5.00 ლარი
4.70 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: თბილქიმფარმი (ჯი ემ თი ფარმა)
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
5.00 ლარი
4.70 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: თბილქიმფარმი (ჯი ემ თი ფარმა)
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
Capricorn Life Sciences b.v, ნიდერლანდები-სთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედება, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: Saccharomyces boulardii 250მგ , matrikaria recutita (სააფთიაქო გვირილა) 100მგ;
თვისებები:
Saccharomyces boulardii -გააჩნია ანტიდიარეული, ანტიმიკრობული , ანტიტოქსიური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
სააფთიაქო გვირილას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს.
ბიონორმი®250 გამოიყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა;
• დიარეა, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით;
• ნაწლავის დისბიოზი;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი;
• მოგზაურის დიარეა.
გამოყენების მეთოდი:
პროფილაქტიკური დოზა:1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
დიარეის მკურნალობა: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდის 6 კაფსულამდე დღეში;
მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს 3-5 დღე-ღამე;
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე-ღამე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არასასურველი შეგრძნება კუჭის არეში, რაც არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია:
არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები პრეპარატ ბიონორმი® 250 –ის გამოყენებაზე ორსულობის და ლაქტაციის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ
ვარგისიანობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე
შენიშვნა:
თუ პრეპარატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში კლინიკური სიმპტომები არ გაუმჯობესდა საჭიროა მიმართოთ ექიმს.

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
27.40 ლარი
25.76 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კალმავისი
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ
შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს:
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 30 მგ
L-ტრიპტოფანი – 50მგ
სამკურნალო გვირილას მშრალი ექსტრაქტი – 80 მგ
(Matricaria chamomilla)
სამკურნალო მელისას მშრალი ექსტრაქტი – 50 მგ
(Melissa officinalis)
წვრილფოთლიანი ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი – 20 მგ
(Tilia cordata)
აღწერა:
კომბინირებული სედატიური საშუალება რომელიც შედგება მაგნიუმის კომპლექსის, L-ტრიპტოფანის და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებისგან, ამცირებს შფოთვის, ფსიქიკური დაძაბულობის გამოვლინებებს, ხელს უწყობს სტრესის, გადაღლის და მომატებული გაღიზიანების შემცირებას, აღდგენს დარღვეულ ნერვულ სისტემას, უზრუნველყოფს კარგ განწყობას და ძილს.
მაგნიუმი ჩართულია მთელ რიგ მეტაბოლურ რეაქციებში, არეგულირებს ნერვული იმპულსის გადაცემას და კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ნერვული უჯრედის აღზნებადობას. მაგნიუმის საჭიროება იზრდება სტრესის და დატვირთვის დროს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნერვიულობას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, კრუნჩხვებს, კუჭ-ნაწლავის სპაზმებს და ტაქიკარდიას.
L-ტრიპტოფანი არის საკვების შეუცვლელი ამინო მჟავა რომელიც მდიდარია ცილებით. ის მონაწილეობს ნიკოტინმჟავას (ვიტამინი PP) და სეროტონინის სინთეზში, აუცილებელია ნერვული სისტემის ისეთი რეაქციების რეგულირებისათვის, როგორიცაა შფოთვა, აშლილობა, აგრესია, იმპულსური ქცევა, ფსიქოლოგიური ძილის ციკლის კონტროლი.
L-ტრიპტოფანი არეგულირებს ფსიქოემოციურ გამოვლინებებს და საერთო კეთილგანწყობას.
L-ტრიპტოფანი გამოიყენება ძილის დარღვევბის დროს, შიშის და სტრესის, მოსახსნელად, დისფორიის, პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი ალკოჰოლ, იპიოიდ ან ბარბიტურატებ დამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ, აბსტინენციის სინდრომის გამოვლენის შემცირების, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის და მენოპაუზასთან დაკავშირებული დეპრესიის სამკურნალოდ.
გვირილას, მელისას და ცაცხვის ექსტრატებს აქვს მსუბუქი სედატიური და ანტი-დეპრესანტული ეფექტი, მოქმედებს როგორც დამაშვიდებელი საშუალება და აუმჯობესებს ძილს.
ჩვენებები:
– მომატებული შფოთვა და გაღიზიანება.
– მუდმივი გონებრივი დაძაბულობა და გადაღლა (ეგრეთწოდებული „მენეჯერის სინდრომი“).
– ძილის დაღვევა, უძილობა (მსუბუქი ფორმის).
– გუნება-განწყობის ცვალებადობა და ლაბილურობა.
– ასთენია, ნერვასთენია და სხვადასხვა წარმოშობის ვეგეტატური ნევროზი რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და სხვა ფსიქოსომატური გამოვლინებები.
– სპასტიურობის მიმართ მგრძნობელობა (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიურობა, სისხლძარღვთა სპაზმები, ვეგეტატიური ნევროზი).
– ემოციური და ფიზიკური ტრავმები.
– უმიზეზო შფოთვა, შიში, ნევროზული რეაქციები.
– კლიმაქტერული სინდრომით გამოწვეული ემოციური ლაბილურობა.
– თირეოტოქსიკოზის, ჰიპერთირეოზის, შაკიკის, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, კარდიონევროზის, კარდიონევროზის, კარდიალგიის კომპლექსური მკურნალობა;
– ბენზოდიაზეპინის მოხსნის სინდრომი
პედიატრიული გამოყენება:
– მაღალი ინტრაკრანიალური წნევა.
– ნევროზული მდგომარეობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
– მსუბუქი ფორმის უძილობა ჩვილებში.
– ფსიქომოტორული აღგზნებადობა ბავშვებში.
გამოყენება და დოზირება:
მიიღეთ შეუადღით და/ან ძილის წინ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნალექსი გაჩენას ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენების გამო რაც არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ პრეპარატი კარგად.
ბავშვები 0-დან 1 წლამდე:
½ ჩაის კოვზი (2.5 მლ) 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 1-დან 3 წლამდე:
1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 3-დან 6 წლამდე:
1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე:
2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები:
1 სუფრის კოვზი (15 მლ) 2-ჯერ დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
უკუჩვენებები:
პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის ვადები და პირობები:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Perrery Farmaceutici S.r.l.,
კორსო სან ლორენცო 1, 37026 პესკანტინა, ვერონა, იტალია
www.perrery.it
საერთაშორისო დასახელება:
VINCRISTINE
მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS
მოქმედი ნივთიერება: ვინკრისტინის სულფატი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გველის სუროს ალკალოიდი; მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში
1 ფლ
ვინკრისტინის სულფატი ………. 1 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში
1 მლ
ვინკრისტინის სულფატი ………. 1 მგ

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
11.00 ლარი
10.34 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ესკულაპი_საქართველო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბილობილი
BILOBIL
საერთაშორისო სახელწოდება
Ginko biloba
წამლის ფორმა
კაფსულები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 40 მგ
(სტანდარტიზირებული 9.6 მგ გინკოს ფლავონური გლიკოზიდების და 2.4 მგ ტერპენის ლაქტონების (გინგკოლიდები და ბილობალიდები) შემცველობამდე 40 მგ-ში).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.
აღწერილობა
შოკოლადისფერ-ყავისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოყვითალო-ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულირება, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
– ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა,
– შფოთვის, შიშის შეგრძნება,
– თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სიხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არა ნაკლებ 3 თვეს.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია
ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზა
დღეისათვის პრეპარატის ბილობილი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.
გამოშვების ფორმა
40 მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერში. შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.