Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 694

კლოპიქსოლი 10მგ #50ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ბეტაფერონი – BETAFERON 1b (INTERFERON BETA) – БЕТАФЕРОН

ფორმა, შეფუთვა: ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 3 მლ, შეფუთვაში 15 ც. გამხსნელთან შპრიცებში კომპლექტში

შემადგენლობა – 1 ფლ. 1 მლ მზა ხსნარი შეიცავს    0.3 მგ რეკომბინანტული ინტერფერონი ბეტა-16-ს 0.25 მგ (9.5მლნ სე) (8. მლნ სე)

დამხმარე ნივთიერებები: ადამიანის ალბუმინი, დექსტროზა

გამხსნელი: 1.2 მლ 0.54%-იანი ნატრიუმის ქლორიდის სტერილური ხსნარი.

მწარმოებელი – გერმანია SCHERING AG

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გაფანტული სკლეროზის სამკურნალო საშუალება. იმუნომოდულატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ინტერფერონები მიეკუთვნებიან ციტოკინების ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ნატურალურ ცილებს. ბეტაფერონი გაფანტული სკლეროზის რემისიული ფორმის სამკურნალო საშუალებაა. გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინი, ზურგის ტვინი) დაავადებაა და მისი განვითარების მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური სისტემის პათოლოგიური ცვლილებები. დადგენილია, რომ ინტერფერონი ბეტა – 1б  მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ნორმალიზაციის პროუესში.

ბეტაფერონს გააჩნია ანტივირუსული მოქმედება. აინჰიბირებს ვირუსების რეპლიკაციას. ინტერფერონ ბეტა 1б -ის მოქმედების მექანიზმი გაფანტული  სკლეროზის დროს საბოლოოდ არ არის დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ მისი ბიოლოგიური ეფექტი განპირობებულია უჯრედების ზედაპირზე აღმოჩენილ სპეციფიურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით, რის შედეგადაც ხდება მთელი რიგი ნივთიერებების ინდუცირება, რომლებიც განიხილებიან, როგორც ინტერფერონ ბეტა  1б -ის ბიოლოგიური ეფექტების მედიატორები. პრეპარატი ზრდის პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედების სუპრესორულ აქტივობას.

ბეტაფერონით მკურნალობა საშუალებას იძლევა შევაჩეროთ გაფანტული სკლეროზის  პროგრესირება და ინვალიდობის დადგომა ერთ წლამდე ვადით. ეს ეფექტი შეინიშნება როგორც დაავადების გამწვავებისას, ასევე მის გარეშე, აგრეთვე ინვალიდობის ნებისმიერი ინდექსის მქონე პაციენტებში.

როგორც რემისიული, ასევე მეორად-პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს ბეტაფერონით მკურნალობა ამცირებს დაავადების კლინიკური გამწვავების სიხშირესა (30%-მდე) და სიმძიმეს, ჰოსპიტალიზაციების რიცხვს და ახანგრძლივებს რემისიას.

როგორც რემისიული, ასევე მეორად-პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების, რომლებიც მკურნალობენ ბეტაფერონით, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებმა აჩვენა პრეპარატის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა პათოლოგიური პროცესების სიმძიმეზე, აგრეთვე ახალი აქტიური კერების მნიშვნელოვანი შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა – 0.25 მგ ბეტაფერონის კანქვეშ შეყვანისას ინტერფერონ ბეტა  1б -ის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არის ძალიან დაბალი ან არ ისაზღვრება, ამიტომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ რეკომენდებული დოზებით, ბეტაფერონის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არის.

ჩვენება-  პრეპარატი გამოიყენება გაფანტული სკლეროზის გამწვავების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად:

– ამბულატორულ ავადმყოფებში დაავადების რემისიული მიმდინარეობით, რომლებსაც ბოლო 2 წლის მანძილზე ჰქონდათ 2-ზე ნაკლები გამწვავება, ნევროლოგიური სიმპტომატიკის სრული ან არასრული აღდგენით.

– მეორად-პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი დაავადების აქტიური მიმდინარეობით, რომელსაც ახასიათებს გამწვავებები ან ნევროლოგიურ ფუნქციის გამოხატული გაუარესება უკანასკნელი ორი წლის მანძილზე (დაავადების სიხშირისა და კლინიკური გამწვავებების სიმძიმის ხარისხის, ასევე პროგრესირების ტემპის შესამცირებლად).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი პრეპარატის მკურნალობა წარმოებს კვალიფიციური ექიმის კონტროლის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ამ პრეპარატით მკურნალობის ჩატარების გამოცდილება.

გამოყენების წინ მზადდება საინექციო ხსნარი. ბეტაფერონის ფლაკონში შეყავთ 1.2 მლ გამხსნელი (0.54%-იანი ნატრიუმის ქლორიდის სტერილური ხსნარი). ფხვნილი უნდა გაიხსნას სრულად შენჯღრევის გარეშე. გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს მზა ხსნარი. ნაწილაკების არსებობის ან ფერის შეცვლის შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება. ბეტაფერონის 1.0 მლ საინექციო ხსნარი შეყავთ კანქვეშ დღეგამოშვებით. ეს შეესაბამება 0.25 მგ-ს ინტერფერონ ბეტა  1б-ს (8 მილიონი სე).

ინექციის პროცედურა ტარდება ექიმის ან მისი დამხმარის მეშვეობით. პაციენტის მიერ ინექცია დამოუკიდებლად ტარდება მისი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ.

თუ ინექცია იქნა გამოტოვებული, იგი უნდა გაკეთდეს 48 საათის განმავლობაში. გამზადებული ხსნარი შეიძლება შევინახოთ არა უმეტეს 3 სთ-ისა 2-8 ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>10%), შედარებით ხშირად (

ზოგადი რეაქციები

ძალიან ხშირად – გრიპის მსგავსი სიმპტომები (ციება, ცხელება თავის ტკივილი, მიალგია. ოფლიანობა); იშვიათად – ასთენია, ტკივილი მკერდის არეში.

ადგილობრივი რეაქციები: ძალიან ხშირად – რეაქციები ინექციის ადგილას (ჰიპერემია, ლოკალური შეშუპება), ანთება, ტკივილი;

არც ისე ხშირად – კანის უჯრედების ნეკროზი.

დროთა განმავლობაში ასეთი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა მცირდება.

სისხლი და ლიმფური სისტემა: არც ისე ხშირად: ანემია, თრომობოციტოპენია, ლეიკოპენია;

იშვიათად – ლიმფადენოპათია.

ენდოკრინული დარღვევები: იშვიათად – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი.

მეტაბოლური დარღვევები: იშვიათად – ტრიგლიცერიდების დონის მატება.

ნერვული სისტემა: არც ისე ხშირად – დეპრესია, კუნთების ჰიპერტონუსი; იშვიათად – მოუსვენრობა, ემოციური ლაბილურობა, დეპერსონალიზაცია, კრუნჩხვები, სუიციდალური მცდელობა, ცნობიერების დაბინდვა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არც ის ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; იშვიათად – კარდიომიოპათიები, ტაქიკარდია.

სუნთქვის სისტემა: იშვიათად – ქოშინი, ბრონქოსპაზმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: არც ისე ხშირად – გულის რევა და პირღებინება; იშვიათად – პანკრეატიტი.

კანი და კანქვეშა ქსოვილი: არც ისე ხშირად – ალოპეცია, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე; იშვიათად – კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა.

კუნთოვანი სისტემა: იშვიათად – მიალგიები.

ქალის რეპროდუქციული სისტემა: იშვიათად – მენსტრუალური ციკლის დარღვევა; იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენება:

– ღვიძლის ფუნქციიის დარღვევა დეკომპენსაციის სტადიაში;

– ორსულობა, განსაკუთრებით, თუ ადრე აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობა ნატურალური და რეკომბინირებული ალბუმინის მიმართ;

– ლაქტაცია;

– ავადმყოფებში 18 წლის ასაკამდე. ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის მოქმედება შესწავლილი არ არის;

– მძიმე დეპრესიული მდგომარეობა ან სიუციდალური მცდელობა;

– ეპილეფსია, რომელიც არ კონტროლირდება ადეკვატურად;

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

სიფრთხილით გამოიყენება:

– გულის დაავადებები, კერძოდ, გულის უკმარისობა. III-IV სტადია (ნიუ იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციით), კარდიომიოპათია;

– ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანემია ან თრომბოციტოპენია;

– ანამნეზში ეპილეფსიური შეტევები, დეპრესია და სუიციდალური აზრები (მათ შორის ანამნეზშიც), ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა;

– ღვიძლისა და/ან თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ბეტაფერონით მკურნალობის პერიოდში საჭიროა საიმედო კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება. თუ იგეგმება ბავშვის გაჩენა, ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.

თუ ბეტაფერონით თერაპიის პერიოდში პაციენტი დარჩა ორსულად, მკურნალობა უნდა შეწყდეს. დღემდე გაურკვეველია შეუძლია თუ არა ბეტაფერონს ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან ნეგატიურად იმოქმედოს შვილოსნობის უნარზე, თუმცა კვლევების დროს დაფიქსირდა თვითნებური აბორტის შემთხვევები. ხოლო კვლევებმა ცხოველებზე აჩვენა, რომ ბეტაფერონში შემავალი აქტიური ნივთიერებები მავნე იყო ნაყოფისათვის და უფრო დიდი დოზებით იწვევდნენ თვითნებურ აბორტს.

ლაქტაცია: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ინტერფერონ ბეტა- 1б დედის რძით. თუ გავითვალისწინებთ ახალშობილებზე, რომლებიც იკვებებიან დეიდს რძით. ბეტაფერონის არასასურველი ზეგავლენის არსებობის ალბათობას, მეძუძურმა დედებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყდეს ძუძუთი კვება თუ მოიხსნას პრეპარატი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ადამიანის ალბულინს და ამ მიზეზის გამო არსებობს სრულიად უმნიშვნელო ალბათობა ვირუსული ინფექციების გადადებისა. იაკობ-კრეიტცფელდტის დაავადების გადადების თეორიული რისკიც ასევე უმნიშვნელოა.

თერაპიის პერიოდში, თავიდან რეგულარული ინტერვალებით, ხოლო შემდეგ პერიოდულად უნდა გაკეთდეს შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები: სტანდარტული ანალიზები, სისხლის გაშლილი ანალიზი, ლეიკოციტარული ფორმულის დადგენა, თრომობიციტების რიცხვის განსაზღვრა, სისხლის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა ღვიძლის ფრაქციების ანალიზის ჩათვლით.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ბეტაფერონით მკურნალობის დროს აღინიშნება დეპრესია და სუიციდალური მცდელობა. მათი გავლენის შემთხვაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ეპილეფსიით ან გულის დაავადებებით. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ძვლის ტვინის დაავადებით. არ არის მონაცემები ბეტაფერონის გამოყენებისა ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სისტემატური კონტროლი თირკმელების ფუნქციაზე მკურნალობის დროს.

იშვიათ შემთხვევებში ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს ნეკროზი. ნეკროზის მრავლობითი კერების არსებობის შემთხვევაში, ბეტაფერონით მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის დაზიანებული უბნების სრულ აღდგენამდე. ერთი კერის არსებობისას შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.

ბეტაფერონით მკურნალობისას ორგანიზმში პრეპარატის აქტიური კომპონენტის მიმართ შეიძლება წარმოიშვას ე.წ. გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც არ ახდენენ რაიმე შესამჩნევ გავლენას კლინიკურ შედეგებზე, მათ შორის მრტ-მონაცემებზე.

ზედოზირება: პრეპარატის დოზის რამოდენიმეჯერ გაზრდა არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისათვის, მაგრამ, თუ პრეპარატი გამოყენებულია ხშირად (მაგალითად, 1 ინექცია ყოველ 24 საათში ერთხელ, ნაცვლად 1 ინექციისა ყოველ 48 საათში ერთხელ), აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი ბეტაფერონისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედება და აგრეთვე ბეტაფერონის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას მისი გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.

ბეტაფერონის გამოყენების ფონზე გლუკოკორტიკოიდებითა და ადრენოკორტიკოტროპული ჰირმონით 28 დღემდე დანიშნული თერაპია კარგად გადაიტანება. სხვა იმუნომოდულატორებთან ბეტაფერონის ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.

საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ისეთ საშუალებებთან, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში (სისტემა ციტოქრომი P450). ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ფართოდ გამოყენებული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, ასევე სიფრთხილეა საჭირო ერთდროული დანიშვნისას ნებისმიერ პრეპარატთან, რომელიც მოქმედებს სისხლწარმომქმნელ სისტემაზე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ხსნარის გამოყენების შემდეგ დარჩენილი რაოდენობა ინახება მაცივარში 3 საათის განმავლობაში 2-8oC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: ლიოფილიზირებული ფხვნილი – 2 წელი; გამხსნელი – 3 წელი.

აკატინოლი 10მგ #90ტ

აკატინოლი 10მგ #90ტ
(Memantine hydrochloride)

გამოშვების ფორმა, შეფუთვა: 
შეფუთვაში მოთავსებული  30 და 90 ცალი გარსით დაფარული აკატინოლ მემანტინის ტაბლები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
50 ან 100 მკ მუქი ფერის მინი ფლაკონში ასხია აკატინოლ მემანტინის წვეთები, რომელიც შინაგანი მიღებისთვისაა განკუთვნილი. 1 მკ (20 წვეთი) აკატინოლ მემანტინი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.

შემადგენლობა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი (Memantine hydrochloride)

მწარმოებელი: 
Merz Pharma  (გერმანია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დემენციის სამკურნალო ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მემანტინი არის N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების არაკონკურენტული ანტაგონისტი, რომელიც ახდენს გლუტამატერგული სისტემის მოდულაციას. იგი პათოგენეზურად ზემოქმედებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დეგენერაციულ პროცესებზე. მემანტინი არეგულირებს იონების ტრანსპორტს და ბლოკირებას უკეთებს კალციუმის არხებს. გარდა ამისა,  გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება, აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას, კოგნიტურ პროცესებს, მეხსიერებასა და სწავლის უნარს, აუმჯობესებს ყოველდღიურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:
აკატინოლ მემანტინი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-6 სთ-ში, თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატი გამოიყოფა ორ ფაზად. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი პირველ ფაზაში შეადგენს 4-9 სთ-ს, ხოლო მეორე ფაზაში – 40-65 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (75-90%).

ჩვენება:
-დეგენერაციული დემენცია (ალცჰაიმერის ტიპის), სისხლძარღვოვანი დემენცია. ნებისმიერი სიმძიმის შერეული ტიპის დემენცია;
-მეხსიერების, კონცენტრაციისა და სწავლის უნარის დაქვეითება;
-ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის და ინსულტის შედეგად განვითარებული ცერებრალური და სპინალური სპასტიური სინდრომი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
აკატინოლ მემანტინის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით.

დემენცია მოზრდილებში: 
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5 მგ/დღეში აკატინოლ მემანტინი,  მეორე კვირას – 10 მგ/დღეში, მესამე კვირას – 15-20 მგ/ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10-10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს.

ცნს-ის პათოლოგიით განპირობებული სპასტიური სინდრომი:
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 10 მგ/დღეში აკატინოლ მემანტინი, მეორე კვირას 10 მგ/დღეში, მესამე კვირას – 20-30 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10-10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 60 მგ-ს. შემანარჩუნებელი დოზა საშუალოდ 1-20 მგ/დღეში შეადგენს.
სადღეღამისო დოზა თანაბრად იყოფა დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს. უკანასკნელი დოზა მიიღება ვახშმამდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქციის კონტროლით.
1 წელზე ზემოთ ბავშვებიში დღიური დოზა შეადგენს 500 მგ/კგ მასაზე.

გვერდითი მოვლენები: 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, დაღლილობა, შფოთვა, აგზნება, გულისრევა და თავში სიმძიმის შეგრძნება და ქალაშიდა წნევის მომატება;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გულისრევა.

უკუჩვენება:
-პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზით და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები:
ოპტიმალური დოზა მიიღწევა თანდათან, დოზის ყოველკვირეული მომატებით.

ჰიპერდოზირება:
აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა  კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აკატინოლ მემანტინის ბარბიტურატებთან, ნეიროლეპტიკებთან, ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, L-დოფასთან, დოფამინეგრულ აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი) და ამანტადინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული პრეპარატების მოქმედება. დანტროლენთან ან ბაკლოფენთან ერთდროული მიღებისას მემანტინმა შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეამციროს) მათი მოქმედება, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების დოზები უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. იგი  ვარგისიანია 3 წელი.

ჰაიცეპტი 10მგ #30ტ

70.00 ლარი
65.80 ლარი

ქვეყანა: კორეა

მწარმოებელი: იუნგჯინ ფარმ.კორპორეიშენი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გლიცინი 0.1გ #50ტ

სავაჭრო დასახელება : გლიცინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : გლიცინი ( ამინოძმარმჟავა )

 

სამკურნალწამლო ფორმა : სუბლინგვალური ტაბლეტები

 

შემაგდგენლობა : აქტიური ნივთიერება : გლიცინი – 100 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მეტაბოლური საშუალება

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლიცინი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს , ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემისდამცველობითი დამთრგუნველი პროცესების აქტივაციას , ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას , ზრდის გონებრივშრომისუნარობას . გლიცინს გააჩნია გლიცინ -,   გაემ – ერგული ( გამა ამინო ერბომჟავა ), ალფა 1-ადენომაბლოკირებელი , ანტიოქსიდანტური , ანტიტოქსიკური მოქმედება ; არეგულირებს გლუტამური ( NMDA )რეცეპტორების მოქმედებას , რის ხარჯზეც პრეპარატს შეუძლია :

  • ფსიქოემოციური დაძაბულობის , აგრესიულობის , კონფლიქტურობის შემცირება და სოციალური ადაპტაციისგაზრდა ;
  • განწყობის გაუმჯობესება ,
  • დაძინების პროცესის შემსუბუქება და ძილის ნორმალიზება ;
  • გონებრივი შრომისუმნარობის გაზრდა ;
  • ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დარღვევების შემცირება ( მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში );
  • ინსულტის და ქალა – ტვინის ტრავმისას ტვინის მხრივ დარღვევების გამოხატულების შემცირება ;
  • ალოკოჰოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ტოქსიკური ზემოქმედების შემცირება ცნს – ზე

 

ფარმაკოკინეტიკა ადვილად აღწევს ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების უმეტესობაში , მათ შორის თავის ტვინში; მეტაბოლიზდება წყლამდე და ნახშირორჟანგამდე . ქსოვილებში მისი დაგროვება არ ხდება .  

 

მიღების ჩვენება

  • გონებრივი შრომისუნარობის დაქვეითება
  • სტრესული სიტუაციები – ფსიქოემოციური დაძაბულობა ( გამოცდების პერიოდში , კონფლიქტურ და სხვამგავს სიტუაციებში ).
  • ბავშვების და მოზარდების ქცევის დავიანტური ფორმები .
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებები , რომლებსაც ახლავს აგზნებისმომატება , ემოციური არასტაბილურობა , გონებრივი შრომისუნარობის შემცირება და ძილის დარღვევა : ნევროზები, ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო – სისხლძაღვოვანი დისტონია , ნეიროინფექციის და ქალა – ტვინისტრავმის შედეგები , ენცეფეალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები ( მათ შორის ალკოჰოლური გენეზის ).
  • იშემიური ინსულტი

 

უკუჩვენება : ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება : გლიცინი გამოიყენება სუბლინგვალურად ან ტრანსბუკალურად , 100 მგ (ტაბლტების ან მისი დაფხვნით მიღებული ფხვნილის სახით ). პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს , მოზარდებს დამოზრდილებს ფსიქოემოციური გადაძაბვისას , მეხსიერების , ყურადრების , გონებრივი შრომისუნარიანობისდაქვეითებისას , გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას , ქცევის დავიანტური ფორმებისას გლიცინი ინიშნება  – 1ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ , 14-30 დღის განმავლობაში .

ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისას , რასაც თან ახლავს მომატებული აგზნება , ემოციურილაბილობა და ძილის დარღვევა , სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება  0,5 ტაბლეტი (50 მგ ) ერთ მიღებაზე ,დღეში 2-3- ჯერ , 7-14 დღის განმავლობაში , შემდეგ 50 მგ დღეში ერთხელ , 7-10 დღის განმავლობაში . სადღეღამისოდოზა – 100-150 მგ , კურსი – 2000-2600 მგ . 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტიდღეში 2-3- ჯერ , მკურნალობის კურსი 7-14 დღე . მკურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 30 დღემდე .აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 30 დღის შემდეგ .

ძილის დარვევებისას გლიცინი ინიშნება დაძინებამდე 20 წუთით ადრე ან უშუალოდ ძილის წინ , 0,5-1 ტაბლეტი (ასაკიდან გამომდინარე ).

ტვინის იშემიური ინსულტის დროს : ინსულტიდან პირველი 3-6 საათის განმავლობაში ინიშნება 1000 მგტრანსბუკალურად ან სუბლინგვალურად ერთ ჩაის კოვზ წყალთან ერთად , შემდგომში 1-5 დღეღამის განმავლობაში1000 მგ დღე – ღამეში , ამის შემდეგ 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ 14-30 დღის განმავლობაში . აუცილებლობისშემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ წელიწადში 4-6- ჯერ .

 

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგუიული რეაქციები .     

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამცირებს ანტიფსიქოზური ( ნეიროლეფსიურების ), ანქსიოლიზურების , ანტიდეპრესანტების , საძილე და კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოხატულებას .

 

გამოშვების ფორმა

სუბლინგვალური ტაბლეტები 100 მგ .

 

შეფუთვა

50 ტაბლეტი კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოსკოლოფში .

 

შენახვის პირობები

სია ,, ბ “. ინახება მშრალ , სინათლისგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

კეტილეპტი პროლონგი 50მგ #60ტ

64.00 ლარი
60.16 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბეტასერკი – BETASERC – БЕТАСЕРК

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი ………    8 მგ

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი ……..  16 მგ

 

ვრცლად ვაზოსერკი

სომნოკაფსი ფორტე #30კაფს

სომნოკაფსი ფორტე /Somnokaps Forte/

30 კაფსულა

საკვები დანამატი

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: ელ-თიანინი (L-theanine) 100მგ, ლიმონის ბალზამი  (Melissa officinalis) ექსტრაქტი 100მგ, მელატონინი 3მგ; შემავსებლები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მყარი კაფსულა- ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

ელ-თიანინი არის ამინომჟავა, რომელიც გვხვდება მწვანე ჩაის ფოთლის შემადგენლობაში (Camelia Sinensis) და არ გვხვდება არცერთ საკვებში. ელ-თიანინს აქვს  გონებრივი  და ფიზიკური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს  არტერიული წნევის დაქვეითებას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ელ-თიანინი ხელს უწყობს ღვიძილის ციკლის აღდგენას, ამცირებს თავბრუსხვევას და უზრუნველყოფს დილით ფხიზლად და ენერგიულად გაღვიძებას.

ლიმონის ბალზამი (Melissa officinalis) -მისი  ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ ის არის ანქსიოლიზური საშუალება (დამამშვიდებელი საშუალება). ლიმონის ბალზამის მთავარი ფსიქოაქტიური შემადგენელი ნივთიერება არის  როზმარინის მჟავა, რაც გავლენას ახდენს სედაციასა და სიმშვიდეზე პასუხისმგებელ  ტვინის ქიმიკატებზე, GABA. შესაბამისად,  ლიმონის ბალზამი ამცირებს შფოთვასა და შფოთვასთან დაკავშირებულ სიმპტომებს და ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას.

მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი. იგი პირველ რიგში პასუხისმგებელია ცირკადული რითმის რეგულირებაზე და უზრუნველყოფს ბუნებრივი ძილის ციკლის მართვას. მელატონინი არ იწვევს ჩაძინებას, თუმცა საღამოს მელატონინის დონის მატება იწვევს მშვიდი ღვიძილის მდგომარეობას, რაც   ხელს უწყობს ჩაძინებას. მელატონინი გამოიყენება ბიორითმის  დარღვევის და ძილთან დაკავშირებულ სხვა პრობლემების, როგორიცაა ძილის დაყოვნებული ფაზის, ცვლადი მუშაობის ძილის დარღვევის და ბავშვებში ძილის დარღვევების დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ 

დოზირება: 1 კაფსულა დაძინებამდე 30 წუთით ადრე. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები:  შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წარმოებული და დაფასოებულია შპს Fortex Nutraceuticals (ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ.#10) -ის მიერ  შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.

კეტილეპტი 25მგ #30ტ

13.85 ლარი
13.02 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბუსპირონ-ეგისი 5მგ #60ტ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): buspirone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი №60
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის ბუსპირონ-ეგისი და რისთვის გამოიყენება
ბუსპირონ-ეგისი არის პრეპარატი ანქსიოლიზური ეფექტებით (ხსნის შფოთვას).
გამოიყენება:
– შფოთვის, უპირატესად გენერალიზებული შფოთვის ხანმოკლე მართვისათვის, რაც გამოვლენილია შფოთვის ზოგადი შეგრძნებებით, როგორიცაა მსუბუქი ტაქიკარდია, თავბრუ და უკიდურესი მწუხარება. სიმპტომების კონტროლი რთულია პიროვნებისთვის და არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ მოვლენას.

– დეპრესიის ადიუვანტური მკურნალობა; პრეპარატი არ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მონოთერაპიაში (როგორც ერთადერთი საშუალება). (დეპრესიის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: დეპრესიული განწყობა, როგორიცაა მოწყენილობა ან სიცარიელის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა, ძილის დარღვევა, ცუდი ძილი ან ძილიანობა, ენერგიის დაკარგვა ან ენერგიის მნიშვნელოვნად დაქვეითება, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მეტყველების გაღარიბება, გადაწყვეტილებების მიღების გართულება, სუიციდური აზრები ან განზრახვები).

2. რა უნდა იცოდეთ ბუსპირონ-ეგისის მიღებამდე
არ მიიღოთ ბუსპირონ-ეგისი:
– თუ ხართ ალერგიული ბუსპირონის ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6)
– თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება.
– თუ გაქვთ ალკოჰოლით, საძილე საშუალებებით, ანალგეტიკებით (ტკივილგამაყუჩებლებით) ან ანტიფსიქოტური პრეპარატებით (ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალო პრეპარატები) მწვავე ინტოქსიკაცია
– თუ გაქვთ ეპილეფსია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბუსპირონ-ეგისის მიღებამდე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
– გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადება – დაავადების სიმწვავის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დღიური დოზის შემცირება, ვინაიდან აქტიური სუბსტანციის ელიმინაცია ქვეითდება და მისი პლაზმური კონცენტრაცია მატულობს ღვიძლის დაავადების დროს.
– გაქვთ თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადება, დაავადების სიმწვავის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დღიური დოზის შემცირება, ვინაიდან აქტიური სუბსტანციის ელიმინაცია ქვეითდება და მისი პლაზმური კონცენტრაცია მატულობს თირკმლის დაავადების დროს.
– გაქვთ გლაუკომა.
– გაქვთ მიასთენია გრავის (ლოკომოტორული დაავადება კუნთების სისუსტით)
– ხართ ნარკოდამოკიდებული.

ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ბუსპირონი არ გამოიყენება ცალკე დეპრესიის სამკურნალოდ. მას შეუძლია დეპრესიის კლინიკური ნიშნების შენიღბვა.

სხვა პრეპარატები და ბუსპერონ-ეგისი
უთხარით ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს.
კერძოდ, უთხარით ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
– მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი და სელეგილინი (დეპრესიისთვის)
– ერითრომიცინი, იტრაკონაზოლი, ლინეზოლიდი და რიფამპიცინი (ინფექციების სამკურნალოდ)
– კალციუმის არხების ბლოკატორები, როგორიცაა დილთიაზემი და ვერაპამილი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
– სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, როგორიცაა ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი
– ნეფაზოდონი, ტრაზოდონი, კრაზანა, ლითიუმი და L-ტრიპტოფანი (დეპრესიის სამკურნალოდ)
– ჰალოპერიდოლი და ლითიუმი (ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ)
– დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
– ციმეტიდინის შემცველი ანტაციდები (კუჭის წყლულისა და გულძმარვის სამკურნალოდ)
– ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი)
– ტრიპტანის პრეპარატები, მაგ. სუმატრიპტანი (შაკიკის სამკურნალოდ)
– ბაკლოფენი (კუნთების მომატებული დაძაბულობა)
– ლოფექსიდინი (ნარკოტიკების მოსხნის სინდრომის სამკურნალოდ)
– ნაბილონი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ)
– ანტიჰისტამინები (ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)
– დიაზეპამი (აგზნების სამკურნალოდ)
– ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი)
– ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ)

ბუსპირონ-ეგისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
– ბუსპირონ-ეგისით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.
– თავიდან უნდა იქნას აცილებული გრეიფრუტისა და გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღება, ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ბუსპირონ-ეგისის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ბუსპირონი საშუალო ხარისხის ზემოქმედებას ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ავტომობილებისა და მექანიზმების მართვამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს თქვენზე.

ბუსპირონ-ეგისი შეიცავს ლაქტოზას (55.7 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს 5 მგ ტაბლეტებში და 111.4 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს 10 მგ ტაბლეტებში). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება ბუსპირონ-ეგისი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 3X 5 მგ დღე-ღამეში (ე.ი. 3X 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ). აუცილებლობისას, ექიმმა შეიძლება გაზარდოს საწყისი დოზა 5 მგ-ით (ე.ი. 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ) ყოველ 2-3 დღეში 30 მგ დღიურ დოზამდე (ე.ი. 3X 2 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 3X 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ). რეკომენდებული დღიური დოზა არის 20-30 მგ (ე.ი. 4-6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 2-3 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ).
ინდივიდუალური დოზები არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს (ე.ი. 6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 3 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ) და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 60 მგ (ე.ი. 12 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ).

ტაბლეტები ყოველთვის მიიღება დღის ერთსა და იმავე დროს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
ვინაიდან ანქსიოლიზური ეფექტი ვლინდება დაახლოებით 7-14 დღეში და სრული თერაპიული ეფექტი ვითარდება მხოლოდ დაახლოებით 4 კვირაში, მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყოვნებლივ არ ხდება.

ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატი ნაჩვენები არ არის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ხანდაზმულები:
ხანდაზმული ასაკი არ საჭიროებს დოზის კორექციას.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობა:
გამოიყენება შემცირებული დოზები (იხ. პუნქტი 2, “რა უნდა იცოდეთ ბუსპირონ-ეგისის ტაბლეტების მიღებამდე”).

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობა:
უნდა შემცირდეს დღიური დოზა ან იგივე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს ნაკლები სიხშირით (იხ. პუნქტი 2, “რა უნდა იცოდეთ ბუსპირონ-ეგისის ტაბლეტების მიღებამდე).

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბუსპირონ-ეგისი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ბუსპირონ-ეგისის მიღება
თუ დაგავიწყდათ ბუსპირონ-ეგისის მიღება ჩვეულ დროს, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ მომდევნო დოზის მიღებამდე ძალიან დიდი დრო არის დარჩენილი, შეგიძლიათ დოზის მიღება, სხვა შემთხვევაში არსებობს ჭარბი დოზის მიღების რისკი.

თუ შეწყვიტეთ ბუსპირონ-ეგისის მიღება
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ თავს უკეთ გრძნობთ. აუცილებელია, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა გააგრძელოთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ბუსპირონი ზოგადად კარგად გადაიტანება და არ იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს. გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ისინი ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და უკუვითარდება მკურნალობის გაგრძელების ფონზე. თუ გვერდითი ეფექტები დიდხანს გაგრძელდა ან გახდა შემაწუხებელი, მიმართეთ ექიმს.

შეწყვიტეთ ბუსპირონ-ეგისის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ, ასევე, იღებთ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგ. ფლუოქსეტინსა და პაროქსეტინს და აგეღნიშნებათ:

სეროტონინული სინდრომი: გონების დაბინდვა, მოუსვენრობა, ოფლიანობა, კანკალი, ჰალუცინაციები (უცნაური ხმები ან ხილვები), კუნთების უეცარი მოძრაობები ან ტაქიკარდია.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ ალერგიული რეაქციის ნიშნებს:
კანზე გამონაყარი ქავილით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა არასასურველი ეფექტი, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბუსპირონით (პრეპარატის აქტიური სუბსტანცია) მკურნალობასთან დაკავშირებით.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი ფორმულის გამოყენებით: ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში); არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ფსიქიკური დარღვევები
ხშირი:
ნერვოზულობა, უძილობა, ყურადღების მოშლა, დეპრესია, გაბრუება, ძილის დარღვევა, ბრაზიანობა.

ძალიან იშვიათი:
ფსიქოზური დარღვევები, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, ემოციური არასტაბილურობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირი:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა.
ხშირი:
პარესთეზია, მხედველობის დაბინდვა, კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი (კანკალი), ხმაური ყურებში.

ძალიან იშვიათი:
სეროტონინული სინდრომი (იხ. ზემოთ), ეპილეფსიური შეტევა, გვირაბული მხედველობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (უნებლიე მოძრაობები, კუნთების ტონუსის ცვლილება), რიგიდურლობა, დისკინეზია (უკონტროლო მოძრაობები), დისტონია (კუნთების ტონუსის დარღვევა), გონების დაკარგვა, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), ატაქსია (მოძრაობების კონტროლის გაძნელება), პარკინსონიზმი (ტრემორი, დაჭიმულობა), აკათიზია (ფეხებში მოუსვენრობის შეგრძნება), მოუსვენარი ფეხების სინდრომი, მოუსვენრობა.

დარღვევები გულის მხრივ:
ხშირი:
გულისცემის გახშირება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.

რესპირატორული (სუნთქვასთან დაკავშირებული), თორაკალური და მედიასტინალური (მარჯვენა და მარცხენა პლევრის ღრუს შორის სივრცე)

ხშირი:
ცხვირის დახშობა, ყელის ტკივილი.

გასტროინტესტინალური დარღვევები (კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული)
ხშირი:
გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, ღებინება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ხშირი:
ცივი ოფლი, გამონაყარი,
ძვალ-სახსროვანი და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები
ხშირი:
ძვალ-სახსროვანი ტკივილი.

თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად ან ნაწილობრივ დაცლის უუნარობა).

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ
ძალიან იშვიათი:
რძის წარმოქმნის დარღვევა.

ზოგადი დარღვევები
ხშირი: დაღლილობა.
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5.როგორ ინახება ბუსპირონ-ეგისი
ინახება 300ჩ-მდე. ინახება ბლისტერში კოლოფში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბუსპირონ-ეგისი
ბუსპირონ-ეგისის 5 მგ აქტიური სუბსტანცია არის ბუსპირონის ჰიდროქლორიდი 5 მგ თითოეულ ტაბლეტში.
ბუსპირონ-ეგისის 10 მგ აქტიური სუბსტანცია არის ბუსპირონის ჰიდროქლორიდი 10 მგ თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე საშუალებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი “ა”), მაგნიუმის სტეარატი, სილიკა, კოლოიდური უწყლო.

ბუსპირონ-ეგისის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ბუსპირონ-ეგისი 5 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული “E151”, მეორე მხარეს – გასაყოფი ხაზი.
გასაყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასატეხად ყლაპვის გამარტივების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფის მიზნით.
ბუსპირონ-ეგისი 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული “E152”, მეორე მხარეს – გასაყოფი ხაზი.
გასაყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასატეხად ყლაპვის გამარტივების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფის მიზნით.

შეფუთვის შემცველობა
30-60 ტაბლეტი პა/ალ/პვქ პერფორირებულ ერთეულ დოზებიან ბლისტერში და დასაკეც მუყაოს კოლოფში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის განკუთვნილი ბაზარზე სარეალიზაციოდ.

Don`t copy text!