მთავარი წაკითხვა გვერდი 650

ცენტრალ B #30კაფს

ცენტრალ B

 

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 25 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 25 მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ინდიგოტინდისულფონატი, ერითროზინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილით სავსე კაფსულები თეთრი ფერის ჩანართებით, ზომით #0, ვარდისფერი კორპუსით, მწვანე სახურავით.


ცენტრალ-ბ – სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – პასიფლორას, კუნელისა და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლისა და ნევრასთენიისთვის.


პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.


– მომატებული ნერვული აგზნებადობა;
– ნერვული დაძაბულობა; 
– გაღიზიანებადობა;
– შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
– ძილის დარღვევა, უძილობა.


ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.


პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. 
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.


– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.


ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.


პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება. პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.


სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.


ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.


ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

გინო-პევარილი – GYNO-PEVARYL – ГИНО-ПЕВАРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

ECONAZOLE

მწარმოებელი: JANSSEN-CILAG

მოქმედი ნივთიერება: ეკონაზოლის ნიტრატი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება; იმიდაზოლის წარმოებული; ფუნგიციოდური და ბაქტერიციდული მოქმედების.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 5 ც., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 სუპ.

ეკონაზოლის ნიტრატი ………….      50 მგ

ვაგინალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 3 ც., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 სუპ.

ეკონაზოლის ნიტრატი …………      150 მგ

 

ფარმაკოდინამიკა:

ეკონაზოლის ნიტრატი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით და აქტიურია დერმატოფიტების, საფუარა და ობის სოკოების მიმართ. ის აგრეთვე ხასიათდება გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიურობით. ეკონაზოლის ნიტრატი აზიანებს უჯრედულ მემბრანებს, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედის შეღწევადობის მომატებას. ეკონაზოლის ნიტრატის მოქმედების სამიზნეს წარმოადგენს უჯერი ცხიმოვანი მჟავების აცილური ჯგუფები, რომლებიც შედიან მემბრანული ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

საშოში შეყვანის შემდეგ ეკონაზოლის ნიტრატი სუსტად აბსორბირდება.

 

ჩვენებები:

  • გინო-პევარილი გამოიყენება ვულვო-ვაგინალური მიკოზების სამკურნალოდ.

 

 

მიღების წესი და დოზირება:

50 მგ სუპოზიტორი:

 

 

ერთი სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად საშოში ძილის წინ დღე-ღამეში ერთხელ, არანაკლებ 14 დღის განმავლობაში. აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება, სუბიექტური სიმპტომების (ქავილი, ლეიკორეა) გაქრობის მიუხედავადაც კი.

150 მგ სუპოზიტორი:

 

 

ერთი სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად საშოში სამი დღის განმავლობაში. რეციდივის ან კულტურალური გამოკვლევის დადებითი შედეგისას მკურნალობიდან ერთი კვირის შემდეგ ატარებენ მკურნალობის მეორე კურსს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

 

 

ლატექსური პრეზერვატივების ან დიაფრაგმისა და ვაგინალური ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ლატექსური ბარიერული კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამ მიზეზით არ არის რეკომენდირებული გინო-პევარილის გამოყენება ერთდროულად დიაფრაგმასთან ან პრეზერვატივთან. პაცინტები, რომლებიც იყენებენ სპერმიციდულ კონტრაცეპტივებს, უნდა დაეკითხონ თავიანთ ექიმებს, რადგანაც პრეპარატებმა, რომლებიც ინიშნება ინტრავაგინალურად შეიძლება სპერმიციდული კონტრაცეპტივის ინაქტივირება მოახდინონ. არ არის რეკომენდირებული გინო-პევარილის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება გენიტალური დაავადებების (როგორც შიდა ასევე გარე დანიშნულების) სამკურნალოდ. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში აუცილებელია გინო-პევარილით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან იმიდაზოლის მიმართ, შესაძლოა აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა ეკონაზოლის ნიტრატის მიმართაც. 16 წლამდე ბავშვებში გინო-პევარილის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. გინო-პევარილის ასაკოვან ადამიანებში (65 წელს გადაცილებული) გამოყენების მონაცემები არასაკმარისია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.

 

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

შესაძლებელია გინო-პევარილის შეწოვა საშოდან სისტემურ სისხლნაკადში. ამიტომაც არ არის სასურველი მისი ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს შესაძლებელია გინო-პევარილის გამოყენება, თუკი მისი პოტენციური სარგებელი ქალისათვის აღემატება ნაყოფიათვის შესაძლებელ რისკს.

ლაქტაცია

უცნობია აღწევს თუ არა ეკონაზოლოს ნიტრატი მეძუძური ქალის რძეში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკასთან მუშაობაზე:

შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.

გვრდითი მოვლენები:

გინო-პევარილით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება წამოიქმნას არასასურველი მოვლენები: გაღიზიანება, საშოს ლორწოვანისა და ვულვის გაწითლება, ამ მიდამოებში ქავილი და წვა.

ჭარბი დოზირება:

 

 

დღეისათვის ეკონაზოლის ნიტრატის გადაჭარბებულად მიღების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ამ პრეპარატის შიგნით შემთხვევით მიღებისას შეიმჩნევა გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ამ დროს, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური თერაპიის ჩატარება (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება).

შენახვის პირობები:

შენახვა 30ºC-ზე ქვემოთ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი

არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ტრიკორტინი1000 12მგ+1მგ/2მლ#5ა

65.31 ლარი
61.39 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ფიდია ფარმაცეუტიცი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჩაი კრაზანას #20 პაკ

3.30 ლარი
3.17 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გინკოფარი – GINKOFAR – ГИНКОФАР

მწარმოებელი: BIOFARM,პოლონეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 60 ც.

1 ტაბ.

გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი …….  40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, პოლიბივილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი, ჰოდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტის გარკვეული თვისებები დადგენილია ექსპერიმენტალურად და კლინიკური კვლევების საშუალებით. გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტი ახდენს ანტიჰიპოქსიურ მოქმედებას უჯრედებზე, განსაკუთრებით ნერვულ უჯრედზე (ბილობალიდ A), იცავს თავის ტვინს და ბადურას შეშუპებისგან. აგრეთვე ზრდის სისხლჩაქცევის რეზორბციას, თრგუნავს ასაკიდან გამომდინარე ქოლინერგულ და α2-ადრენორეცეპტორების რედუქციას; აუმჯობესებს სწავლის და დამახსოვრების უნარს.

გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი, PAF -ის დათრგუნვის გზით და უჯრედული მემბრანის ერითროციტების ელასტიურობის გაზრდით, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებას. ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და იწვევს მათ გაფართოებას. ამ თვისებების ერთ-ერთ ეფექტს წარმოადგენს სისხლის შედედების შემცირება და უჯრედის მიკროცირკულირების გაზრდა.

ეს თვისებები დადებითად მოქმედებენ გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზეც. გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტის კომპონენტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და გააჩნია ნეიროპროტექტორული ზემოქმედება.

მოქმედ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტი, გააჩნიათ დამცავი მოქმედება სხვადასხვა სახის ნეიროპათიების დროს, ახდენენ მამოძრავებელი ნერვების აქსონების რეგენერაციის სტიმულირებას (ბილობალიდ A), აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია გინკგო ბილობას შემცველი პრეპარატების მიღება ალცჰეიმერის დაავადების და გლაუკომის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

გინკგოფლავონოგლიკოზიდების შეთვისება ადამიანის ორგანიზმში ხდება წვრილი ნაწლავის გზით, პრეპარატის შინაგანი, მაქსიმალური კონცენტრაციის, 50-300 მგ რაოდენობით მიღებისას, 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 საათს. ელიმინაცია 24 სთ-ის შემდეგ საბოლოოდ სრულდება. ტერპენოიდების ბიოშეღწევადობა ადამიანებში შეადგენს: A გინკოლიდისთვის – 100%-ს, B გინკოლიდისთვის 79-935-ს, ხოლო ბილობალიდისთვის 70%-ზე მეტს.

ჩვენებები:

გინკოფარი გამოიყენება ტვინის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და მასთან დაკავშირებული შემდეგი სიმპტომების დროს:

 

  • აზროვნების კონცენტრაციის, მეხსიერების დარღვევა და დაქვეითება;
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილები;
  • ყურებში შუილი;
  • ქვედა კიდურებში სისხლმიმოქცევის დარღვევა (სიცივის შეგრძნება და ტკივილი სიარულის დროს);
  • სმენის და მხედველობის დაქვეითება.

 

მიღების წესები და დოზირება:

გინკოფარი მიიღება შინაგანად თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ სითხის მიყოლებით.

თერაპია გრძელდება 10-12 კვირის განმავლობაში. გაუმჯობესების სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე კვირის ბოლოს.

ძირითადი მკურნალობის დასრულების შემდეგ ინიშნება: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. გინკოფარი კარგი ამტანობით ხასიათდება და შესაძლებელია მისი გამოყენება ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია წარმოიშვას დისპეფსიური მოვლენები. განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის ცნობილი გინკგობილობის ექსტრაქტის უარყოფით ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება გინკოფარის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

გინკოფარი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე.

ჭარბი დოზირება:

ერთჯერადმა ან მრავალჯერადმა გადაჭარბებულმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და აზროვნების დაქვეითება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი არ გამოიყენება ერთდროულად ასპირინის ხანგრძლივი თერაპიის დროს; აგრეთვე ვარფარინთან და თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტინგრექსი 10მგ #60ტ

97.30 ლარი
91.46 ლარი

ქვეყანა: ლატვია

მწარმოებელი: რიგა გრინდექსი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჩაი ვალერიანის 50გ #20პაკ

3.95 ლარი
3.80 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გინკორ ფორტე – GINKOR FORTE – ГИНКОР ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

GINKO BILOBA; HEPTAMINOL; TROXERUTIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNACIONAL, საფრანგეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი …………………….         14 მგ

ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი ……………..        300 მგ

ტროქსერუტინი ……………………………………       300 მგ

ჩვენებები:

პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს:

  • სიმძიმის შეგრძნების დროს ქვედა კიდურებში;
  • ტკივილი;
  • უსიამოვნო შეგრძნება ქვედა კიდურებში – პარესთეზიები ძილის წინ.

პრეპარატი აგრეთვე რეკომენდებულია ჰემოროიდული “კრიზის” დროს.

მიღების წესები და დოზირება:

ვენურ-ლიმფური უკმარისობის დროს: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში – დილას და საღამოს.

ჰემოროიდული კრიზების დროს: 3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.

სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს. კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა გამოყენების წინ დაუშვებელია.

რეკომენდებულია წყლის მიყოლება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტის გამოვლენისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად მდგომარე პოზა, აგრეთვე, სიფრთხილეა საჭირო სიმსუქნის დროს.

ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.

პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლადა აუცილებელია მკურნალი ექიმს ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.

პრეპარატის დანიშვნის პირობები: პრეპარატი ინიშნება გარკვეული დაავადებების დროს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება ან ერთხელ ჩატარებული მკურნალობის კურსის განმეორება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ჩაი დამამშვიდებელი #20პაკ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ტივორტინი 4.2% 100მლ ფლ

18.55 ლარი
17.44 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: იურია-ფარმი კიევი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული