მთავარი წაკითხვა გვერდი 707

ბაქტრიმი – BACTRIM – БАКТРИМ

ფორმა, შეფუთვა:

1.) შემოგარსული ტაბლეტები-ფორტე: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ. შეიცავს 160 მგ ტრიმეტროპრიმს (ტმპ), 800 მგ სულფამეტოქსაზოლს (სმზ).

2) სიროფი: ფლაკონში 10 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.

5 მლ შეიცავს 40 მგ ტრიპეტროპრიმს და 200 მლ სულფამეტოქსაზოლს.

მწარმოებელი – F. HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტმიკრობული კომბინირებული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული ბაქტერიოციდული ქიმიოთერაპიული საშუალება ბაქტრიმი  შეიცავს  ორ  აქტიურ,  სინერგულად  მოქმედ  ნივთიერებას  სულფამეტოქსაზოლს  და ტრიმეტოპრიმს, რომლებიც  შესაბამისად  აბლოკირებენ დიჰიდროპტეროატსინთეტაზასა  და  დიჰიდროფოლატრედუქტაზას, რომლებიც  ხელს  უწყობენ  მიკროორგანიზმების  პურინებისა  და  პირიმიდინების  ბიოსინთეზის  თანმიმდევრული სტადიის კატალიზებას. ამ მექანიზმის საშუალებით ირღვევა მიკრობის დნმ-ისა და შემდგომში ცილის სინთეზი და  ხორციელდება  პრეპარატის  ბაქტერიოციდული  მოქმედება,  რომელიც  in vitro  განპირობებულია  იმ კონცენტრაციით,  რომელშიც  მის შემადგენლობაში  შემავალი  ცალკეული  კომპონენტები  ავლენენ  მხოლოდ ბაქტერიოსტატურ  ეფექტს.  სწორედ  ამიტომ  ბაქტრიმი  ხშირად  ეფექტურია  იმ  გამომწვევების  მიმართ, რომლებიც მდგრადია პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი. ბაქტრიმის  in vitro ანტიბაქტერიული  მოქმედება  მოიცავს  გრამდადებითი  და  გრამუარყოფითი  პათოგენური მიკროორგანიზმების  ფართო  სპექტრს.  მგრძნობელობა  შესაძლოა  დამოკიდებული  იყოს  გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე.

მგრძნობიარე გამომწვევები (მიკ

კოკები: Branhamella catarralis.

გრამუარყოფითი  მიკროორგანიზმები:  Haemopilus  influenzae    (β  –  ლაქტამაზაწარმომქმნელი  და    β  – ლაქტამაზაარაწარმომქმნელი შტამები), aemopilus parainpluenzae, E. Coli, Citrobacter freundii, Citobacter სხვა სახეობები, Klebsiella  oxytoca,  Klebsiella  სხვა სახეობები, Enterobacter cloaceae, Enterobacter aerogenes, Hafnia alvei,  Serratia marcescens,  Serratis  liliquefaciens,  Serratia  sxva  saxeobebi,  Proteus mirabilis,  Proteus  vulgarris, organella morganii, Shigella spp., Yersinia enterocolitica, Yersinia  სხვა სახეობები, Vibrio cholerae.

სხვადასხვა  გრამუარყოფითი  მიკროორგანიზმები:  tarda, Alcligenes  faecalis,  Pseudomonas  cepacia, urkholderia (Pseudomonas) pseudomallei.

კლინიკური  გამოცდილება  გვაჩვენებს,  რომ  მგრძნობიარე  შეიძლება  იყოს  ასევე  Brucella  spp.,  Listeria monocytogenes, Nocardia asteroides., Pneumocystis carini, Cyclospora cayetanensis.

ნაწილობრივ მგრძნობიარე გამომწვევბი (მიკ = 80-160მგ/ლ სულფამეტოქსაზოლისათვის)

კოკებიStaphylococcus    aureus (მეტიცილინმგრძნობიარე  და  მეტიცილინრეზისტენტული  შტამები), Stapilococcus  spp. (კოაგულაზანეგატიური),  Streptococcus  pneumoniae  (პენიცილინმგრძნობიარე  და პენიცილინრეზისტენტული შტამები).

გრამუარყოფითი  ჩხირები:  Haemophilus  ducreyi,  Providentia  rettgeri,  Providentia    სხვა  სახეობები,  Salmonella typhi, Salmonella  enteritidis, Stenotrophomonas maltophilia  (ძველი სახელწოდება Xanthomonas maltophilia ).

სხვადასხვა  გრამუარყოფითი  მიკროორგანიზმები:  Acinetobacter  lwoffi,  Acinetobacter  antiratus,  Aeromonas hidrophilia.

მდგრადი გამომწვევები (მიკ > 160მგ/ლ სულფამეტოქსაზოლისათვის)

Mycoplazma spp., Mycobacterium tuberculosis, Treponema palidum.

იმ  შემთხვევაში,  როცა  ბაქტრიმი  ინიშნება  ემპირიულად,  აუცილებელია  გავითვალისწინოთ  ბაქტრიმისადმი მდგრადი შესაძლო გამომწვევების ლოკალური თავისებურებები კონკრეტული ინფექციური დაავადებისას. ინფექციური  პროცესებისას,  რომლებიც  შესაძლოა  გამოწვეული  იყოს  ნაწილობრივ  მგრძნობიარე  შტამებით, რეკომენდირებულია ჩატარდეს სინჯი მგრძნობელობაზე, რათა გამოირიცხოს გამომწვევების რეზისტენტობა. ბაქტრიმისადმი  მგრძნობელობა  შეიძლება  განისაზღვროს  სტანდარტული  მეთოდით,  მაგ.,  Dდისკების  ან განზავების მეთოდით, რომელიც რეკომენდებულია კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის (კლსნკ) მიერ. Kკლსნკ რეკომენდაციას უწევს მგრძნობელობის შემდეგ კრიტერიუმებს:

დისკების*   მეთოდი, ზრდის ზონის დათრგუნვის დიამეტრი (მმ)

ნაწილობრივ    > 16

მგრძნობიარე   11-15

მგრძნობიარე

მდგრადი

განზავების** მეთოდი, მიკ (გ/მლ) – ტმპ

ნაწილობრივ 

მგრძნობიარე   4

მგრძნობიარე > 8

მდგრადი

განზავების** მეთოდი, მიკ (გ/მლ) – ტმპ

ნაწილობრივ

მგრძნობიარე   76

მგრძნობიარე >

მდგრადი 152

* დისკი: 1,25 გ ტმპ და 23,75გ სმზ

** ტმპ და სმზ თანაფარდობა 1:19

ფარმაკოკინეტიკა – შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ ტრიმეტოპრიმი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ტმპ-ის  მაქსიმალური  კონცენტრაცია  პლაზმაში,  160მგ  ტმპ  +  800მგ  სმზ  ერთჯერადი  მიღების  შემდეგ შეადგენს  1.5-3  გ/ლ-ში,  ხოლო  სმზ-ათვის  40-80  გ/ლ.  ყოველ  12  საათში  პრეპარატის  მიღებისას  მისი მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 2-3 დღის შემდეგ მერყეობს 1.3-2.8 გ/მლ-ის ფარგლებში ტმპ-თვის, ხოლო სმზ – სთვის 32-63 გ/მლ დიაპაზონში. განაწილება ორგანიზმში  ტრიმეტოპრიმის  განაწილების  მოცულობა  შეადგენს  130  ლ-ს,  სულფამეტოქსაზოლის  – დაახლოებით  20ლ.  პლაზმის  ცილებს  უკავშირდება  ტრიმეტოპრიმის  45%,  ხოლო  სულფამეტოქსაზოლის  – 66%.

ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლისგან განსხვავებით, ადვილად აღწევს წინამდებარე ჯირკვლის არაანთებად ქსოვილში, სათესლე ჯირკვლის სითხეში, საშოს სეკრეტში, ნერწყვში, ფილტვების როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ქსოვილებში და ნაღველში. რაც შეეხება ზურგის ტვინის სითხესა და თვალის სკლერას, ორთავე პრეპარატი მათში აღწევს თანაბრად. ტრიმეტოპრიმის  დიდი  რაოდენობა  და  შედარბით  ნაკლები  რაოდენობა  სულფამეტოქსაზოლისა  აღწევენ ორგანიზმის  ინტერსტიციალურ  და  სხვა  ექსტრავაზალურ  სითხეებში,  რა  დროსაც ტრიმეტოპრიმისა  და სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციები მიკ – ს პათოგენურ მიკრობთა უმეტესობისათვის.

ტრიმეტოპრიმი  და  სულფამეტოქსაზოლი  ნანახია  პლაცენტაში,  ჭიპლარის  სისხლში,  სანაყოფე  წყლებში  და ნაყოფის  ქსოვილებში  (ღვიძლი,  ფილტვები),  რაც  იმაზე  მეტყველებს,  რომ  ორივე  ნივთიერება  გადის პლაცენტარულ ბარიერს.

როგორც  წესი,  ტრიმეტოპრიმის  კონცენტრაცია  ნაყოფის  და  დედის  სისხლში  თითქმის  თანაბარია,  ხოლო სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაცია ნაყოფის სისხლში შედარებით ნაკლებია. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. Kკონცენტრაცია დედის რძეში უტოლდება (ტმპ), ან შედარებით დაბალია (სმზ) მათი დედის პლაზმაში კონცენტრაციასთან შედარებით.

მეტაბოლიზმი

ტრიმეტოპრიმის დაახლოებით 50-70% და სულფამეტოქსაზოლის 10-30% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით. ტრიმეტოპრიმის  ძირითად  მეტაბოლიტს  წარმოადგენს  1- და  3- ოქსიდები და  3’ და 4’-ჰიდროქსილის წარმოებულები. ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება.  სულფამეტოქსაზოლი  მეტაბოლიზდება ღვიძლში,  უშუალოდ  N4-აცეტილირების  გზით,  ნაკლები  ხარისხით  კი გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით.

გამოყოფა

ორივე  კომპონენტის  ნახევარგამოყოფის  პერიოდი  ახლოს  დგას  ერთმანეთთან  (ტრიმეტოპრიმის ნახევარგამოყოფის  პერიოდი  საშუალოდ  შეადგენს  10  სთ-ს,  ხოლო  სულფამეტოქსაზოლის  ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ უტოლდება 11 სთ-ს). ორივე პრეპარატი, ასევე მათი მეტაბოლიტები  ძირითადად გამოიყოფიან  თირკმელებით, როგორც გორგლოვანი ფილტრაციით,  ასევე  მილაკოვანი  სეკრეციის  გზით,  რის  გამოც  ორივე  აქტიური  მივთიერების  კონცენტრაცია შარდში გაცილებით მეტია, ვიდრე სისხლში. მცირე ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში  ხანდაზმულ  და  თირკმელების  მძიმე  უკმარისობიან  პაციენტებში  (კრეატინინის  კლირენსი  15  –  30  მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც მოითხოვს დოზების კორექციას.

ჩვენება –

სტანდარტული დოზირება:

მოზრდილები და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები:

ტაბლეტი

დილა             საღ.

ტაბლეტი ფორტე

დილა               საღ.

სიროფი (დოზ. კოვზით)

დილა                 საღ.

სტანდარტული

2                   2

1                    1

4                       4

მინიმალური დოზა და ხანგრძლივი

მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზა

(14 დღეზე მეტი)

1                   10,5                0,52                       2

მომატებული დოზა (განსაკუთრებით

მძიმე შემთხვევებში)

3                   31,5                1,56                         6

პრეპარატი უნდა დაინიშნოს ისეთ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით სარგებელი ასეთი თერაპიისა აღემატება შესაძლო  რისკს;  აუცილებელია  გაირკვეს  შესაძლებელია  თუ  არა  შემოვიფარგლოთ  მხოლოდ  ერთი ანტიმიკრობული საშუალებით. იმის  გამო,  რომ  ბაქტერიების  მგრძნობელობა  ანტიბიოტიკების  მიმართ  ინ  ვიტრო  ცვალებადობს  გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა  და  დროის  მიხედვით,  პრეპარატის  შერჩევისას  უნდა  გავითვალისწინოთ  ბაქტერიულური მგრძნობელობის ლოკალური თავისებურებანი.

საუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, შუა ყურის ანთება ბავშვებში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ  სულფამეტოქსაზოლისა  და  ტრიმეტოპრიმის  კომბინაცია  ვამჯობინოთ  ანტიბიოტიკებით  მონოთერაპიას.

მოზრდილებსა  და  ბავშვებში  Pneumocystisნ  carinii-ით  გამოწვეული  (პირველადი  და  მეორადი)  პნევმონია, როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე სამკურნალოდ.

შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები: საშარდე გზების ინფექციები, რბილი შანკრი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: მუცლის ტიფი და პარატიფი, შიგელოზები (გამოწვეული მგრძნობიარე შტამებით Shigella flexneri და Shigella.

sonnei, თუ  კი  ნაჩვენებია  ანტიმიკრობული  თერაპია).  მოგზაურთა  დიარეა,  გამოწვეული  Escherichia coli–ს ენტეროტოქსიური შტამებით. ქოლერა.

სხვა ბაქტერიული ინფექციები:  ინფექციები გამოწვეული მთელი რიგი გამომწვევებით (შესაძლებელა კომბინაცია სხვა ანტიბიოტიკებთან), მაგ., ბრუცელოზი,  მწვავე  და  ქრონიკული  ოსტეომიელიტი,  ნოკარდიოზი,  აქტინომიკოზი,  ტოქსოპლაზმოზი  და სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი ბაქტრიმის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის  გახანგრძლივება:  მწვავე  ინფექციების  არსებობისას  საჭიროა  ბაქტრიმის  მიღება  არანაკლებ  5 დღის  განმავლობაში  ან  დაავადების  სიმპტომების  გაქრობიდან  კიდევ  2  დღის  განმავლობაში.  პრეპარატის მიღებიდან  7  დღის  შემდეგ  თუკი  არ  აღინიშნება  სასურველი  ეფექტი,  საჭიროა  პაციენტის  მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით.

დოზირება განსაკუთრებული შემთხვევების დროს

ა) რბილი შანკრი  – 2 ტაბლეტი ან 1 ტაბლეტი ფორტეს მიღება დღეში ორჯერ. თუკი 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი  საჭიროა  კიდევ  7  დღით  გავაგრძელოთ  პრეპარატის  მიღება.  უნდა  გავითვალისწინოთ  აგრეთვე,  რომ

სასურველი ეფექტის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს გამომწვევის რეზისტენტობით.

ბ) გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებები: ქალებში  გართულებების  გარეშე  მიმდინარე  საშარდე  გზების  მწვავე  ინფექციური  დაავადებების  დროს რეკომენდებულია 2-3 ტაბლეტი ფორტეს ერთჯერადი მიღება. იგი უნდა მივიღოთ შეძლებისდაგვარად საღამოს ჭამის შემდეგ, ან ძილის წინ.

გ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები – პრეპარატის  ჩვეული  დატვირთვის  დოზის  მიღების  მერე,  განმეორებითი  დოზირება  შეადგენს  სტანდარტული დოზის ნახევარს ან მესამედს. უნდა მიიღონ ყოველ 24-48 საათში.

დ) Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონია  20 მგ-მდე ტმტ და 100მგ-მდე სმზ კგ წონაზე გაყოფილი თანაბარ დოზებად, ყოველ 6 საათში  ერთხელ  14 დღის განმავლობაში.

დოზის ზედა ზღვარს ითვლიან შემდეგი სქემით:

სხეულის წონა (კგ)    
დოზირებული კოვზი      
ტაბლ.       
ტაბ. ფორტე
81 (5მლ)
162 (10მლ)1
243 (15მლ)1,5
324 (20მლ)2
405 (25მლ)2,551
486 (30მლ)31,5
648 (40მლ)42
8010 (50მლ)52,5

მოზრდილებში Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი-ფორტეს  მიღება.  სუმარული  დღეღამური  დოზა  არ  უნდა  აჭარბებდეს  320მგ/1600მგ-ს,  ამასთან შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციით სარგებლობა.

ყოველ 12 საათში მისაღები დოზები

სხეულის ზედაპირის ფართობი  
დოზირებული კოვზი        
ტაბლეტები
0,260,5 (2,5მლ)
0,531 (5მლ)0,5
1,062 (10მლ)1

ე) ბავშვები 6  კვირიდან  5 თვემდე  ასაკის  ბავშვებში  პრეპარატი  სიროფის  სახით  ინიშნება  1/2  დოზირებული  კოვზით  ან დოზით 1/2 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6  თვიდან  5  წლამდე  ასაკის  ბავშვებში  პრეპარატი  სიროფის  სახით  ინიშნება  1  დოზირებული  კოვზით  ან  1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 2 დოზირებული კოვზით ან 2 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); აღნიშნული დოზირება შეესაბამება დღიურ 6მგ ტმპ და 30მგ სმზ კგ წონაზე. ბავშვებში მძიმე ფორმის ინფექციების არსებობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 50%-ით.

ვ) ნოკარდიოზი – პრეპარატი  ინიშნება  არა  ნაკლებ  3 თვის  განმავლობაში  3-4 ტაბლეტი-ფორტეს ოდენობით. დოზის  კორექცია შესაძლებელია  პაციენტის  ასაკის,  სხეულის  წონის,  თირკმელების  ფუნქციისა  და  დაავადების  სიმძიმის მიხედვით. ხანდახან მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.

ზ) პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით -კრეატინინის  კლირენსით   30  მლ/წთ-ში,  ინიშნება  ჩვეულებრივი  დოზა,  ხოლო  15-დან  30  მლ/წთ-ში კრეატინინის  კლირენსის  არსებობისას  კი  დოზა  ნახევრდება.  როდესაც  პაციენტს  აღენიშნება  კრეატინინის კლირენსი

თ) ხანდაზმულ პაციენტებში – თირკმელების  ნორმალური  ფუნქციის  მქონე ხანდაზმულ  პაციენტებში,  პრეპარატის  მისაღები  დოზა მოზრდილებში რეკომენდებული დოზის იდენტურია.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ  დოზებში  ბაქტრიმი  კარგი  ტოლერანტობით  ხასიათდება.  ყველაზე  ხშირ  გვერდით  მოვლენას წარმოადგენს კანზე გამონაყარი და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

უკუჩვენება:

პრეპარატის  ან  მის  შემადგენლობაში  შემავალი  კომპონენტების  მიმართ  მომატებული  მგრძნობელობა.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში, გრეთვე თირკმელების გამოხატული დაზიანების ან თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები: კანის  გამონაყარის  პირველივე  გამოჩენის,  ან  ნებისმიერი  სხვა  მძიმე  გართულების  გამოვლენის  შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის  მიღების  შეწყვეტა.  პრეპარატი  სიფრთხილით  ინიშნება  ბრონქული  ასთმით  და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ბაქტრიმით თერაპიის ხანგრძლივობა უნდა იყოს რამდენადაც შესაძლებელია მოკლე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.  თირკმელების  ფუნქციის  დაზიანებისას  საჭიროა  დოზის  კორექცია,  როგორც  ეს  ნაჩვენებია პარაგრაფში “დოზირება განსაკუთრებული შემთხვევების დროს”. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას, საჭიროა რეგულარულად განვსაზღვროთ სისხლში ფორმიანი ელემენტების  რიცხვი.  სისხლში  ყველა  სახის  უჯრედის  მნიშვნელოვნად  დაქვეითების  შემთხვევაში  საჭიროა ბაქტრიმის მიღების შეწყვეტა. მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში ბაქტრიმი ინიშნება გამონაკლის შემთხვევაში. ხანდაზმულ, ფოლის მჟავას უკმარისობის ან თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღებისას  შესაძლებელია  ისეთი  ემატოლოგიური  ცვლილებების  განვითარება,  რომლებიც  დამახასიათებელია ფოლის მჟავას უკმარისობისათვის. ეს ცვლილებები ქრება ფოლის მჟავას დანიშვნის შემდეგ. პაციენტებში,  რომლებიც  ხანგრძლივად  მკურნალობენ  ბაქტრიმით  (განსაკუთრებით  თირკმლის  უკმარისობით პაციენტებში  საჭიროა  რეგულარულად  ჩატარდეს  შარდის  საერთო  ანალიზი  და  თირკმელების  ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება სითხით, ხოლო კრისტალურიის დასათრგუნად ადეკვატური დიურეზი. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს ბაქტრიმი ენიშნებათ მინიმალური დოზით. ტრიმეტოპრიმი  არღვევს  ფენილალანინის  ცვლას,  თუმცა  ეს  ვერ  ახდენს  გავლენას  ფენილკეტონურიით დავადებულ პაციენტებზე, თუ ისინი დაიცავენ შესაბამის დიეტას.  პრეპარატი  სიფრთხილით  ენიშნებათ  პორფირიით  ან  ფარისებრი  ჯირკვლის  ფუნქციის  დარღვევის  მქონე პაციენტებს.

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებში ძალიან დიდი დოზებით კოტრიმოქსაზოლის დანიშვნა იწვევდა, ფოლის მჟავას უკმარისობისათვის დამახასიათებელ, ნაყოფის განვითარების მანკებს. ორსული  ქალების  გამოკვლევების,  ლიტერატურული  მონაცემებისა  და  მანკების  განვითარების  შესახებ ცალკეული  შეტყობინებების  გათვალისწინებით  ირკვევა,  რომ  ბაქტრიმის  მიღება  ადამიანებში  არ  არის დაკავშირებული ტერატოგენობის სარწმუნო რისკთან.   ვინაიდან  პრეპარატი  აღწევს  პლაცენტურ  ბარიერში,  მისი  დანიშვნა  საჭიროა  მხოლოდ  მაშინ,  როდესაც მოსალოდნელი  სარგებელი  აჭარბებს  ნაყოფზე  მოქმედების  შესაძლო  რისკს.  ორსულებმა,  რომლებიც  იღებენ ბაქტრიმს, საჭიროა დამატებით დღე-ღამის განმავლობაში მიიღონ ფოლის მჟავა დოზით 5 მგ. ორსულობის III ტრიმესტრში  არ  არის  რეკომენდებული  პრეპარატის  გამოყენება,  ვინაიდან  ახალშობილებში  არსებობს სიყვითლის განვითარების საშიშროება. იმის გამო, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში, მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ზედოზირება: მწვავე  ჭარბი  დოზირების  სიმპტომები:  გულისრევა,  ღებინება,  დიარეა,  თავის  ტკივილი,  თავბრუსხვევა, ცნობიერების  მხრივ  დარღვევები  და  მხედველობის  დაქვეითება.  მძიმე  შემთხვევების  დროს  –  კრისტალურია,ჰემატურია და ანურია.

ქრონიკული  ჭარბი  დოზირების  სიმპტომები:  სისხლწარმოქმნის  დათრგუნვა  (თრომბოციტოპენია,  ლეიკოპენია) ასევე  სხვა  პათოლოგიური  ცვლილებები  სისხლის  სურათის  მხრივ,  რომელიც  გამოწვეულია  ფოლის  მჟავას უკმარისობით.

მკურნალობა (სიმპტომატიკაზე დამოკიდებულებით): თირკმლის  ექსკრეციის  გაზრდა  ფორსირებული  დიურეზის  გამოყენებით  (შარდის  გატუტიანება  აუმჯობესებს

სულფამეტოქსაზოლის  გამოყოფას),  ჰემოდიალიზი  (პერიტონიალური  დიალიზი  არაეფექტურია).  აუცილებელია სისხლის  სურათის  და  ელექტროლიტების  ბალანსის  შემოწმება.  სისხლის  სურათში  გამოხატული პათოლოგიური  ცვლილებეის  არსებობისას,  ან  სიყვითლის  შემთხვევაში  პაციენტებს  ენიშნებათ  სპეციფიური მკურნალობა.  სისხლმბად  სისტემაზე  ტრიმეტოპრიმის  ზემოქმედების  გასანეიტრალებლად  შეიძლება  დაინიშნოს ფოლიანტ კალციუმი დოზით 3-6 მგ ი/მ 5-7 დღის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ხანდაზმულ  პაციენტებში  პრეპარატისა  და დიურეზული  საშუალებების  (ძირითადად  თიაზიდების) კომბინირებული გამოყენება იწვევს თრომბოციტოპენიის სიხშირის მომატებას. ხანდაზმულ  პაციენტებში  ბაქტრიმისა  და  დიგოქსინის  ერთდროული  გამოყენება  იწვევს  შრატში  დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას, რის გამოც საჭიროა ამ უკანასკნელის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი. ბაქტრიმი  იწვევს  ვარფარინის  ანტიკოაგულანტური  მოქმედების  გაძლიერებას.  ასეთი  ურთიერთქმედების არსებობა  უნდა  გვახსოვდეს  ბაქტრიმის  დანიშვნისას  იმ  პაციენტებში,  რომლებიც  უკვე  ღებულობდნენ ანტიკოაგულანტებს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა გადამოწმდეს სისხლის შედედების დრო. იგი  თრგუნავს  ფენითოინის  ღვიძლისმიერ  მეტაბოლიზმს.  ბაქტრიმის  ჩვეულებრივი  კლინიკური  დოზებით დანიშვნის  შემთხვევაში  აღინიშნება  ფენითოინის  ნახევარგამოყოფის  პერიოდის  39%-ით  გაზრდა  და  მისი კლირენსის  27%-ით  შემცირება.  ბაქტრიმისა  და  ფენითოინის  ერთდროული  გამოყენების  შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფენითოინის ტოქსიკური მოქმედების პროგნოზირება. პაციენტებში,  რომლებიც  თირკმელების  გადანერგვის  შემდეგ  ერთდროულად  იყენებდნენ  ბაქტრიმსა  და ციკლოსპორინს,  შესაძლოა  გამოვლინდეს  თირკმელების  ფუნქციის  შექცევადი  გაუარესება,  რაც  გამოიხატება სისხლში კრეატინინის დონის მომატებით. სავარაუდოდ აღნიშნულ ეფექტს იწვევს ტრიმეტოპრიმი. ნორმალური თირკმლის ფუნქციის  მქონე  პაციენტებში  აღინიშნებოდა  კრეატინინის  კლირენსის  შექცევადი  დაქვეითება, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო კრეატინინის მილაკოვანი სეკრეციის შექცევადი დათრგუნვით.  ბაქტრიმი ამცირებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას. სულფონამიდები, მათ შორის სულფამეტოქსაზოლი კონკურირებენ ცილებთან შეკავშირებაზე და თირკმლისმიერ ტრანსპორტზე  მეტოტრექსატთან,  ამის  გამო  იზრდება  თავისუფალი  მეტოტრექსატის   ონცენტრაცია  და  მისი სისტემური ეფექტი.  პაციენტებში,  რომლებიც  რთდროულად  იღებდნენ  ტრიმეტოპრიმს  და  მეტოტრექსატს,  აღწერილი  იყო პანციტოპენიის  შემთხვევები.  თრიმეტოპრიმს  ახასიათებს  დაბალი  აფინიტეტი  ადამიანის დეჰიდროფოლატრედუქტაზას  მიმართ,  თუმცა  შეუძლია  გააძლიეროს  ეტოტრექსატის  ტოქსიურობა, განსაკუთრებით  სხვა  რისკ  ფაქტორების  არსებობის  პირობებში.  ისეთი  როგორიცაა  ხანდაზმული  ასაკი, ჰიპოალბუმინემია,  თირკმლების  ფუნქციის  დარღვევა,  ძვლის  ტვინის  დათრგუნვა.  აღნიშნული  გვერდითი ეფექტების  შესაძლებლობა  იზრდება,  თუ  მეტოტრექსატი  ინიშნება  დიდ  დოზებში.  ძვლის  ტვინის  სუპრესიის პროფილაქტიკის  მიზნით  ასეთ  ავადმყოფებში,  რეკომენდებულია  ფოლის  მჟავას,  ან  ფოლიანტ  კალციუმის დანიშვნა.

შესაძლებელია  ვივარაუდოთ,  რომ  პაციენტებში,  რომლებიც  მალარიის  პროფილაქტიკისათვის  იღებენ პირიმეთამინს კვირაში 25 მგ-ზე მეტი დოზით და ასევე ბაქტრიმს, მოსალოდნელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება.  როგორც  სხვა  სულფონამიდები,  ბაქტრიმიც  აძლიერებს  დიაბეტის  საწინააღმდეგო  საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. ინდომეტაცინისა  და  ბაქტრიმის  ერთდროული  გამოყენება  სისხლში  ზრდის  სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციას. ამანტადინისა  და  ბაქტრიმის  ერთდროული  გამოყენებისას  აღწერილია  ერთი  შემთხვევა  –  ტოქსიკური. დელირიუმის განვითარების შესახებ. ლაბორატორიული გამოკვლევები ბაქტრიმს  და  ნაწილობრივ  მასში  შემავალ  ტრიმეტოპრიმს  შეუძლიათ  გავლენა  იქონიონ  შრატში მეტოტრექსატის  კონცენტრაციის  განსაზღვრის  რეზულტატზე,  რომელიც  ტარდება  ცილებთან  კონკურენტული შეკავშირების მეთოდით, ბაქტერიული დიჰიდროფოლატრედუქტაზას გამოყენებით, როგორც ლიგანდის. თუმცაღა მეტოტრექსატის რადიოიმუნური მეთოდით განსაზღვრისას ინტერფერენცია არ ვითარდება. ტრიმეტოპრიმსა  და  სულფომეტოქსაზოლს  შეუძლიათ  ასევე  გავლენა  იქონიონ  კრეატინინის  განსაზღვრის შედეგზე, პიკრინის მჟავას რეაქციით ტუტე გარემოში. შედეგში ცდომილება ამ დროს შეიძლება იყოს 10%-ის ფარგლებში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ბაქტრიმი და ბაქტრიმი ფორტე ინახება არაუმეტეს 35oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. სიროფი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

ლამიქტალი 100მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – lamotrigine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N03AX09

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანტიეპილეფსიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 25 მგ 30 ც.
ტაბ. 50 მგ 30 ც.
ტაბ. 100 მგ 30 ც.

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . .25 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . .50 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლამოტრიჯინი იწვევს ნეირონული პრესინაფსული მემბრანის ვოლტაჟდამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირებას ფაზაში და თრგუნავს ამგზნები ამინომჟავის _ გლუტამატის ჭარბ გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა:
ლამოტრიჯინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ.
მეტაბოლიზმი:
ლამოტრიჯინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება.
გამოყოფა:
მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 29 საათს. ლამოტრიჯინი ელიმინირდება ძირითადად მეტაბოლიტების, ხოლო ნაწილობრივ უცვლელი სახით შარდთან ერთად.
ბავშვებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში.

ჩვენებები

ეპილეფსია მოზრდილებში: მონოთერაპია ან დამხმარე თერაპია პარციული და გენერალიზებული გულყრების დროს, მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და აგრეთვე გულყრების დროს, რომლებიც ლენოქს-გასტოს სინდრომთან არის დაკავშირებული. ეპილეფსია ბავშვებში: პარციული და გენერალიზებული გულყრების დროს დამხმარე თერაპიის სახით, მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და აგრეთვე გულყრების დროს, რომლებიც ლენოქს-გასტოს სინდრომთან არის დაკავშირებული

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით, რომლებიც არ იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს მონოთერაპიის დროს ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 50-100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ პრეპარატი 500 მგ/დღეში.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს, ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეგამოშვებით, 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი 25 მგ ყოველდღიურად. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 25-50 მგ/დღეში ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემდგომში შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 1 ან 2 მიღებაზე.
პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან, ან მათ გარეშე (გამონაკლისს შეადგენს ვალპროატი) პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი 100 მგ ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით, დოზას ზრდიან მაქსიმალურად 100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის გამოვლინებამდე. საშუალო შემანარჩუნებელი დოზა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად შეადგენს 200-400 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ 700 მგ/დღეში სასურველი ეფექტის მისაღებად.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, რომელთა ურთიერთქმედება ლამოტრიჯინთან არ არის შესწავლილი, რეკომენდებულია ისეთივე მკურნალობის სქემა, როგორიცაა ლამოტრიჯინის და ვალპროატის ერთდროული მიღების დროს.
ბავშვებში 2-დან 12 წლამდე, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში, ან მათ გარეშე, რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა: ლამოტრიჯინის საწყისი დოზა 0.2 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში 0.5 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, დოზის შემდგომი გაზრდით 0.5-1 მგ/კგ ყოველ 1-2 კვირის განმავლობაში, ოპტიმალურ თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 დან 5 მგ/კგ-მდე დღეში 1 ან 2 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა უტოლდება 200 მგ-ს.
ბავშვებში: ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია წონის სისტემატური კონტროლი, რათა დარეგულირდეს დოზა ბავშვის წონის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებისას მონოთერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, გადაღლილობა, გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა. გამონაყარს კანზე ჩვეულებრივ ახასიათებს მაკულო-პაპულოზური ხასიათი, რომელიც ხშირ შემთხვევებში ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე დერმატოლოგიური რეაქცია, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება ლამოტრიჯინის და სტანდარტული ანტიეპილეფსიური მკურნალობის დროს: დიპლოპია, კონიუნქტივიტი, თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, მათ შორის გულისრევა; აგრეთვე გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნებადობა, სისხლბადი ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის საკმარისად შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულობის და ლაქტაციის დროს. წინასწარი მონაცემებით, ლამოტრიჯინი გადადის დედის რძეში მისი პლაზმური კონცენტრაციის 40-45%. დედებს, რომლებიც იღებდნენ მას არ აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული მითითებები

ვინაიდან არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ასეთი კატეგორიის პაციენტებში.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გაზრდა და მკურნალობის სქემის შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანზე გამონაყარის განვითარების რისკის მომატება.
ვინაიდან პირველი გამონაყარი ბავშვებში შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს შეცდომით, როგორც ინფექციური დაავადება, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პრეპარატის მოქმედებას, განსაკუთრებით პირველი 6 კვირის განმავლობაში.
კანზე გამონაყარის განვითარების რისკი დაკავშირებულია საწყის მაღალ დოზებთან და აგრეთვე ნატრიუმის ვალპროატის მიღებასთან, რომელიც ზრდის ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდს თითქმის ორჯერ. კანზე გამონაყარის შემთხვევაში, თუ ის დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
კანზე გამონაყარი ასევე წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომს, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სისტემური სიმპტომები: ციებ-ცხელება, ლიმფადენოპათია, სახის შეშუპება, პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული სინდრომი გამოირჩევა სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედების სინდრომი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეულ ნიშნებს: ციებ-ცხელებას, ლიმფადენოპათიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანზე გამონაყარის გარეშეც. ასეთი სიმპტომების დროს თუ არ დადგინდა სხვა ეტიოლოგიური ფაქტორი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის მიღების შეწყვეტა იწვევს გულყრების გახშირებას. მისი დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღინიშნება გამონაყარი კანზე და აუცილებელია პრეპარატის გამოყენების სასწრაფო შეწყვეტა. ლამოტრიჯინი მიეკუთვნება დიჰიდროფოლატრედუქტაზას სუსტ ინჰიბიტორს, რის გამოც ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია მისი ზეგავლენა ფოლატების მეტაბოლიზმზე. მისი გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის სათანადოთ შესწავლილი. პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება

ლამოტრიჯინის ჭარბი დოზირებისას (1.34-4 გ) რამოდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება. პაციენტი, რომელმაც მიიღო 4-5 გ პრეპარატი ჰოსპიტალიზირებულ იქნა კომატოზურ მდგომარეობაში, რომელიც გაგრძელდა 8-12 საათი; პაციენტის მდგომარეობა აღდგა 2-3 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი აძლიერებენ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს. კარბამაზეპინის და ლამოტრიჯინის კომბინირებისას ზოგ შემთხვევაში ვითარდება: თავბრუსხვევა, დიპლოპია, ატაქსია, მხედველობის დარღვევა, გულისრევა. ეს მოვლენები, როგორც წესი ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებისას.
ნატრიუმის ვალპროატი ანელებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს, რის გამოც ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 70 საათამდე მოზრდილებში და 45-55 საათამდე ბავშვებში.
იგი არ მოქმედებს ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტროლის კონცენტრაციაზე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

ციტაპრა 10მგ #28ტ

51.20 ლარი
48.13 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ლაბორ. ცინფა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მუსკომედი 4მგ #20კაფს

32.51 ლარი
30.56 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დოზილენი იზიტაბი 10მგ #28ტ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი . . . . . . 5 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი . . . . . 10 მგ                                            

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მსუბუქი და საშუალო ხარისხის დემენციის (ალცჰაიმერის ტიპის) სიმტომური სამკურნალო საშუალება.

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი არის აცეტილქოლინესთერაზას – თავის ტვინის პრედომინანტური ქოლინესთერაზას – სპეციფიკური და შექცევადი ინჰიბიტორი. დონეპეზილის ჰიდროქლორიდი აღიშნული ფერმენტის დაახლოებით 1000-ჯერ უფრო ძლიერი ინჰიბიტორია, ვიდრე ბუტირქოლინესთერაზა – ფერმენტი, რომელიც ძირითადად ცნს-ის გარეთ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, დონეპეზილი დადებითად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციაზე და ქოლინერგული ნეიროტრანსმისიის დეფიციტით განპირობებულ სიმპტომებზე ალცჰაიმერის დაავადების დროს. 

5 მგ და 10 მგ დოზებით დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დღეში ერთხელ მიღების პირობებში, მიიღწევა აცეტილქოლინეს¬თერაზას აქტივობის 63.3% და 77.3%-ით მყარი ინჰიბირება (გაზომილი ერითროციტის მემბრანაში). დადასტურებულია, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიერ აცეტილქოლინესთერაზას (აქე) ინჰიბირება სისხლის წითელ უჯრედებში კორელაციაშია ცვლილებებთან ალცჰაიმერის დაავადების შეფასების სკალების – ADAS-cog –  მაჩვენებლებთან, რომელიც განსაზღვრული კოგნიტური ფუნქციების მგრძნობიარე საზომია.  

შეწოვა: დონეპეზილი კარად შეიწოვება. ორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3-4 სთ-ში. პლაზმური კონცენტრაციები და მრუდის ქვეშ არე (AUC) დოზის პროპორციულად მაღლა იწევს. რადგან ნახევარგამოფის პერიოდი დააახლოებით 70 სთ-ია, რეგულარულად დღეში ერთხელ მიღებისას თანდათან მიიღწევა სტაბილური მდგომარეობა. კონცენტრაციის სტაბილური მდგომარეობის მიიღწევა მკურნალობის 3 კვირის განმავლობაში. საკვები არ ახდენს გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეწოვაზე.

განაწილება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდის 96% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ძირითადად ალბუმინებს (75%) და ალფა1-გლიკოპროტეინებს (21%). დონეპეზილის აქტიურ მეტაბოლიტის, 6-OOO-დესმეთილ დონეპეზილინის, პლაზმის ცილებთან კავშირი უცნობია. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის განაწილება სხვადასხვა ქსოვილებში ზუსტად არ არის განსაზღვრული. დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები ორგანიზმში რჩება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი/გამოყოფა: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით და  მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ით. ცნობილია დონეპეზილის 4 ძირითადი მეტაბოლიტი, რომელთაგან ორია აქტიური და უამრავი მცირე მეტაბოლიტი. დონეპეზილი მეტაბოლიზდება P450-ის იზოფერმენტებით – 2D6 და 3A4  და ექვემდებარება გლუკურონიდაციას.

მიღებული დოზიდან დაახლოებით 57% გამოიყოფა შარდით (17% შეუცვლელი სახით) და 14.5% – განავლით და ეს მიუთითებს, რომ ბიოტრანსფორმაცია და შარდით ექსკრეცია წარმოადგენს ელიმინაციის ძირითად გზებს. სქესს, რასას და თამბაქოს წევას არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პლაზმურ კონცენტრაციაზე. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 70 სთ-ია.

 

ჩვენებები

დოზილენი ნაჩვენებია ალცჰაიმერის ტიპის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დემენციის სიმპტომური მკურნალობისთვის.

 

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები/ხანდაზმულები

კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დღეში ერთხელ დანიშნული 5 მგ და 10 მგ დონეზეპილის ეფექტურობა. პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფის მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით ითვლება, რომ უკეთესი ეფექტი მიიღწევა უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემცირების მიზნით მკურნალობა იწყება დოზით 5 მგ/დღეში (ერთხელ დღეში) და შემდეგ ექიმის შეხედულებისამებრ შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ/დღეში. ტაბლეტები მიიღება ორალურად საღამოს, უშუალოდ დაძინებამდე.

დოზირების საწყისი რეჟიმი – 5 მგ/დღეში – უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის განმავლობაში დონეპეზილი 10 მგ/დღეში (ერთხელ დღეში) შეიძლება დაინიშნოს 5 მგ/დღეში დოზით 4-6 კვირის ხანგრძლივობის მკურნალობის შემდეგ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულზე უფრო მაღალი დოზები არ არის გამოკვლეული კლინიკურ კვლევებში. დონეპეზილის სამკურნალო ეფექტები შესაძლოა ტრანზიტორულად შემცირდეს მკურნალობის გარეშე ინტერვალებში. მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ ნეგატიური ეფექტი აღნიშნული არ არის.

ღვიძლისა და თირკმლის დისფუნქცია

ზემოთ აღნიშნული დოზირების რეჟიმი გამოიყენება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში.

გამოყენება პედიატრიაში 

დონეპეზილის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

გვერდითი მოვლენები

ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: ბანალური გაციება, გულმკერდის არეში ტკივილი, ცხელება, სახის შეშუპება, შემცივნება, სისუსტე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, სახეზე სისხლის მოწოლა, ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა (I ხარისხი), ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ფლატულენცია, ეპიგასტრული ტკივილი, მეტეორიზმი, გინგივიტი, მადის დაკარგვა, ჰიპერსალივაცია, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი.

მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალემია, კრეატინინის გაზრდა, ჰიპერგლიკემია, წონის დაკლება, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატება

ნერვული სისტემა: ტრემორი, გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუხვევა, ატაქსია, ლიბიდოს გაძლიერება, აფაზია, ტრანზიტორული იშემიური შეტევები.

კანი და სხვა ორგანოები: ქავილი, ძლიერი ოფლის გამოყოფა, დერმატიტი.

 

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პიპერიდინის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ არსებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. დოზილენი უკუნაჩვენებია ორსულებში.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია -C (FDA-ს მიხედვით). არ არის ცნობილი, დონეპეზილის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა თუ არა დედის რძით და არ არის ჩატარებული კვლევა მეძუძურ დედებში. 

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობა უნდა დაიწყოს და წარმართოს ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დიაგნოსტიკა-მკურნალობის საკითხში გამოცდილმა სპეციალისტმა. დიაგნოზი ისმება მიღებული გაიდლაინების მიხედვით (DSM IV, ICD 10). დონეპეზილით მკურნალობის პერიოდში პაციენტს რეგულარულად უნდა აკონტროლებდეს პასუხისმგებელი პირი. მკურნალობა გრძელდება იმ პერიოდის მანძილზე, სანამ პაციენტი იღებს თერაპიულ სარგებელს. ამდენად, დონეპეზილის კლინიკური ეფექტი პერიოდულად მოწმდება. პრეპარატის მიღება წყდება, როცა აღარ აღინიშნება პრეპარატის თერაპიული ეფექტურობა. პაციენტების ინდივიდუალური პასუხის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. 

ანესთეზია: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, როგორც ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, სავარაუდოდ აძლიერებს სუქცინილ-ქოლინური ტიპის კუნთოვან რელაქსაციას ანესთეზიის დროს.

კარდიოვასკულური დაავადებები: ფარმაკოლოგიური მოქმედებიდან გამომდინარე ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს შეიძლება გააჩნდეს ვაგოტონური მოქმედება გულისცემის სიშირეზე (ბრადიკარდია). ეს შესაძლო მოქმედება მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის `სუსტი სინუსური კვანძის სინდრომით~ ან სხვა სუპრავენტრიკული გამტარებლობის პათოლოგიებით, როგორიცაა სინოატრიული ან ატრიოვენტრიკული ბლოკადები. ბლოკადა ან სინუსური გამტარებლობის შენელება გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კატეგორიის პაციენტებში.

კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები: პაციენტები, წყლულის განვითარების მომატებული რისკით, მაგალითად წყლულოვანი დაავადების ანამნეზით ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს, საჭიროებენ დაწვრილებით მონიტორინგს. თუმცა, დონეპეზილის ჰიდროქლორიდზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა პეპტიკური წყლულის ან გასტროინტესტინური სისხლდენების გაზრდილი შემთხვევები პლაცებოსთან მიმართებაში. 

შარდ-სასქესო სისტემა: კლინიკურ კვლევებში არ გამოვლინდა, მაგრამ თეორიულად ქოლინომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გაძნელება.

ცენტრალური ნერვული სისტემა: კონვულსიები: ზოგადად, ქოლინომიმეტურ საშუალებებს შეუძლიათ გენერალიზებული კრუნჩხვების გამოწვევა. თუმცა, კონვულსია ასევე შესაძლოა იყოს ალცჰაიმერის დაავადების ნიშანი.

სასუნთქი სისტემა: ქოლინომიმეტური მოქმედების გამო ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ასთმის ან ფილტვის ობსტრუქციული დაავადების არსებობის შემთხვევაში. თავიდან უნდა იქნეს აცილებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის გამოყენება აცეტილქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან, ქოლინერგულ აგონისტებთან ან ანტაგონისტებთან.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ალცჰაიმერის ტიპის დემენციამ შეიძლება დააქვეითოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი. დამატებით, დონეპეზილს შეუძლია გამოიწვიოს სისუსტე, ძილიანობა და კუნთების კრამპები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის ტიტრაციის დროს. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს დონეზეპილით მკურნალობის მანძილზე პაციენტებში ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი.

 

ჭარბი დოზირება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, ერთჯერადი ორალური დოზების მიღების შემდეგ თაგვებსა და ვირთხებში, საშუალო ლეტალური დოზაა შესაბამისად 45 და 32 მგ/კგ, რაც 225-ჯერ და 160-ჯერ მეტია ადამიანებში გამოყენებულ მაქსიმალური დღიური დოზაზე – 10 მგ/დღეში.

ადამიანებში. ჭარბი ქოლინერგული სტიმულაციის ნიშნები მოიცავს მკვეთრი მოძრაობის შემცირებას, სუპინალურ პოზიციას, ნაბიჯების ბალანსის დარღვევას, ცრემლდენას, კლონურ კრუნჩხვებს, სუნთქვის გაძნელებას, სალივაციას, მიოზს, ფასციკულაციას და სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას. ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბება ვლინდება ქოლინერგული კრიზით, რომელსაც ახასიათებს ძლიერი გულისრევა, ღებინება, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, კოლაფსი და კონვულსიები. შესაძლებელია განვითარდეს  მზარდი კუნთოვანი სისუსტე, რაც შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს სასუნთქი კუნთების ჩართვის შედეგად. დონეპეზილის ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებები და მესამე რიგის ანტიქოლინერგული საშუალებები; მაგალითად, ატროპინი ანტიდოტის სახით: ატროპინის სულფატის საწყისი დოზაა 1.0 – 2.0 მგ ინტრავენურად, შემდგომში დოზის ცვლილებით კლინიკური პასუხის მიხედვით.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დონეპეზილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კლინიკური გამოცდილება მონაცემები მცირეა. 

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები არ უშლის ხელს თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის ან დიგოქსინის მეტაბოლიზმს. ერთდროულად დიგოქსინის ან ციმეტიდინის მიღება არ უშლის ხელს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმს. In vitro კვლევები აჩვენებს, რომ CYP3A4  ინჰიბიტორი კეტოკონაზოლი და CYP2D6 ინჰიბიტორი ქინიდინი აინჰიბირებს დონეპეზილის მეტაბოლიზმს. ამგვარად, აღნიშნულ და სხვა CYP3A4  ინჰიბიტორებს (იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი) და CYP2D6 ინჰიბიტორებს (ფლუოქსეტინი) შეუძლია დონეპეზილის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. კეტოკონაზოლი ზრდის დონეპეზილის საშუალო კონცენტაციას 30%-ით. ფერმენტის ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ალკოჰოლი, შეუძლია დონეპეზილის დონის შემცირება. რადგან უცნობია ინჰიბირების ან ინდუქციის კლინიკური მნიშვნელობა, აღნიშნული წამლების კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით. დონეპეზილის ჰიდროქლორიდს შეუძლია ანტიქოლინერგული პრეპარატების აქტივობის დათრგუნვა. ასევე, მოსალოდნელია სინერგისტული ეფექტი, როდესაც ერთდროულად ინიშნება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები და სუქცინილქოლინი ან მსგავსი ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალება, ქოლინერგული აგენტები და პრეპარატები, რომლებიც გულის გამტარებლობაზე მოქმედებს, მაგ. ბეტა-ბლოკერები.

 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ციპრალექსი 10მგ #28ტ

34.48 ლარი
32.41 ლარი

ქვეყანა: დანია

მწარმოებელი: ლუნდბეკი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბაქტოქსი – BACTOX – БАКТОКС

ფორმა, შეფუთვა

1) კაფსულები: შეფუთვაში 12 ც.

1 კაფს.- ამოქსიცილინი    50 მგ, მაგნიუმის სტეარატი    12 მგ,

2) ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 12 დოზა.

5 მლ- ამოქსიცილინი    125 მგ

3) ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 12 დოზა.

5 მლ- ამოქსიცილინი    250 მგ

4)ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლ.-ამოქსიცილინი ნატრიუმის მარილის სახით    150 მგ

საინექციო წყალი საკმარისი 5 მლ-ისათვის.

5)ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლ.- ამოქსიცილინი ნატრიუმის მარილის  სახით    1000 მგ

გამხსნელის 1 ამპულა შეიცავს:

ბენზილის სპირტი- 150 მგ

საინექციო წყალი საკმარისი 5 მლ-ისათვის.

მწარმოებელი – საფრანგეთი Laboratoire innotech international, innothera chouzy.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამოქსიცილინი წარმოადგენს პენიცილინ A (ამინოპენიცილინის) ჯგუფის ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკს. მას ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი როგორც გრამუარყოფითი, ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.

მუდმივად მგრძნობიარე სახეობები (შტამების 90% მგრძნობიარეა): Streptococcus A,B,C,F,G; S.bovis; streptokokebi, romlebic ar miekuTvnebian arc erT jgufs; penicilinis mimarT mgrZnobiare S.pneumoniae, E. faecalis, L. monocytogenes; Corynebacterium diphteriae, Erysipelothrix rhusiopathiae, Eikenella, Neisseria.meningitidis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori; Clostridium sp, Propionibacterium acnes; Peptostreptococcus, Actinomyces, Leptospira, Borrelia, Treponema, Salmonella typhi,  Eubacterium, Actinobacillus actinomycetemcomitans.

არამუდმივად მგრძნობიარე სახეობები: EE.faecium;  პენიცილინ I და R- ის მიმართ mdgradi St.Pneumoniae, E. Coli, P. mirabilis, Shigella, V.cholerae, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Fusobacterium, Prevotella,Veillonella, Capnocytophaga, Porphyromonas.

მდგრადი სახეობები (შტამების 50%-ზე ნაკლები მდგრადია): Staphylococcus B.Catarrhalis, Klebsiella pneumoniae et oxytoca, Enterobacter, Serratia,C.diversus, C. freundii; Providencia rettgeri M. morganii, Proteus vulgaris, Providencia, Yersinia enterocolitica, Pseudomonas sp., Acinetobacter sp., Xanthomonas  sp.,Flavobacterium sp., Alcaligenes sp.,Nocardia sp.,  Campylobacter sp., Mycoplasma, Chlamidiae, Rickettsies, Legionella, Mycobacteria, B.fragilis.

ფარმაკოკინეტიკა – პერორალურად მიღებული ამოქსიცილინი შეიწოვება დაახლოებით 80%-ით. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. 500 მგ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 7-10 მკგ/მლ. პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში პროპორციულია მიღებული რაოდენობის. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. იგი აღწევს ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეებში. პერორალურად მიღების დროს ამოქსიცილინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. თერაპიული კონცენტრაციით ანტიბიოტიკი გვხვდება ბრონქიალურ სეკრეტში, ცხვირის ღრუს დანამატებში, შუა ყურში, ნერწყვში, ცრემლში, ზურგის ტვინის სითხეში, სეროზულ გარსებში. ამოქსიცილინი კარგად გადის პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხია 17%.

ბიოტრანსფორმაცია

პრეპარატის მცირე ნაწილი გარდაიქმნება პენიცილინის მჟავად და ამ სახით მიღებული დოზის 2% გამოიყოფა შარდით.

გამოყოფა

პრეპარატის აბსორბირებული ფრაქცია გამოიყოფა აქტიური ფორმით ძირითადად შარდით (მიღებული დოზის 70-80% გამოიყოყა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში) და ნაღველით (5-10%). პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც არ შეიწოვება, გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააქტიური ფორმით.

ჩვენება – ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ.

სეზონური რესპირატორული ინფექციები:

– ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);

– პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);

– გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფირიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);

– უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვ.);

– გასტროენტეროლოგია (ელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები);

– ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);

– მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი მოზრდილებისათვის ბაქტოქსი 50 მგ: 15-20 მგ/კგ/დღეში 2-3-მიღებაზე, ანუ საშუალოდ 1 დოზირებული კოვზი 2-ჯერ დღეში.

ბავშვებისათვის ბატოქსი 250 მგ და 125 მგ: 3 თვის ზევით – 25-35 მგ/კგ-დღეში ანუ 250 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 30 თვემდე – 35-50 მგ/კგ-დღეში ანუ საშუალოდ 125 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 3-ჯერ დღეში 8 საათში ერთხელ.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას რეგულარულად.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

მოზრდილებში

ინტრამუსკულარულად – 2 გ დღეში 12 საათში ერთხელ, თითო გრამი დილას და საღამოს;

ინტრავენურად – 2-12 გ ჩვენებიდან გამომდინარე.

ბავშვებში

ინტრამუსკულარულად – 50 მგ/კგ/დღეში 12 საათში ერთხელ;

ინტრავენურად: დღენაკლულებში 0-7 დღემდე – 100 მგ/კგ-დღეში; 7-30 დღემდე – 10-15 მგ/კგ/დღეში; დროულ ახალშობილებში 0-7 დღემდე – 100-150 მგ/კგ-დღეში; 7-30 დღემდე – 100-200 მგ/კგ-დღეში, 1 თვიდან 15 წლამდე – 100-200 მგ/კგ-დღეში.

პრეპარატი შეჰყავთ ნელი ნაკადით 3-4 წუთის განმავლობაში. არა არის რეკომენდებული კუნთებში შეყვანა ერთჯერადად 25 მგ/კგ-ზე მეტის ბავშვებში და 1 გ-ზე მეტის მოზრდილებში. ბავშვებში 3 წლამდე ასაკის: გამოიყენეთ გამხსნელად საინექციო წყალი, არ გამოიყენოთ თავისივე გამხსნელი, ვინაიდან იგი შეიცავს ბენზილის სპირტს.

თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირება ხდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად:

10-30 მლ/წთ – მკურნალობის დაწყებისას 1 გ ერთჯერადად და შემდგომში 500 მგ 12 სთ-ში ერთხელ;

3-60 მლ/წთ – 2-4 გ (მაქსიმუმ 4 გ დღეში 2 შეყვანაზე).

500 მგ და 1 გ ბაქტოქსის საინექციო ფხვნილი იხსნება 5 მლ თავისივე გამხსნელში. მხოლოდ ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის; ფლაკონში უნდა შეინჯღრეს რამდენჯერმე სრულ გახსნამდე. ხსნარი მკრთალი ყვითელი ფერისაა. პრეპარატი შეჰყავთ გამზადებისთანავე. ინტრავენური გამოყენებისათვის გამხსნელის ნაცვლად, რომელიც ახლავს ფხვნილს, გამოყენებულ უნდა იქნას საინექციო წყალი 500 მგ ფხვნილზე 5-10 მლ, 1 გ ფხვნილზე – 10-20 მლ.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული გამოვლინება: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანდიდოზი.

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).

ორსულობა და ლაქტაცია

აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები: თირკმლის უკმარისობა. ალერგიული გამოვლინების პირველივე შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა პაციენტის ალერგოლოგიული ანამნეზის შეკრება. ამ პრეპარატების მიმართ ტიპიური ალერგია წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას. პენიცილინის მიმართ ალერგიის არსებობისას 5-10%-ში ვლინდება ჯვარედინი ალერგია ცეფალოსპორინების მიმართ, ამიტომ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია ცეფალოოსპორინების მიმართ ანამნეზში, პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები არ არის ნაჩვენები.

არ შეიძლება ინტრამუსკულარული გამხსნელის ინტრავენურად შეყვანა (გამოყენება), ნუ შეურევთ შპრიცში ან ფლაკონში სხვა ნივთიერებებთან ერთად.

ზედოზირება: აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ალოპურინოლთან ერთად, ვინაიდან არსებობს კანის ალერგიული რეაქციის მომატების რისკი.

შესაძლებელია ლაბორატორიულ მონაცემებზე ზემოქმედება: იშვიათ შემთხვევაში ამოქსიცილინის დიდი დოზით დანიშვნა იწვევს სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებას. არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით შარდში გლუკოზურიის განსაზღვრისას იძლევა ცრუდადებით ფერად რეაქციას.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

ლამიქტალი 50მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – lamotrigine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N03AX09

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანტიეპილეფსიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 25 მგ 30 ც.
ტაბ. 50 მგ 30 ც.
ტაბ. 100 მგ 30 ც.

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . .25 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . .50 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლამოტრიჯინი. . . . . . . . . . . . . 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლამოტრიჯინი იწვევს ნეირონული პრესინაფსული მემბრანის ვოლტაჟდამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირებას ფაზაში და თრგუნავს ამგზნები ამინომჟავის _ გლუტამატის ჭარბ გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა:
ლამოტრიჯინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ.
მეტაბოლიზმი:
ლამოტრიჯინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება.
გამოყოფა:
მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 29 საათს. ლამოტრიჯინი ელიმინირდება ძირითადად მეტაბოლიტების, ხოლო ნაწილობრივ უცვლელი სახით შარდთან ერთად.
ბავშვებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში.

ჩვენებები

ეპილეფსია მოზრდილებში: მონოთერაპია ან დამხმარე თერაპია პარციული და გენერალიზებული გულყრების დროს, მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და აგრეთვე გულყრების დროს, რომლებიც ლენოქს-გასტოს სინდრომთან არის დაკავშირებული. ეპილეფსია ბავშვებში: პარციული და გენერალიზებული გულყრების დროს დამხმარე თერაპიის სახით, მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და აგრეთვე გულყრების დროს, რომლებიც ლენოქს-გასტოს სინდრომთან არის დაკავშირებული

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით, რომლებიც არ იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს მონოთერაპიის დროს ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 50-100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ პრეპარატი 500 მგ/დღეში.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს, ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეგამოშვებით, 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი 25 მგ ყოველდღიურად. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 25-50 მგ/დღეში ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემდგომში შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 1 ან 2 მიღებაზე.
პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან, ან მათ გარეშე (გამონაკლისს შეადგენს ვალპროატი) პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი 100 მგ ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით, დოზას ზრდიან მაქსიმალურად 100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის გამოვლინებამდე. საშუალო შემანარჩუნებელი დოზა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად შეადგენს 200-400 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ 700 მგ/დღეში სასურველი ეფექტის მისაღებად.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, რომელთა ურთიერთქმედება ლამოტრიჯინთან არ არის შესწავლილი, რეკომენდებულია ისეთივე მკურნალობის სქემა, როგორიცაა ლამოტრიჯინის და ვალპროატის ერთდროული მიღების დროს.
ბავშვებში 2-დან 12 წლამდე, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში, ან მათ გარეშე, რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა: ლამოტრიჯინის საწყისი დოზა 0.2 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში 0.5 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, დოზის შემდგომი გაზრდით 0.5-1 მგ/კგ ყოველ 1-2 კვირის განმავლობაში, ოპტიმალურ თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 დან 5 მგ/კგ-მდე დღეში 1 ან 2 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა უტოლდება 200 მგ-ს.
ბავშვებში: ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია წონის სისტემატური კონტროლი, რათა დარეგულირდეს დოზა ბავშვის წონის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებისას მონოთერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, გადაღლილობა, გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა. გამონაყარს კანზე ჩვეულებრივ ახასიათებს მაკულო-პაპულოზური ხასიათი, რომელიც ხშირ შემთხვევებში ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე დერმატოლოგიური რეაქცია, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება ლამოტრიჯინის და სტანდარტული ანტიეპილეფსიური მკურნალობის დროს: დიპლოპია, კონიუნქტივიტი, თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, მათ შორის გულისრევა; აგრეთვე გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნებადობა, სისხლბადი ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის საკმარისად შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულობის და ლაქტაციის დროს. წინასწარი მონაცემებით, ლამოტრიჯინი გადადის დედის რძეში მისი პლაზმური კონცენტრაციის 40-45%. დედებს, რომლებიც იღებდნენ მას არ აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული მითითებები

ვინაიდან არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ასეთი კატეგორიის პაციენტებში.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გაზრდა და მკურნალობის სქემის შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანზე გამონაყარის განვითარების რისკის მომატება.
ვინაიდან პირველი გამონაყარი ბავშვებში შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს შეცდომით, როგორც ინფექციური დაავადება, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პრეპარატის მოქმედებას, განსაკუთრებით პირველი 6 კვირის განმავლობაში.
კანზე გამონაყარის განვითარების რისკი დაკავშირებულია საწყის მაღალ დოზებთან და აგრეთვე ნატრიუმის ვალპროატის მიღებასთან, რომელიც ზრდის ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდს თითქმის ორჯერ. კანზე გამონაყარის შემთხვევაში, თუ ის დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
კანზე გამონაყარი ასევე წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომს, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სისტემური სიმპტომები: ციებ-ცხელება, ლიმფადენოპათია, სახის შეშუპება, პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული სინდრომი გამოირჩევა სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედების სინდრომი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეულ ნიშნებს: ციებ-ცხელებას, ლიმფადენოპათიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანზე გამონაყარის გარეშეც. ასეთი სიმპტომების დროს თუ არ დადგინდა სხვა ეტიოლოგიური ფაქტორი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის მიღების შეწყვეტა იწვევს გულყრების გახშირებას. მისი დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღინიშნება გამონაყარი კანზე და აუცილებელია პრეპარატის გამოყენების სასწრაფო შეწყვეტა. ლამოტრიჯინი მიეკუთვნება დიჰიდროფოლატრედუქტაზას სუსტ ინჰიბიტორს, რის გამოც ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია მისი ზეგავლენა ფოლატების მეტაბოლიზმზე. მისი გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის სათანადოთ შესწავლილი. პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება

ლამოტრიჯინის ჭარბი დოზირებისას (1.34-4 გ) რამოდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება. პაციენტი, რომელმაც მიიღო 4-5 გ პრეპარატი ჰოსპიტალიზირებულ იქნა კომატოზურ მდგომარეობაში, რომელიც გაგრძელდა 8-12 საათი; პაციენტის მდგომარეობა აღდგა 2-3 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი აძლიერებენ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს. კარბამაზეპინის და ლამოტრიჯინის კომბინირებისას ზოგ შემთხვევაში ვითარდება: თავბრუსხვევა, დიპლოპია, ატაქსია, მხედველობის დარღვევა, გულისრევა. ეს მოვლენები, როგორც წესი ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებისას.
ნატრიუმის ვალპროატი ანელებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს, რის გამოც ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 70 საათამდე მოზრდილებში და 45-55 საათამდე ბავშვებში.
იგი არ მოქმედებს ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტროლის კონცენტრაციაზე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

მუსკომედი 0.25% 30გ კრემი

29.41 ლარი
27.65 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბაქტიფლოქსი – BACTIFLOX – БАКТИФЛОКС

ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები – შეფუთვაში 10 ც.

შემადგენლობა – 1 ტაბლეტი შეიცავს  250 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს

ან 1 ტაბ. შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს.

მწარმოებელი – MEPHA-PHARMA, შვეიცარია

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის პერორალურ სინთეზურ ბაქტერიციდულ საშუალებას. მისი ბაქტერიციდული ეფექტის მექანიზმს საფუძვლად უდევს დნმ-ის ენზიმ ჰირაზასთან ურთიერთქმედება, რომელიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის სინთეზისათვის. ციპროფლოქსაცინის აქტივობა, როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ დადგენილია ინ ვიტრო და დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

ციპროფლოქსაცინს, თავისი სპეციფიკური მოქმედების გამო, არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, გარდა ქინოლონების ჯგუფისა. ამიტომ პრეპარატი შედარებით მეტად აქტიურია იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ანტიბიოტიკების: ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ტეტრაციკლინების და სხვათა მიმართ.

ლაბორატორიული და კლინიკური კვლევებით დადგენილია ციპროფლოქსაცინის აქტივობა ისეთი ორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: Acinetobacter spp., Aeromonas spp., Branhamella spp., Brucella spp., Campylobacter spp., Chlamydia spp., Citrobacter spp., Corynebacterium spp., Enterobacter spp., Escherichia coli, Haemophilus spp., Hafnia spp., Klebsiella spp., Legionella spp., Listeria spp., Moraxella spp., Morganella spp., Neisseria spp., Edwardsiella spp., Peptococcus spp., Providencia spp., Plesiomonas spp., Pseudomonas spp.. Salmonella spp., Serratia spp., Shigella spp., Streptococcus agalactiae, Staphylococcus spp., Vibrio spp., Yersinia spp.

ხანგამოშვებით რეზისტენტობით ხასიათდებიან: Alcaligenes spp., Flavobacterium spp., Gardnerella spp. Mycoplasma hominis. Mycobacterium fortuitum. Mycobacterium tuberculosis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.

შედარებით მგრძნობიარენი არიან: Nocardia asteroides. Streptococcus faecalis. Streptococcus pneumoniae, Ureaplasma urealyticum-ანაერობები.

ციპროფლოქსაცინი არ არის აქტიური Treponema pallidum-ის მიმართ.

სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, ციპროფლოქსაცინს ძირითადად ახასიათებს დამატებითი ან ნეიტრალური მოქმედება. სინერგიზმს ადგილი აქვს ციპროფლოქსაცინისა და ბეტა-ლაქტამური საშუალებების კომბინაციის დროს.

ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრება დისკ-დიფუზიის ან სეროლოგიური განზავების მეთოდით. მაგ. კლინიკო-ლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის მიერ რეკომენდებული მეთოდით.

ზონის დიამეტრი (მმ),      ინტერპრეტაცია (მმ)

>21                                            S-მგრძნრობიარე

16-20                                          I-საშუალო მგრძნობელობის

=15                                            R-რეზისტენტული

”მგრძნობიარე” – პათოგენი ინჰიბირდება სისხლში პრეპარატის დასაშვები კონცენტრაციებით.

”საშუალო მგრძნობიარე” – მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების მიმართ.

”რეზისტენტული” – მიკროორგანიზმი არ ინჰიბირდება პრეპარატის დასაშვები კონცენტრაციებით და შესაბამისად, საჭიროა მკურნალობის სხვა კურსის ჩატარება.

ფარმაკოკინეტიკა – პერორალური მიღებისას ბაქტიფლოქსი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პირველადი მეტაბოლიზმის დროს ბიოშეღწევადობა, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეადგენს 70-80%. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ, ხოლო საშუალო კონცენტრაცია პრეპარატის 250 მგ და 500 მგ მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ შეადგენს შესაბამისად 0.1 ან 0.2 მკგ/მლ-ში.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში), შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს. პრეპარატის დოზის 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ერთჯერადი დოზის 10-12% ორგანიზმიდან ელიმინირდება მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 90% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით პირველი 24 სთ-ის განმავლობაში.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებს, ან პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, ვიდრე 20 მლ/წთ-ში, უნიშნავენ დოზის ნახევარს ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს ზრდიან.

ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობის პროცესში აუცილებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა. ვინაიდან პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლებელია ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

ციპროფლოქსაცინის მიღებისას ჭამის დროს, მისი აბსორბცია ფერხდება დაახლოებით 2 სთ-ით, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ძირითადი აბსორბციის ხარისხზე.

ჩვენება:

– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;

– სასქესო გზების ინფექციები, გონორეის ჩათვლით;

– საშარდე გზების ინფექციები;

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, ინფექციური დიარეის ჩათვლით;

– პერიტონიტი;

– პირის ღრუს ინფექციები;

– სახსრების, რბილი ქსოვილების, კანის და ჭრილობების ინფექციები;

– თვალის ინფექციები;

– პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინფექციების პროფილაქტიკისათვის და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, მაგ. იმუნოდეპრესანტებითა და ციტოსტატური პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი): 250-500 მგ დღეში;

საშარდე გზების მწვავე ინფექციები (დაავადებების სიმძიმის მიხედვით): 250 მგ-500 მგ დღეში.

მწვავე გაურთულებელი გონორეა მამაკაცებში (ურეთრიტი): 250 მგ ერთ მიღებაზე.

ბაქტიფლოქსს იღებენ სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება უზმოზე აჩქარებს მისი შეწოვის უნარს.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7-დღემდე. სხვა ინფექციებთან ბრძოლას შეიძლება დასჭირდეს 7-დან 14-დღემდე. სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა (5.2%), დიარეა (2.3%), ღებინება (2.0%), ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში (17%), თავის ტივილი (1.2%) აგზნება (1.1%).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი, მწვავე და მდგრადი დიარეის შედეგად განვითარებული ფსევდომემბრანული კოლიტი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი, ვენტრიკულური ექტოპია, ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა;

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, უძილობა, იშვიათად: ჰალუცინაციები, ღამის ”კოშმარები”, ფსიქიური რეაქციები, გაღიზიანებადობა, ტრემორი, ატაქსია, კრუნჩხვები, ლეთარგია, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ანორექსია, ფობია, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება.

კანის რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, წამოხურება, შემცივნება, კანის კანდიდოზი, ჰიპერპიგმენტაცია, კვანძოვანი ერითემა, პეტექიები, ექსფოლიატური დერმატიტი, ვასკულიტი.

სხვა: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი.

უკუჩვენება: პრეპარატის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– ორსულობა და ლაქტაცია;

– ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

განსაკუთრებული მითითებები: ხანდაზმულ ავადმყოფებში, ეპილეფსიით დაავადებულ და ცნს სხვა დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში სიფრთხილეა საჭირო.

რადგან პრეპარატი აქვეითებს ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარს, იგი სიფრთხილით ინიშნება ამ პირობებში.

პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:

ჰემატოლოგიური: 0.1-0.5%, ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ანემია. იშვიათად, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, პროთრომბინის დროის პროლონგირება;

ღვიძლის მხრივ: ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აღინიშნება ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების დონის დროებითი გაზრდა.

თირკმელების მხრივ: 0.1%: კრეატინინის დონის დროებითი გაზრდა, ჰიპერგლიკემია, იშვიათად, კრისტალურია, ჰემატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ანტაციდებთან კომბინაციით, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს, ქვეითდება ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა 90%-ით. ამიტომ მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება 2 სთ-ით ადრე ან 4 სთ-ის შემდეგ ანტაციდების მიღებიდან.

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის პეროლარული დანიშვნისას, თეოფილინის კლირენსი მცირდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი რაოდენობის გაზრდა სისხლის პლაზმაში და აქედან გამომდინარე უარყოფითი რეაქციები ცნს-ის მხრივ.

დადგენილია, რომ ქინოლონების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

ზოგიერთ ავადმყოფებში ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა დანიშვნამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კრეატინინის დროებითი მომატება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა სისხლის სურათის სისტემატური (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.