Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 651

შავბალახას ნაყენი 25მლ (საქ)

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

გინილაკი – GINILAK – ГИНИЛАК

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეუბიოტიკი, ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 5 ც.

1 კაფს.

შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს:

Lactobacillus acidophilus         18,0 მგ

Lactobacillus bifidus               10,0 მგ

იოგურტის კულტურა (Streptococcus thermophilus და Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus  ) – 40, მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

ვისებები:

პრეპარატი ახდენს ვაგინალური მიკროფლორის რეგულაციას. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. მისი წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს არსულებს საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში, ხელს უშლიან პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესები და დოზირება:

გამოიყენება 1 კაფსულა დღეში ძილის წინ პრეპარატი შეყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.

პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია:

შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-100C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ქსანაქსი 0.5მგ #30ტ

20.40 ლარი
19.18 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ფაიზერი იტალია სრლ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტენოტენი #40ტ საწუწნი

14.90 ლარი
14.01 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ქსანაქსი 0.25მგ #30ტ

15.60 ლარი
14.66 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ფაიზერი იტალია სრლ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გინენორმი – GINENORM – ГИНЕНОРМ

  • სავაჭრო სახელწოდება – გინენორმი ⁄ GINENORM
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) -Ibuprofen isobutanolammonium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

    ჯგ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები >> პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

  • მწარმოებელი ფირმა – MITIM S.r.I. – Via Cacciamali
  • მწარმოებელი ქვეყანა – იტალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

  • 0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5 0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის. თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:  მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)

    შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ -p- ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.

 

ჩვენებები:

ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.  წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.

 

 

მიღების წესები და დოზები:

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.

 

გამოყენების წესი:

გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.

1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.

2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.

3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.

4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.

5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე. პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.  ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

 

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

განსაკუთრებული მითითებები:

NSAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.  პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.  მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.

 

 

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.

 

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.

 

 

შენახვის პირობები და ვადები:

პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები. შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ტებოკანი ფორტე 120მგ #20ტ

49.50 ლარი
46.53 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ენგელჰარდ არზნაიმიტელ გმბჰ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გინეკოჰელ ნ – GYNAECOHEEL N – ГИНЕКОХЕЛЬ Н

საერთაშორისო დასახელება:

GYNAECOHEEL N

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გინეკოლოგიური დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

სპირტხსნარი 35%
შიგნით მისაღებად  წვეთების სახით
100 მლ
Apis mellifica D410 მლ
Ammonium bromatum D410 მლ
Lilium lancifolium D410 მლ
Aurum jodatum D1210 მლ
Crabro vespa D410 მლ
Chamaelirium luteum D410 მლ
Palladium metallicum D1210 მლ
Platinum metallicum D1210 მლ
Naja naja D1210 მლ
Melilotus officinalis D35 მლ
Viburnum opulus D25 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოსკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკვეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ადნექსიტი (ოოფორიტი, სალპინგიტი), პარამეტ-რიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი, თეთრად შლა, დისმენორეა, ამენორეა, გინეკოლოგიური სისხლდენა, ფრიგიდულობა;
  • პრეპარატი გამოიყენება ასევე უშვილობის და მიომების მკურნალობის კომპლექსურ სქემაში, აგრეთვე თმის ცვენისას.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

მიღების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით გადახურებისგან. ფლაკონი უნდა დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ქალმი 250მლ ბალზამი

ქალმი ბალზამი

მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ბიოლოგიურად აქტიური  დანამატი

 

მოცულობა 250 მლ

 

გამოყენება:

კომბინირებული შემადგენლობის მცენარეული სამკურნალო ბალზამი. აუმჯობესებს განწყობას და სულიერ მდგომარეობას. ხელს უწყობს რელაქსაციას დაძაბული დღის ბოლოს და ჯანსაღ ძილს.

 

გამოყენების წესი: 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში  – 1 ჩაის კოვზი  1- ჯერ

დღეში, მოზრდილებში – 1-2 სუფრის კოვზი 1- ჯერ დღეში.

 

შემადგენლობა: შტოშის წვენი, ქაფურას ექსტრაქტი, კუნელის ექსტრაქტი, შავბალახას ექსტრაქტი, კრაზანას ექსტრაქტი, სვიის ექსტრაქტი, ბარამბოს ექსტრაქტი, შაქარი, თაფლი, კატაბალახას ექსტრაქტი.

 

 

 შტოშის  წვენი შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ანტიოქსიდანტებს. C- ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო შტოშის წვენი გამოიყენება გაციების დროს გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად, აგრეთვე გაციების პროფილაქტიკისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სიცხის დამწევი თვისებები.

 

ქაფურას ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, ხსნის ტკივილს და სპაზმს, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აჩერებს სისხლდენას და წმენდს ორგანიზმს.

 

კუნელს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოვებს სისხლძარღვებს (აგრეთვე ამაგრებს წვრილი სისხლძარღვების – კაპილარების კედლებს, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას და მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას, გულის მუშაობის უნარს; ამცირებს ქოშინს და დაღლილობას. გამოიყენება სტრესული სიტუაციების და გულის ნევროზის დროს, ამცირებს მოჭერის და ტკივილის შეგრძნებას გულის არეში.

 

შავბალახას აქვს დამამშვიდებელი, ანტიდეპრესიული თვისებები, ამაგრებს გულის კუნთს, არეგულირებს გულის მუშაობას და ამცირებს არტერიულ წნევას. გამოიყენება ცნს-ის დასამშვიდებლად სტრესული სიტუაციების დროს და ძილის მოსაწესრიგებლად.

 

კრაზანას აქვს ძლიერი ანტიდეპრესიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ახდენს ქსოვილების რეგენერაციას, აქვს სედაციური ეფექტი, ხსნის მოუსვენრობას, აუმჯობესებს განწყობას და ძილის ხარისხს.

 

სვია ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები. აქვს სედაციური ეფექტი, ხსნის აგზნებას და სტრესს, ეხმარება ემოციურ და ფიზიკურ მოდუნებაში, ხელს უწყობს ჩაძინებას და ჯანსაღ ძილს.

 

ბარამბოსთვის დამახასიათებელია დამამშვიდებელი, ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური, სისხლის წნევის დამწევი მოქმედება, უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს, აუმჯობესებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, ამაღლებს განწყობას. ბარამბოს ექსტრაქტი  ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას, უძილობას. ამაგრებს ნერვულ სისტემას და ხსნის დეპრესიას. ამცირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის აგზნებას, ხსნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სპაზმს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ხსნის სპაზმს.

 

კატაბალახას ექსტრაქტი ამცირებს აგზნებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. ხსნის შიშს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ხსნის კუჭ-ნაწლავის სპაზმს. არეგულირებს კუჭის, ნაწლავების და ნაღვლის ბუშტის სეკრეციას, აფართოვებს სისხლძარღვებს.

 

 

შაქარი – ნახშირწყალი, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის უზრუნველყოფა აუცილებელი ენერგიით. ის გამოიყენება როგორც დამატკბობელი და კონსერვანტი.

 

თაფლი – ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც გამოიყენება როგორც ორგანიზმის ძალების აღსადგენად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ.

  

ძლიერ და გახანგრძლივებულ სტრესს შეუძლია ორგანიზმის და ტვინის სერიოზული დაზიანება. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ემოციური, ქცევითი და სხვა სახის დარღვევები. ამ დარღვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა, ნატურალური მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები.

 

ქალმის ბალზამი არის ეფექტური მცენარეული კომბინაცია დამამშვიდებელი  და ძილის მოწესრიგების ეფექტით ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან და მოზრდილებისთვის.

 

შტოშის წვენის ბაზაზე დამზადებული პრეპარატი არაჩვეულებრივი გემოთი ხასიათდება. შეიცავს 1,2%-მდე ეთილის სპირტს. კონსერვანტი – ნატრიუმის ბენზოატი.

 

გამოიყენება:

ბავშვებში 3 წლის ასაკიდან;

პუბერტულ პერიოდში;

სტუდენტებში გამოცდების პერიოდში დასამშვიდებლად და კონცენტრირებისთვის;

მოზრდილებში დღის განმავლობაში სტრესის დროს;

ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც აქვს პრობლემები ჩაძინების და ჯანსაღი ძილის მხრივ.

 

არ გამოიყენება პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. შაქრის შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

 

არ გამოიყენება სრულფასოვანი, ბალანსირებული საკვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში არაუმეტეს 2 თვისა.

პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ნალექს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

 

მწარმოებელი ”Silvanols”, ლატვია.

დისტრიბუტორი: შპს ”ავერსი-ფარმა”

www.aversi.ge

2 967 227;  2 900 800

ტებოკანი 40მგ #20ტ

20.35 ლარი
19.13 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ენგელჰარდ არზნაიმიტელ გმბჰ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!