65.00 ლარი
61.10 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
65.00 ლარი
61.10 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
32.00 ლარი
30.08 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ფორმა, შეფუთვა: სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
შემადგენლობა – 1 ტაბ.
Barium carbonicum 12×30 მგ
Ignatia 6×30 მგ
Stramonium 4×30 მგ
alium Phosphoricum 6×30 მგ
Arnica 4 x45 მგ
Causticum Hahnemanni 6×45 მგ
Anacardium Д6, Aconitum 12×45 მგ
Calcium jodatum 4×15 მგ
მწარმოებელი – HEEL გერმანია
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენება:
– ათეროსკლეროზი – განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების და ამ მიზეზით გამოწვეული გონებრივი სისუსტე;
– მოტორული მოუსვენობა და ძილიანობა, ღამით მოუსვენარი ძილი, მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება;
– არტერიოსკლეროზის შედეგად გამოწვეული თავბრუსხვევა;
– პოსტაპოპლექსიური პარეზები, ყურებში შუილი, ჯირკვლების სკროფულოზური შეშუპება, ბავშვებში ზრდის და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის შემთხვევები;
– ლიმფატიზმი.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია
განსაკუთრებული მითითებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
კონვურატი
(CONVURAT)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბამაზეპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის ბრტყელი ზედაპირის მქონე მრგვალი ფორმის შემოუგარსავი ტაბლეტი, ნაზოლითა და ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: კარბამაზეპინს _ 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, მეთილცელულოზა, გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 200 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები. კარბოქსამიდის წარმოებულები.
ათქ-კოდი: N03AF01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კონვურატი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას (გააჩნია როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ფსიქოტროპული ეფექტი), ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური მოქმედებით (ნეიროგენული ტკივილის დროს). მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოტენციალდამოკიდებული Na+ – არხების ბლოკადით, რაც იწვევს ნეირონების მემბრანის სტაბილიზებას, ნეირონების სერიული განმუხტვების წარმოქმნის ინჰიბირებას და იმპულსების სინაფსური გამტარებლობის დაქვეითებას. ხელს უშლის Na+ – დამოკიდებული მოქმედების პოტენციალების განმეორებით წარმოქმნას დეპოლარიზებულ ნეირონებში. აქვეითებს ამგზნები ნეირომედიატორული ამინომჟავა გლუტამატის გამოთავისუფლებას, მაღლა სწევს კრუნჩხვის განვითარების დაქვეითებულ ზღურბლს და აქედან გამომდინარე, აქვეითებს ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკს. ზრდის Ka+ – გამტარებლობას, ახდენს პოტენციალდამოკიდებული Ca2+ – არხების მოდულირებას, რამაც ასევე შეიძლება განაპირობოს პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატი ახდენს პიროვნების ეპილეფსიური ცვლილებების კორექციას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის პაციენტების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას. ეფექტურია ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური შეტევების დროს, გენერალიზებულ ტონურ – კლონური ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს, ასევე აღნიშნული ფორმების კომბინაციის შემთხვევაში (არ არის ეფექტური მცირე შეტევების – petit mal, აბსანსების და მიოკლონური შეტევების დროს). ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ეფექტურია შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების კუპირებისთვის, ასევე გაღიზიანების და აგრესიულობის შესამცირებლად. კონვურატი ხელს უშლის ტკივილის შეტევების წარმოქმნას სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომების კლინიკურ გამოვლენას, აქვეითებს კრუნჩხვით აქტიურობას. უშაქრო დიაბეტის დროს ახდენს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, აქვეითებს დიურეზს და წყურვილს.
ფარმაკოკინეტიკა:
კარბამაზეპინი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთი ტაბლეტის ერთჯერადად მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70-80%-ს. კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს მისი სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის 33%-ს.
კარბამაზეპინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში.
განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში რამოდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2 ) საშუალოდ შეადგენს 12-36 სთ-ს.
პრეპარატი გამოიყოფა თირკმლების (70%) და ნაწლავების (30%) საშუალებით.
ჩვენება:
• ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში);
• სამწვერა ნერვის ნევრალგია;
• გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
• ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს;
• ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები;
• ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა;
• ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით მისი შემდგომი თანდათანობით გაზრდით ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.
მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ; შემდგომში კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 200 მგ/დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. მიღების სიხშირე – 1-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 100 მგ-ით დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 400-800 მგ/დღეში.
მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში შეადგენს
1200 მგ/დღეში, ბავშვებში – 1000 მგ/დღეში.
რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა:
| ასაკი | საწყისი დოზა | შემანარჩუნებელი დოზა |
| მოზრდილები | 200-300 მგ საღამოს | 200-600 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს |
| ბავშვები 6-დან 10 წლამდე | 200 მგ საღამოს | 200 მგ დილით და 200-400 მგ საღამოს |
| ბავშვები 11-დან 15 წლამდე | 150-200 მგ საღამოს | 200-400 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს |
სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, კონვურატის დოზას თანდათან ზრდიან, მაშინ, როდესაც მეორე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზა შენარჩუნებულია ან თანდათან მცირდება. კონვურატის დოზის შემცირება ან სრული მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში.
კრუნჩხვითი გულყრების განვითარების ასაცილებლად ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს სტაციონარის პირობებში კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1200 მგ – მდე. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 7 – 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარბამაზეპინის დონის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს კონვურატის საწყისი დოზა შეადგენს 200 – 400 მგ/დღეში. დოზას თანდათანობით ზრდიან 400 – 800 მგ/დღეში 1 – 2 მიღებაზე ტკივილის სრულ გაქრობამდე. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს 400 მგ/დღეში 2 მიღებაზე.
ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს 1200 მგ/დღეში.
ეპილეპტიფორმული კრუნჩხვებისას გაფანტული სკლეროზის დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.
ფსიქოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის კონვურატი ინიშნება 200 – 400 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800 მგ/დღეში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში კონვურატი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუ, ატაქსია, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა, მეტყველების დარღვევები (დიზარტრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, პარეზი;
ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აღზნებადობა, დეზორიენტაცია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, იშვიათად – ტრანსამინაზების დონის მომატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა,
არტერიული ჰიპერ- ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია,
AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – პნევმონიტი, ქოშინი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;
საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი;
სხვა გამოვლინებები: ჰიპონატრიემია, შეშუპება, სხეულის მასის მომატება, ლიმფადენოპათია, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა.
უკუჩვენება:
• კარბამაზეპინის ან ქიმიურად მსგავსი სტრუქტურის მქონე პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების) მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
• AV ბლოკადა;
• ძვლის ტვინის დაზიანება, მიელოსუპრესია ან მწვავე პორფირია ანამნეზში;
• მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;
• ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
• ორსულობა (I ტრიმესტრი).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატის მიღებამდე 2 კვირით ადრე. კონვურატის სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ჰექსამიდინი, ფენიტოინი, პრიმიდონი) კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა კონვურატის ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტის დაქვეითება. ვალპროის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა და კომის განვითარება. კონვურატი აქვეითებს პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების, ანტიკოაგულანტების, ნეიროლეპტიკების ეფექტურობას, აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტს. მაკროლიდებთან, იზონიაზიდთან, კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, იზონიაზიდი), დექსტროპროპოქსიფენთან, ვილოქსალინთან, ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება. პროპოქსიფენი ახდენს კონვურატის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის პოტენცირებას, ხოლო ტეტრაციკლინები ამცირებენ კარბამაზეპინის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტს.
კონვურატის და პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენების შეთხვევაში იმატებს პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკი და კლებულობს მისი თერაპიული ეფექტი. კონვურატი აძლიერებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, აღზნებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, მხედველობის დაბინდვა, დიზარტრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია,
ჰიპერ-/ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია; სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება; ტაქიკარდია, ჰიპო-/ჰიპერტენზია, გულის გაჩერება და ცნობიერების დაკარგვა, AV ბლოკადა; გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი; ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი, ანაფილაქსიური რეაქციები.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების ინდუცირება, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და მარილოვანი საფაღარათო საშუალებების მიღება, ფორსირებული დიურეზი. სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად – ტრაქეის ინტუბაცია, ხელოვნური სუნთქვა და/ან ჟანგბადის გამოყენება. ჰიპოტენზიის და შოკის დროს – პლაზმის შემცვლელები, დოფამინი, დობუტამინი, კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა; ჰიპონატრიემიის განვითარებისას – სითხის მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ფრთხილი ი/ვ ინფუზია. თუ მძიმე მოწამვლას თან ერთვის თირკმლის უკმარისობა, ნაჩვენებია თირკმლის დიალიზი. საჭიროა გათვალისწინებული იქნეს დოზის გადაჭარბების სიმპტომების განმეორებითი გაძლიერება მათი გამოვლინებიდან მე-2-3 დღეს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ნელა შეწოვასთან.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს კონვურატის გამოყენება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი ინიშნება მინიმალური დოზით.
პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოყენების თავისებურებები:
კონვურატით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში აუცილებელია სისხლის და შარდის ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლის და პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი.
კონვურატი სიფრთხილით ინიშნება გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების დროს, წყალ – მარილოვანი ცვლის მძიმე დარღვევისას (ჰიპონატრიემია), ჰემატოლოგიური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს, მომატებული აგზნებადობისას, ხანდაზმულ ასაკში.
კონვურატი არ ინიშნება ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს.
პრეპარატი არ გამოიყენება ჩვეულებრივი ტკივილის მოსახსნელად. ასევე არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის ხანგრძლივი რემისიის პერიოდში.
მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
ორსულებში რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიონ ფოლის მჟავას დეფიციტი); მომატებული სისხლდენის ხელის შეშლის მიზნით ქალებს ორსულობის ბოლო კვირებში და ახალშობილებს ენიშნებათ ვიტამინი K.
კონვურატით მკურნალობის შეწყვეტა და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატზე გადაყვანა ხდება არა მაშინვე, არამედ დოზის თანდათანობით შემცირებით.
კონვურატით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
42.00 ლარი
39.48 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰელბა თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
31.00 ლარი
29.14 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
პრეპარატის საერთაშრისო არადაპატენტებული დასახელება :
მეთამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონ ჰიდროქლორიდი+ფენპივერინიუმის ბრომიდი
რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა :
ბარალგეტასი ® ტაბლეტები :
აქტიური ინგრედიენტები :
მეთამიზოლ ნატრიუმი …………….. 500,0 მგ
პიტოფენონ ჰიდროქლორიდი ………. 5,0 მგ
ფენპივერინიუმის ბრომიდი …………. 0,1 მგ
დამხმარე ნივთიერებები :
ლაქტოზა მონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი , ტალკი , მაგნიუმისსტეარატი .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ანტისპაზმური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი.
დოზირება და გამოყენების მეთოდები :
ბარალგეტასი ® ტაბლეტები :
დადგენილი დოზები მიიღება დღეში სამჯერ .
მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზევით მოზარდები: 1 – 2 ტაბლეტი
6-14 წლის ასაკის ბავშვები : ½ – 1 ტაბლეტი .
ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყლის მიყოლებით .
1. რა არის ეპიქსი XR და რისთვის გამოიყენება
ეპიქსი XR 500 მგ (თანდათანობითი/გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები) წარმოდგენილია 50 ტაბლეტიანი შეფუთვით.
ეპიქსი XR 500 მგ არის თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტი.
ეპიქსი XR არის ანტიეპილეფსიური მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.
ეპიქსი XR გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით პარციალური გულყრების სამკურნალოდ 16 წლის და მეტი ასაკის ეპილეფსიის მქონე პაციენტაბში.
2. რა უნდა იცოდეთ ეპიქსი XR-ის მიღების დაწყებამდე
ეპიქსი XR არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
• თუ თქვენ ხართ ალერგიული ლევეტირაცეტამის ან ეპიქსი XR-ის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ეპიქსი XR სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის პათოლოგიები, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია – ის გადაწყვეტს გჭირდებათ თუ არა შესაბამისი დოზის შერჩევა.
• თუ შენიშნავთ გულყრების გახშირებას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
• დაფიქსირებულია ძილიანობის, თავბრუხვევისა და ქცევითი გადახრების შემთხვევები პარციალური გულყრების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ეპიქსი XR-ს.
• მოუსვენრობა და აგრესია გამოუვლინდა ეპიქსი XR-ით ნამკურნალებ ზოგიერთ პაციენტს; ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
• აღწერილია ეპიქსი XR-ის მკურნალობასთან დაკავშირებული სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების შემცირების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
• ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, მათ შორის ეპიქსი XR-ით, ნამკურნალები პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას, აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის სურვილი. თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან გაწუხებთ სუიციდური აზრები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან თუ ზემოხსენებული რომელიმე შემთხვევა აღგენიშნებათ.
ეპიქსი XR-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ეპიქსი XR-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ.
არ მიიღოთ ეპიქსი XR ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა:
მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
• თუ თქვენ ხართ ორსულად, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს
• ეპიქსი XR-ის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ნაყოფის ჯანმრთელობაზე ლევეტირაცეტამის გავლენა უცნობია.
თუ მკურნალობის პერიოდში გაირკვა, რომ ხართ ორსულად, სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაცია:
მკურნალობის პერიოდში ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
ეპიქსი XR-მა შესაძლოა დააქვეითოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარი, ვინაიდან პრეპარატი იწვევს ძილიანობას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და დოზის მატების შემთხვევაში. მოერიდეთ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვას, ვიდრე თქვენი მკურნალი ექიმი არ დარწმუნდება, რომ თქვენი აღნიშნული შესაძლებლობები არ არის შეზღუდული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსი XR-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ:
არ არსებობს რაიმე სპეციალური გაფრთხილება ეპიქსი XR-ის ექსციპიენტების შესახებ; თუმცა პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე მათგანის მიმართ, არ უნდა მიიღონ მედიკამენტი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით რაიმე სხვა წამალს.
3. ეპიქსი XR-ის დოზირება და მიღების სიხშირე:
ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
• ჩვეულებრივი დღიური დოზა: 1000მგ – 3000მგ
ეპიქსი XR-ის საწყისი დოზაა 1000მგ დღეში, ექიმს შეუძლია დოზის მომატება საჭიროებისამებრ.
• ეპიქსი XR-ის სასურველია მიიღოთ დღეში ერთხელ, დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
• შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ სიმპტომების გაუარესება და არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მასთან კონსულტაციის გარეშე.
მიღების გზა და მეთოდი:
პრეპარატი მიიღეთ წყალთან ერთად, უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიაში:
ადექვატური ინფორმაციის არ არსებობის გამო ეპიქსი XR-ის გამოყენება ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
თირკმლის უკმარისობის მქონე, 65 წელზე მეტი ასაკის, პაციენტებში შესაბამისი დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.
სპეციალური მდგომარეობები:
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, შესაბამისი დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ თირკმლის უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში შესაბამისი დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეპიქსი XR-ის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ეპიქსი XR-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ეპიქსი XR-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის მიღება:
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის ერთი ან მეტი დოზის მიღება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ეპიქსი XR-ის ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ წყვეტთ ეპიქსი XR-ის მიღებას:
•ეპიქსი XR გამოიყენება ხანგრძლივი (გრძელვადიანი) მკურნალობისთვის. თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი იმ ხანგრძლივობით, რაც თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიათ.
•არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის რჩევის გარეშე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულყრების გამწვავება. გადაწყვეტილება ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა.
•მკურნალობის შეწყვეტა ხდება ეპიქსი XR-ის დოზის თანდათანობითი კლების მეშვეობით.
თუ დაგრჩათ რაიმე შეკითხვა აღნიშნული მედიკამენტის შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ეპიქსი XR-ის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლოა დაფიქსირდეს გვერდითი მოვლენები, თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.
ეპიქსი XR-ის (თანდათანობითი/გახანგრძლივებული გამოთავისფლების ტაბლეტების) გვერდითი ეფექტები ეპიქსის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების მქონე ტაბლეტების მსგავსია.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან დაუყონებლივ მიმართოთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენა:
• ძილიანობა (სომნოლენცია)
• დაღლილობა (ასთენია/გამოფიტვა)
• კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსია)
• მოძრაობის კოორდინაციის დაქვეითება (ატაქსია)
• წონასწორობის დარღვევა
• მოუსვენრობის განცდა (აჟიტაცია)
• დეპრესია
• ემოციური ლაბილურობა / ხასიათის ცვლილებები
• ნევროზულობა ან ზედმეტად გაღიზიანებადობა
• ქცევის დარღვევა
• სიბრაზე
• შფოთვა
• თვითმკვლელობის სურვილი ან სუიციდური იდეები
• სუნთქვის უკმარისობა
• პანკრეატიტი
• ჰეპატიტი
• ცხელება
• სისხლდენის გახანგრძლივება
ყველა ეს გვერდითი მოვლენა არის ძალზე სერიოზული და მძიმე გართულება. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი დახმარება. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:
• გაბრუება
• თავის ტკივილი
• ჰიპერაქტივობა (ჰიპერკინეზია)
• მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), ყურადღების დაქვეითება
• მეხსიერების დაქვეითება
• უძილობა (ინსომნია)
• ქცევითი პრობლემები
• მოუსვენრობა, აგრესია
• აზროვნების და კონცენტრაციის დაქვეითება
• ტკივილი
• გულისრევა
• მადის დაკარგვა (ანორექსია)
• თავბრუსხვევა
• მხედველობის გაორება
• ბუნდოვანი მხედველობა
• კუნთების ტკივილი
• ინფექციები
• ნაზოფარინგიტები, სინუსიტები
• ხველის მომატება
• დერმატიტები (ეგზემა)
• გამონაყარი
• ქავილი
• ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
• წონაში კლება
• თმის ცვენა
ყველა ეს ჩამოთვლილი ეპიქსი XR-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
სომნოლენცია, თავბრუხვევა და დაღლილობა ეპიქსი XR-ის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია, რომელიც ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მატების შემდეგ აღინიშნება. მკურნალობის განმავლობაში ეს გვერდითი ეფექტები თავისით მცირდება.
თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ბროშურაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ეპიქსი XR
ეპიქსი XR ინახება თავის ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება ოთახის, არაუმეტეს 25°C-ზე, ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
თუ შენიშნავთ პრეპარატის ბლისტერის ან კოლოფის დაზიანებას, არ გამოიყენოთ ეპიქსი XR.
შენახვის ვადა: 24 თვე
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
31.80 ლარი
29.89 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გენერიული დასახელება:
პაროქსეტინი
წამლის ფორმა:
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ პაროქსეტინს.
ჩვენებები:
დეპრესია: პრეპარატი გამოიყენება დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შიში.
ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას აკვიატებულობის სინდრომი: აკვიატებულობისა და რეციდივის მკურნალობისათვის.
პანიკური აშლილობა: პანიკური აშლილობის მკურნალობა, მათ შორის ხალხმრავლობაში ყოფნის შიში (აგორაფობია).
სოციოფობიის სინდრომი: პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას.
მიღების წესი და დოზირება:
რექსეტინი მიიღება დღეღამის განმავლობაში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის დროს, დაღეჭვის გარეშე.
ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებით თერაპიისას, პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობით 2-3 კვირის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლოა შეიცვალოს.
დეპრესიის დროს: რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ხშირ შემთხვევაში ეფექტი ვითარდება თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს პრეპარატის დოზის მომატება. პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ის ოდენებით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ ეფექტს; მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
აკვიატებულობის სინდრომი: საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-ის ოდენობით მანამ, სანამ არ მივიღებთ სასურველ თერაპიულ ეფექტს. მაქსიმალური დღეღამური დოზა როგორც წესი შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.
პანიკური აშლილობის დროს: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 40 მგ-ს. მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ მცირე (10 მგ დღეში) დოზით, ყოველ კვირას დღეღამეში 10 მგ-ი დოზის მომატებით სასურველი ეფექტის მისაღწევად. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს.
სოციოფობიის დროს: თერაპია შესაძლოა დაწყებულ იქნას დღეღამური დოზით-20 მგ. იმ შემთხვევაში, როდესაც ორკვირიანი მკურნალობის კურსის შედეგად არ აღინიშნება პაციენტის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება, პრეპარატის დოზა შესაძლოა ყოველ კვირას გაიზარდოს 10 მგ-ით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი ეფექტი. მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს. ეფექტის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს.
ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობა: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს დღეღამეში 20 მგ-ს. პაციენტის მკურნალობის შედეგად მიღებული შედეგის შესაბამისად, დღეღამური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს. მოცემული დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით, პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეღამეში 40 მგ-ს.
ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო.
ღვიძლის და თირკმელების უკმარისობისას: პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით, ენიშნებათ პრეპარატი დღეღამეში 20 მგ-ის ოდენობით.
უკუჩვენება:
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატის ტრიპტოფანთან ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (12%); იშვიათად ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაქვეითება.
ცნს-ის მხრივ: მძინარობა (9%); საერთო სისუსტე და მომატებული დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევის ეპიზოდები.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლიანობა (9%), პირის ღრუს სიმშრალე (7%).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის დაქვეითება, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის ცვლილება, ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის ცვლილება.
სასქესო სფეროს და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა (13%), ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნებოდა სექსუალური დისფუნქციის სხვა გამოვლინებები, იშვიათად შარდის გამოყოფის გაძნელება.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპონატრიემია შეშუპებით, მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალიზდება.
დერმატოლოგიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კანის ჰიპერემია, სისხლდენები კანქვეშ, სახის შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), კანის ქავილი.
სხვადასხვა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მიოპათია, მიალგია, ჰიპერგლიკემია, იშვიათად ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული მდგომარეობა. იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია. პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა მომატებული სისხლდენის შესახებ.
პაროქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს პირის ღრუში სიმშრალეს, ყაბზობას და მძინარობას.
პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევა, აჟიტირება, ცახცახი, გულისრევა, დაბნეულობა, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა თანდათან ან დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მიღება მაღალი დოზით არ არის საშიში. ჭარბი დოზირების ნიშნები ვლინდება ერთდროულად 2000 მგ პაროქსეტინის მიღების დროს, ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან. ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ცახცახი, პირის სიმშრალე, საერთო აღგზნება, ოფლიანობა, მძინარობა, თავბრუსხვევა, სახის კანის სიწითლე; არ აღინიშნება კომატოზური მდგომარეობა ან კონვულსია. ფატალური გამოსავალი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში არ აღინიშნება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სასუნთქი გზების განთავისუფლება, აუცილებლობის შემთხვევაში ოქსიგენაცია, კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა, 20-30 გ აქტივირებული ნახშირის მიწოდება ყოველ 4-6 საათში პირველი 24-48 საათის განმავლობაში. რეკომენდებულია გულისა და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი ფუნქციის მუდმივი კონტროლი. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მაღალი დოზა სისხლიდან ქსოვილში გადავიდა, მაშინ ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ნაკლებ ეფექტურია.
შეუთავსებლობა:
არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები:
ინახება 15-300C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
გამოშვების ფორმა:
#30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთვაში.
გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი