Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 567

კოლინი – COLIN – КОЛИН

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: სიმეთიკონი;
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულა: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის კორპუსითა და ლურჯი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილით;
სუსპენზია: ნარინჯისფერი ტკბილი სუსპენზია არომატული სუნით.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
სიმეთიკონს – 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171),  Brilliant Blue  FCF (E 133).
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონის ემულსიას, 40 მგ სიმეთიკონის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, თხევადი სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ანისულის ზეთი, ნარევი Avicel RC–591 (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა, 40 მგ.
პერორალური სუსპენზია, 30 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის ფუნქციონალური მოშლილობის სამკურნალო სხვა პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოლინი წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და საჭმლის ფაფაში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, აბრკოლებს მათ წარმოქმნას და ხელს უწყობს დაშლას. გამოთავისუფლებული გაზის ბუშტუკები შეიწოვება ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ ან გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავების პერისტალტიკის საშუალებით. შედეგად მცირდება აირების საერთო რაოდენობა და წნევა ნაწლავის სანათურში. გარდა ამისა, სიმეთიკონი წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას  სიმეთიკონი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზებით მიღებას, რაც განპირობებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზის ბუშტუკებისა და ქაფის წარმოქმნით.

ფარმაკოკინეტიკა:
სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენება:
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა);
– რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი;
– ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

მიღების წესი და დოზირება:
კოლინი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში – ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
სუსპენზია მიღების წინ შეანჯღრიეთ!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად:
გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.
სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320 მგ).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები:
კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
30 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი საწვეთურით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
კაფსულა: 2 წელი.
სუსპენზია: 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

კოლდფლუ პლუსი – COLDFLU PLUS – КОЛДФЛЮ ПЛЮС

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებითი დაავადებების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 4 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ……………………….         500 მგ

ქლორფენილამინის მალეატი…………………4 მგ

ბრომგექსინის ჰიდროქლორიდი ……………4 მგ

ეფედრინის სულფატი       …………………25 მგ

 

კოლდფლუ – COLDFLU – КОЛДФЛЮ

საერთაშორისო დასახელება:

CLORPHENAMINE; PARACETAMOL; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებითი დაავადებების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 4 ტაბ. შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ………………………………………….    500 მგ

კოფეინი ………………………………………………….       30 მგ

ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდი ………        25 მგ

ქლორფენირამინის მალეატი ……………………………..    2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კოლდფლუ – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობისთვის. პრეპარატი ახდენს სიცხის დამწევ, ანტიალერგიულ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს რინიტის სიმპტომებს, ასტიმულირებს ცნს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტებით.

პარაცეტამოლი –არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო – სამკურნალო საშუალება, პარაამინოფენოლის წარმოებული. პარაცეტამოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან დათრგუნოს ფერმენტი ციკლოოქსიგენაზა, რის შედეგადაც ირღვევა არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმი და პროსტაგლანდინების სინთეზი. პარაცეტამოლი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმას–ცოგ 1 და ცოგ 2. პრეპარატი ამცირებს ცნს–ის ქსოვილში პროსტაგლანდინების რაოდენობას, რის შედეგადაც ქვეითდება რეცეპტორების მგრძნობელობა ქიმიური გამღიზიანებლის მიმართ და მცირდება ტკივილის შეგრძნებები. ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე უშუალო გავლენის შედეგად ახდენს ანტიპირეტულ (სიცხის დამწევ) მოქმედებას. პერიფერიული მოქმედება ნაკლებად არის გამოხატული ,რამდენადაც პრეპარატი ინაქტივირდება უჯრედული პეროქსიდაზათი.

კოფეინი – ალკალოდი, მიღებული ჩაიდან და კოფეინის პარკიდან, გარდა ამისა, კოფეინი სინთზირდება შარდმჟავადან და ქსანტინიდან. პრეპარატი ახდენს მასტიმულირებელ გავლენას ცნს–ზე, აძლიერებს და არეგულირებს აგზნების პროცესს თავის ტვინის ქერქში. კოფეინი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აღაგზნებს სუნთქვის და სისხლისმამოძრავებელ ცენტრებს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება გულის შეკუმშვათა გახშირება. კოფეინის გავლენით არტერიული წნევის მომატება აღინიშნება მხოლოდ შოკისა და კოლაფსის დროს, ნორმალურ არტერიულ წნევაზე კოფეინი არ ახდენ შესამჩნევ გავლენას. პრეპარატი ასტიმულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას. კოფეინის მიღებისას აღინიშნება აგრეგაციის დაქვეითბა მცირედ. პრეპარატი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან დაუკავშირდეს ტვინის ადენოზურ რეცეტორებს. რეცეპტორებთან კავშირი ხდება კოფეინისა და ადენოზინის მოლეკულების სტრუქტურული მსგავსების გამო. რადგანაც ადენოზინი იწვევს აგზნების პროცესების დაქვეითებას, მისი ჩანაცვლება კოფეინით განაპირობებს ნერვული სისტემის სტიმულაციას. თუმცა პრეპარატის ხანგრძლივი მიღება იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას.

ქლორფენირამინის მალეატი – H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფიდან. პრეპარატი უფრო ეფექტურია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რომლის დროსაც აღინიშნება პოხიერი უჯრედებიდან სისხლში დიდი რაოდენობით ჰისტამინის გამოთავისუფლება.

პრეპარატი ახდენს ანტიჰისტამინურ, ანტიქოლინერგულ, სედატიურ და ატროპინის მაგვარ ეფექტს. ქლორფენირამინი უზრუნველყოფს სისხლძარღვების გამტარობის ნორმალიზებას, ქავილის შემცირებას, გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნას და სხვა ეფექტებს. გარდა ამისა, პრეპარატი წარმოადგენს სეროტონინული და м–ქოლინორეცეპტორების ბლოკატორს, ახდენს გამოხატულ სედატიურ მოქმედებას. პრეპარატი ახდენს ხანმოკლე მოქმედებას, ამიტომ მისი მიღება სჭიროა ალერგენის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი – პრეპარატი ხასითდება ადრენომიმეტური აქტიობით. ასტიმულირებს ნორადრენალინის გამოთავისუფლებას სინაპსური ნაპრალიდან, რის შედეგადაც ხორციელდება ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროება. პრეპარატი უზრუნველყოფს შეშუპების შემცირებას და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას. გარდა ამისა,   ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, ცემინებას, ცრემლდენას და რინორეას.

ყველა კომპონენტი, პერორალური მიღების შემდეგ, კარგად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30–60 წთ–ის შემდეგ. ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდი – 1–2 სთ–ის განმავლობაში, ქლორფენირამინის მალეატი – 30–60 წთ–ში.

კოფეინი თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში, კარგად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გლუკურონიდის, სულფატური და ცისტინური ნაერთის სახით. კოფეინი მეტაბოლიზირდება ორგანიზმში დემეთილირების და დაჟანგვის სახით. ფენილპროპანოლამინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ქლორფენირამინი მალეატისთვის დამახასიათებელია ღვიძლში „პირველი გავლის ეფექტი“.

ფენილპროპანოლამინი გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. სხვა აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მცირე ნაწილი შეუცვლელი სახით. პარაცეტამოლისთვის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შადგენს დაახლოებით 2 საათს, ფენილპროპანოლამინისთვის – 3–5 საათს, კოფეინისთვის – 4–5 საათს, ქლორფენირამინი მალეატისთვის – 1–1.5 საათს.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი დგება მიღებიდან 30 წთ–ის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით პერორალური მიღებიდან 12 სთ–ს.

ჩვენებები:

პრეპარატი მიიღება სიმპტომატური თერაპიისთვის სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ჩათვლით), მათ შორის, რესპირატორული დაავადებები, რომელიც მიდის რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ცხელებით.

გარდა ამისა, პრეპარატი მიიღება სუსტი და ზომიერი ინტენსიობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის, თავის ტკივილი და ლორ–ორგანოების დაავადებებისას, რომელიც მიმდინარეობს ტკივილის სინდრომით.

მიღების წესები:

პრეპარატის დოზას და კურსის ხანგრძლიობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი დაავადების ხასიათისა და პაციენტის ინდივიდუალობიდან გამომდინარე.

მოზარდებს ჩვეულებრივ ენიშნება 1 ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს – ½ ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლიობა არა უმეტეს 7 დღისა.

ტაბლეტი დაუღეჭავად უნდა გადაიყლაპოს,საკმაო რაოდენობის წყლის მიყოლებით, აუცილებლობისას შეიძლება ტაბლეტის გაყოფა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარებაც.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა , ღებინება, ანორექსია, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევა, აგზნებულობის მომატება, გაღიზიანებადობა.

სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი. ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქცია.

გარდა ამის , ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა აკომოდაციის დარღვევა და თვალშიგა წნევის მომატება.

ერთეულ შემთხვევაში შარდის გამოყოფის დარღვევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციისას, აგრეთვე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელებიც დაავადებული არიან ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, არტერიული ჰიპერტონიით და გულის ქრონიკული უკმარისობით. სიფრთხილეა საჭირო ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, რომელსაც შარდის გამოყოფის დარღვევა ახლავს.

პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების (კუმარინის ჯგუფის)  ეფექტს,

მატულობა ღვიძლის დაზიანების რისკი ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.

ერთდროული მიღებისას ატროპინთან, პეპტიდინთან და სხვა სპაზმოლიტური მოქმედების პრეპარატებათან, იზრდება პარაცეტამოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო.

ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ეთილის სპირტი და ანტიეპილეფსიური საშუალებები პარაცეტამოლთან ერთად ზრდიან ღვიძლის ტოქსიური დაზიანების რისკს, რადგან იზრდება პარაცეტამოლის დაშლა ჰეპატოტოქსიურ ნაერთებამდე.

მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორი (ციმეტიდინი)ამცირებს ღვიძლის დაზიანების რისკს პარაცეტამოლის მიღებისას.

კოფეინი აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტს

და აქვეითებს ეფექტურობას საძილე და ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებებისას.

ბარბიტურატები, პრიმიდონი, ნიკოტინი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები აძლირებენ მეტაბოლიზმს და კოფეინის გამოსვლას.

ციპროფლოქსაცინი, დისულფირამი, ნორფლოქსაცინი, ციმეტიდინი და პერორალური კონტრაცეპტივები ამაღლებენ კოფეინის კონცენტრაციას სისხლში.

კოფეინის მაღალ დოზებში მიღებისას მონოამონოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან, სელეგილინთან, პროკარბაზინთან და ფურაზოლიდონთან მატულობს არითმიის განვითარების და არტერიული ჰიპერტენზიის რისკი. პრეპარატი ამაღლებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობას. კოფეინი აქვეითებს კალციუმის იონების აბსორბციას კუ–ნაწლავის ტრაქტიდან.

აღინიშნება ლითიუმის პრეპარატების გამოყოფა კოფეინთან ერთდროული მიღებისას.

კოფეინისა და ბეტა–ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება ორივე პრეპარატის ეფექტურობის კლება.

ქლორფენირამინის მალეატის მონოამინოოქსიდაზისა ინჰიბიტორებთან და ფურაზოლიდონთან ერთად მიღებისას აღინიშნება ჰიპერპირექსიისა და ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი.პრაპარატი არ ინიშნება კალციუმის ქლორიდთან, კანამიცინის სულფატთან, ფენობარბიტალთან და ნორადრენალინთან ერთად,

ქლორფენირამინის მალეატის ეთილის სპირტთან, ტრანკვილიზატირეთან და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ  საშუალებებთან  ერთად მიღებისას აღინიშნება ქლორფენირამინის სედატიური ეფექტის გაძლიერება.

ფენოლპროპანოლამინის და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორის ერთდროული მიღებისას მატულობს არტერიული წნევა და მატულობს ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი. რეზერპინი უზრუნველყოფს ფენილპროპანოლამინის ეფექტურობის შემცირებას. არ არის რეკომენდებული ფენილპროპანოლამინის და ცნს სტიმულატორების ერთდროული მიღება, რადგანაც ფენილპროპანოლამინი ამაღლებს კანკალის, არტერიული ჰიპერტენზიის და აგზნების განვითარების რისკს.

ფენილპროპანოლამინი ბეტა–ადრენობლოკატორის, ლევოდოპასა და სათითურას პრეპარატების ერთდროული მიღება ამაღლებს არითმიის განვითარების რისკს.

ინჰალაციური ნარკოზის წინ პრეპარატის მიღების გამო შესაძლებელია მძიმე არითმიის განვითარება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ძილიანობა, თავის ტკივილი. დოზის შემდგომი მომატებისას შესაძლებელია არითმიის, არტერიული ჰიპერტენზიის, შარდის გამოყოფის დარღვევის და თრომბოციტოპენიის განვითარება.

სპეციფიური ანტიდოტი არ არის. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების მიღება და სიმპტომატური თერაპია. თავის ტკივილისას, თუ ეს ტკივილი დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზით მიღებასთან უკუნაჩვენებია პრეპარატისა შემდგომო მიღება ტკივილის კუპირების მიზნით.

ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე, 15–250C ტემპერატურაზე.

ვადა – 4 წელი.

კოლდრექსი (ტაბლეტები) – COLDREX tab – КОЛДРЕКС таб

მწარმოებელი: GlaxoSmithKline Dungarvan Ltd., Knockbrack, Dungarvan, Co. Waterford., ირლანდია

აღწერილობა:

კაფსულის ფორმის ნარინჯისფერ-თეთრი ფერის ორშრიანი ტაბლეტები. ნარინჯისფერი შრე შეიძლება შეიცავდეს თეთრ ჩანართებს. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ჩოლდრეხ.

 

პრეპარატის შემადგენლობა:

თითო ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი …………………………………. 500 მგ

კოფეინი …………………………………………. 25 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ………….. 5 მგ

ტერპინჰიდრატი ………………………………. 20 მგ

C ვიტამინი

(ასკორბინის მჟავა) ……………………………. 30 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი ხსნადი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

“მწვავე რესპირატორული დაავადებებისა” და გაცივების სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (არანარკოტიკული ანალგეტიკი + სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება + ვიტამინი)

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტაბლეტები “კოლდრექსი” – კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, ფენილეფრინი ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რის შედეგადაც უმჯობესდება სუნთქვა, კოფეინს გააჩნია ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) გრიპისა და გაცივების დროს აკმაყოფილებს მომატებულ მოთხოვნილებას C ვიტამინზე.

 

 

ჩვენებები:

ტაბლეტები “კოლდრექსი” უზრუნველყოფს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების მოხსნას, (მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის დაცობა, ტკივილები ცხვირის ღრუსა და ყელში.)

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება არ შეიძლება ერთდროულად პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტის დროს, სისხლის სისტემის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზის, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

 

 

განსაკუთრებული მითითებანი:

“კოლდრექსის” მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:

• სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული მიღება;

• ორსულობა და ლაქტაცია.

 

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:

მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერამდე.

ბავშვები (6-12 წელი): 1 ტაბლეტი დღეში 4 ჯერამდე.

 

ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე ხუთ დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირების შემთხვევა უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

 

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად – სისხლის სურათის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიკური ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.

ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება და იშვიათ შემთხვევებში გულისცემის შეგრძნება. ეს სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.

პრეპარატ “კოლდრექსის” მიღების დროს ჩაისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნებადობა და ნერვული დაძაბულობა.

 

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები – გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე, გულის არითმიები. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. პირველი 4 საათის განმავლობაში დაზარალებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.

ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინისა და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი ღებულობს მეთოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად), ვინაიდან მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს.

 

 

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

აფთიაქდიან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი – COLDREX JUNIOR HOT DRINK – Колдрекс Юниор ХотДринк

საერთაშორისო დასახელება:

paracetamol, phenylephrine, ascorbic acid

მწარმოებელი: «სმიტკლაინ ბიჩემ», ესპანეთი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

3 გ პაკეტი 10 ც

წამლის ფორმა:

ფხვნილი ხსნარის დასამზადებლად, შიგნით მისაღებათ (ბავშვებისათვის)

აღწერილობა:

თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, ჰეტეროგენული ფხვნილი, ლიმონის არომატით.

125მლ ცხელ წყალში პრეპარატის გახსნისას წარმოიქმნება ხსნარი ყვითელიდან მოყვითალო-მწვანე შეფერილობამდე, ზედაპირზე აპკის წარმოქმნის გარეშე, ლიმონის არომატით; შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით ნალექი.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

პარაცეტამოლი …………………………………… 300მგ,

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ……………..  5მგ,

ასკორბინის მჟავა …………………………………  20მგ:

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი 610399 E, კურკუმინის საღებავი E 100, კრემნის კოლოიდური დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოლდრექსი იუნიორი ჰოთდრინქი – კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის შეგუბებას, (ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და აუმჯობესებს სუნთქვას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აკმაყოფილებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გაციებისა და გრიპის დროს.

ჩვენებები:

გამოიყენება ბავშვებში 6-12 წლამდე გაციებისა და გრიპის ძირითადი სიმპტომების კუპირებისათვის, ისეთი როგორიცაა მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.

მიღების წესები და დოზები:

1 საშეტის შიგთავსი მოვათავსოთ ფინჯანში, დავასხათ დაახლოებით 125 მლ ცხელი წყალი, მოვურიოთ გახსნამდე. თუ აუცილებელია დავამატოთ ცივი წყალი და შაქარი.

ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 საშეთი ყოველ 4 საათში. არაუმეტეს 4 საშეტისა 24 საათის განმავლობაში.

ნუ გამოვიყენებთ პრეპარატს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან მოგვიანებით შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის შემცველ სხვა  პრეპარატებთან ერთად, პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არ არსებობისას, სისხლის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისეიანი ჰიპერბილირუბინემიის დროს

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია: ჰიპონატრიული დიეტის შენარჩუნების აუცილებლობისას (ყოველი საშეტი შეიცავს 0,06გ ნატრიუმს).

ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ მიიღება ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. კოლდრექს იუნიორის აქტიური ნივთიერებები არ იწვევს ძილიანობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის მიღება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და ღვიძლის სხვა  მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას) ან ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.

ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს. ხანგრძლივი მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები და ვადები:

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25°C

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – COLDREX MAX GRIPP – КОЛДРЕКС МАКС ГРИПП ЛИМОН

მწარმოებელი: “სმიტკლაინბიჩემი ს.ა”-ს მიერ გლაქსოსმიტკლაინისათვის. ესპანეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თოთოეული პაკეტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს:

პარაცეტამოლი ……………………………….. 1000მგ,

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ………..  10მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ……………. 40მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობის საშუალება.

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი მოქმედება. პრეპარატი შეიცავს მის მაქსიმალურ ერთჯერად დოზას, რაც დასაშვებია რეცეპტის გარეშე მისაღებად.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის დაგუბებას (ავიწროვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და ამსუბუქებს სუნთქვას.

ასკორბინის მჟავა ავსებს C ვიტამინის მომატებულ მოთხოვნილებას გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით ავადმყოფობის საწყისს ეტაპზე.

აქტიური ნივთიერება კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით, არ იწვევს ძილიანობას.

გამოყენების ჩვენება:

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით ხელს უწყობს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების აღმოფხვრას:

მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის დაგუბება, ტკივილი ცხვირსა და ყელის მიდამოებში.

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ასევე გრიპის, გაცივების და სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

* არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.

* არ მიიღოთ კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით:

• პარაცეტამოლის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;

• თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელის მძიმე დაავადება;

• თუ გაქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (თირეოტოქსიკოზის), შაქრინი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის დაავადებების დროს;

• თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;

• თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

• პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.

• დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის დარღვევასთან, რადგან თითოეული პაკეტი შეიცავს 4გ შაქარს.

• გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზების გენეტიკური არარსებობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით მიღებამდე, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს:

• თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და პირღებინების წინააღმდეგ მისაღებად) ან ქოლესტირამინს, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

• თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების შესამცირებლად (მაგ. ვარფარინი).

• თუ იმყოფებით დიეტაზე ნატრიუმის შემცირებული შემადგენლობით – თითოეული პაკეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით პარაცეტამოლი არ მიიღოთ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე დაუშვებელია მისი მიღება იმ პირთათვის, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს.

მიღების წესი და დოზები:

ერთი პაკეტი ფხვნილი მოათავსეთ ჭიქაში და გაავსეთ ცხელი წყლით. ურიეთ გახსნამდე. დაუმატეთ ცივი წყალი, თუ აუცილებელია შაქარი გემოვნებით.

მოზრდილები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში.

24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი.

არ მიიღოთ პრეპარატი 4 საათიან ინტერვალზე უფრო ხშირად.

არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გამონაკლის შემთხვევაში თუ გამოწერილია ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ვინაიდან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაზიანების რისკი. სპეციფიურ ანტიოდს პარაცეტამოლით მოწამვლისას წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

გვერდითი მოვლენები:

პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება.

იშვიათად – სისხლის სურათის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

პარაცეტამოლის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულზე მეტი დოზებით შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ზემოქმედება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების მიკროსომალური ინდუქტორების ერთდროული მიღება ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების განვითარების რისკი მატულობს.

ფენილეფრინმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მომატება და უკიდურესად იშვიათად გულისცემის გახშირება. აღნიშნული ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზის მიღება:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.

ჭარბი დოზა განპირობებულია პარაცეტამოლით.

შესაძლებელია: კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობის მომატება, პროთრომბინული დროის მომატება. ჭარბი დოზის მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების ეფექტს, სედაციური პრეპარატების, ეთანოლის ეფექტებს.

ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინური წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუში სიმშრალის და კუჭის შეკრულობის განვითარების რისკს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები აძლიერებენ გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული პრეპარატების ეფექტურობას. სამციკლიანი ანტიდეპრესანტები აძლიერებენ სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედებას, ჰალოტანის ერთდროული დანიშვნა ზრდის გულის პარკუჭის არითმიის განვითერების რისკს. ამცირებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომიმეტურ აქტიურობას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაშვების წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

კოლდრექს ბრონქო – COLDREX BRONCHO – КОЛДРЕКС БРОНХО

საერთაშორისო დასახელება:

Guaifenesin

მწარმოებელი: გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქერ, დიდი ბრიტანეთი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100მლ სიროფი

წამლის ფორმა:

სიროფი

შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:

გვაიფენეზინი ……………..  100მლ,

დამხმარე ნივთიერებებს: გლუკოზის ხსნარი, პატოკის, მაკროგოლ 300, შაქრის უბრალო კოლერი, ნატრიუმოს ციკლამატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ძირტკბილა-ანისის არომატიზატორი 510877E, წითელი პარკოსანი წიწაკის ნაყენი, აცესულფამ K, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ქსანტიმური გუმფისი (Keltrol TF), ვარსკვლავისებური ანისის თესლების ზეთი, ლევიმენთოლი, ქაფური, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება, ათხიერებს ნახველს, აადვილებს მის გამოძევებას და ხელს უწყობს არაპროდუქტიული ხველიდან პროდუქტიულში გადასვლას. არბილებს და აცხრობს ყელის გაღიზიანებას.

ფარმაკოკინეტიკა:

გვაიფენეზინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მიღებიდა 25-30 წუთში). ნახევრადგამოყოფის პერიოდი 0,5-1 საათი. ქსოვილებში აღწევს, შემავალი მუკოპოლისაქარიდები. ექსკრეცია ფილტვებით ნახველთან ერთად და თირკმელებით შეუცვლელი და მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

«კოლდრექს ბრონქო» რეკომენდებულია სასუნთქი გზების დაავადების დროს, რასაც თან ახლავს ხველა, წებვადი, ძნელადამოსახველებელი ნახველით, მათ შორის გრიპის, მწვავე ტრაქეიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ბრონქიტის და ზემო სასუნთქი დზების კატარის დროს. გაციებისა და გრიპის დროს პრეპარატი ახდენს შემამსუბუქებელ და დამცველ მოქმედებას ყელის გაღიზიანების და ტკივილისას.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილები (მოხუცების ჩათვლით) და ბავშვეები 12 წლიდან: შევავსოთ მზომი ჭიქა 10მლ მონიშვნამდე და მივიღოთ ერთი დოზა 10მლ (ორი 5მლ კოვზი).

საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება შეიძლება ყოველ 2-3 საათში. ბავშვები 3-12 წლამდე: ერთი დოზა 5მლ შეიძლება გავიმეოროთ ყოველ 2-3 საათში.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერთერმია), ასევე თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, რაც ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.

თუ პრეპარატმა გამოიწვია ძილიანობა, თავი შეიკავეთ მანქანის მართვისგან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

ნუ მიიღებთ «კოლდრექს ბრონქო»-ს, თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია გვაიფენეზის ან ნებისმიერი პრეპარატში შემავალი ინგრედიენტის მიმართ. თუ გაქვთ წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში. ნუ გამოიყენებთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ფეხმძიმობის პერიოდში და ძუძუთი კვებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული გვაიფენეზინის გამოყენება მუდმივი ხველისას ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობისას რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. უმჯობესია, პრეპარატის გამოყენებას თან ახლდეს გულმკერდის პოსტურალური დრენაჟი ან ვიბრაციული მასაჟი. შესაძლოა შარდის შეფერილობის შეცვლა ვარდისფრად. პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა ანამნეზში კუჭიდან სისხლდენით, ან ბრონქების დაავადებებით, რომელსაც თან ახლავს სეკრეტის ჭარბი რაოდენობით დაგროვება.

გაფრთხილება დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის:

პრეპარატი შეიცავს ნახშირწყლებს – 5მლ-ში 3,6გ.

ჭარბი დოზირება:

გვაიფენეზინის განსაკუთრებით დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ღებინების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორგანიზმში სითხის აღდგენის ღონისძიებებს და ელექტროლიტების კონტროლს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის დანიშვნა შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. არ არის რეკომენდებული კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან რთულდება ნახველის ამოხველება.

შენახვის პირობები:

ტემპერატურა არაუმეტეს 30°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

კოლადერმი – COLADERM – КОЛАДЕРМ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი სითხე.

კოლადერმი წარმოადგენს ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი პოლიესტერამიდის 7%-იან ხსნარს ეთილის სპირტში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი სხეულის ზედაპირზე შეფრქვევის (ან დატანის) და სპირტის აორთქლების შემდეგ, წარმოქმნის პოლიესტერამიდის დამცავ აპკს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს. ხასიათდება ბაქტერიციდული და ანტისეპტიკური აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე.

ჩვენება:

  • როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);
  • კლინიკურ პირობებში – ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ;
  • ქირურგიაში – საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.

უკუჩვენება:

* ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

* ფენილკეტონურია;

მიღების წესი და დოზირება:

კანის მცირე ზომის დაზიანებებისას სასურველია გამოყენებული იქნეს 10 მლ ტევადობის საწვეთურიანი ფლაკონები, რომლიდანაც პრეპარატი დაზიანებულ უბანზე დაიტანება ფლაკონზე ხელის ოდნავ მოჭერით.

კლინიკურ პირობებში, ფართო მასშტაბის დამწვრობების და მექანიკურად დაზიანებული კანის  მკურნალობისთვის, ასევე საოპერაციო ველის დამუშავების მიზნით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, გამოიყენება “კოლადერმი” გამფრქვევი მექანიზმის მქონე ფლაკონებით (120 მლ და 30 მლ ტევადობის). საოპერაციო ველს, ხსნარის დასხურების და სპირტის აორთქლების შემდეგ, ფარავენ სტერილური ბინტით.

სხვადასხვა ფართობის მქონე დაზიანებულ ზედაპირზე ხსნარის თანაბარი განაწილებისათვის საჭიროა ბალონიდან გაფრქვევის სწორი რეგულირება სათანადო დისტანციის დაცვითა და გამფრქვევზე სხვადასხვა ინტენსივობით დაჭერით: პოლიესტერამიდის დამცავი აპკით დიდი ზომის დაზიანებული ზედაპირის დასაფარად დისტანცია ბალონსა და სხეულის ზედაპირს შორის უნდა იყოს  20 სმ; ხოლო გაფრქვევის ინტენსივობა – მაქსიმალური, რაც მიიღწევა ბალონის გამფრქვევზე მაქსიმალური (შესაბამისად – მე-2 დონემდე) დაჭერით, ხოლო შედარებით მცირე ზომის ჭრილობის დასამუშავებლად დისტანცია სასურველია იყოს  10-15 სმ, ხოლო გამფრქვევზე დაჭერა  საშუალო სიძლიერის (პირველ დონემდე).

პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღეში ერთჯერ ან ორჯერ, საჭიროების მიხედვით.

გამოშვების ფორმა:

80 გ და 15 გ-ის ოდენობით 120 მლ და 30 მლ მოცულობის გამფრქვევი მოწყობილობით აღჭურვილ პოლიმერული მასალის ბალონებში და 8 გ-ის ოდენობით 10 მლ ტევადობის პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

კოკლავი (ტაბლეტები) – COCLAV (TAB) – КОКЛАВ (ТАБ)

საერთაშორისო დასახელება:

amoxicillin, clavulanic acid

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

500მგ+125მგ აბი #12

875მგ+125მგ აბი #12

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

– ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 500 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს;

– ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 875 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:

ფართო სპექტრის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.

ამოქსიცილინი – ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.

კლავულანის მჟავა – აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრს. პრეპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისაგან და შესაბამისად ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების მიმართაც, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis; Corynebacterium species; Enterococcus faecalis; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes; Nocardia asteroids; Staphylococcus aureus, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis ჩათვლით); Streptococcus agalactiae; Streptococcus pneumonia; Streptococcus pyogenes; Streptococcus species; Streptococcus viridians.

ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp..

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis; Brucella spp., Escherichia coli; Gardnerella vaginalis; Haemophilus influenza; Helicobacter pylori; Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis);Neisseria gonorrhoeae; Neisseria meningitides; Pasteurella multocida; Proteus mirabilis; Proteus vulgaris; Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholera; Yersinia enterocolitica.

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., (Bacteroides fragilis ჩათვლით); Fusobacterium spp..

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi; Chlamydiae; Leptospira icterohaemorrhagiae; Treponema pallidum.

კოკლავი სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. აბსორბციისათვის ოპტიმალურია პრეპარატის მიღება ჭამამდე. აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაცია ისაზღვრება სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები, ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილები, პლევრალური, პერიტონეალური და სინოვიალური სითხეები, კანი, ნაღველი, შარდი, ჩირქოვანი გამონადენი, ნახველი, ინტერსტიციალური სითხეები. პლაზმის ცილებს უკავშირდება ამოქსიცილინის 18%, ხოლო კლავულანის მჟავის 25%. პერორალურად მიღებული პრეპარატის T 1/2 ამოქსიცილინისათვის შეადგენს 1.3 საათს, ხოლო კლავულანის მჟავასათვის – 0.8 საათს. ამოქსიცილინის 70%, ხოლო კლავულანის მჟავას – 65% პირველი 6 სთ-ის განმავლობაში შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

– ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);

– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);

– შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).

– ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);

– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);

– ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);

– შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);

– საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.

საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესუსტების მიზნით რეკომენდებულია კოკლავის მიღება ჭამამდე.

14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მკურნალობის კურსის გაგრძელება პაციენტის კლინიკური მგდომარეობის შეფასების გარეშე არ არის რეკომენდებული.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საფეხურებრივი თერაპია (მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა, ხოლო შემდეგ – პერორალურად).

მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: 1 ტაბლეტი (875 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 2-ჯერ დღე-ღამეში ან 1 ტაბლეტი (500 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 3- ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში 12 წლამდე: დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე. რეკომენდებული დოზაა 45 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 40 მგ/კგ 3-ჯერ დღე-ღამეში, მათ შორის ბავშვებში 6 – 12 წლის ასაკში პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ( 500 მგ / 125 მგ) 2-ჯერ დღეში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:

 

კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ

კორექციას არ საჭიროებს

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ

1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)

კრეატინინის კლირენსი

1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) ერთხელ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)

 

ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ

კორექციას არ საჭიროებს

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ

15 მგ + 3.75 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში

კრეატინინის კლირენსი

15 მგ + 3.75 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში

უმეტესად უპირატესობა ენიჭება პარენტერალურ თერაპიას.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის დოზის კორექცია ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზასთან მიმართებაში.

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (500 მგ/125 მგ) ყოველ 24 საათში. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ბავშვებში ინიშნება 15 მგ (ამოქსიცილინი) + 3.75 მგ (კლავულანის მჟავა)/კგ ერთხელ. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ასაკოვან პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გვერდითი მოვლენები სუსტად ვლინდება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად – ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.

უკუჩვენება:

– ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.

კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინზე, ცეფალოსპორინებსა და სხვა ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის გადამოწმება. ხოლო პრეპარატის მიღებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

კოკლავი, როგორც წესი კარგად გადაიტანება და დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის კონტროლი.

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.

კოკლავი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე.

პრეპარატი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, ვინაიდან ნაწლავური მიკროფლორის შემცირების შედეგად მცირდება ვიტამინ K-ს სინთეზი და პროთრომბინის ინდექსი. ამიტომ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

პრობენეციდი და მისი მსგავსი პრეპარატები (დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად ზრდიან ამ უკანასკნელის კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ აღნიშნული პრეპატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.

კოკლავისა და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინური კრისტალურია.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. კოკლავი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 25ºC, ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

კოკლავი (ინექცია, ინფუზია) – COCLAV – КОКЛАВ

საერთაშორისო დასახელება:

Amoxicillin/Clavulanic acid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინის ჯგუფი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი ვენაში ინექციისა და ინფუზიისათვის – 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა;

შეფუთვაში 1 ფლაკონი; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:

ამოქსიცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 1 გ ამოქსიცილინს და კლავულანის კალიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.2 გ კლავულანის მჟავას.

მოქმედების მექანიზმი:

ფართო სპექტრის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.

ამოქსიცილინი – ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.

კლავულანის მჟავა – აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრს. პრეპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისაგან და შესაბამისად ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების მიმართაც, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis; Corynebacterium species; Enterococcus faecalis; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes Nocardia asteroids; Staphylococcus aureus, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis ჩათვლით); Streptococcus agalactie; Streptococcus pneumonia; Streptococcus pyogenes; Streptococcus species; Streptococcus viridians.

ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp..

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis; Brucella spp., Escherichia coli; Gardnerella vaginalis; Haemophilus influenza; Helicobacter pylori; Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis); Neisseria gonorrhoeae; Neisseria meningitides; Pasteurella multocida; Proteus mirabilis; Proteus vulgaris; Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholera; YErsenia enterocolitica.

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., (Bacteroides fragilis ჩათვლით); FUsobacterium spp..

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi; Chlamydiae; Leptospira icterohaemorrhagiae; Treponema pallidum.

ინტრავენურად შეყვანილი აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაცია ისაზღვრება სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები, ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილები, პლევრალური, პერიტონეალური და სინოვიალური სითხეები, კანი, ნაღველი, შარდი, ჩირქოვანი გამონადენი, ნახველი, ინტერსტიციალური სითხეები. პლაზმის ცილებს უკავშირდება ამოქსიცილინის 18%, ხოლო კლავულანის მჟავას 25%. ინტრავენურად შეყვანილი პრეპარატის T1/2 0.9 საათს შეადგენს. ამოქსიცილინის 70%, ხოლო კლავულანის მჟავას – 65% პირველი 6 სთ-ის განმავლობაში შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენება:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

– ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);

– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);

– შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).

– ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);

– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);

– ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);

– შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);

– საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:

– ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინზე, ცეფალოსპორინებსა და სხვა ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის გადამოწმება. ხოლო პრეპარატის მიღებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

კოკლავი, როგორც წესი კარგად გადაიტანება და დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის კონტროლი.

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.

კოკლავი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე.

პრეპარატი იშვიათად იწვევს პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში.

პრობენეციდი და მისი მსგავსი პრეპარატები (დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად ზრდიან ამ უკანასკნელის კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ აღნიშნული პრეპატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.

კოკლავისა და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

კოკლავის ხსნარის შერევა არ შეიძლება სისხლის შემცველ პრეპარატებთან და ცილის შემცველ სხვა სითხეებთან, როგორიცაა პროტეინული ჰიდროლიზატები ან ინტრავენური ლიპიდემიური ემულსიები, აგრეთვე დექსტროზის, დექსტრანისა და ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარებთან.

პრეპარატის ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ერთ შპრიცში შერევა დაუშვებელია, ამ უკანასკნელის აქტივობის დაქვეითების გამო.

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.

კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინური კრისტალურია.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. კოკლავი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

მოზრდილებში: სტანდარტული დოზაა 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 8 საათში ერთხელ, ხოლო მძიმე ინფექციების შემთხვევაში – 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 4-6 საათში ერთხელ.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის:

ოპერაციის ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობა > 1 საათი: 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა შემყვანი ნარკოზის დროს და დამატებით 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 4-ჯერ ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში.

ოპერაციის განმავლობაში ინფექციის განვითარების ნიშნების გამოვლინებისას ინიშნება კოკლავით სტანდარტული მკურნალობის კურსი.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ინტრავენური დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს;

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ საწყისი დოზა 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა, შემდეგ 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა 2-ჯერ დღეში

კრეატინინის კლირენსი

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა, შემდეგ 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა ერთხელ დღეში და დამატებითი დოზა 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა ყოველი დიალიზის შემდეგ.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.

ასაკოვან პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზით.

ბავშვებში 40 კგ-ზე ნაკლები წონით დოზირება ხდება წონის შესაბამისად.

3 თვემდე ასაკის ბავშვებში 4 კგ-ზე ნაკლები წონით პრეპარატი ინიშნება 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ, ხოლო 4 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში – 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.

3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 6-8 სათში ერთხელ ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე 2-ჯერ დღე-ღამეში;

კრეატინინის კლირენსი

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა ერთხელ დღეში და დამატებითი დოზა 12.5 მგ ამოქსიცილინი / 2.5 მგ კლავულანის მჟავა / კგ წონაზე დიალიზის დამთავრების შემდეგ.

მკურნალობის კურსის გახანგრძლივება პაციენტის კლინიკური მგდომარეობის შეფასების გარეშე არ არის რეკომენდებული.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები:

პრეპარატი გამოიყენება ვენაში საინექციოდ 3-4 წუთის განმავლობაში ან ვენაში საინფუზიოდ 30-40 წუთის განმავლობაში.

დაუშვებელია კოკლავის კუნთში ინექცია.

ვენაში ინექციისათვის: პრეპატარის 1.2 გ (1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა) იხსნება 20 მლ საინექციო წყალში.

პრეპარატის ინექცია დაუშვებელია გახსნიდან 20 წუთის განმავლობაში.

ვენაში ხანმოკლე ინფუზიისთვის: მიღებული საინექციო ხსნარი (პრეპარატის 1.2 გ გახსნილი 20 მლ საინექციო წყალში) დამატებით იხსნება 100 მლ საინფუზიო სითხეში.

ანტიბიოტიკის საკმარისი კონცენტრაცია სტაბილურია საინფუზიო ხსნარის მომზადებიდან შემდეგი პერიოდის განმავლობაში:

სტაბილურობის პერიოდი 25°C-ზე

საინექციო წყალი 4 სთ

ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი 4 სთ

ნატრიუმის ლაქტატი ინტრავენური ინფუზიისათვის (1.85% ხსნარი) 4 სთ

რინგერის ხსნარი 3 სთ

ჰარტმანის ხსნარი 3 სთ

კალიუმის ქლორიდისა (0.3%) და ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის 3 სთ

კოკლავის მომზადებული ხსნარი (საინექციო წყალი; ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის) სტაბილურობას ინარჩუნებს 8 საათის განმავლობაში 5°C-ზე შენახვის შემთხვევაში.

მომზადებული საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას ოთახის ტემპერატურის მიღწევისთანავე.

კოკლავი ნაკლებად სტაბილურია ისეთ გამხსნელებში, რომლებიც გლუკოზას, დექსტრანს ან ნატრიუმის ბიკარბონატს შეიცავენ. ხსნარი წვეთოვნად უნდა იქნას შეყვანილი მომზადებიდან 3-4 წუთის განმავლობაში.

დაუშვებელია ანტიბიოტიკის ნებისმიერი ნარჩენი ხსნარის გამოყენება!

კოკლავის ფლაკონები არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისათვის!

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გვერდითი მოვლენები სუსტად ვლინდება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა: ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად – ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.

ადგილობრივი რეაქციები: თრომბოფლებიტი ინექციის ადგილას.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

Don`t copy text!