Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 624

დრამინა – DRAMINA – ДРАМИНА

საერთაშორისო დასახელება:

DIMENHYDRINATE

მწარმოებელი: JARDAN, ხორვატია

მოქმედი ნივთიერება: დიმენჰიდრინატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კინეტოზების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 5 და 10 ც.

1 ტაბ.

დიმენჰიდრინატი ................  50 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. ახდენს სედატიურ, ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ, ღებინების საწინააღმდეგო და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ვესტიბულური სტიმულაციის დათრგუნვასთან, პირველ რიგში, ოტოლითებზე ზემოქმედებით; მაღალ დოზებში - ნახევარრკალოვან არხებზე.

ჩვენებები:

  • კინეტოზების პროფილაქტიკა (ზღვის დაავადება, საჰაერო ტრანსპორტის აუტანლობა);
  • მენიერის დაავადება;
  • ვესტიბულარული დარღვევები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებს პრეპარატს უნიშნავენ 50-100 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300-400 მგ-ს.

ბავშვებს 1-დან 6 წლამდე პრეპარატს უნიშნავენ 12,5-25 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებს 7-დან 12 წლამდე - 25-50 მგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში.

პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.

კინეტოზების პროფილაქტიკისათვის საჭიროა 50-100 მგ პრეპარატის მიღება 30 წთ-ით ადრე მგზავრობამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის  და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, საერთო სისუსტე, აკომოდაციის დარღვევა.

კნტ-ის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

*ბავშვები 1 წლამდე;

*ორსულობა;

*ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, გლაუკომის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ბრონქული ასთმის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: პირის სიმშრალე, სახის შეწითლება, შენელებული და გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სედატიურ, საძილე პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ეთანოლთან ერთად მიცემის შემთხვევაში ძლიერდება აღნიშნული პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება ცსნს-ზე.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.

დრ. ტიასი ექინაცეას ნაყენი – Dr. THEISS TINCTURA ECHINACEA – ДОКТОР ТАЙСС НАСТОЙКА ЭХИНАЦИИ

მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ექინაცეას ნაყენი: ფლაკოში 20 გ და 50 გ

10 გ

წვრილფოთლიანი ექინაცეას ნაყენი ....................      3.33 გ

ეთანოლი 70%   .............................................        3.8 გ

წყალი   .......................................................          2.87 გ

ექინაცეა ფორტე: ფლაკონში 50 მლ

10 მლ

მეწამური ექინაცეას წვენი   (1.5-2.5:1) ............       7.56 მლ

ეთანოლი      90%  ...........................................    2.44 მლ

ტაბლეტები: შეფუთვაში 123 და 24 ც.

1 ტაბ.

ექინაცეას ექსტრაქტი  .................................     20 მგ

მენთოლი    .............................................       2 მგ

დამხმარე საშუალებები:

გლუკოზის სიროფი, საქაროზა, არომატიზატორი მიღებული ბალახებისაგან და წიწვებისაგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექინაცეას ნაყენს და ტაბლეტებს ახასიათებთ იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმართ.

ჩვენებები:

ექინაცეას ნაყენი და ფორტე:

მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სხვადასხვა მიზეზით (ინფექციები, რადიაცია, ქიმიოთერაპია და სხვა) გამოწვეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

ტაბლეტები:

ზემო სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, კატარული მოვლენები გაცივების დროს), გრიპის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

ექინაცეას ნაყენი:

პრეპარატს იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.

პერორალურად იყენებენ 20-30 წვეთს 3-ჯერ დღეში (ხანმოკლე დროით საჭიროა პრეპარატის პირში გაჩერება). მწვავე პროცესების დროს დასაწყისში იღებენ 50 წვეთს, შემდგომში 10-2 წვეთს ყოველ 1-2 სთ-ში.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.

მკურნალობის კურსის განმეორება ხდება ექიმთან კონსულტაციით.

ექინაცეა ფორტე:

პრეპარატს იყენებენ, როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.

მოზრდილებში და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ დასაწყისში პერორალურად იღებენ 50 წვეთს, შემდგომში 25-30 წვეთს ყოველ 1.5-2 სთ-ში. შემდგომი მკურნალობის ან პროფილქატის მიზნით იღებენ 50 წვეთს 3-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია განზავების გარეშე ან მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.

მკურნალობის კურსის განმეორება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით.

ტაბლეტები:

პერორალურად 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. აჩერებენ პირის ღრუში სრულ გაწოვამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმეტეს 8 კვირას, რომლის გაგრძელებისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის, რთულყვავილოვანთა მიმართ;

*წინააღმდეგნაჩვენებია სისტემური დაავადებების (ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზი, გაფანტული სკლეროზი, აივ-ინფექციები, სისტემური წითელი მგლურა, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა აუტოიმუნური დაავადებების) დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ექინაცეას ნაყენი:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის დროს.

პრეპარატი შეიცავს 50% ალკოჰოლს. ყოველ მიღებაზე პაციენტი იღებს 0.25 გ, 1.0 გ ალკოჰოლს. რისკის ჯგუფებს შეადგენენ ეპილეფსიით, ალკოჰოლიზმით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, თავის ტვინის დაზიანებით დაავადებული პირები.

ექინაცეა ფორტე:

პრეპარატის შემღვრევა და ნალექი გავლენას არ ახდენს მის ხარისხზე და აქტივობაზე.

გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის ოდნავ შენჯღრევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ექინაცეას ნაყენი  3 წელი; ექინაცეა ფორტე და ტაბლეტები  4 კვირა.

დრ. ტაისი შვედური მწარე – DR.THEISS SCHWEDEN BITTER – ДОКТОР ТАЙСС ШВЕДСКАЯ ГОРЕЧЬ

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი და პერორალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 200 მლ და 250 მლ

1000 მლ

Aloe ................................10 გ
Rhubard root ...................9 გ
Rheriak sine opio .............9 გ
Myrrh ..............................6.5 გ
Zedoary root ....................4.5 გ
Diptamnum root ...............3.5 გ
Gentian root ....................3.5 გ
Angelica root ...................3.5 გ
Carlinae root ....................2 გ
Camphor .........................1 გ
Tormentil root ..................1 გ
Castor .............................1 გ
Fungus larix ....................2.5 გ
Nutmeg flowe ..................1 გ
Senna leaves ...................1 გ
Nutmeg seeds .................7.5 გ
Saffron ............................1 გ
Calamus roof ..................9 გ

დამხმარე ნივთიერებები

Bolus alba ......................2.5 გ
Ethanol 96% V/V .............19 გ
Purified water .................496.435 გ
Glycerol    ......................181.375 გ
Anis aromatics ................0.415 გ
Orange aromatics ...........0.1 გ
Sodium saccharin ............0.615 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, მადის აღმძვრელი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:

გარეგანად პრეპარატი გამოიყენება როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება რევმატიული დაავადების და მწერების ნაკბენის დროს.

პრეპარატი პერორალურად ინიშნება, როგორც ნაღველმდენი, სპაზმოლიზური საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადების დროს (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ჰიპოაციდური გასტრიტი, აქილია და სხვა).

მიღების წესები და დოზირება:

პერორალურად - 1 ჩაის კოვზი იხსნება 1 ჭიქა ჩაის წყალში.

გარეგანად - პრეპარატს წაისვამენ დაზიანებულ უბნებზე ან იყენებენ კომპრესის სახით (კანის დასაცავად კანის უბანზე ისვამენ გულყვითელას მალამოს ან სხვა დამცავ კრემს, შემდეგ პრეპარატით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი თავსდება ზევიდან, იფარება პერგამენტით და შეიხვევა თბილად). მკურნალობის კურსი - 1 თვე. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება ამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს 36% ალკოჰოლს. ყოველი მიღებისას პაციენტი იღებს 1.8 გ ალკოჰოლს. რისკის ჯგუფს შეადგენს ეპილეფსიით დაავადებულები და პაციენტები თავი ტვინის დაზიანებით.

გამოყენების წინ აუცილებელია ნაყენის შენჯღრევა. ხსნარის შემღვრევა და ნალექის არსებობა არ მოქმედებს პრეპარატის აქტივობაზე და ხარისხზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი სალბის ექსტრაქტი – DR. THEISS EXTRACTUM SALVIAE – ДОКТОР ТАЙСС ЭКСТРАКТ ШАЛФЕЯ

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემკვრელი და სადეზინფექციო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 50 მლ

10 მლ

სალბის თხიერი ექსტრაქტი ........    5 გ

ეთილის სპირტი .......................    2 გ

გლიცერინი, პიტნის ზეთი, წყალი.

ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

სალბის ექსტრაქტი ...............        50 მგ

სალბის ზეთი .....................           6 მგ

ასკორბინის მჟავა ..............          20 მგ

ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა, წყალი.

ჩვენებები:

პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, გლოსიტი, სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი).

მიღების წესები და დოზირება:

ხსნარი:

პრეპარატის 50 წვეთს ხსნიან 100 მლ თბილ წყალში და ივლებენ პირში 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7-10 დღის გამავლობაში.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება წყლით განზავების გარეშე შეზელვით, ან პირის ღრუს ლორწოვანის ირიგაციით 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში. აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი შეიცავს 16% ალკოჰოლს.

პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ეთილის სპირტის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მის გამოყენება რეკომენდებული არ არის;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

*ალკოჰოლური სასმელების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობას ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი რევმა კრემი ინტენსივი – DR. THEISS RHEUMA CREAM INTENSIV – ДОКТОР ТАЙСС РЕВМА КРЕМ ИНТЕНСИВ

მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 100 გ

100 გ

ქაფური ........................................          6 გ

ტერპენტინის ზეთი .....................           6 გ

ევკალიპტის ზეთი .......................            6 გ

მენთოლი  ..................................            2 გ

მთის ფიჭვის ზეთი ....................            1.4 გ

ჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსური თერაპიის სახით რევმატიზმის, ლუმბაგოს, იშიაზის, ნევრალგიის, ხერხემლის, კუნთების, სახსრების ტკივილის, კუნთოვანი სპაზმების, მიოზიტის, დაჭიმულობის და ტრავმების, მყესების გაგლეჯვის, სამკურნალო და სპორტული მასაჟის დროს და კანში სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესები და დოზირება:

0.5-1.9 სმ კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა კრემის მთლიანად შეწოვამდე 2-3-ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:

კანის საფარის მთლიანობის დარღვეული უბანზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის.

პრეპარატის შემთხვევით თვალში, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვანზე მოხვედრისას საჭიროა მისი წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი ლაშქარას მალამო – DR.THEISS AKNE COMEREY OINTMENT/BEINWELL SALBE – ДОКТОР ТАЙСС ОКОПНИК

მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და მარეგენირებელი თვისებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ქილაში 20 გ და 50 გშ

10 გ

ლაშქარას ფესვების ნაყენი (1:5)  .................   1 გ

ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი)  ......   0.1 გ

დამხმარე საშუალებები:

ქლოროფილი, ღორის ქონი, სიმინდის ტაროს ზეთი, ოდორანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და მარეგენირებელი თვისებები.

ჩვენებები:

ხერხემლის თიაქარი, დაბეჟილობა, ტკივილი ზურგის არეში, დიდი ხნის განმავლობაში შეუხორცებელი ჭრილობები, წყლულები, კანის ანთებითი დაავადებები, კანის სიმშრალე და ნახეთქები, ეგზემა.

მიღების წესები და დოზირება:

მალამოს ისვამენ დაზიანებულ არეზე, შეიზილება დღეში რამდენჯერმე; ძილის წინ იყენებენ მალამოს უფრო სქელ ფენას, რომელიც იფარება საფენით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას. გახსნის შემდეგ მალამოს ქილა ინახება მაცივარში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დრ. ტაისი ვენენ გელი – DR.THEISS VENEN GEL – ДОКТОР ТАЙСС ВЕНЕН ГЕЛЬ

მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კანის ტროფიკური დარღვევების სამკურნალო და ვენების მატონიზირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 100 გ

100 გ

ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი .............        3 გ

გულყვითელას ყვავილების ექსტრაქტი .......       0.4 გ

დამხმარე ნივთიერებები:

გლუკამატი, სეპიგელი, ეთილის სპირტი 96%. სურნელი, წყალი.

ჩვენებები:

ქვემო კიდურების ტკივილი, შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით, სხვადასხვა ხარისხის ვენური უკმარისობით გამოწვეული კანის ქავილი, ტრავმული ხასიათის ტკივილები და შეშუპებები: ნაღრძობები, დაჭიმულობები, დაჟეჟილობები და სხვა.

მიღების წესები და დოზირება:

გელის თხელ ფენას წაისვამენ კანის დაზიანებულ უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა დღეში რამდენჯერმე.

განსაკუთრებული მითითებები:

კანის საფარის მთლიანობის დარღვეულ უბნებზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის.

აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ყველა დამატებით რჩევის მკაცრად დაცვა როგორიცაა:

ქვემო კიდურების შეხვევა, ელასტიურ წინდების ტარება, გრილი აბაზანები. ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა: შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, გადაღლა და სიცხის შეგრძნება, ტკივილი, განსაკუთრებით ცალ კიდურში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა მისი დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C0 ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი არნიკას მალამო – Dr. THEISS ARNIKA SALBE – ДОКТОР ТАЙСС АРНИКА

მწარმოებელი: DR. THEISS NATURWAREN,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური და ჭრილობის მარეგენირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 გ მალამო შეიცავს 5 გ არნიკას ნაყენს, აგრეთვე სილიციუმის მჟავას ანჰიდრიდს, ღორის ქონს, სიმინდის ზეთს და E 160 b ტიპის საღებავს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტრავმების, კანის ჩრიქოვანი ანთებების,  კანზე გამონაყარის, მსუბუქი დამწვრობისა და (მაგ. მზის სხივებით დამწვრობა) და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ. აგრეთვე სპორტულ მედიცინაში მასაჟის ჩასატარებლად.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში რამდენჯერმე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კანის დაზიანებულ უბანზე ბუშტუკოვანი დერმატიტის წარმოქმნას (ღია ჭრილობები, ვარიკოზული წყლული და სხვა).

ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება ჯანმრთელ კანზე ბუშტუკოვანი დერმატიტი, ამ უკანასკნელის დანეკროზებამდე.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შეფუთვის გახსნის შემდეგ საჭიროა მისი მაცივარში შენახვა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დრ. ტაისი ანისის ზეთი – DR.THEISS OLEUM ANISI – ДОКТОР ТАЙСС АНИСОВОЕ МАСЛО

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჟელატინის კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს. შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

ანისულის ზეთი ...................  100 მგ

დამხმარე საშუალებები:

რაფსის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, საღებავი E 141, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ხასიათდება ამოსახველებელი ეფექტით.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება ხველა ნახველის ძნელი ევაკუაციით.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსი - 2-3 კვირა. განმეორებითი მკურნალობის კურსი ტარდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*ბავშვებში 12 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ დაავადებების სიმპტომები არ გაივლის მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი ანგი სეპტი – DR. THEISS ANGI SEPT – ДОКТОР ТАЙСС АНГИ СЕПТ

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

დიქლორბენზილის სპირტი .........        0.049 გ

ანეთოლი  ...................................       0.097 გ

პიტნის ზეთი  .............................       0.025 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიქლორბენზილის ეთერს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, ხოლო ათენოლს -ზომიერად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტი. მენთოლი და პიტნის ზეთი იწვევენ ნერვული დაბოლოვებების გაღიზიანებას, რასაც თან ახლავს სიცივის და ჩხვლეტის შეგრძნება, ხასიათდებიან მსუბუქი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედებით. პრეპარატის გაწოვისას პირის ღრუში და ხახაში აღინიშნება სიგრილის შეგრძნება.

ჩვენებები:

პირის ღრუს და ყელის ინფექციური და ანთებითი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (ანგინა, ხახის და ხორხის ანთება), აფტოზური სტომატიტი.

მიღების წესები და დოზირება:

ბავშვებში 6 წლიდან - 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ტაბლეტს აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 10 ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ დისპეფსიური დარღვევების და კანზე გამონაყარის სახით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდეუბლი პრეპარატის მიღება პირის ღრუს და ყელის სისხლმდენი ჭრილობების დროს.

აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი უნდა მოიწუწნოს განსაკუთრებული სიფრთხილით.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ტემპერატურული რეაქციის ან არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა თავის შეკავება საკვებისა და სითხის მიღებისაგან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!