Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 551

ლისნოპი-5 – LISNOP-5 – ЛИСНОП- 5

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: AJANIA PHARMA LIMITED

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება;  III თაობის აგფ-ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ............ 5 მგ

 

ვრცლად ლიზიგამა

ლირიკა – LYRIKA – ЛИРИКА

საერთაშორისო დასახელება:

PREGABALIN

მწარმოებელი: PFAIZER INC,  აშშ

მოქმედი ნივთიერება: პრეგაბალინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიისა და ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 14 და 56 ც.

1 კაფს.

პრეგაბალინი........    150 მგ

1 კაფს.

პრეგაბალინი .........  300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, შავი საღებავი (რომელიც შეიცავს მელაქს, რკინის შავ ოქსიდს, პროპილენგლიკოლს და კალიუმის ჰიდროქსიდს) და წყალი. 75 და 300 მგ კაფსულები ასევე შეიცავს რკინის წითელ ოქსიდს.

ჩვენებები:

  • პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი:

ლირიკა გამოიყენება გახანგრძლივებული ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია ნერვების დაზიანებით. პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა დაავადებამ, მაგალითად დიაბეტმა და ბრტყელმა ლიქენმა; ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღიწეროს სიცხის, წვის, დარტყმის ჩხვლეტის, კრუნჩხვის, მგრძნობელობის დაკარგვის, ლურსმნებისა და ნემსების ჩხვლეტის სახით. პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს გუნება-განწყობილების შეცვლასთან, ძილის დარღვევასთან, გადაღლასთან და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ფიზიკურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.

არ არის დადგენილ პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი.

  • ეპილეფსია:

ლირიკა გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ (პარციალური გულყრები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე) მოზრდილებში. ლირიკას დანიშვნა ხდება ექიმის მიერ ეპილეფსიის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობა ვერ აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას. ლირკას მიღება ხდება მიმდინარე სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ლირიკას გამოყენება არ ხდება განცალკევებულად, არამედ სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

ლირიკას მიღება და დოზის შერჩევა ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი ან ეპილეფსია: უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობის მიღება. თითოეული პაციენტისა და მისი მდგომარეობის მიხედვით დარეგულირებული დოზა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამეში 150-600 მგ-ს შორის. ინიშნება დღეში 2-ჯერ ან სამჯერ ექიმის მიერ. 2-ჯერ მიღებისას ლირიკას მიღება ხდება დილას და საღამოს ერთი და იგივე დროს ყოველდღე. დღეში 3-ჯერ მიღებისას დილას, საღამოს და შუადღეს ერთი და იგივე დროს ყოველდღე.

თუ გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ლირიკას მოქმედება არის მეტისმეტად სუსტი ან მეტისმეტად ძლიერი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე ზევით) ლირიკა ინიშნება ჩვეულებრივ, თუ არ არის დარღვეული თირკმლების ფუნქცია.

თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის დარეგულირება ხდება ექიმის მიერ.

კაფსულა მიიღება მთლიანად, წყალთან ერთად.

პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის მოხსნას.

პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილ ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი), ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ლირიკას მიღების შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე. მისი მოხსნის აუცილებლობის შემთხვევაში ეს უნდა განხორციელდეს ნელ-ნელა, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად ლირიკას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 10%-ზე მეტში: თავბრუსხვევა, სისუსტე.

ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1%-ზე მეტში: მადის მომატება, ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა, გაღიზიანებადობა; ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება; მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; ვერტიგო; პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი; ერექციის დარღვევები; კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი; წონაში მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 0.1%-ზე მეტში: მადის დაქვეითება; შემეცნების ცვლილებები, გადაღლილობა, დეპრესია, აჟიტირება, გუნება-განწყობის  ცვლილებები, უძილობის გაძლიერება, სიტყვების მოძებნის გაძნელება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური ძილი, პანიკის შეტევები, აპათია; სტუპორი, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოვნების დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, სინკოპე; თვალის სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სისველე; გაძლიერებული გულისცემა; ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება; სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, მუცლის ღრუს შეშუპება, გაძლიერებული ნერწყვის დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება; ოფლიანობა, გამონაყარი; კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების რიგიდობა; მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შეუკავებლობა, შარდის შემცირებული მოცულობა, სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.

უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 0.1%-ზე მეტში: დაბალი წნევა, ხელებისა და ფეხების გაციება, მაღალი წნევა; ხველა, ცხვირის გაჭედვა; კუნთების დაზიანება; მკერდის ტკივილი, მენსტრუალური დარღვევები; შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში; ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გულის რითმის დარღვევები; თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ამ ჩანართში ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:  ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლირიკას მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ფერტილობის ასაკის ქალებში გამოყენებული უნდა იქნას ეფექტური კონტრაცეპცია. ორსულობის, მასზე ეჭვისა და ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაცია.

ლაქტაცია: ლირიკას მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. რამდენადაც ცნობილია, რომ პრეპარატი გადადის დედის რძეში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია ლაქტაციის პერიოდში ლირიკას მიღების დაწყებამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: ლირიკას მიღება არ შეიძლება პრეგაბალინის ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. ლირიკას მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სომნოლენცია, რამაც შეიძლება გაზარდოს შემთხვევითი ტრავმების რისკი ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ საჭიროა მედიკამენტის სიფრთხილით გამოყენება. ზოგიერთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტში, რომლებიც იმატებენ წონაში პრეგაბალინის მიღებისას, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების შეცვლა.

ლირიკას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. ლირიკას მიღებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლირიკას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: თუ პაციენტს აქვს აუტანლობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, მისი მიღების დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

პრეპარატის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე: ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის უნარის შესუსტება. ამის გამო არ შეიძლება მექანიზმების მართვა, ან სხვა პოტენციურად საშიში აქტივობით დაკავება, მოცემული პრეპარატის მიღებისას, რამდენადაც ცნობილია, რომ იგი მოქმედებს ადამიანის შესაძლებლობებზე.

ჭარბი დოზირება:

ლირიკას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ან პაციენტის წაყვანა უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. საჭიროა ლირიკას კაფსულების ფლაკონის თან წაღება.

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება რეგულარულად ყოველდღე ერთი და იგივე დროს. თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, უნდა მიიღოს იგი შემდეგი დოზის მიღებამდე. თუ ეს ასე არ მოხდა, უნდა გააგრძელოს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში.

არ შეიძლება 2 დოზის ერთდროულად მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ლირიკა და ზოგიერთი განსაზღვრული პრეპარატი შეიძლება ურთიერკავშირში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

- თავბრუსხვევის, ძილიანობის და კონცენტრაციის დაქვეითების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს. თუ ლირიკის მიღება ხდება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ შემდეგ სამკურნალო ნივთიერებებს: ოქსიკოდინი - (გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი): ლორაზეპამი - (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ);

- ლირიკას მიღება შეიძლება ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლიპრიმარი (გაგრძელება) – LIPRIMAR – ЛИПРИМАР

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- მიოპათიის რისკი ამავე კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს მატულობს ციკლოსპორინის, ფიბრინის მჟავის, ერითრომიცინის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, რომლებიც განეკუთვნება აზოლებს და ნიკოტინს მჟავის ერთდროული გამოყენების დროს (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“- „მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე“).

- ანტაციდები: ერთდროულად მიღება სუსპენზიებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდებს ამცირებდა ატორვასტატინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დაახლოებით 35%-ით, თუმცა ამასთან არ იცვლებოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის  შეკავების შემცირების ხარისხი.

- ანტიპირინი: ლიპრიმარი არ ახდენს ზემოქმედებას ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ ურთიერთქმედება სხვა პრეპრატებთან, რომლებიც მეტაბოლირდება ციტოქრომის იგივე იზოფერმენტებით, მოსალოდნელი არ არის.

- ქოლესტიპოლი: ქოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდებოდა დაახლოებით 25%-ით; თუმცა ჰიპოლიპიდემიური ეფექტი კომბინაციისა ატორვასტატინი და ქოლესტიპოლი აღემატებოდა სათითაოდ აღებულ ყველა პრეპარატს.

- დიგოქსინი: დიგოქსინის განმეორებით მიღების დროს, ლიპრიმართან დოზით 10 მგ, დიგოქსინის კონცენტრაციის წონასწორობა სისხლის შრატში არ იცვლებოდა თუმცა დიგოქსინის გამოყენებისას კომბინაციაში ლიპრიმართან დოზით 80 მგ/დღე-ღამეში დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდებოდა დაახლოებით 20%-ით. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიგოქსინს ლიპრიმართან ერთად მოითხოვენ შესაბამის დაკვირვებას.

- ერითრომიცინ/კლარიტომიცინი: ლიპრიმარისა და ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში) ან კლარიტომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ციტოქრომი P450 3A4-ის ინჰიბირებას აღინიშნებოდა ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”- “მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე”).

- აზიტრომიცინი: ლიპრიმარის (10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და აზიტრომიცინის (500 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში არ იცვლებოდა.

- ტერფენადინი: ლიპრიმარისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენების დროს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად საყურადღებო ცვლილებები არ აღმოჩენილა.

- პერორალური კონტრაცეპტივები: ლიპრიმარისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც შეიცავენ ნორეტინდრონს და ეტინილესტრადოლს, აღინიშნებოდა ნორეტინდრონისა და ეტინილესტრადოლის AUC-ს საგრძნბობი მომატება დაახლოებით 30% და 20% შესაბამისად. ეს ეფექტი უნდა იქნეს გათვალისწინებული პერორალური კონტრაცეპტივების შერჩევის დროს ქალებისათვის, რომლებიც ღებულობენ ლიპრიმარს.

- ვარფარინი: ვარფარინისა და ლიპრიმარის ურთიერთქმედებაში კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა.

- ციმეტიდინი: ციმეტიდინისა და ლიპრიმარის ურთიერთქმედებაში კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა.

- ამლოდიპინი: ლიპრიმარი 80 მგ-ისა და ამოლოდიპინი 10 მგ-ის ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა.

- პროთეაზის ინჰიბიტორები: ლიპრიმარისა და პროთეაზის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც ცნობილია როგორც ციტოქრომი P250 3A4-ის ინჰიბიტორები, მიმდინარეობდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის გაზრდით.

- სხვა თანმდევი თერაპია: კლინიკური კვლევების დროს ლიპრიმარს იყენებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებთან და ესტროგენებთან შეთავსებით, რომლებიც ინიშნებოდა ჩანაცვლებითი მიზნით; ურთიერთქმედებისას კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა; ურთიერთქმედების გამოკვლევა რაიმე სპეციფიკურ პრეპარატზე არ ჩატარებულა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლიპრიმარი – LIPRIMAR – ЛИПРИМАР

საერთაშორისო დასახელება:

ATORVASTATIN

მწარმოებელი: GEDEKE GMBX, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 და 10 ტაბ., შეფუთვაში 2 და 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ატორვასტატინი .......          10 მგ

1 ტაბ.

ატორვასტატინი...........       20 მგ

1 ტაბ.

ატორვასტატინი ...........      40 მგ

1 ტაბ.

ატორვასტატინი .........        80 მგ

დამხმარე ნივთიერება:

კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატ 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, “ოპადრაი” თეთრი (0padry Whaite) YS-1 7040, სიმეთიკონის ემულსია, ფხვნილისებური ცვილი (მხოლოდ შემდეგი დოზებისთვის 10 მგ, 20 მგ და 40 მგ).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატორვასტატინი - სელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორი, ჰიდროქსიმეტილგლუტარილკოა-რედუქტაზების - საკვანძო ფერმენტებისა, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოა-ს სტეროიდების წინამორბედ მევალონატად ქოლესტერინის ჩათვლით.

კალციუმის ატორვასტატინი წარმოადგენს სინთეტიკურ ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატს.

პაციენტებში ჰომოზიგოტური და ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიით, ჰიპერქლოესტერინემიის არაგენეტიკური ფორმებით და შერეული დისლიპიდემიით ლიპრიმარი ამცირებს სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B), აგრეთვე ქოლესტერინის ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს და ტრიგლიცერიდებს, იწვევს ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების  შემცველობის არამდგრად მატებას.

ლიპრიმარი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების, შემცველობას სისხლის პლაზმაში, ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოა-რედუქტაზას ინჰიბირებით და ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზით და ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების “ღვიძლისმიერი”რეცეპტორების რიცხვის გაზრდით უჯრედის ზედაპირზე, რაც იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის შეპყრობისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას. ლიპრიმარი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის წარმონაქმნებს და დაბალი სიმკვრივისი ლიპორპროტეიდების ნაწილაკთა რიცხვს. წევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ და მდგრად მომატებას, დაბალი ლიპოპროტეინების ნაწილაკების სასიკეთო ხარისხობრივ ცვლილებებთან შეთავსებით. ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობას პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰომოზიგოტური შთამომავლობითი ჰიპერქოლესტერინემია, რომელიც მდგრადია სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით თერაპიის მიმართ.

ლიპრიმარი (10-80 მგ) ამცირებს საერთო ქოლესტერინის შემცველობას 30-46%, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინების - 41-61%, აპო-B- 34-50% და ტგ - 14-33%. მკურნალობის შედეგები პაციენტებისა გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიით მსგავსია არაგენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერლიპიდემის ფორმებისა, მათ შორის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

პაციენტებში იზოლირებული ჰიპერტრიგლიცერიდემიით ლიპრიმარი ამცირებს საერთო ქოლესტერინის შემცველობას, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინს, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინს, აპო-B, ტგ და არა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინს და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობას. პაციენტებში დისბეტალპოპროტეინემიით ამცირებს შუალედური სიმკრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობას.

IIa და IIIb ტიპის ჰიპერლიპოპროტეინემიით დაავადებულ პაციენტებში ფრედერიქსონიის მიხედვით მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო შემცველობა იზრდება ლიპრიმარით (10-80 მგ) მკურნალობის დროს საწყის მონაცემებთან შედარებით შეადგენს 5.1-8.7%-ს და არ არის დამოკიდებული დოზაზე. არსებობს საყურადღებო დოზადამოკიდებული შემცირება თანაფარდობის სიდიდისა: საერთო ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინთან და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინთან 29-44% და 37-55% შესაბამისად.

ლიპრიმარი 80 მგ სარწმუნოდ ამცირებს იშემიური გართულებების და სიკვდილიანობის რისკს 16%-ით 16 კვირიანი კურსის შემდეგ,ხოლო განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის რისკი სტენოკარდიის გამო, რომელსაც თან ახლავს მიოკარდის თანმხლები ნიშნები მცირდება 26%-ით. პაციენტებში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციების სხვადასხვა საწყისი მაჩვენებლებით ლიპრიმარი იწვევს იშემიური გართულებებისა და სიკვდილის რისკის შემცირებას (პაციენტებში მიოკარდის ინფარქტით Q კბილის გარეშე და არასტაბილური სტენოკარდიით, ქალებსა და მამაკაცებში, 65 წელზე ახალგაზრდა და უფროს პაციენტებში).

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის სისხლის პლაზმაში შემცველობის შემცირება უკეთესად კორელირდება პრეპარატის დოზით, ვიდრე მისი კონცენტრაციით სისხლის პლაზმაში. დოზა შეირჩევა თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ; მისი სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია მიაღწევს მაქსიმუმს 1-2 საათის შემდეგ, შეწოვის ხარისხი და კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მატულობს დოზის პროპორციულად. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო ინჰიბირებადი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა ჰიდროქსიმეთილგლუტარილკოა-რედუქტაზებთან მიმართებაში - დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პრესისტემური მეტაბოლიზმით ან/და ღვიძლის გზით „პირველადი გავლით“.

საკვები რამდენადმე ამცირებს პრეპარატის აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხის (25% და 9% შესაბამისად რაზეც მიუთითებს Cmax და AUC განსაზღვრის შედეგები) თუმცა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობა მსგავსია პრეპარატის უზმოზე მიღების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინის მიღების შემედგ საღამო ხანს მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნაკლებია (Cmax და AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე მისი მიღებისას დილის საათებში. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცირება არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღებაზე დღეღამის ნებისმიერ დროს.

განაწილება: ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ-ს. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი არანაკლებ 98%. შემცველობის თანაფარდობა ერითროციტებისა/პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 0.25 ანუ ატორვასტატინი ცუდად აღწევს ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი: ატორვასტატინი ძირითადად მეტაბოლირდება ორტო- და პარა-ჰიდროქსილირებული წარმოებულებით და ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტებით. in vitro ორტო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები ახდენენ მაინჰიბირებელ მოქმედებას ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოა-რედუქტაზაზე, რომელიც უპირისპირდება ატორვასტატინს. ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოა-რედუქტაზების აქტივობის შემცირების დაახლოებით 70% ხდება აქტიურად ცირკულირებული მეტაბოლიტების მოქმედების ხარჯზე. in vitro გამოკვლევების შედეგი იძლევა იმის საფუძველს, რომ ღვიძლის ციტოქრომი P450 3A4 ასრულებს მთავარ როლს ატორვასტატინის მეტაბოლიზმში. ამ ფაქტის სასარგებლოდ მეტყველებს პრეპარატის კონცენტრაციის მომატება ადამიანის სისხლის პლაზმაში ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას რომელიც წარმოადგენს ამ იზოფერმენტის ინჰიბიტორს. in vitro გამოკვლევებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ატორვასტატინი წარმოადგენს ციტოქრომი P450 3A4-ს სუსტ ინჰიბიტორს. ატორვასტატინი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან მოქმედებას სისხლის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციაზე, რომელიც ძირითადად მეტაბოლირდება ციტოქრომი P450 3A4, ამიტომ მისი არსებითი ზემოქმედება ფარმაკოკინეტიკაზე სხვა სუბსტრატებისა ციტოქრომი P450 3A4 ნაკლებ სავარაუდოა (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

გამოყოფა: ატორვასტატინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი ან/და არაღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შედეგად, ატორვასტატინი არ განიცდის გამოხატულ ნაწლავურ - ღვიძლისმიერ რეცირკულაციებს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 საათს, ამასთან ნახევარგამოყოფის პერიოდი ინჰიბირებადი აქტივობისა ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოა-რედუქტაზებთან მიმართებაში აქტიური მეტაბოლიტების არსებობის წყალობით შეადგენს დაახლოებით 20-30 საათს.

შიდა მიღების შემდეგ, შარდში აღმოჩნდება დოზის 2%-ზე ნაკლები.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:

ხანდაზმულები: ატორვასტატინის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. პაციენტებისათვის 65 წლის ასაკში და ზევით (Cmax დაახლოებით 40%, AUC დაახლოებით 30%); სხვაობები უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნების მისაღწევად ხანდაზმულ ადამიანებში შედარებით საერთო პოპულაციასთან არ აღინიშნება.

ბავშვები: პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა.

სქესი: პრეპარატის კონცენტრაციები სიხლის პლაზმაში ქლებში (Cmax დაახლებით 20% და AUC  10% და ნაკლები) განსხვავდება მამაკაცების ამგვარი მონაცემებისაგან. თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პრეპარატის ზემოქმედებისა ლპიდურ ცვლაზე ქალებსა და მამაკაცები შორის არ აღინიშნება.

თირკმლის უკმარისობა: თირკმელების დაავადება არ ახდენს ზემოქმედებას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციზე ან მის ზემოქმედებაზე ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებზე, ამასთან დაკავშირებით დოზების შეცვლა თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არაა საჭირო.

ჰემოდიალიზი: გამოკვლევები თირკმელების დაავადების ბოლო სტადიების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი გამოიწვევს ატორვასტატინის კლირენსის საგრძნობ გაზრდას, რადგან, პრეპარატი საკმარისი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ღვიძლის უკმარისობა: პრეპარატის კონცენტრაცია შესამჩნევად იზრდება (Cmax დაახლოებით 16-ჯერ და AUC დაახლოებით 11-ჯერ) პაციენტებში ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით (Cailds-piu B).

ჩვენებები:

  • დიეტასთან შეთავსებით პაციენტების სამკურნალოდ რომელთაც აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის მომატებული შემცველობა, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი, აპო-B და ტგ. და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის მომატებული შემცველობა პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (გენეტიკური ჰეტეროზიგოტით და არაგენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიით), კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიები (ტიპები II a და IIb ფედერიკსონის მიხედვით), ტგ-ს მომატებული შემცველობით სისხლის პლაზმაში (ტიპი IV ფრედერიკსონის მიხედვით) და პაციენტები დისბეტა ლიპოპროტენემიით (ტიპი III ფედერიკსონის მიხედვით), რომელთაც დიეტოთერაპია არ აძლევს ადექვატურ ეფექტს.
  • სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობის შემცირებისათვის ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში დიეტოთერაპიის და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდების არასაკმარისი ეფექტურობის დროს.
  • გულ-სისხლძარღვთა  გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში კლინიკურად გამოხატული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიპმტომების გარეშე, დისლიპიდემიის არსებობის ან არ არსებობისას, მაგრამ ზოგიერთი გულის იშემიური დაავადების რისკ-ფაქტორის შემთხვევაში, ისეთი როგორიცაა მწეველობა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დაბალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ან გულის იშემიური დაავადების ადრეული განვითარება ნათესავებში, პრეპარატი განკუთვნილია დასაწევად;
  • გულის იშემიური დაავადების რისკის განვითარება ლეტალური გამოსავლით ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ინსულტის განვითარების რისკი;
  • სტენოკარდიის განვითარების რისკი და რევასკულარიზაციის აუცილებლობა.

მიღების წესი და დოზირება:

ლიპრიმარით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ვცადოთ მივაღწიოთ ჰიპერქლოლესტერინემიის კონტროლს დიეტის მეშვეობით, ფიზიკური ვარჯიშით და სხეულის წონის შემცირებით დიდი წონის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ძირითადი დაავადების მკურნალობით. პაციენტისათვის პრეპარტის დანიშვნის დროს აუცილებელია რეკომენდაცია სტანდარტულ ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე, რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის დროს.

პრეპარატს ღებულობენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების  მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის დოზა ვარირებს 10-დან 80 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, რომელსაც შეარჩევენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საწყისი შემცველობის გათვალისწინებით, თერაპიის მიზნით და ინდივიდუალური ეფექტით. მკურნალობის დასაწყისში ან/და ლიპრიმარის დოზის გაზრდის დროს აუცილებელია ყოველ 2-4 კვირაში მოხდეს სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის კონტროლირება და შესაბამისი გზით დოზის კორექტირება.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია: პაციენტთა უმრავლესობისათვის - 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში; თერაპიული მოქმედება გამოვლინდება 2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მიაღწევს მაქსიმუმს 4 კვირის განმავლობაში; ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნებულია.

ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია: 80 მგ ერთხელ დღე-ღამეში (ხშირ შემთხვევაში თერაპიამ გამოიწვია დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობის შემცირება (18-45%-ით).

გამოყენება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში: (იხ. „უკუჩვენება“ და „განსაკუთრებული მითითებები“).

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თირკმლის დაავადება არ ახდენს ზემოქმედებას ატორვასტატინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობის შემცირებას გამოყენების დროს, ამიტომ პრეპარატის დოზის კორეგირება არაა საჭირო.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: სხვაობები უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნების მიღწევაში ხანდაზმულ ადამიანებში საერთო პოპულაციასთან შედარებით არ აღინიშნება (იხ. „ფარმაკოკინეტკა“).

გვერდითი მოვლენები:

ლიპრიმარი როგორც წესი კარგად გადაიტანება. გვერდითი რეაქციები მსუბუქია და წარმავალი.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (≥1%):

ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულის რევა, დიარეა, ტკივლი მუცლის არეში, დისპეფსია, შეკრულობა, მეტეორიზმი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სისტემის მხრივ: მიალგია.

ნაკლებად ხშირი გვერდითი რეაქციები:

ნერვული სისტემის მხრივ: შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია.

საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: ღებინება, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სისტემის მხრივ: ტკივილები ზურგის არეში, კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი. პოლიმორფული ექსუდატიური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

მეტაბოლური დარღვევების მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.

სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა.

მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის დადგენილი ყველა ზემოჩამოთვლილი რეაქციის მიმართ.

უკუჩვენებები:

* ლიპრიმარი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის მომეტებული მგრძნობელობით პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ღვიძლის აქტიური დაავადება ან შრატში ტრანსამინაზების აქტივობის გაურკვეველი გენეზის მომატება (3-ჯერ მეტად ნორმის ზედა საზღვართან შედარებით);

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეპციის  ადეკვატური მეთოდებით.

* ლიპრიმარი შესაძლოა დაენიშნოს რეპროდუქტიული ასაკის ქალებში მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობის შესაძლებლობა ძალიან მცირეა და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის შესაძლო რისკის შესახებ.

* ბავშვებში 18 წ-მდე ეფექტურობა და უსაფრთხოება არაა დადგენილი.

* სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან/და პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლიპრიმარი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებმა მკურნალბის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტიის ადეკვატური მეთოდები. ლიპრიმარი შესაძლებელია დაინიშნოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის შესაძლებლობა მათთან ძალიან დაბალია, ხოლო პაციენტი ინფორმირებულია მკურნალობის პერიოდში ნაყოფი იდაკარგვის შესაძლო რისკზე.

ლიპრიმარი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ახალშობილებში არასასურველი რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქალებმა რომლებიც ღებულობენ ლიპრიმარს უნდა შეწყვტონ ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

მოქმედება ღვიძლზე

ისევე როგორც სხვა ამავე კლასის ჰიპოლიპიდემიური საშუალებების გამოყენებისას, ლიპრიმარით მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა ზომიერი (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარიდან) მომატება „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობისა.

„ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების მდგრადი შრატისმიერი მომატება (3-ჯერ მეტი ნორმისზედა ზღვარიდან) აღინიშნებოდა 0.7% პაციენტებში, რომლებიც კლინიკური გამოკვლევების დროს ღებულობდნენ ლიპრიმარს. ამგვარი ცვლილებების სიხშირემ პრეპარატის გამოყენების დროს დოზებით 10 მგ, 20 მგ, 40 მგ და 80 მგ შეადგინა 0.2%, 0.2%, 0.6% და 2.3% შესაბამისად. „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტიურობის მომატებას როგორც წესი არ ახლდა სიყვითლე ან სხვა კლინიკური გამოვლინება. ლიპრიმარის დოზის დაწევის დროს პრეპარატის დროებით ან სრულიად მოხსნისას „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტიურობა უბრუნდებოდა საწყის დონეს. პაციენტების უმრავლესობა აგრძელებდა შემცირებული დოზით ლიპრიმარის მიღებას რაიმე შედეგის გარეშე.

6 კვირისა და 12 კვირის შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყებიდან ან დოზის გაზრდის შემდეგ, აგრეთვე მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში უნდა ხდებოდეს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. ღვიძლის ფუნქცია უნდა იქნეს გამოკვლეული აგრეთვე ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნების გამოვლინების შემთხვევაშიც. „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების შემცველობის მომატების შემთხვევაში, მათი აქტიურობა უნდა გაკონტროლდეს მანამ, სანამ არ მოხდება მათი ნორმალიზება. თუ ალატ და ასატ აქტივობის მომატება მეტია 3-ჯერ ნორმის ზედა ზღვარიდან და იგი შენარჩუნდება, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა (იხ. „გვერდითი მოვლენები“).

მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე

* პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლიპრიმარს აღინიშნებოდა მიალგიები (იხ. „გვერდითი მოვლენები“). მიოპათიის დიაგნოზი (ტკივილები ან სისუსტე კუნთებში. შეთავსებით კრეატინფოსფოკინაზის აქტივობის მატებასთან 10-ჯერ ნორმის ზედა ზღვარიდან) უნდა ვივარაუდოთ პაციენტებში გაფართოებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით და სისუსტით ან/და კრეატინფოსფოკინაზის მომატებული აქტივობის გამოხატულებით.

* ლიპრიმარით მკურნალობა უნდა შეწყდეს კრეტანფოსფოკინაზის მომატებული აქტივობის გამოხატულების დროს ან დამტკიცებულად ან სავარაუდოდ მიოპათიის არსებობის შემთხვევაში.

* მიოპათიის რისკი ამავე კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს მატულობს ციკლოსპორინის, ფიბრიუმის მჟავის წარმოებულების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავის ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში. მრავალი ამ პრეპარატებიდან აინჰიბირებენ მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, ან/და სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტით. ცნობილია, რომ ციტოქრომი P450 3A4 - ღვიძლის ძირითადი იზოფერმენტია, რომელიც აძლიერებს ატორვასტატინის ბიოტრანსფორმაციებს. ლიპრიმარის დანიშვნისას ლიპიდდამწევი დოზებით ფიბრიუმის მჟავის წარმოებულებთან, ერითრომიცინთან, იმუნოდეპრესანტებთან, აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან ნიკოტინის მჟავასთან, ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად შეამოწმოს პაციენტები კუნთებში ტკივილების და სისუსტის გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეებში და ნებისმიერი პრეპარატის დოზის მომატების დროს.

მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია პერიოდული განსაზღვრა კრეატინფოსფოკინაზის აქტივობისა, თუმცა მსგავსი მონიტორირება არ აღნიშნავს მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილებას (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). ატორვასტატინმა შესაძლოა გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზის აქტივობის მომატება (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

* ლიპრიმარის გამოყენების დროს, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატებისა, აღინიშნება რაბდომიალიზის იშვიათი შემთხვევები მწვავე თირკმელების უკმარისობით, რომელიც განპირობებულია მიოგლუბინურიით, ლიპრიმარით თერაპია დროებით უნდა შეწყდეს ან შეწყდეს სრულიად თუ გამოვლინდა შესაძლო მიოპათიის ნიშნები ან თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორის არსებობის დროს რაბდომიოლიზის ფონზე (მაგალითად, მძიმედ მიმდინარე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები და არაკონტროლირებადი კრუნჩხვები).

ყურადღება! პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ გაურკვეველი ტკივილებისა და სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ თუ ამას თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება:

ლიპრიმარის ჭარბი დოზირების სამკურნალო სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა აუცილებლობიდან გამომდინარე. იმის გამო,  რომ პრეპარატი აქტიურად ებმის სისხლის პლაზმის ცილებს, ატორვასტატინის კლირენსის საგრძნობი გაზრდა ჰემოდიალიზის დროს ნაკლებსავარაუდოა.

გაგრძელება

ლიპოფუნდინი – LIPOFUNDIN – ЛИПОФУНДИН

მწარმოებელი: B.BRAUN MELSUNGEN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პარენტერული კვებისათვის - ცხიმოვანი ემულსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხიმოვანი ემულსიის საინფუზიო ხსნარი 20%:

ფალაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ

1000 მლ

სოიოს ზეთი ............................100 გ
საშუალო ჯაჭვის
მქონე ტრიგლიცერიდი (MCT) .....
100 გ
გლიცერინი ............................25 გ
კვერცხის ლეციტინი ..................12 გ
α-ტოკოფეროლი ......................0.2 გ
ნატრიუმის ოლეატი-pH .............6.5-8.8-მდე
საინექციო წყალი ......................1000 მლ-მდე

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობა:

ლინოლეინის მჟავა ........................48-58 გ/ლ
α-ლინოლეინის მჟავა .....................5-11 გ/ლ
საერთო კალორიულობა: .................7990 კჯ/ლ=1908 კკალ/ლ
თეორიული ოსმოლარობა: .............380 მოსმ/ლ
ტიტრის მჟავიანობა ან
ტუტიანობა ................................
(pH=7.4) ..................................6.5-8.8

ჩვენებები:

  • იყენებენ როგორც ენერგიის წყაროს;
  • ორგანიზმის უზრუნველყოფისათვის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით და სითხეებით პარენტერული კვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის განსაზღვრა ხდება ავადმყოფის მდგომარეობისა და ორგანიზმის ენერგიაზე მოთხოვნილების მიხედვით.

მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 5-10 მლ-ს კგ წონაზე დღეში.

ახალშობილებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-3 გ (მაქს.4 გ) ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 10-15 მლ-ს (20 მლ-მდე) კგ წონაზე დღეში.

შეყვანილი ცხიმების ელიმინირების პროცესი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში და ბავშვებში ნაკლები სხეულის წონით ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული, რის გამოც აღნიშნულ პაციენტებში ცხიმების მაქსიმალური დოზებით დანიშვნა არ წარმოებს. ამ დროს ყოველდღიურ ინფუზიებს შორის ინტერვალის დამთავრების შემდეგ, ჰიპერლიპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლირიცერიდების და ცხიმოვანი მჟავების მაჩვენებლების სისტემატურ კონტროლი.

1 წლამდე (ახალშობილების გარდა) და 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-3 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის  20%-იანი ხსნარის 5-15 მლ-ს კგ წონაზე. დღეში.

ინფუზიის სიჩქარე:

ცხიმოვანი ემულსიების გამოყენების ძირითად პრინციპს წარმოადგენს მათი ნელი შეყვანა. პირველ 15 წთ-ის განმავლაბში ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0.05-0.1 გ/კგ/სთ-ის განმავლობაში, რაც შეესაბამება 0.25-0.5 მლ ემულსიას კგ/სთ-ში.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:

0.15 გ ცხიმის კგ/წონაზე სთ-ში, რაც შეესაბამება 0.75 მლ-მდე ლიპოფუნდინის 20% ხსნარს კგ წონაზე სთ-ში. ამ დროს ინფუზიის წვეთოვანი რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 0.25 წვეთს კგ/წონაზე სთ-ში. ე.ი. 70 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტში ინფუზიის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 50 მლ/სთ-ში ან 18 წვეთს წთ-ში. ინფუზიის სიჩქარის შემცირება ხდება კვების დარღვევის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებში. რეკომენდებულია ინფუზიის ისეთი სიჩქარის შერჩევა, რათა პრეპარატის სადღეღამისო დოზის შეყვანა მოხდეს 24 სთ-ის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

სრული პარენტერული კვების დროს ცხიმოვანი ემულსია ინიშნება ძირითადად 1-2 კვირის განმავლობაში. პარენტერული კვების მიზნით ცხიმოვანი ემულსიის გამოყენების ჩვენების შემთხვევაში, შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ, შესაძლებელია ლიპოფუნდინის გამოყენების გაგრძელება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პრეპარატის შეყვანის წესი:

ლიპოფუნდინის შეყვანა ორგანიზმში ხდება ვენაში ინფუზიის სახით. შეყვანის წინ ცხიმოვანი ინფუზია უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის. ცხიმოვანი ემულსიები შეჰყავთ პერიფერიულ ვენებში. 5 მკმ-ზე ნაკლები ზომის დიამეტრის მქონე ფილტრების საინფუზიო სისტემების გამოყენება ცხიმოვანი ემულსიების შესაყვანად ნებადართული არ არის, რადგან აღნიშნული დიამეტრის მქონე ფილტრებში ემულსიები არ გადის.

იმ შემთხვევაში, როდესაც ცხიმოვანი ემულსიების შეყვანა წარმოებს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, Y-ს მაგვარი ან ირგვლივ მყოფი გადამრთველი უნდა იყოს ინფუზიის ნაჩხვლეტთან უშუალოდ ახლოს, რაც ერთი და იგივე მილის საშუალებით ლიპოფუნდინთან ერთად სხვა ხსნარების შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს საჭიროა ლიპოფუნდინისა და სხვა პრეპარატის ხსნარების შეთავსებაზე განსაკუთრებული კონტროლი. ლიპოფუნდინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ორვალენტიანი კათიონების შემცველ (მაგ. Ca,Mg) ხსნარებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

- იშვიათად ადგილი აქვს მწვავე რეაქციებს, ქოშინის, ციანოზის, ალერგიული რეაქციების, ჰიპერლიპიდემიის სახით. შესაძლებელია აგრეთვე,

- ჰიპერგლიკემია, ჰიპერკოაგულაცია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გაძლიერებული ოფლდენა, შემცივნება, ძილიანობა, ლიპიდების ინფუზიის დროს შესაძლებელია ტკივილი მკერდის ძვლის და წელის არეში.

ამ დროს აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და აღნიშნული სიმპტომების გაქრობის და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ, შესაძლებელია ინფუზიის გაგრძელება ნაკლები სიჩქარით და/ან შედარებით ნაკლები დოზით. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საწყის სტადიაში და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის კონტროლი.

პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე. პაციენტებში ჰიპერლიპიდემიის არსებობისას უზმოზე, ცხიმოვანი ემულსიების დანიშვნა ნებადართული არ არის.

ჰიპერლიპიდემია (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ, მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.

შენიშვნა:

პრეპარატის შეყვანით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* სისხლის კოაგულაციის უნარის მკვეთრად გახატლული დარღვევები;

* შოკი და კოლაფსი;

* მწვავე თრომბოემბოლია;

* ცხიმოვანი ემბოლია;

* აციდოზითა და ჰიპოქსიით მიმდინარე მძიმე სეპტიცემია;

*მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის მწვავე ფაზა;

* კეტოაციდოზით გამოწვეული კომა;

* დეკომპენსირებული მეტაბოლიზმით ან არასტაბილური მეტაბოლიზმით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი;

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სხვადასხვა ეტიოლოგიის აციდოზი;

* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (როგორიცაა - ჰიპოტონური დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია);

* ღვიძლის შიდა ქოლესტაზი;

პრეპარატის დანიშვნა აგრეთვე წინააღმდეგნაჩვენებია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კუმულაციით მიმდინარე მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

* ცხიმოვანი ცვლის დარღვევა;

*ღვიძლის დაავადებები;

* რეტიკულოენდოთელური სისტემის მხრივ დარღვევები;

* ჰემორაგიული პანკრეონეკროზი.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის დიდ დოზებში ყოველდღიურად დანიშვნის დროს აუცილებელია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების კონტროლი და ინფუზიის პირველი დღის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანი შემადგენლობის და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი.

* აუცილებელია წყლის ბალანსის და/ან პაციენტის სხეულის მასის სისტემატური მონიტორინგი. რადგან სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება შესაძლებელია გახდეს პრეპარატის ჭარბი დოზირების მიზეზი, ამიტომ მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

* პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე.

* იმ შემთხვევაში, როდესაც ინფუზიის დროს შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტია და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი, საჭიროა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ აგრეთვე მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.

* სისხლში შაქრის რაოდენობის მომატების შემთხვევაში აუცილებელია ცხიმოვანი ემულსიის შეყვანის შეწყვეტა.

* ცხიმოვანი ემულსიების გამოყენება ენერგიის ერთადერთი წყაროს სახით იწვევს მეტაბოლური აციდოზის განვითარების პროვოცირებას. აღნიშნული გართულების თავიდან აცილება შესაძლებელია ნახშირწყლების ხსნარების ერთდროული გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხიმოვანი მჟავების ემულსიის ინფუზია ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ნახშირწყლების ხსნარების შესაბამისი რაოდენობით შეყვანას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესში მონაწილე ვიტამინ K-ზე, ამიტომ პაციენტებში პერორალური ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში და მათში ვიტამინ K-ს დეფიციტზე ეჭვის დროს, რეკომენდებულია კოაგულაციური სტატუსის მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლიპოფუნდინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, პრეპარატის მიღება ნებადართული არ არის, გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპერთერმია, თავის ტკვილი, მუცლის არეში ტკივილი, გადაღლილობა, ჰიპერლიპიდემია, ჰეპატომეგალია სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე, სპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემორაგიები ან მათდამი მიდრეკილება, სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილება (სისხლდენის, სისხლის შედედების, პროთრომბინის დროის პათოლოგიური მაჩვენებლები და სხვა.).

მკურნალობა: აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა. შემდგომი მკურნალობა განისაზღვრება დაავადების კონკრეტული სიმპტომების და მათი სიმძიმის მიხედვით; ცალკეულ სიტუაციებში შესაძლებელია სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰეპარინი აძლიერებს როგორც ეგზოგენური, აგრეთვე ენდოგენური გზით შეყვანილი ლიპიდების ლიპოლიზს, და ამ გზით იგი იწვევს სისხლის შრატში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინის გამოყენებით იზრდება ცხიმების ელიმინაციის პრცოესი., ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, პირველ რიგში იმის გამო, რომ ცხიმების სწრაფი ელიმინაცია არ შეესაბამება ცხიმოვანი მეტაბოლიზმის ექვივალენტურ ზრდას, და მეორე მხრივ, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის მომატების გამო შრატში მიმდინარეობს ალბუმინებთან შეკავშირებული მეტაბოლიტების და სამკურნალო საშუალებების გამონთავისუფლების პროცესი.

გარდა ამისა, ჰეპარინის დიდ დოზებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დანიშვნისას შესაძლებელია ცხიმების ელიმინაციის პროცესის პარადოქსული გაუარესება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლიპოფუნდინის გამოყენება თანმხლები ხსნარის სახით ელექტროლიტებისა და სხვა პრეპარატების კონცენტრატებისათვის რეკომენდებული არ არის.

- ლიპოფუნდინის საინფუზიო ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებთან ნებადართული არ არის, რადგან ამ დროს ხანგრძლივი დროის ინტერვალში გარანტირებული არ არის ცხიმოვანი ემულსიის ადექვატური სტაბილურობა.

- პარენტერული კვებისათვის საჭირო ხსნარების კომბინირება სხვა ხსნარებთან მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შესაძლებელია ხსნარების ფარმაცევტული შეთავსებადობის კონტროლი და გარანტია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. ფლაკონების შემთხვევით გაყინვის დროს საჭიროა მისი განადგურება. პრეპარატის დარჩენილი მოცულობის შემდგომი გამოყენება ნებადართული არ არის, საჭიროა მათი განადგურება. ემულსიის განშრევების (ცხიმის დალექვა) დროს მისი გამოყენბა რეკომენდებული არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლიპოვენოსი – LIPOVENOS – ЛИПОВЕНОС

მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პარენტერული კვებისათვის - ცხიმოვანი ემელსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ

1 ლ

სოიოს ზეთი .......................................................        200 გ

ლეციტინი (3-SN ფოსფატური ქოლინი)            ................12 გ

გლიცეროლი ..................................................................25 გ

სხვა კომპონენტები:

ნატრიუმის ოლეატი 0.30 გ; 1 H NaOH-ის ხსნარი 0-1 მლ; საინექციო წყალი 752 მგ; კალორიულობა - 8400 კდჯ/ლ ან 2000 კკალ/ლ; pH 6.5-8.7; მჟავიანობის ტიტრი

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც კალორიების და ცხიმოვანი მჟავეების წყარო პარენტერული კვებისას.

მიღების წესი და დოზირება:

ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში რეკომენდებულია შემდეგი სქემის გამოყენება:

1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში. საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 3გ ცხიმს 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 15 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.

მოზრდილებში 1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 20% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.

ინფუზიის სიჩქარე:

მაქსიმალურად შეჰყავთ 0.125 გ ცხიმი 1 კგ წონაზე საათში, რაც შეესაბამება 0.625 მლ 20% ლიპოვენოსს ერთ კგ წონაზე საათში. ცხიმოვანი ემულსიით პარენტერული კვების დაწყებისას რეკომენდებულია დაბალი დოზების გამოყენება, მაქსიმალურად 0.05 გ ცხიმი ერთ კგ წონაზე საათში. 70 კგ წონაზე ემულსიის გადასხმა იწყება 5 წვეთიდან/წუთში და თანდათან იზრდება 30 წუთის შემდეგ მაქსიმალურად 13 წვეთი/წუთში.

შენიშვნები: რეკომენდებულია შრატის ტრიგლიცერიდების ყოველდღიური კონტროლი და ასევე კონტროლი რეგულარული ინტერვალებით - შაქრის შემცველობაზე სისხლში, მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე, ელექტროლიტების რაოდენობაზე და წყლის ბალანსზე. ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.

გამოყენება: 20% ლიპოვენოსი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ამინომჟავის ხსნარებთან და/ან ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ინფუზიური სისტემები და ვენები.

იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური და სამედიცინო ჩვენებებით აუცილებელია ორი ხსნარის გამოყენება ერთდროულად ერთ შპრიცში, აუცილებელია წინასწარ დარწმუნებული ვიყოთ ხსნარების შეთავსებადობაზე.

ლიპოვენოსი 10% გამოიყენება მანამდე, სანამ საჭიროა პარენტერალური მკურნალობა.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნებოდეს ადრეული რეაქციები ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას:

- ტემპერატურის მომატება;

- სიცხის ან სიცივის შეგრძნება;

- ციებ-ცხელება;

- კანის ჰიპერემია ან ციანზი;

- უმადობა, გულისრევა, პირღებინება;

- თავის ტკივილი, ზურგის, ძვლების, მკერდის, წელის ტკივილი;

- პრიაპიზმი (ძალიან იშვიათად).

* იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს, პრეპარატის შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება, როდესაც ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლში აღემატება 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.

* ცხიმოვანი ემულსიის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იქნას აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება შაქრის გამოხატული მომატება სისხლში. მასიური ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ნახშირწყლების უტილიზაციის დარღვევისას, შეიძლება აღინიშნოს მეტაბოლური აციდოზი.

* გათვალისწინებული უნდა იქნას გადატვირთვის სინდრომის განვითარების შესაძლებლობა. ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს სწრაფად სხვადასხვა დოზების მიღების შემთხვევაში, როგორც ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური ინდივიდუალური სხვაობის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში.

გადატვირთვის სინდრომი გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:

- ღვიძლის გადიდება თანდართული სიყვითლით ან მის გარეშე;

- სისხლის კოაგულაციის ფაქტორების შემცირება ან შეცვლა, რომლებიც განისაზღვრება  სისხლდენის ხანგრძლივობით, კოაგულაციის დროით, პროთრომბინის დროით, თრომბოციტების რაოდენობით და ა.შ.;

- სპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;

- სისხლდენისადმი მიდრეკილება;

- ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური ცვლილებები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში: ცხიმოვანი ცვლის მოშლა, მძიმე ჰემორაგიული დიათეზი, ნივთიერებების ცვლის მოშლა დიაბეტის დროს, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

*  მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს, როგორიცაა: კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ემბოლია და უცნობი წარმოშობის კომა.

* საერთო უკუჩვენებები პარენტერული კვებისათვის: ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია, მარილების დაკარგვა დეჰიდრატაცია.

შენიშვნები: 20% ლიპოვენოსის გამოყენებისას პედიატრიულ ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით შეფასებული უნდა იყოს თანაფარდობა მკურნალობის დადებით ეფექტსა და მოსალოდნელ გართულებებს შორის. საჭიროა ბილირუბინის ხშირი კონტროლი, ვინაიდან შესაძლებელია სიყვითლის განვითარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღნიშნული.

შენიშვნები: შეუთავსებლობა შეიძლება განვითარდეს 20%  ლიპოვენოსსა და პოლივალენტური კათიონების (მაგალითად კალციუმის) განსაკუთრებით ჰეპარინთან ერთად კომბინირებისას. 20% ლიპოვენოსი-ის, სხვა ინფუზიურ ხსნარებთან, ელექტროლიტების კონცენტრატებთან ან ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეთავსებადობა ცნობილია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა  უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლიოტონი 1000 გელი – LIOTON 1000 GEL – ЛИОТОН 1000 ГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

HEPARIN SODIUM

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 50 გ

1 გ

ჰეპარინის ნატრიუმი .................   1000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიოტონი 1000® გელი წარმოადგენს ჰეპარინის ფუძეზე დამზადებულ გარეგანი გამოყენების პრეპარატს გელის ფორმით; ამიტომ იგი გამოიყენება პათოლოგიური, ანთებითი ან ტრავმული მდგომარეობის ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული სისტემური თერაპიისათვის, კანის გზით შესული პრეპარატი ავლენს სასურველ ანტიექსუდაციურ, შეშუპების საწინააღმდეგო, შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას.

ამის გამო, ლიოტონი 1000® გელი ფართოდ გამოიყენება უპირატესად ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ (თერაპია და სისხლძარღვთა ქირურგია), აგრეთვე ტრავმებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ (ტრავმატოლოგია / ორთოპედია).

პრეპარატი ხასიათდება კარგი ადგილობრივი და ზოგადი ამტანობით.

ჩვენებები:

ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლული. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები.

ტრავმები და დაჟეჟილობა; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები. კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმული დაზიანებები.

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებული უბნებზე ხდება 3-10 სმ სიგრძის გელის წასმა 1-დან 3-ჯერამდე დღეში კანში ფრთხილი შეზელვით.

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო და პრეპარატის გამოყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის.

უკუჩვენებები:

ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ შეიძლება ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება და ქავილი, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰემორაგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით.

ლიოტონი 1000® გელი არ გამოიყენება სისხლდენის შემთხვევაში, ღია ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე, აგრეთვე ინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების შემთხვევაში.

დამხმარე ნივთიერების სახით ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ პარაბენზე ალერგიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების სპეციფიური მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ორალურ ანტიკოაგულანტებთან ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს პაციენტებში პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება არა უმეტეს 25 ˚C პირობებში, 5 წელი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

ლინკოცინი – LINCOCIN – ЛИНКОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

LINCOMYCIN

მწარმოებელი: PFIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ლინკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი ლინკომიცინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 12 და 20 ც.

1 კაფს.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ..............    500 მგ

სანექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ.

1 მლ 1 ფლ.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ..............    300 მგ 600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. მიკროორგანიზმების მგრძნობელობისა და პრეპარატის კონცენტრაციის მიხედვით ლინკომიცინი მოქმედებს როგორც ბაქტერიციდულად, ასევე ბაქტერიოსტატურად. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე, ანაერობული სპორების არწარმომქმნელ გრამდადებით ბაქტერიებს მიეკუთვნება: Actionpmyces spp., Propionibacterium spp., და Eubacterium spp., ანაერობული და მიკროაეროფილური გრამდადებითი კოკები: Peptostreptococcus spp., peptococcus  და მიკროაეროფილური სტრეპტოკოკები; აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები. მათ შორის Staphilococcus spp., Str. pneumoniae-ს ჩათვლით (Enterococcus faecalis-ის გარდა).

პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ანაერობული სპორების არწარმომქმნელი გრამუარყოფითი ბაქტერიები, მათ შორის Bacteroides spp. და Fuso-Bacterium spp.;. ანაერობული სპოროგენული გრამდადებითი ბაქტერიები, მათ შორის: Clostridium spp.;-რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს, ან დაბალი მგრძნობელობის მიკროორგანიზმებს მიეკუთვნებიან: Streptococcus faecalis, Neisseria spp.; Haemophilus influenzae -ის შტამების უმრავლესობა, Pseudomonas და სხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები. თუმცა Shigella – in vitro რეზისტენტულია ლინკომიცინის მიმართ, ლინკოცინი ეფექტურია დიზენტერიის სამკურნალოდ, რაც განპირობებულია პრეპარატის ნაწლავში მაღალი კონცენტრაციის არსებობით. In vitro აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ერთის მხრივ კლინდამიცინსა და ლინკომიცინს შორის, ხოლო მეორე მხრივ - სხვა მაკროლიდებს (ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი და სპირამიცინი) შორის. არსებობს მიკროორგანიზმების კლინდამიცინისა და ლინკომიცინის მიმართ აბსოლუტური ჯვარედინი რეზისტენტობა. In vitro და in vivo კვლევის შედეგად არ იქნა დადგენილი ლინკომიცინის მიმართ სწრაფი რეზისტენტობის ფორმირება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი 20-35% აბსობირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 3 მკგ/მლ-ში და აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საკვებთან ერთდროული მიღება 50%-ით ამცირებს მისი აბსორბციის უნარს. პრეპარატის 600 მგ დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 12-20 მკგ/მლ და აღინიშნება 1/2-2-1 სთ-ის შემდეგ.

ლინკომიცინის დოზით 600 მგ ვენაში ინფუზიის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 20 მგკ/მლ-ში. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი მცირდება სისხლში მისი კონცენტრაციტს მომატების შედეგად.

პრეპარატის კონცენტრაცია ნაყოფის სისხლში, პერიტონეულ და პლევრის სითხეებში შეადგენს 25-50%-ს, დედის რძეში - 50-100%-ს, ძვლოვან ქსოვილში - დაახლოებით 40%-ს, ხოლო ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებში - 75%-ს.

ლინკომიცინი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მენინგიტის დროს მისი კონცენტრაცია 40%-ს აღწევს.

პრეპარატი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

500 მგ ლინკომიცინის პერორალურად მიღების შემდეგ მისი 1%-დან 30%-მდე (საშუალოდ 4%) გამოიყოფა შარდით, ხოლო ფეკალიებით დაახლოებით 33%. პრეპარატის ექსკრეციის მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ნაღველი (პერორალური მიღებისას). პრეპარატის კონცენტრაცია ნაღველში 10-ჯერ სჭარბობს მის კონცენტრაციას სისხლში.

პრეპარატის დოზით 600 მგ კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი 1.8-2.4% გამოიყოფა შარდით (საშუალოდ 17.3%) უცვლელი სახით, ხოლო ფეკალიებით - 4-14%.

ლინკომიცინის დოზით 600 მგ ვენაში შეყვანიდან 2 სთ-ის განმავლობაში უცვლელი სახით შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 4.9-დან 30.3%-მდე (საშუალოდ 13.8%). მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5.4 სთ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ტონზილიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ქუნთრუშა, ასევე დიფტერია (დამხმარე თერაპიის სახით);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასევე პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ცელულიტი, ფურუნკულოზი, აბსცესები, იმპეტიგო, აკნე, ჭრილობისმიერი ინფექციები, წითელი ქარი, ლიმფადენიტი, პანარიციუმი, მასტიტი;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მათ შორის ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი;
  • ბაქტერიული დიზენტერია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება პერორალურად 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით, ხოლო შედარებით მძიმე ინფექციების დროს - 600 მგ 4-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით პრეპარატი შეყავთ კუნთებში 1-2-ჯერ დღეში 600 მგ-ის ოდენობით, ან ვენაში წვეთოვანი გზით დოზით 600 მგ-1.0 გ ყოველ 8-12 სთ-ში. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს პრეპარატი შეყავთ ვენაში დღეში 8 გ-მდე.

ბავშვებში:

საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება პერორალურად დღეში 30 მგ/კგ სხეულის წონაზე, შედარებით მძიმე მდგომარეობისას - დღეში 60 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით. პრეპარატი ასევე ინიშნება კუნთებში ერთხელ დღეში დოზით 10 მგ/კგ.

მძიმე ინფექციების დროს შეყავთ კუნთებში ყოველ 12 სთ-ში, ან უფრო ხშირად დოზით 10 მგ/კგ. რეკომენდებულია პრეპარატის ვენაში წვეთოვანი გზით ერთხელ ან რამდენჯერმე შეყვანა დღეში დოზით 10-20 მგ/კგ შეყვანაზე.

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით პრეპარატის დღეღამური დოზა შეადგენს ნორმალური თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში მისაღები დოზის 25-30%-ს.

ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.

ოპტიმალური აბსორბციის მისაღწევად საკვებსა და ლინკომიცინის პერორალურად მიღებას შორის რეკომენდებულია 1-2 სთ-ის ინტერვალი.

საინფუზიო ხსნარის მომზადების წესი: ვენაში პრეპარატის შესაყვანად 1.0 გ ლინკომიცინს ხსნიან არანაკლებ 100 მლ გამხსნელში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 სთ-ს.

დოზაგამხსნელის მოცულობაინფუზიის დრო
600 მგ100 მლ1 სთ
1 გ100 მლ 1 სთ
2 გ200 მლ 2 სთ
3 გ300 მლ3 სთ
4 გ400 მლ 4 სთ

 

გამხსნელად გამოყენებულია 5% გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი. ინფუზიის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის მდგომარეობას. ერთჯერად დოზას 4.0 გ-ს ან მეტს ხსნიან 500 მლ ზემოთაღნიშნულ გამხსნელებში. ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 100 მლ/სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას - ეზოფაგიტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში).

ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს - თრომბოფლებიტი.

სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლინკომიცინის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში არ არის დადგენილი. ძუძუთი კვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლინკომიცინის კონცენტრაცია დედის რძეში მერყეობს 0.5-დან 2.4 მკგ/მლ-ში.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ან პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციის მქონე პაციენტებში.

* ლინკომიცინის გამოყენება მენინგიტის მკურნალობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან მისი კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში დაბალია.

* ლინკომიცინის მიღების შედეგად სეპტიცემიისა და/ან ენდოკარდიტის დროს, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ფლორით დადგენილი სასურველი ეფექტი.

* პრეპარატის ეფექტური მოქმედება მოსალოდნელია მასტოიდიტის მკურნალობისას.

* ლინკომიცინისა და კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ლინკომიცინის გამოყენებისას მოსალოდნელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები აღინიშნება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2-3 კვირის განმავლობაში. ხანდაზმულებში და დასუსტებულ პაციენტებში ეს გართულება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

* მსუბუქი ფორმის კოლიტის განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ქოლესტირამინით მკურნალობის გაგრძელება, ხოლო მძიმე ფორმის კოლიტის არსებობისას საჭიროა სითხის, ელექტროლიტების და ცილების აღმდგენი შესაბამისი თანმხლები მკურნალობის ჩატარება. უნიშნავენ ასევე ვანკომიცინს დოზით 125-500 მგ 4-ჯერ დღეში. ალტერნატიული მკურნალობის კურსის დროს გამოიყენება ბაციტრაცინი დოზით 25 000 სე 4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.

* ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

* თირკმელებისა და/ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, როდესაც ადგილი აქვს გამოხატულ მეტაბოლურ ძვრებს. პრეპარატის დოზა დგინდება სიფრთხილით, ხოლო მაღალი დოზით ლინკომიცინის გამოყენებისას აუცილებელია შრატში მისი კონცენტრაციის მონიტორინგი.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში, გულისრევა, ღებინება, დიარეა. მაღალი დოზით ვენაში შეყვანისას განზავების გარეშე მოსალოდნელია გულის გაჩერება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ხელოვნური ღებინების გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლინკომიცინისა და ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება.

- in vitro ცდებით დადგენილია, რომ ლინკომიცინისა და ერითრომიცინს შორის არსებობს ანტაგონიზმი, რის გამოც მათი ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

- ლინკომიცინი შეუთავსებელია ნოვობიოცინისა და კანამიცინის ხსნარებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგა დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი – LINCOMYCIN HYDROCHLORIDE – ЛИНКОМИЦИН ГИДРОХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

LINCOMYCIN

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ლინკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ლინკოზამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 30%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ......... 300 მგ

 

ვრცლად ლინკოცინი

ლინკასი – LINCUS – ЛИНКАС

სამკურნალწამლო ფორმა:

სიროფი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული სამკურნალო საშუალება სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული. ამცირებს ხველის ინტენსიობას და ზრდის მის პროდუქტიულობას, ახდენს ამოსახველებელ, მუკოლიტურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციურ– ანთებითი დაავადების სიმპტომატური თერაპია, რომელიც მიმდინარეობს ხველით ძნელად გამოსაყოფი ნახველით (გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის, ტრაქეობრონქიტის, პნევმონიის, „მწეველების“ ბრონქიტის დროს).

უკუჩნებები:

*ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

სიფრთხილით:

3 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რექციები.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. ბავშვები 3–დან 8 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში;

8–დან 18 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 4–ჯერ დღეში.

მოზრდილები – 2 ჩაის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითბები:

სიროფი შიეცავს საქაროზას (70%), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომელებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე.

ურთიერთქმედება:

არ არის სასურველი ერთდროული მიღება ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთდ, რომლებიც ნახველის გამოყოფას ამცირებენ.

Don`t copy text!