Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 593

იზოდინიტი – ISODINIT – ИЗОДИНИТ

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE DINITRATE

მწარმოებელი: BALKANPHARMA-DUPNITSA

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება, ორგანული ნიტრატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

იზოსორბიდის დინიტრატი ……  10 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

იზოსორბიდის დინიტრატი …     20 მგ

ვრცლად კარდიკეტი

იზო-მაკი რეტარდი – ISO-MACK RETARD – ИЗО МАК РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE DINITRATE

მწარმოებელი: HEINRICH MACK, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი, ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20ც.

1 კაფს.

იზოსორბიდის დინიტრატი…….. 20 მგ

1 კაფს.

იზოსორბიდის დინიტრატი…….. 40 მგ

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, შელაკი, ეთილცელულოზა, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127), ინდიგოტინი(E132), იზომაკ რეტარდი 40 მგ დამატებით შეიცავს რკინის ოქსიდს (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი მიეკუთვნება ორგანულ ნიტრატებს. წარმოადგენს პერიფერულ ვაზოდილატორს უპირატესი მოქმედებით ვენურ სისხლძარღვებზე.

ამცირებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, გულზე  პრედატვირთვას (პერიფერიული ვენების გაფართოვება) და პოსტდატვირთვას (რეზისტიული სისხლძარღვების დილატაცია) სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და წნევას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას და ხასიათდება პროლონგირებული ანტიანგინალური ეფექტით.

ჩვენებები:

  • სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი თერაპია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში.
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

დოზირების რეჟიმი:

1 კაფსულა 20 მგ-იანი 2-3-ჯერ დღეში.

40 მგ-იანი 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

სასურველია მიღებებს შორის 6 საათიანი ინტერვალის დაცვა.

ინიშნება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. მკურნალობა იწყება დაბალი დოზით მისი შემდგომში გაზრდით.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, იშვიათად ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით, გულის წასვლით, სტენოკარდიის სიმპტომების გაძლიერებით (პარადოქსული “ნიტრატული” ეფექტი), რაც გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, რომელიც მცირდება რამდენიმე დღეში.

კანის მხრივ: ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები; იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი.

სხვა: შესაძლოა შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.

შენიშვნა:    იზომაკ რეტარდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია, ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ უბნებში სისხლის გადანაწილების გამო, რაც გულის იშემიური დაავადების დროს ხელს უწყობს მისი სისხლით მომარაგების შემცირებას (იშემია).

გვერდითი მოვლენების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები:

*ნიტრონაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, კოლაფსი);

*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი არტერიული ჰიპოტენზიით;

*კარდიოგენული შოკი;

*ვიაგრასთან კომბინირება მკვეთრი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო.

*ჰიპოტენზია (არტერიული წნევა 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე ნაკლები);

*ჰემორაგიული ინსულტი, თავის ქალას ტრავმა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება:

*ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, კონსტრუქციული პერიკარდიტის, პერიკარდის ტამპონადის დროს;

*აგრეთვე ავსების წნევის დაქვეითებისას (მწვავე ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა);

*აორტის და მიტრალური სარქველების სტენოზის დროს;

*სისხლმიმოქცევის რეგულაციის ორთოსტატული დარღვევისას, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით (განსაკუთრებით ხანდაზმულებში);

*ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს.

*იზო მაკ რეტარდი არ გამოიყენება მწვავე ინფარქტის და მწვავე სტენოკარდიის შემთხვევაში.

*ორსულებში და მეძუძურ დედებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა და მუტაგენობა არ არის დადგენილი ექსპერიმენტულად.

*კონცენტრაციული უნარისა და რეაქციის სიჩქარის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს,  ისევე როგორც ალკოჰოლის მიღების ფონზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. მოწამვლა ვლინდება ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვაზოდილატატორები, ჰიპოტენზიური საშუალებები, b ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვიაგრა, ზრდიან ჰიპოტენზიის განვითარების რისკს, ისევე როგორც ალკოჰოლი.

– დიჰიდროერგოტამინთან მისი დანიშვნა ზრდის დიჰიდროერგოტამინის ჰიპოტენზიური მოქმედების ძალას და ამცირებს იზოსორბიდის ანტიანგინალურ თვისებებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იზო-მაკი – ISO-MACK – ИЗО-МАК

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE DINITRATE

მწარმოებელი: HEINRICH MACK NACHF & Co KG

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი, ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

იზოსორბიდის დინიტრატი…….. 20 მგ

1 კაფს.

იზოსორბიდის დინიტრატი ……. 40 მგ

ვრცლად იზო-მაკი რეტარდი

იდეოსი® – IDEOS® – ИДЕОС®

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

მწარმოებელი: Laboratorie INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი. ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: ტუბში 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ტუბი.

1 ტაბ.

კალციუმის კარბონატი ……………………..   1.25 გ,

მათ შორის კალციუმი ……………………..   500 მგ

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)……    400 სე

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ქსილიტოლი პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იდეოსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. პრეპარატი ავსებს ვიტამინ D3-სა და კალციუმის დეფიციტს ორგანიზმში.

ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მის შეღწევას ძვლოვან ქსოვილში.

ჩვენებები:

  • ვიტამინი D3 და კალციუმის დეფიციტის კორექცია ხანდაზმულებში. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისათვის.

დოზირების რეჟიმი:

პრეპარატი ინიშნება დოზით 2 ტაბლეტი დღეში დილას და საღამოს. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა ან ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში ან შარდში ხანგრძლივი მკურნალობისას.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;

*შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის კენჭების წარმოქმნა);

*ოსტეოპოროზი განპირობებული ხანგრძლივი იმობილიზაციით.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 სე ვიტამინ D3-ს.

ორსულობის დროს დაუშვებელია ვიტამინი D3-ის დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიური და ფიზიკური განვითარების დარღვევა.

*პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინიდან ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

– იდეოსით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია კალციურიის კონტროლი. თუ კალციურიის დონე აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.

– მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ D3 დოზა ერთ მიღებაზე შეადგენს 400 სე ვიტამინ D3 და კალციუმის დამატებითი დანიშვნა უნდა იყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კალციემიისა და კალციურიის ყოველკვირეული კონტროლით.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კეთილთვისებიანი გრანულომატოზი, რადგან შესაძლებელია ვიტამინი D3 მეტაბოლიზმის გაძლიერება. ასეთ პაციენტებში აუცილებელია კალციურიისა და კალციემიის კონტროლი;

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა. მათთვის საჭიროა ფოსფორის და კალციუმის ბალანსის კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება ვლინდება ჰიპერკალციურიისა და ჰიპერკალციემიის სახით. პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პოლიდიფსია, პოლიურია, ყაბზობა.

მკურნალობა: კალციუმისა და D3 მიღების შეწყვეტა, რეჰიდრატაცია. ქრონიკულად ვიტამინი D3 დოზის გადაჭარბებამ, ჰიპერკალციემიის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალციფიკაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– საგულე გლიკოზიდები: კალციუმისა და ვიტამინ D3 მიღება აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას (რითმის დარღვევის რისკი). აუცილებელია მკაცრი კლინიკური დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში ელექტროკარდიოგრამის და კალციემიის კონტროლი.

– ბიფოსფონატი, ნატრიუმის ფტორიდი: რეკომენდებულია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა კალციუმის მიღებამდე (ბიფოსფონატისა და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის დაქვეითების რისკი ნაწლავებში).

– თიაზიდური დიურეზული საშუალებები: რეკომენდებულია კალციემიის კონტროლი (ქვეითდება შარდით კალციუმის გამოყოფა).

– ტეტრაციკლინის მიღება: საჭიროა 3 საათიანი შუალედის დაცვა კალციუმის მიღებამდე (შესაძლებელია ტეტრაციკლინის შეწოვის დაქვეითება); მაღალი დოზებით ვიტამინი D3 დამატებითი დანიშვნისას აუცილებელია კალციურიის და კალციემიის ყოველკვირეული კონტროლი.

– ფენიტოინი, ბარბიტურატები: შესაძლებელია ვიტამინ D3 მოქმედების დაქვეითება.

– გლუკოკორტიკოიდები: შესაძლებელია ვიტამინ D3 მოქმედების დაქვეითება.

– საკვები:  შესაძლებელია ურთიერთქმედება საკვებთან (მაგალითად საკვებთან, რომელიც შეიცავს მჟაუნმჟავას, ფოსფატებს, ფიტინის მჟავას).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

იბუჯესიკი – IBUJESIC – ИБУДЖЕСИК

საერთაშორისო დასახელება:
IBUPROFEN
მწარმოებელი: CIPTA, ინდოეთი
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი
კლინკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 400მგ.
1ტაბ შეიცავს:
იბუპროფენი ……….. 400მგ

ვრცლად მიგ 400

იბუფენი – IBUFEN – ИБУФЕН

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: MEDANA PHARMA S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია: ფლაკონში

5 მლ

იბუპროფენი            ……………….100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კრემოფორი RH-40, კარბოქსილირებული მეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, საქაროზა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი,  მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ფორთოხლის გემოს არომატიზატორი, საღებავი: ნარინჯისფერი ყვითელი, საქარინის ნატრიუმის მარილი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იბუპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავის ნაწარმს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი უპირველესად განპირობებულია პროსტრაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. ანთების კერაში პროსტაგლანდინების კონცენტრაციის შემცირებას თან ახლავს ბრადიკინინის, ენდოგენური პიროგენების, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჟანგბადის რადიკალების და NO-ს წარმოქმნის შემცირება. ყველაფერი ეს იწვევს ანთებითი პროცესის აქტივობის დაქვეითებას (იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი), რასაც თან ახლავს ტკივილის რეცეპციის შემცირება (ანალგეზიური ეფექტი).

პროსტაგლანდინების კონცენტრაციის და ცერებროსპინალური სითხის შემცირება იწვევს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციას (ანტიპირეტული ეფექტი). იბუფენი ახდენს ორმაგ ანტიპირეტულ მოქმედებას – ცენტრალური და პერიფერიული.

ცენტრალური მოქმედება მდგომარეობს ცნს-ში ციკლოოქსიგენაზის ბლოკირებაში ანალგეტიკ-ანტიპირეტიკების მიერ, რაც სიცხისდამწევ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს იწვევს, ხოლო ანთების კერაში პროსტაგლანდინების კონცენტრაციის შემცირება – ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას (პერიფერიული მოქმედება).

ტემპერატურის დაწევის ეფექტი იწყება მიღებიდან 30 წუთში, მაქსიმალური მოქმედება ვლინდება 3 საათის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღებისას იბუპროფენის 80%-ზე მეტი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას ერთ საათში აღწევს.

საკვების მიღება იბუპროფენის შეწოვას ანელებს, მაგრამ მისი ბიოშეღწევადობას არ ამცირებს. ბავშვებში იბუპროფენის სუსპენზიის სახით მიღების დროს დოზით 10 მგ/კგ, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში შეადგენს 55 მკგ/მლ. იბუპროფენი საკვებთან ერთად მიღებისას უფრო ნელა შეიწოვება: Tmax ამ დროს 30-60 წუთით ხანგრძლივია, ვიდრე უზმოზე და 1.5-3 საათს შეადგენს.

იბუპროფენი 99%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, რომელთაგან ძირითად ნაწილს ალბუმინი წარმოადგენს.

იბუპროფენის განაწილების მოცულობა მოზრდილებში დაახლოებით 0.12 ლ/კგ სხეულის მასაზე, ხოლო 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში სხეულის მომატებული ტემპერატურით ის უფრო მაღალია და შეადგენს 0.2 ლ/კგ სხეულის მასაზე. ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი ზღუდავს იბუპროფენის შეღწევადობას სინოვიალურ და ზურგის ტვინის სითხეში. ამიტომაც, იბუპროფენი ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში და ხანგრძლივად ნარჩუნდება მასში თერაპიული კონცენტრაციით.

მეტაბოლიზმი: იბუპროფენი ძირითადად ღვიძლში ტრანსფორმირდება.

გამოყოფა: მიღებული დოზის 70-90% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების და მათი გლუკორონის მჟავასთან კონიუგატების სახით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად უცვლელი სახით და ასევე მეტაბოლიტების სახით.

სამკურნალო საშუალება არ კუმულირდება ორგანიზმში.

ჩვენებები:

იბუფენი-სუსპენზია ახდენს სიცხის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, ტკივილი და შეშუპება, მათი წარმოქმნის ადგილზე ზემოქმედების გზით. პრეპარატი იბუფენი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:

  • გაცივება;
  • ანგინა (ფარინგიტი);
  • ბავშვთა ინფექციები სხეულის მომატებული ტემპერატურის თანხლებით;
  • პოსტვაქცინალური რეაქციები.

სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგ შემთხვევებში:

  • ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს;
  • კბილის ტკივილი, კბილების მტკივნეული ამოსვლა;
  • თავის ტკივილი, შაკიკი;
  • ტკივილი კუნთებში სახსრებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შედეგად.

დოზირების რეჟიმი:

პერორალური გამოყენებისათვის 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს.

გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

სამკურნალო საშუალებას იღებენ ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.

შეფუთვას თან ახლავს საზომი კოვზი, რაც პრეპარატის ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა. დოზა დგინდება ბავშვის ასაკის და სხეულის მასის მიხედვით.

იბუფენის ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე 3-4-ჯერ დღე-ღამეში. სუსპენზიის მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატს ნიშნავენ ერთჯერად დოზებში ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით:

ჩვილი ბავშვები 6-დან 12 თვემდე (7.7-9 კგ): 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 150-200 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 1 წლიდან 3 წლამდე (10-15კგ): 5 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 300 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 4 წლიდან 6 წლამდე (16-20 კგ): 7.5 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 450 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 7 წლიდან 9 წლამდე (21-29 კგ): 10 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 600 მგ იპუბროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 10 წლიდან 12 წლამდე (30-40 კგ): 15 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 900 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში).

პოსტვაქცინალური რეაქციების დროს ჩვილ ბავშვებში 3-დან 6 თვემდე: 2.5 2-ჯერ დღე-ღამეში (ჩვეულებრივ, მიიღება 2.5 მლ, მაგრამ აუცილებლობისას განმეორებით მიიღება 6 საათის შემდეგ).

სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკის ზევით. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მისი რეკომენდაციების შესაბამისად. არ შეიძლება რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება. თუ ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმცა, მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს კუჭში დისკომფორტის შეგრძნება.

იშვიათად გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება:

– არასპეციფიური ალერგიული და ანაფილაქტური რეაქციები;

– რეაქციები სასუნთქი ორგანოების მხრიდან, გამოვლენილი ბრონქოსპაზმის ან ხუთვის სახით, ასთმის გამწავებით.

– კანისმიერი რეაქციები გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, სიწითლის, ვაზომოტორული შეშუპების სახით, ძალიან იშვიათად

– ბულოზური დერმატოზი.

– თრომბოციტოპენია.

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები.

ნებისმიერი გვერდითი (უჩვეულო) ეფექტების გამოვლენისას, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

პრეპარატი იბუფენი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

*ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი, ასევე, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად;

*თუ ადრე ადგილი ჰქონდა ალერგიული სიმპტომების გამოვლენას სურდოს. კანზე გამონაყარის ან ბრონქოასთმური რეაქციების სახით აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების დროს;

*კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში;

*სისხლის დაავადებები: ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული დიათეზი;

*გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიროგენაზას დეფიციტი;

*3 თვემდე ნაკლები ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატ იბუფენის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ მანამდე დადასტურებული იყო:

*ბრონქიალური ასთმა, ჭინჭრის ციება;

*ღვიძლის და თირკმლის დაავადებები.;

*ფრუქტოზასადმი თანდაყოლილი შეუთავსებლობა;

*ანამნეზში კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ჭარბი დოზირება:

სამკურნალო საშუალების რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

იბუპროფენის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იბუპროფენის მაღალი დოზა, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება იმ პირობით, რომ ერთდროულად არ მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებები.

ზომები დოზის გადაჭარბებისას: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ტუტოვანი სასმელი, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იბუპროფენი (ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება) არ გამოიყენება ერთდროულად შემდეგ ქვემოთჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან:

– აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან – იმატებს გვერდითი ეფექტების რისკი კუჭ-ნაწლავის მხრიდან;

– ანტიჰიპერტენზიული და დიურეზულ სამკურნალო საშუალებებთან – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ მათი მოქმედების ეფექტის შემცირება;

– ანტიკოაგულანტებთან – მცირერიცხოვანი კლინიკური დაკვირვებები მიუთითებენ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების ზემოქმედება.

– ლითიუმთან და მეტოტრექსატთან – დამტკიცებულია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ პლაზმაში როგორც ლითიუმის, ასევე მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება;

– ზიდოვუდონთან – არსებობს მტკიცებულებები სისხლდენის დროის გახანგრძლივებაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ იბუპროფენს და ზიდოვუდინს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

იბუსილი – IBUSYL – ИБУСИЛ

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: MARION BIOTECH PVT

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი ……………..200 მგ

1 ტაბ.

იბუპროფენი ……………..400 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბუპროფენი – IBUPROFEN – ИБУПРОФЕН

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: TROGE MEDICAL

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი ……………400 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბუპრომი – IBUPROM – ИБУПРОМ

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: US PHARMACIA INTRENATIONAL

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

იბუპროფენი ………. 200 მგ

 

ვრცლად ნუროფენი (დოზირება ინდივიდუალური)

იბიფენი – IBIFEN – ИБИФЕН

საერთაშორისო დასახელება:
KETOPROFEN

მწარმოებელი:
IBI Lorencin, იტალია

მოქმედი ნივთიერება:
კეტოპროფენი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონმჟავას წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ფლაკონში 25 ც.

1 კაფს.

კეტოპროფენი ……………      50 მგ


ვრცლად კეტონალი

Don`t copy text!