მთავარი წაკითხვა გვერდი 581

კანამიცინი (აქტიური ნივთიერება) – KANAMYCIN – КАНАМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია Mycobacterium tuberculosis მიმართ. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Proteus spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Providencia spp.,  ასევე ზოგიერთ გრამდადებით მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.

ჩვენებები

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით,
  • ტუბერკულოზი.

დოზირების ჟიმი

არატუბერკულოზური ინფექციის დროს მოზრდილებში კუნთებში ან ინტრავენურად 500 მლ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. სადღეღამისო დოზა 1-1.5 გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გ. ინტერვალი შეყვანის შორის 12 საათი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2 გ. მკურნალობის კურსი – 5-7 დღე.

ბავშვებში პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში, მაქსიმალური დღეღამური დოზა – 15 მგ/კგ 2-3-ჯერ დღეში.

ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში – 1 გ ერთხელ დღეში; ბავშვებში – 15 მგ/კგ.

პრეპარატი შეჰყავთ ყოველდღე 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს – შესვენებით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

პლევრის და სახსრის ღრუში შეყავთ 10-50 მლ 0.25% ხსნარი.

პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას პრეპარატის 1-2 გ იხსნება 500 მლ სადიალიზო სითხეში. თირკმელების უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება და შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სმენის ნერვის ნევრიტი, მიკროჰემატურია, ალბუმინურია.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* სმენის ნერვის ნევრიტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ შეიძლება კანამიცინის დანიშვნა სტრეპტომიცინთან, მონომიცინთან, ნეომიცინთან, გენტამიცინთან, ფლორიმიცინთან.

კანამიცინი – KANAMYCIN – КАНАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

KANAMYCIN

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: კანამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ამინოგლიკოზიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 10 მლ, გამხსნელთან (ამპულაში 5 მლ) კომპლექტში

1 ფლ.

კანამიცინის სულფატი …………..   1 გ

 

ვრცლად კანამიცინი (მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

კანაზოლი – KANAZOL – КАНЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

KETOCONAZOLE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 2%: ტუბში 40 გ

1 გ

კეტოკონაზოლი …………..    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, პოლისორბიდი 60, იზოპროპილი, პოლისორბიდი 80.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კანაზოლი წარმოადგენს სინთეზურ იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულს, იგი ხასიათდება ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედებით დერმატოფიტების, საფუარების, დიმორფული სოკოების და ეუმიცეტების მიმართ. პრეპარატი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ხელს უწყობს სხვა ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებას სოკოს მემბრანაში, რითაც ხორციელდება მისი ფუნგიციდური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

კრემის გამოყენების დროს კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ განიცდის სისტემურ აბსორბციას, ხანგრძლივი გამოყენების დროს მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

  • კანისა და რქოვანას სოკოვანი დაავადებები;
  • სისტემური მიკოზები;
  • დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ უბანზე  თხელ ფენად დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოქმედებები:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

კამპტო – CAMPTO – КАМПТО

საერთაშორისო დასახელება:

IRINOTECAN

მწარმოებელი: RHONE-POULENC RORER

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალკალოიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ

1 მლ 1 ფლ.

ირინოტეკანი ………….     20 მგ 40 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ

1 მლ 1 ფლ.

ირინოტეკანი …………….  20 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ახდენს იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. სპეციფიური ინჰიბიტორია დნმ–ტოპოიზომერაზა I, არღვევს დნმ–ის რეპლიკაციას. ციტოსტატიკური აქტიობა დამოკიდებულია დროზე და სპეციფიურია S ფაზისთვის.

ჩვენებები:

ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზირებული კოლორექტალური სიმსივნე (როცა 5–ფტორურაცილი უეფექტოა).

მიღების წესი და დოზირება:

ვენაში წვეთოვნად 30–90წთ–ის მანძილზე 3 კვირაში 1–ჯერ.   საშუალო დოზა – 350მგ/კვ.მ. პრეპარატის საჭირო მოცულობას ხსნიან 250მლ 0.9% NaCl–ის ან 5%–იან დექსტროზას ხსნარში და კარგად ურევენ. თუ პირველი ინფუზიის შემდეგ ვითარდება უსიმპტომო ნეიტროპენია (ნეიტროფილების რიცხვი –500მკლ–ზე ნაკლები), ნეიტროპენია ცხელებასთან და ინფექციურ გართულებასთან ერთად (ნეიტროფილების რიცხვი – 1 ათასი/მკლ), მძიმე დიარეა, მაშინ დოზას ამცირებენ 300მგ/კვ.მ–მდე,

მითითებული გართულებების განმეორებით განვითარების შემდეგ –  250მგ/კვ.მ–მდე. მკურნალობას არ აგრძელებენ მანამ, სანამ პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს 1.5 ათას/მკლ.

პაციენტებში, ანამნეზში მძიმე ასიმპტომური ნეიტროპენიით (500/მკლ–ზე ნაკლები), ცხელება ან ინფექცია დაკავშირებული ნეიტროპენიასთან , აუცილებელი დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დათრგუნვა (ნეიტროპენია – 1.5 ათასი/მკლ– ზე ნაკლები, თრომბოციტოპენია), ჰიპერბილირუბინემია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ქრონიკული ენტერიტი, ნაწლავური გაუვალობა.

სიფრთხილით:

ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დარღვევა (მათ შორის, მიმდინარე სხივური ან ქიმიოთერაპიის ფონზე), მწვავე ინფექციური დაავადება ვირუსული, სოკოვანი  ან ბაქტერიული ბუნების (მათ შორის, ჩუტყვავილა შემომსალტველი ლიქენი), ღვიძლის უკამრისობა, სხივური თერაპია (ანამნეზში მუცლის ღრუს ან მენჯის მიდამოში); ლეიკოციტოზი;

პაციენტები , რომელთანაც კარნოვსკის ინდექსი შეადგენს 50%, მატულობს დიარეის განვითარების რისკი;

ფილტვების დაავადება, სუნთქვის უკმარისობა;

ასაკი (ხანშიშესული), ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

გვერდითი მოვლენები:

სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა.

ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი.

ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე).

სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე).

ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და  უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა.

მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს.

მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობა ტარდება სპეციალიზებულ საავადმყოფოში, რომელსაც სხვადსხვა პროფილის განყოფილებები აქვს, კვალიფიციური ონკოლოგის მეთვალყურეობით.

თერაპიას წყვეტენ დაავადების პროგრესირებისთანავე.

ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით აღინიშნება მძიმე და ფებრილური ნეიტროპენიის რისკის განვითერება.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და კაცებმა მკაცრად უნდა დაიცვან კონტრაცეფციის წესები როგორც მკურნალობის დროს, ისე მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის მანძილზე. დიარეა, განვითარებული ციტოსტატიკების ფონზე, ვითარდება პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ–ის შემდეგ 5 დღის მანძილზე.

მკურნალობის დროს პერიფერიული სისხლის ყოველკვირეული კონტროლია საჭირო.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ფლაკონის გახსნისთანავე. გამხსნელის შერევის შემდეგ პრეპარატი სტაბილური რჩება 12 სთ–ის მანძილზე 15–250C ტემპერატურაზე ან 24 სთ 2–80C ტემპერატურაზე.

მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ურთიერთქმედება:

სამკურნალო საშუალებები, რომელიც თრგუნავს სისხლწარმოქმნას, აძლიერებენ ლეიკოპენიისა და თრომბოციტიპენიის განვითარების რისკს. სხივური თერაპია აღრმავებს მიელოდეპრესიის ხარისხს. გლუკოკორტიკოსტეროიდები ამაღლებენ ლიმფოციტოპენიის და ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს (განსაკუთრებით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით ან გლუკოზის აუტანლობით).

დიურეტიკებს შეუძლიათ დიარეის და ღებინების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაციის გაღრმავება.

იმუნოდეპრესანტები (მათ შორის, აზატიოპრინი, ქლორამბუკოლი, გლიკოკორტიკოსტეროიდები, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, მერკაპტოპურინი, მურომონაბ–CD3) ინფექციური გართულებების განვითარების რისკს ზრდიან.

პრეპარატის გამოყენებისას ცოცხალ ან ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ვაქცინის ვირუსის რეპლიკაცია (ვაქცინის გვერდითი ეფექტის გაძლიერება) და დაქვეითდეს ანტისხეულების გამომუშავება (აუცილებელია იმუნიზაციაზე უარი პრეპარატის მიღებიდან 3–12 თვის მანძილზე).

კამისტად ბეიბი – KAMISTAD Baby Gel – КАМИСТАД БЭБИ ГЕЛЬ

მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG, 61118 ბად ვილბელი, გერმანია

გელი, რომელიც გამოიყენება კბილების ამოჭრისას. როდესაც პირველი კბილები ამოიჭრება ჩვილი ხდება გაღიზიანებული, ტირის, ვერ იძინებს და ცოტას ჭამს.

„კამისტად ბეიბი“ დაეხმარება თქვენს პატარას:

სუფთა თითით ან ბამბიანი ჩხირით ნაზად წაუსვით ბარდისხელა რაოდენობის გელი ჩვილის ღრძილებს 2-3-ჯერ დღეში და მსუბუქად დაამასაჟეთ. ამის გაკეთება უმჯობესია, როდესაც პატარას უკვე აჭამეთ და ლოგინში აწვენთ დასაძინებლად.

•    გვირილის ნაზი და მკურნავი ზემოქმედება

•    იცავს მგრძნობიარე ღრძილებს

•    აგრილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

•    თაფლის სასიამოვნო გემოთი

•    არ შეიცავს შაქარს

კამელოტი – CAMELOT – КАМЕЛОТ

საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი……………..       7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი …………………15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამედის ჯგუფს.

ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანასა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს.

მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია.

იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.

ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებეს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ჩვენებები:

  • სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი.

მიღების წესი და დოზირება:

რევმატიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.

ისტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.

გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ-დღეში. თირკმლების ფუნქციას უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-წე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

*თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);

* ორსულობა, ლაქტაცია;

* ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;

* მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.

* პეპტიური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.

*პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე, პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.

* ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება. მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.

* პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.

* მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს: აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტრეოიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი;

-ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში – სისხლდენის განვითარების რისკი;

-მეტოტრექსატთან ერთად – მიელოდეპრესიის გაძლიერება;

– დიურეზულ საშუალებებთან – თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;

– ციკლოსპორინთან – ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

კამელინი – CAMELIN – КАМЕЛИН

მწარმოებელი: კამელინი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კამელინი M-1 და კამელინი M-2: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

კამელინი M-3: ანთების საწინააღმდეგო ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კამელინიM-1

საინექციო ხსნარი 35%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M 35%, საინექციო წყალი 65%. სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-2

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M – 0.25 გ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი – 0.25 გ.

სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-3

მალამო 5%: ტუბში 25 გ

შემადგენლობა:

კამელინი M Camelinum M (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) – 1.25 მლ; თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) -23.75 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კამელინს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. კამელინის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. კამელინი იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T-ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში. T ჰელპერებისა და T ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და TC უჯრედების შემცირებაში.

კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე, კამელინი აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანებულ ადგილას.

ჩვენებები:

კამელინის ხსნარი და კაფსულები გამოიყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულირება, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:

  • ვირუსული ინფექციები;
  • ბაქტერიული ინფექციები;
  • სიმსივნური დაავადებები;
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
  • პოლინეიროპათიები;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ტრავმები.

კამელინის მალამო:

  • კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები; ტროფიკული წყლულები, ფურუნკული პანარიციუმი, ნაწოლები.

მიღების წესი და დოზირება:

საინექციო ხსნარი:

ინექციები კეთდება დღეში 2-ჯერ ინტრამუსკულარულად, 2.2 მლ დილა-საღამოს. კამელინი შეჰყავთ დუნდულო კუნთში ღრმა, ნელი ტემპით, წყვეტილად, 20-25 წმ-იანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი – 20 დღე. კურსებს შორის შესვენება – 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

კაფსულები:

კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად. მკურნალობის კურსი – 20 დღე. კურსებს შორის შესვენება – 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

მალამო:

მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კამელინი თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ დასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი დამზადების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი  გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

 

კამაგრა – KAMAGRA – КАМАГРА

გენერიული დასახელება:

Sildenafil citrate

მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

25, 50 ან 100 მგ სილდენაფილის ციტრატი

პრეპარატი წარმოადგენს ცისფერ, მრგვალ, წახნაგოვან ტაბლეტებს, ერთ მხარეზე წარწერით AP, ხოლო მეორეზე- KGR.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი უზრუნველყოფს სექსუალურ სტიმულაციას, იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ერექციას. კამაგრა არ ზრდის სექსუალურ ლტოლვას და არ გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვის დროს. პრეპარატის მოქმედება იწყება 30 წთ-დან 1 სთ-მდე. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ჩვენება:

  • ერექციის გაუმჯობესება.

უკუჩვენება:

* პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ ზემგრძნობელობა;

* ნიტრატების გამოყენება;

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, გადატანილი ინფარქტის, ინსულტის;

* სასქესო სისტემის დაავადების, მტკივნეული ერექციის;

* პეპტიკური წყლულის;

* პიგმენტური რეტინოპათიის;

* სისხლის შედედების დარღვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში სქესობრივ აქტამდე 1 სთ-ით ადრე. დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე დღეში.

ღვიძლისა და თიკმლების პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მინიმალური დოზით-25 მგ დღეში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული კამაგრას გამოყენება ნიტრატებთან, ხოლო ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად – თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვა: 4 ტაბლეტი

კალციუმფოლინატი-ებევე – CALCIUMFOLINAT-EBEWE – КАЛЬЦИУМФОЛИНАТ-ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM FOLINATE

მწარმოებელი: EBEWE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდოტური საშუალება-ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტი. ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების მაკორექტირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

კალციუმის ფოლინატი ………….    15 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ფოლინატი…………….10 მგ 30 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ. 1 ფლ.

კალციუმის ფოლინატი ……………. 10 მგ 100 მგ

 

ვრცლად კალციუმის ფოლინატი(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

კალციუმის ქლორიდი-დარნიცა – CALCII CLORIDE-DARNITSA – КАЛЬЦИЯ ХЛОРИД-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CHLORIDE

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტების ხსნარი; საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის სისტემაზე და ჰემოპოეზზე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი10%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ქლორიდი …………….. 100 მგ 500 მგ