურონოკონიუგატები შედარებით ინტენსიურად ექსკრეგირდებიან პრეპარატის მიღებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში.

მექსიდოლის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებსა და მათ კონიუგირებელ მეტაბოლიტებს გააჩნია მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.

გამოყენების ჩვენება:

ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანმხლებია განგაშის სინდრომი;

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკულატორული დისტონია;

სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები (ფსიქორგანული სინდრომი და ასტენიური დარღვევებიო, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში მწვავე და ქრონიკული დარღვევებით, აგრეთვე ნეიროინფექციებითა და ინტოქსიკაციებით, ატროფიული პროცესებით);

ხანდაზმულებში მეხსიერებისა და ინტელექტუალური უკმარისობის სამკურნალოდ;

ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დარღვევები, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მექსიდოლი ინიშნება პერორალურად, დოზა დგინდება პაციენტის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ.

მკურნალობა იწყება დოზით 0,25-0,5 გ, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,25-0,5 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო – 0,8 გ-ს.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე. განგაშით, ვეგეტატიური დისფუნქციით და კოგნიტური დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კურირებისას მექსიდოლი გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში.

პრეპრატრტის  მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით, 2-3 დღის განმავლობაში დოზის შემცირებით.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად – გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

მექსიდოლი კომბინაცია სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან, აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური, ანტიპარკინსონული საშუალებებისა და კარბამაზეპინის მოქმედებას, პრეპარატი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:

0,125 გ შემოგარსული ტაბლეყტები #10 1, 2, 3, ან 6 კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპრატურაზე. ბ სია.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტით.

მექსიბათი (ტაბ.) – MEXIBAT (tab) – МЕКСИБАТ (таб)

გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

2-ეთილ-6-მეთილ-3-ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი.

მწარმოებელი: ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა

სამკურნალო ფორმა:

0,125 მგ ტაბლეტები

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი  ………….  100მგ,

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მექსიბათი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას.

პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით-ნეიროლეპტიკებით).

მექსიბათის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით.

პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.

ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ–ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში; თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში.

მექსიბათს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური  სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის  ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს,  ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. მექსიბათის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები.

ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

მექსიბათის 400-500მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში.

სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.

კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს  0,7-1,3 საათს.

სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით – უცვლელი სახით.

ჩვენებები:

– თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;

– დისცირკულარული ენცეფალოპათია;

– ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;

– ათეროსკლეროზული გენეზის  მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;

– მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;

– აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;

– მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;

– მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მიღების წესი და დოზები:

საინიექციო ხსნარი შეყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთობრივად). საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად, პათოლოგიისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. საწყისი დოზა 50-100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში დოზის თანდათანობითი ზრდით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-800 მგ.

მექსიბათი ნაკადით შეყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში;  წვეთობრივად – სიჩქარით  40-60 წვეთი/წთ.

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევებისას მექსიბათი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 2-4 დღეს ვენაში წვეთობრივად 200-300 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ- კუნთებში 100 მგ 3-ჯერ  დღე-ღამეში.  მკურნალობის კურსის   ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში მექსიბათი ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთობრივად დოზით 100 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ-კუნთებში 100 მგ დღე-ღამეში, მომდევნო 14 დღის განმავლობაში.

დისცირკულარული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის კურსის ჩასატარებლად პრეპარატი ინიშნება კუნთებში დოზით 100მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.

მსუბუქი კოგნიტური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მექსიბათი ინიშნება კუნთებში დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.

ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს მექსიბათი შეყავთ ვენაში წვეთობრივად დოზით 100-200 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში ან  კუნთებში 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.

ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს მექსიბათი შეყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში

მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან–ანთებითი პროცესების დროს (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) მექსიბათს ნიშნავენ პირველ დღე-ღამეს, როგორც ოპერაციის წინა, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.

მწვავე შეშუპებული (ინტერსტიციალური) პანკრეატიტის დროს მექსიბათს ნიშნავენ 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში.

ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს მექსიბათს ნიშნავენ  დოზით 100-200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში

ნეკროზული პანკრეატიტის საშუალო სიმძიმის ფორმის დროს –200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად.

ნეკროზული პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს – დოზით 800მგ პირველ დღე-ღამეს ორჯერადი შეყვანის რეჟიმში. შემდეგ – 300მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

ნეკროზული პანკრეატიტის უკიდურესად მძიმე ფორმის დროს საწყისი დოზა შეადგენს 800მგ დღე-ღამეში პანკრეატული შოკის მდგრად კუპირებამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ – 300-400მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

თერაპიის კურსს ასრულებენ სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ მდგრადი კლინიკურ – ლაბორატორიული ეფექტის მიღწევის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

უკუჩვენებები:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა;

საბავშვო ასაკი;

ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი;

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული გამოყენებისას მექსიბათი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას.

ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:

5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისაგან.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

საინიექციო ხსნარი – მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25°С.

ვარგისიანობის ვადა:

საინიექციო ხსნარი – 3 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მექსიბათი (საინექციო) – MEXIBAT (2ml) – МЕКСИБАТ (2мл)

გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

2-ეთილ-6-მეთილ-3-ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი.

მწარმოებელი: ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა

სამკურნალო ფორმა:

5% საინიექციო ხსნარი 2მლ ამპულებში.

შემადგენლობა:

1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი …………..  100მგ,

დამხმარე ნივთიერება:

საინიექციო წყალი – 2 მლ-მდე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მექსიბათი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას.

პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით – ნეიროლეპტიკებით).

მექსიბათის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით.

პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.

ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ–ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში;   თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში.

მექსიბათს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური  სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის  ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს,  ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. მექსიბათის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები.

ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

მექსიბათის 400-500მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში.

სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.

კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს  0,7-1,3 საათს.

სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით – უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
  • დისცირკულარული ენცეფალოპათია;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისთონია;
  • ათეროსკლეროზული გენეზის  მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
  • მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
  • აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
  • მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
  • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მიღების წესი და დოზები:

საინიექციო ხსნარი შეყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთობრივად). საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად, პათოლოგიისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.

საწყისი დოზა 50-100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში დოზის თანდათანობითი ზრდით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-800 მგ.

მექსიბათი ნაკადით შეყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში;  წვეთობრივად _ სიჩქარით  40-60 წვეთი/წთ.

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევებისას მექსიბათი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 2-4 დღეს ვენაში წვეთობრივად 200-300 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ- კუნთებში 100 მგ 3-ჯერ  დღე-ღამეში.  მკურნალობის კურსის   ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში მექსიბათი ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთობრივად დოზით 100 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ-კუნთებში 100 მგ დღე-ღამეში, მომდევნო 14 დღის განმავლობაში.

დისცირკულარული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის კურსის ჩასატარებლად პრეპარატი ინიშნება კუნთებში დოზით 100მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 Dდღის განმავლობაში.

მსუბუქი კოგნიტური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მექსიბათი ინიშნება კუნთებში დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.

ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს მექსიბათი შეყავთ ვენაში წვეთობრივად დოზით 100-200 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში ან  კუნთებში 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.

ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს მექსიბათი შეყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში

მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) მექსიბათს ნიშნავენ პირველ დღე-ღამეს, როგორც ოპერაციის წინა, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.

მწვავე შეშუპებული (ინტერსტიციალური) პანკრეატიტის დროს მექსიბათს ნიშნავენ 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში.

ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს მექსიბათს ნიშნავენ  დოზით 100-200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში

ნეკროზული პანკრეატიტის საშუალო სიმძიმის ფორმის დროს –200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად.

ნეკროზული პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს – დოზით 800მგ პირველ დღე-ღამეს ორჯერადი შეყვანის რეჟიმში. შემდეგ – 300მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

ნეკროზული პანკრეატიტის უკიდურესად მძიმე ფორმის დროს საწყისი დოზა შეადგენს 800მგ დღე-ღამეში პანკრეატული შოკის მდგრად კუპირებამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ – 300-400მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

თერაპიის კურსს ასრულებენ სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ მდგრადი კლინიკურ- ლაბორატორიული ეფექტის მიღწევის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

უკუჩვენებები:

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა;

* ბავშვთა ასაკი;

* ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული გამოყენებისას მექსიბათი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას.

ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:

საინიექციო ხსნარი: 5% ხსნარი  2მლ ამპულებში.

5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისაგან.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

საინიექციო ხსნარი – მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25°С.

ვარგისიანობის ვადა:

საინიექციო ხსნარი – 3 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მექსავიტი – MEXAVIT – МЕКСАВИТ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: MERCKLEE

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება (არანარკოტიკული ანალგეტიკი+ვიტამინი)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ………….     500 მგ

ასკორბინის მჟავა ……….     200 მგ

 

ვრცლად პანივიტი C ვიტამინით

Don`t copy text!