Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 718

ატფ – ATF – АТФ

საერთაშორისო დასახელება:

ACIDUM ADENOSINTRIPHOSPHORICUM

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების სტიმულატორი

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა .........  10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კარდიოლოგიური პრეპარატი წარმოადგენს ორიგინალურ სამკურნალო პრეპარატს, რომლის მოლეკულა შედგება ადენოზინ–5–ტრიფოსფატისა (ატფ), ჰისტიდინის ამინომჟავისაგან და მაგნიუმისა და კალიუმის მარილებისაგან. პრაპარატს აქვს დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც ცალკე აღებულ მის არცერთ შენაერთს არ აქვს (ატფ, ჰისტიდინი, K+, Mg++).

– ატფ ახდენს ენერგეტიკული ცვლის, უჯრედის მემბრანის იონოტრანსპორტული სისტემის სტიმულირებას, ახდენს ნატრიუმისა და კალიუმის იონების კონცენტრაციის ნორმალიზებას, მემბრანის ლიპიდური მაჩვენებლის, მემბრანოდამოკიდებული ფერმენტების აქტივობის ნორმალიზების კონტროლს;

– აუმჯობესებს მიოკარდის დაცვისთვის ანტიოქსიდანტურ სისტემას, აქვეითებს შარდმჟავას კონცენტრაციას.

– ატფ ხასიათდება ანტიიშემიური, მემბრანომასტაბილიზებელი, ანტიარითმიული მოქმედებით, რაც მიიღწევა მიოკარდში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციით იშემიისა და ჰიპოქსიის დროს.

– ატფ აუმჯობესებს ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინიამიკის მაჩვენებლებს, კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს მიოკარდის კუმშვით უნარს, მარცხენა პარკუჭის ფუნქციონალურ მდგომარეობას და განდევნის მოცულობას, რაც განაპირობებს ფიზიკური შრომისუნარიანობის მაჩვენებლის ზრდას.

– იშემიის პირობებში პრეპარატი აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას  ჟანგბადზე, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს გულის ფუნქციონალურ მდგომარეობას, რაც განაპირობებს სტენოკარდიის შეტევის სიხშირის შემცირებას და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას.

– პრეპარატი აღადგენს ნორმალურ სინუსურ რიტმს ავადმყოფებში პარკუჭზედა პაროქსიზმული და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისას, ციმციმისა და წინაგულების თრთოლვის დროს, ასევე აქვეითებს ექტოპიური კერების აქტიობას (წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).

– ატფ უზრუნველყოფს კალიუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზებას ქსოვილებში.

ჩვენებები:

  • პრეპარატს უნიშნავენ კომბინირებულ მკურნალობაში:
  • გულის იშემიური დაავადებისას, არასტაბილური სტენოკარდიის დროს, სტენოკარდია მოსვენების და დაძაბვის;
  • პოსტინფარქტული და მიოკარდიტული კარდიოსკლეროზი (დიფუზური და კეროვანი კარდიოსკლეროზი);
  • პაროქსიზმული პარკუჭზედა და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და გულის რიტმის სხვა დარღვევები;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
  • მიოკარდიოდისტროფია;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერურიკემია;
  • მიოკარდიტი;
  • ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში – 1მლ 1% ხსნარი 1–2–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 30–40 ინექცია. განმეორებითი კურსი – 1–2 თვის შემდეგ.

პარკუჭზედა ტაქიკარდიის პაროქსიზმის კუპირებისთვის ვენაში შეჰყავთ 1–2 მლ 1% ხსნარი (ეფექტი დგება 30–40 წამის შემდეგ). განმეორებითი შეყვანა 2–3 წუთის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის და მისი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიოკარდის მწვავე ინფარქტი;

* ბრადი არითმიის მძიმე ფორმა;

* AV–ბლოკადა II-III ხარისხის;

* ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;

* ჰემორაგიული ინსულტი.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია გულისრევის შეგრძნება, ეპიგასტრიუმში უსიამოვო შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.

ხანგრძლივი და უკონტროლო მიღებისას ჰიპერკალიემია და ჰიპერმაგნემია.

განსაკუთრებული მითითებები:

AV–ბლოკადისა და რითმის სხვა დარღვევების ერთობლიობისას პრეპარატი არ ინიშნება.

ატფ ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის კონტროლი.

არ არის სასურველი პრეპარატის მიღება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიისას.

ფრთხილად ინიშნება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებისას.

ატფ მიღება არ შეიძლება ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.

პრეპარატ ატფ–ით მკურნალობის დროს სასურველია თავშეკავება კოფეინის შემცველი პროდუქტებისგან (ჩაი, ყავა, სასმელი კოლა).

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში კლინიკური მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის დროს პრეპარატის აუცილებელი გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ბავშვები:ბავშვებში სამკურნალოდ არ გამოიყენება.

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა:

მონაცემები, რომ პრეპარატი გავლენას ახდენს ტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე, არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ შეიძლება ატფ–ის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.

– კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის პრეპარატებთან და აგფ–ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, მაგნეროტთან და მაგნიუმის სხვა პრეარატებთან ერთად – ჰიპერმაგნიემია.

– დიპირიდამოლი აძლიერებს ატფ–ის თერაპიულ ეფექტს, ხოლო ქსანტინოლი ნიკოტინატი, კოფეინი, თეოფილინი, ამინოფილინი – ამცირებს.

– ატფ–ს შეუძლია გააძლიეროს ბეტა– ადრენორეცეპტორების ბლოკატორების, ნიტრატების მოქმედება.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ბრადიკარდიის, AV–ბლოკადის, და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.

მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაიწყოს სიმპტომური თერაპია. ბრადიკარდიისას შეჰყავთ ატროპინის სულფატი.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, 3–50C ტემპერატურაზე.

დულექსა 30მგ #28კაფს

დულექსა

DULEXA

სავაჭრო დასახელება

დულექსა, Dulexa

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დულოქსეტინი, Duloxetine

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა:

დულექსა 30 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, თავსახური მქრქალი მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

დულექსა 60 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, კორპუსი მქრქალი ყვითელი ფერის, თავსახური მქრქალი მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

შემადგენლობა

დულექსა 30 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზას ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

დულექსა 60 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზას ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

პრეპარატის ათქ კოდი N06AX21

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდეპრესანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დულოქსეტინი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორს და სუსტად თრგუნავს დოფამინის მიტაცებას, არ გააჩნია მნიშვნელოვანი აფინურობა ჰისტამინერგულ, დოფამინერგულ, ქოლინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან. მოქმედების მექანიზმი დეპრესიის მკურნალობისას მდგომარეობს სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების დათრგუნვაში, რის შედეგადაც იზრდება სეროტონინერგული და ნორადრენერგული ნეიროტრანსმისია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).

დულოქსეტინს გააჩნია ტკივილის სინდრომის დათრგუნვის ცენტრალური მექანიზმი, რაც პირველ რიგში გამოიხატება ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მატებით ნეიროპათიული ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა. დულოქსეტინი კარგად შეიწოვება შიგნით მიღებისას. შეწოვა იწყება პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 6 საათში.

საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, მაგრამ ზრდის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს 6-10 საათამდე, რაც ირიბად ამცირებს შეწოვის ხარისხს (დაახლოებით 11%-ით).

განაწილება. დულოქსეტინი კარგად უკავშირდება პლაზმურ ცილებს (>90%), ძირითადად ალბუმინს და ალფა1-გლობულინს, მაგრამ ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევა არ ახდენს გავლენას ცილებთან შეკავშირების ხარისხზე.

მეტაბოლიზმი. დულოქსეტინი აქტიურად მეტაბოლიზდება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. როგორც CYP2D6, ისე  CYP1A2 ახდენენ ორფუძიანი მეტაბოლიტების (4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკურონული კონიუგატი, 5-ჰიდროქსი-6-მეტოქსიდულოქსეტინის სულფატური კონიუგატი) წარმოქმნის კატალიზს. მოცირკულირე მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ფარმაკოლოგიური აქტივობა.

გამოყოფა. ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს. დულოქსეტინის საშუალო კლირენსი შეადგენს 101 ლ/სთ.

პაციენტთა ცალკეული ჯგუფები

სქესი: მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკის განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის (დულოქსეტინის საშუალო კლირენსი მცირეა ქალებში), მოცემული განსხვავებები არც ისე დიდია, რომ აუცილებელი გახდეს დოზის კორექცია სქესის მიხედვით.

ასაკი: მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკის განსხვავება საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შორის (მრუდის ქვეშ ფართობი „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მაღალია და ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა უფრო მეტია ხანდაზმულებში), მოცემული განსხვავებები არასაკმარისია დოზის ცვლილებისთვის მხოლოდ პაციენტის ასაკის მიხედვით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევით (თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია), რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დულოქსეტინის Cmax და AUC მნიშვნელობები იზრდებოდა 2-ჯერ. ამასთან დაკავშირებით უნდა განიხილოს პრეპარატის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის კლინიკურად გამოხატული დარღვევა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით, შესაძლოა აღინიშნოს დულოქსეტინის მეტაბოლიზმის და გამოყოფის  შენელება.

20 მგ დულოქსეტინის ერთჯერადი მიღების შემდეგ ღვიძლის ციროზით დაავადებულ 6 პაციენტში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კლასი B ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა 15%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმავე სქესის და ასაკის ჯანმრთელ პაციენტებში საშუალო ექსპოზიციის (AUC) ხუთჯერადი მატებით. მიუხედავად იმისა, რომ ციროზით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელებში Cmax იყო ერთნაირი, ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 3-ჯერ ხანგრძლივი.    

გამოყენების ჩვენებები

- დეპრესია;

- დიაბეტური ნეიროპათიის ტკივილით მიმდინარე ფორმა;

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;

- ფიბრომიალგიები;

- ძვალ-კუნთოვანი სისტემის ქრონიკული ტკივილის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზირება

დულექსა მიიღება შიგნით. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად და გაჭყლეტის გარეშე. დაუშვებელია პრეპარატის საკვებში დამატება ან სითხეებში შერევა, ვინაიდან შეიძლება დაზიანდეს პელეტების ნაწლავში ხსნადი გარსი.

დეპრესია: საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დოზის გაზრდა 60 მგ-დან 1-ჯერ დღე-ღამეში მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში ორ მიღებად. პრეპარატის 120 მგ-ზე მეტი დოზით მიღების სისტემატური შეფასება არ ჩატარებულა. თერაპიული შედეგი როგორც წესი შეინიშნება 2-4 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამოდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში არასაკმარისად კარგი შედეგით დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც შეესაბამება ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზას პაციენტთა უმრავლესობაში. თუ დოზა 60 მგ არასაკმარისია კარგი შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლებელია დოზის გაზრდა 90 მგ და 120 მგ-მდე, მაგრამ მომატების შეფასება უნდა მოხდეს კლინიკურ რეაქციასა და პრეპარატის ამტანობაზე დაყრდნობით.

თერაპიული შედეგის მიღწევის შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამოდენიმე თვის განმავლობაში.

დიაბეტური ნეიროპათიის ტკივილით მიმდინარე ფორმა: საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დოზის გაზრდა 60 მგ-დან 1-ჯერ დღე-ღამეში მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში ორ მიღებად. საპასუხო რეაქცია მკურნალობაზე უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 30 მგ-ს 1-ჯერ დღე-ღამეში პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევებით (თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია) (კრეატინინის კლირენსი

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ციროზით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა საწყისი დოზის ან მიღების ჯერადობის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტებისთვის: არ არის საჭირო დოზის კორექცია, მაგრამ აუცილებელია  სიფრთხილის გამოჩენა 120 მგ დოზის დანიშვნისას დეპრესიის და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობისას.

უკუჩვენებები

- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

- მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება;

- არაკომპენსირებული დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100,

შედარებით ხშირ გვერდით ეფექტებს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, წარმოადგენდა გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. მოცემული ეფექტების უმეტესობა იყო მსუბუქი და ზომიერად გამოხატული.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი  - ლარინგიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი  - ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათი  - ჰიპოთირეოზი.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან ხშირად  - მადის დაქვეითება; არახშირად  - ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით შეინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში); იშვიათად - გაუწყლოვნება, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.

ფსიქიკის მხრივ: ძალიან ხშირი  - უძილობა; ხშირი - აჟიტაცია, შფოთვა, უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება (მათ შორის ლიბიდოს დაკარგვა), ორგაზმის დარღვევა (მათ შორის ანორგაზმია); არახშირი - სუიციდური აზრები, ძილის დარღვევები, ბრუქსიზმი, დეზორიენტაცია, აპათია; იშვიათი - სუიციდური ქცევა, მანია, ჰალუცინაციები, აგრესია და მტრული განწყობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა; ხშირი - ტრემორი, პარესთეზიები; არახშირი - მიოკლონუსი, აკატიზია, მომატებული აგზნებადობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ლეთარგია, დისგევზია, დისკინეზია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ხარისხის დარღვევა; იშვიათად - სეროტონინული სინდრომი, კრუნჩხვები, ფსიქომოტორული აგზნება, ექსტრაპირამიდული დარღვევები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი - არამკაფიო მხედველობა; არახშირი - მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა; იშვიათი - გლაუკომა, თვალის სიმშრალე.

სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირი - ხმაური ყურებში; არახშირი - ვერტიგო, ტკივილი ყურებში.

გულის მხრივ: ხშირი - გულისცემის შეგრძნება; არახშირი - ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური არითმია, უპირატესად წინაგულების ფიბრილაცია.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირი - ჰიპერემია (მათ შორის “ალები“); არახშირი - ჰიპერტენზია, მომატებული არტერიული წნევა, კიდურების გაციება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულის წასვლა; იშვიათი - ჰიპერტონული კრიზი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: ხშირად - მთქნარება, ტკივილი პირ-ხახის მიდამოში; არახშირად - ყელში მოჭერის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა; ხშირი - დიარეა, ღებინება, დისპეფსია (მათ შორის მუცელში დისკომფორტი), მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი; არახშირი - კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, გასტროენტერიტი, დისფაგია; იშვიათად - სტომატიტი, პირიდან სუნი, ჰემატოხეზია.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე დაზიანება; იშვიათად - ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე.

კანისდაკანქვეშაქსოვილებისმხრივ: ხშირი - ჭარბი ოფლიანობა, გამონაყარი, ქავილი; არახშირი - ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება; იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - ქსოვილების კონტუზია.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირი - ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, კუნთების შებოჭილობა, კუნთების სპაზმი; არახშირი - კუნთების კრუნჩხვები; იშვიათად - ტრიზმი.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - შარდვის გახშირება; არახშირი - შარდის შეკავება, დიზურია, შარდვის დაწყების გაძნელება, ნიქტურია, პოლიურია, შარდის ნაკადის შესუსტება; იშვიათად - შარდის უჩვეულო სუნი.

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირი - ერექციული დისფუნქცია; არახშირი - ეაკულაციის დარღვევა, დაგვიანებული ეაკულაცია, სქესობრივი დისფუნქცია, გინეკოლოგიური სისხლდენები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტკივილი საკვერცხეების მიდამოში; იშვიათი - მენოპაუზის სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია.

საერთო დარღვევები: ძალიან ხშირად - მომატებული დაღლილობა; ხშირად - დაცემა, გემოს შეგრძნების ცვლილება. არახშირად - ტკივილი გულმკერდში, ატიპური შეგრძნებები, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, უგუნებობა, სიცხის შეგრძნება, სიარულის დარღვევა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: ხშირი - სხეულის მასის შემცირება; არახშირი - სხეულის მასის მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ბილირუბინის, კრეატინფოსფოკინაზას კონცენტრაციების მომატება, ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების პათოლოგიური გადახრა, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.

განსაკუთრებული მითითებები

მაო-ს ინჰიბიტორები

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორის მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში მიღებისას, პაციენტებს აღენიშნებოდათ სერიოზული რეაქციების შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, მათ შორის ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი, პერიფერიული დარღვევები სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მაჩვენებლების შესაძლო მკვეთრი ცვლილებებით და ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, რომელიც მოიცავდა გამოხატულ აგზნებას დელირიუმსა და კომაში შემდგომი გადასვლით. მსგავსი რეაქციები ასევე აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებმაც მაო-ს ინჰიბიტორების დანიშვნამდე არც ისე დიდი ხნით ადრე შეწყვიტეს სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომისათვის. დულოქსეტინის და მაო-ს ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების ეფექტები არ შეფასებულა არც ადამიანებში, არც ცხოველებში. ამიტომ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დულოქსეტინი წარმოადგენს სეროტონინის და ნორეპინეფრინის  ინჰიბიტორს, არ არის რეკომენდებული დულოქსეტინის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საჭიროა 5 დღიანი შესვენება დულოქსეტინის მიღების დასრულების შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე.

მანიაკალური/ჰიპომანიაკალური მდგომარეობის გამწვავება: ცნს-ზე მოქმედი ანალოგიური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, დულოქსეტინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში მანიაკალური ეპიზოდები აღენიშნებათ.

ეპილეფსიური გულყრები: ცნს-ზე მოქმედი ანალოგიური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, დულოქსეტინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ეპილეფსიური გულყრებიაღენიშნებათ.

მიდრიაზი: დულოქსეტინის მიღებისას ადგილი ჰქონდა მიდრიაზის განვითარების შემთხვევებს, ამიტომ  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დულოქსეტინის დანიშვნისას პაციენტებში მომატებული თვალშიგა წნევით ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკით.

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი

არტერიული წნევა: აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის მანძილზე.

სუიციდის მცდელობები: დეპრესიის დროს არსებობს სუიციდის მცდელობების ალბათობა, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს მდგრადი რემისიის დადგომამდე. აუცილებელია სათანადო დაკვირვება რისკის ჯგუფის პაციენტებზე.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევებში არ გამოვლენილა ფსიქომოტორული რეაქციების, კოგნიტური ფუნქციების და მეხსიერების დარღვევა. თუმცა, პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს ძილიანობა და თავბრუსხვევა. ამის გამო, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დულოქსეტინს, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სახიფათო მექანიკური საშუალებების, მათ შორის ავტომობილის, მართვისას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობის დროს დულოქსეტინის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის მნიშვნელოვნად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ დულოქსეტინით მკურნალობის პერიოდში დაორსულებისას ან ორსულობის დაგეგმვისას, აუცილებლად უნდა შეატყობინონ ამის შესახებ თავიანთ მკურნალ ექიმს.

ქალებში ლაქტაციის პერიოდში დულოქსეტინის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება დულოქსეტინით თერაპიის დროს.

გამოყენება პედიატრიაში

გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დულოქსეტინის (60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენება არ ახდენდა გავლენას თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით. ნაკლებად სავარაუდოა დულოქსეტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა CYP1A2-ის სუბსტრატების მეტაბოლიზმზე.

იმის გამო, რომ CYP1A2 მონაწილეობს დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, დულოქსეტინის ერთდროული გამოყენება CYP1A2-ის პოტენციურ ინჰიბიტორებთან სავარაუდოდ გამოიწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის მატებას. CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორი ფლუვოქსამინი (100 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ამცირებდა დულოქსეტინის საშუალო პლაზმურ კლირენსს დაახლოებით 77%-ით. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დულოქსეტინის დანიშვნისას CYP1A2-ის ინჰიბიტორებთან ერთად  (მაგ, ზოგიერთი ქინოლონური ანტიბიოტიკი) და საჭიროა დულოქსეტინის დაბალი დოზების გამოყენება.

დულოქსეტინი წარმოადგენს CYP2D6-ის ზომიერ ინჰიბიტორს. დულოქსეტინის გამოყენებისას დოზით 60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში დეზიპრამინის, CYP2D6-ის სუბსტრატი, ერთჯერად მიღებასთან ერთად, დეზიპრამინის AUC იზრდება 3-ჯერ. დულოქსეტინის (40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) მიღება ზრდიდა ტოლტეროდინის (2 მგ 2-ჯერ დღეში) AUC-ის სტაბილურ ნაწილს 71%-ით, მაგრამ არ ახდენდა გავლენას 5-ჰიდროქსილ მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე. ამგვარად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა დულოქსეტინის გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6 სისტემით და გააჩნიათ ვიწრო თერაპიული ინდექსი.

დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP2D6-ის პოტენციურ ინჰიბიტორებთან შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდა. დულოქსეტინის გამოყენებისას CYP2D6-ის ინჰიბიტორებთან (მაგ., SSRIs), საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დულოქსეტინის მიღებისას სხვა პრეპარატებთან და საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზემოქმედებენ ცნს-ზე, განსაკუთრებით მათთან, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი მოქმედების მექანიზმი, ალკოჰოლის ჩათვლით.

დულოქსეტინი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს (>90%). ამიტომ დულოქსეტინის დანიშვნამ პაციენტისთვის, რომელიც იღებს პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის მქონე სხვა პრეპარატს, შესაძლოა გამოიწვიოს ორივე პრეპარატის თავისუფალი ფრაქციების კონცენტრაციის მატება.

ჭარბი დოზირება

აღინიშნა ჭარბი დოზირების რამდენიმე შემთხვევა პრეპარატის 1400 მგ-მდე ერთჯერადი მიღებისას, რომელსაც არ ჰქონდა ფატალური შედეგი. ჭარბ დოზირებას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, კლონური კრუნჩხვები, ატაქსია, ღებინება და მადის დაქვეითება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. რეკომენდებულია გულის მუშაობის მონიტორინგი და ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვება, ასევე სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

გამოშვების ფორმა

დულექსა 30 მგ

მყარი ჟელატინის კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერზე.

2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

დულექსა 60 მგ

მყარი ჟელატინის კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერზე.

2, 4 ან 7 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ“., თურქეთი

(ბაგჯილარ ილჩესი, გიუნეშლი, ევრენ მახალესი, ჯამი იოლუ ჯად. N50 კ. 1ბ ზემინ 4-5-6, სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.", Turkey

(Bağcılar İlçesi, Güneşli, Evren Mahallesi, Cami Yolu Cad. No:50 K. 1B Zemin 4-5-6, İstanbul).

ატროვენტი – ATROVENT – АТРОВЕНТ

საერთაშორისო დასახელება:

IPRATROPIUM BROMIDE

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: იპრატროპიუმის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური საშუალება

გამოშვების ფორმა:

საინჰალაციო ხსნარი 0.025%: ფლაკონში 20 მლ, წვეთოვანი დოზატორით.

1 მლ

იპრატროპიუმის ბრომიდი           250 მკგ

დამხმარე საშუალებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატროვენტი წარმოადგენს მეოთხეული ამონიუმის ნაერთს, რომელსაც გააჩნია ანტიქოლინერგული (პარასიმპათოლიზური) თვისებები. ატროვენტი აინჰიბირებს აცეტილქოლინის მიერ ვაგუსის ნერვული დაბოლოების სტიმულაციას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ატროვენტის გამოყენებისას ბრონქოდილატაციას საფუძვლად უდევს პრეპარატის ადგილობრივი და არა სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედება.

კონტროლირებად 90-დღიანი კლინიკური კვლევის შედეგად პაციენტებში ბრონქოსპაზმით, რომელიც გამოწვეული იყო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა), გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები უმჯობესდებოდა ატროვენტის შეყვანიდან 15 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნებოდა 1-2 საათის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა 6 საათის განმავლობაში.

კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ატროვენტი არ მოქმედებს უარყოფითად ლორწოს სეკრეციაზე, მუკოცილიარულ კლირენსზე და აირთა ცვლაზე.

ატროვენტის ბრონქების გამაფართოვებელი ეფექტი მწვავე ბრონქოსპაზმის მკურნალობისას, რომელიც გამოწვეულია ბრონქული ასთმით, დადასტურებულია კლინიკური კლევით მოზრდილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმეტეს შემთხვევაში ატროვენტი ინიშნებოდა კომბინაციაში საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან ერთად. არსებობს მცირერიცხოვანი მონაცემები ატროვენტის ეფექტურობის შესახებ ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ბრონქოლიტით და ბრონქოპულმონური დისპლაზიით ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში.

ჩვენებები:

ატროვენტის საინჰალაციო ხსნარი გამოიყენება ბრონქოდილატატორის სახით შემანარჩუნებელი ეფექტისათვის, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვების ემფიზემით.

შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება სხვა საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან მწვავე ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტით და ბრონქული ასთმით.

მიღების წესები და დოზირება:

(20 წვეთი=1 მლ-ს, 1 წვეთი=0.0125 მგ უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდს).

დოზირების რეჟიმი: ინდივიდუალურია. მკურნალობის დროს პაციენტი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შემანარჩუნებელი მკურნალობა:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები) და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 2.0 მლ (40 წვეთი=0.5 მგ) 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე ასაკის: 1.0 მლ (20 წვეთი=0.25 მგ) 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვები 6 წლამდე  ასაკის: 0.4-1.0 მლ (8-20 წვეთი=0.1-0.25 მგ) 3-4-ჯერ დღეში.

მწვავე ბრონქოსპაზმი:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები) და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 2.0 მლ (40 წვეთი=0.5 მგ); შესაძლებელია განმეორებითი გამოყენება ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს ექიმი.

შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1.0 მლ (20 წვეთი=0.25 მგ); შესაძლებელია განმეორებითი გამოყენება ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს ექიმი.

შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება ბეტა-აგონისტებთან.

ბავშვები 6 წლამდე ასაკის: 0.4-1.00 მლ (8-20 წვეთი=0.1-0.25 მგ), შესაძლებელია განმეორებითი გამოყენება პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს ექიმი.

შესაძლებლია ატროვენტის ერთდროული გამოყენება საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან. რეკომენდებული დოზის განზავება წარმოებს ფიზიოლოგიური ხსნარით პრეპარატის საბოლოო მოცულობის მიღებით 3-4 მლ-მდე. იგი თავსდება ნებულაიზერში და აწარმოებენ ინჰალაციას დოზის დამთავრებამდე. პრეპარატის განზავება წარმოებს უშუალოდ ყოველი ინჰალაციის წინ. დარჩენილი დოზა შემდგომში არ გამოიყენება.

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინჰალაციის წესზე და ნებულაიზერის ხარისხზე.

ინჰალაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია განზავებული ხსნარის მოცულობაზე.

პრეპარატის დღეღამური დოზა, რომელიც აღემატება 2 მგ-ს მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით ან 1 მგ-ს ბავშვებში 12 წლამდე ასაკის, ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ.

რეკომენდებული დოზის გაზრდა დაუშვებელია, როგორც მწვავე ბრონქიტის მკურნალობისას, ასევე შემანარჩუნებელი თერაპიის დროს.

ინჰალაციის არაეფექტურობის დროს ან ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ქოშინის განვითარებისას და მისი სწრაფი პროგრესირების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

ატროვენტის საინჰალაციო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ნებულაიზერის ხმარებით, რომლებიც არის გაყიდვაში. ცენტრალიზებული ჟანგბადის სისტემის გამოყენებისას ნაკადის რეკომენდებული სიჩქარე შეადგენს 6-8 ლ/წუთში.

შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება კომბინაციაში შემდეგ სეკრეტომუკოლიზურ საშუალებებთან:

მუკოსოლვანი საინჰალაცო ხსნარი, ბისოლვანი საინჰალაციო ხსნარი და ბეროტეკი საინჰალაციო ხსნარი.

ატროვენტი ერთდროულად არ ინიშნება ქრომოგლიკატის დინატრიუმის საინჰალაციო ხსნართან, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს პრეციპიტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილი, გულისრევა, პირის სიმშრალე.

ატროვენტის დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, გვერდითი მოვლენები, დაკავშირებული სისტემურ ანტიქოლინერგულ მოქმედებასთან, როგორიცაა ტაქიკარდია, არითმია, აკომოდაციის დარღვევაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა, შარდის შეკავება, ატარებს გარდამავალ ხასიათს, ხოლო პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციით იზრდება შარდის შეკავების რისკი.

როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის დროს, მათ შორის ბრონქოდილატატორების გამოყენებისას, ხანდახან აღინიშნება ხველა. იშვიათად, ბრონქოსპასტიური რეაქციები.

არსებობს მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის: გამონაყარი, ენის, სახის, ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ხორხის სპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები.

ოფთალმოლოგია  - არის ცალკეული მონაცემები გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ თვალის მხრივ, როგორიცაა: გუგების გაფართოება, თვალშიდა წნევის მომატება, ვიწროკუთხოვნი გლაუკომა, თვალის ტკივილი, მასში აეროზოლის მოხვედრიასა.

თვალის ტკივილი ან დისკომფორტი, არამკაფიო მხედველობა, ლაქების გაჩენა თვალების წინ, თანმხლები კონიუნქტივური და კორნეალური ჰიპერემია წარმოადგენს ვიწროკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომებს, რის გამოც პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

პაციენტებმა უნდა სწორად გამოიყენონ ინჰალატორი. დაუშვებელია საინჰალაციო ხსნარის მოხვედრა თვალში. ინჰალაციისათვის იყენებენ ნებულაიზერებს ბუნიკით პირისათვის. თუ გამოიყენება ნებულაიზერი ნიღბით, იგი უნდა იყოს შესაბამისი ზომის. აუცილებელია იმ პაციენტების გაფრთხილება, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება გლაუკომოს  განვითარებისაკენ, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული აეროზოლის მოხვედრა თვალში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ატროვენტის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში შესწავლილი არ არის. მისი დანიშვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

მონაცემები ატროვენტის დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს; თუმცა ცხიმში უხსნადი მეოთხეული ამინები აღწევენ დედის რძეში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატროვენტმა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბავშვზე პრეპარატის ინჰალაციური გამოყენებისას. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით, ატროვენტიც სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ატროვენტის 0.025% საინჰალაციო ხნარი შეიცავს ანტიბაქტერიული კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს და სტაბილიზატორს  - დინატრიუმის ედეტატს. კლინიკური კვლევის მიხედვით აღნიშნული კომპონენტები ზოგიერთ პაციენტებში იწვევენ ბრონქების სანათურის შევიწროვებას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მიდრეკილებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომის განვითარებისაკენ, ასევე პაციენტებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით და ურეთრის ობსტრუქციით.

პაციენტებში მუკოვისციდოზით აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა. იშვიათად, ატროვენტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის ჭინჭრის  ციება, გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება და ანაფილაქსია.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სპეფიციკური სიმპტომები გამოვლენილი არ არის. პრეპარატის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, დოზირებული აეროზოლის ადგილობრივი გამოყენება გამორიცხავს სერიოზული ანტიქოლინერგული სიმპტომების წარმოქმნას. შესაძლებელია სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების უმნიშვნელო გამოვლენა, როგორიცაა: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბეტა-ადრენერგული და ქსანტინების წარმოებულები აძლიერებს პრეპარატის ბრონქოლიზურ მოქმედებას.

ატროვენტის ერთდროული გამოყენებისას ინჰალაციურ ბეტა-ადრენომიმეტურ საშუალებებთან პაციენტებში ვიწროკუთხოვანი გლაუკომით, იზრდება მწვავე გლაუკომის შეტევის განვითარების რისკი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა:   5 წელი.

დორეპამი 20მგ #28ტ

დორეპამი

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თითო  ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ესციტალოპრამი 10 მგ ან 20 მგ (ოქსალატის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი (Aerosil 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), მაგნიუმის სტეარატი, OpadryY-1-7000.

აღწერილობა

თეთრი ფერის ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: N06AB10

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესციტალოპრამი წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორს (5-HT). რომელსაც არ აქვს ან აქვს ძალიან სუსტი შეკავშირების უნარი რიგ რეცეპტორებთან, მათ შორის: სეროტონინური 5-HT1А, 5-HT2 რეცეპტორები, დოფამინური D1 და D2 რეცეპტორები, α1-, α2-, β-ადრენერგული რეცეპტორები, ჰისტამინური H1, მუსკარინული ქოლინერგული, ბენზოდიაზეპინური და ოპიატური რეცეპტორები.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა 4-დან 3 ორმაგ, პლაცებო-კონტროლირებად ხანმოკლე (8-კვირიან) კვლევაში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა  სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს სამ ხანმოკლე (12-კვირიან) კვლევაში და რეციდივების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით 6 თვიან კვლევაში.

დოზის შერჩევასთან დაკავშირებით 24-კვირიან კვლევაში ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 5, 10 და 20 მგ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ოთხიდან 4 პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 10 და 20 მგ დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა)

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 10 და 20 მგ დღეში 16-კვირიან ღია კვლევაში და რეციდივების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით 24-კვირიან რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შეიძლება ითქვას, რომ პრეპარატი სრულად შეიწოვება, მისი აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Tmax) მისაღწევად საჭირო დრო შეადგენს საშუალოდ 4 საათს. ესციტალოპრამის, ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის,  სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

განაწილება

განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd,b/F) პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 12-26 ლ/კგ. ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტების შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ორივე წარმოადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. აღნიშნულის საპირისპიროდ, აზოტს ჟანგვის გზით შეუძლია მეტაბოლიზდეს N-ოქსიდის მეტაბოლიტად. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ დემეთილ- და დიდემეთილმეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენს ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და 5%-ზე ნაკლებს. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტად ძირითადად ხდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით. ასევე შესაძლებელია იზოფერმენტების СYP3A4 და CYP2D6 გარკვეული ხარისხით მონაწილეობა.

გამოყოფა

მრავალჯერადი მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (t½β) შეადგენს დაახლოებით 30 საათს, კლირენსი პერორალური მიღებისას (Cloral) - დაახლოებით 0,6 ლ/წთ. ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლის (მეტაბოლური გზა) და თირკმელების საშუალებით, უმეტესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

წრფივობა

ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 50 ნმოლი/ლ (20-125 ნმოლი/ლ) მიიღწევა სადღეღამისო დოზით 10 მგ.

დამატებითი მონაცემები ავადმყოფთა სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით:

ხანდაზმული პაციენტები (65 წელი და მეტი)

ესციტალოპრამი ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, ხანდაზმულ პაციენტებში (65- წელზე მეტი ასაკის)   უფრო ნელა გამოყოფა. სისტემური AUC მაჩვენებელი ხანდაზმულებში 50%-ით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (A და B კლასები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ესციტალოპრამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორჯერ ხანგრძლივია, ხოლო AUC დაახლოებით 60%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა ნახევრად გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და AUC-ის უმნიშვნელო გაზრდა, რაცემიულ ციტალოპრამთან შედარებით.

სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების კონცენტრაცია არ არის განსაზღვრული, მაგრამ მისი მომატება სავარაუდოდ, ასევე არის შესაძლებელი.

პოლიმორფიზმი

იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის დაქვეითების შემთხვევაში პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაცია 2-ჯერ მეტია, ვიდრე ინტენსიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. იზოფერმენტ CYP2D6-ის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებში არ აღინიშნებოდა ესციტალოპრამის გამოყოფის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

გამოყენების ჩვენებები:

დიდი დეპრესიული ეპიზოდი;

პანიკური აშლილობები აგორაფობიით/აგორაფობიის გარეშე;

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია);

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

მონოამინოოქსიდაზას (მაო) არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო (შფოთვა, ტრემორი, ჰიპერთერმია და სხვა).

მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორების (მაგალითად, მოკლობემიდის) ან მაო-ს არასელექციური შექცევადი ინჰიბიტორის ლინეზოლიდის ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო.

ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გახანგრძლივებული QT ინტერვალის  თანდაყოლილი სინდრომი.

QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი პრეპარატების ერთდროული მიღება.

განსაკუთრებული მითითება

ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მითითება ეხება სეროტონინის უკუმიტაცების  ყველა სელექციურ ინჰიბიტორს (სუმსი).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატი დორეპამი™ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ანტიდეპრესანტების ჯგუფში სუიციდური ქცევისა (სუიციდის მცდელობები და სუიციდზე ფიქრები) და მტრულად განწყობის (ძირითადად აგრესიულობა, საწინააღმდეგო ქცევა და ნერვოზულობა) შემთხვევები უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მკაცრი დაკვირვების ქვეშ სუიციდური ქცევის შესაძლო განვითარების გამო. არასაკმარისია ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების გვიანი შედეგების შესახებ ზრდის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით.

პარადოქსული შფოთვა

პანიკური აშლილობების მქონე ზოგიერთ პაციენტს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოს შფოთვის გაძლიერება. უმრავლეს შემთხვევაში  მსგავსი პარადოქსული რეაქცია გაივლის მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.

კრუნჩხვითი შეტევები

კრუნჩხვითი შეტევების პირველად განვითარების შემთხვევაში, აგრეთვე, შეტევების სიხშირის გაზრდისას  ანამნეზში ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, პრეპარატი უნდა მოიხსნას. სუმსი არ უნდა დაინიშნოს არაკონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი კრუნჩხვითი შეტევების დროს საჭიროა გულდასმით დაკვირვება.

მანია

სუმსი სიფრთხილით გამოიყენება მანიის/ჰიპომანიის მქონე პაციენტებში. მანიაკალური ეპიზოდების განვითარებისას სუმსი უნდა მოიხსნას.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სუმსი-ს გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიურ კონტროლი (ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია). შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან/და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.

სუიციდი/სუიციდური ფიქრები ან პაციენტის მდგომარეობის გაუარესება

ანტიდეპრესანტების გამოყენება ბავშვებსა და 24 წლამდე ახალგაზრდა პირებში შეიძლება იწვევდეს სუიციდური ფიქრებისა და ქცევის გამოვლენის რისკის მომატებას. ამ მიზეზით, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველი თვეების განმავლობაში, დოზის გაზრდისას/შემცირებისას ან პრეპარატის მოხსნისას პაციენტი უნდა იყოს ოჯახის წევრებისა და მკურნალი ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ, ქცევის მოულოდნელი ცვლილებების გამოვლენის თვალსაზრისით (როგორიცაა შფოთვა, ჰიპერაქტივობა ან სუიციდური ქცევა).

დეპრესია უკავშირდება სუიციდური ფიქრების, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისა და სუიციდის შემთხვევების მომატებულ რისკს. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება მყარი რემისიის დადგომამდე. იმის გამო, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა პაციენტის მკაცრი დაკვირვება მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ზოგადი კლინიკური პრაქტიკით ნაჩვენებია, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპზე. სხვა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებში, რომლებიც წარმოადგენს ესციტალოპრამის დანიშვნის ჩვენებას, ასევე შეიძლება გაიზარდოს სუიციდის რისკი. გარდა ამისა, აღნიშნული სახის მდგომარეობები შეიძლება ასევე აღინიშნოს დიდ დეპრესიულ ეპიზოდთან ერთად. ამიტომ, სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის იგივე ზომების დაცვა, რაც დიდი დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში.

ანამნეზში ან პრეპარატის მიღების დაწყებამდე სუიციდთან ან სუიციდურ ფიქრებთან დაკავშირებული ეპიზოდების არსებობისას საჭიროა პაციენტების მკაცრი დაკვირვება მკურნალობის პერიოდში სუიციდური ფიქრებისა და მცდელობების რისკის გაზრდის თვალსაზრისით.

აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუმსი)/სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებისა და ნორადრენალინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აკატიზია (კლინიკური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შინაგანი მოძრაობითი მოუსვენრობის, მოძრაობის ან პოზის შეცვლის შინაგანი მოთხოვნილების მუდმივი ან პერიოდული უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ვლინდება მშვიდად ერთ მდგომარეობაში ან დიდხანს უმოძრაოდ გაჩერების შეუძლებლობით). აღნიშნული სინდრომი ძირითადად აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. აკატიზიის განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. აკატიზიის განვითარებისას დოზის გაზრდა ხდება სიფრთხილის ზომების დაცვით.

ჰიპონატრიემია

სუმსი-ს გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ) სეკრეციის დარღვევით  გამოწვეული ჰიპონატრიემიის განვითარება, რაც ჩვეულებრივ შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამის გამო, სუმსი სიფრთხილით ინიშნება ჰიპონატრიემიის განვითარების რისკის მქონე პირებში: ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ციროზით დაავადებულებში და ჰიპონატრიემიის გამომწვევი პრეპარატებით მკურნალობისას.

სისხლჩაქცევა

სუმსი-ს გამოყენებისას აღინიშნებოდა კანზე სისხლჩაქცევების განვითარების შემთხვევები: ეკქიმოზი და პურპურა. სუმსი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტიკოაგულანტებით და სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატებით (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი), ასევე სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)

ვინაიდან სუმსი-სა და ეკთ-ის ერთდროულად გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, აღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

სეროტონინის  სინდრომი

ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.

ცნობილია სეროტონინის სინდრომის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სეროტონინერგული პრეპარატებით და სუმსი-ით.

სეროტონინის სინდრომის განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სუმსი-სა და სეროტონინერგული პრეპარატების ერთდროულად მიღება და დაიწყეთ სიმპტომური თერაპია.

კრაზანა

სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატების ერთდროულად მიღება შეიძლება გახდეს გვერდითი რეაქციების სიხშირის გაზრდის მიზეზი.

მოხსნის სინდრომი

პრეპარატის მოხსნა, განსაკუთრებით მოულოდნელად, ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომს. კლინიკურ კვლევებში, მკურნალობის შეწყვეტისას აღნიშნული არასასურველი რეაქცია ესციტალოპრამით ნამკურნალევ პაციენტებში, აღინიშნებოდა შემთხვევათა 25%-ში, პლაცებოს ჯგუფში - 15%-ში. მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რიგ ფაქტორზე, მათ შორის კურსის ხანგრძლივობაზე, დოზირების რეჟიმსა და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზიისა და ელექტრული შოკის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და კოშმარების ჩათვლით), მღელვარება ან შფოთვა,  გულისრევა ან/და ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის შეგრძნება, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ძირითადად უმნიშვნელო ან ზომიერი გამოხატულებისაა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გამოხატული. უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღეში, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში დოზის შემთხვევით გამოტოვების შემთხვევაში. როგორც წესი, აღნიშნული რეაქციები შეზღუდულია და ძირითადად გადის ორი კვირის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში - 2-3 თვის და მეტი დროის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, ესციტალოპრამის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

გულის იშემიური დაავადება

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ აღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. პოსტმარკეტინგული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ესციტალოპრამის მიღება იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და პარკუჭოვან არითმიებს (torsades de pointe-ს ჩათვლით), უპირატესად ქალებში, ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში, ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ან სხვა კარდიოლოგიური დაავადებების არსებობისას. Torsades de pointe-ს განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ბრადიარითმიების ან თანმხლები დაავადებების, ასევე ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გამოხატული ბრადიკარდიის, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის დროს პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. ესციტალოპრამის მიღების დაწყებამდე მიზანშეწონილია დაინიშნოს ეკგ. მკურნალობის დროს გულის არითმიის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ეკგ გამოკვლევის ჩატარება.

ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი

ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან პერიოდში, სუმსი-ის გამოყენებისას იზრდება ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

სუმსი, ესციტალოპრამის ჩათვლით, ახდენს ზემოქმედებას გუგის ზომებზე და შეუძლია გამოიწვიოს მიდრიაზი. აღნიშნული მიდრიაზული ეფექტი ხელს უწყობს თვალის კუთხის შევიწროებას და შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომა და თვალშიდა წნევის მომატება. ამიტომ, ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით ან ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინაციები

მაო-ს არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორები

სერიოზული რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებს და სუმსი-ს, და პაციენტებში, რომლებიც ახლო წარსულში იღებდნენ სუმსი-ს და დაიწყეს მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ზოგ შემთხვევაში განვითარდა სეროტონინის სინდრომი. ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია. ესციტალოპრამის მიღების დაწყება შეიძლება მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღების დაწყება შესაძლებელია ესციტალოპრამის მიღების შეწყეტიდან სულ მცირე 7 დღის შემდეგ.

მაო-ს სელექციური შექცევადი ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)

ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება მოკლობემიდის ტიპის მაო-A-ს ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა მინიმალური რეკომენდებული დოზით კლინიკური დაკვირვების ქვეშ.

მაო-ს არასელექციური შექცევადი ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი წარმოადგენს მაო-ს არასელექციურ შექცევად ინჰიბიტორს და არ ენიშნება პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა მინიმალური რეკომენდებული დოზით კლინიკური დაკვირვების ქვეშ.

მაო-B-ს სელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორები (სელეგილინი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო სელეგილინი (მაო-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორი) სიფრთხილით ინიშნება ესციტალოპრამთან ერთად. 10 მგ-მდე დოზით სელეგილინის გამოყენება რაცემიულ ციტალოპრამთან იყო უსაფრთხო.

ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან უკუნაჩვენებია.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამისა და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროულად მიღებასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის კვლევები არ ჩატარებულა. ესციტალოპრამისა და ამ პრეპარატების გვერდითი მოქმედება გამორიცხული არ არის. ამიტომ, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება IA და III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან, ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან (მაგალითად, ფენტიაზინის, პიმოზიდის, ჰალოპერიდოლის წარმოებულებთან), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ზოგიერთ ანტიმიკრობულ საშუალებასთან (მაგალითად, სპარფლოქსაცინთან, მოქსიფლოქსაცინთან, ერითრომიცინთან, პენტამიდინთან, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებთან, განსაკუთრებით ჰალოფანტრინთან), ზოგიერთ ანტიჰისტამინურ საშუალებასთან (როგორიცაა ასთემიზოლი, მიზოლასტინი), QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებთან ერთად.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს

სეროტონინერგული პრეპარატები

სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მაგალითად, ტრამადოლთან, სუმატრიპტანთან და სხვა ტრიპტანებთან) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.

კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი პრეპარატები

სუმსი-ს შეუძლია დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი, აღნიშნულთან დაკავშირებით  სიფრთხილით ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი (როგორიცაა ანტიდეპრესანტები (ტრიციკლურები, სუმსი), ნეიროლეფსიური საშუალებები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბურპროპიონი და ტრამადოლი).

ლითიუმი, ტრიპტოფანი

ნაჩვენებია ეფექტის ურთიერთგაძლიერება ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, სუმსი სიფრთხილით ინიშნება ლითიუმთან და ტრიპტოფანთან ერთად.

კრაზანა

სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატების ერთდროულად მიღება შეიძლება გახდეს გვერდითი რეაქციების რაოდენობის გაზრდის მიზეზი.

სისხლჩაქცევები

ესციტალოპრამის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას ამ უკანასკნელის ანტიკოაგულანტური მოქმედება შეიძლება შეიცვალოს. პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობის პერიოდში ესციტალოპრამის დანიშვნის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი. ესციტალოპრამის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად დანიშვნისას შესაძლებელია სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება.

ალკოჰოლი

ესციტალოპრამი არ შედის ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან. თუმცა, როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის ესციტალოპრამისა და ალკოჰოლის ერთდროულად მიღება.

ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევი პრეპარატები

ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით ესციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 ნაკლები ხარისხით მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ვარაუდობენ, რომ ძირითადი მეტაბოლიტის, დემეთილირებული ესციტალოპრამის, მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება იზოფერმენტ CYP2D6-ის საშუალებით. ესციტალოპრამის და ომეპრაზოლის (CYP2C19-ის ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღება ერთჯერადი დღიური დოზით 30 მგ იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 50%). ესციტალოპრამის  ციმეტიდინთან ერთდროულად მიღება, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტების ძლიერ ინჰიბიტორს, დოზით 400 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში, იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 70%). ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება ციმეტიდინთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის CYP2C19-ის ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთდროულად დანიშვნისას. შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება გვერდითი რეაქციების მიხედვით.

ესციტალოპრამის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი წარმოადგენს CYP2D6-ის იზოფერმენტს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის ერთდროულად გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტის საშუალებით და რომლებსაც აქვთ მცირე თერაპიული ინდექსი, მაგალითად, ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენების შემთხვევაში), ან სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2D6-ის საშუალებით და მოქმედებს ცნს-ზე, მაგალითად ანტიდეპრესანტები - დეზიპრამინი, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი, ან ანტიფსიქოზური საშუალებები (რისპერიდონი, თიორიდაზინი, ჰალოპერიდოლი). ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

ესციტალოპრამის დანიშვნა დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად იწვევს ბოლო ორი პრეპარატის კონცენტრაციის ორჯერ გაზრდას.

In vitro ჩატარებულ კვლევებში ესციტალოპრამი უმნიშვნელოდ აინჰიბირებდა იზოფერმენტ CYP2C19-ს, აღნიშნულთან დაკავშირებით ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ის საშუალებით.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ნაყოფისთვის პოტენციური რისკის/დედისთვის შესაძლო სარგებლის  შეფარდების საგულდაგულო შეფასების  შემდეგ. თუ პრეპარატი დორეპამი™ გამოიყენება ორსულობის გვიან პერიოდში (განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში), ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ორსულობის დროს დაუშვებელია პრეპარატით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა. ორსულობის გვიან პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვა, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, ბავშვის კვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერ- და ჰიპოტენზია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, აჟიტაცია, ნერვოზულობა, სისუსტე, უწყვეტად ტირილი, ძილიანობა და უძილობა. აღნიშნული გამოვლინებების მიზეზი შეიძლება იყოს სეროტონინერგული ეფექტი ან მოხსნის სინდრომი. გართულების გამოვლინება უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება მშობიარობისთანავე ან მშობიარობიდან მოკლე დროში (24 საათზე ნაკლებ პერიოდში). ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან პერიოდში, სუმსი-ს გამოყენებისას იზრდება ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის  განვითარების რისკი.

ესციტალოპრამი შეიძლება გამოიყოფოდეს დედის რძესთან ერთად, ამიტომ მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ესციტალოპრამი არ მოქმედებს ინტელექტსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე. თუმცა, ფსიქომოტორული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აზროვნებითი და მოძრაობითი დარღვევები. ამიტომ საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის პოტენციური ეფექტების შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიღების წესი და დოზები

დორეპამი™ მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. 20 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი

ინიშნება 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. მიღებული ეფექტის გასამყარებლად საჭიროა თერაპიის გაგრძელება დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

პანიკური აშლილობა აგორაფობიით/აგორაფობიის გარეშე

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საწყისი დოზით 5 მგ/დღე-ღამეში, რომელსაც შემდეგ ზრდიან 10 მგ-მდე დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

ინიშნება 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შესაძლებელია დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღე-ღამეში ან გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. სოციალური შფოთვითი აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას; მიღებული ეფექტის გასამყარებლად რეკომენდებულია მკურნალობის 12 კვირიანი კურსი.

თერაპია სამკურნალო საშუალებებით ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ აქტივობაზე. ფარმაკოთერაპია წარმოადგენს სამკურნალო სტრატეგიის ნაწილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივი კურსის ეფექტურობა (20 მგ/დღე-ღამეში) შეფასდა კლინიკურ კვლევებში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. საჭიროა თერაპიის ეფექტურობისა და დოზირების რეჟიმის რეგულარული შეფასება.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა)

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. ოკა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, ამიტომ საჭიროა მკურნალობის კურსის ჩატარება სიმპტომების სრულად გაქრობამდე. საჭიროა თერაპიის ეფექტურობისა და დოზირების რეჟიმის რეგულარული შეფასება.

დამატებითი ცნობები ავადმყოფთა სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საწყისი დოზით 5 მგ/დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით  დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და პაციენტის მკაცრი დაკვირვებით.

პედიატრიული პაციენტები

დორეპამი™ არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხანდაზმული პაციენტები

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური ფობიის დროს პრეპარატ დორეპამის™ ეფექტურობა შესწავლილი არ ყოფილა.

ციტოქრომ СYP2C19-ის აქტივობის დაქვეითება

პაციენტებში იზოფერმენტ СYP2C19-ის სუსტი აქტივობის შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში.

მკურნალობის შეწყვეტა

თავი შეიკავეთ პრეპარატის მოულოდნელად მოხსნისგან. პრეპარატ დორეპამით™ მკურნალობის შეწყვეტისას დოზის შემცირება უნდა განხორციელდეს თანდათანობით, სულ მცირე 1-2 კვირის განმავლობაში, მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად. დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის დროს მძიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია ადრე დანიშნული დოზის გამოყენება. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება უფრო ნელი ტემპით.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოვლენები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველ ან მეორე კვირაში, შემდეგ ნაკლებად ინტენსიურია და იშვიათად ვლინდება თერაპიის გაგრძელებისას.

ქვემოთ მითითებულია ესციტალოპრამის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ცალკე - პლაცებო კონტროლირებად კვლევებში და ასევე სპონტანურად იქნა აღნიშნული პოსტმარკეტინგულ კვლევებში. გვერდითი მოქმედების გამოვლენის სიხშირე მიღებულია კლინიკური კვლევების საფუძველზე, რომლებიც არ იყო პლაცებო კონტროლირებადი.

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: ადჰ-ის (ანტიდიურეზული ჰორმონი) სეკრეციის დაქვეითება.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

ხშირად: მადის დაქვეითება/მომატება; სხეულის მასის მომატება;

არცთუ ხშირად: სხეულის მასის  დაკლება;

უცნობი სიხშირით: ჰიპონატრიემია, ანორექსია1.

ფსიქიკის მხრივ:

ხშირად: მოუსვენრობა, ანომალური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, ქალებში - ანორგაზმია;

არცთუ ხშირად: კბილების კრაჭუნი, აჟიტაცია, შფოთვა, გაღიზიანებადობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების არევა;

იშვიათად: აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები;

უცნობი სიხშირით: მანია, სუიციდური ფიქრები, სუიციდური ქცევა2.

ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი;

ხშირად: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი;

არცთუ ხშირად: გემოს დარღვევა, ძილის დარღვევა, გულყრა;

იშვიათად: სეროტონინის სინდრომი;

უცნობი სიხშირით: დისკინეზია, მოძრაობითი დარღვევები, კრუნჩხვა, ფსიქომოტორული აგზნება/აკატიზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ:

არცთუ ხშირად: მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა.

სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ:

არცთუ ხშირად: ხმაური ყურებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

არცთუ ხშირად: ტაქიკარდია;

იშვიათად: ბრადიკარდია;

უცნობი სიხშირით: ეკგ-ზე-QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, torsades de pointe-ს ჩათვლით, ორთოსტაზული ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

ხშირად: სინუსიტი, მთქნარება;

არცთუ ხშირად: სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: გულისრევა;

ხშირად: დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე;

არცთუ ხშირად: გასტრო-დუოდენური  სისხლდენა (რექტალური სისხლდენის ჩათვლით).

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მაჩვენებლების შეცვლა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირად: მომატებული ოფლიანობა

არცთუ ხშირად: ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი;

უცნობი სიხშირით: ეკქიმოზი, ანგიოედემა;

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ხშირად: ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: შარდის შეკავება.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ხშირად: მამაკაცებში - ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია;

არცთუ ხშირად: ქალებში - მეტრორაგია, მენორაგია;

უცნობი სიხშირით: გალაქტორეა, მამაკაცებში - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები:

ხშირად: სისუსტე, ჰიპერთერმია;

არცთუ ხშირად: შეშუპება.

1 ეს გვერდითი მოქმედება აღინიშნა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ.

2 ესციტალოპრამის მიღებისას ან თერაპიის შეწყვეტისთანავე აღინიშნებოდა სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიის შესახებ (torsades de pointes-ის ჩათვლით) ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიის, ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების, ასევე სხვა კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ასაკთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები

ძირითადად 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებისა (სუმსი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებისას პაციენტებში იზრდება ძვლების მოტეხილობების რისკი.

მოხსნის სინდრომი

სუმსი/ნუმსი-ით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზიისა და ელექტრული შოკის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და კოშმარების ჩათვლით), მღელვარება ან შფოთვა, გულისრევა ან/და ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის შეგრძნება, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა. აღნიშნული არასასურველი რეაქციები ძირითადად უმნიშვნელო ან ზომიერი გამოხატულებისაა, შეზღუდული ხანგრძლივობით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და ხანგრძლივი.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულით შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გამოყენების სარგებელი და რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას აღნიშნული სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (თავბრუსხვევა, ტრემორი და აჟიტაცია, იშვიათ შემთხვევებში - სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვა, კომა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან  (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებთან (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი სისტემის გამავლობის  და პაციენტის ადეკვატური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა. შიგნით მიღების შემდეგ შეძლებისდაგვარად ხანმოკლე პერიოდში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ინიშნება სიმპტომური და შემანაჩუნებელი თერაპია, ტარდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციის მონიტორინგი. გულის შეგუბებითი უკმარისობის/ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს ან აქვთ მეტაბოლიზმის დარღვევები (მაგალითად, ღვიძლის უკმარისობა), დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ კონტროლი.

გამოშვების ფორმა

10მგ ან 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. 14 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი (28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

ატრიკანი 250 – ATRICAN 250 – АТРИКАН 250

საერთაშორისო დასახელება:

TENONITROZOLE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტენონიტროზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 8 ც.

1 კაფს.

ტენონიტროზოლი ......... 250 მგ

პერორალურად მისაღები რბილი კაფსულები მდგრადი კუჭის წვენის მიმართ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიაზოლის სინთეზური წარმოებული, აქტიურიTrichomonas vaginalis მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან წარმოებს ნელა, რაც იძლევა ტრიქომონოციდური კონცენტრაციის შენარჩუნების საშუალებას სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეული დოზაა 2 კაფსულა დღეში. თითო კაფსულა დილა-საღამოს ჭამის დროს 4 დღის განმავლობაში. საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, მადის დაქვეითება), ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას სასურველი არ არის. თუ მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებაზე; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

ატრიკანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება აკრძალულია; სრული ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. მკურნალობისას რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისაგან თავის შეკავება, რადგან, ისინი შეიძლება შეიფეროს ყვითლად. მკურნალობისას შესაძლოა სკლერებისა და შარდის ყვითლად შეფერვა. უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ლეიკოციტარულ შემადგენლობას.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ასეთი შეთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატრიკანის და დისულფირამის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

დორეპამი 10მგ #28ტ

ატორისი – ATORIS – АТОРИС

საერთაშორისო დასახელება:

ATORVASTATIN

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1, 3 და 9 ბლისტერი.

1 ტაბ.

ატორვასტატინი .............      10 მგ

(კალციუმის მარილის სახით)

1 ტაბ.

ატორვასტატინი .............      20 მგ

(კალციუმის მარილის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 3000, პოლივინილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატორვასტატინი ჰიპოლიპიდემიური საშუალებაა სტატინების ჯგუფიდან. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ-A (ჰმგ-კოA)-რედუქტაზას, ფერმენტის, რომელიც აკატალიზებს ჰმგ-კოA-ს გარდაქმნას მევალონის მჟავად, აქტიურობის ინჰიბირება. ეს გარდაქმნა არის ერთ-ერთ ადრეული ეტაპი ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზის ჯაჭვში. ქოლესტერინის სინთეზის ატორვასტატინით დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინების მომატებულ რეაქტიულობას ღვიძლში, ასევე ღვიძლგარე ქსოვილებში. ეს რეცეპტორები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს იერთებენ და აშორებენ სისხლის პლაზმას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას.

ატორვასტატინის ანტისკლეროზული ეფექტი არის პრეპარატის სისხლძარღვთა კედელზე და სისხლის კომპონენტებზე მოქმედების შედეგი. პრეპარატი თრგუნავს იზოპრენოიდების სინთეზს, რომლებიც სისხლძარღვთა შიდა გარსის უჯრედების ზრიდს ფაქტორებია. ატორვასტატინის მოქმედებით უმჯობესდება სისხლძარღვების ენდოთელიუმ-დამოკიდებული გაფართოება. ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინი A-ს შემცველობის მატებას.

როგორც წესი, ატორისის მოქმედება იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ორ კვირაში, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკონეტიკა:

ატორვასტატინის აბსორბცია მაღალია, დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Cmax) საშუალოდ 1-2 საათია. ქალებში Cmax 20%-ით მაღალია, ხოლო AUC მაჩვენებელი 10%-ით დაბალია. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებულებში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ნორმაზე 16-%-ჯერ მაღალია. ღვიძლში "პირველი გავლისას" ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა დაბალია (12%). ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობაა 381 ლ. ატორვასტატინის 98%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ატორვასტატინი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში ციტოქრომ P4503A4-ს ზემოქმედებით, ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები, ბეტა დაჟანგვის პროდუქტები) წარმოქმნით. ეს აქტიური მეტაბოლიტებია, რომლებიც განაპირობებენ დაახლოებით 70% მაინჰიბირებელ აქტიურობას ჰმგ-კოA-რედუქტაზასთან მიმართებაში. ეს აქტიურობა ნარჩუნდება 20-30 საათის განმავლობაში.

ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 14 საათია. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით (არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის პროცესში). ატორვასტატინის დაახლოებით 46% გამოიყოფა განავალთან ერთად, ხოლო 2%-ზე ნაკლები  - შარდით.

ჩვენებები:

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, შერეული ჰიპერლიპიდემია (მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.

მიღების წესები და დოზირება:

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს დიეტაზე, რომელიც უზუნველყოფს სისხლში ლიპიდების შემცველობის კლებას. დიეტა უნდა დაცულ იქნას პრეპარატის მკურნალობის განმავლობაში.

პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად (უზმოზე ან ჭამის შემდეგ). რეკომენდებულია საწყისი დოზა  - 10 მგ ყოველდღიურად. საბოლოოდ მისაღწევი ეფექტის გათვალისწინებით დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 80 მგ-მდე. ატორისი შეიძლება მიღებული იქნეს ერთჯერადად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ოღონდ ყოველდღე ერთი და იგივე დროს. საგრძნობი თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ. ამიტომ დოზის შეცვლა არ არის სასურველი მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის გავლამდე.

ჩვენებები:

პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითა და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი) და შერეული ჰიპერლიპიდემია (IIბ ტიპი): მკურნალობა იწყება რეკომენდებული საწყისი დოზით, რომელსაც პაციენტის რეაქციის მიხედვით ზრდიან 4 კვირის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 80 მგ.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია: დოზების დიაპაზონი ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის ჰიპერლიპიდემიის დროს. საწყისი დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების გამოვლენის მიხედვით. ასეთი ავადმყოფების მკურნალობის ოპტიმალური ეფექტი გამომჟღავნდა სადღეღამისო დოზის  - 80 მგ-ს გამოყენებისას (ერთჯერადად). ატორისი გამოიყენება როგორც დამატებითი თერაპიული მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად (პლაზმაფერეზი) ან როგორც ძირითადი მკურნალობა თუ სხვა მეთოდებით მკურნალობა შეუძლებელია.

ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის თირკმელების დაავდებით ატორისის დოზის ცვლა სასურველი არ არის.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით ორგანიზმიდან მისი გამოყოფის შენელების გამო. მსგავს სიტუაციაში უნდა კონტროლდებოდეს კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ამბლოპია, ყურებში შუილი, კონიუნქტივის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალებში, სიყრუე, გლაუკომა, პაროსმია, საგემოვნო შეგრნებების დაკარგა.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, შაკიკი, პოსტურალური ჰიპოტენზია, არტერიული წნევის მომატება, ფლეიბიტი, არითმია.

სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, აბოდომინალური ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, პირის სიმშრალე, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ხეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატი, ქოლესტაზური სიყვითლე, "ღვიძლის" ფერმენტების აქტიურობის მატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლმდენი ღრძილები, ტენეზმები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრიტი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, დიზურია (მათ შორის პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავებლობა ან შარდვის გაძნელება, შარდვის იმპერატიული სურვილი), ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.

კანის საფარის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეგზემა, სებორეა, ეკხიმოზები.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფოსკინაზის მომატება, ალბუმინურია, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტიურობის მომატება.

სხვა: პერიფერიული შეშუპებები, სხეულის მასის ზრდა, გინეკომასტია, პოდაგრის გამწვავება.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში (მათ შორის აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტი);
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
  • გაურკვეველი გენეზის ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება;
  • ჩონჩხის კუნთების დაავადებები;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

სიფრთხილით: ალკოჰოლიზმი, ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, სერიოზული ქირურგიული ჩარევები, ტრავმა.

განსაკუთრებული მითითებები:

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ენიშნება სტანდარტული ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მთელი მკურნალობის განმავლობაში.

სისხლის შრატში "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ატორისით მკურნალობის პერიოდში. ეს მატება, როგორც წესი, უმნიშვნელოა და მას არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია ზემოხსნებული ფერმენტების აქტივობის კონტროლი სისხლის შრატში მკურნალობამდე, მკურნალობიდან 6 კვირის შემდეგ, 12 კვირის შემდეგ და ატორვასტატინის დოზის მომატებისას. თუ აღინიშნება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ალანინამინოტრანსფერაზას და/ან ასპარტატამინოტრანსფერეზას აქტივობის 3-ჯერადი ზრდა, ატორისით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზების და ამინტრანსფერაზების აქტივობის ზრდა. იმ ქალებში, რომლებიც იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპციას, ატორისის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მან უნდა შეწყვიტოს ატორისის მიღება, უკიდურეს შემთხვევაში დაგეგმილ ორსულობამდე 12 თვით ადრე.

ატორისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია, რომელსაც ხანდახან ერთვის რაბდომიოლიზი, რაც იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. ამ გართულების რისკი იზრდება ატორისის ერთდროული მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან: ფიბროის მჟავას წარმოებულები, ნიაცინი, ციკლოსპორინი, ნეფაზადონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები "აზოლების" ჯგუფიდან, აივ-პროტეაზის ინჰიბიტორები. პაციენტი უნდა გაფრთხილებულ იქნას, რომ ამ გართულების სიმპტომების გამოვლენისას (კუნთოვანი სისუსტე და ტკივილი) დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

პრეპარატის გავლენა ავტომანქანისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე:

ატორისის არასასურველი გავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას აცილებელია ჩატარდეს შემდეგი ზოგადი ღონისძიებები: სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და შენარჩუნება და პრეპარატის შემდგომი შეწოვის თავიდან აცილება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება). მიოპათიის განვითარებისას შემდგომ რაბდომიოლიზით და თირკმლის მწვავე უკმარისობით (იშვიათი, მაგრამ მძიმე გვერდითი მოვლენა) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტს კი დაენიშნოს დიურეტიკი და გადაესხას ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი. აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი. რაბდომიოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, გლუკოზის ინფუზია ინსულინთან ერთად, მძიმე შემთხვევაში კი ჰემოდიალიზის ჩატარება. იმდენად, რამდენადაც ატორვასტატინი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სისხლის პლაზმურ ცილებთან, ჰემოდიალიზი შედარებით ნაკლებ ეფექტური მეთოდია ამ ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კვინუპრისტინი/დალფოპროსტინი), აივ-პროტეაზის ინჰიბიტორებთან (ინდინავირი, რიტონავირი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ან ნეფაზოდონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ატორვასტატინის შემცველობის მომატება, რაც ზრდის მიოპათიების რაბდომიოლიზით და თირკმლის უკმარისობით განვითარების რისკს. მსგავსი ურთიერთქმედება შესაძლებელია ატორისის ერთდროული მიღებისას ფიბროის მჟავასა და მიაცინთან ერთად.

ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ფენიტოინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება. ერთდროული მიღებისას ანტაციდები (მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდების სუსპენზია) აქვეითებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას. ატორვასტატინის ერთდროული მიღებისას კოლესტიპოლთან, პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობა იკლებს 25%-ით, მაგრამ კომბინაციის თერაპიული ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ ატორვასტატინის ეფექტი.

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ 80 მგ ატორვასტატინს და დიგოქსინს, პლაზმაში დიგოქსინის რაოდენობა იზრდება 20%-ით, რის გამოც ისინი უნდა იმყოფებდენ მეთვალყურეობის ქვეშ.

ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების (ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთდროული მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს კონტრაცეპტივების შეწოვა და მათი კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში; საჭიროა კონტრაცეპტივის დანიშვნის კონტროლირება ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.

ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ვარფარინთან პირველ დღეებში შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედება. ეს ეფეეტი ქრება ზემო აღნიშნული პრეპარატების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

ატორისით მკურნალობის პერიოდში გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა. ამასთან დაკავშირებით პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ატორისით უნდა მოერიდონ ამ წვენის მიღებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დინოლი 20მგ/მლ 15მლ პერორ/წვ.

38.50 ლარი
36.19 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: დოპელ ფარმაცევტიცი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ატორვასტატინი – ATORVASTATIN – АТОРВАСТАТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვასთან მევალონის მჟავას დონეზე, გმგ-კოენზიმ-A-რედუქტაზას სელექტიური კონკურენტული ინჰიბირების შედეგად. იგი აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დარღვევისა და ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის და ლიპოპროტეინების რეცეპტორების აქტიურობისა და მათი რიცხვის მომატების შედეგად, რაც იწვევს ლიპოპროტეინების მიტაცებისა და მათი კატაბოლიზმის გაძლიერებას. ერთდროულად აღინიშნება მაღალი სიმკვრივის და აპოლიპოპროტეინ A-ს დონის მომატება. ატორვასტატინის მაინჰიბირებელი ეფექტი ბეტა-ჰიდროქსი-გმგ კოენზიმ-A  რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება მისი მოცირკულირე მეტაბოლიტების აქტივობით.

პრეპარატი პაციენტებში ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას.

ჩვენებები

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
  • კომბინირებული ჰიპერქოლისტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია არაეფექტური დიეტოთერაპიის დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატით მკურნალობა ჰიპერქოლესტერინემიით შეპყრობილ პაციენტებში მიმდინარეობს სტანდარტული დიეტის ფონზე. დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ქოლესტერინის საწყის დონეზე. მისი პერორალური, საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.

მკურნალობის ეფექტი ვლინდება 2 კვირის, ხოლო, მაქსიმალური ეფექტი - 4 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ თანდათან, 4 კვირის, ან მეტი ხნის ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად - კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრიატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში;

* შრატში (უცნობი გენეზის) ტრანსამინაზების აქტივობის 3-ჯერ მომატება;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ, განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების განვითარებისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.

♦ სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი დონის ნორმალიზაცია. ალანინტრანსფერაზას და/ან ასპარაგინტრანსფერაზას აქტივობის მომატების დროს ნორმაზე 3-ჯერ მეტად, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

♦ მკურნალობის პერიოდში მიოპათიის სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვნად მომატებული დონე შენარჩუნებულია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერიტრომიცინის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

♦ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა პრეპარატის გამოყენების დროს უნდა მიიღონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები. ბავშვებში პრეპარატის დოზით 80 მგ/დღეში მიღების გამოცდილება შეზღუდულია.

♦ პრეპარატისა და დიგოქსინის განმეორებითი გამოყენებისას პლაზმაში აღინიშნება დიგოქსინის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით მომატება.

♦ ატორვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება;

♦ ატორვასტატინთან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს - კონტრაცეპტივის კონცენტრაციის მომატება, ხოლო ქოლესტირამინთან კომბინირების დროს - ატორვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 25%-ით.

♦ პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდს ამცირებს სისხლში ატორვასტატინის კონცენტრაციას დაახლოებით 35%.

დეპრექსორი 75მგ #60ტ

124.65 ლარი
117.17 ლარი

ქვეყანა: ბულგარეთი

მწარმოებელი: სოფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!