Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 557

ლაციპილი – LACIPIL – ЛАЦИПИЛ

საერთაშორისო დასახელება:

LACIDIPINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ლაციდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის დიჰიდროპირიდინული კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ლაციდიპინი .......... 2 მგ

1 ტაბ.

ლაციდიპინი .......... 4 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

ლაციდიპინი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინული ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორს, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების გლუვი კუნთების კალციუმის ნელ არხებზე.

ლაციდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას და აღნიშნულის შედეგად აქვეითებს არტერიულ წნევას.

ლაციდიპინი აგრეთვე აფართოვებს მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებს და რეზისტიულ კორონარულ არტერიოლებს მიოკარდიუმის, როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიურ ზონაში და შესაბამისად ზრდის მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას და ავლენს ანტიიშემიურ ეფექტს.

სპეციალური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ლაციპილი არ მოქმედებს სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე და არ ანელებს აგზნების გატარებას ატრიოვენტრიკულურ კვანძში. ამასთან ერთად, ჯანმრთელ მოხალისეებში და აგრეთვე ავადმყოფებში, ლაციპილი არ იწვევს მიოკარდიუმის კუმშვადობის დათრგუნვას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ლაციპილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 10%-ს, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 30-150 წუთში.

განაწილება: ლაციპილის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიზმი: ლაციპილი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. “პირველი გავლის დროს” 4 ძირითადი მეტაბოლიტის წრამოქმნით, რომელთაც გააჩნიათ უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური აქტივობა.

გამოყოფა: პლაზმაში მდგრადი კონცენტრაციის მიღწევისას ლაციდიპინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-19 საათს, მაგრამ ლაციდიპინის მოლეკულის მაღალი ლიპოფილურობის გამო კალციუმის არხების ბლოკირების პერიოდი 3-ჯერ აღემატება მისი პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს. ეს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის მიუხედავად კალციუმის არხების ხანგრძლივ (36 სთ-ზე მეტი) და მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.

ჩვენებები:

  • ტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (ბეტა-ბლოკერები, დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები);
  • გულის იშემიური დაავადების მკურნალობა მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით ბეტა-ბლოკერებთან და/ან ნიტრატებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს ერთხელ დღეში. ლაციპილის მიღება რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილის საათებში, შემდგომი დოზის შერჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დაავადების სიმძიმე და პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ/კგ-მდე.

ლაციპილით მკურნალობა ნაჩვენებია ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება და აქედან გამომდინარე შემდეგი ეფექტების განვითარება: თავის ტკივილი, შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია. ყველა ეს ეფექტი გარდამავალ ხასაითს ატარებს და, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება. იშვიათად აღინიშნება სტენოკარდიის გამწვავება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, უფრო ხშირად პაციენტებში იშემიური დაავადების გამოხატული კლინიკური გამოვლინებით.

დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ერთვის ქავილი და ერითემა.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათად ფუნქციური დარღვევები კუჭის მხრივ, გულისრევა, ღრძილების ჰიპერპლაზია; ძალიან იშვიათად - ტუტე ფოსფატაზას შექცევადი მომატება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - პოლიურია.

სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად - საერთო სისუსტე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლაციპილის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლაციპილი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობა.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის განდევნის ფრაქციის დაბალი მაჩვენებელი, არასტაბილური სტენოკარდია და ახლად გადატანილი ინფარქტის შემდეგ, აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაში პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო გამოხატულია.

* თირკმელების ფუნქციის დარღვევისას და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირების კორექცია არ არის საჭირო.

* არ მოიპოვება მონაცემები ლაციპილის გამოყენების შესახებ პედიატრიაში, ისევე როგორც ლაციპილის მიერ გლუკოზის მიმართ ტლერანტობის შემცირების ან ანტიდიაბეტური მკურნალობის ეფექტის დაქვეითების შესახებ.

* როგორც სხვა დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატებთან მიმართებაში, არ არის რეკომენდებული ლაციპილის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სამედიცინო ლიტერატურაში არ არის აღწერილი ლაციპილით ჭარბი დოზირების შემთხვევები. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომები დაკავშირებულია პერიფერიულ სისხლძარღვების ხანგრძლივ გაფართოვებასთან, რაც გამოიხატება არტერიული ჰიპოტენზიით და ტაქიკარდიით. თეორიულად ლაციპინს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელება.

მკურნალობა: ლაციპილის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლაციპილის და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების კომბინირებისას, მაგალითად დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან, შესაძლებელია ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარება.

- ციმეტიდინის და ლაციპილის კომბინირებისას შესაძლებელია ლაციპილის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლაციდოფილ®-WM – LACIDOFIL® -WM – ЛАЦИДОФИЛ®-WM

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის ფაღარათის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჟელატინის მყარი კაფსულები: ბლისტერზე 10 ც. შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას:

Lactobacillus rhamnosus Rosell-11.........      1.9 მლრდ.

Lactobacillus acidophilus Rossel-52 ..........   0.1 მლრდ.

დამხმარე ნივთიერებები:

მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაქტობაქტერიები - Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც აერთიანებს გრამდადებით უმოძრაო არასპროწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.

ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში ლაქტობაქტერიებს შეუძლია რძემჟავის წარმოქმნა, ლიზოციმის, სხვა ნივთიერებების პროდუცირება ანტიბაქტერიული აქტივობით: რეუტერინი, პლანტარიცინი, ლაქტოციდინი, ლაქტოლინი. ორგანული მჟავების, ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიოცინების პროდუქციის დახმარებით ლაქტობაქტერიების ბევრი შტამი ავლენს ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ კნტ-ის კოლონიზაციური რეზისტენტობის უზრუნველყოფით. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ მოქმედებას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორებიცაა E. coli,H. influenzae, Campilobacter jejuni, Salmonella, Shigella, Streptococcus, Staphilococcus aureus, Helicobacter pylori მათი ზრდისა და ენტეროციტების მიმართ ადჰეზიის დათრგუნვით.

ლაქტობაქტერიები მონაწილებს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.

ლაქტობაქტერიებს შეუძლიათ გაააქტიურონ უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანებისა და თეიქოის მჟავების არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნიათ. ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ, ასევეე კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ ორივე მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრების და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.

ჩვენებები:

  • ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების - დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან),
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში, დაკავშირებული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან;
  • გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული);
  • ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის მომატების მიზნით);
  • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის მომატების მიზნით);
  • Clolstridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

  • პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
  • 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კაფსულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი).

პროფილაქტიკის მიზნით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად:

  • 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეგამოშვებით,
  • 3 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში ერთხელ, მოზრდილებში - 1-2 კაფსულა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.

ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მ.შ. გამოწვეულის Clolstridium difficile -ს ჩხირით): პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.

6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში;

1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;

3-12 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას - დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.

საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ (დისპეფსიები):

6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში ერთხელ;

1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე;

მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე, შემდეგ შეიძლება დოზირების რეჟიმის დაცვა ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით Candidas ტიპის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორის მიერ საშვილოსნოს წყლების და ახალშობილის კნტ-ს კოლონიზაციას. ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლაქტულოზა – LACTULOSE – ЛАКТУЛОЗА

საერთაშორისო დასახელება:

Lactulosum

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: შპს აფლოფარმი, პოლონეთი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალებები; ოსმოსური თვისებების მქონე.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

7.5გ/15მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონში

სიროფის 15მლ შეიცავს:

ლაქტულოზა .............  7,5მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ხენდროს არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ლაქტულოზა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტულოზას, რომელსაც გააჩნია საფაღარათე მოქმედება. ლაქტულოზა მიეკუთვნება ლაქტაზის წაროებულ სინთეზურ შაქრებს. ის არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იშლება მხოლოდ კოლინჯში, ნაწლავის ბაქტერიებით. ეს იწვევს წყლის შეკავებას და განავლოვანი მასების გათხელებას. ახდენს ნაწლავების პერისტალტიკის აქტივაციას. ამის გარდა ლაქტულოზა ამცირებს ამიაკის შეწოვას და სისხლში მის კონცენრაციის შემცირებას. ლაქტულოზის მოქმედება იწყება პრეპარატის დოზის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ყაბზობა;
  • დისბაქტერიოზი;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

ყაბზობა:

მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე

3 წელზე უფროსი ბავშვები

დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

3 წლამდე ბავშვები

დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

ჩვილები

დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.

ღვიძლის ენცეფალოპათია

მოზრდილები

120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.

პრეპარატი მიღების წინ უნდე შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

მიღების წესები და დოზები:

თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, მაშინ

ყაბზობა:

მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე

3 წელზე უფროსი ბავშვები

დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

3 წლამდე ბავშვები

დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

ჩვილები

დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.

მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.

ღვიძლის ენცეფალოპათია

მოზრდილები

120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე;

ღვიძლის ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.

პრეპარატი მიღების წინ უნდა შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენების საწყის ეტაპზე, პაციენტების დააახლოებით 20%-ში ვითარდება მუცლის შებერვა, აირების წარმოქმნა და ნაწლავთა სპაზმები, ბოყინი, მუცლის არეში დისკომფორტი,. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.

ლაქტულოზის მაღალი დოზები იწვეს ფაღარათს, სითხის კარგვას, ჰიპერნატრიემიას (შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება), ჰიპოკალიემიას (შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება) და იშვიათ შემთხვევებში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს.

იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას და ღებინებას.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტზე, ნაწლავთა გაუვალობა, გალაქტოზემია.

უსაფრთხოების ზომები:

ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, საჭიროა პლაზმაში ელექტროლიტების (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული კონტროლი. პრეპაარატი შეიცავს ლაქტოზის და გალაქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას, ამის გამო შაქრიანი დიაბეტის და ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ჭარბი დოზირება:

ლაქტულოზის ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს: ფაღარათი, სპაზმები მუცლის არეში. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომური თერაპიის დაწყება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ამცირებს pH-ს, შეუძლია შეასუსტოს იმ პრეპარატების მოქმედება, რომელთა გამოთავისუფლება დამოკიდებულია კოლინჯის pH- ზე.

ლაქტულოზის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება შეამციროს შრატში კალიუმის კონცენტრაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

არ ინახება სიცივეში. გაყინვა არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ლაქტოვაგი – LACTOVAG – ЛАКТОВАГ

საერთაშორისო დასახელება:

4 lactobacillus, 2 bifidobacterium, Str. thermophilus, FOS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაგინალური ფლორის აღმდგენი

შემადგენლობა და გამოშების ფორმა:

10 კაფსულა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 50x109 ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს:

Lactobacillus acidophilus ..................... 30.0 მგ

Lactobacillus casei .............................. 6.0 მგ

lactobacillus plantarum ........................ 6.0 მგ

Lactobacillus rhamnosus .....................  6.0 მგ

Bifidobacterium longum ......................  6.0 მგ

Bifidobacterium bifidum.......................  3.0 მგ

Streptococcus thermophilus ................ 3.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ბრინჯის მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი:

ნორმალური ვაგინალური მიკროფლორის აღმდგენი და შემანარჩუნებელი საშუალება.

ლაქტოვაგის შემადგენელი ბაქტერიები ვაგინალური მიკროფლორის ძირითადი და ბუნებრივი შემადგენელი კომპონენტებია.

ლაქტოვაგის ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები ვაგინალურ ეპითელიუმზე კოლონიზაციის შემდეგ გამოიმუშავებენ რძემჟავას, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს, რითაც ხელს უწყობენ საშოს ნორმალური pH-ისა და რძემჟავას ნორმალური დონის შენარჩუნებას. შედეგად, იქმნება არახელსაყრელი პირობები მჟავამგრძნობიარე პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების (მათ შორის სოკოების) ცხოველმყოფელობისა და გამრავლებისათვის.

პრეპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენაში და ზრდის ლორწოვანი გარსის მდგრადობას სხვადასხვა პათოგენური გამომწვევისადმი.

ჩვენება:

მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში:

- ვაგინალური დისბიოზი, მათ შორის ბაქტერიული ვაგინოზი;

- ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით, კორტიკოსტეროიდებით, სოკოსა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი;

- სასქესო ორგანოების ქვემწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები;

- უროგენიტალური ინფექციების და სქესობრივად გადამდები დაავადებების (გონორეა, ქლამიდიოზი, უროგენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსული ინფექცია და ა.შ.) სპეციფიკური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი;

- გეგმიური გინეკოლოგიური სამკურნალო და დიაგნოსტიკური ოპერაციული ჩარევის მოსამზადებელი პერიოდი, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების თავიდან ასაცილებლად;

- კონტრაცეპტიული საშუალებების (საშვილოსნოსშიდა სპირალი, კომბინირებული ორალური კონტრაცეპცია, სპერმიციდები) გამოყენების შემთხვევაში;

- ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტები, როგორც მონო- ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სპეციფიკური ჰორმონული საშუალებებით მკურნალობის ფონზე;

- პროფილაქტიკის მიზნით მშობიარობისწინა პერიოდში, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკის ჯგუფის ორსულებში.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1 კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში ლაქტოვაგი ინიშნება 2 საათით ადრე ანტიბიოტიკის მიღებამდე ან ანტიბიოტიკის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 20 დღეს, შემდგომში დაავადების სიმპტომებიდან გამომდინარე დასაშვებია მკურნალობის გახანგრძლივება.

ვაგინალური მიკროფლორის გაუმჯობესება მოსალოდნელია პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 4-6 კვირისა.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები:

ლაქტოვაგის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობითი რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი. ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

ლაქტო-G – LAQTO-G – ЛАКТО-G

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

პრეპარატის 1 გ (2 კაფსუალ) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K...) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებლი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენებები:

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი და დოზირება:

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
  • 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამოწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლაქტინეტი – LACTINETTE – ЛАКТИНЕТ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

0.075 მგ დეზოგესტრელი თითოეულ გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ტაბლეტის ბირთვი :

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-30, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, DL-α- ტოკოფეროლი

ტაბლეტის გარსი:

ოპადრი II, 85F28751 თეთრი (ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 3000, პოლივინილის სპირტი)

სამკურნალო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს მარკირებით ,,D’’ და მეორე მხარეს “75”

ფარმაკოლოგიური თვისებები

შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს -დეზოგესტრელს. ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პროგესტაგენს, ლაქტინეტი მისაღებია, პირველ რიგში, კონტრაცეპციისთვის ლაქტაციის პერიოდში. ან იმ ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ესტროგენების შემცველი პრეპარატების მიღება.

ტრადიციული ტაბლეტებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს, ლაქტინეტის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პირველ რიგში ოვულაციის ინჰიბირებაზე. პრეპარატის სხვა ეფექტებს მიეკუთვნება ასევე საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ვისკოზურობის მატება.

ორი ციკლის განმავლობაში დაკვირვებისას და ოვულაციის განსაზღვრაზე დაყრდნობით, (პროგესტერონის დონე 5 დღის განმავლობაში >16 ნმოლ/ლ), ოვულაციის სიხშირე ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, იყო 1% (1/103) 95% დამაჯერებლობის ინტერვალის დროს 0.02-5.29% (მხედველობაში იქნა მიღებული შეცდომები, რომლებიც იყო გამოკვლევის მეთოდის შედეგი). ოვულაციის ინჰიბირება მოხდა პრეპარატის მიღების პირველ ციკლში. იმავე გამოკვლევაში, სადაც შეწყვიტეს დეზოგესტრელის გამოყენება ორი ციკლის შემდეგ (56 დღის შემდეგ), ვეზიკულური ფოლიკულის ოვულაცია მოხდა საშუალოდ 17 (7-30) დღის შემდეგ.

ეფექტურობის ერთ-ერთ კვლევაში (სადაც შემდგომი ტაბლეტის მიღების შეფერხება არ აღემატებოდა 3 საათს), პერლის ინდექსის მნიშვნელობა იყო 0.42 ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს 1.6-თან შედარებით ჯგუფში, რომელიც იღებდა 30 მკგ ლევონორგესტრელს (95% დამაჯერებლობის მაჩვენებელი ინტერვალით 0.09-1.20).

პერლის ინდექსის მნიშვნელობა შეადარეს იგივე ინდექსის მნიშვნელობას პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივების ჯგუფიდან, რომელსაც იყენებდნენ ადრე მთელი პოპულაციისთვის. დეზოგესტრელის გამოყენება იწვევს ესტრადიოლის დონის დაწევას, რომელიც დამახასიათებელია ასეთივესთვის ადრეულ ფოლიკულურ სტადიაზე.

კლინიკურად არ შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ზემოქმედებები ნახშირწყლების, ცხიმების ცვლაზე და სისხლის შედედებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დეზოგესტრელი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება ეთონოგესტრელად. შტაბილური (“steady-state”) კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1.8 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%.

განაწილება

ეთონოგესტრელის 95.5-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს და ნაკლებად გლობულინებს, რომლებიც აკავშირებენ სასქესო ჰორმონებს (SHBG) .

მეტაბოლიზმი

ჰიდროქსილიზაციის და დეჰიდროგენიზაციის გზით დეზოგესტრელი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტად ეთონოგესტრელად, რომელიც შემდგომში მეტაბოლიზდება სულფატით და გლუკურონიდით კონიუგაციის გზით.

ელიმინაცია

ეთონოგესტრელის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. ერთჯერად და მრავალჯერად გამოყენებას შორის განსხვავება არ არის. Mსტაბილური მდგომარეობა (“steady-state”) პლაზმაში მიიღწევა 4-5 დღის შემდეგ. ინტრავენური შეყვანისას ეთონოგესტრელის კლირენსი სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10 ლ საათში. ეთონოგესტრელის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება თავისუფალი სტეროიდების ან კონიუგატების სახით შარდით და განავლით (1.5:1 პროპორციით). ეთონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში 0.37:0.55 რძე/პლაზმა პროპორციით. ამ ფაქტებზე დაყრდნობით და დედის რძის ყოველდღიური მოხმარების 150 მლ/დღე გათვალისწინებით, დაახლოებით 0.01-0.05 მკგ ეთონოგესტრელი შეიძლება მოხვდეს ახალშობილის ორგანიზმში დედის რძით.

პრეპარატის უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურეს დეზოგესტრელის სხვა ეფექტები, რომლებიც არ იხსნება მისი ჰორმონალური მოქმედებით.

ჩვენებები:

პერორალური კონტრაცეპცია

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტების მიღება აუცილებელია შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, ისე, რომ ინტერვალი ორი ტაბლეტის მიღებას შორის იყოს 24 საათი. პირველი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, შემდგომში აუცილებელია ყოველდღიურად ერთი ტაბლეტის მიღება მიუხედავად სისხლდენის შესაძლო გამოვლინებისა. ერთი შეფუთვის დამთავრების შემდგომ მომდევნო დღეს აუცილებელია შემდეგი შეფუთვის დაწყება.

ლაქტინეტის პირველი მიღება

ქალები, რომლებიც არ იღებდნენ ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს წინა თვეებში:

ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღე). ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ასევე მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებითი დაცვითი ზომების მიღება.

პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:

რეკომენდებულია ტაბლეტების მიღების დაწყება უშუალოდ ორსულობის შეწყვეტის შემდეგ I ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი გამოყენებული იქნას კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები.

მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტისას II ტრიმესტრში:

ლაქტინეტის მიღება მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტისას II ტრიმესტრში შასაძლებელია პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისთანავე. თუ მშობიარობას ან II ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტასა და ჩასახვის საწინააღდმეგო პრეპარატების დაწყებას შორის 21-ზე დღეზე მეტი გავიდა, აუცილებელია ახალი ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა და რეკომენდებულია დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

ლაქტინეტის მიღების დაწყების მეთოდი ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ კონტრაცეპციის სხვა მეთოდებს

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან ლაქტინეტის ტაბლეტებზე გადასვლა:

ლაქტინეტის დაწყება უნდა მოხდეს წინა ჰორმონშემცველი პრეპარატის ბოლო ტაბლეტის დასრულებისთანავე. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

პროგესტერონის შემცველი პრეპარატებიდან (მინი-ტაბლეტები, ინექციები, იმპლანტატები, საშვილსნოსშიდა სპირალები, რომლებიც შეიცავენ პროგესტერონს) ლაქტინეტის ტაბლეტებზე გადასვლა:

მინი-ტაბლეტებიდან გადასვლა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს. ქალებში, რომლებიც სარგებლობენ იმპლანტატებით, მათი ამოღების დღიდან, ხოლო ინექციის შემთხვევაში – შემდეგი ინექციის ნაცვლად აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების დაწყება.

ღონისძიებები, რომელთა გატარება აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების გამოტოვებისას

ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაყოვნება აღემატება 36 საათს.

შეფერხება, რომელიც არ აღემატება 12 საათს:

აუცილებელია გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება, და შემდგომში ტაბლეტების მიღების გაგრძელება დანიშნულ დროს.

დაყოვნება, რომელიც აღემატება 12 საათს:

აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

თუ ტაბლეტის გამოტოვება მოხდა ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების პირველი კვირის განმავლობაში, და ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორსულობის დადგომის შესაძლებლობა.

ტაბლეტების მიღების მომენტიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებსაც ახორციელებდით ლაქტინეტის ტაბლეტის მიღების გამოტოვებისას ან შეფერხებისას.

კონტროლი/ექიმის კონსულტაცია

ლაქტინეტის ტაბლეტების დანიშვნამდე აუცილებელია შესაბამისი ანამნეზის შეგროვება და პაციენტის ყურადღებით გამოკვლევა ორსულობის გამორიცხვის მიზნით. პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ისეთი დარღვევების გამოკვლევა, როგორიც არის ოლიგომენორეა და ამენორეა.

პერიოდული კონტროლის ხასიათი ისაზღვრება ექიმის მიერ.

ტაბლეტების რეგულარული მიღების მიუხედავად შეიძლება აღინიშნოს მენსტრუალური სისხლდენის დარღვევა. ხშირი ან არარეგულარული სისხლდენისას აუცილებელია კონტრაცეპციის სხვა მეთოდებზე გადასვლა. თუ ასეთი სიმპტომები არ იხსნება, აუცილებელია პაციენტის შემდგომი გამოკვლევა. ამენორეის მკურნალობა ტაბლეტების მიღებისას დამოკიდებულია იმაზე, დაცული იყო თუ არა ტაბლეტების მიღების დანიშნული რეჟიმი, და საჭიროებს ორსულობაზე ტესტის ჩატარებას.
ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ლაქტინეტის ტაბლეტები არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სხვა ვენერიული დაავადებებისგან.

გვერდითი მოვლენები

ა) კლინიკური გამოკვლევების დროს მეტნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

მენსტრუალური სისხლდენის დარღვევის ზოგიერთი სახე აღინიშნებოდა იმ ქალების 50%-ში, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს. რამდენადაც დეზოგესტრელი აბლოკირებს ოვულაციას 100%-ით მასთან შედარებით, ასეთი არარეგულარული სისხლდენები შეინიშნებოდა უფრო ხშირად მხოლოდ პროგესტერონის შემცველი ტაბლეტების მიღებისას. ქალების 20-30%-ში სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, 20%-ში ნაკლებად ან საერთოდ გაქრეს. სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად.

რამდენიმე თვის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას სისხლდენის სიხშირე როგორც წესი მცირდება. ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და მენსტრუალური კალენდრის წარმოება აუმჯობესებს იმ პაციენტების მიმღებლობას, რომლებსაც აქვთ მენსტრუალური ციკლის ასეთი დარღვევები. კლინიკურ გამოკვლევებში მეტნაკლებად ხშირი არასასურველი ეფექტი არის ((>2.5%): აკნე, განწყობის დარღვევა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ღებინება და სხეულის მასის მატება.

ცხრილში ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები განისაზღვრა როგორც პრეპარატთან დაკავშირებული ან სავარაუდოდ დაკავშირებული:

არასასურველი ეფექტების სიხშირე

 

ორგანოთა სისტემა

ხშირი ≥ 1/100

არახშირი ≥ 1/1000.

იშვიათი

კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები და სიმპტომები

აკნე

ალოპეცია

კანის გამონაყარი, ურტიკარული გამონაყარი, კვანძოვანი ერითემა

ფსიქიური დაავადებები

განწყობის ლაბილურობა, ლიბიდოს დაქვეითება

მომატებული დაღლილობა

თვალის დაავადებები და სიმპტომები

ჩივილები კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სიმპტომები

გულისრევა

ღებინება

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების დაავადებები და სიმპტომები

სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, სისხლდენის არარეგულარობა, ამენორეა

ვაგინიტი,დისმენორეა,
საკვერცხეების კისტები

ზოგადი სიმპტომები, ადგილობრივი რეაქციები

თავის ტკივილი, სხეულის მასის მატება

 

გ) არასასურველი ეფექტების (მძიმე) ჩამონათვალი ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, იხილეთ 4.4 განყოფილებაში. ასეთ არასასურველ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს არტერიული და ვენური თრომბოემბოლია, ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო) და ქლოაზმა.

უკუჩვენება

• დადგენილი ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე

• თრომბოემბოლია

• ამჟამად ღვიძლის დაავადება ან ანამნეზში ღვიძლის მძიმე დაავადებები ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ნორმალიზებამდე.

• პროგესტერონ-დამოკიდებული სიმსივნეები

• უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან

• მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ პროგესტერონის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მდედრი-ემბრიონების მასკულინიზაცია. ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებმა გვიჩვენეს, რომ ახალშობილებს შორის, რომელთა დედები შემთხვევით იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ორსულობის ადრეულ პერიოდში, არ აღინიშნებოდა არც ტერატოგენული ეფექტის გამოვლენა, არც განვითარების შეფერხება. სამკურნალო პრეპარატების უსაფრთხოების მონაცემებმა, რომლებიც შეკრიბეს დეზოგესტრელის შემცველ პერორალურ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით, არ დაადასტურეს ასეთი მომატებული რისკის არსებობა.

ლაქტინეტის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია:

დეზოგესტროლი არ ახდენს ზეგავლენას დედის რძის გამოყოფაზე და ხარისხზე. მაგრამ მისი მეტაბოლიტი ეთონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. შედეგად, დაახლოებით 0.01-0.05 მკგ/კგ ეთონოგესტრელი შეიძლება ყოველდღიურად მოხვდეს ახალშობილის ორგანიზმში (დღეში რძის რაოდენობა 150 მლ/კგ). 7 თვის განმავლობაში შეკრებილი მონაცემების მიხედვით დეზოგესტრელი არ წარმოადგენს რისკს ძუძუთა ასაკის ბავშვებისთვის, თუმცაღა ხანგრძლივი დაკვირვების მონაცემები არ არსებობს. ამის მიუხედავად, აუცილებელია ახალშობილის ზრდაზე და განვითარებაზე დაკვირვება.

განსაკუთრებული მითითებები

ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მდგომარეობის/რისკ-ფაქტორის გამოვლენისას დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია მოსალოდენელი სარგებლის და შესაძლო რისკის ინდივიდუალური განხილვა. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხს.

როგორც წესი, ასაკთან ერთად მატულობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას რამდენადმე მატულობს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი. პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ხანგრძლივობის მიუხედავად რისკის ზრდა ნელ-ნელა მცირდება 10 წლის განმავლობაში მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ პაციენტის ასაკი არ ახდენს გავლენას ამ რისკის ზრდაზე.

დიაგნოსტირებული შემთხევევების სავარაუდო რაოდენობა ყოველი 10 000 ქალის გათვალისწინებით, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს (პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან გავიდა 10 წელი) და იმ ქალების რიცხვთან შედარება, რომლებიც არასოდეს იღებდნენ პერორალურ კონტარცეპტივებს ამ დროის პერიოდში შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში : 4.5/4 (16-19 წელი), 17.5|16 (20-24 წელი), 48.7/ 44 (25-29 წელი), 110/100 (30-34 წელი), 180/160 (35-39 წელი) და 260/230 (40-44 წელი) შემთხვევები.

იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ პროგესტერონის შემცველ პრეპარატებს, რისკი სავარაუდოდ არის იგივე ნაირი, როგორიც იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს. თუმცაღა პროგესტერონის შემცველი პრეპარატების შემთხევევაში ეს ფაქტი ნაკლებად დასაბუთებულია. სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკთან შედარებით მთელი ცხოვრების მანძილზე მომატებული რისკი, რომელიც დაკავშირებულია პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან, არის ნაკლები. როგორც წესი, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება იმ ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტარცეპტივებს, ხდება შედარებით ადრეულ სტადიაზე, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იღებენ კონრაცეპტივებს. ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ეს მომატებული რისკი შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის მანამდე დიაგნოსტირებული კიბოს, პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების ან ორივე ფაქტორის შედეგი. ვინაიდან არ შეიძლება პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა, აუცილებელია რისკი/სარგებლის ინდივიდუალური ანალიზი იმ ქალებში, რომლებშიც დადასტურდა სარძევე ჯირკვლის კიბო მხოლოდ დეზოგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღების პერიოდში, ან მათში, რომლებმაც ადრე გადაიტანეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევისას აუცილებელია სპეციალისტის ფრთხილი დაკვირვება და კონსულტაცია. ასევე არ შეიძლება პროგესტერონის ბიოლოგიური მოქმედების გამორიცხვა ღვიძლის კიბოს დროს, აუცილებელია მოსალოდენელი რისკი/სარგებლის ინდივიდუალური ანალიზი ღვიძლის კიბოსთან დაკავშირებით.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ადასტურებენ, რომ არსებობს კავშირი კომბინირებული პერორალური პრეპარტების მიღებას და ვენოზური თრომბოემბოლიური დაავადებების განვითარების სიხშირეს შორის (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოზი). მიუხედავად იმისა, რომ დეზოგესტრელის შემცველ პრეპარატის მიღების კლინიკური მნიშვნელობა ესტროგენული კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში არ არის ცნობილი, აუცილებელია ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.

ქალებმა, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური დაავადება, უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი პრობლემა შეიძლება კვლავ გაჩნდეს.

დაავადების ან ოპერაციის შედეგად ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს აუცილებელია სწორად შეფასდეს ლაქტინეტის ტაბლეტების დროებითი შეწყევტის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პროგესტერონის ზემოქმედება ინსულინის მიმართ პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, არ არსებობს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების მეთოდების ცვლილების დასაბუთება პროგესტერონის შემცველი საშუალებების გამოყენების შემთხევევაში. რეკომენდირებულია რეგულარული დაკვირევება შაქრიანი დიბეტით დაავადებულებზე ლაქტინეტის ტაბლეტების მიღების I თვის განმავლობაში.

ლაქტინეტის მიღება იწვევს პლაზმაში ესტრადიოლის დოზის შემცირებას, რომელიც იზომება ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში. ამჟამად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა ესტრადიოლის დოზის დაქვეითება მნიშვნელოვან კლინიკურ ზეგავლენას ძვლების მინერალურ შემადგენლობაზე.

ტრადიციული ტაბლეტების მიღება, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტერონს, საშვილოსნოსგარე ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ოვულაციის მომატებულ სიხშირესთან, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია პროგესტერონის შემცველი პრეპარატებით, არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.

იმის მიუხედავად რომ პრეპარატი იწვევს მყარ ანოვულაციას, ამენორეის ან აბდომინალური ტკივილის გამოვლენისას დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს, აუცილებელია საშვილოსნოსგარე ორსულობის გათვალისწინებაც.

ხანდახან შეიძლება გამოვლინდეს სახის კანის ჰიპერპიგმენტაცია, განსაკუთრებით ქალებში, რომლებშიც ორსულობის პერიოდში შეინიშნებოდა ქლოაზმა (Chloasma gravidarum). ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმის მიმართ, თავი უნდა აარიდონ ულტრაიისფერ დასხივებას და მზეზე ყოფნას ლაქტინეტის ტაბლეტების გამოყენებისას.

ქალებმა, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზის მიმართ, აუცილებლად უნდა გაითვალსიწინონ, რომ ლაქტინეტის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 67.445 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული გალაქტოზის მიმართ თანდაყოლილი აუტანლობის, საამის ლაქტაზის უკმარისობის ან გლუკოზის და გალაქტოზის აბსორბციის დარღვევის დროს.

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

დეზოგესტრელი მხოლოდ მინიმალური ან უმნიშვნელო ხარისხით ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვაზე

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დოზის გადაჭარბებით ჯანმრთელობის მძიმე დარღვევის შესახებ მონაცემები არ არსებობს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ახალგაზრდა გოგონებში შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოდან უმნიშვნელო სისხლდენები. პრეპარატს ანტიდოტი არ გააჩნია. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად შესაძლებელია უწყვეტი სისხლდენის გამოვლენა და/ან კონტრაცეპციის ეფექტურობის დაქვეითება. ეს ურთიერთქმედებები აღწერილია სამეცნიერო ლიტერატურაში (პირველ რიგში კომბინირებული და ხანდახან მხოლოდ პროგესტერონ-შემცველი პრეპარატების შემთხვევაში). ასეთი ურთიერთქმედება დადასტურებულია ჰიდანტოინების (მაგალითად ფენიტოინი), ბარბიტურატების (მაგალითად ფენობარბიტალი), პრიმიდონის, კარბამაზეპინის და რიფამპიცინის შემთხევევაში, სავარაუდოა ოქსკარბეზეპინის, ტოპირამატის, რიფაბუტინის, ფელბამატის, რიტონავირის, ნელფინავირის, გრიზეოფულვინი და სამკურნალო მცენარე “კრაზანას” (Hypericum perforatum) შემთხვევაში .

ფერმენტული ინდუქციის მაქსიმუმის მისაღწევად, როგორც წესი, აუცილებელია 2-3 კვირა, რის შემდეგაც ფერმენტული აქტივობა რჩება აწეული მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში, პრეპარატის შეწყვეტის მიუხედავად.

ქალებში, რომლებიც იყენებენ ენზიმურ ინდუქტორებს, რეკომენდებულია კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების ან სხვა არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.

ნახშირის პრეპარატების გამოყენებისას სტეროიდული ჰორმონების შეწოვა შეიძლება შემცირდეს, რაც ამცირებს ჩასახვის საწინააღდმდეგო ტაბლეტების ეფექტურობას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზემოთ მოცემული ღონისძიებების გატარება, რომლებიც შეესაბამაბა ლაქტინეტის ტაბლეტების შეფერხებას ან გამოტოვებას

შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა 3 წელი

ინახება თავის ორიგინალურ შეფუთვაში +15oC _ +25 oC სინათლისგან დაცულ ადგილას.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი, ან ნარჩენები უნდა ექვემდებარებოდეს განადგურებას ადგილობრივი წესების და დადგენილებების შესაბამისად.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

ლაქტალი – LACTAL – ЛАКТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

lactid acid, glykogen

მწარმოებელი: Kullgren Pharma, შვედეთი

კლინიკურ
-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მლ ტუბი N7

1 ტუბის შემადგენლობაში შედის: რძემჟავა, გლიკოგენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვაგინალური გელი ლაქტალი შეიცავს რძემჟავას, რომელიც აქვეითებს ვაგინალური pH -ის დონეს, მჟავე გარემო დადებითად მოქმედებს ნორმალურ ვაგინალურ მიკროფლორაზე და თრგუნავს პათოგენური და პირობით-პათოგენური ფლორის ზრდას. ლაქტალის შემადგენლობაში შემავალი გლიკოგენი უზრუნველყოფს საკვებით რძემჟავა ბაქტერიებს. დაქვეითებული ვაგინალური pH -ის მაჩვენებელი და შესაბამისი საკვები აღადგენს ნორმალურ ვაგინალურ ბალანსს, ვაგინალური მიკროფლორა აღდგება, ამავდროულად ეფექტურად შესუსტდება გამონადენი, დისკომფორტი და უსიამოვნო სუნი.

ლაქტალური ვაგინალური გელი კურნავს და ხელს უშლის ბაქტერიული ვაგინოზის რეციდივის განვითარებას ბუნებრივი გზით.

ჩვენებები:

ბაქტერიული ვაგინოზი (ქრონიკული, მორეციდივე);

ვაგინალური ინფექციების მკურნალობის შემდეგ, ნორმალური მიკროფლორის აღდგენის მიზნით;

საშოს ბუნებრივი pH -ის შენაჩუნება და ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა (ყოველდღიური საფენების და ტამპონების ხშირი გამოყენებისას).

მიღების წესები და დოზები:

მკურნალობა

ბაქტერიული ვაგინოზი –1 ტუბი დღეში 7 დღის განმავლობაში

შენარჩუნება და პრევენცია;

ბუნებრივი pH-ის ბალანსის შენარჩუნება და სიმპტომების განმეორების პრევენცია –1 ტუბი ყოველ მესამე დღეს 3 თვის განმავლობაში;

ანტიბიოტიკების მიღების დროს pH-ის დონის შენარჩუნება  –   1 ტუბი დღეში კურსის ბოლოს 4-5 დღის განმავლობაში;

სიმპტომების განმეორება მენსტრუაციის დროს –1 ტუბი მენსტრუაციის ბოლოს 1-2 დღის განმავლობაში;

მოახრახნეთ თავი და ტუბის მთელი ყელი მოათავსეთ საშოში, გამოდევნეთ შიგთავსი. ლაქტალის გამოყენება უმჯობესია ძილის წინ. სასურველია საფენის გამოყენება, ვინაიდან ხშირია მცირე გამონაჟონი, რაც არ ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას ვაგინალური გელი ლაქტალი გამოცდილია და კლინიკურად ტესტირებული.

კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ ლაქტალის ფორმულა უსაფრთხო და ეფექტურია.

მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის და მენსტრუაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ვაგინალური გელი ლაქტალის გამოყენებამ თანმხლები სოკოვანი ინფექციის ან საშოს ქსოვილში ნახეთქების არსებობის დროს შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მწიწკვნელი ტკივილი, რაც დროებითია და სწრაფად გაივლის.

ვაგინალური გელი ლაქტალი არ გამოიყენება დაორსულების სურვილის შემთხვევაში, ვინაიდან დაბალი pH ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა სპერმისათვის. ნუ გამოიყენებთ მას როგორც კონტრაცეპტივს.

ლაქსიდილი – LAXYDYL – ЛАКСИДИЛ

საერთაშორისო დასახელება:

BISACODYL

მწარმოებელი: MARION BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: ბისაკოდილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ბისაკოდილი ................  5 მგ

 

ვრცლად ბისაკოდილი

ლატიკორტი – LATICORT – ЛАТИКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE-17 BUTYRATE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company  JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი  ................  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაკ?როგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ...........1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%:

პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ

1 მლ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ...............1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისბები:

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
  • ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
  • ფსორიაზი;
  • წითელი მგლურა;
  • დერმატომიოზიტი;
  • ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
  • ფოტოდერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

  • პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
  • კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე  1-3-ჯერ დღე-ღამეში.
  • ხსნარის მცირე რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე; მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არა უმეტეს 2-4-ჯერ დღე-ღამეში, დადებითი დინამიკის გამოვლინებისას - 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
  • პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში - 1 შეფუთვაზე მეტი.
  • სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

უკუჩვენებები:

* კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, წამლის მიმართ აღმოჩენილი ალერგია.

* ძალიან ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შესაძლოა გახდეს კანის ატროფიის მიზეზი. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე).

* კანის განსაკუთრებით დიდ მონაკვეთეებე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის რეაბსორბცია ორგანიზმის ქსოვილებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო, ჰორმონალური არასასურველი მოვლენები, (შეშუპებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება).

* არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსული და ძუძუთი მკვებავი დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.

* ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები:

* უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამომჟღავნების სიხშირე და შეშუპებების, ჰიპერტენზიის, ჰიპერგლიკემიის გამოვლინების შესაძლებლობა. იმუნიტეტის დაქვეითება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წაისვათ ქუთუთოებზე და სახის კანზე. ფრთხილად გამიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

* გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.

* არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

* 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის შერევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.

კანის ცვლილებათა,( გლუკოკორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების), მკურნალობის დროს კანის დიდ მონაკვეთზე, ავადმყოფთა აცრა არ შეიძლება. მკურნალობის დროს არ ჩაატაროთ სხვა აცრებიც, ვინაიდან შესაძლებელია არ მოხდეს იმუნოლოგიური პასუხის გაცემა (ანტისხეულები არ ჩნდება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ლატასოპტი – LATASOPT – ЛАТАСОПТ

საერთაშორისო დასახელება:

LATANOPROST

მწარმოებელი:

ლატასოპტიარის პროდუქტი და სავაჭრო მარკაკომპანიის “World Medicine”, ინგლისი

დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, რუმინეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0,005%-იანი ლატასოპტის თვალის წვეთები გამოდის 2,5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლატანოპროსტი .................   0,05 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პროსტაგლანდინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლატასოპტი - არის გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ლატანოპროსტი - წარმოადგენს F2ɑ პროსტაგლანდინის ანალოგს და FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. წყალწყალა ნამის განდევნის გაძლიერების გზით ამცირებს თვალშიდა წნევას და ახდენს გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლატანოპროსტის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერალური განდევნის გაძლიერებასთან. არ ახდენს დადასტურებულ გავლენას წყალწყალა ნამის პროდუქციაზე და ჰემატოოფთალმურ ბარიერზე. თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ჩაწვეთებიდან 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 8-12 საათის შემდეგ, მოქმედება გრძელდება არანაკლებ 24 საათის.

ჩვენებები:

  • მომატებული თვალშიდა წნევა პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით და მომატებული ოფთალმოტონუსით, მათ შორის, თვალშიდა წნევის დამწევი სხვა საშუალებების მიმართ ტოლერანტობის ან მათი არასაკმარისი ეფექტურობის დროს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება ინსტილაციის შემდეგ), ასევე, წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.

ავადმყობთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება.

სხვა: ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულარული შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).

გამოყენების წესი და დოზები:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატს აწვეთებენ დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში, საღამოს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის შემდეგი ინსტილაცია ტარდება ჩვეულ რეჟიმში (დოზა არ ორმაგდება).

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ან ეპისკლერის ჰიპერემია.

მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლატასოპტი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალთან, ვინაიდან არსებობს პრეციპიტაციის განვითარების შესაძლებლობა.

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ისეთ საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა წნევას (თიმოლოლი, ადრენომიმეტიკები, აცეტაზოლამიდი, პილოკარპინი).

განსაკუთრებული მითითებები:

ლატასოპტმა, ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა. ეს ეფექტი ძირითადად ვლინდება ფერადი გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში, რაც აიხსნება ფერადი გარსის სტრომალურ მელანოციტებში მელანინის შემცველობის გაზრდით. თვალების თანაბარი შეფერილობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებიდან 2 წლის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა ვლინდებოდა ძალიან იშვიათად.

ფერის შეცვლას არ ახლავს რაიმე კლინიკური სიმპტომები ან პათოლოგიური ცვლილებები. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის შემდგომი ზრდა არ ვლინდებოდა, თუმცა უკვე შეცვლილი ფერი შეიძლება იყოს შეუქცევადი. ფერადი გარსის ლენტიგოს ან ნევუსის არსებობისას თერაპიის განმავლობაში მათი ცვლილება არ ვლინდებოდა.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტების ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო ცვლილების თაობაზე. თვალის პიგმენტაციის ინტენსიური ცვლილების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება შეწყდეს. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ჰეტეროქრომიისგანვითარება.

ლატასოპტი არ გამოიყენება დღეში 1-ჯერზე უფრო ხშირად, ვინაიდან ხშირი გამოყენებისას მისი ეფექტურობა მცირდება.

თვალის კაკლისაქტიური ანთებითი პროცესის (ირიტი, უვეიტი), აფაკიის, ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე ფსევდოაფაკიის დროს ლატასოპტი გამოიყენება სიფრთხილით.

რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, ლინზების მოხსნა ხდება ინსტილაციამდე; ლინზების გაკეთება შესაძლებელია წამლის გამოყენებიდან 15-20 წუთის შემდეგ.

ფლაკონი იხურება თითოეული გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება თვალზე საწვეთურის წვერის შეხება.

გამოყენება პედიატრიაში;

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ლატასოპტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძით.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი ლატასოპტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

ინახება 2-8°C ტემპერატურაზე შუქისგან დაცულად, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გახსნის შემდეგ ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

Don`t copy text!