მთავარი წაკითხვა გვერდი 568

კოვონია ყელის სპრეი – COVONIA throat sprey – КОВОНИЯ спрей для горла

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი ანტიბაქტერიული და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი-სპრეი: ბოთლში ტუბით 30 მლ

შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

გლუკონატი – 0.2% w/v

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 0.05% w/v

დამხმარე ნივთიერებები:

მენთოლი, ევკალიპტოლი, გლიცეროლი (E422), ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა (E330), ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვინაიდან სპრეი შეიცავს ქლორჰექსიდინს როგორც ანტისეპტიკურ-ანტიბაქტერიულ საშუალებას და ლიდოკაინს, როგორც ადგილობივ საანესთეზიოს, იგი მოქმედებს ანტიბაქტერიულად და ახასიათებს საანესთეზიო თვისებები.

ჩვენებები:

  • კოვონია ყელის სპრეი ხსნის მტკივნეული, გაღიზიანებული ანგინის სიმპტომებს. არ შეიცავს შაქარს და შეიძლება მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. თანდართული ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექცია საჭიროებს დამატებით მკურნალობას (რჩევისათვის მიმართეთ ექიმს).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-5 შესხურება 6-10-ჯერ დღეში.

თუ მისი გამოყენება ხდება დანიშნულების მიხედვით, მაშინ ჰიპერდოზირების რისკი მინიმალურია. თუ შემთხვევით მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სპრეის გამოყენების წესი ნაჩვენებია გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ვითარდება:  ალერგიული რეაქციები, კბილების და ენის ფერის შეცვლა და კანის მგრძნობელობის მომატება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებისას;

* 12 წლამდე ასაკის მოზარდებში;

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა რომელიმე ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება: მძიმე ფორმის ანგინის ან თუ დაავადების ხანგრძლივობა 2 დღეზე მეტია ან მიმდინარეობს ცხელებით, გულისრევით ან ღებინებით;

* თუ პაციენტი ღებულობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: ბეტა-ბლოკერებს ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებს (მაგ. პროპრანოლოლი ან მექსილეტინი); წყლულის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ციმეტიდინი); შარდმდენ საშუალებებს, როგორიცაა აცეტოზოლამიდი, მარყუჟოვანი დიურეზულები ან თიაზიდები; ანტიეპილეფსიური საშუალებები (მაგ. ფენიტოინი ან სხვა ბარბიტურატები). სპრეის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინი შეიძლება შევიდეს ამ პრეპარატებთან რეაქციაში.

* არ გამოიყენება თუ ანამნეზში აღინიშნება მკვეთრად გამოხატული ალერგია. არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდით უწყვეტად ან განმეორებითად.

* თითოეული სპრეის 5 მლ შეიცავს 1.75 გ ეთანოლს. ეთანოლი შეიძლება საზიანო იყოს ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის ან თავის ტვინის დაზიანების ან დაავადების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის ეფექტის ცვლილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კოვონია ღამის ფორმულა – COVONIA night time formula – КОВОНИЯ вечерная формула

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ხველის დამაწყნარებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ორალური ხსნარი: ბოთლში 150 მლ

5 მლ

დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდი……………..      6.65 მგ

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი …………………….10.0 მგ

ნატრიუმის ბენზოატი ……………………………………      6.0 მგ

გლიცეროლი …………………………………………………    0.5 მლ

სორბიტოლი …………………………………………………….0.8 გ

ალკოჰოლი …………………………………………………….. 7.3%.

სხვა ინგრედიენტები: ეთანოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, პოვიდონი K30, ლიკაზინი 80/55 (ჰიდროგენირებული გლუკოზის სიროფი), ნატრიუმის საქარინი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, კარამელი, შავი მოცხარის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია ღამის ფორმულა შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: დექსტრომეთორფანის ჰიდრობრომიდს, რომელიც ამცირებს ხველებას და დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის (ანტიჰისტამინური), რომელიც ხელს უწყობს ცხვირის შეშუგებებითი პროცესის ალაგებას.

ჩვენებები:

საღამოს პერიოდში სიმპტომურად ხსნის არაპროდუქტიულ ხველებას და გაციებასთან დაკავშირებულ შეგუბებით პროცესებს.

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი:

პერორალური გამოყენებისთვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 15 მლ ხსნარი ძილის წინ, საჭიროებისამებრ, განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად: ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* არ არის რეკომენდებული წამლის მიღება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევების, პროდუქტიული ხველების, ასთმის ან სასუნთქი სისტემის სხვა გართულებების, მაო-ს ინჰიბიტორების ბოლო 2 კვირის მანძილზე მიღების შემთხვევაში ან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

განსაკუთრებული მითითებები:

* დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

* ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ არ არის რეკომენებული.

სიფრთხილის ზომები:

ვინაიდან წამლის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, სიფრთხილით ინიშნება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად  3 წელი.

 

კოვონია საინჰალაციო წვეთები – COVONIA vapour drops – КОВОНИЯ для ингаляции

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის დეკონგენსტანტი ადგილბრივი გამოყენებისათვის ოტორინო.ლარინგოლოგიაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინჰალაციო წვეთები: ბოთლში 15 მლ

შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

მენთოლი – 17.5% w/v

პიტნის ზეთი – 0.2% v/v

სხვა ინგრედიენტები: ევკალიპტის ზეთი Ph Fur, ცერცვის ზეთი BPC 1973 ლავანდის არომატული ზეთი HSH , ინდუსტრიული სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია წვეთები არის საინჰალაციო სითხე, წარმოდგენილია ბოთლში, რომელიც შეიცავს 15 ან 30 მლ სითხეს. შეიცავს მენთოლს და პიტნის ზეთს, რომელიც ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას ხსნის.

ჩვენებები:

  • კოვონია წვეთები გამოიყენება სურდოს, ჭინჭრის ციების და ცხვირის გაგუდვის სიმპტომების მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდლებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში 3 თვის ასაკის ზევით: შეასხურეთ ცხვირსახოცს და შეისუნთქეთ.

ბავშვებში 3 თვის ასაკის ქვემოთ კოვონია წვეთები არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შეთხვევებში: ჰიპერმგრძნობელობა გამოხატული ალერგიით. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის მიხედვით.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* ახალშობილებში 3 თვემდე;

* სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 3 თვის ასაკის ზემოთ, რადგან მენთოლმა შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და კოლაფსი;

* პრეპარატის თვალებზე მოხვედრა; პრეპარატის პერორალური და პარენტერალური მიღება;

* სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

მკურნალ ექიმს აცნობეთ ხართ თუ არა ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გარკვეული რაოდენობის ან ბოთლში არსებული მთელი დოზის შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით – COVONIA mentholated cough mixture – КОВОНИЯ отхаркивающая микстура с ментолом

მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ორალური ხსნარი: ბოთლში 150 მლ

5 მლ

ლევომენთოლი…………………………………..     4.0 გ

ზღვის ხახვის ნაყენი …………… ……………….   0.6 მლ

ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი ……………     0.125 მლ

საქაროზა ……………………………………………   1.53 გ

გლუკოზა …………………………………………..    0.18 გ

ალკოჰოლი ………………………………………….. 7.7%.

სხვა ინგრედიენტები:

პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), ლიქვიდ გლუკოზა, მაგნეზიუმ ალუმინის სილიკატი, სოდიუმ მეთილ-, ეთილ და პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი (E219, E215, E217), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150) და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით შეიცავს ზღვის ხახვს და ძირტკბილას, რომლებიც მიეკუთვნებიან ამოსახველებელ პრეპარატთა ჯგუფს. პაციენტებში პროდუქტიული ხველებით (ხველა ნახველით) ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას და ამოხველებას. მენთოლი ხსნის შეგუბებით მოვლენებს პროდუქტიული ხველების და ბრონქიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური გამოყენებისათვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 5 მლ ან 10 მლ ხსნარი.

5-12 წლის ასაკის ბავშვებში: 5 მლ ხსნარი. საჭიროებისამებრ განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ. დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

არ არის რეკომენდებული ბავშვებში 5 წლის ასაკის ქვემოთ. სიმპტომების შენარჩუნების ან გაუარესების შემთხვევაშიი, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალზედ იშვიათად; ალერგიული რეაქციები, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება და ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:

წამალი არ გამოიყენება:

* წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, გულის რომელიმე დაავადების დროს;

* წამლის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა: თუ პაციენტი ღებულობს კარბენოქსოლონს, თიაზიდებს ან სხვა შარდმდენ საშუალებებს, რადგან შესაძლებელია წამალთაშორისი ურთიერთქმედების განვითარება;

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა რჩევები:

წამალი შეიცავს ალკოჰოლს, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტზე და გამოიწვიოს სწრაფი რეაგირების დაქვეითება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად – 3 წელი.

 

კოენზიმ კომპოზიტუმი – COENZYME COMPOSITUM – КОЭНЗИМ КОМПОЗИТУМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი ამპულაში 2.2 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Acidum ascorbicum Д6 ……………………………5 მლ
Thiaminum hydrochloricum Д6 ………………….1 მლ
Pyridoxinum hydrochloricum Д6 ……………….1 მლ
Natrium riboflavinum phosphoricum Д6 ………1 მლ
Nicotinamidum Д6 …………………………………3 მლ
Acidum citricum Д8 ……………………………….1 მლ
Acidum cis-aconiticum Д8 ……………………….1 მლ
Acidum fumaricum Д8 ……………………………1 მლ
Acidum alpha-ketoglutaricum Д8 ………………1 მლ
Acidum DL-malicum Д8 ………………………….1 მლ
Acidum succinicum Д8 …………………………..1 მლ
Barium oxalsuccinicum Д10 ……………………1 მლ
Natrium diethyloxalaceticum Д6 ……………….1 მლ
Natrium pyruvicum Д8 …………………………..1 მლ
Cysteinum Д6 ……………………………………..1 მლ
Pulsatilla pratensis Д6 …………………………..1 მლ
Hepar sulfuris Д10 ……………………………….1 მლ
Sulfur Д10 ………………………………………….1 მლ
Adenosinum triphosphoricum Д10 …………….1 მლ
Nadidum Д8 ……………………………………….1 მლ
Magnesium oroticum Д6 ………………………..1 მლ
Cerium oxalicum Д8 ……………………………..1 მლ
Acidum alpha-liponicum Д6 …………………….1 მლ
Beta vulgaris conditiva Д4 ………………………1 მლ
Coenzymum A Д8 …………………………………1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოკსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათ მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის  ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ბლოკირებული ფერმენტული სისტემების სტიმულაცია და ფუნქციის ნორმალიზაცია დეგენერაციული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთებში ან კანქვეშ.

პრეპარატის კანქვეშა ინექციისას მასში ვიტამინების შემცველობის გამო შესაძლებელია ინექციის ადგილას უმნიშვნელო ტკივილი.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) – COENZYME Q 10 (ubiquinone) – КОЭНЗИМ Q 10 (УБИХИНОН)

მწარმოებელი: პოლონეთი, HASKO-LEK

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აბები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ შეიცავს 30 მგ უბიქინონს

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი–ანტიოქსიდანტი, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ცხიმების დაწვის პროცესს, აქვს გამოხატული დეზინტოქსიკაციური მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

ჩვენება:

  • სტენოკარდია, არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, პაროდონტოზი, გინგივიტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (სპორტსმენებში), ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსი.

დოზირება:

რეკომენდებული დოზა დღეში 30-60-90მგ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.


უკუჩვენება
:

* ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

კოდეინი – CODEINE – КОДЕИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ფენანტრენის ჯგუფის ალკალოიდს ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს. თავისი თვისებებით ახლოს დგას მორფინთან, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება მას ანგლეზიური მოქმედებით, კარგად აქვს გამოხატული ხველების საწინააღმდეგო ეფექტი. მორფინთან შედარებით ნაკლებად თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და ნაწლავების პერისტალტიკას, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს ყაბზობას. ორგანიზმში მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება დიმეთილმორფინად.

ჩვენებები

  • იგი ეფექტურია რესპირატორული ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს. ამცირებს მშრალ, არაპროდუქტიულ ან მტკივნეულ ხველას.

ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხველა სერიოზულად აწუხებს ავადმყოფს, ან ხელს უშლის ძილს.

  • გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ფილტვების ემფიზემის დროს.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად 10-20 მგ 2 ან 4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (ძალიან ფრთხილად) 2-8 წლის ასაკში 1 მგ/კგ /დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე, სიროფის (ჩაის კოვზით) ან წვეთების სახით.

გვერდითი მოვლენები

სუნთქვის დათრგუნვა მაღალი დოზების გამოყენების დროს, სედაცია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, იშვიათად ალერგიული რეაქციები ქავილის, ურტიკარიის სახით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, შეჩვევის და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება.

უკუჩვენებები

* სუნთქვის უკმარისობა;

* ღვიძლის დაავადებები;

* ბრონქული ასთმის შეტევა;

* ბავშვებში 2 წლამდე;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას ხანგრძლივდება კოდეინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი, რის გამოც რეკომენდებულია მის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

♦ არ არის რეკომენდებულია მისი მიღება ორსულობის I ტრიმესტრში. მშობიარობის წინ და ლაქტაციის პერიოდში.

♦ იგი აძლიერებს ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატებისა და ალკოჰოლის ეფექტს.

კოაქსილი – COAXIL – КОАКСИЛ

კოაქსილი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი.

საერთაშორისო დასახელება:

TIANEPTINE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: თიანეპტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

თიანეპტინი …………….        12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს მარედინამიზირებელი მოქმედების ანტიდეპრესანტს, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური თვისება.

კოაქსილის მოქმედების მექანიზმს უკავშირებენ სეროტონინის უკუმიტაცების გაძლიერებას თავის ტვინის ქერქის და ჰიპოკამპის ნეირონებში.

კოაქსილს თავისი ქმედების მიხედვით სედატიურ და მასტიმულირებელ ანტიდეპრესანტებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება ისეთი სომატური სიმპტომების შემცირება, როგორიცაა: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, კუნთებში სიცხისა და ტკივილის შეგრძნება.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში აბსტინენციის დროს პრეპარატი არეგულირებს ქცევას და დადებითად მოქმედებს პაციენტის ხასიათის ცვლილებებზე.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს მეხსიერებაზე, ძილსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

კოაქსილს არა გააჩნია ანტიქოლინერგული მოქმედება, იგი არ იწვევს შეჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. იგი კარგად ნაწილდება ორგანიზმში და მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 94%). თიანეპტინი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს (ბეტა-ოქსიდაცია და N-დემეთილირება).

თიანეპტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 3.5 საათს.

პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით: ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ხოლო 8% – უცვლელად, თირკმლების უკმარისობისას და 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში T1/2 იზრდება 1 სთ-ით. ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ იცვლება (თუნდაც ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ციროზი).

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სუსტად, საშუალოდ და მძიმედ გამოხატული დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ (დილას, შუადღით და საღამოს) ჭამის წინ.

70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პირებში რეკომენდეუბლია დღეღამური დოზის 25 მგ-მდე (2 ტაბ). შემცირება.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში (ღვიძლის ციროზით და/ან მის გარეშე) დოზის შეცვლა არ არის აუცილებელი.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება ტკივილები ეპიგასტრიუმსა და მუცლის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის წასვლა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები.

სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება.

სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება.

ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ კოაქსილის დანიშვნისაგან, რადგან არ არის ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი კლინიკური კვლევები ორსულობის პერიოდში.

* ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყოფიან დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობის დასაწყისში დეპრესიული პაციენტები სასურველია იმყოფებდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან მათი მხრიდან არსებობს სუიციდური მცდელობის საშიშროება.

* იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ზოგადი ანესთეზიის გამოყენება, აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგს ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ პაციენტი მკურნალობს კოაქსილით. პრეპარატის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას ოპერაციამდე 24 საათით ან 48 საათით ადრე.

* მკურნალობისა შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება 7-14 დღის განმავლობაში.

* მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტისას კოაქსილით მკურნალობაზე გადასვლის მიზნით საჭიროა მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალი შეადგენდეს 2 კვირას, ხოლო კოაქსილიდან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობაზე გადაყვანის შემთხვევაში საკმარისია 24 საათიანი შესვენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კოაქსილს, საჭიროა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების ყველა შემთხვევაში საჭიროა კოაქსილით მკურნალობის შეჩერება და პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკირვება (გულის, თირკმელების, ფილტვების მუშაობის კონტროლი, მეტაბოლიზმის მონიტორინგი). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მაო-ს ინჰიბიტორებთან კოაქსილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინადან არსებობს კოლაფსის ან უეცარი არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთერმიის, კრუნჩხვების წარმოშობის საშიშროება. არ არის გამორიცხული შესაძლო ლეტალური შედეგი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კოატე-დვი – KOATE-DVI – Коате-ДВИ

საერთაშორისო დასახელება:

FACTOR VIII

მწარმოებელი: BAYER CORPORATION

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

მე-VIII ფაქტორი

ანტიჰემოფილური …….     250 სე

1 ფლ.

მე-VIII ფაქტორი

ანტიჰემოფილური ………..500 სე

1 ფლ.

მე-VIII ფაქტორი

ანტიჰემოფილური……….1000 სე

 

ვრცლად იმუნატი

კო-რენიტეკი – CO-RENITEC – КО-РЕНИТЕК

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLORTHIAZIDE

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალების კომბინირებული პრეპარატი. ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ………….. 20 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი …………. 12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალების კომბინაციას.

იგი ეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ორივე კომპონენტის ჰიპოტენზიური ეფექტი აძლიერებს ურთიერთს და იგი გრძელდება 24 საათს. პაციენტთა უფრო მაღალი პროცენტი არტერიული ჰიპერტენზიით უკეთესად რეაგირებს კო-რენიტეკით მკურნალობაზე, ვიდრე მასში შემავალი ცალკე კომპონენტის დანიშვნისას.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც უკეთესად ექვემდებარება კომბინირებულ მკურნალობას.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ერთხელ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 2 ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ.

სხვა დიურეზული საშუალებებით მკურნალობა უნდა შეწყდეს 2-3 დღით ადრე კო-რენიტეკით  მკურნალობის დაწყებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული საწყისი სიმპტომური ჰიპოტენზია.

თირკმელების უკმარისობის დროს თიაზიდური შარდმდენი საშუალებები შეიძლება არ იყოს საკმარისად ეფექტური, განსაკუთრებით, თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30 მლ/წთ ან მასზე ნაკლებს (საშუალო ან მძიმე ხასიათის თირკმელების უკმარისობა).

პაციენტებში რენული კლირენსის დროს ფარგლებში >30-დან

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად ადგილი აქვს თავბრუსხვევას და მომატებულ დაღლილობას, რომლებიც შექცევადია და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. აღინიშნება აგრეთვე კუნთების კრუნჩხვები, გულისრევა, ასთენია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, ხველება და იმპოტენცია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინკოპე, ჰიპოტენზია, ტკივილი გულის არეში, გულის ცემის გახშირება.

ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, პანკრეატიტი, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ყაბზობა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის გაძნელება;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ძლიერი ოფლდენა.

კანის მხრივ: ქავილი, ალოპეცია, სახის სიწითლე.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, შარდოვანას, კრეატინინის მომატება სისხლში, ჰემატოკრიტის მაჩვენებლების შემცირება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, აგრეთვე ბილირუბინის მომატება.

სხვადასხვა: თირკმელების დისფუნქცია, თირკმელების უკმარისობა, ლიბიდოს დაქვეითება, პირის სიმშრალე, პოდაგრა, შუილი ყურებში, ართრალგია, აღწერილია სიმპტომთა კომპლექსი, როგორიცაა: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია, მიოზიტი, ართრიტი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, ედს-ის აჩქარება, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი, შესაძლებელია გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ზოგჯერ ანგიონევროზული შეშუპება სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ანურია. ანამნეზში აგფ ინჰიბიტორებზე ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება) და მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის და სულფონამიდების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

როგორც ნებისმიერი სხვა საშუალებით ჰიპოტენზიური მკურნალობის დროს, შესაძლებელია სიმპტომური ჰიპოტენზის განვითარება. მკურნალობის პერიოდში საჭიროა: სისტემატურად არტერიული წნევის და თირკმელების ფუნქციის კონტროლი. სიმპტომური ჰიპოტენზია ხშირად ვითარდება შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოვოლემიის, დიარეის ან ღებინების ფონზე. საჭიროა სისხლში ელექტროლიტების კონტროლი.

სიმპტომური ჰიპოტენზია ვითარდება შარდმდენების მიღების, ჰიპონატირიემიის და თირკმელების უკმარისობის გამო. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

სიფრთხილეა საჭირო გულის იშემიური დაავადებით და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადების დროს, ვინაიდან ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტის და ინსულტის განვითარება. ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში გადაესხას ფიზიოლოგიური ხსნარი.

თირკმელების უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი არტერის ორმხრივი სტენოზით, ადგილი აქვს კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატებას სისხლში. მკურნალობის შეწყვეტისას მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება.

ცალკეულ შემთხვევაში, პაციენტებში, თირკმელების ნორმალური ფუნქციით მკურნალობამდე, რენიტეკის და დიურეზული საშუალებების ერთად დანიშვნა იწვევს კრეატინინის დონის სისხლში და შარდოვანას შარდში უმნიშვნელო მომატებას. ამ დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა.

თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზის დროს კო-რენიტეკით მკურნალობის პერიოდში შრატში იზრდება კრეატინინის, ხოლო სისხლში შარდოვანას რაოდენობა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ ნორმას უბრუნდება.

თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ვინიადან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.

ქირურგიული ოპერაციების დროს, ან ჰიპოტენზიის გამომწვევის საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას ენალაპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ს, რომელიც მეორადია რენინის კომპენსატორულ გამონთავისუფლებასთან მიმართებაში. ამ დროს განვითარებული არტერიული ჰიპოტენზია კორეგირდება ცირკულაციიაში მყოფი სისხლის მოცულობის გაზრდით. თიაზიდები ცვლიან ტოლერანტობას გლუკოზის მიმართ, რაც საჭიროებს ანტიდიაბეტური პრეპარატების და ინსულინის დოზის კორეგირებას.

თიაზიდები აქვეითებენ კალციუმის ექსკრეციას შარდით და შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის შრატში გარდამავალი ჰიპერკალციემია. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოდიზმის სიმპტომი. ამ შემთხვევაში თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ.

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება კო-რენიტეკის მიღების დროს ჩვეულებრივ შექცევადი და უმნიშვნელოა და წარმოადგენს დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შედეგს. თიაზიდები იწვევენ ჰიპერურიკემიას და პოდაგრის გამწვავებას. ამავე დროს კო-რენტეკი ზრდის შარდში შარდმჟავას რაოდენობას, რის გამოც სუსტდება ჰიდროქლოროთიადიზის ჰიპერურიკემიული ეფექტი.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს: სახის, ტუჩების, ენის, კიდურების ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელთა განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ამ დროს ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, ხოლო სასუნთქი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში კანქვეშ გამოიყენება ადრენალინი 1:1000 (0.3-0.5 მლ).

ანამნზეში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა ზრდის მისი კვლავ განვითარების რისკს კო-რენიტეკით თერაპიისას.

იშვიათად რენიტეკით მკურნალობის პერიოდში პაციენტებში ჰიპოსენსიბილიზაცია ალერგენით იწვევს ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებას, რის გამოც სასურველია ჰიპოსენსიბილიზაციამდე რამოდენიმე დღით ადრე დროებით მოიხსნას რენიტეკი.

დიალიზზე (პოლიაკრილონიტროლის მემბრანების გამოყენებით) მყოფ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ  კო-რენიტეკს, შესაძლოა განუვითარდეთ ანაფილაქსიური რეაქცია, რის გამოც ამ ტიპის მემბრანების გამოყენება დიალიზის დროს არ არის რეკომენდებული.

შესაძლებელია ხველის განვითარება, რაც ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

კო-რენიტეკით მკურნალობის დროს საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი.

ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა არ არის შესწავლილი. რაიმე არსებითი განსხვავება კორენიტეკის ეფექტურობასა და მისი ამტანობის მხრივ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კო-რენიტეკის დანიშვნით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება. კო-რენიტეკით მონოთერაპიის დროს კალიუმის რაოდენობა საშუალოდ აღწევს 0.2მეკვ/ლ. დიურეზული საშუალებების დანიშვნა კო-რენიტეკით გამოწვეულ ჰიპერკალემიას ამცირებს.

– კო-რენიტეკის და კალიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა მნიშვნელოვნად ზრდის კალიუმის დონეს სისხლში. საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი ასეთი კომბინაციის დროს.

კო-რენიტეკით მკურნალობისას შესაძლოა ლითიუმის კლირენსის დაქვეითება, მისი რაოდენობის მომატებით სისხლში და ინტოქსიკაციის განვითარებით, რაც მოითხოვს მის რეგულარულ განსაზღვრას სისხლში.

– თირკმელების უკმარისობის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში კო-რენიტეკთან კომბინაციაში შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება.

– კო-რენიტეკი ზრდის მგრძნობელობას ტუბოკურარინის მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.