Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 622

ეგილოკი® – EGIOLOK® – ЭГИЛОК®

საერთაშორისო დასახელება:

METOPROLOL

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტოპროლოლის ტარტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ბეტა1-ადრენობლოკატორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც

1 ტაბ.

მეტოპროლოლის ტარტრატი .......................    25 მგ

1 ტაბ.

მეტოპროლოლის ტარტრატი ....................      50 მგ

1 ტაბ.

მეტოპროლოლის ტარტრატი ....................   100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ბეტა-ბლოკატორები ეწოდება. ისინი გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.

მეტოპროლოლი ასევე გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის (გულის რითმის აჩქარება ან მისი მოშლა) სამკურნალოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია: გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონალური დაავადებების შედეგად (მათ შორის უეცარი სიკვდილის სიხშირეს ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში;
  • სტენოკარდია: პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში;
  • შემანარჩუნებელი თერაპია: მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის;
  • გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები);
  • ჰიპერთირეოზი (გულის არითმიის სიხშირის შესამცირებლად);
  • შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა;
  • გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.

ეგილოკის ტაბლეტების მიღების წინ არ მიიღოთ ეს ტაბლეტები თუ გაგაჩნიათ:

  • მაღალი მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის და ასევე სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ;
  • ატრიოვენტრიკულური II ან III ხარისხის ბლოკადა;
  • კლინიკურად გამოხატული სინუსური ბრადიკარდია (გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება);
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
  • პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა;
  • გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
  • კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო მეტოპროლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს თუ: გულის შეკუმშვის სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები,  სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლები
  • ბეტა-აგონისტებით მკურნალობა.

პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • გულის გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი) დარღვევა;
  • ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება);
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით 14 დღის განმავლობაში. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.

იმის მიუხედავად, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები უფრო სუსტ ზემოქმედებას ახდენენ სუნთქვაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები, მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი შეძლებისამებრ არ დაენიშნოს პაციენტებს სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით. ბრონქიული ასთმის დროს მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მისი α2-აგონისტებთან ერთად დანიშვნა (ტაბლეტები და/ან აეროზოლური ფორმის სახით) ან უკვე დანიშნული α2-აგონისტების დოზით შეცვლა.

იმის მიუხედავად, რომ სელექტიური ბეტა-ბლოკატორები შედარებით იშვიათად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ნიღბავს ჰიპერგლიკემიის სიმპტომებს, დიაბეტით დაავადებულთათვის ეგილოკის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.

ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობის დროს საჭიროა მეტოპროლოლის დანიშვნა ალფა-ბლოკატორებთან ერთად.

ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის წინ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება მეტოპროლოლის მიღების შესახებ, თუმცა არ არის რეკომენდებული პრეპარატ ეგილოკით მკურნალობის შეწყვეტა.

მიღების წესი და დოზირება:

ეგილოკის ტაბლეტები მიღება შესაძლებელია საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს შუაზე. დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული დოზები:

ჰიპერტენზია: საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

სტენოკარდია: საწყისი დოზაა - 25-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-მდე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.

შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).

არითმია: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-მდე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჰიპერთირეოზი: ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3-4 მიღებაზე.

ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით:

ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-მდე.

შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იყოს 2X100 მგ-დე.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი:

თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს კორექციას.

ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10%). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს (მაგალითად, შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზა არ საჭიროებს კორექციას;

პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).

გვერდითი მოვლენები:

მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა.

ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათ შემთხვევებში - დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად - მეხსიერების დარღვევა და გაბრუება.

გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორთოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაცივება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის ტკივილი, არითმია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა, იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

კანი: გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტო სენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

მგრძნობელობითი ორგანოები: იშვიათად მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში.

წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი.

პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსივობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამომავლობაზე არ გამოვლენილა.

ადამიანზე ჩატარებული კვლევები

აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და სარგებლობის საგულდაგულოდ შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა ნაყოფისა და ახალშობილის მეთვალყურეობა რამდენიმე დღის განმავლობაში (48-72 სთ) მშობიარობის შემდეგ, რადგან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის  შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე, ხოლო ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შედეგად გამოიწვიოს ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ჰიპოგლიკემია.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლი თერაპიული დოზით მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და ნაყოფზე ბეტა-ბლოკატორული ეფექტის ალბათობა დაბალია, ჩვილი მაინც საჭიროებს გულდასმით გამოკვლევას (შესაძლებელია ბრადიკარდია). გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშთს ძუძუს აჭმევთ.

განსაკუთრებული მითითებები:

*თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

*საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:

პერორალური ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინის და ამიოდარონის ტიპის, და ასევე პარასიმპათომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის რისკი).

*სათითურას გლიკოზიდები (ბრადიკარდიის, გამტარებლობის დარღვევის რისკი; მეტოპროლოლი არ მოქმედებს სათითურას პრეპარატების დადებით ინოტროპულ ეფექტზე).

*სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით გუანიტიდინის, რეზერპინის, ალფამეთილდოფას, კლონიდინის და გუანფაცინის ჯგუფები) ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის რისკის გამო.

კლონიდინთან შეთავსების დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ მეტოპროლოლის, და შემდეგ (რამოდენიმე დღის შემდეგ) კლონიდინის მოხსნით. პირველად კლონიდინის მიღების შეწყვეტით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.

*ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები) და ალკოჰოლი (ჰიპოტენზიის რისკი). ნარკოტიკები (გულის მოქმედების დათრგუნვის რისკი).

*α და β - სიმპატომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის რისკი; გულის გაჩერების შესაძლებლობა).

*ერგოტამინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის რისკი).

2 - სიმპატომიმეტიკები (ფუნქციური ანტაგონიზმი).

*არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: ინდომეტაცინი (ანტიჰიპერტენიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა).

*ესტროგენები (შესაძლებელია მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება).

*პერორალური  ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი (მეტოპროლოლს შეუძლია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების მასკირება).

*კურარეს ტიპის მიორელაქსანტები (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება).

*ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად ციმეტიდინი, ალკოჰოლი, ჰიდრალაზინი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი) - მეტოპროლოლის ეფექტის გაძლიერება პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგად.

*ფერმენტების ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი და ბარბიტურატები) - მეტოპროლოლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.

*სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებების, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან MAO-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მაგალითად, თვალის წვეთები) მოითხოვს განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: მეტოპროლოლი გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე - მართოს სატრანსპორტო საშუალებები და შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას (შესაძლებელია თავბრუსხვევა და დაღლილობა). ამიტომ დოზა, რომლის დროსაც დაშვებულია ავტომობილის მართვა და სახიფათო სამუშაოს შესრულება, საჭიროებს ინდივიდუალურ შერჩევას.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულპარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ. - 2 სთ. შემდეგ.

მკურნალობა: გადაჭარბებული დოზირების მკურნალობის სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ინტენსიური თერაპია და პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).

თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ, კუჭის გამორეცხვამ (თუ გამორეცხვა ვერ ხერხდება, შეიძლება ღებინების გამოწვევა გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა) და აქტივირებული ნახშირის შეყვანამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის შეწოვა.

მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გულის უკმარისობის მოსალოდნელი განვითარების დროს საჭიროა ინტრავენურად β1-ანტაგონისტების შეყვანა ინტერვალით 2-5 წუთი ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტების მიღწევამდე. სელექტიური β1 აგონისტების უქონლობის დროს შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღება, საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). გლუკაგონის შეყვანა 1-10 მგ დოზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის შესამსუბუქებლად. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს გულის რითმის პეისმეკერის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას β2-აგონისტის ი/ვ შეყვანით (მაგალითად ტერბუტალინის). ამ ანტიდოტების მიღება შეიძლება თერაპიულზე მაღალი დოზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტეზიული ეფექტი ჩვეულებრივ სუმაციას განიცდის. ასეთი პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის სუმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის უფრო ეფექტური კონტროლისთვის.

მეტოპროლოლის და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს უარყოფითი ნოოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გაძლიერებას. არ არის რეკომენდირებული ვერაპამილის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ეგილოკ® რეტარდი – EGIOLOK® RETARD – ЭГИЛОК® РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

METOPROLOL

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტოპროლოლის ტარტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 აბ.

მეტოპროლოლის ტარტრატი ..........................    50 მგ

1 ტაბ.

მეტოპროლოლოის ტარტრატი ...................        100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შაქრის ბურთულები, კაჟბადის კოლოიდური დიოქსდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტრიეთილციტრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტიური ნივთიერება - მეტოპროლოლი - განეკუთვნება სელეციური ბეტა1-ადრენობლოკატორების ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს მომატებულ არტერიული წნევას. გულის კუნთის სისხლით მომარაგებისა და ჟანგბადით უზუნველყოფის გაუმჯობესებით ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირესა და ინტენსივობას და ზრდის დატვირთვების ამტანობას; ახდენს არითმიის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სტენოკარდია, მ.შ. სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა;
  • მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობები, გულის რითმის დარღვევები (როგორებიცაა სინუსური ტაქიკარდია, ზედაპარკუჭოვანი არითმიები, პარკუჭების ექსტრასისტოლია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა კომპენსაციის სტადიაში;
  • გულის ფუნქციის ნორმალიზება ფარისებრი ჯირკვილს მომატებული ფუნქციის ფონზე და გულის ფუნქციური დარღვევების დროს;
  • შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;

ეგილოკ რეტარდის გამოყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ხოლო მიოკარდის ინფარქტის შემდეგ - ამცირებს განმეორებითი ინფარქტის განვითარების ალბათობას და სიკვდილიანობას რითმის მძიმე დარღვევების პრევენციის ხარჯზე.

ეგილოკ რეტარდის დანიშვნა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი სტენოკარდიის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული დოზებით. ნებისმიერი ეჭვის დროს აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეგილოკ რეტარდი ხანგრძლივმოქმედი პრეპარატია, იგი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ. პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება რეკომენდებულია შიგნით დილას მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ტაბლეტის დაღეჭვის გარეშე. საკვების ან სასმელების ერთდროულად მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე ან თერაპიულ ეფექტებზე, ამიტომ ეგილოკ რეტარდის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, მ.შ. ჭამის დროს.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შემოგარსული ტაბლეტების შუაზე გაყოფა. ტაბლეტების დაღეჭვა ან უფრო წვრილ ნაწილებად დაშლა რეკომენდებული არ არის. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ნელ-ნელა გაიზარდოს ძლიერი ბრადიკარდიის პრევენციის მიზნით.

ეგილოკ რეტარდის საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოოდ შეადგენს 50 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა 100 მგ ან 200 მგ-მდე დღეში. ან ამავდროულად დანიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.

ეგილოკ რეტარდის საწყისი დოზა კომპენსაციის სტადიაში გულის ქრონიკული უკარისობის სამკურნალოდ შეადგენს 25 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ორ კვირაში ექიმს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა 50 მგ-მდე, შემედეგ ორ კვირაში - 100 მგ-მდე, და კიდევ ორი კვირის შემდეგ - 200 მგ-მდე. უფრო ძლიერ გამოხატული გულის უკმარისობისას (ფუნქციური კლასი III NYHA-ს მიხედვით) რეკომენდებულია უფრო მაღალი დოზების ან სწრაფი გამოთავისუფლების პრეპარატ ეგილოკის გამოყენება (ე.ი. ჩვეულებრივი).

ეგილოკ რეტარდის დოზა მიოკარდის ინფარქტის შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეადგენს 200 მგ დღეში ერთხელ.

ეგილოკ რეტადრის დოზა არითმიების სამკურნალოდ (სინუსური ტაქიკარდია, ზედაპარკუჭოვანი არითმიები, პარკუჭების ექსტრასისტოლია), გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზებისათვის ჰიპერთირეოზის, გულისცემით გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების დროს ჩვეულებრივ შეადგენს 50-200 მგ დღეში ერთხელ.

ეგილოკ რეტარდის დოზა შაკიკის შეტევების პროფილაქტაკიისათვის ჩვეულებრივ შეადგენს 100-200 მგ დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ეგილოკ რეტარდის ტაბლეტების გამოყენების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება!

ეგილოკ რეტარდის დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გამოტოვებული ტაბლეტის მიღება, ხოლო შემდეგ პრეპარატის მიღება გაგრძელდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ შემდეგ დოზამდე რამოდენიმე საათით ადრე ან უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის ეგილოკ რეტარდის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში საერთოდ გამოიტოვება მიუღებელი ტაბლეტი და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი დანიშნულებით გრძელდება.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას  ამ შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები. მძიმე, ან ამ ინსტრუქციაში მიუთითებელი გვერდითი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები რეგისტრირებულია კლინიკურ ცდებში დიმეტოპროლოლის თერაპიული გამოყენებისას. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველ მოვლენასა და პრეპარატის მიღებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი >10%; ხშირი 1-99%; არახშირი 0.1-.9%; იშვიათი 0.01-0.09%; ძალიან იშვიათი

ყველაზე ხშირი (10%-მდე) გვერდითი ეფექტები: მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.

ხშირი გვერდითი ეფექტები: ორთოსტატული ჰიპოტეზია (არტერიული წნევის დაწევა, ჰომიზონტალური მდგომარეობის შეცვლა მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობით), რომელსაც ძალიან იშვიათად (

არახშირი გვერდითი ეფექტები: ძილის დარღვევა, ძილიანობა, სიზმრების გახშირება, პარესთეზია, დეპრესია, ყურადღების დარღვევა, კუნთების სპაზმები, წინაგულ-პარკუჭების  სტენოკარდია I ხარისხის, პერიფერიული შეშუპებები, ტკივილი გულის არეში, გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება, კუჭისა და ნაწლავის ფუნქციების გავლადი დარღვევები (ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა). კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, გამონაყარი კანზე) ჭარბი ოფლდება, სასუნთქი გზების გამტარობის დარღვევა, სხეულის წონის მომატება, ცხიმების ცვლის დარღვევები.

იშვიათი გვერდითი ეფექტები: ნერვული აგზნებულობა და შფოთვა, გამტარობის დარღვევა და არითმია, სიმშრალე პირში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ლაბორატორიული ნიშნები; გამელოტება, მხედველობის დარღვევები, თვალების სიმშრალე და/ან გაღიზიანება, კონიუნქტივიტი; ლიბიდოს დაქაეითება, პეირონის დაავადება.

ძალიან იშვიათია გვერდითი ეფექტები: მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაციები, კუნთების სისუსტე; სტენოკარდიის შეტეევების გახშირება და გაძლიერება, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ადრე არსებული დარღვევების გაძლიერება (თითქმის განგრენის განვითარებამდე); ჰეპატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია და გამოყანარით კანზე განათებისას, ფსორიაზის პროგრესირება ან კანის ფსორიაზის ამგვარი დაზიანება; შუილი ყურებში, გემოს შეგრძნების დარღვევა; სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები; სახსრების ტკივილი.

თუ ნებისმიერი ზემოაღნიშნული სიმპტომი აღინიშნა ხანგრძლივად აუცილებია ექიმთან მიმართვა.

ამ ინსტრუქციაში მითითებელი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მეტოპროლოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

*სინუსური კვანძის ფუნქციის დარღვევა და/ან გულში აგზნების გატარების დარღვევა (სინუსური კვანძის სინუსუტის სინდრომი, II ან III ხარისხი ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);
*გულის პროგრესირებადი (დეკომპენსირებული) უკმარისობა.
*კარდიოგენული შოკი;
*გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლიური აწ სინდიყის 100 მმ-ზე ნაკლები);
*გულის რითმის გამოხატული შენელება (გულის შეკუმშვების სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);
*კიდურების არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა;
*ვერაპამილის ი/ვენური ინექციასთან კომბინირება;
*დეპრესიისა და პარკინსონიზმის სამკურნალო მაოს- ინჰიბიტორების ჯგუფის საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ნიალამიდი, მოკლობემიდი, დეპრენილი);
*ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის ადამიანის მიერ გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნა საჭიროებს დედისათვის შესაძლო სარგებლისა და ნაყოფისათვის შესაძლო რისკის შეფარდების შეფასებით და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენებით მიღებული სარგებელი ამართლებს რისკს. თუ შესაძლებელია, მეტაპროლოლის გამოყენება უნდა შეწყდეს 2-3 დღით ადრე მშობიარობის სავარაუდო ვადამდე.

თუ პრეპარატის გამოყენება გარდაუვალია, აუცილებელია ნაყოფისა და ახალშობილის მდგომარეობის მეთვალყურეობა მშობიარობიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოდის ჩვეულებრივი დოზებით გამოყენებისას პრეპარატი დედის რძეში აღწევს მცირე რაოდენობით და ბავშვზე მისი მოქმედების ალბათობა მცირეა, ლაქტაცია უნდა შეწყდეს, ან სამკურნალოდ გამოყენებულ უნდა იქნას სხვა პრეპარატები, რომლებსაც ამგვარი შეზღუდვები არ გააჩნიათ.

განსაკუთრებული მითითებები:

*ეგილოკ რეტარდის გამოყენებისას საჭიროა გულის შეკუმშვათა სიხშირისა და არტერიული წნევის რგეულარული კონტროლი. ამ პრეპარატის გამოყენების დროს გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება ნორმალური მოვლენაა. მაგრამ თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55 დარტყმაზე მეტად შემცირდა, ან ეს ცუდ შეგრძნებებს იწვევს, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

*პრეპარატის ეგილოკ რეტარდის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ბრონქული ასთმა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი), პერიფერიული სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები (რეინოს სინდრომი, გრდამავალი სიკოჭლე), შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიასთენია, მეტაბოლური აციდოზის, ფეოქრომოციტომის, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, დეპრესიის (მ.შ. ადრე აღნიშნულის), ფსორიაზის, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის დროს.

ეგილოკ რეტარდით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შესახებ.

*მეტოპროლოლი ნაკლებად მოქმედებს ნახშირწყლების ცვლაზე, მაგრამ შეუძლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა. ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების ეგილოკ რეტარდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზას რაოდენობის რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინსულინის ან შაქრის დამწევი ტაბლეტების დოზის დაზუსტება.

*მეტოპროლოლს შეუძლია ტაქიკარდიის შენიღბვა როგორც ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის გამოვლინება. ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობისას უნდა მოხდეს მეტოპროლოლის კომბინირება ალფა-ადრენობლოკატორებთან.

*გულის უკმარისობით დაავადებულებში ეგილოკ რეტარდის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპენსაციის სტადიის მიღწევის შემდეგ. მეტოპროლოლს შეუძლია არსებული ბრადიკარდიის გაძლიერება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში - გააძლიეროს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობით ადრე არსებული ზომიერი დარღვევები. მეტოპროლოლს შეუძლია გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები.

*მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვით ფუნქციაზე კარდიოსელექციური ბეტა-ადრენობლოკატორების ზემოქმედება სუსტია, ბრონქული ასთმით დაავადებულების მიერ მეტოპროლოლის გამოყენების აუცილებლობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ბეტა2-ადრენომიმეტურების ტაბლეტებში ან აეროზოლის ფორმით ერთდროულად მიღება ან მათი დოზის გაზრდა.

*ბეტა-ადროენომიმეტურებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლში სითხის პროდუქციის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია კონტაქტური ლინზებით სარგებლობის შემთხვევაში.

* აუცილებელია ექიმთან მიმართვა, თუ ეგილოკ რეტარდის გამოყენების დროს გაძლიერდა გულის უკმარისობის სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, წვივების შეშუპება), ან თუ სტენოკარდიის შეტევები გახშირდა და/ან გახანგრძლივდა, და ამ სიმპტომების აღმოფხვრა არ ხერხდება ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.

*აუცილებელია ექიმის ინფორმირება ეგილოკ რეტარდის გამოყენების თაობაზე ქირურგიულ ოპერაციამდე და ანესთეზიამდე. მ.შ. სტომატოლოგიური პროცედურების გაყუჩებამდე, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.

ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს ეგილოკ რეტარდის მიმართ ალერგიის შესახებ.

*პრეპარატი ეგილოკ რეტარდი შეიცავს საქაროზას (6 მგ საქაროზა თითოეულ 50 მგ ტაბლეტებში და 12 მგ საქაროზა თითოეულ 100 მგ ტაბლეტებში), რაც გასათვალისწინებელია ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას.

*არ შეიძლება პრეპარატის, ეგილოკ რეტარდის, გამოყენების უეცრად შეწყვეტა. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან, დოზების ნელ-ნელა შემცირებით 7-14 დღის განმავლობაში. მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარული დარღვევების რისკი, ხოლო პაციენტებში თირეოტოქსიკოზით - ტაქიკარდიისა და არითმის სიმპტომები.

*კლონიდინთან ერთად გამოყენებისას უნდა მოხდეს ჯერ მეტოპროლოლის მოხსნა, ხოლო შემდეგ (რამდენიმე დღეში) - კლონიდინის, ჯერ კლონიდინის მოხსნის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზი.

*არ შეიძლება პრეპარატის ეგილოკ რეტარდის გამოყენების თვითნებურად შეჩერება ან შეწყვეტა! პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ან დოზის შემცირება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებთა და კონტროლით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

ღვიძლის მძიმე დაავადებებისას ეგილოკ რეტარდით მკურნალობა მცირე დოზებით უნდა დაიწყოს.

ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ეგილოკ რეტარდის გამოყენება ნაჩვენები არ არის კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით მეტაპროლოლს შეუძლია თავბრუსხვევისა და დაღლილობის გამოწვევა. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პაციენტის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და უბედურ შემთხვევათა მაღალი რისკის სამუშაოთა შესრულებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას. ამიტომ პრეპარატის დოზა, რომლის დროსაც ნებადართულია ავტოტრანსპორტის მართვა და ავარიულ-საშიში სამუშაოს შესრულება, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

ეგილოკ რეტარდით მკურნალობის დროს სპირტიანი სასმელების გამოყენება არ შეიძლება. მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება.

ჭარბი დოზირება:

ეგილოკ რეტარდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელი სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.

ჭარბი დოზის სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, ღებინება, გულისრევა, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გულყრა, კომა, ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, სხვა ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული პრეპარატების, ბარბიტურატების ერთდროულად მიღებისას.

ჭარბი დოზის პირველი სიმპტომები ვლინდება 20 წუთში - 2 საათში პრეპარატის მიღებიდან.

ჭარბი დოზის მკურნალობა არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევისას ავადმყოფი უნდა დაწვეს ზურგზე ფეხების შემაღლებულ მდგომარეობაში მოთავსებით. თუ პრეპარატი მიღებულია არც ისე დიდი ხნის წინ, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და ოსმოტური საფაღარათე საშუალების მიღება. აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მონიტორირება და შენარჩუნება ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში.

მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის საშიშროების დროს უნდა მოხდეს დობუტამინის ვენაში შეყვანა 2-5 წთ ინტერვალით ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექციური ბეტა1-აგონისტების არქონისას ვენაში შეიყვანება ატროპინი ან დოპამინი. სასურველი ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ადრენომომიტურების გამოყენება. ბეტა-რეცეპტორების ბლოკადის ეფექტების შექცევადობის მისაღწევად სასარგებლოა გლუკაგონის შეყვანა დოზებში 1-10 მგ.

გამოხატული ბრადიკარდიის, ფარმაკოთერაპიის მიმართ მდგრადობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს გულის რითმის ხელოვნური მატარებლის გამოყენება.

ბრონქოსპაზმის მოხსნა შეიძლება ვენაში სალბუტამოლის ან ტერბუტალინის შეყვანით. ანტიდოტების გამოყენება შეიძლება თერაპიულ დოზებზე მაღალ დოზებში. ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ექიმს უნდა ეცნობოს გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, ვინაიდან მათ შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტების შეცვლა.

ეგილოკ რეტარდის კომბინირება არ შეიძლება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

*ვერაპამილის ვენაში შეყვანა - შესაძლოა გამოიწვიოს ასისტოლია;

*მაოს ინჰიბიტორები - შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვნად გაძლიერება. ეგილოკ რეტარდისა და მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ეგილოკ რეტარდისა და შემდეგი სამკურნალო საშუალებების კომბინირების დროს:

*სხვა ჰიპოტეზიური და ანტიარითმიული საშუალებები (კალციუმის არხების ბლოკატორები, გუანეტიდინის ჯგუფის პრეპარატები, რეზერპინი, ალფა-მეთილდოფა, კლონიდინი და გუანფაცინი), ნიტრატები, პარასიმპათოთიმეტურები, ანგლიობლოკატორები, სხვა ბეტა-ადრენობლოკატორები (მ.შ. თვალის წვეთების სახით - თიმოლოლი, ბეტაქსოლოლი, ლევობუნოლოლი) - ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის რისკი;

*საგულე გლუკოზიდები - ბრადიკარდიის, მოქცევის დარღვევის რისკი;

*ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატი (საძილე, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეფსიურები, ნარკოტიკული საშუალებები) - ჰიპოტენზიისა და გულის მუშაობის დათრგუნვის რისკი;

*ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად ციმეტიდინი, ჰიდრალაზინი); სეროტონინის უკუდაჭერის შერჩევითი ინჰიბიტორები (მაგალითად, პარქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი) - მეტოპროლოლის ეფექტების გაძლიერება;

*ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, დიკლოფენაკი, პიროქსიკამი, იბუპროფენი), ესტროგენები - შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება;

*ღვიძლის ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი და ბარბიტურატები) - მეტოპროლოლის ეფექტების შემცირება;

*ალფა- და ბეტა-სიმპათომიმეტურები (მ.შ. ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატები, როგორებიცაა მაგალითად, ტერბუტალინი, სალბუტამოლი); ერგოტამინი, ანტიმადეპოლარიზებელი მიორელაქსიურები.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300 Cტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებეულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ებეტაქსელი-ებევე – EBETAXEL-EBEWE – ЕБЕТАКСЕЛ-ЕБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

PACLITAXEL

მწარმოებელი: EBEWE, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: პაკლიტაკსელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალკალოიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 მლ 16.7 მლ

პაკლიტაქსელი  ...............  6 მგ 100 მგ

1 მლ 25 მლ

პაკლიტაქსელი  ................  6 მგ 150 მგ

 

ვრცლად პაკლიტაქსელ–ლენსი

ეარლითი – EARLITI – ЭАРЛИТИ

მწარმოებელი : შპს “ ნეოფარმი “.

აღწერილობა :

მოყვითალო ფერის, თავისებური სუნის მქონე ერთგვაროვანი მასა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული , ტკივილგამაყუჩებელი , ცხვირის ფილტრაციის უნარის გამაუმჯობესებელი.

მალამო ინტრანაზალური და გარეგანი გამოყენებისთვის .

შემადგენლობა: ( გ /10 გ )

აქტიური ნივთიერებები :

სულფანილამიდი  .................................   0,55 გ ;

ქლორამფენიკოლი   ...............................   0,454 გ ;

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი  ......  0,3 გ ;

დამხმარე ნივთიერებები :

უწყლო ლანოლინი , ვაზელინი - 10 გ - მდე ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

სტრეპტოციდი – ანტიბაქტერიული საშუალებაა სულფანილამიდების ჯგუფიდან . ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით სტრეპტოკოკების , მენინგოკოკების , გონოკოკების , პნევმოკოკების , ნაწლავის ჩხირის და ზოგიერთი სხვა ბაქტერიების მიმართ .

ქლორამფენიკოლი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებს მიეკუთვნება . ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ , მოქმედებს სულფანილამიდებისადმი მდგრადი ბაქტერიების შტამებზე. ამიტომ მათი ერთობლივი გამოყენება იძლევა საუკეთესო ანტიმიკრობულ ეფექტს .

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ანტიჰისტამინური და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მქონე საშუალებაა , რომელიც ეფექტურად გამოიყენება ალერგიული ვაზომოტორული, მწვავე რინიტებისას, რინოსინუსოპათიებისას.

კომბინირებული მალამო ,, გრიპ . სტოპ . ივა .” ამცირებს ანთებად შეშუპებას, აიოლებს სუნთქვას, აუმჯობესებს ცხვირის ფილტრაციის უნარს, ხსნის ცხვირის, ყელის და ყურის ტკივილს, ყურებში შეგუბების მოვლენებს და სხვა უსიამვნო შეგრძნებებს,   ორგანიზმს ეხმარება ადგილობრივად დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიების ) მოსპობაში.

იმავე მექანიზმებით მალამო ეფექტურად მოქმედებს ადგილობრივად ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული დამწვრობების და კანის ზედაპირის სხვა ჩირქოვან - ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ .

ნაზალურ მალამოს აქვს შემდეგი უპირატესობა სხვა ნაზალურ წამლის ფორმებთან
( წვეთები, სპრეი )შედარებით :

•მოქმედების ხანგრძლივდება წამწამოვანი ეპითელიუმის სატრანსპორტო ფუნქციის შენელების ხარჯზე .

•ცხვირის ლორწოვანი გარსის დაცვა გამოშრობისაგან და პათოგენური ფაქტორებისგან.

ფარმაკოკინეტიკა:

ცხვირის ნესტოებში შეზელის შემდეგ , მალამო შესუნთქული ჰაერის ნაკადთან ერთად ღრმად ვრცელდება ყელის მიმართულებით, მოქმედებს როგორც ცხვირის, ასევე ცხვირხახის ლორწოვან გარსზე 5-6 საათის განმავლობაში.

ინფიცირებულ ჭრილობებზე და კანის დაზიანებულ უბნებზე დოლბანდით დატანისას მალამო მოქმედებს 24-48სთ .

ჩვენება:

•რინიტი ;

•ინფიცირებული ჭრილობები ;

•დამწვრობები ;

•კანის ჩირქოვანი დაავადებები ;

უკუჩვენება:

სოკოვანი დაავადებები , სისხლმბადი ორგანოების , თირკმელების დაავადებები , ალერგიული განწყობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ;

ორსულობის , ლაქტაციის პერიოდში ; 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ;

ჭარბი დოზირების , ან პრეპარატის შემთხვევით პერორალურად მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს !!!

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში , რომლებიც მართავენ ავტომობილს ;

სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ასაკში ;

ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში საჭიროა ამის თაობაზე ექიმის ინფორმირება .

პრეპარატით მკურნალობისას არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე . არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას !

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები მალამოში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ,გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცვლილებები სისხლში.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენება ხდება მალამოს ცხვირის ნესტოებში შეზელის გზით 3-4- ჯერ დღეში .

ერთჯერადი დოზაა - 0,05 გ მალამო თითოეულ ნესტოში, მაქსიმალური დღიური დოზა – 0,4 გ;

გარეგანად - დაინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ დაიტანება სტერილური საფენით ერთ ან ორ დღეში ერთხელ .

გამოშვების ფორმა :

10 გ მალამო მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში . ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფშიინსტრუქციასთან ერთად .

გაცემის რეჟიმი :

(II ჯგუფი ) რეცეპტით .

ვარგისიანობის ვადა:

2   წელი.

შენახვის წესი:

ინახება 2-8 °C ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე .

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

დუფასტონი – DUPHASTON – ДЮФАСТОН

საერთაშორისო დასახელება:

DYDROGESTERONE

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დიდროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დიდროგესტერონი  .............. 10 მგ

ფარმაკოკინეტიკა:

პროგესტინები წარმოადგენენ ლიპოფილურ ნივთიერებებს. ისინი ადვილად შედიან უჯრედებში, სადაც უერთდებიან პროგესტერონის რეცეპტორებს, რომლებიც გვხვდებიან ქალის სასქესო ორგანოებში, სარძევე ჯირკვლებში, თავის ტვინსა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის საპასუხოდ რეცეპტორი თავის მხრივ იწვევს შესაბამისი გენების გააქტიურებას და არეგულირებს მათ ექსპრესიას. გესტაგენი აძლიერებს უჯრედების დიფერნციაციას, და ახდენს ესტროგენის საწინააღმდეგო ეფექტს უჯრედების პროლიფერაციაზე. პროგესტერონი ხელს უწყობს ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას. აინჰიბირებს გონადოტროპინების წარმოქმნას. ნორტესტოსტერონის წარმოებულებს აქვთ უფრო ძლიერი ანაბოლური და ანდროგენული მოქმედება, ასტიმულირებენ მკერდის ქსოვილის გაზრდას, და საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მომატებას.

შინით მისაღები პროგესტერონი განიცდის ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტს, ამიტომ მისი ბიოშეღწევადობა დაბალია. ნორტესტოსტერონის წარმოებულების მეტაბოლიზმი ღვიძლში ნაკლებად ინტენსიურია. პროგესტინები საბოლოოდ გარდაიქმნებიან ჰიდროქსი მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ უერთდებიან სულფატებსა და გლუკურონიდების ჯგუფებს და გამოიყოფიან შარდთან ერთად.

პლაზმაში პროგესტერონი უერთდება კორტიკოსტეროიდ-მისაერთებელ გლობულინებს, ხოლო 19-ნორტესტოსტერონის წარმოებულები კი- სასქესო ჰორმონებთან მისაერთებელ გლობულინებს.

ჩვენებები:

ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:

 

  • დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა;
  • ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში;
  • კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში);
  • ენდომეტრიო;
  • ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა;
  • ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე;
  • ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.

 

დოზირება:

ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უკუჩვენებები:

* უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

* არტერიული ჰიპერტენზია.

* ღვიძლის უკმარისობა.

* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.

* მორეციდივე აბორტი.

* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).

* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ზოგადი:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მკერდის და სასქესო ორგანოების საფუძვლიანი გამოკვლევა, ხოლო ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში გამოკვლევები პერიოდულად უნდა განმეორდეს, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა.

ეპილეფსიით, შაკიკით, ასთმით, გულის ან თირკმლის უკმარისობით ან ისეთი დაავადების მქონე პაციენტები, რომლის დროსაც სითხის შეკავებას შეუძლია მდგომარეობის გართულება, მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

პაციენტები, რომლებიც დააავადებულნი არიან ან ანამნეზში აღენიშნებათ დეპრესიის შემთხვევები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ხოლო სიმპტომების განმეორებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ რეგულარულ დაკვირვებას, რადგან ჰორმონალური მკურნალობა აუცილებლად უნდა შეეთავსოს ანტი-დიაბეტურ მკურნალობას.

თრომბოზული ნიშნების და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანული გამომწვევი მიზეზი.

პროგესტინებით ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლო შედეგების გადასამოწმებლად უნდა მოხდეს ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, საშვილოსნოს და ღვიძლის ფუნქციის შეფასება.

პროგესტინებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს მენოპაუზალური სიმპტომები.

ორსულობა:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ.

ლაქტაცია:

გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს.

ბავშვებში:

არ არის რეკომენდირებული.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით:

დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედება. შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგებზე, კოაგულაციური ფაქტორების VII, VIII, IX, და X ანალიზის შედეგებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ტესტებსა და მეტირაპონის ტესტზე.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების დროს მოსალოდნელია პროგესტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერება და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზა პაციენტმა უნდა მიიღოს გახსენებისთანავე, შემდეგ პრეპარატის მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივ.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გემოვნების დარღვევა, წონაში კლება ან მომატება, სითხის შეკავება, შეშუპება. პიგმენტაცია, ქლოაზმა, აკნე, ალერგიული გამონაყარი კანზე, ქავილი, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი, მასტოდინია, გინეკომასტია, სქესობრივი აქტივობის დარღვევები, დეპრესია, ძილიანობა ან უძილობა, ცხელება, თავის ტკივილი.

იშვიათად ანაფლაქსიური რეაქცია. ღვიძლის ფუნქიური დარღვევები, სიყვითლე, სისხლში ლიპიდების დონის მატება. მასკულინიზაცია ქალებში, ჰიპოსპადია მამრობითი სქესის ემბრიონში, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის დერივატების შემთხვევაში. თრომბოემბოლიური მოვლენები (თრომბოზი, ემბოლიები, ინსულტი, პაპილედემა) განსაკუთრებით თუ მიიღება ესტროგენთან ერთად კომპინაციაში.

შენახვის ვადა:

ინახება 5 წლის განმავლობაში ორიგინალ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დამატებითი ინფორმაცია პაციენტებისთვის:

• პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტის კონკრეტული პრობლემისთვის.

• ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის ან გამოყენება სხვა მიზნით.

• თუ მკურნალობის დროს მედიკამენტთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• დამატებითი შეკითხვების გაჩენის ან დაავადებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• მკურნალობის ეფექტურობისთვის და უსაფრთხოებისთვის, საჭიროა პრეპარატის მიღება ინსტრუქციის მიხედვით.

• პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია მოწოდებული ინფორმაციის სრულად წაკითხვა.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა აბაზანაში, ნესტმა და სითბომ შეიძლება საზიანო გახადოს პრეპარატი პაციენტის ჯანმრთელობისათვის.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

• მეტი უსაფრთხოებისთვის საჭიროა პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემა:

პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით

დუფალაკი – DUPHALAC – ДЮФАЛАК

საერთაშორისო დასახელება:

LACTULOSE

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ლაქტულოზა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 200 მლ, 300 მლ და 500 მლ

100 მლ 1 ფლ.

ლაქტულოზა  ....................  67 გ 134 გ

100 მლ 1 ფლ.

ლაქტულოზა   ..................  67 გ 201 გ

100 მლ 1 ფლ.

ლაქტულოზა ....................  67 გ 335 გ

 

ვრცლად იმოპერი(დოზირება ინდივიდუალური)

დუსპატალინი – DUSPATALIN – ДУСПАТАЛИН

საერთაშორისო დასახელება:

MEBEVERINE

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: მებევერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიტური სამკურნალო საშუალება; ადუნებს სისხლძარღვების და სხვა შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

მებევერინის ჰიდროქლორიდი ...........  200 მგ

დურამოქსი – DURAMOX – ДУРАМОКС

მწარმოებელი: "ვოგენ ლაბორატორიეს ლტდ" კვიპროსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს;

სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან;

ფარმაკოლოგიური დახასიათება:

ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში.

ჩვენება:

დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.

დოზირება და მიღების წესი:

უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში.

5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე

პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:

პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებანი:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

შენახვის პირობები:

მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

დუოტრავი – DUOTRAV – ДУО ТРАВ

საერთაშორისო დასახელება:

TRAVOPROST; TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტრავოპროსტი +თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლაუკომის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში საცობ-საწვეთურით 2.5 მლ

1 მლ

ტრავოპროსტი  ......................................   40 მკგ

თიმოლოლი (მალეატის სახით)  ..............     5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დუოტრავის თვალის წვეთები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ტრავოპროსტსა და თიმოლოლის მალეატს. ეს ორი კომპონენტი ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას (იოწ) მოქმედების დამატებითი მექანიზმებით. მისი დამატებითი ეფექტი აისახება იოწ-ს დამატებითი შემცირებით პრეპარატების ცალკე მოქმედებასთან შედარებით.

ტრავოპროსტი, პროსტაგლანდინ F2a-ს ანალოგი, სრული აგონისტია, რომელიც მაღალსელექციურია და მაღალი აფინურობა გააჩნია პროსტაგლანდინ FP რეცეპტორის მიმართ. იგი ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას თვალშიდა სითხის გადინების გაზრდით ტრაბეკულურ ბადესა და უვეოსკლერული გზით.

ადამიანებში იოწ-ს შემცირება იწყება მიღებიდან დაახლოებით 2 საათში და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 12 საათის შემდეგ. თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი შემცირება ერთჯერადი დოზის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს 24 საათზე დიდ პერიოდში.

თიმოლოლი არასელექციური ადრენერგული ბლოკერია, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური, მიოკარდის პირდაპირ დამთრგუნველი ან მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა. ტონოგრაფია და ფლუროფოტომეტრული კვლევები აჩვენებს, რომ მისი ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებასა და გადინების ოდნავ გაზრდასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

კლინიკური ეფექტები:

თორმეტთთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 25-27 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 8-10 მმ. ვ.წყ.სვ. დუოტრავის იოწ-ს შემამცირებელი საშუალო ეფექტი არ ყოფილა ლატანოპროსტის (50 მიკროგრამი/მლ+თიმოლოლის (5 მგ/მლ) ეფექტზე ნაკლები.

სამთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 27-30 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 9-12 მმ.ვ.წყ.სვ, 2 მმ-ით აღემატებოდა ტრავოპროსტის (40 მკგ/მლ, დღეში ერთხელ, საღამოს) ეფექტს და 2-3 მმ-ით მეტი იყო თიმოლოლის (5 მგ/მლ დღეში 2-ჯერ) ეფექტზე. სტატისტიკურად მთელი კვლევის განმავლობაში დაფიქსირდა (დილის 8 საათი-24 საათი დუოტრავის ბოლო დოზის მიღებიდან) ტრავოპროსტთან შედარებით დილის იოწ-ს უფრო შემცირებული საშუალო მაჩვენებელი).

ორი სამთვიანი, კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია (საშუალო იოწ 23-26 მმ.ვ.წყ.სვ) დუოტრავის თვალის წვეთების (დღეში ერთხელ, დილით) გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების საშუალო ეფექტი იყო 7-9 მმ.ვ.წყ.სვ. იოწ-ს შემცირების საშუალო მაჩვენებელი ნაკლები არ ყოფილა. თუმცა რიცხვით უფრო მცირე იყო, ვიდრე შეთავსებითი თერაპიისას ტრავოპროსტისა (40 მკგ/მლ, დღეში ერთხელ, საღამოს) და თიმოლოლის (5 მგ/დილით, დღეში ერთხელ) გამოყენებისას.

ჩართვის კრიტერიუმები საერთო იყო ყველა კვლევაში, იოწ-ს საწყისი კრიტერიუმების და წინა იოწ-ს თერაპიაზე პასუხის გამონაკლისით. დუოტრავის კლინიკური კლვევა მოიცავდა იმ პაციენტებსაც, რომლებიც მკურნალობას არ იტარებდენ და იმ პირებსაც, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ. მონოთერაპიის მიმართ არასაკმარისი რეაგირება არ ყოფილა სხვა პრეპარატების ჩართვის კრიტერიუმი.

არსებული მონაცემების მიხედვით საღამოს დოზას გარკვეული უპირატესობა აქვს საშუალო იოწ-ს შემცირების თვალსაზრისით. დილის ან საღამოს დოზის რეკომენდაციისას უნდა გაითვალისწინონ პაციენტის აზრი.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: ტრავოპროსტი და თიმოლოლი რქოვანაში შეიწოვება. ტრავოპროსტი წამალია, რომელიც რქოვანაში განიცდის სწრაფ რთულეთეროვან ჰიდროლიზს აქტიურ თავისუფალ მჟავად. დუოტრავის დღეში ერთხელ მიღებისას 3 დღის განმავლობაში, ჯანმრთელ სუბიექტებში (N=15) ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა არ აღინიშნებოდა სუბიექტების უმრავლესობის პლაზმის ნიმუშებში (80%) და არ გამოჩნდა არც ერთ ნიმუშში დოზირებიდან 1 საათის შემდეგ. გაზომვის შემთხვევაში (0.1 ნგ/ მლ/ რაოდენობრივი ანალიზისთვის საჭირო ზღვარი), კონცენტრაცია მერყეობდა 0.011-0.020 ნგ/მლ-ს შორის. თიმოლოლის საშუალო სტატისტიკური Cmax იყო 0.692 ნგ/მლ და Tmax აღინიშნებოდა დაახლოებით 1 საათის შემდეგ დუოტრავის დღეში ერთხელ მიღებისას.

განაწილება: ტრავოპროსტი ცხოველების თვალშიდა სითხეში შეიძლება აღინიშნოს პირველი რამდენიმე საათის შემდეგ და ადამიანების პლაზმაში მხოლოდ დუოტრავის თვალის წვეთების ოკულარული მიღებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში. თიმოლოლი შეიძლება გაიზომოს ადამიანებში თვალშიდა სითხეში ოკულარული მიღების შემდეგ და პლაზმაში დუოტრავის ოკულარული მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზმი ტრავოპროსტისა და აქტიური თავისუფალი მჟავის ელიმინაციის მთავარი გზაა. სისტემური მეტაბოლური გზები ენდოგენური პროსტაგლანდინი F2aის შესაბამისია, ხასიათდება 13-14 ორმაგი ბმის შემცირებით. 15-ჰიდრაქსილის დაჟანგვით და ზედა მხრის ჯაჭვის á-ოქსიდაციურ დეგრადაციით.

თიმოლოლი ორი გზით მეტაბოლიზდება. ერთი გზა წარმოქმნის ეთანოლამინის გვერდით ჯაჭვს თიადიაზოლის რგოლზე, ხოლო მეორე - ეთანოლის გვერდით ჯაჭვს მორფოლინის აზოტზე და მეორე მსგავს გვერდით ჯაჭვს აზოტის მოსაზღვრე კარბოლინის ჯგუფით. პლაზმაში თიმოლოლის დუოტრავის 1 1/2 თვალის წვეთების ოკულარული გამოყენებიდან 4 საათია.

ექსკრეცია: ტრავოპროსტი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ტრავოპროსტის ოკულარული დოზის 2%-ზე ნაკლები აღმოაჩინეს შარდის თავისუფალი მჟავის სახით. თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები პირველად თირკმელებით გამოიყოფა. თიმოლოლის დოზის დაახლოებით 20% შარდში უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • ინტრაოკულარული წნევის (იოწ) დაქვეითება ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ ადგილობრივ ბეტა-ბლოკერებზე ან პროსტაგლანდინების ანალოგებზე.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენება მოზრდილებში მოხუცების ჩათვლით დოზა შეადგენს დუოტრავის ხსნარის ერთ წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივიტის პარკში დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს. მიღება საჭიროა დღის ერთსა და იმავე დროს.

მიღების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმანული ოკლუზია ან ქუთუთოს ნაზად დახურვა. მან შეიძლება შეამციროს მიღებული პრეპარატის სისტემური აბსორბცია და დააქვეითოს სისტემური გვერდითი რეაქციები.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათი მიღება საჭიროა მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი გეგმიური დოზით.

დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ერთ წვეთს.

გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა საშუალების დუოტრავით შეცვლის შემთხვევაში სხვა პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დუოტრავით მკურნალობა გაგრძელდეს შემდეგ დღეს.

პედიატრული პაციენტები დოუტრავის თვალის წვეთების 18 წელზე უმცროს პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის და მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება შემდეგი მონაცემები.

გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების შემთხვევაში: ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დუოტრავისა და თიმოლოლის (5 მგ თვალის წვეთები) გამოყენებით კვლევები არ ჩატარებულა.

ტრავოპროსტის მოქმედება შესწავლილი უნდა იქნას ღვიძლისა და თირკმლის მსუბუქი და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 14 მლ/წთ-ზე დაბალი). ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ გამხდარა.

ოკულარული გამოყენებისთვის პირველ გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოაშოროს დამცავი სახვევი ხსნარის დაბინძურების ასაცილებლად ფლაკონის წვეთოვანი ბოლო არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მოსაზღვრე უბანს ან სხვა ზედაპირს.

გვერდითი მოვლენები:

721 პაციენტში ჩატარებული გამოკვლევებისას დუოტრავის თვალის წვეთები გამოყენებული იყო დღეში ერთხელ. არ არის აღნიშნული დუოტრავთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი ეფექტები. ყველაზე ხშირად აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტი იყო ოკულარული ჰიპერემია (15.0%). თითქმის არც ერთ პაციენტს (98%), რომელსაც ოკულარული ჰიპერემია აღენიშნებოდა ამის გამო მკურნალობა არ შეუწყვეტია.

შემდეგი არასასურველი ეფექტები მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნევა და დაყოფილია შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/1000-1/1000-≤1/100), იშვიათი (>1/10.000-≤1/1000) ან ძალიან იშვიათია (≤1/108000). სიხშირის თითო ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის კლების მიხედვით.

ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - ნევროზულობა.

ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

დარღვევები თვალის მხრივ: ძალიან ხშირი - თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია;

ხშირი - წერტილოვანი კერატიტი, წინა კამერის უჯრედების, წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, თვალის შეშუპება, კონიუნქტივური ჰემორაგია, რქოვანას შეღებვა, ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცრემლდენის გაზრდა, ქუთუთოების გაღიზიანება, ქუთუთოს ერითემა, ქუთუთოს დერმატიტი, ასთენოპია, წამწამების ზრდა;

არახშირი - ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება, ბლეფარიტი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ქავილი.

ვასკულური დარღვევები: ხშირი - გულის არითმია, სისხლის გაზრდილი წნევა, გულისცემის სიხშირისა და სისხლის წნევის დაქვეითება.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი - ბრონქოსპაზმი; არახშირი - დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება.

ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი - ალან-ამონოტრანსფერეზას დონის მომატება, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას დონის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი - ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი - კონტაქტური დერმატიტი.

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი - ტკივილი დაბოლოებებში.

თირკმლისა და ურინალური დარღვევები: არახშირი - ქორომატურია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: არახშირი - წყურვილი.

ტრავოპროსტი: მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებით არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღწერილ კლინიკურ კვლევებში კომბინირებული თერაპიისას (ტრავოპროსტი და თიმოლოლი)ან ტრავოპროსტი მონოთერაპიისას, ან ტრავოპროსტის გაყიდვის შემდგომი შემთხვევები, რომლებიც აღნიშნული არ არის დუოტრავის თვალის წვეთებთან, წარმოდგენილი სიმწვავის დაქვეითების მიხედვით სხეულის სხვადასხვა სისტემისთვის:

დარღვევები თვალის მხრივ: მაკულარული შეშუპება, უვეიტი, ირიტი, კონიუნქტივური დარღვევები, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივური ფოლიკულები, ქუთუთოების კუთხის ქერქით დაფარვა, ირისის ჰიპერპიგმენტაცია.

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ასთმა.

კანისა და კანქვეშა ქსოვლის მხრივ დარღვევები: კანის დესქვამაცია.

თიმოლოლი: მკურნალობასთან, დაკავშირებული დამატებითი არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღწერილ კლინიკურ კვლევებში შეთავსებითი თერაპიისას (ტრავოპროსტი და თიმოლოლი) ან ტრავოპროსტით მონოთერაპიისას, ან ტრავოპროსტის გაყიდვის შემდგომი შემთხვევები, რომლებიც აღნიშნული არ არის დუოტრავის თვალის წვეთებთან წარმოდგენილია სიმწვავის დაქვეითების მიხედვით სხეულის სხვადასხვა სისტემისთვის.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

ჰიპოგლიკემია.

ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია.

ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებროვასკულარული გართულებები, ცერებრული იშემია, სინკოპე, მიასთენია gravis*, პარესთეზია.

დარღვევები თვალის მხრივ: რქოვანას დარღვევები, დიპლოპია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ფტოზი.

კარდიალური დარღვევები: გულის გაჩერება, არითმია, გულის უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, თრთოლვა.

რესპირატორული თოკალური და მედიასტინალური დარღვევები: სუნთქვის უკმარისობა, ცხვირის არხის დახშობა.

გასტროინტესტინალური დარღვევები: დიარეა, გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ალოპეცია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: გულმკერდის ტკივილი, ასთენია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, თიმოლოლის ან სხვა შემავსებლების მიმართ;

*ბრონქული ასთმა. ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

*სინუსური ბრადიკარდია II ან III ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა ან კარდიოგენური შოკი;

*მწვავე ალერგიული რინიტი ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა;

*რქოვანას დისტროფიები, მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა ბლოკერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციული ასაკის ქალები: კონტრაცეპცია

*დუოტრავის თვალის წვეთების მიღება არ შეიძლება იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, სანამ ადეკვატური კონტრაცეპციური ზომები არ იქნება მიღებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სისტემური ეფექტები

ადგილობრივად გამოყენებული სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, ტრავოპროსტი და თიმოლოლი სისტემურად შეიწოვება ბეტა ადრენერგული კომპონენტის თიმოლოლის გამო, შეიძლება განვითარდეს ისეთივე კარდიოვასკულური და პულმონური გვერდითი რეაქციები, როგორიც სისტემური ბეტა ადრენერგული მაბლოკირებელი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში. თიმოლოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გულის უკმარისობის ადექვატური კონტროლი. საჭიროა იმ პაციენტების სიმპტომების დაკვირვება და პულსის სიხშირის გაზომვა, რომლებმაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის მწვავე დაავადება. თიმოლოლის მალეატის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნა რესპირატორული და კარდიული რეაქციები, სიკვდილი ბრონქოსპაზმის გამო ასთმიან პაციენტებში და იშვიათად სიკვდილი გულის უკმარისობის გამო. ბეტა ბლოკერების სიფრთხილით გამოყენება საჭიროა სპონტანური ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილ პირებსა და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ლაბილური დიაბეტით დაავადებულებში), რადგან ბეტა ადრენერგულმა ბლოკერებმა შესაძლოა შენიღბონ ჰიპერთიროიდიზმის ნიშნები და გამოიწვიონ პრინც-მეტალის სტენოკარდიის გაუარესება, მწვავე პერიფერიული და ცენტრალური ცირკულატორული დარღვევები და ჰიპოტენზია.

ანაფილაქსიური რეაქციები

თიმოლოლი შეიძლება რეაქციაში შევიდეს სხვა პრეპარატებთან. ეფექტი ინტრაოკულარულ წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ეფექტები შეიძლება განვითარდეს დუოტრავის ხსნარის ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც უკვე იღებენ ორალურ ბეტა-ბლოკერს.

ორი ლოკალური ბეტა ადრენერგიული ბლოკერის ან ორი ლოკალური პროსტაგლანდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ოკულარული ეფექტები

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს თვალის ფერი მელანოციტებში მელანოსომების რიცხვის გაზრდით (პიგმენტური გრანულები).

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას თვალის ფერის მუდმივი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. უნილატერალურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული პეტეროქრომია. მელანოციტებზე ხანგრძლივი ეფექტები და აქედან გამომდინარე სხვა შედეგები ამჟამად უცნობია. ირისის ფერის ცვლილებები ნელა ჩნდება და შეიძლება შეუმჩნეველი იყოს თვეების ან წლების განმავლობაში. თვალის ფერის ცვლილებები უფრო მეტად აღინიშნა თვალის შერეული ფერის პაციენტებში. მაგ. ლურჯი-ყავისფერი, მონაცრისფრო-მწვანე, მოყვითალო-მწვანე, მომწვანო-თაფლისფერი; თუმცა ეს ასევე აღინიშნა ყავისფერთვალიან პაციენტებში. ჩვეულებრივ, ყავისფერი პიგმენტაცია გუგის გარშემო კონცენტრულად გრძელდება დაზიანებული თვალის პერიფერიაზე, მაგრამ მთლიანი ირისი ან მისი ნაწილები შეიძლება უფრო გაყავისფრდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ აღნიშნულა ყავისფერი ირისის პიგმენტაციის შემცირება.

კონტროლირებულ კლინიკურ გამოკვლევებში ტრავოპროსტის გამოყენებისას აღინიშნა პერიორბიტალური ან/და ქუთუთოს კანის გამუქება.

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს დაზიანებული თვალის წამწამები; ეს ცვლილებები კლინიკური კვლევებისას აღინიშნა პაციენეტბის ნახევარში. ეს ცვლილებებია: გაზრდილი სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და/ან წამწამების რიცხვი. წამწამების ცვლილებების მექანიზმი და ხანგრძლივი შედეგები ამჟამად უცნობია.

მაიმუნებში ჩატარებული კვლევისას ტრავოპროსტმა გამოიწვია ქუთუთოს ნაპრალის ოდნავი გადიდება. თუმცა ეს ეფექტი არ აღინიშნა კლინიკური კვლევებისას და სახეობისთვის სპეციფიკურად ითვლება.

არ არსებობს დუოტრავის წვეთების თვალის ანთებითი დაავადებისას გამოყენების გამოცდილება; ისევე როგორც ნეოვასკულური, დახურულკუნთოვანი, ვიწროკუნთოვანი ან კონგენიტალური გლაუკოკომისას; არსებობს გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება პრეპარატის თვალის თიროიდული დაავადების, ფსევდოაფაკიურ პაციენტებში ღიაკუნთოვანი გლაუკომისა და პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიატური გლაუკოკომის დროს.

სიფრთხილეა რეკომენდებული დუოტრავის გამოყენებისას აფაკიურ პაციენტებში. ფსევდოაფაკიურ პაციენტებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ბროლის უკან კაფსულა ან წინა კამერის ბროლი ან იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია ცისტოიდური მაკულარული შეშუპების რისკი.

დუოტრავის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ირიტის/უვეიტის მიმართ წინასწარგანწყობის რისკი.

დუოტრავი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს და ცნობილია, იგი ფერს უკარგავს რბილ კონტაქტურ ლინზებს. სასურველია რბილ კონტაქტურ ლიზნებთან კონტაქტის აცილება.

პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ ლინზები მოიხსნან დუოტრავის გამოყეენებამდე და მათ ხელახლა ჩასმამდე დაიცადონ 15 წუთი.

დუოტრავი შეიცავს პოლიოქსიეთილენ ჰიდროგენურ აბუსალათინის ზეთს 40, რომელმაც შეიძლება კანის რეაქციები გამოიწვიოს.

ჭარბი დოზირება:

დუოტრავის თვალის წვეთების ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს. თიმოლოლი სწრაფად არ გამოიყოფა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედების სხვა გამოკვლევები არ ჩატარებულა.

არსებობს დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა, რომელიც ჰიპოტენზიასა და/ან შესამჩნევ ბრადიკარდიაში გამოიხატება მაშინ, როდესაც თიმოლოლი თვალის წვეთები მიიღება კალციუმის არხის ორალურ მაბლოკირებლებთან, გუანეთიდინსა და ბეტა-ბლოკერებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, სათითურას გლიკოზიდებთან, ან პარასიმპათომიმეტურებთან ერთად.

ბეტა-ბლოკერებთან მიღებისას შეიძლება განვითარდეს სინდრომი კლონიდინის უეცარი მოხსნისას.

ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტები. ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დუოვიტი® ქალებისათვის – DUOVIT FOR® WOMEN – ДУОВИТ ДЛЯ® ЖЕНЩИН

მწარმოებელი: KRKA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.

1 ტაბ. %RDA*

ვიტამინი A ....................800 მკგ 80
ვიტამინიD ....................5.0 მკგ 100
ვიტამინი B1 ...................1.4 მკგ 93
ვიტამინი B2 ...................2.0 მგ 125
ვიტამინი B6 ...................1.4 მგ 70
ვიტამინი B12 .................1.0 მგ 33
ვიტამინი C ....................50 მგ 70
ვიტამინი E ....................10 მგ 100
ნიაცინი ........................18 მგ 100
პანტოთენის მჟავა ............5.0 მგ 100
ფოლის მჟავა .................200 მკგ 100
ბიოტინი .......................30 მკგ 60
თუთია .........................15 მგ 125
რკინა ..........................14 მგ 80
კალციუმი .....................450 მგ 45
იოდი ..........................150 მკგ 100
მაგნიუმი ......................50 მგ 13

%RDA* - რეკომენდებული სადღეღამისო დოზა.

Don`t copy text!