Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 592

იბუსილი – IBUSYL – ИБУСИЛ

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: MARION BIOTECH PVT

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი .................200 მგ

1 ტაბ.

იბუპროფენი .................400 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბუპროფენი – IBUPROFEN – ИБУПРОФЕН

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: TROGE MEDICAL

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი ...............400 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბუპრომი – IBUPROM – ИБУПРОМ

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: US PHARMACIA INTRENATIONAL

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი .......... 200 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბიფენი – IBIFEN – ИБИФЕН

საერთაშორისო დასახელება:
KETOPROFEN

მწარმოებელი:
IBI Lorencin, იტალია

მოქმედი ნივთიერება:
კეტოპროფენი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონმჟავას წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ფლაკონში 25 ც.

1 კაფს.

კეტოპროფენი ...............      50 მგ


ვრცლად კეტონალი

იბანდრონის მჟავა – IBANDRONIC ACID – ИБАНДРОНОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

იბანდონის მჟავა წარმოადგენს ბიფოსფონატების ჯგუფის ძვლის ქსოვილის რეზორბციის ინჰიბიტორს.

იგი შერჩევით მოქმედებს ძვლის ქსოვილზე, რაც განპირობებულია მისი მაღალი აფინურობით ძვლის მინერალური კომპონენტების მიმართ. პრეპარატი თრგუნავს ძვლის ქსოვილის გაძლიერებულ რეზორბციას. იგი ხასიათდება მაინჰიბირებელი მოქმედებით ჰიპერკალციემიით მიმდინარე სიმსივნურ ოსტეოლიზზე.

ჩვენებები

  • ჰიპერკალციემიით მიმდინარე სიმსივნური დაავადებები.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ჰიპერკალციემიის სიმძიმის ხარისხზე და სიმსივნის ტიპზე. ვენაში ინფუზიის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 2-4 მგ-ს მისი ერთჯერადი შეყვანისას.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში პირველი შეყვანისას ან ჰიპერკალციემიის რეციდივის დროს შესაძლებელი ხდება პრეპარატის განმეორებითი შეყვანა.

პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას 2-4 მგ დოზით რეციდივის განვითარებამდე პერიოდი შეადგენს 18-19 დღეს.

გვერდითი მოვლენები

ხშირად გრიპის მსგავსი სინდრომი (ცხელება, შემცივნება ძვლების და კუნთების ტკივილი), პლაზმაში ფოსფატების კონცენტრაციის შემცირებით მიმდინარე კალციუმის ექსკრეციის შემცირება თირკმელების საშუალებით; შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, ჰიპოკალციემია; ცალკეულ შემთხვევებში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ცვლილებები.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების მძიმე უკმარისობა (შრატის კრეატინინი - 5 მგ/დლ, ან 442 მკმოლი/ლ-ში).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები მისი ზემოქმედების შესახებ რეპროდუქციულ სისტემაზე.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სხვა ბიფოსფონატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

♦  პრეპარატით მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმელების ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი.

♦  სისხლის მიმოქცევის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში რეკომენდებულია ჭარბი ჰიდრატაციისაგან თავის შეკავება.

♦  ბიფოსფონატების გამოყენება ბრონქული ასთმით და აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს ბრონქოსპაზმს.

♦  კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

♦  პრეპარატის შეყვანა არტერიაში დაუშვებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბიფოსფონატები სიფრთხილით ინიშნება ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში, რადგან აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები ამცირებენ კალციუმის რაოდენობას სისხლის პლაზმაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აგრეთვე არსებობს ჰიპომაგნიემიის განვითარების რისკი.

იარინა – IARINA – ИАРИНА

საერთაშორისო დასახელება: DROSPIRENONE; ETHINYLESTRADIOL

მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმინერალოკორტიკოიდული და ანტიანდროგენული მოქმედების მონოფაზური ორალური კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 21 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

დროსპირენონი ...................           3 მგ

ეთინილესტრადიოლი ......           0.003 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მოდიფიცირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონ 25000, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსი პროპილმეთილცელულოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დაბალდოზიანი მონოფაზური კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი ანტიმინერალოკორტიკოიდული და ანტიანდროგენული თვისებებით თრგუნავს ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციას, ამუხრუჭებს ფოლიკულის მომწიფებას და აბრკოლებს ოვულაციის პროცესს. ზრდის ცერვიკალური ლორწოს სიბლანტეს, რითაც აძნელებს სპერმატოზოიდის შეღწევას საშვილოსნოში.

დროსპირენონს გააჩნია ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობა, რის გამოც არ იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, მათ შორის წონის მატებას. დროსპირონონი ხელს უშლის ესტროგენებით გამოწვეული ნატრიუმის შეკავებას, ახასიათებს კარგი ამტანობა და დადებითად მოქმედებს მენსტრუაციისწინა სინდრომზე.

დროსპირენონი ეთინილესტრადიოლთან კომბინაციაში აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს და ზრდის მსლს-ის დონეს. დროსპირენონს ახასიათებს ანტიანდროგენული აქტივობა და ამცირებს აკნესა და სებორეის გამოვლინების ხარისხს. ხელს არ უშლის ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის დონის მატებას, რაც განაპირობებს ენდოგენური ანდროგენების შეკავშირებასა და ინაქტივირებას.

დროსპირენონს არ გააჩნია ანდროგენული, ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა, რაც ანტიმინერალოკორტიკოიდულ და ანტიანდროგენულ აქტივობასთან ერთად უზრუნველყოფს მისი ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილის დიდ მსგავსებას ნატურალურ პროგესტერონთან.

არსებობს მონაცემები ენდომეტრიუმისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკის შემცირების შესახებ.

იარინას მიღების ფონზე მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, იკლებს მტკივნეული მენსტრუაციების რიცხვი, მცირდება მენსტრუალური გამონადენის ინტენსივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკა:

დროსპირენონი

შეწოვა:   ტაბლეტის მიღების შემდეგ დროსპირენონი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დროსპირენონი Cmax-ს აღწევს 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს (1 ტაბლეტი იარინას მიღების შემდეგ) 37 ნგ/მლ-ს. დროსპირენონის ბიოშეღწევადობა მერყეობს 76-85% შუალედში.

განაწილება: პრეპარატის მიღების შემდეგ შეინიშნება მისი კონცენტრაციის ორფაზური დაქვეითება სისხლის პლაზმაში (T1/2 0.6± 0.7და T1/2 27.0 ± 7.5 შესაბამისად).

დროსპირენონი უკავშირდება მხოლოდ შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება ჰშპგ ან კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელ გლობულინს (კშგ), ამიტომ ესტროგენებით ინდუცირებული ჰშპგ მატება არ მოქმედებს მის შეკავშირებაზე პლაზმის ცილებთან. საშუალო Vd შეადგენს 3.7±1.2 ლ/კგ-ს. მუდმივი მიღებისას Cmax მიიღწევა მე-4 -მე-7 დღეს და შეადგენს მიახლოებით 60 ნგ/მლ-ს. კონცენტრაციის შემდგომი ზრდა შეიმჩნევა პრეპარატის მიღების 1-6 ციკლის შემდეგ.

მეტაბოლიზმი: ორგანიზმში დროსპირენონი ბიოტრანსფორმირდება მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს დროსპირენონის მჟავა ფორმებს, წარმოებულს ღია ლაქტონური რგოლით და 4.5-დი-ჰიდრო-დროსპირენონ-3-სულფატებს, რომელიც წარმოიქმნება P450 ციტოქრომისისტემის იზოფერმენტების მონაწილეობის გარეშე.

გამოყოფა: დროსპირენონის კლირენსი სისხლის შრატიდან შეადგენს 1.5± 0.2. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაწლავებითა და თირკმელებით შეფარდებით 1.2:1.4. მეტაბოლიტებისათვის T1/2 შეადგენს დაახლოებით 40 სთ-ს.

ეთინილესტრადიოლი

შეწოვა: ტაბლეტის მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეთინილესტრადილი Cmax-ს აღწეს 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს (1 ტაბლეტი იარინას მიღების შემდეგ) 100 პგ/მლ-ს. შეწოვის პროცესში ინტენსიური მეტაბოლიზმისა და ღვიძლში პირველადი გავლის შედეგად ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობა მერყეობს 36-59%-ში.

განაწილება: წონასწორობა მიიღწევა პირველი ციკლის მეორე ნახევარში, ამასთან Css 40-60%-ით აჭარბებს ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას იარინას ერთჯერადი მიღების შემდეგ. ეთინილესტრადიოლის დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან (უპირატესად ალბუმინებთან) შეადგენს 98%-ს.

Vd უდრის 5 ლ/კგ-ს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ეთინილესტრადიოლი ბიოტრანსფორმირდება ორგანიზმში. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდითა და ნაღველით შეფარდებით 4:6. T1/2 შეადგენს 24 სთ-ს. ელიმინაციის ფაზაში T1/2 მერყეობს 6.8-დან 26.1 სთ-მდე.

ჩვენებები:

  • კონტრაცეპცია (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება).
  • გამოიყენება აკნეს, სებორეის, ორგანიზმში სითხის ჰორმონული შეკავების დროს.

დოზირების რეჟიმი:

პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, 21 დღის განმავლობაში. საჭიროა ტაბლეტის მიღება ბლისტერზე მითითებული კვირის დღეების მიხედვით.

შემდგომ უნდა გაკეთდეს 7 დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან ტაბლეტის მიღების განახლება ახალი შეფუთვიდან. შესაბამისად, ყოველი ახალი შეფუთვის მიღებას იწყებენ კვირის ერთსა და იმავე დღეს, ხოლო მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა დაიწყება მიახლოებით თვის ერთსა და იმავე დღეს.

მშობიარობის შემდეგ: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 3 კვირის შემდეგ თუ დედა ძუძუთი არ კვებავს ბავშვს და 6 თვის შემდეგ ლაქტაციის შემთხვევაში.

აბორტი პირველ ტრიმესტრში: პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება აბორტის გაკეთების დღიდან.

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას: იარინას მიღების დაწყება შეიძლება იმ დღის შემდეგ, როცა ქალი მიიღებს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო ტაბლეტს (ანუ ტაბლეტებს შორის შესვენება არ კეთდება). თუ მიმდინარე შეფუთვა შეიცავს 28 დრაჟეს, იარინას მიღების დაწყება შეიძლება უკანასკნელი აქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ დღეს. იარინას მიღების დაწყება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ჩვეულებრივ 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 ტაბლეტის შემცველი პრეპარატებისათვის) ან უკანასკნელი არააქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ (შეფუთვაში 28 ტაბლეტის შემცველი პრეპარატებისთვის).

- მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას (მინი-პილი): მინი-პილის მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დღეს და შემდეგი დღიდან შეიძლება დაიწყოს იარინას მიღება.

ტაბლეტის მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.

- ინექციური კონტრაცეპციიდან ან იმპლანტიდან გადასვლისას: იარინას მიღება იწყება იმ დღიდან, როდესაც უნდა გაკეთებულიყო შემდგომი ინექცია ან იმპლანტის ამოღების დღეს. ტაბლეტის მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.

- გამოტოვებული ტაბლეტის მიღება: მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლები: ამ შემთხვევაში იარინას კონტრაცეპციული მოქმედება ინახება. ტაბლეტის მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი ტაბლეტი ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.

- ქალმა მორიგი ტაბლეტის მიღება დააგვიანა 12 საათზე მეტი: ამ შემთხვევაში იარინას კონტრაცეპციული ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ყოველი ახალი გამოტოვებული ტაბლეტი კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეპციულ საიმედობას.

- ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვის საწყისი ან ბოლო დრაჟეების გამოტოვების შემთხვევაში. ამ დროს ქალმა შეიძლება იხელმძღვანელოს შემდეგი წესებით: გამოტოვებულია შეფუთვის ერთ დრაჟეზე მეტი: საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

- ერთი ტაბლეტი გამოტოვებულია პრეპარატის მიღების პირველ და მეორე კვირას: ქალმა გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას) და შემდეგი ტაბლეტი უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. შემდეგი 7 დღის განმავლობაში ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები. თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა ტაბლეტის გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება. საჭიროა ექიმთან სასწრაფო კონსულტაცია.

- ერთი ტაბლეტი გამოტოვებულია პრეპარატის მიღების მესამე კვირაში: ქალმა გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას) შემდეგი ტაბლეტი უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. შემდგომი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე, ამგვარად შეფუთვებს შორის შესვენება არ იქნება. მოხსნის სისხლდენა ნაკლებ სავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება მეორე შეფუთვის ტაბლეტები, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი და სისხლდენები პრეპარატის მიღებისას.

- თუ შეფუთვების მიღებებს შორის შესვენებისას მოსალოდნელი მენსტრუაცია არ იწყება. უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ახალი შეფუთვის მიღების დაწყებამდე საჭირო ექიმთან კონსულტაცია.

რეკომენდაციები ღებინებისა და დიარეის შემთხვევაში: თუ ღებინება ან დიარეა აღინიშნა იარინას ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში, აქტიური ნივთიერებები შეიძლება სრულად არ შეიწოვოს. ეს სიტუაცია ჰგავს პრეპარატის მიღების გამოტოვებას. ამიტომაც ქალმა უნდა გამოიყენოს გამოტოვებული ტაბლეტის ინსტრუქციები.

- მენსტრუაციის დაწყების გადადება: ქალს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ იარინას შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებს მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე. ამ შეფუთვის ტაბლეტის მიღების გაგრძელება ქალს შეუძლია იმდენ ხანს, რამდენსაც მოინდომებს ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება. თუ ქალს სურს, რომ დაეწყოს მენსტრუაცია, მან უნდა შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება. მეორე შეფუთვიდან იარინას ტაბლეტების მიღების დღეებში შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები. შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ.

- მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება: თუ ქალს სურს მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა, უნდა შეამოკლოს (მაგრამ არ გაზარდოს) შეფუთვებს შორის თავისუფალი დროის ინტერვალი. მაგალითად, თუ ქალის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და ქალს სურს, რომ შემდგომში იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე), შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. თუ ტაბლეტის მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება (მაგალითად, 3 დღე ან ნაკლები), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის ტაბლეტების მიღებისას აღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იარინას მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია:

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, პირღებინება.

სასქესო სისტემა: ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები.

ენდოკრინული სისტემა: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, ლიბიდოს ცვლილება, სხეულის მასის ცვლილება.

ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, შაკიკი, გუნება-განწყობილების ცვლილება/დაქვეითება.

სხვა: კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა; მხედველობის დარღვევები, კანის გამონაყარი, კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა, გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზური სიყვითლე, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები);

*თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) აწმყოში ან ანამნეზში;

*ანამნეზში შაკიკი ადგილობრივი ნევროლოგიური სიმპტომებით;

*შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;

*ვენური ან არტერიული თრომბოზის მრავლობითი ან გამოხატული რისკ ფაქტორები, მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ან გულის კორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

*ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიემიით;

*ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის მძიმე დაავადებები (მანამდე სანამ ღვიძლის ტესტები ნორმაში არ ჩადგება);

*აწმყოში ან ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);

*ამჟამად არსებული ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე;

*გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა;

*ლაქტაციის პერიოდი (პირველი 6 თვე);

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატ იარინას ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

*ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ქირურგიული ოპერაციები ფეხებზე, ფართო ტრავმები.

თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად იჩენს თავს იარინას მიღებისას, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

*იარინას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ იარინას გამოყენება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, ქალს შეიძლება ესაჭიროებოდეს ექიმის დაკვირვება. იარინას მიღების დაწყებამდე ქალმა ექიმს უნდა აცნობოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი მდგომარეობების ან დაავადებების არსებობის შესახებ: მოწევა; შაქრიანი დიაბეტი; სხეულის მომატებული მასა; მაღალი არტერიული წნევა; ვენების ანთება (ზედაპირული ვენების ფლებიტი); თრომბოზებით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დაარღვევით (მათ შორის ინსულტი) დატვირთული გენეტიკური ანამნეზი; შაკიკი აურით; ეპილეფსია; აწმყოსა ან წარსულში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (გენეტიკურ ანამნეზში); სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით დატვირთული გენეტიკური ანამნეზი; ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები; კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, სისტემური წითელი მგლურა (სწმ); ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას); ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია; დაავადებები, რომელიც პირველად ჩნდება ან ღრმავდება ორსულობის დროს ან ადრე სასქესო ჰორმონების მიღების ფონზე (მაგალითად სმენის დაკარგვა, პორფირია, ორსულობის ჰერპესი, სიდენგამის ქორეა); ქლოაზმა (კანზე მოყვითალო-ყავისფერი უბნები, განსაკუთრებით სახეზე) აწმყოში ან წარსულში. მათი არსებობის შემთხვევაში ქალი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერ გამოსხივებას.

მენსტრუაციებს შორის სისხლდენები: როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, იარინას მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარული სისხლდენები (მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები). ქალმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები და ტაბლეტის მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად. საშოდან არარეგულარული სისხლდენები ჩვეულებრივ წყდება იარინას მიმართ ქალის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ პრეპარატის მიღების 3 ციკლის შემდეგ). თუ ეს დარღვევები გრძელდება, უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.

მორიგი მენსტრუაციის არარსებობა: თუ ქალი ყველა ტაბლეტს სწორად იღებდა, ქალს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს, ორსულობის შესაძლებლობა დაბალია. იარინას მიღება უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად.

თუ ქალს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია, მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს. იარინას შემდეგი შეფუთვის მიღება არ შეიძლება ორსულობის გამორიცხვამდე.

როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია და რეგულარული გამოკვლევები: პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩატარდეს ზოგადი სამედიცინო კვლევები (მათ შორის სარძევე ჯირკვლისაც) და ცერვიკალური ლორწოს ციტოლოგიური გამოკვლევა გამოირიცხოს ორსულობა და სისხლის შედედების დარღვევები. იარინას ხანგრძლივი გამოყენებისას პროფილაქტიკური საკონტროლო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ.

ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

- ჯანმრთელობის ცვლილება;

- თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ფეხზე დადებულია თაბაშირი), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4-6 კვირით ადრე);

- საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში;

- თუ ქალს დაავიწყდა პირველი კვირის შეფუთვიდან ტაბლეტის მიღება და სქესობრივი კავშირი ჰქონდა მანამდე 7 დღით ადრე;

- თუ ქალს 2-ჯერ ზედიზედ არ ჰქონია მორიგი მენსტრუაცია ან იგი ეჭვობს, რომ ორსულადაა (ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება).

პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ ქალმა:

- შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები: პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულოდ ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი, შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, დიპლოპია; მეტყველების დარღვევა ან აფაზია; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის შესუსტება ან დაკარგვა; “მწვავე მუცლის” სიმპტომოკომპლექსი; ფეხის ძლიერი ტკივილი ან ფეხის უეცარი შეშუპება;

- გეგმიური ოპერაციები (6 კვირით ადრე მათ ჩატარებამდე), იმობილიზაცია; აღნიშნულ შემთხვევებში იზრდება თრომბოზის განვითარების რისკი;

- ჰეპატიტი, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება, ორსულობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, ვაგინალური სისხლდენა.

მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია. ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს იარინას ეფექტურობა. მათ მიეკუთვნება პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის (მაგ. პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსიკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი), ტუბერკულოზის (მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი და აივ ინფექციის სამკურნალოდ (რიტონავირი); ზოგიერთი ანტიობიტიკები (მაგალითად ამპიცილინი, ტეტრაციკლინები, გრიზეოფულვინი) ასევე კრაზანას ფუძეზე დამზადებული წამლები (რომლებიც ძირითადად დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობის დროს გამოიყენება).

იარინას და ატფ-ის ინჰიბიტორების. ანგიოტენიის, კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების, ალდოსტერონის ანტაგონისტების, ინდომეტაცინის ერთდროული მიღებისას არსებობს თეორიული ალბათობა ჰიპერკალიემიის განვითარებისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

იანუვია – JANUVIA – ЯНУВИЯ

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME THE NETHERIANDS

მოქმედი ნივთიერება: სიტაგლიპტინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

Dipeptidyl peptidase 4 ინჰიბიტორები

გამოშვების ფორმა: 100მგ ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერმენტ დიპეპტიდილპეპტიდაზას 4–ის ინჰიბირებთ იგი ზრდის ინკრიტინების ჯგუფის ორი ცნობილი ჰორმონის აქტივობას, როგორიცაა გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ – 1 და გლუკოზა დამოკიდებული ინსულინოტროპული პეპტიდი.

ინკრიტინების სახეობის ჰორმონები სეკრეტირდებიან ნაწლავში დღის განმავლობაში, ხოლო მათი დონე საკვების მიღების საპასუხოდ მატულობს. ინკრიტინები, გლუკოზის ჰომეოსტაზის რეგულაციის შინაგანი ფიზიოლოგიური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. სისხლის გლუკოზის ნორმალური ან მომატებული დონის დროს ინკრიტინების ჯგუფის ჰორმონები ხელს უწყობენ ინსულინის სინთეზს, და ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედებით მისი სეკრეციის გაზრდას. გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ–1 ასევე ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა–უჯრედებით გლუკაგონის მომატებული სეკრეციის დათრგუნვას. გლუკაგონის კონცენტრაციის დაქვეითება ინსულინის მომატების ფონზე ხელს უწყობს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში გლიკემიის შემცირებას იწვევს.

ჩვენებები:

  • მე–2 ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) შაქრიანი დიაბეტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

*ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* ტიპი–1 შაქრიანი დიაბეტი;

* დიაბეტური კეტოაციდოზი;

* 18 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები:

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ნაზოფარინგიტი, თავის ტკივილი, ფაღარათი, ართრალგია;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი;

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: შარდმჟავას უმნიშვნელო მომატება.

დოზირება: პერორალურად 100მგ ერთხელ დღეში.

იანგ გე რონ–2 – YANG GE RON-2 – Янг Ге Рон -2

წამლის ფორმა:

კაფსულა

შემადგენლობა:

ჟენ–შენის მშრალი ექსტრაქტი 88,0 მგ, Extractum Ginseng siccum;

ჩიტიევივას მშრალი ექსტრაქტი 92,0მგ. Extractum Epidemii siccum;

კელაპტარის მშრალი ექსტრაქტი 8,0მგ. Extractum Orobanchae siccum;
დარიჩინის მშრალი ექსტრაქტი 8,0მგ,  Extractum Cinnamomi siccum;  
ატრაქტილოდესის მშრალი ექსტრაქტი 12,0მგ, Extractum Atracylodis siccum;
რემანის მშრალი ექსტრაქტი 20,0 მგ. Extractum Rehmanniae siccum;

ცისტანხეს მშრალი ექსტარქტი 16,0მგ. Exstractum Cistanchae siccum;

ხიდიუმის მშრალი ექსტრაქტი 16,0მგ, Extractum Chidii siccum ;

კორეული ჟოლოს მშრალი ექსტრაქტი 12,0მგ, Extractum Rubi siccum;
როდიოლას მშრალი ექსტრაქტი 20,0მგ. Extractum Rhodiolae siccum;
აკანტოპანაქსის მშრალი ექსტრაქტი 16,0 მგ, Extractum Acanthopanaxidis siccum.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (The International Pharmacopenia: Third edition: Voliume 4) Saccharum lactis საჭირო რაოდენობით 320მგ კაფსულის შიგთავსის მისაღებად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ერექციის ფუნქციის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატში შემავალი სამკურნალო მცენარეების სპეციალური კომბინაციისათვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით იგი მაღალეფექტურია სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული იმპოტენციის სამკურნალოდ. პრეპარატი აძლიერებს სექსუალურ პოტენციას, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, გამოიყენება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. იგი მიიღება როგორც ერთჯერადად, ასევე სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

ჩვენება:

სქესობრივი ფუნქცის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა).

უკუჩვენება:

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერტონიითა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით, ალკოჰოლთან ერთად და წნევის დამაქვეითებალ საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

სახის ჰიპერემმია 30 წთ–დან 3 სთ–მდე 3%–ში, თავის ტკივილი 2%–ში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის სრული ეფექტურობის შესანარჩუნებლად ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება არ არის სასურველი, აგრეთვე პრეპარტის გამოყენების დროს არ უნდა იქნას მიღებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება:

მამაკაცში სქესობრივი უძლურების დროს სქესობრივი აქტის სტიმულირებისათვის: გამოიყენება 2 კაფსულა სქესობრივ აქტამდე 30–50 წთ–ით ადრე თბილი წყლის მიყოლებით. იღებენ დღში ერთხელ, ჭამიდან არანაკლებ 1 სთ–ის შემდეგ. თუ პრეპარატის მიღებიდან 8–16 სთ–ის შემდეგ ერექცია სუსტია, შესაძლებელია დამატებით 1 კაფსულის მიღება. ჩვეულებრივ პრეპარატს იყენებენ დღეში ერთხელ ყოველ 1–3 დღეში. პირველი ნორმალური ერექციის შემთხვევაში, გამოყენებისათვის საკმარისია 2 კაფსულა.

მკურნალობის კურსი:

მამაკაცებში არასრულფასოვანი სქესობრივი ფუნქციით (1–2 სქესობრივი აქტი 1–2 თვის განმავლობაში) საკმარისია 6–12 კაფსულა 12–24 დღის განმავლობაში (2 კაფსულა 2–3 დღეში ერთხელ) მიღების შემდეგ.

ქალებში  პრეპარატი გამოიყენება სექსუალური დარღვევების დროს (სექსუალური აქტის დროს სექსუალური აგზნების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება). იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას, ასუფთვებს და ნაზს ხდის სახის კანს.

მკურნალობის კურსი შეადგენს 6–12 კაფსულას 12–24 დღის განმავლობაშ (2 კაფსულა 2–3 დღეში ერთხელ). მიღების წესი ისეთივეა როგორიც მამაკაცებში.

შეფუთვა:

2 კაფსულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი ინსტრუქციასთნ ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება ოთხის ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შ.პ.ს. „ჯორჯიან კორეან ფარმაცეუტიკალ კომპანი“, საქართველო.

თურმანიძის მალამო – UNGUENTUM TURMANIDZE – МАЗЬ ТУРМАНИДЗЕ

მწარმოებელი: TURMANIDZE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედების პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 25 გ

მცენარეული კომბინირებული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასითებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესები კარბუნკულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი;

პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები;

ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან–ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული, პოსტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.

პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.

გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიციტი.

მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.

ხმარების წესი:

ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. საჭიროების შემთხვევაში ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა 24 სთ–ში ერთხელ.

გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8–10 სთ–ში ერთხელ.

პროქტოლოგია: ჰიგიეური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოსი ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2–ჯერ დღეში. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება მშრალ გრილ ადგილას.

წამლის ფორმა:

25 გრ. ალუმინის ტუბები

ყვითელი შეფუთვა – თურმანიძის მალამო ანტისეპტიური.

ლურჯი შეფუთვა – თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის.

თუთიის (ცინკის) მალამო – ZINC OINTMENT – ЦИНКОВАЯ МАЗЬ

საერთაშორისო დასახელება:

ZINC OXIDE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო საშუალება

მოქმედი ნივთიერება:

თუთიის ოქსიდი

სამკურნალო ფორმა:

მალამო, მაზი გარეგანი გამოყენების, პასტა გარეგანი გამოყენების.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების საშუალება, ახდენს გამშრობ, ადსორბციულ, შემკვრელ და ანტისეპტიურ მოქმედებას. წარმოქმნის ალბუმინატებს და ცილების დენატურაციას იწვევს. დაზიანებულ ზდაპირზე დატანისას მცირდება ექსუდაცია, ანთება და ქსოვილის გაღიზიანება, წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ბარიერი.

ჩვენებები:

  • „საფენის“ დერმატიტი, გამოყელვა, ნაოფლი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, დერმატიტი, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები; ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი, სტრეპტოდერმია, ტროფიკული წყლულები.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

არ აღნიშნულა

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი; მაზის, პასტის, მალამოს სახით.

დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოირეცხოს და გაშრეს. მაზი დააქვთ დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად 4–6–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 1 თვე. დატანილი მაზის რაოდენობა განისაზღვერება დაზიანებული კერის ფართით.

დამწვრობისა და ჭრილობის მკურნალობისას – გამოიყენება მაზიანი ნახვევი.

ბავშვებში გამოიყენება საპროფილაქტიკოდ, როცა სხეული დიდი ხნის მანძილზე შეხებაშია სველ თეთრეულთან.

განსაკუთრებული მითითებები:

მაზი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. არ დაუშვათ თვალში მოხვედრა.

Don`t copy text!