Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 674

ბლოკიუმ B12 ინექცია – BLOCIUM B12 solutio for injection – БЛОКИУМ B12 для инъекций

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM DICLOFENAC+ BETAMETHASONE+ CYANOCOBALAMIN

შემადგენლობა:

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს :

დიკლოფენაკ კალიუმს ……………………………………… 75.0 მგ .,

ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი  ……………. 2.63 მგ .,

ბენზილის სპირტი  ……………………………………………. 0.06 გრ .,

უწყლო დინატრიუმის ფოსფატი  ………………………. 4.98 მგ .,

ნატრიუმის ჰიდროქსიდი …………           q.s.p. pH 8.4,

მეთილპარაბენი  …………………………………… 2.4 მგ .,

პროპილპარაბენი  ………………………………….. 0.45 მგ .,

პროპილენგლიკოლი  ………………………………. 576 მგ .,

საინექციო წყალი  ……………………………… q.s.p 3.0 მლ .

თითოეული ლიოფილიზატის ფლაკონი შეიცავს :

ჰიდროქსიკობალამინი – 10.00 მგ .,

დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი – 87.00 მგ .

მწარმოებელი: CASASCO laboratories SAIC – Boyaca 237 – Buenos Aires Argentina

თერაპიული თვისებები :

ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება .

ჩვენება :

  • ანთებითი რევმატიზმის მწვავე კრიზისი ;
  • ლუმბოციატალგია;
  • კისრის ბრაქიალგია;
  • პოლირადიკულონეიროპათია .

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს , რომლის მოქმედების მექანიზმი , ისევე როგორც ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების , არ არის სრულად შესწავლილი . მის ძირითად ფარმაკოლოგიურ მოქმედებას წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის დაინჰიბირება .

ბეტამეთაზონი წარმოადგენს ისეთ გლუკოკორტიკოიდს , რომელიც თრგუნავს ანთებას სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით : იგი აინჰიბირებს ანთებით რეაქციაში მონაწილე რამდენიმე შუალედური ნივთიერების წარმოქმნას , როგორიც არის ვაზოაქტიური და ქემოტაქსიური ფაქტორები ; იგი ამცირებს ლიპოლიზური და პროტეოლიზური ფერმენტების სეკრეციას ; იგი ხელს უშლის ლეიკოციტების მიგრაციას დაზიანების ადგილას და ასევე ამცირებს ფიბროზს ; იგი ასევე მოქმედებს ლიმფოციტების რაოდენობაზე და მათ მიერ გამოწვეულ იმუნურ რეაქციებზე .

ვიტამინი B12 აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის . მისი დერივატივი , მეთილკობალამინი საჭიროა ჰომოცისტეინიდან მეთიონინის და შ – ადენოზილმეთიონინის მისაღებად . ვიტამინი B12 დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება , რაც გამოიხატება ნეირონების პროგრესირებად შეშუპებაში , დემიელინიზაციით და ნეირონის სიკვდილით .

ფარმაკოკინეტიკა : შემოგარსულ ტაბლეტებში არსებული დიკლოფენაკი გამოიყოფა ნაწლავის მომატებული pH – ის პირობებში . საკვები აყოვნებს მისი აბსორბციის დაწყებას და შესაბამისად ამცირებს მის პლაზმურ პიკს . პრეპარატის 99%- ზე მეტი შექცევადად უერთდება პლაზმის ალბუმინს . დიკლოფენაკი ელიმინირდება ღვიძლის მეტაბოლიზმის საშუალებით , ხოლო შარდში (65%) და ბილიარულ გზებში (35%) გამოიყოფა სულფატთან და გლუკურონიდთან კონიუგირებული მეტაბოლიტის სახით . ფარმაკოკინეტიკური ვარიაციები არ გამოვლენილა ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში .

ბეტამეთაზონი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ . იგი განიცდის ღვიძლის მიერ “პირველი გასვლის “  ეფექტს , ხოლო მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 72%. პრეპრატის 64% უერთდება პლაზმის ცილებს, ხოლო მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5.6 საათს .

ვიტამინი B12 საჭმლის მომნელებელ სისტემაში უერთდება შინაგან ფაქტორს , რომელიც აუცილებელია მისი აბსორბციისათვის . მლივ ნაწლავში გადასვლის შემდეგ ვიტამინი B12 და შინაგანი ფაქტორის კომპლექსი მოქმედებს მლივი ნაწლავის ლორწოვანში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორზე , რაც ხელს უწყობს მის აბსორბციას .

აბსორბციის შემდეგ ვიტამინი B12 უერთდება ტრანსკობალამინ II – ს , რომელსაც გადააქვს იგი ქსოვილამდე და სწრაფად ელიმინირდება პლაზმიდან. ვიტამინი B12 ძირითადად გროვდება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში .

მიღების წესი და დოზა :

შემოგარსული ტაბლეტები : მოზრდილებში 1 ტაბლეტი ყოველ 8 ან 12 საათში , დამოკიდებულია სამედიცინო კრიტერიუმებზე . მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ .

ინექცია: 1-2 ფლაკონი დღეში , მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის გზით . ამპულის შემადგენლობა უნდა შეერიოს ფლაკონისას და ოდნავ უნდა შეინჯღრეს .

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და სამედიცინო კრიტერიუმებზე. ხაზი უნდა გაესვას იმას , რომ 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული კორტიკოთერაპიის დროს არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი , რაც გამოიხატება აკტჰ – ს გამოყოფის დათრგუნვით და თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიით . ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს პროგრესიულად , რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოხსენებული გართულებები .

არ არის სასურველი ბლოკიუმ B12 – ის ინექციის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში .

უკუჩვენება:

* ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ ;

* ალერგია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ ;

* აქტიური გასტროდუოდენალური წყლული ;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა , ღვიძლის უკმარისობა , დეკომპენსირებული  გულის უკმარისობა ;

* მძიმე არტერიული ჰიპერტენზია ;

* სისტემური მიკოზი ;

* აქტიური ტუბერკულოზი ;

* პოდაგრა;

* A , B და არა – A – B   ჰეპატიტი და სხვა ვირუსული ინფექციები ;

* ანტიკოაგულაციური მკურნალობა ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში და მოზარდებში .

სიფრთხილით:

ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულმა პრეპარატებმა, დიკლოფენაკის შემცველმა ბლოკიუმ B12 – მა მკურნალობის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ან უსიმპტომო კუჭ – ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია . ეს უფრო მოსალოდნელია ხანდაზმულ პაციენტებში . იშვიათ შემთხვევებში დიკლოფენაკმა შესაძლებელია წარმოქმნას მძიმე ალერგიული ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები. ბეტამეთაზონმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი.

ბლოკიუმ B12 – თ მკურნალობის დროს არ შეიძლება იმუნიზაციის პროცედურის ჩატარება , რადგან ამ დროს დათრგუნულია იმუნური სისტემა. იგი ასევე სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში , რომლებშიც ეჭვობენ Strongyloides – ით გამოწვეულ ინვაზიის არსებობაზე , რადგან ამას შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები . ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინისადმი მგრძნობიარე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ , რადგან ამ დროს მოსალოდნელია დაავადების რეაქტივაცია . ხანგრძლივი მკურნალობის დროს ასეთმა პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ქიმიო – პროფილაქტიკური მკურნალობა .

თუ კორტიკოთერაპია გრძელდება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში , ასეთ შემთხვევაში არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი რაც გამოიხატება აკტჰ – ს გამოყოფის დათრგუნვით და თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიით . ასეთ შემთხვევებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც სტრესულმა სიტუაციებმა

(ოპერაცია , მძიმე ტრავმა , სერიოზული ინფექცია), ან სტეროიდული მკურნალობის უეცარმა შეჩერებამ . ასეთ სიტუაციაში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის პრევენციისთვის   რეკომენდირებულია სწრაფმოქმედი კორტიკოსტეროიდის შეყვანა. თუ ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის შეჩერებას, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია იგი შეწყდეს თანდათან .

სიფრთხილის ზომები :

იმის გამო , რომ ბლოკიუმ B12 შეიცავს დიკლოფენაკს , იგი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის , გულის და ღვიძლის უკმარისობის დროს , ასევე იმ პაციენტებში , რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ოპერაცია , რაც გამოიწვევს ინტრავასკლულარული მოცულობის შემცირებას .

დიკლოფენაკმა შესაძლებელია გამოიწვიოს გამწვავების ეპიზოდები ღვიძლის პორფირიით ან ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში .

მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები , რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ თორმეტგოჯას წყლული , წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება . ასევე მკაცრი დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ ჰემოსტაზის დარღვევის მქონე პაციენტები და ისინი ვინც ღებულობს ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს .

იმის გამო , რომ ბლოკიუმ B12 შეიცავს ბეტამეთაზონს , იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება დივერტიკულიტის , ნაწლავის ანასტომოზის , პეპტიური წყლულის, წყლულოვანი კოლიტის , აბსცესის და სხვა ჩირქოვანი ინფექციების , არტერიული ჰიპერტენზიის , ოსტეოპოროზის და მიასთენია გრავისის დროს . პრეპარატი ასევე სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თვალის ჰერპესი, ჰიპოთიროიდიზმი ან არიან ემოციურად არასტაბილურნი , ან ფსიქიკურად გაუწონასწორებულები . ბლოკიუმ B12 ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა განხორციელდეს ჰემატოლოგიური , თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი .

ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება ბლოკიუმ B12 მინიმალური ეფექტური დოზა .

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება :

ბლოკიუმ B12 და სხვა სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი გვერდითი მოვლენების განვითარებას . პაციენტები , რომლებიც იტარებენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ . ბლოკიუმ B12 შესაძლოა დათრგუნოს დიურეზულების ფარმაკოლოგიური მოქმედება . ასევე შესაძლოა გაიზარდოს კალიუმის შემნახველი დიურეზულების მოქმედება .

თუ პრეპარატი ინიშნება მეტოტრექსატის მკურნალობამდე 24 საათით ადრე ან 24 საათის შემდეგ , ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის პლაზმის დონე და მისი ტოქსიკურობა . ბლოკიუმ B12 და ლითიუმის მარილის ან დიგოქსინის კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მათი პლაზმის დონე , გვერდითი ეფექტების გამოვლენის გარეშე . იმის გამო , რომ ბლოკიუმ B12- ის შემადგენლობაში შედის სტეროიდი ( ბეტამეთაზონი ), შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები :

გაუფრთხილებელი გამოყენება : ერითრომიცინის ი . ვ , ასტემიზოლის , ბეპრიდილის , ჰალოფანტრინის , პენტამიდინის , ტერფენადინის , სულტოპრიდის , ვინკამინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიდურების კრუჩხვა ( ჰიპოკალემია , ბრადიკარდია და QT ინტერვალის გახანგრძლივება ზრდის არითმიის განვითარების რისკს ).

სიფრთხილით გამოსაყენებელი პრეპარატები : კიდურების კრუნჩხვის გამომწვევ ანტიარითმიულ პრეპარატებს წარმოადგენენ ამიოდარონი , ქინიდინი და სოტალოლი . თითების კრუნჩხვა გამოწვეულია კალიუმის დონის შემცირებით .

ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატებია : ამფოტერიცინი B ი . ვ ., მარყუჟოვანი დიურეზულები , თიაზიდები და საფაღარათ საშუალებები .

აცეტილსალიცილის მჟავა :

კორტიკოსტეროიდები ზრდიანი სალიცილატების სუპრესიას , შესაბამისად კორტიკოსტეროიდების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბების სიმპტომები . ამის გამო კორტიკოსტეროიდების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდირებულია სალიცილატების დოზის დარეგულირება .

ჰეპარინი და ორალური ანტიკოაგულანტები პარენტერალურად : ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პაციენტი იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.  რადგან კორტიკოსტეროიდები ზრდის ჰემორაგიების რისკს . აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია , როდესაც კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზა მიიღება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში .

ინსულინი , მეტფორმინი , ჰიპოგლიკემიური სულფამიდები : რეკომენდირებულია , რომ გამკაცრდეს გლიკემიის დონის კონტროლი , ხოლო კორტიკოსტეროიდების მკურნალობის დროს და მისი შეჩერების შემდეგ ანტიდიაბეტური საშუალებების დოზა უნდა დარეგულირდეს .

იზონიაზიდი : კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული გამოყენებისას იზონიაზიდის პლაზმის დონე მცირდება . ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია კლინიკური და მიკრობიოლოგიური დაკვირვება .

ფენობარბიტალი , ფენიტოინი , პრიმიდონი , კარბამაზეპინი , რიფაბუტინი , რიფამპიცინი – ყველა აღნიშნული წამალი წარმოადგენენ ფერმენტის ინდუქტორებს , რომლებიც ამცირებენ კორტიკოიდების ეფექტურობას . შესაბამისად აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ , რეკომენდირებულია დარეგულირდეს კორტიკოიდების დოზა .

კუჭ – ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი ადგილობრივი საშუალებები ( მაგნეზია , ალუმინი , კალციუმის ოქსიდები და ჰიდროქსიდები ): მცირდება კორტიკოსტეროიდების აბსორბცია . კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში პრეპარატების მიღება რეკომენდირებულია სხვადასხვა დროს

(ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 საათს ).

საყურადღებო კომბინირებული მკურნალობა :

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: კორტიკოსტეროიდები ამცირებენ მათ თერაპიულ ეფექტს .

ალფა ინტერფერონი : კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა დათრგუნონ მისი თერაპიული მოქმედება .

ატენუირებული ცოცხალი ვაქცინები : არსებობს ფატალური გენერალიზირებული დაავადების განვითარების რისკი . იგი განსაკუთებით იზრდება პაციენტებში , რომელთა იმუნიტეტი დასუსტებულია მიმდინარე დაავადების შედეგად . სასურველია ინაქტივირებული ვაქცინის გამოყენება .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

თუ არ არის განსაკუთრებული ჩვენება , ბლოკიუმ B12 არ გამოიყენება ორსულობის დროს , განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში , რადგანაც დიკლოფენაკმა შესაძლოა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი და გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა . კორტიკოსტეროიდები ნაწილობრივ გადადიან დედის რძეში , რის გამოც ამ დროს არაა რეკომენდირებული მათი გამოყენება .

გვერდითი მოვლენები :

ბლოკიუმ B12 – მა სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა რეაქციები :

–  კუჭ – ნაწლავის სისტემა : ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში , გულისრევა , ღებინება , ფაღარათი , მუცლის შებერვა , სისხლდენა კუჭ – ნაწლავიდან , კუჭის და თორმეტგოჯას წყლული ჰემორაგიის და პერფორაციის თანხლებით ან მის გარეშე .

– ცენტრალური ნერვული სისტემა : გულყრა , გაზრდილი ქალასშიდა წნევა , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი და ძილიანობა .

–  ღვიძლი : იშვიათად ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე .

– კანი : იშვიათად ერითემა და კანის გამონაყარი. იშვიათად ურტიკარია . ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა სტივენ ჯონსონის სინდრომი , მრავლობითი ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმოლიზი , ჭრილობის შენელებული შეხორცება , სისხლჩაქცევები , სახის წამოწითლება , პრეპარატის პარენტერალური გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი რეაქციები : ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია , კანის და კანქვეშა ატროფია , სტერილური აბსცესები .

–  თირკმელი : თირკმლის მწვავე უკმარისობის , ჰემატურიის და პროტეინურიის ცალკეული შემთხვევები .

–  სისხლი : ლეიკოპენიის , ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები .

–   კარდიოვასკულარული სისტემა : არტერიული ჰიპერტენზია , გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის ფრიალი .

–  ელექტროლიტური დარღვევები : ნატრიუმის შეკავება , შეშუპება , კალიუმის გამოყოფა და ჰიპოკალემიური ალკალოზი .

–  ძვალ – კუნთოვანი სისტემა : კუნთების სისუსტე , სტეროიდული მიოპათია , კუნთოვანი მასის შემცირება , ოსტეოპოროზი , ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები , ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის მოტეხილობა , გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა .

– ენდოკრინული სისტემა : მენსტრუალური დარღვევები , კუშინგოიდური მდგომარეობა , ბავშვებში ზრდის შეფერხება , თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა , რომელიც განსაკუთრებით ვითარდება სტრესული სიტუაციების დროს , როგორიც არის ტრავმა , ოპერაცია , სისტემური დაავადებები . ნახშირწყლების მიმართ შემცირებული ტოლერანტობა და ინსულინის ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტიან პაციენტებში .

–  გრძნობათა ორგანოები : უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა , გაზრდილი თვალშიდა წნევა , გლაუკომა , ეგზოფთალმი და შუილი ყურებში .

–  მეტაბოლიზმი : ნეგატიური აზოტის ბალანსი , რაც გამოწვეულია ცილების კატაბოლიზმით

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა ღებინების გამოწვევით (აღნიშნული ზომების მიღება არ შეიძლება უგონო პაციენტებში ) ან კუჭის ზონდირების საშუალებით . შემდგომ საფეხურზე მიიღება გააქტივებული ნახშირი , რათა შემცირდეს პრეპარატის აბსორბცია და შეწყდეს დიკლოფენაკის ენტეროჰეპატური ცირკულაცია . ანტაციდებმა და შარდის სხვა გამატუტიანებელმა პრეპარატებმა შესაძლებელია გააძლიეროს ისეთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ექსკრეცია , როგორიც არის დიფლუნიზალი და სულინდაკი . ზოგჯერ არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰემოდიალიზის გამოყენება , რაც გააძლიერებს დიკლოფენაკის ელიმინაციას . საჭიროა დაკვირვება პაციენტის ჰემოდინამიკურ მდგომარეობაზე , ხოლო ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პლაზმის მოცულობის გამზრდელი პრეპარატების შეყვანა . გულყრის შემთხვევაში ინტრავენურად ინიშნება დიაზეპამი და სხვა ბენზოდიაზეპინები . გასათვალისწინებელია ჰემორაგიის და კუჭ – ნაწლავის წყლულის განვითარების ალბათობა . შესაბამისად , ჰიპოპროთრომბინემიის სამკურნალოდ დამატებით ინიშნება ვიტამინი K .

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს უახლოეს ჰოსპიტალს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს .

შეფუთვა:

საიექციო : ლიოფილიზებული ფხვნილის 5 ფლაკონი და გამხსნელის 5 ამპულა .

შენახვის პირობები:

ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი :

რეცეპტით

კორსიზი #10ტ

კორსიზი

(CORSIZ)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ჩანართებიანი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით;
შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს – 8.2 მგ, ფენობარბიტალს – 7.5 მგ, პიტნის ზეთს – 0.58 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა (ლაქტოზას მონოჰიდრატი), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე და სედატიური საშუალება. ათქ-კოდი: N05CB02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:

კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს. ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.
ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
ჩვენება:

• ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
• ნეიროცირკულატორული დისტონია;
• ტაქიკარდია;
• არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების  სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.
მიღების წესი და დოზირება:

დოზირების და მკურნალობის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.
გვერდითი მოვლენები:

კორსიზი ხასიათდება კარგი ამტანობით. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუ, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.
პრეპარატის მაღალი დოზით ხანგძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრომიზმის განვითარება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის პორფირია.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.
ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების, გრიზეოფულვინის, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედება. პრეპარატი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.
ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.
ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კორსიზის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
შეფუთვა:

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:  
 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

კავინტონი ფორტე 10მგ #30ტ

კავინტონ ფორტე
CAVINTON FORTE

გენერიული დასახელება:
vinpocetine
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ვინპოცეტინი – 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.
ფორმა:
ტაბლეტები 10მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
კავინტონი ხასიათდება ნეიროპროტექტიული ეფექტით:
აქვეითებს მასტიმულირებელი ამინომჟავების მიერ გამოწვეულ დამაზიანებელი ციტოტოქსიური რეაქციების გამოვლენას. აინჰიბირებს, როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების უჯრედულ ტრანსმემბრანულ ფუნქციონალურ აქტივობას, ასევე NMDA და AMPA რეცეპტორებისას.
პოტენცირებას უწევს ადენოზინის ნეიროპროტექტიულ ეფექტს;
იგი ასტიმულირებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადისა და გლუკოზის მოხმარებას;
აძლიერებს ნეირონების მიერ ჰიპოქსიის დაძლევის უნარს: ხელს უწყობს გლუკოზის (უნივერსალური ენერგიის წყარო) ტრანსპორტს- ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით.
აქვეითებს ფოსფოდიესთერაზის აქტივობას, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში ცამფ დაგროვებას და ატფ კონცენტრაციის მომატებას. აძლიერებს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას. კავინტონი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას, ზრდის ერითროციტების დეფორმაციას და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმის უნარს.
იგი ასტიმულირებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცერებრალურ მეტაბოლიზმს.
ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
კავინტონი ამორჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას:
ახანგრძლივებს თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის წუთმოცულობის ფრაქციას;
აქვეითებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობის უნარს, სისხლის მიმოქცევის პარამეტრებზე შედარებით შეუმჩნეველი მოქმედების გარეშე, პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და პერიფერიული წინააღმდეგობის უნარზე;
არ ახასიათებს “მოპარვის” ფენომენი-პირიქით, მისი მოქმედებით ძლიერდება იშემიური, ჯერ კიდევ დაბალი პერფუზიის მქონე სიცოცხლის უნარიანი ნაწილი- “შექცევითი მოპარვის” ფენომენი.

ჩვენებები:

ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ცერებრალური ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილური უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.
ოტოლარინგოლოგია: პერცეფციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად იღებენ 5-10მგ-ს 3-ჯერ დღეღამეში (15-30მგ დღეღამეში), ჭამის შემდეგ.
კავინტონს არ ახასიათებს ჰეპატო და ნეფროტოქსიურობა, ამიტომ ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის დროს მისი დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.
უკუჩვენება:
პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია;
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვთა ასაკში კავინტონის გამოყენების შესახებ.
სიფრთხილე:
QT ინტერვალის გახანგრძლივების პროვოცირების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ეკგ-ის კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10მგ შეიცავს 83მგ ლაქტოზას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
გამოვლენილი არ არის
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად-წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია;
ც.ნ.ს. მხრივ 0.9%): ძილის დარღვევა (უძილობა, ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა;
0.25% ალერგიული რეაქციები კანზე.
შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას. 15-300C ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
10მგ ტაბლეტები N30 ან N90
გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბლესტარი ან ბლესტარ ფორტე – BLESTER aut BLESTER FORTE – БЛЕСТАР ИЛИ БЛЕСТАР ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ბლესტარი

ტაბლეტები: ალუმინის სტრიპში 10 აბ., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს ………….       8 მგ

ბლესტარ ფორტე

ტაბლეტები: ალუმინის სტრიპში 10 ტაბ., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს …………       16 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბეტა-ციკლოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს, იგი მოქმედებს ცნს-ის ვესტიბულური ბირთვების და შიგნითა ყურის H1- და H3- რეცეპტორებზე. პრეპარატი პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით აუმჯობესებს კაპილარების გამტარობასა და მიკროცირკულაციას. ახდენს ენდოლიმფური წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბაზილარულ არტერიებში. ბლესტარი და ბლესტარ ფორტე აინჰიბირებს აგზნებადობის პიკების წარმოქმნას ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ ბლესტარი და ბლესტარ ფორტე სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს ორი მეტაბოლიტის წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-5 სთ-ში, მისი უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით სამი დღის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მენიერის დაავადება: სინდრომი;
  • სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა;
  • სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავისი ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 24-48 მგ-ს დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი, ტრემორი, პერიფერიული ვაზოდილატაცია, გაძლიერებული პულსაცია და ტაქიკარდია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ფეოქრომოციტომა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის, ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ასევე ანამნეზში კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების არსებობს დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ბლესტარი და ბლესტარ ფორტე არ ინიშნება ანატიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

კორვალოლი 25მლ #1ფლ (კიევი)

კორვალოლი

წამლის ფორმა: ხსნარი

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო გამჭვირვალე სითხეს, სპეციფიური დამახასიათებელი არომატული სუნით.
 
შემადგენლობა: 20 გ ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, 18,26 გ ფენობარბიტალი, 1,42 გ პიტნის ზეთი, 580 მლ ეთილის სპირტი, 0,2 გ სტაბილიზატორი, 1 ლ-მდე გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედების კომპლექსური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანების მეშვეობით ახდენს რეფლექსურ დამამშვიდებელ მოქმედებას.
ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის, გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს გამაღიზიანებელი იმპულსების შემცირებას. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად იწვევს, დამამშვიდებელ, ტრანკვილიზურ ან საძილე ეფექტს. კორვალოლი ამცირებს სისხლმიმოქცევის ცენტრებზე, კორონალურ და პერიფერულ სისხლძარღვებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით კი გულის მხრივ სპაზმს.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოვებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენეტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ უშუალოდ გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან, მისი ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოვებით 60-80 %). კორვალოლის მოქმედების ეფექტი სწრაფად ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ) მისი პირის ღრუში გაჩერებიდან (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცვლელ პრეპარატებს, კორვალოლის მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და რვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში თ ½  ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებას შორის ინტერვალის გაზრდას.
    
ჩვენება: კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის, ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, არამძაფრად გამოხატული კორონალური სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება – ნაწლავების სპაზმების დროს.
 
მიღების წესი და დოზირება: კორვალოლი მიიღება პეროროალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონალური სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.
 
გვერდითი მოვლენები: კორვალოლი, როგორც წესი კარგად გადაიტანება ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისა და ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცნს-ის დათრგუნვა, რომელიც ნიველირდება ცნს-ის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების (კოფეინი, კორდიამინი და სხვა) გამოყენების შემდეგ. სხვა მოვლენების დროს მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაობის შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულის მძიმე ფორმის უკმარისობა, თირკმელებისა და ღვიძლის  ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცენტრალური ნერვული სისტემის  დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას. პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 15 მლ და 25 მლ ფლაკონებში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს +15° C ტემპერატურაზე.

კავინტონი 5მგ #50ტ

გენერიული დასახელება:
vinpocetine

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ვინპოცეტინი-5.00მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.
ფორმა:
ტაბლეტები 5მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
კავინტონი ხასიათდება ნეიროპროტექტიული ეფექტით:
აქვეითებს მასტიმულირებელი ამინომჟავების მიერ გამოწვეულ დამაზიანებელი ციტოტოქსიური რეაქციების გამოვლენას. აინჰიბირებს, როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების უჯრედულ ტრანსმემბრანულ ფუნქციონალურ აქტივობას, ასევე NMDA და AMPA რეცეპტორებისას.
პოტენცირებას უწევს ადენოზინის ნეიროპროტექტიულ ეფექტს;
იგი ასტიმულირებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადისა და გლუკოზის მოხმარებას;
აძლიერებს ნეირონების მიერ ჰიპოქსიის დაძლევის უნარს: ხელს უწყობს გლუკოზის (უნივერსალური ენერგიის წყარო) ტრანსპორტს- ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით.
აქვეითებს ფოსფოდიესთერაზის აქტივობას, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში ცამფ დაგროვებას და ატფ კონცენტრაციის მომატებას. აძლიერებს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას. კავინტონი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას, ზრდის ერითროციტების დეფორმაციას და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმის უნარს.
იგი ასტიმულირებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცერებრალურ მეტაბოლიზმს.
ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
კავინტონი ამორჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას:
ახანგრძლივებს თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის წუთმოცულობის ფრაქციას;
აქვეითებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობის უნარს, სისხლის მიმოქცევის პარამეტრებზე შედარებით შეუმჩნეველი მოქმედების გარეშე, პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და პერიფერიული წინააღმდეგობის უნარზე;
არ ახასიათებს “მოპარვის” ფენომენი-პირიქით, მისი მოქმედებით ძლიერდება იშემიური, ჯერ კიდევ დაბალი პერფუზიის მქონე სიცოცხლის უნარიანი ნაწილი- “შექცევითი მოპარვის” ფენომენი.

ჩვენება:
ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ცერებრალური ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილური უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.
ოტოლარინგოლოგია: პერცეფციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია;
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვთა ასაკში კავინტონის გამოყენების შესახებ.

სიფრთხილე:
QT ინტერვალის გახანგრძლივების პროვოცირების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ეკგ-ის კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10მგ შეიცავს 83მგ ლაქტოზას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
გამოვლენილი არ არის

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად-წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია;
ც.ნ.ს. მხრივ 0.9%): ძილის დარღვევა (უძილობა, ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა;
0.25% ალერგიული რეაქციები კანზე.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად იღებენ 5-10მგ-ს 3-ჯერ დღეღამეში (15-30მგ დღეღამეში), ჭამის შემდეგ.
კავინტონს არ ახასიათებს ჰეპატო და ნეფროტოქსიურობა, ამიტომ ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის დროს მისი დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

შენახვის ვადა:

5 წელი

შენახვის პირობები:

სინათლისაგან დაცულ ადგილას. 15-300C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
5მგ ტაბლეტები N50

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბლეოცინი – BLEOCIN – БЛЕОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

BLEOMYCIN

მწარმოებელი: NIPPON KAYAKU

მოქმედი ნივთიერება: ბლეომიცინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ბლეომიცინის ჰიდროქოლორიდი ……….. 15 მგ

 

ვრცლად ბლეომიცინი

კორვალოლ-დარნიცა 25მლ ფლ

1.80 ლარი
1.73 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კავინტონი 10მგ/2მლ #10ა

კავინტონი საინექციო
(Cavinton)


წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი ამპულებში
შემადგენლობა: 1 ამპულა (2 მლ) შეიცავს 10 მგ ვინპოცეტინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კავინტონი ასტიმულირებს თავის ტვინის პერფუზიას, რაც იწვევს მისი ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას. ექსპერიმენტული მონაცემებით აუმჯობესებს თავის ტვინში რეგენერაციულ პროცესებს ჰიპოქსიის მოდელირების შედეგად.
ჩვენება: მწვავე, კეროვანი იშემიური ცერებროვასკულური დაავადებები, აპოპლექსიური წარმოშობის გამოკლებით.
წინააღმდეგჩვენება: ორსულობის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის დეკომპენსირების დროს ბრადიკარდიით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებსაც ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება.
დოზირება: პრეპარატი შეყავთ მხოლოდ ნელი წვეთოვანი ინფუზიის გზით. საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 20 მგ (2 ამპულის შიგთავსი 500-1000 მლ საინფუზიო ხსნარში). შემდგომში ჩვეულებრივი დღეღამური დოზა შეადგენს 30 მგ-ს (3 ამპულის შიგთავსი 500-1000 მლ საინფუზიო ხსნარში). პაციენტის მდგომარეობის და პრეპარატის ამტანობის მიხედვით შესაძლებელია დოზის თანდათან მომატება და საერთო დღეღამური დოზა პრეპარატის მეათე დღეს გადასხმის სახით მიღებისას შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კავინტონის საინექციო ხსნარი შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ ჰეპარინთან მისი ერთ შპრიცში მოთავსება და იმ პაცინტებში, რომლებიც იღებენ ჰეპარინს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები: არტერიული წნევის დაქვეითება, იშვიათად აღინიშნება ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია.
შენახვის ვადა: 5 წელი
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-300C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 10 ამპულა (2 მლ-იანი).
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბლეომიცინი – BLEOMYCIN – БЛЕОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

მიეკუთვნება ანტიბლასტომურ საშუალებებს. პრეპარატი წარმოადგენს A2 ფრაქციას, იზოლირებულს Streptomyces Verticillus კულტურიდან, რომელიც შეიცავს საკუთრივ ანტიბლასტომურ ანტიბიოტიკს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან გამოიწვიოს დნმ-ის მოლეკულების ფრაგმენტაცია. გააჩნია სუსტად გამოხატული მიელოდეპრესიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა.

ჩვენებები

  • კანის კიბო, საყლაპავის კიბო, ფილტვის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, თავის და ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიმფოგრანულემატოზი, არახოჯკინის ლიმფომები, საკვერცხეების და სათესლე ჯირკვლის ჰერმინოგენური სიმსივნეები.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად, კუნთებში და კანქვეშ.

ინტრავენური შეყვანისათვის – 15-30 მგ იხსნება 15-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან დექსტროზაში.

კუნთებში და კანქვეშ შესაყვანად – 15-30 მგ იხსნება 5 მლ გამხსნელში.

შეყვანის სიხშირე – 2-ჯერ კვირაში. შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით. მკურნალობის კურსობრივი დოზა შეადგენს – 300-400 მგ, ხოლო შემანარჩუნელელი დოზა – 15 მგ კვირაში ერთხელ (10 ინიექცია).

გვერდითი მოვლენები

  • ინტერსტიციური პნევმონია, ფილტვის ქსოვილის ფიბროზი;
  • კეროვანი ჰიპერკერატოზი;
  • ჰიპერპიგმენტაცია, დერმატიტი, ფრჩხილების დეფორმაცია, ალოპეცია;
  • ანგულარული სტომატიტი;
  • ალერგიული რეაქციები (ერითემა, ურტიკარია);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* სუნთქვის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* ფილტვის ქსოვილის ფიბროზი;

* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმედ მიმდინარე დაავადებები;

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

♦ საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში ფილტვების დაავადებებით, გულის იშემიური დაავადებით, გულის მანკებით;

♦ ხანდაზმულებში და ავადმყოფებში, რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ სხივურ თერაპიას.

♦ ლაქტაციის პერიოდში წყვეტენ ძუძუთი კვებას.

♦ მკურნალობის პერიოდში საჭიროა სუნთქვის ორგანოების სისტემატური კონტროლი, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქცის კონტროლი.

♦ ხველების და ქოშინის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს გლუკოკორტიკოიდები და ანტიბიოტიკები.

Don`t copy text!