Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 667

ცეტეკი / CETEK


შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოგარსული ტაბლეტები; 
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, დიეთილფთალატი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171).

ცეტეკი ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც სელექტიურად ბლოკავს ჰისტამინის პერიფერიულ Н1-რეცეპტორებს. ცეტირიზინი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. მას აქვს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის ადრეულ ჰისტამინდამოკიდებულ სტადიაზე, ასევე თრგუნავს მედიატორების გამოთავისუფლებას, რომლებიც ალერგიული რეაქციის გვიან სტადიაში მონაწილეობს. ცეტირიზინი ამცირებს ეოზინოფილების, ნეიტროფილებისა და ბაზოფილების მიგრაციას ალერგენის შეყვანის საპასუხოდ. იგი ამცირებს ადჰეზიის მოლეკულების (ICAM-1, VCAM-1) ექსპრესიას, თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორებისა და ინდუქტორების (თრომბოციტების გამააქტივებელი ფაქტორი და სუბსტანცია P) მოქმედებას. ცეტირიზინი ამცირებს ქსოვილების ჰიპერემიასა და შეშუპებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს ანტიქოლინერგული და ანტისეროტონინული მოქმედება.
ცეტეკი აფერხებს კანის რეაქციების (ბებერები და ჰიპერემია) განვითარებას ჰისტამინისა და სპეციფიკური ალერგენების შეყვანისას, ასევე პაციენტებში სიცივის მიმართ გამოხატული ჭინჭრის ციებითა და დერმოგრაფიზმით. თერაპიული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1_2 სთ-ის განმავლობაში და 24 სთ-ზე მეტხანს გრძელდება. ჰისტამინის მიმართ კანის რეაქტიულობის აღდგენა 3 დღის განმავლობაში ხდება. პრეპარატი ამსუბუქებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს (ცემინება, სურდო, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, ცრემლდენა), ამცირებს ჰისტამინით ინდუცირებულ ბრონქოსპაზმს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს. ცეტირიზინი ასუსტებს ჰისტამინის მოქმედებას სისხლძარღვებზე, ამცირებს კაპილარების გამტარობას. პრეპარატის 7 დღის განმავლობაში გამოყენებისას დოზით, რომელიც 6-ჯერ აღემატება თერაპიულ სადღეღამისო დოზას, არ აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე და კარდიოტოქსიკური მოქმედების სხვა ნიშნები. ხანგრძლივი გამოყენებისას ტოლერანტობა პრეპარატის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ არ აღინიშნება. თერაპიულ დოზებში ცეტირიზინს პრაქტიკულად არ აქვს სედატიური ეფექტი.

შეწოვა: 
ცეტირიზინი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად (არანაკლებ 70%-ისა) შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში და ‘კონცენტრაცია-დრო“-ს დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობი (AUC) მიღებული დოზის პროპორციულია. 10 მგ პრეპარატის მიღებისას Cmax პლაზმაში 1 სთ-ში მიიღწევა და 0.3 მკგ/მლ-ს შეადგენს. საკვების მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს შეწოვაზე, მაგრამ თმახ-ს 1.7 სთ-ით ახანგრძლივებს და Cmax – ს 23%-ით ამცირებს.
განაწილება:
ცეტირიზინის 93% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პლაზმაში პრეპარატის სტაბილური დონე მიღებიდან 3 დღის შემდეგ მიიღწევა. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ცეტირიზინის კონცენტრაცია კანსა და შრატში ეკვივალენტურია. პრეპარატის Cmax თავის ტვინში სისხლის პლაზმაში არსებული Cmax-ის არა უმეტეს 10%-ს შეადგენს. ცეტირიზინის განაწილების მოცულობა (Vd) არის 0.56 ლ/კგ. 
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
პრეპარატი მინიმალურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და უცვლელი სახით, უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა. 10 ან 20 მგ ცეტირიზინის ერთჯერადად მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 7–11 სთ-ია (2-12 წლის ბავშვებში T1/2 შემოკლებულია 5-6 სთ-მდე). 24 სთ-ის განმავლობაში შარდით გამოიყოფა მიღებული დოზის 60%, განავლით _ 10%. პრეპარატის კლირენსია 54 მლ/წთ. პრეპარატი გადადის დედის რძეში. 10 მგ ცეტირიზინის 10 დღის განმავლობაში მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: 
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 11-31 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

• სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი (სიმპტომური თერაპიის სახით);
• პოლინოზი;
• ალერგიული კონიუნქტივიტი;
• ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება;
• კანის ქავილი;
• ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
• ატოპიური დერმატიტის, ქრონიკული ეგზემის, ბრონქული ასთმის კომპლექსური თერაპია.

მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდებულია 10 მგ (1 ტაბლეტი) ცეტირიზინის დღეში ერთხელ მიღება, უმჯობესია საღამოს. 
6-დან 12 წლამდე ასაკისა და 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებში ინიშნება 10 მგ (1 ტაბლეტი) პრეპარატი საღამოს. შესაძლებელია 5 მგ (1/2 ტაბლეტი) ცეტირიზინის დღეში 2-ჯერ მიღება (დილით და საღამოს). 6-დან 12 წლამდე ასაკისა და 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებში ინიშნება 5 მგ (1/2 ტაბლეტი) პრეპარატი საღამოს.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 2.5 მგ (1/4 ტაბლეტი) ცეტირიზინის დღეში 1_2-ჯერ მიღება; მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 5 მგ. 
თირკმლის უკმარისობის დროს, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში საჭიროა რეკომენდებული დოზის 2-ჯერ შემცირება. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის ინდივიდუალურად შერჩევა, განსაკუთრებული სიფრთხილით _ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ერთდროული დარღვევის დროს. 
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. 
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და საშუალოდ 2_4 კვირას შეადგენს. 
სეზონური ალერგიული რინიტის დროს თერაპიის ხანგრძლივობა მოზრდილებში, ჩვეულებრივ, შეადგენს 3_6 კვირას, 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 2_4 კვირას, ალერგენის ხანმოკლე ზემოქმედებისას საკმარისია პრეპარატის 1 კვირის განმავლობაში მიღება. ქრონიკული ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება 1 წელს შეადგენდეს. ცეტეკი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, უპირატესად საღამოს. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე (5%), გემოს შეგრძნების შეცვლა ან არარსებობა, მადის მომატება, ენის ფერის შეცვლა და შეშუპება, გაძლიერებული სალივაცია, დისპეფსია, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; 
ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძილიანობა (14%), დაღლილობა (6%), თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ემოციური ლაბილობა, ოტოტოქსიკურობა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი, ბრონქული სეკრეციის გაზრდა, ჰიპერვენტილაცია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად _ ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის შეკავება, შეშუპება, პოლიურია, დიზურია, ჰემატურია; 
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე;
კანის საფარველის მხრივ: კანის სიმშრალე, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება. 
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.

• მომატებული მგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
• მომატებული მგრძნობელობა ჰიდროქსიზინის მიმართ; 
• მძიმე ნეფროპათია.

ცეტეკის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში ცეტეკის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის საშუალო და მძიმე ხარისხის ქრონიკული უკმარისობისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის მოსალოდნელი შემცირების გამო). 
მიუხედავად იმისა, რომ ცეტეკი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს, მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. 
ალერგენებზე დაგეგმილი კანის სინჯის ჩატარებისას საჭიროა რამდენიმე დღით ადრე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
პრეპარატი დოზით 20_25 მგ დღეში არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციის დროსა და ყურადღების კონცენტრირების უნარზე.

ერთჯერადად 50 მგ-ზე მეტი ცეტეკის მიღებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, შფოთვა, გაღიზიანება, ტრემორი, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მიდრიაზი, ტაქიკარდია, ქავილი, გამონაყარი კანზე, შარდვის შეკავება, შეკრულობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების (გააქტივებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

თეოფილინთან (400 მგ ერთხელ დღეში) ერთდროული გამოყენება იწვევს ცეტირიზინის საერთო კლირენსის 16%-ით შემცირებას (თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება). 
ცეტირიზინის ოტოტოქსიკური ეფექტის მქონე საშუალებებთან (მაგ., გენტამიცინი) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შეინიღბოს ოტოტოქსიკურობის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყურებში შუილი და თავბრუხვევა.
ცეტეკისა და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაიცემა ურეცეპტოდ.

ნერვომიქს ფორტე#20კაფს

31.50 ლარი
29.61 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: პაბიანიცეს ფ.საწ.პოლფა სა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბრომჰექსინი-დარნიცა (ტაბლეტები) – BROMHEXINE – DARNITSA – БРОМГЕКСИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

BROMHEXINE

მწარმოებელი: BROMHEXINE – DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: ბრომჰექსინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური(სეკრეტოლიტური) საშუალება; მედიკამენტი ამოსახველებელი და სუსტად გამოხატული ხველის საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 50 ც.

1 ტაბ.

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ………….. 8 მგ

 

ვრცლად ბრომჰექსინი ბერლინ–ხემი (დრაჟე, ხსნარი)

მედოტილინი 400მგ #14კაფს

მედოტილინი

MEDOTILIN

 

სავაჭრო დასახელება

მედოტილინი, Medotilin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ქოლინის ალფოსცერატი, Choline alfoscerate

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა:რბილი ჟელატინის კაფსულები, ოვალური ფორმის, გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, ბლანტი უფერო გამჭვირვალე სითხის შემცველობით. 

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი(L-ალფა-გლიცეროფოსფორილქოლინის ფორმით (85% ზეთოვანი ხსნარი)) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი;

კაფსულა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ATC Code: N07AX02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები. პარასიმპათომიმეტური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მედოტილინი – ქოლინომიმეტური საშუალება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ქოლინურ რეცეპტორებზე უპირატესი მოქმედებით, მიეკუთვნება ნეირომეტაბოლური სტიმულატორების ჯგუფს, ახდენს ნეიროპროტექტორულ მოქმედებას.

მოქმედების მექანიზმი ეფუძნება იმას, რომ ორგანიზმში მოხვედრისას ქოლინის ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზეგავლენით ქოლინად და გლიცეროფოსფატად. ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის – ნერვული აგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის ბიოსინთეზში, გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ნეირონის მემბრანის ფოსფოლიპიდების წინამორბედს.

მედოტილინი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას ქოლინერგულ ნეირონებში, აუმჯობესებს ნეირონული მემბრანების პლასტიურობას და რეცეპტორების ფუნქციას, ააქტიურებს ცერებრალურ სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ცნს-ის მეტაბოლიზმს და რეტიკულურ ფორმაციას. ინვოლუციური ან მემკვიდრულ-დეგენერაციული ფსიქოორგანული სინდრომის მქონე პაციენტებში დადებით ზემოქმედებას ახდენს შემეცნებით და ქცევით რეაქციებზე, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ინფორმაციის დამახსოვრებას და აღდგენას. აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს ემოციური არამდგრადობის, გაღიზიანებადობისა და აპათიის აღმოფხვრას. ააქტიურებს გონებრივ მუშაობას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას აბსორბცია შეადგენს 88%-ს, ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის  (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები

– აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ;

– დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგად განვითარებული მნესტიური ფუნქციების პირველადი და მეორადი დარღვევები, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციის და ინიციატივის, აგრეთვე ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

– ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილურობა, მომატებული გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება;

– მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;

– მულტიინფარქტული დემენცია.

გამოყენების წესი და დოზები

მედოტილინი მიიღება შიგნით ჭამამდე 1 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში. თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 3-6 თვეს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურების, მიღწეული თერაპიული ეფექტის და სამკურნალო საშუალების ამტანობის გათვალისწინებით.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– ორსულობა;

– ლაქტაციის პერიოდი.

არასასურველი რეაქციები

ალერგიული რეაქციები, გულისრევა (დოფამინერგული პროცესების სტიმულაციის შედეგი).

როგორც წესი, პრეპარატი კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენებისას.

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მოპოვებული ცნობები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ პუნქტში, გთხოვთ უზრუნველყოთ ინფორმაციის მიწოდება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღების შემდეგ გულისრევის განვითარებისას დოზა უნდა შემცირდეს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

მედოტილინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის უნარზე და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში მედოტილინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მედოტილინის ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რაც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი, ბაგჯილარ/სტამბოლი

 “World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah.  Cami Yolu Cad. No:50  Güneşli Bağcılar / İstanbul)

ალერფასტი / ALLERFAST


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს – 120 მგ ან 180 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ფექსოფენადინი – წარმოადგენს ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. იგი პერიფერიული H1-რეცეპტორების მაღალსპეციფიკური ანტაგონისტია, არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული აქტივობა.

შეწოვა. პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა პერორალურად მიღებისას დოზით 240 მგ-მდე დღე-ღამეში (120 მგ დღე-ღამეში ორჯერ) არის სწორხაზოვანი.
Tmax პრეპარატის მიღების შემდეგ შეადგენს 2.6 სთ-მდე.
განაწილება. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კავშირი პლაზმის ცილებთან, უპირატესად ალბუმინებთან და ალფა1-მჟავა გლიკოპროტეინებთან, შეადგენს 60-70%-ს.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზდება შეყვანილი დოზის დაახლოებით 5%. ფექსოფენადინი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, იგი ვლინდება შარდსა და განავალში, ძირითადად უცვლელი სახით.
ელიმინაცია. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14.4 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით.

სეზონური ალერგიული რინიტი, გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.

სეზონური ალერგიული რინიტი.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 120 მგ ოდენობით დღეში ერთხელ.
გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება. 
12 წლის ასაკის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 180 მგ დღეში ერთხელ. 
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 1-2-ჯერ დღეში. 
6 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცალკეულ შემთხვევებში – აგზნებადობა, ძილის დარღვევა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ;
სხვა: იშვიათად – ცხვირის ღრუს და/ან ხორხის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – კანზე გამონაყარი, ქავილი და სხვა, ტკივილი გულის არეში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ.

ალერფასტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში ალერფასტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.

არსებობს შეზღუდული ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. ალერფასტი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს აღნიშნულ სარისკო ჯგუფებში.

ალერფასტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სტანდარტული პროცედურების ჩატარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის არაადსორბირებული ნაწილის მოსაცილებლად. ჰემოდიალიზის ჩატარება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებისას არაეფექტურია (გამოიყოფა 1.7%-მდე). ფექსოფენადინის ანტიდოტი ცნობილი არ არის, აუცილებლობისას ატარებენ სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას.

პრეპარატის ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის მომატება, ამავე დროს არ აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება და QT ინტერვალის რაიმე ცვლილება.
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე 15 წთ-ით ადრე ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების მიღებისას 41%-ით მცირდება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის “კონცენტრაცია – დროის” დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობი და 43%-ით – მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
რეკომენდებულია 2 სთ-იანი ინტერვალი პრეპარატისა და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების მიღებებს შორის.

ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაიცემა ურეცეპტოდ

ბრომჰექსინი ნიკომედი (ხსნარი) – BROMHEXINE-NYCOMED – БРОМГЕКСИН-НИКОМЕД

საერთაშორისო დასახელება:

BROMHEXINE-NYCOMED

მწარმოებელი: NYCOMED DANMARK AS დანია

მოქმედი ნივთიერება: ბრომჰექსინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური(სეკრეტოლიტური) საშუალება; მედიკამენტი ამოსახველებელი და სუსტად გამოხატული ხველის საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 150 მლ

5 მლ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ……….. 4 მგ

 

ვრცლად ბრომჰექსინი ბერლინ–ხემი (დრაჟე, ხსნარი)

ნერვო კალმი #20ტ

ნერვო კალმ გული

Nervo Calm serce

საკვები დანამატი

მელისა, L-თეანინი, მთის როდიოლა, რესვერატროლი, თიამინი, სვიის გირჩები, ვიტამინები B3, B4, მაგნიუმი სპილენძი.

თავისი შემადგენლობის წყალობით საკვები დანამატი ნერვო კალმ გული უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ორმაგ დაცვას: ამშვიდებს და სტრესულ სიტუაციებში ნორმალური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, გარდა ამისა, განაპირობებს გულის და სისხლძარღვების სისტემის ნორმალურ მუშაობას.
სამკურნალო მელისას ფოთლების ექსტრაქტი განაპირობებს ნერვული დაძაბულობის შემცირებას, ასევე, ხელს უწყობს კარგი განწყობის შენარჩუნებას და რელაქსაციას. 
L-თეანინს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ამასთან ერთად, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას და საერთო კონცენტრაციას.
ჩვეულებრივი სვიის გირჩების ექსტრაქტი მოქმედებს დამამშვიდებლად.
მთის როდიოლას ფესვების ექსტრაქტი ხელს უწყობს ორგანიზმს ემოციურ სტრესთან შეგუებაში, დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
რესვერატროლი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თიამინი ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მაგნიუმი ამცირებს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას, ასევე, ხელს უწყობს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ვიტამინი B3 და ვიტამინი B4, ასევე, სპილენძი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას.
პრეპარატის გამოყენების და დოზირების რეკომენდაციები.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში. ერთი აბი დღეში 2-ჯერ. აბი უნდა გადაყლაპოთ და მიაყოლოთ შესაბამისი რაოდენობის წყალი.
სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას: 
არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. არ შეიძლება პრეპარატის მიღება იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენლის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. საკვები დანამატი არ განიხილება, როგორც სრულფასოვანი დიეტის შემცვლელი. სრულფასოვანი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არსებითია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.

დღიური რეკომენდებული დოზის შემადგენლობა:

შემადგენელი 2 აბი,
მგ რეკომენდებული დღიური რაოდენობა, 
%
სამკურნალო მელისას ფოთლების ექსტრაქტი 300 _
მწვანე ჩაის ფოთლების L-თეანინი 200 _
მაგნიუმი 60 16
ჩვეულებრივი სვიის გირჩების ექსტრაქტი 50 _
მთის როდიოლას ფესვების ექსტრაქტი 20 _
ყურძნის კანის ექსტრაქტი 20 _
რესვერატროლი 10 _
თიამინი 1.1 100
ვიტამინი B3 16 100
ვიტამინი B4 1.4 100
სპილენძი 1.0 100

შენახვის წესი: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-200ჩ) მშრალ და ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: ვარგისიანობის მინიმალური ვადა, პარტიის ნომერი მითითებულია კოლოფზე გვერდიდან.
მასა ნეტო: 12.6 გ (20 ცალი 630 მგ-იანი აბი).
მწარმოებელი: 
ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი 
LEK-AM Sp. z o.o.
ოსტშიკოვიზნას ქ. 14ა,
05-170, ზაკროჩიმი
LM-NSR20-01

მედოტილინი 1000მგ/4მლ #3ა

50.06 ლარი
47.06 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ნეორელიუმი 5მგ/მლ 2მლ #50ა

80.00 ლარი
75.20 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბრომჰექსინი ბერლინ-ხემი (დრაჟე, ხსნარი) – BROMHEXINE BERLIN-CHEMIE – БРОМГЕКСИН БЕРЛИН-ХЕМ

საერთაშორისო დასახელება:

BROMHEXINE

მწარმოებელი: BERLIN – CHEMIE/MENARINI GROUP, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ბრომჰექსინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური(სეკრეტოლიტური) საშუალება; მედიკამენტი ამოსახველებელი და სუსტად გამოხატული ხველის საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუვაში 25 ც.

1 დრაჟე

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ……..    8 მგ

ჩვენებები:
სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს წებოვანი სეკრეტი.

მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:

6-14 წლის ბავშვებში, ასევე

პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით

დღეში 3-ჯერ 1 დრაჟე
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდებიდღეში 3-ჯერ 1-2 დრაჟე

 

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დარღვევისას საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
დრაჟე მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
მითითება: აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დალეული სითხის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, იმიტომ რომ მკურნალობისას მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებას. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოქმედებების შეფასების საფუძვლად ჩვეულებრივ მიიღება სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად: 10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტიხშირად: 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100

ზოგჯერ: 1-ზე ნაკლები 100-დან,

მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან

იშვიათად: 1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან

ძალიან იშვიათად:
1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად, ერთეული შემთხვევის ჩათვლით.
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ხშირად შეიძლება წარმოიშვას ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად შეიძლება განმეორებით განვითარდეს კუჭის ან ნაწლავის ადრე არსებული წყლული. ზოგჯერ ადგილი აქვს თავბრუსხვევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, სისხლში ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატებას (ასპარტატამინოტრანსფერაზა ან მოკლედ ასატ), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ, სახის შეშუპება, ქოშინი, ასევე ტემპერატურის მომატება და კანკალი, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ანაფილაქსიური შოკის სახით).
ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების განვითარებისას პრეპარატის განმეორებით მიღება არ შეიძლება. Aაუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.
მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლული; ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადება, რომლებსაც ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის მძიმე დაავადება. ამ შემთხვევებში მცირდება ინტერვალები ბრომჰექსინის მიღებათა შორის ან მცირდება დოზა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან ორსულებში ბრომჰექსინის გამოყენების გამოცდილება დღემდე არ არსებობს, ბრომჰექსინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მას, შემდეგ, როდესაც ექიმი შეაფასებს პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო რისკსა და სარგებელს. მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ფოლგაზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფუქნციის პერიოდული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომატიკის გამოვლინების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.
თუ პატარა ბავშვმა ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ჰემი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ანტიბიოტიკების (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) ერთდროულად დანიშვნისას ისინი ადვილად გადადიან ფილტვის ქსოვილში.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე.

 

ხსნარი: ფლაკონში 60 მლ

5 მლ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი …….    4 მგ

ჩვენებები:

  • სეკრეტის გასათხელებლად ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის გამოყოფა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:

მოზრდილები და 14 წელზე

უფროსი ასაკის მოზარდები

დღეში 3-ჯერ 2-4 დოზირებული კოვზი

6-14 წლის ბავშვებსა და მოზარდებში,

ასევე პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით

დღეში 3-ჯერ 2 დოზირებული კოვზი
6 წლამდე ასაკის ბავშვებშიდღეში 3-ჯერ 1 დოზირებული კოვზი

 

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დაღვევისას, საჭიროა დოზის შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

შიგნით მისაღები ხსნარის დოზირება ხდება თანდართული დოზირებული კოვზის მეშვეობით.

პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ, ე.ი. დილას, შუადღეს და საღამოს ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირად: 10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი

ხშირად: 1-ზე ნაკლები 10-დან,

მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100 ნამკურნალებიდან

ზოგჯერ: 1-ზე ნაკლები 100-დან,

მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან

იშვიათად: 1-ზე ნაკლები 1000-დან,

მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან

ძალიან იშვიათად: 1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად,

ერთეული შემთხვევის ჩათვლით.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა.

მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა.

მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით).

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:

1 დოზირებული კოვზი შეიცავს 2 მგ სორბიტს (მასში 0.5 გ ფრუქტოზაა), რაც შეესაბამება დაახლოებით 0.17 პურის ერთეულს (პე). კალორიულობის მაჩვენებელი – 2.6 კკალ 1 გ სორბიტზე. სორბიტმა შეიძლება გამოავლინოს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მიღებული სითხის რაოდენობა საკმარისი იყოს, ვინაიდან მკურნალობის დროს მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და მოქმედებს ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა.

თუ პატარა ბავშვმა პრეპარატი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

დოზის გამოტოვება

პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რეგულარულად დოზირების რეჟიმის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას, შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ, ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. ანტიბიოტიკები (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი) ადვილად აღწევენ ფილტვის ქსოვილში.

შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 3 თვე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

Don`t copy text!