Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 543

მელეფსინი (გაგრძელება) – MELEPSIN – МЕЛЕПСИН

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე; რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია, პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის დადგენა (ამ პრეპარატით მოწამვლის დასადასტურებლად და ჭარბი დოზირების ხარისხის შესაფასებლად), კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა (კუჭის შიგთავსის დაგვიანებულმა ევაკუაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოგვიანებით შეწოვა მე-2-3 დღეს და გამოჯანმრთელების პერიოდში ინტოქსიკაციის სიმპტომების განმეორებითი განვითარება).

უშედეგოა ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი (დიალიზი ნაჩვენებია მძიმე მოწამვლისა და თირკმლის უკმარისობის თანხვედრის დროს).

ჩვილ ბავშვებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა, აგრეთვე სიმპტომური შემანარჩუნებელი მკურნალობა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; გულის ფუნქციების სხეულის ტემპერატურის, კორონალური რეფლექსების თირკმლის და შარდის ბუშტის ფუნქციის მონიტორინგი, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. დაქვეითებული არტერიული წნევის დროს: თავდახრილი მდგომარეობა, პლაზმის შემცველების  გადასხმა, უშედეგობის დროს – ვენაში დოპამინის ან დობუტამინის შეყვანა. გულის რითმის დარღვევისას მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა. კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების შეყვანა (მაგალითად დიაზეპამის), კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ფენობარბიტალის) შეყვანა საჭიროა სიფრთხილით (სუნთქვის დათრგუნვის შესაძლო საშიშროების გამო); ჰიპონატრიემიის განვითარებისას (წყლით ინტოქსიკაცია) – სითხის შეყვანის შეზღუდვა და 0.9%-იანი NaCl-ის ხსნარის ნელი ინტრავენური ინფუზია (შეიძლება ხელი შეუშალოს თავის ტვინის შეშუპების განვითარებას). რეკომენდებულია ჰემოსორბციის ჩატარება ნახშირის ადსორბენტებზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ციტოქრომ CYP3A4 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მელეფსინის მეტაბოლიზმს. მელეფსინის დანიშვნამ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მის კონცენტრაციის მომატება და გვერდითი მოვლენების გახშირება.

CYP3A4 ინდუქტორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს  მელეფსინის მეტაბოლიზმის დაჩქარება. პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის დაქვეითება და მისი თერაპიული ეფექტის შემცირება და პირიქით მათი მიღების შეწყვეტა იწვევს მელეფსინის მეტაბოლიზმის სიჩქარის შემცირებას და მისი კონცენტრაციის მატებას.

პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციას ზრდის:

– ვერაპამილი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ციმეტიდინი, აცეტაზოლამიდი, დანაზოლი, დეზიპრამინი, ნიკოტინამიდი (მოზრდილებში მხოლოდ მაღალ დოზებში);

– მაკროლიდები (ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარიტრომიცინი, ტროლეანდომიცინი); აზოლები (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ტერფენადინი, ლორატადინი, იზონიაზიდი, პროპოქსიფენი, გრეიპფრუტის წვენი, ვირუსული პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენებიან აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად რიტონავირი) -მოითხოვენ დოზირების კორექციას ან პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის მონიტორინგს.

– ფელბამატი ამცირებს პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციას და ზრდის 10,11-ეპოქსიდის კონცენტრაციას, ამ დროს შესაძლებელია ფელბამატის კონცენტრაციის შემცირება.

მელეფსინის კონცენტრაციას ამცირებს: ფენობარბიტალი, ფენითოინი, პრიმიდონი, მეტსუქსიმიდი, ფენსუქსიმიდი, თეოფილინი, რიფამპიცინი, ცისპლატინი, დოქსორუბიცინი, შესაძლოა – კლონაზეპამი, ვალპრომიდი, ვალპროის მჟავა, ოქსკარბაზეპინი, აგრეთვე მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum).

არსებობს მონაცემები ვალპროის მჟავასა და პირიმიდონის მიერ პლაზმის ცილებიდან მელეფსინის განდევნის ადამიანის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის (კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდი) კონცენტრაციის ზრდის შესაძლებლობის შესახებ.

– იზოტრეტინოინი ცვლის მელეფსინის და კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის ბიოშეღწევადობას და/ან კლირენსს (აუცილებელია პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის კონტროლი).

– მელეფსინს შეუძლია შეამციროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია პლაზმაში (შეამციროს ან სრულიად შეწყვიტოს მისი ეფექტი), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია. ეს პრეპარატებია: კლონაზეპამი, ეთოსუქციმიდი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი), თიკლოსპორინი, დოქსიციკლინი, ჰალოპერიდოლი, მეთადინი, აგრეთვე, ის პერორარული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებსა და/ან პროგესტერონს (საჭიროა ალტერნატიული კონტრაცეფციის შერჩევა), თეოფილინი, პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი), ლამოტრიჯინი, ტოპირამატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი), კლოზაპინი, ფელბამატი, თიაგაბინი, ოქსკარბაზეპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენებიან აივ-ინფექციის დროს (რიტონავირი, საკვინოვირი);

– დიჰიდროპირიდონების ჯგუფი, მაგალითად ფელოდიპინი; იტრაკონაზოლი, ლევოთიროქსინი, მიდაზოლამი, ოლაზაპინი, პრაზიკვანტელი, რისპერიდონი, ტრამადოლი, ციპრაზიდონი.

– არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მელეფსინის მიღების ფონზე ფენითიონის დონე სისხლის პლაზმაში შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, ხოლო მეფენითოინის დონე გაიზარდოს (იშვიათ შემთხვევებში).

– მელეფსინის ერთობილივი გამოყენება პარაცეტამოლთან ერთად ზრდის მის ტოქსიურ ზემოქმედებას ღვიძლზე და ამცირებს მის თერაპიულ ეფექტურობას (პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის დაჩქარება).

– მელეფსინის ერთობლივი დანიშვნა ფენოთიაზინთან, პიმოზიდომთან, თიოქსანტენთან, მოლინდონომთან, ჰალოპერიდოლთან, მაპროთილინთან, კლოზაპინთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან იწვევს ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერებას და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირებას.

– მაო-ს ინჰიბიტორები ზრდიან ჰიპერპირეტული, ჰიპერტონული კრიზების, კრუნჩხვების, სასიკვდილო გამოსავლის განვითარების შესაძლებლობას (მელეფსინის დანიშვნამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს სულ მცირე 2 კვირით ადრე, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური სიტუაცია).

– ერთობლივი დანიშვნა შარდმდენებთან (ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) იწვევს ჰიპონატრიემიის განვითარებას კლინიკური გამოვლინებებით.

– პრეპარატი ასუსტებს არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ეფექტებს (პანკურონია). ასეთი კომბინაციის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მიორელაქსანტების დოზის მომატება და პაციენტზე დაკვირვება, რამდენადაც შესაძლებელია მათი მოქმედების უფრო სწრაფი შეწყვეტა.

– იგი ამცირებს ეთანოლის ამტანობას.

– პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებების, ფოლიუმის მჟავას, პრაზიკვანტელის მეტაბოლიზმს, შეუძლია გააძლიეროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ელიმინაცია.

– იგი აძლიერებს ზოგადსაანესთეზიო სამკურნალო საშუალებების (ფთოროთანი) მეტაბოლიზმს და ზრდის ჰეპატოტოქსიური ეფექტების განვითარებას. აძლიერებს მეტოქსიფლურანის ნეფროტოქსიური მეტაბოლიტების წარმოქმნას.

– მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებების და მელეფსინის კომბინაცია აძლიერებს ჰემატოტოქსიურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მელეფსინი – MELEPSIN – МЕЛЕПСИН

საერთაშორისო დასახელება:

CARBAMAZEPINE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: კარბამაზეპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 და 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

კარბამაზეპინი ……………  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K25, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიეპილეფსიური საშუალება (დიბენზაზეპინის წარმოებული), გააჩნია აგრეთვე ნორმოთიმული, ანტიმანიაკალური, ანტიდიურეზული (უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებში) და ტკივილგამაყუჩებელი (ავადმყოფებში ნევრალგიის დროს) მოქმედება.

მელეფსინი ზრდის დაქვეითებულ კრუნჩხვით ზღურბლს, რითაც მცირდება ეპილეფსიური გულყრების განვითარების რისკი. აწესრიგებს პიროვნების ეპილეფსიურ ცვლილებებს და საბოლოო ჯამში, ზრდის ავადმყოფების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას.

შეიძლება დაინიშნოს ძირითადი სამკურნალო საშუალების სახით და კომბინაციაში კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ეფექტურია ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური გულყრების (მარტივი და კომპლექსური) დროს, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს მეორადი გენერალიზაცია, გენერალიზებული ტონურ-კლონური ეპილეფსიური გულყრების დროს, ასევე აღნიშნული ტიპების კომბინაციისას. ეპილეფსიით დაავადებულებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ამცირებს დეპრესიის და შფოთვის გამოვლინებებს, გაღიზიანებადობასა და აგრესიულობას.

ეფექტურია ნეიროგენული ტკივილის კუპირებისთვის პროგრესირებადი მამოძრავებელი ატაქსიის დროს, პოსტტრავმული პარესთეზიების და პოსტჰერპესული ნევრალგიებისას. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილის შემსუბუქება აღინიშნება 8-72 საათის შემდეგ. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დრო ზრდის კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს (რომელიც აღნიშნულ მდგომარებაში, ჩვეულებრივ დაქვეითებულია) და ამცირებს სინდრომის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას (მომატებული აგზნებადობა ტრემორი, სიარულის დარღვევა).

უშაქრო დიაბეტით დაავადებულებში იწვევს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, ამცირებს დიურეზს და წყურვილის შეგრძნებას. ანტიფსიქოზური (ანტიმანიაკალური) მოქმედება ვლინდება 7-10 დღის შემდეგ, რაც შეიძლება განპირობებული იყოს დოპამინისა და ნორადრენალინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.

ჩვენებები:

  • ეპილეფსია (აბსანსების, მიოკლონური ან დუნე შეტევების გარდა) – პარციალური გულყრები რთული ან მარტივი სიმპტომატიკით. პირველადად ან მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კრუნჩხვებით, გულყრების შერეული ფორმები (მონოთერაპიაში ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში).
  • სამწვერა ნერვის იდიოპათური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს (ტიპიური ან არატიპიური), ენახახის ნერვის იდიოპათური ნევრალგია.
  • მწვავე მანიაკალური მდგომარეობები (მონოთერაპიაში ან კომბინაციაში ლითიუმის პრეპარატებთან და სხვა ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებებთან).
  • ფაზურად მიმდინარე აფექტური აშლილობანი (მათ შორის ბიპოლარული), გამწვავებების პროფილაქტიკა, გამწვავებების დროს კლინიკური გამოვლინებების შესუსტება.
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, კრუნჩხვები, ჰიპერაგზნებადობა, ძილის დარღვევა);
  • დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომით.
  • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი.
  • ნეიროჰორმონალური ბუნების პოლიურია და პოლიდიფსია.

ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება შემდეგი დარღვევების დროს (ჩვენებები დაფუძნებულია კლინიკურ გამოცდილებაზე, კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა):

  • ფსიქოზური აშლილობები (აფექტური და შიზოაფექტური აშლილობები, ფსიქოზები პანიკური აშლილობები, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული შიზოფრენია, ლიმბური სისტემის ფუნქციის დარღვევა);
  • თავის ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტების აგრესიული ქცევა, დეპრესიები, ქორეა;
  • შფოთვა, დისფორია, სომატიზაცია, ხმაური ყურებში, სენილური დემენცია, კლუვერ-ბიუსის სინდრომი (ნუშისებრი კომპლექსის ბილატერალური დესტრუქცია), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობანი, ბენზოდიაზეპინის, კოკაინის მოხსნა;
  • ნეიროგენული გენეზის ტკივილის სინდრომი: პროგრესირებადი მამოძრავებელი ატაქსია, გაფანტული სკლეროზი, გიენ-ბარეს სინდრომი, დიაბეტური პოლინეიროპათია, ფანტომური ტკივილები, „დაღლილი ფეხების“ სინდრომი (ექბომის სინდრომი), ჰემიფაციალური სპაზმი, პოსტტრავმული ნეიროპათიები და  ნევრალგიები, პოსტჰერპესული ნევრალგიები;

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად, საკვებისაგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

ეპილეფსია. თუ შესაძლებელია, სასურველია მელეფსინი დაინიშნოს მონოთერაპიის  სახით. მკურნალობას იწყებენ მცირე დღიური დოზით, რომელსაც შემდგომში ნელა ზრდიან ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. მელეფსინის დოზის მომატება უკვე მიმდინარე ანტიეპილეფსიურ თერაპიაში უნდა განხორციელდეს თანდათანობით, ამ დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებების დოზები არ იცვლება ან, საჭიროების შემთხვევაში, კორეგირდება.

მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს 1-2-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგში დოზას ნელა ზრდიან ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე (ჩვეულებრივ 400 მგ-მდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1.6-2 გ).

4 წლამდე და 4 წლის ასაკის ბავშვებში – საწყისი დოზა 20-60 მგ დღე-ღამეში, დოზას თანდათანობით, დღეგამოშვებით ზრდიან 20-60 მგ-ით.

ბავშვებში 4 წლის ასაკიდან -საწყისი სადღეღამისო დოზაა 100 მგ. დოზას თანდათანობით, ყოველკვირეულად ზრდიან 100 მგ-ით.

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზაა – 10-20 მგ/კგ (გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე):

– 4-5 წლის ასაკის ბავშვები – 200-400 მგ (1-2 მიღებაზე),

– 6-10 წლის ასაკის ბავშვები – 400-600 მგ (2-3 მიღებაზე),

-11-15 წლის ასაკის ბავშვები – 600-1000 მგ (2-3 მიღებაზე).

სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს: პირველ დღეს ინიშნება 200-400 მგ დღე-ღამეში, რომელსაც თანდათანობით ზრდიან არა უმეტეს 200 მგ-ით დღე-ღამეში ტკივილების შეწყვეტამდე (საშუალოდ 400-800 მგ-მდე დღე-ღამეში), ხოლო, შემდგომ ამცირებენ მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

ნეიროგენური გენეზის ტკივილის სინდრომის დროს: საწყისი დოზა I დღეს – 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ დოზას ზრდიან არა უმეტეს 200 მგ-ით ყოველ 24 სთ-ში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში 10 მგ-ით  ყოველ 12 საათში ტკივილების შემცირებამდე. შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზაა 200-1200 მგ რამდენიმე მიღებაზე.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი: საშუალო დოზა – 200 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, მძიმე შემთხვევებში პირველი დღეების განმავლობაში შეიძლება დოზა გავზარდოთ 400 მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის დასაწყისში, ალკოჰოლური აბსტინენციის დროს რეკომენდებულია მისი გამოყენება სედაციურ-საძილე სამკურნალო საშუალებებთან ერთად (კლომეთიაზოლი, ქლორდიაზეპოქსიდი).

უშაქრო დიაბეტი: საშუალო დოზა მოზრდილებში – 200 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში დოზა უნდა შემცირდეს ასაკისა და ბავშვის წონის შესაბამისად.

დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის თანხლებით: საშუალო დოზა – 200 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში.

აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების რეციდივების პროფილაქტიკა: – 600 მგ დღე-ღამეში 3-4 მიღებაზე.

მწვავე მანიაკალური მდგომარეობების  და აფექტური (ბიპოლარული) აშლილობების დროს:

დღიური დოზა – 400-1600 მგ. საშუალო სადღესამისო დოზა – 400-600 მგ (2-3 მიღებაზე).

მწვავე მანიაკალური მდგომარეობის დროს დოზას ზრდიან სწრაფად, აფექტური აშლილობების შემანარჩუნებელი თერაპიის დროს – თანდათანობით (ამტანობის გასაუმჯობესებლად.

ხანდაზმული ასაკის და ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზაა – 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ასთენია; ხშირად – თავის ტკივილი, აკომოდაციის პარეზი;

ზოგჯერ – ანომალური უნებლიე მოძრაობები (მაგალითად ტრემორი, „მოფარფატე“ ტრემორი – asterixix, დისტონია, ტიკები), ნისტაგმი;

იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად დიზართრია), ქორეოათეტოზური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზიები, მიასთენია და პარეზის სიმპტომები.

ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი ან აუდიტორული), მადის დაქვეითება, შფოთვა, აგრესიული ქცევა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია;

ძალიან იშვიათად – ფსიქოზის გამწვავება.

ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება;

ზოგჯერ -ერითროდერმია;

იშვიათად – წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი. კანის ქავილი;

ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ფოტომგრძნობელობა;

იშვიათად – შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის მულტიორგანული გამოვლინებები ცხელებით, გამონაყარით, ვასკულიტით (მათ შორის, კვანძოვანი ერითემა, როგორც კანის ვასკულიტის გამოვლინება), ლიმფადენოპათიით, ლიმფომის მსგავსი ნიშნებით, ართრალგიებით, ეოზინოფილიით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციების შეცვლილი მაჩვენებლებით. შესაძლოა ჩათრეული იყოს სხვა ორგანოებიც (მაგალითად, ფილტვები, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი);

ძალიან იშვიათად, შესაძლებელია, განვითარდეს ასეპტიური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერული ეოზინოფილიით. ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული პნევმონიტი ან ეოზინოფილური პნევმონია. აღნიშნული ალერგიული რეაქციების განვითარებისას, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად -ლეიკოპენია;

ხშირად – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;

იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი; ძალიან იშვიათად -აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია, რეტიკულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, ღებინება;

ხშირად – პირის სიმშრალე;

ზოგჯერ – ფაღარათი ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი;

ძალიან იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი. აქტივობის მომატება (ღვიძლში ამ ფერმენტის ინდუქციის გამო), რაც ხშირ შემთხვევებში უმნიშვნელოა;

ხშირად – ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება;

ზოგჯერ – „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

იშვიათად – ქოლესტაზური, პარენქიმატოზული (ჰეპატოცელულური) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე;

ძალიან იშვიათად -გრანულომატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება. ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა გულყრით, კოლაფსი, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან გამწავება, გულის იშემიური დაავადების გამწვავება (სტენოკარდიის შეტევების განვითარება ან გახშირება), თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლური სინდრომი.

ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად -შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მატება, ჰიპონატრიემია (პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება ადჰ-ის მსგავსი მოქმედების შედეგად, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს ჰიპონატრიემიას, რასაც თან ახლავს ლეთარგია, ღებინება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და ნევროლოგიური დარღვევები);

ძალიან იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია (შეიძლება თან ახლდეს გალაქტორეა და გინეკომასტია); L-თიროქსინის (თავისუფალი T4 – T3) კონცენტრაციის დაქვეითება და თირეომასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის მატება (ხშირად თან არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები); ძვლოვან ქსოვილში კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა (პლაზმაში Ca2+ და 25-OH-ქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის დაქვეითება);

ოსტეომალაცია: ჰიპერქოლესტერინემია (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჩათვლით) და ჰიპერტრიგლიცერიდემია.

შარდ-სასქესო ორგანოთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას მომატება, აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია ან კრუნჩხვები.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების გაუკუღმართება, თვალის ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, მათ შორის – ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის შეცვლა.

სხვა: კანის პიგმენტაციის დარღვევა, პურპურა, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია.

უკუჩვენებები:

მელეფსინი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

* კარბამაზეპინის ან ქიმიური ბუნებით მსგავსი სამკურნალო საშუალების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია); მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია (მათ შორის, ანამნეზში);

* AV ბლოკადა;

* მაოს- ინჰიბიტორების თანმხლები მიღება (სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან), მელეფსინის მიღებამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ ორი კვირის ან მეტი ხნით ადრე;

* ჰიპონატრიემია (ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერსეკრეციის სინდრომი, ჰიპორპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა);

* ასევე უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, მომატებული თვალშიგა წნევით და პაციენტებში ალკოჰოლიზმის აქტიური ფორმით (იზრდება ცნს-ის დათრგუნვა, ძლიერდება კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი).

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს მელეფსინით მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრხილეა საჭირო. რეპროდუქციული ასაკის ქალებში მელეფსინი შეძლებისდაგვარად მონოთერაპიის სახით გამოიყენება (მინიმალური ეფექტური დოზებით) – თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე ახალშობილებში, რომელთა დედებიც იმყოფებოდნენ კომბინირებულ ანტიეპილეფსიურ თერაპიაზე, უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იმყოფებოდნენ მონოთერაპიულ მკურნალობაზე.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, საჭიროა სათანადოდ შეფასდეს პრეპარატის სარგებელი და მოსალოდნელი გართულებები, განსაკუთრებით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთა დედებს აქვთ ეპილეფსია, მიდრეკილნი არიან განვითარების მანკებისადმი. არსებობს თანდაყოლილი პათოლოგიები და განვითარების მანკების (მათ შორის, spina bifida) ერთეული შემთხვევები. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს განვითარების მანკების საშიშროების შესახებ, ამიტომ აუცილებელია ანტენატალური დიაგნოსტიკური კვლევა.

ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ფოლიუმის მჟავას დეფიციტს, რომლის დეფიციტიც ისედაც ხშირად აღინიშნება ორსულობის დროს. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვებში თანდაყოლილი მანკების განვითარების სიხშირის მატებას (მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება).

ახალშობილებში ჰემორაგიების თავიდან ასაცილებლად ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ფეხმძიმე ქალებისათვის და ახალშობილებისათვის რეკომენდებულია K1 ვიტამინის დანიშვნა. მელეფსინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება მოსალოდნელ საშიშროებას. დედები, რომლებიც მელეფსინს ღებულობენ, ძუძუთი კვებას აგრძელებენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, გვერდითი მოვლენების (მაგალითად, ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები) განვითარების საშიშროების გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

* ეპილეფსიის მონოთერაპია იწყება მცირე დოზებით, რომელთაც ინდივიდუალურად ზრდიან სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ოპტიმალური დოზის შერჩევის მიზნით, განსაკუთრებით კი კომბინირებული თერაპიის დროს მიზანშეწონილია პლაზმაში კონცენტრაციის დადგენა.

* მელეფსინის დანიშვნამდე საჭიროა ადრე დანიშნული ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობითი შემცირება. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრების პროვოცირება. მკურნალობის უეცარი შეწყვეტის აუცილებლობისას, საჭიროა ჩვენებების მიხედვით ავადმყოფის სხვა ანტიეპილეფსურ საშუალებაზე გადაყვანა (მაგალითად, ინტრავენურად ან რექტალურად – დიაზეპამი, ინტრავენურად ფენითიონი).

ახალშობილებში, რომელთა დედები მელეფსინს კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად იღებდნენ, აღწერილია ღებინების ფაღარათის და/ან მადის დაქვეითების, კრუნჩხვების და სუნთქვის დათრგუნვის (შემთხვევები შესაძლებელია, ეს რეაქციები ახალშობილებში “მოხსნის” სინდრომის გამოვლინება იყოს).

* განსაკუთრებით, იმ პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის ღვიძლის დაავადებები, ასევე ხანდაზმულებში, მელეფსინის დანიშვნამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევა. ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევების გაძლიერების ან ღვიძლის დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.

* მკურნალობის დაწყებამდე, ასევე აუცილებელია სისხლის სურათის (მათ შორის, თრომბოციტების, რეტიკულოციტების), სისხლის შრატში რკინის რაოდენობის განსაზღვრა, შარდის საერთო ანალიზის გაკეთება, შარდოვანას კონცენტრაციის განსაზღვრა, ეეგ კვლევა, სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (პერიოდულად, მკურნალობის დროს, ვინაიდან შესაძლებელია ჰიპონატრიემიის განვითარება). ეს მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს ყოველკვირეულად პირველი თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ყოველთვიურად.

* მელეფსინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ალერგიული რეაქციების ან იმ სიმპტომების გამოვლინებისას, რომლებიც დამახასიათებელია სტივენ-ჯონსის ან ლაიელის სინდრომისათვის. სუსტად გამოხატული კანის რაეაქციები (იზოლირებული მაკულარული ან მაკულო-პაპულოზური ეგზანთემა), ჩვეულებრივ, ლაგდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში (მკურნალობის ან დოზის შემცირების ფონზე). ამ დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

* მელეფსინს გააჩნია სუსტი ანტიქოლინერგული აქტივობა. მომატებული თვალშიგა წნევის მქონე პაციენტებში საჭიროა თვალშიგა წნევის მუდმივი კონტროლი.

* მხედველობაშია მისაღები ლატენტურად მიმდინარე ფსიქოზის აქტივაციის, ხანდაზმულ პაციენტებში – დეზორიენტაციის ან აგზნებადობის შესაძლებლობა.

* დღეისათვის დარეგისტრირებულია მამაკაცთა ფერტილობის და/ან სპერმატოგენეზის დარღვევის ცალკეული შემთხვევები (კარბამაზეპინთან კავშირი დადგენილი არ არის).

* ქალებში, პერორალური კონტრაცეპტივების თანმხლები გამოყენებისას, აღნიშნულია მენსტრუაციებს შორის სისხლდენის შემთხვევებიც. მელეფსინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე, ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მკურნალობის პერიოდში კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდები უნდა გამოიყენონ.

* მელეფსინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ტოქსიურობის ადრეული გამოვლინებების, შესაძლო ჰემატოლოგიური დარღვევების, კანისა და მოსალოდნელი ღვიძლისმხრივი ცვლილებების შესახებ.

* პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს ექიმს ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორებიცაა: ცხელება, ყელის ტკივილი, გამონაყარი კანსა და პირის ღრუს ლორწოვანზე, სისხლჩაქცევების უმიზეზო განვითარება ჰემორაგიების, პეტექიების ან პურპურის სახით. უმეტეს შემთხვევაში, თრომბოციტების და/ან ლეიკოციტების შექცევადი ან მდგრადი შემცირება არ წარმოადგენს აპლასტიური აგრანულოციტოზის განვითარების ნიშანს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის პროცესში, საჭიროა ჩატარდეს სისხლის კლინიკური ანალიზი, თრომბოციტებისა და რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა, აგრეთვე სისხლის შრატში რკინის შემცველობის განსაზღვრა.

ასიმპტომური ლეიკოპენია არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას, მკურნალობა უნდა შეწყდეს პროგრესირებადი ლეიკოპენიის ან ისეთი ლეიკოპენიის განვითარებისას, რომელსაც თან ახლავს ინფექციური დაავადების სიმპტომები.

* მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, თვალის ფსკერის გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, თვალშიგა წნევის გაზომვა. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მომატებული თვალშიგა წნევა, საჭიროებს ამ მაჩვენებლის მუდმივ კონტროლს.

* არ არის რეკომენდებული ეთანოლის მოხმარება.

მელეფსინის დოზას, მის კონცენტრაციასა და კლინიკურ ეფექტურობას ან ამტანობას შორის კავშირი უმნიშვნელოა, თუმცა, მელეფსინის რეგულარული განსაზღვრა სასარგებლოა შემდეგი ვითარებების დროს:

– კრუნჩხვითი შეტევების სიხშირის მკვეთრი მომატებისას;

– იმის შესამოწმებლად, პაციენტი იღებს თუ არა პრეპარატს;

– ორსულობის დროს;

-ბავშვების ან მოზარდების მკურნალობისას;

– პრეპარატის შეწოვის დარღვევაზე ეჭვის შემთხვევაში;

– ტოქსიური რეაქციების განვითარებაზე ეჭვის დროს, როცა პაციენტი ერთდროულად რამოდენიმე სამკურნალო საშუალებას იღებს.

– მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვის და იმ საქმიანობის შესასრულებლად, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტრული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ, სიფრთხილეა საჭირო.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: დარღვევები ცნს-ის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხრივ.

ცნს-ის და გრნობათა ორგანოების მხრივ – ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნება, ჰალუცინაციები, კომატოზური მდგომარეობა, კომა; მხედველობის დარღვევები („ბინდი“ თვალებში), დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერრეფლექსია (დასაწყისში), ჰიპორეფლექსია (მოგვიანებით), კრუნჩხვები, ფსიქომოტორული აშლილობანი, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, მიდრიაზი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ მომატება, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა QRS კომპლექსის გაფართოებით; გულის გაჩერება.

სუნთქვის ორგანოთა სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა და ღებინება, კუჭიდან საკვების ევაკუაციის შეფერხება, მსხვილი ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, ოლიგურია ან ანურია, სითხის შეკავება, ჰიპონატრიემია.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, კრეატინფოსფოკინაზას კუნთის ფრაქციის (CK-MB) მომატება.

გაგრძელება

მელბეკი – MELBEK – МЕЛБЕК

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: NOBEL ILAC SANAYII

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება-ოქსიკამები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი……….. 7.5 მგ

 

ვრცლად მელოფლამი

მელაქსენი – MELAXEN – МЕЛАКСЕН

საერთაშორისო დასახელება:

MELATONIN

მწარმოებელი: UNIPHARM

მოქმედი ნივთიერება: მელატონინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადაპტოგენური საშუალება, გამოყენებული დროითი (ცირკადული) ადაპტაციის დარღვევისას

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 12, 24, 30 და 60 ც.

1 ტაბ.

მელატონინი …………  3 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზი), ჰორმონის მელატონინის ანალოგია; ახდენს ადაპტოგენურ, სედატიურ, საძილე მოქმედებას. არეგულირებს ცირკადულ რიტმს.ზრდის გამა–ამინი–ერბო მჟავას და სეროტონინის კონცენტრაციას შუა ტვინში და ჰიპოთალამუსში, ცვლის პირიდოქსალკინაზის აქტიობას, რომელიც მონაწილეობს გაემ–ის, დოფამინის და სეროტონინის სინთეზში, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტიობის დღეღამურ ციკლს და სხეულის ტემპერატურას, დადებით გავლენას ახდენს ტვინის ინტელექტუალურ–აზროვნებით ფუნქციაზე. ემოციურ–პიროვნულ სფეროზე. ამცირებს თავის ტკივილის სიხშირეს, თავბრუსხვევას, განწყობის ამაღლებას. აჩქარებს დაძინებას, ამცირებს ღამის გაღვიძებების რიცხვს, დილით გაღვიძებისას აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, არ იწვევს მოთენთილობას, დამტვრეულობისა და დაღლილობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფ ადაპტაციას საათობრივი სარტყელის სწრაფი ცვლილებისას, ამცირებს სტრესულ რეაქციებს, არეგულირებს ნეიროენდოკრინულ ფუნქციებს. ავლენს იმუნომასტიმულირებელ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს. აფერხებს გონადოტროპინის სეკრეციას, ნაკლები ხარისხით ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპული ჰორმონის, სომატოტროპული ჰორმონისას.

მელატონინის სეკრეცია დაქვემდებარებულია ცირკადულ რიტმს, რომელიც განსაზღვრავს გონადოტროპული ეფექტების რიტმულობას და სასქესო ფუნქციას. მელატონინის სეკრეცია და სინთეზი დამოკიდებულია განათებაზე – სინათლის სიჭარბე ამუხრუჭებს მის წარმოქმნას, განათების დაქვეითება ამაღლებს ჰორმონის სინთეზსა და სეკრეციას. მელატონინის 70% პროდუცირდება ღამის საათებში. მელატონინის გავლენით მატულობს დამამუხრუჭებელი მედიატორის – გამა ამინოერბომჟავის შემცველობა ცნს–ში და სეროტონინისა შუა ტვინში და ჰიპოთალამუსში.

ჩვენებები:

  • ნორმალური ცირკადული რიტმის დარღვევა (დესინქრონოზი), რაც აღინიშნება სხვადასხვა საათობრივ სარტყელში სწრაფი გადაადგილებისას;
  • დაღლილობა, ძილის დარღვევა (მათ შორის ასაკოვნებშიც);
  • დეპრესიული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 1.5–3 მგ 1–ჯერ დღეში, დაძინებამდე  30–40 წთ–ით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 მგ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგძრნობელობა, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, ლიმფოგრანულემატოზი, ლეიკოზი, ლიმფომა, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დილის ძილიანობა, შეშუპებები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატს აქვს სუსტი კონტრაცეპტული მოქმედება, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ ქალები.

მოერიდეთ მკვეთრ განათებას;

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას.

ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია მაო–ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ციკლოსპორინთან. აძლიერებს (ურთიერთ) ცნს–ზე დამთრგუნველად მოქმედი საშუალებების, ბეტა – ადრენობლოკატორების ეფექტს.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მეკლოზინი – MEKLOZINE – МЕКЛОЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეკლოზინი წარმოადგენს H1 –ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას. იგი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხასიათდება სედატიური მოქმედებით. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა.

მეკლოზინის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი კარგად არის გამოხატული მგზავრობით გამოწვეული დაავადებების დროს. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2 სთ-მდე.

ჩვენებები

  • მგზავრობით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ზღვის და მთის დაავადებები).
  • მენიერის დაავადების და სხვა ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევა;
  • ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. პრეპარატის დღეღამური დოზა მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს 25-100 მგ-ს, მიღების ინტენსივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე.

გვერდითი მოვლენები

გადაღლილობა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა, ღებინება.

უკუჩვენებები

* მეკლოზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გლაუკომით, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (მ-ქოლინომაბლოკირებელი თვისებების გამო) შეპყრობილ პაციენტებში.

♦ სედატიური ეფექტის და ზოგჯერ პრეპარატით გამოწვეული ძილიანობის გამო მეკლოზინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა დანადგარებთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

♦ ორსულობის დროს, გულისრევისა და ღებინების კუპირების მიზნით, პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. თუმცა კლინიკურ პირობებში მეკლოზინის ტერატოგენული მოქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

♦ მეკლოზინი ბავშვებში, სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად იწვევს აგზნებას.

♦ მეკლოზინის კომბინაციით ცნს-ის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად, ალკოჰოლის ჩათვლით, პრეპარატის მადეპრიმირებელი ცენტრალური ეფექტი ძლიერდება.

მეთფოგამა – METFOGAMMA – МЕТФОГАММА

საერთაშორისო დასახელება:

METFORMIN

მწარმოებელი: WOERWAG PHARMA GmbH & Co. KG

მოქმედი ნივთიერება: მეთფორმინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიგუანიდების ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება,

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60, 90 და 120 ც.

1 ტაბ.

მეთფორმინი  …………..  500 მგ

1 ტაბ.

მეთფორმინი   …………   850 მგ

 

ვრცლად გლუკოფაგი

მეთოტრექსატი-ებევე – METOTREXAT EBEWE – МЕТОТРЕКСАТ ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

METHOTREXATE

მწარმოებელი: EBEWE

მოქმედი ნივთიერება: მეთოტრექსატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიმეტაბოლიტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვში 50 ც.

1 ტაბ.

მეთოტრექსატი ………….     2.5 მგ

1 ტაბ.

მეთოტრექსატი ……………   5 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 1 მლ, შეფუთვაში 1 ც.

მეთოტრექსატი …………….    10 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ შეფუთვაში 1 ც.

მეთოტრექსატი ………………..10 მგ 50 მგ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

მეთოტრექსატი ……………. 100 მგ 1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეთოტრექსატი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლიტების ჯგუფს. იგი წარმოადგენს ფოლის მჟავას ანტაგონისტს, რომელიც უერთდება დიჰიდროფოლატ რედუქტაზას, ფერმენტს, რომელიც აღადგენს დიჰიდროფოლის მჟავას ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. მსგავსი მიერთება იწვევს თიამინის და პურინის ბიოსინთეზის დათრგუნვას. მეთოტრექსატის მაღალი კონცენტრაცია ასევე ხელს უშლის ფოლატის შესვლას უჯრედებში. მეთოტრექსატისადმი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს მეთოტრექსატის ტრანსპორტირების შემცირებით უჯრედის მემბრანებში და ასევე მეთოტრექსატისადმი ფერმენტ- დიჰიდროფოლატ რედუქტაზას აფინურობის შეცვლის შედეგად.

ძალიან მაღალი კონცენტრაციის შეყვანისას (>20 მმოლი/ლ) მეთოტრექსატმა შეიძლება შეაღწიოს უჯრედში არა მარტო აქტიური ტრანსპორტის მექანიზმით, არამედ დიფუზიის გზითაც. ეს კონცეფცია წარმოადგენს ახსნას მეთოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენების დროს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები არ არის განსაზღვრული

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია:

მეთოტრექსატი ჩვეულებრივ მთლიანად აბსორბირდება პარენტერალური შეყვანის შემდეგ. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა 30-60 წთ-ის შემდეგ.

დისტრიბუცია:

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დისტრიბუციის საწყისი მოცულობა შეადგენს დახლოებით 0.18 ლ/კგ (18% სხეულის წონა), ხოლო წონასწორული მდგომარეობისას დაახლოებით 0.4-0.8 ლ/კგ (40-80% სხეულის წონა). მეთოტრექსატი ნელა აღწევს ორგანიზმის მესამე განყოფილებაში, რაც წარმოადგენს პლევრის და ასციტის სითხეს, სადაც პლაზმის მსგავსი სტაციონარული მდგომარეობა ყალიბდება 6 საათის შემდეგ. მეთოტრექსატი კონკურენციას უწევს აღდგენილ ფოლატს იმ სატრანსპორტო ცილის მიერთებაში, რომელიც მოახდენს მის აქტიურ ტრანსპორტს უჯრედის მემბრანაში.

100 მიკრომ-ზე მეტი შრატის კონცენტრაციის შემთხვევაში პასიური დიფუზიის გზით მიიღწევა მეთოტრექსატის ეფექტური უჯრედშიდა კონცენტრაცია. შრატში მეთოტრექსატის დაახლოებით 50% უერთდება პლაზმის ცილებს.

შიგნით მიღებული ან პარენტერულად შეყვანილი მეთოტრექსატის თერაპიული კონცენტრაცია ვერ მიიღწევა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ინტრათეკალური შეყვანის შემდეგ თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შესაძლებელია მიღწეულ იქნას მაღალი კონცენტრაცია.

ბიოტრანსფორმაცია:

აბსორბციის შემდეგ მეთოტრექსატი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და უჯრედების შიგნით პოლიგლუტამატამდე, რაც შემდგომში შესაძლებელია ხელახლა გარდაიქმნას მეთოტრექსატად ჰიდროლაზას საშუალებით. ეს პოლიგლუტამატი მოქმედებს როგორც დიჰიდროფოლატრედუქტაზას და თიმიდილატ სინთეტაზას ინჰიბიტორი.

მეთოტრექსატის პოლიგლუტამატის მცირე რაოდენობა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეს ქსოვილებში. ამ აქტიური მეტაბოლიტების არსებობა და მათი გახანგრძლივებული მოქმედება სხვადასხვანაირია სხვადასხვა უჯრედებში, ქსოვილებში და სიმსივნეებში. ნორმალური დოზის მიღებისას მცირე რაოდენობით მეთოტრექსატი ღვიძლში შეიძლება გარდაიქმნას 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატად. ამ ინაქტიური მეტაბოლიტის კუმულაცია გასათვალისწინებელია მაღალი დოზების მიღებისას. 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატის წყალში ხსნადობა 3-5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საწყისი მოლეკულის. მეთოტრექსატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-10 საათს ფსორიაზიან პაციენტებში და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ტარდება დაბალი დოზებით (30 მგ/მ² ნაკლები). მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღებისას ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 8-15 საათს.

ელიმინაცია

ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმლის ექსკრეციის საშუალებით და დამოკიდებულია დოზაზე და პრეპარატის მიღების გზაზე. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დოზის 44-100% გამოიყოფა უცვლელად შარდში 24 საათის განმავლობაში.

მიღებული დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით. სავარაუდოა მეთოტრექსატის ენტეროჰეპატური რეცირკულაცია. თირკმლის მიერი ექსკრეცია ხდება გლომერულარული ფილტრაციის და აქტიური ტუბულარული ექსკრეციის გზით. არა ხაზოვანი ელიმინაცია გამოწვეულია თირკმლის ტუბულების სატურაციით, რაც ვლინდება ფსორიაზიან პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ 7,5-30 მგ დოზებით. თირკმლის ფუნქციის შემცირებამ და აგრეთვე ისეთი პრეპარატის კომბინირებულმა მიღებამ, რომელიც გამოიყოფა ტუბულარული ექსკრეციის საშუალებით (მაგალითად, როგორიც არის სუსტი ორგანული მჟავეები) შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაცია. არსებობს გარკვეული კავშირი მეთოტრექსატის კლირენსსა და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს შორის. მეთოტრექსატის კლირენსი მნიშვნელოვნად მერყეობს და ჩვეულებრივ მცირდება მაღალი დოზების მიღებისას. ცნობილია, რომ შემცირებული კლირენსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს მეთოტრექსატის ტოქსიკურ მოვლენებს. ნორმალურ ქსოვილში მეთოტრექსატის ტოქსიკურობა დამოკიდებულია უფრო მეტად მიღების ხანგრძლივობაზე და არა პლაზმის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე. თუ პაციენტის შემთხვევაში გამოვლინდა ელიმინაციის შემცირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ორგანიზმის მესამე კომპარტმენტში გადასვლის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში შრატის მეთოტრექსატის კონცენტრაცია დარჩება მომატებული დიდი ხნის განმავლობაში.

მაღალი დოზის მიღების ან თირკმლის მიერი ელიმინაციის შემცირების შემთხვევაში სავარაუდოდ ტოქსიკური მოვლენები შეიძლება შემცირდეს თუ მეთოტრექსატის პლაზმური ელიმინაციის ბოლო ფაზაში დაინიშნება კალციუმის ფოლინატი. თირკმელებში მეთოტრექსატის ხსნადობის შესახებ: მაღალი დოზების მიღებისას არსებობს პრეპარატის დალექვის შანსი, როდესაც pH

შრატის მეთოტრექსატის ფარმაკოკინეტიკური მონიტორინგი არის რეკომენდირებული, რათა აღმოაჩინონ პაციენტი, რომელიც არის მეთოტრექსატის ტოქსიკური მოვლენების განვითარების ქვეშ და ხელი შეუწყოს კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევას.

შრატის მეთოტრექსატის დონის და კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევის გაიდლაინები, რაც შეამცირებს მეთოტრექსატის ტოქსიკურ მოვლენებს, მოცემულია პუნქტში “დოზირება და მიღების წესი”.

ჩვენებები:

თერაპიული ჩვენებები:

მეთოტრექსატი გამოიყენება ქორიოკარცინომას, ინვაზიური ბუშნამქერას და ბუშტნამქერას სამკურნალოდ:

– ბუშნამქერას დროს პირველადი მკურნალობა მოიცავს საშვილოსნოს ექსტირპაციას და მეთოტრექსატის საშუალებით პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებას.

– დაბალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით.

– მაღალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის სახით.

მეთოტრექსატის ნორმალური ან მაღალი დოზები გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნალობის სახით მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ცნს-ის ლეიკემია და ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობა), ოსტეოსარკომის, არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ბერკიტის ლიმფომის, თავისა და კისრის პროგრესირებადი სიმსივნის, შარდის ბუშტის ინვაზიური სიმსივნის და ფუნგოიდური მიკოზის შორს წასული ფორმების დროს.

მეთოტრექსატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიოზული აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება მეორე რიგის ანტირევმატოიდულ პრეპარატებს, მიუხედავად იმისა მიიღება თუ არა ისინი ანთებისსაწინააღმდეგო პროსტაგლანდინების სინთეტაზას ინჰიბიტორებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მეთოტრექსატის დოზა, დოზის სიხშირე, მთლიანი დოზა და პრეპარატის მიღება სხვა ციტოტოქსიური მედიკამენტებთან და/ან ფოლის მჟავასთან ერთად ხშირად განიცდის ცვლილებებს სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებასთან ერთად.

მეთოტრექსატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მიერ, რომელიც გამოცდილია ამ სფეროში და ინფორმირებულია უახლესი მონაცემების შესახებ.

თავის და კისრის სიმსივნე

ერთკვირიანი ინტერვალებით შეჰყავთ 40 მგ/მ² მეთოტრექსატი, მანამდე სანამ არ მოხდება პროგრესირება. აღნიშნული დოზა შეჰყავთ ფოლის მჟავას გარეშე.

ტროფობლასტური სიმსივნე

ტროფობლასტური სიმსივნის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალურად გამოყოფილი ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ.

მეტასტაზების არ მქონე ან ტროფობლასტური სიმსივნის მეტასტაზების დაბალი რისკის მქონე პაციენტებში ყოველდღიურად ინიშნება 15-30 მგ მეთოტრექსატი შიგნით ან კუნთში 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს 1 ან რამდენიმე კვირის შემდეგ. ზოგადად ტარდება მკურნალობის 3-5 კურსი. ტროფობლასტური სიმსივნის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ხშირად ტარდება კომბინირებული მკურნალობა, მათ შორის 300 მგ მეთოტრექსატი/მ² სხეულის ზედაპირი, რასაც შემდგომში მოჰყვება ფოლის მჟავით მკურნალობა.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს HSG (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის) შრატის კონცენტრაციის შესაბამისად

ცნს–ს ლეიკემია

მენინგეალური ლეიკემიის მკურნალობის დროს მეთოტრექსატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის სახით. თუ მეთოტრექსატი შეჰყავთ ინტრათეკალურად, ამ შემთხვევაში გამოიყენება ფლაკონი კონსერვანტების გარეშე. ინტრათეკალური შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა იყოს 1 მგ/მლ. შესაძლებელია მისი განზავება 0.9% NaCl- ში. ინტრათეკალურად შესაყვანი დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: 1 წელზე უმცროსებში 6 მგ; 1 წლის ასაკი 8 მგ; 2 წლის ასაკი 10 მგ და 3 წლის და უფრო მეტი ასაკი 12 მგ.

მოზრდილებში ინტრათეკალურად შეყვანილმა მეთოტრექსატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15 მგ-ს. მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს თავზურგტვინის სითხის ციტოლოგიის საფუძველზე. როდესაც მეთოტრექსატი შეჰყავთ ინტრათეკალურად, ამ შემთხვევაში პლაზმის დონე შეიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები.

მენინგეალური ლეიკემიის სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას მეთოტრექსატი ინტრათეკალურად. ერთ კვირიანი ან უფრო ნაკლები ინტერვალით შეყვანილმა მეთოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ქვემწვავე ტოქსიკური ეფექტები. მეთოტრექსატით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ არ დარეგულირდება თავზურგტვინის ციტოლოგიური მონაცემები. ამ ფაზაზე სასურველია დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა.

მენინგეალური ლეიკემიის პროფილაქტიკის შემთხვევაში ინიშნება ისეთივე დოზა როგორც მკურნალობისას. გამონაკლისს წარმოადგენს ინტერვალები, რისთვისაც მკურნალი ექიმი უნდა გაეცნოს სამედიცინო ლიტერატურას.

ლეიკემია

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს მიიღება 15-30 მგ/მ² მეთოტრექსატი შიგნით, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად კვირაში 1-ჯერ.

ოსტეოსარკომა

ოსტეოსარკომის მკურნალობის დროს გამოიყენება მეთოტრექსატის მაღალი დოზები (8 გრ/მ² – 12 გრ/მ²) კომბინაციაში სხვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან ერთად რის შემდეგაც ინიშნება ფოლის მჟავათ მკურნალობა (იხ. “მეთოტრექსატის მაღალი დოზა”).

ოსტეოსარკომის მკურნალობის დროს მეთოტრექსატის მაღალი დოზების და ფოლის მჟავა ინიშნება ამ სფეროში გამოცდილი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

მიკოზის ფუნგოიდოზი

ნამკურნალები პაციენტების ნახევარში მეთოტრექსატი იწვევს კლინიკურ რემისიას. დოზის სიდიდე და მკურნალობის მოდიფიკაცია დოზის შემცირების ხარჯზე ან მკურნალობის შეწყვეტა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ეფექტს ახდენს პაციენტზე და ასევე ჰემატოლოგიური მონიტორინგით.

ინტრამუსკულარულად ინიშნება 50 მგ მეთოტრექსატი ან უფრო მაღალი დოზა კვირაში ერთხელ ან 25 მგ კვირაში 2-ჯერ.

ფსორიაზი

ქალებში ფსორიაზის მკურნალობა იწყება უშუალოდ მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ. მეთოტრექსატით მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირით ადრე შეჰყავთ საცდელი დოზა – 5-10 მგ პარენტერალურად, რათა შეამოწმონ გამოიწვევს თუ არა ეს იდიოსინკრაზიულ რეაქციას პაციენტში.

მოზრდილებში ყოველკვირეულად შეჰყავთ 10-25 მგ შიგნით ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. უმეტეს პაციენტებში გაუმჯობესება ხდება დაახლოებით 4 კვირაში, ხოლო ოპტიმალური შედეგი მიიღწევა 2-3 თვეში. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირიდან 6 თვის განმავლობაში სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. ოპტიმალური კლინიკური შედეგების მიღწევის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, ხოლო ინტერვალები გახანგრძლივდეს მაქსიმალურად. აგრეთვე შესაძლებელია რაც შეიძლება მალე განახლდეს ადგილობრივი მკურნალობა.

რევმატოიდული ართრიტი

მეთოტრექსატის ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანის შემთხვევაში მისი საწყისი დოზა მოზარდებში შეადგენს 10 მგ კვირაში 1-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურეობრივად 2.5 მგ თითოეულ ჯერზე, სანამ მაქსიმალური დოზა არ მიაღწევს 25 მგ 1-ჯერ კვირაში. თითოეულ სქემაში შემდგომი მომდევნო დოზის გაზრდა უნდა მოხდეს 6 კვირიანი ინტერვალით.

თუ შესაძლებელია მკურნალობის დაწყებამდე 1 კვირით ადრე პარენტერულად შეჰყავთ 5-10 მგ მეთოტრექსატი, რათა დაადგინონ გამოვლინდება თუ არა იდიოსინკრაზიული რეაქცია.

უმეტეს პაციენტებში კლინიკური სიტუაციის გაუმჯობესება ხდება 4-6 კვირის შემდეგ. დაახლოებით 6 თვის შემდეგ კლინიკურ მდგომარეობაში ყალიბდება პლატოს მდგომარეობა, რის შემთხვევაშიც საჭიროა დოზის მოდიფიცირება, რათა შენარჩუნდეს ოპტიმალური კლინიკური შედეგები.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია რევმატოიდული ართრიტის რეციდივი.

მეთოტრექსატის მაღალი დოზა

მეთოტრექსატის ინფუზიამდე სულ მცირე 24 საათით ადრე შიგნით მიიღება NaHCO3: 1 გ ყოველ 4-6 საათში. ეს უნდა გაგრძელდეს ფოლის მჟავას უკანასკნელი დოზის შეყვანიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. მეთოტრექსატის შეყვანამდე შარდის pH უნდა იყოს 7.5-ზე მაღალი, კრეატინინის კლირენსი იყოს 60 მლ/წთ-ზე მეტი და შრატის კრეატინინი 120 მმოლი/ლ-ზე ნაკლები. შარდის პროდუქციამ არ უნდა გადააჭარბოს 2000 მლ/მ²/24 საათი.

მეთოტრექსატის დოზა ცვალებადობს 200 მგ/მ²-დან 12000 მგ/მ²-მდე. აღნიშნული დოზა შეიძლება დაინიშნოს ინტრავენური ინფუზიის სახით, რომლის კონცენტრაცია იქნება 2.5 – 25 მგ თითოეულ მლ, 100 მლ და 1 ლ ნორმალური ფიზიოლოგიურ ხნსნარში სულ მცირე 30 წთ-ს და 6 საათის შემდეგ. მეთოტრექსატის ინფუზიიდან 24 საათის შემდეგ იწყება ფოლის მჟავას შეყვანა ორგანიზმში, რათა ნორმალური უჯრედები გადაარჩინონ ტოქსიკური ზემოქმედებისგან.

ფოლის მჟავას დოზა დამოკიდებულია მიღებული მეთოტრექსატის დოზაზე. სტანდარტული მკურნალობა მოიცავს 15 მგ ფოლის მჟავას შეყვანას ინტრავენურად ყოველ 3 საათში 24 საათის განმავლობაში. შემდგომში მიიღება 15 მგ ფოლის მჟავა შიგნით ყოველ 6 საათში, 3 დღის განმავლობაში.

მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღება ფოლის მჟავასთან ერთად უნდა განხორციელდეს მხოლოდ ისეთი ონკოლოგის მიერ, რომელიც გამოცდილია ამ მეთოდის ჩატარებაში.

დოზის მოდიფიკაცია

თუ ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება მკურნალობის პირველ დღეს მეთოტრექსატის სტანდარტული დოზის 40 მგ/მ²სხეულის წონის შეყვანის შემდეგ, მაშინ დოზა უნდა ადაპტირდეს ქვემოთ მოყვანილი სქემის შესაბამისად; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი განსაზღვრავს დოზის შემცირებას.

 

ნორმალური დოზის %ლეიკოციტების რაოდენობა/მმ³თრომბოციტების რაოდენობა/მმ³
100> 3500> 125000
502500 – 350075000 – 125000
0

 

თუ ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს 2500-3500/მმ³ და/ან თრომბოციტების რაოდენობა შეადგენს 7500-125000, მაშინ სასურველია მკურნალობის შეწყვეტა ერთი კვირით. თუ სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები აღდგება, მაშინ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. თუ სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები აღდგება, მაშინ უნდა მოხდეს დოზის შემცირება.

მეთოტრექსატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 60 მლ/წთ-ზე. უნდა მოხდეს მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღების გადავადება ღვიძლის ტოქსიკური მოვლენების შემთხვევაში.

გამოყენების ინსტრუქცია

იხილეთ მეთოტრექსატის მაღალი დოზები ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად.

გვერდითი მოვლენები:

მწვავე გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და მიღების სიხშირეზე. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: წყლულოვანი სტომატიტი, ლეიკოპენია, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, აუხსნელი დაღლილობა, კანკალი და ცხელება, თავბრუსხვევა და შემცირებული რეზისტენტობა დაავადებების მიმართ.

ონკლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე კომბინირებული მკურნალობა და არსებული დაავადება ართულებს იმის გაგებას, არის თუ არა კონკრეტული გვერდითი ეფექტები დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან.

მეთოტრექსატით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების მიხედვით.

კუჭ–ნაწლავის მხრივ:

გინგივიტი, ფარინგიტი, სომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინეა, ფაღარათი, ჰემატემეზისი, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა და ენტერიტი. ღებინების, ფაღარათის და სტომატიტის განვითარების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეთოტრექსატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პეპტიური წყლულის ან წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში.

ჰემატოლოგიის მხრივ:

მეთოტრექსატმა შესაძლებელია დათრგუნოს ჰემოპოეზი და გამოიწვიოს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენეა განსაკუთრეული სიფრთხილით ან საერთოდ არ ინიშნება.

ფსორიაზის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება სისხლის მაჩვენებლები. სიმსივნის მკურნალობისას მეთოტრექსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს სერიოზული მიელოსუპრესიის განვითარების რისკს. მიელოსუპრესია ასევე შესაძლებელი განვითარდეს მეთოტრექსატის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგაც. სერიოზული გრანულოციტოპენიისა და ცხელების მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა. ჩვეულებრივ ამ დროს საჭიროა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების პარენტერული შეყვანა.

ღვიძლის მხრივ:

მეთოტრექსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე (ტრანსამინაზების მომატება) ან ქრონიკული (ფიბროზი და ციროზი) ჰეპატოტოქსიკურობა. ქრონიკული ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ლეტალურია. იგი ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის ქრონიკული გამოყენების (ძირითადად 2 წელი ან უფრო მეტი ხანი) შემდეგ ან, თუ მთლიანი მიღებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს. ფსორიაზიან პაციენტებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოტოქსიკურობას განსაზღვრავდა მთლიანი კუმულაციური დოზა. ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, დიაბეტით და ხანდაზმული ასაკით. პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი.

ინფორმაცია დაავადების პროგრესირებისა ან შექცევადობის შესახებ არ მოიპოვება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თუ ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის შემცირება.

ღვიძლის ფუნქციური ტესტები, მათ შორის შრატის ალბუმინის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რეგულარულად მკურნალობის დაწყებამდე. ხანდახან ტესტის შედეგები ნორმალურია ფიბროზის და ციროზის შემთხვევაში. მსგავსი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბიოფსიის საშუალებით.

ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევებში 1,5 გ მთლიანი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს ჩვეულებრივ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ცვლილებების დროს არ არის აუცილეელი მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის მიღებისას საჭიროა სფრთხილის გამოჩენა.

იმუნოლოგია:

მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით აქტიური ინფექციის შემთხვევებში და განსაკუთრებით უკუნაჩვენებია იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებში. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს იმუნიზაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური. ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინის საშუალებით არ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა ყვავილის ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმ პაციენტეში, რომლებივ მკურნალობდნენ მეთოტრექსატით. იშვიათად გამოვლინდა ჰიპოგამაგლობულინემია.

ნევროლოგიის მხრივ:

თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, აფაზია, ჰემიპარეზი, პარეზი და გულყრა გამოვლინდა მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ.

მეთოტრექსატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გამოვლინდა ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კრანიოსპინალური დასხივება.

ქრონიკული ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ასევე ოსტეოსარკომიან პაციენტებში, რომლებშიც შეჰყავდათ მეთოტრექსატის მაღალი დოზა და კალციუმის ფოლინატი, მიუხედავად იმისა უტარდებოდათ თუ არა მათ კრანიალური დასხივება. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს მდგომარეობის სრულად გამოსწორებას.

გარდამავალი მწვავე ნევროლოგიური სინდრომი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც შეიყვანეს მეთოტრექსატის მაღალი დოზები. კლინიკურად ეს შეიძლება გამოვლინდეს უცნაური ქცევით, ადგილობრივი სენსორო-მოტორული ფენომენით და არანორმალური რეფლექსებით. ამ სიმპტომების ზუსტი მიზეზი უცნობია.

მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილია ტოქსიკური ეფექტები. ეფექტები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

– ქიმიური არაქნოიდიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის თავის და ზურგის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ცხელება.

– პარეზი, ჩვეულებრივ გარდამავალი, პარაპლეგია, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ სპინალური ნერვების ფესვებს.

– ლეიკოენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა, აჟიტირება, ძილიანობა, ატაქსია, დემენცია და ზოგჯერ სერიოზული გულყრები.

ფილტვის მხრივ

გამოვლინდა ინტერსტიციული პნევმონიტის მიერ გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები და ასევე ქრონიკული ინტერსტიციული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების შემთხვევები. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს გამოვლენილი პულმონარული სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქციული ხველა) ან არასპეციფიურმა პნევმონიტი შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად საშიშ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და საფუძვლიან გამოკვლევას.

მართალია მეთოტრექსატით გამოწვეული დაავადების სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ვლინდება ცხელება, ხ

მეთოტრექსატი – ებევე (გაგრძელება) – METOTREXAT EBEWE – МЕТОТРЕКСАТ ЭБЕВЕ

(გაგრძელება)

უკუჩვენებები:

მეთოტრექსატი არ გამოიყენება ორსულობის დროს და ცუდი კვებითი სტატუსის მქონე პაციენტებში. ასევე მეთოტრექსატი უკუნაჩვენებია თირკმლის და ღვიძლის სერიოზული დარღვევეის, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ანემიის, ალკოჰოლიზმის, მეთოტრექსატისადმი ჰიპერმგრძნობე-ლობის და მეთოტრექსატით გამწვეული ფილტვის ტოქსიკური მოვლენების დროს. მეთოტრექსატი არ ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცნობილია, რომ მეთოტრექსატი ტოქსიკურად მოქმედებს ადამიანის ნაყოფზე: აბორტი, ნაყოფის სიკვდილი და თანდაყოლილი დეფექტები გამოვლინდა ქალებში, რომლებიც ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველი 3 თვე ღებულობდნენ მეთოტრექსატს. მეთოტრექსატით მკურნალობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

ციტოსტატური პრეპარატი – მეთოტრექსატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ონკოლოგიაში გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჰოსპიტალში, სადაც ტარდება ქიმიოთერაპია. ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ დერმატოლოგიაში და რევმატოლოგიაში გარკვეული გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

მეთოტრექსატის მიღებისას ზოგადად რეკომენდირებულია შემდეგი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება: ჰემოგრამა, ჰემატოკრიტი და თრომბოციტების მაჩვენებლების შემოწმება, თირკმლის ფუნქციური ტესტები და შარდის ანალიზი; ღვიძლის ფერმენტების განსაზღვრა; რეკომენდირებულია გულ-მკერდის რენტგენის გადაღება. ფსორიაზის მკურნალობის დროს რეკომენდირებულია რეგულარულად გადამოწმდეს აღნიშნული ტესტები: ჰემატოლოგია – ყოველთვიურად, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია ყოველ 1-3 თვეში. ჩვეულებრივ ანტინეოპლაზური მკურნალობის დროს უფრო ხშირად არის საჭირო საკონტროლო პროცედურების ჩატარება. მკურნალობის დაწყებისას, დოზის ცვლილებისას ან ისეთი პერიოდებისას, როდესაც იზრდება პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მომატების რისკი (მაგ. დეჰიდრატაციის დროს) საჭიროა უფრო ხშირი კონტროლის ჩატარება. არ არის დადგენილი ურთიერთკავშირი ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებებსა და ღვიძლის ფიბროზსა ან ციროზს შორის. ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილება ხშირად ვლინდება მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ არ იწვევს დოზის მოდიფიცირებას. თუ პრეპარატის შეყვანამდე აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური ტესტების პერმანენტული ცვლილება და/ან შრატის ალბუმინის დონის შემცირება, ეს შესაძლებელია მიანიშნებდეს ღვიძლის სერიოზულ ტოქსიკურ მოვლენებზე და საჭიროებდეს დამატებით გამოკვლევას.

ფილტვის ფუნქციური ტესტების შეფასება შესაძლებელია საჭირო იყოს მაშინ, როდესაც ეჭვი არის მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადების შესახებ. განსაკუთრეით კი, როდესაც ცნობილია მკურნალობამდე არსებული მაჩვენელები. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრეული სიფრთხილით ინფექციის, პეპტიური წყლულის, წყლულოვანი კოლიტის, დასუსტების დროს და ასევე ძალიან ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტეში.

მკურნალობის დროს გამოვლენილი მძიმე ლეიკოპენიის შემთხვევაში მოსალოდნელია ბაქტერიული ინფექციის განვითარება. ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მეთოტრექსატის შეყვანის შეწყვეტა და ადექვატური ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება.

ნეფროტოქსიური მოვლენების დაწყებისას ასევე რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა.

ძვლის ტვინის ძლიერი სუპრესიის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის ან თრომბოციტების გადასხმა.

მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რაც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ მომენტში იმ შემთხვევაში თუ ყოველკვირეულად მიიღება 7.5 მგ-ზე მეტი დოზა. მდგომარეობა ყოველთვის არ არის შექცევადი. პულმონოლოგიური სიმპტომების გამოვლენისას (განსაკუთრებით მშრალი და არა-პროდუქტიული ხველა) შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და საფუძვლიანი გამოკვლევის ჩატარება. მეთოტრექსატით გამოწვეული (ინტერსტიციული) პნევმონიტის შემთხვევაში მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტის შემდეგ უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. ფილტვის ტოქსიკური მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობის განახლება უკუნაჩვენებია.

დიარეა და წყლულოვანი სტომატიტის განვითარება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს ჰემორაგიული ენტერიტისა და ნაწლავთა პერფორაციით გამოწვეული სიკვდილის რისკი.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თირკმლის შემცირეული ფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისას, მიუხედავად დაბალი დოზების გამოყენებისა, რადგან თირკმლის დისფუნქციის დროს მცირდება მეთოტრექსატის ელიმინაციის დრო.

არ არსებობს მითითებები, რომ პრეპარატი ზრდის კანცეროგენულ რისკს იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში უტარდებათ მკურნალობა, მაგალითად ფსორიაზიან პაციენტებში. რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში მონაცემები მეთოტრექსატის მიერ გამოწვეული კანცეროგენული რისკის შესახებ შეზღუდულია.

მეთოტრექსატის ინექციის მომზადებისას საჭიროა დამცავი ხელთათმანების, ნიღბის და დამცავი სათვალეების გაკეთება. მეთოტრექსატის, ისევე როგორც სხვა ციტოსტატური პრეპარატების მომზადება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომელიც აღჭურვილი იქნება ვერტიკალური ჰაერგამტარი მილით. მეთოტრექსატის დაღვრის შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.

მეთოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზისა და რევმატიული ართრიტის მკურნალობის დროს ზოგადად გამოიყენება მეთოტრექსატის დაბალი დოზები, შედარებით სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობასთან, ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ინტოქსიკაციისა და სიკვდილის განვითარება.

პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მეთოტრექსატით მკურნალობასთან დაკავშირეული რისკის შესახებ და გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ფსორიაზიან და რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში მთლიანი კუმულაციური დოზის – 1,5 გ შეყვანის შემდეგ რეკომენდირებულია ჩატარდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ხარისხის ცვლილებების დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა, მეთოტრექსატი მაინც სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში.

მეთოტრექსატის და სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

მეთოტრექსატის დაბალი დოზების მიღებისას მოსალოდნელია ავთვისებიანი ლიმფომას განვითარება. მეთოტრექსატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას მოსალოდნელია სპონტანური რეციდივის განვითარება. შესაბამისად ონკოლიზურებით მკურნალობის ჩატარება არ არის აუცილებელი. მსგავსი გვერდითი ეფექტის განვითარებისას პირველ რიგში აუცილებელია შეწყდეს მეთოტრექსატით მკურნალობა. თუ არ განვითარდება რემისია, შესაბამისად შესაძლებელია ადექვატური მკურნალობის დაწყება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

რადგან მეთოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, პარეზი და ჰემიპარეზი, შესაბამისად ამან შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას ვლინდება ერთი ან მეტი გვერდითი ეფექტი, მხოლოდ უფრო სერიოზული სახით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტები უფრო მეტად იქნება გამოხატული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს ფოლის მჟავა, სულ მცირე 15 მგ ყოველ 3 საათში ინტრავენურად. ფოლის მჟავას დოზის სიხშირე და სიდიდე უნდა განისაზღვროს მიღებული მეთოტრექსატის დოზით და მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით (იხ. ასევე მეთოტრექსატის მაღალი დოზა). ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ლუმბალური პუნქცია შემდგომი ვენტრიკულო-ლუმბალური პერფუზიით და ფოლის მჟავას სისტემური დანიშვნით. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება და სისხლის ტრანსფუზიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება მეთოტრეაქსატის მაღალი დოზის მიღებამდე (>10 მგ მეთოტრექსატი კვირაში) ან მიღების დროს. გამოვლინდა, რომ მეთოტრექსატის შრატის მაჩვენებლები იზრდებოდა, როდესაც ზოგიერთი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი მიიღებოდა მეთოტრექსატის მაღალ დოზებთან ერთად, რაც შედეგად იწვევდა სიკვდილს სერიოზული ჰემატოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტოქსიკური მოვლენების გამო.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, სალიცილატები და სხვა სუსტი ორგანული მჟავეები, მაგალითად პრობენეციდი ამცირებენ მეთოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, რაც იწვევს ტოქსიკური მოვლენების გაზრდას. აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მეთოტრექსატის პოტენციური ტოქსიკურობა განსაკუთრებით იზრდება არა-სტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან და დიურეზულებთან ერთად კომინირებული მიღებისას. მეთოტრექსატის დაბალი დოზებისა და არა-სტეროიდულია ნათებისსაწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაცია ხშირად გამოიყენება რევმატოლოგიაში.

მეთოტრექსატი შესაძლებელია მიუერთდეს შრატის ცილებს და ჩაანაცვლოს სალიცილატები, არა-სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, სულფონამიდები, ფენიტოინი, ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, პ-ამინო-ბენზოის მჟავა, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, ციკლოფოსფამიდი, ამინოგლიკოზიდები, ალოპურინოლი, ვინკრისტინი, ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი, ასპარაგინაზა და ციტოზინ არაბინოზიდი, რაც შესაბამისად გამოიწვევს მეთოტრექსატის თავისუფალი ფრაქციის მომატებას პლაზმაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო მეთოტრექსატის მაღალი დოზების და პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების (მაგ. ცისპლატინი) კომბინირებული მიღებისას.

შიგნით მისაღებმა ანტიბიოტიკებმა (მათ შორის ტეტრაციკლინებმა, ქლორამფენიკოლმა და არა-აბსორბირებადმა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებმა) შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ფლორას შეცვლა და მეთოტრექსატის (რე)აბსორბციის დაინჰიბირება.

ასევე შესაძლებელია ურთიერთქმედების განვითარება სამკურნალო მიზნით ჩატარებული დასხივების დროსაც. სხვა ციტოსტატურ პრეპარატებთან ერთად კომინირებული მიღებისას მოსალოდნელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების განვითარება, რაც გამოიწვევს თერაპიული ეფექტისა და გვერდითი მოვლენების გაზრდას.

არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვირუსების საშუალებით იმ პაციენტეში, რომლებიც მკურნალობენ მეთოტრექსატით. ნაწილობრივი ან სრული იმუნიზაციის მიღწევა შესაძლებელია ინაქტივირებული ვაქცინების საშუალებით. ვიტამინებმა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ფოლის მჟავა ან ფოლის მჟავას დერივატი, შესაძლებელია შეამციროს მეთოტრექსატით გამოწვეული სისტემური ეფექტები. ცხოველებზე და ადამიანებზე წინასწარ ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ კალციუმის ფოლინატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, ძირითადად 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის სახით. ეს რაოდენობა 1-3-ჯერ ნაკლებია ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის ნორმალურ კონცენტრაციასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, კალციუმის ფოლინატის მაღალმა დოზებმა შესაძლებელია შეამციროს ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის ეფექტურობა. ფოლატის დეფიციტმა შესაძლებელია გაზარდოს მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულად ღებულობდნენ მეთოტრექსატსა და ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლს, რაც სავარაუდოდ დამატებით გამოწვეული იყო ფოლის მჟავასთან ანტაგონიზმით. შესაბამისად მეთოტრექსატისა და სულფონამიდების კომბინირებული მიღება რეკომენდირებულია

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25oC) კარგად დახურულ შეფუთვაში და სინათლიგან დაცულ ადგილას.

მეთიონინი – METHIONIN – МЕТИОНИН

მწარმოებელი: “კიევის ვიტამინების ქარხანა”

უკრაინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

მოქმედი ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს

მეთიონინი ………….  0,25 გ.

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, სტეარინის მჟავა ან კალციუმის სტეარატი, ტვინი-80, შაქარი, სახამებელი, პურის ფქვილი, წითელი საღებავი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირას ზეთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინომჟავა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეთიონინი მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ზრდის პროცესისა და აზოტური წონასწორობის შესანარჩუნებლად. იგი უზრუნველყოფს ქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს, მონაწილეობს ადრენალინის, კრეატინინის სინთეზში, ააქტიურებს ჰორმონების, ვიტამინების, ფერმენტების მოქმედებას.

მას გააჩნია დეტოქსიკაციური თვისებები. სისხლის შრატში იგი აქვეითებს ქოლესტერინის და ზრდის  ფოსფოლიპიდების დონეს.

პრეპარატი ადვილად შეიწოვებს ნაწლავებში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა შარდით.

ჩვენება:

  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მკურნალობა და პროფილაქტიკა: ქრონიკული ჰეპატიტი, დარიშხანის პრეპარატებით, ქლოროფორმით, ბენზოლის პრეპარატებით და სხვა  ნივთიერებებით გამოწვეული დაზიანებები;
  • პრეპარატი ძირითადად გამოიყენება ქრონიკული ალკოჰოლიზმის. შაქრიანი დიაბეტის, დისტროფიის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება დიზინტერიისა და სხვა ინფექციური დაავადებების შემდეგ ცილების უკმარისობის დროს, აგრეთვე ათეროსკლეროზის, მძიმე ქირურგიული ოპერაციისა და დამწვრობებისას.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ინფექციური სიყვითლის, სხვა ვირუსული ჰეპატიტების, იმ პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ ღებინებით, ინდივიდუალური აუტანლობის (პრეპარატის მიღებას წყვეტენ) შემთხვევაში, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულატაცია!

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას არ იქნება მიღებული სასურველი ეფექტი, აუცილებელია მისი გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მეთიონინისა და სხვა ბალანსირებული ამინომჟავების გამოყენება აქვეითებს მეთიონინის ტოქსიკურ მოქმედებას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 0,5 -1,5 გ 3-4ჯერ დღეღამეში,

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ზევით ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,25 გ-ს-0,5 გ-ს 3-4-ჯერ დღეღამეში.

პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღებამდე 0,5 -1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-30 დღეს ან 10 დღეს 10 დღიანი ინტერვალით.

პრეპარატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დეზორიენტაცია. მეთიონის მაღალ დოზებში გამოყენებამ, რომელიც არ არის ბალანსირებული სხვა ამინომჟავებთან შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის უჯრედებისა და სხვა ორგანოს დაზიანებები.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში გულისრევა, ღებინება, პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

მეთიონინის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ დისპეფსიური მოვლენები ჩვეულებრივ თავისით ქრება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

მეზიმ ფორტე 10 000 – MEZYM FORTE 10 000 – МЕЗИМ ФОРТЕ 10 000

საერთაშორისო დასახელება:

PANCREATIN

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პანკრეატინი

ამილაზა ……………     7500 სე Ph. Eur.

ლიპაზა …………….   10 000 სე Ph. Eur.

პროტეაზა……………     375 სე Ph. Eur.

 

ვრცლად პანკრეატინი(დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!