Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 719

დორეპამი 20მგ #28ტ

დორეპამი

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თითო  ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ესციტალოპრამი 10 მგ ან 20 მგ (ოქსალატის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი (Aerosil 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), მაგნიუმის სტეარატი, OpadryY-1-7000.

აღწერილობა

თეთრი ფერის ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: N06AB10

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესციტალოპრამი წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორს (5-HT). რომელსაც არ აქვს ან აქვს ძალიან სუსტი შეკავშირების უნარი რიგ რეცეპტორებთან, მათ შორის: სეროტონინური 5-HT1А, 5-HT2 რეცეპტორები, დოფამინური D1 და D2 რეცეპტორები, α1-, α2-, β-ადრენერგული რეცეპტორები, ჰისტამინური H1, მუსკარინული ქოლინერგული, ბენზოდიაზეპინური და ოპიატური რეცეპტორები.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა 4-დან 3 ორმაგ, პლაცებო-კონტროლირებად ხანმოკლე (8-კვირიან) კვლევაში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა  სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს სამ ხანმოკლე (12-კვირიან) კვლევაში და რეციდივების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით 6 თვიან კვლევაში.

დოზის შერჩევასთან დაკავშირებით 24-კვირიან კვლევაში ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 5, 10 და 20 მგ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ოთხიდან 4 პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 10 და 20 მგ დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა)

ესციტალოპრამმა აჩვენა ეფექტურობა დოზით 10 და 20 მგ დღეში 16-კვირიან ღია კვლევაში და რეციდივების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით 24-კვირიან რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შეიძლება ითქვას, რომ პრეპარატი სრულად შეიწოვება, მისი აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Tmax) მისაღწევად საჭირო დრო შეადგენს საშუალოდ 4 საათს. ესციტალოპრამის, ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის,  სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

განაწილება

განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd,b/F) პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 12-26 ლ/კგ. ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტების შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ორივე წარმოადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. აღნიშნულის საპირისპიროდ, აზოტს ჟანგვის გზით შეუძლია მეტაბოლიზდეს N-ოქსიდის მეტაბოლიტად. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ დემეთილ- და დიდემეთილმეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენს ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და 5%-ზე ნაკლებს. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტად ძირითადად ხდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით. ასევე შესაძლებელია იზოფერმენტების СYP3A4 და CYP2D6 გარკვეული ხარისხით მონაწილეობა.

გამოყოფა

მრავალჯერადი მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (t½β) შეადგენს დაახლოებით 30 საათს, კლირენსი პერორალური მიღებისას (Cloral) – დაახლოებით 0,6 ლ/წთ. ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლის (მეტაბოლური გზა) და თირკმელების საშუალებით, უმეტესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

წრფივობა

ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 50 ნმოლი/ლ (20-125 ნმოლი/ლ) მიიღწევა სადღეღამისო დოზით 10 მგ.

დამატებითი მონაცემები ავადმყოფთა სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით:

ხანდაზმული პაციენტები (65 წელი და მეტი)

ესციტალოპრამი ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, ხანდაზმულ პაციენტებში (65- წელზე მეტი ასაკის)   უფრო ნელა გამოყოფა. სისტემური AUC მაჩვენებელი ხანდაზმულებში 50%-ით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (A და B კლასები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) ესციტალოპრამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორჯერ ხანგრძლივია, ხოლო AUC დაახლოებით 60%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა ნახევრად გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და AUC-ის უმნიშვნელო გაზრდა, რაცემიულ ციტალოპრამთან შედარებით.

სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების კონცენტრაცია არ არის განსაზღვრული, მაგრამ მისი მომატება სავარაუდოდ, ასევე არის შესაძლებელი.

პოლიმორფიზმი

იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის დაქვეითების შემთხვევაში პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაცია 2-ჯერ მეტია, ვიდრე ინტენსიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. იზოფერმენტ CYP2D6-ის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებში არ აღინიშნებოდა ესციტალოპრამის გამოყოფის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

გამოყენების ჩვენებები:

დიდი დეპრესიული ეპიზოდი;

პანიკური აშლილობები აგორაფობიით/აგორაფობიის გარეშე;

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია);

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

მონოამინოოქსიდაზას (მაო) არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო (შფოთვა, ტრემორი, ჰიპერთერმია და სხვა).

მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორების (მაგალითად, მოკლობემიდის) ან მაო-ს არასელექციური შექცევადი ინჰიბიტორის ლინეზოლიდის ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო.

ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გახანგრძლივებული QT ინტერვალის  თანდაყოლილი სინდრომი.

QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი პრეპარატების ერთდროული მიღება.

განსაკუთრებული მითითება

ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მითითება ეხება სეროტონინის უკუმიტაცების  ყველა სელექციურ ინჰიბიტორს (სუმსი).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატი დორეპამი™ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ანტიდეპრესანტების ჯგუფში სუიციდური ქცევისა (სუიციდის მცდელობები და სუიციდზე ფიქრები) და მტრულად განწყობის (ძირითადად აგრესიულობა, საწინააღმდეგო ქცევა და ნერვოზულობა) შემთხვევები უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მკაცრი დაკვირვების ქვეშ სუიციდური ქცევის შესაძლო განვითარების გამო. არასაკმარისია ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების გვიანი შედეგების შესახებ ზრდის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით.

პარადოქსული შფოთვა

პანიკური აშლილობების მქონე ზოგიერთ პაციენტს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოს შფოთვის გაძლიერება. უმრავლეს შემთხვევაში  მსგავსი პარადოქსული რეაქცია გაივლის მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.

კრუნჩხვითი შეტევები

კრუნჩხვითი შეტევების პირველად განვითარების შემთხვევაში, აგრეთვე, შეტევების სიხშირის გაზრდისას  ანამნეზში ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, პრეპარატი უნდა მოიხსნას. სუმსი არ უნდა დაინიშნოს არაკონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი კრუნჩხვითი შეტევების დროს საჭიროა გულდასმით დაკვირვება.

მანია

სუმსი სიფრთხილით გამოიყენება მანიის/ჰიპომანიის მქონე პაციენტებში. მანიაკალური ეპიზოდების განვითარებისას სუმსი უნდა მოიხსნას.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სუმსი-ს გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიურ კონტროლი (ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია). შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან/და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.

სუიციდი/სუიციდური ფიქრები ან პაციენტის მდგომარეობის გაუარესება

ანტიდეპრესანტების გამოყენება ბავშვებსა და 24 წლამდე ახალგაზრდა პირებში შეიძლება იწვევდეს სუიციდური ფიქრებისა და ქცევის გამოვლენის რისკის მომატებას. ამ მიზეზით, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველი თვეების განმავლობაში, დოზის გაზრდისას/შემცირებისას ან პრეპარატის მოხსნისას პაციენტი უნდა იყოს ოჯახის წევრებისა და მკურნალი ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ, ქცევის მოულოდნელი ცვლილებების გამოვლენის თვალსაზრისით (როგორიცაა შფოთვა, ჰიპერაქტივობა ან სუიციდური ქცევა).

დეპრესია უკავშირდება სუიციდური ფიქრების, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისა და სუიციდის შემთხვევების მომატებულ რისკს. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება მყარი რემისიის დადგომამდე. იმის გამო, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა პაციენტის მკაცრი დაკვირვება მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ზოგადი კლინიკური პრაქტიკით ნაჩვენებია, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპზე. სხვა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებში, რომლებიც წარმოადგენს ესციტალოპრამის დანიშვნის ჩვენებას, ასევე შეიძლება გაიზარდოს სუიციდის რისკი. გარდა ამისა, აღნიშნული სახის მდგომარეობები შეიძლება ასევე აღინიშნოს დიდ დეპრესიულ ეპიზოდთან ერთად. ამიტომ, სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის იგივე ზომების დაცვა, რაც დიდი დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში.

ანამნეზში ან პრეპარატის მიღების დაწყებამდე სუიციდთან ან სუიციდურ ფიქრებთან დაკავშირებული ეპიზოდების არსებობისას საჭიროა პაციენტების მკაცრი დაკვირვება მკურნალობის პერიოდში სუიციდური ფიქრებისა და მცდელობების რისკის გაზრდის თვალსაზრისით.

აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუმსი)/სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებისა და ნორადრენალინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აკატიზია (კლინიკური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შინაგანი მოძრაობითი მოუსვენრობის, მოძრაობის ან პოზის შეცვლის შინაგანი მოთხოვნილების მუდმივი ან პერიოდული უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ვლინდება მშვიდად ერთ მდგომარეობაში ან დიდხანს უმოძრაოდ გაჩერების შეუძლებლობით). აღნიშნული სინდრომი ძირითადად აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. აკატიზიის განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. აკატიზიის განვითარებისას დოზის გაზრდა ხდება სიფრთხილის ზომების დაცვით.

ჰიპონატრიემია

სუმსი-ს გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ) სეკრეციის დარღვევით  გამოწვეული ჰიპონატრიემიის განვითარება, რაც ჩვეულებრივ შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამის გამო, სუმსი სიფრთხილით ინიშნება ჰიპონატრიემიის განვითარების რისკის მქონე პირებში: ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ციროზით დაავადებულებში და ჰიპონატრიემიის გამომწვევი პრეპარატებით მკურნალობისას.

სისხლჩაქცევა

სუმსი-ს გამოყენებისას აღინიშნებოდა კანზე სისხლჩაქცევების განვითარების შემთხვევები: ეკქიმოზი და პურპურა. სუმსი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტიკოაგულანტებით და სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატებით (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი), ასევე სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)

ვინაიდან სუმსი-სა და ეკთ-ის ერთდროულად გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, აღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

სეროტონინის  სინდრომი

ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.

ცნობილია სეროტონინის სინდრომის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სეროტონინერგული პრეპარატებით და სუმსი-ით.

სეროტონინის სინდრომის განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სუმსი-სა და სეროტონინერგული პრეპარატების ერთდროულად მიღება და დაიწყეთ სიმპტომური თერაპია.

კრაზანა

სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატების ერთდროულად მიღება შეიძლება გახდეს გვერდითი რეაქციების სიხშირის გაზრდის მიზეზი.

მოხსნის სინდრომი

პრეპარატის მოხსნა, განსაკუთრებით მოულოდნელად, ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომს. კლინიკურ კვლევებში, მკურნალობის შეწყვეტისას აღნიშნული არასასურველი რეაქცია ესციტალოპრამით ნამკურნალევ პაციენტებში, აღინიშნებოდა შემთხვევათა 25%-ში, პლაცებოს ჯგუფში – 15%-ში. მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რიგ ფაქტორზე, მათ შორის კურსის ხანგრძლივობაზე, დოზირების რეჟიმსა და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზიისა და ელექტრული შოკის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და კოშმარების ჩათვლით), მღელვარება ან შფოთვა,  გულისრევა ან/და ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის შეგრძნება, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ძირითადად უმნიშვნელო ან ზომიერი გამოხატულებისაა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გამოხატული. უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღეში, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში დოზის შემთხვევით გამოტოვების შემთხვევაში. როგორც წესი, აღნიშნული რეაქციები შეზღუდულია და ძირითადად გადის ორი კვირის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში – 2-3 თვის და მეტი დროის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, ესციტალოპრამის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

გულის იშემიური დაავადება

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ აღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. პოსტმარკეტინგული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ესციტალოპრამის მიღება იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და პარკუჭოვან არითმიებს (torsades de pointe-ს ჩათვლით), უპირატესად ქალებში, ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში, ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ან სხვა კარდიოლოგიური დაავადებების არსებობისას. Torsades de pointe-ს განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ბრადიარითმიების ან თანმხლები დაავადებების, ასევე ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გამოხატული ბრადიკარდიის, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის დროს პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. ესციტალოპრამის მიღების დაწყებამდე მიზანშეწონილია დაინიშნოს ეკგ. მკურნალობის დროს გულის არითმიის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ეკგ გამოკვლევის ჩატარება.

ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი

ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან პერიოდში, სუმსი-ის გამოყენებისას იზრდება ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

სუმსი, ესციტალოპრამის ჩათვლით, ახდენს ზემოქმედებას გუგის ზომებზე და შეუძლია გამოიწვიოს მიდრიაზი. აღნიშნული მიდრიაზული ეფექტი ხელს უწყობს თვალის კუთხის შევიწროებას და შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომა და თვალშიდა წნევის მომატება. ამიტომ, ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით ან ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინაციები

მაო-ს არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორები

სერიოზული რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებს და სუმსი-ს, და პაციენტებში, რომლებიც ახლო წარსულში იღებდნენ სუმსი-ს და დაიწყეს მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ზოგ შემთხვევაში განვითარდა სეროტონინის სინდრომი. ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია. ესციტალოპრამის მიღების დაწყება შეიძლება მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღების დაწყება შესაძლებელია ესციტალოპრამის მიღების შეწყეტიდან სულ მცირე 7 დღის შემდეგ.

მაო-ს სელექციური შექცევადი ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)

ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება მოკლობემიდის ტიპის მაო-A-ს ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა მინიმალური რეკომენდებული დოზით კლინიკური დაკვირვების ქვეშ.

მაო-ს არასელექციური შექცევადი ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი წარმოადგენს მაო-ს არასელექციურ შექცევად ინჰიბიტორს და არ ენიშნება პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა მინიმალური რეკომენდებული დოზით კლინიკური დაკვირვების ქვეშ.

მაო-B-ს სელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორები (სელეგილინი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო სელეგილინი (მაო-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორი) სიფრთხილით ინიშნება ესციტალოპრამთან ერთად. 10 მგ-მდე დოზით სელეგილინის გამოყენება რაცემიულ ციტალოპრამთან იყო უსაფრთხო.

ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან უკუნაჩვენებია.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამისა და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროულად მიღებასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის კვლევები არ ჩატარებულა. ესციტალოპრამისა და ამ პრეპარატების გვერდითი მოქმედება გამორიცხული არ არის. ამიტომ, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთდროულად მიღება IA და III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან, ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან (მაგალითად, ფენტიაზინის, პიმოზიდის, ჰალოპერიდოლის წარმოებულებთან), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ზოგიერთ ანტიმიკრობულ საშუალებასთან (მაგალითად, სპარფლოქსაცინთან, მოქსიფლოქსაცინთან, ერითრომიცინთან, პენტამიდინთან, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებთან, განსაკუთრებით ჰალოფანტრინთან), ზოგიერთ ანტიჰისტამინურ საშუალებასთან (როგორიცაა ასთემიზოლი, მიზოლასტინი), QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებთან ერთად.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს

სეროტონინერგული პრეპარატები

სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მაგალითად, ტრამადოლთან, სუმატრიპტანთან და სხვა ტრიპტანებთან) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.

კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი პრეპარატები

სუმსი-ს შეუძლია დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი, აღნიშნულთან დაკავშირებით  სიფრთხილით ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი (როგორიცაა ანტიდეპრესანტები (ტრიციკლურები, სუმსი), ნეიროლეფსიური საშუალებები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბურპროპიონი და ტრამადოლი).

ლითიუმი, ტრიპტოფანი

ნაჩვენებია ეფექტის ურთიერთგაძლიერება ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, სუმსი სიფრთხილით ინიშნება ლითიუმთან და ტრიპტოფანთან ერთად.

კრაზანა

სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატების ერთდროულად მიღება შეიძლება გახდეს გვერდითი რეაქციების რაოდენობის გაზრდის მიზეზი.

სისხლჩაქცევები

ესციტალოპრამის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას ამ უკანასკნელის ანტიკოაგულანტური მოქმედება შეიძლება შეიცვალოს. პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობის პერიოდში ესციტალოპრამის დანიშვნის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი. ესციტალოპრამის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად დანიშვნისას შესაძლებელია სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება.

ალკოჰოლი

ესციტალოპრამი არ შედის ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან. თუმცა, როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის ესციტალოპრამისა და ალკოჰოლის ერთდროულად მიღება.

ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევი პრეპარატები

ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით ესციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 ნაკლები ხარისხით მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ვარაუდობენ, რომ ძირითადი მეტაბოლიტის, დემეთილირებული ესციტალოპრამის, მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება იზოფერმენტ CYP2D6-ის საშუალებით. ესციტალოპრამის და ომეპრაზოლის (CYP2C19-ის ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღება ერთჯერადი დღიური დოზით 30 მგ იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 50%). ესციტალოპრამის  ციმეტიდინთან ერთდროულად მიღება, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტების ძლიერ ინჰიბიტორს, დოზით 400 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში, იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 70%). ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება ციმეტიდინთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის CYP2C19-ის ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთდროულად დანიშვნისას. შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება გვერდითი რეაქციების მიხედვით.

ესციტალოპრამის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი წარმოადგენს CYP2D6-ის იზოფერმენტს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის ერთდროულად გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტის საშუალებით და რომლებსაც აქვთ მცირე თერაპიული ინდექსი, მაგალითად, ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენების შემთხვევაში), ან სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2D6-ის საშუალებით და მოქმედებს ცნს-ზე, მაგალითად ანტიდეპრესანტები – დეზიპრამინი, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი, ან ანტიფსიქოზური საშუალებები (რისპერიდონი, თიორიდაზინი, ჰალოპერიდოლი). ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

ესციტალოპრამის დანიშვნა დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად იწვევს ბოლო ორი პრეპარატის კონცენტრაციის ორჯერ გაზრდას.

In vitro ჩატარებულ კვლევებში ესციტალოპრამი უმნიშვნელოდ აინჰიბირებდა იზოფერმენტ CYP2C19-ს, აღნიშნულთან დაკავშირებით ესციტალოპრამი სიფრთხილით ინიშნება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ის საშუალებით.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ნაყოფისთვის პოტენციური რისკის/დედისთვის შესაძლო სარგებლის  შეფარდების საგულდაგულო შეფასების  შემდეგ. თუ პრეპარატი დორეპამი™ გამოიყენება ორსულობის გვიან პერიოდში (განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში), ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ორსულობის დროს დაუშვებელია პრეპარატით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა. ორსულობის გვიან პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვა, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, ბავშვის კვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერ- და ჰიპოტენზია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, აჟიტაცია, ნერვოზულობა, სისუსტე, უწყვეტად ტირილი, ძილიანობა და უძილობა. აღნიშნული გამოვლინებების მიზეზი შეიძლება იყოს სეროტონინერგული ეფექტი ან მოხსნის სინდრომი. გართულების გამოვლინება უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება მშობიარობისთანავე ან მშობიარობიდან მოკლე დროში (24 საათზე ნაკლებ პერიოდში). ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან პერიოდში, სუმსი-ს გამოყენებისას იზრდება ახალშობილთა პერსისტირებული პულმონარული ჰიპერტენზიის  განვითარების რისკი.

ესციტალოპრამი შეიძლება გამოიყოფოდეს დედის რძესთან ერთად, ამიტომ მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ესციტალოპრამი არ მოქმედებს ინტელექტსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე. თუმცა, ფსიქომოტორული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აზროვნებითი და მოძრაობითი დარღვევები. ამიტომ საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის პოტენციური ეფექტების შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიღების წესი და დოზები

დორეპამი™ მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. 20 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი

ინიშნება 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. მიღებული ეფექტის გასამყარებლად საჭიროა თერაპიის გაგრძელება დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

პანიკური აშლილობა აგორაფობიით/აგორაფობიის გარეშე

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საწყისი დოზით 5 მგ/დღე-ღამეში, რომელსაც შემდეგ ზრდიან 10 მგ-მდე დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

ინიშნება 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შესაძლებელია დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღე-ღამეში ან გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. სოციალური შფოთვითი აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას; მიღებული ეფექტის გასამყარებლად რეკომენდებულია მკურნალობის 12 კვირიანი კურსი.

თერაპია სამკურნალო საშუალებებით ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ აქტივობაზე. ფარმაკოთერაპია წარმოადგენს სამკურნალო სტრატეგიის ნაწილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივი კურსის ეფექტურობა (20 მგ/დღე-ღამეში) შეფასდა კლინიკურ კვლევებში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. საჭიროა თერაპიის ეფექტურობისა და დოზირების რეჟიმის რეგულარული შეფასება.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა)

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში. ოკა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, ამიტომ საჭიროა მკურნალობის კურსის ჩატარება სიმპტომების სრულად გაქრობამდე. საჭიროა თერაპიის ეფექტურობისა და დოზირების რეჟიმის რეგულარული შეფასება.

დამატებითი ცნობები ავადმყოფთა სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საწყისი დოზით 5 მგ/დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით  დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და პაციენტის მკაცრი დაკვირვებით.

პედიატრიული პაციენტები

დორეპამი™ არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხანდაზმული პაციენტები

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური ფობიის დროს პრეპარატ დორეპამის™ ეფექტურობა შესწავლილი არ ყოფილა.

ციტოქრომ СYP2C19-ის აქტივობის დაქვეითება

პაციენტებში იზოფერმენტ СYP2C19-ის სუსტი აქტივობის შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 10 მგ-მდე დღე-ღამეში.

მკურნალობის შეწყვეტა

თავი შეიკავეთ პრეპარატის მოულოდნელად მოხსნისგან. პრეპარატ დორეპამით™ მკურნალობის შეწყვეტისას დოზის შემცირება უნდა განხორციელდეს თანდათანობით, სულ მცირე 1-2 კვირის განმავლობაში, მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად. დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის დროს მძიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია ადრე დანიშნული დოზის გამოყენება. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება უფრო ნელი ტემპით.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოვლენები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველ ან მეორე კვირაში, შემდეგ ნაკლებად ინტენსიურია და იშვიათად ვლინდება თერაპიის გაგრძელებისას.

ქვემოთ მითითებულია ესციტალოპრამის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ცალკე – პლაცებო კონტროლირებად კვლევებში და ასევე სპონტანურად იქნა აღნიშნული პოსტმარკეტინგულ კვლევებში. გვერდითი მოქმედების გამოვლენის სიხშირე მიღებულია კლინიკური კვლევების საფუძველზე, რომლებიც არ იყო პლაცებო კონტროლირებადი.

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: ადჰ-ის (ანტიდიურეზული ჰორმონი) სეკრეციის დაქვეითება.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

ხშირად: მადის დაქვეითება/მომატება; სხეულის მასის მომატება;

არცთუ ხშირად: სხეულის მასის  დაკლება;

უცნობი სიხშირით: ჰიპონატრიემია, ანორექსია1.

ფსიქიკის მხრივ:

ხშირად: მოუსვენრობა, ანომალური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, ქალებში – ანორგაზმია;

არცთუ ხშირად: კბილების კრაჭუნი, აჟიტაცია, შფოთვა, გაღიზიანებადობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების არევა;

იშვიათად: აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები;

უცნობი სიხშირით: მანია, სუიციდური ფიქრები, სუიციდური ქცევა2.

ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი;

ხშირად: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი;

არცთუ ხშირად: გემოს დარღვევა, ძილის დარღვევა, გულყრა;

იშვიათად: სეროტონინის სინდრომი;

უცნობი სიხშირით: დისკინეზია, მოძრაობითი დარღვევები, კრუნჩხვა, ფსიქომოტორული აგზნება/აკატიზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ:

არცთუ ხშირად: მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა.

სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ:

არცთუ ხშირად: ხმაური ყურებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

არცთუ ხშირად: ტაქიკარდია;

იშვიათად: ბრადიკარდია;

უცნობი სიხშირით: ეკგ-ზე-QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, torsades de pointe-ს ჩათვლით, ორთოსტაზული ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

ხშირად: სინუსიტი, მთქნარება;

არცთუ ხშირად: სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირად: გულისრევა;

ხშირად: დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე;

არცთუ ხშირად: გასტრო-დუოდენური  სისხლდენა (რექტალური სისხლდენის ჩათვლით).

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მაჩვენებლების შეცვლა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირად: მომატებული ოფლიანობა

არცთუ ხშირად: ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი;

უცნობი სიხშირით: ეკქიმოზი, ანგიოედემა;

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ხშირად: ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

უცნობი სიხშირით: შარდის შეკავება.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ხშირად: მამაკაცებში – ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია;

არცთუ ხშირად: ქალებში – მეტრორაგია, მენორაგია;

უცნობი სიხშირით: გალაქტორეა, მამაკაცებში – პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები:

ხშირად: სისუსტე, ჰიპერთერმია;

არცთუ ხშირად: შეშუპება.

1 ეს გვერდითი მოქმედება აღინიშნა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ.

2 ესციტალოპრამის მიღებისას ან თერაპიის შეწყვეტისთანავე აღინიშნებოდა სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიის შესახებ (torsades de pointes-ის ჩათვლით) ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიის, ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების, ასევე სხვა კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ასაკთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები

ძირითადად 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებისა (სუმსი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებისას პაციენტებში იზრდება ძვლების მოტეხილობების რისკი.

მოხსნის სინდრომი

სუმსი/ნუმსი-ით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზიისა და ელექტრული შოკის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და კოშმარების ჩათვლით), მღელვარება ან შფოთვა, გულისრევა ან/და ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის შეგრძნება, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა. აღნიშნული არასასურველი რეაქციები ძირითადად უმნიშვნელო ან ზომიერი გამოხატულებისაა, შეზღუდული ხანგრძლივობით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და ხანგრძლივი.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულით შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გამოყენების სარგებელი და რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას აღნიშნული სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (თავბრუსხვევა, ტრემორი და აჟიტაცია, იშვიათ შემთხვევებში – სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვა, კომა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან  (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებთან (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი სისტემის გამავლობის  და პაციენტის ადეკვატური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა. შიგნით მიღების შემდეგ შეძლებისდაგვარად ხანმოკლე პერიოდში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ინიშნება სიმპტომური და შემანაჩუნებელი თერაპია, ტარდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციის მონიტორინგი. გულის შეგუბებითი უკმარისობის/ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს ან აქვთ მეტაბოლიზმის დარღვევები (მაგალითად, ღვიძლის უკმარისობა), დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ კონტროლი.

გამოშვების ფორმა

10მგ ან 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. 14 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი (28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

ატრიკანი 250 – ATRICAN 250 – АТРИКАН 250

საერთაშორისო დასახელება:

TENONITROZOLE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტენონიტროზოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 8 ც.

1 კაფს.

ტენონიტროზოლი ……… 250 მგ

პერორალურად მისაღები რბილი კაფსულები მდგრადი კუჭის წვენის მიმართ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიაზოლის სინთეზური წარმოებული, აქტიურიTrichomonas vaginalis მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან წარმოებს ნელა, რაც იძლევა ტრიქომონოციდური კონცენტრაციის შენარჩუნების საშუალებას სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეული დოზაა 2 კაფსულა დღეში. თითო კაფსულა დილა-საღამოს ჭამის დროს 4 დღის განმავლობაში. საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, მადის დაქვეითება), ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას სასურველი არ არის. თუ მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებაზე; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

ატრიკანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება აკრძალულია; სრული ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. მკურნალობისას რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისაგან თავის შეკავება, რადგან, ისინი შეიძლება შეიფეროს ყვითლად. მკურნალობისას შესაძლოა სკლერებისა და შარდის ყვითლად შეფერვა. უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ლეიკოციტარულ შემადგენლობას.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ასეთი შეთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატრიკანის და დისულფირამის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

დორეპამი 10მგ #28ტ

ატორისი – ATORIS – АТОРИС

საერთაშორისო დასახელება:

ATORVASTATIN

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1, 3 და 9 ბლისტერი.

1 ტაბ.

ატორვასტატინი ………….      10 მგ

(კალციუმის მარილის სახით)

1 ტაბ.

ატორვასტატინი ………….      20 მგ

(კალციუმის მარილის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 3000, პოლივინილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატორვასტატინი ჰიპოლიპიდემიური საშუალებაა სტატინების ჯგუფიდან. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ-A (ჰმგ-კოA)-რედუქტაზას, ფერმენტის, რომელიც აკატალიზებს ჰმგ-კოA-ს გარდაქმნას მევალონის მჟავად, აქტიურობის ინჰიბირება. ეს გარდაქმნა არის ერთ-ერთ ადრეული ეტაპი ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზის ჯაჭვში. ქოლესტერინის სინთეზის ატორვასტატინით დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინების მომატებულ რეაქტიულობას ღვიძლში, ასევე ღვიძლგარე ქსოვილებში. ეს რეცეპტორები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს იერთებენ და აშორებენ სისხლის პლაზმას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას.

ატორვასტატინის ანტისკლეროზული ეფექტი არის პრეპარატის სისხლძარღვთა კედელზე და სისხლის კომპონენტებზე მოქმედების შედეგი. პრეპარატი თრგუნავს იზოპრენოიდების სინთეზს, რომლებიც სისხლძარღვთა შიდა გარსის უჯრედების ზრიდს ფაქტორებია. ატორვასტატინის მოქმედებით უმჯობესდება სისხლძარღვების ენდოთელიუმ-დამოკიდებული გაფართოება. ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინი A-ს შემცველობის მატებას.

როგორც წესი, ატორისის მოქმედება იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ორ კვირაში, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკონეტიკა:

ატორვასტატინის აბსორბცია მაღალია, დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Cmax) საშუალოდ 1-2 საათია. ქალებში Cmax 20%-ით მაღალია, ხოლო AUC მაჩვენებელი 10%-ით დაბალია. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებულებში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ნორმაზე 16-%-ჯერ მაღალია. ღვიძლში “პირველი გავლისას” ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა დაბალია (12%). ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობაა 381 ლ. ატორვასტატინის 98%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ატორვასტატინი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში ციტოქრომ P4503A4-ს ზემოქმედებით, ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები, ბეტა დაჟანგვის პროდუქტები) წარმოქმნით. ეს აქტიური მეტაბოლიტებია, რომლებიც განაპირობებენ დაახლოებით 70% მაინჰიბირებელ აქტიურობას ჰმგ-კოA-რედუქტაზასთან მიმართებაში. ეს აქტიურობა ნარჩუნდება 20-30 საათის განმავლობაში.

ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 14 საათია. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით (არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის პროცესში). ატორვასტატინის დაახლოებით 46% გამოიყოფა განავალთან ერთად, ხოლო 2%-ზე ნაკლები  – შარდით.

ჩვენებები:

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, შერეული ჰიპერლიპიდემია (მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.

მიღების წესები და დოზირება:

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს დიეტაზე, რომელიც უზუნველყოფს სისხლში ლიპიდების შემცველობის კლებას. დიეტა უნდა დაცულ იქნას პრეპარატის მკურნალობის განმავლობაში.

პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად (უზმოზე ან ჭამის შემდეგ). რეკომენდებულია საწყისი დოზა  – 10 მგ ყოველდღიურად. საბოლოოდ მისაღწევი ეფექტის გათვალისწინებით დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 80 მგ-მდე. ატორისი შეიძლება მიღებული იქნეს ერთჯერადად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ოღონდ ყოველდღე ერთი და იგივე დროს. საგრძნობი თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ. ამიტომ დოზის შეცვლა არ არის სასურველი მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის გავლამდე.

ჩვენებები:

პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითა და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი) და შერეული ჰიპერლიპიდემია (IIბ ტიპი): მკურნალობა იწყება რეკომენდებული საწყისი დოზით, რომელსაც პაციენტის რეაქციის მიხედვით ზრდიან 4 კვირის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 80 მგ.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია: დოზების დიაპაზონი ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის ჰიპერლიპიდემიის დროს. საწყისი დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების გამოვლენის მიხედვით. ასეთი ავადმყოფების მკურნალობის ოპტიმალური ეფექტი გამომჟღავნდა სადღეღამისო დოზის  – 80 მგ-ს გამოყენებისას (ერთჯერადად). ატორისი გამოიყენება როგორც დამატებითი თერაპიული მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად (პლაზმაფერეზი) ან როგორც ძირითადი მკურნალობა თუ სხვა მეთოდებით მკურნალობა შეუძლებელია.

ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის თირკმელების დაავდებით ატორისის დოზის ცვლა სასურველი არ არის.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით ორგანიზმიდან მისი გამოყოფის შენელების გამო. მსგავს სიტუაციაში უნდა კონტროლდებოდეს კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ამბლოპია, ყურებში შუილი, კონიუნქტივის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალებში, სიყრუე, გლაუკომა, პაროსმია, საგემოვნო შეგრნებების დაკარგა.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, შაკიკი, პოსტურალური ჰიპოტენზია, არტერიული წნევის მომატება, ფლეიბიტი, არითმია.

სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, აბოდომინალური ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, პირის სიმშრალე, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ხეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატი, ქოლესტაზური სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტიურობის მატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლმდენი ღრძილები, ტენეზმები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრიტი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, დიზურია (მათ შორის პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავებლობა ან შარდვის გაძნელება, შარდვის იმპერატიული სურვილი), ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.

კანის საფარის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეგზემა, სებორეა, ეკხიმოზები.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფოსკინაზის მომატება, ალბუმინურია, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტიურობის მომატება.

სხვა: პერიფერიული შეშუპებები, სხეულის მასის ზრდა, გინეკომასტია, პოდაგრის გამწვავება.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში (მათ შორის აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტი);
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
  • გაურკვეველი გენეზის ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება;
  • ჩონჩხის კუნთების დაავადებები;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

სიფრთხილით: ალკოჰოლიზმი, ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, სერიოზული ქირურგიული ჩარევები, ტრავმა.

განსაკუთრებული მითითებები:

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ენიშნება სტანდარტული ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მთელი მკურნალობის განმავლობაში.

სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ატორისით მკურნალობის პერიოდში. ეს მატება, როგორც წესი, უმნიშვნელოა და მას არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია ზემოხსნებული ფერმენტების აქტივობის კონტროლი სისხლის შრატში მკურნალობამდე, მკურნალობიდან 6 კვირის შემდეგ, 12 კვირის შემდეგ და ატორვასტატინის დოზის მომატებისას. თუ აღინიშნება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ალანინამინოტრანსფერაზას და/ან ასპარტატამინოტრანსფერეზას აქტივობის 3-ჯერადი ზრდა, ატორისით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზების და ამინტრანსფერაზების აქტივობის ზრდა. იმ ქალებში, რომლებიც იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპციას, ატორისის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მან უნდა შეწყვიტოს ატორისის მიღება, უკიდურეს შემთხვევაში დაგეგმილ ორსულობამდე 12 თვით ადრე.

ატორისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია, რომელსაც ხანდახან ერთვის რაბდომიოლიზი, რაც იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. ამ გართულების რისკი იზრდება ატორისის ერთდროული მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან: ფიბროის მჟავას წარმოებულები, ნიაცინი, ციკლოსპორინი, ნეფაზადონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები “აზოლების” ჯგუფიდან, აივ-პროტეაზის ინჰიბიტორები. პაციენტი უნდა გაფრთხილებულ იქნას, რომ ამ გართულების სიმპტომების გამოვლენისას (კუნთოვანი სისუსტე და ტკივილი) დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

პრეპარატის გავლენა ავტომანქანისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე:

ატორისის არასასურველი გავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას აცილებელია ჩატარდეს შემდეგი ზოგადი ღონისძიებები: სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და შენარჩუნება და პრეპარატის შემდგომი შეწოვის თავიდან აცილება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება). მიოპათიის განვითარებისას შემდგომ რაბდომიოლიზით და თირკმლის მწვავე უკმარისობით (იშვიათი, მაგრამ მძიმე გვერდითი მოვლენა) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტს კი დაენიშნოს დიურეტიკი და გადაესხას ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი. აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი. რაბდომიოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, გლუკოზის ინფუზია ინსულინთან ერთად, მძიმე შემთხვევაში კი ჰემოდიალიზის ჩატარება. იმდენად, რამდენადაც ატორვასტატინი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სისხლის პლაზმურ ცილებთან, ჰემოდიალიზი შედარებით ნაკლებ ეფექტური მეთოდია ამ ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კვინუპრისტინი/დალფოპროსტინი), აივ-პროტეაზის ინჰიბიტორებთან (ინდინავირი, რიტონავირი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ან ნეფაზოდონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ატორვასტატინის შემცველობის მომატება, რაც ზრდის მიოპათიების რაბდომიოლიზით და თირკმლის უკმარისობით განვითარების რისკს. მსგავსი ურთიერთქმედება შესაძლებელია ატორისის ერთდროული მიღებისას ფიბროის მჟავასა და მიაცინთან ერთად.

ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ფენიტოინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება. ერთდროული მიღებისას ანტაციდები (მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდების სუსპენზია) აქვეითებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას. ატორვასტატინის ერთდროული მიღებისას კოლესტიპოლთან, პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობა იკლებს 25%-ით, მაგრამ კომბინაციის თერაპიული ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ ატორვასტატინის ეფექტი.

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ 80 მგ ატორვასტატინს და დიგოქსინს, პლაზმაში დიგოქსინის რაოდენობა იზრდება 20%-ით, რის გამოც ისინი უნდა იმყოფებდენ მეთვალყურეობის ქვეშ.

ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების (ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთდროული მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს კონტრაცეპტივების შეწოვა და მათი კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში; საჭიროა კონტრაცეპტივის დანიშვნის კონტროლირება ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.

ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ვარფარინთან პირველ დღეებში შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედება. ეს ეფეეტი ქრება ზემო აღნიშნული პრეპარატების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

ატორისით მკურნალობის პერიოდში გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა. ამასთან დაკავშირებით პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ატორისით უნდა მოერიდონ ამ წვენის მიღებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დინოლი 20მგ/მლ 15მლ პერორ/წვ.

38.50 ლარი
36.19 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: დოპელ ფარმაცევტიცი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ატორვასტატინი – ATORVASTATIN – АТОРВАСТАТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვასთან მევალონის მჟავას დონეზე, გმგ-კოენზიმ-A-რედუქტაზას სელექტიური კონკურენტული ინჰიბირების შედეგად. იგი აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დარღვევისა და ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის და ლიპოპროტეინების რეცეპტორების აქტიურობისა და მათი რიცხვის მომატების შედეგად, რაც იწვევს ლიპოპროტეინების მიტაცებისა და მათი კატაბოლიზმის გაძლიერებას. ერთდროულად აღინიშნება მაღალი სიმკვრივის და აპოლიპოპროტეინ A-ს დონის მომატება. ატორვასტატინის მაინჰიბირებელი ეფექტი ბეტა-ჰიდროქსი-გმგ კოენზიმ-A  რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება მისი მოცირკულირე მეტაბოლიტების აქტივობით.

პრეპარატი პაციენტებში ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას.

ჩვენებები

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
  • კომბინირებული ჰიპერქოლისტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია არაეფექტური დიეტოთერაპიის დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატით მკურნალობა ჰიპერქოლესტერინემიით შეპყრობილ პაციენტებში მიმდინარეობს სტანდარტული დიეტის ფონზე. დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ქოლესტერინის საწყის დონეზე. მისი პერორალური, საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.

მკურნალობის ეფექტი ვლინდება 2 კვირის, ხოლო, მაქსიმალური ეფექტი – 4 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ თანდათან, 4 კვირის, ან მეტი ხნის ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად – კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრიატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში;

* შრატში (უცნობი გენეზის) ტრანსამინაზების აქტივობის 3-ჯერ მომატება;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ, განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების განვითარებისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.

♦ სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი დონის ნორმალიზაცია. ალანინტრანსფერაზას და/ან ასპარაგინტრანსფერაზას აქტივობის მომატების დროს ნორმაზე 3-ჯერ მეტად, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

♦ მკურნალობის პერიოდში მიოპათიის სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვნად მომატებული დონე შენარჩუნებულია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერიტრომიცინის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

♦ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა პრეპარატის გამოყენების დროს უნდა მიიღონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები. ბავშვებში პრეპარატის დოზით 80 მგ/დღეში მიღების გამოცდილება შეზღუდულია.

♦ პრეპარატისა და დიგოქსინის განმეორებითი გამოყენებისას პლაზმაში აღინიშნება დიგოქსინის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით მომატება.

♦ ატორვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება;

♦ ატორვასტატინთან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს – კონტრაცეპტივის კონცენტრაციის მომატება, ხოლო ქოლესტირამინთან კომბინირების დროს – ატორვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 25%-ით.

♦ პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდს ამცირებს სისხლში ატორვასტატინის კონცენტრაციას დაახლოებით 35%.

დეპრექსორი 75მგ #60ტ

124.65 ლარი
117.17 ლარი

ქვეყანა: ბულგარეთი

მწარმოებელი: სოფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ატოკორი – ATOCOR – АТОКОР

საერთაშორისო დასახელება:
ATORVASTATIN

მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი 

შემადგენლობა :

ატოკორი 10

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

ატორვასტატინ კალციუმი

ექვივალენტური რაოდენობით ატორვასტატინი ………… 10 მგ

ატოკორი 20

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

ატორვასტატინ კალციუმი

ექვივალენტური რაოდენობით ატორვასტატინი …………  20 მგ

ვრცლად ატორისი

ბრინტელიქსი 10მგ #28ტ

107.14 ლარი
100.71 ლარი

ქვეყანა: დანია

მწარმოებელი: ლუნდბეკი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ატენორიკი – ATENORIC – АТЕНОРИК

საერთაშორისო დასახელება:

ATENOLOL; CHLORTALIDONE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ატენოლოლო; ქლორტანიდოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ატენოლოლი ………….   0.1 გ

ქლორტალიდონი …….   0.025 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატენორიკი კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალებაა, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების თვისებებით.

ატენოლოლი – წარმოადგენს კაროსელექტიურ ბეტა-1-ადრენობლოკატორს. მას არ ახასიათებს შინაგანი სიმპათიკური და მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობა. გააჩნია ანტიანგინალური, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული მოქმედება, იგი ამცირებს სინუსის კვანძის ავტომატიზმს, ანტიოვენტრიკულურ გამტარებლობას, მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, მის აგზნებადობას და შეკუმშვის ძალას, აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, არტერიული წნევის დაქვეითება განპირობებულია ზემოაღნიშნული მექანიზმებითა და რენინის სეკრეციის დათრგუნვით.

ქლორტალიდონი – ხანგრძლივი მოქმედების ზომიერად გამოხატული ეფექტის დიურეზული საშუალებაა. ნეფრონის დისტალურ მილაკებში იგი აქვეითებს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოყოფას, აფერხებს შარდმჟავასა და კალციუმის იონების ელიმინაციას, ამცირებს სისხლძარღვთა კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რის გამოც ქვეითდება მათი მგრძნობელობა პრესორული ფაქტორების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პლაზმაში ატენოლოლის Cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2- 4 საათის შემდეგ. ნივთიერების 90% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 48 საათის განმავლობაში. მისი T1/2 შეადგენს 6-10 საათს.

პლაზმაში ქლორტალიდონის cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 17-30 საათის შემდეგ. პრეპარატის T1/2-ს განაპირობებს მიღებული დოზა და იგი 50 მგ-დან 200 მგ-ის დოზის დიაპაზონში შეადგენს 40 სთ-ს. ელიმინაცია ძირითადად წარმოებს თირკმელების საშუალებით და ნაწილობრივ ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • დაძაბვის სტენოკარდია (ხანგრძლივი მკურნალობისათვის).

მიღების წესები და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში ერთხელ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზას ზრდიან  – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. დოზის შემდგომი გაზრდა უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს ჰიპოტენზური ეფექტის გაძლიერებას.

პაციენტის გადაყვანა სხვა ჰიპოტენზური საშუალებებიდან უშუალოდ ატენორიკზე შესაძლებლია, გარდა კლონიდინისა.

თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე ასაკოვან პაციენტებში ატენორიკის დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით:

  • კკ 15-35 მლ/წთ  – 1/2 ტაბ/დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით;
  • კკ ნაკლებია 15 მლ/წთ  – 1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით.

პრეპარატი ნიშნება დღეში ერთხელ ჭამის წინ მცირეოდენ სითხესთან ერთად, სასურველია დილით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, AV გამტარებლობის დარღვევა, კიდურების გაციების შეგრძნება, ერთეულ შემთხვევაში გულის მწვავე უკმარისობის სიმპტომები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად  – ბრონქოსპაზმი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში  – ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

სასქესო სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში  – პოტენციის დაქვეითება.

ალერგიული რეაქციები: ერითემა, ქავილი.

ზოგჯერ: ოფლიანობა, საერთო სისუსტე, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

გულის მწვავე უკმარისობა, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II, III ხარისხის, ბრადიკარდია, მეტაბოლური აციდოზი, ლაბილური მიმდინარეობის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის), სინოარიკულური ბლოკადა, ბრონქული ასთმა, ჰიპოკალიემია, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის კომპონენტებისდამი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას სასარგებლო მოსალოდნელი შედეგი მკვეთრად უნდა სჭარბობდეს ნაყოფზე მისი პოტენციური მოქმედების რისკს.

ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება თირკმელებისა და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, რეინოს სინდრომის და პერიფერიული არტერიების სხვა მაობლიტირებელი დაავადებების დროს.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელმა პაციენტებმა პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ, ვინაიდან იგი ამცირებს საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის უნარს.

არტერიული წნევის მკვეთრი მომატების თავიდან აცილების მიზნით, ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ატენორიკი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შემდეგ.

ატენორიკი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირებისათვის.

„მოხსნის სინდრომის“ თავიდან აცილების მიზნით ატენორიკით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით.

არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, ატენორიკით მკურნალობის ფონზე დაუშვებელი ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები  – ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა, ბრონქოსპაზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატენორიკთან ერთად ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებისას ძლიერდება მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ატენორიკთან ერთდროულად ეთანოლის, ანტიჰიპერტენზული საშუალებების, ბარბიტურატების, დიურეზული საშუალებების, ფენოთიაზინების, ასევე პერიფერიული ვაზოდილატატორების გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ან მნიშვნელოვანი დაქვეითება. ატენორიკის მიღებისას ზოგადი ნარკოზის წინ საჭიროა გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.

ატენორიკი (ზოგადად ბეტა-ბლოკატორები) არ ინიშნება ვერაპამილთან ერთად და თითიეული მათგანის მიღება დასაშვებია მხოლოდ მეორე პრეპარტის მოხსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

Don`t copy text!