Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 712

ეპიქსი 500მგ #50ტ

საერთაშორისო დასახელება – levetiracetam
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N03AX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანტიეპილეფსიური საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევეტირაცეტამი არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდონის აცეტამიდის S-ენანთიომერი) და მისი ქიმიური სტრუქტურა არ არის სხვა ცნობილი ანტიეპილეფსიური საშუალებების მსგავსი.
In vitro და in vivo კვლევები აჩვენებენ, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის ნერვული უჯრედების მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.
In vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს ინტრანეირონულ Ca2+-ის კონცენტრაციაზე N ტიპის Ca2+-ის არხების ნაწილობრივი ბლოკირებითა და ინტრანეირონული დეპოებიდან Ca2+- გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი ნაწილობრივ აბლოკირებს თუთიითა და β-კარბოლინებით ინდუცირებული GABA- და გლიცინ-დამოკიდებულ ნაკადებს. ლევეტირაცეტამის ანტიეპილეფსიური მოქმედების უფრო ზუსტი მექანიზმი უცნობია.
ნაწილობრივი და გენერალიზებული გულყრების მქონე ცხოველებში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი ზრდის ეპილეფსიური გულყრების ზღურბლს ყოველგვარი პროკონვულსაციური ეფექტების გარეშე.
ადამიანებში პარციალური ეპილეფსიის მკურნალობის გარდა (ეპილეპტიფორმული განტვირთვა/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია), ასევე დამტკიცდა ლევეტირაცეტამის პრეკლინიკური ფარმაკოლოგიური პროფილის ფართო სპექტრი. ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტი არ არის კლინიკურად აქტიური.
ფარმაკოკინეტიკა
ლევეტირაცეტამი კარგად ხსნადი და გამჭვირვალე ნივთიერებაა და გააჩნია ხაზობრივი და სტაციონარული ფარმაკოკინეტიკური პროფილი, დაბალი ინტრა- და ინტერ-სუბიექტური ცვლილებებით. ლევეტირაცეტამის კლირენსი არ იცვლება განმეორებითი მიღებისას. ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიურ პაციენტებში. პრეპარატის სრული და ხაზობრივი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პლაზმის დონე (გამოხატული როგორც მგ /კგ) შეიძლება წინასაწარ განისაზღვროს მისი ორალური დოზიდან გამომდინარე. ამის გამო, არ არსებობს ლევეტირაცეტამის პლაზმური დონის მონიტორინგის საჭიროება.
მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილია კორელაცია ლევეტირაცეტამის ნერწყვის და პლაზმურ კონცენტრაციებს შორის. (ორალური ტაბლეტების მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი ნერწყვი/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება მერყეობს 1-1.7 შორის).
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზევით:
აბსორბცია: ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია. პრეპარატის პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1.3 საათში. ლევეტირაცეტამის ერთჯერადად 1000 მგ დოზისა და დღეში ორჯერადი 1000 მგ დოზის განმეორებითი მიღების შემდეგ პრეპარატის პიკური კონცენტრაციები შეადგენს შესაბამისად 31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. ლევეტირაცეტამის აბსორბცია არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების გავლენით. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა მრავლობითი ორჯერადი დოზების მიღებიდან 2 დღის შემდეგ.
განაწილება: ლევეტირაცეტამისა და მისი პირველადი მეტაბოლიტის პლაზმა პროტეინებთან დაკავშირების მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0.5-0.7 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია: ლევეტირაცეტამი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს არ განიცდის. პრეპარატის მეტაბოლიზმის უმთავრესი მიმართულებაა (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტი არ არის კლინიკურად აქტიური.
ადამიანის ღვიძლის ციტოქრომული P450 იზოფორმები არ მონაწილეობენ მისი პირველადი მეტაბოლიტის გამოთავისუფლებაში. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი ზომიერ დონეზე მიმდინარეობს ქსოვილთა უმრავლესობაში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამის ორი მცირე მეტაბოლიტი კიდევ გვხვდება: ერთი, როგორც პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების პროდუქტი (დოზის 1.6%) და მეორე, პიროლიდონის რგოლის გახლეჩვის პროდუქტი (დოზის 0.9%); დანარჩენი განუსაზღვრელი კომპონენტები შეადგენს დოზის მხოლოდ 0.6%-ს.
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ თრგუნავს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომულ P450 იზოფორმებს – გლუკორონილ ტრანსფერაზასა და ეპოქსიდ ჰიდროქსილაზას – აქტივობას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენს ზეგავლენას ვალპროატის მჟავას ინ ვიტრო გლუკორონიზაციაზე.
ლევეტირაცეტამი ადამიანის ღვიძლის უჯრედულ კულტურებში ფერმენტულ ინდუქციას არ იწვევს. ამის გამო, ეპიქსი არ ურთიერთქმედებს სხვა სუბსტანციებთან და შესაბამისად, არც სხვა სუბსტანციებისგან არის მოსალოდნელი ეპიქსთან ურთიერთქმედება.
ელიმინაცია: ლევეტირაცეტამის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 7+1 საათი და მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი შეყვანა. ლევეტირაცეტამის საშუალო კლირენსი შეადგენს 0.96 მლ/წთ/კგ-ს.
შეყვანილი დოზის 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა რენული ექსკრეციით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის მხოლოდ 0.3% გამოიყოფა ფეკალური მასების საშუალებით.
ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის კუმულაციური გამოყოფა რენული ექსკრეციით პირველი 48 საათის განმავლობაში შეესაბამება მიღებული დოზის შესაბამისად 66%-ს და 24%-ს.
ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის რენული კლირენსი არის შესაბამისად 0.6 და 4.2 მლ/წთ/კგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამის ექსკრეციის მექანიზმი არის გლომერული ფილტრაცია, რომელსაც მოყვება ტუბულარული რეაბსორბცია, მაშინ როცა მისი პირველადი მეტაბოლიტის ექსკრეციის მექანიზმი არის აქტიური ტუბულარული სეკრეცია გლომერულ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.
ხანდაზმულები: ხანდაზმულებში ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 40%-ით, 10-11 საათამდე, აღნიშნულ სუბიექტებში რენული ფუნქციის შემცირების გამო.
პედიატრიული (4-12 წელი) პაციენტები: ეპილეფსიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (6-12 წელი) ლევეტირაცეტამის ერთჯერადი დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. პედიატრიულ პაციენტებში ლევეტირაცეტამის ორგანიზმიდან საშუალო კლირენსი 30%-ით მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ლევეტირაცეტამის განმეორებითი ორალური დოზების (20-60 მგ/კგ/დღე) ადმინისტრირების შემდეგ ეპილეფსის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (4-12 წელი), პრეპარატი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინური ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.5-1.0 საათში. პრეპარატის მრუდქვეშა ფართობის (AUC) და პლაზმაში პიკური კონცენტრაციისთვის დამახასიათებელია დოზა – დამოკიდებული და ხაზობრივი ზრდა. ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს, ორგანიზმიდან კლირენსი არის 1.1 მლ/წთ/კგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის გამოყოფა დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ამის გამო, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალო სიმძიმის და მწვავე თირკმლის უკმარისობა, ლევეტირაცეტამის დღიური დოზის რეგულირება რეკომენდებულია კრეატინინის კლირენსის საფუძველზე. ანურიულ (დიალიზზე მყოფი) მოზრდილ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5 და 3.1 საათს, შესაბამისად ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდებისთვის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკა იცვლება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პაციენტთა უმრავლესობაში ლევეტირაცეტამის საერთო კლირენსი შემცირდა 50%-ით თანმხლები რენული დარღვევების გამო

ჩვენებები

ეპიქსი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური გულყრების მკურნალობისას მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან ეპიქსი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ. ეპიქსი გამოიყენება მონოთერაპიის სახით გენერალიზებული ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციული გულყრების დროს 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის დროს

მიღების წესები და დოზები

დოზირების რეჟიმი ეპიქსის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. დღიური დოზის მიღება ხდება ორ ტოლ პორციად: მოზრდილები (> 18 წელი) და 50 კგ ან მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდები (12-17 წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 500 მგ 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიცემა შეიძლება მკურნალობის პირველი დღიდანვე. კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზის გაზრდა შეიძლება 1500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში სიდიდით 2-4 კვირაში ერთხელ. ხანდაზმულები (65 წელზე უფროსი ასაკი): დოზის რეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია არსებული რენული ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში. 4-11 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტები და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები (12-17 წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ. კლინიკურ პასუხზე და ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 30 მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 10 მგ/კგ ოდენობით 2-ჯერ დღეში 2 კვირაში ერთხელ პედიატრიული და მოზარდი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზები:

სხეულის
წონა
საწყისი დოზა 10მგ/კგ 2-ჯერ დღეშიმაქსიმალური დოზა 30 მგ/კგ 2-ჯერ დღეში
 15 კგ 150 მგ
2-ჯერ დღეში
450 მგ
2-ჯერ დღეში
 20 კგ 200 მგ
2-ჯერ დღეში
 600 მგ
2-ჯერ დღეში
 25 კგ 250 მგ
2-ჯერ დღეში
 750 მგ
2-ჯერ დღეში
 50 კგ და
ზევით*
 
500 მგ
2-ჯერ დღეში
 
1500 მგ
2-ჯერ დღეში

50 კგ და მეტი სხეულის წონის ბავშვებში დოზირება არის მოზრდილთა დოზირების მსგავსი. დოზირების რეგულირების რეჟიმი თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის

 ჯგუფი კრეატინინის
კლირენსი(მლ/წთ)
 დოზირება და მიღების
სიხშირე
 ნორმალური > 80 500-1500 მგ
2-ჯერ დღეში
 სუსტი 50-79 500-1000 მგ
2-ჯერ დღეში
 საშუალო 30-49 250-750 მგ
2-ჯერ დღეში
 
მწვავე
  250-500 მგ
2-ჯერ დღეში
 დიალიზზე მყო­ფი პაციენტები,
რომლებსაც აქვთ დაავადების
ბო­­ლო სტადია(1)
  500-1000 მგ
2-ჯერ დღეში(2)

(1) 750 მგ დამატებითი დოზა რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის მკურნალობის პირველ დღეს.
(2) 250-500 მგ დამატებითი დოზა რეკომენდებულია დიალიზის შემდეგ.
ეს რეკომენდაციები დაფუძნებულია რენული დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებზე. ლევეტირაცეტამის დოზა უნდა დარეგულირდეს რენული ფუნქციის მიხედვით რენული დარღვევების მქონე პედიატრიულ პაციენტებშიც. ჰეპატური დარღვევების მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის რეგულირება. პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი არის 70 მლ/წთ-ზე ნაკლები, რეკომენდებულია დღიური შემანარჩუნებელი დოზის შემცირება 50%-ით.

გვერდითი მოვლენები

ლევეტირაცეტამი გვერდითი მოვლენების პროფილი შეფასებულია 3000–ზე მეტ სუბიექტში სპეციალურ კლინიკურ კვლევებში. მათგან 1023 (672 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით და 351 იღებდა პლაცებოს) იყო ეპილეფსიით დაავადებული პაციენტი, რომელიც ჩართული იყო საკონტროლო კლინიკურ კვლევაში. გვერდითი მოვლენების განაწილება მოცემულია ცხრილში:

  ლევეტირაცეტამი
(n=672)
 
პლაცებო
(n=351)
 გვერდითი
ეფექტები
 46.4 42.2
 მწვავე გვერდითი
ეფექტები
 2.4 2.0

პედიატრიულ პაციენტებში აღწერილი არასასურველი ეფექტები: პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები არის სომნოლენცია, აგრესიული დამოკიდებულება, ნევროზულობა, ემოციური ლაბილობა, აჟიტაცია, ანორექსია, ასთენია და თავის ტკივილი. პედიატრიულ პაციენტებში განხორციელებული უსაფრთხოების კვლევების მონაცემები შესაბამისობაშია ლევეტირაცეტამის მოზრდილებში უსაფრთხოების პროფილთან, გარდა ქცევითი ან ფსიქიატრიული არასასურველი ეფექტების მაღალი სიხშირისა (38.6% შედარებით 18.6%-თან) პედიატრიულ პაციენტებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ პლაცებოს ჯგუფში ქცევითი პათოლოგიების და ფსიქიატრიული დარღვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო პედიატრიულ პაციენტებში, ვიდრე მოზრდილებში (27.8% შედარებით 10.5%-თან). ეპიქსთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: ძალიან ხშირი და გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>10%): ასთენია, სომნოლენცია. ხშირი და გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1%, 10%): შემთხვევითი ტრავმები, თავის ტკივილი, ანორექსია, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ამნეზია, ატაქსია, კონვულსიები, დეპრესია, ვერტიგო, ემოციური ლაბილობა, აგრესიული დამოკიდებულება, ინსომნია, ნევროზულობა, ტრემორი, ბალანსური დარღვევა, კანზე გამონაყარი და დიპლოპია. იშვიათი გვერდითი ეფექტები (
უკუჩვენება

ლევეტირაცეტამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პიროლიდონის სხვა ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია -C ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში, როდესაც შეყავდათ ადამიანის თერაპიული დოზების ექვივალენტური ან უფრო მაღალი დოზები, არ გამოვლინდა ექსპერიმენტული ტოქსიურობა. ადექვატური მონაცემები ლევეტირაცეტამის ორსულებში მიღების შესახებ არ არსებობს. ეპიქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ მისი დანიშვნა აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული.
ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტისას დაავადების შესაძლო გაუარესებამ შესაძლოა გამოიწვიოს დედისა და ნაყოფის დაზიანება. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამის გამო, პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

არსებული კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებულია დოზის საფეხურებრივი შემცირებით (მაგ: მოზრდილებში დოზის შემცირება 500 მგ 2-ჯერ/დღე-ღამური დოზით 2-4 კვირის განმავლობაში და პედიატრიულ პაციენტებში 2-ჯერ 10 მგ/კგ/დღე-ღამური დოზით 2 კვირის განმავლობაში).
დოზის რეგულირება შეიძლება საჭირო იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ მიზნით რენული დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს ფორმულა და ცხრილი, რომელიც მოცემულია განყოფილებაში `მიღების წესი და დოზირება.
საკონტროლო კლინიკურ კვლევებში ლევეტირაცეტამით მკურნალობის ფონზე აღინიშნა ერითროციტების რაოდენობის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მაჩვენებლის მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო შემცირება. ლევეტირაცეტამი არ იწვევდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ღვიძლის ფუნქციების განმსაზღვრელ ტესტების შედეგებში.
პედიატრიული პაციენტების არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას პუბერტატულ და ზრდის პერიოდებზე.
გარდა ამისა, ლევეტირაცეტამით მკურნალობისას აღინიშნა ეპილეფსიური გულყრების სიხშირის ზრდა 25%-ით მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტების 14%-ში; პლაცებოს შემთხვევაში კი – მოზრდილების და პედიატრიული პაციენტების 26% და 21%-ში.
ლევეტირაცეტამი გამოიყოფა რენული ექსკრეციით, ამიტომ გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა მეტია რენული დარღვევების მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში სასარგებლოა რენული ფუნქციების მონიტორინგი.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე: ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე პრეპარატის გავლენის შესაფასებელი კვლევა არ არის ჩატარებული. სუბიექტური მგრძნობელობის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს სომნოლენცია ან მსგავსი სიმპტომები პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს. ამის გამო, მანქანის ოპერატორებმა, სატვირთოს მძღოლებმა და სხვა მსგავსი პროფესიის ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, არ მართონ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებიან სომნოლენციის არარსებობაში.

ჭარბი დოზირება

ეპიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა სომნოლენცია, აჟიტირება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და კომაც კი.
ეპიქსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეუწოველი პრეპარატის ელიმინაცია უნდა ვცადოთ ღებინებით ან კუჭის ლავაჟით. არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანტიდოტი ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. შეიძლება გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზი. დიალიზის ექსტრაქციის ეფექტურობა არის 60% ლევეტირაცეტამისთვის და 75% მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არსებული მონაცემების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ლევეტირაცეტამს არ აქვს ზეგავლენა სხვა ანტიეპილეფსიური ნივთიერებების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროატის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატის კონცენტრაციაზე და შესაბამისად, არც ამ სუბსტანციებს აქვთ რაიმე ეფექტი ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე როგორც მოზრდილ, ისე პედიატრიულ პაციენტებში.
გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამის ეფექტურობა არ მცირდება პრობენიციდის ზეგავლენით, რომელიც წარმოადგენს ტუბულარული სეკრეციის ბლოკატორს.
ლევეტირაცეტამის 1000 მგ დღიური დოზა არ ცვლის ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ პარამეტრებს. დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების და ვარფარინის ერთდროულ მიღებას არ აქვს რაიმე ზეგავლენა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე. ლევეტირაცეტამის 2000 მგ/დღეღამური დოზა არ მოქმედებს არც დიგოქსინის და არც ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე, არც პროთრომბინის დრო არ იცვლება.
საკვები ლევეტირაცეტამის აბსორბციას უმნიშვნელოდ ამცირებს. არ აღინიშნება ანტაციდების რაიმე ეფექტი ლევეტირაცეტამზე. ასევე არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედების შესახებ ალკოჰოლთან.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ქვეყანა – თურქეთი
 
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარს. ტაბ. 250 მგ: 50ც.
შემოგარს. ტაბ. 500 მგ: 50ც.
შემოგარს. ტაბ.1000 მგ.50ც.

ბლოკიუმ ფლექსი #15ტ

 

შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკი – 50.00 მგ., პრიდინოლის მეზილატი – 4.00 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95.00 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა – 34.00 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა – 9.00 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 1.80 მგ, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი – 2.00 მგ, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E15 – 7.33 მგ, რკინის ყვითელი ოქსიდი – 95.20 მკგ, რკინის წითელი ოქსიდი  – 18.10 მკგ, ტიტანის დიოქსიდი – 0.57 მგ, პოლიეთილენგლიკოლი 6000 – 1.33 მგ, ტალკი – 4.77 მგ.  

ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი, ნახევრად-ელიფსური ფორმის ტაბლეტები, შემოგარსული თხელი მოყვითალო-ყავისფერი გარსით. საშუალო წონა: 210 მგ ± 5%. ხსნადობა: Q=70% (ნატრიუმის დიკლოფენაკი). ჰერმეტულობა: არანაკლებ 99.5%.

ათქ კოდი: M03BX03

თერაპიული თვისებები:
ანალგეტიკი, ანთებისსაწინააღმდეგო, მიორელაქსანტი.

ჩვენება:
ბლოკიუმ ფლექსი გამოიყენება მტკივნეული ანთებითი პროცესებით მიმდინარე კუნთის კონტრაქტურების დროს; სახსრების და ექსტრაარტიკულარული  რევმატიული პროცესები, მიალგია, წელის ტკივილი, ციატალგია, კისერმრუდობა, ტრავმა, მყესების დაჭიმულობა.  

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ძირითადად მოქმედებს პროსტაგლანდინების დაინჰიბირების ხარჯზე.
პრიდინოლი წარმოადგენს ცენტრალურად მოქმედ მიორელაქსანს, რომელიც ეფექტურად მოაქმედებს კუნთოვანი სპაზმების დროს.

ფარმაკოკინეტიკა: დიკლოფენაკი კარგად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. თუმცა იმის გამო, რომ პრეპარატი განიცდის პირველი გასვლის ეფექტს, სისტემურად შეიწოვება მიღებული დოზის მხოლოდ 50%. პლაზმაში მისი მაქსიმალური პიკი აღინიშნება დაახლოებით 2 საათის შემდეგ, თუმცა ეს მაჩვენებელი ცვალებადია და შეადგენს დაახლოებით 1-4 საათს. მრუდის ქვეშ არსებული არე პროპორციულია 25-250 მგ დოზისა. 50 მგ დოზისთვის პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 1,5 უგ/მლ-ს. პერორალურად დიკლოფენაკის 2 დღიური დოზის მიღების შემდეგ პრეპარატი არ აკუმულირდება პლაზმაში. როდესაც პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად, მისი აბსორბცია ყოვნდება 1-4.5 საათით, ხოლო პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება 40%-ით. თუმცა დიკლოფენაკის აბსორბციის ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება. იგი უკუშექცევადად და 99%-ით უერთდება პლაზმის ალბუმინს. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, დიკლოფენაკი დიფუზიას იწყებს სახსრის სივრცეში მას შემდეგ, როდესაც პლაზმაში არსებული პრეპარატის დონე გადააჭარბებს სინოვიალური სითხის დონეს. დიკლოფენაკი კონიუგირებული მეტაბოლიტის სახით ელიმინირდება შარდის (65%) და ნაღველის (35%) გზით. პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. დიკლოფენაკი ასევე აღინიშნება დედის რძეში.    
პრიდინოლი აბსორბიდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. დოზის 30-40% კონცენტრირდება ნაღველში და დანარჩენ ქსოვილებში, განსაკუთრებით ღვიძლში და თირკმელებში. შარდში გამოყოფილი პრეპარატის 9% წარმოდგენილია არა-კონიუგირებული სახით, ხოლო დაახლოებით ასეთივე რაოდენობა წარმოდგენილია კონიუგირებული გლუკურონიდის სახით.  

მიღების წესი და დოზა:
ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. იგი შესაძლებელია დარეგულირდეს ექიმის რჩევის შესაბამისად.

უკუჩვენება
ალერგია პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ნივთიერებების მიმართ, კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული, ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა; თუ ანამნეზში აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ან არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებული ასთმის, რინიტის ან ურტიკარიული გამონაყარის შემთხვევები; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.    

სიფრთხილით
კუჭ-ნაწლავის ეფექტები: კუჭ-ნაწლავის სერიოზული ტოქსიკური მოვლენები, როგორიც არის სისხლდენა, წყლული, უსიმპტომო ან სიმპომებით მიმდინარე პერფორაცია შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ მომენტში. ექიმმა უნდა მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია მოსალოდნელი ტოქსიკური ნიშნების და სიმპტომების შესახებ და დაარიგოს, თუ რა ზომების მიღება არის საჭირო ამ დროს.
ღვიძლის ეფექტები: დიკლოფენაკის მკურნალობის დროს შესაძლებელია შეიცვალოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების მონაცემები. მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში აღნიშნული ცვილებები შესაძლებელია პროგრესირდეს, დარჩეს სტაბილური ან დაუბრუნდეს ნორმის ფარგლებს. რეკომენდირებულია TGP-ის (თიმოციტების ზრდის პეპტიდი) მონაცემების პერიოდული მონიტორინგი.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციები, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი, სიყვითლე და ფულმინანტური ჰეპატიტი.

ანაფილაქსიური რეაქციები: ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებს პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია განუვითარდეთ რინიტი ან პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმის ეპიზოდები.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ორსულობა: ისევე როგორც სხვა ანტებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, დიკლოფენაკის მიღებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს ბოტალოს სადინრის ნაადრევი დახურვა.   
   
სიფრთხილის ზომები:
სითხის შეკავება და შეშუპება: პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის და ისეთი დააავადებების დროს, რომლებიც ხელს უწყობენ სითხის შეკავებას.
ჰემატოლოგიური ეფექტები: ზოგიერ შემთხვევაში,  სითხის შეკავების, კუჭ-ნაწლავის ან ჰემატოლოგიური დარღვევების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ანემია. დიკოფენაკის ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის პერიოდული გადამოწმება.
თირკმლის ეფექტები: ცალკეულ შემთხვევებში არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს პაპილარული ნეკროზი და ინტერსტიციული ნეფრიტი. თირკმლის ტოქსიკურობის მეორე ფორმა, რომელიც ზოგადად უკავშირდება არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მკურნალობას, ვლინდება სისხლის მოცულობის შემცირების და თირკმლის ფილტრაციის დაქვეითების შემთხვევაში, რის დროსაც პროსტაგლანდინებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ასეთ პაციენტებში აღნიშნული პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში, თირკმლის ფუნქცია მთლიანად აღდგება იმ მდგომარეობამდე, როგორიც იყო მკურნალობამდე.
იმის გამო, რომ დიკლოფენაკის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები უფრო მეტად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ვიდრე ნორმალური თიკმლის ფუნქციის მქონე პირები.
პორფირია: აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ღვიძლის პორფირიის დროს.
ასეპტიური მენინგიტი: არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიცხით მიმდინარე ასეპტიური მენინგიტი და კომა. ეს განსაკუთრებით გამოხატულია წითელი მგლურას და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების დროს.
ასთმა: დიკლოფენაკი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასპირინით გამოწვეული ბრონქოსპაზმის შემთხვევები. გასათვალისწინებელია, რომ ასთმიანი პაციენტების 10%-ში ასთმა შესაძლოა გამოწვეული იყოს ასპინის მიღებით.
სხვა: მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება, ფერადი მხედველობის ცვლილება და სკოტომები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოფთალმოლოგიური მკურნალობა.    

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
–    ასპირინი: ასპირინის და დიკლოფენაკის კომბინირებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის მოცილება მისი მიერთების ადგილებიდან, რაც გამოიწვევს მისი პლაზმის კონცენტრაციის შემცირებას და პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტაციის შემცირებას.
–    ანტიკოაგულანტები: თუმცა კვლევებში დიკლოფენაკისა და ორალური ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატების კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება იმ წამალთაშორისი ურთიერთქმედების გამო, რომლებიც აღწერილია სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში. დიკლოფენაკის მკურალობისას იცვლება თრომბოციტების ფუნქცია და პროსტაგლანდინების როლი ჰემოსტაზის პროცესში. ასე რომ, აღნიშნული პრეპარატისა და ასპირინის კომბინირებული გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.
–    დიგოქსინი, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი: დიკლოფენაკმა შესაძლოა გაზარდოს დიგოქსინის და მეთოტრექსატის პლაზმის კოცენტრაცია და ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა.
–    ლითიუმი: დიკლოფენაკის და ლითიუმის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს ლითიუმის პლაზმის კონცენტრაცია. ასეთ შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა არ განვითარდეს ლითიუმის გვერდითი ეფექტები.
–    ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: დიკლოფენაკთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელი შეიცვალოს ინსულინის და ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტი. გამოვლინდა როგორც ჰიპოგლიკემიური ასევე ჰიპერგლიკემიური ეფექტები.
–    დიურეტიკები: დიკლოფენაკმა შესაძლოა შეამციროს დიურეტიკების მოქმედება. დიკლოფენაკის და კალიუმის შემნახველი პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს ამ იონის პლაზმის კონცანტრაცია.
–    სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ლაბორატორიული ტესტები: დიკლოფენაკმა შესალოა გაზარდოს თრომბოციტების აგრეგაცია, თუმცა არ მოქმედებს სისხლდენის დროზე, თრომბინის დროზე, პლაზმინის ფიბრინოგენზე და V, VII და XII ფაქტორის დონეზე. მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა  პროთრომბინის დროში და თრომბოპლასტინის პარციალურ დროში. სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
   
კარცინოგენეზი, მუტაგენეზი და უშვილობა:
ასეთი სახის კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: იმის გამო, რომ არსებობს ბოტალოს სადინრის ნაადრევი დახურვის რისკი, ბლოკიუმ ფლექსი არ გამოიყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ბოლო ტრიმესტრში. იგი ასევე არ ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია ბავშვში გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება.
პედიატრიული პაციენტები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები:
დიკლოფენაკის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, გაზების დაგროვება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა, ჰემორაგიით ან მის გარეშე მიმდინარე პეპტიური წყლული ან პერფორაცია, ეროზიული გასტრიტი, ღვიძლის ნეკროზი, სიყვითლე, ჰეპატორენალური სინდრომი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა, აღგზნებადობა, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვა.
კანი: გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ანგიოედემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი.
გრძნობათა ორგანოები: ყურებში შუილი, მხედველობის დაბინდვა, სკოტომები, გემოვნების დარღვევა.
კარდიოვასკულარული სისტემა: ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
ჰემატოლოგიური ეფექტები: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
თირკმელი: ოლიგურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
სასუნთქი სისტემა: ცხვირიდან სისხლდენა, ასთმა, ხორხის შეშუპება.
პრიდინოლის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კარდიოვასკულარული: ჰიპერტენზია.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა და გულის წასვა, კუნთების ჰიპოტონია, მიასთენია, მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, ჰალუცინაციები, აკატიზია.
კანი: ურტიკარია და ქავილი.
 
დოზის გადაჭარბება
მწვავე დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავისტკივილი, ფსიქომოტორული აღგზნება, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ჰემატემეზი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის წყლული, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ოლიგურია.
საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს ტოქსიკოლოგიის ცენტრს.
დოზის გადაჭარბების საწყისი მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა კუჭის ლავაჟის ან ღებინების გამოწვევით.
რადგან პრეპარატი გამოიყოფა შარდის საშუალებით, სასურველი იქნება ფორსირებული დიურეზის გამოწვევა. პრეპარატის ელიმინაციის პროცესში არ არის დადგენილი, თუ რამდენად ეფექტურია დიალიზის ან ჰემოპერფუზიის ჩატარება. გააქტიურებული ნახშირის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს წამლის აბსორბცია.

შეფუთვა
15 და 30 შემოგარსული ტაბლეტი კონტეინერში.

შენახვის ვადა:
24 თვე

შენახვის პირობები
ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით

მწარმოებელი
CASASCO laboratories SAIC – Boyaca 237 – Buenos Aires Argentina
Tel 5411) 4633-3838 – E-mail:[email protected]

კასასკო ლაბორატორიეს საიც – ბიაკა 237 – ბუენოს აირესი, არგენტინა
ტელ 5411) 4633-3838 – E-mail:[email protected]

აცც® – ACC® – АЦЦ®

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLCYSTEINE

მწარმოებელი: HEXAL,AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

ხილის არომატიანი გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 3 გ, შეფუთვაში 6, 20, 50 და 100 ც.

1 პაკ.

აცეტილცისტეინი   20 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ასკორბინის მჟავა, საქარინი, საქაროზა, ფორთოხლის არომატიზატორი.

ხილის არომატიანი გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში, შეფუთვაში 20 და 50 ც.

1 პაკ.

აცეტილცისტეინი …….   600 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ასკორბინის მჟავა, საქარინი, საქაროზა, თაფლისა და ლიმნის არომატიზატორები.

აცც 100®

შუშხუნა ტაბლეტები ხილის არომატით: შეფუთვაში 20 და 50 ც.

1 ტაბ.

აცეტილცისტეინი …….   10 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავას ანჰიდრიდი, ლაქტოზას ანჰიდრიდი, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაყვლის არომატიზატორი.

აცც 200®

შუშხუნა ტაბლეტები ხილის არომატით: შეფუთვაში 20 და 50 ც.

1 ტაბ.

აცეტილცისტეინი …..   200 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავას ანჰიდრიდი, ლაქტოზას ანჰიდრიდი, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაყვლის არომატიზატორი.

აცც ლონგი®

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

აცეტილცისტეინი ………..   600 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ლაქტოზა, მანიტოლი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ციკლომატი, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ციტრატი, არომატული ნივთიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოლეკულის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფის აცეტილცისტეინის არსებობა ხელს უწყობს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირების რღვევას, რაც იწვევს ლორწოს წებოვნების შემცირებას. პრეპარატი აქტივობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის არსებობისას, აცეტილცისტეინის პროფილატიკური გამოყენებისას აღინიშნება გამწვავებების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქიტი და მუკოვისციდოზი.

ფარმაკოკინეტიკა:

მონაცემები პრეპარატ აცცს ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არის წარმოდგენილი.

ჩვენებები:

ძნელად გამოყოფადი წებოვანი ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სუნთქვის ორგანოების დაავადებები, ისეთები როგორებიცაა:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზია;
  • ბრონქული ასთმა;
  • ბრონქიოლიტი;
  • მუკოვისციდოზი;
  • ლარინგიტი;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • შუა ყურის ოტიტი.

მიღების წესები და დოზირება:

ბრონქიოლიტის, ლარინგიტის, ბრონქული ასთმის, სინუსიტების, შუა ყურის ოტიტის დროს:

მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ პრეპარატი დღეში 3-ჯერ ან 600 მგ აცც ლონგი დღეში ერთხელ.

6-14 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 20 მგ-ის მიღება დღეში 2-ჯერ (400 მგ/ დღეში).

2-5 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 100 მგ-ის მიღება დღეში 2-3-ჯერ (200-300 მგ/დღეში) შუშხუნა ტაბლეტები სახით.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებისას სტაციონარის პირობებში ექიმის კონტროლით.

ახალშობილებში, სიცოცხლის მე-10 დღიდან და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა შიგნით მიღებისათვის  – 50 მგ დღეში 2-3-ჯერ (100-150 მგ/დღეში). დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან.

მუკოვისციდოზის დროს:

ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 20 მგ-ის მიღება დღეში 3-ჯერ (60 მგ დღეში).

ახალშობილებში სიცოცხლის მე-10 დღიდან და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 50 მგ (1/2 პაკეტი, რომელიც შეიცავს 100 მგ აცეტილცისტეინს) დღეში 3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 100 მგ დღეში 4-ჯერ (400 მგ დღეში). 30 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში მუკოვისციდოზის დროს შეიძლება დღეში 800 მგ პრეპარატის მიღება.

უეცარი ხანმოკლე გაცივების დროს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.

ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებებისას თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს უფრო ხანგრძლივად ინფექციის პროფილაქტიკისათვის.

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ. სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.

შიგნით მიღებისათვის ხსნარის მოსამზადებელი გრანულები (ფორთოხის სუნით) უნდა გაიხსნას წყალში, წვენში ან ცივ ჩაიში და მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ. ცხელი სასმელის მოსამზადებელი გრანულები (1 პაკეტი) უნდა გაიხსნას მორევით 1 ჭიქა ცხელ წყალში და დაილიოს ცხლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, მომზადებული ხსნარის გაჩერება შეიძლება 3 საათის განმავლობაში.

შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნა 1/2 ჭიქა წყალში და მიღებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია ხსნარის გაჩერება 2 საათის განმავლობაში.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად  – სტომატიტი, ცალკეულ შემთხვევაში  – დიარეა, ღებინება, გულძმარვა და გულისრევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევაში  – არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში  – ფილტვებში სისხლდენის განვითარება, როგორც რეაქცია მომატებულ მგრძნობელობაზე.

ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევაში  – ბრონქოსპაზმი (უპირატესად ჰიპერაქტიური ბრონქული სისტემის მქონე პაციენტებში ბრონქული ასთმის დროს), გამონაყარი კანზე, ქავილი და ჭინჭრის გამონაყარი.

სხვა: იშვიათად  – თავის ტკივილი, ხმაური ყურებში.

უკუჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • სისხლიანი ნახველი;
  • სისხლდენა ფილტვეში;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • 6 წლამდე ასაკი (გრანულების ფორმით);
  • 14 წლამდე ასაკი (პრეპარატის ის ფორმები, რომლებიც შეიცავენ 600 მგ აცეტილცისტეინს);
  • მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ასევე ფილტვებში სისხლდენისა და სისხლის ამოხველების განვითარების მომატებული რისკისას, ბრონქული ასთმის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების, თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
  • აცც ლონგი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტთა ამ კატეგორიისათვის რეკომენდებულია შიგნით მისაღები პრეპარატის ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებშიც აცეტილცისტეინის შემცველობა უფრო დაბალია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის დროს აცეტილცისტეინი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული გამტარობის სისტემური კონტროლით.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. პრეპარატის გახსნისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს მინის ჭურჭელი, თავიდან უნდა იყოს აცილებული კონტაქტი ლითონებთან, რეზინთან, ჟანგბადთან, ადვილად დამჟავებად ნივთიერებებთან.

გრანულების 1 პაკეტის შემცველობა 200 მგ აცეტილცისტეინით შეესაბამება 0.21 ქე-ს, ხოლო 600 მგ  – 0.17 ქე-ს.

გრანულების 1 პაკეტის შემცველობა (ფორთოხლის სუნით) 100 მგ აცეტილცისტეინით შეესაბამება 0.24 ქე-ს, ხოლო 200 მგ  – 0.23 ე-ს.

1 ტაბლეტი შუშხუნა აცც 100 და აცც 200 შეესაბამება 0.006 ქე-ს.

გამოყენება პედიატრიაში: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის იმ ფორმების დანიშვნა, რომლებშიც აცეტილცისცეინი დაბალი შემცველობითაა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია დიარეა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა, გულისრევა.

მკურნალობა: სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცეტილცისტეინისა და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება განვითარდეს ლორწოს საშიში შეგუბება (კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით).

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ნიტროგლიცერინის სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტის გაძლიერება.

აღინიშნება აცეტილცისტეინის სინერგიზმი ბრონქოლიტიკებთან.

აცეტილცისტეინი ზრდის გლუტათიონის სინთეზს, რაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის მოქმედება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით მოწამვლისას.

ფარმაცევტული ურთიერთქმედება:

აცეტილცისტეინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ერითრომიცინები, ტეტრაციკლინები და ამფოტერიცინი B) და პროტეოლიზურ ფერმენტებთან. აცეტილცისტეინი ამცირებს მოცემული ანტიბიოტიკების შეწოვას, ამიტომ მათი მიღება შიგნით უნდა მოხდეს აცეტილცისტეინის მიღებიდან არაუადრეს 2 საათისა.

აცეტილცისტეინის ლითონებთან, რეზინთან, კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  3-5 წელი.

მირტაზონი 15მგ/მლ 66მლ ხსნ.დოზ

მირტაზონი

 

1. რა არის მირტაზონი და რისთვის გამოიყენება:

მირტაზონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მირტაზაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს.

 

მირტაზაპინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ზრდის ნორადრენერგულ და სეროტონინერგულ ნეიროტრანსმისიას (ნერვული იმპულსის გატარებას).  მირტაზაპინი წარმოადგენს პოსტსინაპსური  5Hთ2 და 5Hთ3 სეროტონინერგული და ცენტრალური α2-ადრენერგული (ნორადრენერგული)  რეცეპტორების მძლავრ ანტაგონისტს. მირტაზონი გამოიყენება დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ. ის ასევე ეფექტურია შემდეგი მდგომარეობების დროს და შესაძლოა მისი დანიშვნა აღნიშნული პათოლოგიების სამკურნალოდ:

• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და სოციალური შფოთვითი აშლილობა

• ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

• პანიკური აშლილობა

• პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა

• მადის დაქვეითება / მცირე წონა

• უძილობა

• გულისრევა/ღებინება

• ქავილი

• თავის ტკივილი და შაკიკი

 

მირტაზონის შეფუთვაში მოთავსებულია ყავისფერი შუშის ბოთლი, რომელიც შეიცავს 66 მლ მირტაზაპინის ორალურ ხსნარს (15მგ/მლ) და დოზირების ტუმბოს.

მირტაზონის ბოთლს აქვს ბავშვის მიერ უნებლიე გახსნისაგან დაცული, ხრახნიანი თავსახური. თავსახურის ლუქი (პლომბი) იხსნება თავსახურის საათის ისრის უკუმიმართულებით მოტრიალების შემთხვევაში. დოზირების ტუმბო მოთავსებულია დალუქულ პლასტიკურ შეფუთვაში.

 

2. რა უნდა იცოდეთ მირტაზონის გამოყენებამდე 

არ გამოიყენოთ მირტაზონი შემდეგი მდგომარეობების დროს: 

• თუ ხართ ალერგიული მირტაზონის ან მირტაზონის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მირტაზონის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

• თუ იყენებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო) ან თუ გაქვთ გამოყენებული ახლო წარსულში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში).

 

მირტაზონის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე შემდეგი მდგომარეობების დროს:

ანტიდეპრესანტებმა ბავშვებსა და 24 წლამდე ასაკის  ახალგაზრდა პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს სუიციდური აზრების და ქცევის მომატება. ამიტომ საჭიროა პაციენტის ოჯახის წევრების ან ექიმის მხრიდან პაციენტის მოულოდნელი ქცევითი ცვლილებებისადმი – მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა, სუიციდის მცდელობა – ყურადღებით დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის პირველ თვეს, ასევე დოზის მატება/შემცირების და წამლის მიღების შეწყვეტის პერიოდში.

 

მირტაზონი გამოიყენება დიდი დეპრესიული აშლილობისა და სხვა ნოზოლოგიების  სამკურნალოდ 18 წლის ზევით პაციენტებში.

თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის საჭიროა მირტაზონის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. გრძელვადიანი მკურნალობის უსაფრთხოება  ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება. 

 

სუიციდური აზრები და დეპრესიის სიმპტომების გაუარესება

თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ სუიციდის მცდელობის ან თვით-დაზიანების აზრები. რადგან ანტიდეპრესანტის ეფექტის გამოვლენისთვის ორი კვირა და ზოგჯერ მატიც არის საჭირო, ამიტომ ასეთი ფიქრების მატება აღინიშნება ანტიდეპრესანტით მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე. 

 

აღნიშნული აზრების გაძლიერება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა გარემოებებმა:

• თუ მანამდეც აღგენიშნებოდათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები.

• თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, სუიციდის რისკი მატულობს ფსიქიატრიული აშლილობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

• თუ  აღგენიშნებათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან წახვიდეთ საავადმყოფოში.

 

ასევე გამოიჩინეთ სიფრთხილე მირტაზონის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს:

• გულყრები (ეპილეფსია):  თუ გაგივითარდათ ან გაგიხშირდათ გულყრები, შეწყვიტეთ მირტაზონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

• ღვიძლის დაავადებები: თუ გაგივითარდათ სიყვითლე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

• თირკმლის დაავადებები.

• კარდიული დაავადებები ან არტერიული წნევის დაქვეითება.

• შიზოფრენია: თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიც არის პარანოიდული იდეები (ყველაფერზე გადამეტებული ეჭვები გარკვეული და სარწმუნო მტკიცებულების გარეშე) გახშირდა ან უფრო დამძიმდა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. 

• მანიაკალური დეპრესია (ენთუზიაზმის/მოზღვავებული აქტივობისა და დეპრესიული პერიოდების მონაცვლეობა): თუ თქვენ გრძნობთ მომატებულ ენთუზიაზმსა და აგზნებადობას, შეწყვიტეთ მირტაზონის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

• დიაბეტი: თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლების დოზის კორეგირება.

• შარდვის გაძნელება: ვლინდება პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში.

• კარდიული დაავადებების გარკვეული ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ გულის რითმის დარღვევა: ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა ან გარკვეული პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც შეუძლია გულის რითმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა.

• თუ თქვენ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირ-ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება (წყლულები), შეწყვიტეთ მირტაზონის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების სასწრაფოდ ჩასატარებლად. ზოგჯერ ეს სიმპტომების მიუთითებს ზოგიერთ პაციენტში ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ძალიან იშვიათად ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ.

• მირტაზონის დამოუკიდებლად ან სხვა ე.წ. სეროტონინერგულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას ძალიან იშვიათად დაფიქსირდა სეროტონინული სინდრომის განვიათარება. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაბინდვა.

• მირტაზონის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე წამლის მიღების უეცრად შეწყვეტამ შესაძლოა მოხსნის სინდრომი გამოიწვიოს, რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუხვევა, აჟიტაცია, შფოთვა, თავის ტკივილი და გულისრევა. თქვენი ექიმი მკურნალობას შეგიწყვეტთ პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების გზით.

 

თუ მსგავსი მოვლენები მკურნალობის პროცესში აღგენიშნებათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.

 

მირტაზონის გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად:

ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული მირტაზონთან ერთად.

მირტაზონის გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

 

ორსულობა:

მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ,  გაიაროთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

 

თუ თქვენ იყენებთ მირტაზონს და გადაწყვიტეთ დაორსულება, ჰკითხეთ თქვენს ექიმს მედიკამენტის მიღების გაგრძელების თაობაზე. 

ორსულობის კატეგორია: C

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

ლაქტაცია:

მირტაზაპინი გამოიყოფა მეძუძური დედის რძეში, თუმცა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე მეძუძურ დედებში მირტაზაპინის დანიშვნისას  პოტენციური რისკისა და სარგებლის შეფასების კუთხით.

 

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

მირტაზონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს კონცენტრაციაზე ან ყურადღებაზე. პაციენტები უნდა მოერიდონ პოტენციურად საფრთხის შემცველი მოქმედებების შესრულებას, რომელიც მოითხოს ყურადღების მნიშვნელოვან კონცენტრაციას, როგორიც არის ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. თუ მკურნალმა ექიმმა მირტაზონი გამოუწერა 18 წლამდე ასაკის პაციენტს, 

ავტოსაგზაო ტრანსპორტის (მაგ.: ველოსიპედი) მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მირტაზონი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას მის ყურადღებაზე და კონცენტრაციაზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მირტაზონის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მირტაზონი შეიცავს თხევად მალტიტოლს. თუ თქვენ გაფრთხილებული იყავით თქვენი ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

 

პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ ყოველ 15 მლ-ში); ნატრიუმის შემცველობის გამო გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.

 

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს (ან აპირებთ მათ მიღებას).

 

არ გამოიყენოთ მირტაზონი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

• მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები); მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში არ გამოიყენოთ მირტაზონი. მირტაზონით მკურნალობის შეწყვეტიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ გამოიყენოთ მაო-ს ინჰიბიტორები. მაო-ს ინჰიბიტორებია: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).

 

სიფრთხილით გამოიყენეთ მირტაზონი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

• ანტიდეპრესანტები – სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (შშღI), ვენლაფაქსინი

• ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალო საშუალებები)

• ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი)

• ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)

• ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობების დროს)

• მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეთჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

• მცენარე კრაზანას ნაყენი  (ჰყპერიცუმ პერფორატუმ) ან მისი ექსტრაქტის შემცველი მედიკამენტები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება) 

ო ძალიან იშვიათად, მირტაზონთან ერთად ამ პრეპარატების გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთოვანი კრამპები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაბინდვა. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ამ სიმპტომთაგან რამდენიმე მაინც, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• მირტაზონის გამოყენებისას შფოთვის და უძილობის სამკურნალო მედიკამენტებთან, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები, შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატთან, როგორიც არის ოლანზაპინი, ალერგიის სამკურნალო პრეპარატთან, როგორიც არის ცეტირიზინი, ძლიერ ანალგეტიკთან, როგორიც არის მორფინი, შესაძლოა გამოიწვიოს სედაციის (ძილიანობის) გაზრდა.

• ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი) ანტიფუნგურ პრეპარატებთან (კეტოკონაზოლი),  აივ/შიდსის და კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატებთან (ციმეტიდინი) ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა სისხლში მოიმატოს მირტაზონის დონემ. თუ აღნიშნულ პრეპარატებს მირტაზონთან ერთად იყენებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ მირტაზონის დოზის შემცირება მისი ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ხოლო ერთობლივი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა  კვლავ მოგიწიოთ მირტაზონის დოზის გაზრდა. 

• ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებების (კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატის (რიფამპიცინი) მირტაზონთან ერთად გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს სისხლში მირტაზონის დონის შემცირება. თუ აღნიშნულ პრეპარატებს იყენებთ მირტაზონთან ერთად, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა მირტაზონის დოზის გაზრდა დაგჭირდეთ ამ პრეპარატებთან ერთად მირტაზონის გამოყენებისას, ხოლო ერთობლივი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა  კვლავ მოგიწიოთ მირტაზონის დოზის შემცირება.

• ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი: მირტაზონმა შესაძლოა ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაზრდა გამოიწვიოს; აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ამ პრეპარატებს. როდესაც ვარფარინი და მირტაზონი გამოიყენება ერთდროულად, საჭიროა თქვენმა ექიმმა აწარმოოს სისხლის შედედების ანალიზების მონიტორინგი.

• პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გულის რითმზე გავლენის მოხდენა (მაგ.: გარკვეული ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება).

 

თუ თქვენ იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, ან ისინი გამოყენებული გაქვთ უახლოეს წარსულში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

3. როგორ გამოიყენება მირტაზონი 

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

 

ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად. 

 

ჩვეულებრივ, მკურნალობის საწყისი დოზაა 15 მგ. შესაძლოა თქვენმა ექიმმა გირჩიოთ წამლის დოზის გაზრდა რამდენიმე დღეში თქვენთვის ეფექტური დოზის განსაზღვრის მიზნით. მირტაზონის დღიური დოზა მერყეობს 15-45 მგ ფარგლებში. 

 

ჩვეულებრივ, მირტაზონი თავისი ეფექტის გამოვლენას მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში ახდენს. თქვენ თავი უკეთ უნდა იგრძნოთ მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. აცნობეთ ექიმს მირტაზონის ეფექტის შესახებ მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენ თავს უკეთ არ გრძნობთ, ექიმმა შესაძლოა პრეპარატის უფრო მაღალი დოზა გამოგიწეროთ; ახალი დოზის მიღების დაწყებიდან, კვლავ აცნობეთ ექიმს პრეპარატის ეფექტურობის შესახებ 2-4 კვირის განმავლობაში.

ზოგადად, მირტაზონის გამოყენება დაგჭირდებათ 4-6 თვის მანძილზე, დეპრესიის სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

 

მიღების გზა და მეთოდი:

ყოველდღიურად მიიღეთ მირტაზონი ერთსა და იმავე დროს. მიზანშეწონილია მირტაზონის ერთჯერადად მიღება ძილის წინ. თუ თქვენი ექიმი მირტაზონის დოზის გაყოფას ჩათვლის საჭიროდ – ნაწილი დილით და ნაწილი საღამოს, ძილის წინ; უდიდესი დოზა უნდა მიიღოთ საღამოს, ძილის წინ. 

ორალური ხსნარი გამოიყენეთ ორალური მიღების გზით. თქვენთვის გამოწერილი წამლის დოზა შეურიეთ ერთ ჭიქა წყალს. მირტაზონს მოჰყვება სპეციალური დოზირების ტუმბო წამლის ზუსტი დოზირებისთვის.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

 

პედიატრიაში გამოყენება: 

ზოგადად, მირტაზონის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.  თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის საჭიროა მირტაზონის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. გრძელვადიანი მკურნალობის უსაფრთხოება  ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება.

 

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: 

რეკომენდებული დოზა მოზრდილთა დოზის იდენტურია. დოზის მატება ხანდაზმულ პაციენტებში უნდა მოხდეს სპეციალური დაკვირვების ქვეშ, რათა მივიღოთ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო პასუხი.

 

სპეციალური მდგომარეობები:

მირტაზონის კლირენსი (ორგანიზმიდან ელიმინაცია) შესაძლოა შემცირდეს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. 

 

მირტაზონის გამოყენებისთვის მომზადების წესი: წამლის გამოყენებამდე დოზირების ტუმბო მოათავსეთ ბოთლში.

1. ხრახნიანი თავსახურის მოხსნა ბოთლიდან.

დააწექით თავსახურს და მოხსენით ლუქი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალების შედეგად. ეს პროცესი წარმოდგენილია ბოთლის თავსახურზე სიმბოლური ინსტრუქციის სახით.

2. დოზირების ტუმბოს ბოთლში მოთავსება.

ამოიღეთ ტუმბო თავისი შეფუთვიდან. მოათავსეთ პლასტიკური მილი ბოთლში და მოათავსეთ ტუმბო ბოთლზე. დააჭირეთ ტუმბო ბოთლს და დაატრიალეთ მანამდე, სანამ ის მჭიდროდ არ მოერგება ბოთლს. დარწმუნდით, რომ ტუმბო ზუსტად მოერგო ბოთლს.

3. ტუმბოს თავსახურის გახსნა (გაღება)

ტუმბოს თავსახურს აქვს ორი პოზიცია – დაკეტილი და ღია. როდესაც ტუმბოს თავსახური დაკეტილ მდგომარეობაშია, მისგან სითხე არ გადმოვა. ტუმბოს თავსახურის გაღებისთვის, დააწექით მას და მოატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სადამდეც შესაძლებელია (მეოთხედი ბრუნი).

4. დოზირების ტუმბოს  კალიბრაცია

როდესაც ტუმბო პირველად ერგება ბოთლს, აუცილებელია ტუმბოს კალიბრაცია, რომ შემდგომში წამლის ზუსტი დოზები მივიღოთ. 

• მოათავსეთ ბოთლი ბრტყელ ზედაპირზე.

• მოათავსეთ ჭიქა ან ფინჯანი ტუმბოს თავსახურის ქვეშ (იხილეთ სურათი).

• დააწექით ტუმბოს თავსახურს ბოლომდე სამჯერ.

• გადაღვარეთ სითხე, რომელიც ტუმბოდან გადმოვიდა.

დოზირების ტუმბო უკვე მზად არის გამოყენებისთვის.

 

მირტაზონის დოზის განსაზღვრა:

დოზირების ტუმბო გამოიყენება მირტაზონის ზუსტი დოზის განსასაზღვრად

1. მოათავსეთ ბოთლი ბრტყელ ზედაპირზე.

2. ჭიქაში ან ფინჯანში ჩაასხით გარკვეული რაოდენობის წყალი და მოათავსეთ ტუმბოს თავსახურის ქვეშ.

3. თავსახურზე ყოველი დაჭერის დროს, ტუმბოდან 15 მგ. მირტაზონი გადმოდის.

წამლის მისაღებად დააწექით ტუმბოს ბოლომდე. დააწექით სტაბილური და თანაბარი ( და არა ძალიან ნელი).მოძრაობით.

4. თქვენ შესაძლოა ტუმბოს თავსახურზე ერთზე მეტჯერ მოგიხდეთ დაჭერა, თუ თქვენმა ექიმმა 15მგ-ზე მეტი დოზა გამოგიწერათ. (იხ. სურათი)

5. მთელი სითხე დალიეთ ერთ მიღებაზე.

 

დოზირება

15მგ – დააწექქით ერთხელ

30მგ – დააწექით ორჯერ

45მგ – დააწექით სამჯერ

 

თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ მირტაზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ გამოიყენეთ მირტაზონი თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი: თუ თქვენ მიიღეთ მირტაზონის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

მირტაზონის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია (სხვა პრეპარატების ან ალკოჰოლის მიღების გარეშე) თავბრუხვევა, დეზორიენტაცია (დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვა), გულისცემის გახშირება ან/და არითმია.

 

თუ დაგავიწყდათ მირტაზონის მიღება:

არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

 

თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს დღეში ერთხელ

• თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, გამოტოვეთ და გააგრძელეთ მიღება მომდევნო დღიდან ჩვეულ დროს. 

 

თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს დღეში ორჯერ

• თუ გამოგრჩათ დილის დოზის მიღება, მიიღეთ ის საღამოს დოზასთან ერთად.

• თუ გამოგრჩათ საღამოს დოზის მიღება; არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა დილის დოზასთან ერთად, გამოტოვეთ და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღიდან ჩვეულ რეჟიმში – დილის და საღამოს დოზების მიღებით. 

• თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, ნუ შეეცდებით გამოტოვებული დოზების ბალანსირებას. გამოტოვეთ დოზები და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღიდან ჩვეულ რეჟიმში – დილის და საღამოს დოზების მიღებით.

 

მირტაზონით მკურნალობის შეწყვეტის მოსალოდნელი ეფექტები:

→ მკურნალობა შეწყვიტეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

თუ მკურნალობას შეწყვეტავთ დროზე ადრე, შესაძლოა დეპრესიის სიმპტომები გაგიმეორდეთ. თუ თავს კარგად გრძნობთ, პირველ რიგში დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყვიტოთ მკურნალობა.

 

არ შეწყვიტოთ მირტაზონის გამოყენება უეცრად, მიუხედავად დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებისა; თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუხვევა, ნევროზულობა ან შფოთვა და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები არ გამოგივლინდებათ მკურნალობის თანდათანობითი და საფეხურებრივი შეწყვეტის შემთხვევაში. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ უნდა შეამციროთ საფეხურებრივად წამლის დოზირება.

 

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა არის მირტაზონის შესაძლო გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი წამლის მსგავსად, მირტაზონის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლოა  წამლისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა არა ყველა პაციენტში.

 

ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან სულ მცირე ერთ პაციენტში):

• მადის გაძლიერება და წონაში მატება

• მოთენთილობა და ძილიანობა

• თავის ტკივილი

• პირის სიმშრალე

 

ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

• გამოფიტვა

• თავბრუხვევა

• ტრემორ ან უნებლიე კანკალი

• გულისრევა

• დიარეა

• ღებინება

• ყაბზობა

• ურტიკარია ან გამონაყარი კანზე (ეგზანთემა)

• სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)

• გაბრუება ან გონების დაკარგვა უეცარი წამოდგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)

• შეშუპება სითხის შეკავების გამო (ძირითადად ტერფის და კოჭის არეში)

• დაღლილობა

• მკაფიოდ გამოხატული სიზმრები

• დეზორიენტაცია

• ნევროზულობა

• ძილის პრობლემები

 

არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

• მომატებული ენთუზიაზმისა და აგზნებადობის შეგრძნება (მანია)

• არანორმალური შეგრძნებები კანზე: წვა, ნემსის ჩხვლეტა, ღიტინი (პარესთეზია)

• მოუსვენარი ფეხების სინდრომი

• სინკოპე

• პირის ღრუს დაბუჟება (ორალური ჰიპოესთეზია)

• დაბალი არტერიული წნევა

• ღამის კოშმარები

• მოუსვენრობის შეგრძნება

• ჰალუცინაციები 

• მოძრაობის სურვილი

 

იშვიათი (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)

• თვალებისა და კანის გაყვითლება; ეს შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს (სიყვითლე)

• კუნთების სპაზმი და შეკუმშვები (მიოკლონუსი)

• აგრესია

• ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

• მუცლის ტკივილი ან გულისრევა; ეს შესაძლოა მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი).

 

ძალზე იშვიათი  (გამოვლინდა 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)

• იშვიათ შემთხვევებში მირტაზონმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები (ძვლის ტვინის სუპრესია). 

• ეპილეფსიის შეტევები (გულყრა, ტრავმები)

• რეფრაქტერული ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა (უკონტროლო), კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება, გონების დაბინდვა და გაძლიერებილი ნერწყვდენა; ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს სეროტონინული სინდრომის სიმპტომები.

• ფიქრები სუიციდის ან თვითდაზიანების შესახებ

• მძიმე რეაქციები კანის მხრივ (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

• არანორმალური შეგრძნებები პირის ღრუში (ორალური პარესთეზია)

• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება (პირ-ხახის შეშუპება)

• შეშუპებები სხეულზე (გენერალიზებული შეშუპება)

• ლოკალური შეშუპებები

• სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია)

• არტერიული წნევის მარეგულირებელი ჰორმონების შემცირება 

• ძილში სიარული

• მეტყველების დარღვევა (დიზართრია)

 

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში – ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში: წონაში აშკარა მატება, ურტიკარია და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. როგორ ინახება მირტაზონი 

შეინახეთ მირტაზონი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი ინახება ოთახის, 25°C -ზე დაბალ, ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 36 თვე

პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მირტაზონი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ მირტაზონი, თუ შენიშნავთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე ან შეფუთვაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი II – გაიცემა ექიმის დანიშნულებით. 

აცეფლექსი-TH 100მგ+4მგ#10ტ

აცეფლექსიTH

ACEFLEX-TH

 სავაჭროდასახელება

აცეფლექსი-TH

სამკურნალოფორმა

100მგ + 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აცეკლოფენაკს I.P.-100 მგ-ს; თიოკოლხიკოზიდს I.P. – 4 მგ -ს.

აქტიურინივთიერებაა:  comb. drug ( Aceclofenac Thiocolchicoside)

დამხმარე ნივთიერებები:  სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოდინამიკა

თიოკოლხიკოზიდი, ნახევრადსინთეზური მიორელაქსანტია, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან -კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინო-ერბომჟავასა (გაემ) და გლიცინურირეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას.

ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხასიათის სპაზმის დროს. მას არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღთა სისტემებზე.

აცეკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ პრეპარატს (ასაპ), რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებები. აცეკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაზე. აცეკლოფენაკი წარმოადგენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის  მძლავრ ინჰიბიტორს, რომელიც ჩართულია პროსტაგლანდინების

სინთეზში.

ჩვენებები:

კუნთოვანი და ნერვკუნთოვანი სპაზმით გამოწვეული

ტკივილის დროს:

ოსტეოპოროზი, რევმატოიდული ართრიტი და

მანკილოზებელი სპონდილოზები (ტკივილის და

ანთებითი პროცესების მოსახსნელად); 

 

სპასტიური ხასიათის ტკივილის სამართავად შემდეგი

მდგომარეობებისას:

– ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (დორსალგია,

ლუმბალგია);

– კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებები

და ნევროლოგიური დაავადებები;

-სპორტული ტრავმები;

– სახსრებზე წარმოებული ოპერაციების შემდგომი

რეაბილიტაცია.

დოზირებადამიღებისწესი

ერთიტაბლეტი 2-ჯერდღეში 5-7 დღისგანმავლობაში.

მიღებისწესი:პერორალურად, ჭიქაწყალთანერთად. ტაბლეტიმიიღებამთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისირაოდენობისსითხესთანერთად.

უკუჩვენებები

16 წლამდეასაკისბავშვები; მომატებულიმგრძნობელობათიოკოლხიკოზიდის, აცეკლოფენაკისანპრეპარატისსხვარომელიმეკომპონენტისმიმართ. მომატებულიმგრძნობელობამსგავსიმოქმედებისმქონესაშუალებებისმიმართ (მაგ.: ასპირინიანსხვაარასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოპრეპარატები), ბრონქულიასთმისშეტევები, ბრონქოსპაზმი, მწვავერინიტიანჭინჭრისციება. მძიმე  ხარისხის  გულის  უკმარისობა, ღვიძლის  ან  თირკმლის  ფუნქციის  დარღვევა, ორსულობისბოლოტრიმესტრი.

შეფუთვა

10 ტაბლეტიბლისტერში. 1 ბლისტერიმუყაოსკოლოფში.

შენახვისპირობები

ინახებამშრალდასინათლისგანდაცულადგილას, არაუმეტეს 25 °Cტემპერატურაზე .

ინახებაბავშვებისათვისმიუწვდომელადგილას.

ვარგისობისვადა

2 წელი.

შეფუთვაზეაღნიშნულივადისგასვლისშემდეგპრეპარატისგამოყენებადაუშვებელია.

გაცემისწესი

II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ZEE LABORATORIES LIMITED

47 ინდასტრიალარეა,

პაონტასაჰიბი-173025 (ინდოეთი)

www.zeelaboratories.com

ევალეპი 500მგ #50ტ

ევალეპი 

 

შემადგენლობა:

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:  ლევეტირაცეტამი  250მგ, 500მგ ან 1000მგ

დამხმარე ნივთიერებებს:

250მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის  სტეარატი, Opadry II 85F30673 ცისფერი  (ტალკი, FD&C Blue # 2 Aluminium Lake, რკინის ოქსიდი შავი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი,  პოლივინილის სპირტი);

500მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II 85F38036 ყვითელი (ტალკი, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი);

1000მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II85F18422 თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350,  ტალკი)

აღწერა

250მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, ცისფერი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „250მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

500მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, ყვითლი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „500მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

1000მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები,  ერთი მხრიდან გრავირებით  „1000მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიეპილეფსიური საშუალება

ATC CodeN03AX14

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევეტირაცეტამი – ეპილეფსიის  საწინააღმდეგო პრეპარატი, პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი). იგი ქიმიური სტრუქტურით  განსხვავდება სხვა ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებისგან.

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი  ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ ის განსხვავდება ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებისგან მოქმედების მექანიზმით.   in vitro   და  in vivo  კვლევებმა აჩვენეს, რომ ლევეტირაცეტამი ზემოქმედებას არ ახდენს უჯრედების ძირითად თვისებებზე  და ნორმალურ  ნერვულ გამტარობაზე .

In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს ინტრანეირონულ Ca2+-ის კონცენტრაციაზე N ტიპის Ca2+-ის არხების ნაწილობრივი ბლოკირებითა და ინტრანეირონული დეპოებიდან Ca2+ გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი  ნაწილობრივ  აღადგენს ნაკადებს  GABA- და გლიცინ-დამოკიდებულ არხებში, რომლებიც მცირდება ცინკის და β-კარბოლინების მოქმედებით.

ფარმაკოდინამიკა

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დამტკიცებულია  როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ (ეპილეპტიფორმული გამოვლინებები/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია)

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლევეტირაცეტამი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით  100%-ს  შეადგენს.  მაქსიმალური  კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 სთ-ის შემდეგ. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა ორჯერადი დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ. ლევეტირაცეტამის ერთჯერადად 1000მგ დოზის მიღების შემდეგ და განმეორებით 1000მგ დოზის დღეში ორჯერ მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებული არ არის დოზასა და საკვების მიღებაზე

განაწილება

ლევეტირაცეტამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა დაახლოებით 0.5-0.7 ლ/კგ-ია.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანის ორგანიზმში ლევეტირაცეტამი ინტენსიურ მეტაბოლიზმს არ განიცდის.  მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტაციული ჰიდროლიზი. პირველადი  ფარმაკოლოგიური, არააქტიური მეტაბოლიტის  წარმოქმნა (ucbL057) ღვიძლში,  ციტოქრომ P450 იზოფერმენტების ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

გამოყოფა

ზრდასრულებში -პლაზმიდან  ნახევრად გამოყოფის პერიოდი  7±1 სთ-ია,   მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი მიღება. საშუალო კლირენსი შეადგენს 0,96მლ/წთ/კგ. მიღებული დოზის 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის 0,3% გამოიყოფა ფეკალური მასებით. ლევეტირაცეტემის და  მისი პირველადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი პირველი 48 სთ-ის განმავლობაში შესაბამისად შეადგენს მიღებული დოზის  66% და 24%-ს.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი  მეტაბოლიტის  კლირენსი კრეატინინის კლირენსს უკავშირდება, ამიტომ საშუალო და მწვავე  თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის კორექცია, კრეატინინის კლირენსის მიხედვით.  თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში, ანურიულ მოზრდილ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის პერიოდი დიალიზებს შორის შეადგენს  25სთ-ს  და  3,1სთ -ს დიალიზის დროს. დიალიზის  4 სთ-იანი სეანსის დროს ლევეტირაცეტამის კლირენსი შედგენს 51%. პაციენტებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ლევეტირაცეტამის  კლირენსის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ. ღვიძლის მწვავე უკმარისობისას თანმხლები თირკმლის უკმარისობით, ლევეტირაცეტამის კლირენსი  50% -ზე მეტად მცირდება.

პედიატრიული პაციენტები (4-12 წელი)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (6-12 წელი) ერთჯერადი დოზის (20მგ/კგ) მიღების შემდეგ  ლევეტირაცეტამის  ნახევრად გამოყოფის პერიოდი შედგენს 6 საათს. ამ ბავშვებში საერთო კლირენსი 30%-ით მაღალია, ვიდრე  მოზრდილებში და დამოკიდებულია სხეულის მასაზე.  ბავშვებში (4-12წელი) ლევეტირაცეტამის განმეორებით მიღების შემდეგ, დოზით  20-60 მგ/კგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში  მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1 სთ-ს შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 5სთ-ს შეადგენს, ხილული  კლირენსი 1 მლ/წთ/კგ.

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის  პერიოდი იზრდება  40%-ით (10-11 სთ), რაც გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.

გამოყენების ჩვენებები

გამოყენება მონოთერაპიის სახით: მოზდილებში, ბავშვებში და მოზარდებში  პარციალური გულყრების მკურნალობისთვის მეორადი გენერალიზაციით ან  მის გარეშე,  ახლად  დიაგნოსტირებული ეპილეფსიის დროს.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებებისას:

-მიოკლონური კრუნჩხვები – იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.  

-პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები-იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა  ლევეტირაცეტამის, პიროლიდინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის  მიღების შეწყვეტა: პრეპარატ  ევალეპ™-ით  მკურნალობის შეწყვეტის  აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის  თანდათანობითი შემცირება (მაგალითად, მოზრდილებში დოზის შემცირება 500მგ-ით 2-ჯერ დღეში  2-4 კვირის განმავლობაში, ბავშვებში  და მოზარდებში  50კგ-ზე  ნაკლები სხეულის მასით, დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ზე  2-ჯერ დღეში  2 კვირის განმავლობაში).

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შესაძლოა  დასჭირდეთ დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, დოზირების  რეჟიმის არჩევისას, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.

სუიციდი :  პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას ანტიეპილეფსიური პრეპარატებით (მათ შორის ლევეტირაცეტამით) აღენიშნებოდათ სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები.  ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევების შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრების და ქცევების წარმოქმნის რისკის უმნიშვნელო ზრდა. 

დეპრესიისა და/ან სუიციდალური განზრახვების შესაძლო გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კონტროლის ქვეშ და განხორციელდეს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტები და მათი ახლობლები უნდა იქნან გაფრთხილებული, რომ დეპრესიის  და /ან სუიციდური განზრახვის  ნებისმიერი  გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართონ მკურნალ ექიმს.

პედიატრიული პაციენტები : პრეპარატი ევალეპი™ არ არის გათვალისწინებული 4 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად. არსებული მონაცემებით პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას მათ  განვითარებაზე და სქესობრივ მომწიფებაზე, მაგრამ მკურნალობის  ცალკეული შედეგების ზემოქმედება  ბავშვების სწავლის უნარზე, მათ გონებრივ განვითარებაზე, ზრდაზე,  ენდოკრინულ ჯირკვლებზე, სქესობრივ განვითარებასა და ფერტილობაზე უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან  ურთიერთქმედება

ანტიეპილეფსიური პრეპარატები

ზრდასრული პაციენტების კლინიკური კვლევების  წინამარკეტინგულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ  ლევეტირაცეტამი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი,  ვალპროის მჟავა,  ფენობარბიტალი,  ლამოტრიჯინი,  გაბაპენტინი და პრიმიდონი) ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ.

პრობენეციდი

ტუბულარული სეკრეციის ბლოკატორი, პრობენეციდი (500მგ 4ჯერ დღეში) აინჰიბირებს ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტის  თირკმლის კლირენსს.  ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია დაბალია. სხვა პრეპარატებმა აქტიური ტუბულარული  სეკრეციით შეუძლიათ ასევე  შეამცირონ მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი. ლევეტირაცეტამის გავლენა პრობენეციდზე და აქტიური სეკრეციის  სხვა პრეპარატებზე (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სულფანილამიდები და მეტოტრექსატი) უცნობია.

პერორალურ კონტრაცეპტივებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 1000მგ არ ცვლის პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ მაჩვენებლებს (მალუთეინიზირებელი ჰორმონის და პროჟესტერონის დონეები). ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 2000მგ არ ცვლის დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას; პროთრომბინის დროის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. დიგოქსინი, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ვარფარინი, თავის მხრივ, არ მოქმედებენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ანტაციდები

მონაცემები ანტაციდების ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

საფაღარათო საშუალებები

ოსმოსური საფაღარათო  საშუალება – მაკროგოლთან ერთად  მიღების დროს,  ცალკეულ  შემთხვევაში ლევეტირაცეტამის ეფექტი მცირდება. ამიტომ ლევეტირაცეტამის მიღებიდან 1 სთ-ით ადრე ან გვიან არ უნდა იქნას მიღებული მაკროგოლი.

საკვები და ალკოჰოლი

საკვების მიღება  ზეგავლენას არ ახდენს  ლევეტირაცეტამის სრულ  შეწოვაზე, მაგრამ ამ დროს რამდენადმე მცირდება შეწოვის სიჩქარე. არ არის ცნობები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის დროს  პრეპარატ  ევალეპ™-ის  გამოყენება  რეკომენდებულია  მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლევეტირაცეტამით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის  შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ლევეტირაცეტამის გამოყენების დროს, საჭიროა შეფასდეს შეფარდება მკურნალობის  რისკი/სარგებელი ძუძუთი კვების მნიშვნელობასთან  შედარებით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატ ევალეპ™-ის  ავტოტრანსპორტის  და მექანიზმების  მართვის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის მიმართ განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გვერდითი ეფექტი განუვითარდეს ცნს-ის მხრივ (როგორიცაა ძილიანობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ამის გამო საჭიროა ტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების სიფრთხილით მართვა.

მიღების წესი და დოზირება:

ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. სადღეღამისო  დოზის მიღება ხდება ორ ტოლ ნაწილად.

მონოთერაპია

ზრდასრულები და მოზარდები 16 წლის ზევით

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 250მგ 2 ჯერ დღეში; 2 კვირის შემდეგ დოზას ზრდიან საწყის თერაპიულ დოზამდე 500მგ 2 ჯერ დღეში. კლინიკურ ეფექტურობაზე დაყრდნობით დოზის გაზრდა შეიძლება 250მგ-ით დღეში 2-ჯერ  ყოველ 2 კვირაში; მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 1500მგ დღეში ორჯერ.

კომპლექსური თერაპია

ზრდასრულები (18 წლის და ზემოთ) და მოზარდები (12 -17 წლის), რომელთა სხეულის წონა 50კგ და მეტია

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს  500მგ 2-ჯერ დღეში; ეს დოზა უნდა იქნას მიღებული მკურნალობის პირველი დღიდან. პრეპარატის კლინიკური ეფექტურობისა და გადატანის უნარის მიხედვით  დოზა შეიძლება გაზრდოს 1500მგ -მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) 500მგ-ით 2 ჯერ დღეში შეიძლება განხორციელდეს ყოველ 2-4 კვირაში.

4-11  წლის ბავშვები და მოზარდები (12-17 წლის)  50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

4 წლის ასაკის ბავშვებს ლევეტირაცეტამი ენიშნებათ ხსნარის ფორმით შიგნით მისაღებად.

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტურობაზე და გადატანაზე დაყრდნობით დოზა შეიძლება გაიზარდოს 30მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) არ უნდა აჭარბებდეს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში ყოველი 2 კვირის განმავლობაში. საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. 50კგ და მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში დოზები ისეთივეა, როგორც ზრდასრულებისთვის. ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატი  შესაფერის ფორმით და დოზით, პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.

რეკომენდებული დოზები ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

სხეულის წონა(კგ)

საწყისი დოზა

10მგ/კგ 2-ჯერ დღეში

მაქსიმალური დოზა

30მგ/კგ 2-ჯერ დღეში

15კგ (1)

150მგ დღეში 2-ჯერ

450მგ 2-ჯერ დღეში

20კგ(1)

200მგ დღეში 2-ჯერ

600მგ 2-ჯერ დღეში

25კგ

250მგ დღეში 2-ჯერ

750მგ 2-ჯერ დღეში

50კგ და ზემოთ (2)

500მგ დღეში 2-ჯერ

1500მგ 2-ჯერ დღეში

(1) ბავშვებისთვის წონით 25კგ და ნაკლები რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ლევეტირაცეტამის  შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით.

 (2) დოზები ბავშვებისთვის წონით 50კგ და მეტი იგივეა, როგორც ზრდასრულებისთვის.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

დღიური დოზის კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების მიხედვით. ზრდასრულ პაციენტებში დოზის კორექცია ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით. აღნიშნული ცხრილის გამოყენებამდე  საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა (კკ მლ/წთ).  50კგ  და მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულების  და მოზარდების კრეატინინის კლირენსი (კკ მლ/წთ) გამოითვლება  შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით

კკ(მლ/წთ)=[140-ასაკი(წლები)]×სხეულის წონა(კგ)/72× შრატის კრეატინინი(მგ/დლ)

(ქალებისთვის: მიღებული მნიშვნელობა×0,85)

საბოლოოდ  კკ ზუსტდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით  შემდეგი ფორმულის საშუალებით: კკ(მლ/წთ/1,73მ2)=კკ(მლ/წთ)/სხეულის ზედაპირის  ფართობი(მ2) ×1,73

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულებისთვის  და მოზარდებისთვის

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე

ნორმალური

>80

500-1500მგ 2-ჯერ დღეში

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

500-1000მგ 2-ჯერ დღეში

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

250-750მგ 2-ჯერ დღეში

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

250-500მგ 2-ჯერ დღეში

 თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

 

500-1000მგ 1-ჯერ დღეში (2)

(1) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის მიღება დოზით 750მგ

(2)  დიალიზის შემდგომ რეკომენდებულია დამატებით  იქნას მიღებული – 250-500მგ.

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის  ლევეტირაცეტამის  დოზის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით, მოზრდილებისთვის მიცემული რეკომენდაციების გამოყენებით. 

ბავშვებსა და მოზარდებში კრეატინინის კლირენსი კკ (მლ/წთ/1,73 მ2)  შესაძლებელია გამოითვალოს შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით (შვარცის ფორმულა) კკ (მლ/წთ/1,73 მ2) = სიმაღლე (სმ) × კშ/შრატის კრეატინინი (მგ/დლ).

კშ=0.55  13 წლამდე ბავშვებში და მოზარდ გოგონებში

კშ=0.7  მოზარდ ბიჭებში

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში  და მოზარდებში

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე ბავშვებში 4 წლის ზემოთ და მოზარდებში 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

ნორმალური

>80

10-30 მგ/კგ(0,10-0,30 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

5-15 მგ/კგ(0,05-0,15 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

 

5-10 მგ/კგ(0,05-0,10 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

 

თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

 

 

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ)  1 -ჯერ დღეში(2) (3)

 

 

(1) პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა და ასევე  250მგ -ზე ნაკლები დოზირების დროს  გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარი.

(2) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია  ლევეტირაცეტამის  მიღება დოზით 15მგ/კგ (0,15მლ/კგ)

(3)  დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზის 5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ)-ს მიღება. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებისთვის  რომელთაც კკ 60მლ/წთ/1,73მ2  ნაკლები აქვთ, რეკომენდებულია დღე-ღამური  დოზა შეუმცირდეთ 50%-ით.

პედიატრიული ჯგუფი

4 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება; მათთვის განკუთვნილია ლევეტირაცეტამი შიგნით მისაღები ხსნარის სახით. 25კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში, პაციენტებში გაძნელებული ყლაპვის პრობლემით, ასევე 250მგ-ზე ნაკლები დოზირების დროს,  არსებული ტაბლეტირებული ფორმები არ გამოიყენება.  მსგავს შემთხვევებში ლევეტირაცეტამი გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით. მონოთერაპია ლევეტირაცეტამით  არ გამოიყენება ბავშვებში  16 წლის ქვევით .

გერიატრიული ჯგუფი

თირკმლის ფუნქციის შესაძლო  დარღვევის გამო ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წლის და ზემოთ) რეკომენდებულია დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, გადაღლა, თავბრუსხვევა.

უსაფრთხოების პროფილი სხვადასხვა ასაკოვან ჯგუფში (ზრდასრულები და პედიატრიული პაციენტები) მსგავსია.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის  სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან  

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირად: ნაზოფარინგიტი

იშვიათად: ინფექციები

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათად: ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ეოზინოფილიასთან დაკავშირებული წამლისმიერი რეაქცია, სისტემური სიმპტომები (DRESS).

ნივთიერებათა ცვლის  და კვების მხრივ

ხშირად: ანორექსია

არცთუ ხშირად: სხეულის მასის შემცირება/ზრდა;

იშვიათად: ჰიპონატრიემია

ფსიქიკის მხრივ

ხშირად: დეპრესია, მტრობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნევროზულობა/გაღიზიანებადობა;

არცთუ ხშირად: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქიკური აშლილობა, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა, პანიკური შეტევები, ემოციური ლაბილობა/ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა

იშვიათად: სუიციდი, დეპერსონალიზაცია, აზროვნების დარღვევა

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: უძილობა, თავის ტკივილი;

ხშირად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტრემორი, ლეთარგია;

არცთუ ხშირად: ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

იშვიათად: ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია

მხედველობის ორგანოს მხრივ

არცთუ ხშირად: დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა

სმენის ორგანოს  და ლაბირინთული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხშირად:  ხველა

საჭმლის  მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: ეპიგასტრული ტკივილები, დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა

იშვიათად: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად:  ღვიძლის ფერმენტების ცვლილება

იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა  ქსოვილების მხრივ

ხშირად: გამონაყარი;

არცთუ ხშირად: ალოპეცია, ეგზემა, ქავილი

იშვიათად: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა

ძვალ -კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არცთუ ხშირად: კუნთოვანი სისუსტე, მიალგია

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ხშირად: ასთენია/სისუსტე

დაზიანება, ინტოქსიკაცია და პროცედურული გართულებები

ხშირად: სხეულის დაზიანება

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის  აღწერა

ლევეტირაცეტამის ტოპირამატთან ერთდროული  მიღების დროს იზრდება ანორექსიის რისკი.

ცალკეულ  შემთხვევებში ლევეტირაცეტამის მოხსნის შემდეგ ალოპეცია წყდება. პანციტოპენიის  ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზირებული იყო ძვლის ტვინის სუპრესია.

ცნობები საეჭვო  გვერდითი  მოვლენების  შესახებ

სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების დროს შეიმჩნეოდა ძილიანობა, შფოთვა, აზროვნების შეზღუდვა, სუნთქვის უკმარისობა, კომა.

მკურნალობა:  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ლევეტირაცეტამის გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევით და კუჭის ამორეცხვით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.  ტარდება სიმპტომური მკურნალობა და ჰემოდიალიზი.  ლევეტირაცეტამის დიალიზის ეფექტი შეადგენს 60% , მისი პირველადი მეტაბოლიტის-74%.

გამოშვების ფორმა

ევალეპი™ 250მგ, 500მგ ან 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერზე. 5 ბლისტერი (50 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) კომპლექტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ორიგინალურ შეფუთვაში,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება  ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მელიტორი 25მგ #28ტ

102.70 ლარი
96.54 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სერვიე საფრანგეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აციკლოსტადი – ACYCLOSTAD – АЦИКЛОСТАД

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: STADA ARZNEIMETTEL AG,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი.

კლინკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

50მგ 2გ საცხი

ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება:

საცხის 1 გრ შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.

დამხმარე ნივთიერებები:

სტეაროილ მაკროგლიცერიდები, დიმეტიკონი, აცეტილ ალკოჰოლი, თხევადი პარაფინი, პარაფინი თეთრი რბილი, პროპილენ გლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები:

ტკივილისა და ქავილის მკურნალობა, რასაც თან ახლავს ხშირად განმეორებადი გენიტალური და ლაბიალური (ტუჩის) ჰერპესი. (მორეციდივე ჰერპეს გენიტალისი და ლაბიალისი).

მიღების წესი და დოზირება:

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება. აციკლოსტად®, საცხით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ექიმის დანიშნულება.

დაიდეთ საცხის თხელი შრე ინფიცირებულ კანზე დღეში 5-ჯერ ყოველ 4 საათში.

დაინფიცირებული კანის დასაფარად, საჭირო რაოდენობის საცხის ასაღებად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი. აციკლოსტადი®, საცხის წასმისას, ეცადეთ დაფაროთ ადგილი ჰერპეს ინფექციის ხილული ნიშნებით (ბუშტუკები, შეშუპება, სიწითლე), ისევე როგორც ახლოს მდებარე მიდამოებიც. აციკლოსტადი®, საცხის ხელით წასმისას, აუცილებლად დაიბანეთ ხელი წასმამდე და წასმის შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ დაზიანებული კანის დამატებითი ინფიცირება (მაგ. ბაქტერიებით) და ვირუსის გადატანა სხვა ჯერ არ-დაინფიცირებულ ადგილებზე.

შენიშვნა:

საუკეთეო შედეგისათვის, აციკლოსტადი®, საცხით მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, ჰერპესის პირველი ნიშნების (წვა, ქავილი და დისკომფორტი, სიწითლე) შემჩნევისთანავე.

აციკლოსტადი®, საცხით მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. მკურნალობა ჩვეულებრივ 5 დღეს გრძელდება, თუმცა მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად დგინდება და გრძელდება მანამ სანამ მიიღწევა ვეზიკულარული ქერქები ან შეხორცება.

გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აციკლოსტადი®, საცხის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებული კანის ხანმოკლე წვა ან მწვავე ტკივილი.

იშვიათად შეინიშნება აციკლოსტადი®, საცხით დამუშავებული კანის სიწითლე, გამოშრობა და აქერცვლა.

არსებობს ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები (კონტაქტური დერმატიტი). უმეტეს შემთხვევაში, სადაც ალერგიული ტესტები ჩატარდა, დამტკიცდა, რომ კანის რეაქციას იწვევს არა აქტიური ნივთიერება აციკლოვირი, არამედ საცხის ბაზისის ფარმაცევტული დამხმარე ნივთიერებები. თუ ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები გამოხატულია, შეიძლება განვითარდეს კონტაქტური დერმატიტი და მოიცვას დაუზიანებელი ადგილებიც. ამ შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის ან აციკლოსტადი® საცხის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ადგილობრივი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება აციკლოსტადი®, საცხის წასმა ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირის ღრუ, თვალი ან საშო).

გაფრთხილება:

შემდეგი მდგომარეობების დროს, აციკლოსტადი®, საცხი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ზემოთ აღწერილი ნებისმიერი მდგომარეობის განიხილეთ თქვენს ექიმთან მძიმე იმუნოსუპრესიის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

გენიტალურ და ანალურ ადგილებში აციკლოსტადი®, საცხის გამოყენებისას, ლატექსის პრეზერვატივის გახევისადმი  მდგრადობა კლებულობს აციკლოსტადი®, საცხში შემავალი პარაფინისა და ვაზელინის გამო, რაც საფრთხეს უქმნის პრეზერვატივის საიმედოობას.

აცეტილ ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება მაგ. კონტაქტური დერმატიტი. პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჭარბი დოზირება:

გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ (ნუ გამოიყენებთ საცხს უფრო ხშირად და ნუ წაისვამთ საცხის უფრო სქელ ფენას).

მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ აციკლოსტადი®, საცხი ხანგრძლივად, რათა საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ (იხ. “დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა”).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია ტუბსა და კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აცეფლექსი ინექ150მგ/მლ1მლ#1+შპ

აცეფლექსიTM ინექცია

(Aceclofenac Injection)

 

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს:

აცეკლოფენაკს I. P. – 150 მგ-ს;

უწყლო ფუძე – საკმარისი რაოდენობით.

ფარმაკოდინამიკა:

აცეკლოფენაკი არის ახალი თაობის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, რომლის მოქმედების მექანიზმი მრავალი ფაქტორისგან შედგება. აცეკლოფენაკი უზრუნველყოფს მაღალეფექტიან ტკივილგამაყუჩებელ თერაპიას გვერდითი ეფექტების მინიმალური პროფილით, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც საკმაოდ ხშირი გართულებაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების ფონზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აცეკლოფენაკი ბლოკავს ციკლოოქსიგენაზას, რომელიც პროსტაგლანდინების სინთეზის აუცილებელი კომპონენტია.

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ აცეკლოფენაკი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 100%-ს შეადგენს. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიღებიდან დაახლოებით 1.25-3 სთ-ში მიიღწევა. საკვების მიღება ზრდის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს (Tmax), მაგრამ არ მოქმედებს შეწოვის ხარისხსზე.

განაწილება

აცეკლოფენაკი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (> 99.7%). აცეკლოფენაკი გადადის სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმაში არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 30 ლ.

ელიმინაცია

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (T1/2) არის 4-4.3 სთ. კლირენსი შეადგენს 5 ლ/სთ-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ჰიდროქსიმეტაბოლიტების სახით. ერთჯერადი პერორალური დოზის მხოლოდ 1% გამოიყოფა უცვლელად. აცეკლოფენაკი, სავარაუდოდ, მეტაბოლიზდება CYP2C9-ის ფერმენტების მონაწილეობით, 4-ჰიდროქსიდიკლოფენაკის წარმოქმნით. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ დიკლოფენაკი და 4-ჰიდროქსიდიკლოფენაკი.

ჩვენებები:

აცეკლოფენაკი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის და ანთებითი პროცესების დროს, მაგ., რევმატოიდული ართრიტი, ართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ცერვიკალგია, ლუმბაგო, ტენდინიტი, მყესების დაჭიმვა და  მხარ-ბეჭის პერიართრიტი. აცეკლოფენაკი ასევე გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების დროს, მაგ.,  ოდონტალგია, წელის ტკივილი, მიალგია, ტკივილი ეპიზიოტომიის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, პირველადი დისმენორეა და ექსტრაარტიკულარული რევმატიზმი.

დოზირება და გამოყენების წესი

აცეფლექსი™  ინექცია  შეჰყავთ კუნთში.

მოზრდილები: რეკომენდებული დოზა არის 150 მგ 1-2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ხანდაზმულები: დოზის შემცირება არ არის საჭირო; თუმცა გამოიყენება სიფრთხილით.

ბავშვები: უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა: აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს მცირე და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული საწყისი დოზაა 100 მგ დღეში.

თირკმლის უკმარისობა: მცირე ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის; თუმცა გამოიყენება სიფრთხილით.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. პაციენტები, რომლებშიც ანალოგიური მოქმედების მქონე ნივთიერებები (მაგ., ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) იწვევს ასთმის შეტევას, ბრონქოსპაზმს, მწვავე რინიტს ან ჭინჭრის ციებას ან პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.

გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა. ორსულობის დროს აცეკლოფენაკის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ადრეული დახურვა ნაყოფში და ხანგრძლივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ახალშობილში, შეაფერხოს მშობიარობის დაწყება და გაახანგრძლივოს მშობიარობის პროცესი და სისხლის დანაკარგი.

საჭიროა თავის არიდება აცეკლოფენაკის გამოყენებისაგან ორსულობის I და III ტრიმესტრში.

ლაქტაცია. არ არის ცნობილი. გადადის თუ არააცეკლოფენაკი დედის რძეში.  გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან აცეკლოფენაკის გამოყენების შეწყვეტის შესახებ  მიიღება დედისათვის მოსალოდნელი სარგებელისა და ბავშვისათვის შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები

150 მგ საინექციო აცეკლოფენაკის დიდი და მცირე გვერდითი ეფექტები:

  • მუცლის ტკივილი,
  • ყაბზობა,
  • დიარეა,
  • ღებინება,
  • გამონაყარი კანზე.

ჭარბი დოზირება და ტოქსიკური ეფექტები:

მონაცემები აცეკლოფენაკის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება. შეყვანის გზის და ფარმაცევტული ფორმის გათვალისწინებით, საინიექციო აცეკლოფენაკით ჭარბი დოზირება ნაკლებად შესაძლებელია.

აუცილებლობისას ხორციელდება შემანარჩუნებელი თერაპიის სტანდარტული ზომები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ლითიუმი და დიგოქსინი: სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, აცეკლოფენაკი ზრდის პლაზმაში ლითიუმის და დიგოქსინის კონცენტრაციებს.

დიურეზული საშუალებები: სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, აცეკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს დიურეზული საშუალებების მოქმედების ინჰიბირება. მიუხედავად იმისა, რომ ბენდროფლუაზიდთან ერთდროული გამოყენებისას, არტერიულ წნევაზე ზემოქმედება არ აღინიშნებოდა, არ უნდა გამოირიცხოს სხვა დიურეზულ საშუალებებთან ურთიერთქმედება. კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. თირკმლის შექცევადი მწვავე უკმარისობის რისკი შეიძლება გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ., პაციენტების გაუწყლოვანება ან ხანდაზმულები) აგფ-ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ ეს კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყებისას და პერიოდულად მკურნალობის დროს.  

ანტიკოაგულანტები: სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, აცეკლოფენაკმა შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტები. ანტიკოაგულანტებისა და აცეკლოფენაკის კომბინირებული თერაპიის  დროს საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

ანტიდიაბეტური პრეპარატები: აცეკლოფენაკთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.

მეტოტრექსატი: გასათვალისწინებელია ურთიერთქმედება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების და დაბალი დოზებით მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქცია რეგულარული კონტროლი. სიფრთხილით გამოიყენება, როდესაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები და მეტოტრექსატი  გამოიყენება 24 სთ-ის განმავლობაში, რაც ზრდის მეტოტრექსატის დონეს და მის ტოქსიკურობას.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების სიხშირე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისათვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულები ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, აღინიშნება ყველა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების დროს გამაფრთხილებელი სიმპტომების თანმხლებით ან მათ გარეშე.

სისხლდენა, წყლულების წარმოქმნა ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მაღალი დოზების გამოყენებისას, ანამნეზში წყლულის ისტორიის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა დაბალი დოზებით. მიზანშეწონილია დამცავი აგენტებით კომბინირებული თერაპია (მაგ., მისოპროსტოლი ან პროტონული ტუმბო ინჰიბიტორები).

აცეკლოფენაკის გამოყენების ფონზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება, მათ შორის ანაფილაქსიური / ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით.

სერიოზული კანის რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ძალიან იშვიათად აღინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას. აცეკლოფენაკის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნების განვითარებისას.

საჭიროა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტების რეგულარული კონტროლი, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება. თირკმლის ფუნქციის დარღვევები, როგორც წესი, შექცევადია და აღდგება აცეკლოფენაკის გამოყენების შეწყვეტისას.

საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტების რეგულარული კონტროლი.

აცეკლოფენაკის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება ღვიძლის დაავადების განვითარების ნიშნები ან სიმპტომები ან სხვა გამოვლინებები (ეოზინოფილია, გამონაყარი).

საჭიროა სათანადო მონიტორინგი ჰიპერტენზიის ან/და მსუბუქი ან საშუალო ხარისხის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია სითხის შეკავება და შეშუპება.

აცეკლოფენაკი ასევე სიფრთხილით და მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცერებროვასკულარული სისხლდენის ისტორია.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას) გამოყენება უკავშირდება არტერიული თრომბოზების განვითარების მცირე რისკს (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

აცეკლოფენაკმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების აგრეგაცია.

ხანდაზმულებში გაზრდილია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

ყველა პაციენტებმა, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით, უნდა დაიცვან პრევენციული ზომები (მაგ., თირკმლის, ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და სისხლის ანალიზი).

ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების ფონზე თავბრუსხვევის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევების არსებობისას საჭიროა თავის არიდება ავტომობილის მართვისა და საფრთხის შემცველ მექანიზმებთან მუშაობისათვის.

შენახვის პირობები

ინახება  ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. დაიცავით პირდაპირი სინათლის სხვივებისგან.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

ZEE LABORATORIES LIMITED

ბიჰაინ 47, ინდასტრიალ არეა,

პაონტა საჰიბი-173025

ევალეპი 250მგ #50ტ

ევალეპი 

 

შემადგენლობა:

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:  ლევეტირაცეტამი  250მგ, 500მგ ან 1000მგ

დამხმარე ნივთიერებებს:

250მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის  სტეარატი, Opadry II 85F30673 ცისფერი  (ტალკი, FD&C Blue # 2 Aluminium Lake, რკინის ოქსიდი შავი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი,  პოლივინილის სპირტი);

500მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II 85F38036 ყვითელი (ტალკი, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი);

1000მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II85F18422 თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350,  ტალკი)

აღწერა

250მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, ცისფერი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „250მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

500მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, ყვითლი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „500მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

1000მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარულიოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები,  ერთი მხრიდან გრავირებით  „1000მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიეპილეფსიური საშუალება

ATC CodeN03AX14

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევეტირაცეტამი – ეპილეფსიის  საწინააღმდეგო პრეპარატი, პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი). იგი ქიმიური სტრუქტურით  განსხვავდება სხვა ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებისგან.

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი  ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ ის განსხვავდება ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებისგან მოქმედების მექანიზმით.   in vitro   და  in vivo  კვლევებმა აჩვენეს, რომ ლევეტირაცეტამი ზემოქმედებას არ ახდენს უჯრედების ძირითად თვისებებზე  და ნორმალურ  ნერვულ გამტარობაზე .

In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს ინტრანეირონულ Ca2+-ის კონცენტრაციაზე N ტიპის Ca2+-ის არხების ნაწილობრივი ბლოკირებითა და ინტრანეირონული დეპოებიდან Ca2+ გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი  ნაწილობრივ  აღადგენს ნაკადებს  GABA- და გლიცინ-დამოკიდებულ არხებში, რომლებიც მცირდება ცინკის და β-კარბოლინების მოქმედებით.

ფარმაკოდინამიკა

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დამტკიცებულია  როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ (ეპილეპტიფორმული გამოვლინებები/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია)

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლევეტირაცეტამი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით  100%-ს  შეადგენს.  მაქსიმალური  კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 სთ-ის შემდეგ. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა ორჯერადი დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ. ლევეტირაცეტამის ერთჯერადად 1000მგ დოზის მიღების შემდეგ და განმეორებით 1000მგ დოზის დღეში ორჯერ მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებული არ არის დოზასა და საკვების მიღებაზე

განაწილება

ლევეტირაცეტამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა დაახლოებით 0.5-0.7 ლ/კგ-ია.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანის ორგანიზმში ლევეტირაცეტამი ინტენსიურ მეტაბოლიზმს არ განიცდის.  მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტაციული ჰიდროლიზი. პირველადი  ფარმაკოლოგიური, არააქტიური მეტაბოლიტის  წარმოქმნა (ucbL057) ღვიძლში,  ციტოქრომ P450 იზოფერმენტების ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

გამოყოფა

ზრდასრულებში -პლაზმიდან  ნახევრად გამოყოფის პერიოდი  7±1 სთ-ია,   მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი მიღება. საშუალო კლირენსი შეადგენს 0,96მლ/წთ/კგ. მიღებული დოზის 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის 0,3% გამოიყოფა ფეკალური მასებით. ლევეტირაცეტემის და  მისი პირველადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი პირველი 48 სთ-ის განმავლობაში შესაბამისად შეადგენს მიღებული დოზის  66% და 24%-ს.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი  მეტაბოლიტის  კლირენსი კრეატინინის კლირენსს უკავშირდება, ამიტომ საშუალო და მწვავე  თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის კორექცია, კრეატინინის კლირენსის მიხედვით.  თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში, ანურიულ მოზრდილ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის პერიოდი დიალიზებს შორის შეადგენს  25სთ-ს  და  3,1სთ -ს დიალიზის დროს. დიალიზის  4 სთ-იანი სეანსის დროს ლევეტირაცეტამის კლირენსი შედგენს 51%. პაციენტებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ლევეტირაცეტამის  კლირენსის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ. ღვიძლის მწვავე უკმარისობისას თანმხლები თირკმლის უკმარისობით, ლევეტირაცეტამის კლირენსი  50% -ზე მეტად მცირდება.

პედიატრიული პაციენტები (4-12 წელი)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (6-12 წელი) ერთჯერადი დოზის (20მგ/კგ) მიღების შემდეგ  ლევეტირაცეტამის  ნახევრად გამოყოფის პერიოდი შედგენს 6 საათს. ამ ბავშვებში საერთო კლირენსი 30%-ით მაღალია, ვიდრე  მოზრდილებში და დამოკიდებულია სხეულის მასაზე.  ბავშვებში (4-12წელი) ლევეტირაცეტამის განმეორებით მიღების შემდეგ, დოზით  20-60 მგ/კგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში  მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1 სთ-ს შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 5სთ-ს შეადგენს, ხილული  კლირენსი 1 მლ/წთ/კგ.

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის  პერიოდი იზრდება  40%-ით (10-11 სთ), რაც გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.

გამოყენების ჩვენებები

გამოყენება მონოთერაპიის სახით: მოზდილებში, ბავშვებში და მოზარდებში  პარციალური გულყრების მკურნალობისთვის მეორადი გენერალიზაციით ან  მის გარეშე,  ახლად  დიაგნოსტირებული ეპილეფსიის დროს.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებებისას:

-მიოკლონური კრუნჩხვები – იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.  

-პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები-იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა  ლევეტირაცეტამის, პიროლიდინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის  მიღების შეწყვეტა: პრეპარატ  ევალეპ™-ით  მკურნალობის შეწყვეტის  აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის  თანდათანობითი შემცირება (მაგალითად, მოზრდილებში დოზის შემცირება 500მგ-ით 2-ჯერ დღეში  2-4 კვირის განმავლობაში, ბავშვებში  და მოზარდებში  50კგ-ზე  ნაკლები სხეულის მასით, დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ზე  2-ჯერ დღეში  2 კვირის განმავლობაში).

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შესაძლოა  დასჭირდეთ დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, დოზირების  რეჟიმის არჩევისას, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.

სუიციდი :  პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას ანტიეპილეფსიური პრეპარატებით (მათ შორის ლევეტირაცეტამით) აღენიშნებოდათ სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები.  ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევების შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრების და ქცევების წარმოქმნის რისკის უმნიშვნელო ზრდა. 

დეპრესიისა და/ან სუიციდალური განზრახვების შესაძლო გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კონტროლის ქვეშ და განხორციელდეს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტები და მათი ახლობლები უნდა იქნან გაფრთხილებული, რომ დეპრესიის  და /ან სუიციდური განზრახვის  ნებისმიერი  გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართონ მკურნალ ექიმს.

პედიატრიული პაციენტები : პრეპარატი ევალეპი™ არ არის გათვალისწინებული 4 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად. არსებული მონაცემებით პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას მათ  განვითარებაზე და სქესობრივ მომწიფებაზე, მაგრამ მკურნალობის  ცალკეული შედეგების ზემოქმედება  ბავშვების სწავლის უნარზე, მათ გონებრივ განვითარებაზე, ზრდაზე,  ენდოკრინულ ჯირკვლებზე, სქესობრივ განვითარებასა და ფერტილობაზე უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან  ურთიერთქმედება

ანტიეპილეფსიური პრეპარატები

ზრდასრული პაციენტების კლინიკური კვლევების  წინამარკეტინგულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ  ლევეტირაცეტამი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი,  ვალპროის მჟავა,  ფენობარბიტალი,  ლამოტრიჯინი,  გაბაპენტინი და პრიმიდონი) ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ.

პრობენეციდი

ტუბულარული სეკრეციის ბლოკატორი, პრობენეციდი (500მგ 4ჯერ დღეში) აინჰიბირებს ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტის  თირკმლის კლირენსს.  ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია დაბალია. სხვა პრეპარატებმა აქტიური ტუბულარული  სეკრეციით შეუძლიათ ასევე  შეამცირონ მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი. ლევეტირაცეტამის გავლენა პრობენეციდზე და აქტიური სეკრეციის  სხვა პრეპარატებზე (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სულფანილამიდები და მეტოტრექსატი) უცნობია.

პერორალურ კონტრაცეპტივებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 1000მგ არ ცვლის პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ მაჩვენებლებს (მალუთეინიზირებელი ჰორმონის და პროჟესტერონის დონეები). ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 2000მგ არ ცვლის დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას; პროთრომბინის დროის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. დიგოქსინი, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ვარფარინი, თავის მხრივ, არ მოქმედებენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ანტაციდები

მონაცემები ანტაციდების ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

საფაღარათო საშუალებები

ოსმოსური საფაღარათო  საშუალება – მაკროგოლთან ერთად  მიღების დროს,  ცალკეულ  შემთხვევაში ლევეტირაცეტამის ეფექტი მცირდება. ამიტომ ლევეტირაცეტამის მიღებიდან 1 სთ-ით ადრე ან გვიან არ უნდა იქნას მიღებული მაკროგოლი.

საკვები და ალკოჰოლი

საკვების მიღება  ზეგავლენას არ ახდენს  ლევეტირაცეტამის სრულ  შეწოვაზე, მაგრამ ამ დროს რამდენადმე მცირდება შეწოვის სიჩქარე. არ არის ცნობები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის დროს  პრეპარატ  ევალეპ™-ის  გამოყენება  რეკომენდებულია  მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლევეტირაცეტამით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის  შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ლევეტირაცეტამის გამოყენების დროს, საჭიროა შეფასდეს შეფარდება მკურნალობის  რისკი/სარგებელი ძუძუთი კვების მნიშვნელობასთან  შედარებით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატ ევალეპ™-ის  ავტოტრანსპორტის  და მექანიზმების  მართვის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის მიმართ განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გვერდითი ეფექტი განუვითარდეს ცნს-ის მხრივ (როგორიცაა ძილიანობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ამის გამო საჭიროა ტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების სიფრთხილით მართვა.

მიღების წესი და დოზირება:

ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. სადღეღამისო  დოზის მიღება ხდება ორ ტოლ ნაწილად.

მონოთერაპია

ზრდასრულები და მოზარდები 16 წლის ზევით

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 250მგ 2 ჯერ დღეში; 2 კვირის შემდეგ დოზას ზრდიან საწყის თერაპიულ დოზამდე 500მგ 2 ჯერ დღეში. კლინიკურ ეფექტურობაზე დაყრდნობით დოზის გაზრდა შეიძლება 250მგ-ით დღეში 2-ჯერ  ყოველ 2 კვირაში; მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 1500მგ დღეში ორჯერ.

კომპლექსური თერაპია

ზრდასრულები (18 წლის და ზემოთ) და მოზარდები (12 -17 წლის), რომელთა სხეულის წონა 50კგ და მეტია

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს  500მგ 2-ჯერ დღეში; ეს დოზა უნდა იქნას მიღებული მკურნალობის პირველი დღიდან. პრეპარატის კლინიკური ეფექტურობისა და გადატანის უნარის მიხედვით  დოზა შეიძლება გაზრდოს 1500მგ -მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) 500მგ-ით 2 ჯერ დღეში შეიძლება განხორციელდეს ყოველ 2-4 კვირაში.

4-11  წლის ბავშვები და მოზარდები (12-17 წლის)  50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

4 წლის ასაკის ბავშვებს ლევეტირაცეტამი ენიშნებათ ხსნარის ფორმით შიგნით მისაღებად.

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტურობაზე და გადატანაზე დაყრდნობით დოზა შეიძლება გაიზარდოს 30მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) არ უნდა აჭარბებდეს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში ყოველი 2 კვირის განმავლობაში. საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. 50კგ და მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში დოზები ისეთივეა, როგორც ზრდასრულებისთვის. ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატი  შესაფერის ფორმით და დოზით, პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.

რეკომენდებული დოზები ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

სხეულის წონა(კგ)

საწყისი დოზა

10მგ/კგ 2-ჯერ დღეში

მაქსიმალური დოზა

30მგ/კგ 2-ჯერ დღეში

15კგ (1)

150მგ დღეში 2-ჯერ

450მგ 2-ჯერ დღეში

20კგ(1)

200მგ დღეში 2-ჯერ

600მგ 2-ჯერ დღეში

25კგ

250მგ დღეში 2-ჯერ

750მგ 2-ჯერ დღეში

50კგ და ზემოთ (2)

500მგ დღეში 2-ჯერ

1500მგ 2-ჯერ დღეში

(1) ბავშვებისთვის წონით 25კგ და ნაკლები რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ლევეტირაცეტამის  შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით.

 (2) დოზები ბავშვებისთვის წონით 50კგ და მეტი იგივეა, როგორც ზრდასრულებისთვის.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

დღიური დოზის კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების მიხედვით. ზრდასრულ პაციენტებში დოზის კორექცია ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით. აღნიშნული ცხრილის გამოყენებამდე  საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა (კკ მლ/წთ).  50კგ  და მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულების  და მოზარდების კრეატინინის კლირენსი (კკ მლ/წთ) გამოითვლება  შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით

კკ(მლ/წთ)=[140-ასაკი(წლები)]×სხეულის წონა(კგ)/72× შრატის კრეატინინი(მგ/დლ)

(ქალებისთვის: მიღებული მნიშვნელობა×0,85)

საბოლოოდ  კკ ზუსტდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით  შემდეგი ფორმულის საშუალებით: კკ(მლ/წთ/1,73მ2)=კკ(მლ/წთ)/სხეულის ზედაპირის  ფართობი(მ2) ×1,73

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულებისთვის  და მოზარდებისთვის

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე

ნორმალური

>80

500-1500მგ 2-ჯერ დღეში

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

500-1000მგ 2-ჯერ დღეში

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

250-750მგ 2-ჯერ დღეში

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

250-500მგ 2-ჯერ დღეში

 თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

 

500-1000მგ 1-ჯერ დღეში (2)

(1) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის მიღება დოზით 750მგ

(2)  დიალიზის შემდგომ რეკომენდებულია დამატებით  იქნას მიღებული – 250-500მგ.

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის  ლევეტირაცეტამის  დოზის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით, მოზრდილებისთვის მიცემული რეკომენდაციების გამოყენებით. 

ბავშვებსა და მოზარდებში კრეატინინის კლირენსი კკ (მლ/წთ/1,73 მ2)  შესაძლებელია გამოითვალოს შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით (შვარცის ფორმულა) კკ (მლ/წთ/1,73 მ2) = სიმაღლე (სმ) × კშ/შრატის კრეატინინი (მგ/დლ).

კშ=0.55  13 წლამდე ბავშვებში და მოზარდ გოგონებში

კშ=0.7  მოზარდ ბიჭებში

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში  და მოზარდებში

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე ბავშვებში 4 წლის ზემოთ და მოზარდებში 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

ნორმალური

>80

10-30 მგ/კგ(0,10-0,30 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

5-15 მგ/კგ(0,05-0,15 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

 

5-10 მგ/კგ(0,05-0,10 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

 

თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

 

 

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ)  1 -ჯერ დღეში(2) (3)

 

 

(1) პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა და ასევე  250მგ -ზე ნაკლები დოზირების დროს  გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარი.

(2) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია  ლევეტირაცეტამის  მიღება დოზით 15მგ/კგ (0,15მლ/კგ)

(3)  დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზის 5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ)-ს მიღება. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებისთვის  რომელთაც კკ 60მლ/წთ/1,73მ2  ნაკლები აქვთ, რეკომენდებულია დღე-ღამური  დოზა შეუმცირდეთ 50%-ით.

პედიატრიული ჯგუფი

4 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება; მათთვის განკუთვნილია ლევეტირაცეტამი შიგნით მისაღები ხსნარის სახით. 25კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში, პაციენტებში გაძნელებული ყლაპვის პრობლემით, ასევე 250მგ-ზე ნაკლები დოზირების დროს,  არსებული ტაბლეტირებული ფორმები არ გამოიყენება.  მსგავს შემთხვევებში ლევეტირაცეტამი გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით. მონოთერაპია ლევეტირაცეტამით  არ გამოიყენება ბავშვებში  16 წლის ქვევით .

გერიატრიული ჯგუფი

თირკმლის ფუნქციის შესაძლო  დარღვევის გამო ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წლის და ზემოთ) რეკომენდებულია დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, გადაღლა, თავბრუსხვევა.

უსაფრთხოების პროფილი სხვადასხვა ასაკოვან ჯგუფში (ზრდასრულები და პედიატრიული პაციენტები) მსგავსია.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის  სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან  

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირად: ნაზოფარინგიტი

იშვიათად: ინფექციები

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათად: ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ეოზინოფილიასთან დაკავშირებული წამლისმიერი რეაქცია, სისტემური სიმპტომები (DRESS).

ნივთიერებათა ცვლის  და კვების მხრივ

ხშირად: ანორექსია

არცთუ ხშირად: სხეულის მასის შემცირება/ზრდა;

იშვიათად: ჰიპონატრიემია

ფსიქიკის მხრივ

ხშირად: დეპრესია, მტრობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნევროზულობა/გაღიზიანებადობა;

არცთუ ხშირად: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქიკური აშლილობა, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა, პანიკური შეტევები, ემოციური ლაბილობა/ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა

იშვიათად: სუიციდი, დეპერსონალიზაცია, აზროვნების დარღვევა

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: უძილობა, თავის ტკივილი;

ხშირად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტრემორი, ლეთარგია;

არცთუ ხშირად: ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

იშვიათად: ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია

მხედველობის ორგანოს მხრივ

არცთუ ხშირად: დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა

სმენის ორგანოს  და ლაბირინთული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხშირად:  ხველა

საჭმლის  მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: ეპიგასტრული ტკივილები, დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა

იშვიათად: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად:  ღვიძლის ფერმენტების ცვლილება

იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა  ქსოვილების მხრივ

ხშირად: გამონაყარი;

არცთუ ხშირად: ალოპეცია, ეგზემა, ქავილი

იშვიათად: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა

ძვალ -კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არცთუ ხშირად: კუნთოვანი სისუსტე, მიალგია

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ხშირად: ასთენია/სისუსტე

დაზიანება, ინტოქსიკაცია და პროცედურული გართულებები

ხშირად: სხეულის დაზიანება

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის  აღწერა

ლევეტირაცეტამის ტოპირამატთან ერთდროული  მიღების დროს იზრდება ანორექსიის რისკი.

ცალკეულ  შემთხვევებში ლევეტირაცეტამის მოხსნის შემდეგ ალოპეცია წყდება. პანციტოპენიის  ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზირებული იყო ძვლის ტვინის სუპრესია.

ცნობები საეჭვო  გვერდითი  მოვლენების  შესახებ

სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების დროს შეიმჩნეოდა ძილიანობა, შფოთვა, აზროვნების შეზღუდვა, სუნთქვის უკმარისობა, კომა.

მკურნალობა:  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ლევეტირაცეტამის გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევით და კუჭის ამორეცხვით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.  ტარდება სიმპტომური მკურნალობა და ჰემოდიალიზი.  ლევეტირაცეტამის დიალიზის ეფექტი შეადგენს 60% , მისი პირველადი მეტაბოლიტის-74%.

გამოშვების ფორმა

ევალეპი™ 250მგ, 500მგ ან 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერზე. 5 ბლისტერი (50 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) კომპლექტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ორიგინალურ შეფუთვაში,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება  ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

Don`t copy text!