Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 582

კამელინი – CAMELIN – КАМЕЛИН

მწარმოებელი: კამელინი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კამელინი M-1 და კამელინი M-2: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

კამელინი M-3: ანთების საწინააღმდეგო ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კამელინიM-1

საინექციო ხსნარი 35%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M 35%, საინექციო წყალი 65%. სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-2

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M – 0.25 გ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი – 0.25 გ.

სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-3

მალამო 5%: ტუბში 25 გ

შემადგენლობა:

კამელინი M Camelinum M (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) – 1.25 მლ; თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) -23.75 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კამელინს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. კამელინის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. კამელინი იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T-ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში. T ჰელპერებისა და T ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და TC უჯრედების შემცირებაში.

კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე, კამელინი აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანებულ ადგილას.

ჩვენებები:

კამელინის ხსნარი და კაფსულები გამოიყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულირება, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:

  • ვირუსული ინფექციები;
  • ბაქტერიული ინფექციები;
  • სიმსივნური დაავადებები;
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
  • პოლინეიროპათიები;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ტრავმები.

კამელინის მალამო:

  • კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები; ტროფიკული წყლულები, ფურუნკული პანარიციუმი, ნაწოლები.

მიღების წესი და დოზირება:

საინექციო ხსნარი:

ინექციები კეთდება დღეში 2-ჯერ ინტრამუსკულარულად, 2.2 მლ დილა-საღამოს. კამელინი შეჰყავთ დუნდულო კუნთში ღრმა, ნელი ტემპით, წყვეტილად, 20-25 წმ-იანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი – 20 დღე. კურსებს შორის შესვენება – 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

კაფსულები:

კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად. მკურნალობის კურსი – 20 დღე. კურსებს შორის შესვენება – 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

მალამო:

მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კამელინი თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ დასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი დამზადების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი  გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

 

კამაგრა – KAMAGRA – КАМАГРА

გენერიული დასახელება:

Sildenafil citrate

მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

25, 50 ან 100 მგ სილდენაფილის ციტრატი

პრეპარატი წარმოადგენს ცისფერ, მრგვალ, წახნაგოვან ტაბლეტებს, ერთ მხარეზე წარწერით AP, ხოლო მეორეზე- KGR.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი უზრუნველყოფს სექსუალურ სტიმულაციას, იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ერექციას. კამაგრა არ ზრდის სექსუალურ ლტოლვას და არ გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვის დროს. პრეპარატის მოქმედება იწყება 30 წთ-დან 1 სთ-მდე. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ჩვენება:

  • ერექციის გაუმჯობესება.

უკუჩვენება:

* პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ ზემგრძნობელობა;

* ნიტრატების გამოყენება;

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, გადატანილი ინფარქტის, ინსულტის;

* სასქესო სისტემის დაავადების, მტკივნეული ერექციის;

* პეპტიკური წყლულის;

* პიგმენტური რეტინოპათიის;

* სისხლის შედედების დარღვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში სქესობრივ აქტამდე 1 სთ-ით ადრე. დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე დღეში.

ღვიძლისა და თიკმლების პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მინიმალური დოზით-25 მგ დღეში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული კამაგრას გამოყენება ნიტრატებთან, ხოლო ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად – თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვა: 4 ტაბლეტი

კალციუმფოლინატი-ებევე – CALCIUMFOLINAT-EBEWE – КАЛЬЦИУМФОЛИНАТ-ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM FOLINATE

მწარმოებელი: EBEWE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდოტური საშუალება-ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტი. ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების მაკორექტირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

კალციუმის ფოლინატი ………….    15 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ფოლინატი…………….10 მგ 30 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ. 1 ფლ.

კალციუმის ფოლინატი ……………. 10 მგ 100 მგ

 

ვრცლად კალციუმის ფოლინატი(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

კალციუმის ქლორიდი-დარნიცა – CALCII CLORIDE-DARNITSA – КАЛЬЦИЯ ХЛОРИД-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CHLORIDE

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტების ხსნარი; საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის სისტემაზე და ჰემოპოეზზე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი10%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ქლორიდი …………….. 100 მგ 500 მგ

 

კალციუმის ფოლინატი – CALCIUMFOLINATE – КАЛЬЦИУМФОЛИНАТ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება ფოლის მჟავას ანტაგონისტების ანტიდოტს (ფოლინის მჟავა წარმოადგენს ფოლის მჟავას აქტიურ, ქიმიურად აღდგენილ წარმოებულს). კალციუმის ფოლინატი ამცირებს ფოლის მჟავის ანტაგონისტების თერაპიულ და ტოქსიკურ ზემოქმედებას (მაგ. მეტოტრექსატი) სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დროს, ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის აღდგენას და ავსებს ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტს.

ფარმაკოკინეტიკა

იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, გროვდება ღვიძლში და განიცდის მასში და ნაწლავების ლორწოვან გარსში მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, მეტაბოლიზმის ხარისხი და სიჩქარე უფრო მაღალია მისი პერორალური მიღებისას, ვიდრე პარენტერული გზით შეყვანის დროს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. მისი ელიმინაცია ხორციელდება თირკმელებით.

ჩვენებები

  • მეტოტრექსატის ტოქსიკური მოქმედების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მეგალობლასტური ანემიის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით;
  • მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს პალიატიური მკურნალობა (კომბინაციაში ფტორურაცილთან).

დოზირების რეჟიმი

კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად მეტოტრექსატის ინტრავენური ინფუზიის დრო (12-15 გ/კვ.მ. 4 საათში ერთხელ). გასათვალისწინებელია თირკმელების გამომყოფი ფუნქციის მდგომარეობა, კრეატინინის და მეტოტრექსატის კონცენტრაციის სისტემატიური კონტროლი პლაზმაში (მინიმუმ ერთხელ დღეში).

– მეტოტრექსატის ნორმალური გამოყოფისას (მისი დონე პლაზმაში შეადგენს 10 მკM შეყვანიდან 24 საათის შემდეგ, 1 მკ M შეყვანიდან 72 საათის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ (დაახლოებით 10 მგ/კვმ) პერორალურად, ინტრავენურად და კუნთებში 6 საათში ერთხელ 60 საათის განმავლობაში (10 დოზა, დაწყებული 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან).

– მეტოტრექსატის შენელებული გამოყოფისას (მეტოტრექსატის დონე აღემატება 0.2 მკM შეყვანიდან 72 საათის შემდეგ და 0.05 მკM შეყვანიდან 96 სთ-ის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ პერორალურად, ინტრავენურად და კუნთებში 6 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება 0.05მკM-ზე ნაკლები.

– მეტოტრექსატის ორგანიზმიდან ადრეული შენელებული გამოყოფისა (მეტოტრექსატის დონე 50მკM და მეტი 24 საათის შემდეგ, 5 მკM და მეტი 48 საათის შემდეგ ან კრეატინინის დონის გაზრდა პლაზმაში 100%-ით 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან), კალციუმის ფოლინატის დანიშვნა წარმოებს დოზით 150 მგ ინტრავენურად 3 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება 1 მკM-ზე ნაკლები. შემდგომში კალციუმის ფოლინატი შეყავთ 15 მგ ინტრავენურად 3 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05მკM-ზე უფრო ქვევით.

– აუცილებელია ერთდროული ჰიდრატაცია და ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა (სანამ შარდის pH არ გახდება 7.0 და უფრო მეტი), სანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05 მკM-ზე უფრო ქვევით.

– გამოხატული ტოქსიკური მოვლენების დროს, კალციუმის ფოლინატით მკურნალობა გრძელდება დამატებით კიდევ 24 საათი (14 თანმიმდევრული დოზა 84 საათის განმავლობაში). არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის პარენტერული შეყვანა. თუ 24 სთ-ის განმავლობაში კრეატინინის მნიშვნელობა პლაზმაში გაიზარდება 50%-ით, ან თუ მეტოტრექსატის დონე 24 სთ-ის შემდეგ აჭარბებს 0.05 მკM, კალციუმის ფოლინატის დოზას ზრდიან 100 მგ/კვ.მ ყოველ 3 სთ-ში, სანამ მეტოტრექსატის დონე არ გახდება 0.01მკM-ზე ნაკლები.

– მეგალობლასტური ანემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით, კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 1 მგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პერორალური მიღებისას – გულისრევა, ღებინება (ამ შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ პარენტერულად).

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინი B12-ის დეფიციტით.

ორსულობა და ლაქტაცია

აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს პრეპარატის გამოყენების სარგებლობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვის. ლაქტაციის პერიოდში – საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მეტოტრექსატით მკურნალობისას, როდესაც აღინიშნება ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები და ლაბორატორიული ცვლილებები, უნდა გამოირიცხოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედებისას, რომლებიც აფერხებენ მეტოტრექსატის გამოყოფას, ან გამოდევნიან მას პლაზმის ალბუმინებთან კავშირიდან.

♦ კალციუმის ფოლინატი სიფრთხილით ინიშნება ასციტის, დეჰიდრატაციის, ექსუდატური პლევრიტის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.

♦ მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

♦ მეტოტრექსატის შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას კალციუმის ფოლინატით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან შეიძლება გაახშიროს ეპილეფსიური შეტევების სიხშირე, ვინაიდან კალციუმის ფოლიანტი ამცირებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება

– კალციუმის ფოლიანტის და ფენობარბიტალის, ან დიფენინის ერთდროული გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტის შემცირებას.

– პრეპარატის ფტორურაცილთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის თერაპიულ და ტოქსიკურ მოქმედებას.

კალციუმის გლუკონატის ხსნარი 10% – SOL. CALCII GLUCONAS 10% – РАСТВОР КАЛЬЦИЯ ГЛЮКОНАТ10%

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM GLUCONATE

მწარმოებელი: J S C FARMAK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

კალციუმის გლუკონატი ………..    10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: კალციუმის გლუკონატი ავსებს სისხლში კალციუმის იონების დეფიციტს, რომელიც შემცირებულია მრავალი პათოლოგიური პროცესების შედეგად. სისხლში კალციუმის გამოხატული ნაკლებობა იწვევს კრუნჩხვების განვითარებას. იმის გარდა, რომ კალციუმის გლუკონატი სისხლს ამარაგებს კალციუმით, იგი ამცირებს აგრეთვე სისხლძარღვების განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. პრეპარატი კალციუმის ქლორიდისაგან განსხვავებით იშვიათად ავლენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კუნთებში, ასევე კანქვეშ. კალციუმის იონები აღწევენ პლაცენტურ ბარიერს და დედის რძეში. კალციუმის გლუკონატი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება პარათირეოიდული ჯირკვლების უკმარისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის შემთხვევაში (ხანგრძლივი დეჰიდრატაციის დროს);

როგორც დამხმარე საშუალება ალერგიული დაავადებების (შრატისმიერი დაავადება, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა) და სამკურნალო საშუალებების შედეგად გამოწვეული ალერგიული გართულებებისას, აგრეთვე

სისხლძარღვების განვლადობის შესამცირებლად სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესების (ანთებითი პროცესის ექსუდაციური ფაზა, ჰემორაგიული ვასკულიტი, სხივური დაავადება და სხვა) დროს.

კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარენქიმატოზური ჰეპატიტის, ღვიძლის ტოქსიური დაზიანების, ნეფრიტის, ეკლამფსიის, სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატებისას, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემური ფორმის დროს, კანის დაავადებების (კანის ქავილი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა) დროს, აგრეთვე როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები;

როგორც ანტიდოტი იგი გამოიყენება მაგნიუმის მარილით, მჟაუნმჟავასა და მისი ხსნადი მარილებით, ასევე ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატის 10%-იანი ხსნარი შეყავთ ვენასა და კუნთებში დოზით 5-10 მლ დაავადებისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ყოველდღიურად, დღეგამოშვებითი ან 2 დღის შემდეგ მდგომარეობის მიხედვით.

ბავშვებში პრეპარატის კუნთებში შეყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელი ნეკროზი. ბავშვებში ასაკის მიხედვით პრეპარატი შეყავთ 1-დან 5 მლ-მდე ვენაში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული თრომბოზების მიმართ მიდრეკილების შემთხვევაში, სისხლის შრატში კალციუმის შემადგენლობის მომატების შემთხვევაში, გამოხატული ათეროსკლეროზისა და სისხლის გაძლიერებული შედედების დროს.

სიფრთხილეა საჭირო: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში თერაპიულ დოზებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მკურნალ ექიმს.

კალციუმის გლუკონატით შპრიცის ავსებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს უკანასკნელი არ შეიცავს ეთილის სპირტის ნარჩენებს, რაც იწვევს ნალექის წრმოქმნას. კალციუმის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მცირდება კალციუმის არხების ბლოკატორების მოქმედება. ვერაპამილის მიღებამდე და/ან მის შემდეგ კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა ამცირებს ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, მაგრამ გავლენას არ ახდენს მის ანთიარითმიულ ეფექტზე. ქინიდინისა და კალციუმის გლუკონატის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ქინიდინის ტოქსიურობის მომატება. საგულე გლიკოზიდებისა (კორგლიკონი, ცელადინი, სტროფანტინი) და კალციუმის გლუკონატის პარენტერალური გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელია კარდიოტოქსიური მოქმედება. ტეტრაციკლინისა და კალციუმის გლუკონატის ერთდროული პერორალური გამოყენებისას მოსალოდნელია ტეტრაციკლინის მოქმედების ეფექტურობის შემცირება მათი შეწოვის შემცირების გამო.

განსაკუთრებული მითითებანი:

მიღების წინ პრეპარატი უნდა შეთბეს სხეულის ტემპერატურის მიხედვით. მოზრდილებსა და ბავშვებში შეყავთ პრეპარატი ნელა 2-3- წთ-ის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციტონინი, რომელიც შეყავთ ვენაში სტაციონარის პირობებში დღეში 5-10 სე-ის 1 კგ სხეულის წონაზე (პრეპარატს ანზავებენ 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეყავთ წვეთოვანი გზით, 6 სთ-ის განმავლობაში, 2-4 მიღებაზე).

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გულის მუშაობის სიხშირის შენელება, პირის ღრუში წვის შეგრძნება, შემდეგ კი მთლიანად სხეულში, რომლებიც დამოუკიდებლად და სწრაფად ქრება.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

კალციუმის გლუკონატი-დარნიცა (ტაბლეტები) – CALCII GLUCONATE-DARNITSA – КАЛЬЦИЯ ГЛЮКОНАТ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM GLUCONATE

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

კალციუმის გლუკონატი ……….     0.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალციუმის იონები მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემის, ასევე გლუვი და განივზოლებიანი კუნთების, გულის კუნთის მუშაობის პროცესების განხორციელებაში. კალციუმის იონები აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებისათვის, სისხლის შედედების პროცესისათვის, აგრეთვე სხვა სისტემებისა და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება მრავალი პათოლოგიური პროცესის შედეგად, ხოლო გამოხატული ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის განვითარებას. კალციუმის გლუკონატი, ჰიპოკალციემიის ნიველირების გარდა, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი შიგნით მიღებისას შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში პასიური დიფუზიის გზით და ნაწილობრივ აქტიური ტრანსპორტის მექანიზმით. სისხლში იგი იმყოფება იონიზირებულ და შეკავშირებულ მდგომარეობაში. ფიზიოლოგიური აქტივობა გააჩნია იონიზირებულ კალციუმს, რომლის დეპოს წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილი. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, უპირატესად კი – ფეკალიებით. ორგანიზმში 1 გ კალციუმის მოხვედრის უზრუნველსაყოფად  აუცილებელია 11 გ კალციუმის გლუკონატი.

ჩვენებები:

კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის  (ნაწილობრივ ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს), აგრეთვე

როგორც დამატებითი საშუალება ალერგიული დაავადებებისა და წამლისმიერი ალერგიების სამკურნალოდ.

პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული სისხლძარღვთა განვლადობის შემცირების, ღვიძლის ტოქსიური დაზიანების, პარენქიმატოზური ჰეპატიტის, ნეფრიტის, ეკლამფსიის, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემიური ფორმის, კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამატებითი ჰემოსტაზური საშუალება, და აგრეთვე  ანტიდოტის სახით მაგნიუმის მარილებით, მჟაუნმჟავათი და მისი ხსნადი მარილებით და ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლისას.

მიღების წესი და დოზირება:

კალციუმის გლუკონატის ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ მოზრდილებში დოზით 1-3 გ (2-6 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0,5 გ, 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 გ; 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-1,5 გ; 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,5-2 გ; 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2-3 გ. ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად მოსალოდნელია ყაბზობა, ხანდახან ვითარდება ობსტრუქტიული პროცესები ნაწლავებში, რაც განპირობებულია კალციუმის კონკრემენტების ფორმირებით.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერკალციემიის, გამოხატული ჰიპერკალციურიის, თირკმელების გამოხატული უკმარისობის, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების, აგრეთვე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კალციუმს შესწევს უნარი შეამციროს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ფტორის პრეპარატების აბსორბცია მათთან ერთდროული გამოყენებისას.

ვიტამინ P-ს და პრეპარატის ერთდროული გამოყენება ზრდის კალციუმის შეწოვას.

კალციუმის მაღალი დოზით პერორალურად დანიშვნამ შესაძლებელია გააძლიეროს დიგოქსინის არითმოგენური ეფექტი.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები, თუმცა მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, რაც არ იწვევს ჰიპერკალციემიის განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში უმნიშვნელო ჰიპერკალციემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან შარდ-კენჭოვანი დაავადების არსებობისას, რაც მოითხოვს შარდში კალციუმის ექსკრეციის დონის რეგულარულ შემოწმებას.

პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ შარდში კონკრემენტების წარმოქმნისადმი რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის გამოყენება.

საჭმლის-მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის შეწოვა შესაძლებელია შემცირდეს ზოგიერთი სახის საკვების (მარცვლეული, ისპანახი, რძე ან რძის ნაწარმი) ზემოქმედებით.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდბეული.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან  დაცულ ადგილას 18-25° C ტემპერატურაზე.

კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტე – CALCIUM-D3 NYCOMED FORTE – КАЛЬЦИУМ-D3 НИКОМЕД ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

მწარმოებელი: NYCOMED PHARMA AS, ნორვეგია

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი+კალციუმის კარბონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის გემოთი: ფლაკლონში 30, 60 და 120 ც

1 ტაბ.

ქოლეკალციფეროლი …………..       400 სე

კალციუმის კარბონატი …………………1.25 გ

მათ შორის კალციუმი …………..     500 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, პოლოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი. მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავსებს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, სისხლის შედედებაში, ნერვული გამტარებლობისა და კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში, გულის სტაბილური მუშაობის შენარჩუნებაში.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კალციუმის სრულ შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა:

D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში.

კალციუმისა და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გაძლიერებულ გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ, ძვლის გაძლიერებული რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორია.

D3 ვიტამინის შეწოვა წვრილ ნაწლავებში ხდება. იონიზირებული ფორმით კალციუმის შეწოვა წვრილი ნაწლავების პროქსიმალურ ნაწილში D-ვიტამინდამოკიდებული აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით ხდება.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:

  • ოსტეოპოროზი (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათური და სხვა კლინიკური ფორმები), მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა, ასევე მისი გართულებების დროს (ძვლების მოტეხილობები) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
  • კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 2 ტაბ. დღეში (დილით და საღამოს), ხოლო

ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს დოზირებასა და  მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით. ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს, მთლიანად გადაიყლაპოს ან გავადნოთ პირში.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში. იშვიათად ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია;

* ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი;

* დეკალცინირებადი სიმსივნეები, როგორიცაა მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი;

* კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში ან შარდში;

* შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იზრდება კალციუმისა და D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება.

ორსულობის პერიოდში: სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 სე D ვიტამინს.

ლაქტაციის პერიოდი: კალციუმი და D3 ვიტამინი ხასიათდებიან დედის რძეში განვლადობით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ხდებოდეს.

* კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ფენილალანინად გარდაიქმნება. ამიტომ პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის არ შეიძლება.

*12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული.

* პაციენტები, რომლებიც კალციუმი D3 ნიკომედი ფორტესთან ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აგრეთვე ვინც ხანგრძლივად ღებულობს კალციუმის პრეპარატებს, აუცილებელად უნდა აკონტროლებდნენ კალციუმისა და კრეატინინის რაოდენობას სისხლში.

* სისხლში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია D3 ვიტამინის მიღების დამატებითი წყაროების გათვალისწინება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს: ანორექსია, წყურვილის გრძნობა, პოლიურია, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რეკომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ: ფუროსემიდის), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– D3 ვიტამინის აქტივობა მცირდება ფენიტოინისა და ბარბიტურატების ერთდროული მიღებისას.

– საგულე გლიკოზიდების ერთდროული მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს კონტროლი და დაკვირვება კლინიკურ მდგომარეობაზე, რადგან კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება გამოიწვიონ. კალციუმისა და D3 ვიტამინის პრეპარატებმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ტეტრაციკლინის შეწოვა გაზარდოს.

ამიტომ დროის ინტერვალი ტეტრაციკლინის რიგის პრეპარატების მიღებასა და კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.

– ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის ნორმალური შეწოვისათვის რეკომენდებულია ამ პრეპარატების მიღებასა და კალციუმი- D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი შეადგენდეს არანკლებ 2 საათს.

– კორტიკოსტეროიდები ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს საჭიროა კალციუმი- D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.

– ქოლესტირამინის, ან მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე დამზადებული საფაღარათო საშუალების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს D ვიტამინის შეწოვა.

– თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი, რადგანაც ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას; ხოლო ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები პირიქით აძლიერებენ კალციუმის გამოყოფას თირკმელებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კალციუმი-D3 ნიკომედი – CALCIUM-D3 NYCOMED – КАЛЬЦИУМ-D3 НИКОМЕД

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

მწარმოებელი: NYCOMED PHARMA AS, ნორვეგია

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი+კალციუმის კარბონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ფორთოხლის გემოთი: ფლაკონში 20, 50 და 100 ც

1 ტაბ.

ქოლეკალციფეროლი ……   200 სე

კალციუმის კარბონატი………  1.25 გ

მათ შორის კალციუმი………500 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, იზომალტი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, ფორთოხლის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავსებს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალაზაციაში, სისხლის შედედებაში, ნერვული გამტარებლობისა და კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში. გულის სტაბილური მუშაობის შენარჩუნებაში.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კალციუმის სრულ შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა:

D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში.

კალციუმისა და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გაძლიერებულ გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ, ძვლის გაძლიერებული რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორია.

D3 ვიტამინის შეწოვა წვრილ ნაწლავებში ხდება. იონიზირებული ფორმით კალციუმის შეწოვა წვრილი ნაწლავების პროქსიმალურ ნაწილში D ვიტამინდამოკიდებული აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით ხორციელდება.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:

  • არასრულფასოვან კვებასთან დაკავიშირებული კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობისას, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და D3 ვიტამინის რაოდენობა საკმარისი არ არის;
  • კალციუმისა და D3 ვიტამინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 12 წლის ასაკის ზევით. ინტენსიური ზრდის პერიოდში;
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისას და როგორც დამატება ოსტეოპოროზის ნებისმიერ სპეციფიკურ თერაპიაზე.

მიღების წესი და დოზირება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებს ენიშნებათ 2 ტაბ. დღეში (დილით და საღამოს) ან ინდივიდუალურად კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით. ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს, მთლიანად გადაიყლაპოს ან გავადნოთ პირში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად – ყაბზობა, მეტეორიზმი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერკალციემია, როგორც ჰიპერპარათირეოზის შედეგი (პირველადი ან მეორადი);

* ვიტამინის ჰიპერდოზირება;

* დეკალცინირებადი სიმსივნეები, როგორიცაა მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი;

* კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში ან შარდში;

* შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის უკმარისობა;

* ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იზრდება კალციუმისა და D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება.

კალციუმი D3 ნიმკომედის მიღება ნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თუმცა აუცილებელია კალციუმისა და D ვიტამინის სხვა წყაროებიდან დამატებით მიღების გათვალისწინება და მუდმივი სამედიცინო კონტროლის ჩატარება.

განსაკუთრებული მითითებები:

* კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის არ შეიძლება.

* თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის (ჩვეულებრივ აღენიშნებათ ასაკოვან ადამიანებს) ან უმნიშვნელო ჰიპერკალციურიის მქონე პირებში აუცილებელია შარდსა და სისხლში კალციუმის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი. გარდა ამისა, აუცილებელია შარდში გამოყოფილი კალციუმის კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კენჭები თირკმელში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპერკალციურიის განვითარება.

* თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკების მიმღებ პაციენტებს იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება აღენიშნოთ ჰიპერკალციემია. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს.

ჭარბი დოზირება:

დოზის მწვავე ან ქრონიკული გადაჭარბებისას გაცილებით სერიოზულ შედეგად ითვლება D ვიტამინისადმი ჰიპერმგრძნობელობით განპირობებული ჰიპერკალციემიის განვითარება. ტოქსიკური ეფექტი შესაძლებელია განვითარდეს დღე-ღამეში 200 საღეჭი ტაბლეტის მიღებისას.

სიმპტომები: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი (ამ დროს კალცუმის დონე სისხლში დაახლოებით 2,6 მმოლ/ლ-ს აღწევს), შესაძლებელია გულის წასვლა და კომის განვითარება. პოლიდიფსია და პოლიურია თირკმლის შესაძლო დაზიანებაზე მიგვითითებს.

მკურნალობა: აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საჭიროა ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა და დიეტის დაცვა კალციუმის რაოდენობის შეზღუდვით. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების ან სხვა სპეციალური თერაპიის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კალციუმმა შეიძლება ტეტრაციკლინის რიგის, ფთორის ან რკინის შემცველი პრეპარატების აბსორბცია გაძლიეროს. ამიტომ კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტების მიღება აუცილებელია ზემოთაღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 3 საათით ადრე ან შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კალციუმი+ვიტამინი C – CALCIUM+VITAMIN C – КАЛЬЦИУМ+ВИТАМИН С

მწარმოებელი: NATUR PRODUKT

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 12 ც.

 

Don`t copy text!