Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 564

კორონალი 10მგ – CORONAL 10mg – КОРОНАЛ 10мг

საერთაშორისო დასახელება:

BISOPROLOL

მწარმოებელი: ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა

სამკურნალწამლო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

ბისოპროლოლის ფუმარატი 5 და 10მგ

დამხმარე ნივთიერებები:

5მგ ტაბლეტები

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამბელი, ნატრიუმის ლაურილსლფატი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

10მგ ტაბლეტები

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამბელი, ნატრიუმის ლაურილსლფატი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი, რკინის წითელი ოქსიდი (E172)

აღწერილობა:

5მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით.

10მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია-ვარდისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სელექტიური ბეტა1 ადრენობლოკატორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სელექტიური ბეტა1 ადრენობლოკატორი, საკუთარი სიმპატომიმეტიური აქტივობის გარეშე. არ გააჩნია მემრანომასტაბილიზებელი მოქმედება. ამცირებს პლაზმის რენინის აქტივობას, მიოკარდის მოთხოვნას ჟანგბადზე, გულისცემის სიხშირეს (მოსვენებისას და დატვირვისას). ავლენს ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიურ და ანტიანგინალურ მოქმედებას. მცირე დოზებში, გულის ბეტა1 ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, ამცირებს კატექოლამინებით სტიმულირებული ცამფ-ს წარმოქმნას, ატფ-დან, ამცირებს კალიუმის იონების უკრედშიდა დინებას, ავლენს უარყოფით ქრონო-, ბათმო- და ინოტროპულ მოქმედებას, თრგუნავს გამტარობას და აგზნებადობას, ამცირებს მიოკარდის კუმშვადობას.

დოზის გაზრდისას ავლენს ბეტა2 ადრენომაბლოკირებელ მოქმედებას. პრეპარატის გამოყენების დასწყისში პირველი 24 საათის განმავლობაში, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა იზრდება (ალფა-ადრენორერეცეპტორების აქტივობის რეციპროკნული გაზრდის და ბეტა2 ადრენორეცეპტორების სტიმულაციის დათრგუნვის შედეგად), რაც 1-3 დღეში უბრუნდება საწყის მაჩვენებელს, ხანგრძლივი დანიშნვისას კი მცირდება. ჰიპოტენზიური ეფექტი დაკავშირებულია გულის წუთმოცულობის შემცირებასთან, პერიფერიული სისხლძარღვების სიმპათიკურ სტიმულაციასთან, რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტიურობის შემცირებასთან. (დიდი მნიშვნელობა აქვს, რენინის საწყისი ჰიპერსეკრეციის მქონე ავადმყოფებში), არტერიული წნევის დაქვეითებაზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენაზე მგრძნობელობის აღდგენასთან. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეფექტი დგება 2-5 დღის შემდეგ, სტაბილური მოქმედება 1-2 თვის შემდეგ. ანტიანგინალური ეფექტი გაპირობებულია მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნის შემცირების შედეგად გულის შეკუმშვათა რიცხვის და კუმშვადობის შემცირებასთან, დიასტოლის გაგრძელებასთან, მიოკარდის პერფუზიის გაუმჯობესებასთან. მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის გაზრდის და პაარკუჭების კუნთური ბოჭკოების გაწელვის გამო, შიძლება გაზარდოს ჟანგბადზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში.

ანტიარითმიული ეფექტი გაპირობებულია არითმოგენული ფაქტორების (ტაქიკარდია, სიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი, ცამფ-ს მომატებული შემცველობა, არტერიული ჰიპოტენზია) მოცილებით, რითმის სინუსური და ექტოპიური გამღიზიანებლებით სპონტანური აგზნებადობის სიჩქარის შენელებით, და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შემცირებით (უპირატესად ანტეგრადული და ნაკლები ხარისხით, რეტროგრადული მიმართულებებით AV კვანძის გავლით) და დამატებითი გზებით. საშუალო თერაპიულ დოზებში გამოყენებისას, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორებისგან განსხვავებით, ბეტა2-ადრენორეცეპტორების მქონე ორგანოებზე (კუჭქვეშა ჯირკვალი, ჩონჩხის კუნთები, პერიფერიული არტერიების, ბრონქების და საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურა) და ნახშირწყლოვან ცვლაზე ავლენს ნაკლებად გამოხატულ გავლენას. არ იწვევს ორგანიზმში ნატრიუმის იონების (Na+) შეკავებას; ათეროგენული მოქმედების გამოხატულება არ განსხვავდება პროპრანოლოლისგან. დიდი დოზების გამოყენებისას, (200მგ და მეტი) ავლენს მაბლოკირებელ ეფექტს, ბეტა-ადრენობლოკატორების ორივე ქვეტიპზე, ძირითადად ბრონქებში და გლუვ სისხლძარღვებში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია – 80-90%, საკვების მიღება აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი 30%.

ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში განვლადობა დააბალია. ლაქტატში აღწევს მცირე რაოდენობით. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახვარგამოყოდფის პერიოდი 10-12 საათი. გამოიყოფა თირკმელებით – 50%, შეუცვლელი სახით, 2%-ზე ნაკლები ნაღველით.

მიღების ჩვენება:

– არტერიული ჰიპერტენზია;

– გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის კომპონენტრებზე და სხვა ადრენობლოკატორებზე, შოკი (მათ შორის კარდიოგენული), კოლაფსი, ფილტვების შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, II და III ხარისხის AV ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხტული ბრდიკარდია, პრინცმეტალის ბრადიკარდია, კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე), არტერიული ჰიპოტენზია, სისტოლური ა.წ. 100მმ ვწყ.სვ-ზე ნაკლები, განსაკუთრებით მიოკრდის ინფაქტის დროს); ბრონქული ასთმა და ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, მონოამინოოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორბის ერთდროული მიღება (მაო-ბ)-ს გამოკლებით, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები, რეინოს დაავადება, ფეოქრომოციტომა (ალფა-ადრენობლოკატორების ერთობლივი გამოყენების გარეშე), მეტაბოლური აციდოზი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

სიფრთხილის ზომები:

ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მიასთენია, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ფსორიაზი, დეპრესია (მათ შორის ანამნეზში), ხანდაზმული ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდენელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის და ბავშვის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

შიგნით, დილით, უზმოზე, დაუღეჭავად, 2,5-5მგ ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20მგ. პაციენტებისათვის თირკმლის დარღვეული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი 20მკ/წთ-ზე ნაკლები) ან ღვიძლის ფუნქციის გამოხტული დარღვევით, სადღეღამისო დოზაა 10მგ.

გვერდითი მოქმედება:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: გადაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, მოუსვენრობა, ცნობიერების აღრევა ან მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასთენია, მიასთენია, პარესთეზიები კიდურებში (ავადმყოფებში ,,ხანგამოშვებთი” კოჭლობით და რეინოს სინდრომით), ტრემორი.

გრძნობათა ორგანოებს მხრივ: მხედველობის გაუარესება, თვაშიდა სითხის გამომუშავების შემცირება, თვალების სიმშრალე და ტკივილი, კონუქტივიტი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინუსური ბრადიკარდია, გულისცემის შეგრძნება, მიოკარდის გამტარობის დარღვევა, AV ბლოკადა (სრული გარდი-გარდმო ბლოკადამდე და გულის გაჩერებამდეც კი), არითმიები, მიოკარდის კუმშვადობის შესუსტება, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (გაღრმავება) (წვივების, ტერფების შეშუპება; ქოშინი), არტერიული წნევის შემცირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გაძლიერება, ქვედა კიდურების გაციება, რეინოს სინდრომი), ტკივილი გულმკერდის არეში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების და კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოვნების შეცვალა, ჰეპატიტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაგუდვა, სუნთქვის გაძნელება მაღალი დოზების დანიშნვისას (სელექტიურობის კარგვა) ან/და წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ლარინგო- და ბრონქოსპაზმი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია (ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში), ჰიპოგლიკემია (პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ინსულინს), ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა.

ალერგიული რეაქციები:

კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

კანის საფარველების მხრივ: ოფლიანობის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის სიმპტომების გამწვავება.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენები, და სისხლჩაქცევები), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, ასევე ბილირუბინის და ტრიგლიცერიდების დონის შეცვლა.

გავლენა ნაყოფზე: საშვილოსნოსშიდა ზრდის შეკავება, ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია.

სხვა: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, ლიბიდოს შესუსტება, პოტენციის დაქვეითება, ,,მოხსნის” სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება)

ჭარბი დოზირება:

სიმპტოები: არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, გამოხატული ბრადიკარდია, AV ბლოკადა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის ქონიკული უკმარისობა, ფრჩხილების ან ხელისგულების ციანოზი, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და ადსორბენტების დანიშნვა;

სიმპტომური თერაპია: განვითარებადი AV ბლოკადისას – 1-2მგ ატროპინის, ეპინეფრინის ინტრავენური შეყვანა ან დროებითი კარდიოსტიმულატორის დაყენება;

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისას – ლიდიკაინი (I ა კლასის პრეპარატები არ გამოიყენება); არტერიული წნევის დაწევისას – ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ტრენდელენბურგის მდგომარეობაში; თუ ადგილი არ აქვს ფილტვების შეშუპების სიმპტომებს – ინტრავენურად პლაზმის შემცვლელი ხსნარები, უეფექტობის შემთხვევაში – ეპინეფრინის, დოპამინის, დობუტამინის შეყვანა (ქრონოტროპული და ინოტრპული მოქმედების შესანარჩუნებლად და არტერიული წვევის გამოხატული დაქვეითების თავიდან ასცაილებლად); გულის უკმარისობისას – საგულე გლიკოზიდები, დიურეტიკები, გლიკაგონი; კრუნჩხვებისას – ინტრავენურად დიაზეპამი; ბრონქოსპაზმისას – ბეტა2 – ადრენოსტიმულატორები საინჰალაციოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ალერგენები, რომლებიც გამოიყენება იმუნიზაციისათვის ან ალერგენის ექსტრაქტები კანის სინჯისათვის, ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების და ანაფილაქსიური რეაქციების რისკს იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ ბისოპროლოლს.

იოდის შემცველი ინტრავენური რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებები, ზრდიან ანაფილაქსიური რეაქციების რისკს.

ფენიტოინი ინტრავენური შეყვანისას და ინჰალაციური საშუალებები ზოგადი ანესთეზიისათვის (ნაშირწყალბადების წარმოებულები) ზრდიან კარდიოდეპრესიული მოქმედების გამოხატულებას და არტერიული წნევის შემცირების ალბათობას.

ცვლის ინსულინის და პერორალური ჰიპერგლიკემიური საშუალებების ეფექტურობას, ახდენს განვითარებადი ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვას, (ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება), ამცირებს ლიდოკაინის და ქსანტინების კლირენსს (დიფილინის გარდა), და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში, განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც მოწევის გავლენით გააჩნიათ თეოფილინის მომატებული საწყისი კლირენსი.

ჰიპოტენზიურ ეფექტს ამცირებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (Na+-ის იონების შეკავება და თირკმელებით პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადა), გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები (Na+-ის იონების შეკავება).

საგულე გლიკოზიდები, მეთილდოპა, რეზერპინი და გუანფაცინი, კალციუმის ,,ნელი” არხების ბლოკატორები (ვერაპამილი, დილთიაზემი), ამიოდარონი, და სხვა ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ბრადიკარდიის განვითარების ან გაძლიერების, AV ბლოკადის და გულის გაჩერების და გულის უკმარისობის რისკს.

ნიფედიპინს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

დიურეტიკები, კლონიდინი, სიმპათოლიტიური საშუალებები, ჰიდრალაზინი და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებს შეუძლიათ არტერიული წნევის ზომაზე მეტად დაქვეითება.

ახანგრძლივებს არამაპოლარიზებელი მიორელაქსანტების და კუმარინების ანტიკოაგულანტურ ეფექტს.

ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები), ეთანოლი, სედატიური და საძილე სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. არ არის რეკომენდებული ერთობლივი გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად, ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორების და ბისოპროლოლის მიღებას შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.

სპორინიის არაჰიდრირებული ალკალოიდები, ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკს. სულფასალაზინი ზრდის ბისოპროლოლის კონცენტრაციას პლაზმაში. რიფამპიცინი ამცირებს ნახევარგამოყოფის პერიოდს.

განსაკუთრებული მითითებები:

იმ ავადმყოფების კონტროლი, რომლებიც ღებულობენ ბისოპროლოლს უნდა აერთიანებდეს გულის შეკუმშვათა რიცხვის და არტერიული წნევის გაზომვას (მკურნალობის დასწყისში ყოველდღიურად, შემდეგ 3-4 თვეში ერთხელ), ეკგ ჩატარება, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციაზე თვალყურის დევნება 4-5 თვეში ერთხელ)

ავადმყოფმა უნდა შეისწავლოს გულის თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე ნაკლებია ვიდრე 50 დარტყმა/წუთში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ამოსუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა ავადმყოფებში რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქული ასთმა.

სტენოკარდიის მქონე ავადმყოფების დაახლოებით 20%-ში ბეტა-ადრენობლოკატორები არაფექტურია.

ძირითადი მიზეზები მძიმე კორონარული ათეროსკლეროზი, იშემიის დაბალი ზღვარით. (გულის შეკუმშვათა სიხშირე უფრო ნაკლები ვიდრე 100 დარტყმა/წუთში) და სუბენდოკარდიული მიმოქცევის დამრღვევი მარცხენა პარკუჭის აწეული საბოლოო დიასტოლური მოცულობა.

მწეველებში ბეტა-ბლოკატორების ეფექტურობა უფრო ნაკლებია. ავადმყოფებმა რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.

ფეოქრომოციტომის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას არსებობს პარადოქსული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, (თუ წინასწარ არ არის მიღწეული ეფექტური ალფა-ადრენობლოკადა).

თირეოტოქსიკოზის დროს ბისოპროლოლს შეუძლია შენიღბოს თირეოტიქსიკოზის გარკვეული კლინიკური სიმპტომები (მაგალითად, ტაქიკარდია). თირეოტოქსიკოზის მქონე ავადმყოფებში უეცარი მოხსნა უკუნაჩვენებია, რადგანაც შესაძლებელია სიმპტომატიკის გაძლიერება.

შაქრიანი დიაბეტის დროს შეუძლია ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ტაქიკარდიის შენიღბვა, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ აძლიერებს ინსულინით გაპირობებულ ჰიპოგლიკემიას და ხელს არ უშლის სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის აღდგენას.

კლონიდინთან ერთობლივი გამოყენებისას, მისი მიღების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ბისოპროლოლის მოხსნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.

დამძიმებული ალერგიული ანამნეზის ფონზე, ეპინეფრინის ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოხატულების გაძლიერება და უეფექტობა.

გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას ზოგად ანესთეზიამდე 48 საათით ადრე. თუ პაციენტმა მიიღო პრეპარატი ოპერაციის წინ, ზოგადი ანესთეზიისათვის უნდა შეირჩეს პრეპარატი მინიმალური ინოტროპული მოქმედებით.

ცდომილი ნერვის რეციპროკნული აქტივაციის მოსპობა შეიძლება ატროპინის შეყვანით (1-2მგ);

კატექოლამინების მარაგის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის რეზერპინი), შეუძლიათ გააძლიერონ ბეტა-ადრენბლოკატორების მოქმედება, ამიტომ ის ავადმყოფები რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებების ასეთ კომბინაციებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ, არტერიული წნევის და ბრადიკარდიის კონტოლის მიზნით.

სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები, ბრონქოსპასტიური დაავადებების მქონე ავადმყოფებს შეიძლება დაენიშნოთ სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების აუტანლობის ან/და უეფექტობის შემთხვევაში. ჭარბი დოზირება საშიშია ბრონქოსპაზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ხანდაზმულ პაციენტებში მზარდი ბრადიკარდიის, (50 დარტყმა/წუთში), არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების (სისტოლური არტერიული წნევა 100მმ ვწყ. სვ.-ზე ნალები), AV ბლოკადის განვითრების შემთხვევაში, აუცილებელია დოზის შემცირება და მკურნალობის შეწყვეტა.

დეპრესიის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა. მკურნალობის შეწყვეტა მწვავე არითმიის და მიოკარდის ინფარქტის საშიშროების გამო არ შეიძლება. მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის 2 კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში (დოზა მცირდება 3-4 დღეში 25%). სისხლში და შარდში კატექოლამინების, ნორმეტანეფრინის, ვანილინ ნუშის მჟავის და ანტინუკლეარული ანტისხეულების განსაზღვრის წინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისას და პოტენციურად საშიში სხვა ქმედებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რაექციებს.

გამოშვების ფორმა:

ა) ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ ბლისტერი ალუმინის ფოლგის ან ალ/ალ ბლისტერში. 1, 3, 6 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრქციასთან ერთად მოავსებულია მუყაოს კოლფში

შენახვის პირობები:

15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

კორინფარი – CORINFAR – КОРИНФАР

საერთაშორისო დასახელება:

NIFEDIPINE

მწარმოებელი: AWD, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ნიფედიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ნიფედიპინი …………….        10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 35000, მაკროგოლ 6000, ტალკი, კარტოფილის სახამებელი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლივიდონ K25. მიკროკრისტალური ცელულოზა, საღებავები E104, E171.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინების ჯგუფის წარმოებულ საშუალებას, რომელიც კალციუმის ნელი არხების ბლოკირებით ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას გულის კუნთსა და სისხლძარღვებში, რითაც ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას, გულზე პოსტდატვირთვას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებით და გულის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებით.

ჩვენებები:

  • ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია);
  • ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, ვარიანტული სტენოკარდია);
  • არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეული არ არის ორგანოებსა და ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებებით (ესენციური ჰიპერტენზია).

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე და თერაპიულ ეფექტზე.

ქრონიკული სტაბილური და ვაზოსპასტიური სტენოკარდია

პრეპარატის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში (1 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში). კლინიკური ეფექტის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათან მომატება 20-40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (2-4 ტაბ. 2-ჯერ დღეში). პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბ. დღეში), რომლის გადაჭარბება ნებადართული არ არის.

ესენციური ჰიპერტენზია

პრეპარატის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 10 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათან მომატება 20-40 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (2-4 ტაბ. 2-ჯერ დღეში). პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბ. დღეში), რომლის გადაჭარბება ნებადართული არ არის.

პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისათვის იყენებენ კორინფარ რეტარდის ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს 20 მგ ნიფედიპინს.

კორინფარის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. საკვების მიღება აფერხებს, მაგრამ არ ამცირებს აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.

კორინფარის ორი ერთჯერადი დოზით (რომელიც შეადგენს 2 ტაბ-ს 20 მგ) მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 სთ-ზე ნაკლები. პრეპარატის 2-ჯერ დანიშვნისას დღეში, მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს (დილას და საღამოს).

როგორც წესი კორინფარით მკურნალობა ხანგრძლივია, რომლის დადგენაც ხდება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველ კვირას შესაძლებელია გამოყოფილი შარდის სადღეღამისო რაოდენობის ზრდა. თირკმელების უკმარისობის დროს იგი იწვევს თირკმელების ფუნქციის დროებით გაუარესებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზიით ან გულის კორონარული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათან ვინაიდან მისი მიღების სწრაფი შეწყვეტით (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს) შესაძლებელია „მოხსნის ფენომენის“ განვითარება, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით (ჰიპერტონული კრიზი), ან გულის კუნთის სისხლით მომარაგების შემცირებით (მიოკარდის იშემია).

– მკურნალობის დასაწყისში ავადმყოფებში იზრდება სტენოკარდიის სიხშირის, ხანგრძლივობის და სიმძიმის ხარისხი. შესაძლებელია  ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, წვივების შეშუპება. სტენოკარდიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში (ანგიონევროზული ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ან გულმკერდის მარცხენა ნაწილში) საჭირო ექიმთან კონსულტაცია, რომელიც განსაზღვრავს საკითხს პრეპარატის მოხსნის ან შემდგომი მკურნალობის შესახებ.

– ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება და დიარეა. ერთეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმიერი ქოლესტაზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში), რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე გაივლის და ალერგიული ჰეპატიტები.

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები როგორიცაა ქავილი, ურტიკარია, ეგზანთემები, ექსფოლიატური დერმატიტი.

სხვადასხვა: მკურნალობის დასაწყისში ხშირად აღინიშნება გარდამავალი ხასიათის თავის ტკივილი, ცხელებით მიმდინარე სახის და ტანის ზედა ნაწილის ჰიპერემია (ერითემა, ერითრომელალგია).

იშვიათად – კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება.

ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ მამაკაცებში, პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გინეკომასტიის განვითარება (სარძევე ჯირკვლების ზომაში ზრდა), რომელიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე გაივლის.

იშვიათად – პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა.

ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა.

პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების ტკივილი (მიალგია), ტრემორი, აგრეთვე ფოტოსენსიბილიზაცია.

კორინფარის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღრძილების ჰიპერპლაზია, რომელიც პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისთანავე გაივლის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* კარდიოგენული შოკი;

* აორტის მძიმე სტენოზი;

* არასტაბილური სტენოკარდია;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მწვავე პერიოდის პირველი 4 კვირა);

* ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

* კორინფარი ლაქტაციის პერიოდი ექსკრეგირებს დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

*კორინფარი სიფრთხილით ენიშნებათ დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს (მძიმე არტერიული ჰიპოტენზია სისტოლური წნევის მაჩვენებლებით 90 მმ. ვერცხლის წყლის სვეტზე უფრო ნაკლები), აგრეთვე,

*კლინიკურად გამოვლენილი გულის უკმარისობის დროს (გულის დეკომპენსირებული უკმარისობა).

*კორინფარი ბავშვებს ჩვეულებრივ არ ენიშნებათ. 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ პაციენტებს იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ.

*დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული წნევის ძალიან მაღალი ციფრები და თირკმელების შეუქცევადი უკმარისობა სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით (ჰიპოვოლემია), კორინფარი ენიშნებათ სიფრთხილით, პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერების შედეგად წნევის შესაძლო მკვეთრი დაქვეითების გამო.

*ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ავადმყოფებს უტარდებათ ხანგრძლივი სამედიცინო დაკვირვება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პრეპარატის დოზის კორექცია.

*გულის მკვეთრად გამოხატული უკმარისობის დროს საჭირო კორინფარის დოზის განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევა.

*კორინფარის მიღების დროს ვითარდებს სხვადასხვა ინტენსივობის რეაქციები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ავტომობილის მძღოლებსა და იმ პირებზე, რომლებსაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გონების დაკარგვა და კომა, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია.

მკურნალობა მდგომარეობს ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილური მდგომარეობის აღგენაში. პირველ რიგში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში წვრილი ნაწლავების გამორეცხვაც, შემდგომში ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, კორინფარის გაორმაგებული დოზით მიღება ნებადართული არ არის, არამედ საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება ექიმის მიერ გამოწერილი სქემის მიხედვით.

კორინფარის ნაკლები დოზით ერთხელ მიღების შემთხვევაში (ნახევარი ტაბლეტი) არავითარი სახიფათო შედეგი არ აღინიშნება.

კორინფარის შედარებით დაბალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს, მკურნალობის შედეგი ეჭვის ქვეშ დგება. ამ დროს შესაძლებელია დაავადების კვლავ გამწვავება.

მკურნალობის დროებით ან მთლიანად შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათან, რადგან მისი მიღების სწრაფი შეწყვეტა იწვევს დაავადების მიმდინარეობის მკვეთრ გაუარესებას, განსაკუთრებით კორინფარის მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კორინფარის ჰიპოტენზური ეფექტი ძლიერდება მისი კომბინაციით სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან, აგრეთვე ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.

– კორინფარისა და ნიტრატების ერთდროული დანიშვნით ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ტაქიკარდია.

– პრეპარატის კომბანაციით ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ვითარდება არტერიული ჰიპოტონია, ზოგიერთ შემთხვევებში გულის უკმარისობა. ამიტომ აღნიშნული ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ.

– გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებული კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორები კიდევ უფრო აძლიერებენ ანტიარითმიული საშუალებების – ამიოდარონის და ქინიდინის უარყოფით ინოტროპულ ეფექტს.

– ქინიდინთან ერთად კორინფარის მიღების დროს საჭიროა სისხლში ქინიდინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში კორინფარი აქვეითებს ქინიდინის კონცენტრაციას სისხლში ან კორინფარის მოხსნის შემდეგ ადგილი აქვს მისი კონცენტრაციის სწრაფ ზრდას.

– კორინფარი იწვევს დიგოქსინის და თეოფილინის კონცენტრაციების მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ აღნიშნული პრეპარატების კომბინაციის დროს საჭიროა პლაზმაში მათი შემცველობის პერიოდული კონტროლი.

– ციმეტიდინი და უფრო მცირე ხარისხით რანიტიდინი აძლიერებენ კორინფარის მოქმედების ეფექტს.

– კორინფარის მიღება ალკოჰოლთან ერთად ნებადართული არ არის, ვინაიდან იგი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას და აქედან გამომდინარე თავბრუსხვევას და სხვა არასასურველ სიმპტომებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3  წელი.

კორვიტოლი – CORVITOL – КОРВИТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

METOPROLOL TARTRATE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა -1 ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტოპროლოლის ტარტრატი ………. 50 მგ

 

ვრცლად ეგილოკი

კორვატონი – CORVATON – КОРВАТОН

საერთაშორისო დასახელება:

MOLSIDOMINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: მოლსიდომინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მოლსიდომინი ……………     4 მგ

ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მოლსიდომინი ………..       8 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაკროგოლი 6000 (პოლიეთილენგლიკოლი), მაგნიუმის სტეარატი, ჰიდრირებული ქაფურის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

წარმოადგენს სიდნონიმინების ჯგუფის ანტიანგინალურ პრეპარატს. მისი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება აზოტის ოქსიდი (NO), რომელიც ასტიმულირებს ხსნად გუანილატციკლაზას, რომელიც ხელს უწყობს ცგმფ (ციკლური გუანოზინმონოფოსფატის) დაგროვებას და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების რელაქსაციას.

პრეპარატი ხელს უწყობს ვენური წნევის დაქვეითებას, ამცირებს ენდოდიასტოლურ წნევას პარკუჭებში და ფილტვის არტერიაში, აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადის მიმართ, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას.

ჩვენებები:

  • სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით;
  • სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლმიმოქცევის სტაბილიზაციის შემდეგ);
  • სტენოკარდიის დროს, როდესაც უკუნაჩვენებია სხვა პრეპარატების გამოყენება, ან მათი აუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე), იგი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად (საგულე გლიკოზიდები და/ან შარდმდენები).
  • ჰიპერტენზია ფილტვის არტერიის წრეში.

მიღების წესი და დოზირება:

დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. ჩვეულებრივ ინიშნება კორვატონის და კორვატონ რეტარდის 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია 1 ტაბლეტი კორვატონის დანიშვნა 3-ჯერ დღეში. იოლ შემთხვევებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. კორვატონის ტაბლეტი მიიღება დილას და საღამოთი.

გვერდითი მოვლენები:

– კორვატონით მკურნალობის დაწყებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი. რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება აგრეთვე შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით. მკურნალობის დროს თუ განვითარდა სხვა დარღვევები აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

– კორვატონით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში არტერიული წნევა მცირდება, პირველ რიგში კი მისი სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება გამოხატულია უფრო მეტად, ვიდრე ნორმოტენზიის პირობებში.

– გულზე პრედატვირთვის მოხსნისას აღინიშნება გულის წუთმოცულობის შემცირება და აგრეთვე მცირდება გულის ინდექსი.

– კორვატონი ცვლის კონცენტრაციის უნარს და ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს. აღნიშნული მდგომარეობა უპირატესად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.

– კორვატონით მკურნალობის დროს ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, კოლაფსის და შოკის განვითარებამდე. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

უკუჩვენებები:

* კორვატონის გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი) და გამოხატული ჰიპოტონიის შემთხვევაში (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 100 მმ.);

* ინფარქტის შემდგომ დღეღებში კორვატონი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში და სისხლმიმოქცევის სისტემის რეგულარული მონიტორინგის პირობებში.

* კორვატონი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის მწვავე ფაზაში.

* ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში კორვატონის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით.

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კორვატონის და სისხლძარღვთა გამაფართოვებელი სხვა საშუალებების (ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები) კომბინირებისას შესაძლებელია ვაზოდილატაციური ეფქეტის გაძლიერება.

აღნიშნული ეფექტის გაძლიერებას ადგილი აქვს აგრეთვე კორვატონის ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან და ალკოჰოლთან კომბინირების დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

კორვალოლი – CORVALOLUM – КОРВАЛОЛ

მწარმოებელი: FARMAK, უკრაინა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედების კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 25 მლ, საწვეთურით.

1 მლ

ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი  ……….20 მგ

ფენობარბიტალი …………………………………………………. 18.2 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ………………………………………..30 მგ

პიტნის ზეთი ……………………………………………………      1.4 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

ალფა-ბრომიზო-ვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანების მეშვეობით ავლენს რეფლექსურ დამამშვიდებელ მოქმედებას.

ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე, შუა და მოგრო ტვინის რეტიკულური ფორმაციის გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს აფერენტული, ამგზნები იმპულსაციის შემცირებას. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად ვლინდება, დამამშვიდებელი, ტრანკვილიზური ან საძილე ეფექტით. კორვალოლი ამცირებს სისხლმიმოქცევის ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე ამგზნებ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს.

პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენტები აღიზიანებენ პირის ღრუს „სიცივის“ რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღველმდენ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან. მისი ბიოშეღწევადობა მაღალია და შეადგენს დაახლოებით 60-80%-ს კორვალოლის მოქმედების ეფექტი სწრაფად ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ) მისი პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა), ან წვეთების შაქრის ნატეხთან ერთად მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში.

იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცველ პრეპარატებს, კორვალოლის მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში T1/2 ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.

ჩვენებები:

  • კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება – ნაწლავების სპაზმების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

კორვალოლი ინიშნება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.

გვერდითი მოვლენები:

კორვალოლი, როგორც წესი კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* გულის მძიმე ფორმის უკმარისობა;

* თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისა და ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცნს-ის დათრგუნვა, რომელიც ნიველირდება ცნს-ის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალების (კოფეინი, კორდიამინი და სხვა) გამოყენების შემდეგ. სხვა მოვლენების დროს მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოების შესრულებისას რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვეევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას.

– პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

კორესატინი® – CORESATIN – КОРЕСАТИН

კორესატინი® – არასტეროიდული კრემი კანის ანთებითი დაავადებების მკურნალობისთვის შეიცავს ინოვაციურ კორემირაკ-6® ფორმულას და აგრეთვე, ალანტოინს, ალოეს ექსტრაქტს, შარდოვანას, გვირილის ზეთს, ბორნეოლს, ქლორჰექსიდინის აცეტატს, მენთოლს, მინერალურ ზეთს და B6 ვიტამინს.

 

კორესატინი® ამშვიდებს კანს, აღადგენს მის ბუნებრივ ბარიერს და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს, რაც მნიშვნელოვანია ფსორიაზის და ბრტყელი ლიქენის მკურნალობისთვის. კორესატინი® ხელს უწყობს კანის რქოვანი შრის აღდგენას, ვინაიდან მასში შემავალ ინოვაციურ კორემირაკ-6® ფორმულას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

იგი თხელ ფენად ეკვრის დაზიანებული კანის ზედაპირს, ინარჩუნებს ტენიანობას და სიგლუვეს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

კორესატინი® ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით და კანს ხდის შეუვალს მიკროორაგანიზმებისა და ალერგენებისთვის.

კორესატინი® ამცირებს კანის გაღიზიანებას და აქერცვლას, ხსნის ქავილს.

 

გამოყენების ჩვენებები:

ფსორიაზი

ერითემა

ქავილი

წითელი ბრტყელი ლიქენი

კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის პრევენცია

გამოიყენება :

 

3-6-ჯერ დღეში დაზიანების სიმძიმის მიხედვით 10-14 დღე.

კრემი განკუთვნილია გარეგანი გამოყე-ნებისთვის. შეიწოვება სწრაფად, აქვს სასიამოვნო სუნი.

 

კორეგა (კრემი, ტაბ.) – COREGA (CREAM, TABS.) – КОРЕГА (КРЕМ, ТАБ)

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Consumer Healthcare

ჩვენება:

  • კრემი კბილის მოსახსნელი პროტეზების ფიქსაციისათვის; პროტეზების ფიქსაციის და ჰიგიენის საშუალებები

აღწერა:

კრემი კბილის მოსახსნელი პროტეზების ფიქსაციისათვის. სპეციალური ფორმულის ხარჯზე, კრემი კორეგა თანაბრად ნაწილდება პროტეზის ზედაპირზე და ავსებს პროტეზსა და ღრძილებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებს კორეგა ნეიტრალური გემო არ შეიცავს არომატიზატორებს, არ ცვის საკვების გემოს.

ჩვენება:

მჭიდროდ აფიქსირებს პროტეზს პირის ღრუში, მთელი დღის მანძილზე;

მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროტეზის მოჭიდებას ღრძილთან;

იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან;

ეწინააღმდეგება საკვები ნარჩენების მოხვედრას პროტეზის ქვეშ.

გამოყენების წესი:

კრემი რამოდენიმე წერტილის სახით თავსდება პროტეზის ზედაპირზე, პროტეზის დამაგრებამდე, სასურველია პირის ღრუში წყლის გამოვლება.

 

კორეგა (ტაბლეტები)

დანიშნულება: ტაბლეტები პროტეზის სრულყოფილი ჰიგიენისათვის

პროტეზების ფიქსაციის და ჰიგიენის საშუალებები

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Consumer Healthcare

აღწერა:

ტაბლეტები პროტეზის სრულყოფილი ჰიგიენისათვის

ჩვენება:

  • ასუფთავებს პროტეზს რთულად მისადგომ უბნებში, ისე რომ, არ აზიანებს მის ზედაპირს;
  • ანადგურებს ბაქტერიების 99.9%-ს, რომლებიც იწვევენ არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან, ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთებით დაავადებებს;
  • ახდენს კბილის ქვების და ანთებითი დაავადებების განვითარებას.

გამოყენების წესი:

ტაბლეტი უნდა გაიხსნას წყლიან ჭურჭელში, ხსნარში პროთეზის მოთავსება საკმარისია 10-15 წუთის მანძილზე. პირის ღრუში მოთავსებამდე, სასურველია პროტეზი გაივლოს გამდინარე წყალში

მოცულობა:

6 ტაბლეტი

კორდიამინის ხსნარი – SOLUTIO CORDIAMINUM – РАСТВОР КОРДИАМИНА

საერთაშორისო დასახელება:

NIKETHAMIDE

მწარმოებელი: TBILCHIMPHARM  Jsc

მოქმედი ნივთიერება: ნიკეტამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალეპტიკური საშუალება; სუნთქვის სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი 25%: ფლაკონში 15 მლ და 25 მლ

1 მლ

ნიკეტამიდი ………….   250 მგ

 

ვრცლად კორდიამინი (დოზირება ინდივიდუალური)

კორდიამინი-დარნიცა – CORDIAMINUM-DARNITSA – КОРДИАМИН-ДАРНИЦА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

კორდიამინი – CORDIAMINE – КОРДИАМИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

კორდიამინი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის რეფლექსური აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან, კორდიამინის არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.

ჩვენებები

  • კოლაფსი და ასფიქსია შოკური მდგომარეობაა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
  • სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
  • სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში;
  • ახალშობილთა ასფიქსია;
  • ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.

დოზირების რეჟიმი

კორდიამინს იყენებენ შიგნით მისაღებად, ასევე შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.

– მოზრდილებში შიგნით მისაღები დოზაა – 15-40 წვეთი დღეში ჭამის წინ.

– ბავშვებში იყენებენ იმდენ წვეთს, რამდენი წლისაც არის იგი.

– მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ 1-3-ჯერ დღეში;

– ბავშვების კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.

– კორდიამინის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.

– ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს, მოზრდილებში ვენაში ნელა შეჰყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე კორდიამინის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში). რადგან კორდიამინის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია. ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობის მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეჰყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში – 1 მლ 0.5 % ხსნარი, ბავშვებში – ასაკის შესაბამისად).

მოზრდილებში კორდიამინის უმაღლესი დოზა: შიგნით მისაღებად 2 მლ (60 წვეთი), სადღეღამისო 6 მლ (180 წვეთი); კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზა: ერთჯერადი – 2 მლ, სადღეღამისო – 6 მლ. ნარკოტიკებით მოწამვლისას კორდიამინის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ-ს.

გვერდითი მოვლენები

ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

უკუჩვენებები

კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– კორდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას. სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.

– პასკი და სალუზიდი ამცირებენ კორდიამინის მოქმედების ეფქეტს.

– ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ კორდიამინის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას.

Don`t copy text!