Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 544

მეგალეტინი – MEGALETIN – МЕГАЛЕТИН

შემადგენლობა: ვიტამინი C(L-Askorbic acid), მიკროკრისტალური ცელულოზა, ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate), ლუთეინი, თუთია (zinc gluconate), მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი (vitis vinifera) რომელიც შეიცავს 95% პროანტოციანიდინს, ზეაქსანტინი, კარტოფილის სახამებელი, მშრალი მოცვის ექსტრაქტი რომელიც შეიცავს 25% ანტოციანიდს, პროვიტამინი A(β-carotene) , ვიტამინი B6(pyridoxine hydrochloride),  ვიტამინი B12(cyanocobalamine)

შემადგენლობა

ერთ აბი შეიცავს

დღის ნორმა %

ვიტამინი C( L-ascorbic acid)

32 მგ

40%

ლუთეინი

10 მგ

-

თუთია (Zinc gluconate)

1,43 მგ (10მგ)

100%

ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate)

6 მგ

50%

მშრალი მოცვის ექსტრაქტი

5 მგ (300მგ)

-

მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი

5 მგ

-

პროვიტამინი A(β-carotene)

2,5 მგ

50%

ზეაქსანტინი

1 მგ

-

ვიტამინი B6(pyridoxine hydrochloride)

1 მგ

71%

ვიტამინი B2(Riboflavin)

0.8 მგ

57%

ვიტამინი B1(Thiamine hydrochloride)

0.7 მგ

64%

B12(cyanocobalamine)

0.5 მგ

20%

თვისებები: მეგალეტინში შემავალი ინგრედიენტები, როგორიც არის: თუთია, რიბოფლავინი და ვიტამინი A,  გვეხმარება შევინარჩუნოთ მახვილი მხედველობა. უფრო მეტიც ვიტამინი C, ვიტამინი E, თუთია და რიბოფლავინი იცავენ მთელი სხეულის უჯრედებს ოქსიდაციური ( თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა) სტრესისაგან. ვიტამინები C, B6, B12, და რიბოფლავინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

მეგალეტინი ასევე შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანტინს, ევროპული მოცვისაგან მიღებულ ანტოციანინს, ყურძნის კურკისგან მიღებულ პროანტოციანინს და ვიტამინ B1-ს.   ბეტა კაროტინი (β-carotene) A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად მოსაპოვებელი ფორმაა, ხოლო მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ A ვიტამინი კომბინაციაში რიბოფლავინთან და თუთიასთან ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

ჩვენება:

მეგალეტინი რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც შედიან მხედველობის დაქვეითების რისკ ჯგუფში: დიდი ხნის მანძილზე კომპიუტერთან მუშაობა, დაბალი ან ცვალებადი შუქის ზეგავლენა, ხანგძლივი დროის მანძილზე კითხვა, ავტომობილის მართვა, მზის სხივის პირდაპირი ზემოქმედება თვალის გარსზე

მიღების წესი და დოზირების მეთოდი :

1        აბი 1 ჯერ დღეში

რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისათვის

განსაკუთრებული მითითებები:

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინების დღიური ნორმის შესავსებად ან დიეტის დაცვის მიზნით.

უკუჩვენება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.   მეგალეტინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  # 30 აბი.(3,6 გ.)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

მეგავიტი– პრენატალი – MEGAVIT Prenatal – МЕГАВИТ ПРЕНАТАЛ

მწარმოებელი:

Media Corporation,.  ნიუ-იორკი, აშშ.

შემედგენლობა და გამოშვების ფორმა:

შეფუთვა შეიცავს 3 ბლისტერს, თითოში 10 ტაბლეტი.

მეგავიტ პრენატალის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინ A (რეტინოლი)

1500 მე

ვიტამინ C (ასკორბინის მჟავა)

100 მგ

ვიტამინ D3

250 მგ

ვიტამინ E (ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი)

30 მგ

ვიტამინ B1 (თიამინი)

3 მგ

ვიტამინ B2 (რიბოფლავინი)

3,4 მგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

ვიტამინ B6 (პირიდოქსინი)

6 მგ

ფოლის მჟავა

0,8 მგ

ვიტამინ B12 (ციანოკობალამინი)

6 მკგ

ბიოტინი (ვიტამინ H)

0.03 მგ

პანთოტენის მჟავა

10 მგ

კალციუმი

250 მგ

მაგნიუმი

50 მგ

რკინა

18 მგ

თუთია

15 მგ

მანგანუმი

4,5 მგ

იოდი

0,15 მგ

სელენიუმი

0,025 მგ

ქრომი

0,025 მგ

ჩვენებები:

მეგავიტ პრენატალი შეიცავს ვიტამინების და მინერალების იმ დონეს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ორსულთათვის და მეძუძური დედებისათვის.

უკუჩვენებები:

მეგავიტ პრენატალის გამოყენება უკუნაჩვენებია A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის დროს, პაციენტებში თირკმელის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გვერდითი მოვლენები:

მეგავიტ პრენატალს ახასიათებს კარგი ამტანობა.

დოზირების რეჟიმი:

ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, წყლის მიყოლებით, სასურველია ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.

ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გადაამეტებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

შენახვის ვადა:

24 თვე

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მეგავიტი– კარდიო – MEGAVIT Cardio – МЕГАВИТ КАРДИО

მწარმოებელი:

Media Corporation , ნიუ-იორკი, აშშ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დღიური ფიზიოლოგიური დოზის %

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი A ---------------------- 2500მე --------------------- 50%

ვიტამინი C ------------------------ 50მგ ----------------------  83%

ვიტამინი E -----------------------  10მგ ---------------------   33%

ვიტამინი B6 ---------------------  1,5მგ ---------------------  75%

ფოლიუმის მჟავა ---------------  0,3მგ ---------------------  75%

ვიტამინი B12 -------------------- 1მკგ ----------------------   50%

სელენიუმი ------------------------ 0,1მგ --------------------  100%

ჩვენება:

  • ვიტამინების დეფიციტის  შესავსებლად.

უკუჩვენება:

* პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ  მომატებული მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი:

ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ.

შენახვის პირობები:

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.

ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გადაამეტებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის ვადა:

30 თვე

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მეგადინი პრონატალი – MEGADYN PRONATAL – МЕГАДИН ПРОНАТАЛ

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac.San, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინები

ვიტამინი A ..................4000სე
ვიტამინი B1..................1.6 მგ
ვიტამინი B2 .................1.8 მგ
ვიტამინი B6 .................2.6 მგ
ვიტამინი B12 ................4.0 მგ
ვიტამინი C ..................100.0 მგ
ვიტამინი D2 .................500 სე
ვიტამინი E ...................15.0 მგ
ბიოტინი D ..................0.2 მგ
კალციუმის
D-პანთოტენატი .............
10.0 მგ
ფოლის მჟავა ................0.8 მგ
ნიკოტინამიდი ..............19.0 მგ

მინერალები

კალციუმი ...............125.0 მგ
მაგნიუმი ................100.0 მგ
ფოსფორი ..............125.0 მგ
რკინა ....................60.0 მგ

ოლიგო-ელემენტები

სპილენძი ...............1.0 მგ
მანგანუმი ...............1.0 მგ
თუთია ..................7.5 მგ

საღებავებად გამოყენებულია ტიტანის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეგადინი პრონტალი ორსულებისათვის სპეციალურად შექმნილი პრეპარატია და გამოიყენება პრეგესტაციურ (ორსულობის წინა), გესტაციურ (ორსულობის) და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდებში.

პრეგესტაციური პერიოდი: მეგადინი პრონატალი აკმაყოფილებს მომავალი დედების მოთხოვნას ვიტამინებისა და მინერალებზე; უზრუნველყოფს ორგანიზმში მათი ბალანსის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი ამცირებს ჩანასახის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკსა და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ორსულობის არასასურველი სიმპტომების სიხშირეს, როგორიციაა სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის რევა, ღებინება.

როგორც წესი, ჩანასახის ნერვული ღეროს დეფექტი ორსულობის პირველ კვირებში ვითარდება. ამიტომ ორსულობისწინა პერიოდი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და მეგადინი პრონატალის მიღება რეკომენდებულია ამ პერიოდში ყველა ქალისთვის, რომელიც გეგმავს ორსულობას.

ორსულობის მეორე ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი აკმაყოფილებს ამ პერიოდში ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებულ მოთხოვნილებებს და ხელს უშლის ორგანიზმის რეზერვების გამოფიტვას ორსულებში.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი უზრუნველყოფს ვიტამინების, მინერალებისა და ოლიგო-ელემენტების ოპტიმალურ ბალანსს ორგანიზმში, რითაც ამზადებს ორსულს მშობიარობისათვის.

მშობიარობის შემდეგ მეგადინი პრონატალი ასევე სწრაფად აღადგენს დედის ორგანიზმში რკინის მარაგს (როგორც წესი, რკინის აღნიშნული დოზა ხასიათდება კარგი ტოლერანტობით), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტნატალურ პერიოდში.

ლაქტაცია: მეგადინი პრონატალი აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და ხელს უწყობს ახალშობილის უფრო სრულყოფილ განვითარებას.

მეგადინი პრონატალში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ვიტამინი A (რენიტოლი): წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს. ის აუცილებია თვალის ბადურა გარსის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე მონაწილეობს ძვლების განვითარებაში, სათესლეებისა და საკვერცხეების ფუნქციონირებაში, ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებაში, ეპითელიუმის წარმოქმნასა და დიფერენციაციაში. ვიტამინი A ნაკლებობისას კერატომალაცია, ქსეროფთალმია და “ღამის სიბრმავე’ ვითარდება.

ვიტამინი B1 (თიამინი): წყალში ხსნადი ვიტამინია; მონაწილეობს ნახშირწყლოვან მეტაბოლიზმში. მისი ნაკლებობისას დაავადება ბერიბერი ან ვერნიკეს ენცეფალოპათია ვითარდება.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. ის აუცილებელია ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, აგრეთვე მონაწილეობს პირიდოქსინის აქტივაციაში, ტრიპტოფანის ნიაცინად გარდამოქმნასა და ერითროციტების მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებაში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში, აგრეთვე ხელს უწყობს ტრიპტოფანის ნიაცინად ან სეროტონინად გარდაქმნას,  გლიკოგენის დაშლას, გლიცინის წარმოქმნას და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამა-ამინოერბოს მჟავის წარმოქმნას.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილოვან, ნახშიორწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში, აგრეთვე ორგანიზმის ზრდაში, უჯრედთა პროლიფერაციაში, ჰემოპოეზში და ნუკლეოპროტეინებისა და მიელინის სინთეზში.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): წყალში ხსნადი ვიტამინია. აუცილებელია კოლაგენის სინთეზისათვის და ქსოვილების რეგენერაციისათვის. ასევე მონაწილეობს ნახშირწყლოვან ლიპიდურ და ცილოვან ცვლაში, კარნიტინის სინთეზში. იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, სეროტონინის მეტაბოლიზმსა და არტერიების სტრუქტურის დაცვაში. ვიტამინი C აგრეთვე ზრდის არა-ჰემური რკინის შეწოვას ორგანიზმში. ვიტამინი C დეფიციტისას ვითარდება სურავანდი.

ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი): ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან და მონაწილეობს მათ მეტაბოლიზმში, აუცილებელია ძვლების კალციფიკაცისისათვის. ვიტამინი D2 პარათირეოიდული ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად არეგულირებს კალციუმის დონეს პლაზმაში და განაპირობებს კალციუმის გადასვლას ძვლებიდან პლაზმაში. ვიტამინი D2 დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს და მოზრდილებში - ოსტეომალაციას.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი): ცხიმში ხსნადი ვიტამინია. წარმოადგენს რა ანტიოქსიდანტს, იცავს უჯრედული მემბრანის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს და სხვა სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ასევე უზრუნველყოფს ერითროციტების ჰემოლიზისაგნ დაცვას.

ბიოტინი ვიტამინი H: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; მონაწილებოს ცილოვან, ნახშრიწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში.

პანთოტენის მჟავა წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; წარმოადგენს კოენზიმ A-ს წინამორბედს და მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ მეტაბოლიზმში. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტეროიდების პორფირინების, აცეტილქოლინისა და სხვა სუბსტანციების სინთეზში. ითვლება, რომ პანთოტენის მჟავა აუცილებელია ეპითელიუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ფოლის მჟავა: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად და მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან, ლიპიდურ ცვლასა და ერითროპოეზში.

ნიკოტინამიდი (ნიაცინი): წყალში ხსნადი B  ჯგუფის ვიტამინია; აუცილებელია ქსოვილებში ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისთვის, გლიკოგენოლიზისთვის, პურინის მეტაბოლიზმისთვის. მისი დეფიციტი იწვევს პელაგრას განვითარებას;

კალციუმი: მინერალი, რომელიც მონაწილეობს ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციური სტაბილურობის შენარჩუნებაში. აუცილებელია გულისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სუნთქვის აქტისთვის, სისხლის შედედებისათვის, უჯრედული მემბრანებისა და კაპილარების განვლადობისათვის. კალციუმი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერებისა და ჰორმონების სინთეზსა და დეპონირებაში. ამინომჟავების მეტაბოლიზმში ვიტამინის B12 შეწოვასა და გასტრინის სეკრეციაში.

რკინა: მინერალი, რომელიც ძირითად როლს ასრულებს ორგანიზმში ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში, როგორც კოფაქტორი მონაწილეობს მრავალრიცხოვან ფერმენტულ რეაქციებში. ამის გარდა, რკინა მონაწილეობს კატექლოამინების მეტაბოლიზმსა და ნეიტროფილების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

მაგნიუმი: აუცილებელია ძვლების და კბილების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. ასევე მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში და გულის რიტმის რეგულაციაში.

ფოსფორი: აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. ასევე მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში და გულის რიტმის რეგულაციაში.

სპილენძი: აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისათვის და თმის, კანისა და თვალების ნორმალური პიგმენტაციისათვის; სპილენძი ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვას და გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი; თუთიასა და მანგანუმთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

მანგანუმი: აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდის, განვითარებისა და რეპროდუქციისათვის, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედებაც; სპილენძსა და თუთიასთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

თუთია: აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდის, განვითარებისა და რეპროდუქციისათვის, მონაწილეოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ჭრილობის შეხორცებაში, გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტიც, მანგანუმთან და სპილენძთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

მეგადინი პრონატალში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ვიტამინი A (რეტინოლი) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა და მლივი ნაწლავიდან შეწოვისათვის აუცილებელია ნაწლავის სანათურში ნაღვლის მჟავების, პანკრეატული ლიპაზას, ცილებისა და ცხიმების არსებობა. ვიტამინი A ჭარბი რაოდენობა, რომლის შეწოვაც არ მოხდა, გამოიყოფა განავალთან ერთად. ვიტამინი A განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი B1 (თიმინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ალკოჰოლი ხელს უშლის თიამინის შეწოვას. ვიტამინი B1 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ორგანიზმში ვიტამინი B1 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ალკოჰოლი ხელს უშლის რიბოფლავინის შეწოვას. ვიტამინი B2 ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი B2 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლები გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით მლივი ნაწლავიდან. ვიტამინის B6 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი B6 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან, განსაკუთრებით თეძოს ნაწლავიდან. ვიტამინი B12 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ორგანიზმში ვიტამინი B12 განიცდის ბიოტრანსფოომაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან ერთად.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით მლივი ნაწლავიდან. მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შეწოვა შემცირდეს. ვიტამინი C ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი C განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი): შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. ვიტამინი D2 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლსა და თირკმელებში. ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ტოკოფეროლის შეწოვისათვის აუცილებელია ნაღვლის მარილები, ცხიმები და პანკრეასის ნორმალური ფუნქციონირება. ვიტამინი E განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ბიოტინი (ვიტამინი H): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოტინის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

პანთოტენის მჟავა: შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორგანიზმში არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. გამოიყოფა შარდით.

ფოლის მჟავა: შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ფოლის მჟავის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ფოლის მჟავა განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ნიკოტინამიდი (ნიაცინამიდი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიკოტინამიდის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ნიკოტინამიდი განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

კალციუმი: კალციუმი ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავში. მისი ოპტიმალური აბსორბციისათვის აუცილებელია ვიტამინი D არსებობა. კალციუმის შეწოვა მატულობს ჰიპოკალცემიისა და კალციუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღების დროს. კალციუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად განავლით და აგრეთვე შარდითაც.

რკინა: ძირითადად შეიწოვება 12-გოჯა და მლივი ნაწლავიდან. რკინის აბსორბცია მაქსიმალურია მისი ორვალენქტიანი (Fe++) ფორმების მიღებისას და აგრეთვე უზმოზე. როგორც წესი, რკინის შეწოვა იზრდება ორგანიზმში მისი დეფიციტის დროს; რკინა ორგანიზმში აკუმულირდება ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და მოცირკულირე სისხლში. ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა ხდება სხვადასხვა გზით, როგორიცაა განავალი, შარდი და ოფლი.

მაგნიუმი: კარგად შეიწოვება მლივ და თეძოს ნაწლავში. გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ფოსფორი: გასტროინტესტინური ტრაქტიდან ფოსფორის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D არსებობა. გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

სპილენძი: უმთავრესად აბსორბირდება კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან. როგორც წესი, სპილენძის შეწოვა იზრდება ორგანიზმში მის დეფიციტის დროს.

ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა ხდება სხვადასხვა გზით, როგორიცაა განავალი, შარდი და ოფლი.

მანგანუმი: შეწოვის ინტენსივობა არ არის მაღალი, რადგან, მანგანუმი ენეტეროჰეპატური ცირკულაციის სუბსტრატს წარმოადგენს.

თუთია: თუთია ძირითადად შეიწოვება 12-გოჯა და თეძოს ნაწლავიდან. ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლითა და შარდით.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ზოგადი დეფიციტის პრევენცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ამ დროს მათზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო და აღნიშნული დეფიციტით განპირობებული არასასურველი მოვლენების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ არ არსებოს ექიმის განსაკუთრებული მითითება მოზრდილებმა უნდა მიიღონ ერთი ტაბლეტი დღეში საუზმის დროს.

ორსულებს, რომლებსაც დილის საათებში აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება, მეგადინი პრონატალი უნდა მიიღონ სადილობის დროს.

გვერდითი მოვლენები:

მეგადინი პრონატალი ხასიათდება მაღალი ამტანობით. მისი გამოყენების დროს იშვიათად შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, მაგალითად ყაბზობა. აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს წამლის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* A და D ჰიპერვიტამინოზი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები;

* რკინის დეპონირებისა და უტილიზაციის დარღვევების მქონე პირები;

* ჰიპერკალციემიისა და/ან ჰიპერკალციურიის მქონე პაციენტები;

* პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე პირები.

ორსულობა და ლაქტაცია:

მეგადინი პრონატალი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, გესტაციური კატეგორია - B.

განსაკუთრებული მითითებები:

* მეგადინი პრონატალი უნდა გამოვიყენოთ რეკომენდებული დოზით.

* პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზის განვითარება.

* მეგადინი პრონატალი არ უნდა გამოვიყენოთ სხვა ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჭარბი დოზირება:

მეგადინი პრონატალის რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში ინტოქსიკაციის განვითარება არ არის მოსალოდნელი.

თუმცა მეგადინი პრონატალის ძალიან მაღალი ერთჯერადი ან მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნები მასში ცხიმში ხსნადი ვიტამინების A და D შემცველობის გამო.

ვიტამინი A ერთჯერადი დოზის მიღება, 1 500.000 სე მოზრდილებში და 75.000-350.000 სე ბავშვებში, იწვევს მწვავე ინტოქსიკაციის განვითარებას.

ვიტამინი A გამოიყენება, დღიური დოზით 25.000 სე მოზრდილებში და 18.000-50.000 სე ბავშვებში, რამდენიმე თვის განმავლობაში იწვევს ქრონიკული ინტოქსიკაციის განვითარებას.

ვიტამინი A ჭარბი დოზირების დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, გაბრუება, მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, კანის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ვიტამინი D გამოიყენება, დღიური დოზით 2000 სე მოზრდილებში და 1800 სე ბავშვებში, ზრდის ინტოქსიკაციის განვითარების რისკს.

ვიტამინი D ჭარბი დოზირების დამახასიათებელი ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კალციუმის ჩალაგება შინაგან ორგანოებში (თირკმელებში).

დოზის გადაჭარბების დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენება ტეტრაციკლინებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი შესაძლო ურთიერთქმედების გამო.

- თუ მეგადინი პრონატალი და ტეტრაციკლინები თანადროულად გამოიყენება, ამ ორი მედიკამენტის მიღებას შორის ინტერვალი 2 სთ მაინც უნდა იყოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეგადინი – MEGADYN – МЕГАДИН

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინები:

ვიტამინი A ....................................10.000სე
ვიტამინი B1 ...................................20 მგ
ვიტამინი B2 ...................................5 მგ
კალციუმის პანთოტენატი ....................11.6 მგ
ვიტამინი B6 ...................................10 მგ
ვიტამინი B12 ..................................0.005 მგ
ვიტამინი C ....................................150 მგ
ვიტამინი D3 ...................................500 სე
ვიტამინი E ....................................10 მგ
ბიოტინი ......................................0.25 მგ
ნიკოტინამიდი ...............................50 მგ

მინერალები

რკინა .........................10 მგ
ფოსფორი ....................25.8 მგ
კალციუმი ....................50 მგ
მაგნიუმი .....................36.2 მგ
მანგანუმი ....................0.5 მგ
სპილენძი.....................1 მგ
თუთია .......................0.5 მგ
მოლიბდენი ..................0.1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეგადინი ვიტამინებისა და მინერალების მაღალეფექტური კომპლექსია.

ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციებისაგან დაცვაში და ადამიანის სიბნელეში ადაპტაციის პროცესებში.

ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისაგან და მაშასადამე, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესში, კოლაგენის სინთეზში, კბილებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში განაპირობებს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას.

B ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.

ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აუცილებელ კონცენტრაციას სისხლში, უნარჩუნებს ძვლებსა და კბილებს ნორმალურ მდგომარეობას;

ნიკოტინამიდი და ბიოტონი ასრულებენ მთავარ როლს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში.

ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის.

თუთია, მოლიბდენი, მანგანუმი და მაგნიუმი წარმოადგენენ უჯრედების სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტებს.

ჩვენებები:

  • მასშტაბური ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ;
  • მძიმე დამწვრობები;
  • ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები;
  • შეწოვის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან;
  • ყველა იმ მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კანისმხრივი ალერგიული რეაქციები და ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ, არაკონტროლირებად მიღებასთან.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ვიტამინის B1 ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (განსაკუთრებით ვიტამინები -A და D) შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერვიტამინოზის განვითარებამდე.

ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ვიტამინი A მაღალი დოზებით გამოყენებამ (50000 სე 18 თვის განმავლობაში) არ გამოიწვია ტერატოგენული ეფექტი.

* ორსულებში კლინიკური კვლევების სიმცირის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 500 სე.

* პრეპარატის შემადგენლობაში რკინის შემცველობის გამო განავალი შეიძლება შეიღებოს შავად.

* არ არის რეკომენდებული ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.

* არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ გამოიყენება ლევოდოფასთან ერთად. ერთდროული გამოყენება ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C  ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეგა B 500 SR – MEGA B 500SR – МЕГА Б 500SR

B ვიტამინების კომპლექსი

გამოშვების ფორმა: №20 ტაბლეტი

ვიტ. B1 (თიამინის ნიტრატი) .............. 250მგ

ვიტ. B2 (რიბოფლავინი) .....................  15მგ

ვიტ. B6 (პირიდოქსინი)  ..................... 200მგ

ვიტ. B9 (ფოლიუმის მჟავა) .................. 500მკგ

ვიტ. B12 (ციანკობალამინი) ................. 250მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშრწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში და ასევე ნერვულ ქსოვილში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. იგი გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინის სინთეზს, აუცილებელია ერთროციტების წარმოქმნისათვის და დნმ–ის ფორმირებაში. ხელს უწყობს ქსოვილებში (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი): აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამატი და სხვა), მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და სხვა) ბიოსინთეზში. ათეროსკლეროზის დროს B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

ვიტამინი B9(ფოლის მჟავა): აუცილებელია ზრდა–განვითარების პროცესების, ქსოვილების პრილიფერაციასა  და ემბრიოგენეზის ნორმალური მიმდინარეობისათვის, მეგალობლასტების მომწიფებისა და მათი ნორმობლასტებად გარდაქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, ადრენალინის სინთეზში, ხელს უწყობს ვიტამინ B12–ს შეწოვას ნაწლავიდან. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისათვის, ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის (ხერხემლის თიაქარი, ანენცეფალია) თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის, ასევე დნმ–ს, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ჩვენებები:

  • ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაავადებები: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, პერიფერიული ნერვული ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
  • სხვადასხვა გენეზის ანემია;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
  • კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
  • სახსრის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
  • ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულთა ტოქსიკოზები;
  • თვალის დაავადებები კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
  • ანტიბიოტიკების, იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

დოზირება:

1–2 კაფსულა დღეში ერთხელ.

მწარმოებელი: აშშ, „ამვილაბი:–ის მიერ, სერთიციფირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების FDA-–ს მიერ.

მებერიქსი – MEBERIX – МЕБЕРИКС

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი .............       100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის საქარინი, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30მლ.

მებენდაზოლი ................100მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი,ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა,ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

მებერიქსი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თროგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.

მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენებები:

მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:

• ენტერობიოზი:               Enterobius vermicularis;

• ასკარიდოზი:                 Ascaris lumbricoides;

• ანკილოსტომიდოზი:      Ancylostoma duodenale, Necator americanus;

• სტრონგილოიდოზი:      Strongyloides stercoralis;

• ტრიქოცეფალოზი:         Trichuris trichiura;

• ტენიოზი:                     Taenia spp.;

• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესები და დიზირება:

ტაბლეტები

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 100 მგ (1 ტაბ.) ერთჯერდად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: 100 მგ (1 ტაბ.) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში - 200 მგ (2 ტაბ.) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში - 100 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

სუსპენზია

მიღების წინ შეანჯღრიეთ!

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება სუსპენზის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით, სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: სუსპენზიის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში - სუსპენზიის  10 მლ (2 ჩაის კვზი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში - 5 მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

ჭარბი დოზირება:

მებერიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარით (20 მგ/100 მლ კონცენტრაციით). საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- მებერიქსის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინაქტივაციისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.

- კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.

- პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები  3 წელი;

სუსპენზია - 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

მებენდაზოლი – MEBENDAZOLE – МЕБЕНДАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: G. C. M. LABORATOIRES

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი .................   100 მგ

 

ვრცლად ვერმოქსი

მბე – MBE – МБЕ

საერთაშორისო დასახელება: comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები  ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები

მწარმოებელი: PRZEDSIEBIORTSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK. S.A, პოლონეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კაფსულა #60

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

მაგნიუმის ოქსიდი მძიმე

(Magnesium oxidum ponderosum) ....................   250.0 მგ

150 მგ მაგნიუმის იონების ექვივალენტი

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(Pyridoxini hydrochloridum, ვიტამინი B6) .........    7.29 მგ

ალლ-რაც-ა-ტოკოფეროლის აცეტატი

(int-rac-a-Tocopherylis acetas, ვიტამინი E) ......... 200.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სოიოს ზეთი გასუფთავებული, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება MBE

MBE არის მინერალებისა და ვიტამინების კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინს და E ვიტამინს, რომლებიც რეკომენდებულია აღნიშნული ვიტამინებისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა და მკურნალობისათვის, აგრეთვე მათზე მომატებული მოთხოვნისას, მწეველებისათვის, დაბინძურებულ გარემოში მყოფი ადამიანებისათვის და ელიმინაციური დიეტის დროს.

ის გამოიყენება როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც ასოცირებულია ოქსიდაციურ სტრესთან; აგრეთვე სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდაციური თვისებების წყალობით).

მაგნიუმისა და B6 ვიტამინის ერთობლივად გამოყენებისას იზრდება მათი ანტისტრესული ეფექტები; ისინი უზრუნველყოფენ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაცვას და დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

E ვიტამინი კი აძლიერებს ანტი-სტრესულ ეფექტებს.

მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ნუკლეინის მჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ის დადებით გავლენას ახდენს ენერგიის შემძენ პროცესებზე, აძლიერებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, მონაწილეობს ჟანგვის რეაქციებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრონქების მოძრაობის მოწესრიგებაში, ნერვებისა და კუნთების გააქტიურებაში. არეგულირებს გულის სისტოლურ აქტივობას და ახდენს გულის ჰიპოქსიისა და იშემიის პრევენციას. ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.

B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის აბსორბციასა და მოხმარებას, განსაზღვრავს სისხლმბადი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ენერგიის შეძენაში, ცილებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ახდენს სტეროიდული ჰორმონების ფუნქციის, იმუნური სისტემის მდგომარეობისა იმუნური რეაქციებისა და ნეოპლასტური დაავადებების მიმდინარეობის მოდიფიცირებას; გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები.

E ვიტამინი წარმოადგენს კომპლექსური სისტემის ნაწილს, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებსა და გენეტიკურ მასალას ეგრეთ წოდებული ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დესტრუქციული მოქმედებისაგან. ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანებს, განსაკუთრებით იმ მემბრანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ან რომლებშიც მაღალია ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია; ჰემოლიტური ფაქტორების მიმართ სისხლის წითელი უჯრედების რეზისტენტობას. სხვა ანტიოქსიდანტებთან (ვიტამინი C და კაროტინი) კომბინირებისას, იცავს ქსოვილებს და გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები. გამოიყენება ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევების (ე.წ. ჰიპერქოლესტერინემიის) და გულის შეტევების პრვენციისათვის. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, არსებობს კავშირი E ვიტამინის ყოველდღიურ მოხმარებასა და გულის კორონარული დაავადებას, ათეროსკლეროზსა და სტრესთან დაკავშირებულ სხვა ოქსიდაციურ დაავადებებს შორის.

პრეპარატი ნაჩვენებია E ვიტამინის, B6 ვიტამინისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა და მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრევენციის მიზნით: მოზრდილებში დღეში 1 კაფსულა, თუ სხვა დოზა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

თერაპიული მიზნით: ექიმის დანიშნულების შესაბამისად – ნაკლებობის ხარისხის გათვალისწინებით – ჩვეულებრივ ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ.

თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაგნიუმის ან E ვიტამინის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, დაღლილობა, სისუსტე და ზოგჯერ, ნაკლებად სპეციფიკური სიმპტომები.

B6 ვიტამინის ჭარბად მიღებას თან ახლავს მოძრაობის გაძნელება და ტკივილი კუდურების პერიფერიულ უბნებში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

ცალკეული გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტები იშვიათად ვითარდება. აღინიშნა კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი. ამიტომ მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება დიარეის დროს.

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც. ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

- მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ:

- პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები (ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია);

- პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა;

- პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება (მაგ. ე.წ. ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა);

- პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია (Myasthenia gravis);

- პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია;

- პაციენტი იღებს ლ-დოპას ე.წ. პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე.

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოს მარცვლებზე ან მიწისთხილზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ ალიმენტარული ტრაქტიდან მაგნიუმის აბსორბციას. პერორალურად მიღებისას მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის, ფტორიდის ნაერთებისა და პერორალური ანტითრომბული საშუალებების (ვარფარინის წარმოებულები) აბსორბციას. პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს, როგორც K ვიტამინის ანტაგონისტი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტითრომბოტული პრეპარატებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატების იმავდროული გამოყენებისას აღინიშნება E ვიტამინის ეფექტების დაქვეითება, ამიტომ მოცემული პრეპარატისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის დაცული უნდა იყოს რამდენიმე საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში.

მაქსიტროლი – MAXITROL – МАКСИТРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHAZONE; NEOMTCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: ALKON, ბელგია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.

1 ფლ.

დექსამეტაზონი .......................      1 მგ

ნეომიცინის სულფატი.............     3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი............6000 სე

კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი............0.004%

ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა  ...........0.5%

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ

1 გ

დექსამეტაზონი ................................         1 მგ

ნეომიცინის სულფატი ......................        3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი ................       6000 სე

კონსერვანტები:

მეთილპრაბენი.........0.05%

პროპილპარაბენი.....0.01%

ნეიტრალური ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაქსიტროლი (დექსამეტაზონი 0.1%, ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი) წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ პრეპარატს სტერილური სუსპენზიისა და მალამოს სახით ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ოფთალმოლოგიური პრეპარატი მაქსიტროლი შეიცავს ორ, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს კორტიკოსტეროიდთან კომბინაციაში, რაც იძლევა თვალის წინა სეგმენტის ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის საშუალებას.

კორტიკოიდები თრგუნავენ ანთებით რეაქციას, თუმცა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცების პროცესი, ვინაიდან ცნობილია, რომ მათ შესწევთ უნარი გარკვეულ შემთხვევაში შეასუსტონ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმები. ამ დროს საჭიროა დაინიშნოს ანტიმიკრობული საშუალებები.

პრეპარატში შემავალი ანტიმიკრობული ინგრედიენტები მოქმედებენ შემდეგ მიკროორგანიზმებზე: ნეომიცინის სულფატი - Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae;

პოლიმიქსინ В - აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.

მოცემული ანტიბიოტიკის მიმრთ მდგრადია: Streptococcus spp., მათ შორის. Streptococcus pneumoniae, და ანაერობულ;ი ბაქტერიები

კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკის კომბინაცია მეტად პრაქტიკულია პაციენტთათვის. კორტიკოსტეროიდების შედარებითი აქტივობა დამოკიდებულია მათ მოლეკულურ სტრუქტურაზე.

ჩვენებები:

  • მაქსიტროლი გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება:

მაქსიტროლის სუსპენზია:

1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.

გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.

მაქსიტროლი მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები - დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად - სუბკაფსულური კატარაქტა;

ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები:

* Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;

* რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;

* თვალის სოკოვანი დაავადებები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება.

* განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას.

* თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!