Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 625

დუოდარტი – DUODART – ДУОДАРТ

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 0,5მგ დუტასტერიდს და  0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.

რისკის შემცირება შარდის მწვავე შეკავების განვითარებისა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომების დროს.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილები (ასაკოვანი ავადმყოფების ჩათვლით)

1 კაფსულა (0,5მგ/0,4მგ) დღეში პერორალურად, ჭამიდან 30 წთ–ის შემდეგ. კაფსულა იყლაპება მთლიანად, გაუხსნელად და დაუღეჭავად, რადგან კაფსულის შიგთვსთან  კონტაქტის დროს შესაძლებელია პირისა და ხახის ლორწოვანის გაღიზიანება.

გვერდითი მოქმედება:

კლინიკური გამოკვლევები დუოდარტის გამოყენებაზე არ ჩატარებულა, თუმცა მოხდა დემონსტრირება დუოდარტის ბიოექვივალენტობისა  დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენებისას.

ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა;

გულ–სისხლძარღვთა სისტემა: გულის უკმარისობა (შეგუბებითი გულის უკმარისობის ჩათვლით, გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა,  მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა, მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, კარდიოპულმონარული უკმარისობა, კონგესტიური კარდიოპათია); გულისცემის გახშირება, პოსტურალური ჰიპოტენზია;

რეპროდუქციული სისტემა, ფსიქიური დარღვევები: იმპოტენცია, ლიბიდოს შეცვლა(დაქვეითება),ეაკულაციის დარღვევა, სარძევე ჯირკვლეის დაავადება (ჰიპერესთეზიის და სარძევე ჯირკვლების გაზრდის ჩათვლით), რეტროგრადული ეაკულაცია, პრიაპიზმი; სასუნთქი სისტემა: რინიტი;

კუჭ–ნაწლავის სისტემა: ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება;

იმუნური სისტემა, კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი: ალერგიული რეაქცია, გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების ჩათვლით. ლოკალიზებული და ანგიონევროტული შეშუპება; ალოპეცია (უფრო მეტად სხეულზე თმის ცვენა), ჰიპერტრიქოზი;

საერთო მდგომარეობა: ასთენია.

კლინიკური კვლევების პროცესში, მამაკაცები, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდით, წიმადებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკი გლისონის 8–10 ბალიანი შკალის დიფერენცირებით, იყო მაღალი , პლაცებო ჯგუფთან შედარებით. მიზეზი დუტასტერიდის მიღებასა და წინამდებარე ჯირკვლის დაბალდიფერენცირებული ფორმის კიბოს განვითარებას შორის გლისონის შკალის მიხედვით არ იქნა დადგენილი.

კლინიკური გამოკვლევების მონაცემებით და პოსტმარკეტინგული დაკვირვებით იყო შემთხვევები მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების.

პროსტატ–სპეციფიურ ანტიგენებზე (PSA) გავლენა და წიმადებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენა.

დუოდარტს უნარი აქვს  ავადმყოფების 50%  შეამციროს შრატისმიერი PSA დაახლოებით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ დუოდარტით, უნდა ჰქონდეთ ახალი საწყისი ამოსავალი დონე PSA, დადგენილი ამ პრეპარტით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ. ეს დონე შემოწმებული უნდა იყოს რეგულარულად. PSA დონის მომატების ნებისმიერი დადასტურება, დაწყებული ყველაზე დაბალი დონით დუოდარტის გამოყენების დროს, მოწმობს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის არსებობაზე ან მკურნალობის რეჟიმის დაუცველობაზე და  საჭიროებს გულდასმით შესწავლას. მაშინაც კი თუ PSA მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში მამაკაცებში , რომლებიც არ მკურნალობენ  5α–რედუქტაზის ინჰიბიტორებით.

უკუჩვენება:

არ გამოიყენება ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ;

უკუნაჩვენებია ავადმყოფებში დუტასტერიდის, 5α–რედუქტაზების სხვა ინჰიბიტორების, ტამსულოზინის, პრეპრატების სხვა შემადგენელი კომპონენტების ან სოიოს და მიწის თხილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

ავადმყოფებში ორთოსტატული ჰიპოტენზიით ანამნეზში, ავადმყოფებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:

დუოდარტი არ არის ნაჩვენები ქალებისთვის. კვლევები დუოდარტის გავლენაზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ასევე ფერტილობაზე (ქალის შემთხვევაში), არ ჩატარებულა,

ფერტილობა: დუტასტერიდი გავლენას ახდენს ეაკულატზე, არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება.

ორსულობა: როგორც სხვა 5α–რედუქტაზის ინჰიბიტორების შემთხვევაში, დუტასტერიდი აფერხებს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას, რამაც შეიძლება შეაფერხოს მამრობითი სქესის ნაყოფის გარეთა სასქესო ორგანოების განვითარება, ამიტომ როგორც სხვა 5α–რედუქტაზის ინჰიბიტორების შემთხვევაში, თუ ქალი ორსულადაა და მამაკაცი მკურნალობს დუოდარტით,  რეკომენდებულია სქესობრივი კონტაქტის დროს მამაკაცის მიერ გამოყენებული იქნას პრეზერვატივი, რათა არ მოხვდეს ეაკულატი ქალის ორგანიზმში.

ურთერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ამ მიმართულებით ფართო კველევები არ არის ჩატარებული.

მედიკამენტის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტებზე ინფორმაცია:

დუტასტერიდი

დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში იყო მაღალი იმ პაცინტებში,რომლებიც ერთდროულად მკურნალობდენენ ვერაპამილით ან დილთიაზემით.

დუტასტერიდის ხანგრძლივი მიღებისას, კომბინაციაში სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენენ  ძლიერმომქმედ CYP3A4 ფერმეტის ინჰიბიტორს (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პერორალურად მიღებისას), შეიძლება აღინიშნოს დუტასტერიდის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდმა,  ერთდროულმა მიღებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომელთაც შეუძლიათ არტერიული წნევის დაწევა, მათ შორის ტკივილგამაყუჩებლებთან და სხვა ალფა–1– ადრენობლოკატორებთან, შეიძლება გააძლიეროს ჰიპოტენზიური მოქმედება; დუტასტერიდ–ტამსულოზინი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული ციმეტიდინთან, ვარფარინთან.
დიკლოფენაკმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოყოფა.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25 °С , ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვა: თეთრი ფერის , მაღალი სიმკვრივის, პოლიეთილენის გაუმჭვირვალე  ფლაკონი პოლიპროპილენის თავსახურით, 30 ან 90 კაფსულა ფლაკონში.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.

დროპსკოლი ჯუნიორი – Dropscol – Дропскол

ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი საშუალება

შემადგენლობა: ყოველი 3 მლ შეიცავს:
გვირილას (Matricaria chamomilla L.) ყვავილების ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი – 165 მგ

კამის(Foeniculum vulgare Miller) ნაყოფის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი – 150 მგ

ბარამბოს (Melissa officinalis L.) ფოთლების ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი – 120 მგ

კამის(Foeniculum vulgare Miller) ნაყოფის 1% ეთერზეთი – 42 მგ

ბარამბოს (Melissa officinalis L.) ფოთლების 2% როზმარინის მჟავა – 36 მგ

გვირილას (Matricaria chamomilla L.) ყვავილების 0.3%

აპიგენინი – 36 მგ მსხვილფოთოლა

ცაცხვის (Tilia platyphyllos Scop.) ყვავილების 1% ფლავანოიდები – 3 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: დროპსკოლი ჯუნიორი, ჩვილებსა და ბავშვებში, კოლიკის საწინააღმდეგო, უსაფრთხო და ეფექტური კომბინირებული, მცენარეული პრეპარატია. მასში შემავალი კომპონენტები ცნობილია, როგორც საჭმლის მომნელებელი პროცესების ხელის შემწყობი, მარეგულირებელი, კუჭ-ნაწლავის კოლიკისა და სპაზმის მომხსნელი, შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება.

ბარამბოს ფოთლებისგან მიღებული როზმარინი მოქმედებს, როგორც სპაზმოლიზური საშუალება კუჭ-ნაწლავის გლუვ კუნთებზე. ასევე, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.

კამის ნაყოფის ექსტრაქტი მოქმედებს ნაწლავების გლუვ კუნთებზე და ხსნის მათ სპაზმს, ხელს უწყობს ნაწლავთა პერისტალტიკის გაუმჯობესებას და საკვების გადაადგილებას. ამავდროულად, ამცირებს კოლიკების გამომწვევი გაზების წარმოქმნას. გარდა ამისა, კამის ნაყოფის ეთერზეთებს ახასიათებთ ბაქტერიოსტატიკური მოქმედება.

გვირილას ყვავილებისგან მიღებული აპიგენინი ხსნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების სპაზმს და ამცირებს მუცლის ტკივილს. ის მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური საშუალება.

მსხვილფოთოლა ცაცხვს გააჩნია სპაზმოლიზური და სედაციური თვისება. მის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდები, ასევე იცავს ნაწლავის კედლის ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.

ჩვენებები: აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები:

• მოვლითი ხასიათის ტკივილი (კოლიკა)
• კუჭ-ნაწლავის სპაზმი
• შებერილობა
• აეროფაგია
• ბოყინი

მიღების წესი და დოზირება:

• 0-ასაკიდან რეკომენდებული დოზა არის 1წვ. სხეულის ყოველ კილოგრამზე, ყოველი ჭამის შემდეგ, ენის ქვეშ დაწვეთებით.

• 1 წლის ზემოთ ბავშვებში 1,5 მლ 1-2 ჯერ დღეში, განზავებული წყალში ან სხვა სასმელებში, ან დასაშვებია ჩაწვეთება მოხდეს პირის ღრუში.

7 წვეთი შეესაბამება საწვეთურზე 0,5 მლ-ს. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას.

გამოშვების ფორმა: 20მლ. წვეთები.

მწარმოებელი: Erbozeta S.p.A. , იტალია

Strada delle Seriole 41/43

47894 Chiesanuova (RSM)

დროპსანი – DROPSAN – ДРОПСАН

შემადგენლობა:

100 მლ ხსნარი შეიცავს:

თუთიის სულფოფენატი ………………………. 0,500გრ.

ნატრიუმის სულფაცეტამიდი ………………… 3 გრ.

ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ……………. 0,005გრ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი …………….. 0,750გრ.

არააქტიურ ნივთიერებებს: P-ოსქსიბენზოატის ეთერები, თიმეროსალი, ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული წამალი.

ჩვენებები:

  • მსუბუქი ფორმის კონიუნქტივიტის მკურნალობა.

დოზირება:

ერთი წვეთი დღეში ერთხელ ან ორჯერ, კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებით.

ჩაწვეთების შემდეგ თვალი მცირე ხნით დახუჭული უნდა გქონდეთ.

დაიცავით რეკომენდირებული დოზა. ამ პრეპარატის ზედმეტი დოზით ჩაწვეთებამ, თუნდაც ადგილობრივად და მცირე ხნით, შესაძლოა მწვავე სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.

ხანგრძლივობა

ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.

მიღების წესი

გახსენით ბოთლი, მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალის კონიუნქტივალურ პარკში.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ზემგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.

სიფრთხილის ზომები

ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.

ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ რეალური საჭიროებისას ექიმის კონტროლის ქვეშ. თუ გამოვლინდება მგრძნობელობის ამაღლების მოვლენები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:

სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის

ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა–დანადგარებთან მუშაობისას:

ეს პროდუქტი არ ქმნის სირთულეებს ავტომობილის მართვის ან მანქანა-მექანიზმებთან მუშაობისას

ჭარბი დოზა:

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტები ძალზედ იშვიათია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვას. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია.

არასასურველი ეფექტები:

რეკომენდირებული დოზებით მიღებისას, პრეპარატი კარგად შეგუებადია.

თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს თიმეროსალს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.

ყურადღება:

კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ.

პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

სპეციალური გაფრთხილება

გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე.

დროპერიდოლი – DROPERIDO – ДРОПЕРИДОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

– დროპერიდოლი მიეკუთვნება ბუტიროფენონის ჯგუფის წარმოებულ ნეიროლეფსიურ საშუალებას. ხასიათდება ანტიფსიქოზური, კატალეფტოგენური, აგრეთვე სედატიური და ტრანკვილიზური მოქმედებით.

იგი ამცირებს ან სრულად თრგუნავს ბოდვებს და ჰალუცინაციებს, აფერხებს ფსიქომოტორული აგზნებადობის პროცესებს, ასუსტებს აფექტურ რეაქციებს, ხსნის განგაშის და მოუსვენრობის შეგრძნებას, აქვეითებს მოძრაობით აქტივობას.

– სხვა ნეიროლეფსიური პრეპარატებისაგან განსხვავებით დროპერიდოლისათვის დამახასიათებელია ხანმოკლე მოქმედება.

– ნეიროლეფსიური საშუალებები (მათ შორის დროპერიდოლი) აძლიერებენ ცნს-ზე მომქმედი სხვა დეპრესანტების, მიორელაქსანტების და ზოგადი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების ეფექტებს.

– დროპერიდოლისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ნარკოტიკული ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება. პრეპარატი ხასიათდება შოკის საწინააღმდეგო თვისებებით. პრეპარატის ცენტრალური მოქმედება განპირობებულია მის მიერ თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში დოფამინური რეცეპტორების (დ2) ბლოკადით (ანტიფსიქოზური, ექსტრაპირამიდული დარღვევები, კუნთების ტონუსის მომატება, ტრემორი და რიგიდობა, პროლაქტინის გაძლიერებული სეკრეცია). მას არ ახასიათებს ქოლინოლიზური აქტივობა.

– სედატური და ტრანკვილიზური მოქმედება განპირობებულია პრეპარატის მიერ ცენტრალური ადრენორეცეპტორების ბლოკადით.

– დროპერიდოლის თვისება მოახდინოს ანალგეზიური საშუალების მოქმედების ეფექტის პოტენცირება წარმოადგენს ნეიროლეპტანალგეზიის საფუძველს – ზოგადნარკოზის განსაკუთრებულ სახეობას, როდესაც შენარჩუნებულია რეფლექსური აგზნებადობა, მეხსიერება და კონტაქტი ექიმსა და პაციენტს შორის.

– ნეიროლეპტანალგეზიისათვის დროპერიდოლს ძირითადად იყენებენ ფენტალინთან კომბინაციაში, იშვიათად – სხვა ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთად.

– ნეიროლეპტანალგეზიას იყენებენ არა მარტო ქირუგიულ პრაქტიკაში, არამედ ტკივილის სინდრომის და შოკის მოვლენების კუპირებისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და მძიმე სტენოკარდიული შეტევების დროს.

– პრეპარატის ცენტრალური მოქმედების სხვა გამოვლინებას წარმოადგენს მისი ღებინების საწინააღმდეგო ეფქეტი, რომელიც დაკავშირებულია მეოთხე პარკუჭის ფსკერზე არსებული გამშვები ზონის (ტრიგერ ზონა) ქემორეცეპტორების ბლოკადასთან, რაც ექსპერიმენტში ხასიათდება დიდროპერიდოლის მკვეთრად გამოხატული ანტაგონიზმით აპომორფინით გამოწვეულ ღებინებასთან მიმართებაში.

– დროპერიდოლი თრგუნავს გულისრევას და ღებინებას ქირურგიული ოპერაციების დროს, აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

– დროპერიდოლისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ეფექტ-ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. იგი იწვევს ალფა-ადრენორეცეტორების ბლოკადას და ამცირებს სისხლძარღვების პერიფერიულ წინააღმდეგობას. მისთვის დამახასიათებელია ანტიარითმიული მოქმედება. იგი თრგუნავს ეპინეფრინით (ადრენალინით) გამოწვეულ არითმიას, თუმცა არ ხსნის სხვა ეტიოლოგიის არითმიებს.

დროპერიდოლის ადრენოლიზური დ სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება იწვევს სისხლმიმოქცევის დიდ და მცირე წრეში არტერიული წნევის დაქვეითებას.

ფარმაკოკინეტიკა

დროპერიდოლის ფარმაკოკინეტიკა ორფაზიანია. საწყის სწრაფ ფაზაში მისი ნახევრადდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს 10 წთ-ს, ხოლო ტერმინალურ ნელ ფაზაში – 2 სთ-ს.

პირდაპირი კორელაცია სისხლის პლაზმაში დროპერიდოლის კონცენტრაციასა და მის თერაპიულ ეფექტს შორის არ აღინიშნება.

პრეპარატის მოქმედების ეფექტი მისი ვენაში ან კუნთებში შეყვანის დროს იწყება 3-10 წთ-ის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 30 წთ-ის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება 2-4 სთ-ის განმავლობაში, თუმცა მისი მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს 12 სთ-ის განმავლობაში.

დროპერიდოლი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში და სხვადასხვა ორგანოებში. იგი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

დროპერიდოლი მტკიცედ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

პრეპარატი ინტენსიურ მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. დროპერიდოლი და მისი მეტაბოლიტები ექსკრეტირდებიან ძირითადად შარდთან და ნაწილობრივ ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

  • პრემედიკაცია ნარკოზის წინ, ბაზის ნარკოზი, პრეპარატების მოქმედების პოტენცირება ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიის დროს.
  • ნეიროლეპტანალგეზია (ოპიოიდურ ანალგეტიკებთან კომბინაციაში, უმეტესად ფენტანილთან ერთად).
  • იყენებენ გულისრევისა და ღებინების პროფილაქტკისათვის დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციების დროს, ასევე პოსტოპერაციული ტკივილებისა და ღებინების დროს.

დოზირების რეჟიმი

დროპერიდოლის მისაღები დოზის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის, მის მიერ გამოყენებული მედიკამენტების, ანესთეზიის სახეობის მიხედვით.

დროპერიდოლი ენიშნებათ ვენაში და კუნთებში ინექციის სახით. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფიზიოლოგიური ფუნქციების სისტემატური კონტროლი.

პრემედიკაცია: დროპერიდოლი შეყავთ კუნთებში ოპერაციამდე 30-60 წთ-ით ადრე 2.5-10 მგ-იანი (1-4 მლ) დოზით. პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია.

ზოგადი ანესთეზია: დროპერიდოლი შეყავთ ვენაში 2.5 მგ-იანი (1 მლ) დოზით 10 კგ სხეულის წონაზე ანალგეტიკებთან და/ან ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან ერთად. ცალკეულ შემთხვევებში იყენებენ პრეპარატის შედარებით დაბალ დოზებს (მაგ. 125 მგ), დროპერიდოლის საერთო დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად.

ოპერაციის დროს დროპერიდოლის შემანარჩუნებელი დოზა ვენაში მისი ინექციის დროს შეადგენს 1.25-2.5 მგ (0.5-1.0 მლ).

ზოგადი ანესთეზიის გარეშე დიაგნოსტიკური მიზნებისათვის დროპერიდოლის გამოყენება:

დროპერიდოლი შეყავთ კუნთებში 2.5-10 მგ (1-4 მლ) 30-60 წთ-ით ადრე პროცედურის დაწყებამდე. შესაძლებელია დროპერიდოლის შეყვანა, დამატებითი საშუალების სახით ვენაში 1.25-2.5 მგ (0.5-1 მლ). (ბრონქოსკოპიის მსგავსი, ზოგიერთი პროცედურების დროს, საჭიროა ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება).

ზოგადი ანესთეზია: დამატებით სედატიური ეფექტის მისაღწევად დროპერიდოლი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში ნელა 2.5-5 მგ-იანი (1-2 მლ) დოზით.

დროპერიდოლის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრემედიკაციის ან პარენტერალური ნარკოზისათვის იყენებენ დროპერიდოლის შემცირებულ დოზებს – 100-150 მკგ/კგ-ზე.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში დროპერიდოლის გამოყენების უსაფრთხოების ზომები დადგენილი არ არის.

დროპერიდოლის გამოყენების წინ საჭიროა მისი საინექციო ხსნარის ვიზუალური კონტროლი. დროპერიდოლის ფერშეცვლილი, შემღვრეული, აგრეთვე ხსნარის დეჰერმეტიზირებული შეფუთვით ხსნარის გამოყენება ნებადართული არ არის.

გვერდითი მოვლენები

საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, რომლებიც ყოველგვარი მკურნალობის გარეშე მალევე ქრება.

შესაძლებელია დისფორია, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ძილიანობა, და პირიქით პრეპარატის დიდ დოზებში გამოყენებისას – მოუსვენად ყოფნა, მოტორული აგზნება, შიში.

იშვიათად ადგილი აქვს ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს, რომელთა კუპირებისათვის საჭიროა ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენება. იშვიათად აღინიშნება ანაფილაქსიური რეაქციები, თავბრუსხვევა, კანკალი, ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი.

იშვიათად, დროპერიდოლისა და ფენტანილის ან სხვა ანალგეტიკებთან დროპერიდოლის კომბინაციის დროს, მათი პარენტერალური შეყვანისას, ადგილი აქვს ჰიპერტენზიას.

ზოგიერთ შემთხვევებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ჰალუცინაციების და დეპრესიების განვითარება.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა დროპერიდოლის ან მორფინის წარმოებულების მიმართ;

* ექსტრაპირამიდული დარღვევები, საკეისრო კვეთა;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს დროპერიდოლით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

მონაცემები დროპერიდოლის დედის რძეში ექსკრეგირების შესახებ შესწავლილი არ არის, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ მრავალი სამკურნალო საშუალებები გამოიყოფიან სარძევე ჯირკვლების სეკრეტის მიერ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ დროპერიდოლის გამოყენებისას არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების გამო, მისი დროული კორექციისათვის საჭიროა შესაბამისი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.

♦ ავადმყოფებს დროპერიდოლით მკურნალობის პროცესში უტარდებათ სისტემატური სამედიცინო კონტროლი.

♦ ხანდაზმულ, ფიზიკურად დაუძლურებულ და სხვა პაციენტებში რეკომენდებულია დროპერიდოლის საწყისი დოზის შემცირება.

♦ დროპერიდოლთან ოპიოიდური ანალგეტიკების ერთდროულად მიღების დროს საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზების შემცირება.

♦ დროპერიდოლის მიღებისას, სხვა ნეიროლეფსიურ საშუალების მსგავსად, იშვიათად ვითარდება ნეიროლეფსიური სინდრომი.

♦ ოპერაციის წინა პერიოდში ნეიროლეფსიური ჰიპერმეტრიის დიაგნოსტიკა რთულია. იმ შემთხევვაში, როდესაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურას, ტაქიკარდიის და ნახშირორჟანგის წარმოქმნას, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება (მაგ. დანტროლენი).

♦ დროპერიდოლის მაღალ დოზებში მიღება (25 მგ და მეტი) ავადმყოფებში – არითმიით ჰიპოქსიის ფონზე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით ან ალკოჰოლური აბსტინენციით იწვევს სწრაფ სიკვდილს.

♦ ზოგიერთი სახეობის ანესთეზიის (მაგ. სპინალური, პერიდურალური) ჩატარების დროს ვითარდება ნეკნთაშუა ნერვების და სიმპათიკური ინერვაციის ბლოკადა, რაც თავის მხრივ აძნელებს სუნთქვას, ხელს უწყობს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და ჰიპოტენზიის განვითარებას, რადგან, დროპერიდოლი მოქმედებს სისხლის მიმოქცევის პროცესზე მისი გამოყენებისას ანესთეზიის დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის მიერ გათვალისწინებული იქნას პრეპარატთან დაკავშირებული ცვლილებები და ჩატარდეს ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებზე სისტემატური კონტროლი.

♦ ჰიპოტენზიას თან ერთვის ჰიპოვოლემია, ამიტომ მისი პროფილაქტიკისათვის მკურნალობის მიზნით აუცილებელია საინფუზიო ხსნარების გამოყენება. საჭიროა პაციენტმა მიიღოს ისეთი მდგომარეობა, რომ გაძლიერდეს გულში ვენური სისხლის მიწოდება.

♦ სპინალური და პერიდურალური ანესთეზიის დროს საჭიროა ყურადღების მიქცევა, რათა ავადმყოფმა თავი დაბლა არ დახაროს, რადგან ასეთი მდგომარეობა აძლიერებს ანესთეზიის ეფექტს და ასუსტებს ვენურ სისხლმიმოქცევას.

♦ ორთოსტატული ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტის ტრანსპორტირების დროს საჭიროა სიფრთხილე, მისი სხეულის მდგომარეობის სწრაფად შეცვლა ნებადართული არ არის, მაგრამ, როდესაც აღნიშნული გართულებების თავიდან აცილება სითხეების პარენტერალური შეყვანით შეუძლებელია, აუცილებელია პრესორული საშუალებების შეყვანა, ეპინეფრინის გარდა, რომელიც დროპერიდოლის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებს.

♦ მკურნალობის პროცესში საჭიროა ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის პარამეტრებზე სისტემატური კონტროლი.

♦ ფეოქრომოციტომით შეპყრობილ პაციენტებში, დროპერიდოლის შეყვანის შემდეგ აღინიშნება მძიმე ჰიპერტენზია და ტაქიკარდია.

♦ დროპერიდოლის მიღებისას 24 სთ-ის განმავლობაში რეკომენდებული არ არის ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები განპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.

რესპირატორული უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა ჟანგბადის გამოყენება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. აუცილებელია ორგანიზმის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი 24 სთ-ის განმავლობაში. საჭიროა პაციენტის გათბობა და ორგანიზმში ნელ-თბილი ხსნარების შეყვანა.

მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, ჰიპოვოლემიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა საინფუზიო ხსნარებით მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დროპერიდოლი აძლიერებს ცნს-ზე მომქმედი სხვა დეპრესანტების მოქმედების ეფექტს (მაგ. ბარბიტურატების, ტრანკვილიზატორების, ოპიოიდების, ზოგადი სანესთეზიო საშუალებების), რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სამკურნალო საშუალებების დოზის შერჩევის დროს: ცნს-ზე მომქმედი სხვა დეპრესანტების გამოყენებისას აუცილებელია დროპერიდოლის დოზის შემცირება და პირიქით დროპერიდოლის გამოყენებისას საჭიროა ცნს სხვა დეპრესანტების დოზების შემცირება.

დრიმოლინი – DRIMOLIN – ДРИМОЛИН

საერთაშორისო დასახელება:
Zopiclone

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების –ზოპიკლონის 7.5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი:
ზოპიკლონი წარმოადგენს ციკლოპიროლონის ჯგუფის საძილე საშუალებას, რომელიც სტრუქტურულად განსხვავებულია ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატებისაგან. პრეპარატი ხასიათდება საძილე, სედატიური, ტრანკვილიზური, მიორელაქსაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებით. ზოპიკლონის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის გამა–ამინოერბომჟავას რეცეპტორებზე მოქმედებით.
პრეპარატი იწვევს დაძინების დროის და ღამის გამოღვიძებათა სიხშირის შემცირებას, ძილის ხანგრძლივობის ზრდას და აუმჯობესებს ძილისა და გამოღვიძების ხარისხს.
ზოპიკლონი ამცირებს ძილის I სტადიას, ახანგრძლივებს II სტადიას, არ ცვლის ან ახანგრძლივებს ღრმა ძილის ფაზებს (III და IV სტადიები) და პარადოქსულ ძილს.
პერორალური მიღების შემდგომ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1.5-2 საათში. აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

პლაზმის ცილებს უკავშირდება 45%. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ზოპიკლონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 5 საათია.

ზოპიკლონი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით – 80% შარდთან, ხოლო 16% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:

  • გარდამავალი, ხანმოკლე და ქრონიკული უძილობა;
  • გაძნელებული დაძინება, ღამისა და ადრეული გამოღვიძებები;
  • ძილის დარღვევები ფსიქიური აშლილობისას.

დოზირება და მიღების წესი:
დრიმოლინით მკურნალობის კურსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და 4 კვირას არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალურად დასაშვებზე მეტად მკურნალობის კურსის გახანგრძლივება ხდება მხოლოდ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასების შემდეგ. პრეპარატი ინიშნება ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: გარდამავალი უძილობა – 2-5 დღე; ხანმოკლე უძილობა – 2-3 კვირა; ქრონიკული უძილობა – ხანგრძლივი მკურნალობა ინიშნება სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
მოზრდილებში რეკომენდებული დღიური დოზაა 7.5 მგ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.
ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში ღვიძლის ფუნქცის დარღვევით ან ფილტვის ქრონიკული უკმარისობით ინიშნება 3.75 მგ (1/2 ტაბლეტი), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7.5 მგ-მდე.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის ან მისი მეტაბოლიტების კუმულაციის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, საწყისი რეკომენდებული დოზა 3.75 მგ-ია.
უკუჩვენება:
*პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* მძიმე მიასთენია;
* სუნთქვის უკმარისობა;
*ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
* ძილში სუნთქვის შეჩერების სინდრომი (აპნოე);
* ორსულობა და ლაქტაცია;
* 18 წლამდე ასაკის პაციენტები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
უსაფრთხოების ზომები:
მინიმალური რისკის მიუხედავად, დრიმოლინის (ზოპიკლონი) დანიშვნისას გასათვალისწინებელია, პრეპარატისადმი შეჩვევისა და მის მიმართ დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობა.

ზოპიკლონისადმი დამოკიდებულების რისკი ვითარდება:

მკურნალობის დროს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დარღვევის, ალკოჰოლის ან/და სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენების, ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.
დრიმოლინის მიღების მკვეთრად შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, გასათვალისწინებელია უკუგების ფენომენის ან მოხსნის სინდრომის განვითარება. ამიტომ რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება და შესაბამისად, პაციენტის გაფრთხილება ამის თაობაზე.
ძილის შეწყვეტის ან პრეპარატის მიღებიდან დაძინებამდე საკმაო დროის გასვლისას, შესაძლოა განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია. აღნიშნული რისკის შესამცირებლად საჭიროა, პრეპარატი მიღებულ იქნას უშუალოდ ძილის წინ, ხოლო ძილის ხანგრძლივობა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს.
ზოპიკლონი არ არის ნაჩვენები დეპრესიის სამკურნალოდ (შესაძლებელია მისი სიმპტომები შენიღბოს).
პრეპარატის ცნს-ზე დამთრგუნველი ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს მისი კომბინაციით ნეიროლეფსიურ, საძილე საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნარკოტიკებთან, ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან, ტკივილგამაყუჩებელ და სედატიური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას.
ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაძლიერდეს ზოპიკლონის სედატიური ეფექტი.
ალკოჰოლთან ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება ზოპიკლონის სედატიური ეფექტი.
ზოპიკლონის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი.
დრიმოლინი გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. დრიმოლინის მიღების ფონზე პაციენტებმა, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს, დიდი სიფრთხილე უნდა დაიცვან ან თავი შეიკავონ ასეთი საქმიანობის შესრულებისგან.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბება ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დათრგუნვის სახით, ძილიანობიდან კომამდე და დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს. ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ფლუმაზენილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც ანტიდოტი.
გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია მწარე გემო პირის ღრუში. შედარებით იშვიათად ვლინდება დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე) და ცნს-ის მხრივ (გაღიზიანებადობა, გონების დაბინდვა, უხასიათობა). ალერგიული ან კანის რეაქციები ქავილისა და გამონაყარის სახით იშვიათად ვლინდება.
გამოღვიძებისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით!

დრაპოლენი – DRAPOLENE – ДРАПОЛЕН

საერთაშორისო დასახელება:

BENZALKONIUM CHLORIDE CETRIMIDE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 55 გ

1 გ

ბენზალკონიუმის ქლორიდი …….. 100 მკგ

ცეტრიმიდი …………………………    2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტისეპტიური მოქმედების. აქტიურია გრამდადებითი ფლორის მიმართ, ნაკლებად – გრამუარყოფითის მიმართ; არაეფექტურია მჟავაგამძლე ბაცილებისა და სპორების მიმართ.

ჩვენებები:

„სახვევის“ დერმატიტი, გამოყელვა, დამწვრობა, ჭრილობები.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი. გამონაყარით დაზიანებული კანი უნდა დაიბანოს, შემდეგ კარგად გაშრეს. კრემის გამოყენებისას საგულდაგულოდ უნდა იქნას მოშორებული საპნის კვალი. კრემი სახვევის ყოველი გამოცვლის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული. მოზრდილებში იხმარება 2–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, ჰიპერემია და კანის ქავილი.

ურთიერთქმედება: საპონი, ანინური სურფაქტანტები აქვეითებენ ეფექტურობას.

დრამინა – DRAMINA – ДРАМИНА

საერთაშორისო დასახელება:

DIMENHYDRINATE

მწარმოებელი: JARDAN, ხორვატია

მოქმედი ნივთიერება: დიმენჰიდრინატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კინეტოზების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 5 და 10 ც.

1 ტაბ.

დიმენჰიდრინატი …………….  50 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. ახდენს სედატიურ, ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ, ღებინების საწინააღმდეგო და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ვესტიბულური სტიმულაციის დათრგუნვასთან, პირველ რიგში, ოტოლითებზე ზემოქმედებით; მაღალ დოზებში – ნახევარრკალოვან არხებზე.

ჩვენებები:

  • კინეტოზების პროფილაქტიკა (ზღვის დაავადება, საჰაერო ტრანსპორტის აუტანლობა);
  • მენიერის დაავადება;
  • ვესტიბულარული დარღვევები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებს პრეპარატს უნიშნავენ 50-100 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300-400 მგ-ს.

ბავშვებს 1-დან 6 წლამდე პრეპარატს უნიშნავენ 12,5-25 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებს 7-დან 12 წლამდე – 25-50 მგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში.

პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.

კინეტოზების პროფილაქტიკისათვის საჭიროა 50-100 მგ პრეპარატის მიღება 30 წთ-ით ადრე მგზავრობამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის  და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, საერთო სისუსტე, აკომოდაციის დარღვევა.

კნტ-ის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

*ბავშვები 1 წლამდე;

*ორსულობა;

*ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, გლაუკომის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ბრონქული ასთმის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: პირის სიმშრალე, სახის შეწითლება, შენელებული და გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სედატიურ, საძილე პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ეთანოლთან ერთად მიცემის შემთხვევაში ძლიერდება აღნიშნული პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება ცსნს-ზე.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.

დრ. ტიასი ექინაცეას ნაყენი – Dr. THEISS TINCTURA ECHINACEA – ДОКТОР ТАЙСС НАСТОЙКА ЭХИНАЦИИ

მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ექინაცეას ნაყენი: ფლაკოში 20 გ და 50 გ

10 გ

წვრილფოთლიანი ექინაცეას ნაყენი ………………..      3.33 გ

ეთანოლი 70%   ………………………………………        3.8 გ

წყალი   ……………………………………………….          2.87 გ

ექინაცეა ფორტე: ფლაკონში 50 მლ

10 მლ

მეწამური ექინაცეას წვენი   (1.5-2.5:1) …………       7.56 მლ

ეთანოლი      90%  …………………………………….    2.44 მლ

ტაბლეტები: შეფუთვაში 123 და 24 ც.

1 ტაბ.

ექინაცეას ექსტრაქტი  ……………………………     20 მგ

მენთოლი    ………………………………………       2 მგ

დამხმარე საშუალებები:

გლუკოზის სიროფი, საქაროზა, არომატიზატორი მიღებული ბალახებისაგან და წიწვებისაგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექინაცეას ნაყენს და ტაბლეტებს ახასიათებთ იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმართ.

ჩვენებები:

ექინაცეას ნაყენი და ფორტე:

მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სხვადასხვა მიზეზით (ინფექციები, რადიაცია, ქიმიოთერაპია და სხვა) გამოწვეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

ტაბლეტები:

ზემო სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, კატარული მოვლენები გაცივების დროს), გრიპის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

ექინაცეას ნაყენი:

პრეპარატს იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.

პერორალურად იყენებენ 20-30 წვეთს 3-ჯერ დღეში (ხანმოკლე დროით საჭიროა პრეპარატის პირში გაჩერება). მწვავე პროცესების დროს დასაწყისში იღებენ 50 წვეთს, შემდგომში 10-2 წვეთს ყოველ 1-2 სთ-ში.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.

მკურნალობის კურსის განმეორება ხდება ექიმთან კონსულტაციით.

ექინაცეა ფორტე:

პრეპარატს იყენებენ, როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.

მოზრდილებში და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ დასაწყისში პერორალურად იღებენ 50 წვეთს, შემდგომში 25-30 წვეთს ყოველ 1.5-2 სთ-ში. შემდგომი მკურნალობის ან პროფილქატის მიზნით იღებენ 50 წვეთს 3-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია განზავების გარეშე ან მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.

მკურნალობის კურსის განმეორება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით.

ტაბლეტები:

პერორალურად 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. აჩერებენ პირის ღრუში სრულ გაწოვამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმეტეს 8 კვირას, რომლის გაგრძელებისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის, რთულყვავილოვანთა მიმართ;

*წინააღმდეგნაჩვენებია სისტემური დაავადებების (ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზი, გაფანტული სკლეროზი, აივ-ინფექციები, სისტემური წითელი მგლურა, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა აუტოიმუნური დაავადებების) დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ექინაცეას ნაყენი:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის დროს.

პრეპარატი შეიცავს 50% ალკოჰოლს. ყოველ მიღებაზე პაციენტი იღებს 0.25 გ, 1.0 გ ალკოჰოლს. რისკის ჯგუფებს შეადგენენ ეპილეფსიით, ალკოჰოლიზმით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, თავის ტვინის დაზიანებით დაავადებული პირები.

ექინაცეა ფორტე:

პრეპარატის შემღვრევა და ნალექი გავლენას არ ახდენს მის ხარისხზე და აქტივობაზე.

გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის ოდნავ შენჯღრევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ექინაცეას ნაყენი  3 წელი; ექინაცეა ფორტე და ტაბლეტები  4 კვირა.

დრ. ტაისი შვედური მწარე – DR.THEISS SCHWEDEN BITTER – ДОКТОР ТАЙСС ШВЕДСКАЯ ГОРЕЧЬ

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი და პერორალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 200 მლ და 250 მლ

1000 მლ

Aloe …………………………..10 გ
Rhubard root ……………….9 გ
Rheriak sine opio ………….9 გ
Myrrh …………………………6.5 გ
Zedoary root ………………..4.5 გ
Diptamnum root ……………3.5 გ
Gentian root ………………..3.5 გ
Angelica root ……………….3.5 გ
Carlinae root ………………..2 გ
Camphor …………………….1 გ
Tormentil root ………………1 გ
Castor ………………………..1 გ
Fungus larix ………………..2.5 გ
Nutmeg flowe ………………1 გ
Senna leaves ……………….1 გ
Nutmeg seeds ……………..7.5 გ
Saffron ……………………….1 გ
Calamus roof ………………9 გ

დამხმარე ნივთიერებები

Bolus alba ………………….2.5 გ
Ethanol 96% V/V ………….19 გ
Purified water ……………..496.435 გ
Glycerol    ………………….181.375 გ
Anis aromatics …………….0.415 გ
Orange aromatics ………..0.1 გ
Sodium saccharin …………0.615 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, მადის აღმძვრელი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:

გარეგანად პრეპარატი გამოიყენება როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება რევმატიული დაავადების და მწერების ნაკბენის დროს.

პრეპარატი პერორალურად ინიშნება, როგორც ნაღველმდენი, სპაზმოლიზური საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადების დროს (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ჰიპოაციდური გასტრიტი, აქილია და სხვა).

მიღების წესები და დოზირება:

პერორალურად – 1 ჩაის კოვზი იხსნება 1 ჭიქა ჩაის წყალში.

გარეგანად – პრეპარატს წაისვამენ დაზიანებულ უბნებზე ან იყენებენ კომპრესის სახით (კანის დასაცავად კანის უბანზე ისვამენ გულყვითელას მალამოს ან სხვა დამცავ კრემს, შემდეგ პრეპარატით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი თავსდება ზევიდან, იფარება პერგამენტით და შეიხვევა თბილად). მკურნალობის კურსი – 1 თვე. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება ამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს 36% ალკოჰოლს. ყოველი მიღებისას პაციენტი იღებს 1.8 გ ალკოჰოლს. რისკის ჯგუფს შეადგენს ეპილეფსიით დაავადებულები და პაციენტები თავი ტვინის დაზიანებით.

გამოყენების წინ აუცილებელია ნაყენის შენჯღრევა. ხსნარის შემღვრევა და ნალექის არსებობა არ მოქმედებს პრეპარატის აქტივობაზე და ხარისხზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დრ. ტაისი სალბის ექსტრაქტი – DR. THEISS EXTRACTUM SALVIAE – ДОКТОР ТАЙСС ЭКСТРАКТ ШАЛФЕЯ

მწარმოებელი: Dr. THEISS NATURWAREN, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემკვრელი და სადეზინფექციო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 50 მლ

10 მლ

სალბის თხიერი ექსტრაქტი ……..    5 გ

ეთილის სპირტი …………………..    2 გ

გლიცერინი, პიტნის ზეთი, წყალი.

ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

სალბის ექსტრაქტი ……………        50 მგ

სალბის ზეთი …………………           6 მგ

ასკორბინის მჟავა …………..          20 მგ

ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა, წყალი.

ჩვენებები:

პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, გლოსიტი, სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი).

მიღების წესები და დოზირება:

ხსნარი:

პრეპარატის 50 წვეთს ხსნიან 100 მლ თბილ წყალში და ივლებენ პირში 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7-10 დღის გამავლობაში.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება წყლით განზავების გარეშე შეზელვით, ან პირის ღრუს ლორწოვანის ირიგაციით 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში. აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი შეიცავს 16% ალკოჰოლს.

პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ეთილის სპირტის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მის გამოყენება რეკომენდებული არ არის;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

*ალკოჰოლური სასმელების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობას ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!