Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 565

კოლხური მალამო – Unguentum Colchuri – МАЗЬ КОЛХУРИ

მწარმოებელი: ფირმა "კარდუ", საქართველო.

შემადგენლობა:

კუნელის ნაყენი, ბელადონას სქელი ექსტრაქტი, ევკალიპტის ზეთი, ჭინჭრის ექსტრაქტი, კრაზანას ნაყენი, ძიძოს ნაყენი, ფარსმანდუკის ნაყენი, ცხენისწაბლის ნაყენი, მუხის ქერქის ნაყენი, სამედიცინო ვაზელინი.

მოქმედება:

ანთების საწინააღმდეგო;

ტკივილგამაყუჩებელი;

შეხორცების დამაჩქარებელი;

იმუნოსტიმულატორი;

მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი;

ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი.

ჩვენება:

გარეგანი გამოყენება შემდეგი დაავადებებისას:

(მალამოს დატანა დაზიანებულ ადგილას დღეში 3–ჯერ, მორჩენამდე)

ჭრილობა;

დამწვრობა;

ბუასილი;

საშვილოსნოს ყელის ეროზია;

ტროფიკული წყლული;

ფურუნკულოზი.

(მალამოს შეზელვა მტკივნეულ ადგილას 3–4–ჯერ დღეში 5–6 წუთის განმავლობაში მსუბუქი მასაჟით. მკურნალობა 7–14 დღის განმავლობაში)

ოსტეოქონდროზი;

რადიკულიტი;

რევმატიზმი;

ნიკრისის ქარი;

ნევრიტი;

ართრიტი;

ართრალგია;

მიალგია;

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

კოლპოცინ-T – COLPOCIN-T – КОЛПОЦИН-Т

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: DEMO S.A.

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი   

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ

მეტრონიდაზოლი .................  500 მგ

 

ვრცლად მეტრონიდაზოლი

კოლპოტროფინი ® – COLPOTROPHINE ® – КОЛПОТРОФИН ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

PROMESTRIENE

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კოლპოტროფინი ® ვაგინალური კაფსულები;

კოლპოტროფინი ® საცხი.

თითოეული კაფსულა შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები:

პრომესტრიენი .......................... 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ( E 219 ), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ( E 217 ),  სამედიცინო ვაზელინი, ჰიდროგენიზირებული პოლიიზობუტანი, ოლეინმჟავა სორბიტი , კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი უწყლო, სამედიცინო ჟელატინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, გასუფთავებული წყალი.

საცხის თითოეული 100 გ შეიცავს :

პრომესტრიენი ...................... 1 გ

დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E219),

ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ( E217 ),

გაჯერებული ცხიმის მჟავების მონო - და დიგლიცერიდების ნარევი,  გაჯერებული ცხიმის სპირტების პოლიგლიკოლის ეთერი, ოლეინის მჟავას დეცილის ეთერი, კაპრინისა და კაპრილის მჟავების ტრიგლიცერიდები, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატები განკუთვნილია ინტრავაგინალური გამოყენებისათვის. პრომესტრიენი ავლენს ადგილობრივ ესტროგენულ ეფექტებს ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე და ამით აუმჯობესებს მათ ტროფიკას. პრომესტრიენი იცავს და აღადგენს ვაგინალურ ეპითელიუმს და ამით ხელს უწყობს მის პროლიფერაციას. ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ საშოში სისტემური ესტროგენული ეფექტი არ აღინიშნება. საცხის გამოყენების შემდეგ პრომესტრიენის 1%- ზე ნაკლები სწრაფად რეზორბირდება და აღწევს სისხლის სისტემურ დინებაში.

ჩვენებები:

  • საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებები , განპირობებული ესტროგენების დეფიციტით , მათ შორის საშოს სიმშრალე, ქავილი, დისპარეუნია, პოსტოპერაციული თერაპია საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ;
  • საშოს ეპითელიუმის აღსადგენად საშოს ანთებითი პროცესების შემდეგ;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიების ქირურგიული მკურნალობის შემდეგ;
  • ინტრავაგინალური შეღწევით ქირურგიული ჩარევებისას;
  • საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანებების შესახორცებლად მშობიარობის შემდეგ.

გამოყენების წესი:

კაფსულები : საშოში შეიყვანება 1 კაფსულა დღეში 20 დღის განმავლობაში.

საცხი: მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ წაისმევა თხელ ფენად და ოდნავ შეიზილება მასაჟისებური მოძრაობებით საშოს ლორწოვან გარსში. შემდეგ ყოველ 2 დღეში ერთხელ, კლინიკური გაუმჯობესების ნიშნების მიღებამდე 3 კვირის განმავლობაში .

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრომესტრიენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს ან საშოს ესტროგენდამოკიდებული

(სარძევე ჯირკვლების, ეპითელიომის ) სიმსივნეები.

ლაქტაციის პერიოდში, მამაკაცის ლატექსის პრეზერვატივების გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის  .

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატი კარგად აიტანება; ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები გაღიზიანებისა და ქავილის სახით საცხის წასმის ან კაფსულის შეყვანის ადგილას .

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა . მეტრორაგიის განვითარებისას სიმპტომური თერაპია ტარდება .

ურთიერთქმედებები:

კოლპოტროფინს შეუძლია ნებისმიერი სპერმიციდული საშუალების ინაქტივირება .

ჭარბი დოზა:

ვაგინალური გამოყენების შემდეგ სისტემური ესტროგენული ეფექტი არ აღინიშნება. ჭარბი დოზის შემთხვევები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:

საცხი: 15 გ ალუმინის ტუბში .

ვაგინალური კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში .

შენახვის პირობები:

საცხი : ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

ვაგინალური კაფსულები : ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

შენახვის ვადა:

5 წელი .

აფთიაქიდან გაცემა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა ექიმის რეცეპტით).

მწარმოებელი:

Laboratoire Theramex – 6, MONACO Cedex

კოლოცინტის-ჰომაკორდი – COLOCYNTHIS-HOMACCORD – КОЛОЦИНТИС-ХОМАКОРД

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნევრალგიების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ

100 მლ

Colocynthis D2.........................            0.8 მლ

Colocynthis D10 ......................            0.8 მლ

Colocynthis D30 ........................          0.8 მლ

Colocynthis D200 .....................           0.8 მლ

Gnaphalium polycephalum D1 ............   0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D10 ...........  0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D30 ..........   0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D200 ..........  0.2 მლ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

Colocynthis D4  ............................      0.8 მლ

Colocynthis D10 ..........................        0.8 მლ

Colocynthis D30 ........................          0.8 მლ

Colocynthis D200 ........................        0.8 მლ

Gnaphalium polycephalum D3  ..........    0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D10  .......     0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D30   ........   0.2 მლ

Gnaphalium polycephalum D200   .......  0.2 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ნევრალგიები, განსაკუთრებით საჯდომი ნერვის;
  • ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
  • ინტერკოსტალური ნევრალგია და მალაშუა დისკების დაავადებები;
  • მძღოლთა განსაკუთრებული სახეობის ნევრალგია (ხანგრძლივი მგზავრობისას ქვემო კიდურების ნევრალგია, რაც აძნელებს ერთ პოზაში ჯდომას).

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მწვავე შემთხვევაში დასაწყისისთვის 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

საინექციო ხსნარი:

მწვავე შემთხვევისას ყოველდღიურად, ხოლო სხვა დროს ჩვეულებრივ 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში. ნევრალგიებისას - ტკივილის მიდამოში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი უნდა დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კოლინი – COLIN – КОЛИН

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: სიმეთიკონი;
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულა: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის კორპუსითა და ლურჯი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილით;
სუსპენზია: ნარინჯისფერი ტკბილი სუსპენზია არომატული სუნით.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
სიმეთიკონს – 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171),  Brilliant Blue  FCF (E 133).
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონის ემულსიას, 40 მგ სიმეთიკონის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, თხევადი სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ანისულის ზეთი, ნარევი Avicel RC–591 (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა, 40 მგ.
პერორალური სუსპენზია, 30 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის ფუნქციონალური მოშლილობის სამკურნალო სხვა პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოლინი წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და საჭმლის ფაფაში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, აბრკოლებს მათ წარმოქმნას და ხელს უწყობს დაშლას. გამოთავისუფლებული გაზის ბუშტუკები შეიწოვება ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ ან გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავების პერისტალტიკის საშუალებით. შედეგად მცირდება აირების საერთო რაოდენობა და წნევა ნაწლავის სანათურში. გარდა ამისა, სიმეთიკონი წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას  სიმეთიკონი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზებით მიღებას, რაც განპირობებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზის ბუშტუკებისა და ქაფის წარმოქმნით.

ფარმაკოკინეტიკა:
სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენება:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა);
- რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი;
- ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

მიღების წესი და დოზირება:
კოლინი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
სუსპენზია მიღების წინ შეანჯღრიეთ!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად:
გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.
სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320 მგ).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები:
კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
30 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი საწვეთურით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
კაფსულა: 2 წელი.
სუსპენზია: 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

კოლდფლუ პლუსი – COLDFLU PLUS – КОЛДФЛЮ ПЛЮС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებითი დაავადებების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 4 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ............................         500 მგ

ქლორფენილამინის მალეატი.....................4 მგ

ბრომგექსინის ჰიდროქლორიდი ...............4 მგ

ეფედრინის სულფატი       .....................25 მგ

 

კოლდფლუ – COLDFLU – КОЛДФЛЮ

საერთაშორისო დასახელება:

CLORPHENAMINE; PARACETAMOL; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებითი დაავადებების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 4 ტაბ. შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი .................................................    500 მგ

კოფეინი ..........................................................       30 მგ

ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდი .........        25 მგ

ქლორფენირამინის მალეატი ...................................    2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კოლდფლუ – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობისთვის. პრეპარატი ახდენს სიცხის დამწევ, ანტიალერგიულ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს რინიტის სიმპტომებს, ასტიმულირებს ცნს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტებით.

პარაცეტამოლი –არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო – სამკურნალო საშუალება, პარაამინოფენოლის წარმოებული. პარაცეტამოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან დათრგუნოს ფერმენტი ციკლოოქსიგენაზა, რის შედეგადაც ირღვევა არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმი და პროსტაგლანდინების სინთეზი. პარაცეტამოლი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმას–ცოგ 1 და ცოგ 2. პრეპარატი ამცირებს ცნს–ის ქსოვილში პროსტაგლანდინების რაოდენობას, რის შედეგადაც ქვეითდება რეცეპტორების მგრძნობელობა ქიმიური გამღიზიანებლის მიმართ და მცირდება ტკივილის შეგრძნებები. ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე უშუალო გავლენის შედეგად ახდენს ანტიპირეტულ (სიცხის დამწევ) მოქმედებას. პერიფერიული მოქმედება ნაკლებად არის გამოხატული ,რამდენადაც პრეპარატი ინაქტივირდება უჯრედული პეროქსიდაზათი.

კოფეინი – ალკალოდი, მიღებული ჩაიდან და კოფეინის პარკიდან, გარდა ამისა, კოფეინი სინთზირდება შარდმჟავადან და ქსანტინიდან. პრეპარატი ახდენს მასტიმულირებელ გავლენას ცნს–ზე, აძლიერებს და არეგულირებს აგზნების პროცესს თავის ტვინის ქერქში. კოფეინი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აღაგზნებს სუნთქვის და სისხლისმამოძრავებელ ცენტრებს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება გულის შეკუმშვათა გახშირება. კოფეინის გავლენით არტერიული წნევის მომატება აღინიშნება მხოლოდ შოკისა და კოლაფსის დროს, ნორმალურ არტერიულ წნევაზე კოფეინი არ ახდენ შესამჩნევ გავლენას. პრეპარატი ასტიმულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას. კოფეინის მიღებისას აღინიშნება აგრეგაციის დაქვეითბა მცირედ. პრეპარატი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან დაუკავშირდეს ტვინის ადენოზურ რეცეტორებს. რეცეპტორებთან კავშირი ხდება კოფეინისა და ადენოზინის მოლეკულების სტრუქტურული მსგავსების გამო. რადგანაც ადენოზინი იწვევს აგზნების პროცესების დაქვეითებას, მისი ჩანაცვლება კოფეინით განაპირობებს ნერვული სისტემის სტიმულაციას. თუმცა პრეპარატის ხანგრძლივი მიღება იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას.

ქლორფენირამინის მალეატი – H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფიდან. პრეპარატი უფრო ეფექტურია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რომლის დროსაც აღინიშნება პოხიერი უჯრედებიდან სისხლში დიდი რაოდენობით ჰისტამინის გამოთავისუფლება.

პრეპარატი ახდენს ანტიჰისტამინურ, ანტიქოლინერგულ, სედატიურ და ატროპინის მაგვარ ეფექტს. ქლორფენირამინი უზრუნველყოფს სისხლძარღვების გამტარობის ნორმალიზებას, ქავილის შემცირებას, გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნას და სხვა ეფექტებს. გარდა ამისა, პრეპარატი წარმოადგენს სეროტონინული და м–ქოლინორეცეპტორების ბლოკატორს, ახდენს გამოხატულ სედატიურ მოქმედებას. პრეპარატი ახდენს ხანმოკლე მოქმედებას, ამიტომ მისი მიღება სჭიროა ალერგენის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი – პრეპარატი ხასითდება ადრენომიმეტური აქტიობით. ასტიმულირებს ნორადრენალინის გამოთავისუფლებას სინაპსური ნაპრალიდან, რის შედეგადაც ხორციელდება ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროება. პრეპარატი უზრუნველყოფს შეშუპების შემცირებას და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას. გარდა ამისა,   ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, ცემინებას, ცრემლდენას და რინორეას.

ყველა კომპონენტი, პერორალური მიღების შემდეგ, კარგად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30–60 წთ–ის შემდეგ. ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი – 1–2 სთ–ის განმავლობაში, ქლორფენირამინის მალეატი – 30–60 წთ–ში.

კოფეინი თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში, კარგად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გლუკურონიდის, სულფატური და ცისტინური ნაერთის სახით. კოფეინი მეტაბოლიზირდება ორგანიზმში დემეთილირების და დაჟანგვის სახით. ფენილპროპანოლამინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ქლორფენირამინი მალეატისთვის დამახასიათებელია ღვიძლში „პირველი გავლის ეფექტი“.

ფენილპროპანოლამინი გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. სხვა აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მცირე ნაწილი შეუცვლელი სახით. პარაცეტამოლისთვის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შადგენს დაახლოებით 2 საათს, ფენილპროპანოლამინისთვის – 3–5 საათს, კოფეინისთვის – 4–5 საათს, ქლორფენირამინი მალეატისთვის – 1–1.5 საათს.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი დგება მიღებიდან 30 წთ–ის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით პერორალური მიღებიდან 12 სთ–ს.

ჩვენებები:

პრეპარატი მიიღება სიმპტომატური თერაპიისთვის სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ჩათვლით), მათ შორის, რესპირატორული დაავადებები, რომელიც მიდის რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ცხელებით.

გარდა ამისა, პრეპარატი მიიღება სუსტი და ზომიერი ინტენსიობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის, თავის ტკივილი და ლორ–ორგანოების დაავადებებისას, რომელიც მიმდინარეობს ტკივილის სინდრომით.

მიღების წესები:

პრეპარატის დოზას და კურსის ხანგრძლიობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი დაავადების ხასიათისა და პაციენტის ინდივიდუალობიდან გამომდინარე.

მოზარდებს ჩვეულებრივ ენიშნება 1 ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს – ½ ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლიობა არა უმეტეს 7 დღისა.

ტაბლეტი დაუღეჭავად უნდა გადაიყლაპოს,საკმაო რაოდენობის წყლის მიყოლებით, აუცილებლობისას შეიძლება ტაბლეტის გაყოფა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარებაც.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა , ღებინება, ანორექსია, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევა, აგზნებულობის მომატება, გაღიზიანებადობა.

სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი. ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქცია.

გარდა ამის , ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა აკომოდაციის დარღვევა და თვალშიგა წნევის მომატება.

ერთეულ შემთხვევაში შარდის გამოყოფის დარღვევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციისას, აგრეთვე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელებიც დაავადებული არიან ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, არტერიული ჰიპერტონიით და გულის ქრონიკული უკმარისობით. სიფრთხილეა საჭირო ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, რომელსაც შარდის გამოყოფის დარღვევა ახლავს.

პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების (კუმარინის ჯგუფის)  ეფექტს,

მატულობა ღვიძლის დაზიანების რისკი ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.

ერთდროული მიღებისას ატროპინთან, პეპტიდინთან და სხვა სპაზმოლიტური მოქმედების პრეპარატებათან, იზრდება პარაცეტამოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო.

ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ეთილის სპირტი და ანტიეპილეფსიური საშუალებები პარაცეტამოლთან ერთად ზრდიან ღვიძლის ტოქსიური დაზიანების რისკს, რადგან იზრდება პარაცეტამოლის დაშლა ჰეპატოტოქსიურ ნაერთებამდე.

მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორი (ციმეტიდინი)ამცირებს ღვიძლის დაზიანების რისკს პარაცეტამოლის მიღებისას.

კოფეინი აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტს

და აქვეითებს ეფექტურობას საძილე და ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებებისას.

ბარბიტურატები, პრიმიდონი, ნიკოტინი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები აძლირებენ მეტაბოლიზმს და კოფეინის გამოსვლას.

ციპროფლოქსაცინი, დისულფირამი, ნორფლოქსაცინი, ციმეტიდინი და პერორალური კონტრაცეპტივები ამაღლებენ კოფეინის კონცენტრაციას სისხლში.

კოფეინის მაღალ დოზებში მიღებისას მონოამონოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან, სელეგილინთან, პროკარბაზინთან და ფურაზოლიდონთან მატულობს არითმიის განვითარების და არტერიული ჰიპერტენზიის რისკი. პრეპარატი ამაღლებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობას. კოფეინი აქვეითებს კალციუმის იონების აბსორბციას კუ–ნაწლავის ტრაქტიდან.

აღინიშნება ლითიუმის პრეპარატების გამოყოფა კოფეინთან ერთდროული მიღებისას.

კოფეინისა და ბეტა–ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება ორივე პრეპარატის ეფექტურობის კლება.

ქლორფენირამინის მალეატის მონოამინოოქსიდაზისა ინჰიბიტორებთან და ფურაზოლიდონთან ერთად მიღებისას აღინიშნება ჰიპერპირექსიისა და ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი.პრაპარატი არ ინიშნება კალციუმის ქლორიდთან, კანამიცინის სულფატთან, ფენობარბიტალთან და ნორადრენალინთან ერთად,

ქლორფენირამინის მალეატის ეთილის სპირტთან, ტრანკვილიზატირეთან და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ  საშუალებებთან  ერთად მიღებისას აღინიშნება ქლორფენირამინის სედატიური ეფექტის გაძლიერება.

ფენოლპროპანოლამინის და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორის ერთდროული მიღებისას მატულობს არტერიული წნევა და მატულობს ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი. რეზერპინი უზრუნველყოფს ფენილპროპანოლამინის ეფექტურობის შემცირებას. არ არის რეკომენდებული ფენილპროპანოლამინის და ცნს სტიმულატორების ერთდროული მიღება, რადგანაც ფენილპროპანოლამინი ამაღლებს კანკალის, არტერიული ჰიპერტენზიის და აგზნების განვითარების რისკს.

ფენილპროპანოლამინი ბეტა–ადრენობლოკატორის, ლევოდოპასა და სათითურას პრეპარატების ერთდროული მიღება ამაღლებს არითმიის განვითარების რისკს.

ინჰალაციური ნარკოზის წინ პრეპარატის მიღების გამო შესაძლებელია მძიმე არითმიის განვითარება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ძილიანობა, თავის ტკივილი. დოზის შემდგომი მომატებისას შესაძლებელია არითმიის, არტერიული ჰიპერტენზიის, შარდის გამოყოფის დარღვევის და თრომბოციტოპენიის განვითარება.

სპეციფიური ანტიდოტი არ არის. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების მიღება და სიმპტომატური თერაპია. თავის ტკივილისას, თუ ეს ტკივილი დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზით მიღებასთან უკუნაჩვენებია პრეპარატისა შემდგომო მიღება ტკივილის კუპირების მიზნით.

ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე, 15–250C ტემპერატურაზე.

ვადა – 4 წელი.

კოლდრექსი (ტაბლეტები) – COLDREX tab – КОЛДРЕКС таб

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Dungarvan Ltd., Knockbrack, Dungarvan, Co. Waterford., ირლანდია

აღწერილობა:

კაფსულის ფორმის ნარინჯისფერ-თეთრი ფერის ორშრიანი ტაბლეტები. ნარინჯისფერი შრე შეიძლება შეიცავდეს თეთრ ჩანართებს. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ჩოლდრეხ.

 

პრეპარატის შემადგენლობა:

თითო ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი ........................................ 500 მგ

კოფეინი ................................................. 25 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი .............. 5 მგ

ტერპინჰიდრატი ..................................... 20 მგ

C ვიტამინი

(ასკორბინის მჟავა) .................................. 30 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი ხსნადი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

“მწვავე რესპირატორული დაავადებებისა” და გაცივების სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (არანარკოტიკული ანალგეტიკი + სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება + ვიტამინი)

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტაბლეტები “კოლდრექსი” – კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, ფენილეფრინი ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რის შედეგადაც უმჯობესდება სუნთქვა, კოფეინს გააჩნია ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) გრიპისა და გაცივების დროს აკმაყოფილებს მომატებულ მოთხოვნილებას C ვიტამინზე.

 

 

ჩვენებები:

ტაბლეტები “კოლდრექსი” უზრუნველყოფს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების მოხსნას, (მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის დაცობა, ტკივილები ცხვირის ღრუსა და ყელში.)

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება არ შეიძლება ერთდროულად პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტის დროს, სისხლის სისტემის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზის, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

 

 

განსაკუთრებული მითითებანი:

“კოლდრექსის” მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:

• სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული მიღება;

• ორსულობა და ლაქტაცია.

 

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:

მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერამდე.

ბავშვები (6-12 წელი): 1 ტაბლეტი დღეში 4 ჯერამდე.

 

ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე ხუთ დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირების შემთხვევა უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

 

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად – სისხლის სურათის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიკური ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.

ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება და იშვიათ შემთხვევებში გულისცემის შეგრძნება. ეს სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.

პრეპარატ “კოლდრექსის” მიღების დროს ჩაისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნებადობა და ნერვული დაძაბულობა.

 

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები – გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე, გულის არითმიები. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. პირველი 4 საათის განმავლობაში დაზარალებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.

ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინისა და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი ღებულობს მეთოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად), ვინაიდან მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს.

 

 

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

აფთიაქდიან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი – COLDREX JUNIOR HOT DRINK – Колдрекс Юниор ХотДринк

საერთაშორისო დასახელება:

paracetamol, phenylephrine, ascorbic acid

მწარმოებელი: «სმიტკლაინ ბიჩემ», ესპანეთი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

3 გ პაკეტი 10 ც

წამლის ფორმა:

ფხვნილი ხსნარის დასამზადებლად, შიგნით მისაღებათ (ბავშვებისათვის)

აღწერილობა:

თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, ჰეტეროგენული ფხვნილი, ლიმონის არომატით.

125მლ ცხელ წყალში პრეპარატის გახსნისას წარმოიქმნება ხსნარი ყვითელიდან მოყვითალო-მწვანე შეფერილობამდე, ზედაპირზე აპკის წარმოქმნის გარეშე, ლიმონის არომატით; შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით ნალექი.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

პარაცეტამოლი .......................................... 300მგ,

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი .................  5მგ,

ასკორბინის მჟავა .......................................  20მგ:

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი 610399 E, კურკუმინის საღებავი E 100, კრემნის კოლოიდური დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოლდრექსი იუნიორი ჰოთდრინქი – კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის შეგუბებას, (ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და აუმჯობესებს სუნთქვას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აკმაყოფილებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გაციებისა და გრიპის დროს.

ჩვენებები:

გამოიყენება ბავშვებში 6-12 წლამდე გაციებისა და გრიპის ძირითადი სიმპტომების კუპირებისათვის, ისეთი როგორიცაა მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.

მიღების წესები და დოზები:

1 საშეტის შიგთავსი მოვათავსოთ ფინჯანში, დავასხათ დაახლოებით 125 მლ ცხელი წყალი, მოვურიოთ გახსნამდე. თუ აუცილებელია დავამატოთ ცივი წყალი და შაქარი.

ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 საშეთი ყოველ 4 საათში. არაუმეტეს 4 საშეტისა 24 საათის განმავლობაში.

ნუ გამოვიყენებთ პრეპარატს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან მოგვიანებით შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის შემცველ სხვა  პრეპარატებთან ერთად, პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არ არსებობისას, სისხლის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისეიანი ჰიპერბილირუბინემიის დროს

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია: ჰიპონატრიული დიეტის შენარჩუნების აუცილებლობისას (ყოველი საშეტი შეიცავს 0,06გ ნატრიუმს).

ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ მიიღება ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. კოლდრექს იუნიორის აქტიური ნივთიერებები არ იწვევს ძილიანობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის მიღება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და ღვიძლის სხვა  მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას) ან ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.

ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს. ხანგრძლივი მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები და ვადები:

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25°C

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – COLDREX MAX GRIPP – КОЛДРЕКС МАКС ГРИПП ЛИМОН

მწარმოებელი: “სმიტკლაინბიჩემი ს.ა”-ს მიერ გლაქსოსმიტკლაინისათვის. ესპანეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თოთოეული პაკეტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს:

პარაცეტამოლი ...................................... 1000მგ,

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ...........  10მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ................ 40მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობის საშუალება.

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი მოქმედება. პრეპარატი შეიცავს მის მაქსიმალურ ერთჯერად დოზას, რაც დასაშვებია რეცეპტის გარეშე მისაღებად.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის დაგუბებას (ავიწროვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და ამსუბუქებს სუნთქვას.

ასკორბინის მჟავა ავსებს C ვიტამინის მომატებულ მოთხოვნილებას გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით ავადმყოფობის საწყისს ეტაპზე.

აქტიური ნივთიერება კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით, არ იწვევს ძილიანობას.

გამოყენების ჩვენება:

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით ხელს უწყობს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების აღმოფხვრას:

მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის დაგუბება, ტკივილი ცხვირსა და ყელის მიდამოებში.

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ასევე გრიპის, გაცივების და სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

* არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.

* არ მიიღოთ კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით:

• პარაცეტამოლის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;

• თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელის მძიმე დაავადება;

• თუ გაქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (თირეოტოქსიკოზის), შაქრინი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის დაავადებების დროს;

• თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;

• თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

• პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.

• დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის დარღვევასთან, რადგან თითოეული პაკეტი შეიცავს 4გ შაქარს.

• გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზების გენეტიკური არარსებობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით მიღებამდე, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს:

• თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და პირღებინების წინააღმდეგ მისაღებად) ან ქოლესტირამინს, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

• თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების შესამცირებლად (მაგ. ვარფარინი).

• თუ იმყოფებით დიეტაზე ნატრიუმის შემცირებული შემადგენლობით – თითოეული პაკეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით პარაცეტამოლი არ მიიღოთ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე დაუშვებელია მისი მიღება იმ პირთათვის, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს.

მიღების წესი და დოზები:

ერთი პაკეტი ფხვნილი მოათავსეთ ჭიქაში და გაავსეთ ცხელი წყლით. ურიეთ გახსნამდე. დაუმატეთ ცივი წყალი, თუ აუცილებელია შაქარი გემოვნებით.

მოზრდილები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში.

24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი.

არ მიიღოთ პრეპარატი 4 საათიან ინტერვალზე უფრო ხშირად.

არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გამონაკლის შემთხვევაში თუ გამოწერილია ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ვინაიდან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაზიანების რისკი. სპეციფიურ ანტიოდს პარაცეტამოლით მოწამვლისას წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

გვერდითი მოვლენები:

პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება.

იშვიათად – სისხლის სურათის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

პარაცეტამოლის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულზე მეტი დოზებით შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ზემოქმედება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების მიკროსომალური ინდუქტორების ერთდროული მიღება ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების განვითარების რისკი მატულობს.

ფენილეფრინმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მომატება და უკიდურესად იშვიათად გულისცემის გახშირება. აღნიშნული ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზის მიღება:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.

ჭარბი დოზა განპირობებულია პარაცეტამოლით.

შესაძლებელია: კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობის მომატება, პროთრომბინული დროის მომატება. ჭარბი დოზის მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების ეფექტს, სედაციური პრეპარატების, ეთანოლის ეფექტებს.

ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინური წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუში სიმშრალის და კუჭის შეკრულობის განვითარების რისკს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები აძლიერებენ გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული პრეპარატების ეფექტურობას. სამციკლიანი ანტიდეპრესანტები აძლიერებენ სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედებას, ჰალოტანის ერთდროული დანიშვნა ზრდის გულის პარკუჭის არითმიის განვითერების რისკს. ამცირებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომიმეტურ აქტიურობას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაშვების წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!