Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 540

მეტრო-ადნექს-ინელი – METRO-ADNEX-INJEEL – МЕТРО-АДНЕКС-ИНЪЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Apis mellifica D10 ………………………..0.1 მლ
Apis mellifica D30 ………………………..0.1 მლ
Apis mellifica D200 ………………………0.1 მლ
Lachesis mutus D10 ……………………..0.1 მლ
Lachesis mutus D30 ……………………..0.1 მლ
Lachesis mutus D200 ……………………0.1 მლ
Lachesis mutus D1000 ………………….0.1 მლ
Lilium lancifolium D10 …………………..0.1 მლ
Lilium lancifolium D30 …………………..0.1 მლ
Lilium lancifolium D200 ………………….0.1 მლ
Lycopodium clavatum D10 ………………0.1 მლ
Lycopodium clavatum D30 ……………..0.1 მლ
Lycopodium clavatum D200 …………….0.1 მლ
Lycopodium clavatum D1000 …………..0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D10 …………0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D30 …………0.1 მლ
Hydrargyrum bichloratum D200…………0.1 მლ
Pulsatilla pratensis D10 …………………0.15 მლ
Pulsatilla pratensis D30 …………………0.15 მლ
Pulsatilla pratensis D200 ……………….0.15 მლ
Pulsatilla pratensis D1000 ………………0.15 მლ
Vespa crabro 10 ………………………….0.15 მლ
Vespa crabro30 …………………………..0.15 მლ
Vespa crabro200 ………………………….0.15 მლ
Cimicifuga racemosaD10 ……………….0.2 მლ
Cimicifuga racemosaD30 ……………….0.2 მლ
Cimicifuga racemosaD200 ………………0.2 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამინის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის  ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები და ფუნქციის დარღვევები;
  • ადენექსიტი, პარამეტრიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, ვაგინიტი, კოლპიტი, დუგლასის აბსცესი;
  • წინამენსტრუალური ტკივილები, დისმენორეა, საკვერცხეთა ფუნქციური დარღვევები, კლიმაქტერული პერიოდი, კლიმაქტერული ნევროზები.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტრისოლო – METRYSOL – МЕТРИСОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი ………….   500 მგ

ვრცლად ტრიხოპოლი

მეტოქსატი – METHOXATE – МЕТОКСАТ

საერთაშორისო დასახელება:

METHOTREXATE

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: მეტოტრექსატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკანცეროგენული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ

1 მლ 1 ფლ.

მეტოტრექსატი …………..  25 მგ 50 მგ

 

ვრცლად მეთოტრექსატი–ებევე

მეტოკლოპრამიდი – METOCLOPRAMID – МЕТОКЛОПРАМИД

საერთაშორისო დასახელება:

METOCLOPRAMID

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი ……..  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, პოლივინილ-პიროლიდონს, მაგნიუმის სტეარატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტოკლოპრამიდი მასტიმულირებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის მოტორიკაზე, ზრდის რა საყლაპავის შეკუმშვის სიხშირესა და ხანგრძლივობას. ამაღლებს კუჭის შეკუმშვების ამპლიტუდასა და ტონუსს, მოქმედებს მომადუნებლად პილორუსის სფინქტერის და 12-გოჯა ნაწლავის კუნთებზე ასტიმულირებს 12-გოჯა და მსხვილი ნაწლავების პერისტალტიკას. რაც შედეგად აჩქარებს კუჭის, 12-გოჯა ნაწლავის და ნაწლავების დაცლას.

მეტოკლოპრამიდი წარმოადგენს დოფამინ რეცეპტორების ანტაგონისტს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედება იწყება პერორალურად მიღებიდან 30-60 წუთის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5-6 სთ თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის ქალის რძეში.

ჩვენებები:

საყლაპავ-კუჭის რეფლუქსი: მეტოკლოპრამიდი განკუთვნილია საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის მოკლევადიანი (4-12 კვირა) მკურნალობისათვის იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონვენციალურ მკურნალობის მეთოდებს, როგორებიცაა დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა. პრეპარატი აქრობს რეფლუქსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან დღის განმავლობაში.

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტის დროს: მეტოკლოპრამიდი ასუსტებს სიმპტომებს, რომლებიც ჩნდებიან მწვავე და ქრონიკული კუჭის მოქმედების დარღვევების დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორალურად 10-15 მგ (1-1.5 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არა უმეტეს 12 კვირისა.

იმ შემთხვევაში, თუ რეფლუქსთან დაკავშირებული სიმპტომები ვლინდება არარეგულარულად, დროდადრო, ან გარკვეული დროს, პრეპარატი უნდა მივიღოთ ამ სიმპტომების დაწყებამდე 20 მგ (2 ტაბ.) ერთჯერადად. ასეთ შემთხვევებში მეტოკლოპრამიდით ხანგრძლივი მკურნალობა მიუღებელია.

ასაკოვან პაციენტებში მეტოკლოპრამიდის ერთჯერადი დოზა შესაძლოა შევამციროთ 5 მგ-მდე (1/2 აბ.)

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში: პერორალურად 10 მგ (1 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ გათვალისწინებით მიღწეული შედეგებისა 2-8 კვირიანი მკურნალობის შედეგად.

– მეტოკლოპრამიდით მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისას.

დოზირება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობების დროს: მეტოკლოპრამიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ პრეპარატის დოზა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წთ საჭიროა მეტოკლოპრამიდის მიიღება განახევრებული დოზით, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში პრეპარატის დოზის ცვლილება აუცილებელი არაა.

დოზირება ბავშვებში: ბავშვებში ტაბლეტირებული მეტოკლოპრამიდის მიღება არარეკომენდებულია.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზირებაზე.

ცნს-ის მხრივ ყველაზე ხშირია: აფორიაქება, ძილიანობა, დაღლილობა. იშვიათ შემთხვევებში უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, დეპრესია თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილებით, მხედველობის დარღვევა, კუნთური ტონუსის შეცვლა, მოძრაობების შენელება, კანკალი, ნიღაბისებური სახე, ენის, ტუჩების, ყბების, სახსრების უნებლიე მოძრაობები. მენსტრუალური ციკლის გაქრობა, რძის გაქრობა გინეკომასტია, იმპოტენცია, არტერიული წნევის დაცემა; ჰიპერტონია, ტაქიკარდია, გულის რიტმის შემცირება 50/წთ.

გულის რევა, დიარეა; შარდის შეუკავებლობა ან ხშირი შარდვა; ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი ბრონქიალური ასთმით დაავადებულებში, იშვიათად -ენის და ხორხის შეშუპება; პორფირია.

უკუჩვენებები:

მეტოკლოპრამიდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში:

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენების, გაუვალობის და პერფორაციის შემთხვევაში;

* პიგმენტის მშთანთქმელი სიმსივნის შემთხვევაში, რამდენადაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი;

* მეტოკლოპრამიდისადმი მაღალი მგრძნობელობისა და აუტანლობისას ეპილეფსიით დაავადებულებში ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ექსტრაპირამიდული სიმპტომები და გააძლიერონ კონვულსიები და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ექიმის შეხედულებით აუცილებელია.

ლაქტაცია: მეტოკლოპრამიდი აღწევს ქალის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* დეპრესიით (განსაკუთრებით საშუალო და მძიმე ფორმებისას) დაავადებულ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ მიდრეკილება თვითმკვლელობისადმი, მეტოკლოპრამიდით მკურნალობამ  შეიძლება დაავადების რეციდივი გამოიწვიოს. მკურნალობის დაწყებისას საჭიროა გავზომოთ მკურნალობის პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის დაწყებიდან 24-48 საათში შესაძლოა გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები კუნთური ტონუსის დარღვევის ფორმით, სახსრების უნებლიე მოძრაობები, სახის გამრუდება. ასეთი სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში და ახალგაზრდებში, აგრეთვე პრეპარატის მიღებისას ღებინების საწინააღმდეგოდ კიბოს შემთხვევაში.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს პარკინსონიზმის სიმპტომები, რომლებიც ქრებიან მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 თვის შემდეგ.

* ასაკოვან პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში შეიძლება გამოვლინდეს დისკინეზია, ხშირად შეუქცევადიც. ასეთი სიმპტომები იშვიათად ვლინდებიან პრეპარატის ხანმოკლე და მცირე დოზებით მიღების შემთხვევაში.

* თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მეტოკლოპრამიდით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოკალემია, რამდენადაც პრეპარატი ზრდის პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციას და ამცირებს ნატრიუმის გამოყოფას.

პრეპარატის ზემოქმედება ტრანსპორტის მართვაზე, მექანიკური მოწყობილობების და ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე: მეტოკლოპრამიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომლებიც არღვევენ ფსიქოფიზიკურ ამტანიანობას. ამიტომ საშიშია ტრანსპორტის მართვის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტიქოლინერგული პრეპარატები და ოპიოიდები ამცირებენ მეტოკლოპრამიდის მოტორიკულ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

– მეტოკლოპრამიდი აძლიერებს ალკოჰოლისა და ბარბიტურატების მოქმედებას, ასევე იმ პრეპარატებისა, რომლებიც მოქმედებენ დეპრესიულად ცნს-ზე.

– აქვეითებს დიგოქსინის  შეწოვას და აძლიერებს შემდეგი პრეპარატების შეწოვას: ტეტრაციკლინი, პარაცეტამოლი, ამპიცილინი, აცეტილსალიცილის მჟავა, ეთანოლი, ციკლოსპორინები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მიაკითხოთ ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს. დიალიზი საშუალებას იძლევა მეტოკლოპრამიდის მხოლოდ მცირე რაოდენობის ელიმინაციისა და ამიტომ ჭარბი დოზირების მკურნალობაში დიდ როლს არ ასრულებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტიპრედი – METYPRED – МЕТИПРЕД

საერთაშორისო დასახელება:

METHILPREDNISOLONE

მწარმოებელი: ORION CORPORATOIN

მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მეთილპრედნიზოლონი ………….  4 მგ

 

ვრცლად მედროლი

მეტეოსპაზმილი – METEOSPASMYL – МЕТЕОСПАЗМИЛ

საერთაშორისო დასახელება:

ALVERINE; SIMETHICONE

მწარმოებელი: Laboratoires Mayoly Spindler, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ალვერინი+სიმეტიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და აირგამდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ალვერინის ციტრატი ……….          60 მგ

სიმეტიკონი ……………………       300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტეოსპაზმილი კომბინირებული პრეპარატია.

ალვერინის ციტრატი იწვევს:

1. უჯრედის მემბრანის ნატრიუმის არხების ბლოკირებას, ამის გამო ნატრიუმის იონების მოხვედრა უჯრედში, მაშასადამე, კალციუმისაც (კუნთოვანი უჯრედის მემბრანის დეპოლარიზაციის გამო) ხდება შეუძლებელი; ამ პროცესების შედეგად  მნიშვნელოვნად მცირდება კუნთოვანი შეკუმშვის ძალა (პირდაპირი ეფექტი). ალვერინის ციტრატი აღმოფხვრავს კალციუმის იონების გამოთავისუფლებას უჯრედშიდა დეპოდან და იწვევს რეცეპტორდამოკიდებული არხების ნეირორეცეპტორების ბლოკირებას (არაპირდაპირი ეფექტი).

2. ვისცერული ჰიპერმგრძნობელობის შემცირება: ა) პარიეტული მექანორეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება (ანტისპასტიკური მოქმედების შედეგად, მცირდება წნევა ნაწლავის კედელზე) => ტკივილის ზღვარის გაზრდა; ბ) იწვევს აცეტილქოლინის მოხვედრის ბლოკირებას ნერვულ სინაფსებში (ისე როგორც, იწვევს კალციუმის არხების ბლოკირებას ნერვულ უჯრედებში) =>არღვევს ტკივილის შესახებ ინფორმაციის გადაცემის პროცესს ცნს-ში. გ) ალვერინის ციტრატი წარმოადგენს სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტს. ურთიერთქმედება სეროტონინის რეცეპტორებთან (5HTIA და HT3, რომლებიც ლოკალიზებულია მგრძნობელობითი (აფერენტული) ნეირონების დაბოლოებებზე კნტ), იწვევს ნერვული იმპულსების გადაცემის ბლოკირებას პერიფერიულ და/ან ცენტრალურ ნერვულ ცენტრთან, რის შედეგსაც წარმოადგენს ტკივილის მგრძნობელობის შემცირება.

სიმეტიკონი ამცირებს გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რაც იწვევს მათ გახეთქვას და ქაფის დალექვას. ქაფის დალექვა ამცირებს გაზის საერთო მოცულობას, რაც აჩქარებს გაზის ტრანზიტს ნაწლავებიდან და მათ ექსკრეციას. სიმეტიკონი ამცირებს სანათურშიდა წნევას და ამის შედეგად ხდება ტკივილის შემცრება. იგი წარმოქმნის დამცავ გარსს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს მას აგრესიული ფაქტორებისაგან.

ჩვენებები:

  • ფუნქციური ხასიათის ნაწლავური დარღვევები და განსაკუთრებით, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი (გნს) (ტკივილი, ტრანზიტის დარღვევა, შებერილობა);
  • მეორადი სპაზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანული დაავადებებისას;
  • მეტეოსპაზმილი ნაჩვენებია მუცლის ღრუს ორგანოების მომზადებისას რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

– მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის – 1 კაფსულა 2-3-ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეტაციკლინი – METACYCLINE – МЕТАЦИКЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტეტრაციკლინის ჯგუფის ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. აქტიურია, მოქმედებს როგორც გრამ-დადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელიც, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი; კლოსტრიდია, ლისტერია, ციმბირის წყლულის გამომწვევი ჩხირი), ასევე გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებისადმი (ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, რიკეტსია, სპიროქეტა, კლებსიელა), ასევე მგრძნობიარეა რიკეტსიის, ქლამიდიისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების – შავი ჭირის, ტულარემიას, ბრუცელოზის, ქოლერის მიმართ, აქვს ბაქტერიოსტატული მოქმედება.

ჩვენებები

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ანგინა, ქოლეცისტიტი, პიელონეფრიტი, ნაწლავური ინფექციები, ენდომეტრიტი, გონორეა, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, ოსტეომიელიტი, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციური პროცესების დროს მოზრდილებში ინიშნება 150 მგ დღეში ოთხჯერ ან 300 მგ დღეში ორჯერ, დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.2 გ 8-12 წლის ასაკის ბავშვებში -7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე განაწილებული 2-4 მიღებაზე. მეტაციკლინი ინიშნება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია – გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქციები;

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანდიდოზი, ნაწლავური დისბაქტერიოზი;

ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის ტრანზიტორული მატება.

უკუჩვენებები

* პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა – ტეტრაციკლინისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ბავშვთა ასაკი 8 წლამდე;

* ფეხმძიმობა;

* ღვიძლის ფუნქციათა მნიშვნელოვანი დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები

მეტაციკლინის დანიშვნა ანტაციდებთან და რკინის პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ისინი ხელს უშლიან მის აბსორბციას.

მესპორინი – MESPORIN – МЕСПОРИН

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: MEPHA-PHARMA, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინი. გახანგრძლივებული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ლიდოკაინი 1% ამპულაში 3.5 მლ) კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის დინატრიუმის მარილი …………1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული აქტივობა განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. in vitro ცეფტრიაქსონი აქტიურია მთელი რიგი გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, გამოირჩევა მაღალი გამძლეობით β-ლაქტამაზების მიმართ, როგორიცაა პენიცილინაზები და ასევე ცეფალოსპორინაზები.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატს ახასიათებს 100% ბიოშეღწევადობა კუნთებში შეყვანისას. პარენტერული გამოყენებისას პრეპარატი სწრაფად აღწევს ქსოვილებში, სადაც მისი ბაქტერიციდული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.

ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს. მოზრდილებში პრეპარატის 50%-60% განიცდის ელიმინაციას შარდით, ხოლო 40-50% – ნაღველით. ნაწლავების ფლორა გარდაქმნის ცეფტრიაქსონს არააქტიურ მეტაბოლიტებად. ახალშობილ ბავშვებში მიღებული დოზის 70% გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები:

  • სეფსისი;
  • მენინგიტი;
  • მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები);
  • ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების და ჭრილობების ინფექციები;
  • თირკმელების და შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციები;
  • სასუნთქი გზების ინფექციები;
  • პოსტოპერაციული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში -1-2 გ ერთხელ დღეში. მძიმე ინფექციის შემთხვევაში დღეღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე.

ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: ახალშობილები 2 კვირამდე – 20-50 მგ/ კგ წონაზე დღეღამის ერთჯერადი დოზა.

ბავშვებში 3 კვირიდან 12 წლამდე – 20-80 მგ/კგ წონაზე დღეღამის ერთჯერადი დოზა.

ხანდაზმულებში – მოზრდილის ჩვეულებრივი დოზა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, ცეფტრიაქსონით მკურნალობა გრძელდება დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების გაქრობის შემდეგ 48-72 საათში.

– ექსპერიმენტში მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ აღმოჩენილი სინერგიზმი ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონის მოქმედებას შორის. ეს უნდა გავითვალისწინოთ ძლიერი ინფექციის დროს, რომელიც გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa-თი. ეს ორი პრეპარატი გამოიყენება ცალკეული რეკომენდებული დოზებით.

სპეციალური ინსტრუქცია დოზირების შესახებ:

მენინგიტი: ბაქტერიული მენინგიტის დროს ჩვილებში და ბავშვებში ერთჯერადი დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ/კგ. მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციის შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება.

გონორეა: გონორეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 250 მგ ცეფტრიაქსონის 1 ინექცია კუნთებში.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცეფტრიაქსონის 1-2 გ ერთჯერადად 30-90 წუთით ადრე ოპერაციამდე კოლორექტალური ჩარევისას რეკომენდებულია ცეფტრიაქსონისა და 5-ნიტროიმიდაზოლის პარალელური გამოყენება.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით საჭიროა ცეფტრიაქსონის დოზის კორექცია კრეატინინის მაჩვენებლების მიხედვით.

– ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის დროს ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში მოწმდება რეგულარულად. ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, საჭიროებენ პრეპარატის დამატებით დოზის კორეგირებას ჰემოდიალიზის შემდეგ. ასეთ ავადმყოფებში ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის შრატში მუდმივად უნდა შემოწმდეს, რადგანაც პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი იცვლება.

კუნთებში ინექცია: 1 გ ცეფტრიაქსონი იხსნება 3.5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში. ინექცია კეთდება ღრმად დუნდულოში. შეიძლება მხოლოდ 1გ პრეპარატის შეყვანა თითოეულ დუნდულოში. ლიდოკაინის ხსნარი არ გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის.

ინტრავენური ინექცია: ცეფტრიაქსონის 1 გ იხსნება 10 მლ საინექციო წყალში. ინექცია ვენაში კეთდება ძალიან ნელა, 2-4 წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

სისტემური გვერდითი მოვლენები:

ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება სტომატიტი, გლოსიტი.

ჰემატოლოგიური ცვლილებები: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

რეაქცია კანის მხრივ: ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა.

სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, ოლიგურია, სისხლში კრეატინინის დონის გაზრდა, შემცივნება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

– არსებობს მონაცემები ისეთ იშვიათ გვერდით მოვლენებზე, როგორიცაა: ფსევდომემბრანული კოლიტი და პროთრომბინული ინდექსის გაზრდა.

ადგილობრივი გვერდითი მოვლენები: ფლებიტი, მისი თავიდან აცილება შეიძლება ინექციის დროის გახანგრძლივებით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობის I ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის II და III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სარგებლიანობისა და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ცეფტრიაქსონით მკურნალობისას არ არის გამორიცხული ანაფილაქსიური შოკის განვითარება, რომლის დროსაც საჭიროა შეყვანილი იქნას ინტრავენურად ადრენალინი და შემდეგ გლუკოკორტიკოიდი.

* იშვიათად, ნაღვლის ბუშტის სონოგრამაზე აღინიშნება ცვლილებები, რომლებიც მოწმობენ ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას. ეს მდგომარეობა ცვალებადია და ქრება ცეფტრიაქსონის დოზის შემცირების, ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია არაოპერაციული სიმპტომური მკურნალობა.

* In vitro კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ცეფტრიაქსონს, როგორც სხვა ცეფალოსპორინებს, შეუძლია ბილირუბინის გამონთავისუფლება სისხლის შრატის ალბუმინებისაგან, ამიტომ ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ დღენაკლულ ახალშობილებში პრეპარატის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო. სიფრთხილეა საჭირო თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევისას.

* ცეფტრიაქსონით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცეფტრიაქსონისა და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. არ მოიპოვება მონაცემები იმაზე, რომ პრეპარატი აძლიერებს ამინოგლიკოზიდების ტოქსიკურ ზემოქმედებას თირკმელებზე.

– ცეფტრიაქსონის გამოყენებისას არ აღინიშნება დისულფირამის მსგავსი ეფექტები.

– ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილტიოთრიაზოლოლს, რომელიც იწვევს ეთანოლის აუტანლობას და სისხლდენას, რომლებიც აღინიშნება სხვა ცეფალოსპორინებით მკურნალობისას.

– პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე. არ შეიძლება ცეფტრიაქსონის ხსნარის შერევა ან შეყვანა ერთდროულად სხვა ხსნარებთან ან ანტიმიკრობულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მერცის სპეციალური დრაჟე – MERZ SPEZIAL DRAGEE – СПЕЦИАЛЬНЫЕ ДРАЖЕ МЕРЦ

მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 60 ც.

1 დრაჟე.

β-კაროტინი ………………………….0.90 სე
ვიტამინი A აცეტატი …………………1500 სე
Saccharomyces cerevisie
საფუარას მშრალი ექსტრაქტი ……….
100მგ
ვიტამინი B1 ნიტრატი ……………….1.20 მგ
ვიტამინი B2 …………………………1.60 მგ
ნიაცინამიდი ………………………….10 მგ
ბიოტინი …………………………….0.01 მგ
L-ცისტინი …………………………..30 მგ
ვიტამინი B6 ჰიდროქლორიდი ……..1.20 მგ
ვიტამინი B12 ციანო კომპლექსი ……0.002 მგ
კალციუმის D ………………………..3.00 მგ
ვიტამინი C …………………………..75.00 მგ
ვიტამინი D3 ………………………….50 სე
ვიტამინი E …………………………..9.00 მგ
რკინის (II) ფუმარატი ………………20.00 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, არაბიკ გუმი,   ცელულოზას ფტალატის აცეტატი, E172 გლუკოზის სიროფი, ინდიგოტინი, სიმინდის სახამებელი, კარნაუბას ცვილი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.

რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ინარჩუნებს ეპითელიალური უჯრედების მთლიანობას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციის მიმართ და თავისი ანტიოქსიდაციური ფუნქციის წყალობით ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, მოქმედებს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

თიამინი (ვიტამინი B1) თამაშობს მთავარ როლს ნახშირწყლოვან ცვლაში, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში.

კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) თამაშობს მთავარ როლს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.

ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.

ჩვენებები:

ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა:

  • მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილებით, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში;
  • გადატანილი დაავადებების შემდეგ;
  • ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპია;
  • არასაკმარისი კვება (დიეტა, შიმშილობა);
  • ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორალურად).

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. A და D ვიტამინების ჰიპერდოზირება.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეროპენემი – MEROPENEM – МЕРОПЕНЕМ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბიოტიკი კარბაპენემის ჯგუფიდან, მდგრადია ბეტა-ლაქტამაზებისადმი. იმიპენემთან შედარებით უფრო სტაბილურია დეჰიდროპეპტიდაზა I მიმართაც;

მოქმედების მექანიზმი ბაქტერიებში უჯრედული კედლის სინთეზის დარღვევითაა განპირობებული, გამოირჩევა უჯრედულ კედლებში პენიცილინდამაკავშირებელ ცილებთან (PBP) შებმის უნარით; აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი აერობული და ანაერობული ბაქტერიული შტამების წინააღმდეგ.

მეროპენემისადმი მდგრადია Xanthomonas maltophilia, Enterococcus faecium, სტაფილოკოკის მეტიცილინრეზისტენტული შტამები.

ფარმაკოკინეტიკა

ვენაში ან კუნთებში შეყვანის შემდეგ კარგი შეღწევადობით გამოირჩევა ორგანიზმის უმრავლესობა ქსოვილებსა და სითხეებში, ცერებროსპინალური სითხის ჩათვლით მენინგიტით დაავადებულებში. მეტაბოლიზმის შედეგად ერთი არააქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება. ელიმინაციის ნახევარპერიოდი ვენაში შეყვანის პირობებში 1 სთ-ის ტოლია, კუნთებში შეყვანის შემდეგ – 1.5 სთ-ის.

ჩვენებები

  • ვენაში შესაყვანად: მეროპენემისადმი მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე მიკრობით გამოწვეული, მძიმედ მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, როგორიცაა პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონიის ჩათვლით; ინფექცია საშარდე გზებში, მუცლის ღრუში, მცირე მენჯის ორგანოებში (ენდომეტრიტის ჩათვლით), კანსა და რბილ ქსოვილებში. მენინგიტი, სეპტიცემია.
  • კუნთებში შესაყვანად: ქრონიკული ბაქტერიული ბრონქიტის გამწვავება, საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები.

დოზირების რეჟიმი

ვენაში შესაყვანი დოზა ზრდასრულებში 500 მგ-დან 2 გ-მდე ფარგლებშია შეყვანის სიხშირე და მკურნალობის ვადები ინდივიდუალურად დგინდება ჩვენებებისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

ბავშვებში 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის შემთხვევაში 10-12 მკგ/კგ ყოველ 8 საათში;

50 კგ მეტი მასის შემთხვევაში დოზები იგივეა, რაც ზრდასრულებში; კუნთებში შესაყვანად ზრდასრულებში – 500 მგ ყოველ 8 საათში, ხანდაზმულ ავადმყოფებში – 500 მგ ყოველ 12 საათში.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელ სისტემაში: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სისხლში ბილირუბინის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზასა და ლაქტატდეჰიდროგენაზას დონეების შექცევადი (დროებითი) მატება.

სისხლის წარმომქმნელ სისტემაში: შექცევადი თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ნეიტროპენია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.

ნერვულ სისტემაში: თავის ტკივილი, პარესთეზიები;

ქიმიოთერაპიული მოქმედებით განპირობებული მოვლენები: პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

ადგილობრივი რეაქციები: ანთება, თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილზე ტკივილი.

სხვა: ზოგიერთ შემთხვევაში კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი სინჯი.

უკუჩვენებები

* ჭარბი მგრძნობელობა მეროპენემისადმი და კარბაპენემის ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ექსპერიმენტული გამოკვლევით ნაჩვენებია, რომ მეროპენემი დედის რძეში გადადის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში მეროპენემის გამოყენება დასაშვებია, თუ დედისათვის ნავარაუდევი სამკურნალო ეფექტი ნაყოფისა ან ბავშვისათვის მოსალოდნელ რისკზე მნიშვნელოვანი იქნება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილით უნიშნავენ მეროპენემს ღვიძლის დაავადების შემთხვევაში;

♦ Pseudomonas aeruginosa მიერ გამოწვეული ინფექციის დროს სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებებში.

♦ თირკმლის ფუნქციური მოშლილობის პირობებში საჭიროა დოზების კორექცია კრეატინინის კლირენსის შესაბამისად, ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის განსაზღვრაა აუცილებელი მკურნალობის პერიოდში.

♦ თუ ანამნეზში აღნიშნული იყო ჭარბი მგრძნობელობის რეაქცია პენიცილინებზე, კარბაპენემებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე, მოსალოდნელია ამგვარი რეაქციების გამოვლინება მეროპენემის მიმართაც.

♦ მეროპენემით მკურნალობის შედეგად ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკით მკურნალობის შემთხვევებში მოსალოდნელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება.

♦ არაა რეკომენდებული გამოყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

♦ სიფრთხილეა საჭირო ნეფროტოქსიკური მოქმედების პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– არაა რეკომენდებული პრობენეციდთან ერთდროული გამოყენება. ვინაიდან აქტიურ მილაკოვან სეკრეციაში მათ შორის კონკურენცია წარმოიშობა და შესაბამისად მეროპენემის ექსკრეცია შეფერხდება, რასაც მისი გამოდევნის ნახევარპერიოდის გახანგრძლივება და პლაზმაში კონცენტრაციის მატება მოჰყვება.

Don`t copy text!